დეპრესია, მე-20 საუკუნის სენი |
დეპრესია, მე-20 საუკუნის სენი |
May 18 2009, 08:17 AM
Post
#41
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,718 Joined: 24-July 08 From: :)))))))) Member No.: 3,438 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
adamiani
1.ძილი არ შეიბრუნო. 2.როცა გაიღვიძებ იმწუთას ადექი. 3.დღის განმავლობაში არ დაიძინო. დილით მზის ამოსვლამდე ადგომა ძალიან კარგია. დღისით ძილი არ გამიგია, ე.ი. ზნევს? შეგიძლია უფრო დააკონკრეტო? -------------------- კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,– აბა, მე დღეს ვის რა ვარგე? |
|
|
May 18 2009, 01:02 PM
Post
#42
|
|
YELLOW soul Group: Moderator Posts: 868 Joined: 19-June 08 From: Tbilisi Member No.: 2,617 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
გულგრილი ხარ მატერიალური საგნების მიმართ, ასევე კარიერული ამბიციები არ გაგაჩინია. ეს კარგია და ბუნებრივი. ანუ ხვდები, რომ ამას ყველაფერს დიდად აზრი არა აქვს. სამაგიეროდ არის ფასეულობები შენში რომელთაც ნამდვილად აქვს აზრი და რომლის გამოც ღირს ძალისხმევა. როცა შინაარსი გაგიჩნდება მაშინ ქმედების ხალისიც გექნება. თუმცა მანამდე შესაძლებელია ქმედების საშუალებითაც პროვოცირება გაუკეთო აზრის გაჩენას. რადგან აქაური წყობა გეუცხოვება და ვერ ეგუები, მაშინ იქნებ იმაზე დაფიქრდე თუ რატომ შეიძლება მოხვედრილიყავი აქ. შემთხვევითობების გჯერა? ალბათ იყო რაღაც მიზეზი რის გამოც შენი აქ და ამ დროს ყოფნა იყო საჭირო. მგონია, რომ დიდი ენერგია გაქვს დაგროვილი და ამ ენერგიის სწორად გამოყენებაა საჭირო. ალბათ ამიტომაც ჩნდება დაავადებები. სიცივეც ბუნებრივია. მე ყოველთვის მცივა როდესაც ცუდ განწყობაზე ვარ და პირიქით საერთოდ ვერ ვგრძნობ სიცივეს (გარე ტემპერატურას) როცა შინაგანად ცოცხალი ვარ. ინერტულობა ჩემი გამოცდილებით დიდმა შინაგანმა ენერგიამ იცის როცა დიდი ხნის განმავლობაში მას არ, ან არასწორი მიმართულებით იყენებდი.
|
|
|
May 18 2009, 04:15 PM
Post
#43
|
|
RED soul Group: Members Posts: 248 Joined: 15-May 09 From: Tbilisi Member No.: 5,954 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ფანტასტიური კომენტარია, ძალიან სასიამოვნოა ასეთი ლაკონური და ღრმა განმარტება. აბსოლუტურად ვეთანხმები და ბევრი რამე აღმოვაჩინე. მადლობა ჩემგანაც.
|
|
|
May 18 2009, 05:29 PM
Post
#44
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
დიდი მადლობა ყველას...
რჩევებს გავითვალისწინებ... ირმა დღე-ღამე ამოტრიალებული მქონდა ნამდვილად... ვწვებოდი ღამის 5-6 საათზე, ანუ დილის და დღის 5-6საათზე ვიღვიძებდი... შარშან აგვისტოს მერე ეგრე ვარ. ომის დროს ვათევდიტ ღამეებს მე და ჩემი ქმარი და მერეც გავაგრძელეთ... ზნევვს რა არის? ერთი კვირაა ვცდილობ ადრე ავდგე და ადრე დავიძინო.. მივეჩვევი ალბათ -------------------- FORZA ROMA
|
|
|
May 18 2009, 06:43 PM
Post
#45
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,984 Joined: 25-April 07 From: tbilisi Member No.: 28 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
დეპრესია ალბათ ყველა ადამიანს აქვს ცხოვრების რაღაც ეტაპზე. მეც მქონდა სადღაც 7-8 წლის წინ. როცა აღარაფერი მაინტერესებდა, ვეღარც მეგობრებთან ვურთიერთობდი და ჩაკეტილ სივრცეში აღმოჩნდი.
