IPB

Welcome Guest ( Log In | Register )


fawos
Posted on: Oct 6 2012, 11:24 AM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 12
Joined: 11-March 12
Member No.: 6,747


sentimennte
წყარო : ზ.კიკნაძე - ჯვარი და საყმო (ისე გირჩევ ივანე ჯავახიშვილის ქართველი ერის ისტორიის I ტომი წაიკითხო , თუ არ ვცდები მეორე თავში ნახავ საინტერესო ინფორმაციას) ხო და კიდე სანამ ამას წაიკითხავდე ჯვრის განმარტება : ჯვარი — ქართულ მითოლოგიაში ლოკალურ ღვთაებათა საერთო სახელწოდება. ჯვართან ერთად იხმარება აგრეთვე ტერმინები “ხვთისშვილი”, “ღვთისნადები”. ჯვრები მორიგე-ღმერთს ემორჩილებიან, ითვლებიან მხარის, თემის, სოფლის მფარველებად. ხევსურთა საყოველთაო ღვთაებად ითვლება გუდანის ჯვარი სოფელ გუდანში. გუდანის ჯვარი მეომარი ღვთაების სახით გვევლინება, რომელიც ეხმარება ხევსურებს მტრის წინააღმდეგ ლაშქრობებში და წმინდა გიორგისთან იდენტიფიცირდება. ფართოდ არის აგრეთვე გავრცელებული კარატის ჯვრის კულტი. ჯვრის შესახებ წარმოდგენებმა შეითავსა აგრეთვე ღვთისმშობელ მარიამის და სხვა ქრისტიანულ პერსონაჟთა თვისებები. ფშავში და თუშეთში ჯვარს ხატი შეესაბამება.


სამძიმარი

«ქაჯავეთ ვიარებოდიდიო, ნახირს აიქით ვადენდიდიო» - ამ სიტყვებს ათქმევინებს თავის ქადაგს, მეენეს, ქაჯავეთიდან წამოყვანილი ქაჯის ქალი. ხახმატის წმიდა გიორგიმ სამძიმარი გამოიტაცა თუ გამოიხსნა ქაჯავეთიდან ქაჯავეთურ განძთან ერთად. ახლა კი სამძიმარი ამბობს, ქაჯავეთში დავდიოდი და საქონელს იქიდან მოვდენიდიო. ზმნის ხოლმებითი კილო - «ვიარებოდიდი» - თითქოს მოწმობს, რომ სამძიმარი ხახმატის ჯვარის მსგავსად პერიოდულად მგზავრობს ქაჯავეთში. ხომ ასე მიმართავენ ამ ღვთისშვილს - ქაჯავეთ რად იარები, გიორგი მგლისა ფერაო? ჩანს, თითქოს, სამძიმარი და წმიდა გიორგი დროგამოშვებით «იარებიან» ქაჯავეთში, მაგრამ ანდრეზი და სიმღერა გადმოგვცემს მხოლოდ ერთგზის მოგზაურობას ხახმატის ჯვარისას ქაჯავეთისაკენ და ისიც სამძიმარის გარეშე, რადგან ამ დროს სამძიმარი ქაჯავეთშია და, შესაძლოა, ელის მხსნელს. მართალია, წმიდა გიორგი მასთან ერთად ბრუნდება უკან, მაგრამ არ ჩანს, რომ ქაჯის ქალი მოდენიდეს იქიდან გამორეკილ ნახირს, რომლის მწყემსად თქმულებაში დასახელებულია კარატის ჯვარი კოპალა და არა სამძიმარი. შეიძლება მისი ეს სიტყვები («ქაჯავეთ ვიარებოდიდიო...») მისი ბიოგრაფიის რომელიმე ეპიზოდს გულისხმობდეს, რომელსაც უკვე მოუსწრია დავიწყება. დღევანდელ სამძიმარს კი ნაკლები კავშირი აქვს ქაჯავეთის ნახირთან და, საერთოდ, საქონელთან. ხახმატის ჯვარში მას სრულიად განსაკუთრებული ფუნქცია აკისრია და თავისებური თავგადასავალი აქვს, რასაც ის თავისი ქადაგის პირით ამხელს. ჯერ ვისაუბროთ მის წარმომავლობაზე, რომელიც წინააღმდეგობრივია და ორი ურთიერთგამომრიცხველი ტრადიციით არის ცნობილი. ერთი ტრადიციის თანახმად, ქაჯის ქალები - სამძიმარი, მზექალი და აშექალი ძალით არიან მოტაცებულნი. თურმე ამბობდნენ: «აქვე დაგვხოცეთ და თქვენთან (ღვთისშვილებთან) არ წამოვალთო»; არ მოჰყვებოდნენ, ვიდრე ხახმატის ჯვარმა არ აღუთქვა მათ საარსო წილის მიცემა ხახმატის მიწა-წყალზე და «ძალისა და შეძლების» განაწილება მათთვის; ჰპირდებოდა მათ, რომ ღვთისშვილთა უფლებით იქნებოდნენ დაარსებულნი ხახმატში ანუ იქნებოდნენ ჯვარნი. აი, ამ პირობით გამოატაცებინა თავი ხახმატის წმ.გიორგის სამმა ქაჯმა ქალმა სამძიმარის უფროსობით (60,107-8). სხვა ტრადიციით, რომელიც თითქოს ხუცესთა სიტყვების - «ტყვენო, ეაჯეთ, ნაჴსარნო» - განმარტებას წარმოადგენს, ხახმატის ჯვარის «მოდენი» ქაჯავეთის ტყვეობიდან არიან გამოხსნილნი, როგორც ნესტანი. ასეც ამბობენ: «ქაჯეთის ნაჴსრობა კიდენ ასე ნიშნავს, ვითომ დატვევებულები ჰყვანდეს და აჴსნეს ამ ანგელოზებმ და წამაიყვანეს». მაგრამ როგორ მოხვდნენ ტყვეობაში ეს ქალები, ამის ანდრეზი არ ჩანს. ზღაპრებში და საგმირო ეპოსში გამოხსნილი ქალი, მზეთუნახავი, როგორც წესი, გამომხსნელი გმირის საცოლეა. გმირს საცოლე მოჰყავს ქაჯეთიდან, ბროლის კოშკიდან, ქვესკნელიდან, სადაც მზეთუნახავს არ სურს დარჩენა და ეხმარება თავის რჩეულს, ასწავლის გზასა და ხერხს უცხო ქვეყანაში. ჩვენი ანდრეზი საკრალური თქმულებაა, რადგან ის ეხება კულტის დაფუძნებას, ამიტომაც გამოხსნილი ქალი, თუნდაც ის იყოს მზეთუნახავი (ასეთადაც არის მიჩნეული ქაჯის ქალი), ვერ იქნება საცოლე მისი გამომხსნელი გმირისა, რადგან ეს გმირი არის ღვთისშვილი, ანგელოზი, უხორცო არსება. ხახმატის წმიდა გიორგის ტყვე ქალები თავის მოდეებად მოჰყავს ხახმატში, მათ შორის პირველი და მთავარი სამძიმარი, ხოლო სამძიმარი ასე ალაპარაკებს თავის ქადაგს:

