IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

3 Pages V   1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
> ტანტრა და ტანტრიზმი, რა იცით მის შესახებ?
ინა
post Jan 30 2010, 03:04 PM
Post #1


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 719
Joined: 24-December 09
Member No.: 6,100

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



http://modivisaubrot.piczo.com/?g=36794456&cr=5

აი ეს მაინტერესებს და წიგნებს სად ვიშოვი ხომ ვერ მეტყვით? JC_cupidgirl.gif

ტანტრა – მოგზაურობა შეუცნობელში

გსმენიათ რამე ტანტრას შესახებ? თუ გსმენიათ, ალბათ ისევ ტანტრას სასტიკი მოწინააღმდეგებისაგან, რომლებიც, რა თქმა უნდა, ამორალურ, გარყვნილ, ცრუ, სატანისტურ და სხვა მსგავსი ეპითეტებით ამკობენ მას, ანდა ისეთი “მომხრეებისგან” და “მიმდევრებისგან”, რომლებიც ტანტრაში მხოლოდ სექსს ეძებენ და ხედავენ. არც ერთ და არც მეორე ტიპის ადამიანების წარმოდგენებთან ტანტრას არაფერი აქვს საერთო.
ტანტრა ინდური წარმოშობის მოძღვრებაა. მისი სრული სახელია ვიგიანა ბხაირავა ტანტრა და ნიშნავს ცნობიერების ფარგლებს გარეთ გასვლის მეთოდს. ტანტრა თავის თავში არ შეიცავს არც მსოფლმხედველობას, არც რწმენას, ვინმეს ან რაიმეს სამსახურს ან თაყვანისცემას, არც ფილოსოფიას, დოგმებს ან მორალს. ეს არის უბრალოდ მეთოდი, გზის მაჩვენებელი მათთვის, ვისაც შეუცნობელში მოგზაურობა განუზრახავს. ამ გზაზე მეგზურები სიყვარული და სიწმინდეა. სიყვარული არა ისეთი, როგორსაც ჩვენ ვიცნობთ, არამედ ისეთი, ქრისტეს სახარებაში რომ არის აღწერილი. ტანტრას სიწმინდეც განსხვავდება ჩვენი წარმოდგენებისგან სიწმინდეზე.
ყველა რელიგიაში და საერთოდ, ადამიანთა ცნობიერებაში ყოველი არსი და ქმედება ან კარგია, ან ცუდი. ან თეთრია, ან შავი. დადებითი ან უარყოფითი. წმინდა ან ბილწი. ქრისტიანისთვის, მუსლიმანისთვის, იუდეველისთვის ეს კატეგორიები განსხვავდება თავისი კრიტერიუმებით და ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგოც არის; მაგალითად, მუსლიმანისთვის ღვინის სმა და ღორის ხორცის ჭამა სიბილწეა, ხოლო მრავალცოლიანობა – არა. ქრისტიანისთვის კი პირიქით. კრიშნაიდისთვის ხომ საერთოდ, ხორცის ჭამაც, ალკოჰოლიც, მრავალცოლიანობა და კიდევ მრავალი სხვა უწმინდურების ნიშანია, სამაგიეროდ ძროხის ნაკელია წმინდა, რასაც ვერაფრით ვერ დაეთანხმება იუდეველი.
დიახ, ადამიანთა აზროვნებაში “წმინდა” და “უწმინდური” განსხვავდება ერთმანეთისაგან, მაგრამ ერთი რამ კი საერთო აქვთ მათ: “რაც კარგია - წმინდაა და რაც ცუდია - უწმინდური, ხოლო კარგის და ცუდის გარჩევა მხოლოდ მე ვიცი და სხვა არავინ”, - ასე ფიქრობს თითოეული მათგანი.
ტანტრა საერთოდ არ ანსხვავებს კარგს და ცუდს ერთმანეთისაგან. მაშ, რა არის წმინდა? ტანტრა გვეუბნება, რომ თუ შენ ყოფ სამყაროს კარგ და ცუდ ნაწილად, შენ უწმინდური ხარ და თუ არ ყოფ, წმინდანი. უმანკოება – აი რა არის სიწმინდე.
ალბათ გსმენიათ გამოთქმა – ბავშვივით უმანკო. რატომ არის ბავშვი უმანკო? ბავშვმა შეიძლება აიღოს სხვისი ნივთი, მაგრამ ამას არავინ ჩაუთვლის ქურდობად, რადგან მან ჯერ არ იცის ჩემი და შენი. ბავშვი დარბის დედიშობილა, მაგრამ არავინ უთვლის ამას ამორალურ საქციელად, რადგან ბავშვმა არ იცის, რა არის სირცხვილი. უმანკოება ცნობიერების მდგომარეობაა და არა ადამიანის მიერ ჩადენილი “კარგი” და “ცუდი” საქციელი. ბავშვი უმანკოა, რადგან მას არა აქვს უნარი და ცოდნა განასხვავოს კარგი და ცუდი ერთმანეთისგან.
