Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ პიროვნებები, გაერთიანებები, სწავლებები _ გაბრიელ ბერი.

Posted by: visama vritti pranayama Dec 1 2011, 12:42 AM

ვფიქრობ საინტერესო იქნება ამ დიდ პიროვნებაზე საუბარი...

ჩემთვის საინტერესოა "უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე" - ში ამოკითითხული რამოდენიმე რამ.

"აქ მხოლოდ სიყვარულია, სიყავრული და სხვა არაფერი, ადამიანი მთლიანად განუშორებლად მყოფბს ღმერთან, რაც სრული ერთობაა. გონება ჩერდება, აზრები თავიდან სრულიად ქრება და უჩინარდება, აღარც არაფერს ფიქრობს, არამედ მხოლოდ ღმერთს ჭვრეტს და რასაც ღვთისგან ხედავს და ისმენს, მას აკეთებს და ამბობს".

"აბა, რაღა ერთობა და ღმერთთან ყოფნაა ის, როდესაც გონება მოქმედია, აზრები დიდად თუ მცირედ მყოფს შენში და გონება დაკავებულია რაიმე საფიქრალით. სრული ერთობა ღმერთთან გარდაუვალია გონების გაჩერების და აზრების გაქრობის არათუ ნაწილობრივ, არამედ სრულიად გაქრობის გარეშე."

ათასი სახელიდან ამ მდგომარეობას მედიტაციასაც უწოდებენ.

მისივე საფლავზე - ჭეშმარიტება სულის უკვდავებაშია.

Posted by: LAIRA Dec 1 2011, 06:45 PM

გაბრიელი პირველი დიდი სალოსი ბერია,რომელმაც გზა გაუხსნა საიდუმლო ცოდნას,რომელსაც ეწოდება სამონასტრო ცოდნა და არ არის ხელმისაწვდომი ყველასთვის.

მამა გაბრიელი ამბობდა
მე ძალიან ძველი სული ვარ(სულთა გადაადგილების,ხელახლა დაბადების თეორია)
მე ვეფხისტყაოსნის პერსონაჟიც ვარ
ჩემი სახელი მრავალჯერ არის ჩაწერილი ისტორიაში

საინტერესოა ვინ იყო ეს დიდი სული?

როგორც გადმოცემით ვიცით გაბრიელი როდესაც აშენებდა საკუთარ ეზოში ეკლესიას,მას ქვიშით და ცემენტით სავსე ვედროები თავისით აეწოდებოდა ხარაჩოზე.

გაბრიელი ფლობდა დროს სივრცესა და მატერიას.

http://www.myvideo.ge/?video_id=776491
მისი გასაოცარი სიმამაცის და შეუპოვრობის მაგალითი

Posted by: ანა Dec 1 2011, 11:57 PM

visama vritti pranayama

"ღმერთში" რას გულისხმობდა ?
ბარემ ეგეც დაწერეთ, ასე მიჭირს გააზრება, ჩემს გამოცდილ ფირებს ვერ ვუკავშირებ

Posted by: tikoroma Dec 2 2011, 01:38 PM

ანა

მე არ მაქვს წაკითხული არაფერი, თუ რას ფიქრობდა იგი ღმერთზე და საერთოდ ყველაფერზე, ასე რომ სხვებისგან ველოდები ინფორმაციებს... smile.gif

მით უმეტეს, თუ მან

QUOTE(LAIRA @ 1st December 2011 - 06:45 PM) *
გზა გაუხსნა საიდუმლო ცოდნას,რომელსაც ეწოდება სამონასტრო ცოდნა და არ არის ხელმისაწვდომი ყველასთვის.

ძალიან მაინტერესებს..

ეს გაბრიელ ბერის ანდერძი.

დიდება ქრისტე ღმერთს, უწმინდესისაგან და უნეტარესისაგან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქისაგან ილიაII- ისგან ვიღებ შენდობასა და ლოცვა- კურთხევას. სამღვდელო და სამონაზვნო დასს ყველას გიტოვებთ ლოცვა - კურთხევას და შენდობა-პატიებას. ღმერთი არს სიყვარული, რომელიც რომ მე ბევრი ვეცადე, ვერ მივაღწიე ღმერთისა და მოყვასის სიყვარულს მაცხოვრის მცნებით. სიყვარულშია მთელი ადამიანის ამ ხილულ ქვეყანაზე სასუფევლის პოვნა და მარადისობაში დამკვიდრება. უკუბოვოდ, მანტიით დამმარხონ. იყავით კეთილნი და მდაბალნი, სიმდაბლესა შინა მოგვიხსენა ჩვენ უფალმა. მდაბალთა მოსცეს მადლი. ყველა დაბადებული ადამიანის წინაშე სიმდაბლით, სიკეთით და სიყვარულით იყავით. ყველას სიყვარული მიმაქვს-მართმადიდებელი ერისა და დაბადებული ადამიანისა. მიზანი სიცოცხლისა, ხილული ქვეყნისა არის სასუფევლის პოვნა და ღმერთთან მიახლოებადა მარადისობაში დამკვიდრება. და მეცა ამას გისურვებთ სულ ყველას, ლოცვა-კურთხევით დამიტოვებია, რომ არავინ დაჰკარგოს ღვთის დიდი წყალობა და ყველა ღირსი გახდეს სასუფეველში დამკვიდრებისა. არა არს კაცი სცხონდეს და არა სცოდოს. მხოლოდ მე ვარ დიდი ცოდვილი, დიდი უღირსი, დიდი უძლური, ყველას გთხოვთ მთელი სიყვარულით, ოდეს გაივლით ჩემი საფლავის გვერდით, შენდობა სთქვით დიდი ცოდვილისა, მიწა ვიყავ, მიწად მივიქეც. ჭეშმარიტება სულის უკვდავებაშია.

Posted by: tikoroma Dec 2 2011, 02:57 PM

visama vritti pranayama

ციტატა(visama vritti pranayama @ 1st December 2011 - 12:42 AM) *
"აბა, რაღა ერთობა და ღმერთთან ყოფნაა ის, როდესაც გონება მოქმედია, აზრები დიდად თუ მცირედ მყოფს შენში და გონება დაკავებულია რაიმე საფიქრალით. სრული ერთობა ღმერთთან გარდაუვალია გონების გაჩერების და აზრების გაქრობის არათუ ნაწილობრივ, არამედ სრულიად გაქრობის გარეშე."

ათასი სახელიდან ამ მდგომარეობას მედიტაციასაც უწოდებენ.

ქრისტიანულ ლიტერატურაში სხვაგანაც შემხვედრია მსგავსი ინფორმაცია (მამა პაისი თუნდაც), მით უმეტეს როცა შინაგანი დიალოგის შეწყვეტაზეა საუბარი. smile.gif ამიტომ ამ კუთხით თუ განვიხილავთ ქრისტიანულ ტექსტებს, მგონი აკრძალვა არ შეგვეხება ... smile.gif

რაც შეეხება მედიტაციას, მე უბრალოდ ვერ ვხვდები მის აზრს თუ მიზანი არ არის ღმერთთან ერთობა, სხვა რა მიზნებს ემსახურება?
(მხოლოდ სიყვარულის გაგზავნა, რაღაც ენერგიების მოზიდვა, არსებული შესაძლებლობების გაზრდა და სხვ. რაც შეიძლება რომელიმე კონკრეტული მედიტაციით მიიღწევა, - ჩემი აზრით, ეს ყველაფერი საშუალებაა ერთი დიდი მიზნის მისაღწევად, და ეს მიზანი თუ უფალთან (უმაღლესთან) მისვლა არაა, სხვა რა უნდა იყოს? (იგივე პრობლემას ვხედავ თოლია ჯონათან ლივინგსტონშიც, ეს მოთხრობა დასრულებული არაა)

ძალიან გვთხოვთ, არარელიგიურმა წევრებმა მიპასუხეთ, თუნდაც PM-ში babu.gif kiss1.gif

Posted by: გრიფონი Dec 2 2011, 04:35 PM

გაბრიელ ბერი crazy.gif yes.gif

Posted by: old_man Dec 2 2011, 05:25 PM

tikoroma

QUOTE
ქრისტიანულ ლიტერატურაში სხვაგანაც შემხვედრია მსგავსი ინფორმაცია (მამა პაისი თუნდაც), მით უმეტეს როცა შინაგანი დიალოგის შეწყვეტაზეა საუბარი. ამიტომ ამ კუთხით თუ განვიხილავთ ქრისტიანულ ტექსტებს, მგონი აკრძალვა არ შეგვეხება ...

რაც შეეხება მედიტაციას, მე უბრალოდ ვერ ვხვდები მის აზრს თუ მიზანი არ არის ღმერთთან ერთობა, სხვა რა მიზნებს ემსახურება?
(მხოლოდ სიყვარულის გაგზავნა, რაღაც ენერგიების მოზიდვა, არსებული შესაძლებლობების გაზრდა და სხვ. რაც შეიძლება რომელიმე კონკრეტული მედიტაციით მიიღწევა, - ჩემი აზრით, ეს ყველაფერი საშუალებაა ერთი დიდი მიზნის მისაღწევად, და ეს მიზანი თუ უფალთან (უმაღლესთან) მისვლა არაა, სხვა რა უნდა იყოს?