«წამამიყვანა გიორგიმაო,

მე ხო ქალ ვიყავ ქაჯისაო,

მამანათვლივა ქრისტე ღმერთსაო,

გავჴე ჴორციელთ სალოცავიო» (60, 113).

როგორც ვხედავთ, ქაჯეთიდან წამოყვანას, იქიდან დახსნას, განსაკუთრებული ასპექტი აქვს: ის ნიშნავს რჯულის შეცვლას, უფრო სწორად, მას მოჰყვება გათავისუფლებული ქალწულის გაქრისტიანება. სამძიმარზე კიდევ ყვებიან ასეთ ამბავს: «...ის სამძიმარ ქაჯთ ჴელმწიფის ქალ ყოფილ. იქ გველეშაპ ყოფილ. იმას თუ უნდ შეეჭამ ერთ ვინ სოფელშიით, წყლისპირში დაუსვემდეს. ის სამძიმარ დაუსომ. მისულ გიორგი, უთქომ, რო გაგათავისუფლებავ შენავ. მამას უთხარივ, რო წაგიყვანავ. ცხრაჯერ წყალში გაიბანევ, სამივ საკლავ დაკალივ...» (67,193). ვავსებთ ამ ეპიზოდს სხვა ჩანაწერის მიხედვით (ვერსია იგივეა, ხახმატური, ოღონდ ოდნავ განსხვავებული რედაქციით): «...მაშინ ჩვენ გიორგის დაურტყამს ვეშაპისთვის შუბი და წამოუყვანია სამძიმარი. მოიყვანა თავის ჯვარში, მოუნათლია სამძიმარი თავის რჯულზე. დასდვა საფარველი და ვეღარ ნახა სამძიმარი ხალხმა» (6,79). არ არის ძნელი ამ მონათხრობში წმიდა გიორგის უმთავრესი სასწაულის დანახვა. ეპიზოდი აგებულია საყოველთაოდ გავრცელებულ მოტივზე, რომელიც ადრევე დაუკავშირდა კაპადოკიელი წმიდანის სახელს და მყარი აგილი დაიკავა მის ბიოგრაფიაში. წმიდა მხედარი დაიხსნის წარმართი მეფის ასულს გველეშაპისაგან, რომელსაც მიუყვანეს ის მსხვერპლად და ამ სასწაულის ძალით ქრისტეს რჯულზე მოაქცევს ქალწულს, მეფეს და მთელ ქალაქს. ეჭვი არ არის, რომ სამძიმარის ეპიზოდი ქაჯავეთის თქმულებაში წმიდა გიორგის გმირობის ხევსურული ვარიანტია; რომ ის წმიდა გიორგის კანონიკური «ცხოვრებიდან» მოდის და ვერ ჩაითვლება საერთაშორისო სიუჟეტის ადგილობრივ, დამოუკიდებელ ვარიანტად. ხახმატის ჯვარი - ხახმატის წმიდა გიორგი იმეორებს თავისი მოსახელე წმიდანის არქეტიპულ ქცევას, ქაჯავეთი ენაცვლება იმ წარმართულ ქალაქს, რომელიც წმიდა მხედარმა გველეშაპის ძალადობისაგან იხსნა, ხოლო ქაჯის ქალი იმ უსახელო უფლისწულს, რომელიც მან გველეშაპის ხახას გამოსტაცა და ქრისტიანულ რჯულზე მოაქცია. ხსნა ამ ქრისტიანულ ანდრეზში ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოქცევის ტოლფასია. ქაჯავეთისა და წარმართული ქალაქის (ლასიის) იგივეობა უფრო თვალსაჩინოა ქაჯავეთ-ქისტეთის იგივეობის ფონზე, რადგან ქისტებს და, საზოგადოდ, ჩრდილო კავკასიის მეზობელ მაჰმადიან ტომებს ქართველ მთიელთა საყმოები უპირატესად სარწმუნოებრივი ნიშნით უპირისპირდებიან, როგორც ურჯულოებს რჯულიანები, რომლებიც წმიდა გიორგის რელიგიას აღიარებენ და ამის დასტურად, ძველი მემატიანის თქმით, «ჯუარის მსახურნი არიან». განსხვავებით წმიდა გიორგის მიერ მოქცეული წარმართული ქალაქისაგან, ქაჯავეთი ქაჯავეთადვე დარჩა; ამის სანაცვლოდ ქაჯთა ხელმწიფის ასული სამძიმარი ხახმატის წმიდა გიორგის წყალობით ღვთისშვილის რანგში ამაღლდა და სრულიად უნიკალური ადგილი დაიჭირა სხვა ღვთისშვილთა შორის; ის ხახმატის ჯვარმა თავის «მოძმედ» წამოიყვანა ხახმატში და ისე ღრმად შეეთვისა მას, რომ ეს ახალი მოძმე საყმოს წარმოდგენაში «გიორგი სამძიმარ ერთნი’« (68,42); საყმოს არ აბრკოლებს ის გარემოება, რომ გიორგი მამრია, სამძიმარი - დედრი: «გიორგი’ სამძიმარ ერთნი’, ერთ ხთიშვილი’. როცა ახსენებენ ხახმატის ჯვარს, საყმოს ცნობიერებაში ჩნდება ორი პირი ერთი ჯვარისა, ერთი ღვთისშვილისა - «გიორგი ნაღვარმშვენიერი» და «ხელი სამძიმარი, ყელ-ღილიანი». საყმო ჭვრეტს ერთ ღვთისშვილში, ერთ ღვთიურ არსებაში ანიმა-ანიმუსის ერთიანობას. ქაჯავეთისკენ გაემართა მხედარი, «ნაღარში მებურთვალი», - ობოლი ანიმუსი და დაბრუნდა იქიდან ანიმასთან ერთად, რათა სამუდამოდ გაერთიანებულიყვნენ ხახმატის ჯვარში. ხახმატის ჯვარი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მოქმედებს არა როგორც ცალკე მამრი და ცალკე დედრი, არამედ თავისი მთლიანი ბუნებით, დედრულ-მამრული ერთიანობით; დედრი ჭვირვალებს მის მამაკაცურ გამოცხადებაში, რაც თვალსაჩინოდ იკვეთება სხვა ღვთისშვილთა ფონზე, როგორც მაგ.,ამ ლექსში:

