IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

2 Pages V   1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> გაცნობიერებული სიზმარი, ასტრალური გასვლა და სგგ, სიზმრის მაგია
td.........
post Apr 14 2019, 09:43 PM
Post #1


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მოგესალმებით,
ამ თემაში დავდებ სტატიებს გაცნობიერებულ სიზმრებზე, ასტრალურ გასვლებსა და სხეულსგარე გამოცდილებაზე, ასევე პრაქტიკებს, რითიც მიიღწევა ეს მდგომარეობები.

სხეულსგარე გამოცდილება(სგგ), გაცნობიერებული სიზმარი და
ასტრალური პროექციები

ხშირად „ასტრალურ მოგზაურობას“, ანუ ასტრალურ პროექციებს, გაცნობიერებულ სიზმრებს და სხეულიდან გასვლებს, სხეულსგარე გამოცდილებას (სგგ) ადამიანები ერტ მოვლენად აღიქვამენ. სინამდვილეში მათ შორის არის განსხვავება და ეს მოვლენები სხვადასხვა გამოცდილებას წარმოადგენს.
განვიხილოთ რა არის მათ შორის საერთო და რა განასხვავებს ამ მდგომარეობებს.
• სხეულსგარე გამოცდილება(შემდგომში მოკლედ ავღნიშნავთ აბრევიატურის სახით „სგგ“), წარმოადგენს რეალური დროის პროექციას, რომელიც ფიზიკურთან ძალიან მიახლოებულია.
სგგ ხშირად ეგრეთწოდებული კლინიკური სიკვდილის თანმხლებ გამოცდილებას წარმოადგენს. ეს ის მდგომარეობაა, როდესაც ადამიანი თავისი ნების წინააღმდეგ სხეულის გარეთ ხვდება. ამ მდგომარეობაში ადაიანი შეიძლება აღმოჩნდეს გულის შეტევის, სხვადასხვა ტრავმის, უბედური შემთხვევის, საგზაო შემთხვევის, ქირურგიული ოპერაციის, მშობიარობის ან რაიმე კრიტიკული სიტუაციის- მაგალითად ძლიერი სტრესის დროს. სგგ მდგოარეობაში მყოფი აცნობიერებს თუ რა ხდება ამ დროს მის გარშემო, რეალურ სამყაროში, რეალურ დროში. ის აღიქვამს მოვლენებს, საუბარს და ოქმედებებს, რომელიც ხდება უშუალოდ მის სხეულთან, ან მის შორიახლოს.
ხშირად ამ მოვლენებს და საუბრებს ადამიანი დეტალური სიზუსტით აღწერს ხოლმე სხეულსი დაბრუნების შემდეგ. აღსანიშნავია, რომ სგგ განსხვავდება როგორც ასტრალური მოგზაურობისგან, ანუ პროექციებისგან, ასევე ცნობიერი სიზრისაგანაც, რადგანაც, სგგ მიმდინარეობს რეალურ დროში და ის ობიექტურ რეალობაში. ამ მდგომარეობაში ყოფნა შესაძლებელი ხდება ასტრალური სხეულის თვისებების გამო. ასტრალურ სხეული მოიცავს დიდი რაოდენობით ეთერულ ენერგიას, რომელიც იკავებს ამ სხეულს ფიზიკური სამყაროს ახლოს.
სგგ-ს რეალურ დროში განცდის 2 ვარიანტი შეიძლება იყოს.
1. სხეული განიცდის კლინიკურ სიკვდილს. ამის შედეგად ასტრალურ სხეულს დიდი რაოდენობით გადაეცემა ეთერული ენერგია, რათა სხეულები მოემზადოს სიკვდილისთვის.
2. ადამიანს განვითარებული და გააქტიურებული აქვს ჩაკრები-ენერგეტიკული ცენტრები, რომლებიც იგივე მოქმედებას ახორციელებენ, აგროვებენ ასტრალურ სხეულში ეთერულ ენერგიას. ენერგეტიკული ცენტრების გააქტიურება შეიძლება იყოს თანდაყოლილი უნარი, ან მიიღწევა ვარჯიშის დროს.
ყურადსაღები ფაქტია- შესაძლებელია განიცადოთ გაცნობიერებული პროექციები და სგგ რეალურ დროში, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ენერგეტიკული ცენტრებიდან საკმარისი ეთერული ენერგია მიეწოდა ასტრალურ სხეულს. სგგ დროს რეალობა განიხილება როგორც ობიექტური (ნამდვილი) დროც ჩვეულებრივად მიედინება. ტექნიკური თვალსაზრისით, თუ თქვენ ახდენთ პროექციას ფიზიკურ სამყაროში რეალურ დროში, სგგ-ს მსგავსად, თქვენ მოხვდებით ბუფერული ზონის სასაზღვრო არეში, ადგილზე რომელიც მდებარეობს ფიზიკურსა და ასტრალურ განზომილებებს შორის.
იმ შემთხვევასი, თუ ასტრალურ სხეულს გააჩნია საკმარისი ეთერული ენერგია, მას შეუძლია იმყოფებოდეს რეალობიდან რაიმე სახის მცირედ ფაზურ ცვლაში (сдвиг, shift). ეს იმაზე მიუთითებს, რომ პროექცია მიმდინარეობს რეალურ დროში და ფიზიკურ განზომილებასთან იმდენად ახლო მანძილზე, რომ ფაქტობრივად რთულია მისი განსხვავება.
რეალურ დროში, რეალურ სამყაროში გაცნობიერებული სსგ-ს გზაზე გვხვდება ბევრი წინააღმდეგობა. ერთ-ერთი ასეთი წინააღმდეგობაა ასტრალურ სხეულში გადაცემული და მიღებული ეტერული ნივთიერება. ის ზღუდავს ნებისმიერი პროექციის ხანგრძლივობას რეალურ დროში, ენერგეტიკული ცენტრების განვითარების დონისა და მათი კონტროლის უნარის შესაბამისად.
• ასტრალური პროექცია (ასტრალური გასვლა)
შემდგომში შემოკლებით „აპ“.

ასე ვეძახით ისეთ გამოცდილებას, რომლის განმავლობაშიც ასტრალური სხეული პროეცირდება ასტრალურ განზომილებაში-ასტრალში. ასტრალში ნივთები და მოვლენები ძალზე განსხვავდება რეალური სამყაროს ნივთებისა და მოვლენებისაგან. დრო გამრუდებული და გაწელილია. ასტრალში გატარებული საათი, ფიზიკურ სამყაროში რამდენიმე წუთს გავს. ეს დამოკიდებულია იმაზე ასტრალის რომელ ნაწილში იმყოფებით. რეალობა გარშემო ცვალებადი და დენადია, თითქოს გარემო ბლანტეა.

• გაცნობიერებული (ცხადი) სიზმარი

ეს ის შემთხვევაა, როდესაც ადამიანი სიზმრის განმავლობაში აცნობიერებს, რომ ის იმყოფება სიზმარში. ასეთ შემთხვევაში მას შეუძლია მართოს მიმდინარე მოვლენები, ან გარდაქმნას ცხადი სიზმარი ასტრალურ პროექციად. გაცნობიერებული სიზმრები უფრო წააგავს ასტრალურ პროექციებს, ვიდრე სგგ-ს, რადგან დრო და რეალობა ამ აქაც გამრუდებულია.

შემდეგ განვიხილავთ ამ გამოცდილებების მისაღწევ ტექნიკებს. 
სტატიის მოსამზადებლად გამოყენებულია ვ.მურადოვის თარგმანი.




--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Apr 16 2019, 03:42 PM
Post #2


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სგგ კლინიკურ სიკვდილის დროს ფიქსირდება თუ კომის დროს?