ძაან გამაკვირვე. ვინ გითხრა რომ მედიტაციის მიზანი ეს არ არის? smile.gif
მედიტაციის უმაღლესი მიზანი არის სწორედ ღმერთის როგორც სუფთა ენერგიის საკუთარ თავში ჩაღრმავებით აღმოჩენა და მასთან შერწყმა...
ყველა რელიგიას აქვს თავისებური მედიტაცია. ლოცვაც ქრისტიანული მედიტაციაა ფაქტობრივად, მაგრამ ამ დროს ღმერთთან კავშირი არ ხდება საკუთარ თავში ჩაღრმავების გზით, იგი სხვა პრინციპზეა...
გააჩნია ადამიანისთვის რომელი რელიგიური მედიტატიური საშუალებაა ახლო.
თუმცა, შეიძლება არც ერთ რელიგიაზე და მედიტაციაზე წარმოდგენა არ გქონდეს და შენი შინაგანიდან წამოსულით მედიტირებდე, მაგრამ მერე რომ წაიკითხო აღმოაჩინო რომ ვთქვათ ბუდას გზას მიჰყვები...ან სხვა რომელიმე სულიერ პრაქტიკას.

Posted by: tikoroma Dec 2 2011, 06:35 PM

old_man
ძაან გამაკვირვე. ვინ გითხრა რომ მედიტაციის მიზანი ეს არ არის?

ჰო მაგრამ ვისაც ღმერთი არ სწამს?

Posted by: old_man Dec 2 2011, 06:46 PM

tikoroma

QUOTE
ჰო მაგრამ ვისაც ღმერთი არ სწამს?

არამგონია ათეისტები მედიტირებდნენ. )))
ვისაც ღმერთის არ სწამს, იმას არც სულის არსებობის სჯერავს და არც სულიერ პრაქტიკებს აკეთებს

Posted by: td......... Dec 3 2011, 12:52 PM

მამა გაბრიელი ყოველთვის მამა სერაფიმე საროველს მახსენებდა ,მ არ ვიცი რატომ.. ისიც ამბობდა უარყავით საკუთარი თავი და მოიხვეჭეთ სულიწმინდა "Отвергайтесь себя и стяжайте Духа Святого!" , ამის გარეშე უფალს ვერ შეუერთდები მთლიანად.

მქონდა ბედნიერება მამა გაბრიელი მის სიცოცხლეში გამეცნო. ჩემი ხლობელიც გადაარჩინა, და ეხლაც ყოველთვის ვგრძნობ მას. ის უდიდესი მასწავლებელი იყო და არის.

Posted by: ანა Dec 4 2011, 08:03 PM

დედაჩემი მამა გაბრიელის ზეთ ისვამდა და განიკურნა. თვითშთაგონება იყი პლაცებოს ეფექტი თუ მართლა სასწაული არ ვიცი.. ფაქტია განიკურნა smile.gif
და მეტი ინფორმაცია დაგედოთ იქნებ..

Posted by: elli Dec 5 2011, 09:32 AM

სკოლიდან მცხეთაში ექსკურსიაზე ვიყავით და რა თქმა უნდა ყველას შარვლები გვეცვა, არც ვიცოდით მამა გაბრიელის შესახებ, მახსოვს ჩემს მეგობართან ერთი ბერი მოვიდა და ჩემს დაქალს ეუბნება: არა გრცხვენია მონაზონი შარვლით დადიხარო? იმის შემდეგ 20 წელზე მეტი გავიდფა და ის გოგო მარტლა მონაზონია

Posted by: xrashuna Dec 31 2011, 12:40 AM

ძაან მიყვარს მამა გაბრიელი. დიდი სულია ნამდვილად JC_cupidgirl.gif მისი ცხოვრების გაცნობით დავიწყე სულიერ სამყაროში შემოსვლა.

Posted by: vano kazbegi Dec 31 2011, 12:52 AM

მამა გაბრიელის საფლავზე ვარ ნამყოფი და საინტერესო ის არის რომ მისი საფლავი სულ სხვაა დასხივებაა.

Posted by: natuka Dec 31 2011, 01:43 AM

QUOTE(davithet @ 31st December 2011 - 12:52 AM) *
მამა გაბრიელის საფლავზე ვარ ნამყოფი და საინტერესო ის არის რომ მისი საფლავი სულ სხვაა დასხივებაა.

სულ სვხა დასხიბეა რას ნიშნავს?

Posted by: vano kazbegi Dec 31 2011, 02:05 AM

QUOTE(natuka @ Dec 31 2011, 01:43 AM) *
სულ სვხა დასხიბეა რას ნიშნავს?

კარგი აურაა

Posted by: td......... Jan 1 2012, 06:46 PM

ციტატა
კარგი აურაა

smile.gif წარმომიდგენია თვითონ არს გიპასუხებდა ამაზე..biggrin.gifbiggrin.gif:D საკმაოდ კარგი იუმორი ჰქონდა..

Posted by: LAIRA Jan 1 2012, 06:48 PM

QUOTE(td......... @ Jan 1 2012, 06:46 PM) *
smile.gif წარმომიდგენია თვითონ არს გიპასუხებდა ამაზე..biggrin.gifbiggrin.gif:D საკმაოდ კარგი იუმორი ჰქონდა..

კარგად აურ ევ შენ ო biggrin.gif

Posted by: GIORGI LELUASHVILI Jan 1 2012, 09:52 PM

მოგესალმებით ყველას და პირველ რიგში მოგილოცავთ ახალ წელსsmile.gif

მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესგან!

ისე, გაბრიელის სიტყვებს მცირედ მაინც რომ გაუგო, მისი სულის უნდა იყო...

Posted by: Lashapoli Jan 2 2012, 01:44 AM

QUOTE(GIORGI LELUASHVILI @ Jan 1 2012, 10:52 PM) *
მოგესალმებით ყველას და პირველ რიგში მოგილოცავთ ახალ წელსsmile.gif

მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესგან!
ისე, გაბრიელის სიტყვებს მცირედ მაინც რომ გაუგო, მისი სულის უნდა იყო...

გიორგის გაუმარჯოს smile.gif
ამიხსენი ერთი თუ ძმა ხარ რას ნიშნავს მისი სულის??

Posted by: ანა Jan 3 2012, 12:37 AM

ვერც ამ "პაკაზუხა მართლმადიდებლებს " ვიტან და მითუმეტეს ვერც იმათ რომ გიმტკიცებენ თითქოს მხოლოდ ადამიანის გარკვეულ კატეგორიას შეეძლოს რაღაცის გაგება, ან მე ვდგავარ მაღალ საფეხურზეო და ის არაო.. არადა ნაკითხი ხალხია და ელემეტარულ შეცდომებს რომ უშვებენ ვერც ხვდებიან kos.gif

QUOTE
წარმომიდგენია თვითონ არს გიპასუხებდა ამაზე..biggrin.gif საკმაოდ კარგი იუმორი ჰქონდა..

მე ნამდვილ მოძღვრებს, ნამდვილ ამაღლებულ ადამიანებს ამით ვცნობ.. ყველაფერზე ხუმრობენ და არასოდეს უკითხავენ ვინმეს მორალს ან აძლევენ შენიშვნას smile.gif მყავს ასეთი ნაცნობი, თვალებში რომ ჩახედავ მიხვდები როგორ ანათებს, სასწაული ვინმეა.. და არა ისეთები, უმეტესობა როგორიცაა. დედის გინებით და ჯოჯოხეთის მუქარით რომ მოუწოდებენ სხვებს ღმერთი იწამონ და ეკლესიაში იაროან sad.gif

Posted by: ანა Jan 3 2012, 12:43 AM

ღმერთი არ იძლევა დიდი ნიჭს დიდი განსაცდელის გარეშე. ღმერთო ყველა იმ ზომით მოგვივლენს განსაცდელს რისი ატანაც შეგვიძლია, შესაბამისად გვეძლევა ღვთის მადლიც.

მღვდელმა ზიარებისთვის პირველად მოსული მიუხედავად მისი ცოდვების სიმძიმისა აუცილებლად უნდა აზიაროს.

ყველა უნდა გიყვარდეს, მაგრამ თუ ვერ შეძელი ყველას სიყვარული, კეთილი მაინც ყველასთვის უნდა გინდოდეს.

QUOTE
წმინდა წინასწარმეტყველების ენუქისა და ელიას ბრძოლას ანტიქრისტესთან - ტელევიზიით გადასცემენ.
??? ეს რომელი ენუქია კაცო? უცხოპლანეტელები რომ გამოეცხადნენ და ოქროსფერ ხომალდში წაიყვანეს კაპიტანთან?

დრო დიდი წყალობაა ღვთისაგან. დროში შეიძლება ადამიანი ცხონდეს. შეიძლება წარწყმდეს.

QUOTE
თუ ხედავ რაიმეს იპარავენ და არ შეგიძლია წინააღმდეგობის გაწევა, არ ჩაერიო. ილოცე ”მამო ჩვენო”. ქურდობის ცოდვას მკვლელობის ცოდვას ნუ დაამატებინებ. მოყვასზედაც იფიქრე.

Posted by: ანა Jan 3 2012, 12:48 AM

ოქრომჭედელი ქურაში ადნობს და დიდი ტემპერატურით ამუშავებს ოქროს. სანამ არ გაათავისუფლებს ზედმეტი მინარევებისაგან და არ მიიღებს ბაჯაღლოს, ანუ სუფთა ოქროს.