ლაღნო, სად მიზდით, ჴევსურნო, სად მიხქრით ქარებულასა.

წინ გიდგასთ გუდანის ჯვარი, ყვიროდა ჴარებულასა,

მოგყვებასთ ჴაჴმატის ჯვარი, ტიროდა ქალებურასა (88, №171),

მამრი იჩენს თავს რაღაც სახით მაინც მის დედრულ გამოცხადებაში, როგორც გვარწმუნებენ სამძიმარის ნაქადაგარები, სადაც მისი უცნაური თავგადასავალია მოთხრობილი. სამძიმარის ნაქადაგარი და მისი ანდრეზი ერთმანეთს ავსებს; ერთი და მეორე სხვადასხვა ასპექტით გვიმხელს სამძიმარის ბუნებას და მისი მოვლენის, ანუ საყმოში მისი გამოცხადების არსს. ანდრეზი ასეთი შინაარსის არის: ვაჟს სამძიმარი სრულიად კონკრეტული ქალის სახით ეცხადება, ცხოვრობს მის სახლში, დიასახლისობს. ეჭვს აიღებენ, რომ ის არ არის ჩვეულებრივი ქალი, ან სულაც ქალი არ არის; სამძიმარი სასწაულსაც ჩაიდენს და სახლიდან წავა. მოგვყავს თ.ოჩიაურის ჩანაწერი: «ჴაჴმატის ჯვარ ქალის აღით შჩვენებივ ხოლიგას კისტან. იმას სდობნივას საერბოე კასრის ძირშიით ოქრო ზალტისა და ბეჭდის გამაღება. თავის ნებით მასვლივას დიაცად, ჯუათ ელენე ვითომ ორავ. დედამთილს ღგონებივ ჩემის შვილის დიაციავ. ის კი არ ვიც, რამთვენ ხან ყოფილ. ერთხან დედამთილისად უთქომ - შინ მინდავ წასვლაივ, მასანთონ* (*«მასანთონი» - საწესო ნამცხვრები; ნაქადაგარში ამ სიტყვას ენაცვლება «სალაღობელნი») მიქნენივ. თვითონ ქნენივ, უთქომ დედამთილს. შაუტყვავ, რო ესივ ქალ არ თუკლაღ ასავ. ი დედამთილ წასულ; რო მასულ, დიდ ქვაბ იდგავ, ოთხ-ხუთ ჩარექამდე ჩადიოდისაო. ხავიწ დუღდავ, ჩავხენეო, აი საერბოე კასრშიავ თითა იყვავ ამასმულივ. ი ზალტეიოდ ბეჭედაივ გვერდი ეხსნესავ. ის აბა რას ეტყოდ. მემრ ი მასანთონ რო უქნიან, სამჯერ ჩაუდგამ თითი, უთქმ - ეესრ ხქნითიდავ, ეესიავ ჩემ წესივ. მაში ქოო გამაცხადებულ. ჯერ ციხეში მისულ ლებაისკარ, მასანთონ მაუნთიან, მემრ იქით გამაფრინდალ, წოვაის წყალმისულ. იქაც დამჯდარა, იქით გადამხტარ აქ მასულ. ი ხოლიგას გასტრელებივას - ესივ ქალ ართუკლაღ ასავ. ღამით გულზედ ჴელ ჩამაუსომ, კაცივით ხქონდავ, ქალობა არ ეტყობოდავ. უთქომ დედისად, რომავ ეს ქალ არ უნდა იყვასავ» (68, 45). სამძიმარის ეფემერული, ვითომ ქმარი და დედამთილი, რწმუნდებიან, რომ ეს «ჯუათ ელენე» სრულიადაც არ არის ჯუათ ელენე; უფრო მეტი: ის არც არის ჩვეულებრივი დიაცი. დედამთილი მის უჩვეულობას იმაში ხედავს, რომ ეს «ჯუათ ელენე» ერთი თითის ამოწება ერბოთი აცხობს მასანთოებს; ხვდება რაღაცას, მაგრამ ფრთხილი დიაცი არაფერს ამბობს. «ქმარი», ხოლიგა, უფრო მეტს ხვდება. ის ატყობს, რომ მისი «ცოლი» არათუ ჯუათ ელენე არ არის, არამედ, შესაძლებელია, დიაციც კი არ იყოს. «ი ხოლიგას გასატრელებივას», ე.ი.ხოლიგა დაეჭვებულა: მისი ცოლი ქალს ჰგავს, მაგრამ ქალის ნიშნები არ ატყვია. მონათხრობიდან არ ჩანს, იყო თუ არა მათ შორის ცოლ-ქმრული ურთიერთობა; ხოლიგას უკვირდა მხოლოდ, რომ მის ცოლს რატომღაც მკერდი არ აჩნდა, «ქალობა არ ეტყობოდავ». ეს ნიშანი ტიპიურია სამძიმარის ანდრეზებში მისი ბუნების სამხელად. ვინმე ბულოელას სამძიმარი უწვებოდა ცოლის მაგივრად: «...