Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ გამონათქვამების კუთხე _ პოემა, ლექსი...

Posted by: TeO Aug 5 2007, 09:56 AM

welcomeani.gif
ამ თემაში სასურველია დაწეროთ ისეთი რამ, რაც იქნება სასიამოვნო წასაკითხი ყველასთვის! gossip.gif

და დაგვეხმარება სულიერ განწმენდასა და გარდასახვაში

არა სასურველია უაზრო (ან უწმაწური) ტექსტი

და ისა.. ვეფხისტყაოსანი არ დაწეროთ (ძალიან დიდ ადგილს დაიკავებს! biggrin.gif )

Posted by: TeO Aug 5 2007, 03:33 PM

ძალიან მიყვარს აღმოსავლური კულტურა, შინაგანად-სულიერ კომფორტს ვგრძნობ მასთან შეხებისას
..და აი, მინდა შემოგთავაზოთ იაპონური პოეზია (“ჰაიკუ”, “ტანკა” ), რომელიც ერთი შეხედვით არ არის საინტერესო, მაგრამ..
მე მალამოსავით მედება, ძალიან მსიამოვნებს, კონკრეტულად რა- ამას ვერ აგიხსნით! ამას მარტო თუ შეიგრძნობს კაცი!..
(სუფთა მედიტაციაა)


http://imageshack.us

ბუსონი

ვეშაპი!
ქვემოთ ჩადის, უფრო მაღლა
და მაღლა ადის მისი კუდი.

იეთსუჯინი

ვისურვებდი მოვმკდარიყავი
ყვავილებით დაფარული,
ამ ჩვენს სიზმარში.

ტაკაჰამა

ამ ყვავილს თეთრ პეონს ეძახიან
დიახ, მაგრამ
ცოტათი წითელს.

ჰაშინი

არც ცა
არც მიწა -თუმცა მაინც
ცვივა ფანტელები.

Posted by: TeO Aug 5 2007, 03:36 PM

http://imageshack.us

ბაშო
***
შემოდგომის მთვარე,
ტბასთან ვსეირნობ და_
გადის ღამე
***
არც ყვავილობა, არც მთვარე,
ის საკეს სვამს_
სრულ მარტოობაში.
***
გინდათ ნახოთ მარტოობა?
ნახეთ ერთადერთი ფოთოლი
ჩამოვარდნილი კირის ხიდან

Posted by: TeO Aug 5 2007, 03:56 PM

Басе
Первый снег в саду!
Он едва-едва нарцисса
Листики пригнул
.
Рансэцу
Осенняя луна Сосну рисует тушью
На синих небесах.

ОгиИсико
Вон по холоду мальчик босой прибежал
Попросить хоть горсточку риса
Для посева весной.


რაღაც ძალიან ღრმად შეიგრძნობენ იაპონელები ბუნებას,.. ერთი სიმოვნებაა ამ ლექსების მოსმენა (ჩემთვის)

Posted by: TeO Aug 14 2007, 11:22 AM

არ მეგონა თუ შევძლებდი და თურმე რა ადვილი ყოფილა ჰაიკუს შედგენა!
თუ შენს გულს მოუსმენ და გრძნობებს ფურცელზე გადმოიტან.. მაშინ ყველაფერი გამოგივა!

რას იტყვით? მგონი დამწყებისთვის ცუდი არ უნდა იყოს biggrin.gif
მოკლედ, ჩემი დებიუტი ფორუმზე (მეორე კლასის მერე ლექსი არ დამიწერია blush.gif )

ჩემი პირველი ჰაიკუ:

* * *
მზე ათბობს შიგნით და გარეთ
ჩვილის ლამაზი სახე,.
ბედნიერი ვარ!


* * *
ეს კიდევ მეორე:

დილა მშვიდობისsmile.gif
ციყვი ნიგოზს ღრღნის,-
მივდივარ სახლში…


თეო 11.08.07

http://imageshack.us
http://profile.imageshack.us/camerabuy.php?model=Canon+PowerShot+A540&make=Canon

პ.ს. გაგიმხელთ იმათ, ვისაც აინტერესებს იაპონური პოეზია (თორემ სხვებისთვის ის უაზრობაა), ჰაიკუს დაწერა ძალიან მაგრა წმინდავს სულს და დადებით განწყობას ქმნის!
წარმოიდგინეთ, სულ რამოდენიმე სიტყვაში შეგიძლია გრძნობით შეკუმშო ზღვა ინფორმაცია!

საინტერესოა ვინმემ თუ ამოიკითხა რამე მაინც ჩემი დაწერილი ჰაიკუდან??? blink.gif

Posted by: TeO Aug 14 2007, 11:26 AM

ეძღვნება სპეციალურად ამ ნახატს,.. მისთვის დავწერე

* * *
წვიმს!.. წვიმს ციდან,
წითელი ყვავილი დგას ნაზად
არც ცის, არც მიწის... თან ცისა და მიწის!


თეო, აგვისტოს საღამო

http://imageshack.us
http://profile.imageshack.us/camerabuy.php?model=Canon+PowerShot+A540&make=Canon

Posted by: old_man Aug 15 2007, 12:15 AM

ძალიან მიყვარს აღმოსავლეთ საქართველოს ხალხური პოეზია, თუ გამახსენდება დავწერ ხოლმე. აი ერთი:

"სიკვდილმა ჩამოიარა, არავინ დახვდა წინაო,
ობოლი გამოეგება, ხონჩა მიართვა წინაო,
მე წამიყვანე სიკვდილო, ობლობა მამეწყინაო...
შენ რად მინდიხარ ობოლო, არავინა გყავს შინაო
ერთი შორი მამიდა გყავს ისიც არაა შინაო,
არა გყავს დამტირებელი არც სუდარა გაქვს შინაო...
მე კახეთისკენ მივდივარ კაცი მიმიღვის წინაო
იქ ცხრა ძმა გამდიდრებულა უნდა ჩავუხდე შინაო,
ისინი უნდა გავყარო თავ-თავად მივცე ბინაო...."


მშვენიერი ლექსია, ხალხმა ასახა ცხოვრების ამაოება - ობოლი, რომელსაც ცხოვრება მობეზრებია სიკვდილს არ მიჰყავს, ხოლო ვინც ბედნიერია და სიცოხლით ხარობს სწორედ იმათთან მიდის. თან დაუკვირდით, მას წინ მიუძღვის და გზას უჩვენებს შურიანი დამბეზღებელი....

Posted by: TeO Aug 24 2007, 07:11 AM

ადამიანის ცხოვრება 100 სიტყვაში

Колыбель. Пеленки. Плач.
Слово. Шаг. Простуда. Врач.
Беготня. Игрушки. Брат .
Двор. Качели. Детский сад.
Школа. Двойка. Тройка. Пять.
Мяч. Подножка. Гипс. Кровать.
Драка. Кровь. Разбитый нос.
Двор. Друзья. Тусовка. Форс.
Институт. Весна. Кусты.
Лето. Сессия. Хвосты.
Пиво. Водка. Джин со льдом.
Кофе. Сессия. Диплом .
Романтизм. Любовь. Звезда.
Руки. Губы. Ночь без сна.
Свадьба. Теща. Тесть. Капкан.
Ссора. Клуб. Друзья. Стакан.
Дом. Работа.
Дом. Семья.
Солнце. Лето.
Снег. Зима.
Сын. Пеленки. Колыбель.
Стресс. Любовница. Постель.
Бизнес. Деньги. План. Аврал.
Телевизор. Сериал.
Дача. Вишни. Кабачки.
Седина. Мигрень. Очки.
Внук. Пеленки. Колыбель.
Стресс. Давление. Постель.
Сердце. Почки. Кости. Врач.
Речи. Гроб. Прощанье. Плач

წავიკითხე და ძალიან მომეწონა, ლაკონურადაა ყველაფერი ჩასმული 100 სიტყვაში!
თუ რამე არ მოგწონთ თქვენს ცხოვრებაში ჯობია ახლავე შეცვალოთ! (ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს) ვიდრე მერე ინანოთ...

Posted by: TeO Aug 31 2007, 09:04 AM

კარგი ლექსიაwink.gif არ გადმოვწერე, ვისაც უნდა ისე წაიკითხავს!
три стиха о том, что было, есть и будет
http://ksyushart.com.ua/proba_pera/?page=tri_stiha&view=fullview

Posted by: TeO Aug 31 2007, 09:15 AM

Хочешь?

Жизнь может быть лёгкой
Игра – интересной
Мечты – достижимы
И Цели – достойны
Не надо быть кротким
Не надо быть грешным
Но можно быть сильным
И очень успешным
Духовно свободным
Взаимнолюбимым
Большим и этичным
И просто счастливым

Подняться из грязи
Родиться из пепла
Воскреснуть из мертвых
Стать Духом бессмертным

Уйти из игры
Чтобы снова вернуться
Развеять иллюзии
Чтобы проснуться

Узнать - Кто Ты Есть
Каковы Твои Цели
Дойти до небес
До пределов Вселенной

Ты можешь быть Богом
А можешь быть стулом
Твой выбор?
Ты хочешь подумать?
Подумай…

Оксана Шапкарина, 2003

Posted by: TeO Sep 18 2007, 10:36 PM

ამ საღამოს ისე გამოვიდა, რომ გალაკტიონის ლექსების კითხვას შევყევი... და გამიტაცა და წამიღო!..
როცა გამოვფხიზლდი ცოტა დაშოკილი ვიყავი blink.gif - მისი სამყარო სევდიანი და მძიმეა ჩემნაერი მხტუნავი არსებისთვის! yes.gif
ხოდა ახლა შევიბერტყე თავი და ცოტა აზრზე მოვედი! ურააა biggrin.gif

წაკითხული ლექსებიდან დავდებ რამდენიმეს, რომლებიც ძალიან მომწონს:


მამული

ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველა
არ გავიარე - რაა მამული?!
წინაპართაგან წავიდა ყველა,
სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული.

გაშალა ველი ნელმა ნიავმა,
და მელანდება მე მის წიაღში
მოხუცი მამა, მოხუცი მამა
სასხლავით ხელში დადის ვენახში.

აქ თითო ლერწი და თითო ყლორტი
მასზე ოცნებას დაემგვანება!
ისევ ამწვანდა მდელო და კორდი!..
დავდივარ... ვწუხვარ და მენანება!

1915


* * *
ეხლა ის დრო არი,
როცა მედგარ მხატვრებს
კვლავ უღვიძებს ქნარი
გულში ჩაკლულ ნატვრებს
ეხლა ის დრო არი,
როცა, თუმცა ძლივას,
ბურუსში და ქარში
ვხედავ პერსპექტივას.


ი. ა.

ქალაქში, მტვერში წაიქცა ბავშვი
ნუკრის თვალებით, თმით-მიმოზებით.
და მწუხარების მალე ნიავში
მოფრინდნენ ლურჯი ანგელოზები.


მეორე კუპლეტი წავშალე!


Posted by: TeO Sep 18 2007, 10:37 PM

* * *

მზეო თიბათვისა, მზეო თიბათვისა,
მიწად მუხლმოყრილი გრაალს შევედრები.
იგი ვინც მიყვარდა დიდი სიყვარულით,
ფრთებით დაიფარე – ამას გევედრები.

ტანჯვა-განსაცდელში თვალნი მიურიდენ,
სული მოუვლინე ისევ შენმიერი,
დილა გაუთენე ისევ ციურიდან,
სული უმანკოთა მიეც შვენიერი.

ხანმა უნდობარმა გზა რომ შეეღება,
უხვად მოიტანა სისხლი და ცხედრები,
მძაფრი ქარტეხილი მას ნუ შეეხება,
მზეო თიბათვისა, ამას გევედრები.

1917

Posted by: TeO Sep 18 2007, 10:44 PM

თუ სურვილი გაგიჩნდათ წაიკითხოთ გალაქტიონ ტაბიძის შემოქმედება- ა, ბატონო თქვენ ჯადოსნური ლინკიwink.gif

http://galaktioni.iatp.ge/

Posted by: old_man Sep 19 2007, 03:53 PM

ესეც გალაკტიონი მეგრულად სპეციალურად უმასა და ალფასთვის biggrin.gif


"გომორძგუა, სააფხაზო, სქანი!

გომორძგუა, სააფხაზო, სქანი!..
გვალათ, რზენით, ირფელამო სქვამი.

ბჯა ბარჩხალა მომნატრებუ სქანი,
ზღვა ვამძირუ ქორე მუზმა ხანი.

ქუდმოხვამლე პალმაშ რგილი ორო,
შხვა ვამოკო სქანი მანგიორო.

კვარკნანტია ნიში მენჩურუნსუ ზღვას
ჩქინ ოროფა ვემდაღინე შხვას.

ჯიმალობათ ვორდით ანგიშ-მანგი,
ქუგომშინი ჯვეში ამხანაგი."


* * *

"წყარტიბუშე ქუთეთიშა

წყარტიბუშე ქუთეთიშა
ქარჲ მუჭო რსხია!
ეგებ რკითხას ქუთეშიქ
მინორექ სია;
მე ვორექშო შურიშღალა,
მარა დუფულჲ მიშჲ,
ინას თეში ქიმეიხვადუ
ჩქიმჲ ქუთეიშჲ."


Posted by: TeO Sep 21 2007, 10:44 AM

* * *
ზღვის დაუნდობელ ტალღებში,
კვდება პატარა თოლია,
ცივი ფრთები და ფეხები,
ჩემ სტიქიაში ემტვრევა.
ღია ფანჯრიდან სულელურ აზრებს,
არ შემიძლია შევასხა ფრთები,
მის ნაცვლად ჩემ სისხლს შევწირავ ოღონდ,
არ წაიშალოს მისი სახელი,
არ მომიწიოს საფლავთან ჯდომა
და დატირება მისი სახელის..
მე ისევ ვტირი და მინდა ყველამ,
გაიგოს ჩემი გულის ნადები,
ჩემს უკან ღობე,ჩემ წინ კი გზაა,
გზაა გრძელი და მარტო სავლელი..
ისევ ტირილი და სველი ხელი,
იმ სველი ხელით საფლავს ვეხები
საფლავის ქვაზე ამოტვიფრული,
მიცქერს ჩუმად და ტირის და ტირის,
რატომ გაყარა ღმერთმა ისინი,
იმ გოგოს გარდა არავინ იცის...
იმ ბიჭმა ბოლოს თქვა ეს სათქმელი..
,,ალბათ იქნება ჩემი მისია,
დავრჩე იქ სადაც მუდამ იბრძვიან,
ვატარო გულში შენი სახელი,
სრულ წყვდიადამდე შენთან დავრჩები.”


სხვა ფორუმზე ვნახე - თეკუშას დაწერილია smile.gif

Posted by: Uma Sep 21 2007, 10:54 AM

QUOTE(old_man @ Sep 19 2007, 03:53 PM) *
ესეც გალაკტიონი მეგრულად სპეციალურად უმასა და ალფასთვის biggrin.gif
"გომორძგუა, სააფხაზო, სქანი!

გომორძგუა, სააფხაზო, სქანი!..
გვალათ, რზენით, ირფელამო სქვამი.

ბჯა ბარჩხალა მომნატრებუ სქანი,
ზღვა ვამძირუ ქორე მუზმა ხანი.

ქუდმოხვამლე პალმაშ რგილი ორო,
შხვა ვამოკო სქანი მანგიორო.

კვარკნანტია ნიში მენჩურუნსუ ზღვას
ჩქინ ოროფა ვემდაღინე შხვას.

ჯიმალობათ ვორდით ანგიშ-მანგი,
ქუგომშინი ჯვეში ამხანაგი."
* * *

"წყარტიბუშე ქუთეთიშა

წყარტიბუშე ქუთეთიშა
ქარჲ მუჭო რსხია!
ეგებ რკითხას ქუთეშიქ
მინორექ სია;
მე ვორექშო შურიშღალა,
მარა დუფულჲ მიშჲ,
ინას თეში ქიმეიხვადუ
ჩქიმჲ ქუთეიშჲ."

sityvebis mniSvneloba Tu ici?)))))

Posted by: old_man Sep 21 2007, 11:34 AM

ციტატა
sityvebis mniSvneloba Tu ici?)))))

ვიცი აბა რა! წინა ცხოვრებაში მეგრელი ვიყავი smile.gif))))))))))))

Posted by: TeO Sep 21 2007, 01:13 PM

beard.gif ხალხური
* * *
ათასად კაცი დაფასდა,
ათიათასად ზრდილობა.
თუ კაცი თვითონ არ არის,
რას არგებს გვარიშვილობა.
* * *
ბინდისფერია სოფელი,
უფრო და უფრო ბინდდება,
რა არი ჩვენი სიცოცხლე,
ჩიტივით გაგვიფრინდება,
წამოგვეწევა სიბერე,
მელივით წამოგვარდება,
სიკვდილი გზაში გიყელებს,
თვალები გაავდარდება.
მოგიგონებენ შვილები,
მზეს შეხედავენ მაღლითა:
„სოფელში შემოაღამდა,
ბინდმა ძაღლივით დაფლითა“.
ნეტა სიცოცხლის მამგონი
ღმერთი თუ ჯოჯოხეთია?
ბევრი სიმწარე მინახავს,
ბევრი სხვა გადამხედია.
* * *
წუთისოფელი ასეა, -
ღამე დღეს უთენებია,
რაც მტრობას დაუქცევია -
სიყვარულს უშენებია.
* * *
წუთისოფლის სტუმრები ვართ,
ჩვენ რო წავალთ, სხვა დარჩება,
რასაც ვაამებთ ურთიერთს,
იმის მეტი რა შაგვრჩება?
სამი ადლი ტილოს მეტი,
სამარეში რა ჩაგვყვება?
* * *
არ გათეთრდება ყორანი,
რაც უნდა ხეხო ქვიშითა.
მტერნი არ შეგვიბრალებენ
ტირილითა და ვიშითა.

Posted by: TeO Sep 21 2007, 01:38 PM

შოთა ნიშნიანიძე

ბ ა ვ შ ვ ე ბ ი l_daisy.gif
სახლში თამაშობენ, კარში თამაშობენ,
რა ქნან, თამაშია მთავარი.
სიზმრებში ცხოვრობენ, ზღაპრებში ცხოვრობენ,
ცხოვრებაც ჰგონიათ ზღაპარი.
მხოლოდ ისინია, მხოლოდ ისინია
ჩვენი ხალისი და მიზნები,
ეზოში დარბიან, ხტიან, იცინიან
ჩვენი ახდენილი სიზმრები.
ფერადი ჩიტები,
ფერადი აფრები,
როგორც სიზმარში და ზღაპარში,
მხოლოს სიმღერები
და მხოლოდ ზღაპრები
და მხოლოდ თამაში,
თამაში.
დაე, გაიზარდონ,
გაიგონ მთავარი,
გაიგონ რისი ვართ ყაბული,
თუმცაღა ცხოვრება არ არის ზღაპარი,
მაგრამ შესაძლოა -
გავხადოთ ზღაპრული.

Posted by: TeO Sep 21 2007, 01:51 PM

* * *
კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო, -
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?

* * *
სიკეთით სძლიე შენს მტერსა,
ერიდე სისხლით ზღვევასა,
სულგრძელობითა ძლევა სჯობს
ვაჟკაცობითა ძლევასა

* * *
გებრალებოდეს, ნუ ჰრისხავ
კაცს შენზედ შურით მწდომსაო!..
კეთილი ფარად უფარე
შენთვის ბოროტის მდომსაო,
მადლისა წყაროს ასმევდე
ცოდვის გუბეში მდგომსაო.


Posted by: TeO Sep 28 2007, 03:06 PM

წაიკითხეთwink.gif)))))))))
http://www.literatura.ge/index.php?page=15&composition=10434

Posted by: TeO Sep 30 2007, 08:31 AM

В пору пятой луны, когда льют дожди, проснешься посреди недолгой ночи и не засыпаешь в надежде первой услышать кукушку.
Вдруг в ночном мраке звучит ее пленительный, волнующий сердце голос!
Нет сил противиться очарованию.


Сей Сенагон
Туман весенний, для чего ты скрыл Те вишни, что окончили цветенье На склонах гор?
Не блеск нам только мил, И увяданья миг достоин восхищенья!


Ки-но Цураюки
Все в лунном серебре...
О, если б вновь родиться Сосною на горе!

Posted by: TeO Sep 30 2007, 08:35 AM

Луна едва лишь светит на рассвете, В сиянье слабом опадает клен.
Пурпурная листва!..
Срывает листья эти Злой ветер, прилетевший с гор.
Мина Могло Санэаки

Старый колодец в селе,
Рыба метнулась за мошкой...
Темный всплеск в глубине...
Бусон

Чищу грушу —
Капли сладкого сока
Ползут по лезвию ножа...
Масаока Сики


Posted by: TeO Oct 3 2007, 02:56 PM

შენთან ძილი მინდა, შენგან შვილი მინდა
შენი სიცოცხლისთვის_თუნდ სიკვდილი მინდა
შენი შუქი მინდა, შენი ჩრდილი მინდა
შენი წყაროს წყალი, შენი ხილი მინდა.

მე შენს ნაკვალევზე სულ სირბილი მინდა
შენ რომ უნდა მოგკლას ის სიკვდილი მინდა.
შენთან სულ სიმღერა, სულ ღიმილი მინდა
ჩვენ რომ შეგვაერთებს ის მანძილი მინდა.


ar vici visia, momewona da davde biggrin.gif asiani "gadareulis" dawerilia laugh.gif

Posted by: TeO Oct 11 2007, 04:27 PM

ალბათ მიხვდით, ცნობილი სიმღერის ტექსტია smile.gif

Под небом голубым есть город золотой.
С прозрачными воротами и яркою звездой.
А в городе том сад - там травы, да цветы.
Гуляют там животные невиданной красы
Одно как желтый огнегривый лев,
Другое вол исполненный очей,
С ними золотой орел небесный,
чей так светел взор незабываемый.

А в небе голубом горит одна звезда.
Она твоя, о ангел мой,
она твоя всегда.
Кто любит тот любим,
кто светел тот и свят,
пускай звезда ведет тебя дорогой в дивный сад.
Тебя там встретит огнегривый лев
и синий вол исполненный очей,
с ними золотой орел небесный чей так светел взор незабываемый...

Posted by: nafnafa1 Dec 11 2007, 04:21 PM

tu dagidzaxe utuod modi,ganmeorebis dzala agar maqvs
tu dagidzaxe gtxov....marto modi,sxvebis atanis tavi agar maqvs
tu dagidzaxe nanatri trobit,nu gaixseneb chem dzvel satanas
shen chemtan modi da me fics mogcem,gadavivickeb me sxvas maradad.
tu dagidzaxe tanjvit da oxvrit,mixvdi rom dardma guli daqanca...
da sikvarulis dzvelma sonetam guli mkerdidan amomacala
chemi momavlis lamaz peizajs,ukurnebeli dagi daasva
arc erti camit dapikrebuka dacva, dachexa,gaachanaga
tu dagidzaxe, utuod modi.movkvebi cecxlma rogor damnacra
rom chems samkaros parda moxada da kvelaperi qars gaatana
sitbom,gimilma qars ver gaudzlo da imedebic droit dagala
gimili-dardtan,sitbo ki sxvastan.,imedebic mand axlos damarxa
tu dagidzaxe utuod modi ,axla xom xvdebi dzala agar maqvs
tu dagidzaxe gimilit modi,imedebis da sitbos nabadad
tu dagidzaxe shen xmas nu gamcem,cxovrebam shenc tu gagatalaxa
aba rad minda iseti kaci,,,kaci da isix amis amara

Posted by: TeO Dec 21 2007, 04:36 PM

ამ თემაში არავინ აქტიურობს(

Пусть непрочны домашние стены,
Пусть дорога уводит во тьму,
Нет на свете печальней измены,
Чем измена себе самому.

Posted by: TeO Feb 9 2008, 03:42 PM


В поисках знаний
мы продвигаемся
день ото дня
все дальше.
На дороге познания
каждый день мы открываем
добродетель покоя.
И кончается тем,
что мы любой ценой
избегаем действия.
И только тогда
происходит удивительное!
Да,
только не нарушая ничего в себе,
мы ставим все на свои места.
И исполняется все.

Дао де Цзин

Posted by: TeO Mar 11 2008, 08:27 PM

Потихоньку
Снег сошёл,
Почернел
И стаял,
Всем на свете
Хорошо:
В роще -
Птичьим стаям,
На деревьях -
Лепесткам,
Клейким
И пахучим,
В синем небе -
Облакам,
Лёгким
И летучим,
Лучше всех
На свете - мне:
По сырой тропинке
Я бегу,
Лицом к весне,
Промочив
Ботинки smile.gif

Posted by: TeO Mar 12 2008, 09:52 AM

დამიჭირეს,ვინ ხარო,
დავიბენი მაგრად,
ან რა მეთქვა ვინ ვარო...
ან კი ვინ ვარ მართლა?

იქნებ მერცხლად გავასაღო
ეს დამწვარი ტანი,
თუ არა და სიმართლეა-
-მე ვარ(დედოფალი)

სადღაც იქით მეფერება
სიტყვით სავსე მდინარე,
სძინავს ახლა ჩემს სიმართლეს
ან კი თავს იმძინარებს.

გადავწყვიტე საბოლოოდ
მე ვიქნები თოლია,
მაინც ჩემი არსებობა
ლექსის მონაგონია.


p.s. smile.gif)))))))))

Posted by: cowboy Mar 30 2008, 05:43 AM

დღესაც ფეხს ბანს
მისი ფეხის საღირალებს!-
დღესაც ჩვენგან ვერცნობილს და
ნამტირალევს-
ჩვენში ვეძებ-
არა მკითხველს სადმე მესის-
რა ვქნა ძმანო-
მე იესო ასე მესმის...

ეს ვისი იქნება თქვენი აზრით?
ვის ამსგავსებთ?smile.gif

Posted by: TeO Apr 4 2008, 06:41 PM

მე მაპატიე

მე მაპატიე,
შენს სხეულზე ყველა ჭრილობა
ცოდვის ყრილობა-
ჩვენს აზრებში და გულგრილობა...
სულ შეშლილობა...
მე მაპატიე-
უგუნური ყველა ხელობა-
ყველა მცდელობა
არასწორი და
თვითმკვლელობა...
მე მაპატიე,
რადგან
არ ვიცი რას ჩავდივარ,
დასაბამიდან-
ასე დავდივარ!...
როგორ მახსოვს!
ეს ჩვენ ვიყავით-
ჩვენ აგაგეთ სისხლიან შუბზე-
ეს ჩვენ ვიყავით-
ჩვენ დაგხურეთ ეკალი შუბლზე!
და განა მარტო მაშინ?-
ეხლაც!-
ჩვენ ხომ ყოველდღე გკლავთ-
დღესაც!-
ეს მე ვარ!
ეს შენ ხარ!
ეს ჩვენ ვართ!-
მაგრამ მაინც
მე მაპატიე...
მე მაპატიე-
ჰოი ღმერთო ყველა მკვლელობა-
მე მაპატიე
ეს და ასი სხვა მკრეხელობა!

პ.ს. უძლიერესია შინაგანად შემძრაააა!!!!!!!! ავტორის გვარს უნებართვოდ არ ვაწერ!.. აღფრთოვანებული ვარ და დიიიდი მადლობა შენ kiss1.gif

Posted by: TeO Jun 12 2008, 06:46 PM

* * * (როცა შეერევი მომაკვდავი ლანდების ნიავს...)
როცა შეერევი მომაკვდავი ლანდების ნიავს,
როცა მკითხველი, ნაკრძალ სტრიქონების,
იგრძნობ ნაკრძალი სულების კიაფს...
თავისთავადობა სიკვდილისთანავე იკარგება...
ამიტომ გრძნობა, ცნობიერი, დღესაც ძნელია.
მკვდრის საუფლოში
ცნობიერება,
აზროვნების გარეშე
შეუძლებელია...
დღეს დღეა დღეთაგანი...
დღეს დღეა ყველა დღეთაგან...
დღე ყველა მხეცთათვის!
დღე სიცოცხლის ან სიკვდილის...
დიდებული დღე სიცოცხლის და სიკვდილის ძეთათვის...
დღეს კვდება ჩემი მეობა...
წარსულს მიჰყვება, ვით შელლინგის იგივეობა.
ცაში ნათდება...
სადღაც იწყება ერთი სულის გადასახლება...
ვკვდები და მაინც ვიცოცხლებ!
დაუფასებელს სიცოცხლეში,
ცამდე აიყვანთ სიკვდილის შემდეგ...
იმ სევდასავით ვიბატონებ,
ყველაზე დიდხანს რომ ძლებს,
კვიპაროსის დარად...
ნელა ახედავ სავსე მთვარეს
ნათელ ზეცაში,
და სუდარებით შემოსილი ივლი მიწაზე,
ვით დაჩოქილი მუსულმანი თავის მექაში...
. . .
სიცოცხლეში
ორგზის არ იყვავილებს
სიხარული,
პესტუმის ვარდივით...

შალვა ჟურულიშვილი

Posted by: Katabua Jul 2 2008, 05:18 PM

l_sunny.gif
***
(SMS -ები, მე და მაკინტოში)


სამჯერ-სამი,
მტკივა სკამი,
მაგრად ვხტუნავ,
..და ვიცინი, სულ რა..
მეხიცინა,
შენ, - იცი რა?
(აქ მკითხველი სამჯერ ჯდომში, 1 აჭიმვა)
ბურატინო.
ვნახე კინო.
რატომ გინდა გადამრიო.
ბარბაროსი.
ტარტაროზი.
მოვიწვიე მაკინტოში.
(მკითხველი ხელები ზევით და სამჯერ შეხტომა, 1 ზნექი)
გამიბოლა ცხვირწინ,
დამიფერფლა ძირს,
ვთხლიშე მაგრად..
რად გაბრაზდაა?
მე რას ვთხოვდიი?..
ვირს!!!..
(კისრის სამჯერ დატრიალება, ზნექი უკან)
ცოფიანი!..
უნამუსო!..
ვინ რას თხოვდა..
ძალიანდა..
ბებიამისს კარგი იყო
ჩავუტანე
ჩალის ღვინო
დაწურული ორ-ორ კილოდ..
(შეხტით და სამჯერ შემოკარით ჯერ ფეხები, მერე ხელები)
ბაბუამისს?
დაცენტრილი!..
შოკოლადებს თავს ვაყრიდი..
მარმელადი ასი ფრანკის
გადავყარე
რას ვაძლევდი..
ვაი, ეს რა მომივიდა...!
(აქ თავში ხელების 1-ხელ დარტყმა, დაცემინება)
მაკინტოში
ლურჯ კალოშში
ეს რა ვნახე!
გადავლახე..
ყველაფერი გადავლახე..
გულზე თავი წამივიდა..
თავზე გული წამივიდა..
ვის რას ვთხოვდი..
მაკინ...
(აქ ბლინები დააკარით ტაფაზე, - ორრიგად)

დაფა მორბედაძის შეღამების სტრიქონები



Posted by: TeO Jul 3 2008, 02:41 PM

shok.gif
ვსო ბუდეტ ხარაშო ია ეტა ზნაიუ secret.gif

Posted by: TeO Jul 13 2008, 08:02 PM

როცა შენზე ვწერ ყველა სიტყვა უფერულდება,
რადგან შენშია თავმოყრილი ყველა სიკეთე!
შენ ისეთი ხარ სიყვარულსაც კი შეშურდება,
ისე ნაზი ხარ ბოროტებაც ვერ გაგიმეტებს!

შენში იმდენად მშვენიერი სული ბინადრობს,
გზააბნეული ანგელოზიც ალბათ გინატრებს:
საიდან გაჩნდი ასე ტკბილი, ასე უბრალო?
ასე ცოდვიან და დიდგულა დედამიწაზე?!

შენებრ ლამაზად რომ შეეძლოს ყველას ცხოვრება
ალბათ სამოთხე იქნებოდა დედამიწაზე!.......

უილიამ შექსპირი

პ.ს. აზალიამ ეს ლექსი მომიძღვნა მე, რისთვისაც მას დიდი მადლობაააა!!!:)

Posted by: TeO Aug 6 2008, 06:15 PM

მე, მრავალ ხალხში, დემონებს ვხედავ,
ნუთუ, მეცავარ უკვე დემონი?
მე, მრავალ ხალხში, სინათლეს ვხედავ,
ნუთუ, მეცამაქვს სადმე სინათლე?
ყველა ერთ-ურთში, ბეწვს ვხედავთ დირედ,
სჯობს, რომ ერთ-ურთში, სარკეს ვხედავდეთ!
ჩვენ, ყველას ერთად, სადღაც ბოღმა გვაქვს,
ბოღმას, დავტოვებთ ერთმანეთისთვის?
ჩვენ, სადღაც გულში, სიყვარული გვაქვს,
ვიცი: ყველას გვაქვს, სურვილი ნახვის.
ვიცი: ბევრი თვლის, მარტოა ქვეყნად,
რადგან, ბევრი თვლის, მარტო არ არის!
ჩვენ, ყველას ერთად, შავი ჩრდილი გვაქვს,
შუქის გარეშე, ჩრდილი არ არის!

დიმა ორკოდაშვილი

Posted by: გაგა Nov 7 2008, 05:21 PM

საქართველო არც პოლიციური არც რელიგიური, საქარტველო პოეტური ქალაქია, ჯოხი რომ გადააგდო უეჭველი პოეტს მოარტყავ თავშიო, lol.gif ამბობდა ერთი ნიჭიერი ადამიანი. აი ვთქათ კაცი წაიქცა მიშველება იმდენად არაფერი რამდენადას ლექსის თქმაა აუცილებელი, მაგალითად ასე: წაიქეცი ბერიკაცო წამოდექი ერის კაცო, ან ასე: წაიქეც მყისვე წამოდექ ავდარია თუ დარია. ასეც შეიძლება მე ძლიერ მიყვარს ბერიკაცების აივნებიდან ასვალტზე ცვენა, მწუხარე გრძნობა ბებრულ ვაების, და საზარელი ოხვრის მოსმენა. თორე შეიძლება ბერიკაცი გარდაიცვალოს, იდუმალი გარდაცვალებით Just_Cuz_01.gif
პ.ს
მე მომიტევეთ უბრალოდ გამეხუმრა. არავითარი პირადული

Posted by: TeO Nov 7 2008, 05:26 PM

biggrin.gif იუმორი კარგიაა wink.gif

Posted by: ირმა Nov 7 2008, 10:56 PM

QUOTE(გაგა @ Nov 7 2008, 06:21 PM) *
საქართველო არც პოლიციური არც რელიგიური, საქარტველო პოეტური ქალაქია, ჯოხი რომ გადააგდო უეჭველი პოეტს მოარტყავ თავშიო, lol.gif ამბობდა ერთი ნიჭიერი ადამიანი. აი ვთქათ კაცი წაიქცა მიშველება იმდენად არაფერი რამდენადას ლექსის თქმაა აუცილებელი, მაგალითად ასე: წაიქეცი ბერიკაცო წამოდექი ერის კაცო, ან ასე: წაიქეც მყისვე წამოდექ ავდარია თუ დარია. ასეც შეიძლება მე ძლიერ მიყვარს ბერიკაცების აივნებიდან ასვალტზე ცვენა, მწუხარე გრძნობა ბებრულ ვაების, და საზარელი ოხვრის მოსმენა. თორე შეიძლება ბერიკაცი გარდაიცვალოს, იდუმალი გარდაცვალებით Just_Cuz_01.gif
პ.ს
მე მომიტევეთ უბრალოდ გამეხუმრა. არავითარი პირადული


სწორედ ეს არის საამაყო ხასიათი ქართველებისა, რომ ის პოეტია. ხოდა ვიამაყოთ აქ, იმიტომ რომ სამწუხაროდ უარყოფითიც ბევრი გვაქვს.

Posted by: Zet Nov 20 2008, 07:29 PM

გაგა
ლოოოოლ, მაგარ პოსტებს ჩითავ ხოლმე smile.gif))))

Posted by: Shou Nov 26 2008, 10:21 AM

[quote name='გაგა' date='Nov 7 2008, 05:21 PM' post='11241']
საქართველო არც პოლიციური არც რელიგიური, საქარტველო პოეტური ქალაქია,

მართალი ხარ გაგ, საქართველო ლამის ერთი ქალაქია, ესეც ალბათ ჩვენი პოეტური ნატურის ბრალია:-)

Posted by: ირმა Dec 3 2008, 02:07 AM

სანთელს!

ოჰ, სანთლის ალო – შენ სილამაზევ,
ოჰ, სანთლის შუქო – ნარნარო სხივო,
შენს შუქს, თუ შენს ალს ვერ შეედრება,
ვერა ნათება, ვერა სხივი, თუნდაც სამყარო.

შენის მშვენებით მოხიბლულა ამ ქვეყნად ბევრი,
შენ იწვევ ხალხში ტკბილ ოცნებას, ტკბილ მოგონებას,
მაგ შენის ხიბლით დატყვევებულ ადამიანებს,
მაგ შენს ცქერაში ღამეები უთენებიათ.

შენ ხარ სიწმინდე, მაგ სილამაზით,
შენ ხარ ღმერთისთვის შესაწირავი,
შენ ხარ ნათელის მომტანი ეშხით
და წმინდა გულით განთებენ შენ ,,დიდს“.

18 მაისი 1991 წ.

სანთელი მინდა

მინდა ავანთო და შევხედო მის სილამაზეს,
მინდა ვუყურო, შევციცინო და გავერინდო,
მინდა ვუყურო, გამუდმებით დიდხანს ვუყურო,–
არ მოვაშორო თვალი წუთით და არც წამითა.

სიამოვნება, სიამოვნება, სიამოვნება,
ო,სილამაზე, სილამაზე და სილამაზე,
ო, როგორ მიყვარს, როგორ მიყვარს ეს სიმარტივე ,
სანთლისა ალის სილამაზე და სიმარტივე.

ღმერთო მომხედე გევედრები, ღმერთო მომხედე,
ნუ მიმატოვებ შენ უფალო, ნუ მიმატოვებ,
ჩემთან იყავი მეუფეო, ჩემთან იყავი,
ნუ დამანახებ გაჭირვებას, ნუ დამანახებ...

სანთელო, მშვიდო მომეცი ძალი,
სანთელო ჩემო გამივსე გული,
სანთელო მხოლოვ, შემაყვარე მე მთელი გულით,
სანთელო შეგთხოვ, სანთელო შეგთხოვ...

უფალო ჩემო ნუ მიმატოვებ, ნუ მიმატოვებ,
მომეცი ძალა რომ ავანთო მე ეს სანთელი,
მაშორე ყველა გაჭირვება, უბედურება
და მომეც მშვიდი და ნათელი სანთლისა ხედვა.



14 ნოემბერი 2008 წელი პარასკევი

p.s. ჩემს ლექსებს ნამდვილად არ ვწერ იმიტომ რომ ისინი მაგარი ლექსებია, უბრალოდ ასე გამოვთქვავ ხანდახან ჩემს აზრს . unsure.gif

Posted by: anonymouska Dec 7 2008, 01:03 AM

თვალებს დავხუჭავ, მაგრამ ძილი აღარ მეკარება,
ფიქრით შენთან ვარ, შენი სახე თვალთ მეხატება,
გარეთ ქარი ქრის, სევდიანად ღამე ილევა,
ისევ არ მძინავს, შენთან ყოფნა ისევ მინდება.

მინდა გაგათბო, მაგრამ ვიცი ჩემთან რომ არ ხარ,
მოვითმენ, რადგან სიყვარულის მწარე მონა ვარ,
ვიფიქრებ ისევ, ვიოცნებებ და ქარში ვივლი,
შემტკივა მაგრამ, სიყვარულით გავუძლებ ტკივილს.

ვიხეტიალებ ქართან ერთად სევდიან ღამეს,
ღამე ილევა სევდიანად დაითვლის წამებს,
მაგრამ უეცრად ჩემმა გულმა დაიწყო თრთოლა,
თითქოს ვიღაცამ ჩამჩურჩულა
"ის შენთან მოვა"

დაგელოდები, გავიფიქრებ სულ ორი წამით,
და თუ მოვიდა ეს ოცნება ახდება ღამით,
აი,ვიღაცამ ჩამჩურჩულა "მაგრად მიყვარხარ"
ნუთუ შენ ხარ სიხარულო? ნუთუ შენა ხარ???

შემოვტრიალდი,დავინახე შენი თვალები
და დავითვალე ბედნიერი ჩემი წამები.
აღარ ვტიროდი,აღარ მციოდა და არც ვდარდობდი,
რადგან ცივ ხელებს ერთმანეთის გულით ვათბობდით.