შეეცადე ადრე დაიძინო და ძალიან ადრე ადგე, მზის ამოსვლას თუ შეესწრები, ძალიან კარგი იქნება. მზის ამოსვლას უყურე- დაგეხმარება. აი ეს მომენტი დამეხმარა გარკვეუწლილად. რეჟიმი შევიცვალე. დილით ადრე 6-ზე ვდგებოდი და ფეხით ავდიოდი კუს ტბაზე. იქ ვუყურებდი მზის ამოსვლას და ის სიჩუმე, ბუნების გაღვიძება, მზის პირველი სხივები ახალ ენერგიას მაძლევდა. ვიჯექი მთაზე და ვუყურებდი როგორ იღვიძებდა ქალაქი და ვფიქრობდი და ვფიქრობდი... ვსახავდი გეგმებს, მომავალს. მერე უკვე მაგარი დამუხტული ვეშვებოდი სახლში და ცხოვრების ხალისი დამიბრუნდა ასე ნელ-ნელა -------------------- know yourself and you will know the universe
It's choice--not chance--that determines your destiny |
|
|
May 18 2009, 11:04 PM
Post
#46
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 796 Joined: 4-December 08 Member No.: 5,884 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
საშინელებაააა
არ ვიცი მეც მქონდა თუ არა, მგონი ნიშნები მქონდა მხოლოდ. მაინც საშინელება იყო, მაგრამ დავაღწიე თავი tikoroma როგორც იქნა წერ ამ ფორუმზე -------------------- |
|
|
Apr 2 2010, 09:18 PM
Post
#47
|
|
RED soul Group: Members Posts: 170 Joined: 20-February 10 Member No.: 6,156 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
tikoroma
1 წელი გავიდა ამ თემის გახსნიდან. რა ქენი, დააღწიე თავი? როგორ მდგომარეობაში ხარ ახლა? მოკლედ, მე ბოლო ზაფხულს მივანგრიე ჩემი ფანატიკური რწმენა, თავის სამშობლოს და ყველაფრის სიყვარულთან ერთად. ზოგადად, რაც უფრო ძლიერია შენობა, მით უფრო ძლიერად ინგრევა. ამიტომ ამას ყველაფრისადმი ეჭვი მოყვა, ჩემივე თავის ჩათვლით. შემიძლია გაუზვიადებლად ვთქვა, რომ იმის ჩრდილიც არ ვარ ახლა, რაც 2 წლის წინ ვიყავი... ამ თემაზე ბევრი ვიბურღე ტვინი და "ძირამდე" ჩავედი, მერე ერთ-ერთ ფორუმზე ჩავაგდე ორი პოსტი, დავაკოპირებ: პირველში შევეცადე ზოგადად ჩამომეყალიბებინა პრობლემა, რომ უაზრო რჩევები კი არ მოეცათ, თემაზე ფილოსოფიურად ემსჯელათ და გამოსავალი ეპოვათ, მაგრამ ვერ მოახერხეს... "Dec 10 2009, 19:28 ადამიანები ღირებულებებს ესწრაფვიან. ყოველთვის იცოდნენ ადამიანებმა რისთვის ცოცხლობდნენ, ეს იყო მათი რწმენა ღვთისადმი, მათი სიყვარული ტრადიციებისა და ქვეყნისადმი. იესომ შეძლო ადამიანების ცხოვრებისთვის აზრი მიეცა, იგივე შეძლეს სხვა დიდმა მოძღვრებმა, მასწავლებლებმა, ღმერთკაცებმა (თუმცა მისნაირი სიდიადის არცერთი არ იყო). ადამიანებმა იცოდნენ რა უნდოდათ, იქნებოდა ეს სიკეთის კეთება, სამშობლოს გაძლიერება თუ საკუთარი რეალური, ჭეშმარიტი რწმენის სხვებისთვის ჩანერგვა. ახლა ვიყურები გარშემო და ვხედავ ყველაფრისადმი აგდებულ დამოკიდებულებას, ღირებულებები აღარ დარჩნენ, თითქოს ყველა განადგურდა, ადამიანი უმიზნო გახდა, აღარაფერი აინტერესებს ცხოველური ინსტინქტების გარდა. მას გონია რომ ასეც უნდა იყოს, ადამიანებს მხოლოდ მათი ცხოველური ინსტინქტების (ჭამა, სმა, სექსი...) დაკმაყოფილება ანიჭებთ სიამოვნებას, თუმცა არ ესმით რომ დიადი ღირებულებებისთვის (რწმენისთვის, რომელიც სხვადასხვა დიდმა იდეოლოგებმა