IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

9 Pages V  « < 7 8 9  
Reply to this topicStart new topic
> თაია და თამარი..., შეგვეკითხეთ, გიპასუხებთ!
kobi
post Feb 13 2015, 11:23 PM
Post #161


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 4
Joined: 13-February 15
Member No.: 7,376

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გამარჯობა წავიკითხე ეს გვერდი და დავინტერეზდი ძალიან აღარ ჩანს არ თაია და არ თამარი..??
Go to the top of the page
 
+Quote Post
kobi
post Feb 13 2015, 11:24 PM
Post #162


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 4
Joined: 13-February 15
Member No.: 7,376

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



.იმედია თაია გამოჩნდება
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Feb 14 2015, 08:25 AM
Post #163


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,128
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ხო... იმედია...
Go to the top of the page
 
+Quote Post
kobi
post Feb 14 2015, 12:14 PM
Post #164


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 4
Joined: 13-February 15
Member No.: 7,376

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Ramdenime weli gavida ukvee......
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Feb 21 2015, 09:21 PM
Post #165


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სად გაქრა ისე ეს ქალი? :დ


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post May 29 2015, 08:03 PM
Post #166


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(თამარი @ Jul 21 2011, 11:53 PM) *
აუუუ, ვერაფრით დავწერ იმავე ტექსტს, რაც უკვე დავწერე და წამეშალა... smile.gif))))


ხდება ხოლმე ამიტომ დაბეჭდილი უნდა დაკოპირდეს თავის დაზღვევის მიზნით, ეს ნორმალური მოვლენაა. (ეს ისე პოლტერგეისტის არსებობა გავაბათილე rolleyes.gif )

კარგი თემაა ისე მაინტერესებს როგორ ვითარდება მოვლენები ამ ადამიანის სხეულში ისევ აგრძელებს თაიას სული შესვლას?
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Mar 8 2020, 02:24 AM
Post #167


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რა კარგი პოსტები ქონდა თაიას დაწერილი და გამქრალა
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Mar 8 2020, 12:56 PM
Post #168


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,128
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



პოსტები არა მგონია რომ გაქრეს, იქნებ ვინმემ წაშალა შემთხვევით?
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Mar 9 2020, 07:23 PM
Post #169


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ურაკპარაკზე მივაკვლიე თაია თამარს


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Mar 9 2020, 07:31 PM
Post #170


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



http://urakparaki.com/?m=7&WUID=56

თამარ ბუკია


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Mar 20 2020, 12:52 PM
Post #171


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(td......... @ Mar 9 2020, 07:31 PM) *
http://urakparaki.com/?m=7&WUID=56

თამარ ბუკია


საინტერესოა გადავხედე
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Mar 20 2020, 12:55 PM
Post #172


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მე თაიას პოსტებს ვეძებდი და ვიპოვე სხვაა თემაში ქონია დაპოსტილი მე აქ მეგონა
რადიკალურად განსხვავდება თაიას პოსტები თამარის პოსტებისაგან,

კოსმიური წარმომავლობა
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Mar 20 2020, 10:21 PM
Post #173


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,128
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მართლაც ძალიან განსხვავებული ენერგია იყო მათი პოსტებიდან.
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Jul 11 2020, 09:07 PM
Post #174


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



წასულა თამარი... RIP


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Jul 11 2020, 09:28 PM
Post #175


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,956
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



საინტერესო, მრავალფეროვანი პიროვნება იყო
კარგად მახსოვს ის დღე, ბოტანიკურ ბაღში რომ მოვიდა ფორუმელების შეკრებაზე. მგონი 2011 წელი იყო.
ფორუმზე ამ მარტში გაგვახსენდა, აპრილში გარდაცვლილა
RIP


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Jul 12 2020, 11:35 AM
Post #176


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



https://sarkenews.ge/2020/07/alazani-didia-...iSf1aQo61Fd2-vI
სარკეში დაიწერა თამარის შესახებ
,,სარკე”, რუსუდან ადვაძე

მწერალი, ლიტერატორი, პროფესორი თამარ ბუკია მოულოდნელად გარდაიცვალა აპრილში. მან ფართო საზოგადოებას თავი დაამახსოვრა ხალხური ლექსის ,,ალაზანი დიდია, შიგ ბებერი ჰკიდია” საიდუმლოს ამოხსნით.

,,ნუთუ არავინ დაფიქრებულხართ, ან ალაზანში რატომ უნდა ეკიდოს ის ბებერი და ან ალაზანში ჩაკიდებულმა პური როგორ უნდა მისცეს მგზავრს? ის პური ხომ ალაზნის წყლით იქნება დამბალ-დაშლილი? სინამდვილეში ლექსში ის ბებერი არაზანშია ჩაკიდული.