ვევედრებოდით ამ წუთებს რომ არ გასულიყო,
ჩემი ცხოვრება ჩემგან შორს რომ არ წასულიყო.
ბედნიერ წამთა კვლავ უეცრად მარტოდ დამტოვა,
ჩემი სიცოცხლე წაიყანა და მიმატოვა.

გამომეღვიძა,მაგრამ გული ძალზედ მტკიოდა,
სიზმარი მორჩა,ჩემ გულში კი ისევ სციოდა.
დავხუჭე თვალი და თვალიდან ცრემლი მდიოდა
თითქოს უშენოდ გაჩერდა დრო და არ გადიოდა..."

Posted by: anonymouska Dec 7 2008, 01:06 AM

-ეს გაუმარჯოს იმ წლებს, იმ წამებს
გულში რომ დარჩა, როგორც თქმულება
და ტკივილს,ტკივილს,ტკივილს უმწარესს
რომლის ბადალიც არ მეგულება.
-ეს გაუმარჯოს უსიტყვო ტრფობას
ენაზე თრთოლვას და უძილობას
მეორე შემთხვევით გასროლილ ტყვიას
და მოურჩენელ მძიმე ჭრილობას.
-გრძნობას გაუმარჯოს ფიქრებში დაღლილს
სიყვარულს, სიყვარულს, თუ გინდ დაკარგულს
-სიყვარულს გაუმარჯოს, ფიქრებს, სიკეთეს
ჩვენს გულში ფარულად, ბუდეს რომ იკეთებს
-ნეტას გაუმარჯოს ყველგან დაფარულს
სიყვარულს გაუმარჯოს, თუნდაც დაკარგულს
-თვალებს გაუმარჯოს, თვალებს სევდიანს
ერთი შეხედვით რომ ყველაფერს გეტყვიან
-ეს გაუმარჯოს ცრემლიან თვალებს,
უსიტყვო სევდას და უხმო ალერსს.

Posted by: blanca Dec 7 2008, 07:58 AM

smile.gif kiss1.gif

Posted by: TeO Dec 8 2008, 10:31 AM

anonymouska მომეწონა!! rolleyes.gif
აი სპეციალური თემაცაა გახსნილი - http://www.esoteric.ge/forum/index.php?showtopic=278&st=0

Posted by: გაგა Dec 8 2008, 07:40 PM

QUOTE
მართალი ხარ გაგ, საქართველო ლამის ერთი ქალაქია


როგორც იტყვიან: 100% ოკეი. მაპატიეთ ჩემი ლაფსუსია, "თბილისი" უნდა დამეწერა,(სულ დაგაბნევენ ეს მწერლები კაცს) lol.gif ისე კი,საქართველო კი არა თბილისიც არ არის ერთი მთლიანი ქალაქი,და შენ რა მოგეჩვენა არ ვიცი. თბილისი ხომ "ვაკელებად", "ვერელებად " "გლდანელებად" და "კარენოი თბილისელებად" ქვეყნის დამყოფების ქალაქია, გოგი გვახარიას თუ დავესესხებით: "რომ ჯერ, თავისსავე შექმნილ სივიწროვეში ამოგხადონ სული და მერე გამოგიგლოვონ როგორც თავისიანიო".
მაგარი ხართ გოგი მასწ ძალიან მაგარი, ნეტა გოგი გვახარიას თუ აინტერესებს ეზოთერიკა?. lol.gif lol.gif

lol.gif
ფუუ რა.. სნობური პოსტი გამომივიდა საკუთარი ნაწერის წაკითხვა შეგზიზღდება კაცს. lol.gif

Posted by: anonymouska Dec 11 2008, 05:20 AM

Years have sped by, time has flown,
To forget you- that is what I had sworn,
To wipe off my memories from my heart,
To live on, knowing that we are poles apart.
But often on silent, lonely nights,
When the moon is shining bright,
Your thought come stealthily to my mind,
And prod other memories left far behind.
Of times we had both good and bad,
Of tears we shared and fun we had,
But what went wrong, I have no clue,
But as long as it lasted, I know it was true.
Time heals all wounds but not this one,
The scar remains, the harm is done,
Memories are to be treasured, or so they say,
That's why you will remain in my heart
to this very day...

Posted by: TeO Dec 14 2008, 03:17 PM

С шелестом облетели
Горных роз лепестки...
Дальний шум водопада.

БАСЁ

Posted by: anonymouska Dec 17 2008, 03:41 AM

ტირი?
_ჰო, ვტირი...
_მერედა რატომ?_ეს მკითხა ქარმა დარჩენილს მარტოდ.
_გიყვარს?
_ჰო, მიყვარს...
_რამ შეგაყვარა_ დამძახის ქარი, მე უფრო მეტად მომაწვა დარდი... ქარი კი
ქროდა დღისით და ღამით, და მეკითხება:
_რად გიყვარს მაინც? თუ მიგატოვა და გიღალატა ის სიყვარულის რაღა ღირსია?
_დამნაშავეა, მაგრამ რა ვუყო, რომ ჩემი გული მხოლოდ მისია...
_პატარა ქალო ნუ გადამრიე აღარ უყვარხარ ის ხომ სხვისია.
_გაჩუმდი ქარო, ნუ ვეყვარები, არ დავუჩოქებ ნება მისია. მაგრამ სიყვარულს
და წმინდა გრძნობებს არავის ვაძლევ სესხად, ნისიად...
უკვე დაბნელდა და სიჩუმეში, ისე გაისმა ქარის ზუზუნი, მტვრის კორიანტელს
ცაში ახვევდა, მოჰქონდა ჩემთან ხეთა ჩურჩული:
_მარტო ის გიყვარს?_ მკითხა ჭადარმა._მარტო იმისთვის ტირიხარ ასე?
ვუწყრებით იმას, ვინც ამისთანა ძლიერ სიყვარულს დაასამარებს. ვინც შენისთანა
გულის მეუფეს გართობის ფიქრთან გაათანაბრებს.
და ამის შემდეგ ძალიან ხშირად ქარს მოყვებოდა ცრემლების წვიმა, და ჩემთან
ერთად ტიროდა ყველა: ქარი, ჭადარი, ზეცა და წვიმაც.

Posted by: TeO Dec 17 2008, 09:38 AM

anonymouska bigarmhug.gif
clap2.gif clap2.gif
l_daisy.gif

Posted by: TeO Dec 17 2008, 03:05 PM

http://www.nodardumbadze.ge/audio.php
დუმბაძის აუდიო ჩანაწერი rolleyes.gif good.gif

Posted by: anonymouska Dec 18 2008, 03:32 AM

ზოგს წარმოშობა, ზოგს სიმდიდრე ეამაყება,
ზოგს მოსასხამი მოხატული ოქროსფერებით,
ზოგიც ამაყობს თუკი მკლავში ძალა დაჰყვება,
ზოგს ბედაური ან მწევარი ესახელება.
ყველას თავისი გასართობი მოუნახია,
ყველას თავისი მიზანი აქვს დასაფიცარი,
მე კი ამ ქვეყნად საფიცარი სხვა რამ მგონია,
ბედნიერება უმაღლესი გამოვიცანი.
მე შენი ტრფობა მირჩევნია ყველა წოდებას,
მათხოვარია ჩემთვის მეფეც თავის განძებით,
მწევრით გართული მონადირეც შემცოდებია,
გზააბნეული შენი ტრფობით დავიქანცები.
შენს შეგიძლია გულს ისარი არ ამარიდო,
გრძნობა წამართვა და ერთ წუთში გამაღარიბო!..

Posted by: anonymouska Dec 18 2008, 03:35 AM

ძნელია როცა გიყვარს და იცი ეს სიყვარული აკრძალულია,
როცა ცხოვრობ და ბედნიერების ყოველი წამი დაკარგულია,
ძნელია როცა გჯერა ტყუილის და სინამდვილეს თვალს ვერ უსწორებ,
გრძნობ როგორ ქრება და შენს სიყვარულს გადასარჩენად ხელს ვერ უწოდებ.
ძნელია როცა შეგცვალა დრომ და გულს არაფერი არ შეუცვლია,
ძნელია როცა გიყვარს და იცი მას სიყვარული არ შეუძლია.



ამ ლექსზე ამბობენ ანონიმოუსკაზეა ნათქვამიო

Posted by: old_man Dec 18 2008, 08:08 PM

და კიდე ამბობენ ძაან დამწვარიაო... blush.gif

Posted by: anonymouska Dec 19 2008, 02:38 AM



და საბრალო ის, შენს ავატარზე.


კაცებო, ქალებს გაუფრთხილდით
გული ფიანდაზად გაუშალეთ,
შუბლზე გაჩენილი ნაოჭები
ნაზი მოფერებით წაუშალეთ.
ქალებს შვლის ნუკრივით გაუფრთხილდით,
მადლი ხელის გულზე მოუყარეთ,
ქალებს დაულოცეთ ქალობა და
ბაღის ყვავილივით მოუარეთ.
თორემ სხვა ძალაა ქალის ძალა
ქალი ათასგვარად გადაგაქცევს
ქალი აგატირებს, ქალი დაგაჩოქებს
წამოგაყენებს და ისევ კაცად გაქცევს.
ხოდა, ამ საუნჯეს გაუფრთხილდით
გული ფიანდაზად გაუშალეთ,
შუბლზე გაჩენილი ნაოჭები
ნაზი მოფერებით წაუშალეთ.


Posted by: Shou Dec 19 2008, 12:37 PM

იავნანა
იოსიფ ბროდსკი

უდაბნოში უქმად არ გშვი -
ვცნობ ამ არეს:
აქ ხელმწიფიც ხსენებაც კი
არსად არის.

აქ არ ძალუძთ შენი ძებნა,
ვერვინ სცოდავს:
აქ ზამთრობით სივრცე ხდება სუსხზე ცოტა.

სხვებს თამაშით რა არ ართობთ!...
კოშკიც აქვთ და....
სათამაშო შენთვის მარტო
ქვიშა გახდა.

შეეგუე, როგორც წილხვედრს,
ამ ვრცელ ხრიოკს,
რადგან მან შენ უნდა ცისქვეშ
ყველგან გდიოს...

მე გაწოვე ძუძუ დიდიხანს,
მან კი წამსვე
სიმარტოვეს შეგრთო, რითაც
არის სავსე.

იმ ვარსკვლავში - შიშით შორეთს
შუბლს რომ უღლის -
ელვარება მოჩანს სწორედ
შენი შუბლის.

შეეგუე ხრიოკს ფენილს,
როგორც ფარდაგს -
არსადაა სხვა საყრდენი,
ამის გარდა...

აქ ხედავ ბედს - არსაიდან
მჩინარ ნათელს...
აქ გორაკზე ჯვარს აიტან
უფრო მჩატედ...

აქ გზა არვის გაუვლია
და დრო დაფნობს-
დროთა დღესასწაულია
ეს უდაბნო.

შეეგუე ქვიშის ხარხარს,
როგორც ლოცვის
ჩქამი ქარს და იგრძენ: არ ხარ
მხოლოდ ხორცი.

შეეგუე ფარულ ყოფნას,
გრძნობებს ნატკენს -
უსასრულო, ციურ სოფლად
გამოგადგეს!

ის სიგრძითღა მეტობს მრუჯავ
ამ ჩვენს მზვარეს
და შენდამი ტრფობა უჩანს
ზღაპრულ მხარედ...

შეეგუე უდაბნოს და
სხივთა მფანტველ
ვარსკვლავს, რაც მას ისე მოსავს,
თითქოს ანთებს

ლამპარს, როცა ელტვის ხსოვნით
უმანკო შვილს,
ის, ვინც ჩვენზე მეტხანს ცხოვრობს
უდაბნოში.

Posted by: anonymouska Dec 22 2008, 01:41 PM

TeO, რავი როცა მეორე დღეს წავიკითხე ასეთი ვიყავი >>>> biggrin.gif

როდესაც გიჭირს და ვერ უგებ მას
მიენდე ყოველთვის შენს მეგობარს
გაგიგებს, გაგიხსნის გულისკენ გზას
და რჩევის სახით შენ მოგაწვდის აზრს.

თუ ვინმემ გაგიგო, გულის გზა გაგიღო
თუ რჩევა მოგცა მან სათადარიგო
ზოგჯერ ჯობია მადლი გაიღო
მეგობრის რჩევა შენ უნდა გაიგო.

მაგრამ თუ მაინც მათ მახე დაგიგეს
მეგობრის გარდა შენ ვერავინ გაგიგებს
ვინც არ გენდობა, არ გინდა, გარიყე
მეგობრის რჩევით შენ ფიქრი დაიწყე.

როდესაც გენდობა ენდობი მას
ვერავინ შეძრავს თქვენს ერთობას
იცოდე როდესაც უყურებ მას
მარტო არ გაივლი ეკლიან გზას.

მოვა მწუხარება მოგიტანს სევდას
მოვა მონატრება შენს ტვალთან ცრემლად
მოვა ემოცია მაგ გულთან დარდით
მაშინ გაიხსენებ მეგობარს ნატვრით.

მოვა მეგობარი გაანდობ ფიქრებს
მოვა და გეტყვის საოცარ სიტყვებს
მოვა დაგამშვიდებს თან გულს გაგიხარებს
ნამდვილ მეგობრობას ვერავინ დაიბრალებს.



Posted by: TeO Dec 22 2008, 02:29 PM

QUOTE(anonymouska @ Dec 22 2008, 01:41 PM) *
TeO, რავი როცა მეორე დღეს წავიკითხე ასეთი ვიყავი >>>> biggrin.gif

როდესაც გიჭირს და ვერ უგებ მას
მიენდე ყოველთვის შენს მეგობარს
გაგიგებს, გაგიხსნის გულისკენ გზას
და რჩევის სახით შენ მოგაწვდის აზრს.

თუ ვინმემ გაგიგო, გულის გზა გაგიღო
თუ რჩევა მოგცა მან სათადარიგო
ზოგჯერ ჯობია მადლი გაიღო
მეგობრის რჩევა შენ უნდა გაიგო.

მაგრამ თუ მაინც მათ მახე დაგიგეს
მეგობრის გარდა შენ ვერავინ გაგიგებს
ვინც არ გენდობა, არ გინდა, გარიყე
მეგობრის რჩევით შენ ფიქრი დაიწყე.

როდესაც გენდობა ენდობი მას
ვერავინ შეძრავს თქვენს ერთობას
იცოდე როდესაც უყურებ მას
მარტო არ გაივლი ეკლიან გზას.

მოვა მწუხარება მოგიტანს სევდას
მოვა მონატრება შენს ტვალთან ცრემლად
მოვა ემოცია მაგ გულთან დარდით
მაშინ გაიხსენებ მეგობარს ნატვრით.

მოვა მეგობარი გაანდობ ფიქრებს
მოვა და გეტყვის საოცარ სიტყვებს
მოვა დაგამშვიდებს თან გულს გაგიხარებს
ნამდვილ მეგობრობას ვერავინ დაიბრალებს.

ძალიან მაგარია!! clap2.gif kiss1.gif
შენი დაწერილია? rolleyes.gif

Posted by: anonymouska Dec 22 2008, 02:47 PM

TeO არაა ჩემი ... ისეეეეეე მეც დამიწერია. ხასიათზე უნდა ვიყო biggrin.gif ბოლოს ინგლისურად დავწერე.... და მივწერე



Posted by: anonymouska Dec 23 2008, 12:48 AM

მენატრები იცი როგორ მენატრები?
დრო გადის და შენზე ფიქრებს ვერ ველევი
ნეტა ახლა მე შენს ტუჩებს მაამბორა
გეფიცები შეუწვდომსაც კი შევწვდები

ყველა წამი შენთან ერთად ნატარები;
მახსენდება:სულ მახსოვხარ - არ მთავრდები
დრო მოვა და უფრო მაგრად ჩაგიხუტებ
შენ ჩემი ხარ ამ გულით ხარ ნატარები.

შენ რომ შემხვდი სწრედ მაშინ დავიბადე
იმ წუთამდე მოჩეხილი მქონდა ფრთები
და აპრილის მწვანე წვიმაც დავინახე
გაზაფხულც ჩემში შემოვიდა შენით.

თუკი სადმე და ოდესმე გაგვივლია
იმ ადგილებს ვუბრუნდები,თავს ვევლები
და სიმღერაც მოგონებებს რომ მატკივებს
შენ ვერ ხვდები მე შენ როგორ მენატრები...

შენ არ იცი მადა როგორ დამიკარგე
სუყველაფრის სულიერის - ხორციელის
რომ ჩვული დაძინება აღარ მახსოვს
და გათიშულს სიზმარშიც შენ მელანდები

ვეღარ ვისმენ მე მეგობრის გულისტკივილს
და შენს გამო მსაყვედურობს უკვე ბევრი
რა მჭირს? ალბათ ყველაფერი მავიწყდება
თითქოს ქვეყნად საფიქრალი არ მაქ ბევრი

მე არამაქ უფლება რომ დავიღალო
ცხოვრებისგან მე უკეთესს აღარც ველი
მაგრამ ჩემი ლელო უნდა გავტანო;
უშენობა! გესმის?! არის დამღუპველი


უჩემობა შენთვის ახლა ღიმილია
გულში ფეთქვად ვიცი მაინც გამოგყვები...
შენ არ იცი თორე მყისვე მოხვალ ჩემთან
რა ტკბილია როცა ვინმეს ენატრები
დღეს რომ ვსუნთქავ ალბათ ჩემი სიცოცხლე ხარ
თუ მოვკვდები უფალს შენით ვებარები
მახსოვს თითქმის ყველა შენი გამოხედვა
მოლოდინი, სიხარული,ცოტა ცრემლი


შენ დღეს ჩემთვის მიუწვდომი სივრცე არ ხარ
მაგრამ ვიცი მუდამ ერთად ვერ ვიქნებით
ეხლაც ამ ლექსს შენზე ფიქრი მაწერინებს
ალბათ გძინავს, რომც გეღვიძოს შენ ვერ ხვდები


შენ ვერ ხვდები რომ: მე მაგრად დავიღალე
რომ ლოდინით თმაში გაჩნდა თეთრი ფერი,
რომ სიცოცხლეს მხოლოდ შენით შევეფარე
რომ მიყვადი,მიყვარხარ და მეყვარები...

Posted by: blanca Dec 23 2008, 03:04 AM

ძააან მაგარი ლექსია. უძალიანმაგრესია. ერთი ამოსუნთქვით დაწერილი
ვინაა ავტორი??

Posted by: TeO Dec 23 2008, 10:54 AM

Там, где тонкая грань
Между ночью и днем,
Между светом и тьмой,
Между явью и снами…
Заплели инь и ян
Неразрывным узлом
Судьбы наши с тобой.
И не ведая сами,

Мы вдруг стали одним
Неделимым созданьем,
Прочь отбросив сомненья,
Позабыв о других…
Я - твоим, ты - моим
Непрерывным дыханьем…
Мы как сердца биенье
Одно на двоих…

პ.ს. ეს ლექსი ნახატს მოყვებოდა, ან პირიქით biggrin.gif http://artnow.ru/ru/gallery/2/5929/picture/0/142254.html

Posted by: TeO Dec 23 2008, 02:49 PM

ეზოთერული ლექსი wink.gif

Мне никогда не убежать не наяву и не во сне.
Не убежать, когда умру не от себя и не к тебе.
Как вдруг срывается душа, вот только был и нет меня,
Но через миг понятно вновь, что всюду ты, что всюду я …

groupwave.gif

Posted by: anonymouska Dec 23 2008, 08:54 PM

blanca მეც ძალიან მომწონს. მაგრამ არ ვიცი ვინაა ავტორი sad.gif ნაცნობ ლექსებს არ ვწერ რადგან ყველამ ისედაც იცის და...

wub.gif wub.gif wub.gif



* * *
მე ყოველ ღამე სასთუმალთან ფიქრები მიწევს...
ახლა ღამეა და მთვარის შუქზე ბარათებს გიწერ..
რად მენატრები?შენ ხომ უკვე წასული გქვია
მაგრამ მე ვიცი მაინც მოხვალ ადრე თუ გვიან..
ოღონდ არ ვიცი დამრჩენია იმედი რისი?
როცა შემხვდები გული დამცინის სხვისია,სხვისი..
იქნებ ოდესმე მეც მიმიძღვის რამეში ბრალი..
იქნებ ოდესმე მეც ვიყავი სულელი ბავშვი,
ბავშვი რომელიც სიყვარულის არ იყო ღირსი
ხშირად არ ღირდა, არა, ოცნება მისი...
ვინ იცის ახლა განმკითხავი ვინ არის ამის,
ცრემლიან თვალებს მიმშვიდებენ სხივები მთვარის,
მოდი სათქმელი დამრჩა შენთვის სულ ორი სიტყვა..
და თუნდაც გითხრა:
"მე შენ მიყვარდი!!!"
თუმც, მერე რა რომ თქმა ძლივს გავბედე..
და ორი სიტყვა სანთელივით დადნა ბაგეზე..
მე შენ მიყვარდი,მერე რა რომ არ გახდი ჩემი..
ბედნიერებად მე მყოფნიდა სიცოცხლე შენი..
მე შენ მიყვარდი !... მე შენ მიყვარდი....
კვლავ გელოდები..მერე რა რომ წასული გქვია..
მაგრამ მე მჯერა..მაინც მოხვალ ადრე თუ გვიან...
ოღონდ არ ვიცი დამრჩენია იმედი რისი,
როცა შემხვდები გული დამცინის სხვისია,სხვისი!...



Posted by: blanca Dec 23 2008, 09:15 PM

მიყვარხარ-იდან მიყვარდი-ზე გადახვედი. ესე იგი პროგრესი არის biggrin.gif


Posted by: anonymouska Dec 23 2008, 10:25 PM

blanca ერთი მაგ ბედნიერ დღეს მომასწრო ))))))))




უსიყვარულოდ

უსიყვარულოდ
მზე არ სუფევს ცის კამარაზე,
სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრთება
სასიხარულოდ....
უსიყვარულოდ არ არსებობს
არც სილამაზე,
არც უკვდავება არ არსებობს
უსიყვარულოდ.
მაგრამ სულ სხვაა სიყვარული
უკანასკნელი,
როგორც ყვავილი შემოდგომის
ხშირად პირველს სჯობს,
იგი არ უხმობს ქარიშხლიან
უმიზნო ვნებებს,
არც ყმაწვილურ ჟინს, არც ველურ ხმებს
იგი არ უხმობს...
და შემოდგომის სიცივეში
ველად გაზრდილი,
ის გაზაფხულის ნაზ ყვავილებს
სულაც არა ჰგავს...
სიოს მაგივრად ქარიშხალი
ეალერსება
და ვნების ნაცვლად უხმო ალერსს
გარემოუცავს.
და ჭკნება, ჭკნება სიყვარული
უკანასკნელი,
ჭკნება მწუხარედ, ნაზად, მაგრამ
უსიხარულოდ.
და არ არსებობს ქვეყანაზე
თვით უკვდავება,
თვით უკვდავებაც არ არსებობს
უსიყვარულოდ!

გალაქტიონის ძალიან მმმმმმმმმაგარი ლექსი rolleyes.gif

ახლა მაინც შემიძლია ვთქვა ვინც არის ავტორი

Posted by: blanca Dec 23 2008, 10:42 PM

რად გინდა? უსიყვარულოდ უფრო ძნელია ცხოვრება biggrin.gif

Posted by: Kaspar Hausser Dec 27 2008, 04:24 PM

დათო ჩიხლაძის ტანკა:

ჰაი............კუ
ჰაი......კუ
ჰაი...კუ
ჰაიკუ
ჰელლო კუ

Posted by: TeO Jan 4 2009, 06:55 PM

secret.gif გთხოვთ, თემას ნუ მიოფებთ!

Posted by: anonymouska Jan 5 2009, 12:13 AM

ამ თემის გარდა ყველგან გავაოფე laugh.gif


ღამე, მთვარე შორეული,
შენსკენ, გრძნობა მორეული,
მოვალ, როგორც მთვარეული,
შენზე ფიქრით არეული...

მოვალ, როგორც დილის ნამი,
ავმღერდები როგორც თარი,
მოვალ, როგორც წვიმის დარი,
მოვალ, როგორც ნიავ-ქარი.

გაზაფხულზე მოვალ ველად
მარტში იად და ენძელად,
ატმის ყვავილის სურნელით,
თუნდაც ავყვავდები ტყემლად.

ხიბლს შევმატებ არემარეს
ბროწეულის ყვავილებად,
წვიმის შემდეგ ავენთები,
მანათობელ ცისარტყელად.

მოვფრინდები, თუნდაც მერცხლად,
გავწვიმდები ისევ სევდად,
აზვირთებულ, ცისფერ ტალღებს
გამოვყვები თოლიებად.

ზამთრით, მოვალ თეთრ ფანტელად,
შენთან მოვალ ისევ ფიფქად,
დაგეცემი ხელის გულზე
და ვიქცევი მე შენს ფიქრად.

როგორც ფიქრი შორეული,
მოვალ, გრძნობა მორეული,
მოვალ, როგორც მთვარეული,
შენზე ფიქრით არეული...

Posted by: anonymouska Jan 5 2009, 12:15 AM

ხომ შეიძლება გულით გსურდეს და
ვერ შეიყვარო მაინც...
ხომ შეიძლება გინდოდეს გძულდეს,
ვერ შეიძულო მაინც...
ხომ შეიძლება ფრთები არ გესხას,
ცაში იფრინო მაინც...
ხომ შიძლება "ჩემი" არ გერქვას,
მაგრამ მიყვარდე მაინც...
ხომ შეიძლება ჩემთან არ იყო,
შენს სუნთქვას ვგრძნობდე მაინც...
ხომ შეიძლება გული გაიყოს
და ვსულდგმულობდე მაინც...
მაგრამ ოცნებას, მიწიერ სურვილს
და სიყვარულის მორევს
ვერ გაექცევი, თავს ვერ დააღწევ,
დიდი ტკივილი ესაა სწორედ..

* * *

მე ამ სიყვარულს ვერ გავატან დღეების ქროლვას,
გრძნობას ჩემს გულში მოვუძებნე თავშესაფარი.
არ ვიცი როდის გაქარწყლდება შენდამი ლტოლვა,
რომ დაგივიწყო ვინ ვიპოვო შენი სადარი?
მჯერა ოდესმე შენი გულიც დასნეულდება
მაშინ მიხვდები რა ძნელია ტრფობით იწვოდე...
როცა სამყარო ვარდთა ქვეყნად მოგეჩვენება,
მაგ სიამაყეს სად დამალავ ნეტავ ვიცოდე...
თუკი ჩემს გულში მოგიჩინე უსაზღვრო სივრცე
თუ შეგიყვარე უსასრულოდ დაუფარავად...
ნუთუ, მე შენგან გაღიმების, პატივისცემის,
ამ სიყვარულის დაფასების ღირსიც არა ვარ.

Posted by: anonymouska Jan 5 2009, 12:30 AM

თეთრ ტაძარში თეთრი ფანტელები ცვივა,
სადა ხარო? კითხვით დაღლილიყო წვიმა,
ამ ლურჯთვალა იებს მოჰყვებაო მარტი,
ნამთვრალევი დამდევს მარტოსული დარდი.

იცრემლება მთვარეც და მდუმარე მისმენს,
მეკითხება დღემდე სიმარტოვის მიზეზს,
ქარტეხილი მძაფრი მოვარდება ისევ,
ღამის მწუხრის ფერი გადარეკავს ნისლებს.

შემოირბენს ჩემთან წუთით შენი წვიმა,
თეთრ ტაძარში თეთრი ფანტელები ცვივა...
დავუღლივარ ლოდინს, შეწყვეტილა სუნთქვა,
ქარი ისევ ქრის და სხვის არიას უკრავს...

დღეს ლურჯთვალა იებს მოჰყვებაო მარტი,
ნამთვრალევი დამდევს მარტოსული დარდი,
ნეტავ სად ხარ, დღემდე გეძებს ჩემი წვიმა,
თეთრ ტაძარში თეთრი ფანტელები ცვივა!

Posted by: anonymouska Jan 5 2009, 12:36 AM

მოდით იმ სიყვარულს გაუმარჯოს,
ობლად ეული რომ დარჩენილა,
მოსვლა რომ არავის უთხოვია
მაინც ვიღაცისთვის გაჩენილა.

ღაწვებს ცრემლებით რომ აკრიალებს,
დილის ცისკარივით ვარდიანი,
ვინმეს ნისლივით რომ დასტრიალებს,
ნუკრის თვალებივით დარდიანი.

სხვისი ცრემლებით რომ იტანჯება,
სხვისი ალერსით რომ იწყევლება,
სხვისი სიყვარულით გულნატკენი
თოთო ბალღივით რომ იცრემლება.

დიახ, გაუმარჯოს დიდ სიყვარულს!
დარდმა ცოტა კიდევ დაიხანოს,
ობოლ სიყვარულის თამადობით
ყველა სიყვარულმა გაიხაროს!

Posted by: anonymouska Jan 5 2009, 01:09 AM

რაც არ დამიწერია - ახლა ვანაზღაურებ! lol.gif

* * *

შენ მაშინ მოხვალ, მარტოობას როცა შეიგრძნობ.
ათიათასში გამომარჩევ და მე შემიცნობ.
როს უჩემობა შეგაშინებს დაიღრიალებ,
მაგრამ რაღა დროს! უკაცრავად, დაიგვიანებ!
ჩემს სულში უკვე სევდისფერად აღარ იწვიმებს.
ლექსები შენზე, უშენობით, აღარ იტირებს.
გაყინულ გულში იმ სანატრელ ადგილს დამითმობ,
მაგრამ რაღადროს, უკაცრავად, მე ვერ გაგითბობ.
იმედის ფერი, ფერს დაკარგავს და წაერთმევა
ყველაფერს სხვისით, სხვა სახელი გადაერქმევა.
შენ მოხვალ, როგორც უმწეო და ხელებ შიშველი,
მაგრამ რაღადროს, უკაცრავად ვეღარ გიშველი.
გაგიჭირდება, სიამაყეს მაინც შელახავ
წვიმაში, მზეში და ნისლებში, ვერსად ვერ მნახავ.
მომძებნი სადაც დაგეძებდა ჩემი ფიქრები,
მაგრამ რაღადროს, უკაცრავად იქ არ ვიქნები.
მე უშენობით ვალმოხდილი დავიღრიალებ -
როცა გეძებდი, სად იყავი? დაიგვიანე.
მთელს სამყაროში ერთი მყავდი, ზღაპრად მიმყავდი.
ახლა რაღა დროს, უკაცრავად, მე შენ მიყვარდი!

Posted by: anonymouska Jan 5 2009, 06:22 AM

Я тебя полюбила за грусть,
что таится в твоих глазах,
Говорят ты плохой-и пусть
я не верю чужим словам,

Я тебя полюбилаза то,
что другие не любят втебе,
Я теюя полюбила за то,
что ты просто в моей судьбе

мне кричат проподешь ты с ним,
- в нем ни капельки нет добра,
но как объяснить исем им
что в весну превратилась зима

я готова быть рядом всегда
Каждый брошенный камень принять
я готова за взгляд его
жизнь просто так отда

И пускай его фразы-ложь
без сомненья за правду приму
И пускай он приносит боль
я как счастье ее возьму

я тебя полюбила за грусть,
что таится в твоих глазах
я тебя не оставлю-верь
я останусь с тобой до конца

რუსული კარგად არ ვიცი sad.gif ვინმემ დამეხმარეთ რა ამის შინაარსი რომ გავიგო wub.gif

Posted by: ირმა Jan 5 2009, 09:16 PM

kiss1.gif anonymouska

Posted by: anonymouska Jan 6 2009, 06:32 PM


მინდა გფარავდეს მაღალი ღმერთი
ამას ყოველდღე ლოცვაში ვეტყვი,
შენ დაგიფარავს წმინდა სამება,
თუნდაც გინდოდეს ჩემი წამება!

დაგიფარავენ ჩემი ხელები
თუმცა შენ ამას მაინც ვერ ხვდები
დაგიფარავს ეს დაჭრილი გული
მე შენს სიყვარულს სათუთად ვუვლი!

შენ დაგიფარავს ზეცა და მიწა,
თუნდაც მომექცე საშინლად ბილწად,
შენ დაგიფარავს მთელი სამყარო.
მინდა, მეფენი შენ შეგადარო!

მინდა იცხოვრო ლაღად და ტკბილად
მე შენი ყველა ტკივილი მტკივა
მინდა შევისხა ლამაზი ფრთები
და ანგელოზად მოგევლინები!

ღვთის სახლის ყოველ კუთხე-კუნჭულში
მინდა დავანთო სანთელი ბევრი
მინდა ვილოცო, მინდა ვევედრო,
მინდა გფარავდეს მაღალი ღმერთი!

rolleyes.gif wub.gif wub.gif wub.gif wub.gif

Posted by: anonymouska Jan 7 2009, 03:39 AM

ეძებე იდეალი,მაგრამ მის ძებნაში არ დაკარგო თავი საკუთარი
იპოვე სიყვარული ,მაგრამ მის ძებნაში სხვას არ აურიო გზა-კვალი!
იყავი სანატრელი,მაგრამ მონატრებით მას ნუ გააწამებ!
თავს ნუ გაექცევი თორემ დაბრუნებას ძლიერ დაინანებ!
იყავი ეჭვიანი, ქალი ეჭვისათვის ღმერთმა გააჩინა
მაგრამ შენი ეჭვით მას ნუ შეამოწმებ, გიჯობს.ეგ არ გინდა!
გულში გააღმერთე ,მაგრამ ღვთის გულისთვის იმას ნურას ეტყვი!
თორემ ღმერთი ვარო, კერპად გაგიხდება,ილოცეო გეტყვის!
წასვლას დააპირებს? ნუღარ შეაჩერებ,ის ხომ მაინც წავა
მხოლოდ დაელოდე,ლოცვად იქეცი ადი ანჩის ხატთან
როცა დაბრუნებულს,თვალებს შეახვედრებ არაფერი კითხო,
მხოლოდ გაიღიმე,გულში სიამაყე წამით არ გაივლო!!!


Posted by: anonymouska Jan 7 2009, 03:41 AM

dash2.gif

Posted by: san Jan 8 2009, 08:48 PM

СКАЗКА ПЕСКОВ

Поток, родившийся далеко в горах,
пройдя через разные земли,
достиг, наконец, песков пустыни.
Точно так же, как он пересёк другие препятствия,
поток попытался пересечь и это,
но обнаружил, что бежит в песок,
что его воды исчезают.

Он был убеждён, однако, что его назначение
пересечь пустыню,
но не было пути.
В этот момент тайный голос,
исходящий из самой пустыни, прошептал:
«Ветер пересекает пустыню, это же может и
поток».

Поток возразил,
что он бросался на песок,
но только поглощался им;
что ветер мог летать,
и, поэтому, он мог пересечь пустыню.

«Двигаясь своим обычным способом,
ты не можешь пересечь пустыню.
Ты либо исчезнешь, либо станешь болотом.
Ты должен позволить ветру пронести тебя
к месту твоего назначения».

«Но как это может случиться?»

«Позволь ветру поглотить тебя».

Эта идея была неприемлема для потока,
ведь раньше его никто никогда не поглощал.
Он не хотел терять своей индивидуальности.
Однажды потеряв её,
как он мог знать,
что обретёт её снова ?

«Ветер, — сказал песок, — совершает эту
миссию.
Он поднимает воду, несёт её через пески,
и затем позволяет ей упасть опять.
Падая как дождь,
вода вновь становится потоком».

«Откуда я могу знать, что это правда ?»

«Это так, и если ты не поверишь этому,
то ты сможешь стать лишь трясиной,
да и то это займёт много-много лет;
и это определённо не то же самое,
что быть потоком».

«Но может ли быть так,
что я не останусь тем же потоком,
что есть теперь?»

«В любом случае ты не можешь
оставаться тем же, —
сказал голос.
— Переносится лишь твоя сущность,
которая потом вновь формирует поток.
Ты сейчас называешь себя потоком,
потому, что не знаешь, какая часть тебя —
твоя сущность».

Когда поток услышал это,
отдалённые, смутные воспоминания
стали возникать в его мыслях.
Неясно, смутно он вспомнил то состояние,
в котором он — или часть его ? —
был в руках ветра.
Он также вспомнил — вспомнил ли? —
что это было реальностью,
хотя и не очевидной.

И поток поднял свои пары
в гостеприимные руки ветра,
который нежно и легко поднял и понёс его,
и позволил ему тихо опуститься,
когда они достигли вершины горы,
находившейся очень-очень далеко.

И из-за того, что у него были сомнения,
поток был способен запомнить и запечатлеть в
своей душе
подробности этого опыта.

Он размышлял:
«Да, теперь я знаю мою истинную сущность».

Поток учился.
А пески шептали: «Мы знаем,
потому что мы видим,
как это происходит день за днём,
потому что мы, пески,
простираемся всюду от речного берега
до горы».

Вот почему говорят, что пути,
предназначенные для продолжения путешествия
потока жизни,
проложены в песках.

Posted by: ირმა Jan 8 2009, 10:44 PM

QUOTE(san_san @ 8th January 2009 - 09:48 PM) *
«Да, теперь я знаю мою истинную сущность».

l_book.gif მომეწონა СКАЗКА ПЕСКОВ
მადლობთ san ძალიან კარგია kiss1.gif

Posted by: anonymouska Jan 9 2009, 12:52 AM

რუსული ზღაპარი....


რა სასწაულმა შემახვედრა შენთან არ ვიცი,
ან ამ სიყვარულს სიკვდილამდე რატომ განვიცდი.
როცა შენ გხედავ, აღარ მახსოვს ქვეყნად არავინ,
როცა გშორდები, დარდი მიპყრობს, დაუფარავი...
გნატრობ, მოგელი და შენს გზაზე მწყდება თვალები.
იცი, მიყვარხარ... შენ თუ გინდა ნუ გეყვარები.
ვცდილობ როგორმე მივაკვლიო შენს გულის სითბოს,
მაგრამ ყინულით დაფარულა ქვეყანა, თითქოს.
დამრჩება გული შენი ტრფობით ნაიარევი,
შენზე ვილოცებ, სანამ ქვეყნად დავიარები.
ჩემი ცხოვრება შენზე ფიქრს და დარდს შევალიე;
მძულს მე ის კაცი, ვინც ესწრაფვის გრძნობებს წამიერს;
სიკვდილის წინაც ბაგე მხოლოდ შენს სახელს იტყვის,
გინატრებ გულით, სიყვარულით, ოცნებით, სიტყვით...
და თუ არსებობს სულის ყოფნა სიკვდილის შემდეგ,
ცივ სამარეშიც ცრემლიანი ვილოცებ შენზე!..

Posted by: anonymouska Jan 30 2009, 03:10 AM

Love On The Internet

Though I wasn't looking for anyone new,
One day I got e- mail and in it was you.
Charming, sensitive and so debonair,
I strongly resisted it go anywhere.

But letters and stories captured my heart,
Filled me with passion almost from the start.
Love on the Internet, how could it be?
These things just don't happen to people like me.

But doves and butterflies flew into our lives,
Carrying messages we could not deny.
Each person has meaning and love to express,
And we could deny our hearts nothing less.

It's a beautiful love that has grown between us,
Something beyond any words we discuss.
Much deeper than LOL, cyber kisses and such,
Far down to our souls, beyond human touch.

My love's not confined by what it can see,
I feel you, I taste you, I experience your dream.
Close my eyes, and I envision what in my heart I can hear,
"Love knows no boundaries, no distance, no fear."

It's the soul that captures God's love in a way
That eternally melts hearts together to stay.
Fused and sealed forever as one,
Love has its way and new life is begun.

Posted by: old_man Jan 30 2009, 02:19 PM

ოჰო სიყვარული ინტერნეტით, პოეზია არ რჩება დროს უკან. smile.gif))
ვისია ეს ლექსი?

Posted by: anonymouska Jan 31 2009, 08:29 PM

ციტატა
ვისია ეს ლექსი?

არ ვიცი ავტორი smile.gif smile.gif smile.gif



http://aravin.ucoz.com/1016711.swf

http://aravin.ucoz.com/100554412.swf

აუ რა ცუდია აქ ვერც ვიდეოს , ვერც ფლეშს და საერთოდ ვერაფერს რომ ვერ ვდებ sad.gif

Posted by: anonymouska Feb 1 2009, 04:56 AM


Love is ...


