IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

19 Pages V   1 2 3 > » 

ichi
Posted on: Oct 20 2019, 05:24 PM


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414


ეკლესიური ცხოვრება რას ნიშNავს? ჩემთვის არაფერს არ ნიშნავს.

ქედმაღლობა და საკუთარი თავის განღმერთება უფსკრულია ერთმნიშვნელოვნად და გეთანხმები.

თავმდაბლობას და ცხოვრების სიყვარულს ეკლესია არ სჭირდება. სჭირდება საკუთარ თავთან გულწრფელობა და ჰარმონიაში ყოფნა.

წერ რომ ერთადერთი გზა ღმერთის სიყვარულიაო, მე კიდევ გპასუხობ, ღმერთი რა/ვინ არის კაციშვილმა არ იცის. რას ეძახი ღMერთს? რაც წიგნებში გვითხრეს? მილიონი ინტერპრეტაცია არსებობს ღმერთIს.

ღმერთი არის ცხოვრება, დაბადება და სიკვდილი არის ღMერთი. ცხოვრება თU გიყვარს და ჰარმონიაში ხარ, შენ ხარ ღმერთი.
ეკლესიაში კიდევ მილიონობით დადის და ტირილში და ვაებაში ხდებათ სული.
ეკლესია არაფრის გარანტი არ არის. გარანტი არის თავად ადამიანი საკუთარი ჰარმონიის და ბედნიერების.

თუ გიყვარს ყოველი წამი შენი ცხოვრების, მაშინ გიყვარს ღმერთიც და ყველა არსებაც. მანდ ქრება განმარტებები და წესები. მანდ რჩება მარტო სიყვარული ყველაფრის და ეგ არისჩემი ღმერთი. მას განმარტება არ სჭირდება, როგორც კი განმარტავ მან ეგრევე ცხვირს წაიმტვრევ, ეკლესია კიდევ მილიონნაირად განმარტავს ამას. მაგიტომაც წლებია ფეხი არ შემიდგამს. არ ჯერა მათი, არანაირი ნდობა არ მაქვს არავისი, გარშემო უამრავი ტყუილია. შენ უნდა იყო შენი თავის სინათLე, სხვაგან თუ გაიხედები, ჩათვალე ლაფში ხარ.
  Forum: თავისუფალი განყო... · Post Preview: #127792 · Replies: 6 · Views: 1,705

ichi
Posted on: Oct 20 2019, 05:14 PM


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414


ოქროს წვიმაზე სხვაგან წავედი აჰაჰაჰაჰჰაჰაჰა
  Forum: ჩენელინგები · Post Preview: #127791 · Replies: 4 · Views: 2,750

ichi
Posted on: Aug 3 2019, 09:55 PM


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414


David Monny
K.2018.18.10
საინტერესო დიალოგი გქონდათ მეგობრებო, მადლობა.

თქვენი აზრი მაინტერესებს ამ ვიდეოში გარკვეულ მონაკვეთზე,

https://www.youtube.com/watch?v=V9hCYaCOGpk&t=2778s 39:40-41მდე.

  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #127633 · Replies: 698 · Views: 87,691

ichi
Posted on: Jul 8 2019, 09:38 AM


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414


100%ინფო.

ერთი მოვლენა, რომელმაც მოგანიჭა სიხარული ან სევდა.

ეს მოვლენა თუ განმეორდა, შეგიძლია უბრალოდ შენს რეაქციებს და სხეულს დააკვირდე?

შეგრძნება ჩნდება რომ ეს რეაქციები შენ არ გეხება, ანუ გარედან უყურებ 'შენს' რეაქციებს.

