სიკეთე სიკეთისთვის |
სიკეთე სიკეთისთვის |
Apr 23 2018, 07:39 AM
Post
#1
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 41 Joined: 16-August 16 Member No.: 7,552 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მოგესალმებით.
ცოტა არ იყოს, გამიკვირდა, როდესაც აღმოვაჩინე, რომ ფაქტობრივად, 10 წლიანი თანაარსობის ვითარებაში, ერთი თემა, თავისი ქმედითობით არ იყო მიძღვნილი ქველმოქმედებისთვის. ყოველი თვენგანი, ალბათ, დამეთანხმებით, რომ არაფერი ასაზრდოვებს ცნობიერებას, ისე, როგორც უპირობობა და უფრო კონკრეტულად, უპირობოდ გაცემული სიკეთე. თუმცა ეს კანონიც დავივიწყოთ და უბრალოდ, გავაკეთოთ სიკეთე სიკეთისთვის – გამოვდივარ ინიციატივით, რომ თვეში ერთხელ, ან კიდევ, ორჯერ, ფორუმის სახელით, სხვადასხვა სოციალურად დაუცველ ოჯახს დავეხმაროთ, ან კი, ერთ კონკრეტულს. ამჟამად, ფორუმზე, სხვადასხვა ინტენსივობით, დაახლოებით, 20-დე ადამიანი პოსტავს, რაც, ვფიქრობ, გაერთიანებისთვის სრულებით საკმარისია – ყოველმა ჩვენგანმა, რამდენიც შეუძლია, იმდენი რომ დადოს, იქნება ეს 5 ლარი, 10 თუ არ აქვს მნიშვნელობა, როგორც მინიმუმ, ერთ ოჯახს მაინც დავაპურებთ. |
|
|
Apr 25 2018, 11:47 PM
Post
#2
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,154 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
არის ამ ფორუმზე სხვადასხვა ვითარებაში დაწერილი პოსტები, გაბნეულია ეს პოსტები, შეიძლება თავისუფალ თემაშია, ახლა არ მახსოვს, იყო ამ ფორუმიდან რაღაც შემთხვევები, როცა მოხდა დახმარება გაჭირვებულთათვის.
დათო. შენი იდეა გაკეთდეს რამე ორგანიზებულად არაა ცუდი, მაგრამ ამ ვითარებაში, რომ ასე იშვიათად შემოდის უკვე აქ ხალხი და ბევრი აღარ შემოდის, ძნელად მოხერხდება ეს აქცია... |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 21st September 2024 - 03:31 PM |