კითხვა:
ვინ როგორ მოხვდით ამ ფორუმზე?
მზეონა
თავისუფალში საინტერესო დისკუსია წარმოიშვა და ინსპირაცია მომეცა ეს თემა გამეხსნა. მისი გახსნა სულ მინდოდა, უბრალოდ რაღაც ვერ მოვაბი თავი. ძალიან გამიხარდა რომ ქეთიმ შემახსენა.
მაშ ასე გთხოვთ მიიღოთ მონაწილეობა ამ გამოკითხვაში და უპასუხოთ ორ შეკითხვას:
1. როგორ მოხვდით ამ ფორუმზე?
2. რა არის თქვენი (ეზოთერული) ინტერესების ძირითადი სფეროები?
პ.ს. კარენოი ფორუმელებს ნუ ეგონებათ რომ მათი აქ მოხვედრის ისტორია უკვე აღარავის აინტერესებს
მე GOOGLE.GE მოვხვდი აქ.
ძირითადი ინტერესი არის ადამიანის შესაძლებლობები.
თავიდან უბრალოდ შემოვდიოდი და ვათვალიერებდი. ბოლოს მომინდა თქვენთან და დავრეგისტრირდი
რაღაც ინფორმაციას ვეძებდი ნეტში და ამ ფორუმზე მომახვედრა, მერე დავრეგისტრირდი და აგერ უკვე 5 თვეა ვარ თქვენთან, თავიდან სხვა ნიკი მქონდა, მაგრამ დამავიწყდა პაროლ და ახალი გავხსენი, იმ პირველმა ნიკმა სულ 3-4 დღე იარსება. ეზოთერიკა ბავშვობდან მაინტერესებს და ბავშვობის ოცნება ავისრულე მეტქი არაა მართალი, მაგრამ აქ ბევრი ისეთი საკითხი გავიგე რაზეც წარმოდგენა არ მქონდა. ახლა კი ნამდვილად გამიჭირდება ამ ფორუმის გარეშე, ყველან ძალიან მიყვარხართ
1. ნამდვილად არ ვიცი როგორ მოვხვდი, მე თვითონ მიკვირს. ადრეც დავწერე, რომ არც ერთ ფორუმზე, არც ერთ ე. წ. social network-შიც კი დარეგისტრირებული არ ვარ, არასდროს მქონია სურვილი. ქართულ საიტებს საერთოდ არ ვკითხულობ, არც ვიცი არც ერთი, მხოლოდ "უცნაურზე" შევედი სულ რამოდენიმეჯერ და შეიძლება იქედან?! - არ ვიცი, ეს ვიცი რომ ძალიან, ძალიან მომეწონეთ ყველანი, გინდა დაიჯერეთ, გინდ არა თითქოს თითოეული თქვენთაგანის ენერგეტიკას ვგრძნობ.......... ჰოდა ჩავრჩი აქ.
2. ჩემი პრობლემაც ეგ არის რომ ყველაფერი მაინტერესებს.
Emigranti
ამ თემის გახსნით იგრძნობა შენი სიყვარული ამ ფორუმისადმი
kate
მე ჩერეზ გუგლიდან )
ავიკვიატე ტაროს კარტი უნდა შევისწავლოთქო (არასამკითხაო დანიშნულებით, უბრალოდ მაინტერესებდა) დავიწყე ძებნა ინფორმაციის და მოვხვდი ამ საიტზე. ყველა თემა გადაკითხული მაქვს თითქმის, მაგრამ იშვიათად ვპოსტავ. საოცრებათა ქვეყანას გავს აქაურობა, ჯადოსნურ სამყაროს რაღაც უცნაური შეგრძნება მაქვს, თითქოს "სახლში ვარ"
რაც შეეხება ტაროს, მიუხედავად იმისა რომ შევიძინე, გადავწყვიტე რომ ჯერ ადრეა ჩემთვის. ჯობია უფრო მეტი ცოდნა დავაგროვო და მერე მივუბრუნდე
ინტერესების ძირითადი სფეროები- ყველაფერი რისი გაგებაც შემიძლია და რასაც ჩემი ტვინი "ვერ წვდება" ისიც ყველაფერი მაინტერესებს.
