გამარჯობათ მონათესავე სულებო, :JC_cupidgirl: |
გამარჯობათ მონათესავე სულებო, :JC_cupidgirl: |
Mar 30 2013, 01:07 PM
Post
#41
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 737 Joined: 2-March 10 Member No.: 6,165 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ამ ბოლო დროს სერიოზულად დავფიქრდი ვეგანობაზე...ერთია, რომ რძის ნაწარმზე მიჭირს უარის თქმა მაგრამ ხანდახან მზარავს რომ წარმოვიდგენ რა ენერგია მოაქვს მას... აუ მეც ბოლო პერიოდია, მაგრამ მე არ მიჭირს, რძის ნაწარმზე უარის თქმა. ერთ ბებოს ჩამოაქვს ხოლმე კვირაში ერთხელ სოფლიდან რძის ნაწარმი, ძალიან გემრიელი ხაჭო აქვს 3ჯერ ვიყიდე მარტო, მიუხედავად იმისა რომ ძალიან მეგემრიელება ვერ ვჭამ, არ მინდება. ადრე ყველზე ვგიჟდებოდი, ეხლაც მომწონს კარგი ყველი, მაგრამ თუ არ "მაჭამე" არ მინდება. ჯერჯერობით ისევ სიზარმაცის გამო ვიკავებ თავს ვეგანობისგან მაგრამ აშკარად მაქეთ მივექანები. |
|
|
Mar 30 2013, 03:47 PM
Post
#42
|
|
RED soul Group: Members Posts: 135 Joined: 24-March 13 Member No.: 7,070 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ძალიან კარგი - ის ფაქტი, რომ თქვენი ორგანიზმი აღარ ითხოვს ცხოველურ ნაწარმს, მიუთითებს იმაზე, რომ თქვენ ორგანიზმის ვიბრაციები/სიხშირეები მაღლდება და ემზადება უფრო მაღალ განზომილებაში საარსებოდ - მიუგდეთ ყური თქვენს ერგონიზმს და პატივი ეცით მის არჩევანს
|
|
|
Mar 30 2013, 03:50 PM
Post
#43
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 762 Joined: 19-January 12 Member No.: 6,697 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მეც მასე ვარ
მინდა რაც შეიძლება მეტი ბოსტნეული და ხილი ვჭამო მაგრამ რძის ნაწარმზე არ მაქვს პრობლემა |
|
|
Mar 30 2013, 03:53 PM
Post
#44
|
|
RED soul Group: Members Posts: 135 Joined: 24-March 13 Member No.: 7,070 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
td......... -"არადა ულამაზსეი და უსაყვარლესი პლანეტაა... ჯოჯოხეთს ჩვენთვითონ ვაწყობთ... პლანეტა აქ არაფერ შუაშია! დედამიწა ისეთივე ცოცხალი არსებაა როგორც მასზე მცხოვრებნი, ის შეიძლება მეტადაც განიცდის... რადგან მან მიგვღო უნდა ვეცადოთ ჯოჯოხეთი შევცვალოთ სამოთხედ.. ყველამ ჩვენ-ჩვენი ჯოჯოხეთი გარდავქმანათ ად მჯერა ყველაფერი შეიცვლება. smile.gif "
სრულიად გეთანხმებით! ყველამ ჩვენ-ჩვენი ვიბრაციები ავიმაღლოთ და ყველანი გავსუფთავდეთ ნეგატიტუი ენერგიებისა თუ აზრებისგან, გვიყვარდეს და პატივი ვცეთ საკუთარ ტავს და ყველა არსებას - სულიერსა თუ უსულოს, და ყველაფერი კარგად იქნება (რა თქმა უნდა, ჯოჯოხეთი სამოთხედ ერთ ღამეში სასწაულებრივად ვერ გადაიქცევა, მაგრამ საიდანღაც და ოდესღაც უნდა დავიწყოთ - დავიწყოთ დღეიდან ) |
|
|
Mar 30 2013, 07:54 PM
Post
#45
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,157 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
td.........
