მგონი პირველად, საკუთარი ოთახი მაქვს
ვნახოთ თუ შევძლებ საკუთარი თავის გამოხატვას. ასე არ ეძახიან? ამბობენ, შვება მოაქვსო
წინათ დეპრესიაში ვიყავი იმის გამო, რომ საშუალოდ 60-65 წელი გვაქვს სიცოცხლისთვის მოცემული და სად წავიღო ამდენი დრო, რა ვაკეთო-მეთქი ვდარდობდი.
ბოლო 3-4 წელია ვერაფერს ვასწრებს, ისე ცოტა დრო მაქვს. სად მიმაქვს ეს დრო, აზრზე არა ვარ.
3 ათასი საქმე მაქვს დაწყებული და მიტოვებული
რომელთაც ეზოთერიასთან ან ფისქოლოგიასთან ან ადამიანის ცნობიერებასთან აქვს შეხება, ამ ტოპიკში შევეხები.
საკუთარ ოთახში საკუთარ თავზე ვისაუბრებ ძირითადად
თუ მოგწყინდებით, ოთახიდან გახვალთ და ეგაა.
მოგესალმებით ყველას.
ყველაზე ძლიერი დაბრკოლება რაც ცხოვრებაში შემხვედრია - ეს საკუთარი სინდისია, როცა ჩემი სქციელი ზოგად წესებთან, შეხედულებებსა და მორალთან წინააღმდეგობაში მოდის.
დაიკიდეთ სინდისი და გააკეთეთ ის, რისი გაკეთებაც გინდათ.
შენ ოთახში რომ ავტოგრაფი დავტოვო, მოსულა?
თუ არა, წაშლი და ეგაა..
მოკლედ რაც ზემოთ დაწერე გეთანხმები. სინდისი იგივე თავსმოხვეული კანონია, რაც ვთქვათ მორალი.
ამ ოთახში გამოძინებას შევძლებ?
გააჩნია როგორ მოაწყობ
თავიდან ძიებით იწყება ყველაფერი, უამრავი კითხვაა და მათზე პასუხები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გგონია. ახლა კი ზოგიერთ მათგანზე პასუხის მიღების შემდეგ ზუსტად არც ვიცი ვიპოვე ყოფიერების აზრი თუ პირიქით, დავკარგე. ისე ჩანს, ყველა რელიგია თუ მისტიკოსი ოსტატი მართალია. ქრისტიანიც, ბუდისტიც, იდუისტიც, ოშოც, კასტანედაც, გურჯიევიც. .. აი, მუსლიმანებს და იაღოველებს რა ეშველებათ, არ ვიცი
ყოველი მათგანი სიმართლეს ამბობს და თან ცდება. ცდებიან იმაში, რომ ერთადერთ ჭეშმარიტებად საკუთარ სწავლებას მიიჩნევენ, თუკი ასე მიიჩნევენ.
მაინც ვფიქრობ, თუ ცოცხალი მასწავლებელი არ გყავს, არ უნდა მისდიო ძველი სწავლებების გზას. მასწავლების არსებობის შემთხვევაშიც რისკია, იმიტომ, რომ მასწავლებელმა იქით იარა და გაკვალა გზა, საითაც თავისმა ინტერესებმა წაიყვანეს. თუ ასე ძალიან ემთხვევა თქვენი ინტერესები, კი ბატონო, გაჰყევი. თუ არ შეეცდები ინდივიდუალურად განვითარდე, მხოლოდ შენებურად და იქნები მასწავლებლის სრული მორჩილი, როგორც ეს მიღებულია ოსტატებთან, მაშინ შენ იქნები მხოლოდ მისი ეგრეგორის გამაძლიერებელი ერთი ჭანჭიკი. რაც მეტს გაძლიერდები, მით უფრო ძლიერი ჭანჭიკი იქნები პირამიდაში. სულ ესაა.
თუკი მასწავლებლის გარეშე მისდევ რაიმე სწავლებას, კიდევ უარესი. ნაკლებად ეღირსები იმ სიკეთეებს, რასაც ეს ეგრეგორი სათავესთან მყოფ წევრებს სთავაზობს. მაგალითად ქრისტე და ეკლესია. ამბობ, რომ ქრისტიანი ხარ, მაგრამ ჰკითხე საკუთარ თავს, რამდენად ახლოს ხარ ქრისტესთან, ან ქრისტიანების ღმერთთან, ან რა ხეირი გაქვს ეკლესიისგან?
არ ვაპირებდი ასე დეტალურ განხილვას.
