IPB

Welcome Guest ( Log In | Register )


nandarani
Posted on: Jun 27 2014, 12:29 AM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 19
Joined: 21-July 13
Member No.: 7,148


ვინმე თუ არის ნამყოფი?

  Forum: ჯანმრთელობა და სუ... · Post Preview: #107541 · Replies: 3 · Views: 9,132

nandarani
Posted on: Apr 10 2014, 05:34 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 19
Joined: 21-July 13
Member No.: 7,148


............<<ინდური კლასიკური ცეკვების დაცემის და აღორძინების ისტორია>>.............

( მე-2)

როდესაც შეჩერდა დევადასების ჭეშმარიტი სწავლება და განადგურდა ხელოვნების წმინდა კერები, სირცხვილისგან და მწუხარებისგან გარდაიცვალა დევადასების საბოლოო მასწავლებელიც.
მათი ღვთაებრივი ხელოვნების--ცეკვის მაგია თითქმის დაიკარგა...
...მაგრამ....

...მაგრამ გამოჩნდნენ ზოგიერთი მოხალისეები, რომელთაც საიდუმლოდ თვითონ დაიწყეს ცეკვის სწავლება და დევადასების უძველესი ცეკვებიდან რეპერტუარების გამოყენება. ეს ცეკვა ნაწილობრივ იქნა აღდგენილი ისეთ ადამიანთა წყალობით, როგორიც იყო რუკმინი დევი,(არ აგვერიოს რუკმინი ვიჯაიაკუმარის პიროვნებაში.) კრიშნა აიერი, და სხვები., რომელთაც მიუხედავად საზოგადოებისგან დიდი წინააღმდეგობის და აკრძალვებისა, იბრძოლეს რომ შენარჩუნებულიყო ინდოეთის სატაძრო უძველესი ცეკვები--შივას ორიგინალური, მისტიკური ცეკვა.

ცეკვა კი იქნა გაცოცხლებული, მაგრამ ბევრი ცვლილების ხარჯზე. რადგანაც როგორც ვიცით ცეკვა ბჰარატანატიამი არის ის ცეკვა, რომელიც მხოლოდ გურუდან მოსწავლეს გადაეცემა, ანუ გურუპარამარას საკუთრებაა, და მასწავლებლის და მოწაფის პირად, იდუმალ ურთიერთობაზე დიდად არის დამოკიდებული. სწორედ ამის გამოთ, ვერ მოხდა ბოლომდე ცეკვების აღდგენა ზუსტი თავდაპირველი სახით.

ამ ცეკვას სახელი ბჰარატანატიამი დაარქვა პირველად პურანდარი დასამ. (1484-1564).
მანამდე ცეკვებს სხვადასხვა სახელები ჰქონდა--,,დასიატამი'', ,,სადირი'' და სხვა.
და არსებობდა მრავალნაირი მეთოდებიც.
დაახლოებით 150 წლის წინ ცეკვა სერიოზულად იქნა რეფორმირებული ოთხი ძმის წყალობით, რომელნიც ცნობილნი იყვნენ როგორც ,,ტანძორის კვარტეტი'', მათი საშუალებით ეს ცეკვა გამოვიდა სინათლეზე და მსოფლიომ გაიგო.

დღეს ბჰარატანატიამი მოიცავს რამდენიმე სკოლას, მაგრამ სტილი ფორმირდება როგორც მხოლოდ ერთი.
ცეკვების აღდგენის გამბედაობა საკუთარ თავზე აიღო ინდოეთის ყველაზე ცნობილმა მოცეკვავემ--რუკმინი დევიმ და მასთან ერთად კრიშნა აიერმაც. მათ მთელი თავიანთი ცხოვრება ცეკვას მიუძღვნეს. რუკმინი დევიმ ჩენაში დააფუძნა ცეკვის ცნობილი აკადემია კალაკშეტრა. აქ ყოველწელს ხდება ასობით სტუდენტის სწავლება. ასევე არსებობს ამ აკადემიის მრავალრიცხოვანი ფილიალები მსოფლიოში.

რუკმინი დევიმ ნამდვილად დიდი ნახტომი გააკეთა სატაძრო ბჰარატანატიამის ცეკვებში და ეს მისტერია გაიტანა ტაძრის საზღვრებს გარეთ მსოფლიო მაშტაბით, მაგრამ ის მუდამ მხურვალედ გრძნობდა ამ ხელოვნების უდიდეს სიწმინდეს. მან საკუთარი ესთეთიკური გრძნობით შექმნა უხილავი ცეკვის მისტერიის ტაძარი, სადაც ის მუდამ ცეკვავდა სულიერად. შეიძლება ის არ ცეკვავდა როგორც ოფიციალური ტაძრის მოცეკვავის დევადასის სტატუსით, მაგრამ ვერავინ ვერ უარყოფდა მის ამ უხილავ ღვთაებრივ დონეს და დევადასის უკვდავ სულს.

*** .... ახლა მინდა ცოტა რამ მოვყვე რუკმინის დევის შესახებ. -(არ აგვერიოს რუკმინი ვიჯაიაკუმარის პიროვნებაში. რუკმინი ვიჯაიაკუმარი ბჰარატანატიამის დღევანდელი ახალგაზრდა ვარსკვლავია, და ღირსეულად აგრძელებს დიდი რუკმინის მისიას).

მისი ადრეული წლები

რუკმინი დევი დაიბადა 29 თებერვალს 1904 წელს ბრაჰმანის ოჯახში (ბრაჰმანი--სასულიერო უმაღლესი კასტა) სამხრეთ ინდოეთის ქალაქ მადურაში. მამამისი სრ. ა. ნილაკანტა შასტრი თჰირუვისანელურიიდან იყო. ის გახლდათ ინჟინერი და სანსკრიტის დაფასებული მცოდნე. მისი მეუღლე შრიმატი შეშამალა იყო წარმოშობით ძალიან ცნობილი თჰირუვაიარების ინტელექტუალური ოჯახიდან. ისინი თეოსოფიური იდეების სერიოზული ზეგავლენის ქვეშ იყვნენ 1901 წლიდან. როდესაც რუკმინის მამა გადადგა სამსახურიდან, დასახლდა ჩენნაში, თეოსოფიური საზოგადოების შტაბის გვერდით.

27 აპრილს 1920 წელს 16 წლის გოგონა დაქორწინდა 44 წლის ინგლისელ დოქტორ ჯორჯ არუნდალეზე. რომელიც სერიოზული თეოსოფი იყო.

(გაგრძელება იქნება).
  Forum: პიროვნებები, გაერ... · Post Preview: #106935 · Replies: 0 · Views: 5,822

nandarani
Posted on: Apr 3 2014, 07:15 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 19
Joined: 21-July 13
Member No.: 7,148


დიახ, ნამდვილად ასე არის.
უამრავი უძველესი წმინდა წერილებიდან ღმერთის ავატარებთა ცხოვრება და გმირობები ცეკვის მაგიური სტილით გადმოიცემოდა.
ახლა მე-5 ნაწილიც დავდე. შეგიძლიათ გაეცნოთ. ხოლო ძველი სტატიის ქვემოთ არის მითითებული ლინკი ფბ-ზე ჩემს მიერ გაკეთებული გვერდის:-- რუკმინი ვიჯაიაკუმარი. ამასაც გაეცანით.
  Forum: პიროვნებები, გაერ... · Post Preview: #106906 · Replies: 3 · Views: 10,630

nandarani
Posted on: Apr 3 2014, 07:09 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 19
Joined: 21-July 13
Member No.: 7,148


.....................................<<ცეკვის მაგია>>......................

,,ბჰარატანატიამის'' სტილის ძირეული ნიშნები

(გაგრძელება-- მე-5 ნაწილი)

***ერი, რომელსაც საკუთარ ორგანიზმში განვითარებული აქვს დასაბამისეული ცეკვის გენეტიკური კოდი, არასოდეს არ შეეგუება ბოლო ჟამის (კალის ეპოქის) სხეულების დეგრადირებულ როკვას. არასოდეს არ შეეგუება ჯოჯოხეთური პლანეტებიდან ნაკარნახევ რიტმებს და მელოდიებს. არასოდეს არ დაემონება სიკვდილის, შიშის და ხორციელი ვნების ენერგიით გაჯერებულ ვიბრაციებს...(მაგალითად არავეგეტარიანელის მიერ შესრულებული ცეკვა ამ ვიბრაციებს ასხივებს და ამიტომაც მხოლოდ ბრაჰმანებს ჰქონდათ ღვთაების წინაშე ცეკვის უფლება).