მე ვათვალიერებდი ქართული საიტების ჩამონათვალი რომ არის top.host.ge თუ რაღაცა და ოჰო უცებ ეზოთერული ცოდნის ფორუმი.. მანამდე ძაან მაინტერესებდა ეზოტერიკა, სახლში მქონდა ამობეჭდილი მასალები რეინკარნაციაზე, კარმაზე.. მერე ისეთი გრძობა მქონდა რომ ამ ფორუმზე მოხვედრა შემთხვევითი არ იყო. და როცა აქ მპოსტველი ხალხიც გავიცანი რეალში უკვე დარწმუნებული ვიყავი, რომ მათ ადრეც ვიცნობდი წინა ცხოვრებებში და ამ ცხოვრებაში ჩვენი შეხვედრაც დაგეგმილი იყო
აი გავლით მოვხდი. ერთხელ სადღაც სანელებლებით მოვაჭრე ინდოელ ქალზე ვუყურებდი რაღაც "იყო და არა იყო რა" ფილმს, და აი აქეთ გადმომაგდო მოკლედ, როგორც იტყვიან "გავლით ვარ მოხვედრილი"!
არც მახსოვს რას ვეძებდი, ხოდა აქ მოვხვდი, ჯერ ვიფიქრე რარაც ტუტუცობა იქნება ქართული თქო, მერე რაღცას სიტუაცია მომეწონა და დავრჩი.. იმის მერე აქა ვაარ!
რას მაინტერესებს და ზოგადად ყველაფერი ისიც კი რაც ატასჯერ მაქვს ნასწავლი და გაგებული.. მოკლედ ერთადერთი რაც არ მაინტერესებს ჭორები მეზობლებსა და თანამშრომლებზე.. ზოგადად ჭორები..
♫♫♫
მგონი რაღაც გევალება, აქ რომ მოხვდი. შენი დაუთვლელი ნიკებით ვინ იცის რა სახის დავალება გაქვს. არაფერია შემთხვევითი ამ ქვეყანაზედა
ფორუმ ჯის შევადარე და აქ დავრჩი
გუგლში ავკრიფე ეზოთერიკა და ერთ ერთი საიტი ეს გახლდათ
მეც google-დან მოგძებნეთ, კრიშნამურტი ჩავწერე და...
მე ადმინს ვიცნობდი და ლინქი გამომიგზავნა თავიდან ყველაფერი მაინტერესებდა, დახამებულივით ხან რომელ წიგნს ვეცემოდი და ხან რომელს, მერე ჰოლოტროპკამ გამიტაცა, მერე მიყვა და მიყვა, ეხლა დავიკარგე რაღაც, ფორუმზე აღარ ვიხედები
და აქვე ფორუმის შემქნის ისტორია))): დაახლოებით 7 წლის წინ წავიკითხე წიგნების სერია "ანასტასია" ამ წიგნმა ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა რუსეთში ეს წიგნი პოპულარობით სარგებლობდა და დიდი ვებ გვერდიც ქონდა. მე გადავწყვიტე ქართულ რეალობაშიც გამეკეთებინ პატარა ვებ გვერდი და ფორუმი, გადიოდა დრო მაგრამ თავს ვერ ვაბავდი ამ საქმეს იმიტომრომ მეთითონ HTML არ ვიცოდი და ვინმესთვის უნდა მეთხოვა, ბოლოს საშველი რომ ვერ დავაყენე, მოხდა ისე რომ სტუდიასთან სადაც მეგობარი მუშაობდა მქონდა საქმიანი ურთიერთობა და მათ ქონდათ ჩემთვის გარკვეული თანხა მოსაცემი და მე შევთავაზე რომ ამ თანხის მაგივრად უბრალოდ გაკეთებინად ძალიან პატარა წებ გვერდი თავის ცმს სისტემიტ. და საბოლოოდ ვებ საიტიც გაკეთდა და ჩემი მეგობარიც (სოფო ჯაფარიძე) მომეხმარა წიგნების ატვირთვაში. მერე გავაკეთეთ ფორუმიც, ფორუმი გამიკეთა აგრეთვე მეგობარმა ლაშა კვანტალიანმა. როდესაც ფორუმი გაკეთდა ჯერ იყო რათქმაუნდა სრულიად ცარიელი, და მარტო მე ჩემთავთან დიალოგს ხომ არ დავიწყებდი)) ამიტომ მეგობრებს ვთხოვდი რომ იმისდამიუხედავად რომ ანასტასია აბსოლუტურად არ აინტერესებდათ დაეწერათ რაღაცეები. და ესე ვაძალებდი ხალხს)))) მერე ნელნელა ფორუმს გამოუჩდნენ მომხმარებლებიც. რამდენიმე წლის დავარეგისტრირე ახალი დომეინი esoteric.ge იქედან გამომდინარე რომ ის ფორუმი მარტო თითქოს ანასტასიას წიგნების მოყვარულებისთვის იყო. და ეს დომეინი უფრო ფართო შინაარს შეიცავდა და უფრო ესადაგებოდა მსგავს ფორუმს... მინდა ვთქვა რომ ამ ფორუმა ცხოვრებაში ძალიან ბევრი რამე მომცა, და ჩემ რეალობაზეც აშკარად ძალიან იმოქმედა და ბევრი რამე შეცვალა
Zet
კარგია სერ .....
