ეკხარტ ტოლე, power of now |
ეკხარტ ტოლე, power of now |
Jan 28 2020, 01:12 PM
Post
#1
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,984 Joined: 25-April 07 From: tbilisi Member No.: 28 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და ჭეშმარიტი სულიერი მასწავლებელი.
როგორ ვართ გონების ტყვეობაში, როგორ გვამყოფებს ის გამუდმებით შიშებში, წარსულზე დარდებსა და მომავლის შიშში, როგორ არ იღებს ის რეალობას და ქმნის საკუთარ ინტერპრეტაციებს რომელიც ილუზორულია. როგორ ვაიგივებთ თავს გონებასთან, ფიქრებსა და მის მიერ წარმოქნილ ემოციებთან, რაც არის ცრუ ეგო. როგორ ვიყოთ "აქ და ახლა", როგორ გავიღვიძოთ ჩვენს უმაღლეს მეში ამ ყველაფერს ხსნის მარტივი ენით, პრაქტიკული სავარჯიშოებით. ბევრი წერს ამ ყველაფერზე, მაგრამ ტოლემ ამიხსნა და დამანახა ყველაზე გასაგებად. ეს ყველაფერი ადრეც ვიცოდი თითქოს, მაგრამ ტოლემ სწორედ პრაქტიკაში გადმომატანინა ყველას გირჩევთ წაიკითხოთ ან მოუსმინოთ -------------------- know yourself and you will know the universe
It's choice--not chance--that determines your destiny |
|
|
Jan 29 2020, 07:50 AM
Post
#2
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,157 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
არა მაქვს არაფერი ამ პიროვნების ნაწარმოები. ახლა დავსერჩე და ძალიან დამაინტერესა.
რამდენიმე წიგნი აქვს ხო... რომელია ყველაზე საინტერესო? აქ წავიკითხე უფრო კონკრეტულად: http://message.ge/2019/02/09/%E1%83%94%E1%...83%95%E1%83%98/ |
|
|
Jan 29 2020, 11:12 AM
Post
#3
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,984 Joined: 25-April 07 From: tbilisi Member No.: 28 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
earth
მისი ყველაზე ცნობილი წიგნია Power of now (აწმყოს ძალა, Сила момента сейчас), რომელიც მე წავიკითხე. აქვს სხვა წიგნებიც. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ერთი და იგივეს ხშირად იმეორებს სხვადასხვა ფორმით, ზოგს ეს აღიზიანებს, მაგრამ მე მომწონს ასეთი სტილი, რადგან ასე კარგად გამიჯდა ცნობიერებაში და დამეხმარა პრაქტიკაში. -------------------- know yourself and you will know the universe
It's choice--not chance--that determines your destiny |
|
|
Jan 29 2020, 06:34 PM
Post
#4
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,157 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ხო, რონდა მპერნიც იმეორებს ხშირად იგივეს სხვადასხვა წიგნებში. არც მე მაღიზიანებს. ასეა საჭირო.
პირველი ის, რომ ასე განმეორებით მართლაც კარგად ჯდება გონებაში. ჩვენ სხვანაირ ცხოვრებას ვიყავით მიჩვეული, სხვანაირად აგღვზარდეს. ახლა მრავალი ადამიანია, რომლებიც ჩასწვდნენ ცხოვრების უფრო ლამაზი გზის ჭეშმარიტებას და წიგნებიც დაწერეს. უამრავი მწერალია მსგავსი სახის წიგნები რომ აქვთ. ეს სხვანაირი ცხოვრება, რომ გაგვიჯდეს, უნდა განმეორებით წავიკითხოთ. რადგან აქ, რომელიმე ნაწარმოებს ან ფიზიკას კი არ ვსწავლობთ,– ცხოვრებას ვსწავლობთ ამ წიგნებიდან და ცხოვრების სწავლას ამ ასაკში განმეორებითი გადაკითხვა სჭირდება, რადგან უნდა გადავხარშოთ კარგად გონებაში ეს ყველაფერი. უამრავ ამ მწერალთა შორის თვითოეული ჩვენგანი თავის მასწავლებელს პოულობს და მისი ენა ესმის კარგად და მისგან იწყებს ამ გზით სვლას. ვიმეორებ უამრავი მწერალია, რომლებიც წერენ ამ საკითხებზე, მაგრამ თვითოეულმა ჩვენგანმა თავისი უნდა აირჩიოს. რაც კი მეტს გავეცნობით, ვფიქრობ უფრო ძლიერი იქნება შედეგი. მე რონდა მპერნი შევიყვარე ძალიან. ჩემს მასწავლებლად დავასახელე ჩემს გონებაში. ბოლოს მინდა ვთქვა,–ეს ადამიანები არიან მოსული, რომ გზა გაგვინათონ და სიბნელიდან ამოგვიყვანონ. მე რონდა მპერნის გაცნობის მერე დავიწყე ფიქრი, რომ ბედნიერი ვარ, მანამდე ამ სიტყვას ვერ ვგრძნობდი. ამ ქალმა აზრი მისცა ჩემს ცხოვრებას. მომცა პასუხი ბევრ ჩემს შეკითხვაზე. |