ჩემი აზრით ეს ადამიანმა რამდენიც შეუძლია უნდა აკეთოს, იმიტომ რომ აძლიერებს და გაცილებით მეტს ხედავ...
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #127339 · Replies: 0 · Views: 953

ichi
Posted on: Jun 17 2019, 10:20 PM


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414


starscream
გააჩნია დღეს, გააჩნია რამდენი ადამიანი მუშაობს ოფისში მაგ დღეს.
მე ვიტყოდი მსუბუქი სამუშაოა. წყნარად ზიხარ კარგ გარემოში და საუბრობ კლიენტებთან. +დაწინაურების ბევრი კარგი საშუალებაა.
  Forum: თავისუფალი განყო... · Post Preview: #127299 · Replies: 5 · Views: 1,947

ichi
Posted on: Jun 12 2019, 07:22 AM


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414


QUOTE(tty @ 11th June 2019 - 02:35 PM) *
ოჰო ამხელა ფუმფულა ანაზღაურება რაშია?

კლიენტის დახმარებაში.
QUOTE(tty @ 11th June 2019 - 02:35 PM) *
მაგრამ იმდენად იდეალური შემოთავაზებაა რომ სპამს გავს. რამდენი ხანია მუშაობ

იდეალურია საქართველოს ჭრილიდან როცა შევხედავთ, ევროპისთვის ჩვეულებრივი ვაკანსიაა.
ეს კომპანია არის გერმანული, შესაბამისად სტანდარტებიც გერმანულია.
მე დავიწყე მუშაობა 2 თვის წინ. გამატარეს ტრეინინგი 3 კვირიანი და დავიწყეთ მუშაობა. ტრეინინგი ანაზღაურდება ისევე, როგორც სამუშაო დრო(იგივე ხელფასი).
გარემო არის ძალიან მეგობრული, შენობა კეთილმოწყობილი(მიკროღუმელებ
, დიდი სამზარეულო, game room და ა.შ.).
დაინტერესებულებმა მომწერეთ ჩემს მეილზე თქვენი სვ. fade2mind@gmail.com.



  Forum: თავისუფალი განყო... · Post Preview: #127297 · Replies: 5 · Views: 1,947

ichi
Posted on: Jun 11 2019, 08:06 AM


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414


პირველ რიგში დავწერ, რომ ამ ფორუმზე არ შემხვედრია მსგავსი თემა, ამიტომ თავისუფალ განყოფილებაში ვწერ. მე თავად დავიწყე ამ კომპანიაში მუშაობა ძალიან შემთხვევით და ძალიან კმაყოფილი ვარ.
კომპანისს საიტი: https://www.majorel.com/
გამარჯობა,

ვეძებთ კადრებს სხვადასხვა პოზიციაზე თბილისსა და ქუთაისში.
ძირითადად Call Center-ის აგენტებს.
კომპანია უწევს Outsourcing მომსახურებას ისეთ დიდ კლიენტებს როგორებიც არიან Booking.com-ი, Opel-ი, Condor-ი, Microsoft-ი, Lufthansa და მრავალი სხვა.
ეს არ არის გაყიდვების სფერო, თქვენ არ ურეკავთ კლიეტებს, ისინი თავად მოგმართავენ თქვენ.


პოზიცია - კლიენტთა მომსახურების წარმომადგენელი.

მოკლე აღწერა - გირეკავენ ჩვენი კლიეტების მომხმარებლები, რომლებსაც სხვადასხვა არხზე (მეილი, ჩეთი, ზარი) პასუხობთ და ეხმარებით არსებული პრობლემის მოგვარებაში. (მაგალითად Booking-ის შემთხვევაში ჯავშნის გაუქმებაში, სასტუმროსთან დაკავშირებაში, გადახდის საკითხებში და ა. შ.)

მოთხოვნა - აუცილებელი პირობაა უცხო ენის ფლობა მინიმუმ B2 დონეზე.

ამ ეტაპზე ვაკანსია გამოცხადებული გვაქ შემდეგ ენებზე -


1. გერმანულ - ინგლისური
2. რუსულ - ინგლისური


ოფისები - საქართველოში გვაქვს სამი ოფისი, პირველი ჭავჭავაძეზე პიქსელის შენობაში, მეორე ქუთაისში გამსახურდიას ქუჩაზე, მესამე მაისიდან იხსნება გალერეა თბილისში.

