ბავშვის აღზრდა |
ბავშვის აღზრდა |
Jan 29 2009, 01:03 PM
Post
#41
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,985 Joined: 25-April 07 From: tbilisi Member No.: 28 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ჩემი აზრით ბავშვის აღზრდაში მნიშვნელოვანია პატარაობიდანვე დამოუკიდებლობის მიჩვევა. საქართველოში ასე ნაკლებად ზრდიან, მაგ ჩემი ახლობლის ბავშვი კალათბურთის ზბორებზე რომ მიდის თან ბებია მიჰყვება, რომ მოემსახუროს )) ეს ხო მარაზმია ზბორებზე ბავშვი იმიტომ უნდა გაუშვა რომ დამოუკიდებლობას მიეჩვიოს )
პირადად ჩემ თავზე მაქვს გამოცდილი ქართული აღზრდა. 15-16 წლამდე ყველაფერს მშობლები მიკეთებდნენ და მერე რომ შევაბიჯე დიდ ცხობრებაში გამიჭირდა რაღაცეების დროზე მოტვინვა :0 ასე რომ ზოგადად ბავშვის აღზრდა ქართულად არაფრად არ ვარგა! -------------------- know yourself and you will know the universe
It's choice--not chance--that determines your destiny |
|
|
Jan 29 2009, 07:06 PM
Post
#42
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 4,761 Joined: 25-March 07 From: დედამიწა Member No.: 17 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
იაპონური აღზრდა- რამდენს ვეძებდი და ძლივს არ ვნახე ) http://lady.ge/news_from_lady_full.php?aid=1218 ახლა ვკითხულობ ამ სტატიას, რომელიც ბავშვის იაპონურ აღზრდაზეა.. ძალიან მომწონს, თუმცა მანდ სტატსიის დასაწყისშივეა გაფრთხილება, რომ ეს სისტემა ჩვენებურ/ქართულ რეალობაში არ გამოგვადგება ჩემი აზრით ბავშვის აღზრდაში მნიშვნელოვანია პატარაობიდანვე დამოუკიდებლობის მიჩვევა. საქართველოში ასე ნაკლებად ზრდიან, მაგ ჩემი ახლობლის ბავშვი კალათბურთის ზბორებზე რომ მიდის თან ბებია მიჰყვება, რომ მოემსახუროს )) ეს ხო მარაზმია ზბორებზე ბავშვი იმიტომ უნდა გაუშვა რომ დამოუკიდებლობას მიეჩვიოს ) პირადად ჩემ თავზე მაქვს გამოცდილი ქართული აღზრდა. 15-16 წლამდე ყველაფერს მშობლები მიკეთებდნენ და მერე რომ შევაბიჯე დიდ ცხობრებაში გამიჭირდა რაღაცეების დროზე მოტვინვა :0 ასე რომ ზოგადად ბავშვის აღზრდა ქართულად არაფრად არ ვარგა! დამოკიდებულება ადრეულ ასაკში განვითარებასთან იაპონელები ერთ–ერთი პირველნი იყვნენ მათ შორის, ვინც ადრეული აღზრდის აუცილებლობაზე დაიწყო ლაპარაკი. ნახევარი საუკუნის წინ ამ ქვეყანაში გამოიცა წიგნი: "სამი წლის შემდეგ უკვე გვიანია", რომელმაც გადატრიალება მოახდინა იაპონურ პედაგოგიკაში. მისი ავტორია მასარუ იბუკა – მსოფლიოში ცნობილი ფირმის "სონის" შემქმნელი და ერთ–ერთი სასწავლო ორგანიზაციის დირექტორი. წიგნში ლაპარაკია იმის შესახებ, რომ ცხოვრების პირველ სამ წელიწადში ეყრება საფუძველი ბავშვის პიროვნებას. პატარა ბავშვები ყველაფერს ბევრად სრაფად ითვისებენ და მშობლები ვალდებულნი არიან შექმნან პირობები, რომლებშიც ბავშვი საკუთარი შესაძლებლობების მთლიანად რეალიზებას მოახდენს. აღზრდისას აუცილებელია შემდეგი პრინციპებით ხელმძღვანელობა: აუცილებლად გაუღვიძონ ინტერესი ბავშვს, აღზარდონ ხასიათი, ხელი შეუწყონ შემოქმედებით განვითარებას