Zet
როგორ მოვხვდი ამ ფორუმზე და
ერთხელ, როდესაც yoga.ge -ზე ვმოღვაწეობდი, იქ შემოვიდნენ (თუარ ვცდები) ჯერ ატმანი და მერე მზეონა.
მერე იქ მზეონამ მოგვახსენა, რომ წარმოშობით ეზოთერული ფორუმიდან იყო თვითონ და მეც დამაინტერესდა, მეთქი ვნახო აბა რა ხდება თქო. თან ატმანმაც მითხრა, რო აქეთ კაი ხალხია, უფრო მეტი თავისუფლებაა და მეც გადავწყვიტე დამეთვალიერებინეთ.
მერე იოგას ფორუმი გაუქმდა საერთოდ და მე ნელ-ნელა აქეთ გადმოვბარგდი.
თავიდანვე ძალიან მომეწონა აქაურობა, ძაან საინტერესო თემები იყო და ვკითხულობდი ხოლმე. ბევრი რაღაცა გავიგე და მოკლედ ვაარ ასე. . . ხშირად ვსტუმრობ აქაურობას. თუმცაღა მაინცადამაინც აქტიური წევრი არასოდეს არ ვყოფილვარ და არც ვარ
შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ ქართული ფორუმებიდან, ჩემთვის პირადად, ყველაზე საინტერესო ფორუმია ეს.
არ გეგონოთ მე როგორ მოვხვდი აქ ვმალავდე. უბრალოდ ვერ მოვაღწიე ფორუმამდე და დავწერ ეხლა. ესეიგი:
მსურდა იმ დიდი ინფორმაციის, რომელიც პოლუსთა მოსალოდნელი გადაწევის შესახებ მოვაგროვე, სისტემატიზაცია და გაღრმავება. ანუ უკეთ გარკვევა ამ ყველაფერში. და იმისთვის რომ მიიღო უნდა გასცეო, ჰოდა მეც დავიწყე ხალხის ძიება ვისაც ეს ინფორმაცია დააინტერესებდა, დავგუგლე ქართული ფორუმები, რომ სადმე დამედო სტატია და როგორც ეხლა ვხვდები, არა იმდენად ლოგიკით, არამედ მაინც უფრო ინტუიციით ავარჩიე ეს ფორუმი და ჩემი მასალები აქ დავდე.
თავიდან სხვათაშორის ჩემს გონებას ცოტა არ მოეწონა აქ. ნამეტანი დასალაგებელ და ქაოტურიაო. მაგრამ გულს არ აღელვებდა და დღესაც არ აღელვებს. მერეღა მივხვდი რატომ. ეს საერთოდ ცხოვრებაშიც ასეა. თურმე უნდა ეძებო არა ინფორმაცია, არამედ ადამიანები, ისინი უფრო მნიშვნელოვანია. აი ამას მივხვდი ზეტის და ამ ფორუმის დახმარებით.
