IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

2 Pages V   1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> negative thoughts
Athanasia
post Sep 22 2015, 09:32 PM
Post #1


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 9
Joined: 19-August 13
Member No.: 7,166

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



დიდი ხანია რაც მაწუხებს ჩემი ფიქრების negative power-ი,ძალაუნებურად მეფიქრება ხოლმე ისეთ რამეებზე,რაც არ მსიამოვნებს,და რაც ყველაზე უარესია ამ ფიქრებს თითქოს გააჩნია ძალა,მაგალითად შეიძლება უცებ გავიფიქრო რომ ნაცნობი ან ნათესავი მოკვდება,მიიხედავად იმისა რომ ამაზე ფიქრი მე არ მსურს და მთელი ძალით ვცდილობ ყურადღება სხვა რამეზე გადავიტანო,რამდენჯერმე ამიხდა კიდეც და მგონია რომ მეთვითონ ვკლავ ადამიანებს,ამის მერე კი სულ შიშები მავს ვინმე რომ არ მოკვდეს.ისე რამდენჯერმე სკზმარიც ამხდა ნათესავების და ახლობლების სიკვდილზე,ჩემი სკოლელი სანამ დაიღუპებოდა მთელი ღამე არ მეძინა,მერე სულ მესკზმრებოდა და დილით რომ გავიღვიძე მეგობარმა მითხრა მისი გარდაცვალების შესახებ.ეგრე ამიხდა ბაბუჩემზეც,მოკლედ შარში ვარ,ამის გარდა ეგ ნეგატიური ფიქრები თითქოს ძალით შემოდიან ჩემს გონბაში და ვფიქრობ ძალიან ცუდ რამეებზე,თან უკვე დავპანიკდი და ვეღარ ვაკონტროლებ,ყოველი ახალი ბგერა ჩემს გონებაში თითქოს მიზანმიმართულად განსაძღვრავს რომ ცუდი რაღაც მოხდება და უკვე დავიღალე,არ მინდა ჩემს გამო ვნმეს რამე მოუვიდეს,იქნებ არც არაფერი ხდება,მაგრამ ეს ფიქრები ძალიან მაწუხებს.ვინმემ ხომ არიცით როგორ გავთავისუფლდე უარყფოთი ენერგიისგან? ანროგორ შევწყვიტო ეს ყველაფერი sad.gif(
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Sep 22 2015, 09:37 PM
Post #2


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,956
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



როგორც კი ნეგატიური ფიქრები მოვა, ეცადე ეგრევე განდევნო. ან ტვინი გააჩერო. არ დამე აქტივობა დაიწყო რაც ყურადღებას გადაგატანინებს... სხვა გზა არ არის.


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
Athanasia
post Sep 22 2015, 09:39 PM
Post #3


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 9
Joined: 19-August 13
Member No.: 7,166

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჰოო მაგას ვცდილობ მაგრამ როგორც კი ყურადღების გადატანას ვცდილობ უფრო მძაფრდება,მერ შეიძლება გამიაროს,მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ ისევ მკბრუნდება თავიდან
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Sep 22 2015, 09:45 PM
Post #4


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,956
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მედიტაცია გიცდია? დაიწყე რამე მედიტაციური პრაქტიკა. ფიქრების გაჩერება. კონცენტრაცია გაკეთე სუნთქვაზე. ეს გასწავლის აზრების გაჩერებას და როცა ასეთი ფიქრები მოვა ეგრევე გააჩერებ..


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
Athanasia
post Sep 22 2015, 09:52 PM
Post #5


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 9
Joined: 19-August 13
Member No.: 7,166

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ვცადე რამდენჯერმე მაგრამ არ გამომდიოდა და შემდეგ თავი დავანებე,უფრო კი სამედიტაციო ადგილის პორბლემა მაქვს,სახლში მარტო ყოფნა ან რომ არ შემაწუხონ იშვიათად ხდება,მაგრამ აუცილებლად დავიწყებ ისევ,მადლობა რჩევისთვის.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Sep 23 2015, 07:29 PM
Post #6