ბოლო ჟამს საქართველო გაბრწყინდება, სწორედ ეს გაბრწყინება იქნება რელიგიური აღმავლობა და არა დოლარების ფრიალი, ზოგს რომ ჰგონია. უამრავი მორწმუნე მოიყრის საქართველოში თავს. რაც კომუნისტებმა გააკეთეს, არის შესავალი და ახლა იწყება უფრო მნიშვნელოვანი. ქვეყნის დასაბამიდან ასეთი განსაცდელი არ ყოფილა დედამიწაზე, ეს არის ბოლო. წარმოიდგინე დედა, რომელსაც ხუთი შვილი ჰყავს, როგორ გამოკვებოს ეს ხუთი შვილი, თუ ბეჭედი არ მიიღო. ხედავ რამხელა მახეს უგებს ანტიქრისტე ადამიანს? თავდაპირველად იქნება ნებით, მაგრამ როცა გამეფდება და გახდება მსოფლიო მბრძანებელი, აიძულებს ყველას, რომ ეს ბეჭედი მიიღოს, ვინც არ მიიღებს ასეთ ადამიანებს გამოაცხადებს სამშობლოს მოღალატეებად და ხალხი უნდა გაიქცეს ტყეში, ათი - თხუთმეტი ერთად, ერთი და ორი ვერ გადარჩება. ასეთ ხალხს სულიწმიდა შეინახავს. რაც არ უნდა მოხდეს ღმერთის იმედი არასოდეს დაკარგო. უფალი მოგცემს სიბრძნეს როგორ მოიქცე.

Posted by: ანა Jan 3 2012, 12:52 AM

ადამიანი ისე უნდა ამხილო, რომ გული სიყვარულით გქონდეს სავსე.

კაცმა გზა თვითონ უნდა დაილოცოს თავისი კეთილიკ გადაწყვეტილებით. როგორც ივლი, გზაც ისეთი გექნება, ადამიანს ღმერთმა თავისუფალი ნება მისცა... მე რა უფლება მაქვს ან ასე ვთქვა, ან ისე.

Posted by: td......... Jan 3 2012, 01:19 AM

smile.gif

Posted by: GIORGI LELUASHVILI Jan 7 2012, 07:52 PM

Lashapoli

ციტატა(Lashapoli @ 2nd January 2012 - 02:44 AM) *
გიორგის გაუმარჯოს

გაუმარჯოს!
გილოცავ შობასsmile.gif
ციტატა(Lashapoli @ 2nd January 2012 - 02:44 AM) *
ამიხსენი ერთი თუ ძმა ხარ რას ნიშნავს მისი სულის??

მოკლედ და კონკრეტულად გეტყვი: მინიმუმ მართლმადიდებელ ქრისტიანად მაინც უნდა თვლიდე თავს, ანუ იმ აღმსარებლობის იყო, რასაც არქიმანდრიტი ატარებდა.

Posted by: Lashapoli Jan 7 2012, 08:43 PM

QUOTE(GIORGI LELUASHVILI @ Jan 7 2012, 08:52 PM) *
Lashapoli

გაუმარჯოს!
გილოცავ შობასsmile.gif
მოკლედ და კონკრეტულად გეტყვი: მინიმუმ მართლმადიდებელ ქრისტიანად მაინც უნდა თვლიდე თავს, ანუ იმ აღმსარებლობის იყო, რასაც არქიმანდრიტი ატარებდა.

ეგ შენი აზრია??

Posted by: Lashapoli Jan 7 2012, 08:44 PM

QUOTE(GIORGI LELUASHVILI @ Jan 7 2012, 08:52 PM) *
Lashapoli
!
გილოცავ შობასsmile.gif

მეც გილოცავ გიორგი, მრავალს დაეწარი.

Posted by: გოგა Jan 7 2012, 08:57 PM

გამიგია რო დიდი ადამიანი ბრძანდებოდა მამა გაბრიელი..

ოფფტოპიკ:
მაგრამ აი ფეისბუქსზე შესვლა აღარ მინდა ვიღაცის მიერ გაკეთებული მამა გაბრიელის ფანპეიჯის გამო :|

Posted by: GIORGI LELUASHVILI Jan 7 2012, 10:24 PM

Lashapoli

ციტატა(Lashapoli @ 7th January 2012 - 09:43 PM) *
ეგ შენი აზრია??

რატომ მეკითხები?
არ მეთანხმები, რომ ადამიანმა ადამინს რომ გაუგოს, ამისათვის რაღაც დამაკავშირებელი ძალა უნდა არსებობდეს მათ შორის?
ციტატა(Lashapoli @ 7th January 2012 - 09:44 PM) *
მეც გილოცავ გიორგი, მრავალს დაეწარი.

იცოცხლე! smile.gif

გოგა
ციტატა(Gog1ch @ 7th January 2012 - 09:57 PM) *
გამიგია რო დიდი ადამიანი ბრძანდებოდა მამა გაბრიელი..

ამბობენ, რომ XX საუკუნემ მასზე დიდი ბერი უბრალოდ არ იცის...
ციტატა(Gog1ch @ 7th January 2012 - 09:57 PM) *
მაგრამ აი ფეისბუქსზე შესვლა აღარ მინდა ვიღაცის მიერ გაკეთებული მამა გაბრიელის ფანპეიჯის გამო :|

ეცადე, რომ ყველაფერში კარგი დაინახო და იმაზე გააკეთო აქცენტი, რაც შენ სარგებლობას მოგიტანს სულიერ წინსვლაში.
ფუტკარს უნდა დაემსგავსო, რომელიც ყვავილიდან (როგორიც არ უნდა იყოს იგი) მხოლოდ კარგს იღებს.

ამას ჭკუის დარიგებად ნუ მიიღებ, ქრისტიანული რჩევაა უბრალოდsmile.gif

Posted by: earth Jan 7 2012, 10:31 PM

GIORGI LELUASHVILI

QUOTE(gamocxadeba @ 7th January 2012 - 11:24 PM) *
ეცადე, რომ ყველაფერში კარგი დაინახო და იმაზე გააკეთო აქცენტი, რაც შენ სარგებლობას მოგიტანს სულიერ წინსვლაში.
ფუტკარს უნდა დაემსგავსო, რომელიც ყვავილიდან (როგორიც არ უნდა იყოს იგი) მხოლოდ კარგს იღებს.

ამას ჭკუის დარიგებად ნუ მიიღებ, ქრისტიანული რჩევაა უბრალოდ

ეს ძალიან კარგი რჩევაა smile.gif

Posted by: ანა Jan 7 2012, 11:20 PM

GIORGI LELUAS...

QUOTE
მოკლედ და კონკრეტულად გეტყვი: მინიმუმ მართლმადიდებელ ქრისტიანად მაინც უნდა თვლიდე თავს, ანუ იმ აღმსარებლობის იყო, რასაც არქიმანდრიტი ატარებდა.

მოდი ნიძლავი, რო არაა ასე! biggrin.gif

Posted by: GIORGI LELUASHVILI Jan 7 2012, 11:23 PM

earth

ციტატა(earth @ 7th January 2012 - 11:31 PM) *
ეს ძალიან კარგი რჩევაა

გაიხარე!

ანა
ციტატა(ანა @ 8th January 2012 - 12:20 AM) *
მოდი ნიძლავი, რო არაა ასე!

აბა როგორაა შენ ამიხსენი smile.gif

Posted by: ანა Jan 7 2012, 11:50 PM

GIORGI LELUAS...

QUOTE
მართლმადიდებელ ქრისტიანი

მართლმადიდებელი ქრისტიანი ის არაა ვინც ჯვარს ატარებს, არც ის ვიცნ ეკლესიაში დადის და წირვებს ესწრება, არც ისაა ვინც ზეპირად იცი ცნებები და ხალში ავრცელებს.. სენ წარმოიდგინე არც ის ჯვარს რომ ატარებს და არც ის, ეკლესიური ცხოვრების წესით რომ ცხოვრობს. ეს ცნობიების მდგომარეობაა.. აზროვნების რომელიც ახლოსაა თავისუფლებასთან,გონებრივ თავისუფლებასთან და ამას კი მარკები არ სჭირდება smile.gif ასე მგონია რომ რელიგიები ბრენდებია.. მართლა, ბრენდი ხომ იცი რა არი? კოკა-კოლა და პეპსი სასმელია. სხვადასხვა ბრენდები არიან და ადამიანი ირჩევს. არადა სინამდვილეში მთავარი წყალია ორგანიზმისთვის. ხო და ამიტომ ჩემო კარგო, ეს ტერმინი "მართლმადიდებელ ქრისტიანი" ზედმეტად მეჩვენება.. ცნობიერების მდგომარეობას ნებისმიერი ეროვნები და აღმსარებლობის ადამიანი მიაღწევს თუ ჩაუღღმავდა თავს და გაიხედა ცხვირს იქით.. და მითუმეტეს, ყველას, ყველა ადამიანს აქვს უფლება იმისა რომ წაიკიტხოს და გაიაზროს გაბრიელ ბერის სიტყვები. ჩემთვის პირადად ასეა და მომიდა გამეზიარებინა შენთვისაც.. smile.gif

Posted by: GIORGI LELUASHVILI Jan 8 2012, 12:04 AM

ანა

ციტატა(ანა @ 8th January 2012 - 12:50 AM) *
მართლმადიდებელი ქრისტიანი ის არაა ვინც ჯვარს ატარებს, არც ის ვიცნ ეკლესიაში დადის და წირვებს ესწრება, არც ისაა ვინც ზეპირად იცი ცნებები და ხალში ავრცელებს.. სენ წარმოიდგინე არც ის ჯვარს რომ ატარებს და არც ის, ეკლესიური ცხოვრების წესით რომ ცხოვრობს. ეს ცნობიების მდგომარეობაა..

აქამდე სწორია smile.gif
ციტატა(ანა @ 8th January 2012 - 12:50 AM) *
ასე მგონია რომ რელიგიები ბრენდებია.. მართლა, ბრენდი ხომ იცი რა არი? კოკა-კოლა და პეპსი სასმელია. სხვადასხვა ბრენდები არიან და ადამიანი ირჩევს.

