IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

2 Pages V   1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> ჯორდანო (ფილიპო) ბრუნო
Lashapoli
post Nov 30 2011, 04:07 AM
Post #1


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,249
Joined: 16-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,308

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ესეიგი გადავხედე და ამ პიროვნებაზე არ არის პოსტი გახსნილი, არადა აუცილებელია, რადგანაც ვთვლი რო ერთ-ერთი დიდი მოაზროვნეა, რომელსაც თანამედროვე კაცობრიობა იცნობს, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ, დღეს 10დან 2თუ გეტყვის რა იყო მისი ფილოსოფიური მოძღვრების საგანი (ნუ ბევრმა ისისც არ იცის ფილოსოფოსიც რო იყო,მარტო გონიათ ასტრონომიული ხელსაწყოებით დარბოდა და დედამიწა მრგვალიაო გაიძახოდა, არადა ტყუილა, მარა სკოლაში მეც ესე მასწავლიდნენ მაგათ რა ვუტხარი.. biggrin.gif ) და სინამდვილეში რის გამო დააპატიმრეს და შემდეგ ინკვიზიციას გადასცეს..
საოცარი სიღრმეა მის ფილოსოფიაში, ყოველშემთხვევაში ჩემთვის და ალბათ იმიტომ, რო ჩემს სოფლმხედველოას ემთხვევა ბევრ რამეში და ყველას გირჩევთ გულდასმით წაიკითხოთ...



იტალიური ნატურფილოსოფიის მწვერვალი ჯორდანო ბრუნო რენესანსის ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პიროვნებაა. იგი კულტურის ისტორიაში დარჩა არა მარტო, როგორც ღრმა ფილოსოფიური სისტემის შემქმნელი, არამედ, აგრეთვე, როგორც ჭეშმარიტებისათვის მეცნიერული და მოქალაქეობრივი თავგანწირვის ნიმუში. მის სახელთანაა დაკავშირებული აღორძინების ეპოქის პირველი სრული პანთეიზმის დაცვა, რომელიც, როგორც მატერიალიზმზე, ისე იდეალიზმზე მაღლა დგას. ბრუნო სოკრატემდელი ბერძნული ფილოსოფიის ჰილოძოიზმს, ანუ გასულიერებული, ცოცხალი მატერიის პირველსაწყისობის დასაბუთებას შეეცდება. მასვე ეკუთვნის დაპირისპირებულთა ერთიანობის, როგორც მათი დამთხვევის, კუზანელისეული პრინციპის არსებითი განვითარება და შევსება „ერთიანობის გაორების“ პრინციპით. ბრუნომ ერთიანობის გაორება, ისევე, როგორც დაპირისპირებულთა ერთიანობაში მოაზრების აუცილებლობა, მიუყენა მატერიალურ სინამდვილეს, რომელიც ერთადერთია და წარმოადგენს უსასრულო, გასულიერებულ მატერიალურ რეალობას. ბრუნო სიტყვიერად აღიარებს ორმაგი ჭეშმარიტების თეორიას, ფაქტიურად კი მასთან ყველაფერმა თავი უნდა გაიმართლოს ადამიანური გონების წინაშე. კუზანელის და ფიჩინოს მსგავსად, ბრუნოც დიალოგის ფორმით წერდა თავის ნაშრომებს; მაგრამ მათგან განსხვავებით (სხვა წინამორბედებზე რომ არაფერი ვთქვათ), ბრუნოს დიალოგებში ჩვენ ვერ ვხედავთ ლოცვას, როგორც ღმერთისადმი დაქვემდებარების გამოხატულებას. ლოცვის ადგილს იკავებს ადამიანის რწმენა საკუთარი ძალებისადმი. ამიტომ ბრუნოს დიალოგებს სამართლიანად უწოდებენ „გმირულ დიალოგებს“. როგორც ამბობენ, ეს ხალხი ტიტანები იყვნენ და ღმერთებთან ბრძოლას ბედავდნენ (იგულისხმება ღმერთის იმ გაგებასთან, რაც მაშინდელ საზოგადოებაში იყო გაბატონებული და რომლის ხელშეუხებლობასაც ეკლესია იცავდა). ბრუნო მრავალი შრომის ავტორია. ევროპის ქალაქებში ხეტიალის დროს, იგი ხშირად აქვეყნებდა წიგნებს. ზოგი შეიძლება ჯერაც არაა აღმოჩენილი. დღესდღეობით მის ნაშრომთაგან უმნიშვნელოვანესად ითვლება „მიზეზის, პრინციპისა და ერთის შესახებ“, „უსასრულოს, უნივერსუმისა და სამყაროს შესახებ“, „გმირულ ვნებათა შესახებ“. ამათ გარ¬და, შეიძლებოდა დაგვესახელებინა სქოლასტიკის წინააღმდეგ დაწერილი სატირა „პეგასური ცხენი და სილენის ვირი“, სადაც მიმდინარეობს კამათი იმის თაობაზე, თუ რომელი სჯობს, ადამიანი - ვირად ქცეული, თუ ვირი -ადამიანად ქცეული. ლონდონში ყოფნისას, ბრუნომ რამოდენიმე დიალოგი გამოაქვეყნა. მათ შორის ერთს ეწოდებოდა „პეგასის კაბალა“. მასში ბრუნო მკაცრად აკრიტიკებს ქრისტიანობას, არისტოტელიზმს და სკეპტიციზმს. „გმირულ ვნებათა შესახებ“, - ასე ერქვა ბრუნოს ბოლო გამოქვეყნებულ ნაშრომს. ის მისი ნააზრევის შემაჯამებელ ნარკვევად ითვლება. აქ სამყაროში არსებული ყოფიერების, მშვენიერების და სიკეთის ერთიანობას ადამიანში წარმოადგენს ჭეშმარიტების, მშვენიერების და სიკეთის თავგანწირული სიყვარული. ადამიანს სხვა ვნებანიც აქვს, რომლებიც დაბალი დონის შემეცნებასთანაა კავშირში, მაგრამ მათგან განწმენდა სწორად მიმართული შემეცნებითაა შესაძლებელი. ბრუნო ამტკიცებდა, რომ უმაღლესი ავტორიტეტი ადამიანისათვის არის ის, რასაც გონება თავისუფალი კვლევით დაადგენს. შემეცნების საგანია უნივერსუმი, შემეცნების ნიადაგია გამოცდილება, ხოლო შემეცნების საწყისი ეჭვია. უნივერსუმი არის გასულიერებული მატერია. შემეცნების მიზანია უნივერ¬სუმის დანახვა, როგორც დაპირისპირებულთა ერთიანობის, სადაც დაპირისპირებულობა შენარჩუნებული იქნება.

