Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ ისტორია, ცივილიზაციები, რასები _ დღეს საღამოს

Posted by: gio.geoo Jun 8 2012, 12:07 AM



რა იყო ეს ხალხო?? მოვიდნენ ვითომ? biggrin.gif

Posted by: natuka Jun 8 2012, 12:08 AM

მეც უნდა დამედო ახლა. რა იყო ნეტავ?

Posted by: gio.geoo Jun 8 2012, 12:15 AM

დაახლოებით 23:15 იქნებოდა.. თბილისში

Posted by: natuka Jun 8 2012, 12:17 AM

gio.geoo
შენ დაინახე?

Posted by: marissa Jun 8 2012, 12:19 AM

რუსეთის გაშვებული რაკეტა იყოო ამბობენ crazy_pilot.gif უცხოპლანეტელებს ტყუილად არ ელოდოთ

Posted by: gio.geoo Jun 8 2012, 12:20 AM

natuka
კი, მანამდენაც ვნახე ღრუბელი,, ძაან ანათებდა და მერე ეს smile.gif

Posted by: Dondariable Jun 8 2012, 12:20 AM

საქართველსო თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეს იყო რუსული ტოპოლის ტიპის რაკეტა.
რომელიღაცა პოლიგონზე მოახდინეს გაშვება.
ჩვენგან შორს,

Posted by: gio.geoo Jun 8 2012, 12:21 AM

marissa
რაკეტა ვერ იქნებოდა,, მანამდენაც ვნახე მნათობი ღრუბელი სანამ ეს ფამოჩნდებოდა

Posted by: gio.geoo Jun 8 2012, 12:24 AM

ეს კი ვიდეო http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=eqp4nf8Fl7c

Posted by: marissa Jun 8 2012, 12:38 AM

აბა მართლა უცხოპლანეტელები იყვნენე ? girl_sigh.gif ისე მგონი რუსების რაკეტას უცხოპლანეტელები ჯობია

Posted by: teepurple Jun 8 2012, 12:49 AM

რომელი მთავრობა იტყვის უცხოპლანტელები იყვნენო.. რაღაც არამგონია რაკეტა ყოფილიყო ეგ. ვითომ ჰგავდა რაკეტას?

Posted by: marissa Jun 8 2012, 12:52 AM

გარკვევით არავის დაუნახია,ყველამ დაინახა რაღაც ნათება(მე ეგეც ვერ დავინახე იმდენი ხეებია ჩემი კორპუსის გარშემო)ანუ შეიძლება რაკეტაც იყოს არაა გამორიცხული curtsey.gif

Posted by: teepurple Jun 8 2012, 01:01 AM

ჩემმა მეგობარმა დაინახა, მაგრამ რაკეტას არ ჰგავდა. eseigi tavidan varskvlavi ganatda da uceb gatetrda dzaan da diwyo didi bolivit mtel caze , da mere varskvlavis bolma miigo borjgalos nishani da shemdeg ert mxares sul gaanata bolma .... აი ეს თქვა მან. :დ

Posted by: gio.geoo Jun 8 2012, 01:04 AM

ანუ რაკეტა, რომ ყოფილიყო ჯერ კავკასიაში როგორ მოხვდა ცალკე საკითხია. და მეორეც სადღაც ჩამოვარდებოდა არამგონია უკვალოდ გამქრალიყო.. smile.gif

Posted by: teepurple Jun 8 2012, 01:08 AM

რაკეტა რომ ყოფილიყო რაკეტის ან რამე მსგავსის ფორმა ექნებოდა..
არ მჯერა რასაც თავდაცვის სამინისტრო ამბობს..

Posted by: natuka Jun 8 2012, 01:09 AM

http://bring.ge/blog/interesting/4917.html#cut
საქართველო,სომხეთი,აზერბაიჯა
ნი სამივეგან ჩანდა

Posted by: teepurple Jun 8 2012, 01:13 AM

თუ სამივე ქვეყანაში გამოჩნდა უკვე დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ რომ რაკეტა არაა.

Posted by: Ceeport Jun 8 2012, 01:14 AM

რაკეტა თვითონ ის კი არ იყო რაც დავინახეთ, ეს იყო ის რაც რაკეტამ დატოვა ალბათ ჰაერი რომ "გაჭრა", თუ რაკეტა იყო. მაგრამ ბევრი სხვა რამ შეიძლებოდა ყოფილიყო

Posted by: teepurple Jun 8 2012, 01:18 AM

შეიძლება ვერ ვერკვევი რაკეტებში კარგად, მაგრამ ვიცოდი რომ ეგეთ კვალს არ ტოვებენ. რავიცი..