არავინ რჩება ბავშვურ უმანკოებაში. ეს ძალიან არასტაბილური მდგომარეობაა, ბავშვი იზრდება და ირყვნება. მშობლები და სხვა მოზრდილები დაჟინებით უმეორებენ, “ეს ცუდია, ეს არ შეიძლება”. შედეგად მასში ვითარდება დანაშაულის და სასჯელის კომპლექსი. რამდენიც უნდა ეცადოს, რომ კარგად მოიქცეს, არ შესცოდოს, ყოველთვის გამტყუნდება, რადგან ცოდვა მის ადამიანურ ბუნებაში დევს, ცოდვა, რომელიც გაჩნდა მას შემდეგ, რაც გაჩნდა კანონი და მორალი.
ტანტრა ამბობს, რომ თუ ადამიანი რაიმე გზით კვლავ დაემსგავსება ბავშვს, ის გახდება წმინდა. რა თქმა უნდა, ის ბავშვი ვეღარასდროს გახდება. ბავშვის უმანკოება არცოდნიდან მოდის, ხოლო მოზრდილი ადამიანის გონება უკვე მოწამლულია ცოდნით. ამ ცოდნის გაბათილება მხოლოდ ჭეშმარიტების შემეცნებით მიღებული სიბრძნით შეიძლება.
ბავშვი უბიწოა უგუნურების გამო, ხოლო ბრძენი ადამიანი უბიწო ხდება სიბრძნის გამო. ჭეშმარიტი ბრძენი კვლავ ბავშვს ემსგავსება, მაგრამ იგი განსხვავდება ბავშვისაგან შეგნებით. დიახ, ცოდნა კეთილისა და ბოროტისა მავნეა და უსარგებლო, მაგრამ ეს აუცილებლად გასავლელი ეტაპია, რათა ადამიანმა გაცნობიერებით გადალახოს იგი და მივიდეს შეგნებულ უბიწოებამდე.
გაცნობიერება და არა დათრგუნვა და უარყოფა – ეს არის ტანტრას მეთოდების საფუძველი. სამყარო სრულყოფილია. მასში ყველაფერი კეთილია და სასარგებლო, რადგან ყველაფერი ადამიანის სრულყოფას ემსახურება: სასიამოვნოც და არასასიამოვნოც,სიხარულიც და ტანჯვაც. სხვა რელიგიებისგან განსხვავებით, ტანტრა თვლის, რომ ადამიანი კეთილია თავისი ბუნებით. ისეთი, როგორიც არის. არ არის საჭირო გარედან თავსმოხვეული პრინციპები და ნორმები. ნებისმიერი ადამიანური თვისება შეიძლება გამოყენებული იქნას სულიერი ზრდისთვის, თუ მას გონივრულად მივუდგებით; იქნება ეს სექსი, აგრესია თუ სხვა რამ. ჩახშობით არაფერი გამოვა. სარეველას თუ მიწას წავაყრით, ამით მოისპობა იგი? ცოტა ხანს დაიმალება, მაგრამ შემდეგ კვლავ ამოვა გამრავლებული და გაძლიერებული. სარეველას ძალა მის ფესვებშია, ხოლო ფესვები სულაც არ არის ის, რასაც მიწის ზედაპირზე ვხედავთ და ვებრძვით. ჩვენი ცნობიერების ფესვებს თუ ჩავყვებით სიღრმეში, აღმოვაჩენთ, რომ პრობლემა სულ სხვა რამეში ყოფილა, ვიდრე გვეგონა. პრობლემა კი ერთია: უგუნურება, რასაც ადამიანები გონიერებას ეძახიან.
შეგიძლიათ ლოტოსის ყვავილში ტალახი აღმოაჩინოთ? ის მხოლოდ მშვენიერებისგან და სასიამოვნო სურნელისგან შედგება. ლოტოსში ვერ იპოვით მყრალ წუმპეს, მაგრამ იგი სწორედ ამ წუმპედან ამოვიდა, ასეთი ნაზი და მშვენიერი. ასევე შესაძლებელია ადამიანის ტრანსფორმაცია.
ტანტრისტული ლეგენდა მოგვითხრობს: დუქანში მაგიდას უჯდა ორი წმინდანი. სადილობდნენ და მასლაათობდნენ: “სამყარო სრულყოფილია” – თქვა ერთმა. “უდაოდ სრულყოფილია და მშვენიერი” – მიუგო მეორემ. ამ დროს მათ გაცეცხლებული კუზიანი მათხოვარი მიუახლოვდა: “მე ვარ სრულყოფილი? მე ვარ მშვენიერი? შემომხედე რას ვგავვარ?! წმინდანმა შეხედა და . . . “შენ ყველაზე სრულყოფილი კუზიანი ხარ ყველა კუზიანს შორის” – უთხრა.
ტანტრა თვლის, რომ არ არის საჭირო იზრუნო იმისთვის, რომ რაიმე შეცვალო შენს ცხოვრებაში, გარშემო მყოფ ადამიანებში ან შენში. ებრძოლო პრობლემებს ან თავი დაიცვა. პირიქით, საჭიროა, მთლიანად მიიღო ყოფიერება ისეთი, როგორიც არის, ტოტალურად დანებდე მას და აღიქვა, შეიცნო იგი მიუკერძოებლად, “კარგად” და “ცუდად” დაყოფის გარეშე.