მოძრაობა და შემეცნება გასულიერებული მატერიის შინაგანი პრედიკატთაგანია. ბრუნოს გამოკვლევათა შინაარსი შეიძლება ორი მთავარი თემის მიხედვით დავალაგოთ და თავისებურ სისტემაში მოვაქციოთ. ესენია: ონტოლოგია და მოძღვრება შემეცნების შესახებ.ბრუნომ პირველმა გაიაზრა კოპერნიკის თეორიის მსოფლმხედველობრივი მნიშვნელობა. აღიარებდა რა უსასრულობაში მზის სისტემათა სიმრავლის არსებობას, ბრუნო უარყოფდა უნივერსუმის ცენტრის, რაიმე წინასწარგარანტირებული ადგილის არსებობას. ღმერთი არ შეიძლება სადმე, რაღაც ადგილას, „იქ“ ან „აქ“ იყოს. გამორჩეული ადგილი არც დედამიწას აქვს და არც ადამიანს. მაგრამ მით უფრო მეტია გონების ღირსება. ერთგვაროვან სამყაროში, სადაც არ არსებობს არისტოტელესეული განსხვავება ზეციურ და ამქვეყნიურ სინამდვილეთა შორის (ასევე, ოთხ ელემენტსა და მეხუთეს შორის), ადამიანის ღირსება მისი გონების ძალას ემყარება. გონებას დიდი უპირატესობა აქვს. ნაშრომის, „უსასრულო, უნივერსუმი და სამყარო“ პირველსავე დიალოგში ბრუნო მიუთითებს, რომ შეგრძნებებს არ შეუძლიათ სწვდენ უსასრულოს რაობას. საერთოდ უსასრულობა არ შეიძლება გრძნობადი შემეცნების კვლევის ობიექტი იყოს. ის, ვინც უსასრულოს შემეცნებას ცდილობს გრძნობების საშუალებით, იმას ემსგავსება, ვინც ცდილობს გრძნობადი თვალით დაინახოს სუბსტანცია და არსება. თუკი ვინმე უსასრულოს უარყოფს იმის საფუძველზე, რომ ის ხედვაში არ მოგვეცემა და არც გრძნობადი უშუალობა აქვს, იძულებული იქნება უარყოს საკუთარი სუბსტანცია და ყოფიერება, რადგან არც ისაა გრძნობებისათვის მისაწვდომი.


--------------------
Real Communication Happens In Silence
Go to the top of the page
 
+Quote Post
Lashapoli
post Nov 30 2011, 04:07 AM
Post #2


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,249
Joined: 16-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,308

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



საწყისი განათლება დომენიკანელთა ორდენში მიიღო, რომლის წევრიც ძალიან ახალგაზრდა გახდა. მონასტერში დამყარებული დისციპლინით და იქაური სწავლის სისტემით უკმაყოფილომ მალე მიატოვა ორდენი და ევროპაში სამოგზაუროდ გასწია. 1591 წელს ვენეციაში ჩავიდა, დიდგვაროვანი ჯოვანი მოჩენიგოს მიწვევით, რომელსაც მისგან მნემონიკის ხელოვნების შესწავლა სურდა, ვინაიდან ამ ხელოვნების დიდოსტატად აცხადებდა თავს ბრუნო. მოჩენიგომ ის ინკვიზიციის წინაშე დაასმინა, ბრუნო ერესის ბრალდებით დააკავეს და გაასამართლეს. ბრუნო ბრალდებას დაემორჩილა, თუმცა ვენეციის რესპუბლიკამ ის რომის წმინდა სასამართლოს გადასცა, სადაც ერესის-თვის ხანგრძლივი სასამართლო პროცესი ელოდა. მოაზროვნემ არ მოისურვა საკუთარ დოქტრინებზე უარის თქმა და, მოქმედი კანონმდებლობის თანხმად, მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. 1600 წლის 17 თებერვალს ბრუნო რომში კამპო დეი ფიორიზე დაწვეს კოცონზე. ბრუნოს მიერ იტალიურ ენაზე დაწერილი დიალოგები ხშირად ძლიერი დრამატულობით გამოირჩევა. ბრუნოს ფილოსოფიაში ნეოპლატონისტური ტრადიციის (პლოტინიდან სკოტ ერიუგენამდე და კუზანელამდე), სოკრატემდელების დოქტრინათა (განსაკუთრებით, პარმენიდესა და დემოკრიტეს), კოპერნიკის ჰელიოცენტრისტული დოქტრინის გავლენა შეიმჩნევა, თუმცა მისთვის არც არისტოტელიზმია უცხო, ნატურალისტური და ორმაგი ჭეშმარიტების დოქტრინათა ჩათვლით. „დასაწყისი“ და „უსასრულობა“, რაზეც სოკრატემდელები შეჩერდნენ, ნეოპლატონიზმის „ერთი“, კუზვანელის „complicatio“ და „explicatio“, დემოკრიტეს „ატომები“, პითაგორიული ტრადიციის „მონადა“, კოპერნიკის მიერ გაფართოებული ასტრონომიული ჰორიზონტები - ამ ელემენტების გამოყენებით შექმნა ბრუნომ მესიანური გამოცხადების სულისკვეთებით აღსავსე თავისი დოქტრინა, რომელიც დასცინის როგორც არისტოტელისტების დიალექტიზმს, ისე ანტიარისტოტელისტების რიტორიკას. ბრუნოსთვის სამყარო უსაზღვროა და ამიტომაც განსაზღვრული ცენტრი არ გააჩნია; ამ უსასრულობიდან გამომდინარე, ნებისმიერ წერტილს შეუძლია ცენტრის როლის ტვირთვა. სამყარო არა მხოლოდ თავად არის უსასრულო, არამედ მისი შემადგენელი ნაწილებიც უსასრულო სამყაროებია. ეს ნაწილები სტატიკურად, ანუ მთლიანის, ჯამის, შესაკრებებად კი არ უნდა განვიხილოთ, არამედ იმ თვალსაზრისით, რომ ისინი სამყაროში და სამყაროსთან ერთად არიან აბსოლუტურ მოძრაობაში, როგორც უზარმაზარი ცოცხალი ორგანიზმის შემადგენლები. არისტოტელიზმის თანახმად, ბრუნო აღიარებს მატერიასა და ფორმას, როგორც სამყაროს კომპონენტებს. ბრუნო აღიარებს ნეოპლატონური ტრადიციის სამყაროს სამშვინველს, რომელიც სინამდვილეში თვით ღმერთია, როგორც სამყაროში მოქმედი სამყაროს აქტიური პრინციპი. სამყაროს სამშვინველამდელი უნარი თუ ფუნქცია უნივერსალური ინტელექტია (ნეოპლატონიზმი და ავეროიზმი), ანუ თავად ღმერთი, როგორც საგანთა ქმნადობის შინაგანი რაციონალური შემოქმედი: ბრუნოს თვალსაზრისით, მთლიანობაში ბუნება ორი კუთხით შეიძლება იქნას განხილული: როგორც წყარო-ძირი, ბუნება ღმერთია თავისი ფუნქციით ფორმა-სული-საწყისი-ინტელექტი, ანუ ის ცოცხალი ფესვია: ყოველივე მრავლობითი ერთიდან მომდინარეობს, ერთთან და ერთშია. ყოველივე ღვთაებრივია, რადგანაც არსებითად ღმერთის მიერ არის შექმნილი და მისით საზრდოობს. ბრუნოსთვის მნიშვნელოვანია, თავისი დოქტრინა გონების, ანუ ფილოსოფიური კვლევის შედეგად წარმოადგინოს. თუმცა ის აღიარებს, რომ ქრისტიანული სარწმუნოების თანახმად, საჭიროა ტრანსცენდენტალური ღმერთის, ანუ სამყაროსგან განცალკევებული და მისი შემქმნელი ღმერთის არსებობის მტკიცება: ბრუნოსთვის ადამიანი სამყაროს ერთი მომენტია, მისი სტრუქტურა სამყაროსას იმეორებს: სხეული უნივერსალური კოსმიური მატერიის ნაწილია, სამშვინველი - სამყაროს სამშვინველის, ადამიანის ინტელექტი კი - უნივერსალური ინტელექტის ნაწილი. როგორც ყოველივეს ნაწილი, ადამიანი ისწრაფვის და უნდა ისწრაფვოდეს, თავის საქმიანობაში რაც შეიძლება მჭიდროდ იყოს დაკავშირებული ყოველივესთან. ქრისტიანობისადმი ბრუნოს დაპირისპირება სრულიად აშკარა იყო. თავისი ფილოსოფიური პოზიციიდან გამომდინარე, ბრალდებების თავიდან ასაცილებლად მას შეეძლო ესარგებლა, როგორც ისარგებლა კიდეც, ავეროისტული ორმაგი ჭეშმარიტების დოქტრინით. მაგრამ, ამ დოქტრინის ქმედით ღირებულებაზე რომ არაფერი ვთქვათ, ბრუნოს შრომებში სრულიად აშკარაა ქრისტიანობის, მისი დოგმებისა და ზნეობის უარყოფა.


