გჯერათ თუ არა სიზმრების? და რა სიზმრები გესიზმრებათ? აი მე გუშინ მაგარი ეზოთერიული სიზმარი დამესიზმრა, განსაკუთრებით სიზმრის კონცოვკა მომეწონა)) ნახევარი დამავიწყდა მაგრამ მთავარს მოვყვები. მოკლედ რაღაც თამაშის გმირი ვიყავი და სხვა დონეზე ვერ გადავდიოდი და უეცრად ვიღაცამ 2 ოქროს ბეჭედი მომცა და მითხრა ეს ფარაონების ბეჭდები არისო და დაგეხმარებიანო ბოლომდე გასვლაშიო. ჩემ მარჯვენა ხელს რომ შევხედე ისე რეალურად დავინახე ეს 2 ბეჭედი, გრავიურები ქონდა ეგვიპტური სიუჟეტებით და იმათი ღმერთი ანუბისი გავარჩიე (რომელიც მკვდრების მფარველი და წამლების და შხამების დამცველი იყო, ოოოოოოოოოი). ჰოდა მერე რაღაც პრავალი მაქვს მეხსიერებაში, მაგრამ დამთავრდა მაგრად სასაცილოდ, რაღაც გაზეთი გაიჩითა და რომ გადავფურცლე ძროხის ნაკელი გაიჩითა ჰოდა ვოზმუშიონი ვიყავი, ეგ აქ როგორ აღმოჩნდა და გამეღვიძა))) ისე ბეჭდები მართლაც ისეთი რეალური იყო, რომ გავიღვიძე ეგრევე ხელებს შევხედე, ხომ არ მიკეთია თქო))
ეს იყო: http://thottbot.com/i32527 ?
ამის წინად დამესიზმრა რაღაც სასაცილო სიზმარი, ზუსტად არ მახსოვს მარა ერთი მომენტი მახსოვს, ჩემს წინ რაღაც არმია იდგა და გამოვიდა რამოდენიმე გოლიათი, რაღაც ზღაპრული გმირების სტილში იყვნენ. ძაან გროზნი ვიდზე იყვნენ მარა რომ გამოვიდნენ დადგნენ და არ მახსოვს რაღაც სისულელე გააკეთეს და სიზმარში ამიტყდა სიცილი, თან აშკარად ფიზიკური სხეულით ვგრძნობდი რომ ვიცინოდი
არა, უფრო თხელი, გრძელი და ოქროსფერი იყო)
ვაიმე ჩვენი მედიუმს უკვე მართლა გრძნეული სიზმრები ესიზმრება.
სიზმრები არის კარები ქვეცნობიერების სამყაროში.
რას ვარჯიშობთ, სპეციალურად ინერგავთ რაც უნდა დაგესიზმროთ?
არა, უბრალოდ ძილის წინ ამბობ მე მინდა დამესიზმროს ეს და ეს ყოველ შემთხვევაში დილით ადრე ადგომა როცა მინდა ეს მეთოდი ამართლებს, ოღონც აუცილებლათ უნდა უთხრა ჩემ თავს - დილით უნდა ავდგე 8 საათზე, კონკრეტულად თუ არ ვტთქვი ეგ ფრაზა შანსი არაა რომ ავდგე
დილით ადრე ადგომა გასაგებია, რომ მეორე დღეს სადმე გეჩქარება ან რამე გაქვს გასაკეთებელი, მაგრამ სიზმრის უხეშად რომ ვთქვათ "შეკვეთას"რა მუღამი აქვს? თუ ეს უბრალოდ პროსტა ტაკ არის ხო, მაგრამ მე მეგონა რაღაც იდეა იმალებოდა უკან
მთავარი იდეა - მიაღწიო იმას რომ მართო და აკონტროლო სიზმარი და მიიღო ინფორმაცია "სხვა" სამყაროდან, თუმცა ჩვენ შენთხვევაში უბრალოთ გართობა იყო, არა?)
თურმე ყოფილა იდეა ამ ყველაფრის უკან კაი იქნება უფრო დეტალურად თუ დაწერ რა და როგორ.
copy-pasted არ მინდოდა მესარგებლა (მე მაპატიეთ), მაგრამ მომეწონა ეს შემთხვევა, მოკლედ ერთი მწერლის ცოლს აწუხებდა კოშმარები და ტიპმა ასწავლა სიზმრების კონტროლი, ჯერ შთააგონა ის რომ რომ ველოსიპედით უნდა იაროს სიზმარში და არა ფეხით, რომ არ დაიღალოს,ამ გოგომ ეს მოახერხა, მაგრამ მერე ბორბალი გაუსკდაა და ვერ ცვლიდა. ტიპმა აიღო და რეალურად ასწავლა ბორბლის შეცვლა, და ამის მერე სიზმარშიც მოახერხა) დანარჩენი თუ არ გეზარებათ წაიკითხეთ, "ოსოზნანი" სიზმარის კარგი მაგალითია
Можно упомянуть также случай, описанный итальянским писателем Джованни Джуарески. Его молодая жена Маргарита находилась в плену у собственных сновидений. Она видела себя в темном мире теней и ужасов, ходила по его бесконечным улицам совершенно одна. Джуарески внушил ей, что у нее есть велосипед. Он настойчиво внушал ей, что она должна сконцентрироваться на том, что во сне она ездит на велосипеде, а не ходит пешком. Если бы она умела водить машину, он бы внушил ей, что у нее есть машина. Через несколько дней она сообщила, что во сне у нее появился велосипед, и она стала меньше уставать от своих ночных скитаний.
Однако примерно через неделю Маргарита впала в депрессию. Она сказала, что лучше бы она ходила пешком, так как порвала шины. Муж предложил ей починить их - раз она сумела во сне создать велосипед, то может сделать и ремонт. Но Маргарита настаивала, что она уже пыталась сделать это раньше, но без успеха. И тут Джуарески применил необычный прием: он научил Маргариту решать во сне свои дневные проблемы, начав с обратного - "репетируя" решения возникавших в сновидении проблем днем. Во-первых, он отвел ее в гараж, снял со стены свой собственный велосипед и показал ей, как менять шину. Несколько дней подряд она делала это снова и снова под его руководством. Джуарески заставил Маргариту менять шины вслепую, с закрытыми глазами. На третий она с торжеством объявила, что во сне она починила велосипед, и теперь он в полном порядке. Несколько месяцев все было нормально.
Но однажды Маргарита снова заговорила о своем сновиденческом мире. Она рассказала Джуарески, что во сне ехала по горной дороге, велосипед вдруг подвернулся, и она упала на дно глубокого ущелья, сильно покалечившись. Она была в полном расстройстве, считая, что пришел ее конец. Джуарески купил справочники и пособия по альпинизму. Они нашли в них тот тип ущелья, в которое упала Маргарита, прочитали основные правила движения по горам и подъема на скалы. Но во сне она ничего не могла сделать своими искалеченными руками. Джуарески в последнем усилии помочь своей несчастной жене сказал: "Зови меня, зови и зови все время, не переставай звать меня. Кто знает, может, я и услышу". Этой же ночью во сне она позвала его и увидела, как он появился на краю пропасти и бросил ей веревку. Маргарита обвязала себя этой веревкой и он вытянул ее наверх. Позже Маргарита говорила: "Я больше ничего не боюсь. Я знаю, что в любом случае могу позвать тебя, и ты придешь".
გაიხარე! მე კიდევ ეს კვირა ძილის წინ თავში ვიდებ, რომ თქვენ გნახოთ და უმეტეს შემთხვევაში გხედავთ!:)
გუშინ წინ ისეთი სიზმარი ვნახე, რომ თითქოს "ნატვრის თვალის" პონტში რაღაც-ვიღაც გაიჩითა ოჯახში და ანუ ვის რა სურვილიც არ უნდა გვქონოდა აასრულებდა.. მე არ მაქვს მეთქი და მერე ვიფიქრე დედას გაუხარდება სამზარეულოში "რაკოინა", რომ იყოს-თქო და თქმა და გაჩენა ერთი იყო, მაგრამ როგორ შევცდი - ცუდი "ტოჩკა" ავარჩიე და ამის გამო წყალი იღვრებოდა ყველგან! ( ჯერ ყველაფერი უნდა ამეწონ-დამეწონა და მერე გადამეწყვიტა და არ გამოვიდოდა ასეთი აბდაუბდა სიტუაცია )
ამ სიზმრიდან ასეთი დასკვნა გამოვიტანე პირადად ჩემთვის, რომ ჯობია გაფიქრებამდეც კი დაფიქრდე, თორემ მერე უკვე გვიანი იქნება!
მე და ჩემი დაქალი ვემზადებით გამოცდებისთვის, და ის ძალიან ნერვიულობს ჩაბარებაზე. მამამისი საქმის კურსში არ იყო ამ გამოცდაზე. და წარმოიდგინეთ გუშინ მამაჩემი მირეკავსო და მეობნებაო რამე გამოცდა უნდა ჩააბაროო? მოკლედ დაესიზმრა გარდაცვლილი დედამისი, რომელმაც უთხრა - მეო აქ ძალიან ვნერვიულობო, ბავშვს შაბათს გამოცდა აქვსო (მართლაც დღეს გვქონდა) და შენ კი სულ არ გაღელვებსო და წყნარად ხარო. მერე მე დავაწყნარეო ეს სულ გამოცდებს აბარებსო და ეხლაც რა მოუვაო, ჩააბარებსო და გამოეღვიძა) და მერე იტყვიან კიდევ არაფელი არ არსებობსო))))
გუშინწინ კარტინგზე ვიყავი, გვიან ღამე მოგვიწია! სახლში 12ის ნახევარზე დავბრუნდით დ.. მალევე დავიძინე,.. მოკლედ მთელი ღამე მანქანები და რბოლები მესიზმრებოდა.. ტვინი დამიმძიმდა და დაღლილმა გამოვიღვიძე
სიზმრების ფსიქოლოგიური ახსნა მგონი ყველამ ვიცით, მაგრამ სიზმარში მიღებულ ჭრილობებს და დამწვრობებს ვერაფერი გავუგე.
სიზმრების ჩაყოლა მაგარია.
ერთ საღამოს, ძილის წინ მარკიზ დე სადზე ვფიქრობდი
და გამოიცანით რა მესიზმრა
მე მაგალითად შეგრძნებებს ვაკვირდები როცა ვიღვიძებ და არა თვითონ სიზმრის შინაარსს... შეიძლება ძალიან ლამაზი სიზმარი ვნახო, მაგრამ თუ ცუდიშეგრძნებით გამეღვიძა იმ დღესვე რაღაც არასასიამოვნო უნდა მოხდეს ვიცი, ან პირიქით...ერთხელ დამესიზმრა მკვდრის ხორცს ვჭამდი, მაგრამ ისეთი სიმსუბუქის შეგრძნებით გავიღვიძე, 3 დღე ბედნიერი დავდიოდი....ვაფრენ?
ზეტ სად ჩითავ ასეთ ფოტოებს
Mirabella
100% გეთანხმები არ ააქვს იმას მნიშვნელობა, თუ რა გესიზმრება! მთავარია როგორ განწყობას ახდენს ნანახი შენზე პირადად!!!!!!
ამის წინად მქონდა მაგარი საინტერესო სიზმარი:
ვითომ რაღაც გაზეთების ბუტკაში დამრჩა ტელეფონი, და მივედი წამოსაღებად. ვიღაც ქალი იყო გამყიდველი და რომ გაიგო რომ ჩემი იყო ის ტელეფონი, მაგარი ეწყინა, რადგან უკვე დალომბარდებული ქონია ( ), ხოდა აქედან იწყება ყველაზე საინტერესო. მის სახეს ვხედავდი: ჯერ ცოტათი ეწყინა, მერე ნელ-ნელა უფრო წყინდა, სახეზე ცრემლები გაუჩნდა , მერე თვალები ცრემლებით აევსო, მერე სახე სულ გაუწითლდა, მერე უცებ გამომოტყველება შეეცვალა, გაავდა, მერე უფრო გაავდა, ბოლოს საშინლად აგრესიული სახე ქონდა და სულ ბოლოს დემონის სახე მიიღო, კბილები გაეზარდა და რამე. მაგარი ეფექტური იყო..
ხოდა ეხლა ჩემი ახსნა, ეს სიზარი ზუსტად ასახავს თუ რა მოსდის ადამიანს როდესაც მისთვის ცხოვრების არსი არის ფული. ჯერ წყენით იწყება ყველაფერი, და ბოლო სტადიაში ადამიანი მზადაა გაანადგუროს ყველა ვინც მას აშორებს მის ცხოვრების მიზანს. ნუ ეს არა მარტო ფული შეიძლება იყოს..
ალფა, კი მაგრამ შენ რატომ დაგესიზმრა? რაღაც ამდაგვარ სიტუაციაში აღმოჩნდი?
მე დამესიზმრა, ვითომ ჩემს სახლთან ჭავჭავაძის პროსპექტზე გამოვდივარ და უცებ ვხედავ რომ გაიჩითა ძროხა. მორბის რაც ძალი და ღონე აქვს. ბევრი ხალხი დგას გაჩერებაზე მაგრამ პირდაპირ ცემსკენ მოქრის და ვხდები რომ უნდა მირქინოს. მაგრამ გაქცევას არ ვცდილობ და არც მეშინია რატომღაც. ბოლოს მეტაკება და სიზმარიც მტავრდება))) ნეტა რას უნდა ნიშნავდეს???
ისე რამდენიმე წელიწადი მესიზმრება ერთი და იგივე სიზმარი. გუშინ კი მივხვდი და ამოვხსენი ამ სიზმარის მთავარი სიმბოლო.
))
მეცინება, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ვერ ვხვდებოდი რა უნდოდა ჩემს ქვეცნობიერებას.
ესეიგი პირდაპირი მნიშვნელობით გეობნებოდა, იმ კედელში რაღაც ხდება, შენ კი რაღაც დასკვნები გამოიტანე მე კი გუშინ დედა ტერეზა დამესიზმრა თუმცა დედა ტერეზას არ გავდა (ახალგაზრდა იყო), მაგრამ ასე გაჟღერდა, რომ ეგ ქალი დედა ტერეზა არისო. ეცვა რომის პაპის წითელი ნარიადი, უბრალოდ მუხლებამდე გადაჭრილი იყო)))) და რაღაცეებს მიხსნიდა...
მცირე შენიშვნა დასაწყისისთვის...სიზმრების ახსნაა და არა გარჩევა გარჩევა ვიცი მე საქმის და ისიც ქურდებთან (ხსოვნა იყოს)
ისე კარგი იდეაა...სიზმრების გამრჩევები რო გვყავდეს... ქურუმები
სიზმარი უბრალოდ ის არის რომ ცნობიერი ნაწილი ითიშება და ქვეცნობიერი ყოველთვის ჭკვიანია ვიდრე ცნობიერი უფრო ძლიერი მექანიზმია...
აი იქ ჩახედვას ეძახის ზეტი ტვინის დასვენებას
ლაშარელა, საერთო ჯამში 15 წელი ვიცხოვრე რუსეთში, და ქართული შევისწავლე ბოლო წლების მანძილზე, ამის გამო შეცდომებს უშვებ და იმედია მაპატიებ
ხო ეგ გასაგებია, როცა დიდხანს ერთ პრობლემაზე ფიქრობ, სიზმარშიც ცდილობ ხოლმე ამ პრობლემის გადაწყვეტას (ფირმის ბალანს რომ ვაყალიბებდი, ყოველ ღამე მესიზმრებოდა ხოლმე ანგარიშები, თუმცა უაზრო გატარებებს ვაკეთებდი). რაც შეეხება ჩემ სიზმარს, მე ჩემი დის დედამთილზე არ ვფიქრობდი ხო რეგულარულად, ჩემი და მოსკოვში ცხოვრობს და აქედან გამომდინარე ხშირი კონტაქტი არამაქვს მასთან. ვიცოდი, რომ დედამისი ცოცხალია და ასაკშია, და ადრე თუ გვიან ყველა კვდება. თუმცა ისიც ვიცოდი, რომ ჯანზე იყო. დაუშვად ჩემ ქვეცნობიერმა გათვალა, რომ არის მაღალი შანსი, რომ ეს ქალი მოკვდება, მაგრამ პერიოდიც რომ დაემთხვა, ჩემთვის მაინც უცნაურია. და საერთოდ სურვილი მიჩნდება ქვეცნობიერის ეს თვისება რამანაერად გამოვიყენო, მაგრამ არ ვიცი როგორ
რაც შეეხება მენდელეევის სიზმარს, ვიტალის ვესაუბრეთ ამ საკითხზე (ეს მედიტაციას ვინც ატარებს) და მას ააქვს ალტერნატიული ხედვა. მისი აზრით, მენდელეევის ტვინი ისეთი დაძაბული იყო, როცა ამ პრობლემის გადაჭრას ცდილობდა, რომ რაღაც მომენტში გაიტიშა და მიაღწია მედიტაციის მდგომარეობას (შენ ეხლა გაგეცინება იასნია), როცა არანაერი აზრი არ ტრიალებს შენ თავში და ის მზად იყო იმისთვის რომ ეგ ინფო მიეღო (საიდან არ მკითხო, მაგრამ ქვეცნობიერიდან არა).