Love is the greatest feeling,
Love is like a play,
Love is what I feel for you,
Each and every day,
Love is like a smile,
Love is like a song,
Love is a great emotion,
That keeps us going strong,
I love you with my heart,
My body and my soul,
I love the way I keep loving,
Like a love I can't control,
So remember when your eyes meet mine,
I love you with all my heart,
And I have poured my entire soul into you,
Right from the very start.

Posted by: anonymouska Feb 1 2009, 04:57 AM


When I close my eyes, you are all that i see
Nothing under the stars is more precious to me
What did I do to deserve your favor
The very thought of you makes me change me behavior
The feelings that I have for you I cannot contain
You have found a place inside my heart to remain
In you I've found emotion I never knew exists
In you I've found a felling that I cannot resist
In you I've found a place that feels like heaven above
In you I've found one word, in you I've found Love!

Posted by: anonymouska Feb 1 2009, 04:58 AM

* Love is not blind - It sees more and not less,
but because it sees more it is willing to see less.

* Love is not about finding the right person, but creating a right relationship. It's not about how
much love you have in the beginning but how much love you build till the end."

* To the world you may be one person,
but to one person you may be the world.

* Love is smiling on the inside and out.

* Love isn't blind; it just only sees what matters.

* "Love is a precious gift that you receive, and you need to give it with caution!"

* Love is a decision not an emotion or feeling,
that if made from the heart will outlast anything...

* Love is like a blazing flame,
golden and full of warmth.

* Love is like the sun coming out of the clouds
and warming your soul.

* Love is like a mountain,
hard to climb,
but once you get to the top
the view is beautiful.


Posted by: anonymouska Feb 1 2009, 05:04 AM

Love is real, real is love,
Love is feeling, feeling love,
Love is wanting to be loved.
Love is touch, touch is love,
Love is reaching, reaching love,
Love is asking to be loved.
Love is you,
You and me,
Love is knowing,
We can be.
Love is free, free is love,
Love is living, living love,
Love is needing to be loved.

John Lennon smile.gif

Posted by: anonymouska Feb 1 2009, 05:08 AM

I Will Love You Forever

I love you so deeply,
I love you so much,
I love the sound of your voice
And the way that we touch.
I love your warm smile
And your kind, thoughtful way,
The joy that you bring
To my life every day.
I love you today
As I have from the start,
And I'll love you forever
With all of my heart
.




Posted by: blanca Feb 1 2009, 05:14 AM

"მხოლოდ შეყვარებულ ადამიანს აქვს უფლება თავის თავს ადამიანი უწოდოს"

kiss1.gif

smile.gif

Posted by: anonymouska Feb 1 2009, 05:42 AM

blanca kiss1.gif


მე გამომელია ohmy.gif ქართულად მეტი აღარ ვიცი biggrin.gif და ინგლისურზე გადავედი laugh.gif

Posted by: blanca Feb 1 2009, 09:49 AM

ასეა ასე. არცერთი ენა არარის საკმარისი გამოსახატავად biggrin.gif

Posted by: ირმა Feb 1 2009, 11:48 AM

QUOTE(blanca @ 1st February 2009 - 06:14 AM) *
მხოლოდ შეყვარებულ ადამიანს აქვს უფლება თავის თავს ადამიანი უწოდოს"

QUOTE(blanca @ 1st February 2009 - 10:49 AM) *
ასეა ასე. არცერთი ენა არარის საკმარისი გამოსახატავად


+1
აი, ეს ბრძნულ გამონათქვამებშია დასაწერი

Posted by: Alpha Feb 1 2009, 08:59 PM

smile.gif

Posted by: blanca Feb 1 2009, 09:01 PM

QUOTE(ირმა @ Feb 1 2009, 12:48 PM) *
+1
აი, ეს ბრძნულ გამონათქვამებშია დასაწერი



მანდ აღარ შევდივარ, თეომ მითხრა აღარ შემოხვიდეო, უკუჩვენება მაქვს biggrin.gif

Posted by: TeO Feb 1 2009, 09:04 PM

QUOTE(blanca @ 1st February 2009 - 10:01 PM) *
მანდ აღარ შევდივარ, თეომ მითხრა აღარ შემოხვიდეო, უკუჩვენება მაქვს biggrin.gif

biggrin.gif

ეგ რჩევა იყო wink.gif tongue.gif და არჩევანი შენზეა biggrin.gif

Posted by: blanca Feb 1 2009, 09:11 PM

მაცალე კაცო ინტრიგების ხლართვა biggrin.gif

Posted by: TeO Feb 1 2009, 09:16 PM

oops.gif
ვსო, ჩუმად ვარ! ph34r.gif

lol.gif

Posted by: ირმა Feb 1 2009, 09:43 PM

QUOTE(blanca @ 1st February 2009 - 10:01 PM) *
მანდ აღარ შევდივარ, თეომ მითხრა აღარ შემოხვიდეო, უკუჩვენება მაქვს

moderator moderator.gif

რას იზამ უნდა მოუსმინო მოდერატორებს, სხვანაირად moderator.gif

lol.gif

Posted by: Kaspar Hausser Feb 2 2009, 12:14 AM

ნაბიჭვრები.
------------------------------------------------

ქუჩაზე გადარბიან ბავშვები ავტომატებით.
ქუჩა სველია და აღგზნებული,
ნაცრისფრად შეღებილი წარბებით და შიშველი მკერდით,
ისტერიული მზერებით, წარსულში ჩაუხედავად
ქუჩაზე გადარბიან ბავშვები ავტომატებით.

რამ დაგიმძიმათ კისერი, მისტერ?!
ეს ხომ მიწაა უცოდველობის და სილამაზის,
აქ ხომ დადიან სახეგაბადრული სანტა-კლაუსები
და მკვდარ თოჯინებს ურიგებენ პატარა ბავშვებს..
დღეს ვალენტინობაა,
დილით გულები ამოიწყვიტეს ორგანიზმებიდან
და სისხლშეუჩერებლად აუშვეს ჰაერში, როგორც ფრანები,
და რომ არ გაფრინდნენ ხორცის ნაჭრები ცისფერი ცისკენ,
იცით, ეწყინათ შეყვარებულებს..
რამ აგატკივათ თვალები, მისტერ?
ჩვენ ხომ ყოველდღე ჰაერის ნაცვლად
ხარბად ვისუნთქავთ ცრემლსადენ გაზს და ვიგინებით,
ეს ქუჩები ხომ დილა-საღამოს სუფთავდება ფოთლებისაგან
და უფრო მეტად ნაგვიანდება ბოთლებისგან, კოკა-კოლის,
რომელიც უფრო გვწყურია და გვიყვარს,
ჰა, მისტერ, ასე არაა?

წამლები ციდან მოფრინავენ წვიმის წვეთებად,
ჭუჭყიანი თეთრი ტაბლეტები თმებში გვეზრდებიან
და ინარჩუნებენ ენერგეტიკას..
ჰეჰ, ნაბიჭვრები!
და ჩვენ არ გვიყვარს წამლები თითქმის,
უბრალოდ წამლებს ვუყვარვართ ზედმეტად..
თეთრი, თეთრი სამყარო სისხლის კოპლებით
როგორ გვაგონებს არასრულწლოვანი გოგონას საცვლებს,
ხანდახან..
და ჩვენ ვიცლებით ყოველდღიურად განცდებისაგან,
კედელთან ვამწკრივებთ ჩვენს მოგონებებს დედის კალთიდან,
პირველი კლასის მერხიდან,
კლასობანას თამაშიდან
და ვხვრიტავთ მათ დაუზარებლად, უთავბოლოდ,
ბოლოს კი ვხვდებით, რომ საკუთარი არსებობის ფაშისტები ვართ..

რამ დაგიმძიმათ კისერი, მისტერ?
თქვენ აუცილებლად დაზრდით თქვენს შვილებს,
კეთილშობილ პატრიოტებს სამშობლოსათვის
და ისინიც აუცილებლად გადააპურჭყებენ მამადავითზე,
იყიდიან რაც შეიძლება ბასრ დანებს, ისე, უბრალოდ,
რა იცით რა ხდება,
ხომ არსებობენ კიდევ სხვა პატრიოტებიც...
ჰეჰ, ნაბიჭვრები!
ხედავთ, ქუჩა სულ დაცარიელდა ოცნებებისგან,
ახლა პირდაპირ შეგიძლიათ გადაირბინოთ,
დაივიწყოთ თქვენი ტვინის მიწისქვეშა გადასასვლელები,
მეტროები, საცავები, კაფეები, ბარები,
თეატრები, ავტობუსები, ნაგვის ურნები,
თქვენ შეგიძლიათ პირდაპირ თითქმის ცარიელ ქუჩაზე
უსასრულოდ ირბინოთ
ირბინოთ
ირბინოთ და ბოლოს სადმე დაენარცხოთ ნაცრისფერ ასფალტს
და თქვენ შეგრჩებათ მარმარილოს ეპიტაფია:
“ის: ხვალ – ზეგ”

ქუჩაზე გადარბიან ბავშვები ავტომატებით.
ქუჩაზე გადარბიან ბავშვები ავტომატებით.
ქუჩაზე გადარბიან ბავშვები გულუბრყვილო ღიმილებით,
ქუჩა სველია და აღგზნებული
და სჯერათ ბავშვებს
და ბავშვებს ისევ უიმედოდ სჯერათ სანტა-კლაუსის..

ხვიარა!

Posted by: anonymouska Feb 2 2009, 02:45 AM

A Heart Of Stone


Once I had a heart of stone
For it had surely lost its home
It could not love or wanted too
But in my life, then came you.

The stones began to fall away
As happiness began to fill my day
A feeling so sweet and special too
Could this be love, I pray is true.

My heart now sings a song of love
For I know that it was sent from above
My heart is warm, there is no cold
Hard no more, but with wings of gold.

It soars above the sky so high
Sometimes I think of why and cry
My heart now sings a loving song
For the part of me I thought was gone.

Posted by: Kaspar Hausser Feb 2 2009, 11:11 PM

ბომბი – ჩვენს ოთახებში

ფრთხილად !
ბომბია ჩვენს ოთახებში.
ტელევიზორი გვიყურებს.
ტელეფონი გაუჩერებლად რეკავს.
ფიქრები ოთახებში დადიან.
წიგნები იხურებიან მჭიდროდ.
კალენდრიდან ხტებიან დღეები.
უთო დასდევს ტუზ გულს.
პიანინოს მოვარდისფრო კლავიშზე ჩაეძინა ჭიამაიას.
არ გააღვიძო, ჩუმად! ჩუმად!! ჩუმად!!! ჩუმად!!!! ჩუმად!!!!!

დრო – ბომბია
სიყალბე – ბომბია
ეჭვები – ბომბია
მარტოობა – ბომბია
ბომბი – ბომბია . . .
მე ბომბი ვარ.

ბ ო მ !
2006w.

Posted by: Kaspar Hausser Feb 2 2009, 11:12 PM

გაიცანით, ეს ჩვენი მსოფლიოა . . .

ნატყვიარი
ნაცრემლარი
ნატირალი
ნასისხლარი
ნასახლარი
ნაომარი
ნაწვიმარი
ნაქარალი
გაიცანით, ეს ჩვენი მსოფლიოა.

მწყემსი ხარ! მწყემსი!
იესო გესმის?
ვიღაცა გესვრის,
ამათ არ ესმით,
რომ ალაჰი შენი მეგობარია . . .
და რომ შენც ჩვენი მეგობარი ხარ . . .
და რომ შენ ყველას მეგობარი ხარ . . .
და რომ აღარ გინდა ჯვარზე გაგაკრან,
როცა კიდევ ჩამოხვალ ვიღაცის სახით
და იტყვი რაღაც ახალს, დამანგრეველს,
საოცარს, ღვთიურს . . .
მწყემსი ხარ! მწყემსი!
მგლების და ცხვრების
იესო გესმის?
ვიღაცა გესვრის!
ვიღაცა გესვრის!
ვიღაცა გესვრის!

არა. არა! არა!! არა!!! არა!!!! არა!!!! არა!!!!! არა!!!!!!

ყველაფერი კარგადაა. მთვარის შუქი. შენი გოგოს ქვედა ტუჩი.
ზედაც. თვალები, ფეხები, ძ უ ძ უ ე ბ ი . . . მისი პატარა ხელი
მუჭში. წითელი ღვინო და ხორცი კუჭში. დესერტიც.
ისღა დაგრჩენიათ ერთად დაწვეთ.

სადღაც კი ქუჩაში სინათლეზე პატარა მაწანწალა ითვლის
ხურდას მთელ დღეს ნაგროვებს. ნამათხოვრალს . . . მისი სახლი
_ ნანგრევებია. მისი საკვები – ნასუფრალია. მისი ფსიკიკაც
დანგრეულია. ის ერთხელ მოვა თქვენი სამსართულიანი სახლის
ჭიშკართან და იქიდან გამოსულ თქვენს გაისებულ შვილს
გამოჭრის ყელს. თქვენ ბევრს იტირებთ, მაგრამ მაქსიმუმ
შეძლოთ და მისი დებილი კლონი შექმნათ . . .

შევცვალოთ ერთად ეს სამყარო ! ! !
ვებრძოლოთ ამ სისტემას ! !
გთხოვთ !

ჩემი მეილია: aleqsa@gmail.com

2006წ. თბილისი

Posted by: Kaspar Hausser Feb 2 2009, 11:13 PM

გული წამივიდა ცისკენ

გული წამივიდა ცისკენ.
სიცხემ აგიწია კაბა.
თვალები დავხუჭე.

† † †

ჩუმი, გარეული გენერალი ცხოვრობს დაჟანგულ ტანკში.
გახვეული, დახეულ პარაშუტში ლულიდან უყურებს
ვარსკვლავებს.

ომი ჰგავს პატარა გოგოს გორგოლაჭებზე, რომელსაც
დაფლეთილი ქუთუთოებიდან მოუჩანს დიდრონი მწვანე
თვალები და სიწითლე.

ალბათ მზე ამოვიდა.

† † †

თავი მიმიგავს სათამაშოს,
მინის ბოთლში ჩარჩენილ გემს.
ცისფერი აფრები მესროლე
გადამაფარე მოფერება
მოფარებულში

† † †

მჟავა დამასხი
გავვარდისფრდი
დაგუბებულ ტკივილში

წითელი კამფეტებით
მოფანტული დღეებიდან
მოჟონავს ტკბილი სინათლე

† † †

კაკლის ხეზე
მწვანე მუხლუხა
მასტრუბირებს

მთვარე – გათლილი კარტოფილი.

2006.წ

Posted by: Kaspar Hausser Feb 2 2009, 11:13 PM

ვარდისფერი შუქნიშანზე

ყვითელ ტაქსში მობუზული ანგელოზები
ელიან როდის აინთება შუქნიშანზე
ვარდისფერი.

სისხლიანი ბროწეულების ხეივანში
ჭიანჭველას მიაქვს შენი
წამწამი

კატა უყურებს მთვარეს
და ერთადერთი მან იცის, რომ ეს
ღმერთი იჭყიტება ღრუბლებიდან.

მე, მინდა კიდევ შეგაქო,
მე, მინდა კიდევ შენ მაქო.

მე, მინდა კაბა გაგხადო
მე, მინდა ეგრე დაგხატო.

მე – “სამოსელი პირველი”
მე – მხიარული ფრინველი
მე – დანგრეული სახლი
მე – ავარდნილი ალი
მე – გაფანტული კვამლი
მე – სევდიანი თვალი
მე – გადაღვრილი წყალი
მე – არეული კვალი

მე – მოარული ამორალი
შენ კი სევდა, ტუჩები და . . .

და შენ იცი, რომ მე ვგიჟდები შენზე?!
(წაიკითხეთ სხვადასხვა ინტონაციით 27- ჯერ და ბოლოს
აუცილებლად აკოცეთ გოგოს, რომელიც მოგწონთ ან
გიყვართ . . .)

2006წ. სალვადორ დალის ქუჩა

Posted by: Kaspar Hausser Feb 2 2009, 11:13 PM

ვარდისფერი აბსურდი

1
მუშტების მაგივრად, ბუშტები ვურტყათ ერთმანეთს და ვიცინოთ
ბევრი. ეს არის ცხოვრების ერთადერთი აზრი. ალბათ.

ცხოვრება ხომ ვარდისფერი ბუშტია ცაში.
ცხოვრება ხომ შენ ხარ და მე ვარ.
ცხოვრება ხომ კოსმიური ვეილს კონცენტრაციაა.
ცხოვრება ხომ ბავშვია, ნაყინს რომ ლოკავს.
ცხოვრება ხომ ვარდისფერი აბსურდია.
ცხოვრება ხომ კატაა, წინ რომ გადაგირბენს.

ყველაფერი მარტივია, როგორც ჰაიკუ. ეს წუთიც ჰაიკუა წვი-
მის წვეთებზე, ჩემს პოზაზე, გალუმპულ ბეღურაზე, ნაცნობი
ადამიანის სიარულის მანერაზე, გაკრულ ნაწერზე. დრო თითქ-
მის არასდოს არ ჩერდება. კოსმოსში მილიონობით ბოთლი
დაცურავს, რომელშიც წერილებია: “მიშველეთ, მარტო ვარ
დედამიწაზე . . .” ჩემი ყოფნის ჩემეული კონცეფცია კი იმდენად
ალოგიკურია, რომ მეც მეშინია მარტოობის. ეგოისტი ვარ? ალ-
ბათ ყველაზე ნაკლებად. იდიოტი, გიჟი? ეგ კიდევ შეიძლება

ფანჯრის ქვეშ ვზივარ და ძალიან მიყვარს ამ სიმღერის და-
საწყისი, “სარკალური ნირვანა” რომ ჰქვია. ნოსტალგია მაქვს.
ვფიქრობ რომ ყველაფერ მაღალფარდოვანს აზრი ეკარგება,
როცა შენზე ვფიქრობ და მინდა დავწერო ეს: “მე გავურითმავ
ტუჩებს, შენს ნაკვთებს. . . ” რაში გვარგია სრულყოფილება?
როცა აღარაფერი მაინტერესებს და მხოლოდ ფურცლეზე ვხ-
ატავ კეთილი სახის, პატარა კაცუნებს. დეპრესიაში ვარ.

უცნობმა გოგომ მითხრა, თუ დეპრესია გაქვს, საკუთარ თავს
ჩაუღრმავდიო. ვერ მივხვდი როგორ. ალბათ გავმარტივდი
ძალიან

უბრალოდ მეოცნებე ვარ. გავნსხვავდები სხვებისგან. დიდი
ხანია თავში ამივარდა და აცილდა კიდეც ჩემს სხეულს. ავა-
რდა სადღაც ვარდისფერი პლანეტისკენ, რომელიც გულზე
მკიდია და ხელში მიჭირავს. არაფერი არ ვიცი. გაფრენა მინდა!
არ მინდა ვიყო ამ სამხედრო მანქანის ნაწილი. არ მინდა ვიყო
მზრუნველი მამა, მოსიყვარულე ქმარი და სიყვარული მხოლოდ
ხანმოკლე სიზმარი იყოს ჩემთვის. სიყვარული ჩემი ცხოვრების
წესია და მე ვიცი რასაც ვამბობ. მე მეოცნებე ვარ. ადამიანების
უმრავლესობა კი გავს დამსკდარ ასფალტზე, კატაფალკიდან
გადმოვარდნილ ყვავილს, ისევ კატაფალკას რომ მისდევს.

მომბეზრდა ამდენი უაზრო პასუხისმგებლობა. გამოზომილი,
გათვლილი, დაგეგმილი კვირეები უნდა გავცვალო ერთ ლამაზ
დღეზე, როცა გაიქცევი იქ, სადაც ცხოვრობენ შენი ოცნებები . . .

2.
მზე გავიდა და ღამე ისე მოიჯახუნა, რომ ძაღლები აყეფდნენ.
წვიმაც წავიდა და დატოვა მხოლოდ მოწყენილება, გუბეები
და ელექტროსადენებზე, სკამებზე, ფოთლებზე მოსრიალე
წვეთები, რომელთაც სიბნელეში ვეღარ ხედავ. ლუდი მომინდა
ან რამე უფრო მაგარი
სიკვდილი?

3.
მე მისანი ვარ, საიდუმლოს გაგანდობთ:
არსებობს წიგნი და ეს წიგნი კოსმიური სივრცეა.
ჩვენი გალაქტიკა იმ დამწერლობის ერთი ასოა,
რომლითაც ეს წიგნი იწერება.
თითოეული ადამიანი ერთი წინადადებაა ამ წიგნიდან.
წინადადების ყოველი სიტყვა მტრედის სიზმარია.
მტრედი – ვარდისფერი ნათებაა.
მტრედის სიზმარი – სიტუაციებია,
რომელთაც ადამიანი ან ქმნის ან ვერ ქმნის.
მტრედი წიგნია დიდი, ვარდისფერი აბსურდის არსი.
ყოველი მომენტი ცხოვრების, წიგნის ერთი თავია.
დაბადება და სიკვდილი, მხოლოდ გზაა – არარსებული.
ყოველი დღე ჩვენთვის ტალღაა სიცარიელიდან.
ბუნების კანონები – სისულელეა.
სიცარიელე – ვარდისფერი აბსურდია.
ვარდისფერი აბსურდი – “ოქროს უსასრულობა”

4.
გავაღე კარი. ორპირმა ქარმა ფარდა ააფრიალა. მომინდა ორივე
ხელის გაშლა და გაფრენა. თვალები დავხუჭე. კარი ქარმა მია-
ჯახუნა. ხმაური აღვიქვი, როგორც სამუდამოდ მიტოვებულის ფიქრები ამოხვნეშა. ფიქრები გაფრინდნენ სადღაც შორს, თუმცა ჩემგან
არც წასულან, სიკვდილთან ერთად დაიწყეს სეირნობა და აუტა-
ნელი ხმით ძახილი ამიტეხეს. ფანჯარაში დავდექი, ქარიშხალი
ვაჩუქე სხეულს. მთვარე დავინახე უზარმაზარი და კიდევ ერთი
შორეული ვარსკვლავი მომეჩვენა, რომ შენ მომეჩვენე, როგორც
კადრი დაუვიწყარი: ხიდი ზღვისკენ მიმავალი და კიბეები. შენი
ფეხები, თმები, ზურგი. შენი ხმა და სირბილი ზღვისკენ. შენ
ერთადერთი გესმის ჩემი და ზღვის. ველოდებით ჩასვლას მზის.
გვეჩქარება ღამეში. გვეჩქარება ჩვენს ვარდისფერ ოთახში, საიდა-
ნაც არასოდეს გამოვდივართ. ჩვენი ოთახი – ზღვის სანაპიროა,
ჩვენი ოთახი – სკამია, მიტოვებულ ბაღში. ჩვენი ოთახი – კიბეებია,
ძველი ბიბლიოთეკის. ჩვენი ოთახი – ერთმანეთის ტუჩებია . . .

გახსოვს? გითხარი: ეს ბავშვი, ჩვენი შვილი რომ იყოს. შენ
შემომხედე და გვირილებს მოკიდე ხელი. გახსოვს? გაიღვიძე
და გამიღიმე. დალიე ჩაი, ჩამეხუტე. მე გაკოცე. გახსოვს?
წყალი მთხოვე და დამემალე. სულელო, მე მოვალ შენთან მალე
გახსოვს? ერთად ვიჯექით და ვფიქრობდით სახლზე, ტბის
პირას ტყეში.

ნაწვიმარ ტყეში შეპარული მზის სხივები. ტოტიდან ტოტზე სხ-
ლტებიან წვეთები. ჩიტები. ტბა ლივლივებს, ირეკლავს ხეებს და
სახლს. ნავი ტბაში, ჰგავს მოწყენილ სახლს, რომელიც გველო-
დება. სახლი ჰგავს შენს სევდიან თვალებს . . .

შენი თვალები არ მინახავს, უკვე მეორე კვირაა. უფრო ხშირად
ვფიქრობ შენზე.

5.
“ რას შვები ვარდისფერო ბაბუაწვერავ? მე ვარდისფერმა
ციცინათელებმა მთვარეზე ამიყვანეს და გამჭირვალე პეპლებს
ვეთამაშები. მოციმციმე ვარსკვლავებს კი შენზე ვეჭორავები.
მაგრამ რომ მცივა, რა ვქნაა?”

6.
არაფერი არ არის მნიშვნელოვანი და ყველაფერს თავისი
მნიშვნელობა აქვს. ყოველი დღე გვაახლოებს დასასრულს,
დასასრულს, რომელიც არ არსებობს. მატარებელი სადგურისკენ
მიდის, ავარია გარდაუვალია

როცა დაინახავ როგორ ხტება შავი მინებით შემინული ბიზ-
ნესცენტრის სახურავიდან შენი ოცნების ქალი, შიშველი და
აპათიური. როცა მიახლოვდები მის გვამს და სისხლის გუბეში
დაინახავ შენს ანარეკლს, მიხვდები რომ ერთადერთი რაც შე-
გიძლია სიყვარულია . . .

და რომ სიყვარული უკვდავება არ არის, მას შეუძლია მხოლოდ
განაპირობოს დანაპირების უნაპირობა. დანაპირების რომელსაც
ყოველწამს ვაძლევთ თავს, მაგრამ არ ვიცით ამის შესახებ.

როცა მთელი ღამე წვიმა არ წყდება, დილას აღებ ფანჯარას
და ხედავ ხეზე დაკიდებულ სველ, დაწყვეტლ გულებს . . . ხედავ
მიწას მიმოფანტულს დაჭმუჭნული ქაღალდებით, ორქიდეებით
და დახოცილი მტრედებით, მუზების მუზეუმის ექსპონანტებს
რომ ჰგვანან. ხვდები, რომ ცხოვრება წყვეტილია.

როცა დაინახავ შაქრის გზას, რომლითაც მიყვები გოგონას
რომელიც ბრუნდება მაღაზიიდან სახლში გახვეული ცელოფ-
ნით იგრძნობ რომ საოცრად კეთილი, ჭკვიანი და ზარმაცი
ჭიანჭველა ხარ.

წადი ვარდებით უფსკრულისკენ!
საკრალურია, ნაკვალევი რომ მიდის ცისკენ,
რომელიც წითელი ფრინველებით არის დაფარული.
გაჩერდი უფსკრულთან !
გაჩერდი მზის სხივებით ფარდამსხვრეული ფარაონივით,
გაჩერდი ბრმა ბალერინასავით,
გაჩერდი უსახლკარო ლოკოკინასავით
და თქვი: მე მინდა გაფრენა !

მე ვიფარფატებ, პეპელად რომ გადავიქცევი. გვირილებით მორ-
თული ციდან კი დაეშვება ვარდისფერი ანგელოზი და შეეცდება
ჩემს დაჭერას . . .

7.
ვუყურებ ზღვას და ზღვაში მზეს,
მზეში ვარდს და ვარდში შენ.
ვუყურებ ცას და ცაში მტრედს,
მტრედში ბავშვს და ბავშვში შენ.
გიყურებ შენ და შენში . . .

8.
მინდორი. გვირილები.
ვარდისფერი ბაბუაწვერა.
მოწყენილი ვარდისფერი ბეკეკა.

9.
საიდუმლო მეორე: მე ვბაძავ ჯეკ კერუაკს, იმიტომ რომ ისიც
მომბაძავდა, ჩემს შემდეგ რომ ეცხოვრა.

10.

და ბოლოს, როგორც ჩემი მეგობარი ქრისტე იტყოდა: გიყვარდეთ
ერთმანეთი . . .

2006წ. ბაზალეთის ტბა

Posted by: Kaspar Hausser Feb 2 2009, 11:13 PM

† ვარდისფერი კაპიტანი †

მომწვდება ცა? ვზივარ ხეზე.
ყოველი ფოთოლი იალქანია.
ხე – კოსმიური ხომალდი.
და მე ვარდისფერი კაპიტანი ვარ.

მომწვდება ცა?
თეთრ ოთახებში მომწყვდეული შიშები,
ისტერიული გაჯახუნებები,
მოშიშინე ტელევიზორები,
სერიოზული ადამიანები,
მანქანების ნაკადები და კიდეები ჭიქის,
საიდანაც იწყება შენი ტუჩები მივატოვე . . .

მივატოვე გეგმები და ვიპოვე გემი. დამელაპარაკე პარასკევს
დავიბადე, გამოვნასკვე ბადე და დავიბედე უსასრულო გზა
მარადისობაში . . .

ხე მინდორში
ბავშვის ჩრდილი.
ყოველი ნაბიჯი გულწრფელობაა –
წრფე ჩემიდან ჰარმონიამდე.
ბავშვის ჩრდილი ნაწილია უზენაესის.
ვზივარ ხეზე.
ფოთლები – იალქნებია,
ტოტები – ანძები,
მერქანი – გემბანი.
სულის ტალღოვანი მოძრაობები მშვიდდება,
როცა ვგრძნობ ნიავს და მზის სხივებს,
ვიცი ხე – გემია და მე ვარდისფერი კაპიტანი ვარ.

ვარდისფერი კაპიტანი მიისწრაფის შორეული სივრცეების და
წიაღების დასაპყრობად. ვარდისფერი კაპიტანი მოდის თქვენთან,
თქვენი გულების აღმოსაჩენად.

იგრძენით სხვა ადამიანების გულისფეთქვა! ჩვენი გულები
მოვარდისფრო მძივებით უკავშირდება ერთმანეთს. მძივის
ბურთულები პატარა პლანეტებია, რომელთა გავლით
ერთმანეთთან მივდივართ.

ჩვენ ყოველთვის მივდივართ ერთმანეთთან და ვაწვდით
ბედნიერებას.

† † †

შენი სულის თეთრი პეპელა მესიზმრებოდა, როცა შენი თვა-
ლების ხამხამმა გამაღვიძა. ავდექი. საწოლში მოგიტანე ერთი
ჭიქა ცრემლი და ჭიქის მიღმა ვუყურეთ ჩვენს ვარდისფერ
ოთახს. მერე დიდხანს გკოცნიდი ღაწვებზე. პირიდან ენები
ამოგვიფრინდნენ და დიდხანს დასდევდნენ ერთმანეთს. ღია
ფანჯრებიდან კი გამჭირვალე მწერებს შემოჰქონდათ ჰაერი.
მოდიოდნენ ჩვენთან და გვჩურჩულებდნენ: გეხვეწებით ფან-
ჯარას ნუ მიხურავთ, თორემ ბოზის შვილები ვიყოთ მინები ღია
სივრცე გვგონია და ვეხეთქებითო. უეცრად კარში შემოვარდა
წყლის ნაკადი, კედელი გაანგრია და საწოლიანად ღია ზღვაში
აღმოვჩნდით, რომლითაც იფარებოდა მთელი ქვეყნიერება.
ღმერთმა მითხრა, რომ საწოლზე ამეყვანა ყველა ცოცხალი
არსება: სკამები, როიალები, ქაღალდის ნავები, ფისოები, ჭია-
მაიები და რომ მე ვიყავი ვარდისფერი კაპიტანი.

ჩვენ მივცურავდით დიდხანს, დიდხანს, დიდხანს, დიდხანს,
დიდხანს, დიდხანს, დიდხანს, დიდხანს, დიდხანს, დიდხანს,
დიდხანს, დიდხანს, დიდხანს, დიდხანს, დიდხანს, დიდხანს,
დიდხანს, დიდხანს, დიდხანს, დიდხანს, დიდხანს . . . და გვჯე-
როდა, რომ ოდესმე . . .

† † †

ჩვენ ყოველთვის მივდივართ ერთმანეთთან და ვაწვდით
ბედნიერებას.

2006წ. ნუნისი

Posted by: Kaspar Hausser Feb 2 2009, 11:14 PM

ვარდისფერი ანაბეჭდი

“ გავზარდოთ თვითმკვლელობათა რიცხვი.”
ამას დავუმატოთ მილიონობით ცარიელი საფლავი,
რომლებიც აივსება ცრემლით და სევდით
და საცოდავი, მოწყენილი მკვდრებისთვის
აღარ დაგვრჩება ადგილი დედამიწაზე.
მათ დავწვავთ და ფერფლს გავფანტავთ.
მოგონებებს კი ვარდისფერ ჩვილებს
გავატანთ მომავალში.
ისინიც ჯერ ოთხით, მერე კი მძიმე ნაბიჯებით
გაუყვებიან გზას.

მე თავს არ ვიკლავ იმიტომ რომ
ჩემს ბებერ მეზოელს, რომელიც ბავშვობიდან მიცნობს
ნოსტალგია დაეუფლება, როცა აღარ შევხვდები კიბეებზე.
საერთოდ ამ ჭიქის მერე “ისე წყნარად ვარ
როგორც გარდაცვლილის პულსი . . . “ და ყველაფერი მკიდია.

ვარდისფერი ანაბეჭდები ყველგან
კედლებზე, ავეჯზე, ცაზე და მთვარეზე.
სარკეზე პომადით დაწერე: “ ო, როგორ მიყვარდა ეს ბოზი !
საქმიანი პოლიციელები დაათვალიერებენ ჩემს სხეულს
და მერე დაათვალიერებენ გაცილებით დიდი ყურადღებით
თავიანთი საცოლეების უზარმაზარ ძუძუებს.
კოსმოსში კი პოლიეთილენის ვარდისფერ პარკთან ერთად
გაფრინდება ჩემი სისხლიანი სული . . .

მორგში არ მინდა ! მორგში რა მინდა ?
მორგში მორიგე მკვდრებს რიგში აწყობს
და რიგ-რიგობით ურიგებს უნიჭო სტუდენტებს, ცდებისათვის.
არ მინდა ყლე მომაჭრან ! არ მინდა ყლე მომაჭრან !

ვარდისფერ ანაბეჭდებს ვტოვებ ყველგან
შენს სახეზე, ფეხებზე და გულზე.
ჩემი ანალოგები შენში იწვევენ ლოგიკურ ცრემლებს,
რომლებიც ჩამოდიან შენს ტუჩებთან.
შენს ცრემლში, შიშველ ტოტზე შერჩენილ წვიმის წვეთში,
ირეკლება ჩემი შეშლილი სახე.

მორგში მორიგი ორგია ხმაურობს.
მშფოთვარე ძილისაგან განთავისუფლებული
მთვარეულები დადიან საკაცეებით და
სიზმრებში ნანახი ადგილებიდან ეზიდებიან
ცხოვრებისაგან დაღლილ კვიცებს, ციყვებს, ბაჭიებს
და ზრდიან მათ ჯარის ცხოველებად.

კორპორაციები და ჰოლდინგები მინადგურებენ
პატარა, კეთილ ორგანიზაციებს.
მინგრევენ ქოხში განთავსებულ საწარმოებს
და ვეფლობი ვალებში, შხამქიმიკატებით სავეს ცისფერ
ტალახში.
მგლური კაპიტალიზმი მიყურებს
უამრავი სისხლიანი თვალებით.
და დამცინის მე, პოეტს და ტრუბადურს.
გავლოთდი. მე მინდა ღამე, რომ დავწერო რამე . . .

მაგონდება ადრეულ ასაკში დაწერილი ლექსი.
წვიმაზე მიყვარდა წერა, როგორც ყველა დეპრესიულს . . .
“ თვალს ჩავაშტერებ ღამეს
სულში მეღვრება წვიმა.
ყოველი სიტყვა თქმული
მიყვება წვეთებს მძიმედ.
ნეტავი შენც წვიმა იყო
ან ჩემი წამწამი, რომ ჩამომვარდა
და დამეცა მხარზე . . .

მზე ჩემთვის წიწილაა ღუნღულა
წვიმა ცრემლია შენი, ამ წიწილას რომ გლოვობს.
ნუ გეშინია ქორის ჩრდილის, სახლის სახურავზე
მე ხომ შენთან ვარ . . . “

უყურებ ზევიდან სამყაროს ნაწილებს
მთლიანი სამყარო შენშია. გაიგე !
მარადისობის სურვილი “ოქროს უსასრულობა”.

და ბოლოს დაინახავთ ვარდისფერ ნათებას ! ! !
და ბოლოს დაინახავთ ვარდისფერ ნათებას ! ! !
და ბოლოს დაინახავთ ვარდისფერ ნათებას ! ! !
2006წ.

Posted by: Kaspar Hausser Feb 2 2009, 11:14 PM

ვარდისფერი ილუზია


ავიდეთ სახურავზე
და ზევიდან ვუყუროთ
ქალაქის სიზმარს.
შენ ხელში გიჭირავს
შენივე ცრემლის წვეთი.
შენ ჩამოჰგავხარ სევდას,
შენ ჩამოჰგავხარ სანთელს,
შენ ჩამოჰგავხარ სანთელს,
შენ ჩამოჰგავხარ ბუმბულს.
და მე შენს ცრემლში ვცხოვრობ
და ჩვენ ყველანი ღმერთის ცრემლებში ვცხოვრობთ.

ცარიელი სახლი
საათიდან გამოფრინდა
მოწყენილობა
2006წ. თბილისი, მთაწმინდის აღმართი

Posted by: Kaspar Hausser Feb 2 2009, 11:24 PM

იმპერატივიზმი როგორც ასეთი



ძილისა თუ სიცხადისა თუ სიკვდილის ჟამს,
დასცინე სიკვდილს!
ჭამისა თუ ცოხნისა თუ მონელების ჟამს,
დასცინე სიკვდილს!
იფიქრე ღამეზე და ათას რომანტიკულ რამეზე და
დასცინე სიკვდილს!
საკუთარ კალთაში დაეშვი და მერე საკუთარი თავი შვი და
დასცინე სიკვდილს!
სამოთხის კარი გაიღო და ღმერთმა მოწყალება გაიღო და
დასცინე სიკვდილს!
ჯოჯოხეთის ბჭეც გაიღო და ეშმამ მოწყალება გაიღო და
დასცინე სიკვდილს!
ნიცშე ხომ გენიალურია და ნიცშე უფრო გენიალურია და
დასცინე სიკვდილს!
საკუთარ სხეულზე ამხედრდი და მოუსავლეთში წახვედი და
შეხედე, გმირებიც წახვეტილან და
დასცინე სიკვდილს!
“ჯვარს ეცვი,თუ გინდა,საშველი
არ არის,არ არის, არ არის” და
დასცინე სიკვდილს!
ორს პლუს ორი ყოველთვის ოთხია და
ათს მინუს ექვსიც ოთხია და
სამს პლუს ერთიც ოთხია და
დასცინე სიკვდილს!
ადამიანი ძაღლის მეგობარია და
დასცინე სიკვდილს!
პრეზიდენტი ადამიანის მეგობარია და
დასცინე სიკვდილს!

გავფრინდეთ, ჩვენს სხეულს გავასწროთ და
ჩვენს შიშველ სხეულებს გავასწროთ და
აწი, აღარ მოვკვდეთ არასდროს და
მოდი,აღარ მოვკვდეთ არასდროს და
დავცინოთ სიკვდილს!!!

Posted by: blanca Feb 3 2009, 12:12 AM

wacko.gif

Posted by: anonymouska Feb 3 2009, 12:15 AM

blanca laugh.gif

Posted by: sapho Feb 3 2009, 01:15 PM

მოკრძალებული სალამი ყველას. smile.gif რა მაგარი ლექსებია good.gif

Posted by: TeO Feb 3 2009, 01:38 PM

sapho
გაგიმარჯოს! smile.gif

Posted by: Kaspar Hausser Feb 3 2009, 01:52 PM

sapho


გაგიმარჯოს.. smile.gif smile.gif


Posted by: vkh Feb 3 2009, 06:51 PM

მურმან ლებანიძე

:::::::::::::::::::::::::::

ჩემს გალაკტიონს მე ვკითხე ერთხელ
(ის მთვრალი იყო, როგორც ყოველთვის):
- ბატონო გალაკტიონ, თქვენ პირველი ხართ,
დაგვისახელეთ
მეორე პოეტი...

უცებ, ჭინკებით გაევსო თვალი -
თვისი სიმაღლით ის იყო მთვრალი,
- საქართველოში??? - ჩაიქირქილა
და ლომურ წვერზე
მოისვა ბრჭყალი...


Posted by: TeO Feb 3 2009, 09:02 PM


QUOTE(Kaspar Hausser @ 3rd February 2009 - 12:12 AM) *
ჩემი მეილია: aleqsa@gmail.com

Kaspar Hausser იცნობ ალექსას?