მხოლოდ იმის თქმა მინდა, რასაც რამდენიმე წელია ვიმეორებთ ამ ფორუმზე: იყავი დამკვირვებელი!
ეს ნიშნავს, რომ არ უნდა ჩაერთო პროცესებში ემოციურად და მით უმეტეს, ვინმეს, რაიმეს რწმენა სულ არაა საჭირო. იწამებ და მისი ეგრეგორის წევრი ხდები. მხოლოდ საკუთარ თავს კი არ უნდა დააკვირდე, არამედ გარშემო ყველაფერს - ცხადს, სიზმარს, არაორგანულ არსებას სიზმარში, ღმერთს, მამაოს და ა.შ.
საკუთარ თავს ისედაც სულ გამადიდებელი შუშით არ ვუყურებთ?! ახლა ირგვლივ ყველას ასევე დავაკვირდეთ და არ ვირწმუნოთ არაფერი.
ამბობენ ეგრეგორში ყოფნასაც აქვს თავისი დადებითი მხარეო. ჯერ ერთი, სხვა გზა არც აქვს ადამიანს, სადმე იქნება აუცილებლად და მეორეც, სხვა აგრესიული ეგრეგორებისგან გვიცავსო. სხვა გზა რომ არ გვაქვს, მაგაზე კამათი შეიძლება. მეორეც - გვჭირდება დაცვა? თუ პირიქით, კომფორტის ზონიდან გასვლა გვჭირდება? სიახლეების გაცნობა გვჭირდება?
მაგალითად, ჩვენ არ ვიცით დანამდვილებით ის, რაც არ გამოგვიცდია, არ გვინახავს, არ გვსმენია.
მაგალითად ვიცით, რომ კტა კნავის. ეს მოგვისმენია.
ძაღლი ყეფს. ესეც მოგვისმენია.
ლომი კიდევ ღრიალებს. მოგისმენიათ როგორ? მე არა.ასე რომ არ ვიცი, როგორია ლომის ღრიალი-ბრდღვინვა.
ჰოდა, რა შუაშია?
ლუციდურ სიზმარში თითქმის ყოველთვის სასიამოვნოა ყოფნა. თუ თავში არ გირტყამენ რამეს. ასეთი ტუტუცი არსებებიც არიან, მოდიან და გირტყამენ ეგრევე. იძულებული ხარ თავი დაიცვა - ეს არაა სასიამოვნო. მოიგებ თუ წააგებ სულერთია. მათთან შეხვედრა უკვე აღარაა სასიამოვნო. დაბალი სიხშირეები არიან.
დანარჩენ შემთხვევაში ვაშლადაც რომ გადაიქცე, ძალიან სასიამოვნოა იქაურ პროცესებში მონაწილეობა.
მით უმეტეს თუ კაი ტიპებს ხვდები იქ.კაი ტიპი ჩვენებური მორალით კაი ტიპს არ ნიშნავს - მაგ. კეთილი, უანგარო, მოვიდა გასწავლის რაღაცას ბავშვს, ცაკალელი.
უბრალოდ შენზე მაღალი ვიბრაციისაა და სასიამოვნოა ურთიერთობა ძირითადად, თორემ უანგაროდ არაფერს აკეთებენ ეგენი. მოგთაფლავს, ჩაგიდებს თავში მისთვის სასარგებლო ინფორმაციას და გამოგიშვებს აქეთ, რომ მისეული სისულელეები იქადაგო და მრევლი შეუგროვო აქ...
პ.ს.