|
|
Jan 31 2020, 09:50 PM
Post
#5
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 7,261 Joined: 4-September 10 Member No.: 6,254 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მე მიყვარს ტოლე
-------------------- -----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
|
|
|
Apr 4 2020, 11:34 AM
Post
#6
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 787 Joined: 15-June 11 Member No.: 6,488 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
A New Earth: Awakening to Your Life’s Purpose
ამასაც გირჩვეთ, მომეწონა ძალიან, ძალიან. -------------------- Philosophy means the love of truth in daily life - J. Krishnamurti
|
|
|
Apr 4 2020, 12:51 PM
Post
#7
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,984 Joined: 25-April 07 From: tbilisi Member No.: 28 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ტოლემ ასევე დროის ფენომენს შემახედა სხვანაირად. ის ამბობს: არ არსებობს დრო, ისე როგორც ჩვენ გვესმის, ყველაფერი ხდება აწმყო მომენტში. არსებობს ერთი უწყვეტი აწყო და რაც ამ მომენტში ხდება ჩვენს თავს ტვინისთვის შემდეგ ეს ხდება წარსული. ამ კუთხით თუ შევხედავთ ჩვენს ცხოვრებას მართლაც არ არსებობს არც წარსული და არც მომავალი. ვისაც უგრძვნია რასაც გულისხმობს მართლა განსხვავებულად შეხედავს ცხოვრებას. და რა შეიძლება ამან მოგიტანოს? მე პირადად მომიტანა წარსულზე სინანულების გაქრობა, რომ რაღაც მოხდა წარსულში, მე დავუშვი შეცდომები წარსულში, რომ წარსულმა განაპირობა რაღაც ცუდი აწმყოში. იგივე დამოკიდებულება მომავლისადმი, არ ცხოვრობ აწმყოში რეალურად, სულ ელოდები სასურველ მომავალს და ისე ცხოვრობ იმ ილუზორულ მომავალში, რომ გადის ცხოვრება და არასოდეს დგება წარმოსახვითი მომავალი, რომელიც სინამდვილეში არ არსებობს და ის სინამდვილეში აწმყოა
ტვინისთვის ეს შეიძლება დამაბნეველი აღმოჩნდეს, მაგრამ სულით უნდა შეიგრძნო ეს... -------------------- know yourself and you will know the universe
It's choice--not chance--that determines your destiny |
|
|
Apr 4 2020, 03:00 PM
Post
#8
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 787 Joined: 15-June 11 Member No.: 6,488 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
old_man
კი გეთანხმები ყველაფერში. თითქოს ბევრს ულაპარაკია ამ ყველაფერზე. მაგრამ ეკჰარტი ძალიან შეგრძნებითად გადმოსცემს. პირდაპირ შეიგრძნობ რასაც ამბობს, ანუ არ გჭირდება რაღაც დრო რო ეს სულის აღქმამდე ჩავიდეს. თითქოს პირდაპირ უკვე იქ შეიგრძნობა ეს ყველაფერი. -------------------- Philosophy means the love of truth in daily life - J. Krishnamurti
|
|
|
Apr 4 2020, 03:41 PM
Post
#9
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,984 Joined: 25-April 07 From: tbilisi Member No.: 28 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
chemikerin
-------------------- know yourself and you will know the universe
It's choice--not chance--that determines your destiny |
|
|
Apr 12 2020, 01:11 PM
Post
#10
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,984 Joined: 25-April 07 From: tbilisi Member No.: 28 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ტოლე პატიების შესახებ:
