IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

 
Reply to this topicStart new topic
> სუკუბები, სუკუბები
shore_shore
post Mar 20 2015, 02:03 AM
Post #1


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 2
Joined: 20-March 15
Member No.: 7,384

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჰელპ ოლლ )) სუკუბებზე თუ ვინმეს რაიმე ცნობა მოეპოვება დაწერეთ რაა
Go to the top of the page
 
+Quote Post
Lucas
post Mar 28 2015, 10:14 AM
Post #2


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1
Joined: 4-February 15
Member No.: 7,371

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სუკუბები და ინკუბები — სიძვის დემონები, რომლებიც ადამიანის სექსუალური ენერგიით იკვებებიან და ადამიანთან სექსუალურ კავშირს ამყარებენ.

ინკუბები არიან მამრობითი სქესის სიძვის დემონები, სუკუბები კი მდედრობითი სქესის. როგორც წესი ისინი ხშირად მოქმედებენ ღამე, სხვადასხვა მდგომარეობაში. მსგავსი არსებების მქომედებას ახასიათებს საკუთარი ნიშნები. პირველ შემთხვევაში ეს ხდება მთვლემარე მდგომარეობაში, როდესაც ადამიანი არ არის ღრმა ძილში, მაგრამ არც ფხიზლობს.
მეორე შემთხვევა კი პრაქტიკულად ადამიანის პარალიზებაა. ამ დროს ადამიანს არ ძალუძს წინააღმდეგობა გაუწიოს ზემოხსენებულ ქმნილებას. ამგვარი სქესობრივი აქტის დროს ადამიანი განიცდის უსაზღვრო სიამოვნებას. თავისთავად ინკუბის და სუკუბის თავდასხმა არ შეიძლება ჩაითვალოს გაუპატიურებად და სექსუალ ძალადობათ, იმიტომ რომ ძალიან ფაქიზები არიან ადამიანთა გრძნობებისა და სურვილების მიმართ, ისინი ხშირად იმ სახეს იღებენ როგორსაც მსხვერპლი ითხოვს ქვეშეცნეულად, მალავენ სამყაროს ნაკლოვანებებს და პირდაპირ მსხვერპლის იდეალურ პარტნიორებად ექცევიან ხოლმე.

ასევე მათი თავდასხმისას რთულია მთლიანად დეტალებში მათი დამახსოვრება, ხშირ შემთხვევაში ისინი სხეულის რაღაც ნაწილით ჩანან(თუმცა ბევრია შემთხვევა როცა დეტალურად აღქმადი ხდებიან). არსებობს მითი იმისა, რომ ინკუბები და სუკუბებს შეუძლიათ გაანაყოფიერონ ადამიანი და მის დაბადებას შეუწყონ ხელი, ამ შემთხვევაში იბადებიან, ჯადოქრები და მაგები. მითის თანახმად სწორედ ასეთი განაყოფიერების შედეგად გაჩნდა ცნობილი ინგლისელი ჯადოქარი მერლინი. ამ არსებებზე სხვადასხვანაირი წარმოდგენა აქვთ, განსხვავებულ რელიგიებში და ხალხებში.არდათი - სემიტური წარმომავლობის სუკუბი.
ბრუქსა — პორტუგალირუი მითოლოგიიაში სუკუბი.
ბქუთამი — ეროტიული სული, ინკუბი, ამყარებენ კავშირს ინდუს მდედრობითი სქესის წარმომადგენელ ადამიანებთან.
ვეშჩინა - ქალი დემონი, რომელიც ხშირ შემთხვევაში ამყარებს კავშირს ახალგაზრდა ბიჭებთან.
განდარი - ინკუბი, სისხლის მწოველი.

ითვლება რომ სუკუბები და ინკუბები გადემონებული დაცემული ანგელოზები არიან. გარდა ზემოთაღნიშნულისა შესაძლებელია სიძვის დემონთა გაგზავნა მაგის მიერ მსხვერპლთან.
Go to the top of the page
 
+Quote Post
shorre
post Jul 9 2015, 10:12 PM
Post #3


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 2
Joined: 9-July 15
Member No.: 7,431

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გაუცნობიერებლად ხდება, ხშირ შემთხვევაში შეიძლება უფლებაც მივცე მაგრამ ჩემდაუნებურად ვაძლევ უფლებასაც angry.gif მე რამეს მაკლებენ? ენერგიის ნაკლებობას არ ვგრძნობ რავი )))))))))
Go to the top of the page
 
+Quote Post
Mechanical Sheep
post Jul 9 2015, 10:31 PM
Post #4


YELLOW soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 629
Joined: 22-June 13
Member No.: 7,125

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



shorre
სუკუბები და ინკუბები არიან დემონები. დემონი როგორც არ უნდა გავარჩიოთ არის ის, ვინც აკეთებს ცუდს. გინდ მისტიკური თვალსაზრისით ვთქვათ და გინდ ფსიქოლოგიური. ბევრი რამ არ ვიცი ამის შესახებ, მაგრამ ერთ კავშირს ვხედავ: ისინი ძირითადად მოდიან იმისთვის რომ მოგპარონ სექსუალური ენერგია. სექსულური ენერგიის ნაკლებობას ვერ იგრძნობ თუ არ იცი როგორ უნდა ამის შეგრძება. შეიძლება არც მოთენთილი იყო და არც ცუდ ხასიათზე დადგე იმ დღეს. ძირითადად მაშინ ხდება ამ დემონთა თავდასხმა, როცა შენ გაცნობიერებულად ეწინააღმდეგები ფხიზელ მდგომარეობაში რაიმეს, რასაც ,,ისინი'' გიკეთებენ. ,,ისინი'' არიან ვიღაცეები, რომლებიც გაკეთებინებენ იმას რაც არ გინდა, მაგრამ იძულებული ხარ გააკეთო. შეიძლება ეს იყოს ზედმეტი რაოდენობით საკვების მიღება, ტყვილი, ბრაზი, სექსი და რავიცი, ყველაფერი რაც არ მოგწონს მაგრამ მაინც აკეთებ მიჯაჭვულობის გამო და ნებისყოფის არქონის გამო. როცა გაცნობიერებულად ეწინააღმდეგები მათ, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ ზოგავ და ინახავ ენერგიას. ენერგიის ძირითადი საცავი სექსუალურ ჩაკრაშია. ბოლო პუნტქტი, საიდანაც იწყებ აზროვნებას და გაცნობიერებას. საიდანაც იწყება შენი კავშირი. ამიტომაც, რადგან შენ მათ ეწინააღმდეგები ფხიზელზე, ისინი მოდიან მაშინ როცა შენ დაუცველი ხარ. მაინც და მაინც, არ არის კარგი საქციელი სექსი მაგათთან biggrin.gif

ამ კავშირს ამყარებს ასევე საწოლი, რომელზეც წევხარ და ოთახი, სადაც გძინავს. როგორც ჩანს, შენ სიზმარში ასტრალურ პლანზე დაუცველი ხარ. როგორც ვიცი, ეს არის პუნტქცი, როცა მათ ეშინიათ რომ არ დაგკარგონ. საკმაოდ საინტერესო ფაზაა ჩემთვის.
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th March 2024 - 05:48 PM