"შენობით' წერა მეადვილება. წერის სტილი მაქვს ასეთი, ჭკუას კი არავის გარიგებთ
tikoroma
როცა თიკუნას ვნახულობხოლმე, გარეგნობა მიქმნის ილზუია რო პატარაა და სულ მინდა ჩახუტება და შუბლზე კოცნა როგორც პატარა დას ჩაიხუტებდი ^^ მაგრამ ეს ილუზიაა რათქმაუნდა.. ვფიქრობ შენი მისია საკმაოდ განსხვავებულია და გზაც და ჯერ კიდევ შეიძლება ბავშობის დროს დაგროვილი არაცნობიერი რაღაცეები გიშლიდეს ხელს. ჩემი აზრით ეზოტერიკა გეხმრება თვითშემეცნებაში და გაწმენდაში და ეს სულ თანმყოლი პროცესი უნდა იყოს. მჯერა რომ ნატო დავითაშვილზე ბევრად უკეთეს საოცარ წიგნს დაწერ და ველოდები ამას, უბრალოდ უნდა დაიკიდო ყველა ეჭვი ან მატერიალური დაბრკოლება რასაც ეხლა ხედავ და აკეთო ის რაც შენშია. მიყვარს შენი კულტურის ჯგუფი. ჩემთვის სამაგალითო ხარ მითოლოგიის, ზღაპრების, და ქართული კულტურის სფეროებში და კიდევ მგონია უფრო თამამი უნდა იყო. და მიხვიდე დავუშვათ ვიღაც პროფესორებთან. ეზოთერიკა კარგია თვითშემეცნების გზებში, მაგრამ თვითშემეცნების გარდა საჭირო თვითრეალიზაციაც, რომელიც თუ შემოქმედებაIშდა წერაში ხდება, აუცილებალდ განათლებიტდა ბევრი კითხვით და ბევრი ადამიანის ხელშეწყობით უნდა მოხდეს. რომ დაუკავშირდე თამამდ ყველა საინტერესო ადამიანს ვფიქრობ დამატებითი კარგი ეგრეგორები იქნება.. ხო და მარტო სიტყვებით თქმა რო არაფერია ვიციდა ამდენი ხანი ვერ მოვედი, მარა გონებაში მაყვხართ შენც და შენი გოგოც და ოდესმე კარგ გარემოში იქნებ შევხვდეთ
ლომის ღრიალს ყოველ დილით ვისმენ 6 -ის ნახევარზე. დარჩი ერთხელ ჩემთან და მოგასმენინებ...
ელის
დიდი მადლობა ელის
ოდესმე დავასრულებ დაწყებულ საქმეებს
თუ არა და გული არ მწყდება მაინც
მაგათ დასასრულებლად ნამდვილად არ მოვბრუნდები
უბრალოდ, რაკი აქ ვარ რამე ვაკეთო
- ეს დამოკიდებულება მაქვს ჩემს საქმეებთან.
რა სფეროც გინდა იყოს, არ მგონია მიჯაჭულობა მქონდეს მაგათზე.
კიდევ გავშლი თემას მერე.
ადრეც მისაუბრია, რომ ძლიერი ენერგეტიკის მქონდე ადამიანთან ურთიერთობისას ხდება მისი მხრიდან"გადაფარვა", თითქოს მთლიანად ექცევი მის ველში, ბრუვდები... შეიძლება ამ დროს რამე არაჩვეულებრივიც აკეთო - ზედმეტად გაიხსნა- გული გადაუშალო, მოიხიბლო, დაეთანხმო - ან რამე სხვა გაუაზრებელი გადაწყვეტილება მიიღო და აკეთო. შეიძლება უბრალოდ ცუდად იგრძნო თავი. ეს არ ნიშნავს, რომ ცუდ ადამიანთან ურთიერთობ - ენერგო ვამპირთან,მაგალითად.უბრალოდ, დროებით ამ კონკრეტული ადამიანის ველი გფარავს და საკუთარ თავთან კავშირს კარგავ თითქოს.
ეს დამმართნია მეგობრებთანაც. შეიძლება ერთიდაიგივე ადამიანთან განმეორდეს ან არ განმეორდეს. შეიძლება დამოკიდებული იყოს,რამდენად გადაღლილი ხარ იმ დროს. ან რამდენად ხარ კონცენტრირებული იმ ადამიანზე, ან მისი ყურადღება რამდენადაა მომართული შენზე.
ჩემი აზრით,მისი მხრიდანაც არ ხდება გააზრებულად.
შეიძლება ეს რაღაც ქარიზმას მსგავსი ფენომენია.
რადგან ხშირად შემიმჩნევია პოლიტიკოსებთან ურთიერთობისას. ცნობადი სახეა, ყოველდღე ხედავ ტვ-ში და თითქოს ისეთი არაფერი, მაგრამ პირად ურთიერთობისას ფიზიკურადაც კი უფრო ლამაზი გეჩვენება, გადაგდებს თავის თავს
ზოგჯერ თუ ეს ადამიანი უარყოფითადაა განწყობილი,ან თვითონ გრძნობს ცუდად თავს, შენზეც გადმოდის განწყობა და ეს ძალიან დამთრგუნველია.
მაინც მგონია,რომ რაღაც ფიზიკის დონეზე ხდება ეს მოვლენა და არა პიროვნების გააზრბული გადაწყვეტილებით
სიზმრის მეგობარი
სიზმარი, რეალობა, დიდი განსხვავება არც არი ამათში.
ცხადში ქუჩის გადაჭრის შიში მაქვს. დიდხანს ვდგავარ, სანამ მძღოლები არ დამითმობენ, წინ არ გადავურბენ.