--------------------
Real Communication Happens In Silence
Go to the top of the page
 
+Quote Post
Lashapoli
post Nov 30 2011, 04:10 AM
Post #3


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,249
Joined: 16-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,308

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ბრუნომ უარყო ღმერთისა და სამყაროს, როგორც ტრანსცენდენტურის და იმანენტურის დაპირისპირება, მაგრამ მათ შორის განსხვავება შეინარჩუნა, როგორც არსების და მოვლენის, შინაგანი მიზეზის და შედეგის. მათ შორის დამოკიდებულების გაგება ნეოპლატონური ემანაციის მსგავსად გაიაზრება. სამყაროს მსჭვალავს სიყვარული, რომელიც ახლავს ყოვლისმომცველ ღვთაებრივ სინათლეს. სხეული მიისწრაფის სულისაკენ, სული - გონისაკენ, გონი - ღმერთისაკენ. ეს უკანასკნელი, მართალია, იმანენტურია, მაგრამ არსებითად განსხვავებულია ყოველი არსებისაგან. იგი მარადის მისწრაფების საგანია. ესაა „ჰეროიკული სიყვარულის“ დედააზრი, რომელიც ფაქტიურს უპირისპირდება, მისი არსის შესანარჩუნებლად. ამიტომ „ჰეროიკული (გმირული) სიყვარული“ ბრუნოსთან ნიშნავს წამებულად ყოფნის აუცილებლობას. უნივერსუმი, მართალია, მატერიალურია, მაგრამ გრძნობის ორგანოებით მიუწვდომელია როგორც მისი არსი, ისე მისი მთლიანობა. გრძნობის ორგანოებს შეუძლიათ დაიწყონ შემეცნება, მაგრამ უსასრულო უნივერსუმის მთლიანობაში წარმოდგენა მხოლოდ ჩვენი წარმოსახვის ძალას შეუძლია, რომელიც თავად უსაზღვროა. შემეცნებით კი, უსასრულოს მხოლოდ გონება შეიმეცნებს. ბრუნომ იმასაც მიაქცია ყურადღება, რასაც კანტი ბუნებისმეტყველების მეთოდს უწოდებს და მეცნიერული კვლევისათვის მის სანიმუშოდ აღიარებას აპრიორულის საკუთარ გაგებას დაუდებს საფუძვლად. ბრუნო კოპერნიკს ემხრობოდა და თვლიდა, რომ იგი, მართალია, გრძნობადი მონაცემებით იწყებს, მაგრამ ამ მონაცემების გასაგებად გონება იმას უშვებს, რაც გრძნობადი მონაცემების საპირისპიროა: დედამიწა ბრუნავს მზის გარშემო და არა პირიქით - როგორც ეს ჩვენს გრძნობად ხედვას უეჭველი ჰგონია. წარმოსახვის ძალა ჩვენ დაგვანახებს, რომ ჩვენი დედამიწა ერთ-ერთი უმნიშვნელო ატომია უსასრულობაში. ამ უსასრულობის საწვდომად ადამიანისათვის აუცილებელი არაა ექსტენსიური კვლევა. ადამიანი მიკროკოსმოსია. მან თავის თავში უნდა აღმოაჩინოს უნივერსუმის ერთიანობის და დედაარსის განმსაზღვრელი - ანუ ღმერთი. ამიტომ იტყვის ბრუნო: ადამიანის მიზანია იყოს „ღვთის ტაძარი“. საკუთარ თავში ღმერთის აღმოჩენა არაა დაზღვეული ტკივილისა და ტანჯვისაგან. ეს პროცესი შემეცნებაც არის და პოეტური შემოქმედებაც. ჭეშმარიტი ფილოსოფია, ამავე დროს, არის მუსიკაც და მხატვრობაც. თავის თავში აღმოჩენილი კანონზომიერება ფილოსოფოსს საკუთარ შემოქმედებად მოეცემა. მას ბედი კი არ უბრძანებს, არამედ მისი გაბედულება ბედავს ბედის ხმის მოსმენას. ეჭვით დაწყებული შემეცნება, რომელიც გამოცდილებიდან ამოდის, სამყაროს (უნივერსუმის) ერთიანობის წვდომამდე და ადამიანის რაობის დადგენამდე მიდის ოთხი საფეხურის გავლით: 1. გრძნობადი შემეცნება - ერთეულ საგნებს შეისწავლის აღქმისა და წარმოდგენის დონეზე; 2. განსჯადი შემეცნება - აკავშირებს ერთეულებს და საგნის პირველ განსაზღვრებას იძლევა. ეს მსჯელობის უნარია; 3. გონებითი შემეცნება - სხვადასხვა მსჯელობათა შინაარსის ერთიანობაში წვდომით გადის მოცემულს გარეთ. უსასრულობის არსებობას და მისი წვდომის პრობლემას პირველად ის აცნობიერებს. ეს დასკვნის უნარია; 4. სულის საფეხური - გონებით მოცემულ ურთიერთსაპირისპირო შინაარსის დასკვნებს აერთიანებს, მათ საფუძველს სწვდება. მას სისტემის უნარი შეიძლება ეწოდოს. ამ საფუძველზე ადამიანი დაადგენს, რომ შემეცნების გასაღები უსასრულობაშია, რომ უსასრულობის ამომწურავი შემეცნება შეუძლებელია, მაგრამ მისკენ სწრაფვა არის ადამიანის უმაღლესი დანიშნულება. ეს ის აზრია, რომელიც შემდეგ სპინოზასთან ღმერთის ინტელექტუალური სიყვარულის სახეს მიიღებს.