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ალბათ ნევროზის რაღაც გამოვლინება,
მე მქონდა დაახლოებით 5 წლის წინ ღამე მეღვიძებოდა გული აჩქარებული მქონდა და მეგონა რომ მოვკვდებოდი, დილას ცოცხალი რო ვიყავი მიკვირდა და მადლობა ღმერთს რო გადავრჩი თქო ვფიქრობდი,
დღისით სულ ვნერვიულობდი ჩემს ახლობლებს რომ რამე დაემართოთ რა მეშველება თქო ვინმე თუ გარდაიცვალა, და ოჯახის წევრებზე განსაკუთრებით,
მერე ჩემს ნაცნობს გავუმხილე რომ ასე მჭირდა რომ ვნერვიულობდი ახლობლებზე და ყველა შფოთები ავუხსენი რომ მითხრა მაგი ნევროზიაო მის მერე აღარ მინერვიულია კიდე კარგი, ესეიგი თავში მაქ პრობლემათქო, ესეიგი ცუდი არაფერი არ მოსდებათქო
ნამდვილად ექიმთანაც არ მივსულვარ, უბრალოდ დასამშვიდებლად კატაბალახას ტაბლეტების სმა დავიწყე,
იმედია შენთანაც ემოციური გადაღლაა უბრალოდ,

რაც შეეხება მედიტაციას შეიძლება ამ მდგომარეობაში ერთ ადგილზე ვერც კი გაჩერდე, აფორიაქებულობის და თავში ქაოსის გამო,
ამიტომ უბრალოდ დილაობით 15 წუთი გაჩერდი და დააკვირდი ფიქრებს მაინც ვერ გააჩერებ უბრალოდ დააკვირდი მათ და მიხვდები როგორ ბევრი და ქაოსურია ისე დააკვირდი რეაქცია არ გქონდეს რომ ახლა ეს გააკეთო თუ ის, ნურც პრიორიტეტულად დაალაგებ,
უბრალოდ აკვირდები, შემდეგ თუ შეძლებ დრო გაზარდე დღითი დღე, ამ დაკვირვების დროს რეაქცია და ემოციები "გათიშე" რომ არ წამოხტე და აჰა "ახლა ეს უნდა გავაკეთო"
რაც შეეხება ჯდომას თუ შეგიძლია ლოტოსიმარტივი რაც გამოგივა, სუნთქვა მშვიდი ცხვირით,

ეს ყველაზე მარტივი რომ ფიქრებზე დაკვირვება შეძლო ჩაურევლად
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Sep 23 2015, 09:08 PM
Post #7


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,128
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Athanasia
მართლაც უარყოფითი ენერგიაა და არაა კარგი, რადგან ის პირველ რიგში შენ გცლის. შენ გაგიკეთებს ცუდს თუ დროზე არ მართე.
სხვათაშორის არაა ძნელი. სწავლა გინდა ცოტა და მიეჩვევი მერე ნელ-ნელა. მთავარია სურვილი.
დააკვირდი და როცა მასეთი ფიქრები მოგდის შეეცადე გააკეთო ის რისი გაკეთებაც გიყვარს. არვიცი ეს კარგი მუსიკაა, კარგი ფილმი თუ კარგი წიგნის წაკითხვაა, მაგრამ ეს ყველაფერი დაგეხმარება რომ გადაიტანო შენი ფიქრები.
გახსოვდეს, დღეს თუ შენს ნაცნობებზე გებულობ ცუდს, ეს უარყოფითი ფიქრები ხვალ პირადად შენ მოგიტანს უარყოფითს. ასე რომ დღეს, ახლა და ამ წუთში დააკვირდი შენს გრძნობებს და იგრძენი დადებითი გრძნობები.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Mechanical Sheep
post Sep 24 2015, 04:09 PM
Post #8


YELLOW soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 629
Joined: 22-June 13
Member No.: 7,125