არაზანი დიდი თონეა, რომელშიც ბევრი პური ცხვება ერთდროულად. აი, როგორ თავის ადგილას დადგა ყველაფერი: ბებერი დიდ თონეში ბევრ პურს აცხობს, მაგრამ ისეთი ძუნწია, რომ ჩამოვლილ მშიერ მგზავრს პური არ მოუტეხა. ამიტომაც ამბობს ის მგზავრი, პური ვთხოვე, არ მაჭამა, ჩემი ცოდვა ჰკიდიაო”, – დაწერა სოციალურ ქსელში თამარ ბუკიამ და მისი გამოკვლევა დიდი ინტერესის ცენტრში მოექცა.

თამარ ბუკია პროფესიით საქონელთმცოდნე გახლდათ. მას მერე, რაც ეს პროფესია ქვეყანაში აღარავის დასჭირდა, სტუდენტებს ტურიზმს ასწავლიდა. წერდა ლექსებსა და რომანებს, ქსოვდა, ქარგავდა…

ჟურნალი სარკე საინტერესო სიახლეებით
ჟურნალი სარკე საინტერესო სიახლეებით
მეგობრები და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლები სოციალურ ქსელში გაოცებას ვერ მალავენ მისი გარდაცვალების გამო. მხოლოდ რამდენიმემ თუ იცის, რომ მუდამ მხიარულ ქალს ღვიძლის დაავადება აწუხებდა. გარდაცვალების წინა დღეებში თითქმის ყველა მეგობარს დაურეკა, მოიკითხა და ამით სამუდამოდ დაემშვიდობა.

– ლიტერატურულ საიტ ,,ურაკპარაკის” მეშვეობით გავიცანი, – უამბობს “სარკეს” თამარ ბუკიას მეგობარი ია მშვიდობაძე, – თავიდან ვირტუალურად ვიცნობდით ერთმანეთს და მერე მითხრა, მონათესავე სულები ვართ და იქნებ შევხვდეთო. შევხვდით და მას მერე ძალიან დავუახლოვდით ერთმანეთს.

უაღრესად ოპტიმისტი გახლდათ და ყველას გვერდში ედგა. “ურაკპარაკის” საიტზე ვინც კი ახალგაზრდა იყო, ყველას ეხმარებოდა, მათ ნაწერებს კორექტურას უკეთებდა, მართლწერაში ეხმარებოდა.

ტურიზმის ხაზით ატარებდა ლექციებს და გარდაცვალებამდე 10 დღით ადრე დამირეკა, რაჭის კურორტებზე მეკითხებოდა. დიდთან დიდი იყო, პატარასათან – პატარა. სტუდენტებთან მეგობრობდა, უზარმაზარ სითბოს გასცემდა.

ყოველმხრივ რაღაცნაირად ნიჭიერი იყო – ქარგავდა, ხატავდა, საოცრად წერდა… ამბობდა, ხილვები მაქვსო – ამ ადამიანს ცისფერი აურა აქვს, ამას – ყვითელიო. იმასაც ამბობდა, ჩემი გარდაცვალების დღე ვიციო. ამას ისე დამაჯერებლად იტყოდა ხოლმე… თარიღს არ ამბობდა, მაგრამ ეს ჩემთვის ძალიან ბევრჯერ უთქვამს.

მთელი ცხოვრება ერთოთახიან ბინაში გაატარა, რომელიც ათოთახიანი ხდებოდა, იმდენი მეგობარი მისდიოდა. ახლახან შეიძინეს ბინა, გაარემონტეს და მეუბნებოდა, რომ მოვრჩები, ყველას ერთად მოგიყვანთო. რა დაემართა, ისიც არ ვიცი.

– ახლობლები წერენ, რომ ღვიძლის პრობლემა ჰქონდა, რომელსაც მერე პანკრეასის პრობლემებიც დაერთო.

– ჩემთან ჯანმრთელობაზე არასოდეს დაუჩივლია. ბოლოს ძალიან გახდა და სულ მეკითხებოდა, ასე თუ მოგწონვარო. მართალი გითხრათ, სანამ გახდებოდა, უფრო მომწონდა, მაგრამ ამას ისე გეუბნებოდა, თითქოს უნდოდა და იმიტომ გახდა. დაავადებაზე არც გვიფიქრია.

10 დღით ადრე რომ მელაპარაკა, საოცრად ოპტიმისტურად იყო. ბათუმში ლექსების გამოფენაზე ვაგზავნით ხოლმე ნაწარმოებებს და მითხრა, მაშინ რომ ვიყავით ერთად, რა კარგი იყო და იქნებ ისევ გავაგზავნოთო.