ტანტრა არ პასუხობს შეკითხვებზე: როგორია სამოთხე, რას გრძნობს სრულყოფილი ან გასხივოსნებული ადამიანი, რა არის ნეტარება, რა არის ყოფიერების არსი, არის თუ არა ღმერთი, თუ არის როგორია და მისთანანი. “როგორ შეიძლება უსინათლოს აუხსნა, როგორია ცისარტყელა? აი მალამო, წაიცვი თვალებზე, აგეხილება და შენ თვითონ დაინახავ” – ამბობს ტანტრა.
ტანტრა იძლევა ასეთ მალამოს: ეს არის მედიტაციები, რომლებიც ეხმარება მაძიებელ ადამიანს გაიფართოვოს ცნობიერება და გავიდეს მის მიღმა. ტანტრაში უამრავი მედიტაციაა: ზოგი მათგანი იოგას სუნთქვით ვარჯიშს წააგავს, თუმცა პრინციპი სულ სხვაა. ზოგი შეყვარებულებს შორის სექსის ენერგიას იყნებს ტრანსფორმაციისთვის. ფართოდ იყენებს ტანტრა ხელოვნებას – მუსიკას, ცეკვას, ფერწერას; იმ სიხარულის, ბედნიერების განცდას, რასაც ადამიანი განიცდის შემოქმედებით პროცესში. თითოეული მედიტაცია გათვლილია გარკვეული ტიპის ადამიანზე ისევე, როგორც ყველა კლიტეს თავისი გასაღები ჭირდება, მაგრამ გასაღები თუ სწორად არ მოარგე, კლიტეს მაინც ვერ გააღებ.
საინტერესოა ასეთი ფაქტი; ერთ დროს ბუდისტებმა შეისწავლეს და დაიწყეს ტანტრისტული მედიტაციების გამოყენება, მაგრამ ამან მალე დიდი არევდარევა გამოიწვია ბუდისტურ მონასტრებში. მაშინ ბუდისტმა ლიდერებმა და მასწავლებლებმა დაწვრილებით შეისწავლეს ამ არევ-დარევის მიზეზები და დაადგინეს, რომ ტანტრას მეთოდების გამოყენება მხოლოდ მაღალ სულიერ საფეხურზე მყოფი ბერებისთვის იყო მიზანშეწონილი. რატომ? საქმე ისაა, რომ ბუდისტული ტრადიცია მოითხოვს ღრმა სულიერ და ფიზიკურ დისციპლინას, სიამოვნებებზე უარის თქმას, თავშეკავებას, მედიტაციებს, მარხვას. ამ ყველაფრის კეთება სულაც არ არის სახალისო და სასიამოვნო, განსხვავებით ტანტრისტული ტრადიციისგან, რომლის მეთოდებშიც სწორედ სიხარულსა და სიამოვნებას განიცდის ადამიანი, მაგრამ სწორედ ამაში იყო პრობლემა: ბერები ისე გაიტაცა სიამოვნებამ, რომ სულ გადაავიწყდათ მთავარი მიზანი – სულიერება და დაეცნენ. დიახ, ტანტრაში არის ეს ცდუნება. ამიტომაც ვერ იტანენ მას სხვა რელიგიის წარმომადგენლები.
ტანტრაში წარმატების მიღწევა მხოლოდ ძლიერი სულის მქონე ადამიანებს შეუძლიათ!
რაშიც ის ადვილი გვეჩვენება, სწორედ იმაშია მისი სირთულე. ნურავის ეგონება, რომ თუ ხელში ჩაიგდო თუნდაც გადასარევად დაწერილი ტანტრას სახელმძღვანელო, უკვე შეუძლია ტანტრისტი გახდეს. ტანტრას ტრადიციაში აუცილებელია მოსწავლის მუდმივი ურთიერთობა გასხივოსნებულ მასწავლებელთან, ამასთან აუცილებელია ღრმა სიყვარული და უსიტყვო მორჩილება. მოსწავლე მასწავლებლის ჩრდილად უნდა იქცესო, ამბობს ტანტრა.
შესაძლოა, რომელიმე თქვენგანს დაებადოს შეკითხვა: “სად ვიპოვო გასხივოსნებული მასწავლებელი?” შეკითხვაზე პასუხი ასეთია: “თუ შენი გული მზად არის იმისთვის, რომ ჭეშმარიტების სიყვარულით სხვა ადამიანს ტოტალურად ჩაბარდე და დამორჩილდე, მასწავლებელი აუცილებლად გამოჩნდება და შენ მას იცნობ”. თუ ადამიანი არ მოიძებნება, თვითონ ღმერთი ჩამოვა შენთან ადამიანის სახით და გახდება შენი მასწავლებელი, მაგრამ თუ მზად არ ხარ, საერთოდ შეეშვი ტანტრას. ნურც კარგს იტყვი მასზე და ნურც ლანძღვას დაუწყებ. შენს პრობლემებს ტანტრას ნუ გადააბრალებ და ნურც შენი ფარული ვნებების და სურვილების დასაკმაყოფილებლად შეეცდები მის გამოყენებას”. …