--------------------
Real Communication Happens In Silence
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანანდა...
post Nov 30 2011, 11:40 AM
Post #4


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ბრუნო თავისი დროის და ეხლაც ერთ-ერთი მაგარი მოაზროვნეა!

აუცილებელი თემაა! clap2.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Untitled_11
post Nov 30 2011, 01:00 PM
Post #5


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,489
Joined: 9-November 11
From: გზაზე..
Member No.: 6,612

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE
მარა სკოლაში მეც ესე მასწავლიდნენ მაგათ რა ვუტხარი..


ეგენიც მწარედ მოატყუეს ჩემო ლაშა yes.gif ჯერ ერთი არ იცოდნენ და კლასშ რომ 30 მოსწავლეა იმათთვის არც იყო საჭირო სხვნაირად თქმა. ეხლა რომ დააყენო ამდენი ადამიანი არ დააინტერებთ, ნი ტო შტო სკოლაში.. ეს გადახვევა.




--------------------
Дыхание — это процесс, обеспечивающий метаболизм живых организмов из окружающей среды кислородом (О2) и отводящий в окружающую среду в газообразном состоянии некоторую часть продуктов метаболизма организма (СО2, H2O и др[1]). Дыхание — основная форма диссимиляции у человека, животных, растений и многих микроорганизмов. При дыхании богатые химической энергией вещества, принадлежащие организму, окисляются до бедных энергией конечных продуктов (диоксида углерода и воды), используя для этого молекулярный кислород.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Untitled_11
post Nov 30 2011, 01:03 PM
Post #6


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,489
Joined: 9-November 11
From: გზაზე..
Member No.: 6,612

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



საპატრირქოს საიტი ხელწამოსაკრავი არ ყოფილა, გადავწყდი ბრუნოზე სტატიას smile.gif უფრო კარგადაა ახსნილი ყველაფერი


ჯორდანო ბრუნო თავისი მეცნიერული შეხედულებების გამო არ დაუსჯიათ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მას ამგვარი შეხედულებები არ გააჩნდა

ბრუნოს „მეცნიერების“ ყველაზე ზუსტი განსაზღვრება არის - მაგია!


ჯორდანო ბრუნო (ბერად აღკვეცამდე - ფილიპე) - იტალიელი რელიგიური მოაზროვნე და პოეტი იყო. იგი გატაცებული იყო მაგიით და ასტრონომიით. დაიბადა 1543 წელს ქ. ნოლეში. 1563 წელს ბერად აღიკვეცა დომინიკანელთა ორდენში, მაგრამ დოგმატების ეჭვქვეშ დაყენების გამო (კერძოდ, ქალწულ მარიამისგან უბიწოდ განხორციელებული ღმერთის შესახებ), მწვალებლად იქნა მიჩნეული და ამიტომ 1576 წელს იძულებული გახდა იტალიიდან გაქცეულიყო. მოგზაურობდა ევროპაში, დროდადრო კითხულობდა ლექციებს. თუმცა, ზოგიერთ ქვეყანაში ლექციების კითხვა აეკრძალა. 1592 წელს კვლავ დაბრუნდა იტალიაში, იგი დააპატიმრეს და ინკვიზიციას გადასცეს. 1600 წლის 17 თებერვალს ჯორდანო ბრუნო მწვალებლობისთვის და ბერობის აღთქმის დარღვევისათვის ინკვიზიტორებმა რომში კოცონზე დაწვეს.

როგორც მოაზროვნემ, ჯორდანო ბრუნომ, მართლაც, დიდი გავლენა იქონია თავისი დროის ფილოსოფიური ტრადიციების განვითარებაზე და ამით - ახალი დროის მეცნიერების განვითარებაზეც. მხედველობაში გვაქვს ნიკოლოზ კუზანელის იდეა, რომელმაც საფუძველი გამოაცალა არისტოტელეს ფიზიკასა და კოსმოლოგიას; კუზანელის ეს იდეა ჯორდანო ბრუნომ განავრცო. მაგრამ ბრუნო არც ფიზიკოსი იყო და არც ასტრონომი. ამგვარად, იტალიელი მოაზროვნის იდეებს არ შეიძლება მეცნიერული ეწოდოს არა მარტო თანამედროვე მეცნიერების გადასახედიდან, არამედ თავად იმდროინდელი, XVI ს-ის საზომითაც კი. იმ დროის მეცნიერებას ქმნიდნენ კოპერნიკი, გალილეი, მოგვიანებით კი ნიუტონი. ბრუნოს სახელი კი დღეს ცნობილია, უპირველეს ყოვლისა, მისი ცხოვრების ტრაგიკული ფინალის გამო. ამასთან, შეიძლება თამამად ითქვას, რომ ჯორდანო ბრუნო თავისი მეცნიერული შეხედულებების გამო არ დაუსჯიათ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მას ამგვარი შეხედულებები არ გააჩნდა. ბრუნო რელიგიური ფილოსოფოსი იყო და საბუნებისმეტყველო, სამეცნიერო აღმოჩენები მას აინტერესებდა მარტოოდენ თავისი მოსაზრებების დასამოწმებლად. მისი მოსაზრებები კი სრულიად არამეცნიერული ხასიათისა იყო: მაგალითად, ცხოვრების აზრი, სამყაროს არსებობის აზრი და ა.შ. მეცნიერების წარმოშობის ეპოქაში განსხვავება მეცნიერსა და ფილოსოფოსს შორის ისე გამოკვეთილი არ იყო, როგორც ეს არის თანამედროვე საზოგადოებაში. ეს ზღვარი პირველად ისააკ ნიუტონმა გაავლო; მეცნიერი მან შემდეგი სიტყვებით განსაზღვრა: „ჰიპოთეზებს არ ვთხზავ!“, რაც იმას გულისხმობდა, რომ მეცნიერი ყველა თავის მოსაზრებას ფაქტებით ადასტურებს და ობიექტურ სამყაროს ასახავს. ბრუნო კი სწორედ „ჰიპოთეზებს თხზავდა“. დავიწყოთ იმით, რომ ბრუნოს სძულდა კვლევის დიალექტიკური მეთოდები (სქოლასტიკური და მათემატიკური). რას სთავაზობდა იგი სანაცვლოდ? თავის მოსაზრებებს ბრუნო სამეცნიერო ტრაქტატებისთვის დამახასიათებელ მკაცრ ფორმას კი არ სძენდა, არამედ პოეტურ და რიტორიკულ საბურველში ახვევდა. ამას გარდა, ბრუნო იყო ე.წ. „ლულიის ხელოვნების“ მომხრეც, რაც გულისხმობდა გარკვეული სიმბოლიკის გამოყენებით ლოგიკური ოპერაციების მოდელირებას. მნემონიკის დახმარებით ბრუნო იმახსოვრებდა „მნიშვნელოვან სახეებს“, რომელთაც „განათავსებდა კოსმოსის სტრუქტურაში“ და მათი დახმარებით ცდილობდა, მოეპოვებინა ღვთაებრივი ძალა და ჩაწვდომოდა სამყაროს შინაგანი წესრიგის არსს. ბრუნოს „მეცნიერების“ ყველაზე ზუსტი განსაზღვრება არის - მაგია! მისი მეთოდოლოგიის კრიტერიუმებად გვევლინება ლექსის ზომა და ლულიის ხელოვნება, ხოლო მისი ფილოსოფია წარმოადგენს, ერთმანეთთან ნაკლებად დაკავშირებულ, ლიტერატურული მოტივებისა და ფილოსოფიური მოსაზრებების თავისებურ ნაზავს. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ გალილეო გალილეის, რომელიც ბრუნოს უდავოდ ნიჭიერ ადამიანად მიიჩნევდა, - არასდროს უღიარებია იგი მეცნიერად და მითუმეტეს, ასტრონომად. უფრო მეტიც, იგი ყოველნაირად გაურბოდა ბრუნოს მოხსენიებას თავის ნაშრომებში.