ძალიან ორიგინალურად ამიხსენი, განმანათლე პირდაპირlaugh.gif
ციტატა(ანა @ 8th January 2012 - 12:50 AM) *
ხო და ამიტომ ჩემო კარგო, ეს ტერმინი "მართლმადიდებელ ქრისტიანი" ზედმეტად მეჩვენება..
მოდი აქ შევჩერდეთ...
შენ რა როგორ გეჩვენება, არც ერთი ჭეშმარიტი მართლმადიდებლისთვის მნიშვნელობის მატარებელი არ იქნება, ამიტომ უფრო ჩავუღრმავდეთ საკითხს და წმინდა წერილით თუ არა, ლოგიკურად მაინც ვიმსჯელოთ.
ჯერ გკითხავ: შენი აზრით რა არის ქრისტიანობა, მართლმადიდებლობა?
ციტატა(ანა @ 8th January 2012 - 12:50 AM) *
ცნობიერების მდგომარეობას ნებისმიერი ეროვნები და აღმსარებლობის ადამიანი მიაღწევს თუ ჩაუღღმავდა თავს და გაიხედა ცხვირს იქით..

ცნობიერებას და თვითჩაღრმავებას რელიგიის გარეშეც შეძლებს ადამიანი (ნუ, გარკვეულწილად მაინც).
მაგრამ მე ვსაუბრობ ღმერთის ცნობიერებასა და მის მიღწევაზე, რაც ჭეშმარიტი გზის გარეშე უბრალოდ შეუძლებელია.
ციტატა(ანა @ 8th January 2012 - 12:50 AM) *
მითუმეტეს, ყველას, ყველა ადამიანს აქვს უფლება იმისა რომ წაიკიტხოს და გაიაზროს გაბრიელ ბერის სიტყვები.
რათქმაუნდა, ამ უფლებას ადამიანს ვერავინ წაართმევს, მაგრამ არ გეჩვენება, რომ უხერხულია საკუთარი ცნობიერებით და აზრებით გაბრიელ ბერის სიტყვებზე ეკამათო იმავე ხარისხსისა და იმავე ღმერთის თაყვანისმცემელს?
ციტატა(ანა @ 8th January 2012 - 12:50 AM) *
ჩემთვის პირადად ასეა და მომიდა გამეზიარებინა შენთვისაც..
ძალიან სასიამოვნოა.
ასეც უნდა იყოს. უნდა გავუზიაროთ ერთმანეთს აზრები და ჯანსაღად ვიმსჯელოთ.
ამას რა ჯობიაsmile.gif

Posted by: ანა Jan 8 2012, 12:14 AM

GIORGI LELUAS...

QUOTE
ასე მგონია რომ რელიგიები ბრენდებია.. მართლა, ბრენდი ხომ იცი რა არი? კოკა-კოლა და პეპსი სასმელია. სხვადასხვა ბრენდები არიან და ადამიანი ირჩევს. არადა სინამდვილეში მთავარი წყალია ორგანიზმისთვის.
ვაიმე რა კარგად ვთქვი ესს, ჩაიწრეთ ვინმემ smile.gif))))))))

მე გეუბნები, რომე ტერმინი 'ჭეშმარიტი მართლმადიდებელი" არ მომწონს, და შენ იმეორებ:

QUOTE
შენ რა როგორ გეჩვენება, არც ერთი ჭეშმარიტი მართლმადიდებლისთვის მნიშვნელობის მატარებელი არ იქნება

ბოდიში და გავკარი ყველა "ჭეშმარიტ მართლმადიდებელს", აი ასე, დავისაჯო ამ სიტყვებისთვის, მაგრამ ვერ ვიტან ამ მარკებს ))))) ადამიანია მთავარი და არა მისი აღმსარებლობა და ის რა ქვია.. wink.gif

QUOTE
ცნობიერებას და თვითჩაღრმავებას რელიგიის გარეშეც შეძლებს ადამიანი (ნუ, გარკვეულწილად მაინც).
მაგრამ მე ვსაუბრობ ღმერთის ცნობიერებასა და მის მიღწევაზე, რაც ჭეშმარიტი გზის გარეშე უბრალოდ შეუძლებელია.

თვითჩაღრმავება არის ჭეშმარიტი გზა smile.gif

QUOTE
მაგრამ არ გეჩვენება, რომ უხერხულია საკუთარი ცნობიერებით და აზრებით გაბრიელ ბერის სიტყვებზე ეკამათო იმავე ხარისხსისა და იმავე ღმერთის თაყვანისმცემელს?
შენ ჩემი სარწმუნეობის თაყვანიმცემელი არ ხარ, მე ამ ეტაპზე აზროვნებას და ძიებას ვცემ თაყვანს, შენ კი დაზეპირებულ სიტყვებს ამბობ smile.gif უხერხულობა არ არსებობს

QUOTE
ასეც უნდა იყოს. უნდა გავუზიაროთ ერთმანეთს აზრები და ჯანსაღად ვიმსჯელოთ.

და სხვის ნათქვამსაც დავუკვირდეთ, რადგან ყველა ადამიანშია ღმერთი და ყველას ბაგეთაგან თუ თითუნებთანგან რომელიც კლავიატურაზე აწკაპუნებს გველაპარაკება ის, ზოგეჯრ გვამწომებს, ზოგჯერ გვასწავლის, ზოგჯერ უბრალოდ გვიღიმის smile.gif

Posted by: Lashapoli Jan 8 2012, 03:12 AM

გიორგი მემგონი იმდენად შეგნებული უნდა იყო, რო მიხვდე ნუ გვიმტკიცებ სხვას იმას რაც შენთვის, შენი გაგებით ჭეშმარიტებაა. შენ რო ეგრე ფიქრობ, იმას არ ნიშნავს რო სხვა რასაც ფიქრობს არააქვს ისეივე არსებობის უფლება, როგორც შენს აზრს და იგივე. სვხას თუ სხვანაირად ესმის ღმერთი, იმას არ ნიშნავს რო შენი გადმოსახედიდან ის ცდება, ყველას თავისის გზა აქვს და გთხოვ მეტი ამაზე არ იკამათო, აქ ყოველშემთხვევაში და მიიღე ეს, როგორც რჩევა..

Posted by: LAIRA Jan 8 2012, 11:05 AM

ნუ კამათობთ რა

Posted by: visama vritti pranayama Jan 8 2012, 10:11 PM

QUOTE(Lashapoli @ Jan 8 2012, 03:12 AM) *
გიორგი მემგონი იმდენად შეგნებული უნდა იყო, რო მიხვდე ნუ გვიმტკიცებ სხვას იმას რაც შენთვის, შენი გაგებით ჭეშმარიტებაა. შენ რო ეგრე ფიქრობ, იმას არ ნიშნავს რო სხვა რასაც ფიქრობს არააქვს ისეივე არსებობის უფლება, როგორც შენს აზრს და იგივე. სვხას თუ სხვანაირად ესმის ღმერთი, იმას არ ნიშნავს რო შენი გადმოსახედიდან ის ცდება, ყველას თავისის გზა აქვს და გთხოვ მეტი ამაზე არ იკამათო, აქ ყოველშემთხვევაში და მიიღე ეს, როგორც რჩევა..

დიდება ქვეყნის შემოქმედს
რა კარგად დაგიწერია smile.gif

LAIRA

http://smiles.33bru.com/smile.155457.html

Posted by: ანა Jan 8 2012, 10:17 PM

გავიბუტე

Posted by: Zet Jan 8 2012, 11:19 PM

GIORGI LELUASHVILI
ჯერესერთი ნეგატიური პროგრამირების მინაწერები (signature) წაშალე, წაიკითხე შენთითონ რამდენი ნეგატიური სიტყვა წერია) ეშმაკიო, ცელიო.....
ამ ბრენდის დანერგვა ამ ფორუმზე არ გამოვა რასაც შენ ცდილობ, ვიცი ამ ბრენდის წესები, რომ ყველგან უნდა გაავრცელო უნდათ არუნდათ ყველგან უნდა შეტენო ძალით თუ ნებაყოფლობით)))
ესარის უბრენდო ფორუმი, და ეს წესებშიც წერია wink.gif ეგრე მგონია შენ კი არა ამ ბრენდის ეგრეგორი წერს ამ ყველაფერს, და აქ შენი ინდივიდუალურობა და აზრი არჩანს საერთოდ wink.gif
დაწერე ის რაც არეხება ამ ბრენდს შენი აზრებიდან გამომდინარე wink.gif

Posted by: GIORGI LELUASHVILI Jan 9 2012, 01:23 PM

რა მაგრები ხართsmile.gif
ესეიგი მე მომიწოდებთ სხვას ჭკუას არ ვარიგებდე (მაგრამ მე არავის ვარიგებ!) და ამ დროს თავად მარიგებთ ჭკუას.

და კიდევ, ნუ ჩაიციკლებით ამ "მართლმადიდებლობისა" და "დოგმების" ცნებებში, ჯერ გაარკვიეთ, გაიგეთ რას ნიშნავს ან ერთი, ან მეორე.

მე კი არავის არაფერს "ვუქადაგებ" და არავის არაფერს "ვასწავლი"!
თქვენ გამოთქვამთ თქვენ აზრებს, აფიქსირებთ საკუთარ მსოფლმხედველობას და მე არ მაძლევთ ამის საშუალებას.

რატომ გგონიათ, რომ ჩემი შეხედულებების დაფიქსირება "მართლმადიდებლობის ქადაგებაა"?
მე ვსაუბრობ როგორც მართლმადიდებელი ადამიანი. იქნებ არ მაქვს ამის უფლება? ესეც მითხარით.