Posted by: Kaspar Hausser Feb 3 2009, 09:05 PM

TeO


კი თან კარგად... smile.gif

Posted by: TeO Feb 3 2009, 09:12 PM

საინტერესოდ წერს wink.gif

Posted by: Kaspar Hausser Feb 3 2009, 09:15 PM

TeO


კი... მაგრად მიყვარს მაგის პოეზია.. smile.gif

საერთოდ "ვარდისფერი ავტობუსიდან" ეგ და ხვიარა მიყვარს... smile.gif smile.gif

Posted by: TeO Feb 4 2009, 02:34 PM

QUOTE(Kaspar Hausser @ Feb 3 2009, 09:15 PM) *
TeO
კი... მაგრად მიყვარს მაგის პოეზია.. smile.gif

საერთოდ "ვარდისფერი ავტობუსიდან" ეგ და ხვიარა მიყვარს... smile.gif smile.gif


გავეცანი ვარდისფერი ავტობუსის მანიფესტს smile.gif)

შთამბეჭდავია!.. biggrin.gif ავტორებს ჯერ არ ვიცნობ, მაგრამ ნელ ნელა გავეცნობი wink.gif
http://literatura.ge/forum/lofiversion/index.php/t375.html

Posted by: anonymouska Feb 5 2009, 02:53 AM







Posted by: Kaspar Hausser Feb 5 2009, 03:04 AM

QUOTE(Tea @ 4th February 2009 - 02:34 PM) *
გავეცანი ვარდისფერი ავტობუსის მანიფესტს smile.gif)

შთამბეჭდავია!.. biggrin.gif ავტორებს ჯერ არ ვიცნობ, მაგრამ ნელ ნელა გავეცნობი wink.gif
http://literatura.ge/forum/lofiversion/index.php/t375.html



აუ რა პატარები იყვნენ 2006 ში წარმომიდგენია... smile.gif smile.gif

17 წლის ხვიარა... biggrin.gif biggrin.gif მსოფლიო რევოლუციაზე ლაპრაკობს... smile.gif smile.gif

Posted by: anonymouska Feb 5 2009, 03:08 AM

A Dream In The Night

Lost in confusion and total self bliss
I've found the relation between dream and wish
A dream is a fantasy lived only while asleep
But a wish has a compass vast, far and deep.
A dream can bring true the wish never thought
As your mind wanders aimlessly and feelings are sought.
But a wish is a simple, momentous undertaking
A grasping of things while still in the making.
Now my understanding of wish and of dreams
Have broadened my scope - or so it would seem
But still I'm confused and nothing is clear
Because you are a wish, yet a dream so dear.
With the breath of each day, I wish for your sight
Visions of loveliness turned to dreams in the night
You've become such a fantasy with realistic tones
I long for your love and time spent alone
Sadly enough my dreams cause confusion
For all their purpose are meager illusion
And though the dawn of each day may be cheerful to sight
I fear the darkness and my continuing fight.
For now its a war - a battle within
A dreadful nightmare which rationality must win
What should I do? Where shall I begin?
Should I ask for your love or remain a dear friend?
In my dreams you are my lover and my world is complete
But in life your a martyr to hope so elite
I've grown to know you and care with a passion
But fear lies within mutual attraction.
If I am to approach you with some indication
Would I strengthen our friendship or cause detonation?
This is the confusion, the struggle, the fight,
Until I am sure, you will remain a dream in the night.

Posted by: anonymouska Feb 6 2009, 09:39 PM

* * *
The moment I opened my heart and let you in
I saw this great love starting to begin.

I opened my eyes to a vision of you
I hope, I pray your feelings are true.

I have loved and I have paid the cost
And I have felt the pain of the love I lost.

But, now, I think I have truly found
An Angel who walks upon the ground.

You go beyond all limits for me
Just to show your love endlessly.

I could search my whole life through
And never find another 'you'.

You are so special that I wanted you to know
I truly, completely love you so.


Posted by: Uma Feb 7 2009, 10:07 PM

Ладомир

И замки мирового торга,
Где бедности сияют цепи,
С лицом злорадства и восторга
Ты обратишь однажды в пепел.
Кто изнемог в старинных спорах
И чей застенок там на звездах,
Неси в руке гремучий порох —
Зови дворец взлететь на воздух.
И если в зареве пламен
Уж потонул клуб дыма сизого,
С рукой в крови взамен знамен
Бросай судьбе перчатку вызова.
И если меток был костер
И взвился парус дыма синего,
Шагай в пылающий шатер,
Огонь за пазухою — вынь его.
И где ночуют барыши,
В чехле стекла, где царский замок,
Приемы взрыва хороши
И даже козни умных самок,
Когда сам бог на цепь похож,
Холоп богатых, где твой нож?
О девушка, души косой
Убийцу юности в часы свидания
За то, что девою босой
Ты у него молила подаяния.
Иди кошачею походкой,
От нежной полночи чиста.
Больная, поцелуй чахоткой
Его в веселые уста.
И ежели в руке желез нет —
Иди к цепному псу,
Целуй его слюну.
Целуй врага, пока он не исчезнет.
Холоп богатых, улю-лю,
Тебя дразнила нищета,
Ты полз, как нищий, к королю
И целовал его уста.
Высокой раною болея,
Снимая с зарева засов,
Хватай за ус созвездье Водолея,
Бей по плечу созвездье Псов!
И пусть пространство Лобачевского
Летит с знамен ночного Невского.
Это шествуют творяне,
Заменивши Д на Т,
Ладомира соборяне
С Трудомиром на шесте.
Это Разина мятеж,
Долетев до неба Невского,
Увлекает и чертеж

В. Хлебников

Posted by: Uma Feb 7 2009, 10:17 PM

ეს არის ცნობილი რუსული პოეტის ხლებნიკოვის ლექსი, ითვლება რომ ამ ლექსით მან იწინასწარმეტყველა 11 სექტემბრის ტრაგედია, თქვენ განსაჯეთ რამდენად ასეა. უბრალოდ დავამატებ, რომ პოეტი აქტიურად სწავლობდა რიცხვების მნიშვნელობას და მომავლის წინასწარმეტყველობის ხერხებს. პოეტმა აგრეთვე იწინასწარმეტყველა 1917 წლის მოვლენები და თავისი სიკვდილი 37 წლის ასაკში...

Posted by: anonymouska Feb 9 2009, 08:01 AM

* * *
As I sit here on the beach
My normal life seems so out of reach.

The waves are hitting the sand
I just wish you were here to hold my hand.

I know you are far away
Here I could never stay.

You are who I am missing
Right now I wish you and I were kissing.

As I sit here putting seashells in a jar
I know when no one else is there for me, you are.

I know in my heart
That I never want us to part.

When everything seems so out of line
It all changes when I see you - everything's fine.

As I sit here I know my love is yours forever
And I don't want our hearts to sever.

Posted by: anonymouska Feb 9 2009, 08:03 AM

You must be an angel without wings
To put up with all of my bothersome things
My anger, my love, my sometimes weary heart
What others hated about me you love those parts
I look at you and see a creation so divine
To think you have captured this heart of mine
How could I not love you with all that I am
You are the steady I need for my trembling hand
So honest, true and caring you are
My night in shining armor or my shooting star

Posted by: anonymouska Feb 10 2009, 04:29 PM

BECAUSE OF YOU

Because of you
my world is now whole,
Because of you
love lives in my soul.
Because of you
I have laughter in my eyes,
Because of you
I am no longer afraid of good-byes.
You are my pillar
my stone of strength,
With me through all seasons
and great times of length.
My love for you is pure
boundless through space and time,
it grows stronger everyday
with the knowledge that you'll always be mine.
At the altar
I will joyously say 'I do',
for I have it all now
and it's all because of you.




Posted by: Kaspar Hausser Feb 10 2009, 11:15 PM

ღმერთების დაბრუნება
პაატა შამუგია

ერთბაშად ძნელია დაიჯერო, მაგრამ
თქვენ ყველანი ღმერთები ხართ.
თქვენ ყველანი, რომლებიც მოდიხართ ჩემი პოეზიის საღამოზე
და უსმენთ ჩემს ლექსებს, ან არ უსმენთ
და ისინიც კი, რომელთაც საერთოდ არ გაუგიათ,
ვინ ოხერი ვარ,
ღმერთები არიან.
მერე რა, რომ ეს ამბავი ჯერ არ იციან.

სამაგიეროდ ეს ვიცი მე
და გეუბნებით, რომ
თქვენ ყველანი ღმერთები ხართ...

აი, ის ქალიც, ფეშენებელურ სხეულს რომ მოაქანავებს,
ღმერთია და ჯერ არ იცის.
აი, ის კაციც, ყოველ ახალ წელს ტელევიზორიდან რომ გვილოცავს
და ქვეყნის გამთლიანებას ამაოდ გვპირდება,
ღმერთია და ჯერ არ იცის.
აი, ეს გოგო,
გიგაბაიტიანი ძუძუებით,
ღმერთია და ჯერ არ იცის.
აი, ის რედაქტორიც, სამსახურიდან რომ გამაგდო და მშიერი დამტოვა,
ღმერთია და ჯერ არ იცის.
აი, ის ბიჭიც, არალეგალურ სიზმრებს რომ ხედავს,
ღმერთია და ჯერ არ იცის.

რაღა დაგიმალოთ და,
მეც ღმერთი ვარ,
ოღონდ მე...…ვიცი.


აი ვინ არის შამუგია... biggrin.gif biggrin.gif სკანდალური ანტიტყაოსნის ავტორი... biggrin.gif : დ

Posted by: Kaspar Hausser Feb 10 2009, 11:18 PM

ელექტროშოკი
პაატა შამუგია

(სათაური ტექსტთან არაფერ შუაშია. ავტორი)

ჩუმად, ნუ ყვირი! გაიღვიძებენ მკვდრები.
მე დილით საწოლიდან კი არა,
ჩეი სხეულიდან ვდგები.

მერე ვკითხულობ სიზმრებიდან
ყველაზე სკანდალურ აბზაცებს,
რომელიც სიცოცხლისთვის გამზადებს და
რომელიც სიცოცხლისთვის გამზადებს.
მერე აყვირდება გაზქურაზე
ჩემი დაჭეჭყილი ჩაიდანი
(შენ უცხო განცდა გეუფლება,
თითქოს რაღაც ცუდი ჩაიდინე).
ჩუმად! ნუ ყვირი! გაიღვიძებენ მკვდრები!
მე დილით საწოლიდან კი არა,
ჩემი სხეულიდან ვდგები.
ხედავ? მეორდება, მეორდება!
როგორ უსასრულოდ მეორდება,
როგორც ყველაფერი, ეს სტრიქონიც
უცვლელი სახით მეორდება.
და მეც უსასრულოდ ვიმეორებ,
რომ
გაიღვიძებენ მკვდრები,
რომ დილით საწოლიდან კი არა,
ჩემი სხეულიდან ვდგები,
რომ გუშინ ქუჩაში მიმავალ
ჩემს საკუთარ თავს შევეჩეხე,
რაღაც უცნაურად ემოსა და
ემოსა რაღაც შავი ჩოხა.
ალილუია! მეშინია!
ალილუია! მეშინია!
ალილუია! «მე» ჩემია.
ალილუია! «მე» შენია.
ძილი მსურს, ანუ: ჩემს სხეულში
ისე მყუდროდ უნდა მოვკალათდე,
რომ არ გავიღვიძო შემწვარი მზის
სხივის უკანასკნელ მორკალვამდე.
მოდის ფიქრი _ ჩემი საცოლე და
ამბობს, სანამ სათქმელს ავწონიდე,
რომ მკვდრებს არასოდეს ეღვიძებათ,
თანაც, როცა დგები საწოლიდან.

ჩუმად! ნუ ყვირი! გაიღვიძებენ მკვდრები!
მე დილით საწოლიდან კი არა,
ჩემი სხეულიდან ვდგები!

Posted by: TeO Feb 10 2009, 11:23 PM

კაი იყო!

Posted by: Uma Feb 11 2009, 12:32 PM

ჩემწინ მცენარე, ვუყურებ, სუნთქავს,
უკნიდან შველი ტუჩს მადებს მხარზე,
მაღლა ფრინველი, რომელსაც ცისთვის „მიყვარხარ" უთქვამს,
მიზიდულობა ჩემ ქვეშ იზიდავს აზრებს...
- გარშემო შენ ხარ
და ხელს არ მაძლევ!

Posted by: es me var Feb 16 2009, 08:17 PM

ხანდახან

ხანდახან უნდა დაეცე კიდეც ...
მერე ამაყად გზა გააგრძელო.
ხანდახან უნდა იტირო კიდეც -
თუნდაც ცრემლებმა სულ დაგასველონ...

ხანდახან უნდა გულიც გეტკინოს,
თავი გეგონოს სულ მარტოსული

ხო...და ცოტათი უნდა გეწყინოს,
რომ ცხოვრებისგან ხარ გარიყული.


ხანდახან უნდა გძულდეს ვიღაცა,
ხანდახან უნდა გაბრაზდე ძლიერ
ხანდახან იქნებ შეგრცხვეს კიდევაც
ზოგჯერ საკუთარ თავს თუ ვერ სძლიე.

ხანდახან რაღაც უნდა დაკარგო,
ან რასაც ეძებ, ის ვერ იპოვო.
საბოლოოდ რომ მზემ გაანათოს,
მანამდე სულში უნდა ითოვოს...

იქნებ სიკვდილიც ინატრო ზოგჯერ,
რომ გაუღიმო სიცოცხლის ფერებს?
ხანდახან უნდა დაცრიელდე -
რომ ენერგიით აივსო მერე.




დილეტანტის მუზა.... ასე გავამხნევე საუთარი თავი, როცა ძალიან მეტკინა გული...

Posted by: TeO Feb 16 2009, 08:23 PM

es me var welcomeani.gif

WOW!!!!!! rolleyes.gif
რა მაგარია!!!...... good.gif
ეს გრძნობები ვგონებ ყველას აქვს განცდილი blush.gif

Posted by: TeO Feb 16 2009, 09:02 PM

es me var
პოსტი შევასწორე wink.gif

Posted by: es me var Feb 16 2009, 09:04 PM

QUOTE(TeO @ Feb 16 2009, 09:02 PM) *
es me var
პოსტი შევასწორე wink.gif


დიდი მადლობა. smile.gif
და მადლობა შეფასებისთვისაც.

Posted by: ირმა Feb 16 2009, 09:16 PM

welcomeani.gif es me var


ხანდახან უნდა დაცარიელდე -
რომ ენერგიით აივსო მერე.


ძალიან მომეწონა biggrin.gif

Posted by: anonymouska Feb 24 2009, 03:39 AM

How much I love you

You've changed my life from a blink of the eye
The feeling in this heart of mine I cannot deny
You've made each day one I'll never forget
Everything we go through I will never regret

You are the gold I will treasure till the end
You are my soul mate and my best friend
You've done so much for me which I'm thankful for
You will always mean the world to me and so much more

You have chased away every single fear
You are my tissue that will wipe away any tear
You've given me life that I could live worthwhile
Thank you for the laughs and every smile

My days are a dream that has come true
Every day is beautiful all thanks to you
Now I have found what I've been looking for
It's you heart and soul and nothing more

You've showed me the world in such short time
But we've got the rest of our lives - a whole lifetime
I'll end this line with something you should already know
I love you so much more than these words show

Posted by: Kaspar Hausser Feb 24 2009, 07:22 PM

შემოდგომა “უმანკო ჩასახების” მამათა სავანეში
გალაკტიონ ტაბიძე


ამ მაისს, ამ ივნისს, ამ ივლისს
გადირეკს ნოემბრის ბაღები.
მხურვალე ვნებები გამივლის,
სასახლის ჩაქრება ჭაღები.

დარჩება აუზთან სანდალი
და ძველი ფოთლები, ყვითელი...
რომანზე ისვენებს შანდალი,
რომანში - შეშლილი სკვითელი.

ვეწვევი განდეგილ მამათა
“უმანკო ჩასახვის” სავანეს:
იქ შავი თოვლივით დამათოვს
ჭვარტლი და ბურუსი თავანის.

სიმკაცრით შემხედავს საშვენი
თვალები შეკრული კამარის:
ჯვარს ეცვი, თუ გინდა! საშველი
არ არის, არ არის, არ არის!

დაჰქრიან უდაბნოს ქარები,
მტანჯავენ და ვიცი: გახსოვარ!
სამრეკლოს ანგრევენ ზარები...
წმინდაო, წმინდაო მაცხოვარ!

გრიგალთა სადაურ შებერვას
მისდევენ ფოთლების შვავები...
თებერვალს უხმობენ, თებერვალს,
სამრეკლოს ჯვარიდან ყვავები!

და ვიცი ღელვათა საგანი,
როდესაც ღამეა უკუნი,
და ჩემი მდუმარე საკანი
და ცეცხლის მფარველი გუგუნი -

ერთგვარად მიიტანს ამ სახის
ლოცვისთვის ზმანებამტკივანი:
გაზელებს - მგოსანი სასახლის,
ხელთათმანს-სასახლის მდივანი.


გალაკტიონის ერთადერთი ლექსი რომელზეც მეკეტება

Posted by: anonymouska Mar 29 2009, 04:16 PM

პატარა ფოთოლი ნაზად ირწეოდა სამხრეთის ნიავის ალერსში. ეკიდა ტოტზე, ქანაობდა აქეთ-იქით. მხურვალე ნიავი კი მას სიყვარულს უხსნიდა. ფოთოლი რბილი იყო, ყვითელი, იგი აღტაცებით სუნთქავდა, თითქოს სიზმრებს ხედავდა. უცებ სიყვარულისგან გაბრუებული ფოთოლი ტოტს მოსწყდა.
ნელ-ნელა იწყო ქვევითკენ წასვლა. ტრიალებდა, ქარი კი ისევ სიყვარულზე უმღეროდა. ნელ-ნელა ეშვებოდა ძირს, სულ უფრო და უფრო დაბლა დაეშვა... ბრუნავდა მსუბუქად და თავისუფლად. ქართან სიყვარულის თამაშში გართული, ხან ერთ ბოლოს ასწევდა მგზნებარედ მაღლა, ხან მეორეს, მერე მთლად გადაიხრებოდა, თითქოს ვალსს ეცეკვებოდა. თანდათანობით ტკბებოდა ბედნიერებით. ბრუნავდა, ბრუნავდა, მერე ისევ აფრინდებოდა - ხან მაღლა ავიდოდა, ხან დაეშვებოდა. ის იტანჯებოდა, მაგრამ მაინც ბედნიერი იყო, რადგან უყვარდა. ნელ-ნელა ასე დაეშვა მიწაზე, ვერც კი შეამჩნია, რომ ახლა ქარისთვის იგი აღარაფერს წარმოადგენდა. ქარს მისი შველა აღარ შეეძლო და იგი უკვე სხვა ფოთოლს ეალერსებოდა. ნაზად, მშვიდად, ფოთოლი დაეცა მიწაზე. მან ვერც კი გაიგო, რომ ამქვეყნად უკვე აღარ არსებობდა... იგი აღარავის სჭირდებოდა...

Posted by: anonymouska Mar 29 2009, 10:18 PM

ИнТеРнЕт
Интернет...

Все те же сайты...

Информации туманы.

Мой компьютер грузит байты

Виртуального романа.

Виртуального...И что же?

Наша встреча здесь - случайность,

Только мы мечтаем все же,

Пронести Любовь в Реальность.

Ты и я, как два кумира

Друг для друга в этот вечер,

В своих комнатах, квартирах

Мы с Тобой с мечтой о встрече

Засыпаем, а с рассветом,

После долгой бурной ночи,

Мы проснемся и отметим -

Не было ночей короче.

Мне рисует мозг картины,

Нашей встречи... Ожидание...

На страницах паутины

Скучно без твоих признаний.

Нас связали две машины,

Я на севере, Ты - с юга,

Только в дебрях паутины,

Снова ищем мы друг друга.

Только нежность, счастья слезы...

Мы с тобою так похожи...

Постоянные вопросы -

Может, встретимся? - Быть может!

Ночью лишь Тебя воочию,

Вижу я, и в снах целую...

Днем же монитор рисует:

…"Я Тебя... и многоточье"...

Posted by: anonymouska Mar 30 2009, 12:58 AM

http://www.youtube.com/watch?v=fsf8D9prLsU&feature=related

მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ... ))))))))))))))))))

Posted by: TeO Mar 30 2009, 07:37 PM

Словно ветер в степи, словно в речке вода,
День прошел - и назад не придет никогда.
Будем жить, о, подруга моя, настоящим!
Сожалеть о минувшем - не стоит труда.

Хайям Омар
http://www.aphorisme.ru/by-authors/hayyam/?q=927

Posted by: anonymouska Apr 1 2009, 12:48 AM

მაპატიე, თუ სათქმელი ვერ გითხარი ,

გულში გრძნობა დავხუთე და დავატიე .

თუმცა ევას მემკვიდრე ვარ , მაგრამ მაინც ,

ეს უთქმელი სიყვარული მაპატიე . . .

მაპატიე დაბნეული თვალები და . . .

გაზაფხულზე არ გაუწყრე ამაყ იებს .

მაპატიე მოპარული წამები და . . .

გაზაფხულის ოცნებები მაპატიე . . .

მაპატიე თუ , თუ ამ წუთშიც შენზე ვფიქობ

და ეს ღამეც მარტომ თეთრად გავათიე ,

მაშინდელი გულუბრყვილო ცრემლლები და . . .

ახლანდელი სიყვარული მაპატიე. . .

მაპატიე ეს ურითმო სტრიქონები ,

გრძობების ზღვა სიტყვებად რომ დავაბნიე . . .

მაპატიე ეს გულწრფელი მონატრება ,

ეს უმწიკლო სიყვარული მაპატიე ! . . .


Posted by: anonymouska Apr 1 2009, 01:24 AM

როდესმე ნეტა მოგნატრებივარ?
როდესმე მაინც თუ გყვარებივარ?
ნუთუ ეს გრძნობა სულ იყო ფარსი?
არა! სიყვარულს არ ადევს ფასი!
როდესმე ის დრო გაგხსენებია?
ჩემსავით ვინმე მოგფერებია?
ვინმეს თუ უთქვამს მსგავსი სიტყვები,
თუ გაუნდვია თავის ფიქრები?
როდესმე ნეტა მოგენატრები?
როდესმე ნეტა მოგეფერები?
ღამე მაინც თუ გაგითევია?
ვინმეზე ფიქრში დაგთენებია?
თვალიდან ცრემლი თუ წამოგსვლია,
ცრემლებში სევდა თუ გინახია?
ეს მონატრება შენ განგიცდია?
ან უიმედოდ თუ დაგიცდია?
მაშინ გაიგებ რაც გამიგია
და ამ გრძნობებით რაც განმიცდია.......
მოვა დრო... ღამე მოგენატრები,
ქუჩაში დღისით მოგელანდები,
შენც მოგაწვება გულზე დარდები
და ვერ გაფანტავს მაგ დარდს ვარდები.
ცრემლს დაინახავ!-მცოცავს ლოყაზე,
არ მესაუბრო იმ ძველ ნდობაზე....
მოვა საღამო და მოვა ღამე,
შენც ნახავ სევდით გავსებულ მთვარეს,
იმ მთვარის შუქზე დახუჭავ თვალებს
და მოიგონებ სანატრელ წამებს,
სანატრელ წამებს შეამკობ დარდით,
და ატირდება ეგ გულიც ნატვრით,
ნატვრით გაიგებ რა იყო ფარსი,
რომ ჩვენ სიყვარულს არ ედო ფასი.


ეს ისე......................................

Posted by: anonymouska Apr 1 2009, 01:33 AM

მინდა როგორმე გადაგივიწყო
და მაინც ისეევ მოვდივარ შენთან.
მსურს შეგიძულო, მაგრამ ეს გული
შენი აჩრდილით სუნთქავს და ფეთქავს.

მინდა როგორმე გადაგივიწყო,
მაინც ჩემს გზაზე ენთები მზისებრ.
მეგონა სხვაზე ვფიქრობდი ახლა,
თურმე შენს სახელს ვახსენებ ისევ.

ღამეში, მწუხრში, ცისკარში, მზეში
ცდუნება შენი ვერაფრით ვძლიე...
გაგირბი... მაგრამ ისევ შენ გეძებ,
მძულხარ... და მაინც მიყვარხარ ძლიერ!

Posted by: anonymouska Apr 1 2009, 01:55 AM

ყველას ვგონივარ მშვიდი და უდარდელი,
და მე ბედნიერს მიწოდებს ყველა
მაგრამ რა იცით რომ მე ბედნიერს
ყველაზე მეტად მჭირდება შველა,
ჩემი ცხოვრების ეს განვლილი გზა,
მწარე ფიქრებში მიტარებია,
თუმცა კარგია სიცოცხლე, მაგრამ
სიკვდილი ბევრჯერ მომნატრებია,
ტრფობის ტაძარი ერთხელ ავაგე,
მას შემდეგ მაწევს გულზე ლოდებად,
მე სიყვარულში ერთხელ წავაგე
და ღმერთმა არ ქნას განმეორება.

Posted by: anonymouska Apr 1 2009, 01:56 AM

oops.gif

Posted by: anonymouska Apr 1 2009, 10:06 PM


სევდის ტბაში დაცურავდა მწუხარევით გედი,
ნაღვლიანი მზერა ჰქონდა, დარდიანი ბედი.
სწვავდა შორი მოგონება და ოცნებით მკრთალი,
უშორესი მონატრებით გედი იყო მთვრალი!
ცა ბურუსის მოცულიყო, გედის ბედი-ნისლით!
ვერც სიღრმეში მშვიდდებოდა, ვერც ნაპირზე მისვლით.
ტბაში ჩანდა ზეციური ლანდის ანარეკლი,
ჩანდა გზები მოფენილი ვარდითა და ეკლით.
გედმა ეკლის გზა არჩია, არ გათელა ვარდი.
და ამ გზაზე ეკალივით ესობოდა დარდი!
დაიტირა გედმა ბედი, შეაჩერა ცურვა,
მოინდომა ფრთების გაშლა, რომ დაღალა ცურვამ!
შეიმართა, აიზიდა ფრთა ფრთას შეატოლა
და ვერ შეძლო უწინდელად აფრენა და ქროლვა!
საყვარელი იყო გედი, როცა ამდენს თვლემდა
ამ გედს ერქვა "სიყვარული" და
... "შენ" დაგეძებდა! ....

Posted by: anuchi Apr 1 2009, 10:14 PM

anonymouska

შენი ლექსებიაა? ძალიან მაგარია მართლა, მიყვარხარ!!! biggrin.gif biggrin.gif l_daisy.gif

ზუსტად მასე ვარ და არ იცი როგორ "ვიმკურნალო" ? angry.gif sad.gif

Posted by: anonymouska Apr 1 2009, 10:37 PM

anuchi
არ არის ჩემი smile.gif


არ ვიცი sad.gif ზოგჯერ ძნელად ექვემდებარება განკურნებას

რაც გაწუხებს თუ გინდა თქვი , გულზე მოგეშვება მაინც ცოტათი l_daisy.gif

ისე შეუძლებელი და დაუძლეველი არაფერია, დიდი მონდომებაა საჭირო beerchug.gif



Posted by: anuchi Apr 1 2009, 10:43 PM

anonymouska

QUOTE
მინდა როგორმე გადაგივიწყო
და მაინც ისეევ მოვდივარ შენთან.
მსურს შეგიძულო, მაგრამ ეს გული
შენი აჩრდილით სუნთქავს და ფეთქავს.

მინდა როგორმე გადაგივიწყო,
მაინც ჩემს გზაზე ენთები მზისებრ.
მეგონა სხვაზე ვფიქრობდი ახლა,
თურმე შენს სახელს ვახსენებ ისევ.

ღამეში, მწუხრში, ცისკარში, მზეში
ცდუნება შენი ვერაფრით ვძლიე...
გაგირბი... მაგრამ ისევ შენ გეძებ,
მძულხარ... და მაინც მიყვარხარ ძლიერ!


ეს მაწუხებს აი.. justcuz_hourglass.gif angry.gif

Posted by: anonymouska Apr 1 2009, 11:21 PM

anuchi მეც ანუჩი, მეც

შენ ჩემი ძველი პოსტები უნდა განახა რეებს ვწერდი


ups, ორი ერთნაირ სიმპტომებიანი გაიჩითა

აი თუ გინდა დაწერე შესაბამის თემაში და ირმა, ბლანკა და თეო კაის გირჩევენ kiss1.gif

Posted by: anuchi Apr 1 2009, 11:48 PM

anonymouska

შენც თევზები ყოფილხარ ეხლა ვნახეე.. ჩვენ გვჭირს ეგეთები თუ გვჭირს laugh.gif biggrin.gif

ეს ნახეე.. http://elen.ge/index.php?sec_id=76&lang_id=

Posted by: anonymouska Apr 2 2009, 12:03 AM

anuchi ეგ ხო, ძალიან მგრძნობიარე და რომანტიკოსები ვართ რა biggrin.gif




მე წვიმისფერი მქონდა თვალები
და წვიმა მერქვა...
ასკინკილით ჩამოვირბინე ცის კიბეები
მოვედი შენთან...



Posted by: anuchi Apr 2 2009, 12:06 AM

anonymouska

ხო გოგო სმაილკი აქტიურობს აშკარად biggrin.gif აუFფ ჩემი ლექსები რო წაიკითხო დიწვები საცოდაობით.. ასე მწარედ რატო ხარ დამწავარიო.. მარა ეშვეელბ იმადია მაგასაც beerchug.gif

Posted by: TeO Apr 2 2009, 08:02 AM

anuchi
anonymouska
სიხარულებოო!! l_daisy.gif kiss1.gif იპოვეთ არა ერთმანეთი wink.gif laugh.gif laugh.gif
გაიხარეთ! l_sunny.gif Laie_61.gif

Posted by: anonymouska Apr 3 2009, 01:53 AM

TeO kiss1.gif l_daisy.gif


anuchi დადე ლექსები თუ გინდა smile.gif smile.gif

Posted by: TeO Apr 3 2009, 12:39 PM

ორი ანგელოზი
ეკა ბაქრაძე

(ჩანახატი)

პატარა გოგოს მოჰყავდა ჩვილი
გულზე სათუთად ატატებული,
პატარა დედის პატარა შვილი
ბედის ვარსკვლავზე დაბადებული —
ჰგავდა ოცნებას — უკვე ახდენილს,
მასში განგების ხელი ერია,
ნაზი ფერია ანგელოზითურთ
ისე საოცრად მშვენიერია...
დიდება, ღმერთო! მადლის მომფენი
წყალობა რომ არ დააგვიანე
და მარადიულ სიცოცხლის კვირტი
ერთ არსებაში გაამთლიანე...
პატარა გოგოს სამყაროსხელა
ღიმილი ჰქონდა — სანდო და თბილი
და ახდენილი ოცნებასავით
ხელში ეჭირა პატარა შვილი!..

Posted by: TeO Apr 3 2009, 12:41 PM

(ადამიანები გარბიან...)
ნინო მენთეშაშვილი

ადამიანები გარბიან.
გარბიან სახლებიდან,
გარბიან ქუჩებიდან,
საავადმყოფოებიდან,
საკუთარი ტყავიდან.
ერთიდან მეორემდე
და ასე ათამდე,
ათიდან ასამდე
და ასე ათასამდე,
ათასობამდე,
მილიონობამდე.
სულ ექვსი ნული.
ექვსი რგოლი კისერზე,
ზოგისთვის თხელსა და ნატიფზე,
ზოგისთვის სქელსა და საზიზღარზე.
ადამიანები გარბიან.
მე დავინახე
როგორ გარბოდნენ.
ძვრებოდნენ ფანჯრებიდან,
ძვრებოდნენ ხეებიდან,
კანალიზაციის მილებიდან.
გარბოდნენ...
და მე გამჭყლიტეს.

huh.gif

Posted by: TeO Apr 3 2009, 12:55 PM

ცისფერი ვარდები
რადიარდ კიპლინგი


ვარდები წითელი, ვარდები თეთრი...…
ძვირფასო, მათ შენთვის ხალისით ვკრეფდი,
შენ კი არ მიიღე ჩემი ყვავილები,
მიბრძანე, მეშოვნა ცისფერი ვარდები.
ძებნაში ყვავილთა, მე მოვვლე ქვეყანა,
ვცდილობდი, მეშოვნა, შენთვის მომეტანა,
მაგრამ ვინც გაიგო ეს ჩემი წადილი,
სიცილით მომიგო პასუხი ნამდვილი:
მხოლოდ სამარეში სურვილს შეისრულებს,
ის, ვინც შეუძლებელს შენგან მოისურვებს,
რად ეძებ, რად გინდა ვარდები ცისფერი,
განა არ ჯობია თეთრი და წითელი?!

კიპლინგს ახლა რომ ეცხოვრა ცისფერი ვარდის შოვნა ნამდვილად არ გაუჭირდებოდაო laugh.gif

Posted by: TeO Apr 3 2009, 01:09 PM

წუთისოფელი

წუთისოფელი რა არი?
აგორებული ქვა არი.
რა წამს კი დავიბადებით,
იქვე საფლავი მზა არი.

საცა სოფელში მიხვიდე,
სუყველგან ორი გზა არი.
შუაში არის ხმელეთი,
გარშემო დიდი ზღვა არი.

ყველა ადამის შვილი ვართ,
თათარიც ჩვენი ძმა არი.
თუ ქალი გეტყვის დობასა,
ის უკეთესი და არი.

აგრეთი გქონდეს გუნება,
ვით მოწმენდილი ცა არი,
თუ არ იწამებ ამასა,
მუცლით ნაშობი რა არი?

ხალხური

Posted by: TeO Apr 3 2009, 01:09 PM

(...წუთია წუთის ქვეყანა)

წუთია წუთის ქვეყანა, წუთის წუთობით იწვება,
ზოგი ლხინსაა, თამაშსა, ზოგი უცეცხლოდ იწვება.

Posted by: TeO Apr 3 2009, 01:17 PM

Если

О, если ты покоен, не растерян,
Когда теряют головы вокруг,
И если ты себе остался верен,
Когда в тебя не верит лучший друг,
И если ждать умеешь без волненья,
Не станешь ложью отвечать на ложь,
Не будешь злобен, став для всех мишенью,
Но и святым себя не назовешь,

И если ты своей владеешь страстью,
А не тобою властвует она,
И будешь тверд в удаче и в несчастье,
Которым, в сущности, цена одна,
И если ты готов к тому, что слово
Твое в ловушку превращает плут,
И, потерпев крушенье, можешь снова -
Без прежних сил - возобновить свой труд,

И если ты способен все, что стало
Тебе привычным, выложить на стол,
Все проиграть и вновь начать сначала,
Не пожалев того, что приобрел,
И если можешь сердце, нервы, жилы
Так завести, чтобы вперед нестись,
Когда с годами изменяют силы
И только воля говорит: "Держись!" -

И если можешь быть в толпе собою,
При короле с народом связь хранить
И, уважая мнение любое,
Главы перед молвою не клонить,
И если будешь мерить расстоянье
Секундами, пускаясь в дальний бег, -
Земля - твое, мой мальчик, достоянье!
И более того, ты - человек!


Если

О, если разум сохранить сумеешь,
Когда вокруг безумие и ложь,
Поверить в правоту свою - посмеешь,
И мужество признать вину - найдешь,
И если будешь жить, не отвечая
На клевету друзей обидой злой,
Горящий взор врага гасить, встречая,
Улыбкой глаз и речи прямотой,
И если сможешь избежать сомненья,
В тумане дум воздвигнув цель-маяк...

უძლიერესია!

Posted by: anonymouska Apr 5 2009, 04:44 PM

რა უცნაურად შევიჩვიე სიტყვა “ სიმშვიდე”,
ხელთათმანებად წამოვიცვი,
კაშნედ მოვირგე,
მასში დავიგე ქვეშაგები,
სასთუმალი და სურვილები ავიფუმფულე,
სამოცვოლტიან ნათურასაც ვითვინიერებ,
ტკივილის თხრილით შემოვფარგლე ჩემი კარავი
და კართან შიშის მგელიც დავაბი. . . .
რა უცნაურად შევეჩვიე სიტყვას “სიმშვიდე”
და მაინც,
შფოთვის ალვის ხეზე თვალღიას მძინავს.

biggrin.gif

Posted by: anonymouska Apr 5 2009, 08:27 PM

ეს ნიჭი არაა...ეს სიყვარულია, გულიდან გადმობეჭდილი...
სულიდან გადმოხატული და ტვინიდან ამოწერილი....
ეს, ჩემი სულია, სიყვარულის დუელში გამოწვეული.
ეს, ლექსი არა... სიტყვებია, გულიდან ამოხეული.
ეს ნიჭი არაა, დამიჯერე...გულია გადარეული..
მონატრებაა, შეშლილი და გზააბნეული.
არა, მე არ ვარ ყველასაგან გამორჩეული....
ეს, ჩემი სულია, სიყვარულის დუელში გამოწვეული...


არ მახსოვს ეს ადრე დავწერე თუ არა აქ

Posted by: anonymouska Apr 6 2009, 01:51 AM


ისევ ეცემა ფანჯრის მინას წვიმის წვეთები,
ისევ იწვიმა, იწვიმა და კვლავაც დარია,
გულმაც იტირა, იტირა და წვიმის წვეთივით
დაპატარავდა კიდევ უფრო მასზე ძალიან.
ცასაც გული აქვს, ისიც ტირის, ისიც განიცდის
და არ უხდება მარტოობა ღრუბელს ხალიანს,
რომ შემეკითხონ: რას ინატრებდი ყველაზე მეტად?
მზეს ვინატრებდი, სიცოცხლეს და... შენს თავს... ძალიან...


Posted by: lasharela Apr 6 2009, 03:17 PM

პეიზაჟი
ახლიდან ამოვა მზე
ოღონდ ძველი
ქაფქაფა რძე და
თხა მონაწველი
მიწის სურნელი
ნედლი ბალახი
ხეზე ხავსი და
ზოგან ტალახი
ჭრიჭინა, სიო
გიტარა, ბარე...
და ძველთაძველი
ახალი მთვარე

აჰა თეოეს ჩემგან smile.gif გაწმენდა არ ვიცი და... smile.gif

Posted by: TeO Apr 6 2009, 03:31 PM

lasharela
thx smile.gif

Posted by: Shou Apr 8 2009, 06:43 PM

Octavio Paz

----------------------------------------------------------------------------

Two Bodies

Two bodies face to face
Are sometimes like two waves
And the night is an ocean.

Two bodies face to face
Are sometimes like two stones
And the night is a desert.

Two bodies face to face
Are sometimes like the roots
Joined in the night.

Two bodies face to face
Are sometimes like knives
And the night is a lightening.

Two bodies face to face
Are like two stars that fall
In an empty sky.

Posted by: anuchi Apr 9 2009, 01:21 AM

anonymouska

QUOTE
ეძებე იდეალი,მაგრამ მის ძებნაში არ დაკარგო თავი საკუთარი
იპოვე სიყვარული ,მაგრამ მის ძებნაში სხვას არ აურიო გზა-კვალი!
იყავი სანატრელი,მაგრამ მონატრებით მას ნუ გააწამებ!
თავს ნუ გაექცევი თორემ დაბრუნებას ძლიერ დაინანებ!
იყავი ეჭვიანი, ქალი ეჭვისათვის ღმერთმა გააჩინა
მაგრამ შენი ეჭვით მას ნუ შეამოწმებ, გიჯობს.ეგ არ გინდა!
გულში გააღმერთე ,მაგრამ ღვთის გულისთვის იმას ნურას ეტყვი!
თორემ ღმერთი ვარო, კერპად გაგიხდება,ილოცეო გეტყვის!
წასვლას დააპირებს? ნუღარ შეაჩერებ,ის ხომ მაინც წავა
მხოლოდ დაელოდე,ლოცვად იქეცი ადი ანჩის ხატთან
როცა დაბრუნებულს,თვალებს შეახვედრებ არაფერი კითხო,
მხოლოდ გაიღიმე,გულში სიამაყე წამით არ გაივლო!!!