ჩემი ინტერესები კი ალბათ ცხადია რაცაა: მოსალოდნელი კატაკლიზმები, ამ მხრივ საქართველოს მომავალი, მეოთხე სიმკვრივეში გადასვლის ფენომენი, კონტაქტები უცხო ცივილიზაციებთან და ზედა სიმკვრივეებთან (ჩენელინგით თუ უჩენელინგოდ), ასტრალური მოგზაურობები (სიზმარში თუ უსიზმროდ ), რეგრესიული თერაპია (ჰიპნოზით და უჰიპნოზოდ ), ფიზიკური, სულიერი და მშვინვიერი ჯანმრთელობა და გაჯანსაღება, სწავლება კარმიული მიზეზშედეგობრიობების შესახებ, ეზოთერული და ეგზოთერული სწავლებანი სამყაროს აგებულების და არსებათა ევოლუციის შესახებ, საინტერესო ავტორები და წიგნები ამ თემებზე, სხვა უამრავი რამ, რაც კი ქვე- და ზეცნობიერს ეხება და რა თქმა უნდა ჩემი ფორუმელი მეგობრები
mata
Emigranti
წვიმდა . დამესიზმრა როგორ იდგა მთის წვერზე თეთრწვერიანი თეთრებში გამოწყობილი კაცი და რაღაცას მიყვიროდა.მის ხმას ქარი ახშობდა,მაგრამ ძირითადი სიტყვები მაინც გავარკვიე "შე პირქვე დასამარხოო" მეძახდა.
გავიღვიძე ოფლში გახვითქულმა და დავგუგლე რას ნიშავდა ეს წყევლა. გუგლმა ეს ფორუმი ამომიგდო. მერე შემოვედი და დავრეგისტრირდი. მაშინვე გადაიღო წინა დღის წვიმამ და მივხვდი-რაღაცა არსებობდა.
Pisces
მოსეს გამოცხადებები მოგონილია
ucnauri.com-დან მოვხვდი, რაღაც საინტერესო სტატია იდო და წყაროში მითითებული იყოს ეს ვებგვერდი, მას შემდეგ შევრჩი ამ ფორუმზე, ბევრს არ ვპოსტავ მარა უმეტესობა პოსტების წაკითხული მაქვს, მაინტერესებს ყველაფერი
Joy ZAZA
ერთ-ერთ მედიტაციის მცდელობაზე გავიცანი ყველასთვის საყვარელი ფორუმელი san რომლის წყალობითაც მოვხვდი აქ ამ ფორუმზე მოხვედრა მართლაც არ იყო უმნიშვნელო ჩემს ცხოვრებაში, ასე რომ დიდი მადლობა san-ს !
ამ, ფორუმში შემთხვევით მოვხვდი. არ მახსოვს რას ვეძებდი. არ დავრეგისტრირებულვარ თავიდან, ვკითხულობდი და შემთხვევით იმ რეალისტისგან დამაინტერესდა , აურის ფერის მნიშვნელობები, მე არაფრად მიმაშნდა ფერების მნიშვნელობები და აი სწორედ, რეალისტმა , კარგად ამიხსნა.
jonjol first
შენ აკაციის ჯონჯოლი ხარ თუ ჯონჯოლის ჯონჯოლი?:როლლ:
td.........
უბრალოდ ჯონჯოლი )
კაია, ჯონჯოლი მიყვარს!
მისი ნებით...
Mola Nasredini
ნასრედინს სალამი......
http://www.youtube.com/watch?v=J_xFkfK4OEg
სხვა ფორუმიდან : )
გამარჯობა ფორუმელებო ახლა შევხედე ჩემს ანკეტას და 1 წლის წინ დავრეგისტრირებულვარ აქ, მაგრამ მერე დიდი ხანი აღარ შემომიხედავს. მახსოვს, რომ გუგლ სერჩით მოვხვდი თქვენს ფორუმში
Anna Dark
თოფ ჯი-დან. დღეს გავწევრიანდი, გავერკვევი სად მოვხვდი და შეგეხმიანებით დიდი ინტერესით
ზუსტად არ მახსოვს, სავარაუდოდ გუგლით ისეთ რამეს ვეძებდი, რასაც ეზოთერიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს
სალამი!
vladimer0110
ბენაიძე ხო არ ხარ გვარად.თქვი რა რო კი რამოხდება......
