IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

3 Pages V   1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
> რა არის დრო?, ათი ათასი წელი როგორც ერთი
ichi
post Jun 9 2015, 03:03 PM
Post #1


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



არსებობს კი დრო?
როდესაც კონკრეტულად ვფიქრობ წარსულზე და მომავალზე საკმაოდ ვიბნევი....
მოგეხსენებათ(ალბათ), რომ სამყარო სამგანზომილებიანია(ესეც ალბათ), პლიუს მეოთხე, დროითი განზომილება...
ნიუტონის კანონების მიხედვით, დრო – სამყაროს უცვლელი სიდიდეა, ის ყოველგვარი გარე ზემოქმედების გარეშე მიედინება და ყველა დამკვირვებლისთვის ერთნაირია. ნიუტონის ამ მოსაზრებას აინშტაინის ფარდობითობის თეორია ეწინააღმდეგება. აქ და მარსზე დრო განსხვავებულად მიედინება. სწრაფად მოძრაობისას, ასევე, მასიური ობიექტის გრავიტაციულ ველში, დრო იცვლება.
"როცა მთელი კაცობრიობა მიაღწევს ბედნიერებას, მაშინ დრო აღარ იარსებებს, რადგან ის უკვე საჭირო აღარ იქნება"- -დოსტოევსკი
რა არის წარსული და რა არის მომავალი? ერთი კანონზომიერება დავიჭირე, რომ ყველაფერი კვეთავს აწმყოს, წარსულიც და მომავალიც რომელიც გვიახლოვდება.... იქნებ არ ასებობს წარსული და მომავალი, იქნებ ყველაფერი ერთიანია უბრალოდ ჩვენ ვერ აღვიქვავთ მას? იქნებ ის რაც 1000 წლის შემდეგ უნდა მოხდეს უკვე მომხდარია?სხვანაირად რომ ვთქვათ წარმოიდგინეთ წიგნის პირველი გვერდი სადაც ნიკა იბადება და წიგნის ბოლო გვერდი სადაც ნიკა კვდება, ანუ წიგნში(დროში) უკვე არის დაბადებაც და სიკვდილიც...
რას დავარქვით დრო? რამდენიმე თვეა ამ კითხვაზე ვცდილობ პასუხი გავიგო, ტოპ მეცნიერების აზრები მოვისმინე სადაც პასუხი არ აქვთ... ერთ რამეზე ყველა თანხმდება, რომ დრო არის გაუგებარი ჩვენი ტვინებისთვის... შენ ცხოვრებას ატარებ და ამას წლებით საზღვრავ მაგრამ რა გაატარე? წლები? აქტები?
2011 წლის მონაცემებით მსოფლიოში ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის საშუალო მაჩვენებელი 67 წელია. მაშასადამე, დაუთმეთ თქვენი დროის ანუ სიცოცხლის ხანგრძლივობის 4 მეათემემილიონედე ნაწილი სწორედ იმ ფენომენის შესახებ ინფორმაციის მიღებას, რომლის დათმობაც გიწევთ და რომელსაც ადამიანებმა, რატომღაც, რიცხვები მივუჩინეთ გამომსახველად. რიცხვი მე პირადად არაფერს მეუბნება... ბოლოს მინდა გითხრათ რომ ჩემი ღრმა რწმენით დროის ერთიანობა ისეთი ფენომენია რომელშიც თუ არ შეხვედი, ვერ გაიგებ.....
რას ფიქრობთ რა არის დრო? წუთი,წამი,საათი,წელი ეს ჩვენი მოგონილი სიტყვებია, მე არაფერს მეუბნება მნიშვნელოვანს.......იქნებ დრო გაჩერებულია და ჩვენ ვერ ვხვდებით? გაჩერებული ანუ გამთლიანებული? ერთიანი?
Go to the top of the page
 
+Quote Post
ichi
post Jun 9 2015, 03:30 PM
Post #2


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



დრო ილუზიაა - ალბერტ აინშტაინი. შინაგანი განცდაც იგივეს მეუბნება....
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Jun 9 2015, 03:39 PM
Post #3