დღეს სამწუხაროდ მსოფლიოს ხალხთა 95 პროცენტი ასეთი ენერგეტიკით კვებავს და აჰიპნოზებს მისიკვდილებულ სამშვინველს.. ხოლო საკუთარ მარადიულ სულს მზემომსწვრალი ჭინკასავით უყურებს დაბრმავებული... ბრმა ბრმას წინამძღოლობს და სიბრმავე და სიყრუე ზეიმობს დედამიწის დიდ ნაწილზე.

როგორც სიტყვებს გააჩნიათ დადებითი და უარყოფითი ვიბრაციები, ასევე ენებს აქვთ დაბალი და მაღალი დონის სიხშირეები.
რაც უფრო დასაბამისეულ ენასთან ახლოს არის ეროვნული ენა, მით უფრო მეტად წმინდა ვიბრაციებით არის გაჯერებული.

ცეკვაც არის ერთგვარი ენა, მეტყველება, სხეულის საშუალებით გამოვლენილი ცნობიერების დონე და ბუნება.
აქედან გამომდინარე ეროვნული ცეკაც არის ერის ცნობიერების სახე. ერის ცნობიერება გველაპარაკება როგორც ეროვნული პოეზიით და მუსიკით, ასევე ცეკვების ფორმით და სტილით. ერის ორგანიზმის სამშვინველის ხასიათი და განვითარების დონე აშკარად აისახება ამ ხალხის ცეკვის სრულყოფილების ხარისხში.

და სწორედ ამიტომ ვაგრძელებ უძველესი ინდური კლასიკური ცეკვების შესახებ საუბარს, რომ ეს ცეკვები უკვე აღარ ზის არანაირ ეროვნულ საზღვრებში.
ერის განზომილებათა ზევით არის დევადასების ცეკვა გამოვლინებული. ის თავისი უპირველესი ფორმით აბსოლიტურად ღვთაებრივია და როგორც უძლიერესი ლოცვა და საგალობელი, ისე განწმედს სხეულს და სამშვინველს(ცნობიერებას).. სული ისედაც წმინდაა..უბრალოდ ჭუჭყიანი სამშვინველი ფარავს მას..***

....ძველად ეს მოძრაობები მაგიური მოქმედების ხასიათს ატარებდენ. მაგრამ რას აღნიშნავს ეს ამდენი მოძრაობა, დღეს არავის აღარ ძალუძს გაიგოს (ოსტატის და მასწავლებლის გარდა).
როგორც ვთქვი ადრე მხოლოდ ტაძრებში სრულდებოდა ღვთაების წინაშე და მხოლოდ რელიგიური რიტუალის დროს. მაგრამ კალის ეპოქის შემოსვლისთანავე გასცდა ეს საკრალური ცეკვა ტაძრის კედლებს და თეატრში დაიწყო გამოვლინება.

კიდევ ვამბობ, რომ დევადასების ცეკვა არის უნიკალური მიწიერ სამყაროში, და უწოდებენ მოძრაობათა იოგას. რადგანაც ზუსტად იგივე წეს-კანონი და მეთოდებია, რაც იოგაში, ოღონდ დინამიური ხასიათის და მრავალფეროვანი.
ცეკვაში ხელების მიმორხევა გამოსახავს ,,მუდრებს''. ისინი უამრავ წიგნშია აღწერილი. ეს მუდრები ერთმხრივია, და არსებობს ისეთებიც, რომლებიც ორივე ხელით ერთდროულად გამოისახება. ეს ძალიან დიდი მნიშვნელობას იძენს, როცა სივრცე და გარემო განიმსჭვალება და ივსება მუდრებით. მუდრები არის ცეკვის პოეზიის ბაგეები, და ეს სიმბოლიკა უძველესი დროიდან მოდის--ცეკვის ენას ენა რომელიც თავისთავად საუბრობს ღმერთთან, ეწოდება ნატია. საჰიტია დარპანას მიხედვით ცეკვის ეს პოეზია ხდება ხილვადი მუდრების საშუალებით.

დღესდღეობით არსებობს რამდენიმე სკოლა, რომელიც მუდრებს იყენებს სამკურნალო მიზნით.
ბჰარატანატიამის ცეკვის სიმბოლურ ელემტებს შორის უმთავრესი არის ცეცხლის ელემნტი.
მოძრაობა გგვაგონებს აალებულ ცეცხლს, და ცეკვის პლასტიკაში ის უფრო მეტად მოთამაშე ჩანს. კიდევ გავიმეორებ რომ ბჰარატანატიამი უძველესი ცეკვის სტილია, და მის შესახებ ჩანაწერები ემთხვევა 5000 წლისწინადელ დროს.

მარცვალი <<ბჰა>> აღნიშნავს <<ბჰავას>>-გძნობას, ემოციას. -რა- არის -რაგა-, ანუ მელოდია, ხოლო -ტა- ანუ -ტალამ- ნიშნავს რიტმის ხელოვნება. ,,ნატიამ'' ნიშნავს ცეკვას. დასაბამისეული ცეკვა გამონაკლის საკრალურ ცოდნას, ამიტომაც სხვადასხვა ცეკვის პოზებით არის მოხატული სამხრეთ ინდოეთის უამრავი ტაძარი--ბჰარატანატიამის ტრადიციული ცენტრი.

ახლა ვიბსაუბრებ დევადასების ყველაზე ამაღლებულ დონეზე, რომელთაც ბჰაკტი დევადასები ერქვათ.
შეგახსენებთ, ბჰაკტებად იწოდებოდნენ ისინი, რომლებიც წმინდა ერთგულებით ცეკვავდენ ღვთაებისთვის.
დევადასების ცეკვა იწყებოდა ტაძრის კარიბჭიდან. მოცეკვავე მიმართავდა უფალს თაყვანისცემით, ასევე ,მასწავლებელს და მაყურებელს. ამ ყველაფერს ყვავილების სიმბოლური შეწირვით ასრულებდა.

ამის შემდეგ თაყვანს სცემდა უფლის ყველა მთავარ გამოვლინებას, ანუ ინკარნაციას და ექსპანსიას. ამ ცერემონიის დასრულებისთანავე მოულოდნელად ქვავდებოდა მომხიბვლელ პოზაში და ისევე მოულოდნელად იწყებდა მოძრაობას, როგორც ელვისებურად გაშლილი ყვავილი. სხეულის ყოველი ნაწილი იწყებდა ცეკვას, და გაფურჩქვნას. ცეკვის ამ ნაწილს უწოდებენ ყვავილის კვირტის გაშლას. ის უფალს სიმბოლურად თავაზობდა ყვავილებს, და თვითონაც ყვავილივით იფურჩქნებოდა ღვთაების წინაშე. მოცეკვავე ბჰაკტა საკუთარ სხეულს და სულს ცეკვით სწირავდა ღმერთს, როგორც ახლად აყვავილებულ ყვავილს.

დღესაც ასე სრულდება ეს ცეკვა.
....რიტუალი 4-ჯერ მეორდება, და მეორდება სამყაროს ოთი მხარის მიმართულებით. შემდეგ მოდის მკაცრად გათვლილი ტეხნიკური კომპოზიცია, რის დროსაც მოცეკვავე აჩვენებს სხვადასხვა რიტმულ სქემებს. დემონსტრირებას უკეთებს საკუთარი სხეულის მოქნილობას და ელასტიურობას, რის დროსაც საოცრად ნაზად და უდიდესი სისწრაფით გადადის ილეთიდან ილეთზე..

შემდეგ მგალობელთა გუნდის გახმოვანებით მოცეკვავე აღავლენს ლოცვას-- უფლის ან მეფის სადიდებელს. ცეკვის ამ ნაწილს უწოდებენ ,,შაბდამს''(ლოცვის ხილული ცეკვა..ლოცვა ცეკვავს.. ლოგოსი ხდება ხილული წმინდა ერთგულის სხეულით- და კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ეს სხეული არის ღვთის ტაძარი..მოცეკვავე ტაძარი).