ხოო...მენდელევი ტრანსში კარგი სანახავი იქნებოდა
არაა აუცილებელი რომ ცნობიერად გეფიქრა დედამთილზე...შენ შეხება გაქვს დედაშენთან, მას ვიღაცასთან...მოკლედ...ასე მარტივიც არაა ეხლა მე რო აგიხსნა მარა მე მჯერა რომ უბრალოდ იქ ძლიერი მექანიზმი მუშაობს....
ზოგჯერ ახდენს სიმულაციას და მომავალი შესაძლოა განსჭვრიტო გარკვეული ალბათობით და სიზუსტიდ...და მეორეს მხრივ დაამუშაო ინფორმაცია – ანუ შექმნა ტაბულა ან გამოიგონა სარეცხი მანქანა...
აი რასაც შენ ამბობ ღამე ბალანსებს ვაკეთებდიო..ეს სულ სხვაა...მაგ დროს კაკრას რომ ქვეცნობიერი სულაც არ მუშაობს...პირიქით ცნობიერი არის ნახევრად მიძინებულ მდგომარეობაში...მაგ დროს არც კი გძინავს, ცნობიერად ტვინი განაგრძნობს ფიქრს და მუშაობას.
ლაშარელა, შენი არგუმენტები გამომდინარეობს იმ მცნებიდან, რომ მატერია არის პირველადი ხოლო ინფორმაცია არის ტვინის აქტივობის ნაყოფი. თანამედროვე მეცნიერებას უკვე უწევს იმის აღიარება რომ ეს მოდელი მცდარია, ძალიან ბევრი კონტრარგუმენტი არსებობს ამ მოდელის წინაამღდეგ, და აგრეთვე ბევრი არგუმენტი არსებობს იმ მოდელის დასამტკიცებლათ რომ მატერია არის შედეგი და არა მიზეზი.
ფსიქოლოგია განიხილავს ადამიანის ცხოველურ მხარეს, ჩვენი სხეული ორგანიზმია, რომელიც ჩვეულებრივ მიწიერ კანონებს ემორჩილება, ანუ ჭამა, გამრავლება და. ა.შ. შესაბამისათ ფსიქოლოგია არ ცდება როდესაც ცდილობს ახსნას ადამიანის ცხოველური მხარე, თუმცა ადამიანი, პიროვნება პირველ რიგში არის მისი სული.
მე გეთანხმები რომ ღამით ადამიანს ძირითადათ ესიზმრება იმის ანალიზი რაც დღისით ნახა, მაგრამ არსებობს ისეთი სიზმრები რაც ამ მოდელის ფარგლებში არ აიხსნება. მაგალითად ეს უმას სიზმარი. და ასეთი მაგალითი ბევრია კიდევ
მოდი ჯერ ჩამოვყალიბდეთ
შენ ქვენბობიერს გულისხმობ როგორც რაღაც დიდ კომპიუტერს რომელიც ყველა მოვლენას ითვლის, და ამ მოდელირების შედეგად ანახებს რაღაც სიზმარს, რომელიც შემდეგ შეიძლება რეალურ სიტუაციას დაემთხვეს და ახდეს, ხომ ასეა?
ხოლო მე გეუბნები რომ ქვეცნობიერი კი არ ამოდელირებს, უბრალოთ იღებს ინფორმაციას, მათ შორის მომავლიდან(ნუ ერთ ერთი ალტერნატიული მომავლიდან). ანუ ინფორმაციის გაცვლა ხდება არამატერიალურ, ასტრალურ სივცეში
ის რომ ინფორმაციის გაცვლა ტვინის გარეთ ხდება, და დაჟე მეტიც, ინფორმაცია ანუ აზრები მოქმედებენ რეალობაზე, შეგიძლია იხილო ამ ფილმში: http://www.anastasia.ge/forum/index.php?s=&showtopic=106&view=findpost&p=1356
ეს ფილმი არის ასე ვთქვათ ინტერვიუ ცნობილ მეცნიერებთან, აგერ იმ მეცნიერების სია რომელთაც მიიღეს ამ ფილმში მონაწილეობა: http://www.whatthebleep.com/scientists/
ხოდა ალბათ დაგეზარება მაგ ფილმის ნახვა, და აქვე ჩამოვწერ რამოდენიმე მეცნიერს, რომელიც მაგ საკითხზე მუშაობს:
- ალბათ ყველაზე ცნობილი ექსპერიმენტი ამ მხრივ ეკუთვნის იაპონელ მეცნიერეს, მასარუ ემოტოს ( http://www.masaru-emoto.net/ )
მისი კვლევა მდგომარეობს შემდეგში: მან აიღო უბრალო წყალი, და ჩაასხა ორ ბოთლში, ერთს დააწერა "მადლობა" და მეორეს "დებილო" თუ რაღაც ეგეთი ხოდა მეორე დღეს გადაუღო წყლის მოლეკულებს და საინტერესო კანონზომიერებას მიაკვლია: იმ გრაფინის მოლეკულები რომლებზეც ეწერა სიტყვა "მადლობა" იყო არაჩვეულებრივად ლამაზი ფორმის, ხოლო მეორე კი პირიქით, ვიზუალურად ცუდი ფორმის. მერე რა თქმა უნდა გააფართოვა თავისი ექსპერიმენტები(თუ არ ვცდები 15 წელი მუშაობს ამ მიმართულებით)
კიდევ ასეთი ექსპერიმენტიც იყო: ბუდისტი მონახი მოიწვია და თხოვა რომ მედიტაციის საშუალებით განეწმინდა წყალი, აქაც იგივე ეფექტი, ანუ იმ წყალის მოლეკულები რომელზეც მონახმა "იმუშავა" არაჩვეულებრივად ლამაზი ფორმის იყო
ეს მოკლედ შევეცადე გადმომეცა.
აგერ ეს ლინკიც ნახე, იგივე თემაზეა: http://maper.livejournal.com/1454.html
- ვილიამ ტილერი ( http://www.tiller.org/ )
მისი ექსპერიმენტები მასარუს ექსპერიმენტების ნაირია, მან აიღო ორი ერთნაირი რაღაც ხელსაწყო, შემდეგ ერთერთ ამ ხელსაწყოზე კონცენტრირებას ახდენდა ვიღაც ადამიანი, მისი მიზანი იყო ამ ხელსაწყოს რაღაც პარამეტრი შეეცვალა, და ჰოი საოცრებავ, პარამეტრი მართლაც იცვლებოდა
საერთოდ ამ ადამიანს ბევრი პუბლიკაცია აქვს აზრების რეალობაზე ზემოქმედების თემაზე, აგერ გადახედე მის ვიდეოებს:
http://video.google.com/videosearch?q=William+Tiller&sitesearch=
- ხო კიდევ ჰოლანდიელი კარდიოლოგი Pim van Lommel-ი რომელიც იკვლევს თუ რა მოსდის ადამიანს სიკვდილის მერე. ხოდა ეს ადამიანი აქ იმიტომ ჩავსვი რომ, ბევრი დაკვირვების შედეგად კლინიკურ სიკვდილ გადატანილ ადამიანებზე, იგი მივიდა დასკვნამდე რომ ტვინი არ არის ის ორგანო, რომელიც გამოიმუშავებს აზრებს, ინფორმაციას, ტვინი მხოლოდ მიმღებია, როგორც რადიო მაგალითად.
ისე ლაშიკო ზუსტად ასე შეგიძლია მოითხოვო ღმერთის არსებობის დამადასტურებელი მეცნიერული ფაქტები, ალფა დაგიყრის რაღაც უამრავ ლინკებს, მაგრამ ამის პირდაპირი 100% დამადასტურებელი ფაქტი არ არსებობს. ან გჯერა ან არა. შენ ამ "ასტრალური სივრცეების თეორიის" არ გწამს და აქედან გამომდინარე ირიბი ფაქტებიც არ დაგაკმაყოფილებს, რაღაც უფრო სერიოზული არგუმენტი დაგჭირდება. და ეს რწმენა უფრო შინაგან შეგრძნებებზე არის დაკავშირებული. მე მაგალითად მჯერა რომ სიზმარი შეიძლება იყოს, როგორც ტვინის მუშაობის შედეგი, აგრეთვე ქვეცნობიერის და + კიდევ რაღაც არსებობს საიდანაც ეგ ინფორმაცია მოდის და როგორც გინდათ ისე დაარქვით (კოსმოსი, ასტრალი და რა ვიცი)...
გამარჯობა!
ლაშარელა, მეცნიერეულ კვლევებზე გეთანხმები. სამწუხაროდ მეცნიერება არ არის ისე განვითარებული, რომ რაღაც სერიოზული არგუმენტი წარადგინოს ამ მიმართულებით. თუმცა მორწმუნე ადამიანისთვის ყველაზე კარგი არგუმენტი იმის საწინააღმდეგოთ, რომ სიზმარი მხოლოდ ტვინის და ქვეცნობიერის მუშაობის შედეგი არ არის ალბათ ბიბლიაა, სადაც ბევრჯერ არის ნახსენები რომ ღმერთი ელაპარაკება ვიღაცეებს სიზმრების მეშვეობით. ოღონც მე ეხლა პრეტენზია კი არამაქვს იმაზე, რომ ღმერთი მელაპარაკება, უბრალოდ ბიბლიურად (ვისთვისაც ეგ არგუმენტია) მისაღებია, რომ რაღაც ძალა სიზმრების მეშვეონით კონტაქთში შევიდეს ადამიანთან, და რაღაც ინფო გადასცეს.
აი ზუსტად ამის თქმა მინდოდა, რომ რელიგია (პრინციპში ნებისმიერი რელიგია) სიზმრებს უფრო ფართოდ უყურებს ვიდრე მეცნიერება ან ათეიზმი. ეგ უკვე სხვა საკითხია ამა თუ იმ რელიგიის დამოკიდებულება იმის მიმართ თუ როგორ უნდა ახსნა სიზმარი ან მიაქციო მას ყურადღება თუ არა.
რელიგიურ საკითხებზე კამათი ძნელია, იმიტომ რომ პრინციპში ღმერთის არსებობის ხელშესახები ფაქტები არ არსებობს და რწმენა დაფუძნებულია მხოლოდ შინაგან სუბიექტურ რელიგიურ გამოცდილებაზე. იტოგში ვერავინ ვერასდროს ვერაფერს ვერ დაუმტკიცებს მაგ საკითხში.
ეგ მართმადიდებლური სწავლების მიხედვით არის სამი სახის სიზმარი, ისე შეიძლება მეტიც იყოს ან ნაკლებიც.
შეიძლება მომავალში მეცნიერებმა რაღაც კიდევ აღმოაჩინონ და დაამატონ სიზმრების შესახებ ცოდნას.
მოკლედ ეს არის პროგრამა, რომელიც გაძლევთ საშუალებას გარკვეული ტრენინგის შემდეგ გაიხსენოთ ძილის დროს, რომ თქვენ სიზმარში ხართ. 1ლი დღის ამოცანაა რაც შეიძლება დიდხანს უყურო წრეს, რომელიც შედგება წითელი და ცისფერი წრეებიდან. მე პირადათ ამ სეანსის მერე მთელი ღამე ეგ წრე მესიზმრებოდა და იმაზე ვდარდობდი არ გამეპაროს თქო ეგ მომენტი, როცა მივხდები, რომ სიზმარში ვარ))) აბა თქვენ სცადეთ .
http://uploaded.to/?id=0dide0
გუშინ დამესიზმრა ერთ ჩემს ახლობელს სახე ავახიე, კარატე ჩავუტარე...და სიზმარშივე იმითვ იყავი აღფრთოვანებული რომ პიანნი მასტერის სტილში ვცემე და რატომღაც ის ადამიანი ძალიან კმაყოფილი იყო რომ ვცემე... http://www.stamp.caucasus.net/smiles.htm
და სიზმარში საიდან, მე ხო კარატის და ეგეთების აზზეც არ ვარ.... http://www.stamp.caucasus.net/smiles.htm
მოკლედ გიხსნი, ეგ არის 1 სახის სიზმარი (ლაშარელას მიერ მოყვანილი კლასიფიკაციიდან). ტვინი ან ქვეცნობიერი გელაპარაკება სიმბოლოების მეშვეობით. ის შენი ახლობელი არის შენი კონკრეტული თვისების განსახიერება. ვთქვად, შენი მეგობარი ყოველთვის აგვიანებს და შენ ის სცემე სიზმარში, ეს ნიშნავს, რომ შენ შენში ებრძვი ამ თვისებას (და რა სტილით აახიე სახე ამას მნიშვნელობა არააქვს, ალბათ ჩინური კინოები გიყვარდა ბავშობაში. ჩემი აზრით ასეთი ლოგიკით უნდა ახსნა.
ღირსი იოანე კიბისაღმწერელი
ვისაც სიზმრების სწამს, ის იმ ადამიანს ემსგავსება, თავის ჩრდილს რომ მისდევს და მის დაჭერას ლამობს.
პატივმოყვარეობის დემონები სიზმრებში წინასწარმეტყველებად გარდაისახებიან და თავიანთი გაიძვერობითა და მოხერხებულობით წინასწარხვდებიან მომავალს და გვამცნობენ (გვაუწყებენ) მას, რათა სიზმარში ნანახის ცხადში ახდენით განვცვიფრდეთ და თითქოსდა უკვე წინასწარმცნობელობის ნიჭის მქონენი, გულისთქმებით გავამაყდეთ. მათთვის, რომელნიც დემონს უჯერებენ, ეს უკანასკნელი წინასწარმეტყველია, ხოლო მათთვის, რომელნიც არად აგდებენ და ამცნობენ მას, ის ყოველთვის მატყუარაა (მაცდურია). დემონი სულია, ამიტომ ის ხედავს იმას, რაც საჰაერო სივრცეში ხდება, და გაიგებს (შეიტყობს) თუ არა, რომ ვინმე კვდება, ამის შესახებ გულუბრყვილო ადამიანებს სიზმარში ამცნობს. წინასწარმეტყველობით (წინასწარუწყებით) დემონებმა მომავლის შესახებ არაფერი იციან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯადოსნებსაც შეეძლებოდათ თითოეული ჩვენგანისათვის მოსალოდნელი სიკვდილი ეწინასწარმეტყველებინათ. დემონები ხშირად სინათლის ანგელოზებისა და წამებულთა იერსახეს იღებენ და სიზმრებში გვიჩვენებენ ჩვენს ურთიერთობას მათთან, ხოლო გამოღვიძებულებს სიხარულსა და ამპარტავნებაში გვძირავენ. დაე, ეს შენთვის ნიშანი იყოს ხიბლისა და ეშმაკისეული საცდურისა. წმინდა ანგელოზები გვიჩვენებენ სატანჯველს, არსს სიკვდილისას, რის გამოც გაღვიძებისას თრთოლვა და ურვა_წუხილი გვიპყრობს. თუ სიზმრებში დემონებს დავემონებით, მაშინ ისინი ცხადშიც, სიფხიზლეშიც ჩვენს დაცინვას მოჰყვებიან. სიზმართდამჯერე სრულიად გამოუცდელია, ხოლო ვისაც არანაირი სიზმრის არ სჯერა _ ის ჭეშმარიტად სიბრძნისმოყვარეა.
წმ. თეოფანე დაყუდებული
თქვენ მეკითხებით, შეიძლება თუ არა გვჯეროდეს სიზმრების? უმჯობესია არ გვჯეროდეს, იმიტომ, რომ მტერი ცხადშიც ისედაც მრავალ წვრილმანს გვახვევს თავს, ხოლო ძილში ეს მისთვის კიდევ უფრო მოსახერხებელია (იოლია). თუ რომელიმე სიზმარი ასრულდება, მადლობა შესწირეთ უფალს. სასიამოვნო და წკუისსასწავლებელი სიზმრებისთვისაც მადლობა უთხარით. მაცდუნებელი სიზმრებისაგან გამოღვიძებისთანავე განიწმინდეთ თქვენი სული და მეხსიერება. საამისოდ ყველაზე საუკეთესო საშუალებაა ლოცვა და კეთილი მოვლენების გახსენება, განსაკუთრებით _ სახარებისეული ისტორიებიდან; ძალუმად აღიბეჭდეთ ეს მოვლენები ცნობიერებაში და გონების თვალები არ მოაცილოთ მათ. Mმთელი ყურადღება მათზე შეაჩერეთ. ცუდი აზრები მაშინვე დაუძლურებას დაიწყებენ და გაქრებიან (გაუჩინარდებიან).
საინტერესოა რა აზრის იქნებოდნენ ღირსი იოანე კიბისაღმწერელი და წმ. თეოფანე დაყუდებული იუნგის, ფროიდის და ფრომის ნაშრომებზე...