საზოგადოდ მიჩნეულია, რომ ბრუნოს მოსაზრებები არის კოპერნიკის იდეების გავრცობა. მაგრამ ფაქტები საწინააღმდეგოს მოწმობს. სინამდვილეში, ბრუნოს წარმოდგენა კოპერნიკის სწავლებაზე მეტად ზედაპირულია. ამასთან, კოპერნიკის ნაშრომთა განმარტებისას ბრუნო უხეშ შეცდომებს უშვებს. ცხადია, რომ კოპერნიკის ჰელიოცენტრიზმმა ბრუნოს მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა იქონია. მაგრამ ბრუნო ძალიან თამამად ახდენს კოპერნიკის იდეების ინტერპრეტაციას და თავის მოსაზრებებს ჩვეულ პოეტურ ელფერს სძენს. ბრუნო ამტკიცებდა, რომ სამყარო უსასრულოა და მარადიული, რომ მასში თანაარსებობს უსასრულოდ ბევრი ცალკე სამყარო და თითოეული მათგანი აგებულებით კოპერნიკისეული მზის სისტემის მსგავსია. ბრუნო კოპერნიკზე შორს წავიდა - კოპერნიკს სამყაროს უსასრულობის საკითხი არ დაუყენებია. მაგრამ, უნდა ითქვას, რომ ბრუნოს სიმამაცე ეფუძნება არა მისი იდეების მეცნიერულ მტკიცებულებებს, არამედ ოკულტურ-მაგიურ მსოფლმხედველობას, რომელიც მას, იმ დროს პოპულარული, ჰერმეტიზმის გავლენით ჩამოუყალიბდა. ჰერმეტიზმი გულისხმობდა არა მარტო ადამიანის განღმრთობას, არამედ თავად სამყაროსიც. ამიტომ ბრუნოს მსოფლმხედველობა პანთეისტურია. ამის დასასაბუთებლად მოვიყვანთ ორ ციტატას მისი ჰერმეტიკული ტექსტებიდან: „გავკადნიერდეთ და ვთქვათ, რომ ადამიანი არის მომაკვდავი ღმერთი და რომ ღმერთი არის უკვდავი ადამიანი. მაშასადამე, ყოველივე იმართება სამყაროსა და ადამიანის მიერ“; „მარადიულობის მეუფე - პირველი ღმერთია, სამყაროსი - მეორე, ადამიანი - მესამე. სამყაროს შემოქმედი ღმერთი განაგებს და ამ განგებულებას იგი ადამიანს უქვემდებარებს; ადამიანი კი ყოველივეს თავისი საქმიანობის საგნად აქცევს.“ როგორც ხედავთ, ციტატები კომენტარს არ საჭიროებს.

ამრიგად, ბრუნოს არ შეიძლება ეწოდოს მეცნიერი და არც კოპერნიკის სწავლების მემკვიდრე და გამაგრძელებელი. მეცნიერული თვალსაზრისით, ბრუნომ შეურაცხყო კოპერნიკის იდეები იმით, რომ შეეცადა, გადმოეცა ისინი მაგიური სიმბოლიკის ენით, - რამაც თავად იდეა დაამახინჯა, მისი მეცნიერული არსი და ფასეულობა გაანადგურა. თანამედროვე ისტორიკოსების აზრით, ბრუნოს ინტელექტუალურ „სავარჯიშოებთან“ შედარებით, პტოლემეოსის სისტემაც და შუასაუკუნეების სქოლასტიკური არისტოტელიზმიც შეიძლება მეცნიერული რაციონალიზმის ეტალონებად იქნეს მიჩნეული.

ამგვარად, ბრუნოს არ გააჩნდა საკუთარი მეცნიერული შედეგები, ხოლო მისი უგუნური არგუმენტები თავად ავტორის უვიცობასა და შეზღუდულობაზე მოწმობს. იგი მეცნიერი არ ყოფილა და ამგვარად არ შეიძლებოდა მისთვის წაეყენებინათ იგივე ბრალდებები, რაც წაუყენეს, მაგალითად, გალილეის. შესაბამისად, ბრუნო ინკვიზიციამ არა მეცნიერული მოსაზრებების გამო, არამედ სწორედ მისი რელიგიური შეხედულებების გამო დასაჯა. სამყაროს უსასრულობის შესახებ თეორიაში ბრუნო თვით სამყაროს ანიჭებდა ღვთაებრივ თვისებებს. ამგვარი წარმოდგენა სამყაროზე ფაქტიურად უარყოფდა ქრისტიანულ იდეას შემოქმედის შესახებ, რომელმაც შექმნა სამყარო ეხ ნიჰილო (არაფრისაგან - ლათ.). ქრისტიანული შეხედულებების თანახმად, უფალი, რომელიც არის აბსოლუტური და შეუქმნელი არსება, არ ექვემდებარება მის მიერვე შექმნილ დროისა და სივრცის კანონებს, ხოლო ქმინილ სამყაროს არ ახასიათებს შემოქმედის აბსოლუტური თვისებები. როცა ქრისტიანები ამბობენ: „ღმერთი მარადიულია“, ამით მარტოოდენ მის უკვდავებაზე კი არ მოწმობენ, არამედ გულისხმობენ აგრეთვე იმას, რომ იგი დროის მიღმაა. ბრუნოს ფილოსოფიაში კი უფალი სამყაროში ითქვიფება, ზღვარი შემოქმედსა და ქმნილებას შორის წაშლილია. ბრუნოს სწავლებით, ღმერთი პიროვნება არ არის, რის გამოც თავად ადამიანიც სამყაროს მტვერი ხდება, მსგავსად იმისა, როგორც მზის სისტემაა უმნიშვნელო და მიკარგული ბრუნოს „უსასრულოდ მრავალ სამყაროთა“ შორის. სწავლება პიროვნული ღმერთის შესახებ პრინციპულად მნიშვნელოვანია ქრისტიანული სწავლებისთვის ადამიანის შესახებ: ადამიანი პიროვნებაა, რადგან იგი შემოქმედის ხატად და მსგავსად შეიქმნა. სამყაროსა და ადამიანის შექმნა - ღვთაებრივი სიყვარულის გამოვლინებაა. თუმცა, ბრუნოც საუბრობს სიყვარულზე, მაგრამ მის სწავლებაში იგი უპიროვნოა და ცივ კოსმიურ მისწრაფებადაა ქცეული. ყოველივე ამას კიდევ უფრო მეტად ამძიმებდა ბრუნოს გატაცება ოკულტური და ჰერმეტიკული სწავლებებით: აღსანიშნავია, რომ იგი პრაქტიკაშიც მიმართავდა მაგიას. გარდა ამისა, ბრუნო იზიარებდა „სულთა გადასახლების“ ოკულტურ თეორიას. მისი აზრით, „სულს შეუძლია იმოგზაუროს სხეულიდან სხეულში და ერთი სამყაროდან - მეორეში“ (აქ იგულისხმება მატერიალური სამყაროები). ამასთან, ბრუნო ეჭვქვეშ აყენებდა ქრისტიანულ საიდუმლოებებს და, უპირველეს ყოვლისა, - ზიარებას. და, რაც მთავარია, ირონიითა და ცინიზმით საუბრობდა უბიწო ჩასახვაზე და მარად ქალწულის მიერ ღმერთკაცის შობაზე. ყოველივე ამან განაპირობა მისი კონფლიქტი კათოლიკურ ეკლესიასთან.