Posted by: Ceeport Jun 8 2012, 01:22 AM

ათასნაირი რაკეტებია, რა ვიცით აბაა. მაგას დანამდვილებით ჩემი აზრით ვერ გავიგებთ სინამდვილეში რა იყო wink.gif

Posted by: teepurple Jun 8 2012, 01:24 AM

ჰო ეგ მართალია. საინტერესოა სინამდვილეში არ იყო smile.gif) ამ შაბათს თუ შევიკრიბეთ მოვისმენთ ბევრ აზრს, იქნებ ვინმენ იცოდეს smile.gif)

Posted by: Cyber Jun 8 2012, 01:26 AM

ვავა ვა რა თემა ამ წამს გავიგე ეგ ამბავი თქვენი წყალობით...
რა ხდება??
რაგაც არამგონია რაკეტას გავდეს
თან ბორჯღალოს ფორმა მიიღოო ...
რაღაც ნიშანი ხო არაა ჩვენთვის??

Posted by: Joy ZAZA Jun 8 2012, 03:07 AM

რა შუქი იყო თბილისის ცაში დღეს?


დღეს ღამით, თბილისის, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგი ქალაქის, ერევნის და ბაქოს მოსახლეობის ნაწილი, უჩვეულო მოვლენის მოწმე გახდა, ცა, რაღაც სპირალისებულმა სინათლემ გაანათა, რომელიც მალევე გაქრა, მაგრამ რა ახსნა უნდა ჰქონდეს ასეთ მოვლენას?

საქმე იმაშია, რომ მსგავსი ანომალია, უკვე იყო შენიშნული ადრე, მაგრამ ნორვეგიის ცაზე, მაშინ ეს რუსების რაკეტა "ბულავა" გახლდათ, რომელმაც კონტროლი დაკარგა და სპირალისებრად დაიწყო ბრუნვა, აი დეტალური ახსნაც რა მოხდა

http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=Zx8i5EfmYU4

რუსული რაკეტა "ბულავა" შექმნილი იქნა რუსული წყალქვეშა ნავებისთვის, თუმცა მისი გამოცდა მეტ-ნაკლები შედეგიანობით მიმდინარეობს, ხშირად რაკეტა ვერ მიფრინავს ისე, როგორც დაგეგმილია და ასეთ სპირალისებულ ბრუნებს აკეთებს, მოკლედ ჩაფლავებული რუსული ექსპერიმენტის შედეგია.

თუმცა აღმოსავლეთ საქართველოსთან, როგორც რუსული საინფორმაციო საშუალებები იტყობინებიან, ზუსტად ამ დროს მოხდა რაკეტა "ტოპოლ" — ის გამოცდა რუსეთში, ასტრახანში, როგორც ჩანს, უცნაური ანომალიის წყაროც სწორედ ტოპოლის რაკეტა გახლდათ.

რუსეთის სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარებმა, ჩაატარეს გამოცდა და МБР РС-12М «Тополь» გაუშვეს, (ნატოს კლასიფიკაციით SS-27 Sickle B) ასტრახანის (რუსეთი) პოლიგონიდან, როგორც რუსეთის წარმომადგენელმა განაცხადა, რაკეტამ წარმატებით დააზიანა პირობითი მიზანი ყაზახეთში, თუმცა როგორც ჩანს, ისე შესაძლოა მწყობრიდან გამოვიდა და სპირალური ბრუნვა დაიწყო.

გამოცდების მიზანი იყო, შეემოწმებინა თუ არის ისევ საბრძოლო მდგომარეობებში ეს რაკეტები, რომლებსაც საჭიროების შემთხვევაში ბირთვული ქობინი გადააქვთ და საკონტინენტთაშორისო დარტყმისთვის იდეალური, მობილური კომპლექსია, იმისთვის რომ ისინი ექსპლუატაციაში კიდევ 25 წლით დატოვონ… როგორც ჩანს რაკეტები მაინცდამაინც სახარბიელო მდგომარეობაში არ არის. მიუხედავად ამისა, ეს რაკეტები მაინც დატოვეს 2019 წლამდე რუსეთის შეიარაღებაში.