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მე რასაც დავაკვირდი, დრო ისევე იზომება როგორც მანძილი. მანზილი - ობიექტებს შორის, სივრცე. დრო - მოქმედებებს შორის მანძილი. ჰოდა რა მერე? wacko.gif laugh.gif
ალბათ იმის თქმა მინდოდა, რომ თუ არ არსებობს მოქმედება, საიდანაც ავითვლით და მოქმედება სადაც ათვლას ვასრულებთ. დროც არ იარსებსბ, ან უძრავი იქნება ;დ


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Jun 9 2015, 03:40 PM
Post #4


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ichi
ყველაფერი ილუზიაა, სიზმარიც ილუზიაა, დროც, ჩვენი სხეულიც- მაგრამ ვერ ვიტყვით რომ ისინი არ არსებობენ - არსებობენ თავიანთი ილუზორული ბუნებით, მაგრამ მაინც არსებობენ...


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Jun 9 2015, 03:40 PM
Post #5


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ახლა წარმოვვიდგინე რომ დრო არ არსებობდეს, მაშინ არ იარსებებს, მანძილი, პლანეტები....
ყველაფერი ართად იქნება, მანძილი და დრო არის დამყოფი,
მაგიტომ არის რომ ის ხალხი იძახის აქ და ახლა, მერე დრო ქრება, დროს ბადებს ტვინი რომელიც სულ მოძრაობს და ვერ ჩერდება,
ახლა თან წერ ან კითხულობ და შესაძლოა ამავდროულად რაღაცაზეც ფიქრობდე, ფიქრები მოძრაობენ წინ და უკან...
ხან წარსულს იხსენებ ხან მომავალზე ჯავრობ, ხან რაღაცას მისტირი ან ნანობ, ყველაფერი არის დაუსრულებელი, დალექილი ქვეცნობიერში,
იმ ქვეცნობიერის დაწმენდის შემდეგ შედარებით მშვიდდება ადამიანი, თუ ბოლომდე მოხდა გაწმენდა მაშინ ცნობიერს უახლოვდება ქვეცნობიერი,
ჯერ ალბათ უნდა მოხდეს ქვეცნობიერის გაწმენდა და სწავლა ყველა საქმის ბოლომდე დამთავრების რომ არ დარჩეს ქვეცნობიერში როგორც დაუსრულებელი რომელიც დაელოდება დროს როდესაც დაასრულებენ,
რაც შეეხება სიზმრებს იქ ასე თუ ისე იწმინდება,

ეს ისე რაც გავიხსენე ჩემი სიტყვებით, რომ დროის გაქრობის ვარიანტი არის აქ და ახლა ყოფნა, ამისთვის ყველამ რაღაც მეთოდები მოიგონა, თუ გინდათ იესოს სიტყვებიც: "ნუ იზრუნებთ ხვალინდელ დღეზე, ვინაიდან ყოველ დღეს საკმარისად აქვს თავისი საზრუნავიო"
დღეს რომ ბოლომდე გააკეთებ დღეის გასაკეთებელს ხვალინდელზე ფიქრის დროც არ გექნება, ხვალინდელი თავად მიხედავს თავის თავს...
რატომ არ ხდება უცებ? ანუ ხომ ვიცით მაგრამ მერე რა? მაინც არაფერი იცვლება! იმიტომ რომ ქვეცნობიერში ბევრი დაგროვდა მოუგვარებელი საქმეები, გეგმები... თითქოს მოჯადოებულ წრეზე ბრუნავ,
როდესაც იმის იქეთ აკეთებ ვიდრე შეგიძლია მერე თითქოს რაღაც იბადება, მანამდე ერთიდაიგივე წრეზე ბრუნავ, დაბადებიდან დაბერებამდე, არაფერი იცვლება როცა უბრალოდ დინებას მიყვები იგივე მეორდება, ალბათ ასე 1 დან 7 წლამდე პერიოდი, 7 დან 12 წლამდე, 13 დან 16 მდე, 17 დან 23 მდე, 23 დან 27 მდე ...და ისევ იგივე რაც იყო ოღონდ უკვე ასაკი გაქვს მომატებული
არაფერი არ იცვლება თუ თვითონ არ შეიცვალე, შეცვლა ხდება როცა იმაზე მეტს აკეთებ ნებისყოფის იქეთ უკვე ყელში რო გაქ ამოსული იმის იქეთ როგადალახავ, იმ რაღაცას აგროვებ, მაგრამ გაფანტვაც ხდება როცა შეცდომებს უშვებ,