მაუსომ ჴელი-დ’ არა ღბადებივ იმას გულზედ. კაცივით ყოფილა-დ’ გამატრიალებულ» (68,49). «ეს ქალ არ უნდა იყვასავ», გამოფხიზლდება საბოლოოდ გაოგნებული ქმარი, რომელმაც ვერ მოახერხა, რაც ცოლ-ქმარს შორის უნდა მომხდარიყო. ერთ მონათხრობში ასეთი ვითარებაა: «...დედაკაცთან რო დაწვებიან, ის რო უნდა მექნისავ, დაიკარგისავ. კაც-დიაც რო შადგებიან აისრა, დაიკარგისავ...» (68,49) «დაიკარგისავ», — ამბობს გაწბილებული კაცი, ანუ ქრებოდაო, რადგან სამძიმარი მოუხელთებელია კაც-დიაცის საქმისათვის. გადმოცემიდან არ ჩანს, რა მიზნით მაქციერობს ხახმატის ჯვარი მოკვდავის ოჯახში. ნუთუ მხოლოდ იმისთვის ტრიალებს იქ ნაცნობი დიაცის სახით რამდენიმე ხანს, რომ გააოგნოს დედა-შვილი, ან დაუტოვოს ანდრეზად თავისი წესი - მასანთოში თითის სამგზის ჩაჭდობა, როგორც ნაქადაგარში ათქმევინებს თავის მეენეს - სალაღობელნი დავაცხვნიდიო, სამკანა თითი ჩავადგიდიო? ნუთუ ასეთი საქციელი მხოლოდ ქაჯური ნაშთი და კვალია მორჯულებულ სამძიმარში? გავეცნოთ სამძიმარის ნაქადაგარ ტექსტებს. ნაქადაგარებში, რომლებიც თ.ოჩიაურის მიერ არის გამოვლენილი და ჩართული სამეცნიერო კვლევის სფეროში (68,45-7), სამძიმარის თავგადასავალი მოკვდავის ოჯახში სხვა კუთხით არის დანახული და გადმოცემული. ჩვენ საქმე გვაქვს პოეტურ ტექსტებთან, სადაც დიდი შთამბეჭდაობით, საკმაოდ ძუნწად, რაც აძლიერებს ექსპრესიულობას, გადმოცემულია სამძიმარის ქცევები, რასაც ის თავის არჩეული «ქმრის» სახლში სჩადის. დედაკაცი ტრიალებს ოჯახში, საქმიანობს: «საცერსა, ვარცლსა ჩაუჯდიდიო», «ჭიმა-ლახტარას ვზიდევდიო», ის თავს იმკობს და კეკლუცობს დედაკაცის წესისამებრ: «ნაოჭიანი ჩავიცვიდიო, ქოქომონ გავაბრიალნიდიო», «ყურზე საყურსა ვიდებდიდიო, ქოქომიანსა ვიცომდიდიო», «დავიგრუშნიდი თავმანდილნიო»... ცხადია, რა მიზნით ირთვება და ლამაზდება ქალი. მიზანსაც აღწევს, როგორც ეს ჩანს ნაქადაგარში:

აბულეთაურთ საღირასაო

ქალი საცოლედ მავსწონდიდიო,

ჩავეხვივიდი, ჩაუწვიდიო,

ძუძუ-მკერდს* გამავიხვივიდიო...

(*თუმცა პროზაული გადმოცემიდან ვიცით, რომ სამძიმარს მკერდი «კაცივით ხქონდავ, ქალობა არ ეტყობოდავ».) მაგრამ ამ დროს არაფერი არ ხდება. სამძიმარს ზღურბლამდე მიჰყავს თავისი რჩეული, თავად კი უკან იხევს; ის არ აძლევს უფლებას ხორციელს, გადალახოს ზღურბლი. როგორც კი ვაჟი ამას შეეცდება, რაც ნაქადაგარებში ოდნავ შეფარულად არის გამოხატული - «ქალი საცოლედ მამინდომაო» ან «ცოლად წაყვანა მამინდომაო»; სამძიმარი გარბის, სახტად სტოვებს რა ვაჟს და საიდუმლოსაც საფარველი ეხდება. ცხადი ხდება, რომ აქ სამძიმარი იყო, რის დასტურადაც მისი ნაბიჯებისა და კიდევ სხვა რამის კვალი რჩება. მომყავს ერთ-ერთი ტიპიური ნაქადაგარი, სადაც მოკლედ არის

გადმოცემული ეს ამბავი:

აბულეთაურთ ციხეშიაო

მედგეს ლოგინნი ჩარდახშიაო.

აბულეთაურთ ხოლიგამაო

ქალი საცოლედ მამინდომაო.

იმ ჩემსა გამონაფრინდობსაო

იქავ აჩნიან ნაკოჭარნიო.

პურ-სატან მამჩნეს ღელეშიაო,

ჴელის საპონი წყაროშიაო.

მომხყვებოდ შანაცოდრობითაო (77, №27).