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Apr 16 2019, 08:29 PM
Post #3


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



tikoroma
კომის დროს ადამიანი ხშირ შემთხვევაში არაკონტაქტურია, თუმცა გასული არაა სხეულიდან. კლინიკური სიკვდილის დროს სხეულიდან გასვლა ხდება ნაწილობრივ, ანუ რეალურ სამყაროში პროეცირება სხეულის გარეშე... ამიტომ "შორს" არ მიდიან ხოლმე ასეთ დროს.. თუმცა არაა გამორიცხული სგგ დროს გაწყვირო "ძაფი" და საბოლოოდ გახვიდე


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
starscream
post Apr 17 2019, 01:32 AM
Post #4


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 615
Joined: 7-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,302

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



არ ვიცი რა ვეღარ გავუგე ვერაფერი თუ ავიღებთ ქრისტიანობიდან წმინდა მამები ესეთ რამეს ამბობენ რომ მათ ვინც განიცადა კლინიკური სიკვდილი ატყუებენ ანუ ის თეთრი შუქი რო ხვდებათ ეშმაკებია და დგავენ სცენას და ატყუებენ დაჟე სერაფიმ როუზი რომ არის მისი წიგნი წავიკითხე რომელსაც ბევრი ანალიზი ქონდა ჩატარევბული და ნაკითხი ამ თემაზე ანუ მართლმადიდებლები ამბობენ რომ იქ სამი ანგელოზი უნდა დაგხვდნენ მოგკიდონ ხელი და საზვერეები გაიარაონ რადგანაც ასტრალი არის ზუსტად დაცემული ანგელეზობის საბოგინე სივრცე და სულიერი სამყაროში რომ გადახვიდე ზუსტად ასტრალი უნდა გაიარო. მეორეს მხრივ ეს შეიძლება მართალი აღმოჩნდეს რადგანაც სიკვდილის მერე ყველა ჩაკრები ნადები და ასე შემდეგ ნადგურდება იგივეს ადასტურებენ ბუდისტები რომლებიც ამბობენ რომ კლინიკური სიკვდილი არ არის ბარდოს მდგომარეობა ნამდვილი სიკვდილის დროს ფიზიკური სხეული ტვინი და ჩაკრები ნადგურდება ბარდო კიდე არის მარტო ცნობიერებით არსებობა ანუ ბუდიზმი და მართლმადიდებლობა ემთხვევა იმაში რომ როცა ფიზიკური სხეული ცოცხალი გაქვს და გადიხარ ასტრალში ეს არ არის ნამდვილი სულიერი სამყარო. შეიძლება წლები გადიოდე ფიზიკური სხეული როცა გაქვს მაგრამ როცა მოკვდები და შენი ფიზიკური ეთერული სხეული მესამე დღეს დაიშლება ხოლო ასტრალური 40 დღეს იმიტომ არის ქრისტიანობაში და ყველა რელიგიებში ეს 3 დღე და 40 დღე სული შეიძლება სხვა სულიერი სამყაროს წინაშე აღმოჩნდეს ვაი და მართლმადიდებლები იყვნენ სწორი და საზვერეები არსებობს და ვერ გაიარო ხო დაგერხევა?. ეხლა რაც შეეხება სხეულიდან გასვლებს მე რასაც მივხვდი ადამიანები ცნობიერად სხეულიდან არ გადიან 95 % არ გადის არამედ ტვინი ახდენს სხეულიდან გასვლის სიმულიერებას აი მაგალითად ადრე თუ სიზმარში გეღვიძებოდა და აცნობიერებდი ანუ სიზმრის შუა სცენაში ეხლა ტვინი მიდის შემდეგ დონეზე და აკეთებს სხეულიდან გასვლის სიმულიერებას თითქოს გადმოგორდი თითქოს შენ ოთახში ხარ ან უბანში ვითომ სხეულს გარეთ ხარ რეალურად კი ტვინში ამიტომაც არის ხოლმე ათას უაზრობებეს რო ხედავენ ასტრალში.ეს იქნება ასე სანამ არ განვითარდება ენერგეტიკული სხეული კასტანედას სისტემაში ნამდვილი სხეულიდან გასვლა ხდება 2 კარს ვინც გადაცდება მის მიერ. რეალურად სხეულიდან გასვლა რო ისწავლო ამას უნდა ჩაკრების განვითარება ენერგიის დაგროვება და ასე შემდეგ მოკლედ ენერგეტიკული სხეულის განვითარება იქნება ეს მედიტაცია,ციგუნი,მაგიური პასები ლოცვა და ასე შემდეგ. მანამდე კიდე სანამ ამას არ გააკეთებთ ტვინი ყოველთვის მოგატყუებთ და მოგახვედრებთ გაცნობიერებულ სიზმარში ოღონდ დასაწყისიდან. თქვენ როგორ ფიქრობთ იმდენი ადამიანი რომ გადიოდეს ცნობიერად ასტრალში როგორც ამბობენ რამდენი ინფორმაციის შეძენა შეიძლება და ასე შემდეგ რეალობა ისაა რო ძაან ცოტა გადის ნამდვილად სხეულს გარეთ. მეც მხოლოდ ერთხელ ვარ ასტრალში გასული რეალურად თავისი ვიბრაციებით და ელემენტალების დანახვით და ეგრევე უკან შევბრუნდი. ხოლო ისე ბევრჯერ გამოვსულვარ ვითომ სხეულს გარეთ მაგრამ კაციშვილი სულიერი არსება არ მინახია ყველაფეერი ცარიელია. არც ვერცლისფერი შნური დამინახია.
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Apr 17 2019, 12:17 PM
Post #5


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ასტრალური პროექცია „აპ“
აპ-არის რეფლექსი, რომელიც ჩადებულია ჩვენს სხეულსა და გონებაში. მისი გაცნობიერებულად ჩართვისთვის აუცილებელი სამი მთავარი მოთხვნის შესრულება.
1. გამოიმუშაოთ უნარი 100% -ით მოდუნდეთ და არ ჩაგეძინოთ
2. შესაძლებლობა გადაწიო ცნობიერების წერტილი სხეულს გარეთ
3. საკმარისი პსიქიკური და გონებრივი ენერგიის ქონა, რათა აკონტროლოთ თქვენი პროექცია და არ გადაეშვათ სიზმარში
ამ სამი პირობის დაცვით, პროექციის რეფლექსი ამუშავდება მთელი ძალით. ამასთანავე არის კიდევ ნაკლებად მნიშვნელოვანი პირობა, ისინი განისაზღვრება თქვენი გაოცდილებისა და გარემოს გათვალისწინებით.
• მოდუნება:
თქვენ უნდა დაეუფლოთ სხეულის სრული მოდუნების ტექნიკას. თუკი იცით ასეთი ტექნიკის შესახებ ან ფლობთ მას, უფრო გაგიადვილდებათ მისი ტრანსფორმირება ჩვენი საჭიროებისა და მოთხოვნების შესაბამისად. დაჯექით „სკამზე“(წარმოსახვით) და მოდუნდით. დაიწყეთ ტერფებით: დაჭიმეთ და შემდეგ მოუშვით ისინი. შემდეგ განაგრძეთ წვივებით და გაიმეორეთ იგივე. ასევე ვაგრძელებთ დაჭიმვა-ოდუნების მონაცვლებით მოქმედებებს ფეხის ზედა ნაწილზე, თეძოებზე, მუცელზე, მკერდზე, ხელებზე, კისერსა და სახეზე. მნიშვნელოვანია მოვადუნოტ ლოყები და ნიკაპი.
გაიმეორეთ ეს მოქმედებები რამდენჯერმე, სანამ არ იგრძნობთ რომ სრულიად მოდუნებული და მშვებული ხართ. ისუნთქეთ ღრმად და ნელა, ეცადეთ იგრძნოთ როგორ შედის და გამოდის ჰაერი თქვენი სხეულიდან.
• მენტალური ხელები:
წარმოიდგინეთ, რო თქვენ გაქვთ ორი, წარმოსახვითი ხელი. ეცადეთ წარმოსახვით წამოარტყათ, მსუბუქი დარტყებით შეეხოთ საკუთარ სხეულს ამ ხელებით. დაიწყეთ ფეხის ტერფებით და ფეხის მტელ სიგრძეზე. ეცადეთ იგრძნოთ, როგორ დუნდება თქვენი სხეულის ეს ნაწილები. შემდეგ განაგრძეთ იგივე მთელ სხეულზე, განსაკუთრებით შეჩერდით ენერგეტიკული ცენტრების ადგილებსი-ჩაკრებზე, აუყევით მთელ სხეულს და დაასრულეთ სახის ნაკვთებით. მენტალური ხელების ტექნიკის განვითარებით, მომავალში შეძლებთ დაეუფლოთ ცნობიერების წერტილის გადაწევას სხეულის სხვადასხვა ნაწილში. ეცადეთ მთელი არსით და მონდებით მოეკიდოთ ამ პრაქტიკას.
• ენერგიის გაზრდა:
მენტალური ხელების პრაქტიკის განმავლობაში, რაც უფრო ზეოთ მიიწევთ თქვენი სხეულის დამუშავებაში, წარმოიდგინეთ, რომ თქვენ მენტალური ხელებით ასევე იჭერთ ენერგიას და გარკვეული ძალისხმევით „ტენით“ მას სხეულის შიგნით. ესაა ბუნებრივი გზა, რომლის მეშვეობითაც ფსიქიკური ენერგია აღწევს თქვენში. პრაქტიკებით და ვარჯიშით, მომავალში იგრძნობთ ნემსებივით ჩხვლეტის შეგრძნებას და დაინახავთ , როგორ შედის ენერგია თქვენში. ეს ყველაფერი დაგეხმარებათ დამუხვაში.