ვიდეო მასალა

თბილისიდან:

http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=eqp4nf8Fl7c

ბაქოდან:

http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=vvMzCMK_RHc

ერევანიდან:

http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=iUiEGeOhnyw


წყარო: Bring.ge

Posted by: Joy ZAZA Jun 8 2012, 03:07 AM

უი Natuka-საც დაუწერია ლინკი, მე ბოდიში :შ

Posted by: David27 Jun 8 2012, 08:17 AM

ბევრია მსგავსი ობიექტების ვიდეოები ნეტში. მეეჭვება რაკეტა იყოს..
http://www.youtube.com/watch?v=TCA3Zcbea3A&feature=related
http://www.youtube.com/watch?v=87PRVP4EQAo&feature=related

Posted by: elli Jun 8 2012, 08:21 AM

დილის საინფორმაციოშ სთქვეს რუსები არაფერ შუაშიარიან, როგორ შემოაღწევდნენ საქართველოს ნავიგაციაშიო, ეს კომეტა იყოო

Posted by: Adidas Jun 8 2012, 09:04 AM

QUOTE(elli @ 8th June 2012 - 08:21 AM) *
როგორ შემოაღწევდნენ საქართველოს ნავიგაციაშიო


გაუჭირდებოდათ! biggrin.gif

Posted by: David27 Jun 8 2012, 09:23 AM

elli
ჯვარი გვწერია კომეტა დაგვეცეს. ალბათ მეტეორს ან ასტეროიდს გულისხმობდნენ, რომლის ატმოსფეროში შემოსვლის ვიდეოებიც მრავლადაა და ნამდვილად არ ჰგავს ამას, რაც გუშინ მოხდა.
http://www.youtube.com/watch?v=ODEG3ifcMmM&feature=related

Posted by: teepurple Jun 8 2012, 09:47 AM

დღეს საინფორმაციოში თქვეს რომ რუსეთის რაკეტა იყო, მაგრამ ამდენ ქვეყანაში როგორ გამოჩნდა ერთი და იმავე ფორმით :/

Posted by: tikoroma Jun 8 2012, 12:08 PM

ციტატა(elli @ 8th June 2012 - 08:21 AM) *
როგორ შემოაღწევდნენ საქართველოს ნავიგაციაშიო,

ყველაზე მყარი არგუმენტია, მიშას ვენაცვალე biggrin.gif

Posted by: mamu_ka Jun 8 2012, 02:13 PM

QUOTE(teona @ 8th June 2012 - 10:47 AM) *
დღეს საინფორმაციოში თქვეს

არასდროს უთქვამთ სიმართლე და ეხლა რატომ გვეტყოდნენ სინამდვილეში რა იყო smile.gif

ვიმედოვნებ უფრო საინტერესო რამ იყო ვიდრე კომეტა ან რაკეტა smile.gif

Posted by: Cyber Jun 8 2012, 02:53 PM

ან ამო იყო ან რამე კომეტა(მეტეორი) რომელმაც ატმოსფეროსთან ახლოს ჩაიფრინა და აფეთქდა მაგრამ იმას ვერ ვხსნი კუდიც ეგრევე როგორ ქრება ....

ეს ჩემი აზრია რას იტყვით??
ძპივს რაღაც საინტერესო დავწერე biggrin.gif

Posted by: natuka Jun 8 2012, 05:00 PM

QUOTE(kinezis5 @ 8th June 2012 - 02:13 PM) *
არასდროს უთქვამთ სიმართლე და ეხლა რატომ გვეტყოდნენ სინამდვილეში რა იყო

biggrin.gif +10000

Posted by: kindatma Jun 8 2012, 05:07 PM

ხოო მეც ვნახე და კიდე 3 მა კაცმა მთელი სასტავი მიიყარ მოიყარა ეს რა იყოვო

Posted by: td......... Jun 8 2012, 08:41 PM

ფაქტია ,რ ომ ჯერ მოფრინავდა სწორი ტრაექტორით, ჰორიზონტის პარაეურად და მერე უცებ ჰაერში მორევი შეიქმნა, და ისე ჩანს თითქოს წევიტკენ წავიდა და ამის შემდეგ გაქრა.. მაგრამ სპირალისებურად ნამდვილად ბუნავდა რაღაც.. თანაც ამ სხეულს თუ მოვლენას თან ახლდა გაურკვეველი"ბოლი", ან "ნისლი"....ან ღრუბლების მასა დააბზრიალა ასე... მოკლედ ფაქტია ვერ გავიგებთ რა იყო..biggrin.gifbiggrin.gif

Posted by: kindatma Jun 8 2012, 08:53 PM

ბორჯღალოს ფორმა მიიღო,თან ისეთ ქვეყნებში გამოჩნდა რომლებთანაც ყველაზე ახლო კავშირი გვაქ.რაღა აქ,რაღა ამ სამ კავკასიურ ქვეყანაში,და არა სამდე ბელგიაში ან კანადაში,ან თუმდაც თურქეთში.არა რა,ეს ბორჯღალო ამასთან დაკავშირებულია რაღაც ნაირად.