ჩანერგეს) სწრაფვას 100ჯერ უფრო დიდი სიამოვნება მოაქვს. სწორედ ამიტომ თუნდაც წამების დროს მორწმუნეები გაცილებით უფრო ბედნიერები იყვნენ ვიდრე დღეს ტიპიური "მოცინარი" სულელი კაცია. ნიცშეს თემას წავაწყდი ქვევით, უაზრო პოსტებით სავსეს (როგორც ყოველთვის). ნიცშემ, ისევე, როგორც თავისი ძველი რწმენა დაანგრია, შეძლო სხვების ღირებულებებიც დაენგრია თავისი ზარატუსტრას ერთი შეხედვით თვალწარმტაცი სახით. მისი ღირებულება რწმენის ჩამნერგავებზე არანაკლები იყო - დაენგრია ილუზიები, სწორედ ამიტომ შეძლო შეექმნა ასეთი ნამუშევარი, შედევრი, მაგრამ არაფერი უთქვამს იმაზე, მას შემდეგ რაც ყველა ილუზია, რწმენა გაქრებოდა და აღარაფერი იქნებოდა დასანგრევი, ადამიანებს რისთვის უნდა ეცოცხლათ. თვითონაც, ძველი ძლიერი რწმენის გარეშე (მამამისი პასტორი იყო და დედა პასტორის შვილი) ვერ გაუძლო სიცოცხლის უაზრობას და სიკვდილამდე თერთმეტი წლით ადრე გაგიჟდა, გონება დაუბნელდა. ნიცშე ან იდიოტი იყო, ან ძალიან ბოროტი - იცოდა რასაც აკეთებდა და მაინც აკეთებდა. მე პირველი მგონია." "Jan 1 2010, 21:09 "ადამიანს მისჯილი აქვს თავისუფლება". ადამიანი მუდმივი შემოქმედებით ხდება არარაობიდან იმად, რაც არის. ის თვითონ ქმნის ღირებულებებს და ამ გზით ადამიანის არარაობა იქცევა "აზრის" მატარებლად. ადამიანი ხდება დეტერმინირებული. ჩვენ მხოლოდ უკუპროცესს ვიცნობთ. მას შემდეგ, რაც დეტერმინირებულმა ადამიანმა დაიწყო ყოფიერებაზე ფიქრი, მივიდა "საზღვრით სიტუაციამდე", გააცნობიერა საკუთარი არარაობა და "სიკვდილისაკენ ყოფნა", გახდა არადეტერმინირებული და მისი ერთადერთი არჩევანი არაფრის არჩევა, უმოქმედობა გახდა. ექსისტენციალისტები ცდილობდნენ ყოფიერების აზრის მიგნებას, თუმცა მათი ყველა მცდელობა კრახით დამთავრდა. ისინი ნიჰილიზმმა "ჩაყლაპა". ამის გამო, არადეტერმინირებულმა, შესაბამისად ბედნიერების არმცოდნე მოაზროვნეების ერთმა ნაწილმა, რომელთა ერთადერთი არჩევანიც უმოქმედობა იყო, გადაწყვიტა საზოგადოების დეტერმინირებული, შესაბამისად ბედნიერების განცდის მეტ-ნაკლებად შემძლე ადამიანების ღირებულებების დანგრევა, რათა ეზიარებინათ "ჭეშმარიტებასთან", ე. ი. არარაობასთან და ნიჰილიზმთან. ამის ერთ-ერთი მაგალითია ცნობილი მოაზროვნე ოშო, რომელმაც სახელი ერთადერთი ფრაზის - "Your morality is not real" - სხვადასხვა "ლამაზად" აწყობილ ნააზრევებში ძახილით გაითქვა და ამით თავისი ცხოვრებაც ცხოველურ დონეზე უზრუნველყო. ის ადამიანები, რომლებიც ყოფიერების საზრისს ჩაუღრმავდნენ, ბედნიერების განცდის არმქონე, ხშირ შემთხვევაში არარაობის, გარდაუვალი სიკვდილისა და ამაოების განცდის გამო უბედურ, არადეტერმინირებულ, თავისუფლებით "დაწყევლილ" ადამიანებად იქცნენ. მათ გამოსავალი ვერ იპოვნეს. მათმა ნაწილმა გამოსავლად ტრანსცენდენტი, მარადიული აბსოლუტი, ღმერთი დაუშვა, ღირებულებების შექმნა და მათით საკუთარი თავების დეტერმინირება. თუმცა არარაობის გაცნობიერების შემდეგ მათ ვეღარ შეძლეს ღირებულებებისთვის თავის დაქვემდებარება და ბოლომდე ნიჰილისტური განწყობა შეინარჩუნეს, რასაც მოწმობს სიცოცხლის ბოლომდე ყოფიერებაზე ფიქრი, ე. ი. თავიანთი დაშვებით სრული