და სხვადასხვა ცოდნას. ამასთან, გენიოსის აღზრდის გეგმა კი არ დგას , არამედ ბავშვისათვის ისეთი განათლების მიცემის, რომ მას "ჰქონდეს ღრმა გონიერება და ჯანმრთელი სხეული, გაიზარდოს იგი საზრიანი და ჭკვიანი". ახლა ეს თვალსაზრისი ნათელია, მაგრამ 50–იანი წლების შუაში იგი რევოლუციურად ჟღერდა. -------------------- მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე The Secret To You! Слова только мешают понимать друг друга. |
|
|
Jan 29 2009, 07:07 PM
Post
#43
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 760 Joined: 8-March 08 Member No.: 457 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
არა მგონია იაპონელები რამე განსაკუთრებულს ამბობდნენ თავისი აღზრდის მეთოდით
|
|
|
Jan 29 2009, 07:10 PM
Post
#44
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 4,761 Joined: 25-March 07 From: დედამიწა Member No.: 17 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
blanca
საკმაოდ საინტერესო და გააზრებული/მიზანმიმართული აღზრდის სისტემა აქვთ! თუ განსაკუთრებულია არა, მაშინ განსხვავებული მაინც ნამდვილად არის -------------------- მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე The Secret To You! Слова только мешают понимать друг друга. |
|
|
Jan 29 2009, 07:32 PM
Post
#45
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 760 Joined: 8-March 08 Member No.: 457 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ფურცელზე ყველა კარგად წერს აღზრდის სისტემას. მთავარია ცხოვრებაში რას აკეთებენ
ბავშვის გაზრდა რომ დაბადებამდე იწყება ახალი აღარ არის მოკლედ ახალს არაფერს ამბობენ. შეიზლება თქვენთვის ახალია. აქ შეიზლება არის განსხვავება |
|
|
Jan 29 2009, 07:37 PM
Post
#46
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 760 Joined: 8-March 08 Member No.: 457 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ხო, თუ მითითებულია რომ ჩვენებურ ქართულ რეალობაში არ გამოდგება რატომ ცდებით ვიღაცის დაკაკუნებულის საკითხავად?
მე მაქვს მარტივი წესი რომელიც შეგიძლიათ ეხლავე დანერგოთ, აღზრდისას, გრზელგრზელი ტომების წაუკითხავად: წესი ესეთია: საღი აზრი ანუ common sense მაგრამ ერთი პირობა მოყვება: აღმზრდელს თუ არ აქვს საღი აზრი, სისტემას ვერ გამოიყენებს საერთოდ ცხოვრების გასაღები საღი აზრია, რაც ასე აკლია დღეს ჩვენს საყვარელ სამშობლოს |
|
|
Mar 12 2009, 05:45 PM
Post
#47
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 6 Joined: 6-March 09 Member No.: 5,924 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მოგესალმებით, შეგიძლიათ ვინმეს კარგი ბავშვთა ფსიქოლოგი მირჩიოთ? 10 წლის მყავს გოგო და . . . მოკლედ დედამისი გიჟს გავს. მადლობა
თუ შეიძლება PM-ში მომწერეთ, ბოდიშს ვიხდი თუ უადგილო ადგილას ვწერ |
|
|
Mar 13 2009, 07:48 AM
Post
#48
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 4,761 Joined: 25-March 07 From: დედამიწა Member No.: 17 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Amadeus