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Athanasia
ასეთი რამე ცადე: არ განდევნო ფიქრი, რაც არ უნდა ნეგატიური იყოს, დააკვირდი მას, შეიგრძენი რა ემოციას ბადებს შენში. ეს იქნება შიში, მწუხარება, თუ ნებისმიერი რამე. ყველა შეგრძნებას დააკვირდი და ,,თვალებში ჩახედე''. მე ამგვარად დავამარცხე ფიქრები ჩემში. ყველანაირი ვიბრაციის ფიქრს ვუშვებდი ჩემში. არ არის საჭირო გააჩერო ფიქრები. იმპულსის იგნორირება მხოლოდ მის გაძლიერებულ ბრუნვას იწვევს და ასევე ბევრჯერ გამეორებისას შეიძლება არხი ჩაკეტო, ანუ ბლოკი დაიდო. არ ვემხრობი ამ აზრს, რომ საჭიროა თუნდაც ,,ნეგატიური'' აზრების დაბლოკვა. თუ ფიქრობ რომ შენს გამო ადამიანი კვდება - ცდები. მაქსიმუმ რაც შეგიძლია ეს არის, მიიღო შეტყობინება, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეგიძლია ასე უბრალოდ იფიქრო და მოკლა ვინმე.

მოკლედ, ჩემი პირადი გამოცდილებიდან გეუბნები, რომ თუ გინდა გამოგიმუშავდეს იმუნიტეტი ისე რომ თან არანაირი ბლოკი არ დაიდო, შეეცადე შეიგრძნო. მაგრამ ჩემი რჩევა იქნება ასევე, შეიგრძენი მაგრამ არ შემოუშვა შენში. ანუ შენი ნაწილი არ გაიხადო, მთელ სხეულზე არ მოიდო ფიქრები და აზრების ენერგია. ამას ცოტა გამოცდილება სჭირდება, მაგრამ თუ ამ მეთოდს გამოიყენებ მიხვდები რასაც ვამბობ.

ფიქრების ფორმირებისთვის ეს წაიკითხე:

ფიქრი არ არის ჩემი ნაწილი...
ფიქრი ჩემ გარეთ-მყოფი, მოძრავი და მოხეტიალე ქარია...
ფიქრი არ ვარ მე. ჩემში არ არიან ფიქრები...
მე ფიქრებს გვერდიდან ვუყურებ, როგორც სხვა რაიმის ნაწილს, როგორც ქვას, როგორც ფოთლებს ხეებზე.
მე არ ვარ ფიქრი და ფიქრები არ არის ჩემში.
მე და ფიქრი ორ საპირისპირო ნაპირზე ვცხოვრობთ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
mata
post Sep 25 2015, 03:22 AM
Post #9


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,689
Joined: 11-December 09
From: New York, USA
Member No.: 6,092

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



tty_
ვერ დაგეთანხმები მთლად... მასე უფრო მიიზიდავს მაგ ფიქრებს... და გააძლიერებს
Go to the top of the page
 
+Quote Post
mata
post Sep 25 2015, 03:28 AM
Post #10


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,689
Joined: 11-December 09
From: New York, USA
Member No.: 6,092

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Athanasia

საერთოდ როცა ბევრი ნეგატივი თავისით მოდის... ეს ნიშნავს რო პოზიტივის დაგროვებას ცდილობ.. და მხოლოდ პოზიტივზე ხარ ორიენტირებული...
ნეიტრალიზაცია და ბალანსისთვის... მოდის შემდგომ იმავე დოზის და სიძლიერის ნეგატივი რაც პოზიტივი დააგროვე... ან აიღე საიდანმე...

ეტყობა რაღაც ძალიან დიდი რაოდენობის პოზიტიურ ენერგიას ქაჩავ საიდანღაც... და ეგაა და ეგ...
Go to the top of the page
 
+Quote Post
mata
post Sep 25 2015, 03:45 AM
Post #11


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,689
Joined: 11-December 09
From: New York, USA
Member No.: 6,092

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა




Athanasia

ანუ იმის თქმა მინდა რომ ის კარგი განწყობა და კარგად ყოფნა.... რასაც შენ ეძებ... და ცდილობ.... პოზიტივი კიარ არის.... არამედ... ეგ ბალანსის მდგომარეობაა... განეიტრალებული მდგომარეობაა... როცა თავს კარგად და შესანიშნავად გრძნობ....