დაუკმაყოფილებლობა. ათეისტური გადმოსახედიდან, შეუძლებელია ისეთ დიდ ადამიანს, როგორიც იესო იყო, ვერ გაეგო ყოფიერების არარაობის გაცნობიერების მძიმე შედეგები. სავარაუდოდ, ამის გამო, მან (და არა მარტო) გადაწყვიტა ადამიანები "საღვთო" ღირებულებებისთვის დაექვემდებარებინა, რათა ამით შეენარჩუნებინა მათთვის ბედნიერების განცდის შესაძლებლობა. ამიტომ არ არის სწორი რელიგიის წინააღმდეგ ბრძოლა და "Your morality is not real" - ის ძახილი. რა ვქნათ ჩვენ, ვისაც ნიჰილისტური განწყობა დაგვეუფლა და ბედნიერების განცდის შესაძლებლობა დავკარგეთ? ვინც ამას მძაფრად განვიცდით? წესით ყველაზე მეტად Doom Metal - ის მსმენელები გამიგებენ but damn it. Seems there's no escape from here." ნაღვლიანი არ ვარ... უიმედოდ ვარ,უსურვილოდ, უამბიციოდ...გულგრილი ყველაფრის მიმართ. აღარ ვიცი რა სიტყვებით ავხსნა მიზნები და სურვილები გამომდინარეობენ ღირებულებებიდან... მგონი სწორად გესმის პრობლემა. ამ ერთი წლის მერე, რამე დამაიმედებელს მიაგენი? დააღწიე თავი შენს მდგომარეობას? -------------------- Victory settles a lot of arguments in most men’s heads.
|
|
|
Apr 3 2010, 09:47 PM
Post
#48
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
DISCIPLINE
გმადლობ ამ პოსტისთვის. მეც ვფიქრობდი ამ თემის გაცოცხლებას, მაგრამ არ მეგონა ვინმეს თუ აინეტრესებდა. ახლა მეც სიცხე მაქვს და ვერ ვარ მსჯელობების ხასიათზე... მალე გაგცემ პასუხს. -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Apr 11 2010, 10:46 PM
Post
#49
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
DISCIPLINE
ვცდილობ აღარ ვიფიქრო ამაზე. არ ვეძებ არავითარ მიზანს. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ცოტა დავმშვიდდი... ცხოვრების წესიც შევცვალე, მთელი დღე სამსახურში, სახლში ერთი სული მაქვს დავწვე და დავიძინო და აღარ მცალია ჩემს ზედმეტი ფიქრებისთვის. რეალურად კი ჩემი ასეთი ცხოვრებაა თავის მოტყუებაა, ყოველდღიურ ცხოვრებაში დავემალე დეპრესიას. გასაგებია, რომ ეს საუკეთესო გამოსავალია ექიმებისთვის, მაგრამ არა ჩემთვის. რადგან შეხედულებები არ შემცვლია მოკლედ, მე ბოლო ზაფხულს მივანგრიე ჩემი ფანატიკური რწმენა, თავის სამშობლოს და ყველაფრის სიყვარულთან ერთად. ზოგადად, რაც უფრო ძლიერია შენობა, მით უფრო ძლიერად ინგრევა. ამიტომ ამას ყველაფრისადმი ეჭვი მოყვა, ჩემივე თავის ჩათვლით. შემიძლია გაუზვიადებლად ვთქვა, რომ იმის ჩრდილიც არ ვარ ახლა, რაც 2 წლის წინ ვიყავი... ჰო, ეს ნგრევა ჩემშიც მოხდა, მით უმეტეს პატრიოტიზმის, რაც არ ნიშნავს რომ სამშობლო აღარ მიყვარს. უბრალოდ, ნაკლებ ემოციურად აღვიქვამ ყველაფერს... ყოველთვის იცოდნენ ადამიანებმა რისთვის ცოცხლობდნენ, ეს იყო მათი რწმენა ღვთისადმი, მათი სიყვარული ტრადიციებისა და ქვეყნისადმი. იესომ შეძლო ადამიანების ცხოვრებისთვის აზრი მიეცა, იგივე შეძლეს სხვა დიდმა მოძღვრებმა, მასწავლებლებმა, ღმერთკაცებმა (თუმცა მისნაირი სიდიადის არცერთი არ იყო). ადამიანებმა იცოდნენ რა უნდოდათ, იქნებოდა ეს სიკეთის კეთება, სამშობლოს გაძლიერება თუ საკუთარი რეალური, ჭეშმარიტი რწმენის სხვებისთვის