IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

 
Reply to this topicStart new topic
> ეზოთერიკოსის გზა..., როგორ გავხდეთ დახელოვნებ
brevalo
post Dec 8 2017, 07:53 PM
Post #1


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 340
Joined: 5-April 16
Member No.: 7,512

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჩემი სულ პირველი შეხება ეზოთერიკასთან იყო ოშო და მისი ვიდეო ლექციები. შემეძლო საათობით მესმინა მისთვის და ბევრი რამეც ვისწავლე.
პირველად მისგან გავიგე მედიტაციის არსი და რა დანიშნულება აქვს მედიტირებას.
შემდეგ გადავავლე უამრავ ოკულტისტურ ვიდეოს თვალი, სადაც ადამიანების ზე-ცნობიერებაზე საუბრობდნენ. გამოვიტანე დასკვნა, რომ ადამიანის რეალური უნარები და შესაძლებლობები უბრალოდ ღრმა ძილშია და იგი "გამოღვიძებას" საჭიროებს. უნარი ინტუიციის, ტელეპათიის, მზერითი ზემოქმედების, საკუთარი აზრებით რეალობის შეცვლის და ა.შ. ეს ყველაფერი დარწმუნებული ვარ ადამიანს მისი ცნობიერების ყველაზე ღრმა შრეებში ჰყავს ჩაფლული და ზემოდან ათასი არასაჭირო ინფორმაცია და "ემოციური ჭუჭყი" აწევს, რომელიც მალავს მის ჭეშმარიტ ბუნებას.

ყოველთვის მესმოდა რომ არსებობდა ენერგეტიკული ცენტრები, ე.წ. ჩაკრები, მაგრამ საერთოდ ვერ ვხვდებოდი რას ნიშნავდა და რისთვის იყო ისინი საჭირო. მოკლედ საკმაო გაურკვევლობაში ვიყავი. საიდან დამეწყო სწავლა არ ვიცოდი.
ასევე შემთხვევით წავაწყდი ერთ წიგნს. ბრანდლერ პრახტის "ოკულტიზმს". ვიყიდე და მეგონა რომ ეს იყო რეალური გზა. დავიწყე მისი სავარჯიშოების გაკეთება, მაგრამ ვხვდებოდი რომ რაღაც აკლდა. უფრო სწორად ჩემი გონება და სხეული არ იყო ამ წიგნისთვის მზად. ამიტომ დროებით დავანებე თავი.


და სულ რაღაც 1 თვის წინ იუთუბზე ვნახე ერთი საინტერესო ქალბატონის, კსენია მენშიკოვას ვიდეოები, რომელსაც აქვს თავის სკოლა ცნობიერების განვითარებაზე, ასევე სტიქიებზე, რუნებზე და ა.შ.

ეს მისი პირველი ლექციაა ადამიანის ცნობიერების სტრუქტურა. აქ საუბრობს ადამიანის ნატიფ 7 სხეულზე და ჩაკრებზე. ძალიან საინტერესო ლექციაა. მე ძალიან მომეწონა.

https://www.youtube.com/watch?v=BBNeO5ne21M


აქ ყველა მისი ვიდეოა მოცემულლი. შეგიძიათ თვალი გადაავლოთ

https://www.youtube.com/channel/UC_T5YHbOZG...rcuY-oYw/videos



მოკლედ ამდენი იმიტომ ვწერე რომ მემგონი მივაგენი განვიტარების სწორ გზას. ჯერ ადამიანის ცნობიერების სტრუქტურა, ნატიფი სხეულები, ენერგეტიკული ცენტრები. ეს უკვე საკმაოდ დიდი მასალაა. აი შემდეგი ალბათ სტიქიები იქნება. ალბათ ბოლოსკენ მივუბრუნდები პრახტის "ოკულტიზმს".



თქვენ რას ფიქრობთ რა ეტაპები უნდა გაიაროს ადამიანმა ოკულტიზმში რომ ასე თუ ისე გათვითცნობიერდეს?
ასევე რა ლიტერატურას გვირჩევთ დასაწყისისთვის?
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Dec 8 2017, 08:19 PM
Post #2


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მოგვიანებით გადავხედავ მაგ ვიდეოებს საინტერესოა
რაც შეეხება ოშოს მაგარია
მე პირადად ძიების პროცესში ვარ და რა თქმა უნდა ვერავის ვერ ვეტყვი რა გზაა სწორი იმიტო რო მეც არ ვიცი
rolleyes.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
brevalo
post Dec 8 2017, 10:21 PM
Post #3


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 340
Joined: 5-April 16
Member No.: 7,512

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(ano @ Dec 8 2017, 08:19 PM) *
მოგვიანებით გადავხედავ მაგ ვიდეოებს საინტერესოა
რაც შეეხება ოშოს მაგარია
მე პირადად ძიების პროცესში ვარ და რა თქმა უნდა ვერავის ვერ ვეტყვი რა გზაა სწორი იმიტო რო მეც არ ვიცი
rolleyes.gif



ოშო მართლა საინტერესოა, მაგრამ ძალიან ზოგადია. ოშო რაღაც დონემდეა სასარგებლო. შემდეგ უკვე თუ გაქვს სურვილი რომ თავში გაჩენილ კითხვებს სიღრმისეულად ჩაეძიო, ოშო უკვე აღარ არის საკმარისი.