ანაზღაურება - გამოსაცდელ პერიოდში (6 თვე) სასტარტო ხელფასია 900 ლარი GROSS + 10% ბონუსი. ხელზე გამოგივათ დაახლოებით 800 ლარი და მეტი. გამოსაცდელი პერიოდის გასვლის შემდეგ გეცვლებათ სტატუსი და ხდებით Junior Agent, იზრდება თქვენი ხელფასი და ბონუსი 15%-მდე. ერთი წლის შემდეგ ასევე ავტომატურად გადადიხართ Senior-ის სტატუსზე, იმატებს ხელფასი და ბონუსი ადის 20%ზე.
მარტის ბოლოს იგეგმება ხელფასების ყოველწლიური მატება შესაბამისად სასტარტო 900 ლარი იზრდება.
კომპანია მუდმივად იზრდება შესაბამისად სისტემატურად გვაქვს შიდა ვაკანსიები სხვადასხვა პოზიციაზე.

სამუშაო დროები - ამჟამად კომპანიაში ოპერირებს 5 სხვადასხვა პროექტი, სხვადასხვა სამუშაო დროით. არცერთი პროექტი არ არის 24 საათიანი. ყველაზე გვიან სამუშაო დრო შესაძლებელია დამთავრეს 01:00-ზე. მუშაობთ სმენებში. ორი კვირით ადრე ცნობილია თქვენი ცხრილი. შეგიძლიათ იმუშავოთ 4, 5, 6, 7, ან 8 საათი. სტუდენტებს მაქსიმალურად ვეხმარებით, სმენების გადანაწილება ხდება სალექციო საათების შესაბამისად.

ტრენინგი - შერჩევის შემთხვევაში საწყის ეტაპზე გადიხართ 2 ან 3 (დამოკიდებული პროექტზე) კვირიან ტრენინგს რომელიც ანაზღაურებადია და გერიცხებათ თქვენი სტანდარტული ხელფასი. ტრენინგის ხანგრძლივობა დღეში 8 საათია, დამოუკიდებლად იმისა რამდენ საათს იმუშავებთ მომავალში.

დამატებითი ინფორმაცია - თუ სმენას 9 საათზე ან გვიან ამთავრებთ მოგემსახურებათ ტაქსი თბილისის და რუსთავის მასშტაბით (გვყავს ასევე თანამშრომლები მცხეთიდან და თბილისის შემოგარენიდან, რომლებიც ასევე სარგებლობენ ამ სერვისით)
კომპანია უზრუნველყოფს დასაქმებულის და მისი ოჯახის წევრების დაზღვევას. ამ ეტაპზე ვსარგებლობთ Imedi L-ის 5 ვარსკვლავიანი დაზღვევით. ქორწინების და ბავშვის ყოლის შემთხვევაში გთავაზობთ ერთჯერად სახელფასო დანამატს. ერთწლიანი მუშაობის შემდეგ მიიღებთ საახალწლო დანამატს რაც შეადგენს თქვენი ხელფასის 50%-ს.
პროექტის შესაბამისად შეიძლება მოგიწიოთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ დასვენების დღეებში მუშაობა. ამ შემთხვევაში იმ დღეს მიიღებთ ორმაგ ხელფასს და დამატებით დასვენების დღეს.

ახლა ჩემს თავზე დავწერ, ეს ჩემი მეხუთე სამსახურია და მსგავსი გარემო და დამოკიდებულება არსად არ მინახავს საქართველოში, არათუ მიმუშავია, არც მინახავს.

თუ ვინმე მოიფიქრებთ მომწერეთ თქვენი ცვ მეილზე და დაგეხმარებით.
fade2mind@gmail.com<<
დამისვით კითხვები თუ რაიმე დაგაინტერესებთ.
  Forum: თავისუფალი განყო... · Post Preview: #127294 · Replies: 5 · Views: 1,947

ichi
Posted on: Jun 11 2019, 08:00 AM


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414


White Devil
QUOTE(White Devil @ 26th May 2019 - 02:44 PM) *
გასაგებია რომ ჩვენი თავი უნდა გვახსოვდეს მუდამ და მერე ამით რა?ანუ ეს რას ძენს ადამიანს?