აქედან ცხადად ჩანს, რომ სამძიმარის ლოგინი აბუდელაურთ ციხის ჩარდახში სრულებით არ არის გამზადებული ცოლ-ქმრული ურთიერთობისათვის, ის არ არის საქორწინო სარეცელი. სამძიმარი გაურბის ახლო კავშირს ვაჟთან, იმაზე მჭიდროს, რის უფლებასაც თავად ქალი იძლევა, სტუმარიც გარბის უკანმოუხედავად; მათი ყოველგვარი ურთიერთობა წყდება, ხოლო ვაჟს ზედმეტი ვნების გამოჩენა, როგორც ზნეობრივი კანონის დარღვევა, ცოდვად და სირცხვილად ეთვლება, რაზეც მიგვანიშნებს ტექსტის ბოლო სტრიქონი «მომხყვებოდ შანაცოდრობითაო». აი, რას ამბობს მწყრალად წასული სამძიმარი ვაჟზე, რომლისთვისაც უკვე ცხადია, რომ შესცოდა და ამით დაარღვია ურთიერთობა; მოინდომა, რისი ნდომაც გულშიც არ უნდა გაევლო. ამიტომ ამბობს სამძიმარი მიტოვებულ ვაჟზე, - ცოდვის ჩამდენივით მომყვებოდაო. მორალურ აკრძალვას სქესური ურთიერთობისას თავისი გამოხატულება აქვს ამ აქტის ფიზიკურ შეუძლებლობაში. პროზაულ ანდრეზებში, როგორც დავინახეთ, ვაჟი ქალის ნიშნებს ვერ ატყობს სამძიმარს ან ურთიერთობის ზღურბლთან მისვლისას ქალი ქრება («დაიკარგისავ»). ეს ფიზიკური უცნაურობა თავიდანვე გაცხადებულია ნაქადაგარში სამძიმარის პირით: «ვიარებოდი ქალივითაო...», «მემრა ქალადა მავიქციდიო...», «ქალურა ჩამაუარიდიო...», «ქალის ფაფანაგ ჩავიცვიდიო...» და სხვა, რაც მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ სამძიმარი, როგორც ჯვარი, ანგელოზური არსება, არ არის ქალი და მას, როცა გარემოება მოითხოვს, მხოლოდ უხდება ქალივით მოქცევა. რას უნდა ნიშნავდეს სამძიმარის ეს უცნაური საქციელი, რომელსაც ძნელია გამართლება და ახსნა მოეძებნოს ჩვეულებრივი, ყოფითი თვალსაზრისით. მისი საქციელი ისევე აუხსნელია და ბუნდოვანებით მოცული, როგორც ხევსურეთის საყმოებში ერთ დროს მტკიცედ გამჯდარი, თითქოს საზოგადოებრივ ინსტიტუტად ქცეული სწორფრობის წეს-ჩვეულება, რომლის ინიციატორად, დამფუძნებლად შეიძლება გვევლინებოდეს სამძიმარი თავის ნაქადაგარებში.* (*ასეთი თვალსაზრისი გატარებულია გ.ჯაფარიძის თეზისებში «წმინდა დაფები» (111, 11)). შესაძლებელია, ამით არ იხსნებოდეს სწორფრობის წეს-ჩვეულების გამოცანა (არ ვცდილობ მისი ისტორიული ფესვებისა და წარმოშობის კვლევა-ძიებას), მაგრამ ეს ანალოგია საშუალებას გვაძლევს გავდოთ შიბი სწორფრობის რეალურ სინამდვილესა და მის მითოსურ სინამდვილეს შორის. საფუძვლიანი აღწერილობა ამ წეს-ჩვეულებისა, რომელიც გამორიცხავს ზერელე დამოკიდებულებას მის მიმართ და გარეშე თვალსაზრისს მასზე (4), გვიჩვენებს, რომ ის წარმოადგენდა, საყმოს არსებობის დეკადანსშიც კი, მკაცრად დადგენილი წესების სისტემას, სადაც გათვალისწინებულია ყოველი წვრილმანი და მოსალოდნელი კაზუსი. ამ ჩვეულებაში ინიციატივა ქალს ეკუთვნის, ის იწვევს ვაჟს მასთან შეყრისა და საუბრის სურვილით, და ერთად ყოფნის (კონკრეტულად, წოლის) დროსაც ის განაგებს ურთიერთობას, უდებს რა ზღვარს ვაჟის ვნებებს და სწორფრობის წესით აკრძალურ გამოხდომებს. იქმნება შთაბეჭდილება თითქოს ამ ჩვეულების წესები ქალის დადგენილია და მთელი ჩვეულებაც მისგან იღებს დასაბამს, ისევე როგორც ქალი დგას, ხევსურული ანდრეზის თანახმად, ჯვარის ქადაგების ინსტიტუტის გენეზისში. სწორფერთა შორის - ეს გარდაუვალი წესია - იკრძალება არა მხოლოდ ხორციელი კავშირი, არამედ კანონიერი ცოლ - ქმრობაც. ამ შეუვალი კანონის შემშლელნი რჯულის გამტეხებად შეირაცხებიან და ისევე მოიკვეთებიან საყმოდან, როგორც ინცესტის ჩამდენნი. ერთად «წოლა-დგომის» განმავლობაში, როგორც ადგილობრივ უწოდებენ ამ ჩვეულებას (სწორფრობას), როგორც კი ქალი შეატყობს, რომ მის სწორფერ ვაჟს «სხვა» სიყვარულით უყვარს იგი, ქალი სტოვებს სწორფრობის საწოლს და მიდის, რათა აღარ დაბრუნდეს უკან, აღარ მოიხედოს ამ ვაჟისაკენ. ხორციელი ქალი იქცევა, როგორც სამძიმარი, იმეორებს მის არქეტიპულ საქციელს, რომ აღკვეთოს ვაჟის სურვილი. ვაჟმა არ უნდა შეიყვაროს თავისი სწორფერი, როგორც დედაკაცი - ეს კანონი გაფრთხილებასავით გაისმის სამძიმარის სიტყვებში, რომლებიც დაჟინებით გადადის ნაქადაგარიდან ნაქადაგარში: «აბულეთაურთ იმედასაო ქალი საცოლედ მავსწონდიდიო», «მეგრელაურსა გახუასაო საცოლედ ვეწონებოდიდიო», «აბულეთაურთ იმედამაო ცოლად წაყვანა მამინდომაო»... აშკარაა ამ სიტყვების საყვედურიანი კილო, რომლითაც ის კრძალავს სწორფერთა ქორწინებას და მათ უხვედრობას აწესებს. მას შეეძლო ეთქვა: «ეესიავ ჩემ წესივ», როგორც კისტნელი ხოლიგას ოჯახში მისანთოებზე სამი ნაჭდევის გამო თქვა, როცა დააწესა ეს ჩვეულება: «ეესრ ხქნითიდავ, ეესიავ ჩემ წესივ», და მოეფარა თვალს. ამით ამოიწურება ქაჯავეთის განძი, რომლის ყველა საგანი საკრალურია თავისი ბუნებით და საკულტო დანიშნულება აქვს. დავიწყეთ თასით და დავასრულეთ სამძიმარით, რომლის მუდმივი ეპითეტი «ყელ- ღილიანი» ქალური ნიშნით თასთან იჩენს მსგავსებას, და თასი ხომ ქალის სამკაულებით არის შემკული.
  Forum: პიროვნებები, გაერ... · Post Preview: #81052 · Replies: 25 · Views: 26,469