თქვენ თუ ამბობთ, რომ ღმერთი თურმე ერთია და სხდასახვა სახელებსა და მსახურების ფორმებს ატარებს და რომ არ არსებობს ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგია; თუკი თქვენ გაქვთ ამის თქმის უფლება, მე რატომ არ უნდა მქონდეს ამის საპირისპიროს თქმის უფლება?

დიახ, ვიტყვი: არსებობს მხოლოდ ერთი და სრულყოფილი გზა, რომელიც ღმერთამდე მიმყვანია და სხვა გზები ან ნაკლულევანია, ან საერთოდ ცრუა.
ეს ჩემი აზრია და ძალიან გთხოვთ ნუ ცდილობთ რომ ამის თქმაში შემზღუდოთ.

თქვენ ერთს ამბობთ, მე მეორეს და რაა ამაში გასაკვირი?
რამდენი ადამიანიც არსებობს, იმდენი აზრია.
თქვენ გნებავთ, რომ მე არ მოგხვიოთ ჩემი აზრები თავს, მაგრამ თქვენ რატომ მახვევთ თქვენ აზრებს თავს?

თუ რაიმეში არ ვეთანხმებით ერთმანეთს, დავწეროთ და ვიმსჯელოთ.

დაბოლოს, არავის საქმე არაა მე რომელ რელიგიურ სიტყვებს გამოვიყენებ და რას წავშლი.
თქვენ რასაც გინდათ იმას წერთ, არც ქრისტიანობის შეუაცხყოფას ერიდება ზოგიერთი და ამაზე არავინ ახდენს რეაგირებას, ხოლო მე თუ სადმე მართლმადიდებლობა ვახსენე - აუF ეს როგორ გაბედა, რეებს "გვიქადაგებს" და ა.შ.
ძალიან გთხოვთ ყველამ ჩვენ თავებში ჩავიხედოთ, სანამ ვინმეს რამეში დავადანაშაულებდეთ.

Posted by: ანა Jan 9 2012, 01:38 PM

მოიშორე წარმოდგენები პიროვნებებზე, შენ, მზის მტვრის მასისგან ხარ შემდგარი. წმინდაა თითოეული მტვრის ნაწილაკი. შიში სხვისი "მე"-ს წინაშე, როცა საკუთარი "მე", უსასრულო რაოდენობის არსებებადაა დაყოფილი. იყავი ვალდებული და კეთილშობილი, გულუხვად განკარგე შენი დრო, რადგან იმ პატარა ხორცის ნაგლეჯის სიცარიელე, შენ რომ ატარებ და სულს ეძახი, თანაბრად მიემართება სიცარიელეში ყველა მიმართულებით, ყველგან ერთიდაიგივე წმინდა სიცარიელე: რატომ უნდა იყო ის ვინც ხარ, შეზღუდული, ღმერთკაცი, სიზმარში? გაიღვიძე, იყავი თავდაუზოგავი და თავისუფალი. "თანაბარი და ვერტიკალურია შენი გონება, არსად მყოფი", - გვასწავლის ჰუეი ნენგი, ჩინელი ბრძენი. ჩვენ ყველანი სამოთხეში ვართ.

ჯეკ კერუაკი

Posted by: ანა Jan 9 2012, 01:40 PM

QUOTE
, არც ქრისტიანობის შეუაცხყოფას ერიდება ზოგიერთი და ამაზე არავინ ახდენს რეაგირებას

ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშნვე სცნობს.. ამ შეურაცხყოფაშ რაოდენი სიყვარულია.. და საერთოდ ერთმანეთში სიყარულის დანახვა უნდა ვისწავლოთ და არა იმ ხარვეზის რაც მსოფლმხედველობაშ აქვს ამ ეტაპზე ადამიანს.

Posted by: GIORGI LELUASHVILI Jan 9 2012, 01:41 PM

ციტატა(ანა @ 9th January 2012 - 02:38 PM) *
მოიშორე წარმოდგენები პიროვნებებზე, შენ, მზის მტვრის მასისგან ხარ შემდგარი. წმინდაა თითოეული მტვრის ნაწილაკი. შიში სხვისი "მე"-ს წინაშე, როცა საკუთარი "მე", უსასრულო რაოდენობის არსებებადაა დაყოფილი. იყავი ვალდებული და კეთილშობილი, გულუხვად განკარგე შენი დრო, რადგან იმ პატარა ხორცის ნაგლეჯის სიცარიელე, შენ რომ ატარებ და სულს ეძახი, თანაბრად მიემართება სიცარიელეში ყველა მიმართულებით, ყველგან ერთიდაიგივე წმინდა სიცარიელე: რატომ უნდა იყო ის ვინც ხარ, შეზღუდული, ღმერთკაცი, სიზმარში? გაიღვიძე, იყავი თავდაუზოგავი და თავისუფალი. "თანაბარი და ვერტიკალურია შენი გონება, არსად მყოფი", - გვასწავლის ჰუეი ნენგი, ჩინელი ბრძენი. ჩვენ ყველანი სამოთხეში ვართ.

ჯეკ კერუაკი

ტაშიიიclap2.gif

Posted by: GIORGI LELUASHVILI Jan 9 2012, 01:42 PM

ციტატა(ანა @ 9th January 2012 - 02:40 PM) *
ამ შეურაცხყოფაშ რაოდენი სიყვარულია..

გადავბჟირდი hilarioustu8.gif

Posted by: ანანდა Jan 9 2012, 02:47 PM

QUOTE(GIORGI LELUASHVILI @ Jan 9 2012, 01:23 PM) *
რა მაგრები ხართsmile.gif
ესეიგი მე მომიწოდებთ სხვას ჭკუას არ ვარიგებდე (მაგრამ მე არავის ვარიგებ!) და ამ დროს თავად მარიგებთ ჭკუას.

და კიდევ, ნუ ჩაიციკლებით ამ "მართლმადიდებლობისა" და "დოგმების" ცნებებში, ჯერ გაარკვიეთ, გაიგეთ რას ნიშნავს ან ერთი, ან მეორე.

მე კი არავის არაფერს "ვუქადაგებ" და არავის არაფერს "ვასწავლი"!
თქვენ გამოთქვამთ თქვენ აზრებს, აფიქსირებთ საკუთარ მსოფლმხედველობას და მე არ მაძლევთ ამის საშუალებას.

რატომ გგონიათ, რომ ჩემი შეხედულებების დაფიქსირება "მართლმადიდებლობის ქადაგებაა"?
მე ვსაუბრობ როგორც მართლმადიდებელი ადამიანი. იქნებ არ მაქვს ამის უფლება? ესეც მითხარით.

თქვენ თუ ამბობთ, რომ ღმერთი თურმე ერთია და სხდასახვა სახელებსა და მსახურების ფორმებს ატარებს და რომ არ არსებობს ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგია; თუკი თქვენ გაქვთ ამის თქმის უფლება, მე რატომ არ უნდა მქონდეს ამის საპირისპიროს თქმის უფლება?

დიახ, ვიტყვი: არსებობს მხოლოდ ერთი და სრულყოფილი გზა, რომელიც ღმერთამდე მიმყვანია და სხვა გზები ან ნაკლულევანია, ან საერთოდ ცრუა.
ეს ჩემი აზრია და ძალიან გთხოვთ ნუ ცდილობთ რომ ამის თქმაში შემზღუდოთ.

თქვენ ერთს ამბობთ, მე მეორეს და რაა ამაში გასაკვირი?
რამდენი ადამიანიც არსებობს, იმდენი აზრია.
თქვენ გნებავთ, რომ მე არ მოგხვიოთ ჩემი აზრები თავს, მაგრამ თქვენ რატომ მახვევთ თქვენ აზრებს თავს?

თუ რაიმეში არ ვეთანხმებით ერთმანეთს, დავწეროთ და ვიმსჯელოთ.
დაბოლოს, არავის საქმე არაა მე რომელ რელიგიურ სიტყვებს გამოვიყენებ და რას წავშლი.
თქვენ რასაც გინდათ იმას წერთ, არც ქრისტიანობის შეუაცხყოფას ერიდება ზოგიერთი და ამაზე არავინ ახდენს რეაგირებას, ხოლო მე თუ სადმე მართლმადიდებლობა ვახსენე - აუF ეს როგორ გაბედა, რეებს "გვიქადაგებს" და ა.შ.
ძალიან გთხოვთ ყველამ ჩვენ თავებში ჩავიხედოთ, სანამ ვინმეს რამეში დავადანაშაულებდეთ.

ჭკუის დარიგება რელიგიაში მე არ გამიგია-რელიგიის წყაროები- სპეციფიური სიტემატიზირებული იდეათა და შეხედულებათა კრებულებია , პლუს ამას შესატყვისი კულტი და ეკლესიის ინსტიტუტი. რელიგიაში არსებობს დოგმები და მოთხოვნები . . და სხვ. . .
ქრისტიანული რელიგია- ჭკუას ეჭვის თვალით უყურებს და თუ ვინმემ თავისუფალი აზროვნება შეძლო მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენს (ორუელის აზრის პოლიცია)

მართლმადიდებლობა- ერთ-ერთი განშტოებაა ქრისტიანული რელიგიისა-ასე რომ სხვებიც არ აკლებენ ხელს ”ფსიქოლოგიური ზემოქმედების იდუმალი საშუალებების გამოყენებას” (მაგიას)

თქვენ ცდილობთ ” ასწავლოთ” ფარულად, იმიტომ რომ თქვენი მოძღვრების მიხედვით არცერთ მართლმადიდებელ და სხვა მიმდინარეობის ქრისტიანს არ აქვს უფლება მასწავლებლობისა (ყველ ცრუდ და მაცდუნებლად ითვლება)

დააფიქსირეთ თქვენი თუ ასეთი გაგაჩნიათ-სხვა ცნობილი ტრადიციული რელიგიების შესახებ ინფორმაცია მრავლად მოიპოვება . . .