მე გუგლიდან მოვხვდი,არ მახსოვს რას ვეძებდი,ალბათ რამეს ფსიქოლოგიაზე.. საერთოდ ფორუმები არ მიზიდავს,მაგრამ აქ ჯერ რისი წაკითხვაც მოვასწარი, უაზრო არაფერი შემხვედრია..ძაააააააალიან მომწონს და ნელ-ნელა დაპოსტვის სურვილი მიჩნდებს ხოლმე.. თან ხალხიც მომწონს, დადებითი აურაა.. ერთადერთი ფორუმია სადაც უაზროდ არ იფლანგება დრო..
მე cerberus-მა მომცა ამ ფორუმის ლინკი,თავიდან დამეზარა წაკითხვა 2012 წლის ამბები მაინტერესებდა მერე ცოტა გავიარ გამოვიარე აქ ბევრი საინტერესო ვნახე ყველაფრის ერთად წაკითხვა მინდოდა და უკვე თავი მტკიოდა მაგისგან ეხლაც მასე ვარ ვცდილობ ბევრი არ ვობოდიალო თორემ ისევ საინტერესოს რომ ვნახულობ მინდა ყველა ერთად წავიკითხო და ისევ თავის ტკივილი იმაზე ფიქრით თუ პირველი რომელი წაციკითხო
ყველაფერი მაინტერესებს
პირველად თეომ დამპატიჟა, რამდენიმე წლის წინ და მალე გავფრინდი.. აღარც ამხსოვს "ანუჩი" მერვა და სადმე იქნება პოსტები ))))
მეორედ, მგონი ოქტომბერში, ერთხელაც საიდან მომაფიქრდა არ ვიცი, კრიშნას ტაძარში მოვინდომე წასვლა.. უფრო სწორედ აღმოჩნდა რომ არსებობს სადღაც შორეულ ავჭალაში და მე და ორმა მეგობარმა ცნობისმოყვარეობის გამო გადავწყვიტეთ მონახულებაა. ქრისტინე ადრეც ნამყოფი იყო და კარალიოკების ეშხით კიდევ წამოვიდა. ხო და ძალიან კარგი აღმოჩნდა (მამუკა მეც რეკლამას ვუკთებ)))) ლამაზი ეზო, ბაღი, კარალიოკები, სიმშვიდე. ბალახში ვიჯექით და ვტკბებოდით. და უცებ მოკარი ყური სიტყვებს "სამყარო" "უცხოპლანეტელი" "რეპტილოიდების რასა" და რაღაც ძალიან დამაინტერესა, გადავაინაცლეთ გრძელ ხის სკამზე სადაც ჩანთები გვქონდა დატოვებული და მე ცალი ყურით იქით ვიყავი, სამი ბიჭის იყო და განიხილავდნენ რაღაცეებს. ჯერ ჩემი სკამის ბოლოსკენ მივჩოჩდი და ჩუმად ვუსმენდი და ვაკვირდებოდი, მერე ნეტა რას მერიდებათქო, ჩემს თავს ვუთხარი და მივედი ჩამოვუჯექი გავიცანი ყველა.. და ჩემთვის საინტერესო რაღაცეები ვკითხე. რაც გაგონილ ან ყურმოკრული მქონდა. ერთი ძალიან მონდომებით ხსნიდა, "ვედებს" პირველად მაშინ მოვკარი ყური. (ხო მარიმ იცოდა ეს ფორუმი და ატმანი რომელიაო იკითხა, და მერე "აუუუ ეგ იმდენს წერსო" მე ცალკე მითხრა ) ჩემს მაცხნივ იჯდა და სიმართლე გითხრათ ბვევრ გაუგებარ რაღაცას ამბობდა. ჩემს პირდაპირ იჯდნენ ორნი, ერთი აშკარად გარკვეული იყო, მაგრამ არ აქტიურობდა ჩემს მარცხნივ მჯდომისავით, უფრო მხიარულად განწყბილი იყო და ისე ლაპარაკოდაა, თავდაჯერებულად, შვიდადა მაგრამ უფრო მხიარულად მის გვერდით კი