ჩანერგვა. ეს შენი აზრია? მე ამაშიც ვერ ვხედავ ხსნას... რელიგია ვერ მიხსნის ყველაფერს... ვერც ეზოთერიკა... როგორღაც სხვის სათამაშოდ ვჩანვართ ადამიანები... ის ადამიანები, რომლებიც ყოფიერების საზრისს ჩაუღრმავდნენ, ბედნიერების განცდის არმქონე, ხშირ შემთხვევაში არარაობის, გარდაუვალი სიკვდილისა და ამაოების განცდის გამო უბედურ, არადეტერმინირებულ, თავისუფლებით "დაწყევლილ" ადამიანებად იქცნენ. ეჰ სოლომონისტები ვართ რა ყოველივე ამაო ... -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Apr 11 2010, 10:46 PM
Post
#50
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ორჯერ დამეპოსტა
-------------------- FORZA ROMA
|
|
|
Apr 12 2010, 10:56 AM
Post
#51
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 691 Joined: 15-January 10 From: yvelgan da arsad Member No.: 6,118 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
-------------------- -----------------------------------------------------------------
|
|
|
Apr 12 2010, 02:26 PM
Post
#52
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 737 Joined: 2-March 10 Member No.: 6,165 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ყოველივე ამაო ... არის პერიოდები ჩემს ცხოვრებაში როცა მხოლოდ ამაზე ვფიქრობ გადამივლის, ხალისით ავივსები, მაგრამ მერე ისევ და ისევ მანდ ვბრუნდები მერე უყურებ ვიღაცას და ვფიქრობ, რა ბედნიერია არ იცის რომ ამაოა.... მეც მინდა ასე ეხლა ის დროა, როცა ეს დამავიწყდა, მხოლოდ ცხოვრებით ტკბობა მინდა, არ მაინტერესებს წვრილმანი პრობლემები. (ზოგისთვის ეს წვრილმანი ძალიან დიდია) |
|
|
Apr 13 2010, 01:22 AM
Post
#53
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 691 Joined: 15-January 10 From: yvelgan da arsad Member No.: 6,118 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
სიყვარული ამაო არაა და ის არასდროს არ გაივლის..
-------------------- -----------------------------------------------------------------
|
|
|
Apr 13 2010, 09:06 PM
Post
#54
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 737 Joined: 2-March 10 Member No.: 6,165 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
|
|
|
Apr 13 2010, 11:56 PM
Post
#55
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 691 Joined: 15-January 10 From: yvelgan da arsad Member No.: 6,118 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Fee
არაუსჰავს, აქ ყველანი ვსწავლობთ, მაგისთვის ვართ.. -------------------- -----------------------------------------------------------------
|
|
|
Apr 26 2010, 01:13 AM
Post
#56
|
|
RED soul Group: Members Posts: 170 Joined: 20-February 10 Member No.: 6,156 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ამ პრობლემას ყველა ადამიანში სხვადასხვა გარემოებები იწვევს. მე მივხვდი ჩემი პრობლემის სათავეები საიდან მოდიოდა და მალე გამოვასწორებ. სხვებსაც თავიანთ თავში ჩაღრმავებით და საკუთარი თავის ანალიზით შეუძლიათ პრობლემის ძირის მოძებნა და გადაჭრა.