ეს ლექსი ვისია? ბევრი რაღაც არ მომწონს biggrin.gif biggrin.gif

Posted by: anonymouska Apr 9 2009, 08:53 PM

anuchi კონკრეტულად რა? biggrin.gif

მე ორი სტიქონი არ მომწონს secret.gif
ავტორი ნაღდად არ ვიცი

Posted by: anonymouska Apr 11 2009, 02:41 AM


ხომ შეიძლება სხვა იცინოდეს
შენ კი არა და არ გაგეცინოს,
ხომ შეიძლება დაგღალოს დღემ და
ღამე ბალიშზე არ დაგეძინოს.
ხომ შეიძლება მომავლის გარდა
გარდასულ დღეთა სხივზე იღელვო,
სულ ერთი ჭიქა დალიო,მაგრამ
დათვრე და დარდი ამოიმღერო.
ხომ შეიძლება ვარსკვლავი ჩანდეს,
მერე უბრალო შუქი გამოდგეს,
ხომ შეიძლება ლექსს გიბეჭდავდნენ,
გიხაროდეს და არ გიხაროდეს.
ხომ შეიძლება ეტრფოდე იებს
და ენძელების იქცე ძიებად,
გძულდეს და მაინც გიყვარდეს ძლიერ,
ეს ყველაფერი ხომ შეიძლება.
მაგრამ რატომღაც გულშივე ვმალავთ
გულიდან ცივად დაძრულ წყაროებს,
მერე ეჭვები არ გვასვენებენ
და ცხელ ცრემლებად მოწანწკარობენ.
ხომ შეიძლება გზა ვერ გაიგნო,
წყალში იდგე და მაინც იწვოდე,
ხომ შეიძლება მრუდედ გაიგონ
შენი სიცოცხლის ყველა სისწორე.
თქმულს მკითხველები ვეღარ მიგიხვდნენ
ცამდე მართალმა ვეღარ იმართლო,
სიბრძნის კარამდე ისე მიხვიდე,
რომ უმეცრების გიჟად ჩაგთვალონ.
ხომ შეიძლება ეტრფოდე იებს
და ენძელების იქცე ძიებად,
გძულდეს და მაინც გიყვარდეს ძლიერ,
ეს ყველაფერი ხომ შეიძლება.


მორის ფოცხიშვილი

Posted by: anonymouska Apr 11 2009, 05:05 AM

თეთრი სიზმრიდან გამოგეპარე
და გატეხილი ღამე წაგართვი....
შენ მე სახელი გამილამაზე
ბავშვი დამარქვი....
მერე მატარე აღმა და დაღმა
ღიმილის მიღმა ვკერე წუთები...
არ ვიცი საით მივდივარ ახლა
ჯერ არ წავსული უკან ვბრუნდები...
სადღაც ნოტები აშალა ქარმა
და როიალი კოცნის აკორდებს...
მე ისე მინდა არ მყავდე მაგრამ
ისე ,უბრალოდ მაინც მნატრობდე...

Posted by: FEBRUARY Apr 11 2009, 11:41 AM

...
ცამპა ცუმპა პამპარი,
გზაზე ვნახე ლამპარი,
დავდგამ სახლის ბოლოსა
გამინათებს სოროსა.

წინ შემოხვდა ვირთხა
და თაგუნას ჰკითხა
_ეს რა მიგაქვს თაგუნა?
_ბედმა ეს რა გარგუნა?

გააგრძელეთ თუ ვინმემ იცით, მე დამავიწყდა party.gif



Posted by: TeO Apr 11 2009, 07:39 PM

FEBRUARY WOW!!! smile.gif მომეწონააა

Posted by: Zet May 22 2009, 01:02 AM

აი ხალხო ყველაზე მაგარი ლექსები, რუსულად წაიკითხეთ!!!

Цифровые стихи
(читать вслух, с выражением)

Пушкин
17 30 48
140 10 01
126 138
140 3 501

Маяковский
2 46 38 1
116 14 20!
15 14 21
14 0 17

Есенин
14 126 14
132 17 43.
16 42... 511
704 83.
170! 16 39
514 700 142
612 349
17 114 02

Веселые:
2 15 42
42 15
37 08 5
20 20 20!
7 14 105
2 00 13
37 08 5
20 20 20!

Грустные:
511 16
5 20 337
712 19
2247

Частушки:
117 117

Posted by: Shou May 22 2009, 10:01 AM

რა მაგარია. ყველას თავისი განწყობა აქვს. სიტყვები საჭირო არ არის თურმეwink.gif

Posted by: tikoroma May 22 2009, 10:25 AM

შეყვარებულნი ოდეს ქარები...

იასამანი სველ კიბეებთან
რაზე ფიქრობდა?
მისი გაძრცვილი რტო, უყვავილო,
ქარს არ მიჰქონადა...
გულდახურული
მისი რტოები
თავს ძირს იხრიდნენ...
შეყვარებულნი ოდეს ქარები
მუხლს არ იყრიდნენ...
უკვე ზიზღი და სიცივე კრთოდა
მათი თვალებით...
როგორ გულგრილად,
ო, რა გულგრილად
ქროდნენ ქარები...

ლამის მეტირა იასამნების საცოდაობით...

Posted by: tikoroma May 22 2009, 10:30 AM

ბროლს მოამსხვრევს ...

ბროლს მოამსხვრევს თეთრახევა,
ბროლს მოამსხვრევს ბროლიანსა,
შხეფს შეაფრქვევს ვარდკაჭკაჭას,
ლამაზს, ცისფერთოლიანსა,
წამო ჩემთან!
უკაცრავად,
ვერ გაგყვები ცოლიანსა! –
ესალმება ფხოვის ტყეებს,
ტყეებს მწვანე მოლიანსა,
დაჯირას და უკადრისას,
სატყრობელას ჭორიანსა...
არაგვისკენ გზას მიიკვლევს,
გზას ძალიან შორიანსა.

Posted by: TeO May 22 2009, 10:35 AM

QUOTE(ZipCode @ 22nd May 2009 - 01:02 AM) *
Частушки:
117 117

ეს მომეწონა ძალიან smile.gif სუფთა საჩემოა!!

Posted by: Kaspar Hausser Jun 5 2009, 10:33 AM

ხვიარა

ცათამბჯენებივით

“ლიმონები და ფორთოხალები – წმინდა კლემენტის რეკენ ზარები”

ჯორჯ ორუელი


ჩვენ დავემსგავსეთ შიშველ ცათამბჯენებს,
ინდუსტრიული კარმის ენერგიით გამოკვებილ
ტალახისფერ ფაბრიკა-ქარხნებს,
ჩვენ დავემსგავსეთ ეკლებდამტვრეულ
გამხმარ კაქტუსებს – წითელ პრერიებში.
ყოველი ჩვენი ამოსუნთქვა გავს ძველისძველი
ავტომობილების ნაცრისფერ გამონაბოლქვს
და ყოველ დილით, გაღვიძებისას,
ვრახრახებთ და ვწრიპინებთ,
როგორც გაზონსაკრეჭი მანქანები.
ჩვენ დავემსგავსეთ საკუთარ ფრჩხილებს,
უპეგადიდებულ თვალების მიღმა დარჩენილ სივრცეს
და ქაოსს, რომელიც ვიწრო ქუჩებში
დასრიალებს ჩხრიალა გველივით.
სანაგვე ურნებში აღმოჩენილ საჭმლის ნარჩენებივით
გვტკივა და გვიხარია, რომ ვიღაცისთვის
ჯერ კიდევ წარმოვადგენთ სასიცოცხლო მნიშვნელობის,
თუმცაღა ჯანმრთელობისთვის საშიშ წარმონაქმნებს.
ჩვენ დავემსგავსეთ ცათამბჯენების ფანჯრებიდან
უდროო დროს გადმოყრილ გაფუჭებულ საათებს,
გვიჭირს დავინახოთ სამყარო საკუთარ ქუთუთოებს მიღმა.
როგორ შეიცვალნენ ბავშვობისას,
ღრუბლების ფორმებში დანახული არსებები,
როგორ გაეზარდათ დინგები, რქები, ჩლიქები..
სადღაც არსებობს პლასტმასის ზარების სამრეკლო,
პოლიეთილენის გუმბათებით
და მათი ხმები ლეიტმოტივად ედებიან ჩვენს გაღვიძებას,
ჩვენს ღიმილებს, იავნანებს და შემდეგ სიზმრებს.
ჩვენ დავემსგავსეთ კლავიშაცვენილ როიალებს,
რომლებიც უკაცრიელ გზებზე
მარტოდ დარჩენილი ჰიჩჰაიკერებივით
დაგორავენ ქვაფენილიან დაღმართებზე,
ხანდახან გვესმის საიდანღაც ძაღლების ქშენა,
ხანდახან გვესმის.
და უფრო ხშირად სიჩუმეა, სრული სიჩუმე,
რომლის გარეშეც ჩვენ ვერ ვხვდებით ვსუნთქავთ თუ არა,
რომლის გარეშეც ვეღარ ვხედავთ
ერთმანეთის ტუჩებს შორის დარჩენილ ნაპრალს
და უსასრულოდ გაკივიან ჯართის ქარხნების საკვამურები,
როგორც დედები, ომში დახოცილი შვილების სასაფლაოზე.
ჩვენ დავემსგავსეთ ერთმანეთის უნაკლო კლონებს
და შენ კი მაღლა, ალბათ ახლა
ვეღარც კი არჩევ მომაკვდავებს ჩვილებისაგან,
რომ საგვამე ორმოები გაუნაწილო ადამიანებს.
როგორ ცივა ყოველთვის, როცა თიბავენ ქუჩებს..
როგორ ცივა ყოველთვის, როცა მოთიბული ქუჩების მიღმა
ჩანან ქაღალდის ეკლესიები
და ღმერთი, რომელიც უკვე რა ხანია ჩვენ დაგვემსგავსა.



Posted by: Kaspar Hausser Jun 5 2009, 10:38 AM

http://www.link.ge/file/244008/Anjelika-Akbar---Hope.mp3.html

Posted by: Shou Jun 12 2009, 11:32 AM




Сколько их сидит у тебя в подрёберье,

бриллиантов, вынутых из руды,

сколько лет ты пишешь о них подробные,

нескончаемые труды,

да, о каждом песенку, декларацию,

книгу, мраморную скрижаль –

пока свет очей не пришлет дурацкую

смску «Мне очень жаль».

Пока в ночь не выйдешь, зубами клацая,

ни одной машины в такой глуши.

Там уже их целая резервация,

этих мальчиков без души.

Детка-детка, ты состоишь из лампочек,

просто лампочек в сотню ватт.

Ты обычный маленький робот-плакальщик,

и никто здесь не виноват.

Символы латинские, буквы русские,
глазки светятся лучево,

а о личном счастье в твоей инструкции

не написано ничего.

Счастье, детка – это другие тетеньки,

волчья хватка, стальная нить.

Сиди тихо, кушай антибиотики

и пожалуйста, хватит ныть.

Черт тебя несет к дуракам напыщенным,

этот был циничен, тот вечно пьян,

только ты пропорота каждым прищуром,

словно мученик Себастьян.

Поправляйся, детка, иди с любыми мсти,

божьи шуточки матеря;

из твоей отчаянной нелюбимости

можно строить концлагеря.

Можно делать бомбы – и будет лужица

вместо нескольких городов.

Эти люди просто умрут от ужаса,

не останется и следов.

Вот такого ужаса, из Малхолланда,

Сайлент Хилла, дурного сна –

да, я знаю, детка, тебе так холодно,

не твоя в этот раз весна.

Ты боишься, что так и сдохнешь, сирая,

в этот вторник, другой четверг –

всех своих любимых экранизируя

на изнанке прикрытых век.

Так и будет. Девочки купят платьишек,

твоих милых сведут с ума.

Уже Пасха, маленький робот-плакальщик.

Просто ядерная зима.

Posted by: TeO Jun 12 2009, 12:18 PM

Shou ეს რა არის? blink.gif საიდანა?

Posted by: Shou Jun 12 2009, 12:37 PM

მეგობრისგანsmile.gif სატიკია მაგრამ კარგად ანჯღრევს და იქნებ უკეთესი შედეგი მოაქვს ვიდრე შაქარლამებს. ვინ იცის მერი.. wink.gif

Posted by: Shou Jun 16 2009, 12:37 PM

Полночных солнц к себе нас манят цветы…
В колодцах труб пытливый тонет взгляд.
Алмазный бег вселенные стремят:
Системы Звезд, туманности, планеты,

От Альфы Пса до Веги и от Беты
Медведицы до трепетных Плеяд –
Они простор небесный бороздят,
Творя во тьме свершенья и обеты.

О, пыль миров! О, рой, священных пчел!
Я исследил, измерил, взвесил, счел,
Дал имена, составил карты, сметы…..

Но ужас звезд от знанья не потух,
Мы помним все: наш древний, темный дух,
Ах, не крешëн в глубоких водах Леты!

Максимилиан Ворошин

Из венка сонетов “Corona Astralis” 1909 г.

Posted by: Kaspar Hausser Jun 18 2009, 10:17 AM

ჰირან!

ოვვა იალა!
დილა იწყება კვნესით..
რა უცნაური სიყვარული სცოდნიათ აღმოსავლეთში,
ფიქრის ღრუბლებით მოქუფრული,
ყოველ გამოხედვას ფერი აქვს წვიმის და წვიმა კი არ ჩანს..
ეს სამეფოა განწირული ემბრიონების..
ოვვა იალა!

მინარეთებზე შემომჯდარი პატიოსნება
ხარბად ეტანება ამერიკულ წყურვილს..
რა უცნაური ფიქრი სცოდნიათ აღმოსავლეთში,
თითქოს აქ მხოლოდ ცაა წყნარი, მზეა ღიმილის,
მაგრამ სულ მიწას ჩასჩერებიან ტირიფებივით
და ბავშვი, ცრემლით ხელ-პირს რომ იბანს განთიადისას,
ოცნებობს მხოლოდ ავტომატზე, ბევრი ტყვიებით..
და აქ თოჯინებს მიუჩინეს რა ხანია მყუდრო ადგილი,
ცეცხლის ზვინებში, მიწის ღრმულებში..
ჰირან! ოვვა იალა!
გაკივლებული ვნებებით
და მზის ჩასვლისას მიძინებული ანგელოსებით..
აქ ყოველ წამს სჭედავენ თვალების ამბოხს,
თქრიალით ღვრიან საკუთარ სისხლს გასამრავლებლად,
სერავენ ღურბლებს წვეტიანი მზერის ისრებით
და არც ელიან ცისგან შვებას..

ოვვა იალა!
დღე სრულდება კვნესით დაღლილი ქალებით
და ბავშვები ტალახებში იბანენ ფეხებს..
ჰირან! ოვვა იალა!
დაწნეხილი ოცნებებით გაზიპულ თმებსაც
ხშირად ეტყობათ წუხანდელი ნაოცნებარი ამერიკაზე..
ეს სამყაროა დაჩეხილი ემბრიონების,
და გამოჭვარტლულ თვალის გუგებს დანით ხეთქავენ,
რომ აღარასდროს დაინახონ ბავშვების ომი
და მინარეთზე შემომდგარი მოლა მძინარე..
ოვვა იალა! ჰირან! ოვვა იალა!
რა უცნაური სიყვარული სცოდნიათ აღმოსავლეთში..
გაყვითლებული კოცნებით და რაჰათლუჰუმით..
და სიტკბო აღწევს მხოლოდ პირის გამოქვაბულში,
იმის იქით კი მთები მწარედ იგრიხებიან..
ჰირან! ოვვა იალა!
ოვვა იალა, ჰირან! არ ჩაგეძინოს!


http://files.ge/file/38895/Sound-1-wav.html ავტორივე კითხულობს.. smile.gif

Posted by: anuchi Jun 20 2009, 02:37 AM

Kaspar Hausser

ნუ შეგვჭამე კაცო ამ ხვიარათი, ისედაც ყველას გვიყვარს ვახ.. მოგვბეზრდება იცოდე "ხშირად შევევა გულცივობის არის მიზეზი" laugh.gif


აი ჩემი სყვარელი ლექსი wub.gif

რილკე


პატარა ბიჭო, თვალები გაქვს ისეთი დიდი,
ღამით აჩრდილებს უნდა ხედავდე,
მოჩვენებანი მოჰყვებიან ბინდის სიგრილეს
და ფიქალივით თეთრ ხელებში გათენებამდე
აელვარებენ სიზმარეულ წითელ გვირგვინებს.
მერე კი,დღისით,თითქოს თვალზე ლიბრი გედება,
დღიურ ყოფასთან სული შენი აღარ მიგიშვებს,
და იმდაგვარი სურვილები დაგებედება
რომელთაც სხვანი მიგითვლიან სნება-სიგიჟედ.

ვგრძნობ ფართო თვალებს მალე შენსავ სულში მიაქცევ
და ამაოთა ხმამაღლობას განერიდები,
ამაყი სევდით გაეცლები ქვეყნის ღრიანცელს
და ამ ცხოვრებას, უმძიმესი ტყვიიის თითებით
ნაზად მოვერცხლილი შენი სულის სიმს რომ აწვალებს
და ცდილობს მასზე წარმავალი ჰანგი დაუკრას,
მდუმარ ღამეზე გასცვლი,იქნებ კიდეც გასცვალე
და ჩვეულებრივ სურვილებსაც ბაგეს აუკრავ
იზეიმებენ ღამის ტევრში შენს დაბრუნებას
კენწეროები, გამოკრთება შორი ნუგეშიც,
შენი სხეულის გააშიშვლებ ჩუმ საგალობლებს
და იმათ ბრწყინვას წაიკითხავ მთვარის გუბეში.

Posted by: anuchi Jun 20 2009, 01:33 PM

Zet

ვაა.. არ ველოდი რო წავიკითხე მართლა ქონდა ეფექტი smile.gif


ნეტავ სად იბადები მშვენიერებავ
ლურჯი ზეცა გაქვს სათავედ თუ შავი ქვესკნელი
შენი მზერიდან თითქოს გულში ღვინო გვეღვრება
ღვინო სიკეთის და სიავის ერთად მთესველი..

ალიონია შენ თვალებში, თანაც დაისი..
აფრქვევ სურნელებს, ვით საღამო ამოდ მშფოთვარი
ყრმა განადიდე, ტიტანი კი მუხლზე დაისვი,
ოდეს იგემეს ბაგე შენი, ხიბლის მთხოვარი..

უფსკრულით მოხვალ თუ ვარსკვლავთა მხრიდან ეშვები-
ფინიასავით გდევს იღბალი, ქალურო კალთავ..
უბედურებას და სიხარულს აბნევ პეშვებით,
პასუხს არ აგებ არაფერზე, ყოველს კი მართავ..

მკვდარ სხეულებზე დააბიჯებ, ღიმმორეული,
შიშიც ხიბლია თუ დაჰკიდებ შენს სამკაულებს,
და თვით მკვლელობა, სამშვენისი შენი რჩეული,
მაგ ზვიად ფაშვზე სატრფიალო როკვას ასრულებს..

შენსკენ სანთელო, ბრმა ფარვანა მოექანება,
იხრუკება და ამბობს: "ვლოცოთ ეს ჩირაღდანი"..
ჰგავს იმ მომაკვდავს , თავის საფლავს რომ ეტმასნება,
სატრფოს გარშემო მოფარფატე მიჯნურის ტანი..

ან რა აზრი აქვს - ცით მოდიხარ, თუ ჯოჯოხეთით..
მშვენიერებავ, საზარელო, ჩვილო ურჩხულო!
თუკი მაგ სახის , მაგ ღიმილის, მაგ ტერფთა ხედვით,
ვხედავ უსაზღვროს, რას ვერ ვხსნი და რითაც ვსულდგმულობ..

ჰო, რა აზრი აქვს, ო, ფერიავ ხავერდისთვალა,
სერაფიმი გშობს, სირინოზი, ღმერთი თუ ეშმა,
თუ გქმნის, სურნელო, რიტმო, ელვავ,ჩემს დედოფალად,
და მწედ - ვითმინო წუთისოფლის უღელქვეშ შებმა...

ბოდლერი.

Posted by: Kaspar Hausser Jun 21 2009, 10:58 AM

anuchi

დავიწყებ მაშინ ეხლა კოშკას... და დამადებენ კიდეც სამ წლიან ბანს.. biggrin.gif D:

Posted by: Shou Jun 21 2009, 09:49 PM

"Предчувствие"

Глухими тропами, среди густой травы,
Уйду бродить я голубыми вечерами;
Коснется ветер непокрытой головы,
И свежесть чувствовать я буду под ногами.

Мне бесконечная любовь наполнит грудь.
Но буду я молчать и все слова забуду.
Я, как цыган, уйду -- все дальше, дальше в путь!
И словно с женщиной, с Природой счастлив буду.

Артюр Рембо

Posted by: anuchi Jun 22 2009, 10:42 AM

Kaspar Hausser

არა დადე, მაგრამ სხვებსაც ნუ დაივიწყებ wink.gif

ალექსა wub.gif


ვარდისფერი აბსურდი

1
მუშტების მაგივრად, ბუშტები ვურტყათ ერთმანეთს და ვიცინოთ
ბევრი. ეს არის ცხოვრების ერთადერთი აზრი. ალბათ.

ცხოვრება ხომ ვარდისფერი ბუშტია ცაში.
ცხოვრება ხომ შენ ხარ და მე ვარ.
ცხოვრება ხომ კოსმიური ვეილს კონცენტრაციაა.
ცხოვრება ხომ ბავშვია, ნაყინს რომ ლოკავს.
ცხოვრება ხომ ვარდისფერი აბსურდია.
ცხოვრება ხომ კატაა, წინ რომ გადაგირბენს.

ყველაფერი მარტივია, როგორც ჰაიკუ. ეს წუთიც ჰაიკუა წვი-
მის წვეთებზე, ჩემს პოზაზე, გალუმპულ ბეღურაზე, ნაცნობი
ადამიანის სიარულის მანერაზე, გაკრულ ნაწერზე. დრო თითქ-
მის არასდოს არ ჩერდება. კოსმოსში მილიონობით ბოთლი
დაცურავს, რომელშიც წერილებია: “მიშველეთ, მარტო ვარ
დედამიწაზე . . .” ჩემი ყოფნის ჩემეული კონცეფცია კი იმდენად
ალოგიკურია, რომ მეც მეშინია მარტოობის. ეგოისტი ვარ? ალ-
ბათ ყველაზე ნაკლებად. იდიოტი, გიჟი? ეგ კიდევ შეიძლება

ფანჯრის ქვეშ ვზივარ და ძალიან მიყვარს ამ სიმღერის და-
საწყისი, “სარკალური ნირვანა” რომ ჰქვია. ნოსტალგია მაქვს.
ვფიქრობ რომ ყველაფერ მაღალფარდოვანს აზრი ეკარგება,
როცა შენზე ვფიქრობ და მინდა დავწერო ეს: “მე გავურითმავ
ტუჩებს, შენს ნაკვთებს. . . ” რაში გვარგია სრულყოფილება?
როცა აღარაფერი მაინტერესებს და მხოლოდ ფურცლეზე ვხ-
ატავ კეთილი სახის, პატარა კაცუნებს. დეპრესიაში ვარ.

უცნობმა გოგომ მითხრა, თუ დეპრესია გაქვს, საკუთარ თავს
ჩაუღრმავდიო. ვერ მივხვდი როგორ. ალბათ გავმარტივდი
ძალიან

უბრალოდ მეოცნებე ვარ. გავნსხვავდები სხვებისგან. დიდი
ხანია თავში ამივარდა და აცილდა კიდეც ჩემს სხეულს. ავა-
რდა სადღაც ვარდისფერი პლანეტისკენ, რომელიც გულზე
მკიდია და ხელში მიჭირავს. არაფერი არ ვიცი. გაფრენა მინდა!
არ მინდა ვიყო ამ სამხედრო მანქანის ნაწილი. არ მინდა ვიყო
მზრუნველი მამა, მოსიყვარულე ქმარი და სიყვარული მხოლოდ
ხანმოკლე სიზმარი იყოს ჩემთვის. სიყვარული ჩემი ცხოვრების
წესია და მე ვიცი რასაც ვამბობ. მე მეოცნებე ვარ. ადამიანების
უმრავლესობა კი გავს დამსკდარ ასფალტზე, კატაფალკიდან
გადმოვარდნილ ყვავილს, ისევ კატაფალკას რომ მისდევს.

მომბეზრდა ამდენი უაზრო პასუხისმგებლობა. გამოზომილი,
გათვლილი, დაგეგმილი კვირეები უნდა გავცვალო ერთ ლამაზ
დღეზე, როცა გაიქცევი იქ, სადაც ცხოვრობენ შენი ოცნებები . . .

2.
მზე გავიდა და ღამე ისე მოიჯახუნა, რომ ძაღლები აყეფდნენ.
წვიმაც წავიდა და დატოვა მხოლოდ მოწყენილება, გუბეები
და ელექტროსადენებზე, სკამებზე, ფოთლებზე მოსრიალე
წვეთები, რომელთაც სიბნელეში ვეღარ ხედავ. ლუდი მომინდა
ან რამე უფრო მაგარი
სიკვდილი?

3.
მე მისანი ვარ, საიდუმლოს გაგანდობთ:
არსებობს წიგნი და ეს წიგნი კოსმიური სივრცეა.
ჩვენი გალაქტიკა იმ დამწერლობის ერთი ასოა,
რომლითაც ეს წიგნი იწერება.
თითოეული ადამიანი ერთი წინადადებაა ამ წიგნიდან.
წინადადების ყოველი სიტყვა მტრედის სიზმარია.
მტრედი – ვარდისფერი ნათებაა.
მტრედის სიზმარი – სიტუაციებია,
რომელთაც ადამიანი ან ქმნის ან ვერ ქმნის.
მტრედი წიგნია დიდი, ვარდისფერი აბსურდის არსი.
ყოველი მომენტი ცხოვრების, წიგნის ერთი თავია.
დაბადება და სიკვდილი, მხოლოდ გზაა – არარსებული.
ყოველი დღე ჩვენთვის ტალღაა სიცარიელიდან.
ბუნების კანონები – სისულელეა.
სიცარიელე – ვარდისფერი აბსურდია.
ვარდისფერი აბსურდი – “ოქროს უსასრულობა”

4.
გავაღე კარი. ორპირმა ქარმა ფარდა ააფრიალა. მომინდა ორივე
ხელის გაშლა და გაფრენა. თვალები დავხუჭე. კარი ქარმა მია-
ჯახუნა. ხმაური აღვიქვი, როგორც სამუდამოდ მიტოვებულის ფიქრები ამოხვნეშა. ფიქრები გაფრინდნენ სადღაც შორს, თუმცა ჩემგან
არც წასულან, სიკვდილთან ერთად დაიწყეს სეირნობა და აუტა-
ნელი ხმით ძახილი ამიტეხეს. ფანჯარაში დავდექი, ქარიშხალი
ვაჩუქე სხეულს. მთვარე დავინახე უზარმაზარი და კიდევ ერთი
შორეული ვარსკვლავი მომეჩვენა, რომ შენ მომეჩვენე, როგორც
კადრი დაუვიწყარი: ხიდი ზღვისკენ მიმავალი და კიბეები. შენი
ფეხები, თმები, ზურგი. შენი ხმა და სირბილი ზღვისკენ. შენ
ერთადერთი გესმის ჩემი და ზღვის. ველოდებით ჩასვლას მზის.
გვეჩქარება ღამეში. გვეჩქარება ჩვენს ვარდისფერ ოთახში, საიდა-
ნაც არასოდეს გამოვდივართ. ჩვენი ოთახი – ზღვის სანაპიროა,
ჩვენი ოთახი – სკამია, მიტოვებულ ბაღში. ჩვენი ოთახი – კიბეებია,
ძველი ბიბლიოთეკის. ჩვენი ოთახი – ერთმანეთის ტუჩებია . . .

გახსოვს? გითხარი: ეს ბავშვი, ჩვენი შვილი რომ იყოს. შენ
შემომხედე და გვირილებს მოკიდე ხელი. გახსოვს? გაიღვიძე
და გამიღიმე. დალიე ჩაი, ჩამეხუტე. მე გაკოცე. გახსოვს?
წყალი მთხოვე და დამემალე. სულელო, მე მოვალ შენთან მალე
გახსოვს? ერთად ვიჯექით და ვფიქრობდით სახლზე, ტბის
პირას ტყეში.

ნაწვიმარ ტყეში შეპარული მზის სხივები. ტოტიდან ტოტზე სხ-
ლტებიან წვეთები. ჩიტები. ტბა ლივლივებს, ირეკლავს ხეებს და
სახლს. ნავი ტბაში, ჰგავს მოწყენილ სახლს, რომელიც გველო-
დება. სახლი ჰგავს შენს სევდიან თვალებს . . .

შენი თვალები არ მინახავს, უკვე მეორე კვირაა. უფრო ხშირად
ვფიქრობ შენზე.

5.
“ რას შვები ვარდისფერო ბაბუაწვერავ? მე ვარდისფერმა
ციცინათელებმა მთვარეზე ამიყვანეს და გამჭირვალე პეპლებს
ვეთამაშები. მოციმციმე ვარსკვლავებს კი შენზე ვეჭორავები.
მაგრამ რომ მცივა, რა ვქნაა?”

6.
არაფერი არ არის მნიშვნელოვანი და ყველაფერს თავისი
მნიშვნელობა აქვს. ყოველი დღე გვაახლოებს დასასრულს,
დასასრულს, რომელიც არ არსებობს. მატარებელი სადგურისკენ
მიდის, ავარია გარდაუვალია

როცა დაინახავ როგორ ხტება შავი მინებით შემინული ბიზ-
ნესცენტრის სახურავიდან შენი ოცნების ქალი, შიშველი და
აპათიური. როცა მიახლოვდები მის გვამს და სისხლის გუბეში
დაინახავ შენს ანარეკლს, მიხვდები რომ ერთადერთი რაც შე-
გიძლია სიყვარულია . . .

და რომ სიყვარული უკვდავება არ არის, მას შეუძლია მხოლოდ
განაპირობოს დანაპირების უნაპირობა. დანაპირების რომელსაც
ყოველწამს ვაძლევთ თავს, მაგრამ არ ვიცით ამის შესახებ.

როცა მთელი ღამე წვიმა არ წყდება, დილას აღებ ფანჯარას
და ხედავ ხეზე დაკიდებულ სველ, დაწყვეტლ გულებს . . . ხედავ
მიწას მიმოფანტულს დაჭმუჭნული ქაღალდებით, ორქიდეებით
და დახოცილი მტრედებით, მუზების მუზეუმის ექსპონანტებს
რომ ჰგვანან. ხვდები, რომ ცხოვრება წყვეტილია.

როცა დაინახავ შაქრის გზას, რომლითაც მიყვები გოგონას
რომელიც ბრუნდება მაღაზიიდან სახლში გახვეული ცელოფ-
ნით იგრძნობ რომ საოცრად კეთილი, ჭკვიანი და ზარმაცი
ჭიანჭველა ხარ.

წადი ვარდებით უფსკრულისკენ!
საკრალურია, ნაკვალევი რომ მიდის ცისკენ,
რომელიც წითელი ფრინველებით არის დაფარული.
გაჩერდი უფსკრულთან !
გაჩერდი მზის სხივებით ფარდამსხვრეული ფარაონივით,
გაჩერდი ბრმა ბალერინასავით,
გაჩერდი უსახლკარო ლოკოკინასავით
და თქვი: მე მინდა გაფრენა !

მე ვიფარფატებ, პეპელად რომ გადავიქცევი. გვირილებით მორ-
თული ციდან კი დაეშვება ვარდისფერი ანგელოზი და შეეცდება
ჩემს დაჭერას . . .

7.
ვუყურებ ზღვას და ზღვაში მზეს,
მზეში ვარდს და ვარდში შენ.
ვუყურებ ცას და ცაში მტრედს,
მტრედში ბავშვს და ბავშვში შენ.
გიყურებ შენ და შენში . . .

8.
მინდორი. გვირილები.
ვარდისფერი ბაბუაწვერა.
მოწყენილი ვარდისფერი ბეკეკა.

9.
საიდუმლო მეორე: მე ვბაძავ ჯეკ კერუაკს, იმიტომ რომ ისიც
მომბაძავდა, ჩემს შემდეგ რომ ეცხოვრა.

10.

და ბოლოს, როგორც ჩემი მეგობარი ქრისტე იტყოდა: გიყვარდეთ
ერთმანეთი . . .


(ზეპირად უნდა ისწავლოთ ყველამ biggrin.gif )

Posted by: anuchi Jun 22 2009, 10:47 AM

Kaspar Hausser

აჰა შენ გიძღვნი ამეებს laugh.gif


მეო
........................................

ჩემი ფიქრები ოქროსფერ ლაბირინთებად იქცნენ,
რომლებშიც უსასრულოდ დავხეტიალობ
და კარს ვერ ვპოულობ..
ჩემი სიტყვები მგლების ყმუილია,
გაურკვეველი და უმისამართო,
მაგრამ საოცრად მგრძნობიარე..
ჩემი თვალები შენი სარკეა
და მათში ყოველდღიურად მილიონი “შენ” ირეკლება,
მაგრამ მათგან მხოლოდ სამს სურს “მე”:
მზეს, მთვარეს და ნაგვის ურნას...
ჩემი შარვლის ჯიბეები ნაგავსაყრელებია,
რომლებშიც ინახება მთვარის ფოტოსურათი,
ჭუჭყიანი ირემი დახლართული რქებით
და სიამაყე..

რად გინდა ლირიკა,
როცა ცას ვერ მართავ,
ვიცი გამირიყავ,
ვიცი გადამმარხავ,
რად გინდა ჭაობი,
ბგერების მკვლელობა,
მე - არარაობა,
შენ - მიმზიდველობა..
რად გინდა მორალი
ხმლით ამოქარგული,
მე - ნამათხოვრალი,
შენ - გადაკარგული..

მე მწვავს ცხელი ქარის ნექტრიანი პირი..
მე მწვავს ყინულების ცივი სურნელი..
მე მწვანე ფიფქების სამშობლოში დავიბადე..
მე მწოლიარე ოცნებების ეზოში გავიზარდე..
მე მწუხარე გვირილების ქვეყანაში ვცხოვრობ..
მე უმწიკვლო ვარ, როგორც პოეტი
და გახრწნილი, როგორც გალაკტიონი..
შენ კი ადამიანო ჩონჩხებს ეტრფი..
ლორწოვან სხეულებს ემონები..
დუჟჩაქცეული თვალების გჯერა..

გამოდით, დადექით ოცნების საზღვარზე,
გამოდით, შეხედეთ ტალახის ქვეყანას,
აქ არვინ არ ფიქრობს მომავლის საგზალზე,
აქ გვირგვინს ეკლების ტყე შემოეხანა..
გამოდით, ჩახედეთ თვალებში მათხოვრებს,
გამოდით, იგემეთ სისხლის კოქტეილი,
თქვენგან დღეს სინდისი ფიქრებს ინათხოვრებს,
თქვენგან დღეს ჯოჯოხეთს მიუვა წერილი..

ოქროს ოკეანე ასი ათასჯერ ბევრ ვულკანს ინახავს,
ვულკანები გრძნობენ ზეწოლას,
კრატერები ფართოვდებიან,
შიგნით დუღს უსამართლობა..
დუღს ტკივილი..
დუღს სული..
ოკეანეს ეცოდება თავისი შვილები
და ერთხელაც გადაწყვეტს რომ გაათავისუფლოს ისინი,
ის მოიგლეჯს საკუთარ საშოს
და ათასწლეულებით ნადუღარი ლავა
თითოეული თქვენგანის ტვინებს გადაეღვრება..
და დაწვავს როგორც დაწვით ბრუნო..
და დაახრჩობს
როგორც უამრავ, ქვეყნად მიმობნეულ იუდას ნაწილაკებს..
მე კი მიყვარს იუდა..
რადგან მან აღიარა და შეიყვარა სიკვდილი..

დუმილი მიხეთქავს დანაცრულ ბაგეებს,
პირიდან მასკდება მაგმური ცხელება,
მალე თქვენ დალეწავთ ჩემს თვალებს - სარკეებს,
მალე თქვენი თმები შემომეთელება,
ოქროს ვულკანები დახრავენ კიდურებს,
დაანაკუწებენ თვალების უპეებს,
მე თქვენი ცრემლები ვერ გამაბითურებს,
მე უკვე ვუყურებ ცრუ სისხლის გუბეებს..

ჩემი ფიქრები ოქროსფერ ლაბირინთებად იქცნენ,
რომლებშიც უსასრულოდ დავხეტიალობ
და ვეძებ მინოტავრს...
და ვეძებ საკუთარ ანარეკლს..
და გეძებ შენ, მეო...



* * *

სადაც არ არსებობს დრო..
ჩვენ ვერითმებით სარკეებს
და პელევდიკეის არილთა არმია ჩვენი სათაურია..
სადაც არ არსებობს სინათლე..
გახსოვდეს,
სიცოცხლის იქით რომ სულთა სამეფოა
და იმ სამეფოს იქით რომ კიდევ სიცოცხლე სჩანს
ჩვენ იქაც სარკეებს ვემსგავსებით,
ერთმანეთში ჩასახულ და არეკლილ სარკეებს,
რომლებიც ბადებენ და ითავსებენ სხვებს
და იმ სხვებში საკუთარ თავს
და რომ არ არსებობს ზღვარი,
ეს მხოლოდ ჩვენი ეპიგრაფია..

დღეებს გაღმა ფარდებია,
დანალექი იონები..
ხმები წარსულს ბარდებიან,
ჩუმი აპპასიონები,
მხოლოდ განცდებს ავიწყდებათ
გარიყული ღამეები..
ხანდახან რომ წამი წყდება,
რატომ სდუმან კამეები?
დღეებს გაღმა თვალებია,
სევდიანი კელიები,
შენი სუნთქვა მყვარებია,
როგორც ცისკრის რელიეფი

სადღაც არ არსებობს ფიქრი..
გრძნობების იმპერიაში გონება პერსონა ნონ გრატაა,
ეს ჩვენი სამყაროა..
შენი და ჩემი..
მხოლოდ თვალების..
ფერების..
ფერების ფერების..
და ფერების ფერებით ჩვენ ვფრინდებით
სიძნელეთში..
სადაც მთავარი კანონი სიმარტივეა..
ოდესმე შენი კანისფერი ოკეანეს აღაფრთოვანებს
და ის წყალს შეიღებავს,
მერე მე გავიცნობ შენი ფიქრისფერ ქალთევზებს,
შენი სულისფერ თვალებს გავახელ
და სულ შენს გრძნობისფერ სამეფოში ვიცხოვრებ..
და რომ არ არსებობს ფიქრი,
ეს მხოლოდ ჩვენი პროლოგია..

სვიებით მოხატულ ნაცრისფერ წარსულში
ქარებმა აწამეს ფერადი მთვარე..
იხილეთ ლეგენდა კასანდრას სიმართლის,
მე ვერ მოვასწარი რომ დამეთვალე..
მე მხოლოდ ვღებავდი მიწიერ ბიბლიას
და ღმერთმა მიამბო ამბავი შენი,
გახსოვდეს, სიცოცხლე უსრული ციფრია,
ხან წარღვნის მომტანი, ხან დილის მშვენი..
გახსოვდეს, სინათლე ყრუ ლექსის სტროფია,
ქარებად შენიღბა ეკლების კიბე,
მზის დაავადება უბრალოდ ცოფია..
მე ვერ მოვახერხე, რომ შემეკრიბე..
და ნისლის ქუჩაზე ფიქრების კუთხეში
თმაზე ცისარტყელით გიხილე ისევ..

სადაც არ არსებობს დრო..
ჩვენ ვერითმებით ერთმანეთს
და ოკეანური სარკეთა დარბაზი ჩვენ რომ გვცემს თაყვანს,
ჩვენი სიყვარულის პოემაა, დედა..