მეორეე, მმ.. რაღაც მოწყენილი თითქოს ზრდილობისგულისთვის იყო. მერე ყველაფერს ერთი ორისიტყვით შევეხეთ და ახსენეს ეს ფორუმიც, მეც გამახსენდა რომ აქ ვიყავი მაგრამ აპროლი მქონდა დავიწყებული ) და მოდიო, დარეგისტრირდითო, ძალიან კარგი ფორუმიაო, ისეთი სიყვარულით აღწერა რომ დაგვაინტერესა და სახლში მოსვლისთანავე დავრეგისტირდი. kali დავიქრვი, რადგან ეგ წინა დღეს გავიგე ვინ იყო და სხვა არაფერი გამახსენდა.. მერე აპროლი დამვიწყდა. რამდენიმე დღე დავივწყე, მერე მაინც რაღაცნარდ მომინდა და დავრეგისტრდი ჩემი სახლით და იმის მერე აქ.. აქამდე მოვედი, გამარჯობათ ))))
ძალიან ბევრი რაღაც ვისწავლე აქ და ხალხიც გავიცანი და ძალიან კმაყოფილი ვარ.. ვერ ვიტყვი რომ "ჩემი სახლი" ვიპოვე და მიყვარს აქაურობა, მაგრამ ჯერ-ჯერობით კარგად ვარ და დავქრივარ ტემიდან თემაში და ვმოღვაწეობ. მოდერის გაყალბებული ხმებით მსი ეზთერიკის კონკურსზე მესამე ადგილიც დავიკავე და საჩუქარსაც შემპირდნენ )))))
ახლა ძალიან მინსა რამის ტურნირი მოვაწყოთ.. გონების სავარჯიშო და თან სახალისო
ხო და იმ მწერალს რა ერქვა დამავიწყდა, ვატო? ხო, სხვათაშორის მეორე დღეს რა მოხდა არ მახსოვს, კარგად დამამახსოვრდა ეგ დღე. ვატო, არა..ვაკო, ბაკო..
მახსოვს,პირველ კურსზე პრეზენტაცია მქონდა გასაკეთებელი ვედებზე,ძებნაში ფორუმ.ჯი და მამუკა ამომიდგო..ისე შემითრია ამ ყველაფერმა ვერ მოვწყდი..მერე ნელნელა დამავიწყდა..
წელს კი,რეპორტაჟი მქონდა გასაკეთებელი და უცებ მამუკა ამომიტივტივდა თავში,ავჭალაში,აშრამში მინდოდა გადაღება,ხოდა მისი ნიკი დავგუგლე,წავიკითხე ყველაფერი რას წერდა ვედებზე,ერთ-ერთი კი ეს საიტი იყო და ^_^..ადრეც დარეგისტრირებული ვიყავი,მახსოვს,მაგრამ რა სახელით არ მახსოვს,არც მიზიდავდა მსგავსი თემები,რატო დავრეგისტრირდი მაშინ არც ვიცი..
სხვა ფორუმიდან : ) ლილიანი
ვახ შენც აქ ხარ?
ინტერნეტში დავსერჩე ქართულად რაღაც და ამ ფორუმზე მოვხვდი.
აგერ ამ კაი კაცმა მომიყვანა
zeppelin
ასტრალზე ვეძებდი რაღაცეებს
Dondariable
ვახ როგორ ეგრევე გიცვნივარ?
ეს ფორუმი გაუქმებული მეგონა და გამეხარდა, კვლავ რომ ვიპოვე. თუმცა ჩემი ძველი ნიკი ვეღარ აღვადგინე- ძველი ID არარ მოქმედებს რატომღაც
მიუხედავად ამისა ისევ ის ადამიანი ვარ:-)
მოგესალმებით ყველას!
hermes
მადლობა.
აქაც გამარჯობა:-)
ადამიანი
როგორ გამიხარდა რომ ისევ დაბრუნდი, მე ირმა ვარ ახლა მეც ახალი ნიკი მაქვს, შენი პოსტები მახსოვს და ძალიან ძალიან მიხარია რომ ისევ ჩვენთან ხარ
earth
მადლობა გულთბილად მიღებისთვის.