ჩემი დეპრესიის მიზეზები იყო: პირველი - ფანატიზმის მერე გაათეისტება, პატრიოტიზმის გაქრობა, შესაბამისად ყველაფრისადმი რწმენის დაკარგვა(მიზანი გამიქრა, რომელიც აქამდე საყვარელი ადამიანებისთვის, რწმენისთვის, ქვეყნისთვის უპიროვნო სამსახური (selfless service) უნდა ყოფილიყო). მეორე - გარკვეული მიზეზების გამო დეპრესიის შეგრძნებამდე 1 წლის განმავლობაში ფიზიკურად აღარ ვვარჯიშობდი, არადა მთელი ცხოვრება ვვარჯიშობ და როგორც ჩანს მოთხოვნილებაში გადამეზარდა. მესამე - საზიზღარ მუსიკას ვუსმენდი, რომელმაც ჩემში დაგროვილი ენერგიები უაზროდ გაფლანგა, + idea fix - ად უიმედობა და საშინელება მიქცია. მეოთხე - კვირაში 20 სნიკერსს ვჭამდი 1-2 თვის მანძილზე. მეხუთე - პირველი მიზეზის გამო ყველაფერს ეჭვით შევხედე, მათ შორის ახლობლებსაც, დავუკვირდი, ბევრი ძალიან ცუდი რაღაც აღმოვაჩინე და თავი მარტოდ ვიგრძენი. მგონი ესენი ძირითადი მიზეზებია და თავისუფლად შემიძლია გამოსწორება. მოკლედ, დეპრესია არ არსებობს, ან მეტ-ნაკლებად ადვილად დაძლევადია იმისთვის, ვინც აზროვნებს. -------------------- Victory settles a lot of arguments in most men’s heads.
|
|
|
Apr 26 2010, 05:26 PM
Post
#57
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 691 Joined: 15-January 10 From: yvelgan da arsad Member No.: 6,118 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მოკლედ, დეპრესია არ არსებობს, ან მეტ-ნაკლებად ადვილად დაძლევადია იმისთვის, ვინც აზროვნებს. -------------------- მიხარია ასეტი დასკვნა რომ გააკეთე და რომ გაანალიზე მიზეზები როს გამოც იყავი დათრგუნული.. როგორც ჩემი 6-ს შვილიანი დაქალი იტყვის ხოლმე, როცა ეკითხებიან მშობიარობის შემდგომი დეპრესია არ გემართება ხოლმეო? პასუხობს,- მაგის ფუფუნება სად მაქვს რომ დეპრესიაზე დავკარგო დროო! -------------------- -----------------------------------------------------------------
|
|
|
Apr 26 2010, 09:24 PM
Post
#58
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 737 Joined: 2-March 10 Member No.: 6,165 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
|
|
|
Apr 26 2010, 10:25 PM
Post
#59
|
|
RED soul Group: Members Posts: 198 Joined: 20-April 10 From: motel entland 66 Member No.: 6,208 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
აუუ თავი მტკივა საშინლადდ..უამრავი პრობლემა მაქვს რომელბიდანაც გამოსავალ ივერ მოვუძებნე და ამას + ძალიან დამღალა ამ ყველაფერმაა.... არადა "დასანახად" ვერ ვიტან დეპრესიას და ძალით დეპრესიულ ხალხსს მარაა ...... კაროჩე რა.. მასწავლეთ ვინმეემ ასტრალში გასვლა და იქიდან დამბრუენბელი აღარ ვარ მე xd
-------------------- |
|
|
Apr 26 2010, 11:08 PM
Post
#60
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 737 Joined: 2-March 10 Member No.: 6,165 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
გოგა რას ამბობ?
ყველა პრობლემას აქვს გამოსავალი |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 27th September 2024 - 05:43 AM |