თემა შესაფერისაი, მაგრამ კარგი ბავშვთა ფსიქოლოგი მე არ ვიცი ასე, რომ ვერ დაგეხმარები ისე, საჭირო ინფორმაციაა (კარგი ბავშვთა ფსიქოლოგი) და ვინმე თუ გამოეხმაურება მივესალმები! პ.ს. მეც გავიკითხავ და ვნახოთ მთავარია მონდომება -------------------- მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე The Secret To You! Слова только мешают понимать друг друга. |
|
|
Mar 27 2009, 03:15 AM
Post
#49
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,718 Joined: 24-July 08 From: :)))))))) Member No.: 3,438 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
აქ შეიძლება დაწეროთ და გამოთქვათ თქვენი აზრი ბავშვების სწორი აღზრდის თაობაზე... ეს თემა საინტერესო თემაა და ჩვენი ფორუმის ერთ-ერთი მნიშვნელოვან თემად შეიძლება ჩაითვალოს. მართალია ამ თემაში ჯერ არ მიაქტიურია, მაგრამ რატომღაც შორიდან ვუვლი. შორიდან ვუვლი, რადგან საკითხი მეტად მტკივნეულია და პრობლემები რომლებიც არსებობს ბავშვთა აღზრდასთან დაკავშირებით დაუსრულებელი. 99 % ადამიანებისა უცოდინარია ბავშვის აღზრდის საკითხებზე. სამწუხაროდ არც ჩვენში და არც საზღვარგარეთ არ არის კარგი მდგომარეობა იმ თვალსაზრისით, რომ მოხდეს სწავლება როგორ უნდა აღვზარდოთ ბავშვი. უმრავლესობა მშობლებისა ან ზედმეტი სიმკაცრით ან ზედმეტი უყურადღებობით თავისივე შვილის მტერი ხდება. სიყვარულით შეიძლება გიყვარდეს შენი შვილი, მაგრამ არავინ არ უნდა დაივიწყოს, რომ ის ბავშვი ის პატარა, რომელიც შენზეა დამოკიდებული მშობელო შენ შემოგცქერის, შენგან სწავლობს და შენგან მოელის სიყვარულის გრძნობას. ნუ დაგავიწყდება მშობელო რომ ის პატარა, თუნდაც ერთი წლის, პიროვნებაა და პირველი რაც უნდა გაიგო, უნდა ეცადო რომ გაიგო მისი. არც ცემაა სწორი და არც მიშვება ნებაზე, თავიდანვე ასწავლე რომ მოგისმინოს და მოგისმენს. დააკვირდი მშობელო რამდენჯერ დაუძახია შენთვის შენს პატარას და შენ არც გაგიგონია(ბევრია ასეთი, მეზობელი ჩემი ეძახის ბავშვი დედაა, და დედა ტელეფონზე ლაპარაკობს და არ სცალია, მუდმივად არ სცალია. თუ არ გცალია ნუ გააჩენ ბავშვს, თუ არ შეგიძლია მისი სწორი აღზრდა რატომ აჩენ? ვფიქრობ კარგი იქნებოდა არსებობდეს ერთგვარი სკოლა მშობლებისათვის, მაგრამ დღევანდელ პირობებში ეს ფიქრი სამწუხაროდ უტოპიაა და ყოველდღიურად უამრავი პატარა რთული პირობების ამტანი ხდება -------------------- კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,– აბა, მე დღეს ვის რა ვარგე? |
|
|
Mar 27 2009, 03:48 AM
Post
#50
|
|
RED soul Group: Members Posts: 134 Joined: 6-March 09 Member No.: 5,923 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ირმა