ხვიარა


Posted by: anuchi Jun 22 2009, 10:47 AM

_ საა..
გძინავს?
ჯერ არ დაიძინო რა, სა..
შენთან ლაპარაკი მინდა..
სა,
იცი, მე ისევ მაწუხებს სუიციდი,
დღეს გიყურებდი და ვერც..
სა, იცი, ისე რთულია გაძვრე უდაბნოში,
რომ მე ისევ უწყლოდ ვრჩები..
სიცივემ ხელები დაისერა და სისხლი სულ მე მასვა,
მერე კი შენზე მელაპარაკა, სა..
ჩემი თვალები თაღებად ეფარებიან ტკივილს
და მე სულ ვსველდები, როცა წვიმს,
რადგან შენ მახსენდები და ვტირი..
სა,
ვიცი ისევ გაწუხებს სუიციდი..
ვიცი, რწმენამდე გზებია, რომლებზეც შენ ჩაგქოლავენ,
სულ 3 გზაა, სა,
ტკივილი, სიცივე და სევდა,
იცი, მე სულ მინდოდა შენთან ერთად მეფრინა ცაში,
სა, მოდი რა, ნუ ვივლით გზებით,
უბრალოდ ერთხელაც დავიკიდოთ ეს დედანატირები მიმართულებები:
მარჯვნივ, მარცხნივ, წინ და უკან..
მოდი რა, დავიკიდოთ და უბრალოდ ზემოთ წავიდეთ..
შენ ხომ იცი ფრენა?
ხომ შემპირდი გასწავლიო,
ჰოდა..
სა..
იცი, გუშინ შენი დღიური წავიკითხე,
ვიცი..
ვიცი ისევ გაწუხებს წვივების ტკივილი,
მე კი სულ მინდა დაგარწმუნო, რომ
ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმას,
რომ შენ ფეხს მოგაჭრიან..
მე მაშინაც მიყვარდი, როცა მანქანამ დაგარტყა
და 3 დღის განმავლობაში, ექიმები მხოლოდ შენს სიკვდილს ვარაუდობდნენ..
სა..
ალბათ დღესაც არაფერი გიჭამია..
იცი, გუშინ ქუდი მოგიქსოვე,
მინდა, რომ სულ თავზე გეფაროს, თორემ გამიცივდები..
შენ ხომ ისეთი სუსტი ხარ, რომ სულ ავადმყოფობ..
სა..
მოიხსენი რა ეგ სათვალე,
მოიხსენი ეგ შავი სათვალე,
არ გიხდება,
შენს თავს ვფიცავარ, არ გიხდება..
შეხედე მზეს და იფიქრე..
ჩემზე ნუ იფიქრებ,
უბრალოდ, მიხვდი, რომ მარტო არ ხარ
და ის ხმელი ჭადარიც, რომელზეც ბავშვობიდან ცდილობ აძვრე,
მხოლოდ ილუზიაა,
და არანაირი ნატვრის ხე არ არსებობს..
სა..
გამიგონე რა..
მე ისევ ვთოვ და არასოდეს მოგცემ იმის საშუალებას,
რომ შენი ახალი პალტო ჩაიცვა,
არ გიხდება შავი, სა.. არა..
ვიცი, ყოველ დილით უყრი ბეღურებს
შენი საუზმიდან გადარჩენილ ნამცეცებს,
არადა ამ ბოლო დროს სულ აღარ ჭამ, ხომ ვიცი..
ვიცი..
ვიცი, სა, მეც გახსოვარ,
ვიცი შენ უკვე ისე შეეჩვიე უდაბნოს,
რომ აღარც კი გახსოვს ბოლოს როდის იყავი მყინვარზე,
მე კი სულ გელოდები..
ჩემი სახლის უკან რომ ქუჩაა, იქ გელოდები..
ქაშუეთის წინ რომ მათხოვარია, იქ გელოდები..
ცაში ნაწვიმარზე გელოდები
და ხვალ, მთაწმინდას რომ პანთეონში დაასაფლავებენ,
იქაც დაგელოდები..
და ვიცი, მოხვალ,
ისევ ისეთი სევდიანი და მკრთალი,
ვიცი მოხვალ და თვალებში ჩამაწვეთებ შენს კაპრიზებს,
ვიცი..
მოხვალ და ძველებურად მეტყვი:
_ სანდრო, მოვედი, გახსოვარ? მე საქართველო ვარ..

და მე გაკოცებ..

ხვიარა

Posted by: anuchi Jun 22 2009, 10:47 AM

ლურჯო ანგელოზებო..
------------------------------------------------


ხედავთ, ჩემს ირგვლივ სხვები დაფრინავენ,
ფრთები მინდა!
ჰაერი იპობა შვიდად და მე ვხედავ წვიმას,
მას ჩემთან მოყავს მზე და მზე გადის კედელში..
ჩემი კედლები ინგრევიან,
მე ვამტვრევ რქებს და ტოტებით ვამთელებ მდინარეს..
აქ არავინაა ნაცნობი, არავინ მიწვდის ხელს,
აქ დადიან შავ ლაბადიანი მამაკაცები,
რომლებსაც არ აქვთ ხელები
და გველები მათ მაგივრად გამონაზარდი,
ჩემს ქვეშ მიწაა, ხედავთ, აქ სხვებიც დაფრინავენ!
ეს ქაოსია,
ან ჩემი ბავშვობა,
მე არ მახსოვს გზა, რომლებსაც გავდიოდი
და მტვერი არ მახსოვს,
ბურუსია.. საშინლად მცივა.. აქ არავინაა ნაცნობი..
მე მახსენდება თამაზ ბაძაღუა
და მეშინია ჩემი სიფხიზლის..
არსად ჩანს ფრთები და მაინც დაფრინავენ ისინი..
და მე ვყვირი:
წამიყვანეთ თქვენთან ლურჯო ანგელოზებო!
წამიყვანეთ, მალე, ლურჯო ანგელოზებო!
წამიყვანეთ მაღლა ლურჯო ანგელოზებო!
წამიყვანეთ, მცივა, ლურჯო ანგელოზებო!
ნეკა თითიდან სისხლი მომდის,
დეეეეეეეე, მტკივა, ჩემი სისხლიანი ხელები მტკივა,
სად არის იესო! სადაა იესო,
სისხლი მდის, შენ მომიტან თეთრ სახვევებს და სისხლს გამიჩერებ,
ხელზე მაკოცებ და ხელს თმებზე მომითათუნებ,
მე გამახსენდება მამა,
რომელიც არასოდეს მყოლია
და შენ დაგიძახებ ასე: იესო მამა..
მაგრამ არ მახსოვს გზა, რომლითაც გელოდი,
რომლითაც მოდიოდი ხოლმე ბავშვობაში,
შობის ღამეზე, როცა თავს ვიმძინარებდი, რომ საჩუქარი დამხვედროდა
და მხვდებოდა მხოლოდ სიტყვები,
“გილოცავ, საჩუქარი ხომ არაა მთავარი, მე შენ მიყვარხარ”..
არეულობა..
არეულობა..
აღრეულობა..
ქინქლები დაფანტულად მედებიან თვალის უპეებში,
ცრემლი მიგროვდება და ნაგვის ურნას ვეძებ, რომ დავიმალო..
აქ არავინაა ნაცნობი..
მე მახსენდება ანასტასია
და ველოდები მეტალის პეპლებს, რომ ნატკენი თითით ჩამოვეკიდო
ოქროსფერ მძიმე ფურცლებზე და გავყვე იქ,
საიდანაც გავაგონებ ჩემს ძახილს:
წამიყვანეთ თქვენთან ლურჯო ანგელოზებო!
წამიყოლეთ თქვენთან ლურჯო ანგელოზებო!
ამაფრინეთ თქვენთან ლურჯო ანგელოზებო!
დამიტოვეთ თქვენთან ლურჯო ანგელოზებო!
ალიო?
ეს ზეცაა?
ზუმერი გაბმულად მიჩვენებს კომურ მდგომარეობას,
საიდანღაც ჩნდებიან თეთრხალათიანი მელიები
და მწვანე ქვებით აწვებიან ტელეფონის ჯიხურს,
რომელშიც წვიმას შევეფარე,
მე კი ისევ უდაბნოში ვხვდები..
აქ გველებია?
მე მეჯავრება ოაზისები!
წყალიც არ მინდა და მხოლოდ მიწა..
მიწა..
მიწა მწამს და ცეცხლი და ცეცხლი და
მომენატრა ცეცხლი მე
ცეცხლი მე
მომენატრა მე ცეცხლი!
მე კი ვხვდები რომ ეს საუკუნე შევკარი მხოლოდ ფურცლებით..
და დასტებს წლებისას არ აქვთ ბაწრები გადასაჭერად,
მხოლოდ ყულფები..
ყულფები, როგორც თეთრი მთვარეები
და მე მახსენდება გიო საჯაია
და გავურბივარ ღამის ტარანტულებს..
ჩემი გაქცევაც სხვათაშორისია..
ბილიკები, სადაც ფეხები ეწებებიან მიწას..
აბსურდული კანონიკაა საზოგადოება,
და საზოგადო ჭეშმარიტება - აბსურდი!
აქ არავინაა ნაცნობი..
ტუჩებს ვეღარ ვიძრობ,
ხედავთ ჩემს ირგვლივ სხვები დაფრინავენ,
ეს არაა თქვენი დედამიწა..
მგონი გავირინდე..
მგონი მე სახლში ვარ, და დამელოდება??
ზამთარი თოვს და გარშემო სივრცე
ჩემსკენ აბრუნებს ნარინჯის თვალებს..
მე მტკივა ლექსი და თოვლი,
მგონი მივფრინავ, კივილი მახრჩობს!
მე ვარ სარდალი თეთრი ზამთრის და ალექსანდრიის!
მე ვარ სარდალი თეთრი ზამთრის და ალექსანდრიის!
მე ვარ სარდალი თეთრი ზამთრის და ალექსანდრიის!
ადამიანებო, მე ოქროს წვიმას მოვიყვან
და თქვენ სამუდამოდ ამოხოცავთ ერთმანეთს
და მხოლოდ პოეტებს დატოვებს მამა..
და მხოლოდ პოეტებს დატოვებს დედა..
და მე მახსენდება ნატო ინგოროყვა
და ვიხდი და ვიცმევ საკუთარ სხეულს,
ვიხდი და ვაცმევ ჰაერს და ხეებს,
როგორც კომპასებს, ვლეწავ იმედებს,
ვლეწავ ნათურებს, ვაგდებ ბილეთებს
და მხოლოდ სისხლის ამოთქმით ვყვირი!
წამიყვანეთ თქვენთან ლურჯო ანგელოზებო!
მომენატრა თქვენთან ლურჯო ანგელოზებო!
ამიტაცეთ თქვენთან ლურჯო ანგელოზებო!
დამიტოვეთ თქვენთან ლურჯო ანგელოზებო!

კვლავ

Posted by: anuchi Jun 22 2009, 10:48 AM

გოგონა იებით

"ხაზების ტუჩებით,
ლიკვიდირებული წარსულის ნაგვის ურნებიდან
პერანგს ვიღებ..
კბილებით ვღრღნი და ვიფურთხები ნაგლეჯებს,
როგორც ჩემს ფილტვებს,
დანაწევრებულს..
მუსიკა გლუვია,
გოგონა ჩემი ლანდების იქით,
ოქროსფერ მზეზე..
მზე მოგზაურობს ყველაზე ჭუჭყიან ბაზარში..
მზის ზურგჩანთაში ატმებია..
თევზის ქვირითივით წითელი ატმები..
ელი, მიმატოვე?


ფარდებს მივაკარი მზერა,
ცრემლის ლაბირინთებს ვაბამ,
დღეს გუბეების ვარ, მჯერა
ხვალ მზეს შევუკერავ კაბას..

შენი მაჯისცემა მახრჩობს,
ალბათ ქარებია გუშინ,
თითზე ავიწერე “მარტო”,
გავხდი მთვარესავით მრუში..

რაღაც უსასრულოდ მეწვი,
აღარ გაილევა სიცხე,
შენი მარტოობა შევსვი
და ჩემს სიმარტივეს ვიჩხერ..

რა ხანია ამოგშალე ჩემი ფიქრის რაციონიდან,
შუქნიშნები იშლებიან
და წითელს მიჩვენებენ სულ..
წითელია ვენერა..
წითელია ხიზილალა..
წითელია დეტისონიკა..
ელი, სად მიგყავარ..
ძალიან მძიმეა შენი ანარეკლი,
და მე თვალის ყოველი დახამხამებისას
ქუთუთოები მტკივა,
რადგან ვეღარც ცრემლს იტევს და ვეღარც შენ..
უსასრულო სიჩუმის აკორდები ჩემს მეხსიერებაში..
მაშინ პატარა ვიყავი,
იები წაართვეს..
ის კი გუბეზე დამხობილი ტიროდა..
და მე მეგონა რომ ის გუბე მისი ცრემლებისგან იყო,
გოგონა აღარ არსებობს..
მოგონებები თვლემენ და ყოველ დილით მჩუქნიან
სისხლისფერ იებს..
ელი..
ამ ბოლო წამებში ტკივილი დამჩემდა,
ნისლები დააჩნდათ სტრიქონებს ჭორფლებად,
იცი, დღეს ფერების საათი გაჩერდა,
იმედი გალეწეს ჰაერში, ხორბლებად

იცი მე სულ აღარ ვკითხულობ ტერენტის,
თვალები ისედაც ბინდებით დამძიმდა,
ნაგავში ვისროლე ცისფერი ბერეტი..
ამ ბოლო წამებში ტკივილი დამჩემდა..

და იცი, მომწყინდა ამდენი კარები,
და ბავშვი იებით, სიზმრები გამიქრა,
მოდი რა, ამაღამ მე დაგემგზავრები,
მოდი და უბრალოდ დუმილი გვეტკინოს..

დღესაც, როგორც გუშინ,
მოგონებებს შევყრი მეხსიერების ფარეხში
და არასოდეს გავიხსენებ,
სანამ არ ამოყვინთავს ცრემლების გუბიდან
გოგონა, იებით..
მტკივა..
როგორც ძაღლს ტკივა,
როცა სახლიდან აგდებენ..
როცა სრულიად უფუნქციო ხდება
და თვალები იწვევენ მუდმივ ზამთარს
გადაუღებელი წვიმებით
და ყვავილების ქოთნები,
რომლებიც ტანზე მაყრის ბატონებივით,
და გაბუნდოვანება ჩემი სურვილების,
მე მინდა..
მე მინდა..
მე მინდა
ოდესმე გამითენდეს ტრივიალური მოგონება,
და აღარ იხრჩოლონ სანთლებმა,
და ტკივილები
და ტკივილები ხელის მუჭში ჩაგროვილი ეროზიებივით
გათენდნენ..
და სიბრმავე, ჩემი უძლურებისგან თვალებით გამოწოვილი
ისევ აყვირდეს!
მე მტკივა საკუთარი მოგონებები,
რომლებიც ნატვრის ხესავით იხუნძლებიან
და უმიზნო ქარში
დასაღუპავად განწირული გემის აფრებივით შრიალებენ..
მე მტკივა საკუთარი თითები,
რომელზეც გაურკვეველმა აზრებმა ამოტვიფრეს: “მარტო”..
ელი..
ელი..
ელი, მიმატოვე?

biggrin.gif

Posted by: anuchi Jun 22 2009, 10:50 AM

ალლილუია


It\\'s not a cry that you hear at night
It\\'s not somebody who\\'s seen the light
It\\'s a cold and it\\'s a broken hallelujah!

Jeff Buckley







ჰეი, კრემატორო!
სანამ მოწევდე ჩვენს ბილწ სხეულებს,
ჩაწყობილებს სიგარეტივით ერთ დიდ კოლოფში,
სულ ერთხელ მაინც ასძახე ცას ალილუია!

ჩვენ ვისწავლეთ სიყვარულის მლაშე თეორია
და ფურცელ-ფურცელ ვახარისხებთ სიცოცხლეს სტამბაში,
სადაც გვბეჭდავენ და გვიშვებენ გასაყიდად ტირაჟით 1.
მაღაზიებში თაროებზე შემოდებულებს
ჩვენ აღარც გვახსოვს სათაურად რა გვაწერია
და სარჩევს მხოლოდ დალპობისას თუ აღმოვაჩენთ,
მერე კი ვინმე უწიგნურმა თუ არ გვიყიდა,
მაკულატურად ვიქცევით და საუკეთესო შემთხვევაში
ცეცხლზე დაგვწვავენ,
ან უარესი, ტვინგადაკეთებულებს ისევ გვიხმარენ ტუალეტებში
და ოდესღაც მისიებით გადატვირთულებს,
მხოლოდ უნიტაზს გვაჩუქებენ გარდასაცვლელად..

ეს ჭაობია უნაპირო
და ტალღებმორთხმით გაჭიმული ჩვენს სასულეთში,
ფსკერისკენ გვითრევს..
ჭაობი, რომელსაც მხოლოდ გვამების შესანახად იყენებენ
და ვინმე უცხომ სულ შემთხვევით ფეხი თუ ჩადგა,
თხემით ტერფამდე ჩაიყოლებს და ამოავსებს
ბინძური წყლით და სისხლისფერი წყალმცენარეებით,
ეს ჭაობია, სადაც ვაშენებთ ყოველ დილით ოქროს სასახლეს,
სადაც ვყიდით და ისევ ვყიდულობთ საკუთარ ფიქრებს,
ჩაყინულები მდუღარე წყალში ნიღბებს ვიკერავთ
და პომპეზური, გაპრანჭული მასხარებივით ვირგებთ სახეზე,
თან ისე მჭიდროდ რომ არასოდეს არ დაგვჭირდეს მისი დახევა,
მერე კი მღვრიე ჭაობიდან თავს რომ ამოვყოფთ,
აღარც კი გვახსოვს რომელია ნამდვილი სახე,
ბრჭყვიალა, ღიმილშენახმობი და მატყუარა,
თუ უხარისხო, სევდის და მტვრის ორნამენტებით..
ეს ჭაობია უნაპირო,
სადაც ყოველდღე ბოზდებიან ღვთისმშობლის წილხვედრი ქალიშვილები,
სადაც ყოველდღე ჯდებიან წამალზე ქრისტეს მეომრები,
ჭაობი, სადაც სისუფთავის ფუტლიარები
რუხი შენობების ფანჯრებიდან ძირს გადმოყარეს
და ზედ ფეხები შეაწმინდეს ლოკოკინებმა..

ჩვენ ვისწავლეთ წერა ლოცვების და რექვიემების,
ვისწავლეთ დღაბნა, საკუთარ ტვინში, საღებავების
და მათხოვრებით დამძიმებულ ტროტუარებზე
ისევ დავხატეთ ჩვენი სისხლით კრემატორიუმი,
შენ კი, კრემატორო,
ნურასოდეს მოგერიდება ჩვენი სხეულების ფერფლზე დაფურთხება,
რადგან არ გვახსოვდი სიკვდილამდე, განცდებდამჭკნარებს
და მხოლოდ ისღა დაგრჩენია,
რომ სანამ მოწევ ჩვენს სხეულებს სიგარეტივით,
სულ ერთხელ მაინც ასძახო ცას ალილუია!


ხვიარა http://www.radikal.ru

Posted by: anuchi Jun 22 2009, 10:51 AM

დაო

შეხედე დაო,
ესაა ჩემი როიალი,
პირწამტვრეული კლავიშებით, უპიუპიტროდ.
ეს ჩემი ძაღლია, რომ ყეფს ასე ხმატკბილად.
შეხედე დაო,
ესაა ჩემი მეზობელი,
უძირო ფეხსაცმელებითა და ყურში გოგირდით,
მას ყოველ დილით პური ამოაქვს მაღაზიიდან.
ეს ჩემი ქუჩაა, ტალახიანი,
უემოციო.
შეხედე დაო,
ესაა ჩემი ავტომობილი,
საჭის გარეშე, თითისტოლა მაგნიტოფონით.
ეს ჩემი დარგული ხეა,
წელში მოხრილი, შენობისთვის საყრდენად შეყენებული.
უყურე დაო,
აქაა ჩვენი ძმის საფლავი, შემორაგული,
რატომ არა ჰგავს სურათის გმირი
კუბოში მყოფ უხორცო სხეულს?
აქ ჩემი გზაა, ორმოებით,
მიწაჩაწეულ, ასფალტაცვენილ ადგილებით გამოკვეთილი.
უყურე დაო,
ესაა ერნესტო გევარა,
ფოტოშოპში გადაკეთებული და სამზეჭაბუკე,
არადა მიწით ამოსვრილი და ღიპიანი.
ეს კი ტატოა,
მისი სიკოჭლე არ ეტყობა ნაცრისფერ სურათს.
დაო, ნუ ხუჭავ თვალებს,
უყურე დაისს,
ეს ჩემი ქალაქის მზეა,
ყოველ საღამოს იჩხერს ჰაერის უკმარისობას
და დილაობით თავის ლომკებს გადაგვაყოლა.
ეს კი მტკვარია,
თევზის მაგივრად განავლითაა გავსებული და უხარია.
შეხედე დაო,
ეს არ არის სულ არაფერი,
მხოლოდ ოფლის ორიოდ წვეთი თვალში ჩამდგარი,
ეს კი შენი და ჩემი ქომაგი, პოლიციაა,
ლურჯ პერანგებში, წითელ ტრუსებში გამოწყობილი..
უყურე დაო,
ეს კარლოა კაჭარავა, სახეშეცვლილი,
ანაც უბრალოდ საუკუნოდ დავიწყებული..
ეს კი მეფეა, ჩარკვიანი, გაღმიდან ყვირის,
ისევ ჰგონია, რომ გადმოცურავს მაზუთიან ზღვას..
ნუ უმზერ დაო
საკუთარ ფეხებს თავჩაღუნული,
ეს სულ არაა ჯოჯოხეთი რომ შეგეშინდეს,
უბრალოდ ხალხს აქ თვალები აქვს ჯოჯოხეთური..
შეხედე დაო,
ეს დავითია, აღმაშენებელი,
თავის ცხენზე სამჯერ დიდი, უპროპორციო,
ეს კი დაო,
აი რომ ჩანს და თან ვერ ხედავ,
ეს თვითონ ჩვენი ქალაქია, კასტრირებული,
ის ტრუსჩახდილი დგას მსოფლიოს გზაჯვარედინზე
და ყოველ გამვლელს და გამომვლელს უფასოდ აძლევს..
უყურე დაო,
ნუ გრცხვენია თვალების გახსნის,
ეს ისტორია ჩვენამდე ბევრად ადრე დაიწყო
და არც ჩვენს შემდეგ დააპირებს თავის მოკვლას,
უბრალოდ ყოველ დილა-საღამოს,
“კურიერამდე”, ტელევიზორში, უნდა უყურო
როგორ უყვარს მდიდარს ღარიბი
და როგორ ჯობნის სიყვარული გაბოროტებას,
უნდა უყურო, გულდასმით და თვალდაწვრილებით
და ბოლოს წყნარად შეაფურთხო ნაბიჭვარ ეკრანს,
თორემ იქიდან გამოხტება ფარისევლობა
და გეტყვის:
შეხედე დაო, ესაა ჩემი ურყევი კრედო,
მღვრიე და მრუში,
გახდი სექტანტი ბუნებრიობის რელიგიის
და შენ მიიღებ ორ კილო ფქვილს, შაქარს, პურს
და მოწყენილობას..


sad.gif

Posted by: anuchi Jun 22 2009, 07:01 PM

TeO

მე რო მიყვარს არ ნიშნავს, ყველას თავზე მოვახვიო.. tongue.gif


მაგრამ ელხა საჯიას დავდებ... რაც ყველაზე მეტად მიყვარს blush.gif


აბრამი

ვიდრე ღმერთი ბჭობდა
და ბაყაყები გუბიდან ხალიჩაზე ხტებოდნენ,
ბავშვი დავიბადე და აბრამი დამარქვეს.

ენაძვლიანი გამოვდექი, ვერც სიმართლე ვიღაღადე
და არც არავის უკითხავს, რატომ სტირიო,
მხოლოდ ის მკითხეს, რომ გაიზრდები რას იზამო და
იქაურ ქუდს არ დავიხურავ,
რა ქვეყანასაც მოველ-მეთქი - ვუპასუხე.
დიდხანს ველოდე ობლის კვერის გამოცხობას.
ბოლოს, ყველა კაცი სიკვდილის შვილი როდიათქო, ვთქვი,
ცივ თონეში გამომცხვარი კვერი ჯიბეში ჩავიდე
და სანამ ურემი გადაბრუნდებოდა, გზას დავადექი.

ერთი კარგი ცხენი მყავდა -
დეზების რტყმით სული ამოვხადე
(მისი კვიცი გვარიდან გახტა და მგელი შეჭამა).
თხაც მყავდა ერთი...
ისიც გავყიდე და უკან ვეღარ ვიყიდე -
მღვდლობა მოინდომა, აქაოდა გრძელი წვერი მაქვსო
და მგლის თავზე სახარების წასაკითხად გაიქცა,
უპატრონო ეკლესია კი, ეშმაკებმაც მიატოვეს.
არც ბევრი მდომია და ის ცოტაც დავკარგე, რაც გამაჩნდა.
არც ბევრი მცოდნია და მაინც უამრავჯერ შევცდი.

სოფლიდან გაძევება ვითხოვე და მამასახლისობა დამაკისრეს,
თოფიც მე ვიყავი და მეთოფეც,
ერიც მე ვიყავი და ბერიც, მაგრამ რად გინდა?! –
ბრმა ვიყავი და თვალხილულები მატყუებდნენ,
თვალით ვერ ვხედავდი და ყურით გაგონილს მივსდიე.
გზად, ჩემ წინ მიმავალი კაცებისგან გადებული ხიდი შემომხვდა
და ვიდრე მე, ჭკვიანი, ხიდზე გადავრბოდი,
ვიღაც გიჟი ფიქრობდა: ვინც არ დაიზარა, არც გაიხარაო.

მართალიც იყო - უხეირო გამოდგა ხიდი,
ჩამიტყდა და მღვრიე წყალში ჩავვარდი,
იმედიანი შიმშილი მკლავდა და ერთი თევზიც ვერ დავიჭირე.
შველა ვითხოვე და გამგონმაც ვერ გაიგო,
მხოლოდ ავმა ძაღლმა მიწილადა უკანასკნელი ლუკმა.
დავრდომილი ვიყავი და ვირის გარდა,
ყველამ წიხლი დამიშინა.
სხვისი ლუკმა უგემურიათქო, ვთქვი,
გლახას დასეტყვილი კიტრი მივეცი,
წავეკიდე და წყალზე გადამიყვანა.

მოუკრეფელში შევედი და თხილნარს ქვა ვესროლე,
ერთი კაკალი მადლი ჩამოვარდა,
ქვაზე დავდე, ზედ მარილი მოვაყარე
და წაღმაღთზე გავაგორე.
ქვამ ხავსი მოიკიდა,
მადლი კი წინ აღარსად დამხვედრია -
ჩემი წილი თხილის გულიც ძმებს შეეჭამათ
(არც ძალა აღმოჩნდა ერთობაში),
ბოროტებამ ამაშენა და გულკეთილობამ დამაქცია,
მშიერი ვიყავი და მაძღრებიც მშივრები მეგონენ,
სიკეთე გავეცი და ყველამ დაივიწყა,
სანეხვეზეც გადამაგდეს და ბედიც არ მომცეს.

გაჭირვებაც ვნახე და გაქცევაშიც ვერ ვივარგე -
ვალი კარიდან შემოვიდა და ჭუჭრუტანაში რას გავატევდი...
მტრებიც მომრავლდნენ და ჭერიც თავზე ჩამომექცა.
ასჯერ გავზომე და ერთხელაც ვერ გავჭერი,
ქარიშხალი დავთესე და სიოც კი ვერ მოვიმკე,
ხოლო ჭინჭრის ძირზე უეკლო ვარდები ამოვიდნენ.
იონჯაც გაწყდა
და ორი კურდღლის მადევარმა ორივე დაიჭირა -
ვირიც მოკვდა და ვირის პატრონიც.

ბოლოს კი, ისე მოხდა,
რომ ქვეყანაც ჩალით დაიხურა,
ჯოჯოხეთიდან მორიგი მუგუზალი მოევლინა სოფელს
და ახალი ცოცხით იმდენი ქვიშა მოიტანა,
რომ ძაღლებიც დადუმდნენ გაოცებისგან,
ქარავანიც შედგა
(ვირის საპალნემ აქლემები წელში გაწყვიტა)
და ერთადერთმა მერცხალმა
და ერთადერთმა ენძელამ გაზაფხული მოიყვანეს.


Posted by: anuchi Jun 22 2009, 07:21 PM

არ ვიცი ეზოთერიკებს რამდენად მოეწონებათ, მაგრამ ჩემთვის უსაყვარლესი და უახლოესი პოეტია...

რეზიუმე

მოდი, ცხოვრება შევაჯამოთ -
თუმცა, არც ისე ადვილია!
ხორცი, რომელიც შეიჭამა,
სისხლი, რომელიც დაილია,
ფეხი, რომელიც წამოვკარით,
ხელი, რომელიც ჩავიქნიეთ,
გრძნობა, რომელიც ამოვკირეთ,
ეჭვი: "არ გვხსოვს"... "არ გვქნია"...
ყველა მოშლილი პარაპეტი,
ყველა შებღალვა სამარეთა,
და არც ნაკლები და არც მეტი -
მზერა, რომელიც ავარიდეთ...
სიტყვა, რომელიც ვერ დავძარით,
ხმალი, ხელიდან განაგდები,
ყველა საყდარი და ტაძარი,
შეჩვენება და ანათემა.
მიწა, რომელიც მივაყარეთ
ზეცას, დაცემით შესაშური...
ჯვარი, რომელზეც მივაკარით
ღმერთი, სახელად იეშუა.
მამა, რომლიც აღარც ვიცით...
დედა, რომელიც - უანგაროდ!
შვილი, რომელიც გავასხვისეთ,
ცოლი, რომელიც უარვყავით -
სუფთა ფურცელზე ჩამოვწეროთ,
უნდა სულ რაღაც ათი წუთი...
გამოვითვალოთ ქვეშმიწერით
ყველა კუთხე და აზიმუტი,
სადაც ცხოვრებამ გადაგვხარა
(მაინც დარჩება ფარატინად!)
და საუკუნის გასაყარზე,
როგორც მეფე და პალადინი,
შევდგეთ წარსულის შეჯამებით -
თუმცა, არც ისე ადვილია! -
ხორცით, რომელიც შეიჭამა,
სისხლით, რომელიც დაილია...


თბილისი, ღამე, წვიმა
გიორგი საჯაია

თბილისი... ღამე... წვიმა...
გალაკტიონის ხიდი...
კისერი... თოკი... ლოდი -
რაც შეიძლება დიდი...
ახლა რაც უნდა გითხრა,
ალბათ შენც კარგად ხვდები -
ვიცხოვრე... დავიღალე...
კარგად იყავი... ვხტები!

ამ ლექსისი გარეშე ხიდზე ვერ გადავდივარ :*::


მთვარე - ძაღლიშვილი, ისე გაიტურა...

მთვარე - ძაღლიშვილი, ისე გაიტურა,
თითქოს კვალში ედგა ღამის ტარანტული.
წასვლა გამიგია, მაგრამ - პოეტურად!
არის მიტოვებაც, მაგრამ - გალანტური!

ბოლო სიგარეტიც ყავას შევუხამე
(სადღაც უნდა მეგდოს კიდევ, ორი ღერი).
წერა შემიძლია მხოლოდ შუაღამით...
სხვა დროს არ მაცლიან, თორემ - ვინ ოხერი.

რაღაც უხეირო სასმელს მიძალებით,
გუშინ საღამოდან ვიკლავ მოშიებას.
დილით მიპოვნიან, ალბათ, მიცვალებულს...
გარეთ ნერვიულად ყეფენ გოშიები.

ქალაქს გადავხედე - თვალი ამარიდა
ისე მედიდურად, მისთვის დანაბერებს...
მთელი დედამიწა, ჩემი ფანჯრებიდან,
მოჩანს, დამიჯერე - ბევრი არაფერი...

და ეს ლექსიც, თითქოს, სხვათა შორისია -
ფიქრიც მიძნელდება... იცი? გეფიცები,
ყოფნას და არყოფნას, სადღაც შორისა ვარ,
საფლავს მინაწერი წლების დეფისივით


(მთვარე - ძაღლიშვილი, ისე გაიტურა...)
გიორგი საჯაია
მთვარე - ძაღლიშვილი, ისე გაიტურა,
თითქოს კვალში ედგა ღამის ტარანტული.
წასვლა გამიგია, მაგრამ - პოეტურად!
არის მიტოვებაც, მაგრამ - გალანტური!

ბოლო სიგარეტიც ყავას შევუხამე
(სადღაც უნდა მეგდოს კიდევ, ორი ღერი).
წერა შემიძლია მხოლოდ შუაღამით...
სხვა დროს არ მაცლიან, თორემ - ვინ ოხერი.

რაღაც უხეირო სასმელს მიძალებით,
გუშინ საღამოდან ვიკლავ მოშიებას.
დილით მიპოვნიან, ალბათ, მიცვალებულს...
გარეთ ნერვიულად ყეფენ გოშიები.

ქალაქს გადავხედე - თვალი ამარიდა
ისე მედიდურად, მისთვის დანაბერებს...
მთელი დედამიწა, ჩემი ფანჯრებიდან,
მოჩანს, დამიჯერე - ბევრი არაფერი...

და ეს ლექსიც, თითქოს, სხვათა შორისია -
ფიქრიც მიძნელდება... იცი? გეფიცები,
ყოფნას და არყოფნას, სადღაც შორისა ვარ,
საფლავს მინაწერი წლების დეფისივით


რამდენი აქვს.. ყველას ვერ დავდებ, აჰა თქვენ ლინკი smile.gif))

http://literatura.ge/forum/index.php?showtopic=1090


Posted by: anuchi Jun 22 2009, 07:31 PM

პს. ქართველებიდან.. smile.gif

Posted by: anuchi Jun 23 2009, 05:20 PM

შოთა იათაშვილი

მაიკლ ჯორდანის
მიერ ნატყორცნი სამქულიანის
შენელებული კადრი.

სარეცხის თოკზე
ზეწარი რომ გაკიდა,
ეზოში მოთამაშე ბავშვებმა ამოიხედეს.

ყვავილებს ვრწყავდი.
წყალი მომთხოვა და
ჩაიდნის ღარიდან დავალევინე.

შიშველ სხეულზე ხალათი მოიცვა და
იატაკს გვის.
მე თმის ღერებს ვაცლი ბალიშს.

იატაკზე ტარაკანა გაცოცდა და
ძირს დაგდებულ
ბიუსტჰალტერს შემოუარა.

ძველებური საათის ქანქარა
ჩვენს რიტმს აყვა,
ჩამორჩა და ბოლოს გაუსწრო.


Posted by: anonymouska Aug 7 2009, 05:14 PM

ჩემო მეორე საყვარელი თემა. biggrin.gif ლექსი თუ დამჭირდა, შორს წასვლა არ მომიწევს, ყველა აქ მაქვს laugh.gif

Posted by: daat Aug 8 2009, 02:34 PM

ბავშვობას

ეს მთვარეც ჩაქრა როგორც სანთელი,
ოთახის ფანჯრიდან ახლა უკვე ღამე ანათებს,
ფიქრები სხვაა.... მეკი რამდენი
წელი ვიცხოვრე... უაზრო წლები.

მირბიან წლები, წრეზე ბრუნავენ,
ვფიქრობ, არასდროს მე არ მითქვამს ლამაზი ლექსი,
სიყრმის გემები ზღვას გაცურავენ,
შენ ხომ არასდროს არ დაბრუნდები.

Posted by: Anna Aug 8 2009, 11:00 PM

მომეწონა wub.gif

აი მეც შემოგთავაზებთ ერთს...

“Коль нет цветов среди зими
Так и грустить о них не надо”
Есенин

შენ თქვი და უცებ გულიც ჩამიქრა,
გული - ტუქსვით და რწმენით ნაზარდი,
თითქოს დავარდნენ მთები მიწაზე,
თითქოს ბავშვები გაჭაღარავნენ...

ეს თქვი და... გული ყინვამ მოგუდა,
ყინვამ მოგუდა ცა და ხმელეთი,
ვერ გამოვსწორდი და ზამთრის სუსხშიც
იების ფერს და სუნს ვიხსენებდი...

...შენ გეპატიოს ეგ მკაცრი სიტყვა,
შენ გეპატიოს ჯიუტი კილო,-
რადგან ღმერთი ხარ და რჩები ღმერთად,
მე ვარ კაცი და ... ღმერთობას ვცდილობ...




Posted by: TeO Aug 14 2009, 02:50 PM

QUOTE(anonymouska @ Aug 7 2009, 06:14 PM) *
ჩემო მეორე საყვარელი თემა. biggrin.gif ლექსი თუ დამჭირდა, შორს წასვლა არ მომიწევს, ყველა აქ მაქვს laugh.gif

თუ მოგეწონება ესეც შეამატე შენს კოლექციას wink.gif ოღონდ ვისა არ ვიცი.


ხშირად ამბობენ, რომ სიყვარული ნეტარებაა,

აფსურდიაო - ისიც ხშირად გამიგონია,

ქვეყნად მრავალი ჯადოსნური შედარებაა,

მე კი რატომღაც ასე ვფიქრობ, მგონია

სიყვარულია აპრილის სუნთქვა, ნოემბრის სევდა,

სიყვარულია პირველი თოვლი, მაისის ვარდი,

თეთრი უდაბნოს მდუმარება, თაკარა მზე

და სამუდამო გაქრობაზე ფარული დარდი,

და მე არ ვიცი ნეტარებაა თუ აფსურდია,

სისხლით გათანგულ მძვინვარე მხეცსაც ასე ანაზებს,

განა ტყუილად უბრძანებია გამსახურდიას:

"სიყვარულია თავად ღმერთი ამ ქვეყანაზე!"

Posted by: anonymouska Aug 31 2009, 09:10 PM

TeO kiss1.gif l_daisy.gif


კიდევ ცოტას შევმატებ ჩემს კოლექციას biggrin.gif


ფიქრო-უსასრულო, წუთო-დასაცდელო,

ჩემო სიხარულო, ჩემო განსაცდელო,

მხოლოდ შენ მიყვარხარ, შენთვის მტკივა გული,

მე ხომ შენ გაჩუქე ჩემი სიყვარული...

გულო-სატკივარო,დღეო-წვალებაო,

ჩემო ერთადერთო ლამაზ თვალებაო,

წამო-ბედნიერო, სიხარულის ცრემლო,

როგორ მინდოდა, რომ სულ შენს გვერდით მევლო.

ფიქრო-უსასრულო, წუთო-დასაცდელო,

ჩემო სიხარულო, ჩემო განსაცდელო....






Posted by: anonymouska Aug 31 2009, 09:14 PM



რომ არ მიყვარდე არ ვეტყოდი ჩემს დარდებს ღამეს
და ჩემს გულისთქმას არ ვანდობდი ცეცხლისფერ მთვარეს,
არ ავანთებდი თეთრ ღამეში სიცოცხლის სანთლებს
და ცის ხატებად არ ვაქცევდი შენს ლამაზ თვალებს...
რომ არ მიყვარდე არ დავლევდი ღვინოსაც ეშხით,
არ შევხედავდი შემოდგომას სევდიან მზერით,
არ ვინატრებდი ბაღში ყოფნას,მხოლოდ შენს გვერდით
და მოლოდინში არ დავღლიდი ოცნებას შენით...
რომ არ მიყვარდე არ ჩავრევდი სიტყვებში ცრემლებს,
არ დავხატავდი ატირებულ გრძნობათა ფრესკებს,
არ ავუგებდი ტრფობის ტაძარს ჭეშმარიტ კედლებს,
არ ვიპოვიდი ცაზე ვარსკვლავს, უმანკოს შენებრს...
რომ არ მიყვარდე არ განდობდი ამ გრძნობას მართალს,
არ ვილოცებდი შენზე დიდხანს ღვთისმშობლის ხატთან,
არ ვინებებდი მთელი ღამე საუბარს ლანდთან,
არ მოვიდოდი უსუსური შენს გულის კართან...
შორს წავიდოდი ქარის ხმებით წითელ დილამდე
უცნობ ყვავილებს ვაუწყებდი ნაცნობ მირაჟებს
დაგშორდებოდი სიყვარულის პირველ სიზმრამდე
რომ არ მიყვარდე, ჩემო კარგო რომ არ მიყვარდე...

Posted by: anonymouska Aug 31 2009, 09:15 PM

იცრუო, უფრო ადვილია,
__სიმართლის თქმაა ძნელი,
ილაპარაკო ადვილია,
__აღსარებაა ძნელი,
შეცდომა დაუშვა, ადვილია,
__გამოსწორებაა ძნელი,
გული მატკინო, ადვილია,
__მოფერებაა ძნელი;
ჩემი მოსმენაც ადვილია,
__გაგება, ცოტა ძნელი,
რაღაც გამახსენო ადვილია
__რაღაც დამავიწყო, ძნელი,
კითხვებით შემაწუხო ადვილია,
__წარსულზე ფიქრია ძნელი;
ჩემს ღალატს რა უნდა,ადვილია
__ერთგულებაა ძნელი,
უკან დახევა ადვილია
__წინ წასვლა ცოტა ძნელი,
ჩემზე უარის თქმა ადვილია,
__პოვნაა მერე ძნელი,
ჩემი დავიწყებაც ადვილია,
__მონატრებაა ძნელი,
ჩემი სიკვდილიც ადვილია,
__მაცოცხლო ესაა ძნელი...