ზაზას მადლობა kiss1.gif


--------------------
რატომ დაადეთ ბანი ჩემს მეგობრებს?
თუ გირევდით მე ამ ფორუმს ჩემთვის დაგედოთ მარტო.
ახსენით ბანი ჩემს მეგობრებს.
მათ არაფერი დაუშავებიათ აქ და არც მე დამიშავებია!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Emigranti
post Jan 30 2010, 06:12 PM
Post #2


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,002
Joined: 24-October 09
From: Austria
Member No.: 6,057

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ძალიან მაინტერესებს რა არის ტანტრა. გთხოვთ აქ დაწეროთ რაც იცით (ოღონდ ქართულად).

კარგი იქნებოდა თქვენი პირადი აზრის და შეხედულების მოსმენა მის შესახებ.

წინასწარ მადლობთ



--------------------
სხვებში ის გვაღიზიანებს, რაც ჩვენში ძალიან ბევრია.

პესიმიზმიც ეგოიზმია.

«Терпи казак, атаманом будешь!» - უკრაინული ანდაზა

ZetaTalk-ის რუსული ვერსია
Go to the top of the page
 
+Quote Post
Shou
post Feb 3 2010, 10:43 AM
Post #3


YELLOW soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 868
Joined: 19-June 08
From: Tbilisi
Member No.: 2,617

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ვფიქრობ ეს ლინქი ორგაზმის თემიდან აქ იყო გადმოსატანიsmile.gif

ტანტრა - ენერგია და ექსტაზი
Go to the top of the page
 
+Quote Post
vkh
post Feb 3 2010, 03:49 PM
Post #4


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 265
Joined: 22-November 08
From: Tbilisi
Member No.: 5,871

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(Shou @ 3rd February 2010 - 10:43 AM) *
ტანტრა - ენერგია და ექსტაზი


კარგად არის თარგმნილი, იგრძნობა ოშოსეული თხრობის ჰიპნოზი, რაც დამწყებთათვის დიდი ეფექის მქონეა.

ჩემი აზრით, კრიტიკული მიდოგმა უფრო სასარგებლოა ოშოსთან, ვიდრე მისი ჰიპნოზის ქვეშ კითხვა, კარგის მიღების გარანტია ასე უფრო მეტია.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Shou
post Feb 3 2010, 06:28 PM
Post #5


YELLOW soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 868
Joined: 19-June 08
From: Tbilisi
Member No.: 2,617

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სიმართლე გითხრა ოშოს ჟღერადობაზე მეტად აზრები მომწონს, ყოველ შემთხვევაში მოცემულ საკითხზე. რასაც ამბობს ტანტრაზე ამ ნაწერში აბსოლიტურად ვეთანხმები, ერთი ერთზე ჯდება ჩემს აღქმასთან. კარგი იქნებოდა თუ სხვა წიგნებსაც დადებდით ტანტრაზე.
Go to the top of the page
 
+Quote Post
nutsa
post Feb 3 2010, 07:02 PM
Post #6


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 450
Joined: 28-December 09
Member No.: 6,104

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ზაზაი საკმაოდ კომპეტენტურია ამ საკითხში. ბარბარე ზაზაის საიტის ლინკი დადე მგონი ტანტრაზე კიდევ აქვს რაგაც l_daisy.gif wub.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
ინა
post Feb 9 2010, 11:25 AM
Post #7


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 719
Joined: 24-December 09
Member No.: 6,100