კარგი იქნებოდა არსებობდეს ერთგვარი სკოლა მშობლებისათვის, მაგრამ დღევანდელ პირობებში ეს ფიქრი სამწუხაროდ უტოპიაა სამწუხაროდ ეს მართალია. თუმცა რაღაც ჩანასახები უკვე არსებობს აქა-იქ. რაც უფრო განვითარდება ადამიანების სულიერი (თვით)ცნობიერება მით უფრო მნიშვნელოვანი გახდება ასეთი სკოლა. თუნდაც არაფიზიკური. მთავარი პრობლემა ისაა, რომ ბავშვის აღზრდა უნდა იწყებოდეს უკვე ჩასახვისას. უკვე თვით ჩასახვის მომენტი უნდა იყოს დაცული ყველა მავნე გავლენისგან ნათელი, ღვთაებრივი ძალების წყალობით და ეს კი მხოლოდ მშობლების ერთობლივი შინაგანი მონდომების შედეგი შეიძლება იყოს. თანამედროვე მედიცინას მხოლოდ ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს იმის თაობაზე, თუ როგორ მოქმედებს ფეხმძიმობისას დედა თავის შვილზე. ეს მოქმედება ისეთი ძლიერია, რომ უდიდეს გავლენას ახდენს ბავშვის კარმასა და პიროვნების ჩამოყალიბება-განვითარებაზე მის დაბადებისშემდგომ ცხოვრებაში. ალბათ ახალი აქ არავისთვის არაა, რომ ფეხმძიმობის დროს დედა თავის ჯერ დაუბადებელ შვილს სულიერ დედობას უნდა უწევდეს, თავისი აზრები, განცდები, ემოციები, სიტყვები და საქმე იმ ცნობიერებით წარმართოს, რომ ყველაფერი ეს კვალს დატოვებს ბავშვის პიროვნებაზე. ამის და მიხედვით, დედის გადასაწყვეტია, თუ როგორი კვალი სურს დატოვოს მასზე. მაშინაც კი, როცა მამის "მემკვიდრეობა" ცუდი და სუსტია, დედას იმ 9 თვის მანძილზე ბევრი რამის უკეთესობისკენ მოქცევა შეუძლია. ასეთი უტოპიური სკოლისთვის დამახასიათებელი იქნებოდა ფეხმძიმეების სისტემატიური შეხვედრები, რომლის დროსაც ისინი გარემოს მავნე შემოტევებისგან დაისვენებდნენ, როგორც ოაზისში. ლოცვა, ხატვა, მუსიკა, ბუნებაში სეირნობა და მომავალ შვილებზე საუბარი და მათზე ფიქრი, როგორც ღვთაებრივ არსებებზე , განვითარებისთვის საჭირო იმპულსებს მისცემდა ბავშვებს. დღეს ბევრი მაღალგანვითერებული სული ამაოდ უცდის ინკარნაციისთვის შესაფერის პირობებს, მშობლებს, რომელთაც გააზრებული ექნებათ ეს ყველაფერი და გულით ენდომებათ ისეთი სულის შვილად მიღება, რომელიც კაცობრიობის სამსახურში ჩადგება, ღმერთს და ადამიანებს მოემსახურება და მეტ ღვათებრივ სინათლეს მოიტანს დედამიწაზე. დედა ნახე, მამა ნახე - შვილი ისე გამონახე. ამ ანდაზაში დიდი სიბრძნეა. |
|
|
Mar 27 2009, 09:38 AM
Post
#51
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 4,761 Joined: 25-March 07 From: დედამიწა Member No.: 17 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ირმა
adamiani ორივემ თქვენი პოსტებით ძალიან გამახარეთ!!!!!!!!!!!!!!!!!.... დიდი მადლობა!!!!!! ეს თემა მართლაც და ძალიან მნიშვნელოვანია!!!!!!!! -------------------- მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე The Secret To You! Слова только мешают понимать друг друга. |
|
|
Mar 27 2009, 03:02 PM
Post
#52
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,718 Joined: 24-July 08 From: :)))))))) Member No.: 3,438 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
