IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> Neuro-linguistic programming2 (NLP), მარტივ და გასაგებ ენაზე :)
nutsa
post Apr 10 2011, 05:08 PM
Post #1


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 450
Joined: 28-December 09
Member No.: 6,104

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა





წინა თემაში ნლპ -ზე ალბათ ცოტა გაუგებრად დავწერე(და აღარ დავასრულე ) ამიტომ ახლა უფრო მარტივად და გასაგებ ენაზე ვისაუბროტ smile.gif

რა არის ნლპ?

ჩვეულებრივ, ამ სიტყვის (ნეირო-ლინგვისტური პროგრამირება) გაგონებისას დამფრთხალი ობივატელი აღშფოთებისგან ყირაზე დგება, რადგან სიტყვას - პროგრამირება უკავშირებს ღვთისპირიდან გადავარდნილი ჯადოქრის მცდელობას, მისი ნებართვის გარეშე ტვინში საზიზღარი პროგრამები ჩაუდოს.

და ამაში გარკვეულწილად ბრალი თავად ნლპ-ს შემქმნელებს მიუძღვით. ალბათ უმჯობესი იქნებოდა სიტყვა “პროგრამირება” ჩაენაცვლებინათ სიტყვით “დეპროგრამირება,” მაგრამ მათივე თქმით, ეს ტერმინი შერჩეული იქნა იმისათვის, რომ კლასიკურ მეცნიერებებს ნლპ ერესად არ გამოეცხადებინათ და კვლევები თავისუფლად ჩატარებულიყო.

როცა ჯონ გრინდერი ერთ მშვენიერ დღეს რიჩარდ ბენდლერს შეხვდა, მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო ორი ტალანტის შეხვედრისას – თითოეულმა მათგანმა სცადა, საერთო მიზნისთვის საკუთარი კიბე მიედგა. ამიტომ გასაკვირი არცაა, რომ “დამფუძნებელმა მამებმა” იმ კანონების შესწავლა დაიწყეს, რაც ერთ ადამიანს მეორეზე ზემოქმედების საშუალებას აძლევდა. თუმცაღა, ფსიქოლოგებისგან განსხვავებით, გრინდერსა და ბენდლერს არა მხოლოდ ამ კანონების აღმოჩენა, არამედ მათ საფუძველზე ასეთი ზემოქმედების ალგორითმების შექმნა სურდათ.

მსოფლიოში ყოველდღიურად გამოიცემა წიგნები, რომლებშიც პრობლემების მქონე ავტორები (ისინი თავს ფსიქოლოგებს უწოდებენ) სხვა ადამიანებს “ასწავლიან,” როგორ უნდა გადაწყვიტონ ეს პრობლემები… სპეციალურმა გამოკვლევებმა უჩვენა, რომ უმრავლეს შემთხვევაში, როცა ადამიანი ფსიქოლოგიის შესწავლას იწყებს, მას ამოძრავებს ან გარშემომყოფთა მანიპულირების დაუძლეველი სურვილი, ანდა… საკუთარი მწარე გამოცდილება, რომელიც “თვითშემეცნებასა” და “სრულყოფას” აიძულებს. ამ მეორე მოტივს დასაძრახი არაფერი ექნებოდა, მჭიდროდ რომ არ იყოს დაკავშირებული პირველ მოტივთან…

“ფსიქოლოგები” ის ადამიანები არიან, ვისაც საერთო ჰალუცინაცია აერთიანებთ: მიაჩნიათ, რომ გარშემომყოფების შინაგან სამყაროსა და მოტივებში ჩინებულად ერკვევიან. ეს მშვენიერი ჰალუცინაციაა და არაფრით ჩამოუვარდება იმ ჰალუცინაციას, რომელიც ადამიანს აიძულებს, თავი ნაპოლეონად ან სულაც, მესიად მიიჩნიოს… საერთოდ, კი, ყველა ჩვენგანს ეჩვენება, რომ რაც ეჩვენება, სწორედ ის ხდება სინამდვილეში.