ლაშარელას მოყვანილ გამონათქვამებში შესაძლებელია, მხოლოდ წინასწარმეტყველი სიზმრები იგულისხმება, თუმცა მე მეჩვენება, ძირითადი აზრი იყო - ჯობია ყურადღება საერთოდ არ მივაქციოდ სიზმრებს, იმ თვალსაზრისით, რომ ჩვეულებრივი ადამიანი მაინც სწორად ვერ გაიგებს. ამით, ჩემი აზრით საერთოდ სიზმრების მნიშვნელობას უარყოფენ.
ერიხ ფრომის გამონათქვამი მინდა მოვიყვანო, რომელსაც ვეთანხმები (თუმცა მას რელიგიური მიდგომა არ ქონდა ამ საკითხის მიმართ):
“С позиций современной просвещенности сны считаются абсолютной бессмыслицей, недостойной внимания взрослого человека, который занят такими важными вещами, как создание машин, и который считает себя "реалистом"...
Но хуже всего то, что мы не понимаем своих снов, тогда как наяву мы уверены, что способны понять что угодно, стоит лишь подумать. Столкнувшись с таким неопровержимым доказательством ограниченности нашего сознания, мы избегаем противоречия, заявив, что сны - это бессмыслица.
В Талмуде сказано: "Неразгаданный сон подобен нераспечатанному письму". В самом деле, и сны, и мифы - важные средства связи, идущие от нас к нам же. Если мы не понимаем языка, на котором они созданы, мимо нас проходит многое из того, что мы знаем и рассказываем самим себе в те часы, когда не заняты действиями с внешним миром.”
მე ვფიქრობ რომ ჩვენი ეპოქა იმით გამოირჩევა იმ ეპოქისაგან, სადაც ეს წმინდანები ცხოვრობდნენ რომ ადამიანს დოგმები უფრო აჩერებს ვიდრე ანვითარებს.
წარმოიდგინეთ:შუა საუკენეები, გაქანებული დუალიზმი, სამყარო დაყოფილია ღმერთად და ეშმაკად. რასაც ვერ ხსნიდნენ, ეშმაკისგანაა. ადამიანის ფსიქოლოგია, მისი სოფლმხედველობა ეფუძნება იმ აქსიომებს რაც მისი ეპოქის დროს იყო მიღებული, შესაბამისად ყველანაირ მოვლენას იგი განიხილავდა როგორც ან ღმერთისგან ან ეშმაკისგან. ეს ნორმალურია, ფსიქოანალიზი მხოლოდ XX საუკუნეში ჩამოყალიბდა. ადამიანი შეხვდებოდა პირის პირ რაღაც ამოუცნობს, რაცას ლოგიკით ვერ ხსნიდა, ამ შემთხვევაში სიზმრებს და მიდიოდა წმინდანთან, რომელიც ეუბნებოდა პრინციპში სწორ რჩევას, ყურადღება არ მიაქციოო. ადამიანის სულის განვითარებისათვის იმ დროისათვის ეს საუკეთესო რჩევა იყო, რადგან გაითვალისწინეთ რომ მაშინ სიზმარს ან ღმერთისგან გამოგზავნილად ან ეშმაკის მოვლენილს თვლიდნენ, და ამ ლოგიკისათვის სიზმრის უარყოფა ლოგიკური და საუკეთესო გამოსავალი იყო.
სიზმრების დაჯერებას იმიტომ იკრძალებოდა ადრე რომ თუ ადამიანს წინასწარმეტყველური სიზმარი ექნებოდა იმ აზროვნების პირობებში ძალიან ადვილი იყო ამპარტავნებაში გადავარდნა, მაგრამ ახლა ამის საშიშროება აღარსებობს.
თანამედროვე ადამიანი და შუა საუკუნეების ადამიანი ერთი და იგივე არ არის. აზროვნება შიცვალა, დოგმები უფრო დაბრკოლებაა ვიდრე განვითარება.
მე არ ვიძახი რომ დოგმები არასწორია, უბრალოდ თანამედროვე ადამიანს თუ არ აუხსენი რისთვისაა ის დოგმები, იგი მას ვერ მიიღებს. და ძალიან ხშირად დოგმები დაბრკოლებაა, მაგალითად ჩემთვის დოგმა ჯოჯოხეთის არსებობის შესახებ.
პრინციპში რელიგიის მიზანი რა არის? ადამიანის ღმერთთან დაახლოება, მისი სულის სრულყოფა, და იგი ამას მშვენივრად ასრულებდა და ასრულებს. უბრალოდ არსებობენ ადამიანები რომლებთაც დოგმა უადვილებთ ცხოვრებას, რადგან არაა საჭირო იფიქრო იმაზე რასაც ვერ ხსნი, რადგან შეიძლება ამ დროს ღმერთს განუდგე, და აგრეთვე არსებობენ ადამიანები რომლებისთვისაც დოგმა დაბრკოლებაა ღმერთთან გზაზე.
რავი მე ასე ვუყურებ..
მე პირადად ძლიან ხშირად მიხდება სიზმრები, არ ვიცი ეშმაკისგან არის თუ ხილვებია, მაგრამ მაინც, ზოგი მეუბნება რომ გჯერა იმიტომ გიხდებაო, მაგრამ იმას კი არ ფიქრობენ, რომ ამიხდა, იმიტომ დავოჯერე
სიზმარში უმეტეს შემთხვევაში 4 ადგილი მესიზმრება, სადაც სიზმრების ძირითადი მოქმედება ხორცილედება. ჰოდა გუშინ დამესიზმრა ასეთი ერთერთი ადგილი - ბინა მოსკოვში, მოკლედ ვწევარ და გასვლა არ მინდა გარეთ და უცებ ვიღაც მუშებმა კედელი შემოანგრიეს და მითხრეს ეს სახლი ძველი არისო, უნდა დაინგრესო და დაიწყეს დაშლა. მეც ავბარგდი (თან ჩემი თავის გამიკვირდა არანაერი პროტესტი არ გამომიხატია) და წამოვედი და სახლი დაანგრიეს საინტერესოა დამესიმრება კიდევ?
პოსმოტრიმ
sainteresoa neta ras nishnavs - ramdenjerme damesizmra chemi dab.dge ( gushinac ) da vigeb saCHUQRAD TANSACMELS! CINAZE UMA SHEN MACHUQE VITOM SHAVI SADGESASCAULO KABEBI DA GUSHINDEL SIZMARSHI KIDEV eTOM SADGESASCAULO KOSTUMI MACHUQA DZALIAN SAYVARELI DA MOVIZOME KIDEC TANZE
ABA RAS NISHNAVS ES?
და ჩემი საჩუქარი მოგეწონა?) სონიკში ასე წერია :
Получать во сне подарки ко дню рождения сулит вам редкую удачу во всем.
რაც შეეხება კაბას:
Молодая женщина , которая увидела во сне изящную , хорошо сшитую блузку или платье , может ожидать приятных событий в своей жизни. Вскоре она заслужит всеобщее восхищение своими талантами и приятными манерами.
რაღაც სტრანნი სიზმრები მაქვს -- მომენტ-მომენტ წინ ვხედავ პატარა რეალობის და მერე მიხდება, მაგრამ ყველაფერი ძალიან არეულია
მეც მაქვს ეგეთი სიზმრები, ამ წლამდე, სიზმრის შემდეგ რამოდენიმე დღეში სრულდებოდა პატარა მომენტები, ეხლა კიდე, რამოდენიმე კვირის შემდეგ სრულდება დანახული მომენტები სიზმარში.
ჰოო, მეც დეჟავიუს პონტია
ტაქტიკური ძილი ხელს უწყობს სიზმრებში გაცნობიერებას.
როგორია ტაქტიკური ძილი?
ორი საათი გძინავს მერე ორი ან ერთი საათი არ გძინავს. ასე მთელი გამის განმავლობაში აკეთებ. დილისთვის სიზმარში თავს გააცნობიერებ.
ერთი დღე უნდა ცადოს ადამიანმა. თავიდან მეც შეუძლებელი მეგონა ))
უზარმაზარი ბრილიანტის ბეჭედი დამესიზმრა და საყურეები
რას ნიშნავს
ეს უკვე მეორედ
თქვენი აზრი მაინტერესებს....
საკმაოდ იშვიათად ვხედავ სიზმარს და კიდე უფრო იშვიათად მამახსოვრდება და რით შეიძლება იყოს ეს განპირობებული ?
მარა ბევრჯერ მიცდია რომ ძილის წინ ჩემთვის მეთქვა რომ რამე კარგი, დადებითი ან ლამაზი დამსიზმრებოდეს, მარა სულ ან სიცარიელეა ან რაღაც უჟასი
მადლობა
მართლაც დიდი ბუნდოვანება გაირკვა ამ დღეებში.
ესეიგი კარგი საიტი ყოფილა, საინტერესო ინტერპრეტაციები აქვთ ზოგიერთ სიმბოლოებზე
კი, ასეთი საიტი ბევრია, მაგრამ ყველა დაუკმაყოფილებლობის შეგრზნებას ტოვებს.
რატო იცი?
სიმბოლო ორიენტაციას აკეთებს და შექმნილ მდგომარეობასთან და სხვა პატარ=პატარა დეტალებთან ერთად უნდა განიხილო. აი მაგალითად ბუ დამესიზრმა უზარმაზარი. ნუ ვიცით ბუ სიბრძნის სიმბოლოა, მერე?
თითქმის ყველა ჩემი სიზმარი 'გრძელვადიანია' ..
მაქვს სიზმრები 10 და მეტი წლების წინ ნანახი. დღესაც მუშაობს და თავს გამახსენებს ხოლმე
სიზმარი მაგარი რამეა. ბევრს გასწავლის და გაფიქრებს ...
სიტუაციაში, საკუთარ ფიქრებში და მისწრაფებებში გარკვევს ..
ვა, ფორუმზე ერთდროულად ორი ადამიანია და ერთმანეთს ეპოსტავება
მეგობარი მოვიდა და მეუბნება: გუშინ გნახე სიზმარში ფულს მთხოვდი მჩირდება 150 ლარიო და მოგეციო, თან მიხაროდა, რომ აღმომაჩნდა!
და მომადგა და რას ნიშნავს? რად გინდოდაო?
რა უნდა მეთქვა?
იქნებ თქვენ მითხრათ რას უნდა ნიშნავდეს?
სიზმარში ადრე სულ ვიღაცეები მეომებოდნენ, არადედამიწელები,.. მაგრამ რაც "ბოევოიზე" დავდივარ, აღარ ჩანან და.. რას ნიშნააავს?! "ეზოთერიკ ტუსოვკაზე" არიან სადმეეე?
ესე იგიიი...
სიზმრად ვნახე..
ვიღაც ტიპი ვიყავი და ვიცოდი სად რა იდო (მე როგორც კატაბუამ) მაგრამ სიზმარში უნდა შემესრულებინა ისე, რომ ვითომ არ ვიცოდი..
ანუ რაღაც სკივრებს ვაღებდი, ვითომ რაღაცას ვეძებდი.. ამ დროს კი ვიცი სად რა დევს.. და მაინც ვაგრძელებ. როლია შესასრულებელი რაა.. ვხსნიი, სკივრეებს, ვხსნიი.. სულ არ მჭირდება იქ რაც დევს.. სულ არაა.. მაგრამ არავინ იფიქროს რომ მე ვიცი რომ აქ ეს ყველაფერი დეეევს.. დაა... მომბეზრდა ჩემი სიზმარი!!!!..
ვსიო
და ვიცი რასაც ნიშნავს
რა ახსნა ამს უნდა...
წავედი, ცივი წყალი დავლიო
მინდა ჩემი სიზმარი მოგითხროთ. გარჩევას არ ვითხოვ, ალბათ უფრო ლაშარელასთვის სიუჟეტად გამოდგება ჯერ არ დაწერილი რომანისათვის (თუ პიესისთვის:-)).
უცხო ქალაქში მივდიოდით, ადამიანების ჯგუფი იყო. მივდიოდით ექსპედიციაში იმ ქალაქის შესასწავლად და ”საშველად”. ქალაქს ხელადი ერქვა. გზა უდაბნოზე გადიოდა და რატომღაც ჩრდილო-დასავლეთით მიემართებოდა ირიბად და სწორხაზოვნად.
ქალაქი ძალიან უცნაური იყო. უდაბნოს მხრიდან შევედით და იმ მხარეს გამოქვაბულები ესაზღვრებოდა. ეს გამოქვაბულები მიწის დონეზე იყო და სადღაც სიღრმეებში ჩადიოდა. უფრო ხელოვნურად შექმნილს გავდა ვიდრე ბუნებრივს, ან იქნებ ბუნებრივიც იყო და მერე ვიღაცის მიერ დამუშავებული, ვინ იცის. ქალაქში ერთი დიდი ქუჩა მიემართებოდა და წარმოიდგინეთ ერთ მხარეს გამოქვაბულები მიუყვებოდა, მეორე მხარეს კი სახლები. სახლების სიმაღლე მაქსიმუმ 4 სართული იყო. არათანამედროვეს დავარქმევდი უფრო, თუმცა ალბათ ვერ ვიქნები მთლად სწორი შეფასებაში რადგან ქალაქი ძალიან უჩვეულო იყო.
წარმოიდგინეთ უამრავი ჩალეწილი ფანჯარა. შუშის თითოეული ნატეხი ჰაერში გაყინული და ორნამენტებად სახლებთან მოლივლივე. პირველივე სახლი მახსოვს ყველაზე მკაფიოდ. სახეზე უზარმაზარი შრამით. ხო, შუშები შრამის ფორმად ეკვროდა ფასადს, უფრო სწორად კი არ ეკვროდა ჰაერში იყო გაყინული და ყოველი ნიავის დაბერვისას ხვდებოდი რომ მოძრაობდა, თითოეული ფორმა, ორნამენტი შუშის ნატეხისაგან აწყობილი ირხეოდა, თითქოს ქალაქი, სახლები, ცოცხალი იყო და სუნთქავდა. ლამაზი იყო, შთამბეჭდავი, შემზარავი.
რამდენადაც მივხვდი და გავიგე. ქალაქი ყოველთვის არ ყოფილა ესეთი. ერთი შემთხვევის შემდგომ ყველაფერი შეცვლილა. ეს შემთხვევა ერთი ბიჭის ქურდობას უკავშირდებოდა და მის დევნას. იმ შემთხვევის შემდეგ შუშები დალეწილა და ჰარში გაყინულა. პერიოდულად ფორმებსაც იცვლიდა თურმე. ყველაზე საინტერესო ის არის კიდევ რომ ამ დღის შემდეგ საკმარისი იყო პატარა კონფლიქტი წამოწყებულიყო ქალაქში და მაშინვე შუშის ნამსხვრევები ავად იწყებდნენ მოძრაობას და ყველას და ყველაფერს განადგურებით ემუქრებოდნენ.
არ ვიცი ამის ბრალი იყო თუ რაღაც სხვა ვირუსი ეყრებოდა ყველას ვინც ქალაქში ცოტა ხანი მაინც რჩებოდა, მაგრამ ადრე თუ გვიან ყველას ერთი მანია ეწყებოდა. ყველას თავი ანგელოზი ეგონა და ეს ანგელოზობა მარტო საქციელში როდი გამოიხატებოდა, არამედ ყველა ფრთებს იმაგრებდა. მე შთაბეჭდილება დამრჩა რომ ფრთები ხელოვნური იყო და იმაგრებდნენ, თუმცა შესაძლოა ეზრდებოდათ კიდევაც:-)))
მახსოვს, იქ იმიტომ ჩავედით რომ ხალხი განგვეკურნა და ვუმტკიცებდით რომ ანგელოზები არ იყვნენ. მახსოვს მოჭრილი ფრთები, უფრო სწორად კორძები ზურგზე, ტანსაცმელზე გამოშვერილი, ძალიან მაგონებდა რაღაც ხელოვნურს, მახსოვს მათი სახეები, ჩემი გაკვირვება თუ რატომ იბრალებდნენ ანგელოზობას. კიდევ ის რომ, როგორც კი ვაჯერებდით, ან თითქმის ვაჯერებდით ასე არ არისთქო, შუშები ავად იქუფრებოდნენ და ყველა მიმართულებით ჰაერში ტრიალებდნენ, გეგონება თავად ჰაერი არისო ასეთი კრისტალური, საშიში, სისხლიანი.
ყველაზე კარგად კი მახსოვს ბავშვები. აი, ისინი ნამდვილად არ გავდნენ ხელოვნურ ანგელოზებს, თუმცა სახეები არ ჰქონდათ ფრესკებზე დახატული, გულუბრყვილო, გაღიმებული ანგელოზების მსგავსი. სახეები, უფრო მტკიცე იყო, შეუპოვარი და მაინც მართალი, არა საშიში. ყველას ტანისამოსი ეცვა, ოღონდ არ იფიქროთ თეთრ კაბიანი ბავშვები იყვნენ ქერა თმებით და ცისფერი თვალებით. ერთი გოგო მახსოვს(”ანგელოზი”) წითელი კაბით.