შეგიძლიათ თქვათ რომ მართლმადიდებლობა ყველაზე ჭეშმარიტი რელიგიაა-მე შემიძლია ვთქვა რომ იგი მხოლოდ ერთ-ერთი რელიგიაა სხვა რელიგიებს შორის . .და ამ რელიგიის მიმდევრებს რამე დაუმტკიცო ან გააგებინო სრულიად ზედმეტია-მათ თავისი გზა მონახეს და გაუმარჯოთ თავის გზაზე

ქრისტიანების კრიტიკა არ ნიშნავს ვინმეს ან რამის შეურაცხყოფას-როცა მამაო იტყვის რომ ”ზანგები თეთრები იბადებიან და მერე შავდებიანო” და მე ვიტყვი ”აბა მაგას ყოლია მეთქი” -ეს არამგონია ზოგადად ქრისტიანობის შეურაცხყოფა იყოს . . smile.gif

Posted by: LAIRA Jan 9 2012, 02:52 PM

QUOTE(ანანდა @ Jan 9 2012, 02:47 PM) *

გიორგი ლელუაშვილის მიმართვათ თუ მთელს მართლმადიდებლობას?
არა მგონია ეს პატარა ბიჭი მართლმადიდებლობის სახე იყოს და ცოტა ვაპატიოთ აღფრთოვანება ბავშვს ასე არ შეიძლება ყოველი სიტყვის დაშიფრვა და გამოკიდება.
აქ სხვა რაღაცეებიც იწერება ბლომად ამდენად ვერ გავიგე რაშია საქმე,ნუთუ ვერ უნდა ვაპატიოთ ადამინს პატარა აღფრთოვანება რომელიც მალე გაუვლის?

Posted by: LAIRA Jan 9 2012, 02:55 PM

QUOTE(GIORGI LELUASHVILI @ Jan 9 2012, 01:42 PM) *
გადავბჟირდი hilarioustu8.gif

როდესაც ადამიანს აღიზინებს რამე მოერიდე,რა საჭიროა იმის მტკიცება რასაც საერთოდ მტკიცება და დაცვა არ ჭირდება?

Posted by: LAIRA Jan 9 2012, 03:19 PM

QUOTE(visama vritti pranayama @ Jan 8 2012, 10:11 PM) *
LAIRA

http://smiles.33bru.com/smile.155457.html

bigarmhug.gif

Posted by: GIORGI LELUASHVILI Jan 9 2012, 03:32 PM

ანანდა

ციტატა(haeri @ 9th January 2012 - 03:47 PM) *
თქვენ ცდილობთ ” ასწავლოთ” ფარულად, იმიტომ რომ თქვენი მოძღვრების მიხედვით არცერთ მართლმადიდებელ და სხვა მიმდინარეობის ქრისტიანს არ აქვს უფლება მასწავლებლობისა (ყველ ცრუდ და მაცდუნებლად ითვლება)

მართლმადიდებლობას არასდროს ააფერი უსწავლებნია ფარულად.
იგი ყველაფერს საჯაროდ და ყველასს გასაგონად ქადაგებდა და ქადაგებს.
რას გულისხმობ ამ "ფარულ სწავლებაში", ჩემთვის სრულიად გაუგებარია და იქნებ უფრო დაგეზუსტებინა?

რაც შეეხება იმას, თუ რატომ თვლის მართლმადიდებლობა სხვა სექტებს და ქრისტიანულ მიმდინარეობებს ცრუდ და რატომ აკრიტიკებს მათ "ქადაგებებს", ამაზე თავად წმინდა წერილიდან, პავლე მოციქულის სიტყვებით გაგცემ პასუხს:,,თუმცა არ არსებობს სხვა სახარება, არიან მხოლოდ ზოგიერთნი, რომელნიც გამღვრევენ და ცდილობენ შერყვნან ქრისტეს სახარება. მაგრამ ჩვენ კი არა, თვით ანგელოსმა ზეცითაც რომ გახაროთ სხვა სახარება, და არა ის, რაც გვიხარებია, წყეულიმც იყოს.რაც უწინ მითქვამს, ახლაც იმასვე ვიტყვი: ვინც სხვა რამეს გახარებთ და არა იმას, რაც მიგიღიათ, წყეულიმც იყოს" (გალ.1,7-9).
ციტატა(haeri @ 9th January 2012 - 03:47 PM) *
ქრისტიანების კრიტიკა არ ნიშნავს ვინმეს ან რამის შეურაცხყოფას-როცა მამაო იტყვის რომ ”ზანგები თეთრები იბადებიან და მერე შავდებიანო” და მე ვიტყვი ”აბა მაგას ყოლია მეთქი” -ეს არამგონია ზოგადად ქრისტიანობის შეურაცხყოფა იყოს . .

იმაზე აღარ გავამახვილებ ყურადღებას, რომ ქრისტიანობის-მართლმადიდებლობის მტრებს მხოლოდ ცუდის დანახვა შეუძლიათ და მხოლოდ იმის მცდელობაში არიან, რომ ჩირქი მოსცხონ ეკლესიას. ამას თავი დავანებოთ...

ეხლა, თუ შენ ცილისმწამებელი არ ხარ, მომიყვანე დოკუმენტი, არ რაიმე არგუმენტი იმისა, სადაც მამა თეოდორე ამგვარ რამეს ამბობს:
ციტატა(haeri @ 9th January 2012 - 03:47 PM) *
”ზანგები თეთრები იბადებიან და მერე შავდებიანო”

აი, ზანგებთან დაკავშირებით, და იმის შესახებ, რა გამოხმაურებებიც მოყვა მამა თეოდორეს მაშინდელ პასუხს:
http://www.youtube.com/watch?v=scRZuPcNOmI&feature=related
ეს აღარ გინახავთ ხო?
და არც გინდა ნახოთ!
რაც მთავარია ხომ დაგმეთ და შეურაცხყავით მამა თეოდორე, თქვენი მისია შეასრულეთ და სხვა რაღაში გაინტერესებთ!

LAIRA
შენ კი, სხივის წლოვანების კვლევებს შეეშვი და თუ არაფერი გაქვს სათქმელი, სხვის ასაკზე ყურადღების გამახვილების ნაცვლად, ჯობია ის დაწერო, თუ რაში არ ეთანხმები ამ "პატარა ბიჭს".
მგონია, რომ ეს "პატარა ბიჭი" სათანადო პასუხს გაგცემს.

Posted by: LAIRA Jan 9 2012, 04:06 PM

GIORGI LELUASHVILI
არაფერში არ გეთანხმები biggrin.gif მიუხედავად იმისა რომ მეც მართლამდიდებელი გახლავართ
პატარა რომ ხარ იმიტომაა შენი მგზნებარება გაქანებული ტალღასავით,აი ამიტომ არ შეიძლება გამოუცდელმა გონებამ მიიღოს ძალა,რადგან არ იცის სად მიახეთქებს მას ეს ენერგია smile.gif
მე შენ გირჩევდი დამდოვრებას აუ მდორედ დინებას smile.gif და არა ზვირთთა აღქაფებით
და კიდევ ნუ მეუხეშები smile.gif

Posted by: ანანდა Jan 9 2012, 04:07 PM

QUOTE(GIORGI LELUASHVILI @ Jan 9 2012, 03:32 PM) *
ანანდა
მართლმადიდებლობას არასდროს ააფერი უსწავლებნია ფარულად.
იგი ყველაფერს საჯაროდ და ყველასს გასაგონად ქადაგებდა და ქადაგებს.
რას გულისხმობ ამ "ფარულ სწავლებაში", ჩემთვის სრულიად გაუგებარია და იქნებ უფრო დაგეზუსტებინა?

ეხლა, თუ შენ ცილისმწამებელი არ ხარ, მომიყვანე დოკუმენტი, არ რაიმე არგუმენტი იმისა, სადაც მამა თეოდორე ამგვარ რამეს ამბობს:

მართლმადიდებელს არ აქვს უფლება დამოუკიდებლად ჩასწვდეს საგნებს და მოვლენებს-მას გვერდზე უნდა ედოს ბიბლია და აკონტროლებდეს მამაო.

მართლმადიდებლების აზრით ნებისმიერი გურუ-სატანისტი, ეშმაკის მოციქული და მაცდურია! სწავლების უფლება აქვს მხოლოდ მღვდელს და ისიც მართლმადიდებელ ქრისტიანს!

http://www.youtube.com/watch?v=Zz7Ir1iGYuo&feature=player_embedded

მამა თეოდორეს ქადაგება!

Posted by: free man Jan 9 2012, 04:13 PM

არაა ''ლამაზი'' როცა მღვდელს თავის გამართლება გჭირდება,და ეტყობა დაუფიქრებლად ილაპარაკა ზანგებზე,როცა მღვდელი ხარ ალბათ რაგაც განსაკუთრებული პოზიცია გაქ საზოგადოებაში, ჯერ ნეგატიურად მოიხსენიებდა ზანგებს, ეხლა კიდე ანტიქრისტიანული აროსო, ესეგი ანტქრსტიანულ იიყო თვითონ მაშინ ეგრე გამოდის, უეწველი საპატრიარქოდან დატუქსეს, თავის უპასუხისმგებლო განცხადებების გამო, ამიტომ ასეთი დაუფიქრბელი განცხადებები არ უნდა გაკეთო მითუმეტეს მღვდელმა

Posted by: LAIRA Jan 9 2012, 04:22 PM

QUOTE(ანანდა @ Jan 9 2012, 04:07 PM) *
მართლმადიდებელს არ აქვს უფლება დამოუკიდებლად ჩასწვდეს საგნებს და მოვლენებს-მას გვერდზე უნდა ედოს ბიბლია და აკონტროლებდეს მამაო.