რა თქმა უნდა, ჰალუცინაციები ნლპ-ერებსაც აქვთ, იმ განსხვავებით, რომ მშვენივრად იციან – ეს მხოლოდ ჰალუცინაციებია! ამიტომაც ნლპ-ერისგან ვერასდროს გაიგონებთ, რომ ის მართალია, თქვენ კი ცდებით! სწორედ ამის გამო აღწევენ ფანტასტიკურ წარმატებებს ნლპ-ერები რეკლამაში, თერაპიაში, სწავლებასა თუ საქმიან მოლაპარაკებაში.

რატომ?

იმიტომ, რომ საკმარისი არაა, ამა თუ იმ ადამიანზე თქვა, ესაო, ემოციურ-ლაბილური პიროვნებააო,” ამას გარდა, უნდა უპასუხო ერთობ საინტერესო კითხვასაც – “მერედა, რა?”

“ფსიქოლოგებს” ამ კითხვაზე პასუხი არა აქვთ…

“ეს კაცი ქოლერიკია… შეცბუნებასა და დაბნეულობას განიცდის…” მერედა, რა??? იქნებ იმაზე გვეფიქრა, როგორ გამოვიყენოთ ეს შეცბუნება და დაბნეულობა მისთვის მაქსიმალური სარგებლიანობით? რატომაც არა?

ნათელია, რომ გრინდერმა და ბენდლერმა არცთუ იოლი ამოცანა დაისახეს. მათ გადაწყვიტეს შეექმნათ ეფექტური ურთიერთობის პროცესის განზოგადებული მოდელი არა იმ თვალსაზრისით, თუ რას ამბობს ადამიანი, არამედ იმ თვალსაზრისით, თუ როგორ აკეთებს იგი ამას. მოდელი და პროგრამა, რომლის გამოყენებასაც ნებისმიერი მსურველი ერთობ ეფექტურად შეძლებს.

დახმარებისთვის, როგორც წინა პოსტში – ნლპ-მაგია ითქვა, მათ მილტონ ერიქსონს – კომუნიკაციის გენიას მიმართეს, კაცს, რომელმაც რევოლუცია მოახდინა ჰიპნოზში, კაცს-ლეგენდას, რომლის სახელიც ეწოდა არა მარტო “ერიქსონის ჰიპნოზს“, არამედ “აშშ-ის ჰიპნოზიორთა და ფსიქოთერაპევტთა საზოგადოებას.” გენიოსს, რომელიც ადამიანის შინაგანი ორგანიზაციის რადიკალურ ცვლილებებს ერთობ მარტივი, სწრაფი და დახვეწილი მეთოდებით აღწევდა. მან ნება დართო გრინდერსა და ბენდლერს, წლების განმავლობაში მის ზურგსუკან მსხდარიყვნენ სეანსების მიმდინარეობისას და შემდეგ ერთად გაეანალიზებინათ ისინი, ზემოქმედების განსაკუთრებული ხერხებისა და ტექნიკების მისაკვლევად. ეს დაახლოებით ასე გამოიყურებოდა:

“რატომ გამოიყენეთ ეს სიტყვა?”

“აი ამიტომ…”

“ამ დროს რატომ ჩაეძინა თქვენს პაციენტს?”

“იმიტომ, რომ აი ეს აი ასე ვთქვი…”

ამგვარივე სამუშაო ჩაატარეს გრინდერმა და ბენდლერმა ოჯახური თერაპიის გენიოსთან ვირჯინია სატირთან და ამერიკელ ფილოსოფოსსა და ეთნოგრაფთან – გრეგორი ბეიტსონთან.