აი, სულ ეს არის რაც მახსოვს სიზმრიდან, თუმცა ძირითადად სიზმრები საერთოდ არ მახსოვს.
ძაან ბევრი გახსოვს
pirvelad var ak;-)
აი სიზმარს რაც შეეეხება, ყოველთვის მესიზმრება და ვინც ამბობს რომ ვერ ვხედავ სიზმრებსო, ეს კარგია იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ძილის დროს ტვინი ბოლომდე ისვენებს...მე ღამე თითქმის არ მძინავს, ვაი და თუ შემთხვევით გამეღვიძა, მერე 2 საათი მინდა დასაძინებლად
ადრე სიზმარში ან ვიცოდი რომ მძინავს და რაგაცეებს ვჩალიჩობდი ან ისე დავდიოდი, რომ მიწაზე ფეხს არ ვადგამდი
მაგრამ ბოლო დროს, გავგიჟდი ისეთ სიზმრებს ვხედავ რაც მესიზმრება მეორე ან მესამე დღეს ხდება, ნუ ზუსტად იგივე სურათი არ არის, მაგრამ შინაარსი იგივე დევს ეს რატომ ხდება??
ინფორმაციას იღებ კოლექტიური ქვეცნობიერიდან ..
araaa, ician ra bedic eliT tu shensken kidev gamochndebian da imalebian, eshiniat va
მეგობრებო, რამდენიმე დღის წინ უცნაური რამე დამემართა. ჩემი სიზმრების შესახებ იცით ალბათ ყველაფერი, სადღაც უამრავი დავწერე, ხოდა მაგ სტილში გრძელდება სერიები...
მაგრამ რამდენიმე დღის წინ სულ სხვა რაღაც მომივიდა. ძილში თითქოს მიწის ძვრა ვიგრძენი. ძლიერი რხევები. თვალები გავახილე მტელი ჩემი საწოლი ზანზარებდა და მეც, ასე მეგონა მარცევდნენ, ოღონდაც ძალიან ძლიერად. ალბათ შემეშინდა იმიტომ რომ ვიყვირე ბევრი, ბევრი. ოთახში დედაცჰემი შემოვარდა და რაც ყველაზე მთავარია არ მესმოდა რას მეუბნებოდა და ვერც ვცნობდი მგონი. არა კი ვიცანი, მაგრამ ადეკვატური არ ვიყავი. ძლივს ამოვღერღე ამხელა მიწის ძვრას როგორ ვერ გრძნობ მეთქი და გაოგნდა, არც არანაირი რხევები არ ყოფილა. იმ მომენტში სხეულსაც ვერ ვგრძნბდი. რაღაც კი ვიYავი, მაგრამ სხეული არა. ძალიან მსუბუქი და ვიღაც მაჯანჯგარებდა... მერე უცბად ჩამეძინა. იცით როგორ მეშინია ეხლაც რომ მაგონდება. საათის სამი იყო. მეორე დღეს გავიგე რომ ზუსტად სამზე ჩემი მეგობარი და მასწავლებელი გარდაიცვალა თურმე. რომლის ნახვაც ვერ მოვასწარი, რაღაცეები ჰქონდა სათქმელი. არის ერთმანეთტან ვითომ კავშირში? და რატომ მქონდა ასეთი სიმპტომები?
ვა რა უცნაურია
მე საერთოდ 'სამი საათის' ფენომენი მაინტერესებს, თუ არსებობს ესეთი რამე ან მასზე დაკვირვება ...
ძაან საინტერესო რამეები ხდება ხოლმე სამ საათზე დაკვირვებული ვარ
გალაკტიონის 'სამი საათიც' მახსენდება ...
დაკვირვებიხართ ვინმე?>??
ალბათ სულიერად ძალიან ახლოს იყავით ერთმანეთთან ესე რომ იგრზენი
...იმ დროს, როცა ეს მოხდა ძალიან მსუბუქი იყავი? ესე იგი იყავი მხოლოდ სული, ასტრალური სხეული (??)
ხოდა შენმა ასტრალურმა სხეულმა/სულმა იგრძნო მისი გარდაცვალება /სამუდამო გადასვლა ასტრალში
მაგარი საინტერესო რამეა ...
...is rom ragaceebi konda satkmeli - am informacias shen inaxavdi shens gonebashi, sxeulshi da emzadebodi ro migego...zalian rtulad xom ar vambob?... hoda, es kvelaferi naxe "shexvedramde"....rodis "dagezineba " anu rodis agar ixilav ici sizmarshi - roca ragac dasruldeba,damtavrdeba... shen grznobdi am adamians, kvecnobierad emzadebodi shesaxvedrad da ubralod, shexvedramde isic igrzeni ro sxva mdgomareobashi gadadioda... anu igrzeni misi gardacvaleba...
....eh, shevechide ra mec temas;-(....;-))))
თეო, თეა, აბსოლუტურად გავიგე რასაც მეუბნებით.
მეც ამას ვვარაუდობ. დიახ, კავშირი ნამდვილად ძლიერი იყო ჩვენს შორის. აზრობრივი, ემოციური....
forumelebi ertmanets icnobt kidec, shexvedrilxart?
აუ, 4-5 დღის წინ დამესიზმრა ისეთი სასიამოვნო სიზმარი, და შეგრძნება იყო თითხოს ცხადია ეს ყველაფერი და დღემდე ვგრძნობ აშუშენიებს , ეგეთი სიზმრები მომწონს, არც არაფერი ჩახლართული არაა და თან სასიამოვნოა, პრინციპში ვერ გავიგე იმ სიტუაციაში რა მინდოდა და რატომ მოვხვდი, მაგრამ ისე მომეცონა რომ....რაც იკო იკო, კარგი კი იკო
და რა იყო მაგ სიზმრის შინაარსი თუ საიდუმო არაა?
მაჩუქე რა შენი სიზმარი....ჩემი სიზმარი შენ...ჩემი სიზმარი შენ...
კი ძაან დიდ განცდებში ვარ
ისე კოშმარებზეც არ ვიტყოდი უარს. მაგარი შეგრძნებაა რაღაც საშინელ სიტუაციაში რომ ხარ და უცებ გეღვიძება და ხვდები რომ სიზმარი იყო. კიდევ უფრო მაგარია კოშმარს რომ ხედავ და უკვე ძილის პროცესში რომ აცნობიერებ სიზმარი როა და უკვე მსახიობივით თამაშობ შენს სიზმარში. ხომ მაგარია?
ვაუ, გამარჯობათ ყველას! ოლდმენ ძმაო, ეგეთი შეგრძნება მეც მქონია, აი სიზმარში ხარ მაგრამ რომ იცი რომ სიზმარია, აი ნაღდად რომ იცი და უკვე აღარ გეშინია, ანდა ხანდახან პირიქით, კაიფობ კიდეც ნუ გააჩნია ვინ გესიზმრება
ვითომ ეგ რა პროცესია? ანუ ნახევრად ხარ გათიშული თუ რა ხდება?
oldman
ორი სიზმარი მახსენდება ეხლა უცებ და აბა რომელი გინდა...
ერთი იყო, რომ თოვლია და ომია გაჩაღებული, ოღონდ რა ომია არ ვიცი, მაგრამ მე წითელარმიელი ვიყავი...ოღონდ ქალი არა, წითელარმიელი კაცი და ნუ კაცი მოვკალი და ძალიან განვიცდიდი რომ ცოდვა ჩავიდინე და ეს დანასაულის შეგრძნება გაღვიძების მერეც გამყვა საკმაოდ დიდხანს...
და მეორე იყო სადღაც ქუჩაში მივდიოდით და კერძო სახლს გავუარეთ გვერდი... ვისთან ერთად ვიყავი არ ჩანდა, მაგრამ ჭიშკარი ღია იყო და იქ დავინახე რომ მიცვალებული ესვენა...და მერე მეორე კადრი მახსოვს რომ ხორცს ვჭამდი და ვიცოდი რომ ეს იმ მიცვალებულის ხორცი იყო და ძალიან მეგემრიელებოდა .... ისე საერთოდ მე ხორცის ჭამა კარგად მაქვს დაცდილი, სულ ვიცი რომ მეორე დღეს სასიამოვნოდ გავატარებ...
კიდევ თუ გამახსენდა რამე მოგიყვები და ამოირჩიე რომელიც მოგეწონება... მერე ოქროს ხონჩა დავითრიოთ და აბრეშუმის ხილაბანდი და ეგაა
იშვიათად მახსომდება სიზმარი თავიდან ბოლომდე ..
.. გზაზე მივდიოდი და ამ გზაზე, შუაში რომ არის ხოლმე გავლებული წყვეტილი ხაზები, მის ნაცვლად , ჯვრები იყო დასმული
არ ვარ ეკლესიური და მიკვირს ეს რომ დამესიზმრა ..
ყოველთვის უცნაურ სიზმრებს ვხედავ .. ამ ბოლო დროს ისეთ სურეალურს რომ დალის შეშურდება
ქოლგა მეჭირა, მერე ქარმა დაუბერა და ქოლგა ზემოთ აიკეცა, დაიხა ნაჭერი ზოლებად ჩამოეკიდა და ქოლგის თავიდან შადრევანმა ამოასხა მინდა მასავით ვხატავდე ჩემს სიზმრებს
მერე გარეთ გავედი .. კაშკაშა მზე იყო, აი ისეთი, მხოლოდ ზღვაზე რომ ნახავ, საოცარი ცისფერი ცა და თვალისმომჭრელი სინათლე.. ვიცოდი რომ ეს ცა ზღვა იყო დედამიწაზე მეორე სართულად დადგმული ..
მეერე NY-ში მივფრინავდით მე და ჩემი მეგობარი. წყალზე მივფრინავდით. ცოტა ზევით ავფრინდეთ მეთქი უთხარი. ავედით ზემოთ და შორს ღრუბლებში გამოჩნდა NY. ესეთი ლამაზი არასდროს მინახავს მგონი ეს უფრო ასტრალს გავდა საოცარი მკვეთრი ფერებით... მერე გამაღვიძეს
საერთოდ ძალიან ლამაზ სიზმრებს ვნახულობ. რაღაცას აბალანსებს ეს სიზმრები.. იშვიათად რომ საშიში რამ ვნახო, და თუ ვნახე, მომდევენ მოსაკლავად ან რამე, მაშინვე ვიწყებ სიზმრის მართვას. მახსოვს სახლის სახურავზე დამდევდნენ დასაჭერად დავიჭირე და მაგრად ვცემე
ერთხელ ეკლესიასთან მყოფ სასაფლაოზე ერთ საფლავში მეძინა. ვიღაცა გადმოძრვა მეორე საფლავიდან ჩემს გასაგუდად. დავიჭირე და ისიც მაგრად ვცემე ესე მოყოლილი სასაცილოა მაგრამ ძალიან მძაფრი და საშინელი შეგრძნება იყო. მაგრამ როცა კონტროლს ვიწყებ ძალიან მაგარი შეგრძნებაა ..
მოკლედ უცნაური მეორე სიცოცხლე მაქვს
არის აქ ვინმე ფსიქოლოგი?
რვეულში სიზმრის ჩაწერა მეც გამიგია.
ამ ბოლო დროს სიზმრად მღვდლობა მევალება. ნეტავ რას უნდა ნიშნავდეს?
ძალიან კურიოზული სიზმარი გამომივიდა
მოკლედ მესიზმრება რომ კბილები მტკივა და სტომატოლოგთან შევირბინე ყველანაერი რიგისა და ჩაწერის გარეშე ხოდა გამსინჯა და ყველა კბილი ჯანმრთელი გაქვსო, მე გამიხარდა და გამომეღვიძა, მაგრამ კბილების ტკივილი მაინც მქონდა და კარგახანი მაწუხებდა, მერე გაქრა ისევე მოულოდნელად როგორც ძილის დროს გამოჩნდა
მთავარია ბოლო კეთილია.
ისე სიზმარი სამი სახის არის:
1. სიზმრები, რომლებიც წარმოიქმნებიან ჩვენი ფიქრებისაგან, მოვლენებისაგან
2. სიზმრები, რომლებიც წარმოიქმნებიან, საღამოს, მძიმე საჭმლის ჭამით, ძილში ხმათა ჩასმენით(წვიმა, თვითმფრინავი და სხვა), სუნის გრძნობით, რაიმეი გამოსხივებით და სხვა.
3. სიზმრები, რომლებიც არის ხილვები, რომლებიც შეიძლება იყოს ჩვენი სულის მოგზაურობის შედეგი, ან გამოცხადება ანგელოზისა თუ ღვთისმშობლის, ან ხედვა წინასწარმეტყველული.
პირველი სახის სიზმრები წარმოიქმნებიან, როგორც კი მიდიხარ დასაძინებლად(უმეტეს შემთხვევაში, გამონაკლისი არსებობს ყველგან და ყველაფერში.)
მეორესახის სიზმარიც იგივეა თითქმის.
მესამე სახის სიზმარი უმეტეს შემთხვევაში კი დილის საათებში ხდება, როცა ორგანიზმი მთლიანად განიტვირთება მიწიურისგან, დაღლისგან, ხმაურისგან, საჭმელისგან და სხვა.
მღვდლის დანიშნულება ალბათ ისიც არის რომ სიზმრის ახსნის ძალა ჰქონდეს, მაგრამ უმეტესობას ეს ძალა არა აქვს და ამიტომაც ამბობენ ნუ ვირწმუნოთ სიზმარი, იმიტომ რომ შეიძლება ეშმაკის იყოსო, არ ვეთანხმები. მაშ რა ვქნათ თუ ნამდვილი ხილვები გვაქვს, თუ სიზმარში ნანახი გვიცხადდება?! ჩემის აზრით მღვდელი მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს მღვდელი, როცა ყველა შეკითხვაზე შესძლებს პასუხის გაცემას და ისეთი პასუხის, რომელი პასუხითაც მორწმუნე დაინახავს. ხო , გამიგრძელდა, ერ განვსჯი მეტს, მაგრამ არ მომწონს აზრი დამაპროგრამოს ვინმემ. კომპიუტერი არა ვარ, ადამიანი ვარ და მიყვარს ოცნება, მინდა რომ ვნახო კარგი სიზმარი მინდა, რომ მქონდეს გამოცხადება...
ხო, ჩემს ერთ სიზმარს დავწერ, რომელიც რამდენიმე წლის წინ მესიზმრა.
ვნახე დიდი მარგალიტის მძივი, რომელიც ზეციდან ეშვებოდა, მთელი ხალხი უყურებდა ამ სასწაულს, გავედი გარეთ და დავუწყე ყურება, უცებ ეს მძივი ქალად იქცა. ასეთი ლამაზი ქალი ცხოვრებაშტ არ მინახავს, ის ორსართულიანი სახლის წინ ეშვებოდა და თავისი სიმაღლით თითქოს ამ სახლის ხელა იყოოო. ეცვა თეთრი ჰაეროვანი ნაჭრის კაბა, რომელიც სულ ბრწყინავდა, თითქოს მისი კაბა სავსე იყო უამრავი ალმასებით. სიზმარში მან ერთი ბეჭედი მომცა, რომელიც ასევე ბრწყინავდა, როგოც ის. ბეჭედს ერთი ძალა ჰქონდა,– თუ მის თვალს შევატრიალებდი რასაც ჩავთქვავდი ამისრულდებოდა. ავიღე ბეჭედი და შევინახე.
მერე ქალი ისევ გაქრა და მარგალიტის მძივი ისევ ცაში აიკრიფა.
ეს სილამაზე არასოდეს დამავიწყდება.
ალბათ მსგავსი სიზმარი თკვენც გაქვთ პროგრამაში . მაგრამ მე მაინც მოგიკვებით. ცლების განმავლობაში, გარკვეული პერიოდულობით სიზმარში მივდივარს ერტსა და იმავე შენობაში. ცოტა მუეუმს ჰგავს, მაგრამ საცხოვრებელი სახლისთვის დამახხასიათებელი ინვენტარიც ბევრია. საკმაოდ დიდია, ერთმანეთში გადის დარბაზები, დერეფნები, დიდი კიბეები. აქა_იქი ხალხიც მოძრაობს, თითქოს სიზმარში ამ ხალხს ვიცნობ, მაგრამ ამ რეალური ცხოვრებიდან არც ერთი ნაცნობი სახე. დავდივარ, დავდივარ, დავდივარ... იქაურობა ზალიან ლამაზია, მდიდრული, კომფორტულიც კი. მაგრამ რაღაც არ მსიამოვნებს, სულ ისეთი შეგრძნება მაქვს რომ რაღაც უნდა მოხდეს, ან მოხდა და სულ ჩუმად დავდივარ.