ამრიგად, ჯორდანო ბრუნოს შეხედულებებს არ შეიძლება ვუწოდოთ მეცნიერული. მისი კონფლიქტი რომაულ-კათოლიკურ ეკლესიასთან არ იყო და არც შეიძლებოდა ყოფილიყო გამოწვეული მეცნიერებისა და რელიგიის დაპირისპირებით. გარდა ამისა, ბრუნოს ფილოსოფიის მსოფლმხედველობითი საფუძველი ძალიან შორსაა ქრისტიანობასთან. ამიტომ ეკლესიისთვის იგი მწვალებელი იყო. ბრუნოს ეპოქაში კი, როგორც ისტორიიდანაა ცნობილი, რელიგიური ომები მძვინვარებდა. ბრძოლა მიდიოდა არა მარტო ძალაუფლებისთვის, არამედ გარკვეული მსოფლმხედველობის დასამკვიდრებლად. XVI ს-ში კოცონი გიზგიზებდა არა მხოლოდ რომში, სადაც ინკვიზიტორები მწვალებლებს წვავდნენ, არამედ, სხვაგანაც, მაგალითად, ჟენევაში, სადაც პროტესტანტი კალვინისტები კათოლიკე ინკვიზიტორებს წვავდნენ. თუმცა, ერთიცა და მეორეც საშინელი ცოდვაა და არაფერი აქვს საერთო ქრისტიანობასთან.

ბრუნოს ბრალდების სრული ტექსტი შემონახული არ არის. მაგრამ ჩვენამდე მოღწეული ფრაგმენტებიდანაც ჩანს, რომ ბრუნო კოპერნიკის იდეების თვითნებური ინტერპრეტაციისთვის არ დაუსჯიათ, თუმცა იქ, ცხადია, ამაზეც იყო საუბარი. უფრო მეტიც, შესაძლოა, კოპერნიკის მეცნიერული აღმოჩენა, კათოლიკური ეკლესიის მიერ, სწორედ ამგვარი ინტერპრეტაციის გამო აიკრძალა. კოპერნიკის შეხედულებები კი კათოლიკური ეკლესიის მიერ არასოდეს მიჩნეულა მწვალებლურად. სწორედ ამიტომ გამოუტანეს გალილეო გალილეის ბრუნოს დაწვიდან 30 წლის შემდეგ შედარებით რბილი განაჩენი. ყოველივე ეს კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ ბრუნო „მეცნიერებისთვის წამებული“ არ იყო.

მეტად საგულისხმოა კიდევ ერთი გარემოებაც. ბრუნოს ზოგიერთ მოსაზრებას მეტ-ნაკლებად იზიარებდა მისი მრავალი თანამედროვეც. მაგრამ ცნობილია, რომ ისინი ბრუნოს მსგავსად ინკვიზიციას არ დაუსჯია. მაშ, რატომ დაწვეს ჯორდანო ბრუნო? რატომ მიიღო ინკვიზიციამ, უკიდურესი ზომები? ამის მრავალი მიზეზი არსებობდა. ჯერ ერთი, ბრუნოს საქმის გამოძიება 8 წლის მანძილზე მიმდინარეობდა. ამ ხნის განმავლობაში ინკვიზიტორებმა ზედმიწვნით შეისწავლეს მისი ნაშრომები. ისინი პატივს სცემდნენ ბრუნოს, როგორც ნიჭიერ მოაზროვნეს და ამიტომ გულწრფელად სურდათ, რომ ბრუნოს უარი ეთქვა თავის ანტიქრისტიანულ და ოკულტურ შეხედულებებზე, მაგრამ ბრუნო ჯიუტად იდგა თავის პოზიციებზე. კათოლიკური ეკლესია გამუდმებით მოუწოდებდა ბრუნოს სინანულისკენ და არ სურდა მისთვის საბოლოო, მკაცრი განაჩენის გამოტანა. სწორედ ამაზე მოწმობს მემატიანეს ცნობა იმის შესახებ, რომ თავად მოსამართლეები უფრო განიცდიდნენ ბრუნოს განაჩენს, ვიდრე ბრალდებული. ჯორდანო ბრუნოს კი ეს ფაქტი თავისებურად ესმოდა; მან განაცხადა, რომ ინკვიზიტორებს უფრო ეშინოდათ მისთვის განაჩენის გამოტანა, ვიდრე თავად მას - ამის მოსმენა. ძირეულად განსხვავდება ბრუნოს პოზიცია ნებისმიერი სხვა მოაზროვნის პოზიციისგან, რომლებიც ინკვიზიციის მიერ ასევე იდევნებოდნენ. ბრუნოს მყარი და კარგად გაცნობიერებული ანტიქრისტიანული და ანტიეკლესიური პოზიციები გააჩნდა; იგი გაასამართლეს არა როგორც მეცნიერი და მოაზროვნე, არამედ როგორც ღვთისაგან განდგომილი და ბერობის აღთქმის დამრღვევი. ისტორიული წყაროები ბრუნოს წარმოაჩენენ არა როგორც უწყინარ ფილოსოფოსს, არამედ - ეკლესიის აშკარა და აქტიურ მტერს. გალილეი არასდროს მდგარა არჩევანის წინაშე: ეკლესია თუ საკუთარი მეცნიერული მოსაზრებები? ბრუნომ კი თავისი არჩევანი გააკეთა - მან უარყო ეკლესიური სწავლება ღმერთის, სამყაროსა და ადამიანის შესახებ და ჩამოაყალიბა საკუთარი რელიგიურ-ფილოსოფიური თეორია, რომელსაც „გმირული ენთუზიაზმი“ და „განთიადის ფილოსოფია“ უწოდა. ბრუნო „თავისუფალ ფილოსოფოსზე“ უფრო მეტად მეცნიერი რომ ყოფილიყო, რომის კათოლიკურ ეკლესიასთან კონფლიქტს გადაურჩებოდა, რადგან ბუნებისმეტყველება ზუსტ რაციონალისტურ დასაბუთებას საჭიროებდა და არა პოეტურ აღმაფრენასა და მაგიურ მისტერიებზე დაყრდნობას.