(გაგრძელება იქნება)
  Forum: პიროვნებები, გაერ... · Post Preview: #106905 · Replies: 0 · Views: 5,666

nandarani
Posted on: Mar 25 2014, 08:09 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 19
Joined: 21-July 13
Member No.: 7,148


.........................<<<ცეკვის მაგია>>>.............................

***ინდოეთში ცეკვა მაგიის უძველესი ფორმაა. მოცეკვავე განმსჭვალავს ყოფიერებას და მოიპოვებს ზეადამიანურ ძალებს. ცეკვაში იცვლება მისი პიროვნება. ისე როგორც იოგა, ცეკვაც იწვევს ტრანსს, ექსტაზს, კონტროლის გამოცდილებას ადამიანის შინაგანი არსის გახსნით, და საბოლოოდ ხდება ღვთაებასთან ზიარება, მასში დანთქმა.
აი ამ მიზეზით ცეკვა ინდოეთში ვითარდებოდა მკაცრი ასკეზების და სუნთქვითი პრაქტიკების ფონზე. როდესაც ხდებოდა მთლიანად ჩაღრმავება საკუთარ თავში. ცეკვა, ეს შემოქმედებითი აქტია. ის გარშემო სხვა სივრცეს ქმნის და მოცეკვავეში უხმობს სხვა ახლა ინდივიდუალურობას. ცეკვა შეიძლება იქცეს კოსმოგონიურად, თუკი ის ადამიანში

,,ბჰარატანატიამის'' სტილის ძირეული ნიშნები

დღეს თითქმის ყველა ქართველს უყვარს ქართული ცეკვა, და საერთოდ საქართველო ცეკვის სამეფოს ჰგავს, სადაც ცეკვის სული ზეიმობს.
ეს მიანიშნებს ერის უდიდეს სულიერ ნიჭზე და სიხარულის იშვიათ განცდაზე.
როდესაც ნინო რამიშვილი ცეკვა ,,ჯეირანს'' ქმნიდა, მან ამ ცეკვაში გამოიყენა ზოგიერთი ინდური ცეკვის ილეთები, მუდრებით და საიდუმლო ჟესტებით.
და..რა მოხდა? ცეკვა ჯეირანი გამოვიდა ცეცხლოვანი ცეკვა, და დღემდე ყველას ხიბლავს საკუთარი სიუცხოვით...
არადა არანაირი სიუცხოვე მასში არ დევს, ეს არის ადამიანის ბუნებისთვის საოცრად ახლობელი და მშობლიური ცეკვის მაგია...
მე ვფიქრობ რომ ქართული ცეკვის სულთან ახლოს მყოფია ინდური ცეკვის სული.. ეს ორი სული ერთმანეთის გარეშე აღარ უნდა იყოს...
დროა საქართველოში გამოიღვიძოს ადამიანის დაფარულმა ღვთაებრივმა სიხარულმა...დროა ცნობიერებამ დაიბრუნოს თავდაპირველი მეუფება სხეულზე და ცეკვის სამეფოზე..

<<ცეკვა ეს არის ჭეშმარიტად ბუნებრივ მოთხოვნილებათა რეზულტატი, ცეკვა არის მეფე სილამაზის,.
ცეკვა განდიდებულია, როგორც მადლის და წყალობათა დამტარებელი და მეუფე.>>
//ბჰარატა მუნი//

ინდოეთის ნებისმიერი კლასიკური საცეკვაო სტილის, და მეტიც უძველესი ხელოვნების უმთავრეს ნიშანს წარმოადგენს სიკეთის, მადლის, წყალობის მოტანა. ეს არის როგორც ჰიპოკრატეს ფიცი ექიმისთვის, ანდა რელიგიის წმინდა მსახურისთვის აღთქმა.
სწორედ ასევე წყალობის და სიკეთის მოტანის პრინციპი აუცილებლად უნდა იქცეს ძირეულ და ხასიათის ყველაზე ძლიერ თვისებად ცეკვის შემსწავლელისთვის და პრაქტიკოსისთვის. რამეთუ სწორედ ამ მოკრძალებულ, მოწყალე და მორჩილ თვისებას უსვამს ხაზს მოცეკვავის პირველი მოქმედება--პრანამი. ამ პრანამით, ანუ თაყვანის გარეგნული ფორმით იწყებს მოცეკვავე ცეკვის დაუფლებასაც და სცენაზე გამოსვლასაც.
და მხოლოდ ღრმა მნიშვნელობის მინიჭებით და საკუთარი ხელების მისტიკურ მოძრაობათა საიდუმლოში ჩაღრმავებით შეძლებს დაეუფლოს ცეკვის თავდაპირველ მაგიურ ასპექტებს. რადგანაც მხოლოდ ასე თუ გაეხსნება მოცეკვავეს ის, რასაც გარეგნული ატრიბუტებისკენ მსწრაფი ადამიანები ვერ ხედავენ.

კლასიკური ცეკვა სხეულს იყენებს როგორც საშუალებას და ინსტრუმენტს, რისი საშუალებითაც ჭკუას ძალუძს გახდეს შემოქმედი.
თუმცა კი სხეულიც და ჭკუაც ემორჩილებიან ერთ პრინციპს და კანონს.

უძველეს ტრაქტატ ,,ნატიაშასტრაში'' ავტორი(ბჰარატა) დაწვრილებით აღწერს სცენის ბუნებას და სტრუქტურას, ასევე შემსრულებლის თვისებებს. სხეულის ყოველი პოზა უნდა იყოს სწორი გეომეტრიულად ზუსტი, და ყოველი აზრი, რომელიც მოცეკვავის ჭკუისგან იბადება, უნდა ფლობდეს განსაზღვრულ აზრს და მიზანს. რადგანაც ამ ყველაფრისგან იქმნება ძლიერი შემოქმედებითი და ინფორმაციული ველი, და ეს პირველ რიგში ზემოქმედებს და ვიბრირებს მოცეკვავეზე, ხოლო შემდეგ მისი საშუალებით გარშემო არსებულ ატმოსფეროს განმსჭვალავს.

(პირველი ნაწილის დასასრული.)

(გაგრძელება--მეორე ნაწილი)

ცეკვის მომენტში მოცეკვავის აზრების ერთ-ერთი ანარეკლი არის მისი საკუთარი სახე-ასპექტის ნაწილი, სახელწოდებით ,,აბჰინაია''. სანსკრიტულიდან თარგმანი-მიმიკა, თეატრალური წარმოდგენა. ეს არის ყველაფერი, რასაც ჩვენ ხელების საშუალებით ვქმნით, ვქმნით სახის საშუალებით(ემოციები), აგრეთვე გრიმის, ტანისამოსის, დეკორაციების ჩვენი შინაგანი განწყობილების დახმარებით. ნათქვამია, რომ ,,აბჰინაია'' ცეკვას ხდის გრძნობიერად დასანახს, ხოლო მანამდე გრძნობიერება მხოლოდ სუფთა ფსიქოლოგიურია.
ინდური კლასიკური ცეკვა მოიცავს მოძრაობის განსაკუთრებულ ხელოვნებას. მსგავსად გველის მოძრაობისა, რომელიც გადაადგილდება პლასტიკურად, მოღვენთილად, დაღვრილად, მაგრამ მუდამ უცაბედი, წამიერი ფიქსაციით იკავებს პოზიციას: არ არსებობს არცერთი უზუსტო ანდა წაბორძიკებული მოძრაობა, ამ ცეკვის ხასიათისგან დამოუკიდებლად, ნელი იქნება მანამდე მოძრაობა თუ სწრაფი.
თქვენ თითქოსდა კინოლენტას უყურებთ: ყოველი კადრია პოზა, პოზებს შორის გადასვლები ზუსტი და ჰარმონიულია.
ესეც იოგას ფორმაა. ის იყენებს თქვენი სხეულის ყოველ ნაწილს, ფიზიკური და გონისმიერი დაძაბულობის შემცირებით. და გაიმედებსთ რომ ყოველი თქვენი სტრუქტურა(მენთალური, ფსიქოლოგიური და ფიზიკური) აწყობილია ზუსტად.
ცეკვას შეუძლია როგორც დახმარება, ასევე ზიანის მოყენება: ეს არის პრაქტიკა, რომელსაც გააჩნია განსაზღვრული წესები და კანონები. და პრაქტიკოსი არ უნდა იშურებდეს დროს და ძალას მის შესასწავლად. დისციპლინირებული ხდება ჭკუა. რის შემდეგაც ჭკუის კონტროლით კონტროლდება სხეულიც.
,,ბჰარატანატიამი'', როგორც სხვა რომელიმე ცეკვის ფორმა, იყენებს ადამიანის სხეულს როგორც კომუნიკაციის საშუალებას შემოქმედებითი ბუნების გამოსახატავად. ეს არის საუკეთესეო საშუალება საკუთარი თავის დაფასებისა, როგორც წმინდა ინსტრუმენტისა, რომელსც ძალუძს მიაღწიოს ადამიანის უმაღლეს მიზანს.