Posted by: elli Jun 8 2012, 09:51 PM

ალაზნისპირელის ნათქვამი ნათლის სვეტი იყო ნამდვილადwink.gif

Posted by: td......... Jun 8 2012, 10:15 PM

კავკასია გათავისუფლდება! პუტინს დაერხა! biggrin.gif

Posted by: Zet Jun 8 2012, 10:15 PM

ჩემა ახლობელმა ნახა როგორ დაეშავა იპოდრომზე, გაჩერდა, მერე ქვემოდან სხივი გაუშვა, მთელ იპოდრომზე გაანათა, მერე კიდე რაღაცეები ჩაატარა ამ სხივის დახმარებით და მერე წავიდა.

რეებს არ მოიგონებენ ხოლმე იმისთვის რომ მფრინავი თეფშების არსებობა დამალონ biggrin.gif
მფრინავი თეფშიდან რო ვინმე გადმოსულიყო ალბათ იტყოდნენ ეს ატომური ბომბის გალოვკაა, ფეხით მიდის დანიშნულების ადგილზე და მერე იფეთქებს თავს, ბოლო თექნოლოგიაა)))

Posted by: Ceeport Jun 8 2012, 10:39 PM

მაშინ კიდევ ბევრი სხვაც ნახავდა, სხვებიგან არ გაგიგიათ ასეთი ისტორია?

Posted by: kindatma Jun 8 2012, 10:46 PM

კი მე რომ გავედი უბანში მომვარდა 10 კაცი და მოყოლა დამიწყეს.ვაიმე დავით ჩემი დე...ოეოეო აქ ისეთი რაღაცა მოხდა,რო გენახა გაითიშებოდიო biggrin.gif

Posted by: atinati Jun 8 2012, 11:08 PM

QUOTE(Zet @ Jun 8 2012, 10:15 PM) *
ჩემა ახლობელმა ნახა როგორ დაეშავა იპოდრომზე, გაჩერდა, მერე ქვემოდან სხივი გაუშვა, მთელ იპოდრომზე გაანათა, მერე კიდე რაღაცეები ჩაატარა ამ სხივის დახმარებით და მერე წავიდა.



ეგ ჩვენთან და ნეტა სხვაგანაც დაეშვა? smile.gif)

Posted by: tikoroma Jun 8 2012, 11:28 PM

http://droni.ge/?m=3&AID=7527&ab

Posted by: Lashapoli Jun 8 2012, 11:32 PM

QUOTE(Zet @ Jun 8 2012, 11:15 PM) *
ჩემა ახლობელმა ნახა როგორ დაეშავა იპოდრომზე, გაჩერდა, მერე ქვემოდან სხივი გაუშვა, მთელ იპოდრომზე გაანათა, მერე კიდე რაღაცეები ჩაატარა ამ სხივის დახმარებით და მერე წავიდა.

ეს როდის კაცო???

Posted by: betkho Jun 8 2012, 11:33 PM

არ ვიცი გუშინდელს ეხება თუ არა, მაგრამ ვინმემ იგრძენით დაბალი სიხშირე და ვიბრაცია? ქუხილს მოყვა ძალიან დაბალი სიხშირე. ყურები დამიგუბდა.

Posted by: tikoroma Jun 8 2012, 11:36 PM

დღეს ისრაელში იყო, მოგზაურობს გზააბნეული რუსული რაკეტა.
თუმცა ისრაელიო და ამ ვიდეოში რუსული სიტყვები მესმის
http://droni.ge/?m=3&AID=7527&ab

Posted by: gio.geoo Jun 8 2012, 11:48 PM

tikoroma
როგორც იძახიან საწვავის ცლისგან იყო ნათებაო,, არამგონია ისრაელამდე მიეღწია,, თუ საწვავისგან იცლებოდა smile.gif

Posted by: Cyber Jun 8 2012, 11:59 PM

tikoroma
ისრაელშიც?? ....