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(nutsa @ Feb 3 2010, 08:02 PM) *
ზაზაი საკმაოდ კომპეტენტურია ამ საკითხში. ბარბარე ზაზაის საიტის ლინკი დადე მგონი ტანტრაზე კიდევ აქვს რაგაც l_daisy.gif wub.gif

ზაზას საიტიდანაა ეს რაც დავაკოპირე JC_cupidgirl.gif

შოუ გმადლობ kiss1.gif


--------------------
რატომ დაადეთ ბანი ჩემს მეგობრებს?
თუ გირევდით მე ამ ფორუმს ჩემთვის დაგედოთ მარტო.
ახსენით ბანი ჩემს მეგობრებს.
მათ არაფერი დაუშავებიათ აქ და არც მე დამიშავებია!
Go to the top of the page
 
+Quote Post
ინა
post Feb 9 2010, 11:39 AM
Post #8


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 719
Joined: 24-December 09
Member No.: 6,100

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ათასწლეულების მანძილზე კაცობრიობა ექსპერიმენტირებდა _ ცდილობდა სექსუალური ენერგია სულიერებად ექცია; და ეჭვი არაა, რომ ათასობით ადამიანმა ამგვარი ტრანსფორმაცია შესძლო. როგორც ჩანს, ადრე თუ გვიან ტანტრას მთელი მსოფლიო აღიარებს მეცნიერებად, რადგან მთელს დედამიწაზე ადამიანები ათასგვარი გარყვნილებისგან იტანჯებიან. ყველა ოფიციალური რელიგიის მიერ სექსუალურობის ჩახშობამ `პლეიბოის~ მსგავსი პორნოგრაფიული ლიტერატურის გავრცელებამდე მიგვიყვანა და ადამიანები ასეთ ლიტერატურას უფრო მეტად კითხულობენ, ვიდრე ნებისმიერ სხვა რამეს.
მთელი ჩემი ძალისხმევა იქითკენ არის მიმართული, რომ თქვენ მიიღოთ სექსი, როგორც სიცოცხლის ბუნებრივი ფენომენი. როცა არ არის ჩახშობა, პორნოგრაფიის მოთხოვნელებაც ქრება. როცა დათრგუნვა არ არსებობს, ადამიანიწყვეტს სექსზე ოცნებას. მხოლოდ ასე შეიძლება ენერგიის ტრანსფორმირება. არსებობს ბევრი ხელმისაწვდომი მეთოდი, რომელთა მეშვეობითაც ის ენერგია, მთელს სამყაროს სიცოცხლეს რომ ანიჭებს, თქვენც ახალ სიცოცხლეს მოგიტანთ.

ძალიან ემთხვევა ჩემს წარმოიდგენებს girl_sigh.gif


--------------------
რატომ დაადეთ ბანი ჩემს მეგობრებს?
თუ გირევდით მე ამ ფორუმს ჩემთვის დაგედოთ მარტო.
ახსენით ბანი ჩემს მეგობრებს.
მათ არაფერი დაუშავებიათ აქ და არც მე დამიშავებია!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Feb 9 2010, 12:08 PM
Post #9


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(ინა @ 9th February 2010 - 11:39 AM) *
ადრე თუ გვიან ტანტრას მთელი მსოფლიო აღიარებს მეცნიერებად



ტანტრა პირდაპირი თარგმანით მექანიზმს, ტექნიკას ნიშნავს. როცა ტანტრას ასახელებთ მიუთითეთ ხოლმე სახეობა თორე წირვაც ტანტრაა თავისი არსით, ანუ ღმერთის მსახურების ერთ-ერთი მექანიზმი. და ეგ სიტყვა ნუ დაგყავთ სექსუალურობამდე და კუნდალინის გააქტიურებამდე და ეგეთ ასოციაციებთან ნუ აკავშირებთ. მექანიზმი ძალიან ბევრნაირია და გზაც ძალიან ბევრია.

რაც შეეხება "ტანტრა სექსს" ეგ მაქსიმალური სექსუალური სიამოვნების მიღწევის მექანიზმია და არა სულიერი ამაღლების და განვითარების. იმიტომ რომ სულიერი განვითარების კონკრეტული მექანიზმები და გზები არსებობს და სექსი საერთოდ არ ფიგურირებს იქ. თუნდაც მანტრა მედიტაცია 100-ჯერ უფრო ეფექტურია, ვიდრე ქვედა ჩაკრაში ენერგიების "ტრიალი" და "ამაღლება". თქვენ მოინდომეთ და გზები არსებობს... ხოლო თუ სექსუალური სიამოვნება გინდათ, ტანტრის დარქმევა და სულიერ განვითარებაზე ზრუნვის დარქმევვა არ ჭირდება მაგას. biggrin.gif

დავარქვათ ყველაფერს თავის სახელი wink.gif


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
mata
post Feb 9 2010, 04:05 PM
Post #10


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,689
Joined: 11-December 09
From: New York, USA
Member No.: 6,092

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Atman

ბარემ დაგეწერა მეცნიერება არა კვატი... ან რამე ეგეთი... biggrin.gif

დაწერეს, გაისარჯნენ ... შენ კიდე შემოხვედი, უი "ბავშვები" რა დღეში არიანო მგონი თქვი ...
და 2 წინადადებაში მოუყომარე
....რა სისასტიკეა !

Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Feb 9 2010, 04:10 PM
Post #11


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



mata

ჩემი ავატარის ობრაზში შევედი. ვერ ხედავ რა მკაცრი სახე აქვს? biggrin.gif


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Emigranti
post Feb 9 2010, 06:05 PM
Post #12


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,002
Joined: 24-October 09
From: Austria
Member No.: 6,057

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(mata @ Feb 9 2010, 01:05 PM) *
Atman

ბარემ დაგეწერა მეცნიერება არა კვატი... ან რამე ეგეთი... biggrin.gif

დაწერეს, გაისარჯნენ ... შენ კიდე შემოხვედი, უი "ბავშვები" რა დღეში არიანო მგონი თქვი ...
და 2 წინადადებაში მოუყომარე
....რა სისასტიკეა !
რა არის იცი? მთლად ვერ გადავუსმევდი ატმანის ნათქვამს ხაზს. აქ მკითხველისთვის არ უნდა შეიქმნას ილუზია, თითქოს ტანტრაში სექსზეა საუბარი, ან რომ ეს სექსის პროპაგანდაა (თუმცა შეიძლება ზოგიერთ ადამიანს მისი ამისთვის გამოყენებაც სურდეს). ესეთი საფრთხე კი არსებობს.

მე არ ვარ ამ სფეროს სპეციალისტი, მაგრამ რამდენადაც გამიგია, ინდოეთში ტანტრას მრავალი სახეობა არსებობს და მათ უმეტესობაში საერთოდ არაა სექსზე აქცენტი.


--------------------
სხვებში ის გვაღიზიანებს, რაც ჩვენში ძალიან ბევრია.

პესიმიზმიც ეგოიზმია.

«Терпи казак, атаманом будешь!» - უკრაინული ანდაზა

ZetaTalk-ის რუსული ვერსია
Go to the top of the page
 
+Quote Post
mata
post Feb 9 2010, 06:16 PM
Post #13


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,689
Joined: 11-December 09
From: New York, USA
Member No.: 6,092

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Emigranti
ციტატა(Emigranti @ 9th February 2010 - 07:05 PM) *
რა არის იცი? მთლად ვერ გადავუსმევდი ატმანის ნათქვამს ხაზს. აქ მკითხველისთვის არ უნდა შეიქმნას ილუზია, თითქოს ტანტრაში სექსზეა საუბარი, ან რომ ეს სექსის პროპაგანდაა (თუმცა შეიძლება ზოგიერთ ადამიანს მისი ამისთვის გამოყენებაც სურდეს). ესეთი საფრთხე კი არსებობს.

რავიცი რა გითხრათ...მეც არაფერი გამეგება მაგის და ალბად რომც გამეგებოდეს... აქ მაგაზე არ ვისაუბრებდი
სიამოვნებას რაც შეეხება, მე მგონია რომ არაფრის მონა უნდა გახდეს ადამიანი, მათ შორის არანაირი სიამოვნების
Go to the top of the page
 
+Quote Post
jgvenza
post Feb 9 2010, 07:08 PM
Post #14


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 691
Joined: 15-January 10
From: yvelgan da arsad
Member No.: 6,118

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(atman @ 9th February 2010 - 12:08 PM) *
ტანტრა პირდაპირი თარგმანით მექანიზმს, ტექნიკას ნიშნავს. როცა ტანტრას ასახელებთ მიუთითეთ ხოლმე სახეობა თორე წირვაც ტანტრაა თავისი არსით, ანუ ღმერთის მსახურების ერთ-ერთი მექანიზმი. და ეგ სიტყვა ნუ დაგყავთ სექსუალურობამდე და კუნდალინის გააქტიურებამდე და ეგეთ ასოციაციებთან ნუ აკავშირებთ. მექანიზმი ძალიან ბევრნაირია და გზაც ძალიან ბევრია.