(მეორე ნაწილის დასასრული.)

(გაგრძელება-- მესამე ნაწილი)

ამ სტატიაში აშკარად იკვეთება ერთი სიმართლე- ინდური კლასიკური ცეკვები არ უნდა შეასრულოს ათეისტმა და ფსიქოლოგიურად დამძიმებულმა, ნეგატიურმა, სულიერად განუვითარებელმა ადამიანმა. ეს ცეკვები იმდენად საფრთხილო და სათუთად შესასწავლია, რომ ჭეშმარიტი ცეკვის გურუს(მოძღვრის) კურთხევის და მეთვალყურეობის გარეშე ნეგატიურ რეაქციას მოუტანს შემსწავლელს და გარესამყაროს.
სწორედ ამიტომ არის, რომ თვითნებურად ინდური კლასიკური ცეკვების დაუფლებამ დაამახინჯა, და თავდაპირველი წმინდა არსი დააკარგვინა ცეკვას. დღეს ხდება გურუსგან დამოუკიდებლად რაღაც ელემენტების გამოყენება ინდური ცეკვიდან, ხდება შერეული ცეკვების შექმნა ამქვეყნიური ემოციებით შეპყრობილი ადამიანების მიერ, და იქმნება აბსოლიტურად არაცნობიერი და ღვთაებრივ არსს მოკლებული საცეკვაო სტილი, რაც რათქმაუნდა უფრო მეტად აძლიერებს და აღვივებს ადამიანის ცნობიერების დაბალი შრეების ვიბრაციებს. ცნობიერება დაყავს წარმავალ, მდაბიო, ვულგარულ ემოციებამდე და ჭკუას აჯაჭვებს მოკვდავ სამყაროზე. რაც თავდაპირველად ჩადებული იყო ცეკვის არსში, დღეს მივიწყებულია და დაბინდული.

ინდური კლასიკური ცეკვების ერთერთ მეტნაკლებად მნიშვნელოვან ნიშანს წარმოადგენს ,,ჰასტა მუდრები''(ხელების ჟესტები).
მათი დახმარებით ვითარდება და ევოლუციას განიცდის ცეკვა. ეს თავისმხრივ ალფავიტია. და ის ვინც ამ ალფავიტს იყენებს, ძალუძს ფორმირება გაუკეთოს სიტყვას და წინადადებას. ასევე ნათლად დაკვირვებულად გამოხატოს ნებისმიერი იდეა და ემოცია. მუდრები გვეხმარებიან ცეკვის აზრის, ანდა თემის ინტერპრეტირება გავაკეთოთ სახის გამომეტყველების დახმარებით-მუკჰა აბჰინაია. ამიტომაც მუდრები ამ მხრივ ცეკვის ესტეთიკურ სილამაზეს ამაღლებენ. ზუსტად და სწორად არჩეული ხელის ჟესტები უკეთესს ხდიან შესრულების გამოხატვას და გამოკვეთავენ საუბრის ცეკვისეულ მანერას. მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ გარეგნული ხედვაა.
სწორად და ზუსტად არჩეული და შესრულებული მუდრები ადამიანის და გარემო ატმოსფეროს ენერგოსტრუქტურაზე მოქმედებენ.
ცეკვის პრაქტიკა მიმდინარეობს საფეხურებრივი სისტემით და ემორჩილება პრინციპს ,,მარტივიდან რთულამდე'', ,,ნელიდან სწრაფამდე''. ყოველი მარტივი ქმნის რთულს, ნელი ბადებს ჩქარს, მაგრამ საბოლოო ჯამში აღწვეს ერთ მდგომარეობას, მსგავსად ფრინველისა, რომელიც სიჩქარის აკრეფისას ზეცისკენ საბოლოოდ შლის ფრთებს და იწყებს ლივლივს, ანუ სარგებლობს იმ პირობებით, რასაც მიაღწია. საკუთარი პრაქტიკის ასეთი ხედვა იფარავს შემსრულებელს დაბრკოლებისგან და იძლევა გამოკვეთილ და განსაზრღვრულ მიზანს.
კლასიკური ცეკვების ფსიქოლოგიური საფუძველი მითებზე და ლეგენდებზე ამოიზარდა. მაგრამ ეს არაა მხოლოდ უბრალო წარმოსახვა განსაზღვრული სიუჟეტის და ისტორიის, ეს თვითგამოხატვის სამუშაო პროცესია საკუთარ მე-ზე, ეს არის საკუთარი შიანაგანი დონის ამაღლება, და გარშემო მყოფი სამყაროს პოზიტიური გამოვლინების შენარჩუნება. ჩვენ ისევ ვუბრუნდებით კანონის და პრინციპის უპირველეს ნომერს ერთს, დასაბამიდან აღწერილს და გამოვლენილს. წინააღმდეგ შემთხვევაში შესრულება ემსგავსება პათოსს და ატარებს ნეგატივს. ამ შემთხვევაში ხდება ცნობიერების დაბალი ნაწილის აღძვრა, რაც ქმნის დეგრადაციას და დაცემას.
კლასიკური ცეკვა გამოყოფს სამ ძირეულ კატეგორიას. ,,ნრიტტა''-აბსტრაქტული ცეკვა, რაც შედგება დრამატულ შინაარსს მოკლებულ მოძრაობისგან და პოზებისგან. ,,ნრიტია''--ცეკვა რომელიც კავშირშია განწყობასთან(გრძნობა) და ფსიქოლოგიურ მდგომარეობასთან. და ბოლოს ,,ნატია''--ნიშნავს იმას, რაც გააჩნია, ეკუთვნის სიუჟეტს. ეს მთლიანი დრამატული სპექტაკლია, რომლის შემადგენლობაშია როგორც ნრიტტა, ასევე ნრიტია.
ცეკვის მეუფე არის შივა ნატარაჯა--ცნობილია როგორც მაჰადევა(დიადი უფალი), სამყაროს შექმნის, შენარჩუნების და განადგურების სიმბოლურად გამომხატველი.
მისი მურტის(ფიგურის) გარშემომყოფი ცეცხლის წრე გამოხატავს კოსმოსს. ერთ თავის მარჯვენა ხელში ნატარაჯას უკავია დოლი, რაც ცხოვრების რიტმული ბუნების ხმას განასახიერებს სიმბოლურად. მეორე მარჯვენა ხელი მომართულია წინ ხელისგულით-გამოხატავს მფარველობას და წყალობას მათზე, ვინც მას ეთაყვანება. მის სხეულზე და ხელებზე შემოხვეული გველები გვეუბნება მის მიერ ამ ცხოვრებისეულ ძალებზე ბატონობას. ახალი მთვარე- გრძნობათა კონტროლის და მართვის უნარზე მიუთითებს. ერთი მარცხენა ხელით უკავია ცეცხლი- განადგურების სიმბოლო, მეორე ხელი მიუთითებს აწეულ ფეხზე, რაც ამტკიცებს საკუთარ თავზე(ეგოზე) გამარჯვებას. ჯუჯაზე(ბოროტების დემონზე) მდგარი მარჯვენა ფეხი გვატყობინებს ადამიანთა ჭკუის ღრმა უგუნურებას, და შივა ამ ფორმის სახით სამყაროს ასხივოსნებს წმინდა ცოდნის ნათელით.
შივა ნატარაჯა, ეს არის მისტიკური მოცეკვავე, ანანდა ტანდავას(ნეტარების ცეკვა) შემსრულებელი.
მის სხეულზე ვლინდება მუსიკის კონცეფცია. რაც ფორმულირდება მის ბუნებრივი გრაციის(მოძრაობის), განუყოფელ ნაწილად.
და ეს მოძრაობა იმდენად ერთიანი და განუყოფელია, როგორც ტანდავა(მამაკაცური) და ლასია(ქალური).