Posted by: earth Jun 9 2012, 12:31 AM

მე მაქვს ნანახი მსგავსი მაგისა დაახლოებით 30 წლის წინ. მაშინ კომუნისტური წყობა იყო და არავინ არაფერი დაწერა და არც რამე გავიგეთ. რამდენიმე წლის მერე წავიკითხე რომელიღაც გაზეთში(მაშინ უკვე თავისუფალი პრესა იყო), რომ ის რაც ვნახე უნახიათ გვერძე სოფელშიც, კერძოდ ეს შემთხვევა მოხდა კარდენახსა და ანაგაში.
ისეთი სასწაული იყო, ისეთი მომნუსხველი სანახაობა, ვერ აგიღწერთ, მთელი ცა დაიფარა მისგან გამოშვებული ნახევარრკალი ღრუბლისმაგვარი მანათობელით, თან ეს ნელა-ნელა გვიახლოვდებოდა და ზუსტად ჩემი სახლის მაღლა რომ მოაღწია გაჩერდა. მთელი ოჯახი გაშეშებულები შევცქეროდით, მერე ნელა-ნელა ღრუბელი გაიფანტა.
ვხედავდით შორს ერთ მოლურჯო ღრუბელს ასევე, რომელსაც თითქოს პაწია ნათებები ვარსკვლავებივით ჰქონდა, ესეც გაქრა. ასევე იქიდან საიდანაც გამოდიოდა ეს რკალები ერთი შუქი იყო, მთვარის შუქი რომ არის ისეთი. შუქს მრგვალი მონეტის ფორმა ჰქონდა. ეჰ, მქონოდა მაშინ ფოტოაპარატი ან ვიდეო გადამეღო biggrin.gif

Posted by: natuka Jun 9 2012, 01:09 PM

http://www.youtube.com/watch?v=wilTf3zPeoE&feature=g-vrec
აქაც რუსები ცდიდნებ რაკეტებს?
ან მსოფლიო რაღაცისთვის ემზადება sad.gif

Posted by: cerBERus Jun 9 2012, 02:52 PM

რუსების რაკეტა იყოო თქვეს მაგრამ არ მჯერა ჩემი თვალით ვნახე ძაღლს ვასეირნებდი რაღაც არ მჯერა რომ რამე რაკეტა იყო ან რამე მაგდაგვარი თან მაგ სპირალამდე რამდენიმე წუთით ადრე უცნაური სინათლეები მოდძრაობდა ცაზე

Posted by: soi Jun 9 2012, 05:57 PM

me gushin gavige da exla aq shemovedi gadasamocmeblad,sxvebes ver davujeremaic.. biggrin.gif ras gavigebt ra iyo..davelodot kidev tu gamochndeb rame... ))

Posted by: mamu_ka Jun 9 2012, 09:20 PM

ეგ თუ მართლა რაკეტაა მაგის იმედზე არიან ომში? ჰაერში ნაცილებად რომ იშლება smile.gif

Posted by: mamu_ka Jun 9 2012, 09:21 PM

http://www.youtube.com/watch?v=2kpeu6UGcRE&feature=related

Posted by: td......... Jun 9 2012, 11:22 PM

დღეს დანამდვილებით მითხრეს რომ რუსული რაკეტა იყო.. ის წყარო სანდოა და სამთავრობო არ არის.. რავიცი.. შეიძლება არაა მართალი..

Posted by: Joy ZAZA Jun 10 2012, 12:09 AM

QUOTE(mamu_ka @ Jun 9 2012, 09:20 PM) *
ეგ თუ მართლა რაკეტაა მაგის იმედზე არიან ომში? ჰაერში ნაცილებად რომ იშლება smile.gif

რაკეტა იყო ნამდვილად მამუკ «То́поль»-ი და ნაწილებად არ იშლება, 3 საფეხური აქ და გზადაგზა იშორებს,

http://ru.wikipedia.org/wiki/РТ-2ПМ#.D0.93.D0.B4.D0.B5_.D0.BC.D0.BE.D0.B6.D0.BD.D0.BE_.D1.83.D0.B2.D0.B8.D0.B4
.D0.B5.D1.82.D1.8C

Posted by: Cyber Jun 10 2012, 12:14 AM

ეჰ მერჩივნა უცხოპლანეტელები ყოფილიყვნენ biggrin.gif
მარა ესე ერტდროულას 3 ქვეყნიდან როგორ ჩანდა ვერ ვხვდები

Posted by: mamu_ka Jun 10 2012, 12:28 AM

Joy ZAZA
კაი ტიპი ყოფილა ეგ რაკეტა biggrin.gif დაგვაფეთიანა მთელი ფორუმი biggrin.gif