--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
brevalo
post Apr 18 2019, 06:56 PM
Post #6


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 340
Joined: 5-April 16
Member No.: 7,512

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ორჯერ მომივიდა შემდეგი რამ:

მედიტაციის შემდეგ დავწექი და ვცადე სხეული სრული მოდუნება, თან მასზე კონცენტრაცია და გონების აზრებისგან გათავისუფლება. 5-10 წუთის შემდეგ გონება და სხეული დამშვიდდა. შემდეგ წარმოვიდგინე ლამაზი ბუნება, გადავტრიალდი და დავიძინე. ცოტა ხანში დამესიზმრა, რომ ვიყავი ძალიან მსუბუქი. მიწას ფეხს რომ ვადგამდი ბუმბულივით მსუბუქად დავფარფატებდი. მერე დაიწყო სხეულის ძლიერი ვიბრაცია. თითქოს ამოვდიოდი სხეულიდან. და აქ გამეღვიძა, გული მქონდა მაგარი აჩქარებული. გაღვიძების შემდეგ 2 რაღაცას ვგრძნობდი: შიშს და ძალიან ღრმა დასვენებას. თითქოს ძალიან დიდხანს მეძინაო.


არადა ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ გავაკეთე, რომ ხარისხიანად დამეძინა და შემთხვევით ამგვარი რამ მომივიდა.

ეს რა იყო ჯერ არ ვიცი. გამოგიცდიათ მსგავსი რამ?
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Apr 19 2019, 07:35 PM
Post #7


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



brevalo

გამარჯობა, არის მდგოარეობა სიზმარსა და ცხადს შორის სასაზღვრო სივრცეში, როდესაც ხვდება ადამიანი ჩაძინების დროს, უნებლიედ გადიოდი ასტრალში. ეს მომენტი და სივრცე არის ზუსტად ის წერტილი, საიდანაც ხდება გასვლა. მალე დაიდება კიდევ სტატია ამის შესახებ უფრო დაწვრილებით.
რადგან , როგორც ჩანს ფლობ სრული რელაქსაციის უნარებს და მედიტაციაც იცი რა არის, მიუხედავად იმისა, რომ ამის მიზანი არ გქონია, უნებლიედ გადახვედი ასტრალში, მაგრამ რადგან ესეც გააცნობიერე, შეგეშინდა და მკვეთრად დაბრუნდი სხეულში. აქედან გქონდა შიშის და დასვენების ერთდროული განცდა.


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
starscream
post Apr 19 2019, 10:39 PM
Post #8


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 615
Joined: 7-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,302

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



brevalo
QUOTE(brevalo @ 18th April 2019 - 06:56 PM) *
მედიტაციის შემდეგ დავწექი და ვცადე სხეული სრული მოდუნება, თან მასზე კონცენტრაცია და გონების აზრებისგან გათავისუფლება. 5-10 წუთის შემდეგ გონება და სხეული დამშვიდდა. შემდეგ წარმოვიდგინე ლამაზი ბუნება, გადავტრიალდი და დავიძინე. ცოტა ხანში დამესიზმრა, რომ ვიყავი ძალიან მსუბუქი. მიწას ფეხს რომ ვადგამდი ბუმბულივით მსუბუქად დავფარფატებდი. მერე დაიწყო სხეულის ძლიერი ვიბრაცია. თითქოს ამოვდიოდი სხეულიდან. და აქ გამეღვიძა, გული მქონდა მაგარი აჩქარებული. გაღვიძების შემდეგ 2 რაღაცას ვგრძნობდი: შიშს და ძალიან ღრმა დასვენებას. თითქოს ძალიან დიდხანს მეძინაო.

ამის მერე როცა ესეთ მდგომარეობას გააცნობიერებ არ გაინძრე ფიზიკურად და შეეცადრე არ იფიქრო არამედ მოახდინე კონცენტრაცია შენი სხეულიდან 2 მეტრის სიმაღლეზე და შემდეგ გააკეთე ვიზუალიზაცია რომ თითქოს იქიდან უყურებ შენს საწოლს და გახვალ სხეულიდან
Go to the top of the page
 
+Quote Post
brevalo
post Apr 20 2019, 10:32 PM
Post #9


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 340
Joined: 5-April 16
Member No.: 7,512

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



td.........
starscream


საკმაოდ ინტენსიური შეგრძნება იყო. და რისთვის არის საჭირო. რა სარგებლობა მოაქვს სხეულიდან გასვლას ცნობიერების განვითარების კუთხით?
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Apr 22 2019, 06:36 PM
Post #10


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



brevalo
ამაზე ამომწურავ პასუხს ვერავინ გაგცემს. რელიგიური თვალსაზრისით ბევრი რელიგია თვლის, რომ მსგავსი გამოცდილება ადამიანს ასწავლის სწორ გარდაცვალებას და როდესაც დადგება რეალური სიკვდილის დრო, ადამიანის სული სწორ გზას აირჩევს და არ აღმოჩნდება მისთვის არასასურველ და სახარბიელო მდგომარეობაში. ასევე ასტრალური და ამასტან კიდევ სხვა სხეულების განვითარება ავითარებს ადამიანის ცნობიერებას, ზრდის მას და ფაქტობრივად ეხმარება თავის დანიშნელების პოვნასა და შესრულებაში.
გარდა ინტელექტუალური განვითარების ადამიანს სჭირდება სულიერი განვითარება, რაც მხოლოდ წიგნების კითხვით ვერ ხდება.


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Apr 22 2019, 08:18 PM
Post #11


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ენერგიის დონე (რაოდენობა) და გაცნობიერებული სიზმრის პრაქტიკა, შესავალი

ენერგიის დონე ყველა პრაქტიკაში განმსაზღვრელი ფაქტორია, იგივე ეხება გაცნობიერებულ სიზმრებს. თუ ენერგიის გარვეული რაოდენობა არ არის დაგროვებული, ვერ განხორციელდება სიზმრის გაცნობიერება.
ენერგია ყველასთვის ერთია. ენერგიის დიდი ნაწილი იხარჯება ჩვენი ხატსურათის, ხატების, ეგოს, ცრუ თვითიდენტიფიცირების შესანარჩუნებლად. საჭიროა გამოვეყოთ ასეთ აღქმას და განვავითაროთ მდუმარე დასწრების მდგომრეობა(აქ და ახლას განცდა აზრების გარეშე). ასევე აუცილეელია, დავინახოთ ხოლმე და ყურადღება მივაქციოთ საკუთარი რაობის მნიშვნელობის განცდის გამოვლინებას და გაცნობიერებულად შევასწოროთ ჩვენი ქცევა და სამყაროს აღქმა. მაშინ გაცნობიერებული სიზმრები მალევე გამოჩნდება ჩვენს ცხოვრებაში, თუმცა პრაქტიკის გარეშე ამის მიღწევა მხოლოდ ერთეულებს შეუძლია და ფაქტობრივად შეუძლებელია.
როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ენერგია ყველასათვის ერთია, თუმცა განსხვავებულია რესურსის გამოყენება, მიზნები და გარდაქმნის უნარი. ბევრჯერ გვსმენია სექსუალური ენერგიის შენახვის შესახებ, თუმცა აღსანიშნავია და ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ სექსუალური ენერგია არის იგივე სიცოცხლის ენერგია, რომელიც ასევე არის ცნობიერების ენერგია. ყურადღება განაპირობებს ენერგიის დინებას. თუ არ ჩავიციკლებით ენერგიის საწყის წერტილზე, საბოლოო ჯამში ენერგია დაგვეხმარება ცნობიერების გააქტიურებაში და განვითარებაში.