ასე რომ პოზიტივის მომატებით ვერ გახვალ მაგ კაიფზე..
არამედ... ბალანსის მდგომარეობაა... ის რაც შენ პოზიტივი გგონია...
Go to the top of the page
 
+Quote Post
mata
post Sep 25 2015, 04:57 AM
Post #12


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,689
Joined: 11-December 09
From: New York, USA
Member No.: 6,092

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



წაიკითხავენ ასტროლოგიას
გათვითცნობირდებიან.... და არიქა მოიწყობენ ცხოვრებას ჰგონიათ...
Go to the top of the page
 
+Quote Post
ichi
post Sep 25 2015, 06:37 PM
Post #13


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(tty @ 24th September 2015 - 04:09 PM) *
ფიქრი არ არის ჩემი ნაწილი...
ფიქრი ჩემ გარეთ-მყოფი, მოძრავი და მოხეტიალე ქარია...
ფიქრი არ ვარ მე. ჩემში არ არიან ფიქრები...
მე ფიქრებს გვერდიდან ვუყურებ, როგორც სხვა რაიმის ნაწილს, როგორც ქვას, როგორც ფოთლებს ხეებზე.
მე არ ვარ ფიქრი და ფიქრები არ არის ჩემში.
მე და ფიქრი ორ საპირისპირო ნაპირზე ვცხოვრობთ.

გეთანხმები.
ფიქრი სხვა არაფერიათUარა ჩვენი ცოდნა+გამოცდილებიდან წამოსული ინფორმაცია, ანუ ვერ ვიფიქრებ იმას რაც არ ვიცი. აქ არის შიშები, სიამოვნებები, მიჯაჭვულობები ანუ მოკლედ მთლიანი ეგო, ეს ფაქტებია და არა თეორია ან რამე მსგავსი.
Athanasia
მე მოგიყვები ჩემს გამოცდილებას შიშებზე, ამ ნაბიჯზე სხვისი რჩევით წავედი ასე ვთქვათ "დავტესტე" მისი რჩევა და იმუშავა გადასარევად.
ესეიგი როგორც კი წამოვა რაიმე ნეგატიური ფიქრი ან შიში, ეგრევე დააკვირდი მთელი არსებით, უსიტყვოდ და რაც მთავარია არ გაექცე, არ შეეწინააღმდეგო, ასე ვთქვათ შედი მაგ შIშში და მაგ დროს რაღაც მოზდის მაგ შიშსაც და ნეგატიურ ფიქრსაც-უკვალოდ ქრება. არ დაიწყო მისი კონტროლი ან გაქცევა, ამით ეგრევე კონფლიქტს ანუ ტკივილს იწვევ შენშივე, რეალურად ეგ ფიქრი არის სხვა არაფერი თUარა ილუზია წამოსული რაღაც მოვლენიდან(შენი წარსულიდან) ალბათ რაღაც ჩაქრჩა ქვეცნობიერში ისე რომ ვერ აღიქვი და ახლა არ გასვენებს. რაც დაგიწერე გააკეთე და დაწერე როგორ იმოქმედა. არასოდეს არ გაექცე ნეგატიურ ფიქრს, უსასრულოდ მოგიწევს სირბილი, მთავარია იქვე მოაგვარო პრობლემა, იმწამსვე, შიშის დამარცხებას არ უნდა დღეები, ეს ხდება ახლა-ამ წამს-ერთ გაელვებაში, როგორც კი დაიჭერ, უბრალოდ უსიტყვოდ ურეაქციოდ უნდა გააკეთო ეს.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ichi
post Sep 25 2015, 06:49 PM
Post #14


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(old_man @ 22nd September 2015 - 09:37 PM) *
როგორც კი ნეგატიური ფიქრები მოვა, ეცადე ეგრევე განდევნო

რანაირად უნდა გადევნო ან რატომ დევნი? ნეგატიურ ფიქრს იგივე თვისება აქვს როგორც სექსუაურ ენერგიას, თუ თრგუნავ არ გეგონოს რომ ის ქრება, პირიქით ყოველ მოსვლაზე ენერგიას გართმევს, ყოველ მოსვლაზე ტკივილის გაყენებს, ფაქტიურად კიბოსავით გკლავს, შემიძლია თამამად ვთქვა რომ რაც დავიწყე არ გაქცევა და იმწამსვე მთლიანად შესვლა მაგ შიშში უამრავი შიში ამოვიგდე რაც წლები "პიავკასავით" დამზდევდა.