უკვე თვით ჩასახვის მომენტი უნდა იყოს დაცული ყველა მავნე გავლენისგან ნათელი, ღვთაებრივი ძალების წყალობით და ეს კი მხოლოდ მშობლების ერთობლივი შინაგანი მონდომების შედეგი შეიძლება იყოს. აუცილებელია ჩასახვამდე დაიწყოს ბავშვის აღზრდა. დღეს ბევრი მაღალგანვითერებული სული ამაოდ უცდის ინკარნაციისთვის შესაფერის პირობებს, მშობლებს, რომელთაც გააზრებული ექნებათ ეს ყველაფერი და გულით ენდომებათ ისეთი სულის შვილად მიღება, რომელიც კაცობრიობის სამსახურში ჩადგება, ღმერთს და ადამიანებს მოემსახურება და მეტ ღვათებრივ სინათლეს მოიტანს დედამიწაზე. ვგონებ დიდხანს მოუწევთ ლოდინი -------------------- კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,– აბა, მე დღეს ვის რა ვარგე? |
|
|
Mar 27 2009, 03:03 PM
Post
#53
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,718 Joined: 24-July 08 From: :)))))))) Member No.: 3,438 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
TeO შენ მადლობა, ამ თემისათვის
-------------------- კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,– აბა, მე დღეს ვის რა ვარგე? |
|
|
Mar 29 2009, 11:52 PM
Post
#54
|
|
RED soul Group: Members Posts: 193 Joined: 13-March 09 From: tbilisi,tbilisi... Member No.: 5,929 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
თეო აი ის კაცი ჩვენ რო გვიყვარს ბევრ რაღAცას ამბობს ბავშვების აღზრდაზე და მე 100% ვეთAნხმბი იმის გარდა რომ შვილს მშობლებმა უნდა აურჩიონ ქმარი (ცოლი)
|
|
|
Mar 29 2009, 11:57 PM
Post
#55
|
|
RED soul Group: Members Posts: 193 Joined: 13-March 09 From: tbilisi,tbilisi... Member No.: 5,929 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
და ჩემი აზრით ბავშვი ადამიანია და მას ისეთივე პატივისცემით უნდა მოვქცეთ როგორც ყველას, ხანდხან ბევრ ჭკვიანურ რაღაცას ამბობენ:*:*
|
|
|
Mar 30 2009, 07:33 PM
Post
#56
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 4,761 Joined: 25-March 07 From: დედამიწა Member No.: 17 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
თეო აი ის კაცი ჩვენ რო გვიყვარს ბევრ რაღAცას ამბობს ბავშვების აღზრდაზე და მე 100% ვეთანხმბი იმის გარდა რომ შვილს მშობლებმა უნდა აურჩიონ ქმარი (ცოლი) anuchi კი, ნარბეკოვი მაგარი კაციაა!!!!!!!! ხოდა იმ მონაკვეთის დადება მინდოდა ძალიან (ბავშვების აღზრდაზე, რომ ლაპარაკობს) ამ თემაში, მაგრამ როგორ? შენ არ შეგიძლია, რომ ატვირთო? პ.ს. ნუ, ხო მშობლების მიერ მეორე ნახევრის არჩევაზე მეც შენნაერი რეაქცია მაქვს, მანდ ნაღდად აჭარბებენ და ჩემი აზრით ბავშვი ადამიანია და მას ისეთივე პატივისცემით უნდა მოვქცეთ როგორც ყველას, ხანდხან ბევრ ჭკვიანურ რაღაცას ამბობენ:*:* +1 -------------------- მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე The Secret To You! Слова только мешают понимать друг друга. |
|
|
May 18 2009, 06:12 PM
Post
#57
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 4,761 Joined: 25-March 07 From: დედამიწა Member No.: 17 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
რამდენად განსხვავებულები არიან ბავშვები ჩვენგან - დიდებისგან თითქოს ჩვენ ბავშვები არც ვყოფილვართ?! ძნელია მათი გაგება...დაშორებულები ვართ ბავშვობას და სისუფთავეს.. ჩვენთვის ადვილი ძნელი ხდება და გასაგების გაგება გვიჭირს..