fawos
Posted on: Oct 5 2012, 10:32 AM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 12
Joined: 11-March 12
Member No.: 6,747


sentimennte
შემიძლია უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია დავწერო
  Forum: პიროვნებები, გაერ... · Post Preview: #80939 · Replies: 25 · Views: 26,469

fawos
Posted on: Oct 4 2012, 08:43 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 12
Joined: 11-March 12
Member No.: 6,747


TeO

არასწორია კარმისა და ეგრეგორის ასე დაკავშირება , ჯერ ერთი იმიტომ რომ კარმის მცნება ინდოეთიდან მოდის ხოლო ეგრეგორის ევროპული ოკულტიზმისგან , და ეგრეგორი სულ სხვა რამეა ...
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #80889 · Replies: 51 · Views: 67,073

fawos
Posted on: Oct 4 2012, 07:53 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 12
Joined: 11-March 12
Member No.: 6,747


QUOTE(sentimennte @ Oct 1 2012, 10:27 AM) *
swored qristesadmi amxela ertgulebit daimsaxura qartvelebisgan didi siyvaruli smile.gif


უფრო იმიტომ დაიმსახურა ქართველებისგან დიდი სიყვარული , რომ ყველაზე კარგად შეერწყა ქართულ წარმართობას.

QUOTE(anima mundi @ Oct 2 2012, 12:58 AM) *
earth

ერთ იგავში კაცი, იონაეს, ქრისტეს და გიორგის ხვდება და გიორგისამიყველაზე დიდი პატივისცემა აქვს..


მეც მაქვს ეგ წაკითხული ოღონდ იქ იოანეს ნაცვლად ელიაა. სხვათაშორის ბერძნულად გიორგი მიწათმოქმედს ნიშნავს , ხოლო საქართველოს ბერძნები ქრისტეშობამდე გაცილებით ადრე ეძახდნენ "მიწათმოქმედთა ქვეყანას". (ინგ. Georgia) თუ იმას გავითვალისწინებთ რომ გრიგოლ ხანძთელამდე წირვა ბერძნულად ტარდებოდა შეიძლება ამანაც იმოქმედა მისი კულტის განვითარებაზე.

საინტერესოა ქართული ლეგენდა წმინდა გიორგისა და სამძიმარის შესახებ. ამ ლეგენდის მიხედვით ის მეფისასული რომელიც გიორგიმ გველეშაპისგან იხსნა სამძიმარი იყო , ქაჯეთის მეფის შვილი. შემდეგ გიორგიმ ის საქართველოში მოიყვანა სადაც სამძიმარი მოინათლა. ზოგჯერ მოკვდავი ქალის სახეს იღებს და მამაკაცს თავს აყვარებს, შემდეგ კი პატარძლად შედის ოჯახში და დოვლათი და იღბალი შეაქვს. როდესაც გაირკვევა, რომ იგი მოკვდავი ქალი არ არის, სამძიმარი ტოვებს სახლს. ყველაზე საინტერესო ისაა რომ სამძიმარს და გიორგის ძალზედ საინტერესო ფორმით შეუძლიათ გამოცხადება : გიორგის ცხენზე ამხედრბული სამძიმარი გიორგისივე აბჯრით.
  Forum: პიროვნებები, გაერ... · Post Preview: #80884 · Replies: 25 · Views: 26,469

fawos
Posted on: Jul 7 2012, 01:51 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 12
Joined: 11-March 12
Member No.: 6,747


ყოველთვის მაინტერესებდა ჰოლივუდში ვარსკვლავებს მაჯაზე რატომ ეკეტათ და უკეთიათ წიტელი ფერის ძაფი და როგორც იქნა გავიგე, თურმე ეს ყველანი ილუმინატების გაერთიანებაში არიან გაერთიანებულნნი და ასე ვთქვათ ეს წითელი სამაჯური მათი განმასხვავებელი ნიშანი ყოფილა სხვებისგან!

