იმისთვის, რომ შევიცნოთ ჩვენი თავი უკეთ, გავიგოთ როგორაა ადამიანი მოწყობილი ამისთვის უნდა შევისწავლოთ ჩვენი ცრუ ეგო. სანსკრიტულად აჰამკარა
ვედები ამ საკითხს დიდ ყურადღებას უთმობს. კრიშნაც სულ ამაზე ჩასჩიჩინებს არჯუნას.
ვედური სწავლებების მიხედვით ადამიანი შედგება: ფიზიკური სხეულისგან-ნატიფი სხეულისგან (ჭკუა-გონება-ცრუ ეგო)-სულისგან (ატმა)
ნატიფი სხეულში შედის ცრუ ეგო. ანუ მე-ს შეგრძნება. ეგოს ეძახიან ცრუს იმ შემთხვევაში, თუ ატმა-სულს, რომელმაც არ იცის (ან დაავიწყდა რომ სულია), საკუთარი თავი ერევა გარეგან გარსში ანუ ფიზიკურ სხეულში. ამას ჰქვია ცრუ ეგო.
ცრუ ეგოს საპირისპიროა ჭეშმარიტი ეგო. სულიერი სწავლებები სწორედ ამაში გვეხმარება, რომ გავაცნობიეროთ, რომ ამ გარეგნული გარსის შიგნით არსებობს სული ანუ ატმა.
ჩვენ სამყაროში ყველაფერი ისეა მოწყობილი, რომ გაძლიერდეს ცრუ ეგო. როცა გვლანძღავენ გვწყინს, როცა გვაქებენ გვიხარია. ეს სინამდვილეშიცრუ ეგოს თემებია, იმიტომ რომ თავს ვაიგივებთ სხეულთან და იმ შეგრძნებებთან რასაც განვიცდით. ამას უკვდაც არსება ატრმასთან არანაირი კავშირი არ აქვს
old_man
earth
ჩვენს მთელ ცხოვრებას გასდევს ტანჯვა სხვადასხვა სახით. ისევ და ისევ იტანჯება ჩვენი ცრუ ეგო და არა ატმა
ვედები გამოჰყოფენ ამ ტანჯვის მიზეზებს და მოდით, გადავხედოთ რა არის ეს მიზეზები:
1. "ავიდია"-უმეცრება - ადამიანი ვერ ანსხვავებს მატერიას და სულს. არ იცის თუ როგორ გამოიყენოს მატერია სულის სამსახურში სწორად
2. მეორე მიზეზია აჰამკარა ცრუ ეგოში ცხოვრება. კრიშნა გვეუბნება, თუ ჩემს ცნობიერებაში არ იცხოვრებ, გელოდება იმედგაცრუება, რადგან ცრუ ეგოს გავლენით ეჯაჭვება ადამიანი მატერიალურ საქმიანობას და ამ მატერიალური საქმიანობის ნაყოფებს. ეს კი იქცევა ტანჯვის საფუძვლად.
3. რაგა-კლეშა - მატერიალური წარმოდგენა ბედნიერებაზე, რაც ითვლება რომ არის ბედნიერი ოჯახი, სიმდიდრე, სილამაზე, საზოგადოებაში სტატუსი და ა.შ. მატერიალური წარმოდგენა ბედნიერებაზე კი ისევ და ისევ მოდის ცრუ ეგოს წარმოდგენებიდან.
4. დვეშა-კლეშა - ცრუ ზიზღი ტანჯვის ცრუ მიზეზების მიმართ. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ რაღაც ისე არ მიდის ჩვენს ცხოვრებაში როგორც გვინდა, ვადანაშაულებთ ყველას და ყველაფერს ჩვენ გარშემო. მაგრამ ესეც ცრუ-ეგოს ილუზიაა
მერამდენედ უნდა ჩავრჩეთ ერთი და იგივე კლასში? თეორიულად ხომ ყველამ ვიცით რაც ხდება ჩვენ თავს
იმ ეპოქას, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ვედების მიხედვით ეწოდება კალი-იუგა, ყველაზე ბნელი და სულიერებას დაშორებული ეპოქა
შეიძლება ითქვს, ეს არის სწორედ ცრუ ეგოს-აჰამკარას ეპოქა. რადგან მისი იმპულსებით მიმდინარეობს ცხოვრება და ადამიანების მისწრაფებებიც აქედან გამომდინარეობს.