რა განაპირობებს ენერგიის დონეს (რესურსის რადენობას)
• ძილის ხარისხი (ძილის რეჟიმი)
• ჯანმრთელობა (ქრონიკული დაავადებები)
• სექსუალური ცხოვრება
• ჰაერის ცირკულაცია(ოთახის განიავების ხარისხი)
• ფიზიკური აქტივობა
• საკუთარ თავზე მუდმივი ყურადღება და მუდმივი ფიქრი
• მიზნების, აქტიური ქმედების არარსებობა ცხოვრებაში
• ემოციური არასტაბილურობა
• კვება
• გარეგნული დანთქმულობა, ფოკუსის გადანაცვლება სხეულიდან გარე სივრცეში(სოციუმში)

საკმარისი ენერგეტიკული რესუსრსის მაჩვენებელია:

1. ბუნებრივი გაღვიძების (მაღვიძარას გარეშე) შემდგომ მეხსიერებაში რჩება 1 ან 2 სიზმარი ყოველგვარი ძალისხმევს გარეშე
2. უმოძრაოდ წოლისას, მედიტირებისას ჩნდება ლივლივის შეგრძნება, თითქოს სხეული მოცულია ნატიფი ბურუსით
3. დღისით აზროვნება მკაფიო და ნათელია, აზრები ადვილად იძებნება, გაადვილებულია ურთიერთობა, მარტივია ტექსტების შედგენა და რაიმეს შესწავლა
4. ჩნდება რაღაცის კეთების სურვილი, ჩნდება საყვარელი ან სიამოვნების მომნიჭებელი საქმის კეთების სურვილი
5. გვაქვს ძალის და თავდაჯერებულობის განცდა
6. ადვილია შინაგანი დიალოგის გაჩერება
7. ადვილია მოდუნება ძალისხმევის გარეშე
8. მოქმედება ადვილია, ყველაფერი სწორად და მარტივად გამოდის, თითქოს თავისთავად ხდება
9. გვაქვს სხეულის სიმხნევე
10. გვაქვს ნორმალური სითბოს ცირკულაცია ორგანიზმში (არ იყინები არ გცხელა)
11. გვაქვს ჯანსაღი მადა
12. გრძნობების სიმკვეთრე (ჩვენს გარშემო და შიგნით ყველაფერი მკვეთრად და მკაფიოდ აღქმადია)
ენერგიის ნაკლებობა და დაბალი დონე შეიძლება განისაზღვროს ზემოთ მოყვანილი, 12 პუნქტიანი ჩამონათვალის, საწინააღმდეგო მონაცემებით.

როგორ დავაკორექტიროთ ენერგიის რესურსი, როგორ გავაუმჯობესოთ გაცნობიერებული სიზმარხილვის პრაქტიკის ხარისხი?
 უნდა შეირჩეს ძილის ნორმალური რეჟიმი:
იძინეთ იმდენ ხანს, რამდენიც აუცილებელია დასვენებისთვის. ეს ინდივიდუალურია! თუმცა, აუცილებელია რეჟიმის გათვალისწინებაც-უკეთესია დაიძინოთ 21-დან 23 საათამდე, ყველაზე გვიანი, ღამის 12 საათზე. თუ რეჟიმი დარღვეულია, მაშინ ათსაათიანი ძილიც ვერ იქნება საკმარისი და რამდენიც არ უნდა გეძინოთ, თავს მოთენთილად და დაღლილად იგრძნობთ.
 ქრონიკული დაავადებების მკურნალობა
აუცილებელია ქრონიკული დაავადებების კონტროლი. ჯანმთელობას უნდა მიექცეს ყურადღება და აუცილებელია მივუყურადოდ ჩვენს ორგანიზმს. ყველა ძველი ტრავმა, დაუსრულებელი მკურნალობა, ქრონიკული, მიშვებული დაავადებები ხდება ენერგიის გადინების მიზეზი, შედეგად ვიღებთ ცხოვრების გაცნობიერებულობის დაბალ დონეს და ასევე ცნობიერი სიზმარხილვის ხარისხის გაუარესებას. თუმცა არის თანდაყოლილი დაავადებები, ან ჯანმრთელობის ხარვეზები, რომელიც განეკუთვნება კარმულ საკითხებს და ამ შემთხვევების მათი განხილვა ცალკე ხდება. ასეთ შემთხვევაში უნდა ვეცადოთ გავაცნობიეროთ ამ თანდაყოლილი თავისებურების მიზეზი და ვეცადოთ მოვარგოთ ის ჩვენს დღევანდელ ცხოვრებას.
 სწორი კვება
კარგია დღეში 3-5 ჯერადი კვების რეჟიმი. საკვები უნდა მივიღოთ მაშინ როდესაც იგრძნობთ შიმშილს (არ აგვერიოს უაზრო ცმუცვნის სურვილში), მცირე ულუფებით, ნაკლები ხორცი(უკეთესია თუ სულ ამოიღებთ მას რაციონიდან, ან ჩაანაცვლებთ თევზით). არ იკვებოთ ჭარბად, ეს დამატებით დატვირთვას ქმნის ორგანიზმზე, მოითხოვს ენერგეტიკული რესურსებოს გადამეტებულ ხარჯვას და აუარესებს გუნება-განწყობას. სვით სუფთა წყალი, შეამცირეთ ყავა და ჩაი, ძალიან შეამცირეთ ან აკრძალეთ ალკოჰოლი. უკანასკნელი ენერგიას ძალიან დიდი რაოდენობით წვავს და ადაბლებს ცნობიერების დონეს.
 მედიტირება, აზრობრივი ხმაურის ჩასახშობათ
თუ თავში გამუდმებით ხმაურია, მიდის აზრების გაუთავებელი მიყურადება, ფიქრი, შინაგანი უწყვეტი დიალოგი, თემიდან თემაზე მუდმივი ხტომა, მედიტაცია აუცილებელია! გამოყავით დრო განმარტოვებისა და მედიტაციისთვის. მოიწყვეთ კომფორტული გარემო და იმედიტირეთ. დაიწყეთ რამდენიმე წუთიდან და ნელ-ნელა გაზარდეთ დრო.
ასევე მნიშვნელოვანია მინიმუმამდე დაიყვანოთ მედია-ინფორმაციული ხმაური და ქაოსი. ტელევიზია გამუდმებით გვაწვდის დიდი რაოდენობის ზედმეტ ინფორმაციას, რომელსაც დიდწილად არანაირი სარგებლობა არ მოაქვს ჩვენთვის. თავს გვახვევს ამა თუ იმ მცდარ ან ჩვენთვის მიუღებელ აზრს, ამაღლებს ჩვენში ემოციურ ფონს და აგრესიას. გამუდმებული ინფო-ხმაური გვიშლის ხელს კონცენტრირებაში და გაცნობიერებულ მოქმედებაში. რაც ნაკლებათ უყურებთ ტვ-ს მით უფრო გაგიადვილდებათ გამოეყოთ აღქმის თავსმოხვეულ შაბლონებს და გამრუდებული სამყაროს, ხელოვნურად ნაკარნახევ სურათ-ხატებს, რომელსაც გვთავაზობს სერიალები, თოქ-შოუები, რეკლამები და სხვა „ყვითელი“ გადაცემები.
 ფიზიკური აქტივობა
ფიზიკური აქტივობა აუცილებელია არა მხოლოდ პრაქტიკის განსახორციელებლად, არამედ ზოგადად ცნობიერების ჯანსაღ მდგომარეობაში შესანარჩუნებლად. აქტივობა შეიძლება იყოს სხვადასხვაგვარი, მთავარია ყველაფერი გონივრულ ფარგლებს არ გასცდეს და არ მიიღოს ფანატიური ხასიათი. ეს შესაძლებელია იყოს უბრალოდ ფეხით სიარული, სპორტულ დარბაზში ვარჯიში, სირბილი, რაიმე აღმოსავლური სისტემის შესრულება, იოგა, ან ბუნებაში სეირნობა. ბოლო ყველაზე ჯანსაღი აქტივობაა ყველა ჩამოთვილთაგან.