QUOTE Plasmodium არადა ულამაზსეი და უსაყვარლესი პლანეტაა... ჯოჯოხეთს ჩვენთვითონ ვაწყობთ... პლანეტა აქ არაფერ შუაშია! დედამიწა ისეთივე ცოცხალი არსებაა როგორც მასზე მცხოვრებნი, ის შეიძლება მეტადაც განიცდის... რადგან მან მიგვღო უნდა ვეცადოთ ჯოჯოხეთი შევცვალოთ სამოთხედ.. ყველამ ჩვენ-ჩვენი ჯოჯოხეთი გარდავქმანათ ად მჯერა ყველაფერი შეიცვლება. სიყვარულო, რა კარგად თქვი |
|
|
Mar 30 2013, 07:57 PM
Post
#46
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,157 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Fee
QUOTE აუ მეც ბოლო პერიოდია, მაგრამ მე არ მიჭირს, რძის ნაწარმზე უარის თქმა. ერთ ბებოს ჩამოაქვს ხოლმე კვირაში ერთხელ სოფლიდან რძის ნაწარმი, ძალიან გემრიელი ხაჭო აქვს 3ჯერ ვიყიდე მარტო, მიუხედავად იმისა რომ ძალიან მეგემრიელება ვერ ვჭამ, არ მინდება. ადრე ყველზე ვგიჟდებოდი, ეხლაც მომწონს კარგი ყველი, მაგრამ თუ არ "მაჭამე" არ მინდება. ჯერჯერობით ისევ სიზარმაცის გამო ვიკავებ თავს ვეგანობისგან მაგრამ აშკარად მაქეთ მივექანები. რა ბედნიერებაა... მე ვერა მასე... მარტო ხორცი არ მინდება, დანარჩენი კი. |
|
|
Mar 30 2013, 10:03 PM
Post
#47
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
violetflame
ციტატა ძალიან კარგი - ის ფაქტი, რომ თქვენი ორგანიზმი აღარ ითხოვს ცხოველურ ნაწარმს, მიუთითებს იმაზე, რომ თქვენ ორგანიზმის ვიბრაციები/სიხშირეები მაღლდება და ემზადება უფრო მაღალ განზომილებაში საარსებოდ - მიუგდეთ ყური თქვენს ერგონიზმს და პატივი ეცით მის არჩევანს smile.gif არათუ აღარ ითხოვს, განგაშს აცხადებს უკვე რძის ნაწარმს ვეღარ ვეკარები, თევზი და კვერცხი კი არ მიყვარს მაგრამ, მაგაზეც რომ დავიწყო უარის თქმა, გამიგიჟდებიან, ისედაც სულ ჩემს ჭამაზეა ლაპარაკი.ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ რაღაც პროდუქტები შეიცავენ კვერცხს და რძეს - მაიონეზი, მაკარონი, შოკოლადები, ვაფლი და ასეთი რაღაცეები. ამის გამორკვევა რა რისგან მზადდება უფრო რთული და დამღლელია ჩემთვის, ვიდრე ყველზე და თევზზე უარის თქმა. -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Mar 30 2013, 11:15 PM
Post
#48
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 625 Joined: 3-December 10 Member No.: 6,320 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ხორცი მეც აღარ მიზიდავს, თავს მატკიებს ხოლმე რომ ვჭამ მაგრამ ზოგჯერ მაინც ვჭამ ასევე ვგრძნობ როგორ იცვლება ენერგია ჩემში
|
|
|
Mar 30 2013, 11:51 PM
Post
#49
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 7,261 Joined: 4-September 10 Member No.: 6,254 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
tikoroma
სამარხვო პროდუქტები შეარჩიე ხოლმე, და გარკვევაც არ დაგჭირდება.. აბა ჩვენთან ვეგანებს არანაირ პირობებს არ უქმნიან.. იმ დღეს გუდვილში სოიოს ვერანაირი პროდუქტი ვერ ვნახე გარდა კატლეტისა, რომელიც საზიზღრობაა..ჩემმა მეგობარმა დაიწყო ტოფუს კეთება, ქართული სოიოსგან, რადგან შემოტანილი გენმოდიფიცირებულია და შხამია. ეხლა დამიმზადა მეც, იმედია მომეწონება... ტუ კარგი გამოვიდა და წარმოებაში გაუშვა შეგატყობინებთ. -------------------- -----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
|
|
|
Mar 31 2013, 12:21 AM
Post
#50
|
|
RED soul Group: Members Posts: 135 Joined: 24-March 13 Member No.: 7,070 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
კარგია, რომ ალტერნატივა გაჩნდა საქართველოში. ინგლისში ბევრი ვეგანია და აქ უფრო მრავალფეროვნებაა მაგ მხრივ - არის ასეთი საკვები (სოკოს ერთ-ერთი სახეობა თუ არცდები), რომელსაც ქვია Quorn და ხორცის ნაცვლად გამოიყენება. თუ ადამიანს ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა აქვს მისთვის სოიოს მიღება არ არის სასურველი. ისე, მე პირადად, Quorn-საც იშვიათად ვჭამ - ორგანიზმი არ მთხოვს ხორცის შემცვლელი არანაირი პროდუქტის ჭამას საერთოდ - სუნიც კი არ მსიამოვნებს.