ამ ერთსა და იმავე სჰენობასჰი დავდივარ უკვე წლებია
ნეტავ რას ნიშნავს ?!
არასოდეს მჯეროდა სიზმრების
არასოდეს
მაგრამ ზუსტად 3ჯერ რაღაც გამეორდა და მერე რაღაც ეჭვი შემეპარა
საშიშ სიზმრებს თითქმის არ ვხედავ ან ძალიან იშვიატად
ბოლო 1 წლის მანძილზე ზუსტად 3ჯერ ვნახე, ტირილით ან რაღაც კოშმარებით გამეღვიძა სამივეჯერ
და სამივეჯერ მომდევნო დღეს ძალიან სერიოზული ჩხუბი მქონდა ხოლმე ერთიდაიგივე ადამიანთან
მეორედ რომ მოხდა მაშინ ეჭვი გამიჩნდა ამას წინათაც ესე არ იყო მეთქი
მაგრამ ბოლოს მესამეჯერ მოხდა რამდენიმე დღის წინ და ის 2 შემთხვევა სრულიად დავიწყებული მქონდა
და როცა უკვე ეს ჩხუბი მოხდა მერე გამახსენდა გამთენიისას სიზმარი
როგორც ჩანს გავიწყდება დილის სიზმარი. სიზმარს ყველა ხედავს, ჩვენი სული არსებობს და ის თავის საქმეს აკეთებს, ჩვენ გვახსენდება უბრალოთ დილით და გვავიწყდება, ეგ არაფერი, მერე რა
მე კიდევ ხშირად მაკვს განცდა იმისა, რომ ორი ცხოვრება მაქვს. ორგან ვარ. აქ, როცა მღვიძავს და იქ, რომელშიც დაძინების მერე ვიწყებ არსებობას. მაგრამ საოცარი ისაა, რომ აქ და იქ სხვადასხვაგვარი ვარ. მოკლედ ვერ აგიხსნით, მაგრამ, როცა მეღვიძება მგონია, რომ იქ, იმ სიზმარში უფრო ნამდვილი ვიყავი. მოკლედ ვერ აგიხსნით... რთულია ჩემთვის ამის სიტყვებით გამოთქმა.
სამი ერთმანეთში მოთავსებული მტრედი დამესიზმრა. დიდი საშუალო და პატარა
კიდევ ლამაზი ფარშევანგი. მოვიდა და კალთაში ჩამიჯდა.
ra lamazi sizmaria da imboloebiTaa savse!
am bolo dros ki ar mesizmreba sizmrebi..... rom vigvizeb maxsendeba rom sadgac vikavi da es iseti realuriaaa...
სად იყავი? სხვა განზომილებაში და რამე?
უი, გამახსენდა დღეს რაც ვნახე:
უფროს სწორად დღის განმავლობაში უკვე რამდენჯერ გამახსენდა
მოკლედ ერთი შეხედვით "ნე სტანდარტნი" რამ! არ ვიცი ასეთი რამ თქვენც თუ გინახავთ
მოკლედ, "ჩემ" სხეულზე (ერთ მონაკვეთზე) ვხედავ, რომ შავი ჭია-ღუები იჩითებიან (ბუდე აქვთ ხორცში გაკეთებული)!
ხოდა ვიღაც მეუბნება ჯობია დროზე მოიშორო ეგენი თორემ ხო იცი რა სწრაფად ვრცელდებიანო! და მეც მორჩილად საგულდაგულოდ ამოვიღე ეს შავი პაწუები და კარგად ამოვასუფთავე ბუდის არე! და მერე კიდევ ერთ ანუ მეორე ალაგას გაიჩითა ისეთივე "სასტავი და ისინიც გამოვაბუნძულე!
ვოტ ტაკ!
და ეგეთი სიზმარი არაა პირველი
ნუ ამ "ოპერაციის" პროცესში არანაერი დისკომფორტი და შიში არ მიგვრძვნია- ყველაფერი ოკ იყო!
და ვიცი, რომ შეიძლება გაიშიფროს ასეც- ტვინში გაქვს დაბინძურებული ადგილები (ათასი ნაგვით) და ჯობია დროზე დაალაგო! გასაგებია
რამდენიმე დღის წინ მქონდა საკაიფო განწმენდა სიზმარში
რომელიღაც ეზო-ამფითეატრში ვისხედით ხალხი და ტარდებოდა "ჩისტკა" ზარების ფონზე ..და გაგვაფრთხილეს, რომ ზოგი იცინებდა და ზოგი იტირებდა!
და მე გემრიალად ვიტირე (ანუ ცრემლად ვიღვრებოდი რა ) შეგრძნება იყო არაჩვეულებრივი!!!!
ნეტავ ეს მედიტაციები კვირაში ან 2 კვირაში ერთხელ იყოს სიზმარში!
სიამოვნებით ვივლიდი- ფაქტი ეგრევე სახეზე მეტყობოდა, ძალიან მაგარი იყო!!!!!!
TeO როგორც ჩანს არც ძილში კარგავ დროს, კარგია
გუშინ დამესიზმრა რომ სახლში ვიყავი და ფანჯარაში გავიხედე და დადემიწამ უცებ დაიწყო სწრაფად ბრუნვა ყველაფერი აყირავდა ამ სახლის გარდა, უკვე სიკვდილისთვის მოვემზადე დ ა უეცრად დედამიწა გაჩერდა. ფანჯრიდან გავიხედე მზე და მთვარე ორივე იყო ცაზე, ოღონც მთვარე რაღაცნაერი ტალახიანი იყო, დედამიწა სულ სხვანაერი იყო, პირველყოფილი. უცნაური ცხოველები დადიოდნენ. მერე მეზობლის ფანჯრებს შევხედე და ფანჯარაში ქალი შევამჩნიე, დავაკვირდი და ნინო ბურჯანაძე აღმოჩნდა ხალათში))) დაიწყო სიტყვით გამოსვლა დაგვაბრუნეთ ძველ დედამიწაზეო)))
გუშინ დამესიზმრა რომ სახლში ვიყავი და ფანჯარაში გავიხედე და დადემიწამ უცებ დაიწყო სწრაფად ბრუნვა ყველაფერი აყირავდა ამ სახლის გარდა, უკვე სიკვდილისთვის მოვემზადე დ ა უეცრად დედამიწა გაჩერდა. ფანჯრიდან გავიხედე მზე და მთვარე ორივე იყო ცაზე, ოღონც მთვარე რაღაცნაერი ტალახიანი იყო, დედამიწა სულ სხვანაერი იყო, პირველყოფილი. უცნაური ცხოველები დადიოდნენ. მერე მეზობლის ფანჯრებს შევხედე და ფანჯარაში ქალი შევამჩნიე, დავაკვირდი და ნინო ბურჯანაძე აღმოჩნდა ხალათში))) დაიწყო სიტყვით გამოსვლა დაგვაბრუნეთ ძველ დედამიწაზეო)))
აუ მაგარი სიზმარია. მეორედ მოსვლა გიხილავს
ყველაფერი აყირავდა ამ სახლის გარდა?
დედამიწა მსოფლიოა - სახლი საქართველო
"მრავალი ქვეყანა აღიგვება პირისაგან მიწისა
მხოლოდ ივერია გადარჩება და იარსებებს უკუნითი უკუნისამდი"
რუსი ბერი სერაფიმ საროველი
მაგარია არა?
სახლი - ქალური საწყისია სიზმარში
ps ბურჯანაზე არ დავინახო პრეზიდენტად
Uma
რა მაგარი სიზმარი ნახე!
& blanca ს გარჩევა მომეწონა!
Uma გამაჟრიალა, ტანში დამბურძგლა, თითქოს შორეული მომავალი დაინახე. ქალი გადაგვარჩენს, ნაცნობი პიროვნება ამ შემთხვევაში უბრალოდ ქალია მგონი.
blanca -ს გარჩევა მეც ძალიან მომეწონა.
მაგრამ მაინც ვიტყვი რომ საშიში სიზმარია ქვეყნისათვის.
ღმერთმა გვიშველოს
სახლი - ქალური საწყისი
საქართველო Mისი წილხვედრი ქვეყანა
დიახ - ქალი გადაგვარჩენს
მიხვდით ალბატ
სიზმარი ბევრად უფრო საინტერესო მოვლენაა.. მე ვფიქრობ რომ სიზმარი აბსოლუტურად ხელშეუხებელი რამაა, ანუ არ მჯერა რომ ადამიანის სიზმარში შეღწევა ძალუძს სხვა სუბიექტს, მაგრამ ვთვლი რომ ხშირ შემთხვევაში სიზმარში ადამიანი შეიძლება ხედავდეს, როგორც წარსულს, ან აწმყოს, ასევე მომავალს.. ამას იმით ავხსნიდი რომ ნებისმიერი ადამიანი ფლობს წინათგრზნობისა და სხვა მისტიური ენერგიების დიდ საცავს.. უბრალოდ ადამიანში ეს ღრმადაა დამარხული.. სიზმრის დროს იმატებს ადამიანის მგრძნობელობა, და მეტად ხდება მის ქვეცნობიერში ძიება.. შესაბამისად წინათგრზნობისა თუ პირიქით მოგონებების დიდი ნაკადი უფრო იოლად ხელმისაწვდომი ხდება სიზმრის დროს..
რაც შეეხება ხილვებს, ესაც ანალოგიურად შეიძლება აიხსნას.. ადამიანს აქვს უდიდესი ძალა იურთიერთოს ზებუნებრივ და თუნდაც ბუნებრივ ძალებთან.. რომელ ძალასაც იგი ვერ მართავს.. სიზმრის დროს უფრო იოლია და უფრო თავისთავადი პროცესია ასეთი ტიპის კონტაქტი.. კონტაქტი რომელიც მყარდება ერთის მხრივ ადამიანსა და მეორეს მხრივ ღვთიურ თუ სატანისეულ ძალებთან..ამ შემთხვევაში არავინ არსად არ იჭრება და არავინ ჩვენში არ ერევა, უბრალოდ ის, რასაც ჩვენ ვერ ვგრძნობთ ცხადში, უფრო საგრზნობი ხდება სიზმრის დროს..
წარმოიდგინეთ დაორთქლილი მინა.. ასეთია ადამიანის ქვეცნობიერი.. სიზმრის დროს სულ ოდნავ იკლებს ორთქლის დონე და უფრო მარტივია შიგნით ჩახედვა
ზელანდის მიხედვით ჩემეული ახსნა 'პრასტრანსტვა ვარიანტოვ-ის' სრულუფლებიანი წევრია
სადღაც წავიკითხე: ერთმა სიზმრად ნახა რომ იყო პეპელა. რომ გამოიღვიძა თქვა,– არ ვიცი რა ვარ ადამიანი,რომელსაც დაესიზმრა რომ იყო პეპელა თუ პეპელა რომელსაც ესიზმრება რომ იყო ადამიანიო.
გათხოვება გინდა
რატომ გაგიკვირდა?
დააკვირდი დეტალებს ჟაჭვის შემოხვევა და შეკვრა, საჩუქარი , კაბა ძველ სტილში მისთვის ძვირფასი რელიქვია მოგცა ოჯახის
დაბადების დღე , სამკლავი გაგიკეთა
blanca დაგლიჯე
"ოოო ძვირფასო ეს ის არ არის, შენ რომ გაიფიქრე"
აგია იგი თუ იგია აგი
ოკ, პაჟევიომ- უვიდემ
შორს შეიზლება წახვიდე ჩემთან შეჯიბრით მაგრამ შორს ვერ წახვალ
მაგდენი არ ვიცი მარა
აააბა გავიარეთ ახლა
კონკრეტულ ადამიანს და მისადმი შენს განწყობას ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არაქვს. მთავარი სიმბოლოები და შენი განწყობაა
ჯერ არა ჯერ არა არ გამაგონო
რაღაცას ეშმაკობ შენ. არაფერს ნიშნავსო და მერე რა სმაილს ხმარობ
სიზმარა პრადალჟაეტ
გუშინ დამესიზმრა, რომ ომი დაიწყო, ხოდა ხალხი ვითომ მასიურად ვიყავით გასული ზბორებზე (ნუ რაღაც საშიში ელფერი არ ჰქონდა ) ხოდა სასტავი იყო სრულიად აჭრილი ანუ ქალიან-ბავშვიანად ყველა და ჯიბეში ხელებ ჩაწყობილი, იარაღის მსგავსიც კი არავის ქონდა განწყობა ძალიან მშვიდი იყო...
მაგრამ ფაქტი ისეთი იყო, რომ ცხვრებივით ვიყავით მასოვკად გამოვდიოდით და არანაერ ომს ჩვენ არ ვაპირებდით..
ერთმა თვითფრინავმა გადაიფრინა და ხალხი დაშინდა, მაგრამ ჩვენთან არ ჩამოუყრია.. მერე ჩემთვის ჩაჩანას ნარკოტიკის გაკეთება უნდოდა, ანუ ზურგიდან ჩუმად ნემსის შერჭობა და რომ გავუგე გადავირიე ეგ რად მინდა მეთქი და გავიქეცი და იმან ომში რომ არ გარეკო და არ შეგეშინდეს ნარკოტიკით უნდა იყო გაბრუებულიო ნუ მაგ ამბავს გავექეცი, ისე კიდევ ერთი მცდელობა ქონდათ, მაგრამ ეგეც ავირიდე და მერე რაღაც ავტობუსში ავეკვეხეთ და ჩვენ გაგვიყვანეს (გზა არაჩვეულებრივად ლამაზი იყო, მახსოვს ვტკბებოდი და აღფრთოვანებული ვიყავი მისი სილამაზით)... მერე რაღაც კიდევ ვ ტომ ჟე დუხე რა..
სიზმრების ახსნა >> http://dreams.interes.ge/index.php
საინტერესოა ფორუმელები თუ დასიზმრებია ვინმეს და რა შინაარსის სიზმარი იყო?
ეროტიკულ სიზმრებს ვნაახულობ
არ მინდა და მაინც მესიზმრება რა როგორ ვქნა ისე რომ არ დამესიზმროს დამტანჯა ამ დებილურმა რაღაცეებმა უკვე რა
Classical
იმუშავე შენს თავზე!! ეგრე არ მინდათი არაფერი გამოვა!!
მეც მქონდა სიზმრების პრობლემა, მართალია არა ეროტიკული, მარა მაინც.... და ეხლა თითქმის აღმოიფხვრა ეგ...
ნუ მართალია 3 საათზე მეტი არ მძინავს მაგრამ პროგრესი აშკარაა...
შეიძლება ჩემი მოსაზრება გამოვთქვა? ნუ, თუ დღე-ღამეში 3 საათს დაიძინებ მხოლოდ, სიზმრის თავი სადღა გექნება
'გარყვნილი' სიზმრები... ჰმმმ...
მოკლედ..
პრობლემის სათავე არის ის, რომ ის 'დეიდები' იმას აკეთებენ რასაც შენი პარტნიორი არ აკეთებს და ქვეცნობიერად გინდა რომ აკეთებდეს.
ან არ აკეთებინებ, იმიტომ რომ შენი აზრით ეს გარყვნილებაა.
ასე რომ, შენი სურვილი და წარმოდგენა 'გარყვნილებაზე' ერთმანეთს არ ემთხვევა. რაღაც გინდა, რასაც არ იღებ/ვერ იღებ იმიტომ რომ ეს შენი აზრით გარყვნილებაა. აქედან წარმოიშობა კონფლიქტი და სიზმარში იკმაყოფილებ იმას, რასაც რეალში ვერ/არ იკმაყოფილებ
'გარყვნილი' სიზმრები მანამდე გექნება სანამ ამ 'გარყვნილებას' რეალში არ გააკეთებ და სანამ გეგონება რომ ის რასაც პარტნიორთან შეიძლება აკეთებდე გარყვნილებაა.
"Everything we do in bed is right"
ჩემი აზრით ასეთი პირდაპირი მნიშვნელობით სიზმარს ვერ გაარჩევ. შეიძლება დაგესიზმროს ვეჩინა და ნიშნავდეს იმას, რომ სექსი გინდა და პირდაპირ სექსი როცა გესიზმრება სულაც არ ნიშნავს რომ სექსი გინდა. ეს სიზმარი რომ გაიშიფროს ბევრი დამატებითი კითხვაა დასასმელი. მაგალითად რა ასოციაციებს იწვევენ ეს ქალები შენ თავში, ვის შეადარებდი რეალურ ცხოვრებაში. იქნებ შენ რეალურ ცხოვრებაში ვიღაცა გაიძულებენ რაღაცის კაკეთევას და შენ არ გსიამოვნებს.. არ ვიცი უამრავი კითხვა შეიძლება დაისვას, უბრალოდ დარწმუნებული ვარ, ცოტა ძალისხმევა რომ მიატანო ამ სიზმარს შენ თვითონ გაშიფრავ და მოგეშვება...