Go to the top of the page
 
+Quote Post
mata
post Sep 25 2015, 06:51 PM
Post #15


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,689
Joined: 11-December 09
From: New York, USA
Member No.: 6,092

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ichi
სწორი რჩევა მიეცი... მარა მანამდე სანამ შიშებს შეებრძოლება... ხო უნდა გააცნობიეროს რო ეშინია....

როცა ეგ ემართება... დაბნეულივით ხდები... არ იცი რაქნა... და ვერ ხვდები რო გეშინია... რო კითხო... გეტყვის რო არა არ მეშინია... უბრალოდ არ ვიცი რა რეაქცია უნდა მქონდესო... ან რა უნდა გავაკეთოო ...

ვერ ხვდება რო ეშინია, და არც აღიარება უნდა.
მაგდენს თუ მიხვდა იმ მომენტში რო შიშის მდგომარეობაში იმყოფება.... ეგაა მთავარი- გააცნობიეროს რო ეშინია. მარა შანსი არაა.... არ აღიარებს მაგას... ამიტო შენი რჩევა არ გამოადგება...
Go to the top of the page
 
+Quote Post
mata
post Sep 25 2015, 07:03 PM
Post #16


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,689
Joined: 11-December 09
From: New York, USA
Member No.: 6,092

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



საკუთარ თავთან არ აღიარებს რო ეშინია... თორე ეხლა რო გამოვარდეს და 9ჯერ დაწეროს "მეშინია, მეშინია"ო
მაგას არავითარი აზრი არა აქ... და არფერი აქ საერთო ნამდვილ გაცნობიერებასთან... საკუთარ თავს უნდა გამოუტყდეს...

მარა დარწმუნებულია რო ყველაფერი რაც გამოსდის თავისი დამსახურებაა... და მაგარი ბიჭია...
Go to the top of the page
 
+Quote Post
ichi
post Sep 25 2015, 07:05 PM
Post #17


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(*ANO* @ 23rd September 2015 - 07:29 PM) *
ამიტომ უბრალოდ დილაობით 15 წუთი გაჩერდი და დააკვირდი ფიქრებს მაინც ვერ გააჩერებ უბრალოდ დააკვირდი მათ და მიხვდები როგორ ბევრი და ქაოსურია ისე დააკვირდი რეაქცია არ გქონდეს რომ ახლა ეს გააკეთო თუ ის, ნურც პრიორიტეტულად დაალაგებ,
უბრალოდ აკვირდები, შემდეგ თუ შეძლებ დრო გაზარდე დღითი დღე

ano
100% გეთანხმები, ყოველდღე ამაზე ვიბრძვი ასე ვთქვათ, უბრალოდ ისე შემოიპარება ფიქრი და გადამაგდებს გემიდან ვერც კი ვიგებ, შემდეგ რაღაც დროის შემდეგ ამას ვაცნობიერებ და ვბრუნდები გაცნობიერების პროცესში, შემდეგ კიდე მაგდებს და ა.შ. თვითონ ფიქრი რა არის შენი აზრით? ანუ საიდან ჩნდება? რა არის მისი პირველსაწყისი? ფაქტია კონფლიქტის პირველწყაროა კაცობრიობაშიც და ინდივიდშიც. შესაძლებელია ისეთ რამეზე ვიფიქრო რაც არ ვიცი(ინფორმაცია) ? ფაქტია ფიქრის გაჩერების ან მუდმივი დაკვირვების შემთხვევაში ხდება პიროვნების მთლიანი რევოლუცია, კომფლიქტის ნგრევა, ესეიგი ენერგიის დაზოგვა უაზრობებზე ხარჯვისგან და ვფიქრობ თავისუფლების ერთადერთი მიღწევის საშუალება სწორედ ფიქრებზე მაღლა დადგომაა, სხვანაირად აბა როგორ იქნები თავისუფალი? ხან რამე ნეგატიური მოგაწვება ხან რამე შIში ხან მიჯაჭვულობა, ხან სიამოვნება და გავიწყებს ყველაფერს. რა გამოცდილება გაქვს და რას ფიქრობ ამ ყველაფერზე?
tty_
შენი აზრიც მაინტერესებს ამ თემაზე.

mata
QUOTE(mata @ 25th September 2015 - 06:51 PM) *
ვერ ხვდება რო ეშინია, და არც აღიარება უნდა.