(( მესამე ნაწილის დასასრული.))

(გაგრძელება-- მეოთხე ნაწილი)

ადიდებთით უფალსა გალობითა, წინწილითა, დაფდაფითა, ცეკვითა, როკვითა.... აი ასე ადიდებდა დავით წინასწარმეტყველი თავის უფალს ფსალმუნებში(150).
საოცარია და მიზეზი იმისა თუ რატომ გახდა მავნებელი უფლის ცეკვით განდიდება, დღეს ძალიან ცოტა თუ კითხულობს ქრისტიანულ სამყაროში..
დიახ, რათქმაუნდა მავნებელი გახდებოდა სპონტანური, და თავისნებაზე მიშვებულ-აცეკვებული ჭუჭყიანი სამშვინველი გარემოსთვის..რადგანაც..
რადგანაც ქრისტიანულ სამყაროში დიდი ხნის წინ იყო დაკარგული ცოდნა ნამდვილი, წმინდა, ღვთაებრივი ცეკვის შესახებ...
სულიწმინდის უმარავი ნიჭებიდან, ერთი უმთავრესი ნიჭია ღვთაებრივი ცეკვა, უფლის სუნთქვით, რომელიც უანგაროდ მოცეკვავე სულს აზიარებს მარადიულ სულთან... პირველწყაროსთან...
და ისევ და ისევ იმ უნაკლო, სულიერი სამყაროდან მოკვდავთათვის გამხელილ სულიწმინდის ნიჭზე მინდა ვისაუბრო,
რომელსაც მოცეკვავისთვის და მაყურებლისთვის პირველ რიგში გულის ჩაკრის გაწმენდა მოაქვს.
...ზესულის სუნთქვა მატერიალურ სამყაროში შემოჭრილი, გარდაიქმნება მელოდიად, მუსიკად, წმინდა ლოგოსად, და ღვთაებრივი ცეკვის მაგიად..
იქმნება ზეციური სამყაროები, ქრისტიანულად რომ ვთქვათ ანგელოსთა საუფლო, სადაც უფლის ექსპანსიების წინ ღვთაებრივი სულები ასრულებენ განუმეორებელ ცეკვას და სიმღერებს. ესენი არიან ძირითადად მდედრობითი სქესის ულამაზესი არსებები, აპსარები და განდჰარვები.
ხოლო ზოგიერთები აქ, დედამიწაზე რეინკარნირდებიან განსაკუთრებული მისიით, რომ მოკვდავთ გადასცენ ცეკვის და სიმღერის საიდუმლო.
ერთერთი ასეთი ზეციური აპსარა --ურვაში, ერთერთი აპსარებიდან, რომელიც როგორც ამბობენ დედამიწაზე დაიბადა განსაკუთრებული მიზნით და ადამიანებს გადასცა ცეკვისა და მუსიკის შესახებ ღვთაებრივი ცოდნა.
პირველი პრაქტიკოსები ამ ცეკვების იყვნენ დევადასები, ტაძრის მოცეკვავეები. რადგანაც საუკუნეების მანძილზე მათი ცეკვა ღმერთისადმი იყო მიძღვნილი, ამიტომაც იქცა სატაძრო მსახურების განუყოფელ ნაწილად.
***ინდოეთში ცეკვა მაგიის უძველესი ფორმაა. მოცეკვავე განმსჭვალავს ყოფიერებას და მოიპოვებს ზეადამიანურ ძალებს. ცეკვაში იცვლება მისი პიროვნება. ისე როგორც იოგა, ცეკვაც იწვევს ტრანსს, ექსტაზს, კონტროლის გამოცდილებას ადამიანის შინაგანი არსის გახსნით, და საბოლოოდ ხდება ღვთაებასთან ზიარება, მასში დანთქმა.
აი ამ მიზეზით ცეკვა ინდოეთში ვითარდებოდა მკაცრი ასკეზების და სუნთქვითი პრაქტიკების ფონზე. როდესაც ხდებოდა მთლიანად ჩაღრმავება საკუთარ თავში. ცეკვა, ეს შემოქმედებითი აქტია. ის გარშემო სხვა სივრცეს ქმნის და მოცეკვავეში უხმობს სხვა ახლა ინდივიდუალურობას. ცეკვა შეიძლება იქცეს კოსმოგონიურად, თუკი ის ადამიანში აღვიძებს მიძინებულ ევოლუციურ ენერგიას.
და როგორც ვთქვით ცეკვის მამამთავარი და ცეკვის ამ სამყაროში შემომტანი არის უფალი შივა, და უფალი კრიშნა. უფალი შივა არის უფალი კრიშნას მამაკაცური ასპექტის განსახიერება, და მისი ცეკვაც განსაკუთრებით გამოკვეთს აბსოლუტის მამაკაცურ ბუნებას. ხოლო უფალი კრიშნას მიერ ფლეიტით შესრულებული ცეკვა უკვე სხვა რამეა, მასში აბსოლუტის ორივე ბუნება ზეიმობს. ამ თემას მოგვიანებით შევეხებით. ახლა ისევ უფალი შივას შესახებ. ეს ხელოვნება მან თავის ცოლს პარვატის გადასცა, ხოლო ღმერთების შემდეგ კი უბრალო მოკვდავებმაც დაიწყეს ცეკვა.
როგორც ვთქვით ინდოეთის ერთ ერთი უძველესი ცეკვებიდან ითვლება ბჰარატანატიამი, რომლის სამშობლოც არის შტატი ტამილ ნადუ. ამ ცეკვის პირველი შემსრულებლები იყვნენ სატაძრო მოცეკვავეები-დევადასები. დევადასი სანსკრიტიდან თარგმანი ნიშნავს ,,უფლის სარძლოს''. თუკი მშობლები რაიმე მიზეზით ვერ ახერხებდენ ქალიშვილის გათხოებას, მას აბარებდენ ტაძარში, და უმეტეს შემთხვევაში ეს ითვლებოდა მსხვერპლშეწირვად. გამოყოფენ დევადასების რამდენიმე კატეგორიას. ნათლობის და ხელდასხმის რიტუალის და ვალდებულებათა მიხედვით, რომელიც ტაძარში აღესრულებოდა, ტრადიციულად დევადასები იქნა დაყოფილი შვიდ კატეგორიად.
დატტა--ის ვინ გადაწყვიტა საკუთარი თავი მიუძღვნას ტაძარს.
ვიკრიტა--ისინი ვინც მიყიდილნი იქნენ ტაძარში.
ბჰრიტუია--ის ვინც ტაძარს შეეწირა აღთქმის მიხედვით.
ბჰაკტა--ის ვინც ცეკვავდა უფლისადმი წმინდა ერთგულებით(ბჰაკტით)
ჰრიტა--ისინი ვინც გაღარიბდენ და გადაცემულ იქნენ ტაძარს.
ალანკარა--კურტიზანები, ტრადიციული ინდუისტური ნიშნით, ტაძარში ჩატარებული ,,რაჯა'' ცერემონიის დროს მოპოვებულნი.
გოპიკა--ისინი ვინც იყვნენ მოცეკვავენი ოჯახური ტრადიციით.
აქედან მხოლოდ ბჰაკტი აღწევდა უზენაესთან აბსოლირურად ზიარებას.
,,ბჰაგავატა პურანაში'' ნათქვამია შემდეგი: <<ბჰაკტები, რომლებიც შეუწყვეტლივ ემსახურებიან უფლის ლოტოსის ტერფებს, ძალიან ადვილად ჩეხავენ კარმულ საქმიანობასთან დაკავშირებულ სურვილების უხეშ ჯაჭვებს. მუდამ ჩემზე იფიქრე, გახდი ჩემი ერთგული(ბჰაკტი), დაემხე მიწაზე სახით ჩემს წინაშე და თაყვანი მეცი მე. ბოლომდე ჩემზე ფიქრით დაუნჯებული, შენ უცილობლად მოაღწევ ჩემამდე.>>
,,ბჰაგავატა-პურანაში'' აღწერილია უფლის სხვადასხვა ავატარების ისტორიები მატერიალურ სამყაროში, ასევე დიდი ცოდნა ფილოსოფიის, მეტაფიზიკის და კოსმოგონიის. ის ხსნის ისტორიული განვითარების პანორამას, მოუწოდებს თვითშეცნობის და განთავისუფლების გზას. რამდენიმე ბოლო ათასწლეულის მანძილზე ,,ბჰაგავატა-პურანა'' ითვლება ერთერთ ძირეულ წმინდა ტექსტად კრიშნაიზმის სხვადასხვა შტოში. ის აქ განიმარტება მეოთხე ელემენტად თეისტური ვედანტის მთავარფუძისეული ხორცისშემსხმელი კანონისა. შედგება ,,უპანიშადების'', ,,ვედანტა სუტრის'' და ,,ბჰაგავად-გიტისგან''. თვით ,,ბჰაგავატა- პურანას'' თანახმად, მასში თავმოყრიალია მთელი ვედების უმთავრესი არსი.
....იმისათვის რომ გოგონას მიეღო <<მოცეკვავე დევადასის>> სტატუსი, უნდა გაევლო ოთხი მთავარი ცერემონია, რომელთაგან ერთ ერთი იყო რიტუალური დაქორწინება ღვთაებაზე. (გაიხსენეთ ქრისტიანული სამყაროს მიერ მონაზვნად აღკვეცის რიტუალი, ქალების შემთხვევაში. ქალი აღთქმას დებს რომ სიკვდილამდე იქნება იესო ქრისტეს უმწიკვლო მეუღლე. ანუ ხდება მარადიული სასძლო ძე ღმერთის).
საქორწინო რიტუალის დროს ღმერთს შეცვლიდა ხოლმე ღმერთის სიმბოლოები(ხმალი, დისკო, სამკაპი, და ასე შემდეგ), რომელიც სარძლოს ეკავა ხელში მანამდე, სანამ მღვდელმსახური ჩაიკითხავდა წმინდა მანტრებს-ლოცვებს. გოგონა ცხადდებოდა უზენაესის მეუღლედ, რის შემდეგაც მას კისერზე კიდებდენ ყელსაბამს- ქორწინების სიმბოლოს: ერთი ან ორი ნაზი ოქროს ფირფიტით ყვითელ ზონარზე(რაც ქორწინების ცერემონიის დასასრულს უკეთდებოდა). ამის გარდა კიდევ იყო რაღაც რიტუალები, მაგალითად შუბლზე უკეთებდენ წითელ ნიშანს-წარბებს შორის, თმებში აყრიდენ კეფაზე წითელ ფხვნილს. როგორც კი კეთილშობილი მეუღლის სტატუსს შეიძენდა დევადასი, პარალელურად იღებდა უდიდეს ცოდნას, რაც უბრალო ქალებისთვის არ იყო გამხელილი. მას გადაეცემოდა საუკეთესო კლასიკური ლიტერატურა სანსკრიტზე, ტამილურზე და ტელუგუზე. აგრეთვე ფილოსოფია, მუსიკა და ცეკვები.
სწორედაც დევადასები იყვნენ ინდური კლასიკური მუსიკის და ცეკვების წმინდა და ნამდვილი სახით შემანარჩუნებლები და დამცველები. სწავლებასთან ერთად დევადასებს მოეთხოებოდათ ტაძრის ყველანაირი სისუფთავე, სამზადისები სალოცავი რიტუალებისთვის და ყოველ რელიგიურ ცერემონიებში მონაწილეობა.