Posted by: Joy ZAZA Jun 10 2012, 10:02 AM

Cyber
ძაალიან მაღლა ადის და მერე სამიზნისკენ მიდის, მაგ სიმაღლის გამო დავინახეთ სამივე ქვეყანაში
მეც მერჩივნა უცხოპლანეტელები მაგრამ.....

mamu_ka

კაი ტიპი.. სავარჯიშო ვარიანტი კი, კაი ტიპია, მაგრამ როცა საბრძოლო "თავუკა" უკეთია მტრისას, თან ამ ტოპოლებს ბირთვული "თავუკებიც უყენდება" შორ მანძილზე ანადგურებს სამიზნეს (მოქმედების რადიუსი 8.000 კმ თუ არ ვცდები)

Posted by: td......... Jun 10 2012, 10:49 AM

სომხეთის საღვარზე ძალიან ცუდი ამბებია, არ დავწერ ვისი დახმარებითაც ხდება ეს ყველაფერი, ალბათ ეს დეფილეც შემთხვევით არ იყო მოწყობილი... იმედია რაღაც უმათავ პროცესებში არ გადაიზრდება ეს ყველაფერი..:||

Posted by: tikoroma Jun 10 2012, 05:07 PM

td.........
რა ხდება?

Posted by: mamu_ka Jun 10 2012, 05:24 PM

Joy ZAZA
ხო ამიტომ არის კაი ტიპი biggrin.gif როდის გვექნება ჩვენ ეგეთი,ან თუ გვექნება საერთოდ

Posted by: Joy ZAZA Jun 10 2012, 07:36 PM

QUOTE(td......... @ Jun 10 2012, 10:49 AM) *
სომხეთის საღვარზე ძალიან ცუდი ამბებია, არ დავწერ ვისი დახმარებითაც ხდება ეს ყველაფერი, ალბათ ეს დეფილეც შემთხვევით არ იყო მოწყობილი... იმედია რაღაც უმათავ პროცესებში არ გადაიზრდება ეს ყველაფერი..:||

საზღვარზე ცუდი ამბებია უკვე კარგა ხანია, რაც ჰილარი ესტუმრა მას მერე..

ჩვენზეც ძალიან ცუდად აისახება იქ ცუდი სიტუაცია....

Posted by: mamu_ka Jun 14 2012, 03:17 AM

QUOTE(Joy ZAZA @ 10th June 2012 - 08:36 PM) *
საზღვარზე ცუდი ამბებია

რა რა ხდება საზღვარზე? ან რომელ საზღვარზე?

Posted by: nibiru3013 Jun 14 2012, 06:51 PM

ციტატა(kinezis5 @ 14th June 2012 - 03:17 AM) *
რა რა ხდება საზღვარზე? ან რომელ საზღვარზე?

რა და მემგონი რაღაც არეულობის საშიშროებაა, ბაკნებიც ძაან ცუდად გასცემენ კრედიტებს და განვადებებს, ეშინიათ 2008-ის გაკვეთილი არ გაუმეორდეთ wink.gif ნეტა ერთ დღეს ჩამოიქცეს მსოფლიო საბანკო სისტემა, მაგრამ ალბათ მაინც ვერ გამოვსწორდებით sad.gif

Posted by: Adidas Jun 14 2012, 06:54 PM

და რა უნდა მოხდეს? პოლიტიკის გონზე არ ვარ და დამაკვალიანეთ რა! smile.gif

Posted by: mamu_ka Jun 14 2012, 07:18 PM

nibiru3013
აქ სულ არეულობის საშიშროებაა biggrin.gif ხო ჩამოიქცეს საბანკო სისტემა და ერთი ორი ზე სახელმწიფო გაქრეს რუკიდან

Posted by: nibiru3013 Jun 15 2012, 12:01 AM

Adidas
შემოდგომის არჩევნებს ელოდებიან wink.gif


mamu_ka
მაგიტომ ვთქვი ვერ გამოვსწორდბით, ზე სახემწიფოები რომ ჩამოშალოს ხალხი ბრბოა და ისევ ჩალიჩს დაიწყებენ მის აშენებაზე და ვინ სად იქნება ილუზიური "პირველ ადგილოსნი" wink.gif ვაი იმას ვინც ძალაუფლებას და სიმდიდრეს იხვეჭს wink.gif

Posted by: mamu_ka Jun 15 2012, 12:12 AM

nibiru3013
დაგვერხა რა biggrin.gif

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)