"პატიება არ ნიშნავს, რომ ვურიგდებით რამე ცუდს, რაც არ მოგვწონს. პატიება ნიშნავს მიღებას, იმის მიღებას, რომ არსებობს ნეგატიური ემოცია. არპატიება ეს არის გონების უარი მიიღოს მატერიალურობა ისეთად, როგორიც არის. გონება არ პატიობს რეალობას, წარსულს, მომავალსაც კი, იმიტომ, რომ მას არ შეუძლია შეეგეუოს იმას, რომ მომავალი არ არის განსაზღვრული. გონება მომავლისგან ითხოვს მკაფიოოობას და თავის გეგმებთან შესაბამისობას. ეს ნიშნავს ცხოვრების მიუღებლობას ისეთად, როგორიც სინამდვილეში არის. სანამ არ ვიღებთ ცხოვრებას, ადამიანებს ისეთებად როგორიც არიან, ამ წინააღმდეგობაში ვკარგავთ უზარმაზარ ენერგიას. ეს იქცევა ენერგეტიკულ პარაზიტად, რომელიც გვჭამს და ამგვარად სულ უფრო და უფრო ვშორდებით ჩვენს ჭეშმარიტ მე-ს. პატიება არ შეუძლია ცრუ მე-ს (ცრუ ეგოს). უნდა გვახსოვდეს, რომ მე არ ვარ უკმაყოფილო, ეგოა უკმაყოფილო. უნდა მივიღოთ სიტუაცია, როგორც რეალობა და შევეცადოთ იქიდან მივიღოთ "სარგებელი", სინათლე. ცრუ ეგო ვერ ხედავს ამ სინათლეს, რადგან ის მხოლოდ უარყოფითზეა კონცენტრირებული, უმაღლესი მე კი აუცილებლად იპოვნის პოზიტიურს, რაც გამოგვადგება". -------------------- know yourself and you will know the universe
It's choice--not chance--that determines your destiny |
|
|
Nov 6 2020, 04:24 PM
Post
#11
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,984 Joined: 25-April 07 From: tbilisi Member No.: 28 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ტოლეს "ახალი დედამიწა" (New earth: Awakening to Your Life’s Purpose) ჩამომივიდა ამაზონიდან
აუდიო წიგნს მოვუსმინე და მივხვდი რომ ეს ისეთი წიგნია, აუცილებლად ბეჭდურის სახით უნდა მქონდეს და სამაგიდოს სტატუსი მიენიჭოს ჩემს ბიბლიოთეკაში ვინ მოთვლის რამდენი ნაკლებ ფასეული წიგნი მაქვს წაკითხული ეზოთერიკაში, სანამ ნამდვილ მარგალიტებს აღმოვაჩენდი -------------------- know yourself and you will know the universe
It's choice--not chance--that determines your destiny |
|
|
Nov 14 2020, 06:39 PM
Post
#12
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
გაგვიზიარე ცოტა ინფორმაცია, რის შესახებაა
-------------------- FORZA ROMA
|
|
|
Nov 14 2020, 08:10 PM
Post
#13
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,984 Joined: 25-April 07 From: tbilisi Member No.: 28 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
tikoroma
ეგოს მდგომარეობებს განიხილავს დაწვრილებით რითიც ვიტანჯავთ თავს და ის არ ვართ სინამდვილეში ვინც გვგონია რომ ვართ ახალ ცნობიერებაზე გადასვლაზე წერს. ამიტომ დაარქვა წიგნს ახალი დედამიწა ბუდიზმთან შეიძლება პარალელების გავლება, სადაც მიგნებულია ადამიანთა ტანჯვის პირველსაწყისები მაგრამ თუ იქ გამოსავლად დედამიწიდან გაქცევაა ხოლო ტოლე ახალი ცნობიერებით ცხოვრებაზე წერს ეს ძალიან მოკლედ :დ -------------------- know yourself and you will know the universe
It's choice--not chance--that determines your destiny |
|
|
Nov 15 2020, 04:03 PM
Post
#14
|
|
GREEN soul Group: Banned Posts: 1,433 Joined: 8-November 12 From: ბუ Member No.: 6,920 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
https://akniga.org/tolle-ekhart-praktika-the-power-of-now
ამის მოსმენა დავიწყე, დავწერ მერე ჩემს აზრსაც |
|
|
Jan 2 2023, 01:04 PM
Post
#15
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,984 Joined: 25-April 07 From: tbilisi Member No.: 28 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
"თუ თქვენი ცხოვრების საფუძველს წარმოადგენს გონების მიერ შექმნილი "მე", რომელიც შედგება ფიქრებისა და ემოციებისგან - ანუ ეგოსგან, მაშინ თქვენი პიროვნების ფუნდამენტი არ არის მყარი, რადგან ფიქრები და ემოციები თავისი ბუნებით არის ეფემერული და წარმავალი.