რაც ოჯახში პატარა გაჩნდა, მოკლედ სულ ვცდილობთ რომ მაქსიმალურად არ შევუშალოთ გაზრდაში ხელი და გაუგებარი აკრძალვების სისტემა არ მოვახვიოთ თავზე.. მაგრამ ეს ერთი შეხედვითაა ადვილი და ლაიFში საკმაოდ რთულია - სულ გინდა უთხრა : -ეს არ ქნა, - იქ არ წახვიდე, -ეს არ ჭამო, - ასე არ მოიქცე.. და ათასი მსგავსი რამ!... არადა ბავშვი ამ აკრძალვას კი ვერ აღიქვამს, პირიქით იმისკენ მიილტვის რადგან ის ვერ აღიქვამს ნაწილაკ "არ" და მხოლოდ დანარჩენ ქმედებას გებულობს, ამიტომაც რაღა დარჩენია აკეთებს იმას რაზეც მისი ყურადღება გაამახვილეს აი, ასეთია მათი ლოგიკა!! თუ ხდება ბავშვზე გაუთავებლად საყვედურები და უფრო უარესი -ცემა, მაშინ ეს ყველაფერი სავალალო შედეგებს იძლევა მომავალში და ჩამოყალიბდება სხვადასხვა კომპლექსების სახით.. ასე, რომ არის ერთადერთი გამოსავალი - ყურადღების გადატანა სხვა რამეზე.. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება ბავშვი გამოარიდო "არას" დიდი მოთმინებით უნდა შეიარაღდე და მაქსიმალური ყურადღება დაუთმო ბავშვს, მის მიმართვას/გადამისმართებას და სხვა კალაპოტზე გადართვას.. ბავშვიანებს მინდა გისურვოთ წარმატებები და მოთმინების დიდი დოზა -------------------- მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე The Secret To You! Слова только мешают понимать друг друга. |
|
|
May 19 2009, 01:21 PM
Post
#58
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,718 Joined: 24-July 08 From: :)))))))) Member No.: 3,438 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
TeO
ბავშვის აღზრდა მართლა ძალიან რთულია. მათ ბევრი, ძალიან ბევრი დრო უნდა დაეთმოთ, მაშინ არ დაგვჭირდება მკაცრი მოპყრობა. მკაცრი მოპყრობა უმეტეს შემთხვევაში სწორედ მაგიტომ ხდება, რომ მშობელს არ აქვს დრო. იდეალურად ბავშვი სიყვარულით უნდა აღვზარდოთ, მაგრამ რამდენი ვართ მზად ასეთი აღმზრდელის როლი ვიკისროთ, – ესაა საკითხავი... -------------------- კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,– აბა, მე დღეს ვის რა ვარგე? |
|
|
May 19 2009, 11:27 PM
Post
#59
|
|
RED soul Group: Members Posts: 134 Joined: 6-March 09 Member No.: 5,923 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
|
|
|
May 20 2009, 09:59 AM
Post
#60
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 4,761 Joined: 25-March 07 From: დედამიწა Member No.: 17 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ირმა
+1!!!!!!!!!! ამაშია საქმე განვიხილოთ კონკრეტული შემთხვევები, იქნებ ხშირად სულაც არაა საჭირო ეს აკრძალვები, თუ ბავშვის გარემო ბავშვისთვის შესაფერისია. adamiani ზუსდაც იმაშია საქმე, რომ ჩვენ დიდებს "დიდი და სერიოზული" საქმეები გვაქვს გასაკეთებელი და ბავშვებისთვის ნაკლები ყურადღება გვრჩება, თორემ ისე პრობლემა არც იარსებებდა მე მიზეზი ვიცი მაგრამ..სხვები თუ უკვირდებიან ამას -------------------- მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე The Secret To You! Слова только мешают понимать друг друга. |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 10th November 2024 - 09:50 PM |