ყველაფერს ძენს, ანუ იღვიძებ.
მეორე საკითხია რომ ამაზე მუშაობა ფაქტიურად შეუძლებელია(ჩემი აზრით ენერგიის და სურვილის ნაკლებობის გამო). მოითხოვს ძალიან დიდ ენერგიას. ჩემი აზრით თუ ადამიანმა თვითონ არ დაინახა რომ ძინავს და რობოტია, ოღონდ ფაქტი უნდა დაინახოს. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება სერიოზული მუშაობა დაიწყოს, მანამდე გარემო გვათამაშებს როგორც თოჯინებს ათამაშებენ გაბრიაძის თეატრში..........
დაინახო სამყარო ისეთი როგორიც არის, ანუ ფაქტი. ეს არის მიზანი და გამოღვიძების მთავარი პუნქტი, მაგრამ ჩვენში ათასობით ასოციაცია და მექანიზმი მუშაობს, რაც ძილის მდგომარებაში გვამყოფებს. გურჯიევი ძალიან მიყვარს........ორგანიზმზე როგორც მანქანაზე დაკვირვება ჩემი აზრით ძალიან სასარგებლოა.
  Forum: პიროვნებები, გაერ... · Post Preview: #127293 · Replies: 330 · Views: 127,341

ichi
Posted on: Mar 16 2019, 08:21 AM


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414


David Monny
უეჭველად არსებობენ. ჯერ ისიც არ ვიცით სამყარო რამხელაა. თუ ის უსასრულოა, ესეიგი უსასრულო ვარიანტები არსებობს.
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #127111 · Replies: 3 · Views: 2,218

ichi
Posted on: Mar 15 2019, 04:44 PM


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414


რაც ვაკვირდები დღევანდელ მსოფლიოს, რელიგია და ტერიტორიები არის ომის მიზეზი.

თუ უფრო ღრმად გავყვებით, დავინახავთ რომ განცალკევება=დაპირისპირებას.


წარმოიდგინეთ ერთიანი დედამიწა, სადაც არ არსებობს რელიგია. ჩემი აზრით ამ მოცემულობაში არანაირი ომი არ იქნება, რათქმა უნდა იქნება მკველობები და წვრილი დაპირისპირება, მაგრამ ომის მიზეზი არ ექნება არავის, იმიტომ რომ ერთიანი იქნება დედამიწა.

ეს რეალობაც გვანახებს, რომ რელიგიები რომლებიც დღევანდელი სახით არსებობენ, რეალურად მცდარი გზით მივყავართ. ორგანიზებული რელიგიები ანცალკევებენ ადამიანებს, ესეიგი სიბოროტეს ემსახურება. რეალური რელიგია ჩემი აზრით ყველას გაგვაერთიანებს, წაშლის საზღვრებს და სიყვარულს შემოიტანს.

დღეს ტერორისტმა ახალ ზელანდიაში 50მდე კაცი მოკლა..... ჩემი აზრით ეს გაგრძელდება მუდმივად, სანამ ადამიანი ვერ მიხვდება რომ განცალკევება წარმოშობს დაპირისპირებას!!!!

ჩემთვის სულერთია ქრისტიანებს დახოცავდნენ თუ მუსლიმებს, მე არ ვყოფ ადამიანებს რელიგიების მიხედვით, ყველა შემთხვევაში ტრაგედია დატრიალდა და მინდა ჩემი სათქმელი დავწერო, რომ სანამ არ წაიშება საზღვრები და არ დასრულდება ორგანიზებული რელიგიები, ეს არ დასრულდება!!!!!

  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #127108 · Replies: 3 · Views: 2,218

ichi
Posted on: Mar 7 2019, 09:26 AM


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414


https://fightthenewdrug.org/how-porn-can-me...ith-your-brain/
უახლესი კვლევები პორნოგრაფიაზე, ის მთლიანად ცვლის სტრუქტურას და ანადგურებს ტვინს
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #127048 · Replies: 126 · Views: 28,241

ichi
Posted on: Mar 5 2019, 09:41 AM


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414


კარგი თემაა, მე დავდებ ეზოთერულ წიგნებს რომელსაც გავცვლი სხვა წიგნებში.