სიზმარშიც ვიდექი, ერთხელ, გზაჯვარედინზე, თვალს ვაყოლებდი მანქნებს და ველოდი როდის დამითმობდნენ გზას.
გვერდით შავგრემანი ბიჭი დამიდგა, ინდოელს ჰგავდა, ზურგჩანთით, ხელჯოხით, მარტოხელა მოგზაური. ასტრალში ერთ სივრცეში აღმოვჩნდით.
ჩამკიდა ხელი გადამიყვანა ქუჩაზე.
ახლა გვერდიგვერდ მივაბიჯებთ.
მე გზის გვერდზე ბალახებში დავდივარ. ნელ-ნელა მაღლლდება ეს ადგილი და ვიწროვდება.მალე ჩამოვვარდები. ჩამოსვლას ვაპირებ, მაგრამ მეჩვნება რომ ძალიან მაღლა ვარ.
მოგეხმარებიო, - ისევ მთავაზობს.
უარს ვეუბნები, ვხტები და მე თვითონ ვეშვები ნარნარად მიწაზე ჩემს სიზმარში პირველად სხვა დროს ნებისმიერი სიმაღლიდან, უფრო სიდაბლეები რომ ქვია, იმ მანძილიდან გადახტომისასაც კი უფსკრულში ვვარდებოდი.
ასე გაქრა ერთი კოშმარი სიზმრებიდან
tikoroma
აუ, რა კარგია თიკო, რა კარგია ასეთი მიღწევები, მომილოცავს
სალამით ყველას ამ ფორუმზე ახალი ვარ ვიმედოვნებ მიმიღებთ საძმოში
tikoroma
დაგიციტატებთ
3 ათასი საქმე მაქვს დაწყებული და მიტოვებული
რომელთაც ეზოთერიასთან ან ფისქოლოგიასთან ან ადამიანის ცნობიერებასთან აქვს შეხება, ამ ტოპიკში შევეხები.
ვარენ ბაფეტი სულ კითხულობს და უკანასკნელ ცენტსაც კი საქმეში აბანდებს, საიდანაც იღებს დივიდენდებს და აქვს შემოსავალი,
ჩემი პირველი მნიშვნელოვანი სათქმელი
არ ვხსნი ცალკე თემას
ტოტემი და ადამიანი
ადამიანთა წარმოდგენაში ვინ არის ტოტემი და რა ევალება მას?
1. ტოტემს აქვს ნათესაური კავშირი ადამიანთან.
2. ტოტემი არის ადამიანის მფარველი და მასწვლებელი.
ძველად გვარებად და ტომებად გაერთიანებულ ადამიანებს საერთო ტოტემური ცხოველი ჰყავდათ, დღეს კი არ შეიძლება ასე იყოს. თუმცა მე არ გადამიმოწმებია საგვარეულოების ასეთი კავშირები, მაინც შეუძლებლად მიმაჩნია. რადგან დღეს ადამიანები ინდივიდუალურად ვითარდებიან და ჯგუფური კავშირები მორღვეულია. თუმცა წესით ნათესაურ კავშირზე ამ ცვლილებას არ უნდა ჰქონოდა გავლენა.
პირველ რიგში, გავარკვიოთ ვინ იყო ტოტემი? ტოტემი იყო არსება, რომელსაც ხალხი თავის წინაპრად თვლიდა. მაგალითად, ავიღოთ ინდოელთა ტომი დელავარები, რომლებიც თავს ძუ დათვის შვილებად მიიჩნევდნენ (ჩემი ბავშვობის საყვარელი წიგნი - "დიდი ძუ დათვის ძენი" შეიძლებოდა თუ არა დათვს ადამიანი ეშვა? ამის მაგალითები გვაქვს მითებსა და ზღაპრებში. თუმცა ეს არ გვჯერა და მოდით, სხვა ახსნა მოვძებნოთ.