მემგონი აშკარაა, დაველოდოთ მის პასუხს.
შენთვის რა არის შიში? სიტყვებით ახსნი მაგ გრძნობას? საიდან მოდის შენი აზრით შიში? რისი გეშინია(თუ გინდა არ მიპასუხო)?
Go to the top of the page
 
+Quote Post
mata
post Sep 25 2015, 09:26 PM
Post #18


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,689
Joined: 11-December 09
From: New York, USA
Member No.: 6,092

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ichi
შიში ყოველთვის ერთნაირი არარი... სხვადასხვა სახით მოდის... ამიტოა ძნელი მისი ამოცნობა.... ერთხელ რო გააცნობიერებ.... მეორედაც ისეთივე აღარ იქნება...
Go to the top of the page
 
+Quote Post
ichi
post Sep 25 2015, 10:28 PM
Post #19


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(mata @ 25th September 2015 - 09:26 PM) *
შიში ყოველთვის ერთნაირი არარი... სხვადასხვა სახით მოდის... ამიტოა ძნელი მისი ამოცნობა.... ერთხელ რო გააცნობიერებ.... მეორედაც ისეთივე აღარ იქნება...

ერთხელ თუ გააცნობიერებ, გაქრება ანუ პრობლემა მოგვარდება თუ ადამიანი მთლიანად შევა შიგნით როგორც უბრალოდ დამკვირვებელი.
ყველა შიში ერთნაირია, არ არსებობს დირექტორის შიში და ძაღლის შიში, შიში-შიშია, ინტენსივობაა სხვა მაგრამ გრძნობა ერთია, მე შენ თემის ავტორს და ჩინელს ერთნაირად გვემართება, ისევე როგორც მწუხარება, დარდი სიამოვნება და ა.შ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Sep 25 2015, 10:59 PM
Post #20


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(ichi @ Sep 25 2015, 06:37 PM) *
Athanasia
მე მოგიყვები ჩემს გამოცდილებას შიშებზე, ამ ნაბიჯზე სხვისი რჩევით წავედი ასე ვთქვათ "დავტესტე" მისი რჩევა და იმუშავა გადასარევად.
ესეიგი როგორც კი წამოვა რაიმე ნეგატიური ფიქრი ან შიში, ეგრევე დააკვირდი მთელი არსებით, უსიტყვოდ და რაც მთავარია არ გაექცე, არ შეეწინააღმდეგო, ასე ვთქვათ შედი მაგ შIშში და მაგ დროს რაღაც მოზდის მაგ შიშსაც და ნეგატიურ ფიქრსაც-უკვალოდ ქრება. არ დაიწყო მისი კონტროლი ან გაქცევა, ამით ეგრევე კონფლიქტს ანუ ტკივილს იწვევ შენშივე, რეალურად ეგ ფიქრი არის სხვა არაფერი თUარა ილუზია წამოსული რაღაც მოვლენიდან(შენი წარსულიდან) ალბათ რაღაც ჩაქრჩა ქვეცნობიერში ისე რომ ვერ აღიქვი და ახლა არ გასვენებს. რაც დაგიწერე გააკეთე და დაწერე როგორ იმოქმედა. არასოდეს არ გაექცე ნეგატიურ ფიქრს, უსასრულოდ მოგიწევს სირბილი, მთავარია იქვე მოაგვარო პრობლემა, იმწამსვე, შიშის დამარცხებას არ უნდა დღეები, ეს ხდება ახლა-ამ წამს-ერთ გაელვებაში, როგორც კი დაიჭერ, უბრალოდ უსიტყვოდ ურეაქციოდ უნდა გააკეთო ეს.