ცრუ-ეგოს წყალობით სულიერი ცოდნები მოექცა რელიგიურ ინსტიტუციებში, სისტემებში, რიტუალებში, დოგმებში და ჩაიკეტა საკუთარი ჭეშმარიტი მე-ს გაცნობიერების გზები.
chemikerin
რაც მეტი ზეწოლა გვაქვს, მით მეტი ძალა გვეძლევა, ვძლიერდებით... რათქმაუნდა არაა ადვილი, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ერთი მებრძოლი უფრო ძლიერია, ვიდრე მეორე ვინც მთელი დღე წამოწოლილია და არაფერს აკეთებს, ასე რომ ეს ბნელი ეპოქა გვაძლიერებს. მთავარია არ დაგვავიწყდეს ვინ ვართ და შევეცადოთ არ გადავიდეთ გზიდან.
როდესაც ჭკუა მიმართულია მუდმივად გარე ობიექტებზე, შთაბეჭდილებების, გრძნობითი სიამოვნებების მიღებაზე, ის იქცევა აჰამკარად-ცრუ ეგოდ,
ხოლო თუ ის მიმართულია შიგნით, დროთა განმავლობაში საკუთარ თავში ატმანის გაცნობიერება მოხდება და მე-ს აღქმა მთლიანად შეიცვლება.
ნამდვილი მე-ს აღმოჩენის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტური საშუალებაა დილით გაღვიძების მომენტი. ამ დროს ხდება შემდეგი: როგორც კი ვახელთ თვალს, ჩვენი მე-ს შეგრძნება იმყოფება "გულში", არა ფიზიკურ გულში, არამედ მკერდის მარჯვენა ნაწილში, რომელიც სულიერი მე-ს ადგილსამყოფელად მიიჩნევა. როცა ვიღვიძებთ, იღვიძებს პირველ რიგში ეს მე - სულიერი ცნობიერება. და შემდეგ წამებში ადის ზემოთ, ირთვება ტვინი და იწყებს მუშაობას ჩვენი ეგოს მე აღქმა - აი, გავიღვიძე მე-პიროვნებამ, რომელსაც ვაიგივებთ პირველ რიგში სხეულთან და ტვინთან, შემდეგ სქესთან, სოციალურ სტატუსებთან და ა.შ. აი, ეს მომენტი უნდა დავიჭიროთ, სანამ "მე" ტვინში ავა, სანამ ფიქრები გაჩნდება და შინაგანი დიალოგი ჩაირთვება. ცოტა რთულია ამის დაჭერა, რადგან წამებში ხდება.
მაგრამ თუ გამოგივათ, დაიჭერთ ამ მე-ს შეგრძნებას, არ აუშვებთ ტვინში და შემდეგ განავრცობთ. რა თქმა უნდა, ამ ცნობიერებაში ცხოვრება დღის განმავლობაში რთულია, რადგან გვაქვს უამრავი საყოფაცხოვრებო საზრუნავი, მაგრამ უკვე გეცოდინებათ როგორია მე-ს შეგრძნება ეგოში, და მე-ს შეგრძნება ატმანში, სულის ცნობიერებაში.
(თეორიულად და შემდგომ პრაქტიკაში ამაში ძალიან დამეხმარა ადვაიტა ვედანტას მიმართულება - რობერტ ადამსის სატსანგები, რომელიც რუსულ ენაზე არის იუტუბზე და რამანა მაჰარშის წიგნი)
old_man
old_man
შემიძლია უფრო ზუსტიც ვიყო და ვთქვა, რომ აჰამკარა, ანუ ეგო, სინამდვილეში არსადაც არ ჩადის ან ადის.
აჰამკარა გონების მესამედია, დნარჩენი ნაწილი შედგება, მანასისგან და ბუდჰისგან. მანასი აზროვნებაა, ხოლო ბუდჰი
ჭკუა (რუსულად კარგად ჩანს რაზუმ, ანუ რაზბირაიუში უმ, ანუ გონება, რომელიც არჩევს, განარჩევს და რას განარჩევს?
კარგს და ცუდს, შავს და თეთრს, ტანჯვას და სიამოვნებას. ა.შ.)
აჰამკარა ყოველთვის წარბებშორისაა ფრონტალურ სინუსში, ხოლო ცნობიერების ორ ფაზაში, სიზმრებში და ძილში, მოძრაობს მხოლოდ ყურადღება, ანუ მანასი და ბუდჰი. იოგის მიზანია და სინამდვილეში ყველა ადამიანი მიილტვის
ბედნიერებისკენ. დემოკრატიის შემქმნელმა მამებმა კონვენციებში და რეგულაციებშიც კი გაწერეს ადამიანის თანდაყოლილი
უფლებების სახით, ოთხიდან ერთერთი, ბედნიერებისკენ სწრაფვაა, კიდევ არის თავისუფლება, საკუთრების უფლება და სიცოცხლის უფლება.
