ჟამი, ფაქტობრივი რეალობა |
ჟამი, ფაქტობრივი რეალობა |
Nov 8 2017, 03:58 PM
Post
#1
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 485 Joined: 14-July 17 Member No.: 7,641 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ამ ძალიან საჭირო ადგილზე – ფორუმზე, ჩვენ – ფორუმელებს, არაერთი დიდი თუ მოკლე თემები და პოსტები "გამოგვიცხვია". მეტ ნაკლებად კარგად ვმსჯელობთ თეორიებზე, საგნობრივ თემატიკაზე, სხვადასხვა ენაზე არსებული ლიტერატურას ვიცნობთ, ვციტირებთ, ვუარყოფთ ან ვამტკიცებთ. გვაქვს საკამო დიდი ეზოთერული აუდიო თუ ვიდეო ბიბლიოთეკა, ვუსმენთ, ვუყურებთ და საბოლოოდ – ვფლობთ გარკვეულ თეორიულ ცოდნას და რა?!...
ჩემს მაგილითზე ვიტყვი (სხვას რომ არ ეწყინოს), მე თეორიულად ნაკლებად განათლებული ვარ ეზოთერიკაში (მე ასე ვთვლი) და პრაქტიკულად არანაირ ეზოთერულ ნიჭს არ ვფლობ, ან ვფლობ და ვერ ვავლენ. რა აზრი აქვს თეორიულ მსჯელობებს და ცოდნათა გადმოფრქვევას თუ მისი პრაქტიკული გამოყენების უნარი და შესაძლებელობები არ გვაქვს, ან გვაქვს და არ ვამხელთ? ამ ფორუმზე უამრავ თეორეტიკოთა გილდიას ვხედავ. თემის აზრი: მოდით გაამხილეთ პრაქტიკულად ვინ რა დონეზე ხართ? დადეთ თქვენი პრაქტიკული შესაძლებლობების მაგალითები, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს მერყევთა რწმენას. იყავით აქაც ინკოგნიტო, მაგრამ გვაჩვენეთ თქვენი მაგ: ტელეკინეზი, აურის წმენდა, ტარო და ა.შ. არ ფიქრობთ რომ დრო დადგა პრაქტიკის დემონსტრირების? ეს უფრო საინტერესოს და მიმზიდველს არ გახდის ფორუმს, უფრო ცხოველ ინტერესს და მსჯელობებს არ გამოიწვევს? მე პირველი ვიქნებოდი რამე რომ შემეძლოს, ოღონდ გულწრფელად. |
|
|
Nov 8 2017, 05:57 PM
Post
#2
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,155 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
INVICTUS
იცი რა, მე პირადად არ ვდებ თავს არც დიდ ცოდნაზე და არც დიდ ეზოთერიკოსობაზე. მიყვარს ეს ფორუმი და მაგიტომ ვარ აქ. მიყვარს ის ადამიანები, რომლებიც ასე ეძებენ, თვითოეული შესაბამის ცოდნას ეძებს აქ, ზოგი უფრო ღრმად, ზოგი უფრო ზერელედ, თუმცა აქ ყველა რაღაცას სწავლობს ნელ-ნელა, ერთმანეთის გამოცდილებებით ვსწავლობთ. ვინ რას მიაღწია და რა ძალები აქვს მგონი გაბნეულია მთელს პოსტებში, მთელს ფორუმზე. ხან ისეთი პატარა და უმნიშვნელო პოსტისაგან მისწავლია და გამიგია, რომ წარმოუდგენელიც არის. ხან შეიძლება ისეთი იუზერისაგან ისწავლო რამე, ვისაც მხოლოდ რამდენიმე პოსტი აქვს და მორჩა. ეზოთერიკა ტელეკინეზი არ არის, არც ტაროა, არც მარტო აურის წმენდაა... ეზოთერიკა მოიცავს ადამიანის ძიებას, არცერთი აქ ნახსენები ფილოსოფოსი, თუ მწერალი(რომლებიც ჩვენს თემებშია) არ მოიცავს მთლიან ეზოთერიკას. |
|
|
Nov 8 2017, 08:21 PM
Post
#3
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 624 Joined: 17-September 12 Member No.: 6,893 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
გისურვებთ ექსტრასენსორიკის განვითარებას, რათა პრაქტიკაშ შეამოწმოთ, როგორ მუშაობს ის თეორიები რაც ფორუმზეა და გაინტერესებთ.