(გაგრძელება იქნება)

https://www.facebook.com/pages/%E1%83%A0%E1...92953633?ref=hl
  Forum: პიროვნებები, გაერ... · Post Preview: #106868 · Replies: 3 · Views: 10,630

nandarani
Posted on: Jul 29 2013, 08:25 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 19
Joined: 21-July 13
Member No.: 7,148



იბერიელ-კავკასიელები და ვედები


შესავალი

უხსოვარი დროიდან დედამიწაზე არსებობდა ერთიანი ცივილიზაცია, რომელიც ფლობდა უმაღლეს ცოდნას სულიერი და მატერიალური სამყაროების ბუნების შესახებ. ეს ცოდნა იწოდებოდა ვედა-დ, მას ჰქონდა ღვთაებრივი წარმოშობა და კაცობრიობისათვის წარმოადგენდა რწმენის და ცხოვრების ეტალონს. ვედა _ არის უზარმაზარი მთლიანი ცოდნა, ის მოიცავს მეცნიერების ყველა სფეროს, კულტურას, რელიგიას, ფილოსოფიას და მეტაფიზიკას. ვედა მოდის სანსკრიტული სიტყვის ძირიდან ვიდ _ “ცოდნა” და მონათესავეა პროინდოევროპულის უეიდოს, რუსულის ვედატ, ოტვედატ, ზავედოვატ, ინგლისურის წიტ, წიტნესს, წისდომ, ვისიონ (ბოლო სიტყვა წარმოებულია ლათინურიდან ვიდეო, ვიდერე), გერმანულის წისსენ (“ცოდნა”, “იცის”), ნორვეგიულის ვიტენ (“ცოდნა”), შვედურის ვეტა (“ცოდნა”), პოლონურის წიედზა (“ცოდნა”), ბელარუსულის ვედი (“ცოდნა”), ლათინურის ვიდეო (“მე ვხედავ”), ჩეხურის ვიმ (“მე ვიცი”) ან ვიდიმ (“მე ვხედავ”), ჰოლანდიურის წეტენ (“ცოდნა”) და ქართულის ვიცი (“ვიცი”). დაახლოებით 5. 000 წლის წინ დაიწყო კალი-იუგა (რკინის ეპოქა) _ დეგრადაციის, მტრობის, შუღლის და თვალთმაქცობის ეპოქა. ადამიანებმა დაკარგეს ინფორმაციის სწრაფი დამახსოვრების უნარი. წარმოიშვა დამწერლობის გამოყენების აუცილებლობა.
იმისათვის, რომ კაცობრიობამ მიმართოს ღმერთს და იხსნას ის უგუნურების ეპოქის დროს, დაახლოებით 5. 000 წლის წინად თავად უზენაესმა ღმერთმა ბრძენი ვიასადევას სახით, ჩაწერა ვედური გამოცხადებები, ღმერთის გაცხადებული ჭეშმარიტება, რომელიც სამყაროს დასაბამიდან გადაეცემოდა ზეპირგადმოცემით. ამიტომ ვედური კულტურით ყოველთვის დაინტერესებულები იყვნენ სულიერი ჭეშმარიტების მაძიებლები მთელი მსოფლიოდან (ტოლსტოი ლ. ნ., რერიხი ნ. კ., დევიდ-ნილ ა., და სხვები), ასევე დიადი მეცნიერები (ენშტეინი ა., ოპენგეიმერი რ. და სხვები).
თუ გადავშლით ვედური კულტურის წიგნებს აღმოვჩნდებით საოცარ ზღაპრულ სამყაროში. რთულია იმის დაჯერება, რაც წერია ამ წიგნებში, რადგან უძველესი მანუსკრიპტები გვატყობინებენ უდიადესი ცივილიზაციების მიღწევებზე და მონაპოვარზე, ტექნოლოგიებზე რომლებიც შეშურდებოდა თანამედროვე სამყაროს. რა კულტურა იყო ასეთი, რომლის განვითარების დონე ბევრად აღემატებოდა ჩვენსას? არის თუ არა რაღაც მოწმობა, რომელიც დაადასტურებდა მისი არსებობის ფაქტს?
ნაწარმოებები სანსკრიტზე გვატყობინებენ უამრავ განსაცვიფრებელ ცნობებს, რომლებიც მიუთითებენ იმაზე, რომ როდესღაც არსებობდა უდიადესი ვედური ცივილიზაცია _ დედამიწაზე ყველა დიადი კულტურების და ცივილიზაციების აკვანი. ვედებში _ აღწერილია მთელი სამყაროს უცვლელი კოსმიური კანონები და იმ არსებებზე სადაც ისინი არიან დასახლებულები. ვედური ლიტერატურა აღწერს სამყაროების უამრავი მირიადის არსებობას და ჩვენი სამყარო, რომელშიც ამჟამად ვიმყოფებით, ვედური ცოდნის მტკიცებულებით უამრავ სამყაროებს შორის ყველაზე პატარად ითვლება. და ჩვენ ყველანი ძალიან უმნიშვნელონი ვართ სხვა სამყაროების, ჩვენს სამყაროზე გაცილებით უფრო დიდ სამყაროებთან შედარებით. ვედური ლიტერატურა იძლევა ინფორმაციას, რომელიც მიეკუთვნება არა მხოლოდ პლანეტა დედამიწას, არამედ ასევე აღწერს მოვლენების მოქმედების მსვლელობას განვითარებული სამყაროს ყველა დანარჩენ პლანეტებზე და ამასთანავე არ ანიჭებს დიდ მნიშვნელობას სამყაროს რომელიღაც ერთ ნაწილს ან ერთ პლანეტას, ერთ ხალხს, ერთ ერს ან ერთ რელიგიას და აღწერს ყველა ამ კომპონენტებს მთლიანობაში, მათში ყველა მოვლენების ურთიერთკავშირის გამოვლენით, თუ როგორ ახდენენ ზეგავლენას ისინი მთლიანობაში მთელი სამყაროს მოქმედებებზე, ესეიგი ყოველი ცოცხალი არსების მოქმედებებზე, თუ როგორ აისახება ეს მთელი სამყაროს ბუნებაზე. და სწორედ ვედური ლიტერატურა ამჟღავნებს იმ სურათს, თუ როგორ ახდენს ზეგავლენას საქციელი ერთი პიროვნებისაც კი სხვა ცოცხალ არსებებზე, რომლებიც ავსებენ როგორც დაბალ სამყაროებს ასევე მაღალ პლანეტარულ სისტემებს. თუმცა ცოდნას მოკლებული განპირობებული ადამიანები ფიქრობენ, რომ არაფერთან არ არიან კავშირში და რაც უნდათ იმას აკეთებენ, მაგრამ ძალიან უკვირთ, როდესაც ღებულობენ რეაქციებს. ვედებში არის ცოდნა სულის ბუნებაზე, დაბადება და სიკვდილის შესახებ, იმაზე, თუ საიდან მოვიდა ადამიანი და რაში მდგომარეობს მისი არსებობის დანიშნულება და ამ ცხოვრებაში მისი როლი, კარმის და რეინკარნაციის კანონებზე. ვედური ლიტერატურა მოიცავს სრულყოფილ ინფორმაციას ჩვენთვის ყველა ცნობილ მეცნიერებაზე: მათემათიკაზე, გეომეტრიაზე, კვანტურ და ბირთვულ ფიზიკაზე, ბიოლოგიაზე, ანატომიაზე, ქიმიაზე, მედიცინაზე, ასტრონომიაზე და სხვა. მთელი ვედური ლიტერატურა განსაკუთრებით დოკუმენტალურია და მეცნიერულია. მრავალი ფაქტები აღწერილი ვედებში, დასტურდება თანამედროვე მეცნიერების და არქეოლოგების მიერ.