 საცხოვრებელის განიავება და ჰაერის ცირკულაცია
საცხოვრებელი აუცილებლად უნდა მარაგდებოდეს სუფთა ჰაერით. აუცილებელია საკმარისი ჟანგბადი ძილის დროს. თუ მიჩვეული ხართ ზედმეტად დათბუნებულ და ჩახუთულ ოთახში ყოფნას, აუცილებლად, ნელ-ნელა გადადით ახალ რეჟიმზე. გამოაღეთ ხოლმე ფანჯარა ცოტახნით, დაიწყეთ რამდენიმე წუთიდან და თანდათანობით ტემპერატურაც შეამცირეთ საძინებელში. ეცადეთ ჟანგბადის საკმარისი რაოდენობა მიეწოდებოდეს ტქვენს საცხოვრებელს მუდმივად.

 მიზნები ცხოვრებაში, წინსვლა, მოქმედება
დაისახეთ ცხოვრებაში მიზნები, დაგეგმეთ დღე. ეს დაგეხმარებათ დისციპლინისა და მოტივაციის გამომუშავებაში. როდესაც გაგიჩნდებათ მიზანი, ნაკლებათ აიხლართებით აზრებში, უკეთესად შეძლებთ კონცენტრირებას. ეს ყელაფერი არის განზრახვასთან მუშაობის ნაწილი. არ არის აუცილებელი დაისახოთ გრანდიოზული მიზნები. შეგიძლიათ მიზანი იყოს მცირე და ბანალური, მაგალითად რაიმე კომკრეტული საქმის შესრულება, სადმე მისვლა ან რაიმეს შექმნა, პირველ ეტაპზე ამ მცირე მიზნების შესრულება საკმარისია. დრთა განმავლობაში მიზნებიც უფრ მნიშვნელოვანი და სერიოზული გახდება, მთავარია ყველა დასახულ წერტილამდემივაღწიოთ. კონცენტრაცია და დისციპლინა კი, გვეხმარება ვიყოთ უზადო და უნაკლონი.
 სექსუალური ცხოვრება

არ არის აუცილებელი რაიმე განსაკუთრებული დამოკიდებულება გვქონდეს სექსის მიმართ, ეს რა თქმა უნდა ინდივიდუალურია, მთავარია არ ვიყოთ ხელოვნურები. სექსმა არ უნდა გამოგფიტოთ. ამ საკითხში ყველაფერი ინდივიდუალურია და განისაზღვრება ენერგიის რესუსრსის არსებობით და დონის მაჩვენებლით. ვიღაცისთვის სექსი დამუხტვის საშუალებაა, ვიღაცისთვის პირიქით, განმუხტვის ან გამოფიტვის. თუ კი ატყობთ, რომ სექსი გფიტავთ, უნდა შეამციროთ მისი რადენობა ან თანდათანობით გადახვიდეთ თავშეკავებაზე. მთავარია ყველაფერი ბუნებრივად მოხდეს.
ყოველ შემთხვევაში, არ დათრგუნოთ თქვენში სექსუალური ენერგია. ყველაფერი უნდა ხდებოდეს გაცნობიერებულად და თანდათანობით. თუ აუცილებლად ჩათვლით, დაიცავით თავი გარე გამაღიზიანებლებისგან, სექსუალური ინფორმაციის შემცველი მატარებლებისგან. ენერგიის დასტაბილურებისთვის შეამცირეთ ხორცის ჭარბი მოხმარება, ან ჩაანაცვლეთ ის თევზით.
 დასწრების განცდა, ყოფნა
განავითარეთ თქვენში დასწრების განცდა- ყოფნა აქ და ახლა. აუცილებელია, რომ თანდათანობით ყველა ქმედება და აზრი გაცნობიერებული გახდეს.
აზრები ჯობია ყურადღების მიღა დატოვოთ. მათ სრულ გაჩერებას ნუ ეცდებით. ეს შეუძლებელია, გამოეყავით მათ და აღიქვით, როგორც თქვენგან ცალკე მოძრავი ელემენტები. თუკი აუცილებელია რაიმეზე კონცენტრირებულად ფიქრი, ამისათვის ცალკე დრო გამოყავით.
 გაცნობიერებულობა და ყურადღების ფოკუსი
გაცნობიერებულობა და სხეულზე დაკვირვება, ყურადღების ფოკუსირება მუდმივად ირევა გარე ინფორმაციული სტიმულირების გამო. აუცილებელია გაითვალისწინოთ, მედიის გავლენა, სოციალური ქსელები, ინტერნეტ რესურსების მოხმარება, ტელეფონი და სხვა თანამედროვე მოწყობილობები, რომელიც ხდება მუდმივი ინფორმაციული წყარო. კომპიუტერთან დიდი ხანი მუშაობა, ტელეფონის სქროლვა, გადაცემების ყურება, რადიოს სმენა და სხვა სახის ინფორმაციის გამუდმებული მიღება რევს და ანაცვლებს ყურადღების აღქმის წერტილს, ფოკუსს სხეულიდან გარე სივრცეში(სოციუმში) და აგდებს გაცნობიერებულობის დონეს. ყოველივე ეს ფიტავს ენერგეტიკულად. უნდა ეცადოთ შეინარჩუნოთ დამკვირვებელი და მუდმივად იყოთ კონცენტრირებული თქვენს სხეულსა და ცნობიერებაზე.

 ენერგიის დინება და მიმართულება
ენერგიის მიმართულებას განაპირობებს თქვენი ყურადღება. თუკი იფიქრებთ რაიმე აღმატებულზე , ამაღლებულზე, ესწრაფვით განვითარებისკენ და თვითდახვეწისკენ ყოველივე ეს აგამაღლებთ და შესაბამისად ამაღლდება თქვენი გაცნობიერებულობის დონე. თუ პირიქით, მუდივად ხელს უწყობთ ყველა თქვენს ინსტინქტს, წამიერ სურვილებს, ეფლობით ყოფით ნაგავში, როგორიცაა სხვისი განსჯა, ჭორები, სხვაზე დაკვირვება და შური და ვერ აკონტროლებთ თქვენს გრძნობებს, მაში თქვენ ხდებით დაბნეული, ადვილად მართვადი და გაუწონასწორებელი.
ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ჩვენ გაგვაჩნია გარკვეული, განსაზღვრული ენერგიის რესურსი და რაოდენობა, ამიტომ ეცადეთ მოიხმაროთ იგი გონივრულად და არ გაფანტოთ არასაჭირო რამეებზე. ჩვენ შეგვიძლია მვიხმაროთ არსებული ენერგიის მხოლოდ ნაწილი. ის, თუ რაზე მივმართავთ ჩვენ ენერგიას განაპირობებს ჩვენს განვითარებას ან დეგრადაციას.
გაცნობიერებული სიზმარხილვისთვის აუცილებელია, მუდმივად გვახსოვდეს ამ პრაქტიკის შესახებ, ვეცადოთ სულ კონცენტრირებული ვიყოთ გაცნობიერებული სიზმრის ტექნიკაზე. გვხსოვდეს ამის შესახებ როგორც დღის განმავლობაში, ისე გაღვიძების მომენტშიც-ჩვენ იმწამსვე ვფოკუსირდებით იმაზე, რომ უნდა გავაცნობიეროთ ჩვენი თავი სიზმარში!!!
კიდევ ერთი აუცილებელი დამხმარე საშუალებაა სიზმრის დღიური.
აიღეთ რაიმე რვეული, ბლკნოტი ან ფურცლები და ყოველი გაღვიძების შემდეგ, სანამ რაიმეს მოიმოქმედებთ ჩაიწერეთ ყველაფერი რაც გაქვთ მეხსიერებაში. დეტალები, ფრაგმენტები, შეგრძნებები, განცდები, რაიმე ასოციაცია, რასაც იწვევს სიზმარი... არ აქვს მნიშნელობა, ყველაფერი რაც დაგრჩათ მეხსიერებაში გადმოიტანეთ ფურცელზე. თუ გახსოვთ სიზმარი „მთლიანად“ ჩაიწერეთ ის სრულიად. რაც უფრო მეტი დეტალი გაგახსენდებათ მით უკეთესი. დროთა განმავლბაში ეს უფრო მარტივი გახდება და თქვენ დაიწყებთ სიზმრების უფრო მკაფიოდ დამახსოვრებას. ყველა სიზმარს მიუწერეთ თარიღი. ასევე დღის განმავლობაში შეიძლება მოვიდეს სიზმრის გახსენება, ამოტივტივდეს შეგრძნებები ან ფრაგმენტები. კარგია თუ მათაც ჩაიწერთ და შემდეგ ჩაამატებთ დღიურში. თუ გაგიადვილდებატ შეგიძლიათ ჩაიხატოთ სიზმრები, დახატოთ ან მინიშნებები გააკეთოთ. ამაში არ ვართ შეზღუდული, თუ რა სახით გადმოვიტანთ მეხსიერებიდან ინფორმაციას.
ეს არის ის მნიშვნელოვანი ასპექტები, რომელთა დამუშავებითაც ვიწყებთ გაცნობიერებული სიზმარხილვის პრაქტიკას.