ერთი თეორიით, დედამიწა სამყაროში არსებული გენეტიკური ფონდის საცავია. აქ მყოფ ყველა ფიზიკურ არსებას ჰყავს თავისი გენეტიკური ორეული სხვადასხვა პლანეტაზე. შეიძლება ასე მძაფრად არც არის საქმე, მაგრამ მაგალითები აქაც გვაქვს. გვსმენია სირიუსის ცივილიზაციაზე - იქ კატისებრთა მოდგმა ბინადრობს. აქვთ მათ რამე კავშირი დედამიწის ცხოველებთან? ვვარაუდობ, რომ ეს არსებები მართავენ სწორედ ცხოველთა კოლექტიურ ცნობიერს და აქვთ მათთან გარკვეული ინფორმაციული კავშირი. დავუშვათ, რომ ასეთი "სახეობათა მმართველი" არსებები მართლაც არსებობენ სადღაც, მაშინ სწორედ ისინი ყოფილან ადამიანთა მოკავშირე-ტოტემები. ეს ცოდნა დაკარგულია. თუ ადამიანი მიიჩნევს, რომ მისი ტოტემი ჩვეულებრივი დათვია - მაგ. საყვარლი კავკასიური მურა დათვი - ის სცდება, თუმცა შესაძლებლად მეჩვენება ამ სამყაროში სადღაც არსებობდეს დათვისებრთა რასა და ისინი ცხადდებოდნენ ადამიანთან ტოტემის ფუნქციით. ცხადია, ამ არსების გავლენით დედამიწელ დათვებსაც შეუძლიათ ადამიანისთვის გარკვეული ინფორმაციის გადაცემა, მაგრამ არა როგორც "მასწავლებლებს", არამედ როგორც ინფორმაციის გამტარებს.
როგორ ენათესავება ადამიანს სხვა განზომილებაში მყოფი არსება? ერთი ვერსიით, სწორედაც რომ უცხო ცივილიზაციის წარმომადგენლების ხელი ურევია ადამიანთა შექმნაში. თუმცა ამ ვერსიას ვერ დავეთანხმები. ისევ ინდიელებს რომ დავუბრუნდეთ, ერთი და იგივე რასის ხალხს სხვადასხვა ტოტემი ჰყავდათ - დათვი, მგელი, არწივი და ა.შ. ასე რომ ბიოგენეტიკურ კავშირს (დნმ-ის დონეზე იხ.ცნობილი მითები ადამიანთა შექმნაზე) გამოვრიცხავ.
მიუხედავად იმისა, რომ ხალხს ეშინოდა და უფრთოხდა თავის ტოტემს, იგი მაინც სხვა არსებებზე მეტად მეგობრულად განწყობილი ჩანს ადამიანის მიმართ. ტოტემი მასწავლებელია, დამსაჩუქრებელია. ცხადია, უნდა დაიცვა რაღაც წესები, არ აწყენინო, განარისხო და ის შენი დამხმარე და მფარველი იქნება.
რა დაინტერესება აქვთ ამ არსებებს ადამიანის მიმართ?
1. იკვებებიან ადამიანის ენერგიით, რასაც იღებენ მათგან მსახურების დროს?
2. ცხოველები ინკარნირდებიან ადამიანებად და შემდეგ აქვს კავშირი თავის წინაცხოვრების გავლენით ტოტემთან, (ისევ ვგულისხმობ სახეობათა მმართველ მაღალგანვითარებულ არსებას სხვაგანზომილებიდან).
3. სულიერი ნათესაობა: ესაა სულის კავშირი თავის კოსმიურ წარმომავლობასთან, ცივილიზაციასთან, საიდანაც მან დაიწყო მოგზაურობა და მოხვდა დედამიწაზე.
შეიძლება ცოტ-ცოტა სიმართლე არის თითოეულ ამ ვერსიაში.
1. ტოტემს სჭირდება მსახურება, მსხვერპლშეწირვა, წესების დაცვა.
2. რამე გამართლება ხომ უნდა ჰქონდეს ცხოველთა (დაყველა სხვა ცოცხალი არსების) ყოფას ამქვეყნად.
3. არსებობს ეს თეორიაც. სული მოგზაურობს სამყაროებში, იბადება სხვადასხვა პლანეტებზე, სხვადასხვა არსებებად, ხოლო საიდან დაიწყო მან მოგზაურობა და რა გამოიარა დღემდე, არც კი ახსოვს. ეს ვარაუდი, ტოტემის წინაპრად მიჩნევასაც ამართლებს.