რაც შეეხება "ტანტრა სექსს" ეგ მაქსიმალური სექსუალური სიამოვნების მიღწევის მექანიზმია და არა სულიერი ამაღლების და განვითარების. იმიტომ რომ სულიერი განვითარების კონკრეტული მექანიზმები და გზები არსებობს და სექსი საერთოდ არ ფიგურირებს იქ. თუნდაც მანტრა მედიტაცია 100-ჯერ უფრო ეფექტურია, ვიდრე ქვედა ჩაკრაში ენერგიების "ტრიალი" და "ამაღლება". თქვენ მოინდომეთ და გზები არსებობს... ხოლო თუ სექსუალური სიამოვნება გინდათ, ტანტრის დარქმევა და სულიერ განვითარებაზე ზრუნვის დარქმევვა არ ჭირდება მაგას.

დავარქვათ ყველაფერს თავის სახელი



აბსოლუტურად ვეთანხმები!

mata
ისიც მართალია რომ მიზანი მონობისგან გათავისუფლებაა, რა მნიშვნელობა აქვს რსი მონახარ ? smile.gif


--------------------
-----------------------------------------------------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Shou
post Feb 10 2010, 10:26 AM
Post #15


YELLOW soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 868
Joined: 19-June 08
From: Tbilisi
Member No.: 2,617

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(atman @ 9th February 2010 - 12:08 PM) *
რაც შეეხება "ტანტრა სექსს" ეგ მაქსიმალური სექსუალური სიამოვნების მიღწევის მექანიზმია და არა სულიერი ამაღლების და განვითარების. იმიტომ რომ სულიერი განვითარების კონკრეტული მექანიზმები და გზები არსებობს და სექსი საერთოდ არ ფიგურირებს იქ. თუნდაც მანტრა მედიტაცია 100-ჯერ უფრო ეფექტურია, ვიდრე ქვედა ჩაკრაში ენერგიების "ტრიალი" და "ამაღლება". თქვენ მოინდომეთ და გზები არსებობს... ხოლო თუ სექსუალური სიამოვნება გინდათ, ტანტრის დარქმევა და სულიერ განვითარებაზე ზრუნვის დარქმევვა არ ჭირდება მაგას.


ოოო, ამის წინ რაც თქვი აბსოლიტურად გეთენხმები მაგრამ აქ.... სულიერი ამაღლება და განვითარება თუ ფიზიკური სხეულის უარყოფით და იგნორირებით გინდა ეგ სხვა საქმეა და სხვა გზა. მაგრამ თუ განსხეულებული ფიზიკური სხეულიდან სულიერად ამაღლებას ცდილობ, ვგონებ ”ტანტრა სექსი” ყველაზე კარგი მექანიზმია. და ვერ დაგეთენხმები, რომ სექსუალური სიამოვნების განცდაა ”ტანტრა სექსის” მიზანი, პირიქით სიამოვნებაზე ამაღლებაა, სიამოვნებისაგან განთავისუფლება, თუმცა აქვე დავძენ, იმის საფრთხე რომ მხოლოდ უკთესი ხარისხის სიამოვნების მიღების საშუალებად იქცეს, ძალიან დიდია.

და ისე, აგრესიას ეს საკითხი მხოლოდ მაშინ ბადებს როცა მისი ხელოვნურად ჩახშობა ხდებაwink.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
ინა
post Feb 14 2010, 08:30 PM
Post #16


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 719
Joined: 24-December 09
Member No.: 6,100

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Shou @ Feb 10 2010, 11:26 AM) *
ოოო, ამის წინ რაც თქვი აბსოლიტურად გეთენხმები მაგრამ აქ.... სულიერი ამაღლება და განვითარება თუ ფიზიკური სხეულის უარყოფით და იგნორირებით გინდა ეგ სხვა საქმეა და სხვა გზა. მაგრამ თუ განსხეულებული ფიზიკური სხეულიდან სულიერად ამაღლებას ცდილობ, ვგონებ ”ტანტრა სექსი” ყველაზე კარგი მექანიზმია. და ვერ დაგეთენხმები, რომ სექსუალური სიამოვნების განცდაა ”ტანტრა სექსის” მიზანი, პირიქით სიამოვნებაზე ამაღლებაა, სიამოვნებისაგან განთავისუფლება, თუმცა აქვე დავძენ, იმის საფრთხე რომ მხოლოდ უკთესი ხარისხის სიამოვნების მიღების საშუალებად იქცეს, ძალიან დიდია.