საკმაოდ შეცვლილია ეს ფორუმი, უფრო მეტი განყოფილება, უფრო მეტი ხალხი, უფრო მეტი აქტიურობა... ნელ-ნელა ვუღრმავდები :-)
მოგესალმებით,
თქვენს ფორუმს რამდენიმე წელია რაც ვიცნობ და დიდი სიმპატიებიც გამჩნია თქვენი კოლექტივის
მიმართ, რითაც შემეძლება დაგეხმარებით (ტექნიკურ საკითხებში),- წარმატებებს გისურვებთ!..
ერთად1
აღარც მახსოვს, ერთი ვიცი რომ შემთხვევით.
თუმცა სანამ ერთი პერიოდი დაიხურებოდა მაშინ ვაქტიურობდი ყველაზე მეტად. რომ დაიხურა მეწყინა
ვინმეს შეუძლია მითხრას რატომ იყო ეს საიტი დახურული?
მე ამ ფორუმზე იმიტომ დავრეგისტრირდი რომ ხალხი მოვომზადო კვანტური გადასვლისათვის,უამბო თუ როგორი უძლეველი ძალა არს სიყვარული.
ჩემთვის ეს რთულია რადგან გაცნობიერება ადრე მოხდა ჩემს სულში,ვამბობ იქ სადაც მისმენენ,სადაც არ მისმენენ უკვე ვთქვი,და მივხვდი რომ არ მისმენენ)
google-ში ვეძებდი ინფორმაციას და იქედან მოვხვდი აქ. სხვადასხვა ფორუმებზე კი ვწერდი რაღაცეებს ვფიქრობდი სხვაც იტყოდა რამეს მაგრამ მხოლოდ ის რომ მწვალებელი ვარ და ადამიანებს ვაფორიაქებ, რომ საჭიროა მეცნიერულად დამტკიცება, რომ ეს ბიბლიაში არ წერია, რომ რა საჭიროა გამოკვლევა დაე იყოს ისე როგორც არის, რომ ადამიანი ერთადერთი და საუკეთესო ქმნილებაა მთელს სამყაროში, რომ რასაც ვერ ვხედავრ ესეიგი არ არსებობს და მორჩა!
ახლა აგერ რამდენი ვნახე ჩემი "ჭკუის" ნუ მე ძალიან ცოტა რაღაცეები ვიცი მაგრამ თუ ვიძახე სულ ეს ტყუილია და ა.შ ასე ვერც ვერასოდეს ვერაფერს გავიგებ იმის მოლოდინში სანამ ვიღაც მეცნიერი უეჭველი რამეს დაამტკიცებდეს.
იესო ამბობდა, რომ ახალ ღვინოს ძველ ტიკებში არავინ ასხამს, რომ არ დასკდესო_ ანუ ძნელია იმ ადამიანებისთვის ამის გაგება როცა მთელი ცხოვრება სულ სხვა რაღაცას ასწავლიან,
რაც მე სხვა ფორუმებზე ვნახე, სიტუაცია, ვფიქრობ მაგის შემხედვარე "იესოს" მეორედ გააკრავენ ჯვარზე
ano
ano
ზუსტად არ მახსოვს მაგრამ ჩემი ძმაკაცი მიყვებოდა ვინმე ანასტასიაზე და მეც დავიწყე ძებნა გუგლში, ვიფიქრე იქნებ ქართულად დავსირჩო რავიცი რა ხდება თქო და გავჩითე საიტი, იქიდან როგორღაც მოვხვდი აქ. (ეხლა ვიცი რატომაც).