ეგ ნეო-კაბალაში ითვლება წარმატების მომტანად, ხოლო კაბალაში - ლილითისგან დასაცავად, ამიტომაც ჩვილ ბავშვებს უკეთებდნენ ხოლმე წითელ ძაფს, ილუმინატებს რაც შეეხება - დასაშინებელი ზღაპრები მანიპულაციისთვის. დღესდღეობით ილუმინატობა-მასონობას ებრაელებს (ხალხი რომელიც მსოფლიოს უმეტესს ქვეყნებში სძულდათ და სძულთ) აბრალებენ, ერთერთი ჩემი ნაცნობი მორწმუნეს აზრით დავითის ვარსკვლავი მასონებმა შემოიღეს (მიუხედავად იმ ფაქტისა რომ ის მასონებამდე ადრე , ჩვენს წელთაღრიცხვამდე არსებობდა და მიუხედავად იმისა რომ ეს ვარსკვლავი ძველ ეკლესიებსა და ხატებზეა გამოსახული)
  Forum: პიროვნებები, გაერ... · Post Preview: #74694 · Replies: 12 · Views: 16,618

fawos
Posted on: Jul 7 2012, 01:32 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 12
Joined: 11-March 12
Member No.: 6,747


საჯაროდ გამოტანი დაფარული ცოდნა

მგონი ეს სიტყვათშეთანხმება ოქსიმორონია , არა?

აღმოსავლეთს აქვს

აღმოსავლეთში მარტო ინდუიზმი არაა, ისე რომელი თემები არაა განხილული დასავლეთის სწავლებანში?
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #74693 · Replies: 113 · Views: 116,057

fawos
Posted on: Jul 7 2012, 01:06 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 12
Joined: 11-March 12
Member No.: 6,747


მივესალმები შენს გახსნილ თემას!

მზეონა helllo.gif

ზოგადად ხელოვნება ადამიანზე ძალიან პოზიტიურ, გამაჯანსაღებელ და ჰარმონიულ გავლენას ახდენს, თერაპიულია..

გეთანხმები, აი მაგალითად ხუთი წლის სიცილიელი ბიჭი ჯორჯო კომიდან რობერტო ბენინის ფილმმა "ცხოვრება მშვენიერიამ" გამოიყვანა.
დავუბრუნდეთ მუსიკას. მუსიკას შეუძლია გაგაცინოს, აგატიროს, დაგაწყნაროს... ხოლო სიწყნარე - ჯანმრთელობის საწინდარია. ამოტომაც მედიკოსები უფრო ხშირად იყენებენ მუსიკით მკურნალობის მეთოდს - მელოთერაპიას. ისინი ამტკიცებენ, რომ გარკვეული სიხშირის ბგერებს(sound, звук), გარკვეული პერიოდულობით, შეუძლიათ გაანადგურონ ავადმყოფიბის გამომწვევი მიკრობები, მოადუნონ მუსკულატურა, გამოიყვანონ პაციენტი დეპრესიიდან, ჩაახშონ ანთება, დააჩქარონ გამოჯანმრთელება ხერხემლის არეში მიყენებული ჭრილობის შემდეგ. მუსიკა დასვენებაში გვეხმარება, ამცირებს მაღალ არტერიალურ წნევას და ინტელექტუალურ განვითარებასაც კი უწყობს ხელს! ადამიანები რომლებიც უკრავენ მუსიკალურ ინსტრუმენტზე უფრო ადვილად უმკლავდებიან სიბერესთან დაკავშირებულ პრობლემებს. მუსიკით მკურნალობა ეფექტური გამოდგა აუტიზმის, ალცგეიმერის დაავადებისა და ინსულტის დროს. ზოგი ექიმი იყენებს მუსიკას გაბნეული სკლეროზის, რევმატოიდული ართრიტის, რევმატიზმის და სხვა დაავადებების სამკურნალოდ, რომლებსაც ტკივილის სინდრომი ახლავთ თან. კვლევების მიხედვით, საუკეთესო თერაპევტული ეფექტი კლასიკურ მუსიკას აქვს. ხშირად უსმინეთ საყვარელ მუსიკას!
  Forum: ხელოვნება · Post Preview: #74691 · Replies: 9 · Views: 21,045

fawos
Posted on: Jul 5 2012, 03:33 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 12
Joined: 11-March 12
Member No.: 6,747


ლეგენდა მუსიკის შესახებ

მუსიკის შესახებ უამრავი ლეგენდა არსებობს. ერთი ძველი ბერძნული ლეგენდის მიხედვით, შვიდკარებიანი ქალაქის თებეს მშენებლობა მეტად ორიგინალური წესით მიმდინარეობდა: მომავალი ქალაქის ერთ მახლობელ გორაკზე მიიწვიეს ცნობილი მუსიკოსი და მომღერალი ამფიონი. იგი ნაზად ჩამოჰკრავდა თითებს ოთხსიმიან ლირას და წარმტაცად მღეროდა. ამბობენ, ისეთი მძლავრი მაგიური ძალა ჰქონდა ამფიონის სიმღერას და დაკვრას, რომ ამ ჯადოსნური ჰანგების ზეგავლენით ვეებერთელა ქალაქი თებე აშენდაო.

ობობა - მელომანი

ერთი მევიოლინე სხვენზე მეცადინეობდა, რათა სავარჯიშოების, გამებისა და მრავალგზის გასამეორებელი ტექნიკის პასაჟების დაკვრით შინაურებისათვის გული არ გაეწყალებინა. მალე მუსიკოსმა შენიშნა, რომ, როგორც კი ნაზი მელოდიის შესრულებას იწყებდა, ზემოდან, თავის ძაფზე, ობობა ჩამოცურდებოდა ხოლმე და გარინდებული უსმენდა დაკვრას.როგორც კი მევიოლინე გამებს და ჩქარ სავარჯიშოებს იწყებდა, ობობა მყისვე ადიოდა ზევით და მხოლოდ მაშინ ჩამოდიოდა, თუ კვლან მელოდიური მუსიკა აჟღერდებოდა.