და ისე, აგრესიას ეს საკითხი მხოლოდ მაშინ ბადებს როცა მისი ხელოვნურად ჩახშობა ხდებაwink.gif

გეთანხმები 264166.gif

ყველაფერს თავის სახელი აქვს,სულაც არაა უსახელოდ რამე,საჭიროა ყოველი მისწრაფებიდან(რატომაა სექსი მაინც ცუდი ვერ გავიგე) უნდა ცდილობდე ამაღლდე,რატომ არ უნდა ამაღლდე ამ მისწრაფებიდან?მე ვფიქრობ რომ ყველაზე აქკრძალული და დაგმობილი მისწრაფებიდან ამაღლება ერთგვარი გმირობაცაა,რადგან როგორც ვიცი ძირითადად ამის დეფიციტის გამო წალეკა მსოფლიო სექსის პროპაგანდამ. girl_sigh.gif თან ყველაზე მდაბალი და ბინძური სექსისი პროპაგანდამ.სწორად უნდა შევძლოთ ამის აღქმა და აღარ გაგვაღიზიანებს ამაზზე საუბარი wink.gif


--------------------
რატომ დაადეთ ბანი ჩემს მეგობრებს?
თუ გირევდით მე ამ ფორუმს ჩემთვის დაგედოთ მარტო.
ახსენით ბანი ჩემს მეგობრებს.
მათ არაფერი დაუშავებიათ აქ და არც მე დამიშავებია!
Go to the top of the page
 
+Quote Post
nutsa
post Feb 14 2010, 08:54 PM
Post #17


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 450
Joined: 28-December 09
Member No.: 6,104

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რა გინდათ რას ერჩით ამ გოგოს smile.gif ატმან შენს გასაგებად ვამბობ biggrin.gif ეს ტანტრაში სექს ხედავს. მე ყველაფერში რა პრობლემაა biggrin.gif biggrin.gifbiggrin.gif ვაი საქართველო რა ქალები გიწევს ლოგინში ცივი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ვხუმროობ tongue.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Feb 15 2010, 10:12 AM
Post #18


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ამ თემას უნდა ერქვას:

"როცა ქვედა ჩაკრები ბობოქრობენ" biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ინა
QUOTE(ინა @ 14th February 2010 - 08:30 PM) *
რატომაა სექსი მაინც ცუდი ვერ გავიგე


ცუდიაო არავის უთქვამს... wink.gif

Shou
QUOTE(Shou @ 10th February 2010 - 10:26 AM) *
თუ განსხეულებული ფიზიკური სხეულიდან სულიერად ამაღლებას ცდილობ, ვგონებ ”ტანტრა სექსი” ყველაზე კარგი მექანიზმია.


ამაში ნამდვილად ვერ დაგეთანხმები. უკეთესი მექანიზმებიც არსებობს.

QUOTE(Shou @ 10th February 2010 - 10:26 AM) *
და ვერ დაგეთენხმები, რომ სექსუალური სიამოვნების განცდაა ”ტანტრა სექსის” მიზანი, პირიქით სიამოვნებაზე ამაღლებაა, სიამოვნებისაგან განთავისუფლება


როცა გშია იმდენი უნდა ჭამო რომ კუჭში აღარ ჩაგდიოდეს და შეგზიზღდეს ჭამა? თუ ცეცხლის ჩასაქრობად ნავთია ყველაზე კარგი საშუალება? თუ სხვა პრინციპია რამე?

სეხი არც კარგია არც ცუდი, უბრალოდ სწრაფად გადასალახი ეტაპია და ნახევარი ან მთელი ცხოვრება არ ჭირდება მაგისგან განთავისუფლებას smile.gif


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
sentimennte
post Feb 16 2010, 01:20 PM
Post #19


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 2,074
Joined: 26-December 09
From: Iq minda :)
Member No.: 6,103

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



huh.gif rolleyes.gif
ადუღდა ეს თემა biggrin.gif tongue.gif) რაღაცა ვულკანის გუგუნის ხმა მესმისს... tongue.gif


--------------------

მარადის გიხაროდენ :)


"რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)


Go to the top of the page
 
+Quote Post
Shou
post Feb 16 2010, 04:18 PM
Post #20


YELLOW soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 868
Joined: 19-June 08
From: Tbilisi
Member No.: 2,617

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(atman @ 15th February 2010 - 10:12 AM) *
როცა გშია იმდენი უნდა ჭამო რომ კუჭში აღარ ჩაგდიოდეს და შეგზიზღდეს ჭამა? თუ ცეცხლის ჩასაქრობად ნავთია ყველაზე კარგი საშუალება? თუ სხვა პრინციპია რამე?


"ტანტრა სექსი" არ გულისხმობს "ბევრის ჭამას" საერთოდ ბევრს კი არა, სურვილისაგან განთავისუფლებას გულისხმობს. სამწუხაროდ იმის საფრთხე რომ ცეცხლზე ნავთის დასხმად იქცეს არსებობს და ეს უბრალოდ მისი არასწორად გაგების და მახინჯი წარმოდგენებისაგან ვერ განთავისუფლების შედეგია.
Go to the top of the page
 
+Quote Post

3 Pages V   1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th March 2024 - 01:59 PM