--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
brevalo
post Apr 22 2019, 08:37 PM
Post #12


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 340
Joined: 5-April 16
Member No.: 7,512

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



td.........
QUOTE(td......... @ 22nd April 2019 - 06:36 PM) *
გარდა ინტელექტუალური განვითარების ადამიანს სჭირდება სულიერი განვითარება, რაც მხოლოდ წიგნების კითხვით ვერ ხდება.



მაგრამ ეს მედიტაციითაც არის შესაძლებელი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Apr 22 2019, 08:49 PM
Post #13


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



brevalo
რა თქმა უნდა, თუმცა იმისთვის , რომ მედიტაციის გზით იმოგზაუროთ სამყარს სხვადასხვა განზომილებასა და სივრცეში, გარკვეული გარემოებებია საჭირო, გარკვეული კარმული ჭაჭვი, გამოცდილება და დახელოვნების, დაოსტატების დონე. ეს ბევრად უფრო რთული გზაა და თანაც მედიტაცია ცოტა სხვა მიზნებს ემსახურება. ამასთანავე ერთი მეორეს არ გამორიცხავს. მედიტაციის დროსაც შესაძლებელია გასვლების განხორციელება.


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
starscream
post Apr 23 2019, 06:14 PM
Post #14


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 615
Joined: 7-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,302

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



დღეს შუადღეზე დავიძინე სხეულმა დაიძინა ცნობიერად გადმოვტრიალდი და იატაკიდან გადმოვსრიალდი სხეულიდან ყოველთვის ასე ხდება. მწერლები ლობსანგ რამპა ასტრალში გასვლის დროს ამბობენ რო ასტრალური სხეული ლივლივებს როგორც ბუშტი ჰაერში ხედავ ვერცხლისფერ შნურს ასტრალში არის 360 გრადუსი მხედველობა და ხედავ უფრო მკაფიოდ და მეტ ფერებს და ფრინავ ლივლივებ შენს ოთახში აქეთ იქით. ეხლა მე როცა გავდივარ სხეულიდან არასოდეს არ ვლილივებ არამედ ვდგავარ მიწაზე არასოდეს არ ვჩნდები ჰაერში არამედ ვგრძნობ როგორ გამოდის ჩემი მეორე ცნობიერება უფრო სწორედ მე მეორე სხეულიდან იატაკზე ძირს გეგონება სპეციალურად გადმოგორდები და ეცემი ესე ვაკეთებ შემდეგ ვდგები და ჰოი საოცრებავ ბნელა გრძნობ რომ შენს ოთახში ხარ სადაც ხარ სივრცეში მაგრამ მხედველობა არ მუშაობს ბნელა მერე უბრძანებ მხედველობას რომ ჩაირთოს და ირთვება მხედველობა სადაც ძლივ ძლივობით არჩევ რა ხდება შენს ოთახში ყველაფერი საშინლად გადღაბნილია ესეა ყოველთვის და დღეს ჩემს სხეულიდან მოშორებით გავედი ერთი 5 მეტრით ასეთი ხედვით და ეგრევე შეიცვალა ჩემი ოთახი და სხვა ავეჯი გაჩნდა შიგნით და ასე შემდეგ არადა ფიზიკურად ვგრძნობდი რომ ისევ ჩემს ოთახში ვიყავი ანი გაცნობიერებულ სიზმარში გადავდიოდი. აი ამაზე მაინტერესებს თქვენი აზრი. td.........

კიდევ დავამატებ რომ ესეთ მდგომარეობაში გასულს ღამე არცერთი სულიერი არ შემხვედრია არც კორპუსში არც არსად არც ჩემს ოთახში.
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Apr 25 2019, 10:03 PM
Post #15


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



starscream
გამარჯობა, მე მგონია, რომ როდესაც გადიხარ ასტრალში ძალან ახლო სივრცეში რჩები (შუალედურ სივრცეში) ამიტომ, მხედველობაც ცუდი გაქვს და არც ლივლივებ, შემდეგ კი გადადიხარ სიზმარში. ვერ ვიტყვი რომ გაცნობიერებულში. უბრალოდ სიზმარში გადადიხარ. რადგან განწყობა გაქვს რომ იყო ასტრალურ პროექციაში სიზმარიც შენს საცხოვრებელთან ახლოს ან სახლში ხდება ად სხვას არავის ხედავ. რადგან სიზმრებს კარგად იმახსოვრებ (?) გირჩევ ნელ-ნელა რუკაც შეადგინო. გაცნობიერებული სიზმრებისთვის გამოგადგებს. ჩაიხატე ან ჩაიწერე ის ადგილები რაც გესიზმრება.


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
starscream
post Apr 25 2019, 11:25 PM
Post #16


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 615
Joined: 7-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,302

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



td.........
QUOTE(td......... @ 25th April 2019 - 10:03 PM) *
გამარჯობა, მე მგონია, რომ როდესაც გადიხარ ასტრალში ძალან ახლო სივრცეში რჩები (შუალედურ სივრცეში) ამიტომ, მხედველობაც ცუდი გაქვს და არც ლივლივებ, შემდეგ კი გადადიხარ სიზმარში. ვერ ვიტყვი რომ გაცნობიერებულში. უბრალოდ სიზმარში გადადიხარ. რადგან განწყობა გაქვს რომ იყო ასტრალურ პროექციაში სიზმარიც შენს საცხოვრებელთან ახლოს ან სახლში ხდება ად სხვას არავის ხედავ. რადგან სიზმრებს კარგად იმახსოვრებ (?) გირჩევ ნელ-ნელა რუკაც შეადგინო. გაცნობიერებული სიზმრებისთვის გამოგადგებს. ჩაიხატე ან ჩაიწერე ის ადგილები რაც გესიზმრება.