სხვათაშორის, ის რომ ამბობდნენ ადამიანს აუცილებლად უზომო რაოდენობის პროტეინი სჭირდება იმისთვის, რომ ჯანმრთელად იარსებოსო, აღმოჩნდა, რომ თურმე მითია. უფრო მეტად ალბათ ვეგანური ფეხსაცმელების შოვნა იქნება პრობლემა (იმის გაფიქრებაც კი არ მსურს, რომ ტანზე სხვისი კანი როგორ უნდა შემოიცვა ) და ბოლოც, არ დაგვავიწკდეს, რომ დღევანდელ მსოფლიოში არსებობენ ადამიანები, რომლებიც მხოლოდ მზის ენერგიით იკვებებიან. |
|
|
Mar 31 2013, 12:51 AM
Post
#51
|
|
GREEN soul Group: Members Posts: 1,554 Joined: 11-September 10 Member No.: 6,263 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ოშოს უწერია თავის წიგნში, რომ თაგვებზე ჩაატარეს ცდა სადაც ერთ ნაწილს მხოლოდ დღეში ერთხელ აჭმევდნენ და მეორე ნაწილი, რომელსაც დღეში სამჯერ აჭმევდნენ.
თაგვები, რომლებიც მხოლოდ დღეში ერთხელ ჭამდნენ 2 ჯერ უბრო დიდხანს იცოცხლეს ვიდრე თაგვები, რომლებსაც 3 ჯერ აჭმევდნენ დღეში. -------------------- Если человек ищет мудрости, он умен, если думает, что нашел ее, он безумен!
|
|
|
Mar 31 2013, 02:11 PM
Post
#52
|
|
RED soul Group: Members Posts: 269 Joined: 7-October 12 Member No.: 6,901 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
td.........
მიუხედვად იმისა რომ სიცოცხლის ზოგიერთი გამოვლინება ჯერ კიდევ საკმაოდ მხიბლავს, მიზიდავს, საინტერესოდ მეჩვენება... მთლიანობაში მაინც დიდ ბოროტებად მიმაჩნია თვითონ სიცოცხლე. რა საჭიროა ეს ყველაფერი? არ ჯობია დროულად დავუბრუნდეთ ჩვენ საწყისს, დაოს, აბსოლუტურ რეალობას... კარგად თუ დავუკვირდებით ჩვენ ყველა ჯოჯოხეთში ვართ. არსებობს ძალიან დახვეწილი, მაქსიმალურ ტანჯვაზე ორიენტირებული სისტემა. ვერ გახვალ, ვერც გაჩერდები, სულ უნდა იარო, ბორბალში იტრიალო - ვირის წინ დაკიდებული სტაფილო ე.წ. ბედნიერება + ამოუწურავი სურვილები. ჩვენში დევს ეს ყველაფერი ძალიან ღრმად... ადამიანს უნდა სიცოცხლე და უნდა სიკვდილიც... ორივე იმპულსი ერთად აქვს იქ ყველაზე ღრმა არაცნობიერში და აქედან მოყოლებული სულ წინააღმდეგობებზე და ურთიერთგამომრიცხავ გრძნობებზე, სურვილებზე, მოთხოვნილებებზეა აწყობილი მთელი მექანიზმი... ბოდიში ცოტა აბდაუბდად დავწერე gio.geoo ე.ი. მე არ გამიმართლა არ მახსოვს ბოლოს სამჯერ როდის ვჭამე |
|
|
Mar 31 2013, 02:28 PM
Post
#53
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 7,261 Joined: 4-September 10 Member No.: 6,254 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Plasmodium
აქ ძალით არავის მოუყვანიხარ, და გასვლაც შენზეა დამოკიდებული. ყველა დედამიწელის პრობლემა იმაშია, რომ ავიწყდება ის რომ ბორბალში დარბის და ეს სურვილები, ფიქრები, დარდები და ასე შემდეგ ყველაფერი ილუზიაა, რომელისაც ჩვენვე ვუკეთებთ აკუმულირებას ვაგროვებთ და რეალობად გარდავქმნით. ასე რომ ჯოჯოხეთი ყველას თვითონ აქვს შექმნილი, მეც მაგაზე ვსაუბრობ... თითოეულმა საკუთარი ჯოჯოხეთი სამოთხედ აქციოს და ეს წრებრუნვა და ილუზია გაქრება... -------------------- -----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
|
|
|
Mar 31 2013, 02:40 PM
Post
#54
|
|
RED soul Group: Members Posts: 269 Joined: 7-October 12 Member No.: 6,901 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
td.........
