მითოლოგია და ტექნიკა |
მითოლოგია და ტექნიკა |
May 16 2019, 12:47 AM
Post
#1
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,347 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
სალამი ხალხო. ბოლოს ლინკზე ჩემი სტატიაა მითოლოგიაში აღწერილ ლითონის მექანიკურ მოძრავ საგნებზე, რომლებიც ან ღმერთი ეგონათ, ან ღმერთისგან შექმნილი, იმდენად უცხო იყო ადამიანთათვის.
თუმცა უკვე რომ აღწერილია და ნანახი ჰქონდათ უძველეს საუკნეებში, ეს ხომ რაღაცას ნიშნავს. ჩემს მიერ ცნობილი ასეთი ნივთები ყველა უძველეს საქართველოს უკავშირდება, უცხო მითებს ას ეარ დავკვირვებივარ, მხოლოდ ქართულ და აჩვენს მეგობარ ბერძნულ მითებზე ვსაუბრობ, და ყოველი მათგანი კოლხეთზე მიანიშნებს: 1. აიეტი და მისი სპილენძის ხარები, გოლიათი ბუმბერაზები და ა.შ. ჩემი აზრით, მთლიანად არესის ველი სპორტული სათამაშოსავით (ოღონდ სამკვდრო-სასიცოცხლო თამაშობაა გლადიატორებივით) მოწყობილი ჩანს. 2. ტალოსი კუნძულ კრეტადან. კრეტის დედოფალი აიეტის და პასიფაეა, აიეტის თანამედროვეა დამედეა კარაგდ ერკვევა ტალოსის მოწყობილობებში. 3. არმაზი - სპილენძის კაცი და ზადენი - ეს იყო ქართლში, თუმცა ჩვენ ვიცით რომ ფარნავაზმა შემოიერთა დასავლეთ საქართველო, კოლხეთი და შეიძლებოდა იქედან მოეტანა. არმაზი მან აღმართა ქართლში. 4. კაპუნია - ისევ კოლხეთი, სამეგრელოში, მარტვილში არსებული სპილენძის მოძრავ ყბებიანი კაცი. თქვენი აზრით, რაა აღწერილი ამ ტექსტებში? თუ კიდევ იცით მსგავსი საგნები, მომაწოდეთ აუცილებლად. -------------------- FORZA ROMA
|
|
|
May 16 2019, 02:49 PM
Post
#2
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 615 Joined: 7-November 10 From: თბილისი Member No.: 6,302 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
წარმოდგენა არ მაქვს რაში ჭირდებოდათ ეს მექანიკური მოწყობილობები საერთოდ ეჭვი მეპარება რომ მექანიკური მოწყობილობები იყო არამედ რობოტები იყო შემორჩენილი უბრალოდ ვერ აღწერენ დეტალურად და როგორც მექანიკურს ისე წარმოადგენენ.
|
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 4th May 2024 - 08:11 PM |