პირად დაკვირვებას ვწერ, უბრალოდ დრო რო გადის გამოცდილება გაქ და აანალიზებ, თუ რამე მისწავლია დიდი სტრესის მერე მისწავლია, გამოცდასავითაა რო გადალახო,

თემას ძან რო არ გავცდე ეს გურჯიევი:
"რაც უფრო კონცენტრირებული ხართ, მით უფრო ჩქარა მიდის დრო. საათი შესაძლოა გავიდეს შეუმჩნევლად, იმიტომ რომ როდესაც კონცენტრირებული ხართ, თქვენ ნაკლები ასოციაციები გაქვთ, ნაკლები აზრები, გრძნობები და დრო მოკლე გვეჩვენება.
დრო სუბიექტურია; ის იზომება ასოციაციებით. როდესაც თქვენ ზიხართ არაკონცენტრირებულად, დრო დიდი გეჩვენებათ. ჩვენს მიღმა დრო არ არსებობს, დრო არსებობს ჩვენთვის როგორც შინაგანი განცდები."
Go to the top of the page
 
+Quote Post
ichi
post Jun 9 2015, 04:09 PM
Post #6


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(tikoroma @ 9th June 2015 - 04:40 PM) *
ყველაფერი ილუზიაა, სიზმარიც ილუზიაა, დროც, ჩვენი სხეულიც- მაგრამ ვერ ვიტყვით რომ ისინი არ არსებობენ - არსებობენ თავიანთი ილუზორული ბუნებით, მაგრამ მაინც არსებობენ...

აჰაა უბრალოდ გაცნობიერება სჭირდება ალბათ ამ ყველაფერს...სხვა დონეზე გაცნობიერება......

ano
QUOTE(*ANO* @ 9th June 2015 - 04:40 PM) *
ახლა წარმოვვიდგინე რომ დრო არ არსებობდეს, მაშინ არ იარსებებს, მანძილი, პლანეტები....

არ ვიცი.....
QUOTE(*ANO* @ 9th June 2015 - 04:40 PM) *
ხან წარსულს იხსენებ ხან მომავალზე ჯავრობ, ხან რაღაცას მისტირი ან ნანობ, ყველაფერი არის დაუსრულებელი, დალექილი ქვეცნობიერში,

გეთანხმები, მაგრამ როგორც ამბობენ დაანებე წარსულს თავი, დაანებე მომავალს თავი, იცხოვრე ახლა და აკონტროლე ფიქრი..მიეჩვევი და ბედნიერებას მგონი მხოლოდ აწმყოში იპოვნი.....
QUOTE(*ANO* @ 9th June 2015 - 04:40 PM) *
იესოს სიტყვებიც: "ნუ იზრუნებთ ხვალინდელ დღეზე, ვინაიდან ყოველ დღეს საკმარისად აქვს თავისი საზრუნავიო"

კრიშნამურტიც,ლაო ძიც, ოშოც.........მოკლედ ძალიან ბევრი საუბრობს ამაზე.....მამარდაშვილიც.......
QUOTE(*ANO* @ 9th June 2015 - 04:40 PM) *
შეცვლა ხდება როცა იმაზე მეტს აკეთებ ნებისყოფის იქეთ უკვე ყელში რო გაქ ამოსული იმის იქეთ როგადალახავ, იმ რაღაცას აგროვებ, მაგრამ გაფანტვაც ხდება როცა შეცდომებს უშვებ,

საინტერესო აზრია...კრისტალიზდება ანუ ეს შრომა.....გეთანხმები..
QUOTE(*ANO* @ 9th June 2015 - 04:40 PM) *
"რაც უფრო კონცენტრირებული ხართ, მით უფრო ჩქარა მიდის დრო. საათი შესაძლოა გავიდეს შეუმჩნევლად, იმიტომ რომ როდესაც კონცენტრირებული ხართ, თქვენ ნაკლები ასოციაციები გაქვთ, ნაკლები აზრები, გრძნობები და დრო მოკლე გვეჩვენება.

ვეთანხმები, იქნებ დროზე გვაქვს ძალაუფლება?

ფიზიკოსი არის ვინმე ფორუმზე? საინტეერსო იქნება მისი აზრიც.....

Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Jun 9 2015, 09:27 PM
Post #7


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(blue_velvet @ 9th June 2015 - 05:09 PM) *
ფიზიკოსი არის ვინმე ფორუმზე? საინტეერსო იქნება მისი აზრიც....

ჩემი მშობლები არიან გეოფიზიკოსები და ხშირად მიკითხავს მამაჩემისთვის დროზე. მე ასტროფიზიკის და კვანტური მექანიკის შესწავლით ვარ დაინტერესებული და მინდა გითხრათ, რომ აინშტაინმა მთლიანად გადაატრიალა ნიუტონის მექანიკა. ნიუტონის კანონები უმცირეს ნაწილაკებზე, კვანტებზე არ მოქმედებს. ფარდობითობის თეორიის მიხედვით დრო არ არის ერთიანი უწყვეტი ნაკადი, როგორც ეს ნიუტონს ეგონა. დრო დამოკიდებულია დამკვირვებელზე. ყველა დამკვირვებლისთვის დრო სხვანაირად გადის. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ავიღებთ ერთ წერტილს იქიდან შეიძლება დრო ერთი იყოს, ხოლო მეორე წერტილიდან სხვა. უფრო მეტიც კვანტურ რეალობაში მცნება მდებარეობა, ლოკაცია, არ არსებიბს. არ არსებობს ადგილი საიდანაც აითვლიდი დროს. ყველა 'ადგილი' პ ი რ ო ბ ი თ ი ა. პირობითი ნიშნავს წარმოსახვითს ანუ არარეალურს, ანუ ილუზორულს. ამიტომ თქვა აინშტაინმა რომ დრო ილუზიაა. და მართლაც დრო და სამუარო ანუ სივრცე არის ილუზია.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
ichi
post Jun 11 2015, 09:59 PM
Post #8


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რაც მეტს ვფიქრობ დროზე, მით უფრო მგონია რომ არ არსებობს დრო.
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Jun 11 2015, 10:01 PM
Post #9


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ichi
კარგი, თუ არ არსებობს დააგვიანე სამსახურში
არ დაბერდე
არ გაიზარდო
წარმატებები smile.gif


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Jun 11 2015, 10:28 PM
Post #10


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



დრო არსებობს ჩვენს სამყაროსი და განზომილებაში, შეიძლება ილუზიად აღიქვა, რადგან არის მომენტები როცა ხდება დროის შენელება ან დაჩქარება.. ან ეს ჩვენი აღქმაა უბრალოდ.. მე კი მგონია დრო არის ჩვენი კოორდინატი ამ სამყაროს რუკაზე.. მეტი არაფერი. ამიტომაც ვბერდებიტ, ან გვაგვიანდება ან , ან , ან...სხვაგან დრო მოქცეულია 1 წერტილში და ყველა დრო ერთად არსებობს, ზოგან კიდევ უფრო სხვანაირადაა.. ამ მოცემულობასი კი ჩვენი კოორდინატის ნამსაზღვრელია დრო.


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
ichi
post Jun 11 2015, 10:28 PM
Post #11


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(tikoroma @ 11th June 2015 - 10:01 PM) *
კარგი, თუ არ არსებობს დააგვიანე სამსახურში
არ დაბერდე
არ გაიზარდო

არასწორად გამიგეთ თიკო, ვიზრდები და სამსახურშიც დავდივარ როცა საჭიროდ ვთვლი.......
Go to the top of the page
 
+Quote Post
ichi
post Jun 11 2015, 10:38 PM
Post #12


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(td......... @ 11th June 2015 - 10:28 PM) *
დრო არსებობს ჩვენს სამყაროსი და განზომილებაში, შეიძლება ილუზიად აღიქვა, რადგან არის მომენტები როცა ხდება დროის შენელება ან დაჩქარება

ვერ გავიგე, რა აჩქარებაზე და შენელებაზეა საუბარი?
დრო ჩვენ დავარქვით რაღაც ფენომენს და რა არის ეს? ტოპ მეცნიერები ვერ ამბობენ რას დავარქვით დრო, ძალიან რთული ფენომენია ჩემი აზრით.
წარსული, აწმყო და მომავალი ვიცი რა არის მაგრამ როცა მეკითხებიან ავუხსნა ვერ ვუხსნი-ნეტარი ავგუსტინე.
ჩემი აზრით ყველაზე კარგად დავიდ-მონიმ დაწერა დროზე.
ისე ბუაღლტრად ვმუშაობ ამ ეტაპზე და დრო კი ვიცი რაც არის, უბრალოდ როგორც გვესმის ეგ ნაღდად არ არის იმედია როდისმე გავიგებ
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Jun 12 2015, 12:44 AM
Post #13


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(blue_velvet @ 11th June 2015 - 10:28 PM) *
სამსახურშიც დავდივარ როცა საჭიროდ ვთვლი.......

