ეზოთერული დოქტრინა და ათეისტური ილუზია |
ეზოთერული დოქტრინა და ათეისტური ილუზია |
Apr 26 2018, 08:41 PM
Post
#1
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 49 Joined: 26-April 18 From: თბილისი Member No.: 7,741 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
საქმე იმაშია, რომ ათეისტურ "მეცნიერებას" და ეზოთერულ პარამეცნიერებას რადიკალურად განსხვავებული მიდგომები აქვთ. ათეისტური უარყოფს მისტიკურ რეალობას ანუ სულიერ ძალებს, ხოლო ეზოთერული აღიარებს. ათეისტური მეცნიერება ამბობს რომ მუდმივად კითხვები უნდა ვსვათ და არ მივიღოთ მისტიკა. ათეიზმის პოზიციაა მისტიკის უარყოფა და მუდმივად კითხვების დასმა და ამით უსასრულო "ევოლუცია". ათეიზმისთვის არ არსებობს მარადიული ჭეშმარიტება ზეციდან მონაბერი. ეზოთერიკა პირიქით, არ სვამს ზედმეტ კითხვებს და არათუ აღიარებს და იღებს მისტიკას, არამედ გვთავაზობს მზამზარეულ და გამზადებულ რეცეპტს მარადიული ზეცით მონაბერი ჭეშმარიტებისა. არის მისტიკური დოგმა და შენ ის უნდა შეიცნო. მორჩა, სხვა არაფერი გევალება. თავისუფლება არ არსებობს. ყველაფერს მართავს იშვარა ანუ უფალი და კარმული კანონი. ადამიანის მიზანია ზემიწიერი ზეადამიანური ზეციური ჭეშმარიტების შეცნობა. ამიტომაც რომ დაუწყო ლაპარაკი მორწმუნე ინდუისტს "განმანათლებლობის" ეპოქაზე, "რენესანსზე", ბიბლიაზე და დარვინზე, ის პირში გეტყვის რომ ეგ ყველაფერი არის კალი-იუგაში გაჩენილი "ასურა-დჰარმა", "ადჰარმა" და ნასტიკა" ანუ ერესი, გადახვევა ჭეშმარიტებიდან. ინდუისტისთვის არსებობს მხოლოდ "სანატანა დჰარმა" ანუ მარადიული ჭეშმარიტება მოცემული ტრიმურტის მიერ. სხვა ინდუსს არ ანაღვლებს. კანტიც და თომა აქვინელიც, დარვინიც და დოსტოევსკიც, ინდუსის თვალში არის ნასტიკა-ერესი.
|
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 21st September 2024 - 07:42 PM |