Posted by: anonymouska Aug 31 2009, 09:21 PM

მე შენ მიყვარხარ ვერ გეტყვი რატომ
მე შენ მიყვარხარ არ ვიცი რისთვის
მე შენ მიყვარხარ ძლიერ და მარტო
მე შენ მიყვარხარ რისთვის ან რატომ?
ამ კითხვას ჩემს თავს ათასჯერ ვუსვამ
მაგრამ პასუხი დღემდე არა მაქვს
მე შენ მიყვარხარ ალბათ იმისთვის
რომ სიყვარულმა ასე დამჩაგრა
არვიცი ჩემზე საერთოდ ფიქრობ
ჩემზე ფიქრებით როდესმე გღვიძავს
ანდა როდესმე ატირებულხარ
იმისთვის რასაც მე შენთვის ვიზამ
მე კი ყოველდღე შენ მახსენდები
შენზე ფიქრებით იწყება დილა
გისურვებ ულევ ბედნიერებას
შენს ცხოვრებაში წყნარად და მშვიდად...

Posted by: anonymouska Aug 31 2009, 09:30 PM

მე ახლა ნახატს სასოებით, კრძალვით გიხატავ,
ამ ნახატს ვარქმევ სათაურად.....
მე შენ მიყვარხარ....
ცისფერი ფერით ვაფერადებ ნახატზე მეჩეთს,
და ტუშით ვაწერ ცისფერ ფერზე....
მაგიჟებ მე შენ......
გულს ვხატავ სისხლით და თუ რატომ, ამას მიხვდები,
ვწერ შავი ტუშით წითელ გულზე....
მე შენ მჭირდები....
ვდგევარ ნახატთან და ფიფქები თავზე მათოვენ,
თვალებში თხოვნა მიწერია...
ნუღარ დამტოვებ....
მე ახლა ნახატს სასოებით, კრძალვით გიხატავ,
ამ ნახატს ვარქმევ სათაურად
მე შენ მიყვარხარ....

Posted by: TeO Oct 7 2009, 10:18 AM

Moon River ეს სიმღერა ალბათ ყველამ იცის, როცა მოვუსმენ ხოლმე ,მერე კარგა ხანი ყურებიდან არ გადის smile.gif)
მისი ტექსტი ვიპოვე და ასე ვთქვათ ლექსის სახით დავდებ wink.gif

Moon river, wider than a mile
Im crossing you in style someday
You dream maker
You heart braker
Where ever youre going Im going your way

Two drifters of to see the world
Theres such a lot of world to see
Were after the same rainbows end
Waiting round the bend
My huckleberry friend
Moon river and me


http://www.youtube.com/watch?v=BOByH_iOn88&feature=related

Posted by: TeO Oct 24 2009, 09:16 PM

QUOTE(Tea @ 5th August 2007 - 03:33 PM) *
ძალიან მიყვარს აღმოსავლური კულტურა, შინაგანად-სულიერ კომფორტს ვგრძნობ მასთან შეხებისას
..და აი, მინდა შემოგთავაზოთ იაპონური პოეზია (“ჰაიკუ”, “ტანკა” ), რომელიც ერთი შეხედვით არ არის საინტერესო, მაგრამ..
მე მალამოსავით მედება, ძალიან მსიამოვნებს, კონკრეტულად რა- ამას ვერ აგიხსნით! ამას მარტო თუ შეიგრძნობს კაცი!..
(სუფთა მედიტაციაა)

ისევ შემოვუბრუნდი..

ასი იაპონელი პოეტის ასი ლექსი >> http://burusi.wordpress.com/art/katsushika-hokusai/ასი-იაპონელი-პოეტის-ასი-ლ/

Posted by: TeO Oct 27 2009, 07:19 PM

(...მე დავიბენი)

ჯალალ-ედ-დინ რუმი


მე დავიბენი, აგარ ვიცი, ვინა ვარ, რა ვარ?
სული ვარ, გონი თუ სხეული, ვინა ვარ, რა ვარ?

მე კაცი მქვია, თუმც არ ვიცი კაცობის არსი,
აზრი ვარ, ფორმა თუ სახელი, ვინა ვარ, რა ვარ?

როგორ აღვწერო საკუთარი თავი, ცეცხლი ვარ,
წყალი ვარ, მიწა, თუ ჰაერი, ვინა ვარ, რა ვარ?

უგონო ვარ თუ გონიერი, განშორებული,
თუ მასთან მყოფი, აღარ ვიცი, ვინა ვარ, რა ვარ?

ამ სამყაროში მაქვს თუ არა ადგილი ჩემი,
არარაობა თუ რაობა, ვინა ვარ, რა ვარ?

განდეგილი თუ მოქეიფე, მთვრალი, ფხიზელი,
მწდე ვარ, ღვინო თუ სასმისი ვარ, ვინა ვარ, რა ვარ?

სიყვარული ვარ, მოყვარული თუ საყვარელი,
მოძღვარი ვარ თუ შეგირდი ვარ, ვინა ვარ, რა ვარ?

მე ქრისტიანი ბერი ვარ თუ სუფი დერვიში,
ან იქნებ თავად მესია ვარ, ვინა ვარ, რა ვარ?

მე უსხეულო სული ვარ თუ უსულო გვამი,
ცოცხალი ვარ თუ გარდაცვლილი, ვინა ვარ, რა ვარ?

სანთელი ვარ თუ უკუნეთი, შხამი, ბადაგი,
მახინჯი ვარ თუ მშვენიერი, ვინა ვარ, რა ვარ?

მე ზღვის გმინვა ვარ თუ გოდება გაოგნებისა,
ოკეანე ვარ თუ ხომალდი, ვინა ვარ, რა ვარ?

უნიშნოდ იქცა ნიშანი და უენო ენა,
უნიშნობათა შემნიშნავი, ვინა ვარ, რა ვარ?

ვინმემ რომ მკითხოს, ვინაობა, რა ვუპასუხო
შტერად შთენილმა და უბირმა, ვინა ვარ, რა ვარ?

შემსე ტაბრიზის სევდისასაც ამას იტყვიან
და მეც მას ვწუხვარ, რომ არ ვიცი, ვინა ვარ, რა ვარ?

თარგმანი სპარსულიდან - ვახუშტი კოტეტიშვილი


ღრმაა

Posted by: TeO Oct 27 2009, 07:32 PM

***
ხმამ იდუმალმა მამცნო, რომ სევდა
და მწუხარება წარმავალია,
არრა დარჩება სამარადისოდ,
რადგან ყოველი წარმავალია.

რადგან ყოველი, ქვეყნად რაც არი,
იწვის და რჩება მხოლოდ ნაცარი.
და სხვა ნუგეში ქვეყნად არც არი,
რადგან ყოველი წარმავალია.

საწუთროს ბჭესთან დგას კარის მცველი,
ხელთ უმოწყალო უპყრია ცელი,
ყოველ ჩვენთაგანს ის ცელი ელის.
რადგან ყოველი წარმავალია.

ცრემლთა მდინარის სველი ნაპირი
და სიხარული სევდით ნაფერი,
აღარ დარჩება აღარაფერი,
რადგან ყოველი წარმავალია.

ოქროს სახვეჭად გმინვა და ოხვრა
არ ღირს წვალებად და წელში მოხრად,
ავლა-დიდება დარჩება ოხრად,
რადგან ყოველი წარმავალია.

ჭეშმარიტებას ახადე ფარდა,
ნახე წარწერა იდუმალ აკრთა:
კეთილშობილურ საქმეთა გარდა
ქვეყნად ყოველი წარმავალია

ჰ ა ფ ე ზ, ავდარი კვალდაკვალ გდევდა,
ოცნების აფრებს გრიგალი ხევდა,
მაგრამ გაივლის ეგ შენი სევდა,
რადგან ყოველი წარმავალია!

Posted by: ირმა Oct 27 2009, 09:04 PM

TeO
ძალიან მომეწონა ორივე good.gif l_book.gif

Posted by: tikoroma Oct 29 2009, 06:00 PM

ჰაფეზი

შენ ცისკარი ხარ, მე _ მიმქრალი სანთლის მუდარა,
მაგრამ განთიადს სანთლისაგან არა უნდა რა.

სული მხდება და მებინდება სიცოცხლის დღენი,
შენმა ღიმილმა ჩემს სულს ვეღარ გამოუდარა.

სამარეს ია ამიყვავებს,რადგან ამ გულმა
ზედ დაჭდეული ზილფის დაღი იას უდარა.

ჰაფეზ, შენს საფლავს სატრფომ სიოდ რომ ჩაუქროლოს,
შემოგეხვევა ვნებისაგან ტანზე სუდარა.

Posted by: Gregori Kafka Oct 31 2009, 07:50 PM

TeO

QUOTE
ღრმაა
მეტი რომ არ შეიძლება! ისეთი ღრმაა...
ნუ შორიდან ისეთი პირი უჩანს...
აი შემწვარ კარტოფილს, რომ გაგაცივებინებს.

Posted by: Shou Nov 2 2009, 01:00 PM

TeO

აი, იმავე ლექსის სხვა თარგმანი l_daisy.gif

(...ღმერთი არა გწამთ? )
ჯალალ-ედ-დინ რუმი
თარგმანი სპარსულიდან - მაგალი თოდუაღმერთი არა გწამთ? მითხარით, ვინ ვარ?
ჩემს გაოგნებას დაუდე ზღვარი.
არც მუსლიმანი გახლავართ გულით,
არც ქრისტიანთა გზაზე ვარ მდგარი.
არც მაღრიბელი არა ვარ, ვიცი,
არც მაშრიყელთა მზითა ვარ მთბარი,
არც ზღვის ჭიპია სამშობლო ჩემი,
არც ეს ხმელეთი, ესოდენ მყარი.
არ მომდგამს მიწა, არ მომდგამს წყალი,
არ მომდგამს ცეცხლი, არ მომდგამს ქარი,
არავითარი ამ ქვეყნის ნივთი,
არავითარი ამ ნივთთა დარი.
არც ინდოელთა მოვსულვარ მთებით,
არც გამივლია ბოლღართა ბარი,
არც ვარ ჩინელი, არც ხორასნელი,
არცა ვარ მკვიდრი ერაყის მხარის.
არც იმ ედემის იმედი მალხენს,
არც ჯოჯოხეთის არ მზარავს ზარი,
ადამი არ ვარ და ევაც არ ვარ,
არც მხიბლავს მათი სამოთხის კარი.
სამკვიდრო ჩემი არ არის არსად
და ყველგან ჩემი სამკვიდრო არი.
არავითარი ნიშანი არ მაქვს
და მარადისი წინ მიდგას დარი.
იმ გაორებას ვაქციე ზურგი, _
მე რომ მაწვნია დღეები მწარი,
ერთს ვეძებ მხოლოდ, ერთს ვეძებ მხოლოდ
და ენაც მხოლოდ ერთისთვის ვძარი.
ის არს პირველი, ის არის ბოლო,
ის არის ჩემი არსობის ფარი,
მხოლოდ ის ვცანი მე შორის სხვათა,
მხოლოდ მას აქებს დღეს ჩემი ქნარი.
ხომ საიქიო არ მწამს და არ მწამს,
სააქაოსაც ხომ ხელი ვკარი!
ტრფობისგან მთვრალი მივენდე რინდებს
და მაწანწალებს ავუბი მხარი.
მე სიყვარულმა ჩამიდგა სული,
მიპკურა გულზე ციური ცვარი
და სჯობს, ტრფიალით ვცოცხლობდე, ვიდრე
უსიყვარულოდ ძირს ვეგდო მკვდარი.
რა საოცარი ბარტყი ვარ, კვერცხში
დავფრინავ, თუმცა კვერცხს არ აქვს ბზარი.
ჩავფლულვართ ქვეყნად არსობის ლაფში
მე, ჩემი მოდგმა და ჩემი გვარი.
გესმის, შამს თაბრიზ, დავთვერი ძლიერ,
ისე ვსვი, როგორც გინახავს ხარი,
ახლა წანწალი დავიწყო უნდა
და იქნებ სადმე შევჩერდე წყნარი.

Posted by: ♫♫♫ Nov 4 2009, 09:23 PM

vkh
"მურმან ლებანიძე


"ჩემს გალაკტიონს მე ვკითხე ერთხელ
(ის მთვრალი იყო, როგორც ყოველთვის):
- ბატონო გალაკტიონ, თქვენ პირველი ხართ,
დაგვისახელეთ
მეორე პოეტი...

უცებ, ჭინკებით გაევსო თვალი -
თვისი სიმაღლით ის იყო მთვრალი,
- საქართველოში??? - ჩაიქირქილა
და ლომურ წვერზე
მოისვა ბრჭყალი..."



ესპანეთში დაბადებული ასე იტყოიდა:

ჩემს უნამუნოს მე ვკითხე ერთხელ,
(ფხიზელი იყო, როგორც ყოველთვის),
ბატონო მიგელ, თქვენ მეოთხე ხართ
დაგვისახელეთ ვინარს მეხუთე,
ანდა მეექვსე,
გინდაც მეშვიდე...
უცებ გულღვიძლში რაღაცა ეძრა
წარბი აძგიბა და ეს ამოთქვა:
1. ნაღდად სერვანტესია
2. მიგელ მოლინოსია
3. ალბათ სერვეტი გახლავთ
და 4 კი.... ხუივო ზნაეტ.
და ლომურ წვერზე
მოისვა ბრჭყალი.

Posted by: tikoroma Nov 5 2009, 08:41 PM

ლორკა? l_book.gif

Posted by: Emigranti Nov 20 2009, 07:23 AM

ეს ლექსები წამიკითხა ერთხელ ჩემმა კურსელმა და იმის მერე სულ მაინტერესებს ვისია:

ლექსის სათაური: უყვარდა თუ არა შოთა რუსთაველს თამარ მეფე და იზიარებდა თუ არა იგი მის სიყვარულს
ლექსი: არა

ლოთის ოთახი
ბოთლი
ბოთლი
ბოთლი
ბოთლი
ბოთლი
ბოთლი
ბოთლი
ბოთლი

Posted by: tikoroma Nov 20 2009, 06:10 PM

Emigranti

ციტატა(Emigranti @ 20th November 2009 - 07:23 AM) *
არა

რა სისასტიკეა ასეთი მკაცრი უარი

Posted by: Kaspar Hausser Nov 20 2009, 07:28 PM

ციტატა(Emigranti @ 20th November 2009 - 08:23 AM) *
ლექსის სათაური: უყვარდა თუ არა შოთა რუსთაველს თამარ მეფე და იზიარებდა თუ არა იგი მის სიყვარულს
ლექსი: არა



ჯავახაძე... smile.gif smile.gif

Posted by: Emigranti Nov 20 2009, 07:49 PM

QUOTE(Kaspar Hausser @ Nov 20 2009, 04:28 PM) *
ჯავახაძე... smile.gif smile.gif
დიდი მადლობა. ძლივს არ გავიგე. ის მეორე მემგონი კოტე ყუბანეიშვილის არის, მაგრამ დანამდვილებით არ ვიცი.

Posted by: Emigranti Nov 21 2009, 05:08 AM

აბა თუ გამოიცნობთ ეს ვისი ლექსია. ვინც გამოიცნობს იმას...5 პლიუსით ( მეტი არაფერი მომაფიქრდა). მაგრამ ლექსი კარგია.

"თქვი არჯაკელო ხვიარა,
ქსანზედ ვინ ჩამოიარა?
-რავი ღრუბლებზე ვფიქრობდი
და არა გამიგიარა...
მეც სხვათაშორის ვიკითხე,
სალაპარაკოდ კი არა!"

Posted by: Kaspar Hausser Nov 21 2009, 11:38 PM

Emigranti

ანასია როგორც ვიცი... კალანდაძის.. smile.gif

Posted by: TeO Nov 22 2009, 09:33 PM

http://www.youtube.com/watch?v=SamPssFnFfo&feature=related ტიგრანას შესრულებით, ფრაგმენტი "თეთრი ბაირაღებიდან"..

მიყვაარს..

Posted by: TeO Dec 9 2009, 12:27 PM

ვასილ გულეური

მელა და კომპიუტერი


თურმე, კომპიუტერი
უყიდია მელიას.
უამისოდ, ტყეშიც კი
დღეს ცხოვრება ძნელია.

დადგა თავის სოროში,
ინტერნეტიც ჩართო და
ახლა დაღამებამდე
არ აკლია გართობა.

“ჩეთში” ესაუბრება
ლამაზ-ლამაზ ვარიკებს,
ზოგს სიყვარულს უხსნის და
ზოგსაც ჭკუას არიგებს.

გადმოწერა თამაში
“სუპერმელა ნადირობს” –
თაგუნიებს მინდორში
ბდღვირი უნდა ადინოს.

მონიტორის ცქერაში
სულ დაკარგა გონია,
“მაუსს” ისე დაჰყურებს,
მინდვრის თაგვი ჰგონია.

პირზე ნერწყვი მოადგა,
ცოტაც კიდევ ეწამა,
ბოლო-ბოლო „მაუსი“
მართლა შემოეჭამა.

ეს ლექსი მეძღვნება მე და ჩემნაერ მელაკუდებს! wink.gif biggrin.gif
პ.ს. ოღონდაც, სუპერ მელას არ ვთამაშობ და არც ვარიკებს ვაბამ ჩეთში tongue.gif

Posted by: Emigranti Dec 9 2009, 06:53 PM

TeO biggrin.gif good.gif

Posted by: ირმა Dec 9 2009, 07:37 PM

TeO

QUOTE(Tea @ 9th December 2009 - 01:27 PM) *
მელა და კომპიუტერი

biggrin.gif კარგი სამხიარულო ლექსია.

Posted by: TeO Dec 10 2009, 03:12 PM

QUOTE(Emigranti @ Dec 9 2009, 06:53 PM) *
TeO biggrin.gif good.gif



QUOTE(ირმა @ Dec 9 2009, 07:37 PM) *
TeO

biggrin.gif კარგი სამხიარულო ლექსია.

საბავშვო ლექსია, თუმცა დიდებისთვისაც ყურადსაღებია! beard.gif biggrin.gif

Posted by: Kaspar Hausser Dec 21 2009, 11:07 PM

მე დამესიზმრა შენი თვალებისფერი კუბო...

ჩემმა ლექსმა გამოიჭრა ყელი,
ვტირი, ვტირი დავიღადრე ლოყა.
ლუციფერმა ჩამომართვა ხელი,
თვალებიდან ღმერთი გამომწოვა.

მამაჩემთან მიღალატა ცოლმა,
შვილმა ისევ მომაფურთხა სულში..
ჩემი სორო იცის ყველა ღორმა,
მე კი სიტყვაც ვერ გითხარი გუშინ..

სისხლი ათოვს ჩემი სულის თაღებს,
ციდან ცამდე ტანზე მაყრის ტაო.
ნახე როგორ მალამაზებს ცოდვა
და სიკვდილის ლურჯი სააქაო.

ჩემი კოცნით ანგელოზი მოკვდა,
ამ სხეულში ბუდობს შავი ჭირი.
ღმერთო როდის ჩავძაღლდები ნეტავ,
ღმერთო როდის გათავდება ფირი..

ერთხელ მაინც დაენახე მზეო,
ჩემს დახეთქილ და დაკაწრულ წვივებს.
მე ხომ შენი ცისარტყელა მტკივა
და ვეღარ ვგრძნობ ჩემს გარდაცვლილ სიზმრებს..

და ცახცახით ამიტანა შიშმა,
ვწვალობ, ვეღარ ვამოძრავებ ხელებს,
საფეთქელში რომ დავირტყა დანა
ან მხეცურად დავისერო ტანი.

ვტირი ვტირი დავიღადრე ლოყა,
ჩემმა ლექსმა გამოიჭრა ყელი..


კოშკა

მომენატრა ეს მათხოვარი.. :|

Posted by: Kaspar Hausser Dec 21 2009, 11:08 PM

შილეაჰ

“დგლუმპ! _ ნაბიჯი პირველი” _
თქვა თეთრთმიანმა მოხუცმა კაცმა,
რომელსაც ეცვა თაფლისფერი ქსოვილი ტანზე
და ფეხები კი შიშველი ჰქონდა..
ისტერიულად აიქნია ხელები ცისკენ,
როგორც ტოტები კვიპაროსის, შხამიან ქარში
და ჩვენ, ზღვის პირას მიყუჟულებს, გზააბნეულებს
წყლისკენ მიგვიხმო, (რომლის მიღმაც არ ჩანდა მიწა),
თვითონ კი ჩუმად, მზის სხივებში გაუჩინარდა..

და სივრცე იყო.. იყო სივრცე ისეთი, როგორც
გახსოვს და გიყვარს და ისეთი, რომ ემალები,
თითქოს ვერასდროს შეწვდები და სიცოცხლის მომგონს
მზეს დაუჩრდილავს შენი ტანი და დალალები
და სივრცე, უფრო მეტად შენკენ, ვიდრე ჰაერში
და ქანაობდა თითქოს წყალი მზისფერ ჰამაკით,
მერე შეშინდი წყლის ყურებით და გადაეშვი
ტალღებში. მერე იყო ღამე.. ღამე.. ღამე კი
თავისთვის იწვა დადუმებულ, მაძღარ სილაზე
და თავს ირთობდა სავსე მთვარის სიფაქიზეთი,
მე საკუთარი დროის კარი გადავირაზე
და გავკიოდი: “სივრცე.. სივრცე.. სივრცე ისეთი”..

“შხლაფ! – ნაბიჯი მეორე” _
თქვა ბედუინმა და მიწისკენ დახარა ტანი,
რომელზეც უდაბნოსფერი ბალდახინი ეცვა
და ფეხები კი შიშველი ჰქონდა..
ყველაზე შემაღლებულ გორაკთან შეჩერდა
და მიწაზე გაწვა, როგორც გველი ევას თეთრ კანზე,
მერე აიღო მუჭით სილა, ცისკენ აღმართა
და აალებული ჰორიზონტისკენ მიმოაბნია
და მე, მის ზურგსუკან მუხლზე ჩაჩოქილს
ხელით მანიშნა, მივყოლოდი, სადღაც უწყლო
და თითქმის უსულო არემარეში, სადაც ის თვითონ,
ჩემს მისვლამდე ქვიშად იცვალა..

და სივრცე იყო.. იყო სივრცე ისეთი, როგორც
ჩემიდან შენკენ არ ყოფილა და არც არასდროს
მომნატრებია, მყვარებია და რომლის მომგონს
შეუძლია, რომ სიცოცხლეც კი გადაავადოს
და ზუსტად ასე და ამიტომ მე ტერფებს ვწვავდი,
სანამ ჰაერი არ დაეტყო მზისფერ ნაკვალევს
და სანამ შენი მოგონება არ გამიმწვავდა
და სანამ ცა არ დაემსგავსა გამდნარ აკვარელს
და სივრცე.. სივრცე არასოდეს რომ არ მენახა,
ახლა იმდენად ბევრი იყო, რომ მისი დაცლა
აღარ შეეძლოთ მინდვრებს, ტყეებს, მწვანე ვენახებს
და მე ვკიოდი: “წყალი.. წყალი.. ჰაერის ნაცვლად”..

“შილეაჰ! – ნაბიჯი მესამე” _
ვთქვი მე და მორჩა.

ხვიარა.

Posted by: Kaspar Hausser Dec 21 2009, 11:10 PM

ქუჩის მუსიკოსი
გიორგი საჯაია

ზაზა კოშკაძეს (კოშკა)

მამაჩემი ქუჩის მუსიკოსია...
ყოველ დილით, ნახევარზე შვიდის,
მამა დგება, უბრალოდ და კოპწიად
იმოსება და სახლიდან მიდის.
მამაჩემი ქუჩის მუსიკოსია...
მამას იქნებ შია, მაგრამ იცის,
ოჯახს უფრო წაადგება ჭამა
და მშიერი მიაშურებს მიწის-
ქვეშა გადასასვლელს მამა.
მამაჩემი ქუჩის მუსიკოსია...
გიტარით და გასაშლელი სკამით,
მიდის, ჯდება ჩასასვლელთან მეტროს
და ბრუნდება სახლში გვიან ღამით,
მამა - დიდი მუსიკოსი ერთ დროს.
მამაჩემი ქუჩის მუსიკოსია...
უკრავს მამა და მადლს ფეხთან უყრის,
ყველა, ვინც კი წამოვა და წავა.
არის ბედის ირონია, უფრო
წამებაა - ამაყია მამა.
მამაჩემი ქუჩის მუსიკოსია...
ერიდება, მაგრამ რა ჰქნას - უჭირს
(მამას ალბათ სულ სხვა ბედი სურდა)
და პოეტ შვილს, თან მასსავით -
ქუჩის, სახლში პური მიუტანოს უნდა.
მამაჩემი დიდი მუსიკოსია...
ყოველ დილით, ნახევარზე შვიდის,
მამა დგება, უბრალოდ და კოპწიად
იმოსება და სახლიდან მიდის.

Posted by: Kaspar Hausser Dec 21 2009, 11:16 PM

დ ა ე, ი ც ო ც ხ ლ ო ნ . . .


გემუდარები,
ნუ ხოცავ ტარაკნებს, დედა,
დაე, იცოცხლონ.
ხომ იცი, როგორ უყვართ გათბობის მილები,
იქნებ ერთმანეთიც უყვართ?
მათ გაზურაზე უწევთ ცხოვრება,
ჩვენ დედამიწაზე,
მერე რა?
ერთიმეორისგან ვერ გაარჩევ,
სახელებიც არ ჰქვიათ,
როგორ ახარებთ სითბო და ტკბილი ჯემი,
რა მათი ბრალია, რომ არ იციან თავიანთი არსებობის შესახებ,
პლანეტებმაც ხომ არ იციან შერქმეული სახელები,
მაგრამ ბრუნავენ უმიზნოდ,
სივრცეში.
გემუდარები,
ნუ ხოცავ ტარაკნებს, დედა,
დაე, იცოცხლონ.

ირაკლი ჩარკვიანი

Posted by: Kaspar Hausser Dec 21 2009, 11:22 PM

ბოდვა ძილისწინ

ძილინებისა ფისო,
დღევანდელი დღე არ ჰგავდა გუშინდელს
და არც არაფრით განსხვავდებოდა მისგან.
ისევე როგორც გუშინდელი გუშინწინდელისგან.
ძილინებისა ჩემი ოთახის ყვავილებო,
ჩემი ოთახის ჰაერს რომ სუნთქავთ.
ძილინებისა მშიშარა კედლებო,
სამარადისოდ დამუნჯებულხართ
და არაფერს ამბობთ ჩვენს პრეზიდენტზე.
ძილინებისა რუსთავი ორის ჟურნალისტებო,
ობიექტურობა ყურებიდან რომ გადმოგდით.
ძილინებისა ბომჟებო,
რადგან არავის უყვარხართ.
ძილინებისა ქალბატონო კონდოლიზა,
შესანიშნავად უგებთ ბეთჰოვენს.
ძილინებისა ბავშვებო,
მალე გაიზრდებით და ისწავლით
ფეხსაცმლის სწორად ჩაცმას
და საათის ცნობას
და გამოხვალთ პოლიციელები და ტერორისტები.
ძილინებისა ცათამბრჯენებო,
თვითმფრინავის ჩრდილზე რომ ფრთხებით.
ძილინებისა საფერფლევ,
ჩემზე მეტად რომ ყარხარ.
ძილინებისა საყვარლისგან მიტოვებულო
მარტოხელა ბერიკაცო,
შენ ვეღარავინ გადაგარჩენს.
ძილინებისა პატრულის მიერ ნაცემო
უაქციზო სიგარტით მოვაჭრე პროვინციელო ქალებო,
თავს იმით იმშვიდებთ, რომ
ღმერთი მაღლიდან ან საიდანღაც
აუცილებლად იყურება.
ძილინებისა ანგელოზო,
ჩვენი ლამაზი თეთრი ღამეები წარსულს ჩაბარდა
და გული მტკივა რომ არაფერს მწერ...
ძილინებისა ნისლებო,
როგორი ზანტები ხართ და მაინც მომწონხართ.
ძილინებისა მსოფლიო...
ღმერთო, ჩვენ ახლა ვიძინებთ
და აბა შენ იცი,
ჩვენი დარდი ნუღარ გექნება,
თავს მოუფრთხილდი!

კოშკა

Posted by: Kaspar Hausser Dec 21 2009, 11:26 PM

მე ჩამოვედი უკანასკნელ გაჩერებაზე...

მე ჩამოვედი უკანასკნელ გაჩერებაზე,
სადაც ვერავინ ვერ მიპოვიდა,
სადაც არავინ არ დამაძებდა.
ავხედე ხეებს,
თბილ სიმწვანეს რომ ისრუტავდნენ
და იქ დავტოვე თვალები ჩემი.

ავადმყოფ წვიმის ცივ სირბილეში
გამოვიპარე ხელებიდან,
თმები ვერცხლის ქარს შევატოვე.

მე მივდიოდი
დაუნდობელი სიჯიუტით და სიმსუბუქით,
როგორც შურისმაძიებელი.

იღვრებოდა წყალი მინდორში,
ეცემოდა შუქი მდინარეს,
რომლის სახელი აღარავის აღარ ახსოვდა
და იმ მდინარის ნაპრალებში
ტუჩები და სახე ჩავქოლე.
სანამ მდინარე რამეს მეტყოდა
მე დავასწარი:
გმადლობ, ჩემო მოთმინებავ, რომ მიღალატე!
ვისი ხმა ისმის მინდვრის ბოლოდან!
მგზავრო, შენ გეძებს ეს მინდორი, დაუსრულებლად

რომ იმეორებს ბალახებს და წითელ ყვავილებს,
შენ გეძახის დასამშვიდებლად...
უკანასკნელ გაჩერებაზე
ჩადიან მხოლოდ მთვრალები და მინდვრის მსურველნი.
ხის ბოლოდან კი ცა იწყება.
ხოლო ცის გულში
წმინდა გუმბათი
ჩემს ცოდვიან მიწას აშინებს!...

თამაზ ბაძაღუა

Posted by: tikoroma Jan 3 2010, 01:04 PM

სადღაც სდუმს მთები, სადღაც ნისლია
ვერ გადურჩები სულის წვალებას,
მე რომ გაფრენა არ შემიძლია
ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას.

სადღაც სდუმს დილა სადღაც ძილია
გზა გაიარეს სადღაც ქალებმა
ჩემი სხეული რომ დაღლილია
ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას.


და სადღაც ბაღთან ვიღაც იცდიდა
და უცებ ზეცა ნახეს თვალებმა
რომ ვერ შევძელი გასვლა მიწიდან
ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას..


ტერენტი გრანელი

Posted by: tikoroma Jan 3 2010, 01:35 PM

TeO

ციტატა(Tea @ 14th August 2007 - 11:22 AM) *
მზე ათბობს შიგნით და გარეთ
ჩვილის ლამაზი სახე,.
ბედნიერი ვარ!

ციტატა(Tea @ 14th August 2007 - 11:22 AM) *
პ.ს. გაგიმხელთ იმათ, ვისაც აინტერესებს იაპონური პოეზია (თორემ სხვებისთვის ის უაზრობაა), ჰაიკუს დაწერა ძალიან მაგრა წმინდავს სულს და დადებით განწყობას ქმნის!
წარმოიდგინეთ, სულ რამოდენიმე სიტყვაში შეგიძლია გრძნობით შეკუმშო ზღვა ინფორმაცია!

საინტერესოა ვინმემ თუ ამოიკითხა რამე მაინც ჩემი დაწერილი ჰაიკუდან??? blink.gif


მეც ძალიან მიყვარს იაპონური პოეზია ...
პაწაწუნა ლექსებში იმხელა აზრი დევს...

ზეპირად ახლა ეს მახსენდება:

დაგიჟებულან ალუბლები.შეხეთ, ცხენიდან
ამპარტავანი თავადიც კი ჩამოაბრძანეს
და იახლეს ყვავილობის თვისის საჭვრეტად.

Posted by: tikoroma Jan 3 2010, 07:25 PM

* * *

ერთხელ შევედი ცარიელ სახლში
და იქ მოვწიე ცოტა თამბაქო...
როგორ მინდოდა ვყოფილიყავი მარტო,
სულ მარტო!

* * *

ადრე გავიგე სიყვარულის ძალა და სევდა...
ადრეც მოვხუცდი..

***
ერთხელ ხუმრობით
დედაჩემი მხრებზე შევისვი,
იგი ისეთი მსუბუქი იყო,
რომ უცებ ცრემლი მომერია
და ვეღარ ვზიდე.

* * *


ო, რომ ჩავეფლო
ფაფუკ თოვლში
ანთებულ სახით....-
სწორედ ისეთი სიყვარულით
მიყვარდეს მინდა!!!

***
აყვავებული ტყემლებისათვის ვერ მიმიგნია,
მეგობრისათვის ვაპირებდი მეჩვენებინა:
დაუთოვია აქ წუხელ და მიჭირს გარჩევა,
სად თოვლისფერი ყვავილები გაშლილა ტყემლის
და სად თოვლია_ ტყემლის ყვავილიიფერი.


Posted by: TeO Jan 3 2010, 11:15 PM

QUOTE(tikoroma @ 3rd January 2010 - 01:35 PM) *
მეც ძალიან მიყვარს იაპონური პოეზია ...
პაწაწუნა ლექსებში იმხელა აზრი დევს...

tikoroma მადლობააა kiss1.gif
QUOTE(tikoroma @ 3rd January 2010 - 07:25 PM) *
***
ერთხელ ხუმრობით
დედაჩემი მხრებზე შევისვი,
იგი ისეთი მსუბუქი იყო,
რომ უცებ ცრემლი მომერია
და ვეღარ ვზიდე.

მომეწონა ძალიან blush.gif girl_sigh.gif

Posted by: TeO Jan 4 2010, 12:39 PM

31 დეკემბერს ჰელიოსის წერილი წავიკითხე http://sirius-ru.net/dictations/dek2009/2009.12.31.htm
ჩემზე გრანდიოზული შტაბეჭდილება მოახდინა..ისე გამათბო, რომ გავიხადე და ამ ცივ ზამთარში ბრეტელებიანი მაისურით ვიჯექი კარგა ხანს wub.gif
ირმა შენ გამახსენდი და ეს შენი მზის ლექსი!.. როგორ ეხმიანება ერთმანეთს angelchik.gif გთხოვ წაიკითხე როცა მოიცლი kiss1.gif bigarmhug.gif



ო, მზეო, მზეო...

ო, მზეო, მზეო გემუდარები...
ო, მზეო, მზეო, შეგეხვეწები,
დაგეჩოქები, დაგადნები, დაგმორჩილდები,
არ დავიმწუხრებ შენს ცქერაში, გავხალისდები...

ო, მზეო, მზეო გემუდარები,–
მომეცი შენი ბრწყინვალების პატარა ნიჭი,
მომეცი შენი ბრწყინვალება, შენი ნათება,
მიეცი ჩემს სულს გაბრწყინება და განათება.

ო, მზეო, მზეო გეხვეწები გულგაღებული,
შენი ნათების მუდამ ვიყო მაყურებელი,
ალმასის ჯართა სიელვარით, მზის შუქის სხივით,
მინათდებოდეს ჩემი გზები მთელი ცხოვრება.

შეგევედრები, ჩემო თბილო, ჩემო ნათელო,
გულში და სულში დიდი სხივის შენ ჩამომღვრელო,
გული დადნება,– შენ გიცქერის, შენზედ ოცნებობს,
სული გაივსო სიყვარულის უცნობ ჰანგებად.

ოჰ, მზეო, მზეო გეხვეწები, გემუდარები...
ოჰ, მზეო, მზეო შენ მომეცი,–ის რაც მ ჭირდება,
შენს სიყვარულის სიძლიერეს მიმაახლოვე,
შენთან მამყოფე და შენი ხილვით მუდამ-დღე მათბე...

მზეო ელვარევ, მზეო ნათელო,
მზეო ბრწყინვალევ, მზეო კეთილო,
მზეო მაღალო, მიუწვდომელო,
მზეო ჩვენს გვერდით მუდამ მდგომელო.

მზეო ამოდი, ამოდი მალე,
გამოაჩინე სხივების ფრთები,
შემოუარე ჩემსა ფანჯარას,
შენს ელვარებას ხელებს მივაგებ.

მზეო ნათელო გაგვათბე, შეგთხოვ,
ყველა დარდები თბილით გააქრე,
მზეო ნათელო სიმღერის ძალით,
სიმღერის ძალით მუდამ გვამყოფე.

ირმა
17 ოქტომბერი, შაბათი, 2009 წელი.


Posted by: ირმა Jan 4 2010, 04:15 PM

TeO kiss1.gif
Всегда, когда грусть или плохое состояние овладевают вами, ищите меня на небе, поймайте мой луч Любви, направленный лично вам, вспомните это мое послание.

ძალიან თბილი წერილია.

QUOTE(Tea @ 4th January 2010 - 01:39 PM) *
ირმა შენ გამახსენდი და ეს შენი მზის ლექსი!.. როგორ ეხმიანება ერთმანეთს

მართლა l_sunny.gif l_sunny.gif l_sunny.gif

Posted by: tikoroma Jan 5 2010, 01:15 PM

TeO
ირმა
l_sunny.gif
ეჰ როგორ მიყვარდა მდინარის პირას წოლა და კაშკაშა მზისთვის თვალის გასწორება... მზეს ვეხებოდი თითქოს...
მერე მეც ვწერდი ლექსებს smile.gif

მზე შემიყვარებს, მეც მისი ვარ
და ეს სიმღერაც,
ქარვისფერ შუქში გავეხვევი
და ავენთები.
თმებზე, სახეზე დამეღვრება
ცეცხლი სხივებად
და შარავანდად დამედგმება
ცისარტყელები...

ეს ნაწყვეტია...

მენატრება ის დრო. რაც მუშაობა დავიწყე და რაც თბილისში გადმოვედი, ხომ სულ დავკარგე მზე. sad.gif მაგიტომაც ვარ სულ უხასიათოდ sad.gif

http://img249.imageshack.us/i/01sun1.jpg/

Posted by: sentimennte Jan 5 2010, 03:05 PM

უიიი მე რომ სხვა თემაში დავდე ჩემი ლექსებიიი...sad.gif

Posted by: serafinapekkala Jan 5 2010, 08:57 PM

ჩემს ლექსებს არ დავდებ smile.gif ერთერთ საყვარელ ლექსს დავპოსტავ მხოლოდ, რომელიც მოკლეა smile.gif

მიყვარხარ ასეთი: მშვიდი და მდუმარე -
როცა არ სჭირდებათ ტექსტებს კორექცია.
თვალებით თანხმობა, თვალებით უარი
და ამ უსიტყვობის მთელი კოლექცია,
შენგან ვისახსოვრე... და სადმე თუ არის,
მაგ შენს დუმილშიდაც არის პოეზია!
მიყვარხარ ასეთი: მშვიდი და მდუმარე -
როცა არ სჭირდებათ ტექსტებს კორექცია.