მაგალითად გურჯიევის ცხოვრება მაშინ არის რეალური როდესაც მე ვარ. გავცვლი სხვა გურჯიევის წიგნში
  Forum: თავისუფალი განყო... · Post Preview: #127046 · Replies: 3 · Views: 2,055

ichi
Posted on: Feb 27 2019, 08:40 AM


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414


QUOTE(Existence @ 27th February 2019 - 01:13 AM) *
არიან ისეთები რომლებმაც მიაღწიეს კიდევაც უკვდავებას ეს ალეგორიები არ არის

კარგი რა )))))))
QUOTE(Existence @ 27th February 2019 - 01:13 AM) *
არც სიყვარულის შესახებ აქვს ოკულტური ცოდნა არც ეთერული სხეულის მაქსიმალურად გასაძლიერებლად არ იწუხებს თავს

სიყვარულის შესახებ ცოდნა რას ნიშნავს?
სხეულის მაქსიმალური გაძლიერება როგორ ხდება?
QUOTE(Existence @ 27th February 2019 - 01:13 AM) *
ვინც რეალურად დაინტერესებულია სექსუალური ენერგიის სწორ გადანაწილებაში

რას ნიშნავს გადანაწილებაში, ვინ ანაწილებს და როგორ?

ძალიან უცნაურად წერ ჩემი აზრით, ფაქტიურად არანაირი კონკრეტიკა.

დაწერე კონკრეტულად, მაგალითად როგორ გესმის სექსუალური ენერგიის გადანაწილება? მე მგონია ამას სხეული თავად ახორციელებს თუ არ შეუშალე ხელი.
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #127029 · Replies: 126 · Views: 28,241

ichi
Posted on: Feb 25 2019, 03:43 PM


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414


David Monny
რას ფიქრობ პორნოგრაფიაზე? და რას ფიქრობ მასტურბაციაზე? რა არის სექსუალური ენერგია? ამ თემაში ეს კითხვებია ძირითადი და იქნებ დაწერო. საინტერესოა შენი აზრი.
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #126990 · Replies: 126 · Views: 28,241

ichi
Posted on: Feb 25 2019, 03:42 PM


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414


David Monny
QUOTE(David Monny @ 23rd February 2019 - 10:36 PM) *
ნუ მენდობით მე, ენდეთ ავტორიტეტებს

არავის არ ვენდობი.
ავტორიტეტი ვინ არის იესო?

მე არ ვიცი არსებობდა თუარა იესო.
და თუ არსებობდა მე არ ვიცი რას ასწავლიდა ის.
მე არ ვიცი რა მოვიდა აქამდე(რამდენად ავთენტურად მოვიდა ინფორმაცია)
ამიტომ მე არ მყავს ავტორიტეტი სულიერ სფეროში. ავტორიტეტი მყავს სტომატოლოგიაში, რომელსაც მინდა არ მინდა ვენდობი.

ჩემთვის იესომ რა თქვა და შენ რა დაწერე ერთია, იმიტომ რომ ორივეს ეჭვით ვუყურებ და ვცდილობ შევამოწმო.

შენ მინდა გკითხო ასეთი რამ:observer is the observed/// thinker is the thought/// როგორ გესმის ეს გამოთმები და რას ნიშნავს?
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #126989 · Replies: 126 · Views: 28,241

ichi
Posted on: Feb 25 2019, 03:38 PM


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414


QUOTE(Existence @ 24th February 2019 - 01:40 AM) *
სიყვარულის მდგომარეობაში ყონა უბრალოდ შესაძლებელი იყოს