ინკვიზიციის მიერ ბრალდებული იმ ეპოქის მრავალი მეცნიერი და ფილოსოფოსი მსგავს ვითარებაში სინანულისთვის მზად იყო, მაგრამ არა სასჯელის შიშით, არამედ იმიტომ, რომ მათ ქრისტეს დაკარგვა და ეკლესიურ ტრადიციებთან განშორება აშინებდათ. ბრუნოს კი პროცესის დროს ქრისტეს დაკარგვის შიში არ ჰქონია, რადგან მან იგი თავის გულში ბევრად ადრე დაკარგა...

ინტერნეტის მასალების მიხედვით მოამზადა მარიამ გაგუამ
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, №38, 2005 წ.


--------------------
Дыхание — это процесс, обеспечивающий метаболизм живых организмов из окружающей среды кислородом (О2) и отводящий в окружающую среду в газообразном состоянии некоторую часть продуктов метаболизма организма (СО2, H2O и др[1]). Дыхание — основная форма диссимиляции у человека, животных, растений и многих микроорганизмов. При дыхании богатые химической энергией вещества, принадлежащие организму, окисляются до бедных энергией конечных продуктов (диоксида углерода и воды), используя для этого молекулярный кислород.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Untitled_11
post Nov 30 2011, 01:40 PM
Post #7


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,489
Joined: 9-November 11
From: გზაზე..
Member No.: 6,612

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE
მაგრამ დოგმატების ეჭვქვეშ დაყენების გამო (კერძოდ, ქალწულ მარიამისგან უბიწოდ განხორციელებული ღმერთის შესახებ)


იესოზე ბევრი მომისმენია არგუმენტირებული, მსუბუქად რომ ვთქვატ "კირიტკა" მაგრამ ეს პირველად წავიკითხე.. ეტყობასაქართველოში დედის კულტი იმდენად წმინდაა, რომ არ ეხებიან ამ თემას.


--------------------
Дыхание — это процесс, обеспечивающий метаболизм живых организмов из окружающей среды кислородом (О2) и отводящий в окружающую среду в газообразном состоянии некоторую часть продуктов метаболизма организма (СО2, H2O и др[1]). Дыхание — основная форма диссимиляции у человека, животных, растений и многих микроорганизмов. При дыхании богатые химической энергией вещества, принадлежащие организму, окисляются до бедных энергией конечных продуктов (диоксида углерода и воды), используя для этого молекулярный кислород.
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Nov 30 2011, 04:17 PM
Post #8


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



საპატრიარქოს საიტზე დადებული სტატიის მიზანი რა არის - ღირსი იყოო? dash2.gif


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
Guru
post Nov 30 2011, 04:44 PM
Post #9


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 440
Joined: 21-October 09
From: Malta
Member No.: 6,056

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(Lashapoli @ 30th November 2011 - 04:07 AM) *
საწყისი განათლება დომენიკანელთა ორდენში მიიღო


ინკვიზიცია დომენიკანელების ბაზაზე იყო შექმნილი.


აი აქ 1600 წ. დაწვეს ჯორდანო ბრუნო . ყვავილები მოედანი - პიაცა კამპო დეი ფიორი იქვე ახლოშია ინკვიზიციის შენობაც.
ვატიკანის განყოფილება რომელიც ერთ დროს ინკვიზიტორობდა დღემდე ფუნკციონირებს , ოღონდ პაპის პირადი უშიშროების სახით. დღევანდეი პაპა ბენედეტო 17 ზუსტად მაგ სტრუქტურის უფროსი გახლდათ.




Go to the top of the page
 
+Quote Post
Untitled_11
post Nov 30 2011, 08:47 PM
Post #10


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,489
Joined: 9-November 11
From: გზაზე..
Member No.: 6,612

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



tikoroma

მიზანზე მეტად ახლა ინფორმცია მაინტერესებს მე პირადად. არ მაქვს პორტესტი მაგ საიტის მიმართ და არც ვთვლი მნიშვნელოვნად, თუ ფაქტები ძალიან არაა დამახინჯებული smile.gif)))




--------------------
Дыхание — это процесс, обеспечивающий метаболизм живых организмов из окружающей среды кислородом (О2) и отводящий в окружающую среду в газообразном состоянии некоторую часть продуктов метаболизма организма (СО2, H2O и др[1]). Дыхание — основная форма диссимиляции у человека, животных, растений и многих микроорганизмов. При дыхании богатые химической энергией вещества, принадлежащие организму, окисляются до бедных энергией конечных продуктов (диоксида углерода и воды), используя для этого молекулярный кислород.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Lashapoli
post Nov 30 2011, 10:40 PM
Post #11


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,249
Joined: 16-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,308

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(ანა @ Nov 30 2011, 02:03 PM) *
საპატრირქოს საიტი ხელწამოსაკრავი არ ყოფილა, გადავწყდი ბრუნოზე სტატიას smile.gif უფრო კარგადაა ახსნილი ყველაფერი

ბრუნოს კი პროცესის დროს ქრისტეს დაკარგვის შიში არ ჰქონია, რადგან მან იგი თავის გულში ბევრად ადრე დაკარგა...

აი მარტო ამ ბოლო წინადადების გამო უნდა დაახურო ამ სტატიის პატრონს თავზე ტაშტი და ურაკუნო ჯოხით, მთლიანად სტატიაზე რო არაფერი ვთქვათ.. მაგ საიტზე მარტო იმისთვის შევდივარ თუ რაიმე ციტატის ნახვა მიდნა ბიბლიიდან, დანარჩენს დააფსი და დაწვი!!


--------------------
Real Communication Happens In Silence
Go to the top of the page
 
+Quote Post
Lashapoli
post Nov 30 2011, 10:50 PM
Post #12


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,249
Joined: 16-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,308

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



აი ბრუნოს ეგ გამონათქვამი მომწონს განსაკუთრებით, თითქოს ჩემს ტავში იჯდა როცა ამას ამბობდა ისეთI შეგრძნება მაქვს ))

უმაღლესი ავტორიტეტი ადამიანისათვის არის ის, რასაც გონება თავისუფალი კვლევით დაადგენს. შემეცნების საგანია უნივერსუმი, შემეცნების ნიადაგია გამოცდილება, ხოლო შემეცნების საწყისი ეჭვია.