ოდითგანვე ქართველი ტომებიც ინახავდნენ ვედურ ცოდნას, გადასცემდნენ მას თაობიდან თაობას და საგმირო თქმულებების სახით, როგორც ხალხური სიბრძნე, ანდაზური თქმულებები, ზღაპრები, მითები და ეპოსი მოაღწია ჩვენს დრომდე. მაგალითად ქართული ზღაპრის (ტრადიციულ დასაწყის) ფრაზას და უძველეს ვედურ “რიგვედაში” (X მანდალა) არსებულ დასაწყის ფრაზას შორის არის სრული იდენტურობა, მათ შორის არსებობს “საოცარი მსგავსება”. კაცობრიობის ისტორიაში ერთერთ უძველეს ვედურ კრებულში, “რიგვედას” X მანდალაში (შესაქმნის მითი) თარგმანში ვკითხულობთ: “იყო და არა იყო რა და არა იყო რა ცა და სივრცე...” და “ქართული” _ “იყო და არა იყო რა ...” (ისევე როგორც ვედებში მისი შესაბამისი ფრაზა), გარკვეული კოსმოგონიური მსოფმლმხედველობის გამომხატველი ფრაზაა. ისინი (სემანტიკით, ფრაზეოლოგიური წყობით, შინაარსით) აბსოლუტურად იდენტურებია. “რიგვედაში” ამ ფრაზის შემდეგ იწყება ვედური მითების უმთავრესი კოსმოგონიური ამბის თხრობა, როგორც ქართულ ზღაპრებში “კონცეპტუალური პრინციპის” მსგავსად. ეს ფრაზა (ორივე კულტურაში) უძველეს ზეპირსიტყვიერებას უკავშირდება. ასეთი ფრაზეოლოგიური “დამთხვევა” ვედურ და ქართულ უძველეს ზეპირსიტყვიერებაში და ამ სიტყვების წარმოშობა ქართულ აზროვნებაში, “კულტურულ ყოფიერებასა” და ზეპირსიტყვიერებაში მეტყველებს იმაზე, რომ ქართველური ტომები დროსა და გარკვეულ ტერიტორიულ სივრცეში, არიულ-ვედური კოსმოგონიის შემქმნელ ხალხთან (ან მათ წინაპრებთან) “მჭიდრო ურთიერთობაში” უნდა ყოფილიყვნენ (შესაძლოა მათთან ერთადაც ქმნიდნენ ამ მსოფლმხედველობას). ეს ფრაზა და მისი შესაბამისი მსოფლმხედველობა “ერთი კულტურულ-ცივილიზაციურ ცენტრში” უნდა იყოს აღმოცენებული. შემდგომ დროსა და სივრცეში, “იყო და არა იყო რა” _ “არიულ-ვედური” რთული კოსმოგონიური წარმოდგენების დასაწყისში მოთავსდა, ხოლო “იბერიულ-კოლხურ” ცივილიზაციაში ზღაპრებისა და იგავ-არაკების საწყის ფრაზად ჩამოყალიბდა და თვით ჟანრის აღმნიშვნელ სიტყვადაც იქცა _ არა-კი (არა და კი _ ერთდროულად არარსებული და არსებული, იყო და ამავე დროს არც იყო). ვედური ცოდნა დასაბამიდან, სანამ ჩაიწერებოდა როგორც ვედური ტექსტები, როგორც ღმერთების (ბრაჰმას _ ყოველგვარი სამყაროს საწყისის) წმინდა სიტყვა, ზეშთაგონება, ზეპირსიტყვიერებით გადაეცემოდა საუკუნეთა განმავლობაში თაობიდან თაობას. ქართულ ზღაპარშიც (ვედების შესაბამისად) ამ ფრაზის შემდეგ იწყება მოქმედება _ სხვა სამყაროს გაჩენა. აღსანიშნავია, რომ ის “რაღაც აუხსნელი, პირველადი სუბსტანცია” რომელიც ქართულ “იყო და არა იყო რა-ს” სიღრმისეულ კონცეპციაში არსებობს, შინაარსობრივად ძალზე წააგავს ვედურ კონცეპტუალურ წარმოდგენებს აბსოლუტურ ჭეშმარიტებაზე (სუმუმ ბონუმ) _ ბრაჰმანს ან პარაბრაჰმანს, რომელიც ვედური კულტურის სრულყოფილი ბრძენების მიერ არის გამოცხადებული სამ კონცეპტუალურ ასპექტში როგორც ბრაჰმანი, პარამატმა და ბჰაგავანი. ბრაჰმანი _ არის აბსოლუტური ჭეშმარიტების ყოვლისმომცველი უსასრულო სულიერი ენერგიის ასპექტი, პარამატმა _ არის მისი ყოველგანმყოფი (უმცირეს ატომშიც კი) ლოკალიზებული ასპექტი და ბჰაგავანი _ არის ამ აბსოლუტური ჭეშმარიტების და ყოველივეს წყაროს პიროვნული საწყისი, რომელიც უსასრულო და უსაზღვრო (წარმოუდგენელი) ტრანსცენდენტული ბუნების და თვისებების წყაროა, ისეთი როგორიც არის: სილამაზე, ცოდნა, სიძლიერე, სიმდიდრე, დიდება და განდეგილობა. ეს ყველაფერი ზემოთხსენებული მოვიყვანეთ (ჩვენი მცირე შესწორებით და დამატებით) დავით ცინცაზის მიერ გადმოცემული ნაშრომიდან (ქართული ზღაპრის დასაწყისის უძველესი კოსმოგონიური პლასტი. ავტორი: დავით ცინცაძე).