ისევ დავუბრუნდეთ იმ საკითხს, თუ რატომ აღარ ჰყავთ ხალხთა ჯგუფებს საერთო ტოტემი? პირველ რიგში, ეს ხალხთა ჯგუფები დაიშალა და ამიტომ. ტრადიციებზე დამოკიდებული ხალხის ჯგუფი ცხოვრობს თითქოს ჩაკეტილ წრეში და აძლიერებს ამ წრის ეგრეგორს. აქ უკვე წინაპლანზე ჩანს ეს ერთიანი ეგრეგორი და არა მისი შემადგენელი ადამიანები. მაგ, ქართველი ხალხი ავიღოთ: კალენდრით იყო გათვლილი თითეულ დღეს რა ექნათ: მარხვის დღე, უქმობის დღე, დღესასწაულის დღე, შრომის დღე. მთელი თვე განსაზღვრულია როდის რა უნდა აკეთო და ასე იქცევა მთელი სოფელი მთელი წელი, შემდეგ მეორე წელსაც იგივე, შემდეგ წელსაც იგივე... ყველა ერთად აღნიშნავდა ყველაფერს, ოჯახი ვერ გამოაკლდებოდა. შესაძლოა, ნატიფ პლანებზე სწორედაც რომ ერთი სოფელი, გვარი თუ ტომი ერთ კოლექტიურ არსებად აღიქმებოდნენ სხვა განზომილების არსებებისთვის (ვისთვისაც სრულდებოდა ეს მსახურება - მარხვა, უქმობა, ხსნილობა და ა.შ.). ცხადია, პიროვნებები რომლებიც გამოეყოფოდნენ ამ ერთიან ველს და ინდივიდუალურ კონტაქტს ამყარებდნენ ამ არსებებთან, იყვნენ კიდეც გმირები, ან ნიშნიანები, ან ნაწილიანები, ან ქადაგნი და ა.შ. მოკლედ ხალხის მასისგან გამორჩეული პირები.
ახლა გავიგოთ, რას ასწავლის ტოტემი?
ტოტემთან ურთიერთობა ხდება ნატიფ პლანებზე - სიზმარში, ასტრალში, ხილვაში, მედიტაციისას,ტრანსში...
როგორ ამოვიცნოთ იგი? ცხოველი (ფრინველი და ა.შ.) გვესაუბრება, მისი "ენა" გვესმის, გვასწავლის თავის მსგავსად ქცევას - ფრენას, ცურვას, სირბილის და ა.შ. და რაში სჭირდება ეს ადამიანს? ეს გამოცდილებაა. ეს ჩარჩოების დამსხვრევა, სამყაროს ახლებურად დანახვის და შემეცნების საშუალებაა. ეს ძალიან გამამხნევებელია და ენერგიით, ემოციით გავსებს. ეს იმდენად სასიამოვნო და სასარგებლოა, რომ ძნელია თქვა, რომ ეს რაღაც არსებაა, რომელიც ანგარებით გეხმარება.
თუმცა წამიკითხავს, რომ ასტრალური არსებები ასე იზიდავენ მსხვერპლებს, რაკი მათ სჭირდებათ მსხვერპლის თანხმობა, რათა მასზე გავლენა შეინარჩუნონ ხოლმე.
ამ საკითხს ღიად დავტოვებ.
განვაგრძობ იმით, რომ ტოტემისგან წვრთნა არ სრულდება ნატიფ პლანებზე და იგი ფიზიკურ სამყაროშიც გამოსადეგია. ამბობენ, რომ პრაქტიკების შედეგად რასაც ისწავლი ასტრალში, მატერიალურ სამყაროში გამეორებასაც შეძლებო. მე ეს გამოცდილება არ მაქვს.
სამაგიეროდ, მაქვს ამერიკელი მკვლევარის ჰარი რაიტის აფრიკულ რიტუალებზე მონათხრობი ისტორიები, რომლებიც ძალიან მიყვარს. ის ამბობს, რომ მათ ეს შეეძლოთ - შეეძლოთ ლეოპარდად გადაქცევა.
მან იმოგზაურა აფრიკაში დაახლ. 1950-51 წლებში. დაესწრო რიტუალს დაგომეაში "ლეოპარდის ტაძარში". იგი აღწერს სამი კვირის მანძილზე ტრანსში მყოფ ქალებს და შემდეგ რიტუალის დღეს დოლების თანხლებით გიჟურ ცეკვებს, კოცონდ და მსხვერპლშეწირვას.
"ფეტიშის მთავარ ქურუმი უფრო ხმამაღლა ამღერდა. დოლიც ახალი ძალით ახმაურდა და აჩქარდა. უცებ ლამის თვალები შუბლზე მომექცა: იქვე, გოგონას უკან, მოციმციმე შუქის მიჯნაზე ცხოველის ჩრდილი დავლანდე. გაკვირვების გამოხატვა ვერც კი მოვასწარი, რომ ჩემს წინაშე მოზრდილი ღონიერი ლეოპარდი წამოიმართა. შესაძლოა, ეს ჩემი წარმოსახვა იყო. თუ ასეა, მაშასადამე, საკმაო წარმოსახვის უნარი მქონია, ვიდრე მეგონა. გოგონას უკან კიდევ ორი ლეოპარდი გამოჩნდა. მათ გრაციოზული დიდებულებით გადაჭრეს მოედანი და სამივე ხეთა ჩრდილებში გაქრა...