როცა საჭიროდ ვთვლი, კარგი იყო biggrin.gif
აქაც დრო ფიგურირებს biggrin.gif


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
ichi
post Jun 12 2015, 03:14 PM
Post #14


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რამეთუ მე ვარ პირველი და მევე — უკანასკნელი
მე ვარ პატივცემული და მოძულებული
მე ვარ მრუში და წმინდანი
მე ვარ ცოლი და ქალწული
მე ვარ დედა და შვილი
მე ჩემი დედის ხელები ვარ
მე ბერწი ვარ, მაგრამ უთვალავი შვილი მყავს
მე ბედნიერი ვარ ქორწინებაში და არ ვარ გათხოვილი
მე ის ვარ, ვინც შვილებს აჩენს და ის, ვინც ვერასოდეს
მოგვცემს შთამომავლობას
მე ვამსუბუქებ მშობიარობის ტკივილებს
მე ვარ ქმარი და ცოლი
და სწორედ მე გავაჩინე ჩემი ქმარი
მე მამაჩემის დედა ვარ
მე ჩემი ქმრის და ვარ
თაყვანი მეცით მარად,
რამეთუ მე ავზნიანი ვარ და დიდსულოვანი.

ჰიმნი ისიდასადმი, ნაპოვნი ნაგ-ჰამადიში
ჩვენს წელთაღრიცხვამდე III ან IV საუკუნეში

აქაც დავაკოპირებ, მემგონი დროსთან კავშირშია
Go to the top of the page
 
+Quote Post
001010110100
post Jun 16 2015, 07:26 AM
Post #15


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 11
Joined: 19-October 14
Member No.: 7,333

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მახსოვს ადრე ვნახე სადღაც ვიდეო ძალიან მარტივი მაგრამ თვალსაჩინო ექსპერიმენტი ჩაატარეს, 2 მოხალისე სხვადასხვა ოთახში შეიყვანეს სადაც საათი არიყო, ერთს კარტოფილის გათლა დაავალეს ხოლო მეორე ბილიარდს თამაშობდა და ეთობოდა, ნახევარსაათში ორივეს ჰკითხეს რადრო გავიდა თქვენიაზრითო და ვინცერთობოდა 15-20 წუთიო და ვინც კარტოფილს თლიდა 45-50 წუთიო.
ესარის იმის დამტკიცება რომ დრო ინდივიდუალურია იმისდამიხედვით ჩვენ მასზე ვფიქრობთ თუ არა, იმიტომრომ მე კომპიუტერთან თამაშისდროს 2 საათს ისე გავიყვან როგორც 15-20 წუთს იმიტომ რომ არვფიქრობ მასზე თამაშისდროს ხოლო დედაჩემისთვის 3-4 საათი გავა მისწარმოდგენაში, მაგრამ სინამდვილეში დრო ერთი ციკლია, დრო არის მოვლენების ცვლილების საზომი ერთეული და მეტი არაფერი ის ჩვენტვინშია და ჩვენზეა დამოკიდებული თუ როგორ გავზომავთ ამათუ იმ მოვლენის ცვლილებას (მაგალითად ყვავილის ზრდას ან წვეთის ციდან მიწამდე დაშვებას)
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Jun 16 2015, 08:40 AM
Post #16


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



001010110100 smile.gif კარგი იყო
Go to the top of the page
 
+Quote Post
narilla
post Jun 16 2015, 10:38 AM
Post #17


GREEN soul
Group Icon

Group: პლანეტელი
Posts: 1,099
Joined: 11-August 11
From: Georgia
Member No.: 6,541

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რას იტყვით იმაზე, რომ ადამიანები, რომლებიც პირველყოფილ საზოგადოებაში ცხოვრობდნენ, ე.წ. წინარეისტორიულ პერიოდში და მთლიანად მითოსურ მსოფლმხედველობას ატარებდნენ, მათთვის დრო უბრალოდ არ არსებობდა.