არ გეჩვენება რომ ჯოჯოხეთი სიცოცხლის ამ ფორმის... ერთადერთი ფორმის რომელიც ჩვენ ვიცით და წარმოდგენა შეგვიძლია თანმდევი მოვლენაა? ყველგან სადაც არის სიცოცხლე, ცვლილებები, მოძრაობა არის დუალობაც? არის წინააღმდეგობები, სიტყვები, ცნებები, სურვილები, სქესი, ბორბალი... |
|
|
Mar 31 2013, 05:23 PM
Post
#55
|
|
RED soul Group: Members Posts: 135 Joined: 24-March 13 Member No.: 7,070 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Plasmodium - ჩვენ ყველანი ჩვენი ნებით მოვედით დედამიწაზე - ამბობენ, რომ მესამე განზომილების დედამიწა ერთ-ერთი საუკეთესო სკოლაა სულიერი განვითარებისათვის და აქ ყველაზე მამაცი და გამბედავი სულები მოდიან 'განათლების' მისაღებად. აქ არ არსებობს თავისუფალი ნება. იმ მომენტში, რა მომენტშიც გადაწყიტავ დედამიწაზე მოსვლას, გერთმევა თავისუფალი ნება. თუმცაღა, აქ მოსვლამდე გაქვს თავისუფალი ნება და შეგიძლია მანამდე გამოიყენო ის და უარი თქვა რეინკარნაციაზე. ასე მარტივად არ უშვებენ სულებს აქ საცხოვრებლად. სანამ ამ გადაწყვეტილებას საბოლოოდ მიიღებენ (სული და შესაბამისი საბჭო) მიმდინარეობს უამრავი სჯა-ბაასი და განხილვა. ასე მაგალითად, გვეუბნებიან, რომ დედამიწა არის ერთ-ერთი ურთულესი პლანეტა საცხოვრებლად და როგორც კი შემოვალთ აქ არჩევანის უფლება აღარ გვექნება და ვექცევით კარმის გავლენის ქვეშ და კარმის ბორბლიდან თავისდაღწევა ძალიან ძნელიაო. ჩვენ, რადგან ვიმყოფებით 'ნეტარებაში' არაფრად მიგვაჩნია აქაური პრობლემები იმ გადმოსახედიდან და დროც არფერია უსასრულობასთან შედარებით (ქართულში გვაქვს სიტყვა 'წუთისოფელი' - რაც მიანიშნებს, რომ ეს ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა სინამდვილეში) და ამიტომ დიდი მონდომებით და უშიშრად მოვემართებით ამ ჯოჯოხეთისკენ. ამ პერიოდისთვის რეინკარნირებული სულების რაოდენობამ პიკს მიაღწია დედამიწაზე. ამის მიზეზად ბევრი იმას ასახელებს, რომ ეს ჯოჯოხეთი მალე დასასრულს მიახლოვდება და განვითარების ასეთი არაჩვეულებრივი შესაძლებლობა ამ პლანეტაზე აღარ იქნებაო.