ერთი შვილი დარჩა – ნიკუშა და შვილიშვილებს ნატრულობდა. მეუღლეც ჰყავდა და ძალიან მეგობრული ოჯახი ჰქონდათ.

დედა ჰყავს – საოცარი ქალი. ბოლო დაბადების დღე დედასთან გადაიხადა. როგორ გადაიტანს დედამისი ამხელა უბედურებას, არ ვიცი.

საოცრად ხალისიანი იყო, შეეძლო, პატარა ბავშვის ხმით ემღერა. ძალიან კარგად მღეროდა და ბავშვის ხმით პაროდიებს აკეთებდა. საოცარი იუმორი ჰქონდა.

იმხელა საახლობლო ჰყავს… ახლა კი მარტო დაიკრძალა, არავინ გაჰყვა სამარემდე! მაგიჟებს ამაზე ფიქრი – ამხელა სამეგობროსა და სანათესაოს პატრონი ასე მარტო წავიდა ამ გზაზე. ისეთი სიცოცხლის მოყვარული იყო… ბოლოს ყველასთან დაურეკია…

მისი გარდაცვალების შესახებ რომ გავიგე, ბოროტი ხუმრობა მეგონა. მერე კი ისეთმა შიშმა ამიტანა – შეიძლება ასე უცებ გაქრე ადამიანი?!

.

,,მეგრელი, მაგრამ მე-7 თაობის თბილისელი ვარ. სიღნაღის უნივერსიტეტში 16 წლის განმავლობაში დეკანი და სამეცნიერო საბჭოს სწავლული მდივანი ვიყავი.

საქონელთმცოდნე ვარ პროფესიით. სამრეწველო პროდუქციის ექსპერტიზას ვასწავლიდი, მაგრამ მერე ეს პროფესია აღარავის დასჭირდა. როცა ჩვენს კათედრაზე შემოვიდა ტურიზმი, ამ სფეროში გადავერთე.

მე ვიყავი მინის, კერამიკის, ავეჯის, საშენი მასალების და საიუველირო ნაწარმის მცოდნე. თითქოს გულიდან ამომგლიჯეს და მითხრეს, აღარ არის საჭიროო. სააკაშვილის დროს რომ მონასტერი აირია, ეს მაშინ მოხდა…

ქარგვაც ვიცი, კერვაც, ქსოვაც… ბუნებით კი ნამდვილი ტურისტი ვარ. მამას დავყავდი ხშირად და მაშინ შემიყვარდა. საქართველო, რუსეთი, ბალტიისპირეთი მაქვს შემოვლილი. ახლა კი ჩემს სტუდენტებთან ერთად დავდივარ…

რამე როცა მაინტერესებს, თუ ბოლომდე არ გავარკვიე, თავს ვერ ვანებებ. მამაჩემი ამბობდა, ამან ტყუილი რომ თქვას, ისიც დაეჯერება, რადგან სანამ არ გაიგებს, არაფერს ეშვებაო. ვაჟიშვილიც ჩემნაირია – სანამ ბოლომდე არ გაიგებს, რა რატომ ხდება, სულ უკირკიტებს.

ვწერ სიყვარულზე. აბა, სიყვარულის გარეშე როგორ იქნება?! ლექსებს სიყვარულზეც ვწერ და სხვა თემაზეც. გამოვეცი ერთი რომანი – “გაცვლა”.

ჩემი მოქარგული წმინდა გიორგის ხატი პატრიარქს ვაჩუქე. მითხრა, არ არსებობს, ამას შენ ვერ შეასრულებდიო. დავიბენი, რას ამბობთ, ჩემი ნაქარგია-მეთქი. მითხრა, კი, მაგრამ უფალი თავად გკარნახობდა, რა და როგორ გაგეკეთებინაო”, – უამბობდა თამარ ბუკია რამდენიმე თვის წინ “სარკეს”.

ამონარიდი თამარ ბუკიას ლექსიდან:

,,სიცოცხლე გადის! გაფრენილა ეს ერთი წელიც!..

წეროებივით მიფრინავენ, გვმატებენ ასაკს!

თვალის უპესთან ნაოჭს უკვე ვერაფერს შველი

და არც ის იცი, ეს სიბერე რამდენ ხანს გასტანს”.

9 ივლისი, 2020




--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
elli
post Jul 12 2020, 08:13 PM
Post #177


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 995
Joined: 9-February 11
Member No.: 6,383

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



tikoroma
დამწყდა გული...


--------------------
მე ვითხოვე ძალა... ხოლო ღმერთმა მე მომცა სიძნელეები, რომელთა გადალახვით მე გავხდი ძლიერი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Jul 13 2020, 02:17 AM
Post #178


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სამწუხაროა unsure.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post

9 Pages V  « < 7 8 9
Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th March 2024 - 01:14 PM