ანასტასია დღემდე არ მაქვს წაკითხული, გადმოცემებით ვიცი . მაგრამ ფორუმი, აქაური ცოდნა და უფრო ფორუმელები, ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდნენ.
ano ეგ არის ძალიან მაგარი წიგნი მაგ ავტორის მომდევნო ორი წიგნი მაქვს. the power და the magic. მეჯიქში 28 დღიანი კურსია, რომლის საშუალებითაც მაგ ფილმში აღწერილ მოვლენას გაიაზრებ და გაგიჯდება გონებაში. სწორად ფიქრის იწავლი. ძალიან მიხარია რომ იპვე ეგ ფილმი. და ის რომ გაგება და დამახსოვრება გიჭირს არაფერია, ნელ-ნელა მოხდება ისე რომ დაკვირვების და გათვლების გარეშე თავისით წამოვა ყველაფერი. ყველაზე კარგი ვარიანტი ამ ყველაფრის გააზრებისთვის ეს ბოლო წიგნია.
ano
ფორუმელბი ვიკრიბებით ხოლმე, ხან ბუნებაში ვსეირნობთ, ხან სადმე გასართობად დავდივართ ან უბრალოდ საინტერესო ტემებზე ვლაპარაკობთ და შეგიძლია შემოგვიერთდე ხოლმე.. თავისუფალ თემაში იწერება ხოლმე წინასწარ..
ano
ეგ არის ბუნებრივი და გილოცავ, შენ ხარ ადამიანი. და დგახარ გზაზე რომ უფრო მეტი გახდე...
ვინც ეგრე არ ფიქროსბ როგორც შენ ისინი არიან რობოტები. ვსო.. აღარ თქვა არაფერი "თავის გასამართლბელი", იდეალური ხარ, როგორიც ხარ და სადაც ხარ. გადახედე თემებს და ბევრგან იპოვი რაც გჭირდება. სეხნია ))))
earth
სულ მაინტერესებდა სად არიან ეს ძველი სასტავითქო ვისი პოსტებიდანაც ბევრ ინფოს ვიღებდი მაგრამ ჩემ კითხვას პასუხს ვერ ცემდნენ რადგანაც ააღარ იყვნენ ფორუმზე და ახლა აღმოვაჩინე რომ ირმა ხარ ძალიან სასიამოვნოა )
პ.ს ისე ეარზის პროფილში არასოდეს არ შემიხედავს და რატომღაც სულ ბიჭი მეგონე
Cyber
დამჭირდა ნიკის შეცვლა, არვიცი ბოლოს ვეღარ შემოვდიოდი იმ ნიკით, აი ინდიელები რომ იცვლიან სახელს მასეთი რაღაცა მომინდა.
Woodland ხო მაგ წიგნები არ ვიცი ახლა რაც ჩემთვის ყველაზე მარტივია იმასა ვშვები სულ "სიყვარული"-ს ვიძახი როცა გამახსენდება და დავაკვირდი მერე ადამიანებს რო ვუყურებ მიყვარდებიან მათ დადებით თვისებებს უფრო აშკარად ვამჩნევ ვიდრე მანამდის
Lashapoli თბილისში არ ვცხოვრობ არადა ძალიან კარგია ერთმანეთს რო ხვდებით, მე აქედან შეგეხმიანებით ხოლმე დისტანციურად
anima mundi კი გადავხედავ ცოტცოტა რამეები ვნახე ძალიან საინტერესო ინფორმაციაა თანაც ქართულად...
სალამი
მე გუგლში ვეძვდი პეიოტს , რაომღაც მეგონა რომ საქართველოში ვიპოვიდი , აქაც უბრალოდ 1ხელ იყო ეს სიტყვა ნახსენები...
კარგი ფორუმია ბევრ საინტრერესოს წავაწყდი , მალე მოვშინაურდები და აგავსებთ პოსტებით
აღარ მახსოვს ზუსტად - მგონი ჩაკრებზე მინდოდა ინფო და გუგლმა მომასწავლა.
ჯერ ისე შემოვდიოდი, მერე მომეწონა აქაური საზოგადოება და გადავწყვიტე მოსვლა
ჩემთან შოუს მეგობარი იყო და ვლაპარაკობდი როკის და მეტალის მოყვარულების შეკრებებზე, და ამ გოგომ მითხრა ეზოთერიკები იკრიბებიან ხოლმეო აი ძაან ზოგადად ისიც არასწორად გაიგო მე რაზეც ვლაპარაკობდი და მე ვუთხარი როგორ არ მაინტერსებს მეთქი და მე2 დღეს ლინკი მომცა ამ საიტის, ანუ შოუს გამოართვა.
Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)