INVICTUS გეთანხმები, რასაც პრაქტიკაში გამოყენება არ მოეძებნება ნაგავია ან დეკორაცია. ფორუმზე ბევრი ინფორმაცია, ვისაც არ ეზარებოდა პოსავდა, ამიტომ ზოგი პტაქტიკულია, ზოგი უსარგებლო და ზოგიც შეცდომაში შემყვანი(პრაქტიკაში ისე არ ხდება როგორც წერია), დატესტე პრაქტიკები და ნახავ შედეგს. ყოველდღე თუ აპრაქტიკებ რამეს შედეგს კი ნახვდი აქამდე. დონის განსაზღვრის რაიმე ობიექტური საზომი არ არსებობს, ზოგს ენერგიის რაოდენობა აქვს დიდი მაგრამ უხარისხო ენერგია ზოგს ცოტა და ხარისხიანი. გამოცდილებაზეც იგივე ითქმის. ერთ ორდენში მიღებული პირველი ინიციაცია შეიძლება მეორეში ერთად მიღებულ სამ ინიციაციაზე ძლიერი იყოს. ტელეკინეზი ისეთი ოკულტური უნრია რომლის დასამუშავებლადაც დიდი დროა საჭირო და ფასეულ შედეგს ვერ იღებ, ასნთის ღერს აქანავებენ და რა მერე? ანდაც 3-4 მეტრზე რომ წევდნენ რა აზრი აქვს, აპლოდისმენტებისთვის ხომ არ წვალობ? აურის წმენდა ენერგეტიკასთან მუშაობაა მთავარია მართავდე ენრგიას. ტაროლოგია დიდი სფეროა საქართველოში არ მეგულება არავინ, საფუძვლიანად რომ იცოდეს ტარო, ბევრი იბრალებს ბევრსაც უდევს სახლში მაგრამ ძირითადად იბოლებიან, თუ ნათელხილვის უნარი გაქვს ტროთის ისევე იმკითხავებ, როგორც ჩვეულებრივი კარტით ან ფუჩეჩით... დემონსტრირებაზე ეზოთერული განვითარების და ამ ფორუმის აგება არ ღირს ინტერესი კი იქნება მაგრამ არაჯანსაღი, მაგ კატეგორიის ხალხია დაორთქლილ მინებს რომ ფოტოებს უღებენ და ღუბლებს აფოტოშოპებენ. ადამინს რომელსაც ნამდვილად წრფელი ინეტესი აქვს შეიძლება მოტივაციის მიცემის მიზნით ანახო რამე მაგრამ ესე საჯაროდ არ მგონია. მომწონს შენი მიდგომები, შეკრება რომ იქნება მოდი, იმედია იქნებიან უნარიანები. earth ძალიან დადებითი პოსტია, გარშემო ყველა რაღაცას იბრალებს და იშვიათად შეგხვდება ადამიანი, რომელიც იტყვის თავს არ ვდებ დიდ ცოდნაზეო. respect იმედია შეკრებაზე გავიცნობთ ერთმანეთს. |
|
|
Nov 8 2017, 08:33 PM
Post
#4
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,155 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
jarmen
დიდი სიხარულით გაგიცნობდი, მაგრამ ძალიან შორს ვარ და შეკრებებზე ვერ ვახერხებ მოსვლას. |
|
|
Nov 8 2017, 08:39 PM
Post
#5
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 624 Joined: 17-September 12 Member No.: 6,893 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
earth
თუ საქართველოს ტერიტორიაზე ხარ არ იქნება რთული და თუ საზღვარგარეთ, იმედი ვიქონიოთ მოხერხდება ოდესმე ^^ |
|
|
Nov 8 2017, 08:47 PM
Post
#6
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,155 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
jarmen
|
|
|
Nov 8 2017, 09:42 PM
Post
#7
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 485 Joined: 14-July 17 Member No.: 7,641 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ძალიან მარტივად უნდა შეხედოთ ჩემს პოსტს და არა პრიმიტიულად. აქ რომ პოსტავთ ესიგი რაიმეს მიაღწიეთთქო არც მქონია ნაგულისხმები და არც წერია.
ისევე როგორც მაგალითისთვის არის მოყვანილი აურა და ტელეკინეზი, ზემოთ წერი თუ ვინმემ თეორიის გავლით პრაქტიკაში რაიმე დანერგეთ გთხოვთ გვაჩვენეთ. მგონი იმაზე მარტივად არის საქმე ვუდრე პოსტი ამოიკითხეთ |
|
|
Nov 8 2017, 09:42 PM
Post
#8
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 485 Joined: 14-July 17 Member No.: 7,641 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ის რომ ვინმემ პრაქტიკაში დამარწმუნოს (მერწმუნეთ ძალიან რთულია ჩემი დარწმუნება) რომრეალურად ტაროს კარგად განკარგავს, ჩეზე ეფექტს იმოქმედებდა და სურვილს გამიღრმავებდა "მსგავსი რაღაცეების" შეცნობისაკენ.