მართლმადიდებლების აზრით ნებისმიერი გურუ-სატანისტი, ეშმაკის მოციქული და მაცდურია! სწავლების უფლება აქვს მხოლოდ მღვდელს და ისიც მართლმადიდებელ ქრისტიანს!
http://www.youtube.com/watch?v=Zz7Ir1iGYuo&feature=player_embedded

მამა თეოდორეს ქადაგება!

რას გადაეკიდეთ ამ მამა თეოდორეს არც ეგაა იქნება მართლმადიდებლობის ხმა და რატომ ცდილობთ ეს მიაწეროთ? unsure.gif

Posted by: GIORGI LELUASHVILI Jan 9 2012, 04:25 PM

LAIRA

ციტატა(LAIRA @ 9th January 2012 - 05:06 PM) *
არაფერში არ გეთანხმები მიუხედავად იმისა რომ მეც მართლამდიდებელი გახლავართ

შეგიძლია დამიკონკრეტო რაში არ მეთანხმები?
მე არამართლმადიდებლურს არაფერს ვწერ, შენგან განსხვავებითsmile.gif
ციტატა(LAIRA @ 9th January 2012 - 05:06 PM) *
მე შენ გირჩევდი დამდოვრებას აუ მდორედ დინებას და არა ზვირთთა აღქაფებით

ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია რას მირჩევს პავლე მოციქულიsmile.gif
ციტატა(LAIRA @ 9th January 2012 - 05:06 PM) *
და კიდევ ნუ მეუხეშები
უხეში არაფერი დამიწერია.

ანანდა
ციტატა(haeri @ 9th January 2012 - 05:07 PM) *
მართლმადიდებელს არ აქვს უფლება დამოუკიდებლად ჩასწვდეს საგნებს და მოვლენებს-მას გვერდზე უნდა ედოს ბიბლია და აკონტროლებდეს მამაო.

biggrin.gif
და შენ მართლმადიდებლობა წარმოგიდგენია ბიბლიისა და მღვდლის გარეშე?

ეს რა დამიწერე?
საერთოდ არ გცოდნია რა არის მათლმადიდებლობა, მღვდელი და ბიბლია.
ციტატა(haeri @ 9th January 2012 - 05:07 PM) *
მართლმადიდებლების აზრით ნებისმიერი გურუ-სატანისტი, ეშმაკის მოციქული და მაცდურია! სწავლების უფლება აქვს მხოლოდ მღვდელს და ისიც მართლმადიდებელ ქრისტიანს!

ეს მართლმადიდებლების კი არა, შენი სწავლებაა!
აბა საიდან მოიტანე, რომ გურუებს მართლმადიდებლობა სატანისტებად აცხადებს?

ნუ დაწერ ამგვარ რამეს "მათლმადიდებლობა ასწავლის", არამედ თქვი - "ბიბლია ასწავლის".
ციტატა(haeri @ 9th January 2012 - 05:07 PM) *
http://www.youtube.com/watch?v=Zz7Ir1iGYuo...player_embedded

მამა თეოდორეს ქადაგება!
ვი ცი ეს ქადაგება და სწორედ ამის გამო დაგიწერე ეს:
"ეხლა, თუ შენ ცილისმწამებელი არ ხარ, მომიყვანე დოკუმენტი, არ რაიმე არგუმენტი იმისა, სადაც მამა თეოდორე ამგვარ რამეს ამბობს:
ციტატა(haeri @ 9th January 2012 - 03:47 PM)
”ზანგები თეთრები იბადებიან და მერე შავდებიანო”

აი, ზანგებთან დაკავშირებით, და იმის შესახებ, რა გამოხმაურებებიც მოყვა მამა თეოდორეს მაშინდელ პასუხს:
http://www.youtube.com/watch?v=scRZuPcNOmI...feature=related
ეს აღარ გინახავთ ხო?
და არც გინდა ნახოთ!
რაც მთავარია ხომ დაგმეთ და შეურაცხყავით მამა თეოდორე, თქვენი მისია შეასრულეთ და სხვა რაღაში გაინტერესებთ!"

ახლა კი პასუხს ვითხოვ იმ კითხებზე, რომლებიც აქ დავსვი.

ვიდეოსაც მოუსმინე, განსაკუთებით ბოლოსკენ.

free man
ციტატა(free man @ 9th January 2012 - 05:13 PM) *
არაა ''ლამაზი'' როცა მღვდელს თავის გამართლება გჭირდება,და ეტყობა დაუფიქრებლად ილაპარაკა ზანგებზე,როცა მღვდელი ხარ ალბათ რაგაც განსაკუთრებული პოზიცია გაქ საზოგადოებაში, ჯერ ნეგატიურად მოიხსენიებდა ზანგებს, ეხლა კიდე ანტიქრისტიანული აროსო, ესეგი ანტქრსტიანულ იიყო თვითონ მაშინ ეგრე გამოდის, უეწველი საპატრიარქოდან დატუქსეს, თავის უპასუხისმგებლო განცხადებების გამო, ამიტომ ასეთი დაუფიქრბელი განცხადებები არ უნდა გაკეთო მითუმეტეს მღვდელმა

და არც ისაა ლამაზი, რომ მღვდლებზე გაუცნობიერებელმა და ქრისტიანობაში ჩაუხედავმა ილაპარაკო.
მით-უმეტეს ცილი სწამო.

იმედია მიხვდები ეს რატომაც დაგიწერე.

Posted by: GIORGI LELUASHVILI Jan 9 2012, 04:26 PM

LAIRA

ციტატა(LAIRA @ 9th January 2012 - 05:22 PM) *
რას გადაეკიდეთ ამ მამა თეოდორეს არც ეგაა იქნება მართლმადიდებლობის ხმა და რატომ ცდილობთ ეს მიაწეროთ?

ხვდები რომ შენეულად უყურებ მართლმადიდებლობას და სხვა ყველაფერს, რაც შენ აზრს ეწინააღმდეგება, უარყობ და ცრუ სახავ?

Posted by: LAIRA Jan 9 2012, 04:32 PM

QUOTE(GIORGI LELUASHVILI @ Jan 9 2012, 04:26 PM) *
LAIRA

ხვდები რომ შენეულად უყურებ მართლმადიდებლობას და სხვა ყველაფერს, რაც შენ აზრს ეწინააღმდეგება, უარყობ და ცრუ სახავ?

ძალაინ ცდები თუ გგონია რომ აგყვები კამათში smile.gif
სასაცილოდაც არ მყოფნის ამაში გეკამათო რაც აქ გიწერია.
გაიგებ კარგი არ გაიგებ და რაც გინდა ის გიფიქრია,პავლე და პეტრე კი არა მოყვასის სიყვარულიდან იწყება ქრისტიანობა ჯერ.

აღარ მომწერო კაი?
smile.gif
მოვრჩი მე რჩევასაც და ყველაფერს.
ამაზეც ნუ გამომეხმაურები.

Posted by: გრიფონი Jan 9 2012, 05:00 PM

~ ყველას სხვადსხვნაირი მოსზრებები გვაქვს,ისევე როგორც მე ასე რომ, დებატებს აზრი არ აქვს, და ეს თემა მღვდლებზე არ არის გახსნილი smile.gif

Posted by: GIORGI LELUASHVILI Jan 9 2012, 05:05 PM

LAIRA
შენ რომ კიდე ბავშვს დაუძახებ ვინმესsmile.gif

Posted by: free man Jan 9 2012, 05:27 PM

დიახ დიახ ყველას საკუთარი მოსაზრებები გვაქვს, მე ჩემი დავაფიქსირე და მორვრჩი რადგან თემას არ ეხება

Posted by: ბერთლანი Oct 31 2014, 05:03 AM

სიზმარი ვნახე, საავადმყოფოში მივედი მამა გაბრიელის ძმა იყო ცუდად და პალატასთან რომ მივედი კარებთან მამა გაბრიელი დამხვდა, არ შეხვიდეო, სიბნელე იყო მთელ საავადმყოფოშ, ზუსტად აღარ მახსოვს რა მითხრა მაგრამ მიახლოებით ეს მითხრა, რომ არ შეხვიდე, გარდაიცვალაო, სჯეროდა თავის ცხოვრებისო. მერე ხელები მომკიდა და მახსოვს ძალიან დიდი ტკივილი ვიგრძელი და მერე შვება და ეხლა წადიო მითხრა, არ გინდა ჩემ ძმასთან მისვლაო..

ძალიან მწირი ინფორმაცია მაქვს მამა გაბრიელზე და გამიხარდა თემა რო ვნახე, ოღონდ 3-4 პოსტის მეტი მამა გაბრიელი არ იყო ნახსენები..
მსჯელობა კარგია, სიმართლე სხვანაირად ვერ იბადება მაგრამ იქნებ ვინმემ დადოთ რამე ინფორმაცია მამა გაბრიელზე თუ გაქვთ...

სად გადაასვენეს მამა გაბრიელი ხო არ იცით?

Posted by: Sandrika Nov 6 2014, 09:03 PM

მართმადიდებლოა ჩემთვის არ არის რელიგია!