მართალია უმა, სწორედ ამიტომ ვთქვი ზემოთ შეიძლება სხვა რამეს ნიშნავდეს მეთქი ეს სიზმარი, რადგან სიზმარი იშვიათ ადამიანს ესიზმრება პირდაპირი მნიშვნელობით. შეიძლება Classical ის ცხოვრებაში იყოს ვინმე დიდი ასაკის ქალი, (ან იყო და დარჩენილია მეხსიერებაში) რომელიც თავისი ხასიათით თუ ქცევით მას ავიწროვებს და სხვა მრავალი ახსნაც შეიძლება იყოს. ასე რომ ხან სიზმრის მარტო მოყოლა არც არის საკმარისი...
რასაკვირველია. ფორუმი ხომ ფროიდის ტახტი არ არის ყველა დეტალი მოყვეს
ზოგადი ახსნა კი მოცემულია
ხშირად მესიზმრება ერთი და იგივე სიზმარი. ასეთი შინაარსი აქვს: ვითომ უცებ ვარ ქუჩაში ან რამე შენობაში, სადარბაზოში და ხან შარვალი არ მაცვია, ხან ფეხსაცმელი და ხან სულ შიშველი ვარ.)) ჰოდა ძაან მრცხვენია და ჩემი მიზანია როგორმე მივაღწიო სახლამდე ისე რომ არავინ დამინახოს. მაგრამ ეს ზნელი მოსახერხებელია, რადგან ირგვლივ უამრავი ხალხი ირევა და გაკვირვებულები მიყურებენ. ჰოდა ოფლში ვიწურები და ვფიქრობ როგორ გამოვძვრე ამ რთული სიტუაციიდან....
ნეტა რას უნდა ნიშნავდეს ეს სიზმარი?
intimacy issues ხომ არ გაქვს?
სულის სიშიშვლის შიში.
'დახურული' ადამიანი ხარ?
ასე ვიტყოდი ძაან გახსნილი არ ვარ (ბევრს უთქვამს ტიპიური თხის რქა ხარო ), მაგრამ ადამიანებთან ურთიერთობების პრობლემები არ მაქვს.
ვითომ მანდ იმალება ძაღლის თავი?
ადამიანებთან ურთიერთობის პრობლემას არ ვგულისხმობ.
შეიძლება ძალიან კარგად ამყარებდე ურთიერთობებს, მაგრამ გახსნილი არ იყო. ანუ სულის 'კუთხე-კუნჭულებში' არავის უშვებდე
აი მაგალითად რას ვგულისხმობ: საკმარისია გავცე ინფორმაცია, თუ რას ვგრძნობ, რას ვფიქრობ, რა ხდება ჩემს ცხოვრებაში რომ ცუდად ვგრზნობ თავს. ანუ სული მიშიშვლდება. ანუ მე ვთვლი რომ მაქვს ინტიმურობის პრობლემა, ანუ ადამიანთან დახლოების პრობლემა მაქვს
შენი სიზმარი იგივეს აღწერს, ანუ იგივე ან მსგავს შიშს
რა თქმა უნდა ესე მარტივად ამას ვერ გაიგებ შენს შემთხვევაში. ანუ უფრო სერიოზული ფსიქოანალიზი უნდა. ეს ხომ ფორუმია, ვერთობით.
მაგრამ ეს მოვიდა თავში შენი სიზმარი რომ თქვი და შეიძლება კავშირშია. თუმცა ვიმეორებ, ეს ზედაპირული ანალიზია
მეც თხის რქა ვარ, ტიპიური
მე რო დღემდე მკვდარი ჩვილები მესიზმრება?.. ტიპიური სასწორი ვარ?..
რა ლოგიკა მაქვს, IMHO!
სტანდარტული ახსნები მაგარია ხეზე ორი ფოთოლიც კი არ არის ერთნაირი
ეს სიზმრები კი მესიზმრება მაგრამ არ მახსოვს რომ ვიღვიძებ მახსოვს ძალიან ბუნდოვნად
მე მახსოვს გუშინ სიზმარში ძაღლმა მიკბინა მეტი არაფერი მახსოვს
ტააკ ძლივს რაღაცა მაქვს ამ თემაში დასაწერი))
ესე იგი კოშმარები და ცუდი სიზმრები არ დამსიზმრებია ერთი 10 წელია მემგონი, ნუ ბავშვობიდან რა. ხოდა რამოდენიმე დღის წინად 2-ჯერ ზედიზედ (1 თუ 2 დღის ინტერვალით) დამესიზმრა დაახლოებით ერთ იდა იგივე სიზმარი.
ზღვის დიდი ტალღა. ცუნამის მსგავსი. ერთი 50 მეტრიანი.
1ლ სიზმარში ვითომ ბათუმში ვიყავი ძღვაზე და უცებ ეს დიდი ტალღა წამოვიდა, და 2-ში რაღაც აბდა უბდები მესიზმრებოდა, და მერე ისევ ეს დიდი ტალღა, ამ ჯერად ლისის ტბიდან წამოსული ( ) თან მახსოვს რომ გავურბოდი..
მაგარი უსიამუვნო სიზმრები იყო..
ხოდა ნეტა რასთანაა კავშირში?
ერთადერთი რაც გამახსენდა 2 წლის წინ, ზაფხულში ზღვაზე ვიყავი, მაგარი შტორმი იყო, 5 მეტრიანი ტალღები, დაჟე 2 კაცი დაიხრჩო იმ დღეს. ხოდა მე კიდე ასეთი ტალღები მაგარი მევასება და შევედი ზღვაში. შიში არანაირი არ მქონდა, იმის და მიუხედავად რომ რატომღაც პლაჟი ცარიელი იყო და მარტო მე ვიყავი ზღვაში შესული )) ხოდა რაღაც მომენტში ტალღების სიდიდე და სიხშირე მოემატა, თან 2-2 მოდიოდა, ანუ ძაან რთული იყო ისეთი მომენტის გარტყმა რომ ნაპირზე გასულიყავი.. ხოდა მაგ მომენტში შემეშინდა. მერე კიდევ კარგი რო გავარტყი მომენტი და გამოვედი, თორე კაკ მინიმუმ მაგარი ყვინთაობა გარანტირებული მქონდა..
ხოდა რავი მეორე დღეს ნორმალურად ვიყავი, ანუ შიში აღარ მქონდა, და 2 წლის მერე რატომ ამოდის ეს შიში?
old_man
მე კიდევ გუშინ ძალიან პრიკოლი სიზმარი ვნახე
მეცხრე საავადმყოფოს "პადზემკაში" ნათურებს ვკიდებდით, ძალიან ბევრს.. კი ვიფიქრე ცოდვაა, მაინც ჩაამტვრევენ მეთქი, მაგრამ მაინც გავაგრძელეთ თან მუსიკაც იყო ჩართული და რაღაც დისკოთექის პონტი იყო, ახალგაზრდები ცეკვავდნენ
მკდრები რომ ეცხადებათხოლმე სიზმრებში და რაღაცას ეუბნევიან.. აი მაგის არ მჯერაა.. მგონიარომ თავად იმ ადამიანების ფანტაზიის ნაყოფია..
მე რამდენადაც ვიცი მანდ ფანტაზია არაფერ შუაში არაა,მაგრამ ისე არც მე მჯერა ეგეთი რაღაცეების
din-din
მე მესიძმრებახოლმე რომ ფილმებში ვარ, ლოსტში ვყოფილვარ ბევრჯერ კიიდევ, ჰმმ.. ადამიანები ვინც არ მინახიან დიდი ხანიაა, რაც მინდა ისიც დამსიზმრებია, მქონდა სიზმარში მაინც ეგ ბედნიერება ბავშობისდროინდელი ყველაზე ბედნიერი სიზმარი იყო, მაცივარი გამოვაღე და შოკოლადებით დამხდა სავსე
ეგ თუ ფანტაზიასთან არაა კავშირში
ხშირად მესიზმრება ზღვა. ციცაბო ნაპირზე მივდივარ და მისი ტალღები ვერ მწვდება
წუხელ ეს ზღვა იყო მაზუთივით შავი. ისევ ნაპირზე მივდიოდი.
შავი ზღვა იყო ანუ ჩვენი, და ვფიქრობდი მართლაც შავია და ამიტომ უწოდებენ შავსმეთქი
რა დატვირთვას ატარებს ზღვა, შეუძლია ახსნას ვინმემ?
სასიამოვნო ეს სიზმარი არასდროს ყოფილა, არც უსიამო, მაგრამ მაინც უაყროფით ემოციებს იწვევს და დროგამოშვებით მესიზმრება
blanca
ვერ ავხსნი მაგრამ მიხარია რომ გხედავ
ისე სიზმრებს ყურადღებას არასდროს ვაქცევ. საერთოდ არც მახსოვს რა მესიზმრება, ძალიან იშვიათად.
მე ხშირად არ მახსოვს სიზმრები, მაგრამ ის მახსოვს რა ადგილასაც არ უნდა მოვხვდე სიზმარში, ქალაქი იქნება თუ სოფელი, ქუჩას ყოველთვის ზღვისკენ მივყავარ და იქ უბრალოდ პლიაჟი იცვლება ხოლმე. მეც მაინტერესებს ისე რას ნიშნავს ზღვა სიზმრად სინამდვილეში დიდად არ მიყვარს და არც მენატრება, უფრო მთის მოყვარული ვარ ვიდრე ზღვის, თუმცა მთები რატომღაც არ მესიზმრება.
ზღვა ვერა, მაგრამ სანაპიროზე აი რას წერენ >>
მაგარი ბოდვაა. საიდან დააკოპირე?
კომუნიკაციის და ილუზიის თეატრი
მაისის მეორე ნახევრიდან კორაბლიოვას პერფორმანსის თეატრმა დაიწყო ახალი სამუშაო "კომუნიკაციის და ილუზიის თეატრი - დიალოგები, სცენები და საკუთრება", რომელიც ეფუძნება ჩემი რომანის "Feminine/Feminine ერთ-ერთ თავს იგივე სახელწოდებით. როგორც, ალბათ, სათაურიდანაც ჩანს, ეს პროექტი გამოიკვლევს დიალოგის და სიზმრის, როგორც კომუნიკაციის ორი ფორმის, რეალობას და აქტუალობას.
იმ ადამიანებს, ვისაც მიაჩნია, რომ მათთვის საინტერესოა თანამედროვე თეატრი, როგორც ადამიანური და სოციალური ხარისხის მკვლევარი, შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ინტერვიუსთვის:
margodekorableva@gmail.com
http://margokorablevaperformancetheatre.blogspot.com/
რას გულისხმობს ”შეგვიძლიათ დაგვიკავშირდნენ ინტერვიუსთვის”, ჩემთვის ცოტა ბუნდოვანია.
იმას ნიშნავს რომ მასალას აგროვებენ ამ გაუგებრობისთვის
david6david
საინტერესოა... იქნებ ცალკე თემა გახსნა ამის შესახებ....
+1 Zet
კარგი იქნება ცალკე თემა გახსნა და უფრო გაშალო. მართლა მაინტერესებს, ხალხი უნდა მოაგროვოთ და ფოკუსური ჯგუფური დიალოგი გამართოთ თუ ჩაღრმავებული ინტერვიუს მეთოდს იყენებთ? ისიც მაინტერესებს, თუ წარმოდგენა არ მაქვს ექსპერიმენტატულ თეატრზე მაგრამ მაინტერესებს გავიგ, ამ შემთხვევაში თუ იქნება ფასეული ჩემისთანა რესპონდენტი
მე ომზე მესისზმრება ხშირად, თან სულ დაბომბვაში ვყვები ხოლმე. ხან მართლა ბომბებს გვაყრიან, ხან მანქანები ცვივა ციდან, ხან სხვა საგნები. ხან მეც ვიბრძვი, ხან ვიმალები...
დღეს ჯარისკაცი ვიყავი, ტყეში ვიმალებოდით, მაგრამ გვიპოვეს და დაიწყო დაბომბვაააა...
ავტომატებს ვესროდით თვითმფრინავებს, სხვა დიდი იარაღი არ გვქონია...
მერე რაღაც ხიდი გადავრიბინეთ, მდინარე გავაცურეთ და შედარებიტ მსვიდ აგილას მივედით. მგონი სამედიცინო ბანაკი იყო, თეთრხალათინები ირეოდნენ... ვიღაც მშობიარობდა ტუ უნდა მოეყვანატ მშობიარე...
არ მახსოვს. სართოდ ისეთი სიზმრები მაქვს ზოგჯერ, ასე მგონია კინოში ვარ...
თან ხსირად იცვლება სიზმარში სიუჯეტები დავერ ვასწრებ დამახსოვრებას...
სეიძლება თვეში ერთხელ დავიმსახსოვრო სიზმარი ისე, რომ მოყოლა შევძლო
თორემ ფრაგმენტებს ძლივს ვიხსენებ ხოლმე
ეღტი და იგივე სიზმარი მესიზმრება სულ...
უუუულამაზესი ადგილი... დიიიიდი მზე.... მწვანე ბალახი.. თასფერი ყვავილებით გულმოჩითული მინდორი და ამ ყველაფერთან ერთად თოვლი :|
ანუ მზე და თოვლი ერთადაა :|
ისეთ კარგ ხასიათზე ვიღვიძებ, როცა ეს მესიზმრება : ) ნტა რას ნისშნავს?ა ნ რატომ მესიზმრება ასე ხშირად
ჰკიდევ, რარიგ უცნაურიც არ უნდა იყოს.. როცა ჩიხში ვარ და არ ვიცი სტატია როგორ დავამთავრო... ხშირად დამსიზმრებია ფინალი სტატიის : )მართლა : )
და ამგვარი , სიზმრიდან მოსული ფინალი, ყოველთვის საინტერესო და განსხვავებული... ყველა აღნიშნავს ხოლმე : )
asklipiodota
უმეტესად სიზმარში მთავარია თუ რა განცდას გიტოვებს გულში, რა ემოციებს იწვევს!
..თორემ მზეს და თოვლს თავისთავად დიდი სიმბოლიკა აქვს..
მშვენიერი სიზმარია
ისე ახლა ჩემი სიზმარიც გამახსენდა გუშინწინ დამესიზმრა, რომ ეზოში გავედი და ამ შუა მაისში თოვლი წამოვიდა და ცაზე წარწერით ახალი წელი მომილოცეს ისე კი გამიკვირდა ახლა ახალ წელს რა უნდა-თქო, მარა რას გაიგებ იქნებ იქ ზემოთ ამ დღეს აქვთ განწყობით ძალიან სასიამოვნო იყო
asklipiodota
ყვავილებში & თოვლში სულიწმინდის მადლია!
და მზეც საკმაოდ გრანდიოზულია, ის ქრისტიანობამდე და შემდგომაც ღვთის სახეა... (ისე.. აი, მზეზე პატარა სტატია >> http://zodiaqo.blogspot.com/2009/05/blog-post_25.html )
ჰო.. საოცრად თბილ და კარგ განწყობას მიტოვეს ეს სიზმარი : )
დიდი მადლობა ლინკისთვის, სიანტერესო ჩანს
გუშინ მთელი მულფილმი (ანიმე) დამესიზმრა.. და ძლიან საინტერესოც იყო, გამოვშტრედი აშკარად არ მქონდა ნანახი რაიმე მსგავსი ეხლა შინაარსი აღარ მახსოვს მაგრამ, გამოსი რეჟისორული ნიჭი მაქვს? ჩემს ქვეცნობიერში თუ მსგავსი რამ წარმოიქმნა..
მიცურავდე ლამაზი სიზმრის სიუჟეტში ზედმეტი ენერგიის ხარჯვა!
მე სულ მესიზმრება რომ კაცი ვარ... ეგ რაღას ნიშნავს? ხან პრინცი ვვარ და ხან ჯარისკაცი და ხან კკიდე ქალებს ვეპრანჭები სიზმარში
ეს ნიშნავს ზუსტად არაფერს!!!!!
სიზმარი მეტად საჭიროა ჩევენი სხვა სხეულებისთვის, როდესაც ფიზიკური სხეული ისვენებს ამ დროს შეუძლია სულს მშვიდად იმოგზაუროს "იქითა" სამყაროში და გაშალოს ფრთები)) რომ არა სიზმრები ჯანსაღ ფსიქიკას ვერ შევინარჩუნებდით ასე რომ..
სიზმრებს კი არ უნდა შევეწინააღმდეგოთ, არამედ დავეუფლოთ მართვას და ეს მეტად სასარგებლო იქნება ჩვენთვისაც და შეიძლება სხვესაც დავეზმაროთ სხვა პლანებზე
მე მგონი ამ საქმეს დღიურის წერის გარდა სხვა რამეც სჭირდება...