--------------------
Real Communication Happens In Silence
Go to the top of the page
 
+Quote Post
Untitled_11
post Dec 1 2011, 12:47 AM
Post #13


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,489
Joined: 9-November 11
From: გზაზე..
Member No.: 6,612

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რამდენი აგრესიაა ამ საიტის მიმართ sad.gif


"როცა შენს თავში ყველა კუმირს მოკლავ, მერე იქნები თავსუფალი" - კოშკა )) <3 (სულ არ ვაოფეეეეებ)


--------------------
Дыхание — это процесс, обеспечивающий метаболизм живых организмов из окружающей среды кислородом (О2) и отводящий в окружающую среду в газообразном состоянии некоторую часть продуктов метаболизма организма (СО2, H2O и др[1]). Дыхание — основная форма диссимиляции у человека, животных, растений и многих микроорганизмов. При дыхании богатые химической энергией вещества, принадлежащие организму, окисляются до бедных энергией конечных продуктов (диоксида углерода и воды), используя для этого молекулярный кислород.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Lashapoli
post Dec 1 2011, 03:03 AM
Post #14


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,249
Joined: 16-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,308

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(ანა @ Dec 1 2011, 01:47 AM) *
რამდენი აგრესიაა ამ საიტის მიმართ sad.gif
"როცა შენს თავში ყველა კუმირს მოკლავ, მერე იქნები თავსუფალი" - კოშკა )) <3 (სულ არ ვაოფეეეეებ)

ვეთანხმები კოშკას და აგრესიას რაც შეეხება, არც თუ ისე დიდი ხანია გავითავისე რო აგრესია უაზრობაა მარა რამდენად ვახერხებ ეგ სხვა ამბავია, შეიძლება არც მინდა ჯერ რო მოვახერხო და მაგიტომ. არგარ ვაქცევ ესეთ საიტებს ყურადღებას მარა ეს სტატია თანამედროვე ინკვიზიციაა და ვერ შევიკავე თავი


--------------------
Real Communication Happens In Silence
Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Dec 1 2011, 07:58 AM
Post #15


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Lashapoli
წავიკითხე ეს სტატია და მშვენივრად მესმის შენი
QUOTE(ანა @ 30th November 2011 - 04:00 AM) *
ბრუნოს ბრალდების სრული ტექსტი შემონახული არ არის

არა მგონია, ამაზე ბევრად უარესი ყოფილიყო ბრალდების ტექსტი
Go to the top of the page
 
+Quote Post
Untitled_11
post Dec 1 2011, 12:03 PM
Post #16


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,489
Joined: 9-November 11
From: გზაზე..
Member No.: 6,612

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



kate
Lashapoli

რა მნიშვნელობა აქვს ბრალდების ტექტს? მე რომ მიყვარს და ვინჩი, ვიცი რომ და ვინჩია და მასზე რაც არ უნდა თქვან მხოლოდ გამეცინება და შემეცოდება ის ადამიანი ვინც ვერ უგებს.. როცა ბრაზდები, ეს იმის მანიშნებელია რომ თავად ბოლომდე გამჯადი არ გაქვს გონებაში და გეპარეპა ეჭვი. თან ნუ ვაიდეალებთ ნუც პიროვნებებს ნუც ნურავის (საკუთარი გამოცდილებიდან) ბრუნოს რაც შეეხება ბიოგრაფია გავიგე და რას იმოძღვრებოდა ვერა.

უფრო სწორედ გავიგე და მემრტივება, ალბერ კამიუს სიტყვები მახსენდება ეჭვზე


--------------------
Дыхание — это процесс, обеспечивающий метаболизм живых организмов из окружающей среды кислородом (О2) и отводящий в окружающую среду в газообразном состоянии некоторую часть продуктов метаболизма организма (СО2, H2O и др[1]). Дыхание — основная форма диссимиляции у человека, животных, растений и многих микроорганизмов. При дыхании богатые химической энергией вещества, принадлежащие организму, окисляются до бедных энергией конечных продуктов (диоксида углерода и воды), используя для этого молекулярный кислород.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Untitled_11
post Dec 15 2011, 02:08 PM
Post #17


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,489
Joined: 9-November 11
From: გზაზე..
Member No.: 6,612

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სულ ეს ჯორდანო ბრუნო? ამოვწურეთ? smile.gif)))


--------------------
Дыхание — это процесс, обеспечивающий метаболизм живых организмов из окружающей среды кислородом (О2) и отводящий в окружающую среду в газообразном состоянии некоторую часть продуктов метаболизма организма (СО2, H2O и др[1]). Дыхание — основная форма диссимиляции у человека, животных, растений и многих микроорганизмов. При дыхании богатые химической энергией вещества, принадлежащие организму, окисляются до бедных энергией конечных продуктов (диоксида углерода и воды), используя для этого молекулярный кислород.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Lashapoli
post Dec 15 2011, 10:17 PM
Post #18


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,249
Joined: 16-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,308

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(ანა @ Dec 15 2011, 03:08 PM) *
სულ ეს ჯორდანო ბრუნო? ამოვწურეთ? smile.gif)))

სულ ესაა რაც ქართულ ენაზე არის ინტერნეტში და ისე შეგიძლია მის ნაშრომებს გაეცნო, ზევით არის ჩამონათვალი რეებია..


--------------------
Real Communication Happens In Silence
Go to the top of the page
 
+Quote Post
Untitled_11
post Dec 15 2011, 10:55 PM
Post #19


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,489
Joined: 9-November 11
From: გზაზე..
Member No.: 6,612

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მე ამდენის კითხვა მეზარეებახოლმე.. იმ ადამიანებს ვუსმენ ვისაც უყვართ "საგანი" smile.gif)))) ნაკლები დროც გეხარჯება და რაც მთავარია იმასაც იგებ.თან ლამაზი სანახავია. მაგრამ აქ დისკუსია ვიგულისხმე, იდეოლოგიური წინააღმდეგობა ან შედარებები. საჯაროში თუ მოვხვდი ვიკითხავ რამეს..


--------------------
Дыхание — это процесс, обеспечивающий метаболизм живых организмов из окружающей среды кислородом (О2) и отводящий в окружающую среду в газообразном состоянии некоторую часть продуктов метаболизма организма (СО2, H2O и др[1]). Дыхание — основная форма диссимиляции у человека, животных, растений и многих микроорганизмов. При дыхании богатые химической энергией вещества, принадлежащие организму, окисляются до бедных энергией конечных продуктов (диоксида углерода и воды), используя для этого молекулярный кислород.
Go to the top of the page
 
+Quote Post
John Dee
post May 8 2012, 03:08 PM
Post #20


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 137
Joined: 21-June 11
Member No.: 6,494

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(ანანდა @ Nov 30 2011, 11:40 AM) *
ბრუნო თავისი დროის და ეხლაც ერთ-ერთი მაგარი მოაზროვნეა!

აუცილებელი თემაა! clap2.gif

ამას რის საფუძველზე ამბობ ?
Go to the top of the page
 
+Quote Post

2 Pages V   1 2 >
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th April 2024 - 12:38 AM