P.S. ტარო აქაც ისევე როგორც ზემოთ მაგალითისთვის არი მოყვანილი |
|
|
Nov 8 2017, 09:45 PM
Post
#9
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 624 Joined: 17-September 12 Member No.: 6,893 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
აჰამ გასაგებია, შენი მოლოდინები, იმედია გამოჩნდებიან ვინც მოინდომებს ჩვენებას ^^
|
|
|
Nov 8 2017, 09:47 PM
Post
#10
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 485 Joined: 14-July 17 Member No.: 7,641 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ნაკლებ სავარაუდოა, თუმცა გასახარებელი იქნება
|
|
|
Nov 8 2017, 10:21 PM
Post
#11
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,155 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
INVICTUS
გასაგებია... ანუ მოკლედ რომ ვთქვათ,– უფრო ძველ იუზერებს ეხება ალბათ ეს შენი შეკითხვა, ვინ რას მიაღწია ამ ფორუმზე საუბრებით... მე ჩემზე გეტყვი დაახლოებით, თუმცა ძნელია ყველაფერი გადმოსცე ერთ თემაში, ან ერთ პოსტში. ძალან ბევრი ახალი რამ ვისწავლე და გავიგე აქ. გავიჩინე მეგობრები(თუმცა ვირტუალურად, მაგრამ ისინი, ყველა ძალიან მიყვარს), ასევე ყველაზე მთავარი და პირადული ისაა, რომ პესიმისტი ვიყავი და ოპტიმისტი გავხდი. ბედნიერი ადამიანი გავხდი. მას შემდეგ რაც ეს ჯგუფი გავიცანი მიხარია ცხოვრება, ვიპოვე ცხოვრების აზრი. მე ასაკით უფრო დიდი ვარ აქ უმეტესობაზე. ჩემს ბავშვობაში და მერეც ჩემს სამეგობრო წრეში ვერ ვპოულობდი ასეთ ადამიანებს და თავს განსხვავებულად და მარტოდ ვგრძნობდი. ცოტა ადრე დავიბადე ეტყობა თუმცა მყავდა მეგობრები, მაგრამ არ იყო ის რაც აქ არის. აქ მათთან ვგრძნობ ისე როგორც საკუთარ სახლში. |
|
|
Nov 8 2017, 10:30 PM
Post
#12
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 485 Joined: 14-July 17 Member No.: 7,641 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
|
|
|
Nov 8 2017, 10:38 PM
Post
#13
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 485 Joined: 14-July 17 Member No.: 7,641 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
|
|
|
Nov 8 2017, 11:39 PM
Post
#14
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,155 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
INVICTUS
სასიხარულოა, თუ იგივეს გრძნობ |
|
|
Nov 9 2017, 10:56 PM
Post
#15
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,982 Joined: 25-April 07 From: tbilisi Member No.: 28 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
რა თქმა უნდა, არიან ამ ფორუმზე პრაქტიკოსები და მეც მათ შორის. ფორუმი კი მეტწილად თეორიისა და მსჯელობისთვისაა.
რა აზრი აქვს თეორიულ მსჯელობებს და ცოდნათა გადმოფრქვევას თუ მისი პრაქტიკული გამოყენების უნარი და შესაძლებელობები არ გვაქვს, ან გვაქვს და არ ვამხელთ? ჩემთვის აქვს აზრი. ძალიან ბევრი რამ მომცა აქაურმა თეორიამ, რაზეც პრაქტიკა დავაშენე. ამავე დროს, არის ფორუმზე პრაქტიკული სავარჯიშოების არაერთი თემა. ვამხელთ ცოტა ისეთი სიტყვაა, ანუ ვინმეს რამე უნდა დავუმტკიცოთ? ჩემთვის ეზოთერული პრაქტიკა ტარო, ტელეკინეზით და მსგავსი ფოკუსებით არ შემოიფარგლება. თუნდაც მაგალითად დამკვირვებლის პრაქტიკამ (როცა აკვირდები საკუთარ თავს, ემოციებს, ფიქრებს, აზრებს, რეაქციებს, შემდეგ აანალიზებ და იყენებ. ამით ბევრ რამეს ასწორებ საკუთარ თავში) ძაან ბევრი რამ მომცა ცხოვრებაში. ეს პრაქტიკა კი ვისწავლე იმ ადამიანებისგან ან წიგნებიდან, რომელიც ამ ფორუმზე ვიპოვნე. ამ ფორუმზე არის ზღვა ინფორმაცია. ეს უნდა იყოს ბიძგი პრაქტიკისკენ. ეს ფორუმი არის როგორც დედა-ენა. ადამიანის მიერ თავის შეცნობის და მისი უსაზღვრო შესაძლებლობის გახსნისკენ. -------------------- know yourself and you will know the universe