რაღაც-რაღაც რჩევები მოვაგროვე სხვადასხვა ფორუმებიდან
სულ დასაწყისში - რეალიტეტსჩეკს რასაც ეძახიან -ეგაა (ბოდიში ტერმინილოგია გერმანული მაქვს):
დღის განმავლობაში ჩვევად უნდა გადაიქციო რეალობის გადამოწმება ანუ მაგალითად. დააკვირდე საკუთარ ხელებს (სიზმარში ისინი ფორმას იცვლიან), კედელს ან მაგიდის ზედაპირს ხელით დააწვე - სიზმარში მათ სიმყარე არგააჩნიათ, შეღწევადნი არიან სინთლე ჩააქრო და აანთო (არ ფუნქციონირებს სიზმარში კარგად), თუ არავინ გიყურებს - ადგილზე დატრიალდე (დატრიალებულხარ სიზმარში? მაშინ მიხვდები რა განსხვავებაა )... მოკლედ ეს ყველაფერი სხვების შეუმჩნევლად შეგიძლია აკეთო, მაგრამ ისე ინტესნიურად რომ ჩვევად იქცეს,როდესაც ცნობიერებაში ღრმად გაჯდება, სიზმარშიც გააკეთებ, გაგახსენდება, იმოქმედებს... ძილის წინ უნდა ისურვო რომ ლუციდური (ფხიზელი) სიზმარი გქონდეს... ესაა პირველი ეტაპი
შემდეგ ეტაპზე -ლუციდურობის გახანგრძლივებაზეა მუშაობა საჭირო...
ყველა ვარიანტში სიზმრების დღიური დაგჭირდება, სასთუმალთან ან საწერი ან დიქტოფონი -იმ შემთხვევისთვის თუ ღამით გაიღვიძებ, სიზმარი უნდა ჩაიწერო.. ეს სიზმრის მახსოვრობას აუმჯობესებს
tikoroma
ხო, კარგი რჩევებია მე რაც ჩაწერა დავიწყე, უფრო მკაფიოდ მახსოვს ხოლმე სიზმრები ანუ გახსენების სისტემა ამუშავდა
40 დღიანი კურსიაო დ ვნახოთ რა გამოვა. მე თავიდან უნდა დავიწყო ჩაწერა. დღე და ღამე არეული მაქ, ბოლო 3 დღე მეზარებოდა ჩაწერა... უფრო სწორად, სიზმრები არ მომეწონა და გავატარე ახლა ისევ დავიწყებ
ააა, მეც ზოგიერთ სიზმარს არ ვიწერდი შეიძლება მაგის ბრალია, რომ რამე სერიოზული შედეგისათვის არ მიმიღწევია.
40 დღე? მეც თავიდან ვიწყებ.
Xalxno dzaan didi mnishvneloba imas aqvs ras itzert!! Da sizmris chatzera dzaan kargia =) magram upro saintereso da sasargeblo iqneba gaaketot sizmris ruka , anu chaitzerod moklet rac naxet( anu teretoria(sivrce)) vis elaparaket, raze laparakobdit da ase shemdeg 2 planze gadadet =)) da upro daxazet is sad iyavit ra adgili iyo, da tu shedzlebt daxatet konkretuli adgili , drois ganmalobashi gamova sizmris ruka ( tvitgancnobierebistvis kargia!) =))
Teo , rac exeba imas rom daveuplot sizmars ! kaia ra tqma unda magram ( uazrobaaa) ( sizmari sizmarshi ,sizmari realshi =)) rogorc tetri da shavi – sizmari pizikuri –sizmari sulieri )
SIZMARI –Sizmrebi da exlac xom ar gdzinavs a??? =))
ირმა
Nagual
მარტალი ხარ, დახატვა სჯობიაო მეც წავიკითხე...
ვინმე კასტენადას აქვს სიზმრის დაუფლების მეთოდები აღწერილიო.
თქვენ ნასტავლი ხალხი ხართ და დასრჩეთ ეგ კაცი, რუსულად ყოფილა ნეტში მაგის წიგნები...
მე და რუსული შორს ვართ აბა
აი, არის ერთი ფილმი > Waking Life > http://gol.ge/index.php?cat=movies&details=1537&order=1.1&search=waking%20life , რომელსაც მაგრად აქებენ ყველა ეზოთერულ საიტებზე
ამ ფილმში სიზმარში მოგზაურობაა და მუდმივი გამოღვიძების მცდელობები..
რამდენჯერმე ვუყურე და მაინც გამიჭირდა ამ ფილმის აღქმა აბა თქვენც ნახეთ და იქნებ რა აღმოაჩინოთ
არ ვიცი ეს თქვენი პოსტების კითხვის შედეგია თუ რა, მაგრამ ბოლო დღეებია ყველა სიზმარი მკაფიოდ მამახსოვრდება ჩაწერაზე უბრალოდ გავიფიქრე მაგრამ არ გამიკეთებია, თუმცა როგორც ჩანს ქვეცნობიერად ჩამყვა. მანამდე არაფერი მახსოვდა ხოლმე
მთავარია ადამიანმა დაიწყოს სიზმრების ჩანაწერების გაკეთება. შემდეგ როცა სიზმრის მახსოვრობა განუვითარდება, მერე მიხვდება დახატვა ჯობია თუ წერა.
წერის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს აღვწეროთ ადგილი სადაც სიზმარში ვიყავით.
ჩემი სიზმრების უმეტესობა ვითარდება ჩემი სოფლის ეზო-კარში, სახლში.. (კიდევ "ლიუბიმი" ადგილი მაქვს ვაკის პარკის ცენტრალურ შესასვლელში ) და სიზმარს აღვიქვამ ჩემი, ანუ თეოს მსოფლაღქმით,.. უმეტესად ასეა, ნუ იშვიათად ისეც ხდება რომ სიზმრის რამდენიმე პერსონაჟში გადავდივარ რიგრიგობით და ყველას თვალით აღვიქვამ სიუჟეტს
და ისე, ჩვეულებრივად ამ, ახლანდელი ცხოვრების ფარგლებში დავდივარ სიზმარსა შინა და ვისაც ვხედავ ისინიც ახლობლები არიან ( ყოველ შემთხვევაში უახლოესი სიზმრების ანალიზით ასეა )
ვაგრძელებ დაკვირვებას to be continued..
Teo ro ici kaia ra tqma unda magram marto codna sakmarisi araris! Stalkingshi aris saintereso teknikebi gagvidზebis =)) tumdac aq realshi !!! amas emateba programis shekvana sizmarshi (kompleksshi) dzaan epekturia!
San sizmris chatera aucilebeli araris anu es ubralod ertad erti triksis teknika! iter imistvis ro tu naxav igivs gaegvidzeba igive xelebis dzebna da ase shemdeg!
Teo sheni axloblebi ( Spraitebia) anu shen tu gaqvs realuri OC shegidzia gaagvidzo ისენიც ! =)) rac exeba 1 adgils ess dzaaan kargia da ecade am sizmarshi daimaxsovro kvela detali absoluturad, anu adgili sadac xar unda iqos stabiluri, stabilurobashi shedis ( kvelaperi -arunda moxdeს gadaadgileba) ai mashin shen gaivli 2 sapexurs ( an rogorc amboben VTORIE VRATA)
მეც ძირითადად ერთი ამოჩემებული ადგილი მაქვს, ბებიაჩემის სახლი, უფრო ზუსტად ეზო და ბაღი
ki aucileblat movalt!
სიზმრის ნიშნებს მიაქციეთ დიდი ყურადღება.
გუშინ დამესიზმრა ცაში თხა დაფრინავდა. უცებ ლოგიკური აზროვნება ჩამერთო და ვიძახი ჩემთვის ეს სიზმარია, ეს სიზმარია )))))))
San es sul sxva etapia!!! shemtxeviti gancnobiereba adzlevs dzaan karg gamoctilebas anu adamiani agrovebs gancnobierebis shegrdznebebs!!! magram uketesi iqneba tu es moxdeba mizandasaxulad ( sxva sityva ver shevar4ie=)))) )
ubralod sizmarshi dzalian dznelia tvali adevno sizmris detalebs,mitumetes vinc axlaxans ecnoba am speros! da zustad magitom Stalkingshi aris eseti teqnika rogoc =))))))))) ( xelebis dzebna- esetive teqnikas iyenebda Kastaneda) magram me girchevdit gancnobierebas mteli dgis ganmavlobashi!!
eseigi dgis ganmavlobashi - roca gavixsenebt, vcherdebit da vixsenebt gagvidzebis proces, vuyurebt chvens xelebs da garshemo sivrces(anu teritorias) da vatvalierebt adamianebs ise vitom mat sdzinavt, vexebit chven sxeuls -vuyurebt ramdenad realuria yvelaperi da amis shemdeg vagrdzelebt chveulebriv moqcevas da cxovrebas!!!
es unda gavaketot roca gavixsenebt da yvelaze mnishnelovani =)))) yovelive teqnikas vudgebit laitad vitom tamashit!!!
ისე თუ ადამიანი მართლა აპირებს სიზმარში გააცნობიეროს თავი, დღის განმავლობაში საათში ერთხელ მაინც გაითამაშოს გამოღვიძების სცენა.
ვითომ იღვიძებ და ეს სიზმარია. აკვირდები ყველაფერს შენს გარშემო და იმეორებ ეს სიზმარია )))
თავიდან როცა ამ ტექნიკას ვაკეთებდი ერთგვარი შიში დამეუფლა. შემდეგ კი დროთა განმავლობაში მივხვდი რომ ტექნიკა რეალურად მოქმედებს.
შიში იმიტომ დამეუფლა რომ, რეალურ ცხოვრებაში დავინახე სიზმრის ელემენტები. რაც უფრო გულმოდგინედ ვაკეთებდი ტექნიკას მით უფრო რეალური ცხოვრება ემსგავსებოდა სიზმარს.
nu geshinia =)) SAn amistvis gaakete ( Kontrolirumaya glupost`) anu dgeshi ertxel ro igvidzeb shen xo akvirdebi im tutas titqmis kvela detals da ai zustad mashin =)) ubralod itamashe roli, rogorc scenaze, am shemtxvevashi shen shen tavs naxav gverdზidan=)) plius gamogiva 3 vardishi ertad (gagvidzeba-kontrolirumaya glupost+ bezupre4nost)
ისა, დღეს ვამბობდი, ის დრო მომენატრა რო ვხვდებოდი რომ სიზმარში ვიყავი (ბავშვობაში ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო და მერე დავფრინავდი და რაღაცეები ) ხოდა შუადღეს ჩემი აზრით "მოდუნებას" ვაპირებდი და რა თქმა უნდა ჩამეძინა ხოდა იმდენი ვიფრინეე, მერე რაღაცმომენტში შემეშინდა, მოქუფრული ცა და უუზარმაზარი მთები იყო და აქ რომ მივფრინდე რა მინდა, არავინაამეთქი, მარა მერე იქაც მივფრინდი
მარა ყველაზე მთავარი რა არ მავიწყდება იცით? ყურების ტკივილი, ზუსტად 2-ჯერ დამემართა...
რაღაც საშინელი შიშხინი, ღრიალი, ჰაერის დიიდი წნევა თუ არ ვიცი კიდე რა იყო ეს...
საშინლად მტკიოდა ყურები... და მაგ დროს გამომეღვიძა და მეორედ უკვე ვიცოდი რომ ასეთი რამ უნდა მეგრძნო და ისე ძალიან აღარ გამკვირვებია, მარა ძალიან ძნელი და რაღაცნაირად ცუდი შეგრძნება იყო
ჰოდა ეგეთი რამე (ყურებში საშინელ შიშხინი ძილის დროს) გქონიათ ვინმეს??
Искусство сновидения. Сон змеи >> http://topraktik.net/zen/134-iskusstvo-snovidenija.-son-zmei.html
Искусство сновидения. Сила ягуара >> http://topraktik.net/zen/133-iskusstvo-snovidenija.-sila-jaguara.html
მგონი საინტერესო უნდა იყოს, მე ჯერ არ მინახია
მაგარია!!! მაგრამ მე გირჩევთ Andrei reutov-ის -Xakeri Snovidenii წაიკიტხოთ!!!!
ვისაც უნდა ამ წიგნის წაკითხვა მომცერეთ სკაიპში vallar4
Nagual
მე მაინტერესებს ..რომ მოვიცლი დაგიკავშირდები
книга в библиотеке!!!!
me ar maxsovs normaluri sizmari ro damsizmreboda. sul abdaubda sizmrebi mak, sityvaze saxlis karebs vageb da gavdivar tyeshi ukan shemovtrialdebi da sheileba sopelshi romeligac nacnob gorakze agmovchnde mokled su sxvadasxva adgilebze vxvdebi xolme da zalian xshirad kide sityvaze chem romelime megobars velaparakebi mkapiod vxedav mis saxes mere bundondeba da ramodenime xnis mere saxe icvleba da su sxva pirovnebas vxedav umetesad ucnobebs. yvelaze magari racaa zalian xshirad davprinav xolme zaan magari shegrdznebaa is rom gamovaklot rom eseve xshirad mak vardnis shegrdzneba
giorg
გააზრებული ძილის კარგი უნარი გაქვს და გამოიყენე.
giorg
giorg
კარგია სიზმარში ფრენა
როგორ გამოვიყენო?
es normaluri processia, sizmris bushtebi =))) sul icvleba!!! da sizmrebis chaceraze - jobia chanaxazi gaaketot territoriis ა nu tu gaxsos ra elaparaket da vin naxet kaiia magram akcenti gaaqetet imaze sad iyavit, daushvat me vnaxe dakali(dzmakaci bla bla bla magram viyavit zgvastan ai aq unda akcerot irgvliv yvelaperi rac vnaxavt!, saxltan an korpustan da asse shemdeg, sizmarshi tu agmochti saxlshi daxaze otaxebi miaxlobit! magram karebshi nu gadixart otaxis sanaxavat tore agmochtebit sxva sizmarshi nebismieri kari an shesasvleli sizmarshi mushaobs rogorc portali=))) da ise XC tcigni caikitxet=))
ტაკს, დავიწყე სიზმრების ჩაწერა .. კაი ხანაი ვიწერ...
..
და 98 პაროცენტი, არის ტრანსფორმირებული განცდები, სიტუაციები, ემოციები, რასაც რეალურ ცხოვრებაშI ვიღებ... სვხა არაფერი
თუმცა ის 2 პროცენტი , არის არარეალური და არაბუნებრივი, რომლებსაც ვერ ვხსნი .... ამ 2 პროცენტში შემავალი სზიმრებისას, ეტყობა სადღაც ჯანდაბაშI დაბოდიალობს ჩემი მე და ასტრალური სხეული და იქაურ ამბებს "მიყვება"
მესიზმრა ზღვა, ლურჯი ფერის, ნაზად ირხეოდა. ძალიან მესიამოვნა.
ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად ვხედავ ფერებს სიზმარში და ნათლად.
asklipiodota
madloba rchevistvis.
რა მაინტერესებს იცით რომელი გირჩევნიათ ყოველ ღამე სიზმრებს ხედავდეთ და მერე ამ სიზმრებს ხსნიდეთ? თუ უსიზმრო ძილი, ღრმა ძილი გქონდეთ, როგორ პოზაშიც დაწვებით ისევე გეღვიძებათ?
მე მშვიდი ძილი მირჩევნია )) ან გაცნობიერებული სიზმრები, აბდაუბდა სიზმრები მაგრად მღლის ))))
ბოლო დროს ძალიან ვირწმუნე სიზმრების. თითქმის 1:1 ში სრულდებოდა ყველაფერი რაც მესიზმრებოდა. ის კი არა, ომამდეც ორი სამი თვით ადრე, სულ ომი მესიზმრებოდა, პუტინიც კი დამესიზმრა (ვითომ რუს ჯარისკაცებში მოვხვდი) და ნაპოლეონი. არა და აზრადაც ვერ გავივლებდი, რომ რამე ამდაგვარი დატრიალდებოდა.
ერთი პერიოდი ვფიქრობდი, რომ მასობრივი ინფორმაციების წყაროებით ხომ არ მოხდა რაღაც ტიპის ზომბირებათქო და საზოგადოებრივი აზრის მომზადება, კონსოლიდაცია, მაგრამ შეუძლებელი იქნებოდა, რადგან ტელევიზორს იშვიათად ვუყურებდი
ძალიან მაინტერესებს, თუ იცით, პრაქტიკაში გამოგიცდიათ სიზმრის მართვის ეფექტური საშუალება?