ყველა ამბობს რომ კარგად რომ დაინახო უნდა გამოთქვა განძრახვა რომ დაინახო ან უნდა გაცდე შენს საცხოვრებელ სახლს ამას ხსნიან იმით რომ ვითომ ფიზიკური სხეულის სიახლოვე და ასე შემდეგ ხელს უშლის ასტრალურ სხეულს. სიზმარს რაც შეეხება სიზმრის ხედვა რო დავიწყე გარშემო ანუ მხედველობა აირია თუმცა შეგრძნება იგივე მქონდა ვგრძნობდი რომ ისევ ჩემს ოთახში ვიყავი იმ მომენტში. მე ძალიან დიდი ეჭვები მაქვს რომ რასაც უმეტესობა ადამიანი ეძახის ასტრალში გასვლას არის იგივე გაცნობიერებული სიზმარი. მე ვარ ნამდვილად გასული სხეულიდან და როცა ნამდვილად გადიხარ სხეულიდან საერთოდ არ გაქვს მხედველობის პრობლემა არამედ მაგალითად ვიბრაციებსაც კი ვხვედავდი ჩემს ენერგეტიკულ სხეულს და ენერგიის ნაპერწკლებსაც კი რომლებიც მოძრაობდნენ არხებში და ყველაფერს ძალიან მშვენივრად ვხედავდი და როგორც კი სანახევროდ ამოვწიე თავი ეგრევე ელემენტალები შემომეგებნენ ხმაურით შეშინება უნდოდათ სამი ცალი და ფიზკურ პლანზე უკეთესად ვხედავდი და უკეთესად განათებული იყო ყველაფერი. რაშიც ხალხი გადის და მეც მათ შორის არ არის სხეულიდან გასვლა არამედ ტვინის იმიტაცია სხეულიდან გასვლის ამიტომაც ვერ ხვდებიან სხვა არსებებს ვერ ხედავენ სხვა ასტრალურ სხეულებს საკუთარ ვერცხლის შნურს საკუტარ სხეულს და ასე შემდეგ. ამიტომაც მუშაობს მაგ ასტრალურ გასვლებში გაცნობიერებული სიზმრების ტექნიკები კასტანედასეული ხელებზე დახედვა "განზრახვა" ყურდაღების ფოკუსირება სხვადსხვა ობიექტებზე რომ არ დაბრუნდე სხეულში და ასე შემდეგ. ეს არ არის სხეულიდან გასვლები ან ასტრალში გასვლა ეს არის გაცნობიერებული სიზმრები. ამიტომაც ყოველდღე ვარჯიშობ პირდაპირ გასვლებზე სხეულის მოდუნებით და 2 მეტრის სიმაღლეზე კონცენტრაციით რომ რეალურად მოვახდინო სხეულიდან გასვლა საკმაოდ რთულია და კოლოსალური ენერგიები ჭირდება ყოველდღე ვმედიტირებ ვკონცენტრირდები და მაინც ჯერ არაფერი არ გამოდის.
Go to the top of the page
 
+Quote Post
starscream
post Apr 27 2019, 12:28 PM
Post #17


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 615
Joined: 7-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,302

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მოკლედ გავედი გუშინ ღამე რამოდენიმეჯერ "სხეულიდან" და გავცდი კორპუსს და მხედველობა გამოკეთდა თავისით მაგრამ რო ავფრინდი დენის კაბელებში გავიხლართე და წამოვედი უკან. მოკლედ ამის შემდეგ დავრწმუნდი რომ რასაც სხვები ეძახიან სხეულიდან გასვლას ეს არის გაცნობიერებული სიზმარი და რეალობასთან არანაირი კავშირი არ ააქვს ისევე როგორც ჩემს სხეულიდან გასვლებს. დღეს დღესიობით ვუშაობ იმაზე რომ რეალურად გავიდე სხეულიდან.
Go to the top of the page
 
+Quote Post
starscream
post May 21 2019, 11:25 AM
Post #18


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 615
Joined: 7-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,302

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მოკლედ საბოლოოდ დავადასტურე რომ ადამიანების 95 % როცა გადის ხვდება გაცნობიერებულ სიზმარში რომელიც ტვინის მიერ არის სიმულიერებული. რეალურად რომ გახვიდე სხეულს გარეთ ამისთვის ჩაკრები უნდა განავითარო ასევე რობერტ მონროს ტექნიკები სხეულიდან გასვლის და ლობსანგ რამპის არის სისულელე. დღეს რამდენიმეჯერ გავედი სხეულიდან და აღვწერ.

1. ვიგრძენი რო სხეულს ძინავდა ამიტომ რობერტ მონროს ტექნიკა გამოვიყენე და უცებ აღმოვჩნდი ჩემს სახლში მაგრამ სხვა ოთხაში სხვა საწოლზე წამოვდექი გამოვედი და მაინტერესებდა არის თუ არა ეს ასტრალი და ჩემი სხეული რატომ არ იყო საწოლში დავშორდი საწოლს რამოდენიმე ნაბიჯით ჯერ ჩემი სხეულის კონტური გაჩნდა მერე კი ვითომ მე რომელსაც ეძინა შემდეგ ვაწვალე და საბოლოოდ ფეხზეც წამოვაყენე რაღაც მანქანებით თუმცა სისულელე იყო ეს იყო უბრალოდ სხეული და არა ის რომელსაც მკვდარივით უნდა ეძინოს და ვერცლის შნურით უნდა ხედავდა და შეერთებული იყო.

2. რომ დავბრუნდი თუ გამეღვიძა ისევ მქონდა სხეული დაბუჟებული ამიტომ მეორე წრეზე წასვლა გადავწყვიტე ამჯერად ლობსანგ რამპას ტექნიკა ვცადე მოვახდინე კონცენტრაცია ჩემს ჭერზე ხოდა დამეუფლა შეგრძნება გეგონება ბუშტი ვარ და ეს ბუშტი მაღლა მიიწევს სხეულისაგან ფართოვდება ფართოვდება სანამ არ გასკდებასავით და ჰოპ მე სხეულს გარეთ ვარ თავიდან მხედველობაზე მქონდა პრობლემები დავალაგე წავედი ძლივ ძლივობით გავედი დახურულ კარებში გავედი სადარბაზოში და გადავხტი მეცხრე სართულიდან გადავხტი და თოკებს შევეჯახე სართულ სართულ საქმე იმაშია რომ სარეცხის თოკები ვერანდაზე არ არის გაჭიმული რეალობაში კაი დავეშვი ძირს მივდივარ უბანში ქუჩაზე ძალიან ბევრი ხალხი ირევა უცნაურია გარეთ ჭვიმს აქ კი ნორმალური დღეა ვცდილობ ვილევიტირო და ისე გადავაადგილდე ძალიან ცუდად გამოდის ვახდენ ვიზუალიზაციას 1 500 მეტრში მყოფი ავტობუსის გაჩერების რომ იქ მოვხვდე მაგრამ არაფერიც არ ხდება შემდეგ ვახდენ ვიზუალიზაციას თითქოს იქ ვარ უკვე არაფერიც არ ხდება. კაი მაშინ ვიწყებ სექსზე ფიქრს და ქალები უნდა გაჩნდნენ თუ ასტრალი არ არის და გაცნობიერებული სიზმარია არც ეს არ ხდება საბოლოოდ ვეღარ ვხვდები ასტრალში ვარ თუ გაცნობიერებულ სიზმარში თუ გაცნობიერებულ სიზმარში ვარ რატო ვერ ვახდენ ზემოქმედებას მატერიაზე? და რასაც მინდა იმას ვერ ვაკეთებ?

3. გასვლაც მქონდა აივნიდან გადახტომა ვცადე მეცხრედან გადავტი მერვეზე უნდა დავხტომოდი და ისევ მეცხრეზე აღმოვჩნდი ასევე 2 აბტობუსი იდგა ჩემს ქუჩაზე ერთი იდიოდა დამეორეც არადა აფსურდია ორივე ათასში ერთხელ დადის ისევე როგორც ისევე მეცხრეზე დახტომა მაშინ ავდექი და კასტანედასეული მეთოდის გამოცდა მოვიფიქრე და გავბრუნდი და ჩავწექი ისევ საწოლში და შევეცადე დამეძინა კასტანედას მეთოდით თუ სიმზარში დაიძინებ სხვა სიზმარში გაიღვიძებ უფრო მაღალ დონეზე ეს სიმზრის მეორე კარია. სიზმრის პირველი კარი უბრალოდ გაცნობიერების მიღწევაა მეორე კიდე ეს მოკლედ გავაკეთე ესე როგორც მახსოვს იმის მაგივრად რომ სხვა სიზმარში გამეღვიძა ჩემმა ფიზიკურმა სხეულმა გაიღვიძა და დავბრუნდი ისევ ფიზ სამყაროში როგორც სხეულიდან გასვლის დროს ხდება და ამბობენ თუ ჩაწვები უკან შენს სხეულში ფიზ სამყაროში გაიღვიძებო უბრალოდ მე სხეულიც არ მქონდა იგივე საწოლში ჩავწექი საიდანაც ავდექი და ფიზ პლანზე გამეღვიძა. საბოლოოდ დავაკსვენი რომ ძალიან დიდი სამუშაო მაქვს ჩასატარებელი რომ რეალურად გავიდე სხეულს გარეთ. თუ ავიღებთ მონროს მის წიგნში ის წერს რო წინა ცხოვრებაში იყო პრაქტიკებით დაკავებული და ეხლა სპეციალურად მიცეს ამ ცხოვრებაში სხეულს გარეთ გასვლის შესაძლებლობა. ლობსანგ რამპას თუ დავუჯერებთ რომ ნამდვილად ტიბეტელი ლამა იყო მაშინ ბავშვობიდან წვრთნიდნენ მედიტაციაში და ასე შემდეგ.. მიხეილ რადუგაა ასეთი და მას მიაჩნია რომ არანაირი სხეულს გარეთ გასვლა არ არსებობს არამედ არსებობს "ფაზა" ანუ გაცნობიერებული სიზმარი სადაც უბრალოდ რასაგ გინდა იმას გააკეთებ და ის ამბობს რომ მონრო არის მატყუარა რო არანაირი სხეულს გარეთ გასვლა არ არსებობს. მონროს ზღაპრებია. მე კიდე მგონია რომ რადუგას ენერგეტიკული სხეული არის ისეთი დონის რომ ის ყოველთვის გაცნობიერებულ სიზმარში გადის. მე ეს ეჭვები მაშინ გამიჩნდა როცა ერთხელ ნამდვილად გავედი სხეულიდან და სულ სხვა შეგრძნება იყო და ხედვა და ყველაფერი ვიდრე ეხლა მაქვს ამ გასვლების დროს. ასევე იმიტო რომ სხეულიდან გასვლის დროს გჭირდებობდა მხედველობის გასწირება გადართვა და ბევრი სიზმრისეული ტექნიკა მუშაობდა ნამდვილად როცა გადიხარ სხეულიდან სხვანაირი ხედვა გაქვს საერთოდ. მოკლედ დღეიდან ვიწყებ სერიოზულად მუშაობას რო ნამდვილად გავიდე სხეულიდან.
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Jun 26 2019, 02:50 AM
Post #19