მთელი გალაქტიკა თვალს ამ=დევნებს დედამიწას. ეს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პროექტი არის სამყაროში. უახლოეს მომავალში დედამიწა უნდა გადავიდეს მე-4-ე და შემდეგ მე-5-ე განზომილებაში და ეს უნდა მოხდეს ფიზიკურად (არა მხოლოდ მისი ეტერური და ასტრალური სხეულით) რაც უიშვიათესი მოვლენაა სამყაროში. ამიტომ ბევრი სული ამ პროცესის ხელშესაწყობად მოვიდა დედამიწაზე, რათა თავიანთი მაღალი ვიბრაციებით დაეხმარონ დედამიწას. მე-5-ე განზომილებაში უკვე აღარ იქნება ეს დუალობა და აქედან გამომდინარე ეს ჯოჯოხეთიც წარსულს ჩაბარდება - ასე, რომ ჩვენ ყველას ალბათ უნდა გვეამაყებოდეს სათუარი თავები, რომ აქ ჩამოსვლა გავბედეთ ასეთ რთულ პერიოდში |
|
|
Mar 31 2013, 06:52 PM
Post
#56
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 787 Joined: 15-June 11 Member No.: 6,488 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
violetflame
კარგი პოსტები გაქვს ძალიან კითხვა მაქვს მერკაბას შესახებ... რამდენად აუცილებელია მისი გააქტიურება? სადღაც წავიკითხე რომ მერკაბას გარეშე გამორიცხულია მაღალ სიმკვრივეებში გადასვლაო... ნუთუ მართლა ასეთი მნიშვნელოვანია? -------------------- Philosophy means the love of truth in daily life - J. Krishnamurti
|
|
|
Mar 31 2013, 08:52 PM
Post
#57
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 31 Joined: 15-January 13 Member No.: 6,966 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ძალიან საინტერესო თემაა
ხორცი არ მიყვარს, მაგრამ რატომღაც ბოლომდე მაინც ვერ შეველიე. თანაც მეშინია - წითელი ხორცი სისხლისთვის აუცილებელიაო, რკინის ვალენტობა მცენარეულ და ცხოველურ საკვებში განსხვავდება და მარტო მცენარეული არასაკმარისიაო. ამაზე თუ შეგიძლიათ მირჩიოთ რამე, ჰემოგლობინი მაქვს დაბალი - 2 კვირაა უხორცოდ ვარ მარხვის გამო და უკვე მიჭირს. წარმომიდგენია სულ რომ შევეშვა რა მომივა... თუმცა ვაშლის წვენს, ზოგჯერ სტაფილოს, ყურძნის ან ბროწეულის წვენს - ვიღებ დღეში მინიმუმ 1 ჭიქას. სოიოზეც ვერ გავიგე - იმდენი ურთიერთგამომრიცხავი რამ წერია - ზოგი ამბობს ქალი ჰორმონების ანუ ესტროგენების შემცველიაო, მაგრამ ეს არც თუ ისე კარგია, მითუმეტეს მასტოპათიისას - ისედაც მომატებულია და საშიშია... ასევე თევზიც აუცილებელია მხედველობისათვის. თუმცა ეს ყველაფერი შესაძლოა ჩანაცვლდეს სხვა პროდუქტებით - დიეტოლოგს უნდა მივმართოთ ალბათ ინდივიდუალურად, მაგრამ ზოგადი მითითებებიც კარგი იქნებოდა. რძის ნაწარმს ალბათ ვერ შეველევი ვერანაირად, თუმცა რძეს დასანახავად ვერ ვიტან ბავშვობიდან - სუნზეც ცუდად ვხდები ენერგიას მეც ადვილად ვკარგავ. ესეც ძალიან მაინტერესებს - როგორ ვმართო ჩემი ენერგია. თავბრუ მესხმის ხოლმე და განმარტოება და მუსიკა უფრო მეხმარება, ვიდრე საკვები ან თუნდაც ჩაი. არეულად დავწერე მგონი, მაგრამ ძალიან მაინტერესებს და ერთად ვთქვი ყველაფერი |
|
|
Mar 31 2013, 09:06 PM
Post
#58
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 7,261 Joined: 4-September 10 Member No.: 6,254 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Plasmodium
არა არ მეჩვენება... ნუ შენთვის და ჩემთვის რომ არის ფაქტია, მაგრამ არიან არსებები, ვინც აქვე დააღწია ამ ყველაფერს თავი.. ასე რომ მაგალითები გვყავს-ანუ ვიცით რომ დუალობა ჩვენი ილუზიაა, ან თავსმოხვეული ილუზია, რომელსაც შევეჩვიეთ, მაგრამ მიუხედავად ამისა გვაქვს სხვა მაგალითიც და არის შAნსი იგივე (პრინციპში იგივე არ იქნება, მაგრამ მაინც..) გაიმეორო -------------------- -----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
|
|
|
Mar 31 2013, 11:35 PM
Post
#59
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,157 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