სიამოვნებით მოვისმენდი ამ საკითხებში გამოცდილი ადამიანების აზრებს და მათ რჩევებს, თუ საიდან და რომელი ლიტერატურით უნდა დაიწყოს ადამიანმა სწავლა-განვითარება smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Dec 9 2017, 07:53 AM
Post #4


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,956
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



როდესაც ადამიანს უჩნდება ნაპერწკალი, რომ შემოვიდეს ეზოთერიკაში, პირველ რიგში უნდა გაეცნოს კარმის და რეინკარნაციის კანონებს. გაეცნოს და მიიღოს, რადგან ეს არის უმთავრესი კოსმიური კანონები, რითაც ჩვენი სამყარო იმართება. ის სწავლებები, რომლებიც რეინკარნაციას არ ცნობენ მკვდარი სწავლებებია! რეინკარნაციაზე კარგი და მარტივი წიგნი - მაიკლ ნიუტონის "სულის მოგზაურობა".
სერგეი ლაზარევის წიგნების სერია "კარმის დიაგნოსტიკა" კარგად გაგარკვევს იმაში თუ როგორ აისახება კარმა ადამიანის ბედსა და ჯანმრთელობაზე.
შემდეგ, აუცილებლად ადამიანის ენერგეტიკული ცენტრები - ჩაკრები, ასევე ადამიანის ნატიფი სხეულები (პირველი ოთხი სხეული საფუძვლიანად, დანარჩენი რთულია აღსაქმელად საწყის ეტაპზე). ამაზე უამრავი სტატია თუ აუდიო ლექცია მოიძებნება ინტერნეტში.
კარგია რობერტ მონროს წიგნები სხეულიდან გასვლის გამოცდილებებზე. ნიუტონის, ლაზარევის და მონროს წიგნები იმით არის კარგი, რომ ისინი ამ ყველაფერს იკვლევენ როგორც მკვლევარები, მეცნიერები, წერენ პოპულარული და კარგად აღსაქმელი ენით.

მე შემიძლია გირჩიო შემდგომ ეტაპზე თეოსოფიური ლიტერატურა-ბლავატსკაია, ბეზანტი, ლედბიტერი.


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
INVICTUS
post Dec 9 2017, 09:22 PM
Post #5


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 485
Joined: 14-July 17
Member No.: 7,641

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რა არის ეზოთერიკოსის გზა?
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Dec 10 2017, 08:47 AM
Post #6


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,128
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



INVICTUS
ძიება და ფიქრი, ყველაფრის დაკვირვება და დასკვნის გამოტანა. არა სიბრმავე არამედ დანახვის მცდელობა.
მე ასე მესმის...
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Dec 10 2017, 03:35 PM
Post #7


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,956
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ეზოთერიკოსის გზა... ჩემთვის არის თვითშემეცნება, სამყაროს (სამყაროების) შემეცნება, ცნობიერი სამშვინველის ჩამოყალიბებაზე მუშაობა ანუ გაცნობიერებული ცხოვრება, სულიერი განვითარება, ცნობიერების ამაღლება. მუდმივი სწრაფვა იმისკენ გაიგო ვინ ხარ, საიდან მოხვედი, რისთვის მოხვედი, სად მიდიხარ. ამისთვის გამოყენება სხვადასხვა სულიერი ტრადიციის თუ ოკულტური პრაქტიკის...
პირადად მე მინდა ვთქვა, რომ ეზოთერიკაში დაახლოებით 15 წლის წინ შემოვედი და ბევრ კითხვაზე უკვე მივიღე პასუხი. კიდევ ბევრზე მინდა მივიღო.


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
INVICTUS
post Dec 10 2017, 08:37 PM
Post #8


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 485
Joined: 14-July 17
Member No.: 7,641

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



old_man
QUOTE(old_man @ 10th December 2017 - 03:35 PM) *
ბევრ კითხვაზე უკვე მივიღე პასუხი. კიდევ ბევრზე მინდა მივიღო.



მიღებული პასუხები აქსიომაა თუ არის შეცილების და საეჭვოობის ალბათობებიც?
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th March 2024 - 06:59 PM