გ. საჯაია

Posted by: sentimennte Jan 7 2010, 06:46 PM

http://www.radikal.ru



მოდით სიტყვებო,გულში ჩაგიკრავთ
და გაგიაზრებთ თუკი შევძელი,
მერე ლექსებად ეერთად აგკინძავთ,
გაგაცოცხლებთ და-იყავ დღეგრძელი!
დავხეტიალებ,ვეძებ სიყვარულს
და სიყვარული ვერც კი მიცვნია,
ვებღაუჭები ხელში მიჭირავს,
ვერ გაფრინდება,ის ხომ ნიჭია!
შევუშვერ წყაროს თეთრ და თბილ ხელებს,
გამეპარება თითებში წვეთი,
მგონი ალუბლის კვირტმა იფეთქა!
რაღაც ახალი იღვიძებს ჩემში!
მოვა მტრედი და აკენკავს ცოდვას,
ცოდვა-ადამის მოდგმის დარდია,
ცრემლი,მოწყვეტით ამოისუნთქებს,
ვისაც სული აქვს ყველა კარგია!
შემოეხვიე მუხის ძლიერ ფესვს,
ნუ შეგაშინებს ელვა და მეხი,
მთისკენ მიმავალ ვიწრო ბილიკზე
აგეხლართება ეკლებში ფეხი,
თუ გეტკინება,გული არ დაგწყდეს,
სასუფევლამდე გზა არის ერთი!
დაეცემი და შენს ჩუმ ტირილზე,
მფარველ ანგელოზს გიგზავნის ღმერთი!
შეფერადდება ოდნავ ვარდისფრად,
ცრემლებშემშრალი სული,სიკეთით,
გემახსოვრება მუდამ ნუგეშად,
რომ,შენთვის აღსდგა უფალი მკვდრეთით!!!
16.12.2009.იზი.
ჩემს სამ სიხარულს, ბარბარეს, მამუკას და გიგლას


* * * * * * * * * * * * * * * *

იყო სევდიან ღიმილის ფერი,
და ქუჩის ბოლოს გოგო პატარა,
ქვაფენილები,ხვეული სველი,
და ისევ გოგო,ქუჩის ამარა,
შავი თმებით და წითელი კაბით,
გული ბავშვური,თვალები დიდის,
გზას არასოდეს არ ააქვს ბოლო,
ყველა გზა სადღაც მოდის და მიდის.
განცდა?-თეატრის ნიღბების მსგავსი,
ხან მოწყენილი,ხან მომღიმარი,
წამებად შეხვედრა უცხო სახეების,
ფოთლები,მზე და-მიწა ნაწვიმარი,
მოხუცი,თვალებთან სიკეთის ნაოჭებით,
ნაცნობის მზერა,შეხვედრა გზაში,
ჩვეული მოკითხვა,კოცნა,საუბარი,
ჭაღარა სიბერის ბზარებით ხმაში..
აი,თბილისელი თოლიაც მაღლა,
ფიქრობს:ზღვა ისევ წყნარი,მშვიდია?
მაგრამ არც გოგოს ეტყობა დაღლა.
გზიდან სახლამდე გზა კი-დიდია!
კაბის კალთები მუჭით აკეცა,
გაეხა გოგოს ნაქარგი კაბა,
პატარა გოგო,ხუჭუჭა თმებით,
ჩემი თუ არ ხარ ვიცი ხარ აბა??

12.12.09.ი.ბ.


Posted by: anonymouska Jan 8 2010, 05:09 PM

sentimennte პირველი შენი დაწერილია? smile.gif

good.gif give_rose.gif

Posted by: sentimennte Jan 8 2010, 07:33 PM

ორივე ჩემი დაწერილია smile.gif

Posted by: ირმა Jan 8 2010, 08:49 PM

sentimennte

QUOTE(iziko @ 8th January 2010 - 08:33 PM) *
ორივე ჩემი დაწერილია

ძალიან კარგ ლექსებს წერsmile.gif

ძალიან მომეწონა პირველი ლექსი და მისი დასაწყისი wub.gif

Posted by: sentimennte Jan 8 2010, 08:57 PM

QUOTE(ირმა @ Jan 8 2010, 09:49 PM) *
sentimennte

ძალიან კარგ ლექსებს წერsmile.gif

ძალიან მომეწონა პირველი ლექსი და მისი დასაწყისი wub.gif

არადა ათი წელია არაფერი დამიწერია, თინეიჯერობის დროს კი ვწერდი მარა,მერე სულ სტატიებს და ჩანახატებს ვწერდი,ეს რაღაცა ახალი ეტაპია, ჩემს ცხოვრებაში ლექსებმა გამოიღვიძეს, smile.gif

ნუ მაწითლებთ ძვირფასებო,
გენაცვალეთ თქვენააა

Posted by: Shou Feb 3 2010, 11:11 AM

აქ არაფერი არ არის ჩემი.
თვალებით ვფურცლავ ოთხივე კედელს.


გახსოვს ის ღამე,
შენს ოთახში მზე რომ ჩავაქრეთ,
ხელისცეცებით
რომ ვეძებდით
საწოლის კიდეს...
ის ღამე, მე რომ
გულზე მძივად ჩამოვიკიდე.


შენი ოთახის მახსოვრობა ჩემს სუნს არ იცნობს,
ვერც სახლის კიბემ დაიხსომა ჩემი ფეხის ხმა,
მაგიდის მტვერსაც არ უგრძვნია ჩემი თითები,
შენს სახეს, როგორც ბრაილის შრიფტს რომ კითხულობენ.


დეკორაციით სავსე სცენაზე
მე დიასახლისს არ ვთამაშობ,
მე სხვა როლი მაქვს –
მე ოცნება ვარ და ოთახიდან
დაგუბებული ვნებასავით
გამანიავეს...

თამარ რუხაძე

Posted by: Michel Feb 5 2010, 11:39 PM

QUOTE(Shou @ 3rd February 2010 - 11:11 AM) *
თამარ რუხაძე

ეს რომელი თამარ რუხაძეა? ჟურნალისტი?



Posted by: Shou Feb 10 2010, 10:32 AM

Michel

კი, ჟურნალისტიsmile.gif

Posted by: მზეონა Mar 23 2010, 11:08 PM

http://www.youtube.com/watch?v=Jyii9uolcUE&feature=related wub.gif sweet.gif

Posted by: tikoroma May 3 2010, 08:52 PM

აღარ მაძინებდა მზერა ალმაცერი,
ხალიანი ტუჩი...მკლავი ანაცერი..
მზის და ცხელი ქვიშის ვნებით ატკეცილი
ტალღებს მოაპობდა ტანი კალმახური.
თვალებს ჩავკიდებდი წყალში ანკესივით
და შინ ვბრუნდებოდი, როგორც გალახული..
ზღვა ღელავდა, თრთოდა, ტალღებს შლიდა მწვანედ,
გახველ ნაპირზე და ღელვაც გაიტანე.
განა ბევრი მინდა...ჰოი, დავიქანცე,
ბევრი თეთრი ღამე ზღვასთან გადავფურცლე,
მოვიდოდი მხოლოდ და შენს აცრილ მკლავზე
თითებს დავაწყობდი, როგორც სალამურზე....

შოთა ნიშნიანიძე

Posted by: tikoroma May 3 2010, 08:55 PM

გუშინ გოდება გავიგონე ეკლესიის თუ სამრეკლოსი,
ბეთანიასთან ჩამოვარდა ფრთებმოტეხილი ანგელოსი.
უცხო სინათლემ დამაბრმავა - მაცხოვრის მესმა ნაბიჯები,
დიდ საიდუმლოს შევესწარი... ვაიმე, ალბათ, დავისჯები.
გაიხარებენ მოშურნენი, ჩემზე იტყვიან შეიშალა,
მე ვუყვარდიო, - იჭორავებს ვიღაც მკითხველი მეტიჩარა.
ჩემი ცხოვრება იმ წუთიდან დამსხვრეულ ელვის შიშინსა ჰგავს,
სილამაზისგან შეშლილი ვარ და არამარტო შიშისაგან.
მესმის ჩურჩული მეზობლების, მესმის ახლოდან, შორიდანაც:
უცნაურია ეს პოეტი: სახლში ღრუბელი მოიტანა.
ის განა მართლა ღრუბელია, - სიზმარია და სასწაული,
დიდი ცოდნაა საიდუმლო - მოკვდავისათვის აკრძალული.

• • • • • • • • • • • • • • • • • • • • • • • •

მიწაზე აღარ მედგომება, იცვლება ბედის ამინდები,
მალე ღრუბელი მომაკითხავს, ამიტაცებს და... გავფრინდებით...


შოთა ნიშნიანიძე

Posted by: მზეონა May 3 2010, 09:31 PM

ეპილოგი
რატი ამაღლობელი

ჩამიქრა ცეცხლი და მე გულით
დამაქვს ნაცარი.
დამეპნა სიტყვა, როგორც პურის
თითო მარცვალი.
დავდივარ ტყეში დაბნეული,
შორით გზა ვცანი.
ეძიეთ, სულნო, დაპნეული
სიტყვის მარცვალი.

Posted by: მზეონა May 3 2010, 09:51 PM

რატი ამაღლობელი

ღმერთო, მაპატიე აპათია,
რაც კი მაბადია - მაპატიე...
ერთსაც ვერ ვასრულებ შენაპირებს,
ნეტავ მოვაგნებდე შენს ნაპირებს.
თორემ უშენობა უმზეოა,
არ ვიცი ვისავით უმწეო ვარ...
ქვიშაზე ნაწერივით წავიშლები,
უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები
მე მივატოვე მზის შენობა,
ჩემიც აღარ მახსოვს მნიშვნელობა
იქნებ გამახსენო? გამახსენე
ყველაფერი თავიდან ამიხსენი
შენი სამი ცალი სამოსელი,
ღმერთო ფარდებივით ჩამოხსენი.
იქნებ მომაშორო ეს ნიღაბი...
უფალო მე კი არა - შენ იყავი.

Posted by: idumalebis princesa Dec 10 2010, 10:40 PM

ნუ გაიკვირვებ, საყვარელო, როცა შეგხვდები
სალამის მაგივრად აგარიდო ურცხვად თვალები.
ლექსი აგიხსნის ყოველივეს თუკი ვერ ხვდები,
შენთან შეხვედრას მე პირისპირ რად ვემალები!

თაგვი, რომელიც ერთხელ მაინც ხაფანგს დაუძვრა,
რადგანაც მეტი არ მოელის ბედის შენდობა,
ის ხელმეორედ, მართლა ღმერთი თუ არ გაუწყრა,
აღარანაირ სატყუარას აღარ ენდობა.

ანდა პეპელა, ფრთადამწვარი კოცონის ალზე,
ისევე ლაღად ხომ არასდროს გადაფრინდება
ბნელში უეცრად გამოჩენილ სინათლის კვალზე!
და ამიტომაც, ნუღარ გიკვირს, როცა მიხდება

შორიდან შენი დანახვისას პირის აქცევა,
რადგან თვალებში თუ ჩაგხედე, მელის დაქცევა!



Posted by: idumalebis princesa Dec 10 2010, 10:42 PM

უცნაური მონატრება

არ მინდა ლექსები!
ვერ ვიტან სტრიქონებს! –
შენ მათთვის აღარ ხარ მუზა და მისტიკა!
ყველაფერ უშენოს უაზროდ ვიშორებ –
არ მინდა ლექსები!..
აღარც შენ მინდიხარ!..
.
მე შენთვის ვიყავი სპორტული აზარტი –
მუღამით მიჩხრეკდი უცნაურ ხასიათს,
გიკვირდა – არასდროს არავის ვბაძავდი:
მეძავიც მიყვარდა ბუნებით აზიატს
.
ახლა კი ისე ვარ გავგიჟდე მინდა და
მაცხოვრის დედასაც მშობლები ვუგინო!
გამიტყდა ის კოკა, ღვინოს რომ ზიდავდა...
უტვინოდ ვცხოვრობ და დავთვრები უღვინოდ!
.
რა უშავს – ბავშვობის უაზრო ზღაპარში
მოვიდნენ მსუბუქი მაგარი ქალები!..
მთავარი დედობის მანდილის ამბავში...
თუ რაღაც ამდაგვარს ბოდავენ მთვრალები!
.
ახლაღა დავცინი ბანალურ ზმანებას –
შენც გესიზმრებოდა ოცნების პრინცები!..
სხვა სიყვარულობის მეობის გაგება –
ეს არის კაცობის პირველი პრინციპი!
.
მაბნევდა მაგ ტანის სურნელით გალეშილს
უცხო რომანტიკა – ნაცნობი მეტივე...
დღეს ჩემთვის მთაწმინდის მთვარიან ღამეში
ერთიც აღარ არის ლამაზი მოტივი...
.
შევირგებ კიდევაც - თუ რამე მივირთვი,
არაფერს ვნატრობ და არავის დავეძებ!
ვერც ის პოეტები მშველიან ცინიზმით
ლექსებს რომ ჯღაბნიან დაბოლილ ყვავებზე...
.
არა ვართ მე და შენ ვარდი და ბულბული!
თუნდაც ამ ქალებზე მაგარი რითი ხარ?!..
არ მინდა ქალები!..
არ მინდა ბუმბული!..
არ მინდა ლექსები!..
ფეხებზე მკიდიხარ...

Posted by: idumalebis princesa Dec 10 2010, 10:50 PM

ისეთი უაზრო ამინდია,
თითქოს გაკლდეს - დარდებს დაგიმატებს,
ჯიბრით გავიხსენებ ყველა ცოდვას
და სილად გავაწნავ გულგრილ ხატებს.

ღმერთმაც - ზევით მცხოვრებ ოჯახივით
წვიმა დაუდევრად ჩამოგვიშვა...
თვალებით ვკივი - დამეხმარეთ!!!
თორემ... გარეგნულად არა მიშავს.

და თუ უთქმელად ვერ მიმიხვდები,
ნათხოვნ ყურადღებით გავიხარო?
ისე გადამღალა ამ ცხოვრებამ,
შატალოზე უნდა გავეპარო!

Posted by: ირმა Dec 11 2010, 10:48 AM

idumalebis princesa welcomeani.gif
ამ ლექსების ავტორი ? rolleyes.gif

Posted by: Existence Dec 16 2010, 10:29 PM

ეს არის 17 საუუნეში მცხოვრები მსტიკის Hakuin Ekaku ს ჩემი აზრით ძალიან ლამაზი მედიტაციური სიმღერა
ყოველი სტროფი დასრულებული მეთოდია


All beings are from the very beginning Buddhas.
It is like water and ice:
Apart from water, no ice,
Outside living beings, no Buddhas.
Not knowing it is near, they seek it afar.
What a pity!
It is like one in the water who cries out for thirst;
It is like the child from a rich house
Who has strayed away among the poor.
The cause of our circling through the six worlds
Is that we are on the dark paths of ignorance.
Dark path upon dark path treading.
When shall we escape from birth-and-death?
The Zen meditation of the Mahayana
Is beyond all praise.
Giving and morality and the other perfections,
Taking of the name, repentance, discipline,
And the many other right actions,
All come back to the practice of meditation.
By the merit of a single sitting
He destroyed innumerable accumulated sins.
How should there be wrong paths for him?



The Pure Land paradise is not far.
When in reverence this truth is heard even once,
He who praises it and gladly embraces it
Has merit without end.
How much more he who turns within
And confirms directly his own nature,
That his own nature is no-nature -
Such has transcended vain words.
The gate opens, and cause and effect are one;
Straight runs the way - not two, not three.
Taking as form the form of no-form,
Going or returning, he is ever at home.
Taking as thought the thought of no-thought,
Singing and dancing, all is the voice of truth.
Wide is the heaven of boundless Samadhi,
Radiant the full moon of the fourfold wisdom.
What remains to be sought?
Nirvana is clear before him,
This very place the Lotus Paradise,
This very body the Buddha.

Posted by: priad ubralo Dec 17 2010, 01:13 AM

maladec! idumalebis princesav:)
Davdo chemi shedevrebi?! biggrin.gif mara aq ro davdo darwmunebuli var meore bani IP-ze garantirebuli maqvs, daje samudamod...
Ubralod Cenzurastan mwyralad var!:D

Posted by: Existence Dec 25 2010, 02:56 PM

The spring flowers, the autumn moon;
Summer breezes, winter snow.
If useless things do not clutter your mind,
You have the best days of your life.

Zen Classic beard.gif



Posted by: Molen Jan 1 2011, 10:30 PM

შექსპირის "ჰამლეტი" გამოთქმების მხრივ უნიკალურია:

"ყოფნა არ ყოფნა, საკითხვი აი ეს არის".

Posted by: Gopi Jan 5 2011, 09:08 PM

მომავლის ჰორიზონტი.....

ვიყურები რაღაც გამადიდებელი მინის მსგავს ფანჯარაში. ყოველთვის ასე ჩანდა ბავშვობიდან, მაგრამ მინის მიღმა სამყაროში ახლა უფრო ანათებენ მკვეხარა ფერები. წითლდებიან..ყვითლდებიან..მწვა
დებიან უფრო მეტად.......და ისევ მორცხვობენ იები.

ეს ის სამყაროა სადაც ადამი და ევა სულაც არიან. ყვავილებიც ჩვენ ვართ,ფერებიც და ცისფერი ცაც. გზაა უსასრულობისკენ.. უსასრულობა მარადისობაა.პეპლებიც სამი წელი ცოცხლობენ და მზე იმისთვის სულაც არ ამოდის რომ სიცოცხლე გაგრძელდეს..სიყვარულით ამოდის, ყველა რომ დაინახოს,დატკბეს. სიცოცხლე ისედაც თავისთავადია.თავის თავშივე მოიცავს მარადს. ულიმიტო ენერგიაა.

არ ჩანს რაღაცეები ადამიანური - მეგობრობა, დედაშვილობა, ვნება.. არაფერია სიყვარულის გარდა. სიყვარული ყველა საგანში,ყველა ფერში, მარტო თვითონაც და მარტო ჩვენითაც. ვარსებობ მარადიულად. როგორი ვარ არ ვიცი.არ ვარ თითქოს და ამავდროულად ყველაფერში მე ვარ.

ვცოცხლობ როგორც არასდროს.



სინამდვილეში ყველაფერი ამქვეყნიურია !

Posted by: yogi Jan 16 2011, 07:59 PM

მოგესალმებით ყველას!

სულიერი პოეზია ძლიერად მოქმედებს ადამიანის ცნობიერებაზე. თუ ადამიანი მთელი გულით და სულით სულიერ პოეზიას კითხულობს - ეს მედიტაციასთან ახლოსაა. ის ნელ-ნელა გარდაქმნის და ასუფთავებს და აამაღლებს ადამიანის ემოციებს, გონებას და გულს:

აი ვისაც ესმის ინგლისური - სულიერი პოეზიის კარგი საიტია: http://www.poetseers.org/
და აქ იმ პოეტების ჩამონათვალია, რომლების შემოქმედება საიტზეა: http://www.poetseers.org/lin/alphabetical_index_of_poets/

Posted by: Existence Jan 16 2011, 09:01 PM

yogi

QUOTE(dima-dima @ 16th January 2011 - 07:59 PM) *
სულიერი პოეზიის კარგი საიტია: http://www.poetseers.org/


good.gif yes.gif

Posted by: ♫♫♫ Mar 18 2011, 11:57 PM

veli vegar gadurches
Drois dzveli ritmebit
Me vtqvi, exla danarchens
ityvis cheqa-quxili!
lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: natuka Mar 19 2011, 10:01 AM

საუკეთესოდ იყენებს უქმად სახარჯავ დროს,
ვინც გულმხურვალედ ლოცულობს მოცალეობის ჟამს.
ძალიან ცუდად იყენებს საუკეთესო დროს,
ვინც გულმხურვალედ ლოცულობს, როდესაც შრომა ხამს.
....................................
მთელ საქალეთში სულ დიდი–დიდი
ერთი აღმოჩნდეს ავი და ფლიდი.
მაგრამ ყველა ქმარს ეუფლება გრძნობა ისეთი,
თითქოს მას ერგო სწორედ ის ერთი.
...................................
პირსუკან მთათხავ? მერე რა!
მაგით ჩემს პრესტიჟს განა ვნებ!
პირში რომ მაქებ, ამას კი
სამაგალითოდ განანებ!
...............................
მევახშის საფლავი

ამ მევახშის საფლავი მთელ მიდამოს აყროლებს.
ალბათ, როცა დამარხეს, სულიც თან ჩააყოლეს.
.................................
მიზონს ვკადრე: „დიდად ვწუხვარ,
კაცო, თურმე რამდენს სძულხარ“.
„განა მე კი მიყვარს ვინმე?“–
არხეინად მიპასუხა.

*მიზონი – მოძულე (ბერძნ.).






ლესინგი მომწონს smile.gif

Posted by: natuka Mar 19 2011, 10:05 AM


ყოფიერების საიდუმლო არვისთვის არ ჩანს,
ამ მარგალიტის ასასხმელად ფუჭია გარჯა,
გონების ძალის დასადგენად ბევრი რამ ითქვა,
მაგრამ მთავარი მაინც ისევ უთქმელი დარჩა.
...........

დღე ისე გადის რომ არ ძალმიძს ვიღონო რამე,
ყოფნა_არყოფნის საფიქრალში ილევა ღამე,
გადის ცხოვრება, რომლის წამიც ცხოვრებად ფასობს
და მე ფიქრებში ფუჭად ვკარგავ ამ ძვირფას წამებს.
...............
ცეცხლი ცეცხლია, კვამლი იღებს თავის წვის შედეგს,
ვის ვემართლები თუ ამ გზაზე თვითონვე შევდექ,
ვინ მემტერება, ამა ქვეყნად ჩემს თავზე მეტად?
ჰე, ჩემო თავო, რა მოგელის ამ ტანჯვის შემდეგ?!

აბუ საიდის რობაიებიდან ...

Posted by: natuka Mar 19 2011, 10:09 AM

ყველაფრით დაღლილს, მენატრება სიკვდილით შვება,
რადგან შევყურებ სამათხოვროდ შობილ თაობას,
ჭეშმარიტ რწმენას რადგან არყევს ცოდვილთა ნება
და სრულქმნილება დარქმევია არარაობას.

და იყიდება ოქრო-ვერცხლზე კაცის ღირსება
და მოიღერა ქალწულივით ყელი მეძავმა
და განდიდება მდაბიოთა გახდა თვისება
და ყველა ლაჩარს რაინდობა შემოეძალა

და პირმოთნენი დარბაისელ სიტყვებს ხლართავენ
და ავი კეთილს დაატარებს თავის ნებაზე
და უმეცრები განათლების საქმეს მართავენ
და სულმდაბალნი ბატონობენ შთაგონებაზე...

ყველაფრით დაღლილს, სიკვდილიღა მიელავს თვალში,
მაგრამ ჩემს სატრფოს ვერსად ვტოვებ ამ ცოდვა-ბრალში.



შექსპირის ეს 66 სონეტი წავიკითხე რამოდენიმე კვირის წინ და მეგონა ახლა დაწერა smile.gif

Posted by: მზეონა Apr 23 2011, 09:50 AM

...С полей уж снят покров снегов,
И реки рвутся из оков,
И зеленеет ближний лес...
Христос воскрес! Христос воскрес!

Вот просыпается земля,
И одеваются поля,
Весна идет, полна чудес!..
Христос воскрес! Христос воскрес!

/А.Н.Майков/


Posted by: მზეონა Apr 25 2011, 05:11 PM

http://artnow.ru/ru/gallery/2/669/picture/0/246355.html

Posted by: tolia Apr 26 2011, 11:25 AM

წყენა,დაშორება,მიტევება,
ხალვა,სულთქმა-უშით ხადილი...
თავზე დატეხილი მისტერია,
ხელები ვედრებად გაწვდილი...
ჩვეულებრივი ისტორია,-
არაჩვეულებრივად განცდილი.
ყოფა გარდასულის მოგონებით
არცათუ მთლად ვარდის ფერია...
მარტო გარდასულის მოგონებით
ყოფა მეტისმეტად ძნელია,
თუმვა...რა ხდება და რასა ჰკვდები,
ეს "არ ახალია,ძველია".
ტყენა,დაშორება გისენია,
ჰგონებ-ჩათავდი და მოისრე...
დგახარ-დაწვრილებით იხსენებ,
ზიხარ მოსაგონარს მოისევ...
ბევრი ამდაგვარი გისმენია,
ბევრსაც ამნაირსაც მოისმენ:
თავზე დატეხილი მისტერია,
ხელები-ვედრებად გაწვდილი...
ჩვეულებრივი ისტორია,-
მაინც შენეულად განცდილი.
(ბელა შალვაშვილი)

Posted by: FORZAROMA May 9 2011, 02:21 AM

http://www.youtube.com/watch?v=BydfiAi6MVg

Posted by: მზეონა May 26 2011, 03:24 PM

Та, которая ведёт,
Знает: Небо нас зовёт.
Путь один – вперёд и вверх.
Назначает человек
Сам себе свою судьбу;

И вступает он в борьбу
С ветхой личностью в себе,
Побеждая в той борьбе
Иллюзорный мир земной,
Мир никчёмный и пустой.

Posted by: მზეონა Jul 7 2011, 09:12 PM

ძალიან მიყვარს ჰაიკუები და თაია, ამათ რომ მივაკვლიე ძალიან გამიხარდა!!! :*

დავდებ, რომ ეს ფორუმიც გაალამაზოს..


http://urakparaki.com/?m=4&ID=38563

მარტი

ზამთარგამოვლილ
მზეს სხივი გაუთბა, – თქვა
იამ თვალებით.


აპრილი

გაზაფხულია...
მიწის დამზრალი გული,
ცრემლმა დაალტო!


მაისი

ჩამოცხა უკვე...
მზემ კვირტიდან ვარდიც კი
გამოიტყუა.

Posted by: მზეონა Jul 7 2011, 09:16 PM

ივნისი

პურის თავთავზე
კუტკალია ქანაობს, –
შია და... მღერის!


ივლისი

ციცინათელა
გაოფლილი ჩამოჯდა...
ღამეა, ცხელა...


აგვისტო

წითელმა ბურთმა
ცა ზანტად გადაიარა...
ნამზეურს ტოვებს...

მომწონს, მომწონს, მომწოოონს!.... sweet.gif l_daisy.gif bigarmhug.gif JC_cupidgirl.gif

Posted by: მზეონა Jul 7 2011, 09:20 PM

რატომღაც სექტემბერი, ოქტომბერი ვერ ვნახე sad.gif

ნოემბერი

ქარმა მოწყვიტა
ბოლო ფოთოლი ჭადარს, -
უცებ აცივდა.


დეკემბერი

ზეცამ ვერცხლის თმა
ჩამოშალა ღრუბლიდან...
ზამთარი მოდის.


იანვარი

თეთრი ფანტელი
თავზე დაეყარა ნაძვებს...
მიდიან წლები....


თებერვალი

ქარია გარეთ.
ასე რატომ უძგერთ გული
ნაზამთრალ ხეებს?

Posted by: lasha Jul 29 2011, 11:24 PM

ისე ერთი პოსტი რომ გაგვეხსნა უილიამ შექსპირზე რა მოხდებოდა? smile.gif

კარგი ფორუმია მაგრამ თემები აკლია... ბევრი საინტერესო თემის გახსნა შეიძლებოდა.


ესეც ჩვენი შექსპირი :


შენს მონობაში ისე გადის ჩემი ცხოვრება,
ვერ გამიგია - წამია თუ წელიწადია;
ჩემი სიცოცხლე შენს ერთ ღიმილს ემათხოვრება
და სხვა სიკეთე მე ამქვეყნად აღარ მწადია.

შენს მოლოდინში არ შევყურებ საათის ისრებს,
არ ბობოქრობენ უსაშველოდ ჩემში გრძნობები;
ჩემს ბაგეთაგან ჩივილსაც კი არავინ ისმენს,
როცა შეხვედრის დაუთქმელად მემშვიდობები.

არ შემოგცქერი ეჭვის თვალით ლაღსა და მღიმარს,
არ გითვალთვალებ - სად იყავ და ვისთან იარე -
და, საწყალ მონას, ესღა მეთქმის - ნეტავი იმას,
ვისთანაც ყოფნა შენს საამოდ გაიზიარე.

ჩემი სიცოცხლე ვნების ქსელში ისე გაება,
ყველაფერს დავთმობ, თუ მიბრძანებს ჩემი ღვთაება.



(სონეტი XXXVIII)


მე სანამ შენში შთაგონების ძიებას ვბედავ,
სანამ შენს სუნთქვას სიოდ ვაფენ ლექსის სტრიქონებს,
უხეშ ქაღალდზე საფერებელს ვერავის ვხედავ
და ჩემი მუზაც სხვა სალოცავს ვეღარ იგონებს.

ჩემს ლექსს კი არა, საკუთარ თავს უთხარ მადლობა,
შენს სილამაზეს, შენზე უკეთ, ვინ რას გაუგებს?!
მუნჯიც რომ იყოს და ვერ შეძლოს გრძნობის განდობა,
შენს სიტურფეზე მისი მზერა გაისაუბრებს.

შენ რომ მეათე მუზა იყო, თვით დრომ ინება,
შენ ცხრა დანარჩენს ერთი ათად გასცდი პატივით...
თუ წუთისოფელს განკითხვის დღე მოევლინება,
მარადისობას შენ შერჩები წმინდა ხატივით.

სიტყვებით თამაშს რომ შევწირე დრო და გონება,
მე ცოდვად მექცეს, ოღონდ გერქვას შენ შთაგონება!



(სონეტი XXVIII)


ახლაღა ვხედავ, ბედნიერი დრო რომ დასრულდა,
სიმშვიდის ნაცვლად რომ შევესწარ მხოლოდ წამებას...
დღის სატანჯველი ღამითაც რომ ვერ გრძნობს სასრულს და
დღეს ღამე ტანჯავს და ცისკარი _ შემოღამებას.

ემტერებიან დღე და ღამე ერთმანეთს ასე,
მაგრამ ორივემ ახლა ჩემი მტრობა ინება:
დღე ფიქრით მღლის და იმ წუხილით ღამეა სავსე,
ჩემი ცხოვრება უშენოდ რომ მიედინება.

მე შენზე ფიქრში მტანჯველ დღეებს ვეპირფერები,
როცა ღრუბლებში შენი სახე მომეჩვენება,
ღამესაც ბევრჯერ დავულოცე შავი ფერები,
რომ ვარსკვლავებში დამანახოს შენი მშვენება...

მაგრამ დღე მაინც ყოველდღიურ სატანჯველს ბადებს
და ღამეც მიქსოვს ღამეული ფიქრების ბადეს.



(სონეტი XXVI)


შენმა სიკეთემ მონობის ხვედრს რაც მაზიარა,
შენთვისღა ვცოცხლობ, სიყვარულის დიდო ბატონო,
და ამ წერილშიც შენს გულისთქმას, სიბრძნით კი არა,
მსურს ღირსეული მოკრძალებით დავეპატრონო.

მინდა დიდ პატივს მოვადევნო თხოვნა მცირედი,
მსურს მოციქულად გამოგზავნილ შიშველ სტრიქონებს
შენ მოევლინო მფარველად და მქონდეს იმედი,
რომ ტრფობის სამოსს დრო მათთვისაც გამოიგონებს.

ან ეგებ გავხდე ვარსკვლავეთის სამოწყალო და
ეგებ განგებამ განმარიდოს ავი ზრახვები,
ეგებ ჩემს ღატაკ სიყვარულსაც დახვდეს წყალობა,
ბედნიერებით მოსილი რომ დაგენახვები...

და მაშინ გეტყვი, რომ მიყვარხარ! თუმცა მანამდე
სჯობს არ მნახო და დავრჩე შენთვის გამოცანადვე.



(სონეტი XXV)


დაე, ზოგისთვის ვარსკვლავეთი იყოს მოწყალე,
ზოგის პატივით რეკდნენ, დაე, ქვეყნად ზარები!...
მე ბედისწერას ღიმილიც კი ვერ გამოვძალე
და სიყვარულის იმედადღა დავიარები.

ბედის ნებიერს ყველა უქებს ზნეს და თვისებას,
მისთვის ნათდება მზისქვეშეთის თვალსაწიერი,
მაგრამ განგება არ დაგიდევს არვის ღირსებას
და ამაღლებულს დაბლა დასცემს... მიწყივ ცბიერი!

თუნდ ის სარდალი, ვაჟკაცობით ყველგან ქებული,
ვისაც არვინ ჰყავს ქარცეცხლიან ომში ბადალი,
განა სულ მალე არ იქნება დავიწყებული,
ოდეს მის სახელს მოშორდება სიტყვა `სარდალი?!

ჩემს ცხოვრებას კი ვერას ავნებს დროის ძგერება -
მიყვარს!... ვუყვარვარ!... და ეს არის ბედნიერება!

Posted by: თამარი Jul 30 2011, 05:32 PM

მზეონა, ამაზე გაწყენინებ?
არ ვიცი, რატომ ვერ ნახე სექტემბერი და ოქტომბერი... და კიდევ სამს დავამატებ.



სექტემბერი

ცაზე ჰკიდია
ოქროსფერი გორგალი, -
შემოდგომის მზე.


ოქტომბერი

ფოთოლცვენაა...
- იცი, საით მივყავართ გზას?
- სიყვარულისკენ....


ვარდი

ვარდი ქ ა ლ ი ა...
მაგრამ მაინც “მ ე ფ ე” ჰქვია,
თამარის დარად!


მამას

საათის სამი...
- მამა, ნუ წახვალ, დარჩი,
მოიცდის მიწა...


[code][/code]მამას

სასაფლაომდე
შორი გზაა... თუმც ყველა გზა
შენამდე მოდის.

Posted by: tikoroma Mar 3 2012, 10:12 PM

ოჯახის ქალმა დასტოვა ქმარი -
ბროლი, საპფირი, ვერცხლის ვაზები;
მოწყენი წარსულს ახალა კარი
და მიიყუდა ცეცხლის თასები...

ქალაქში დადის კივილი რისხვის
და მითქმა-მოთქმის ქრიან ქორები.
ოჰ, მარადია ყივილი სისხლის
და წყლის ნაყვაა ახლა ჭორები!

ლ ე ბ ა ნ ი ძ ე :*

Posted by: tikoroma Mar 3 2012, 10:14 PM

ბედნიერება ვეძიე,
გზად ნარ-ეკალი ვწვადეო,
ვსდიე და ვერ დავეწიე,
დავჯექ და მოვუცადეო...

მოვიდა, თავზე დამადგა:
- ვაჟკაცს ცდა შვენის, სცადეო!
ბეჭზედაც ხელი დამარტყა:
- სიპ ქვაზე ზიხარ, ადეო!

Posted by: old_man Apr 27 2012, 08:53 PM

შეეშვი ლოცვას, დაეხსენი რწმენის მარწუხებს,
იყავ კეთილი და შენს მოძმეს ნუ შეაწუხებ.
მომეცი ღვინო და იმ ქვეყნად როცა წარვდგებით,
იქ სამსჯავროზე შენს მაგივრად მე ვუპასუხებ

***
რად გსურს ქონება, თუ საწუთრო წარმავალია,
რომელ არს იგი, ქვეყნად სული ვინც არ დალია?
სული, სხეულში შეხიზნული მხოლოდ ვალია,
როგორ შეირჩენ თუ გადახდა გარდუვალია?


- ომარ ხაიამი
kos.gif

Posted by: natuka Apr 30 2012, 05:00 PM

ომარ ხაიმმა აბუ საიდი გამახსენა...

ცეცხლი ცეცხლია, კვამლი იღებს თავის წვის შედეგს,
ვის ვემართლები თუ ამ გზაზე თვითონვე შევდექ,
ვინ მემტერება, ამა ქვეყნად ჩემს თავზე მეტად?
ჰე, ჩემო თავო, რა მოგელის ამ ტანჯვის შემდეგ?!


Posted by: tikoroma Jun 11 2012, 10:26 PM

ბროლს მოამსხვრევს თეთრახევა,
ბროლს მოამსხვრევს ბროლიანსა,
შხეფს შეაფრქვევს ვარდკაჭკაჭას,
ლამაზს, ცისფერთოლიანსა,
წამო ჩემთან!
უკაცრავად,
ვერ გაგყვები ცოლიანსა! –
ესალმება ფხოვის ტყეებს,
ტყეებს მწვანე მოლიანსა,
დაჯირას და უკადრისას,
სატყრობელას ჭორიანსა...
არაგვისკენ გზას მიიკვლევს,
გზას ძალიან შორიანსა.

ანა

Posted by: tikoroma Jun 11 2012, 10:30 PM

პოეზია

გაგიჟება სჯობს, თუ გათავდა სიტყვის მადანი,
და თვალთა დახრა, თუ მზეს ქებით ვეღარ დავხვდები,
ლექსო, გულიდან ხორცად რომ ხარ გამონატანი,
თუ უნაპიროდ, სამუდამოდ არ გაჩაღდები.

არი მკვლელობა, არი ომი, არი ხანძარი,
მიწისძვრა, ჭირი, ტყეში ყოფნა მარად თულებად,
მაგრამ არ არის ტანჯვა უფრო უზარმაზარი,
როგორც პოეტის შთაგონებით დასნეულება.

დადის ქალაქში ბევრის მსგავსი ჩემი სხეული
და ხალხი ამბობს: „ეს კაცია ლექსის მწერალი“,
მაგრამ ვინ იცის, რა ცეცხლშია გამოხვეული
ეს ჩემი ტვინი, დასაქცევი, ტვინი ვერანი.

რამდენი თვალი უნდა მქონდეს, რომ ყველა ვნახო,
რამდენი გული უნდა მედგას, რომ ვიგრძნო ყველა,
რამდენი სახე მე თვით უნდა გავაპარტახო,
რომ ერთი ლექსი დამრჩეს წმინდა, როგორც პეპელა.

შემომახურებს სიკვდილივით სიტყვა კვიატი,
და სისხლი, აზრი, სული იქცნენ იმის მონებად,
გავიდა ღამე, მოასკდება კარს განთიადი,
აღარ ხარ კაცი, აღარც ჩონჩხი, ხარ მოგონება.

რამდენი ლექსი დაიწერა, იმდენი წელი
ჩამოეწერა ჩემს ცხოვრებას, ვით ადამიანს
და თუ ეს ლექსი უნდა იყოს უკანასკნელი,
მაშინ ეს ძორი ყვავებისთვის გასატანია.

პაოლო იაშვილი

(დიდი ხანია არ მიგრძვნია ასეთი შემოტევა, შემოქმედებითი აღმაფრენა biggrin.gif ახლა მოვიდა და მიფრიალებს გულს, მაგრამ მაინც არაფერი გამომდის. ჯერ კიდევ არ დამდგარა დრო და ველოდები როდის დადგება, რომ დავწერო ყველაფერი (ან არაფერი biggrin.gif)

Posted by: tikoroma Nov 17 2013, 01:49 AM

მე დავიბენი, აგარ ვიცი, ვინა ვარ, რა ვარ?
სული ვარ, გონი თუ სხეული, ვინა ვარ, რა ვარ?

მე კაცი მქვია, თუმც არ ვიცი კაცობის არსი,
აზრი ვარ, ფორმა თუ სახელი, ვინა ვარ, რა ვარ?

როგორ აღვწერო საკუთარი თავი, ცეცხლი ვარ,
წყალი ვარ, მიწა, თუ ჰაერი, ვინა ვარ, რა ვარ?

უგონო ვარ თუ გონიერი, განშორებული,
თუ მასთან მყოფი, აღარ ვიცი, ვინა ვარ, რა ვარ?

ამ სამყაროში მაქვს თუ არა ადგილი ჩემი,
არარაობა თუ რაობა, ვინა ვარ, რა ვარ?

განდეგილი თუ მოქეიფე, მთვრალი, ფხიზელი,
მწდე ვარ, ღვინო თუ სასმისი ვარ, ვინა ვარ, რა ვარ?

სიყვარული ვარ, მოყვარული თუ საყვარელი,
მოძღვარი ვარ თუ შეგირდი ვარ, ვინა ვარ, რა ვარ?

მე ქრისტიანი ბერი ვარ თუ სუფი დერვიში,
ან იქნებ თავად მესია ვარ, ვინა ვარ, რა ვარ?

მე უსხეულო სული ვარ თუ უსულო გვამი,
ცოცხალი ვარ თუ გარდაცვლილი, ვინა ვარ, რა ვარ?

სანთელი ვარ თუ უკუნეთი, შხამი, ბადაგი,
მახინჯი ვარ თუ მშვენიერი, ვინა ვარ, რა ვარ?

მე ზღვის გმინვა ვარ თუ გოდება გაოგნებისა,
ოკეანე ვარ თუ ხომალდი, ვინა ვარ, რა ვარ?

უნიშნოდ იქცა ნიშანი და უენო ენა,
უნიშნობათა შემნიშნავი, ვინა ვარ, რა ვარ?

ვინმემ რომ მკითხოს, ვინაობა, რა ვუპასუხო
შტერად შთენილმა და უბირმა, ვინა ვარ, რა ვარ?

შემსე ტაბრიზის სევდისასაც ამას იტყვიან
და მეც მას ვწუხვარ, რომ არ ვიცი, ვინა ვარ, რა ვარ?

რუმი ჯალალ-ედ-დინ

Posted by: shemoixede genacvale Nov 27 2013, 06:47 PM

ნაღდი მამაო

ნაღდი მამაო სხვა ხმაზე ყმუის
ნაღდი მამაო სულით მგელია
ყოველდღე ისხავს პოლიტრა არაყს
არც კი აწუხებს მას პახმელია
გაჭირვებაში ის არჩევს დუმილს
კაი პონტეპში კია მელია
როგორღა სჯერა ამ სირ ხალხს მათი
დღითიდღე უფრო საკვირველია
ტუტანჰამონებს მოჰგვანან ვიდით
გონება მათი კუპრზე ბნელია
ხალხს ატყუებენ ზიან ოქროში
უკვე მრავალი ასი წელია

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)