ხშირად ვნახულობ კოშმარებს, არ მეშინია, მაგრამ ძალიან ვიღლები, თან უბრალოდ მინდა სიზმარში მაინც ვნახო რამე კარგი სულ რამოდენიმე ლამაზი სიზმარი მახსოვს, ეს იყო თეთრი ცხენი, უფრო პეგასი დამესიზმრა, უცბად გამეღვიძა, მარტი იყო მგონი 2004 წლის და იმ დილას თოვლი წამოვიდა და კიდევ მახსოვს გამოთვლებს ვაკეთებდი და ვინჩის ორნითოპტერის კონსტრუქციაზე, დაფაზე ფორმულები გამომყავდა და დარწმუნებული ვიყავი მათ სისწორეში, მაგრამ რომ გავიღვიძე რა თქმა უნდა აღარაფერი მახსოვდა )
კოშმარებს რაც შეებეა, მაინტერესებს, ისთი განცდა თუ გქონიათ, რომ გღვიძავთ, თვალები გახელილი გაქვთ და რაღაც ძალა გაკავებთ, სხეული არ გემორჩილებათ, ძალიან გინდათ დაიყვიროთ, მაგრამ პირსაც კი ვერ აღებთ და ამ დროს გრძნობთ ვიღაცის ან რაღაცის თანხლებას თქვენთან ერთად ოთახში? რამოდენიმეჯერმე მქონდა ასეთი შემთხვევა, ერთხელ სახით ბალიშში მეძინა და თითქოს და გამომეღვიძა და მესმოდა, როგორ დადიოდა ვიღაცჩემს ოთახში და საშინლად ღრიალებდა, ძალიან შემეშინდა მაშინ, პატარა ვიყავი და ერთხელ ზალაში, ტელევიზორის ყურებისას დივანზე ჩავთვლიმე, უცბად თითქოს და გამომეღვიძა, გავედი აბაზანაში და სარკეში ჩავიხედე და ყველაფერმა ირგვლივ ჟრიალი დაიწყო, არ ვიცი როგორ ავხსნა და გამომეღვიძა )) მაგრამ უცნაური ის იყო, რომ ფეხები ძალიან ცივი მქონდა, თითქოს და მეტლახზე დავაბიჯე (ზაფხული იყუო). ბოლოს (2008), ჩემი თვალით ვხედავდი, როგორ შემომიხტა ფანჯარაში დიდი შავი კატა და ჯერ ჩემ საწოლთან მოახლოვდა და მერე ოთახიდან გავიდა, მე კი თითქოს და ლოგინიდან წამოწეული ვიყავი (ჰაერში რა). მოკლედ არ ვიცი როგორ ავხსნა. და კიდევ რაღაც იდიოტური სიზმარი ვნახე, ისიც ცხადი მეგონა, ვითომ რაღაც წერილი მომივიდა, მომოვალი იყ უკვე და 31 აგვისტო, კარგად მახსოვს, და ძალიან მაგრად გავნიცადე, რაღაც მტკივნეული გავიგე ეტყობა რა არ ვიცი.
ჰალუცინოგენებს არ ვხმარობ, პლანსაც კი არ ვეწევი და არ ვარ გატაცებული რაღაც ასტროლოგიური ნავაროტებით, ცრუ რწმენები მგონი ზომიერად მაწხუებს. როგორც ყველას. ტრამვებიდან ერთად ერთი რაც მიმიღია ალბად ომის ტრამვა, ღრმა ბავშვობაში, ისიც არა მგონია, რომ სათანადოდ განვიცადე (სხვებთან შედარებბით).
იქნებ ვინმეს გაქვთ რამე პასუხები.
წინასწარ მადლობთ!
საინტერესო სიზმრები გქონია..
რაც შეეხება შენს კოშმარებს- ჩემიაზრით ამაში არაფერია უცნაური..უბრალოდ ჩვენ ფიზიკური სხეულის გარეთ არ ვართ მიჩვეული ცქერას..და ზოგჯერ ხდება ხოლმე ამ მეტად დაცული გარსის გარღვევა და გარეშე სიტუაციების დაჭერა ჩვენი სხვა სხეულებით...მოკლედ მგონი ასეა
ისე მეც მქონია მსგავსი სიტუაცია,მაგრამეგ სიზმარი აშკარად არ იყო და თავის დარწმუნებაც არ დამიწყია, რაც პრინციპში ყველაზე იოლი "გამოსავალია"
მოკლედ ეს სადგაც 6-7 წლის წინ..მეღვიძება შუაღამით (რაც ჩემს შემთხვევაში ფაქტიურად არ ხდება) და ვგრძნობ რაღაცის თუ ვიღაცის ყოფნას..და ეგრევე არასასიამოვნო ენერგეტიკაა ირგვლივ და პირველივე რაც მომივიდა დავიწყე მანტრასავით ლოცვის გამეორება (ეს ხდებოდა აღდგომის შემდგომ დღეებში) და გადაბმულად და შეუწყვეტლივ გულში ვმღეოდი -ქრისტე აღსდგა მკვდრეთით სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი. მგონი ამ ლოცვამდე სხვა რამეც ვცადე, მაგრამ შიში/უსიამოვნო განცდა არ გამდიოდა და ამან მიშველა! მაშინ პატარა ვიყავი და არ ვიცოდი, შემდეგ კი გავიგე თუ რა ძლიერი/შინაარსიანი ფრაზაა ეგ.
ალბათ სიზმრის თემასთან ამ გახსენებას შეხება არაქვს,მაგრამ მაინც
ისე იმ სიტუაციას მიზეზიც ქონდა..რატომ არდავუძახე სხვა ოჯახის წევრებს,რომ განქარვეოდა ეს ნეგატივი. გვერდზე ოთახში იწვა ჩემი ძმა, რომელიც ძალიან ცუდად იყო და იმ პერიოდში დედა ულოცავდა..და მე კიდევ უბრალოდ სხვა ოთახში დამაწვინეს და ამდენიც არ ვიცოდი,ეს მხოლოდ შემდეგ დილით გავიგე ეს ამბავი უკვე ბევრ რამეს ხსნის
მეტი მსგავსი რამ არ მქონია
მეც მაგ ასაკში, მაგრამ მძაფრად არ აღმიქვია მგონი ქვეცნობიერად რა ხდება არ ვიცი...
შენ როგორც აღნიშნე მეც ზუსტად მასე, საკმარისი იყო უფალი მეხსენებინა (თავს ვირწმუნებდი რომ უფრო ძლიერი ვარ და დავამარცხებ) რომ ეგრევე ძალების მატება ვიგრძენი
კიდევ ისეთი შეგრძნებები თუ გქონიათ, მახსოვს განსაკუტრებიტ პატარაობაშI სიცხე რომ მქონდა და ძილისპირულზე ნახევრად სიზმარში ვიყავი და მეჩვენებოდა რომ ვპატარავდებოდი და ოთახი იზრდებოდა უშველებელ ზომებამდე და ჩემების საუბარი სხვა Oთახიდან თიტქოს და ძალიან შორიდან ისმოდა
http://ofofi.piczo.com/?g=44932632&vsrc=search_google&cr=5
ცოტა ხნის წინ ასეთი უცნაური სიზმარი დამესიზმრა: ვითომ ბებიაჩემი ცოცხალი იყო და რაღაცაზე ველაპარაკებოდი. მერე უცებ მომაგონდა რომ ცოცხალი აღარ არის და იმაზე დავიწყე თავის მტვრევა მეორედ რომ მოკვდება და თავიდან მოეწყობა პანაშვიდები, დაკრძალვა და რამე, ხალხი, ახლობლები რას იფიქრებენ მეთქი. კაი მე ეზოთერიკოსი ვარ და დიდად არ მიკვირს რომ გაცოცხლდა, მაგრამ სხვებთან უხერხული არის მეთქი. კაი ხანი ვიფიქრე ამ უხერხულ მომენტზე და ვერაფერი მოვიფიქრე
რომ გავაანალიზე ალბათ საფუძველი ამ სიზმარს ის აქვს, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია რას იფიქრებს ჩემზე ხალხი, ანუ ამ მხრივ გავლენა აქვს სოციუმს ჩემზე და საჭიროა რომ ცოტა დავიკიდო ხოლმე
გახსენებაზე, მეც დამესიზმრა ჩემი აწ გარდაცვლილი ბებია-ბაბუა გუშინ.. მაგრამ მანდ ცოტა სხვა სიუჟეტი ვითარდებოდა
დღეს ღამე კარგად გეძინათ?, მემგონი რაღაც პაზა იყო აქტიურობის, მე ნახევარი გამე გავათენე მარა მეორე ნახევარი გაცნობიერებული სიზმრები მქონდა და რასაც მინდა ვაკეთებდი)) ყველაფერი ძაან რეალურად იყო მარა მერე გამახსენდა ნაგუალის ნალაპარაკევი რო გვერძე რო გაიხედავ და მოიხედავ სხვა სცენას ხედავ და არა იგივეს და ყოველ მიხედვაზე სხვადასხვა სცენებს ვხედავდი, მერე დავიწყე გახსენება ამასთან დაკავშირებით რა სავარჯიშო იყო ადრე ამიხსნა ნაგუალმა და ესე სიზმარში ვიჯექი და ვიხსენებდი და ვერ გავიხსენე)) და მერე გავაგრძელე გზა)))) მაგარი გასართობია))
17 წლის წინ გარდაცვლილი მამა მესიზმრება ხშირად, როგორც ცოცხალი. სიზმარში არ ვიცი გარდაცვლილი რომ არის, ცოცხალია ერთად ვართ, მაგრამ ამავე დროს ვიცი რომ გარდაცვლილია. უსიამოვნო შეგრძნება არ მაქვს ხოლმე დასიზმრებისას. გამოღვიზებისას მხოლოდ. და ვფიქრობ რატომ მესიზმრება?
ერთი თვის წინ სადღაც მივდიოდით ერთად. წუხელ შიშველი დამესიზმრა სახლში ვიყავით. რას ნიშნავს რა მაწუხებს რატო მესიზმრება ან მას რა აწუხებს?
რას იტყვით ეზოთერიკებო?
blanca
ჰოოო...საინტერესოა, მაგრამ რას უნდა ნიშნავდეს ვერ ვხდები.....
რაც ბებიაზე დავწერე დაახლოებით მსგავსი სიზმარი დამესიზმრა გარდაცვლილ მამაზე. თან რამდენჯერმე ერთი და იგივე შინაარსით. მოკლედ ჩემს მეორე ბინაში სადაც მამაჩემი გაიზარდა დამესიზმრა რომ მე და მამა იქ ვიყავით. ამ ბინიდან ამ ბოლო დროს ბევრი რაღაც გადავყარე და გავყიდე რა (ეს რეალში, სიზმარში არა ) ჰოდა ამ შემთხვევაშიც ის გრძნობა მქონდა რომ მამაჩემი გაცოხლებულა. დადიოდა ოთახებში და თავის ნივთებს ვეღარ აგნებდა და დაბნეულივით იყო. აღარც მისი საწოლი იყო და არც სხვა რაღაცეები. თან ისეთი ტიპი იყო რომ რამის გადაყრა ეძნელებოდა და ბევრი ხარახურა ჰქონდა. ჰოდა მე შემრცხვასავით და ვფიქრობდი რომ სად დაწვება საწოლი რომ აღარ აქვს და ბევრი სხვა რაღაცაც გადავყარე.....თან რომ დადიოდა ამ ოტახებში არ იმჩნევდა ამ ცვლილებებს ეს იმიტომ რომ თვითონაც კარგად იცის რომ მოკვდა მეთქი. მერე იმაზე ვფიქრობდი რომ ახლა თავიდან უნდა შევაგროვო ის ნივთები მეთქი რომ ისევ ისე იყოს ყველაფერი როგორც ადრე .....მაგრამ იმდენი წვრილმანი ჰქონდა იმას რა შეაგროვებს მეთქი....
ზოგჯერ სიზმარი რაღაც გაფრთხილებასავით უნდა მივიღოთ. ამ ორიოდე წლის წინ მეც მესიზმრა ჩემი გარდაცვლილი მამა. მე ნივთებს ვაგროვებდი, რაღაცეებს ვაწესრიგებდი ჩემს ქმართან ერთად და მამაჩემი მელოდებოდა შავი ჯიპით და უნდა წავეყვანე. როცა ეს სიზმარი ვნახე, ვერ გავიგე რას ნიშნავდა, მაგრამ ამ სიზმარმა მაგრად მიშველა. ერთი კვირის მერე ამ სიზმრის დასიზმრებიდან ჩემმა ექიმმა ოპერაცია მითხრა. (მაშინ რაღაც პრობლემები მქონდა ჯანმრთელობის) მე ნარკოზთან გართულება მაქვს და როგორც ოპერაცია გავიგე გავშრი. მეთქი მგონი ვკვდები მეთქი, თან სიზმარი და წარმოიდგინეთ სიზმარში ნანახმა სხვადასხვა წვრილმანებმა აცხადება დამიწყო. რაღაც უმნიშვნელო ნივთები, რომლებიც სიზმარში ვნახე, ჩემს წინ ვხედავდი უნებურად. მაშინ ვთქვი ოპერაციას ვერ გადავიტან და მოვკვდები მეთქი და დავიწყე სხვა ექიმის ძებნა. მეორე ექიმმაც იგივე მითხრა, მესამესთან წავედი, მოკლედ მეოთხე ექიმთან რომ მივედი და ნახა პრობლემა მითხრა ეს წამალი დაიწყე და სამ თვეში მოდი და მნახეო. თვალებს არ ვუჯერებდი, ბევრი რომ არ გავაგრძელო ამ ექიმმა მიშველა ოპერაციის გარეშე და არაფერი არ მაწუხებს.
საბოლოოდ ის მინდა რომ ვთქვა, თითქოს მამაჩემმა სიზმარში გამაფრთხილა. ეს სიზმარი რომ არ მქონოდა ნანახი, ალბათ იმ პირველ ექიმს დავთანხმდებოდი ოპერაციაზე და შეიძლება მართლა ვერ გადამეტანა. რადგან სიზმარი ვნახე, ენერგიულად მოვძებნე სხვა ექიმი, სხვა გზა და ყველაფერი კარგად დამთავრდა.
ამიტომ მინდა ვთქვა, რომ სიზმარი ზოგჯერ რაღაცას გვასწავლის და გზას გვიჩვენებს, მთავარია მივხვდეთ და დავინახოთ
რა თქმა უნდა რაღაცას გვეუბნება და ვერ გავარკვიე რას მეუბნება. ეს მაწუხებს
oldman რაღაც კავშირი მოვძებნე ჩვენს სიზმრებში. მამა იმ სახლში დამესიზმრა რომელიც გავყიდეთ. ძირითადად იმ სახლში იყო ხოლმე.
მოკლედ ვერ ვიგებ რატომ მესიზმრება
http://sonnik.ukr.net/
TeO
გუშინ იცი ვინ დამესიზმრა? აი შარდენზე რომ ვიყავით გამოფენაზე და ბაღში რომ ვიჯექით ხო გახსოვს? იქ კიბეებზე ვიღაც უცნაური კაცი რომ იჯდა გრძელი თმებით და ინდიელის მოკაზმულობით. აი ეგ ))) თან ძაან უცნაურ გარემოში დამესიზმრა. ვითომ კლასის ქეიფი იყო. გადავხედე სუფრას. ყველა ჩემს კლასელს ვცნობ და ეს ტიპიც აქ ზის. მეთქი ამას აქ რა უნდა. გვერდით კლასელს გადავულაპარაკე ეს ვინ არის მეთქი? ეს არისო ეკა ნ....შვილი (ეს ეკაც ჩემი კლასელია, მაგრამ იმ სუფრაზე არ იყო) გავგიჟდი შუა ხნის კაცია ეს და ეკა როგორ არის მეთქი აი ამ დროს მივხდი რომ აქ ჩტოტა ნიტო....მივხდი რომ ეს იყო სიზმარი ანუ უკვე ცნობიერი სიზმარი გახდა, ანუ სიზმარში გავიღვიძე და დავიწყე მისი შესწავლა და მართვა
ისე ლესელიძეზე და შარდენზე თუ მოხვდებით ამ კაცს აუცილებლად შეამჩნევთ. ნაღდი ინდიელია ვესტერნიდან. ძაან მაგარია))
აჰაჰა მაგარია, სად გაგეჩითა კაცო ეტყობა ძალიან ჩაგრჩა მეხსიერებაში და ქვეცნობიერში გადავიდა..
tikoroma
ადრე შეკითხვები მქონდა ასტრალზე სიზმრებზე და ასე შემდეგ, და ამ ერთ ერთი უცნობმა ადამიანმა ყველაფერი მითხრა ასტრალზე და სიზმრებზე დამაკვალიანა რა წიგნები უნდა წამეკითხა რომ არ უნდა მეჭამა ხორცი და არ უნდა დამელია ალკოჰოლი რომ თუ ამას გავაკეთებდი გამიჭირდებოდა ასტრალში გასვლა და მედიტაციები, და მოდუნება.. მთავარი ის იყო რომ თვითონ დამიწყო ამაზე ლაპარაკი და მითხრა რომ შეგრძნება მაქვს რომ შენ უნდა გითხრა ეს ყველაფერიო და აი ესე მოხდა რომ ადრე რა შეკითხვები მქონდა ყველაფერს გაეცა პასუხი.. და ახალი შეკითხვები და ახალი მიზნები გაჩნდა. ეს ადამიანი რომ არ გამოჩენილიყო ეხლა ისევ მექნებოდა შეკითხვები.. ისევ იმ ეტაპზე ვიქნებოდი რაზეც მაშინ ვიყავი..
Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)