არ არის საჭირო იყო იოგი, რომ ბედნიერებისჯენ ისწრაფვოდე. იოგები ამბობენ, რომ ბედნიერება აჰამკარას გარეშე დგება. ანუ გონების ერთი მესამედი ანიჰილირდება, ქრება.
ბევრი ცდება და ეშიანია, რომ გასხივოსნების შემდეგ ვეგეტატურ მდგომარეობაში ჩავარდება და დორბლი გადმოუვა პირდაღებულს ბევრი ჯდომისგან. ეს ბავშვური გულუბრყვილობაა და ნუ გეშნიათ, ჭკუაც და გონებაც შეგრჩებათ და არათუ შეგრჩებათ, სწორედ გასხივოსნების შემდეგ დაინახავთ მათ ნამდვილ დიდებას და ძალას.
მაშასადამე ცენტრი, რომელშიც აჰამკარა გაღვიძების წინ იმყოფება, გახლავთ არე, კეფიდან ხმის იოგებამდე.
როგორც ვახსენეთ ამ ცენტრს, ვიშუდჰა ეწოდება, ხოლოდ მისი შესაბამისი ტატვა (ტატვა სანსკრიტული სიტყვაა და ნიშნავს დასაბამისეულ ელემენტს, სტიქიას) აკაშაა.
აკაშა ასევე სანსკრიტული სიტყვაა და ქართლი შესატყვისი ეთერია, თუმცა ზუსტად მაინც არ შეესაბამება.
უფრო გასაგები რომ იყოს დავაკვირდეთ სიზმრებს. აკაშა არადიფერენცირებული ენერგიის საცავია. სანამ ენერგია გახდება
აირადი, შემდეგ პლაზმური ან ცეცხლოვანი, შემდეგ თხევადი და შემდეგ მყარი. სანამ ენერგია ამ აგრეგატულ მდგომარეობებში გადავა
მანამდე ის იმყოფება დაუნაწევრებელ მდგომარეობაში, აკაშაში. ამიტომაც სიზმარში, დიახ, ხედავ მიწას, საგნებს, მყარსაც რბილსაც,
ხელში იღებ ქვას, მყარია, ეხები წყალს, თხევადია, სინამდვილეში კი არც მყარია და არც თხევადი, სიზმარია. სიზმარს ხედავ და გეჩვენება
სიმყარეც და თხევადიც. ეს არის აკაშა. ამიტომაც, როდესაც ამაჰმკარა გაღვიძებისა და ჩაძინების დროს აკაშაში იმყოფება
განიცდის მის ზეგავლენას და იწყება სიზმართიხლვა. მოჩვენება, თუმცა აჰამკარა აქ კონტროლს კარგავს, რადგან ვერ აცნობიერებს ტრანზიტულ მდგომარეობას
სიფხიზლიდან აკაშაში გადასვლისას. თქვენ, სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ გააკონტროლოთ ეს პროცესი. ამას ე.წ. Lucid dream ეწოდება. კონტროლირებადი სიზმართიხლვა. თუმცა ნებისმიერმა კონტროლმა მიჩვევა იცის, აკვიატება, სანამ ის აბსოლუტური არ ხდება, სანამ კონტროლის ილუზიაა და არა თავად კონტროლი.
აჰამკარა, ამიტომაც, ილუზორული კონტროლიორია და ამავე დროს მიჩვეული ამ კონტროლის ილუზიას.
ნამდვილი კონტროლიორი პურუშაა, იგივე ტურია, იგივე შივა, იგივე პარამატმანი, იგივე ბრაჰმანი. განცდის დონეზე რაც დავწერე სინონუმებია,
თუმცა ინდუიზმის სხვადასხვა მიმართულებებში სხვადასხვანაირადაა დანახული ერთი და იგივე ფენომენი.
პურუშა ეს იგივე სულია, რომელსაც არ გააჩნია დუალობა. ამავე დროს ეს არის შივა, რომელსაც შეერწყა შაქტი. ამავე დროს ეს არის პარამატმანი, რადგან
უმაღლესი სულია და ამავე დროს არის პარაბრაჰმანი, რადგან აბსოლუტური ჭეშმარიტება და სინამდვილეა.
და რაც მთავარია, ეს ყოველივე ვართ ჩვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში რა აზრი ექნებოდა ჩვენთვის მთელ ამ სულიერებას?
ამიტომაც მანტრებში ამბობენ, ტატტვამასი, შენ არ განსხვავდები ამისგან. შენ ხარ ის.
და რადგან არ განვსხვავდებით, ამიტომ უწოდებენ ადვაიტას. მეორის გარეშე. დუალობის გარეშე. პოლარობის გარეშე.
David Monny
old_man
Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)