საინტერესოა როდის მოხდა ის გარდატეხა, რასაც დროის გააზრება და ისტორიის ათვლა, ასევ ვთქვათ, წელთაღრიცხვის შემოღება მოჰყვა?

ამ საკითხზე როცა ვფიქრობ, მახსენდებიან შუმერთა მეფეები, რომლებიც თავიანთი გამეფების წელს აწესებდნენ ახალი წელთაღრიცხვის ათვლის წლად და ასე იქცეოდა ყოველი მომდევნო მეფე, ასევე ჰქონდათ რომელიმე მნიშვნელოვანი თარიღის ათვლის წერტილად გამოცხადების ტრადიცია.

ყოველივე ეს ძალიან საინტერესოა, მაგრამ იმ კითხვას რომ მივუბრუნდე, როდის გაჩნდა პირველად პირველყოფილი ადამიანისთვის "დროის" ცნება, როდის შეიძინა მან თავისი დატვირთვა?

ამაზე პასუხს მითოსურ მსოფლმხედველობაში ეძიებენ, რადგან ეს იყო ყველაზე ძველი აზროვნების ფორმა, რომელიც ადამიანმა თავისი განვიტარების საწყის ეტაპზე გაიარა. მისი თავისებურება კი ისაა, რომ ამგვარი მსოფლმხედველობის ადამიანი სამყაროს აღიქვამდა მთლიანობაში, ამქვეყნიურ და იმქვეყნიურ სამყაროებს შორის ყოველგვარი ზღვარის გავლების გარეშე, მისთვის რეალობა ერთდროულად წარსულიც, აწმყოც და მომავალიც იყო, ყველაზე მთავარი, რასაც გამოყოფენ მითოსურ მსოფლმხედველობაში, ესაა სიკვდილის ფენომენის არარსებობა. ხოლო მას მერე, რაც ადამიანმა გაიაზრა სიკვდილი, არა როგორც მარადიული კვლავდაბრუნებისა და სიცოხლის გაგრძელების ფენომენი, არამედ, როგორც სიცოცხლის დასასრული, მაშინ მივიდა დროის გააგრებამდეც.




--------------------
"ვვარსებობ მათთვის, ვისთვისაც ვვარსებობ" - /ვლადიმირ მეგრე, ანასტასია/
Go to the top of the page
 
+Quote Post
ichi
post Jun 16 2015, 11:24 AM
Post #18


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(narilla @ 16th June 2015 - 10:38 AM) *
მისთვის რეალობა ერთდროულად წარსულიც, აწმყოც და მომავალიც იყო, ყველაზე მთავარი, რასაც გამოყოფენ მითოსურ მსოფლმხედველობაში, ესაა სიკვდილის ფენომენის არარსებობა. ხოლო მას მერე, რაც ადამიანმა გაიაზრა სიკვდილი, არა როგორც მარადიული კვლავდაბრუნებისა და სიცოხლის გაგრძელების ფენომენი, არამედ, როგორც სიცოცხლის დასასრული, მაშინ მივიდა დროის გააგრებამდეც.

თუ უსასრულოა ჩვენი სული, გამოდის რომ ჩვენ არა სიკვდილის შემდეგ შევალთ უსასრულობაში არამედ ახლაც ვიმყოფებით შიგნით. კიდევ ერთხელ დავწერ რომ რა არის წარსული თU არა ჩავლილი აწმყო? და რა არის მომავალი თუარა მოსასვლელი აწმყო? ერთი ჯაჭვია, ერთი მთLიანობაა. ჩემი აზრით ღრმა ბავშობიდან ჩადებული წარმოდგენა დროზე ჩარჩოებში გვსვავს, ამიტომ უნდა დაივიწყო და თავიდან ისწავლო რა არის დრო. რეალურად დროს ვერ განმარტავენ მეცნიერებიც, მაგრამ ფაქტია რომ ილუზორულია, ფაქტია რომ ჩვენ შეგვიძლია ვიმოქმედოთ მასზე, ოღონდ შინაგანი განცდებით, ძალისხმევით, აგერ კარგად დაწერა ადამიანმა კარტოფილზე და ბილიარდზე.
სამსახურშიც როცა ბევრი საქმე მაქვს და შინაგანად მინდა ყველაფერი მოვასწრო, დრო მიქრის ისე რომ მიკვირს რა ხდება თქო და როცა საქმე არ არის დრო მიიზლაზნება თითქოს 3 ისეთI დღე გავიდა სამუშაო ბევრი რო მქონდა.