ხშირ შემთხვევაში ლაპარაკობს არა ჩვენ, არამედ ჩვენი ეგო. ის შედგება ფიქრებისგან, ემოციებისგან, იმ მოგონებებისგან, რომელთანაც თავს ვაიგივებთ, რსასაც ვუწოდებთ მეს და ჩემს ისტორიას. იმ ჩვეულ როლებს, რომელსაც ვთამაშობთ ისე, რომ ვერც კი ვაცნობიერებთ. ყოველი ეგო გამუდმებით იბრძვის გადარჩენისთვის, ცდილობს რა დაიცვას და გაიფართოვოს თავი. თავისი "მე"-ს შესანარჩუნებლად მას სჭირდება საპირისპირო ფიქრი სხვაზე და ეს სხვები აღიქმებიან კიდევ უფრო "სხვებად" -------------------- know yourself and you will know the universe
It's choice--not chance--that determines your destiny |
|
|
Feb 23 2023, 01:41 PM
Post
#16
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,984 Joined: 25-April 07 From: tbilisi Member No.: 28 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ოხ ტოლე, ტოლე
რაც შენი წყალობით ეგოებს და მათ გამოვლინებებს ვაკვირდები, მით უფრო სევდა მეუფლება ) მაგიჟებს ეგოების კრიტიკული აზროვნება და შეფასების კრიტერიუმები აი, გაიცნობ ადამიანს და გაყრის შეკითხვებს, რომ ეგრევე შეგაფასოს და გადაწყვიტოს რა დონის პატივისცემა გამოიმეტოს იმ პერიოდში რა პერიოდშიც შენთან ურთიერთობა ექნება. აგათვალიერებენ, ჩაგათვალიერებენ. გისვამენ შეკითხვებს და ამ ორ წუთში იგებს შენს ასაკს, სოციალურ სტატუსს, სად მუშაობ, რა დაამთავრე, სად ცხოვრობ, როგორია შენი ოჯახური მდგომარეობა და ეგოს კომპიუტერი აღრიცხავს ამ ინფორმაციას ადარებს საკუთარ ბაზაში არსებულ ინფორმაციას და დებს დასკვნას. თუ ამ დასკვნის მიხედვით მაღლა ხარ მასზე ან სხვებზე, პატივისცემის დონე შესაბამისად მაღალი იქნება, ხოლო თუ დაბლა, ინტერესი ეცემა. ჰო, კიდევ ეგოს დომინაციის სურვილი. ბევრი რამ, რასაც ამბობს ან ყვება არის იმისთვის, რომ შენზე უკეთესი გამოჩნდეს. ეს განსაკუთრებით ერთ სქესის და ერთ ასაკობრივ ჯგუფებში იგრძნობა. თუნდაც მეგობრებთან. თითქოს სხვა ადამიანებთან ურთიერთობა იმისთვის სჭირდებათ, რომ საკუთარ უპირატესობას გაუსვან ხაზი. და რა კარგია ისეთ ადამიანებთან ურთიერთობა, რომ შეხვდები და მის ეგოსთან არ გაქვს ურთიერთობა, არამედ პირდაპირ სულთან, რომელიც არ გაკვირდება და არ გაფასებს კრიტიკული თვალით. ასეთ ადამიანებთან ვარ მოშვებული და მათთან ყოველგვარი ურთიერთობა მავსებს და მაბედნიერებს თუ დაკვირვებიხართ ამ ყოველივეს? -------------------- know yourself and you will know the universe
It's choice--not chance--that determines your destiny |
|
|
Feb 23 2023, 06:44 PM
Post
#17
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 787 Joined: 15-June 11 Member No.: 6,488 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
და რა კარგია ისეთ ადამიანებთან ურთიერთობა, რომ შეხვდები და მის ეგოსთან არ გაქვს ურთიერთობა, არამედ პირდაპირ სულთან +1 რომელიც არ გაკვირდება და არ გაფასებს კრიტიკული თვალით. ასეთ ადამიანებთან ვარ მოშვებული და მათთან ყოველგვარი ურთიერთობა მავსებს და მაბედნიერებს +1000 ვგრძნობ ხოლმე როცა კრიტიკული თვალით მაფასებენ, რაღაცნაირად ვიძაბები ესეთ სიტუაციაში არ ვარ ხოლმე 100%-ით მოშვებული და თავისუფალი.. პირიქით, რაღაცნაირი ხელოვნური ხდება სიტუაცია... -------------------- Philosophy means the love of truth in daily life - J. Krishnamurti
|
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 26th September 2024 - 01:24 PM |