სიმღერა სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის

სიმღერა აუმჯობესებს სახმო სიმების სისხლით მომარაგებას, ზეგავლენას ახდენს ენაზე, ნუშისებრ ჯირკვლებსა და ლიმფურ კვანძებზე. სიმღერის დროს სისხლი სწორად მიმოიქცევა, უკეთ მიეწოდება ამ ორგანოებს და აჯანსაღებს მათ. ლიმფური კვანძები და ნუშისებრი ჯირკვლრები უფრო აქტიურად იწყებენ მუშაობას და სარძნობლად უმჯობესდება სიმღერის მოყვარულთა იმუნირი სისტემა. თუ იმუნური სისტემა ძლიერია, ყელიც ნაკლებად სტკივა და სტომატიტიც იშვიათად აწუხებს ადამიანს.
სიმღერის დროს სისხლით სწორად მომარაგება ააქტიურებს ტვინის მუშაობას. სავარაუდოა, რომ სისხლის ცირკულაცია ძლიერდება არა მარტი ყელში, არამედ ცენტრალურ ნერვულ სისტემაშიც, რის შედეგადაც თავის ტვინი იწყებს ინტენსიურ მუშაობას, უმჯობესდება მეხსიერება, ადვილად აითვისება ნებისმიერი ინფორმაცია, ხოლო მათ, ვისაც ხშირად აწუხებს ფილტვები, ბრონქიტი, ექიმები ურჩევენ იმღერონ, რადგან, როგორც წესი, სიმღერის პროცესში მონაწილეობს სასუნთქი სისტემა. მაგალითად, საზღვარგარეთის ქვეყნებში, ექიმების რჩევით ასთმით დაავადებულები მღეროდნენ გუნდში. შედეგი საუკეთესო აღმოჩნდა - სიმღერამ შეცვალა სუნთქვითი ვარჯიშები. ავადმყოფებს მოეხსნათ სტრესი და მდგომარეობა გაუუმჯობესდათ. მაგრამ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველაფერში, და მათ შორის სიმღერაშიც, ზომიერების დაცვაა საჭირო. სიმღერის შემდეგ არ ჭამოთ ნაყინი და არ დალიოთ ცივი სასმელები, არ გახვიდეთ ცივ ჰაერზე, რადგან შეიძლება გაგიცივდეთ სახმო სიმები, ჩაგეხლიჩოთ, ან წაგერთვათ ხმა...

სიმღერის ძალა

გერმანელი გოგონა კრისტიანა კიტელი 1996 წელს კომაში ჩავარდა. მიზეზი ჟანგბადის უკმარისობა და სისხლძარღვების ფუნქციის მოშლა იყო. მას ოპერაცია გაუკეთეს და ძლივს გადაარჩინეს. თუმცა ბოლომდე ვერ გამოჯანმრთელდა და ბოლო წლების განმავლობაში თითქმის უგონოდ იყო.
ერთხელ მათ ქალაქს ცნობილი კანადელი პოპ-მომღერალი ბრაიან ადამსი ეწვია. კრისტიანას დედამ იცოდა, რომ ადრე მის შვილს ძალიან უყვარდა ეს მომღერალი და ინვალიდის ეტლით კონცერტზე მიიყვანა. და... მოხდა სასწაული - ბრაიანის ამღერებიდან ცოტა ხანში გოგონდა გონზე მოვიდა, აქეთ-იქით დაიწყო ყურება, თანდათან ამოძრავდა კიდეც. ამ ფაქტმა გააოგნა ექიმები. მისი მკურნალი ექიმის თქმით კი, ეს ბრწყინვალე მაგალითია იმისა, რომ „ მიუხედავად მძიმე მდგომარეობისა, იმედი არასდროს არ უნდა დაკარგო“. ხოლო გოგონას გამოჯანმრთელების იმედი მისი საყვარელი მომღერლის სიმღერა გახდა.
  Forum: ხელოვნება · Post Preview: #74615 · Replies: 9 · Views: 21,045

fawos
Posted on: Jun 21 2012, 03:26 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 12
Joined: 11-March 12
Member No.: 6,747


აქ დავდოთ წიგნები რუნების შესახებ..................................................




Кеннет Медоуз - Магия рун

კარგი წიგნია ნოვიჩოკებისთვის და არა მარტო. თუმცა ცოტა კრიტიკულად უნდა მიუდგეთ

http://depositfiles.com/files/vmnf9nfuf
  Forum: ბიბლიოთეკა · Post Preview: #73528 · Replies: 0 · Views: 6,798

fawos
Posted on: Jun 21 2012, 02:46 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 12
Joined: 11-March 12
Member No.: 6,747


ჰმმმმ, ხომ არ ჯობდა ფორუმისთვის სხვა სახელი შეერჩიათ, ერთადერთი რაც აქ ჭარბობს ინდუიზმი და მისგან გამომდინარე ფილოსოფია და სწავლებანია. ილუზიაა ის რომ "მატერია - მაიაა". და ამ მოსაზრებისგან წამოსული აზრები

P.S. საპირფარეშოში "დიდზე" ყოფნისას არ დაფიქრებულხართ რამდენად ილუზიურია ეს ფაქტი?)))))))))))))))
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #73523 · Replies: 113 · Views: 116,057

fawos
Posted on: May 27 2012, 09:22 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 12
Joined: 11-March 12
Member No.: 6,747


კავკასიური იოგა


ისევე სასაცილოდ ჟღერს როგორც ტიბეტური ვუდუ. თუ ის მართლაც არსებობდა მინიმუმ კავკასიური სახელიც ექნებოდა. სიტყვა იოგა – გამომდინარეობს სანსკრიტული ფუძიდან йодж. სხვა დანარჩენზე ხო საერთოდ არაფერს ვამბობ , ერესი.
  Forum: ბიბლიოთეკა · Post Preview: #71799 · Replies: 43 · Views: 64,719


New Posts  New Replies
No New Posts  No New Replies
Hot topic  Hot Topic (New)
No new  Hot Topic (No New)
Poll  Poll (New)
No new votes  Poll (No New)
Closed  Locked Topic
Moved  Moved Topic
 

Lo-Fi Version Time is now: 28th April 2024 - 06:57 PM