საინტერესოდ ჩამოაყალიბე თუ გაექეცი ვერ გააცნობიერებ


QUOTE
100% გეთანხმები, ყოველდღე ამაზე ვიბრძვი ასე ვთქვათ, უბრალოდ ისე შემოიპარება ფიქრი და გადამაგდებს გემიდან ვერც კი ვიგებ, შემდეგ რაღაც დროის შემდეგ ამას ვაცნობიერებ და ვბრუნდები გაცნობიერების პროცესში, შემდეგ კიდე მაგდებს და ა.შ. თვითონ ფიქრი რა არის შენი აზრით? ანუ საიდან ჩნდება? რა არის მისი პირველსაწყისი? ფაქტია კონფლიქტის პირველწყაროა კაცობრიობაშიც და ინდივიდშიც. შესაძლებელია ისეთ რამეზე ვიფიქრო რაც არ ვიცი(ინფორმაცია) ? ფაქტია ფიქრის გაჩერების ან მუდმივი დაკვირვების შემთხვევაში ხდება პიროვნების მთლიანი რევოლუცია, კომფლიქტის ნგრევა, ესეიგი ენერგიის დაზოგვა უაზრობებზე ხარჯვისგან და ვფიქრობ თავისუფლების ერთადერთი მიღწევის საშუალება სწორედ ფიქრებზე მაღლა დადგომაა, სხვანაირად აბა როგორ იქნები თავისუფალი? ხან რამე ნეგატიური მოგაწვება ხან რამე შIში ხან მიჯაჭვულობა, ხან სიამოვნება და გავიწყებს ყველაფერს. რა გამოცდილება გაქვს და რას ფიქრობ ამ ყველაფერზე?
tty_
შენი აზრიც მაინტერესებს ამ თემაზე.


საწყის ეტაპზე ვხვდები როდესაც ფიქრებს ვაკვირდები როგორ ბევრნი არიან ქაოსურად მოძრაობენ ერთმანეთს ეჯახებიან, და" ახლა ეს ფიქრი საიდან მოფრინდა წეხან სხვა რამე მეფიქრებოდა" და ესეც ფიქრია

ეს ფიქრები ისედაც სულ არის თავში მაგრამ ამ დაკვირვების დროს ხვდები რომ ისინი საოცრად ბევრნი და ქაოსურნი არიან თითქოს შემოფრინდებიან თავში და გაფრინდებიან, მერე ისევ მოფრინდებიან და თავს გაგახსენებენ რომ ეს "საქმე მოსაგვარებელია" ხვდები რომ ამ ქაოსური ფიქრების მონა ხარ, რეალურად არცერთი არ არის ღირებული და მნიშვნელოვანი .... დამკვირვებლის მომენტში დიდხანს არ ვყოფილვარ იმ ცოტახანს რასაც მივხვდი სულ ესაა

რაც შეეხება ფიქრებზე შებრძოლებას არ მიცდია მათი გაჩერება, ფიქრი რო გააჩერო მაშინ სხვა რამით უნდა დააკავო ტვინი, მაგიტომაც მოიგონეს მანტრები, იძახიან რაიმე სიტყვას რომ ტვინი გააჩერონ ან მინიმუმ ამ 1 სიტყვით დააკავონ ქაოსი,
ბუნების კანონი ასეთია სიცარიელეს ვერ იტანს თუ გონება რაიმე საქმით არ არის დაკავებული მაშინ მასში "ფიქრი" შეფრინდება, რომელიც უმეტესად ნეგატიურია...

რაც შეეხება პოზიტიურ ფიქრებს მათი ხელოვნურად გამოწვევა კი შეიძლება და გავარდოთ რომ ნეგატიური ჩავანაცვლოთ,
მაგრამ გამოცდილ ხალხს თუ დავუჯერებთ უმჯობესია იყო დამკვირვებელი და საერთოდაც თუ გამოვიღვიძებთ smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post

2 Pages V   1 2 >
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th March 2024 - 09:59 PM