QUOTE(narilla @ 16th June 2015 - 10:38 AM) *
დრო უბრალოდ არ არსებობდა.

ამის წყარო თუ გაქვთ ონლაინ სივრცეში?
Go to the top of the page
 
+Quote Post
narilla
post Jun 16 2015, 02:31 PM
Post #19


GREEN soul
Group Icon

Group: პლანეტელი
Posts: 1,099
Joined: 11-August 11
From: Georgia
Member No.: 6,541

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა





QUOTE
თუ უსასრულოა ჩვენი სული, გამოდის რომ ჩვენ არა სიკვდილის შემდეგ შევალთ უსასრულობაში არამედ ახლაც ვიმყოფებით შიგნით. კიდევ ერთხელ დავწერ რომ რა არის წარსული თU არა ჩავლილი აწმყო? და რა არის მომავალი თუარა მოსასვლელი აწმყო? ერთი ჯაჭვია, ერთი მთLიანობაა. ჩემი აზრით ღრმა ბავშობიდან ჩადებული წარმოდგენა დროზე ჩარჩოებში გვსვავს, ამიტომ უნდა დაივიწყო და თავიდან ისწავლო რა არის დრო. რეალურად დროს ვერ განმარტავენ მეცნიერებიც, მაგრამ ფაქტია რომ ილუზორულია, ფაქტია რომ ჩვენ შეგვიძლია ვიმოქმედოთ მასზე, ოღონდ შინაგანი განცდებით, ძალისხმევით, აგერ კარგად დაწერა ადამიანმა კარტოფილზე და ბილიარდზე.
სამსახურშიც როცა ბევრი საქმე მაქვს და შინაგანად მინდა ყველაფერი მოვასწრო, დრო მიქრის ისე რომ მიკვირს რა ხდება თქო და როცა საქმე არ არის დრო მიიზლაზნება თითქოს 3 ისეთI დღე გავიდა სამუშაო ბევრი რო მქონდა.
QUOTE
ამის წყარო თუ გაქვთ ონლაინ სივრცეში?


ichi

ინტერნეტიდან არ წამიკითხავს. ამის შესახებ, ანუ მითოსული მსოფლმხედველობა და მითოხური მსოფლმხედველობის ადამიანისთვის როგორ გაიაზრებოდა სამყარო, მათ შორის დროის ფენომენის არარსებობა, მეცნიერული იმდენად არა, რამდენადაც ფილოსოფიური ხასიათის გონებრივ სპეკულაციას საჭიროებს. მე პირადად, რაც მახსოვს წყარო - ვალერიან რამიშვილის "ფილოსოფია", მგონი აქ წამიკითხავს ამაზე, ასევე სავარაუდო წყარო შეიძლება იყოს ზურაბ კიკნაძე, მას აქვს ლექციები, სადაც მითოსურ მსოფლმხედველობაზე უწერია, მის ვიდეო-ლექციებშიც შეიძლება ჰქონდეს ამაზე საუბარი, თუმცა არ მომიძებნია.


--------------------
"ვვარსებობ მათთვის, ვისთვისაც ვვარსებობ" - /ვლადიმირ მეგრე, ანასტასია/
Go to the top of the page
 
+Quote Post
narilla
post Jun 16 2015, 07:25 PM
Post #20


GREEN soul
Group Icon

Group: პლანეტელი
Posts: 1,099
Joined: 11-August 11
From: Georgia
Member No.: 6,541

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



https://semioticsjournal.wordpress.com/2010...83%97%E1%83%98/

ichi აი ეს ვიპოვე ინტერნეტში, ძირითადად ფილოსოფიური და სემიოტიკური ასპექტებითაა განხილული. იმედია, თქვენს ინტერესსაც დააკმაყოფილებს.


--------------------
"ვვარსებობ მათთვის, ვისთვისაც ვვარსებობ" - /ვლადიმირ მეგრე, ანასტასია/
Go to the top of the page
 
+Quote Post

3 Pages V   1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th March 2024 - 08:30 PM