ენა ვეღარ მოვატრიალე. მე ვდუმდი. არ ვიცოდი დავინახე რამე თუ მასობრივი ჰიპნოზის გავლენას განვიცდიდი"... ჰარი რაიტი "გრძნეულების მოწმე".
ჯგუფი SHUKRA
მე მგონი რა პროპორციითაც არ მიყვარს ადამიანები ჩემს ირგვლივ, იგივე პროპორციით ვგრძნობ თავს უბედურად
ახალი ნაყიდი მაქვს და ჯერ არ წამიკითხავს ბოლომდე, ფროიდის ტოტემი და ტაბუ
უინტერესო წასაკითხი შეიქნა ჩემთვის
INVICTUS
ფროიდის სიზმრებზე მქონდა წიგნი, მომეწონა, მაგრამ ისეთი ცუდი თარგმანი იყო, თითო წინადადებას სამჯერ ვკითხულობდი რომ გამეგო.
;დ
მაინც ამოვწრეე რაც მენიშნა და ცალკე თემას გავუკეთებ
სიზმრების სტრუქტურას ხსნის კარგად
ქართულად თუ რამე გაქვთ ვითხოვებ
გათხოვებ, მაგრამ ქუთაისში ვარ
კი, ქართულადაა, ნათარგმნი მეც დიდად არ მომეწონა, რთულადაცაა, მაგრამ შინაარს გამოიტან, თან საშუალო ზომის წიგნია, დიდი არაა.
რომელიღაც ტომების მაგალითებზე საუბრობს.
საინტერესო ოქნება, მაგრამ მე გული ვერ დავუდე.
ეგ არის
https://biblusi.ge/products/book/totemi-da-tabu/
earth
ეჰ
INVICTUS
მადლობა, შევიძენ ალბატ. ქუთაისში ვერ მოგწვდებით
თუ კიდევ ვინმეს რაიმესი გწამთ, ბედნიერები ხართ
მე უკვე ნერვებს მიშლის ის ფაქტი, რომ ირგვლივ ხალხს სკლეროზი აქვს
შეგვემთხვევა რამე ერთად, ვიხსენებ მერე, მაგრამ სხვები პირს აღებენ:
-ეგრე არ იყო
- ეგ არ უთქვამს
-არ მომხდარა
-როდის იყო ეგ????
- არ მახსოვს
ამაოდ ვაწვები, იქ არ იყავი? არ გესმოდა? არ დაგინახავს?
რა მჭირს?
ხან მატყუარა გამოვდივარ, ხან ცილისმწამებელი. აი, ევრ ვიტაან უაზრო თვალებით რო მომაჩერდებიან, გეგონება ციდან ჩამოვფრინდი
რატომ არ ახსოვთ???????????
რამდენი ინფო წამოვიდა
გახსნილია გზა და სივრცე
აიღეთ, აიღეთ
ნუ პასიურობთ ;დ ;დ
მგონი გავსხივოსნდი ფიფალ
სავსემთავრეზე ვსხივოსნდები ხოლმე ;დ;დ
ვაიმე თიკო მე აბა საერთოდ უაზრო სულელური ამბები მეხსიერებიდან ამოღებული მაქ. სხვანაირად არ შემიძლია და ეგ ზუსტად სკლეროზს გავს ;დ ზოგჯერ. როცა ვინმე იხსენებს წარსულს გაოგნებული ვუსმენ ;დ ისნიარა შეიძლეაბ დღევანდელი მონაყოლიც დამავიწყდეს. ნუ მოკლედ ყველაფრისთვის ტვინში მაინც არაა გასაჩერებელი.
tty_
ნეტა მასე ვიყო
მე კიდე დიდხანს ვატრიალებ წყენებს, ვიხსენებ, ვიმეორებ. არც მინდა მარა დაპროგრამებული ვარ
გადამაწერეთ რამე პოზიტიური რა ;დ
შეიძლება მყარად ვერ ვგრძნობ თავს როცა რაღაც ქრება და ვეჭიდები წარსულს რავიცი
tty_
აი მთლად წარსულზეც არაა, ეგ კი ნამდვილად ზედმეტია, იმის მიუხდევად რომ ზედმეტია მართლკაც ცხოვრებაშ, სულ წარსულის მოგონება მძიმე ტვირთია და ენერგიას გვართმევს, დამღლელია ძალიან.
მაგრამ უფრო უბრალო რამესაც ვგულისხმობ
გოგრა მოვხარშე დღეს და გამახსენდა
ჩემებმა რომ მოხარშეს შაქარი დააყარეს ცხელზე, ეგრე გვიყვარსო.