რას ნიშნავს სიყვარულის მდგომარეობაში ყოფნა? ვინ დაადგინა? ან სიყვარულის პრაქტიკა რა არის? როგორ შეიძლება იმის პრაქტიკაში ჩაჯენა რასაც არც დასასრული და არც ბოლო აქვს და რაც არ გამოითქმება?
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #126988 · Replies: 126 · Views: 28,241

ichi
Posted on: Feb 25 2019, 03:31 PM


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414


QUOTE(Existence @ 24th February 2019 - 01:40 AM) *
Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки

ეს საიდანაა და რას ნიშნავს?
Existence


ჩემი აზრით მნიშვნელობა ნამდვილად აქვს რას ვჭამთ და ჩვენზეც ახდენს გავლენას. იუ არ ვოთ იუ ით<ასეთი გამოთქმაცაა.

უბრალოდ ზედმეტ მანიაკალიზმში არ უნდა გადაიზარდოს, მაგალითად ლიმნიანი ჩაიმ რა უნდა დამიშაოს? არ ვიცი.
აი ყავას რომ ვსვავდი ენერგია მოქონდა დილას და მერე ვდუნდებოდი და აშკარად არ მომწონდა ეგ მდგომარეობა, ამოვიღე და ახლა მშვენივრად ვარ.
ხორცზე კიდე ვფიქრობ და ვერ ვწყვიტავ, 6 თვე ვეგეტარიანელი ვიყავი და მშვენივრად ვგრძნობდი თავს, ახლა ყველანაირ ხორცს ვჭამ.
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #126987 · Replies: 126 · Views: 28,241

ichi
Posted on: Feb 23 2019, 10:15 AM


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414


Existence
QUOTE(Existence @ 17th February 2019 - 10:44 PM) *
თუ მოიხმართ შაქარს , ხორცს , თევზს , ალკოჰოლს , ყავას , ჩაის , მწარე ცხარე საკვებს და ამავდროულად ცდილობთ შეზღუდოთ სექსი ან საერთოდ უარი თქვათ იმ აქტზე რისი დანიშნულებაც მხოლოდ ბავშვის გაჩენაა , უკეთეს შემთხვევაში ვერაფერი გამოგივათ და უარეს შემთხვევაში ნევროზის და ფსიქიური აშლილობის გარდა ვერაფერს მიიღებთ სანაცვლოდ !

არ მჯერა მაგის.
ლიმნიანი ჩაი რომ დავლიო რას ვაშავებ? biggrin.gif
ან სიომგას ფილე ლიმნით და სოუზით?
ცხარე და მწარე ერთიდაიგივეა და არ ვარგა გეთანხმები.
ალკოჰოლიც არ ვარგა. ღვინოს ცოტას ვსვავ სიამოვნებისთვის.
ყავაც ამოვიღე.
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #126956 · Replies: 126 · Views: 28,241

ichi
Posted on: Jan 23 2019, 11:39 AM


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414


higgs
თქვენი პოსტი რა კავშირშია თემასთან?
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #126904 · Replies: 126 · Views: 28,241

ichi
Posted on: Jan 14 2019, 02:06 PM


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414


QUOTE(old_man @ 13th January 2019 - 04:52 PM) *
ის სხვა სხეულებით ისევე იურთიერთებს ქალთან როგორც მამაკაცი, მაგრამ მათ ერთნაირი პოლუსის ფიზიკური სხეული უშლით ხელს, რომ სრულყოფილი შერწყმა მოხდეს ფიზიკური სხეულების დონეზე.

რა იცი, მე მგონია ბუნებამ რაც დაადგინა ის არის ყველაზე სწორი და სხვა შემთხვევაში არ მოხდება ენერგიის ცვლა.
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #126870 · Replies: 126 · Views: 28,241

ichi
Posted on: Jan 14 2019, 02:01 PM


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414


ბევრ ტრადიციასა და კულტურაშია სექსისგან თავშეკავების აუცილებლობაზე საუბარი.