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



starscream
ციტატა(starscream @ 21st May 2019 - 11:25 AM) *
მოკლედ საბოლოოდ დავადასტურე რომ ადამიანების 95 % როცა გადის ხვდება გაცნობიერებულ სიზმარში რომელიც ტვინის მიერ არის სიმულიერებული.

მშვენიერი დასკვნაა
დანარჩენს რაასაც ყვები, გაცნობიერებულ სიზმარში მქონია მსგავსი გამოცდილებები
ასე გამიჯვნა არ მგონია სწორი მეც, ასტრალი ვს ლუციდ სიზმარი.
სიზმარი გამოდის ასტრალში გასვლებიც.
რამპას და მონროს საკითხი რჩება კითხვის ნიშნის ქვეშ smile.gif
კასტანედა რომ დაბალ სიხშირეებშია, ეგ გარკვეული მაქვს :დ


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
starscream
post Jul 5 2019, 10:45 PM
Post #20


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 615
Joined: 7-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,302

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



tikoroma
QUOTE(tikoroma @ 26th June 2019 - 02:50 AM) *
მშვენიერი დასკვნაა
დანარჩენს რაასაც ყვები, გაცნობიერებულ სიზმარში მქონია მსგავსი გამოცდილებები
ასე გამიჯვნა არ მგონია სწორი მეც, ასტრალი ვს ლუციდ სიზმარი.
სიზმარი გამოდის ასტრალში გასვლებიც.
რამპას და მონროს საკითხი რჩება კითხვის ნიშნის ქვეშ smile.gif
კასტანედა რომ დაბალ სიხშირეებშია, ეგ გარკვეული მაქვს :დ

მე როცა გავდიოდი ნამდვილად გავდიოდი, გარკვეული მოვლენების მერე ასტრალური სხეული დამიზიანდა და ვერ გავდივარ ნამდვილად არამედ ირთვება ტვინის დამცავი ფუნქცია და ტვინის მიერ სხეულიდან გასვლის სიმულირება ეს არის იგივე გაცნობიერებული სიზმარი უბრალოდ რაღაც სცენის სიზმრის სცენის დროს როცა ხდება გაცნობიერება კლასიკურად იმის მაგივრად ტვინი ახდენს სხეულიდან გავლის სიმულირებას. შენ რასაც ამბობ ანუ აი ძალიან ღრმა ძილში რაღაც სულიერი სიზმარი რომ დაგესიზმრება ანუ ასტრალში მიღებული ინფორმაცია გესიზმრება რეალურად მაგრამ უკვე შენი ქვეცნობიერეიც ერთვება და სიზმრის სხენარიც იცვლება და გარემოც ანუ კი ეგეც ასტრალია მაგრამ როგორც მიმღები ხარ და ცნობიერებაც შეზღუდლი გაქვს. რადუგა საერთოდ არ გადის სხეულს გარეთ. კასტანედა ნამდვილად გადიოდა მაგრამ ღმერთი ვერ ნახა და მაღალი სამყაროები შესაბამისად ვერ ნახა. მონროს გაუხსნეს რეინკარნაციების გამო ასტრალი და ის დონეები რაც თავის წიგნში აქვს აღწერილი მაგრამ რადგან სულიერი პრაქტიკებით არ იყო დაინტერესებული და განსაკუთრებით ღმერთით მარტო ასტრალის დაბალ დონეში მოძრაობდა ანუ. არის ასეთი იოგა სურად შაბდ იოგა სინათლის და ხმის იოგა ასევე წმინდანების გზა ეს მოძრაობა არის წმიდანი ქაბირის დაწყებული სადაც შეჯამებულია რეალური გზები გაწმინდანების და მაღალ სამყაროებში მოხვედრის იქ წერია რო არის 9 ცა ეს 9 ცა რეალურად ემთხვევა ქრისტიანულ და ბუდისტურ 9 ცას "ამიტაცეს მე 5 ცაზე და არ ვიცი სხეულში ვიყავი თუ სხეულს გარეთო" პეტრე რო ამბობს ხოდა მონრო არ გაცდენია 2 ცას ანუ პირბელი 3 ცა არის ასტრალური. მე 3 ცას ვინც აღწევს ის მიაღწევს თვით რეალიზაციას მაგრამ ამ ცხოვრების მიზანია ღმერთის რეალიზაცია ანუ გაღრთმოვანება მერე მოდის სამოთხისეული სამყაროები. უღმერთოდ მე 3 ცას მიაღწევთ მარტო და მეტი არ გაიხსნება. რაც შეეხება რამპას ის ამხილეს შარლატანობაში რო არ იყო ტიბეტელი ბერი მაგრამ თვითონ ამბობდა რომ მან თავისი ასტრალური სხეულით ჩაანაცვა ამ ინგლისელის ასტრალური სხეული და დაეუფლა მის სხეულს. რამპა რასაც ამბობს სწორს ამბობს ყველაფერს მაგრამ ეგ არ არის ჩვეულებრივი ადამიანისათვის ჩვეულებრივი ადამიანი ვერ გავა მაგალითად თვითონ როგორც ააქვს აღწერილი უნდა დაწვე მოდუნდე და 2 მეტრის ზემოთ გააკეთო კონცენტრირება და გახვალო სხეულს გარეთო ჩვეულებრივი ადამიანი ვერ გავა მასე თუ გააკეთებს დამცავი მექანიზმი ამოქმედდება და ისევ სხეულიდან გასვლის სიმულაციაში მოხვდება. ამიტომ ან უნდა იმედიტიროდ ბევრი დღეში 3 საათი მაინც. ან შტაინერის სავარჯიშოები აკეთოთ. ან ციგუნი და დააგროვოთ ენერგია განავიტაროთ თქვენი ასტრალური და სხვა სხეულები სხვანაირად არ მოხდება რეალური სხეულიდან გასვლა. მე მოვტვინე როგორ აღვადგინო ჩემი დაზიანებული ასტრალური სხეული და როგორ განვავითარო და რამოდენიმე თვეში როცა ჩავაყენებ მწყობრში და ფიზიკურ სხეულსაც განვიკურნავ დეტალურად დავწერ სავარჯიშოებს როგორ განვავითაროთ ასტრალურ სხეული განვკურნოთ და სხეულიდან გავიდეთ წესიერად ან ეხლავე გავაკეთებ ისედაც ვიცი როგორც უნდა მოხდეს ამდენი ხანია ეზოთერიკულ ფორუმზე ვარ და ყველა მაგას კითხულობს და წესიერი რეალური რამე არ დაწერილა.
Go to the top of the page
 
+Quote Post

2 Pages V   1 2 >
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 29th March 2024 - 12:21 AM