violetflame
QUOTE ქართულში გვაქვს სიტყვა 'წუთისოფელი' - რაც მიანიშნებს, რომ ეს ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა სინამდვილეში ამ სიტყვას არ დავკვირვებულვარ, რა საინტერესოა,–აი,( „დამარხულ არს დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა“), ქართული ენაში დამარხული საიდუმლოების ერთი ნამცეცი. |
|
|
Apr 1 2013, 10:59 PM
Post
#60
|
|
RED soul Group: Members Posts: 135 Joined: 24-March 13 Member No.: 7,070 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
chemikerin - მადლობა - მერკაბას რაც შეეხება:
წყარო: Merkaba Mer-Ka-Ba არის იმაზე მეტი ვიდრე ამაღლების ტრანსპორტი. ის შეიძლება იყოს აბსოლუტურად ყველაფერი, რადგანაც ის არის ძირითადი სქემა რომლის საფუძველზეც შეიქმნა სამყაროში ყველაფერი - ხილულიც და უხილავიც. როგორც დრუნვალო მელქისედეკმა (ერთ-ერთი მასწავლებელია Drunvalo Melchizedek ) შეიტყო კრედო მუტვასგან (აფრიკაში ზულუს ტომის სულიერი ლიდერი), ლეგენდის მიხედვით მისი მთელი ტომი სხვა განზომილებიდან ჩამოვიდა დედამიწაზე სწორედ მერკაბას საშუალებით. ამაღლება არის პროცესი, რომლის შედეგადაც ადამიანის ფიზიკური სხეული გარდაიქმნება სინათლის სხეულად და ამდაგვარად დაიბადება 'ახალ სამყაროში'. ფაქტიურად და ტექნიკურად მერკაბა არის ელექტრო-მაგნეტური ველი და არის აბსოლუტურად გეომეტრიული თავისი ბუნებით (კერძოდ, იგულისხმება წმინდა ანუ ღვთაებრივი გეომეტრია). მას აქვს უნარი გავიდეს ყველა განზომილებასა, სივრცესა თუ დროში და შესაბამისად გარდაქმნას თავისი ელექტრ-მეგნეტური შემადგენლობა გარემოებისდა მიხედვით. მართალია, მისი მთავარი ფუნქცია არის დაეხმაროს ნებისმიერ ასებას დროსა და სივრცეში გადასაადგილებლად, მაგრამ ეს შეუძლებელია სანამ ადამიანში არ მოხდება შესაბამისი ცვლილებები ჯერ. მერკაბა ადამიანის სხეულს გარს არტყავს როგორც 3-განზომილებიანი გეომეტრიული ბადე, რომელიც არ ფუნქციონირებს მანამ, სანამ არ მოხდება მისი გააქტიურებისთვის საჭირო მოვლენები. როდესაც სული გააცნობიერებს, რომ მერკაბა გარს არტყავს იმ სხეულს, რომელშიც ის იმყოფება და დაიწყბეს მისი გააქტიურებისთვის საჭირო ქმედებებს, აი სწორედ მაშინ დაიწყება ნამდვილი ტრანსფორმაცია. ყველა ადამიანის შემთხვევაში ეს ინდივიდუალურად ხდება და არ არის რაიმე საყოველთაო რეცეპტი, რომლის გამოყენებითაც შეიძლება მერკაბას გააქტიურება. უფრო მეტიც, ეს შეიძლება სპონტანურადაც მოხდეს თუკი ადამიანი ამისთვის მზადაა. ამისთვის უპირველესად საჭიროა, რომ ადამიანი გაიწმინდოს და აიმაღლოს ცნობიერება ეს შეიძლება მოხდეს მედიტაციის დროს სწორი სუნთქვიდან დაწყებული ადამიანის მიერ უანგარო სიყვარულითა და რწმენით დამთავრებული. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ძალიან სუფთა სულის ადამიანის მერკაბა შეიძლება თავისით გააქტიურდეს მიუხედავად იმისა იცის თუ არა ამ ადამიანმა მერკაბას არსებობის შესახემ რაიმე საერთოდ. როდესაც მერკაბა აქტიურდება იგი წარმოადგენს დისცის ფორმის ენერგიას რომელიც ამოდის კუდუსუნიდან და იშლება სხეულის გარშემო 27-30 ფუტის რადიუსზე. ამერიკულ სამხედრო რადარებს მისი დაფიქსირება შეუძლიათ ამ სტატიის ავტორს (მელქისედეკს) მიაჩნია რომ რუსეთი ისევე როგორც ამერიკა იყენებს ამ ფენომენს თავის სადაზვერვო და მასების კონტროლის სფეროში. დროა, ჩვენ ყველამ გავიხსენოთ რა არის მერკაბა და შევძლოთ მისი გააქტიურება და ყველასთვის სასარგებლოდ გამოყენება. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მე მიმაჩნია, რომ მერკაბას გააქტიურების გარეშე ალბათ ამაღლება ვერ მოხდება - ეს ორი ურთიერთდამოკიდებული პროცესია - ერთი მეორეს გარეშე ვერ მოხდება. თქვენ როგორ ფიქრობთ? |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 25th September 2024 - 11:54 PM |