It's choice--not chance--that determines your destiny |
|
|
Nov 10 2017, 10:35 AM
Post
#16
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 485 Joined: 14-July 17 Member No.: 7,641 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
old_man
ვამხელთ ცოტა ისეთი სიტყვაა, ანუ ვინმეს რამე უნდა დავუმტკიცოთ? არავის არაფერს არ ვუმტკიცებთ, პრაქტიკულ უნარების დემონსტრირებ მსურს რომ ვიხილო. ამავე დროს, არის ფორუმზე პრაქტიკული სავარჯიშოების არაერთი თემა. ჰოდა ვინ რას მივაღწიეთ მე პირადად მაინტერესებს არამხოლოდ ვერბალურად მესმოდეს. ჩემთვის ეზოთერული პრაქტიკა ტარო, ტელეკინეზით და მსგავსი ფოკუსებით არ შემოიფარგლება. ამ აზრსაც აქვს არსებობის უფლება ისევე, როგორც ჩემს პირველ პოსტს. ეს პრაქტიკა კი ვისწავლე იმ ადამიანებისგან ან წიგნებიდან, რომელიც ამ ფორუმზე ვიპოვნე. ვართ ადამიანები რომლებსაც პრაქტიკაში ასახული თეორია დამატებითი სტიმულატორია შემდეგი წიაღსვლების. ეს ფორუმი არის როგორც დედა-ენა. ადამიანის მიერ თავის შეცნობის და მისი უსაზღვრო შესაძლებლობის გახსნისკენ. მეც მასე ვფიქრობ |
|
|
Nov 13 2017, 01:25 AM
Post
#17
|
|
GREEN soul Group: Banned Posts: 1,433 Joined: 8-November 12 From: ბუ Member No.: 6,920 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მე არანაირ უნარებს არ ვფლობ, არც ვინმეს მასწავლებლად გამოვდგები
ერთი მარტივი მეთოდი ვიცი, რაც მუშაობს მოკლედ ესაა მავნე ჩვევებისაგან განთავისუფლება, მაგალითად ყოველდღე საკუთარ თავს შეახსენო, რომ ადრე ადგე, ნუ რამოდენიმე ხნის შემდეგ შეძლებ, შემდეგი მავნე ჩვევა მაგალითად გეზარება უჯრის დალაგება, და ახალი უნარი გამოიმუშავო რომ ეს უჯრა სულ იყოს დალაგებული, ასევე კვების რაციონის შეცვლა მაგალითად ნუ რა ვიცი ვინ რას თვლის საკითარ თავში გამისასწორებელს ვითომ მარტივია მაგრამ მავნე ჩვევის დამარცხება დიდ ძალისხმევას მოითხოვს დიდი ხანია არ დამიწერია რამე, აზრებს კარგად ვერ ვალაგებ |
|
|
Nov 13 2017, 06:13 PM
Post
#18
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,155 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
|
|
|
Dec 5 2017, 05:48 PM
Post
#19
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 485 Joined: 14-July 17 Member No.: 7,641 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
დახმარება, რჩევა...
ეს ის ქმედებებია რომლებიც ძალიან მესაჭიროება. მომართვის ფორმა: თხოვნა; ფორუმელებო, მეგობრებო, მოკლედ დავწერ ვეცდები. პირადად მინდა ჩემი ერთ-ერთი დილემის, რომელიც პრობლემაც არის, ამოხსნა, რჩევა და რათქმაუნდა გადაწყვეტა, გადაწყვეტა თქვენი თანადგომითა და მეშვეობით. მზად ვარ ამ კონკრეტულ კითხვაზე პასუხის მოსაძიებლად ნებისმიერ გამოცდილ ეზოთერიკთან სტუმრობის, ან ჩემთან მასპინძლობის, "დიაგნოზი"-ს დასასმელ მეთოდებს ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ეს იქნება ტარო, აურის დარეგულირება თუ სხვა. სად უნდა დამეწერა და ვის უნდა დავკითხოდი თუ არა თქვენ? ვის მიმასწავლით? ვისთნ მოვიდე? ვის გავესაუბრო? არის საკითხი რომელიც მაწუხებს. აუცილებლად და შეგნებულად ვწერ ამასაც - ფორუმულ-მეგობრული დახმარება იქნება ეს თუ მომსახურების შეძენა ორივესთვის მზად ვარ. |
|
|
Dec 5 2017, 06:23 PM
Post
#20
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,155 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
|
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 23rd September 2024 - 10:55 AM |