IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> ეკხარტ ტოლე, power of now
old_man
post Jan 28 2020, 01:12 PM
Post #1


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,959
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და ჭეშმარიტი სულიერი მასწავლებელი.
როგორ ვართ გონების ტყვეობაში, როგორ გვამყოფებს ის გამუდმებით შიშებში, წარსულზე დარდებსა და მომავლის შიშში, როგორ არ იღებს ის რეალობას და ქმნის საკუთარ ინტერპრეტაციებს რომელიც ილუზორულია.
როგორ ვაიგივებთ თავს გონებასთან, ფიქრებსა და მის მიერ წარმოქნილ ემოციებთან, რაც არის ცრუ ეგო. როგორ ვიყოთ "აქ და ახლა", როგორ გავიღვიძოთ ჩვენს უმაღლეს მეში
ამ ყველაფერს ხსნის მარტივი ენით, პრაქტიკული სავარჯიშოებით. ბევრი წერს ამ ყველაფერზე, მაგრამ ტოლემ ამიხსნა და დამანახა ყველაზე გასაგებად. ეს ყველაფერი ადრეც ვიცოდი თითქოს, მაგრამ ტოლემ სწორედ პრაქტიკაში გადმომატანინა
ყველას გირჩევთ წაიკითხოთ ან მოუსმინოთ


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
Replies
earth
post Jan 29 2020, 06:34 PM
Post #2


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,133
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ხო, რონდა მპერნიც იმეორებს ხშირად იგივეს სხვადასხვა წიგნებში. არც მე მაღიზიანებს. ასეა საჭირო.
პირველი ის, რომ ასე განმეორებით მართლაც კარგად ჯდება გონებაში. ჩვენ სხვანაირ ცხოვრებას ვიყავით მიჩვეული, სხვანაირად აგღვზარდეს. ახლა მრავალი ადამიანია, რომლებიც ჩასწვდნენ ცხოვრების უფრო ლამაზი გზის ჭეშმარიტებას და წიგნებიც დაწერეს. უამრავი მწერალია მსგავსი სახის წიგნები რომ აქვთ. ეს სხვანაირი ცხოვრება, რომ გაგვიჯდეს, უნდა განმეორებით წავიკითხოთ. რადგან აქ, რომელიმე ნაწარმოებს ან ფიზიკას კი არ ვსწავლობთ,– ცხოვრებას ვსწავლობთ ამ წიგნებიდან და ცხოვრების სწავლას ამ ასაკში განმეორებითი გადაკითხვა სჭირდება, რადგან უნდა გადავხარშოთ კარგად გონებაში ეს ყველაფერი.

უამრავ ამ მწერალთა შორის თვითოეული ჩვენგანი თავის მასწავლებელს პოულობს და მისი ენა ესმის კარგად და მისგან იწყებს ამ გზით სვლას. ვიმეორებ უამრავი მწერალია, რომლებიც წერენ ამ საკითხებზე, მაგრამ თვითოეულმა ჩვენგანმა თავისი უნდა აირჩიოს. რაც კი მეტს გავეცნობით, ვფიქრობ უფრო ძლიერი იქნება შედეგი.

მე რონდა მპერნი შევიყვარე ძალიან. ჩემს მასწავლებლად დავასახელე ჩემს გონებაში. wub.gif


ბოლოს მინდა ვთქვა,–ეს ადამიანები არიან მოსული, რომ გზა გაგვინათონ და სიბნელიდან ამოგვიყვანონ. მე რონდა მპერნის გაცნობის მერე დავიწყე ფიქრი, რომ ბედნიერი ვარ, მანამდე ამ სიტყვას ვერ ვგრძნობდი. ამ ქალმა აზრი მისცა ჩემს ცხოვრებას. მომცა პასუხი ბევრ ჩემს შეკითხვაზე.
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th April 2024 - 12:54 PM