მე ვფიქრობ რომ იდეალურ შემთხვევაში სექსი არის გამრავლების ინსტრუმენტი. გასაგებია რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიამოვნებაა, მაგრამ ამან არ უნდა მიიღოს მუდმივი სახე.
არ ვიცი, ასე მგონია ჩემი გამოცდილებით, რომ სექსი იგივე წმინდა რიტუალია და განსაკუთრებულ შემთხვევებში უნდა მოხდეს.
სიბინძურე შეიძლება გახდეს თუ მთავარი მიზანი იქნება სიამოვნება და არა ვისთან და რა სიტუაციაში გაქვს, თან ბოლომდე დაკმაყოფილება არ არსებობს(მე ასე ვარ ყოველშემთხვევაში). ანუ დღეს ეს გავაკეთე ამა და ამასთან ხვალ მეტი და მეტი მინდა და ფიქრიც სულ ამისკენ გარბის. მოკლედ ერთ-ერთი უმთავრესი ასპექტია კაცის ცხოვრებაში და დიდი ყურადღება გჭირდება..
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #126869 · Replies: 126 · Views: 28,241

ichi
Posted on: Jan 12 2019, 08:38 AM


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414


QUOTE(INVICTUS @ 21st December 2018 - 03:59 PM) *
სექსუალური ენერგია არის სექსუალური ენერგია და უნდა დახარჯო სექსზე.

მე მგონია რომ სექსუალური ენერგია არის მთავარი მამოძრავებელი(მოტივატორი) მამაკაცის ცხოვრებაში.
ბევრი მამაკაცი აღწევს წარმატებას იმიტომ რომ ხდება ენერგიის ტრანსმუტაცია, ესეიგი გარდაქმნა და პირიქით, ხდება უსაზღვროდ სიამოვნებაში გადავარდნა და შედეგად ადამიანი ხდება უენერგიო-უმოტივაციო.
რა თქმა უნდა ეს ადამიანის არჩევანია, უბრალოდ ჩემი გადმოსახედიდან ეს უსაზღვრო სექსი და პორნოგრაფიის ყურება(რისი პოპულარიზებაც ხდება, მაგალითად რაც მეტი პარტნიორი აქვს კაცს უფრო მაგარი ტიპია) მხოლოდ ავნებს როგორც ჯანმრთელობას ასევე ფსიქიკას.
QUOTE(INVICTUS @ 21st December 2018 - 04:22 PM) *
რა ენერგიაც მოდის (თუ ის ბოროტისმქმნელობის არ არის) მისი გარდასახვა დამახინჯებად მიმაჩნია.

ენერგია არის ენერგია, უბრალოდ სექსუალური ენერგია არის ყველაზე ძლიერი, რადგან ყველა ენერგია საბოლოოდ ერთია, მისი გარდაქმნა შესაძლებელია.
დღეს მაგალითად პორნოგრაფია არის მრავალმილიარდიანი მარჟის მქონე ინდუსტრია, თუ არ ვცდები საქართველოს ბიუჯეტზე 4ჯერ მეტ ფულს აკეთებს ეს სფერო, ადამიანები ფაქტიურად დამოკიდებულები არიან ამაზე, რა თავისუფლებაზეა ლაპარაკი.
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #126850 · Replies: 126 · Views: 28,241

ichi
Posted on: Dec 28 2018, 08:49 AM


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414


შიში და სიყცარული საერთოდ სხვადასხვა რაღაც მგონია. სადაც შIშია იქ რა უნდა სიყვარულს?
ევოლუციურად რომ შევხედოთ, როცა ხედავ რომ რაღაც ძალა შენზე მაღლაა და შეუძლია გაგანადგუროს ან სამს. დაგაკარგინოს ან შვილი მოგიკლას მე მგონია ცდილობ იმ ძალასთან ქვეცნობიერად გინდა დაკავშირდე რომ არ განადგურდე.
  Forum: გამონათქვამების ... · Post Preview: #126149 · Replies: 30 · Views: 18,192

ichi
Posted on: Dec 21 2018, 02:57 PM


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414


QUOTE(Jarmen @ 6th June 2018 - 10:45 PM) *
ძალიან კონცეპტუალური საკითხია, არ შეიძლება გავხადოთ ის ეუფემური.