მამა გაბრიელის სწავლებების მიხედვით მე ვფიქრობ რომ მართმადიდებლობა უბრალოდ ღვთის დიდებაა მთელი ცხოვრება
ანუ სიყვარული მოყვასისა და ღვთისა, სამწუხაროა რომ ძალიან კატეგორიულები და უხეშები ვართ ერთმანეთის მიმართ
თუნდაც აქაც საერთო ჯამში რო დავფიქრდი ყველა დაახლოებით ერთი და იგივეს ლაპარაკობდით მაგრამ სხვადასხვა ენით და ამასთან
ერთად აკრიტიკებდით და ცინიზმით მიმართავთ ერთმანეთს, უბრალოდ რა საჭიროა , ეს მხოლოდ აქ და ჩვეულებრივ ყოფა ცხოვრებაში ხო საუბარიც ზედმეტია

მართმადიდებლი თვითო სიტყვა მიუთითებს ნებისმიერი ეროვნების ნებისმიერი ფერის ადამიანი შეიძლება იყოს ვინც გაიაზრა სამყაროს უკღრმართობა
და ცდილობს თავისი მცირე მოღვაწეობით რაღაც გამოასწოროს. და ზუსტად ამაში გეხმარება ეკლესიური ცხოვრება შინაგან განწმენდაში და სწორი მსოფლმხედველბის ჩამოყალიბებაში.
ვისაც არ აქვს საშუალება იაროს მაგალითად აფრიკის რომელიმე მიყრუებულ ქვეყნის მაცხოვარმა ის აუცილებლად სინდისით იხელმძღვანელებს ( ანუ პატარა ღმერთით)

ხოლო ვისაც გვაქვს სწორად უნდა გამოვიყენოთ.

ქრისტეს სიტყვებია ყველა გზა ჩემსკენ მოდისო smile.gif) რას იგულისხმებდა?

ზოგადად რაც ხდება სამყაროში ღვთის დაშვებით ხდება და თუ განიკითხავ ვინმეს ან რამეს ესეიგი ღმერთს განიკითხავ
ესეიგი რა ვქნათ? შევეგუოთ? არა უნდა გამოვასწოროთ
არა ძალადობით არამედ სიბრძნით სიმართლით და ძალით კარგი მაგალითის მიცემით !!!!!!!!!

არ მინდა განკითხვა გამომივიდეს მაგრამ ბევრი დიდ სულიერ მიღწევებზე აქვთ პრეტენზია სხვათა შორის ხანდახან მეც
მაგრამ გულგრილები უბრალო ადამიანების მიმართ, ზემოდან ვუყურებთ როგორც მასალას , საძაგლები ვართ და სხვა არაფერი
ცოდნა იმისთვის არ არსებობს რომ შეითვისებ და მერე სხვებს ზემოდან უყურო და აკონტროლო .
ესაა ჩვენი უბდურებაა sad.gif შორს ვართ მართმადიდებლობისგან
ზოგი კი ფანატიკურად მიყვება და ამასაც ვერ ხვდება

უბრალოდ საბრალოები ვართ სად მამა გავრიელი და სად ჩენ, მაგის მემილიონედად არ ვღირვართ ყველა ერთად აღებული

რამხელა პასუხისმგებლობა აიღო, რა ტკივილი აიტანა საკუთარ თავზე ადამიანთა სიყვარული გამო !!!!!!!!!!!!!

რა მედიტაცია რის მედიტაცია ზოგადად ადამიანი უმაღლეს ფსიქოლოგიუ ტკივილს რომ განიცდის გონება ყრუვდება აბსოლიტური უმრავლესობა
ადამიანების გიჯდებიან და მაგ დროს შეიძლება ყოვლად მოწყალე ღმერთან ურთიერთობა არა უფრო სწორად მოწყალე ღმერთი გვესაუბრება
რატომაა რომ გიჟები ხანდახან ისეთ სიბრძნეს იტყვიან რომ ყბა შეიძლება ჩამოგივარდეს

ღმერთმა შეგვიწყალოს ხელები მიკანკალებდა ისე ვწერდი ამას.

Posted by: bauli Nov 7 2014, 09:51 AM

მაგრები ხართ სიტყვებში ერთ ამბობთ და მეორეს აკეთებთ, ქრისტე ქრისტე ქრისტე იმეორედ და იყავით, ეგ კაცი კი არ ლაქლაქებდა თქვენსავით, საქმეს აკეთებდა მოქმედებდა და მკვდარი არ იყო სიტყვებში რსაც ამბობდა აკეთებდა, თქვენ კიდე იმეორედ სხვა ასეთია ასეთი უნდა იყოს და განიკითხავთ მთელი თქვენი ცხოვრება სხვებს, ვააჰ რა მართლა ადეგით და გაანძიეთ ერთი ადგილი,

Posted by: Sandrika Nov 7 2014, 10:43 PM

QUOTE(bauli @ Nov 7 2014, 10:51 AM) *
მაგრები ხართ სიტყვებში ერთ ამბობთ და მეორეს აკეთებთ, ქრისტე ქრისტე ქრისტე იმეორედ და იყავით, ეგ კაცი კი არ ლაქლაქებდა თქვენსავით, საქმეს აკეთებდა მოქმედებდა და მკვდარი არ იყო სიტყვებში რსაც ამბობდა აკეთებდა, თქვენ კიდე იმეორედ სხვა ასეთია ასეთი უნდა იყოს და განიკითხავთ მთელი თქვენი ცხოვრება სხვებს, ვააჰ რა მართლა ადეგით და გაანძიეთ ერთი ადგილი,

გაკეთებით ყველა რაღაცას ვაკეთებთ მაგრამ მთავარია სწორად გააკეთო, საუბარიც ხანდახან საჭიროა , არამგონია მხოლოდ დეგუსტაციის მიზნით მისცა ღმერთმა ენა ადამიანს smile.gif)))

Posted by: Sandrika Nov 7 2014, 10:44 PM

Posted by: ანნა Nov 7 2014, 11:44 PM

QUOTE(bauli @ Nov 7 2014, 09:51 AM) *
მაგრები ხართ სიტყვებში ერთ ამბობთ და მეორეს აკეთებთ, ქრისტე ქრისტე ქრისტე იმეორედ და იყავით, ეგ კაცი კი არ ლაქლაქებდა თქვენსავით, საქმეს აკეთებდა მოქმედებდა და მკვდარი არ იყო სიტყვებში რსაც ამბობდა აკეთებდა, თქვენ კიდე იმეორედ სხვა ასეთია ასეთი უნდა იყოს და განიკითხავთ მთელი თქვენი ცხოვრება სხვებს, ვააჰ რა მართლა ადეგით და გაანძიეთ ერთი ადგილი,

შენ რას აკეთებ ლაპარაკის გარდა?

Posted by: ichi Jun 9 2015, 01:36 PM

რატომ ამოთხარეს რა უნდოდათ? და ამით ფულის შოვნა არის თუ არა უსინდისობა? კითხეს გაბრიელს რომ ამოთხარეს?
რატომ ამბობდნენ უხრწნელიაო როდესაც ძვალი იყო ფაქტიურად? საკუთარ თავს ატყუებენ ალბათ

Posted by: ichi Jun 9 2015, 01:38 PM

bauli

QUOTE(bauli @ 7th November 2014 - 10:51 AM) *
მაგრები ხართ სიტყვებში ერთ ამბობთ და მეორეს აკეთებთ, ქრისტე ქრისტე ქრისტე იმეორედ და იყავით, ეგ კაცი კი არ ლაქლაქებდა თქვენსავით, საქმეს აკეთებდა მოქმედებდა და მკვდარი არ იყო სიტყვებში რსაც ამბობდა აკეთებდა, თქვენ კიდე იმეორედ სხვა ასეთია ასეთი უნდა იყოს და განიკითხავთ მთელი თქვენი ცხოვრება სხვებს, ვააჰ რა მართლა ადეგით და გაანძიეთ ერთი ადგილი,

არავინ არავიზე უკეთესი არ არის როგორც წესი, მაგრამ როდესაც ვხედავ რამე უსამართლობას უნდა ამხილო ზუსტადაც, თუარადა ხშირად თანამონაწილე ხარ....
შენ თვალწინ რომ გაქურდონ ადამიანი, ამხელ ქურდს თუ "არ განიკითხავ"? ზღვარი უნდა იცოდე.

Posted by: David Monny Jun 10 2015, 09:34 AM

QUOTE(blue_velvet @ 9th June 2015 - 02:38 PM) *
მაგრები ხართ სიტყვებში ერთ ამბობთ და მეორეს აკეთებთ, ქრისტე ქრისტე ქრისტე იმეორედ და იყავით, ეგ კაცი კი არ ლაქლაქებდა თქვენსავით, საქმეს აკეთებდა მოქმედებდა და მკვდარი არ იყო სიტყვებში რსაც ამბობდა აკეთებდა, თქვენ კიდე იმეორედ სხვა ასეთია ასეთი უნდა იყოს და განიკითხავთ მთელი თქვენი ცხოვრება სხვებს

და შენ ახლა ეფერები სხვეებს? სანამ ქრისტე დადიოდა, მანამდე 500 წლის წინ ბუდა დადიოდა და ახდენდა სასწაულებს. მანამდე კი 3000 წლის წინ კრშნა დადიოდა და ახდენდა სასწაულებს. იესომ მდგოვის მარცვლის ოდენა რწმენაც რომ გქონდეთო ეტყოდითო ამ მთასო რომ აღმოიფხვერი მანდედან და ზღვაში ჩაენერგეო და დაგიჯერებდათო. კრშნამ მთა გოვარდჰანა აწია ნეკა თითით, მოსახლეობის გადასარჩენათ. რა დარწმუნებული ხარ, რომ იესო ქრისტე ამ მთის მაგალითს არი იყენებს? ან რატო უნდა დავუჯერო ქრისტეს არ დავუჯერო კრშნას, ან რატომ უნდა დავუჯერო კრშნას და არ დავუჯერო ქრისტეს?

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)