ნლპ-ს შექმნისთანავე იგი იდუმალების საბურველქვეშ მოექცა და ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ვირჯინია სატირმა ცსს-ს (ცე-რე-უ) ხელმძღვანელებთან ერთად გამართულ ერთ ტრენინგზე განაცხადა:

“გრინდერმა და ბენდლერმა ადამიანთა ცნობიერებით მანიპულირების ერთობ საინტერესო, ძალზე ეფექტური და უაღრესად საშიში ტექნოლოგიები შექმნეს. მათ გააანალიზეს სიტყვიერი ხერხები, რომლებიც სხვა ადამიანისთვის ინსტრუქციის მისაცემად გამოიყენება. ლინგვისტმა გრინერმა ეს ყველაფერი ლინგვისტური პოზიციებიდან შეაფასა, მათემატიკოსმა ბენდლერმა კი, ისინი საფეხურეობრივ პროცედურებად, ალგორითმებად აქცია. ამიტომაც ეწოდა ამას ნეირო-ლინგვისტური პროგრამირება…”

1983 წელს ნლპ-ს გამოყენებით პენტაგონი დაინტერესდა.
nlpforu
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic
nutsa   Neuro-linguistic programming2 (NLP)   Apr 10 2011, 05:08 PM
nutsa   (ნლპ-ტექნიკა 2მარტი...   Apr 10 2011, 06:37 PM
td.........   ოხ ნუცა, ნუცააა...:D   Apr 10 2011, 06:41 PM
nutsa   :rolleyes: სანამ მაწვნის ...   Apr 10 2011, 06:43 PM
nutsa   რა არის რაპორტი მე ...   Apr 10 2011, 06:45 PM
nutsa   ხლა ვნახოთ, როგორ მ...   Apr 10 2011, 06:51 PM
nutsa   http://s007.radikal.ru/i300/1104/44/6ada6ef81009.p...   Apr 10 2011, 06:51 PM
td.........   მაშინ კაი ხანს არ გ...   Apr 10 2011, 06:52 PM
nutsa   http://i016.radikal.ru/1104/78/06d0a5c2c437.pngა...   Apr 10 2011, 06:58 PM
nutsa   კალიბრირება. ყველ...   Apr 10 2011, 06:59 PM
Gopi   სიამოვნებით ვკითხ...   Apr 10 2011, 07:47 PM
nutsa   კი )) როგორ დავიკლო...   Apr 10 2011, 07:51 PM
Gopi   ჰაჰაა წონის დაკლე...   Apr 10 2011, 07:56 PM
nutsa   ხო აბა როგორ გავაკ...   Apr 10 2011, 08:00 PM
mata   (ნლპ-ტექნიკა 2მარტი...   Apr 11 2011, 05:16 PM
vano kazbegi   საინტერესოა :)   Oct 9 2011, 09:43 PM
ever   ესეიგი რა ხდება. წა...   Oct 16 2011, 01:29 PM
starscream   მდაა და რატო უნდა ჩ...   Oct 16 2011, 04:04 PM
ever   ისე კასტანედას რაც...   Oct 17 2011, 05:34 PM
vano kazbegi   აღარ გრძელდება ? ჩ...   Oct 20 2011, 02:49 PM
zura2   რამდენი ხანია ვეჩა...   Jan 12 2012, 04:40 PM
ჯი-ნია-ნი   წიგნი არის სადმე ნ...   Feb 15 2012, 02:44 AM
nutsa   გავაგრძელო ?)))   Jun 15 2012, 02:44 AM
nutsa   გავაგრძელო ?)))   Jun 15 2012, 02:50 AM
Cyber   კიი ))   Jun 15 2012, 02:57 AM
nutsa   ოკ .რომ მოვიცლი დავ...   Jun 15 2012, 03:10 AM
td.........   nutsa დავაი ნუციტო, პუ...   Jun 15 2012, 09:25 AM
ჯი-ნია-ნი   ისა და,რამე ისეთი ტ...   Jun 18 2012, 01:25 AM
miss_n   ძალიან საინტერესო ...   Jul 13 2012, 03:39 PM
bako   miss_n ექვსის მერე არ ჭ...   Jul 19 2012, 02:18 PM
bako   nutsa კარგია რო ასეთი ...   Jul 19 2012, 02:23 PM
miss_n   bako მადლობა :) მე ცოტა...   Jul 20 2012, 11:34 PM
bako   miss_n რავი მე ეს მომწო...   Jul 21 2012, 01:07 PM
matusal   ჩვენთან სად შეიძლე...   Sep 11 2019, 07:17 PM


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 27th April 2024 - 04:20 PM