ვერ მივხვდი........

საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია....
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #126062 · Replies: 126 · Views: 28,241

ichi
Posted on: Dec 15 2018, 09:57 AM


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414


tikoroma
QUOTE(tikoroma @ 14th December 2018 - 04:44 PM) *
დავით აღმაშენებლზე რას იტყვი ან თამარ მეფეზე

რა უნდა ვთქვა? შენ რას იტყვი?

და რატომ ადარებ ამ კითხვას იესოს არსებობასთან დაკავშირებულ კითხვასთან?

ახლა გამახსენდა გაბრიელი რომ ამოთხარეს და თქვეს უხრწნელი წმინდანიაო, კამერამ ლო ძვლები და ტუფლები რომ დააფიქსირა.....

უძველესი დროიდან ადამიანი იგონებს საკუთარ ღმერთს, იმიტომ რომ მშიშარაა და სჭირდება ვინმე მაღლა 'დამცველი'.
მოიგონა ხან ქვა, ხან ბუდა, ხან ცეცხლი, ხან იესო.
მე არ ვამბობ რომ რაღაც ცნობიერება არ არსებობს ჩვენს მიღმა, მე ვამბობ რომ არ შეიძლება ბრმად დაჯერება არაფრის.
და თუ დაინახე ის რაღაც, შენ აღარ გჭირდება არც არავის მტკიცება და არც არავის უარყოფა.

საკუთარი თავის შეცნობა არის ყველაზე სწორი გზა და კითხვა 'ვინ ვარ მე'.
რეალობა არის ღმერთი ჩემთვის, რომელიც არასოდეს არ ცდება და სულ გაკვირვებს....


რაც შეეხება სასწაულს და რეალობას, მე თემა მაქვს გახსნილი, სადაც ავღწერ, რომ რეალურად სასწაულიც არ არსებობს......
ის რაც დღეს სასწაულია ხვალ რეალობა იქნება და ა.შ. სამყარო უსასრულოა და მისი შესაძლებლობებიც უსასრულოა თუ დავინახავთ......

ჩვენ კიდე შეშინებულები ვიგონებთ ხან რას ხან რას და მერე ამის გვჯერა. ამას კარგად დაინახავთ თუ შეხედავთ თუნდაც ეგრედ წოდებულ მართლმადიდებულ ეკლესიას, ყველაფრის სჯერათ, შუქი გამოვა ბზარიდან და ეგრევე ღმერთს უკავშირებენ.....ამას წინათ ვნახე პამიდორი ეჭირა მღვდელს გაჭრილი და ჯვარივით იყო შUაში, ხოდა აი ნახეთ პამიდორზეც ღმერთიაო... მე ასეთ ადამიანს ვეძახი რეალობა აცდენილს, რომელსაც ბევრი შინაგანი ნერვოზი თუ შიშები აქვს და სჭირდება რაღაც გარედან რომ შინაგანად არ განადგურდეს.
პარადოქსია, მაგრამ ჩემი აზრით ადამიანი რომელიც ხვდება ამ ყველაფერს და მარტო რჩება საკუთარ თავთან, მარტო მას აქვს შანსი დაინახოს ის რაც ყველაფრის მიღმაა(თU არის ასეთი რამ საერთოდ).
კრიშნამურტიზე მეტად ვერავის გავუგე მე, ყველანაირად რეალობიდან გამოდის და მისტიციზმს პირიქით იშორებს. რეალობიდან მიხვალ ღმერთამდე და არა ფანტაზიებიდან.
  Forum: პიროვნებები, გაერ... · Post Preview: #126043 · Replies: 63 · Views: 12,590

19 Pages V   1 2 3 > » 

New Posts  New Replies
No New Posts  No New Replies
Hot topic  Hot Topic (New)
No new  Hot Topic (No New)
Poll  Poll (New)
No new votes  Poll (No New)
Closed  Locked Topic
Moved  Moved Topic
 

Lo-Fi Version Time is now: 3rd June 2020 - 09:41 AM