მერე მეც რომ მოვარშე და დავაყარე, დამცინეს. შაქარი გოგრაზეო????!!!! გურულებს გიყვართ ალბათ ეგრეო
მერე ისევ მოხარშეს და ისევ შაქარი დააყარეს
კაცო მთვრალი ვარ თუ სხვა სამყაროში ვ არ?
დავაყარო თუ არა ეს ოხერი შაქარი? თუ მარილი?
დღეს არაფერიც არ დავაყარე
აი დარდი!!!!!!!!!!!!!!!
tikoroma
რა გაცინებს ბრატ
მთელი ზაფხული ქლიავი ამოქონდათ, კაია ბავშვს აჭამეო და
მე რო ვიყიდე ბავშვისთვის, უი,უი ქლიავი როგორ შეიძლება ბავშვისთვისო
მე კიდე ისე ვღიზიანდები ამ წვრილმანებზე
აი, ძალიან ვიგრუზები
მერე სულ გონებაში მაქვს
თუ არ განმეორდება ვივიწყებ
მარა ისევ და ისევ დ აისევ????
tikoroma
უსწავლელი გაკვეთილივითაა, სანამ არ ისწავლი მეორდება..
tikoroma
აუ თიკო რეებზე ღიზიანდები გაფიცებ. მეგმონი მაგრად გეხუმრებიან ;დ ეგ დავიწყებაზეც არაა, უბრალოდ ხომ აქვს კრიტერიუმები მოგონებებს, ხოდა მოკლედ ყველას თავისი კრიტერიუმი უნდა მიაწებო. მაგათ ისეთი კრიტერიუმი უნდა მიაწებო როგორიცაა '' არ მაინტერესებს '' ;დ
td.........
ხო ნამდვილად წვაც იგრძნობა ;დ
ჰო დრო და მუშაობა უნდა, აი როგორც აქ და ახლას მდგომარეობას 🙄
მგონი თავი ვიპოვნე შუქრაში
ძაან მსიამოვნებს რასაც ვაკეთებთ
ეგებ სიცოცხლეც შემიყვარდეს
შუქრას სიახლეები ნელ ნელა გაგვაცანი, მეც ძაან მინდა რომ ჩავერთო მაგრამ მე ხომ ქუთაისში ვცხოვრობ და არ ვიცი რა გავაკეთო
თუ რაიმეს მეტყვით რომ გავაკეთო აქ შევეცდები ყოველ შემთხვევაში სამსახურის მერე ან შაბათ-კვირას
შუკრას ჯგუფი აქვს ფეისბუქზე, იქ თუ იაქტიურებ - shukra
ასევე გვერდი და საიტი.
მადლობა შემოთავაზებისთვის
იშვიათად კარი წელი იყო 2019 ჩემთვის
ისევე როგორც 2007
როგორც ჩანს მოქმდებს ღორის წელი ჩემი რომაა
ასე 12 წლის მერე მომილოცეთ
ყველაზე მეტად რა სიხარული მახსენდება და საუკეთესო წიგნები წავიკითხე გასულ წელს
თომას მანი ჯადოსნური მთა - აღარ მახსოვდა სკოლის მერე, მისტიციზმიც დამხვდა და ყველაფერი კარგი
და რეი ბრედბერის მარსის ქრონიკა - ასეთი ტკბილი რამ ცხოვრებაში არ წამიკითხავს
ეკოს ფუკოს ქანქარა - უბრალოდ გამტანჯა, მაგრამ ტვინის მასაჟია ერთგვარი
ჰალდრო ლაქსნესი - თევზის კონცერტი - საყვარელი, სასიამოვნო, ბავშვობაში გადამაგდო
აუ, კი... ყველაზზე დიდი კაიფია ეგ.. ნუ კაი ყავაც თუ გაქვს მისაყოლებლად 😁
ჰა ჰაა, ზელაზნის სინათლის მეუფე
რა საყვარლობა იყო <3
მე ვარ მარილი სოფლისა, ანი და ჰოე
მე მგონი აღვსგდები მალე
შარშან თუ წიგნებმა გამაბედნიერეს, წელს ფილმმა - მერვე გრძნობა ვაჩოვსკების. მაგარია
ზუსტად ვერ ვიგებ ოცნებები სრულდება თუ ტრაკისკენ მივდივერ
ვაკვირდები პროცესებს
ვრჩები ხაზზე
თუ რამე გავიგე, კიდევ დავპოსტავ
tikoroma
როდის გაირკვევა?
old_man
ერთი თვეც და გავდივარ
Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)