“...მაგრამ უფრო ღრმა შეხედულება არსებობს, ყოველთვის არსებობდა მითების იდუმალი მნიშვნელობის განმარტებისა. სინამდვილეში ირკვევა, რომ მითები უსაქმურებმა და უმეცრებმა კი არ შექმნეს, არამედ უაღრესად ბრძენმა ადამიანენმა, უაღრესად ღრმა ადამიანებმა, რომლებიც წვდებოდნენ სამყაროს იდუმალებებს, სამყაროს წარმოშობას, სამყაროს აზრს. ყოველივე ამას წვდებოდნენ ეს ადამიანები, მაგრამ გადმოცემა უშუალოდ მათ არ შეეძლოთ კაცობრიობისათვის. კაცობრიობას ეს ყოველივე უნდა მიეღო მითების სახით, ზღაპრების, ლეგენდების სახით, ვინაიდან ამ სიბრძნეს კაცობრიობა ვერც ამჟამინდელი, ვერც იმჟამინდელი ვერ ჩასწვდება. ეს იმდენად ღრმა სიბრძნეა, რომ ამის უშუალოდ მიღება და გაგება შეუძლებელია. ამიტომ სიბრძნეს აყალიბებდნენ მითებში. ...რათა გადმოეცათ ამ მითებში სამყაროს არსი, ღმერთების არსი, სამყაროს იდუმალებანი და ადამიანისათვის ეჩვენებინათ გზა სულიერი განვითარებისა და მიზანი ცხოვრებისა.” _ ზვიად გამსახურდია: მითოსი და მითოლოგია.
მითები და ზღაპრები ვედური ნაწარმოებების მოტივებით. და ამ ვედურ ნაწარმოებებს ჰქვია შრუტი, ის, რაც ჩვენს დრომდე მოაღწია როგორც ხალხური სიბრძნე, ანდაზები, იგავ-არაკები, თქმულებები, ზღაპრები, მითები, ეპოსი. ყველა ფიქრობს, რომ ყველაფერი ეს მოგონილი ზღაპრებია _ რაღაც “იყო და არა იყო რა...”, რაღაც ცხრა მთას იქით, რაღაც არარეალურ სამეფოში, რაღაც მეშვიდე ან მეცხრე ცაზე ან რაღაც ცხრათვალა მზე და ა. შ.. ჩავარდა ორმოში ან ჭაში და მოხვდა სხვა სამყაროში და ასე შემდეგ. ამ ზღაპრებში და მითებში ჩადებულია ისეთი ცოდნა და სიბრძნე, რომელიც სცილდება ადამიანის გამოცდილების საზღვრებს, მისი წარმოდგენების ფარგლებს მიღმაა, მის შესაძლებლობებს და რაღაც პრაქტიკულ გამოკვლევებს აღემატება და საერთოდ ადამიანის უნარი და შესაძლებლობა მას ვერ სწვდება. ეს არის ისეთი ცოდნა, რომელზედაც ნათქვამია _ ენით აუწერელი და თვალუწვდენელია. ვედები მას უწოდებენ _ დივია-გიანას _ ტრანსცენდენტულ ცოდნას, ღვთაებრივ ცოდნას, რომელიც შეიძინება მხოლოდ მაღლიდან, ზეგარდმო.
ცნობილ ძველბერძნულ არგონავტების მითში ქვეყანა, სადაც არგონავტებმა ლაშქრობა ჩაატარეს ეწოდება აია. მეფე აიეტის მეფობის ხანა, აღწერილი ძველბერძენი მემატიანეების მიერ, ცნობილი როგორც “არგონავტები”. “მეცნიერთა აზრით ამ მითის პირველი სახე უნდა შექმნილიყო ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც სახელი “კოლხიდა” არ არსებობდა და ამ მხარეს რაღაც სხვა ერქვა, ხოლო საბერძნეთის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ არ იყო დამკვიდრებული ბერძნები და მას “პელაზგია” (ან “პულაზგია”) ეწოდებოდა ადგილობრივ მკვიდრთა “პელაზგების” (ან “პულაზგების”) მიხედვით (ჰეკატე მილეტელი და სხვა მრავალი ავტორი)” _ თენგიზ ბერულავა: აიას სამეფო. თანამედროვე მეცნიერების დასკვნებზე დაყრდნობით ძველბერძნების ცივილიზაცია შეიქმნა სულ დიდი სამი ათასი წლის წინ და მანამდე არსებობდა “პელაზგების” (ან “პულაზგების”) ცივილიზაცია. მაშ, გამოდის რომ ამ მითს ძალიან ძველი ფესვები აქვს და უკავშირდება უძველესი დროის წარღვნამდელ სამყაროს, სხვა ეპოქას. “...წარღვნამდელ კაცობრიობასაც ჰქონდა კულტურა და ცივილიზაცია. მართალია ის ცივილიზაცია სხვაგვარი იყო, სხვაგვარი განვითარების, სხვანაირ დონეზე, ცნობიერების სხვანაირი ფორმა ჰქონდა, დღევანდელი ცნობიერებისაგან განსვავებული, მაგრამ აშკარაა, რომ იყო უაღრესად ღრმა, უაღრესად დიდი მისტერიები იმჟამადაც. არის მონაცემები, რომ იმდროინდელი კაცობრიობა იქამდე იყო განვითარებული, რომ თვით საფრენი აპარატებიც ჰქონდა და დაფრინავდა კოსმოსში... ეს მისტერიები მომდინარეობს სწორედ წარღვნამდელი კაცობრიობის პერიოდიდან.” ზვიად გამსახურდია: მითოსი და მითოლოგია.
ამ ძველბერძნულ ეპოსში გადმოცემულია ისტორიული ცნობები, რომლებიც იუწყებიან, რომ იმ უძველეს დროს შავი ზღვის სანაპიროდან იწყებოდა აიას სამეფო, რომლის მეფე იყო აიეტი, რომელიც იყო ჰელიოსის, მზის ღმერთის შვილი. აიეტი ძველბერძნულად ნიშნავს “მოკვდავთმნათობელს”.
არგონავტების ისტორია მთავრდება იმით, რომ იაზონი იმარჯვებს და ბრუნდება საბერძნეთში ოქროს საწმისით და მედეიასთან ერთად. ამ ეპოსში ოქროს საწმისს და მედეას აქვთ როგორც ისტორიული ასევე ალეგორიული მნიშვნელობა, რადგან ოქროს საწმისი (თავად ამ მითის მიხედვით) ღმერთებისათვის მსხვერპლის, სიმდიდრის და სიუხვის სიმბოლოა და მათ განასახიერებს, ხოლო მედეა მედიცინასთან არის დაკავშირებული, რადგან ის ფლობდა მკურნალობის ნიჭს და ცოდნას. და მართლაც იმ დრონდელი ძველი კოლხეთი იყო განთქმული ღვთაებრივი სიბრძნით, სიმდიდრის სიუხვით და მკურნალობის ხელოვნებით. განსაკუთრებით მათი მკურნალობის ცოდნა იყო ისეთ დონეზე, რომ უტოლდებოდა თვით აიურ-ვედას, რომელიც წარმოადგენს მკურნალობის სრულყოფილ ცოდნას, მოცემული თავად უზენაესი ღმერთის ინკარნაციის _ თჰანვანტარის მიერ და წარმოადგენს ვედური კულტურის მედიცინას. “აიურ” სანსკრიტზე ნიშნავს სასიცოცხლო აირს, ანუ სასიცოცხლო ნატიფ ძალას (პრანას), რომელიც მისტიკური ოიგას მეცნიერებაში და სრულყოფილების მიღწევის პროცესში უკავია მნიშვნელოვანი ადგილი. სიტყვა “აიურ” ჰგავს ქართულ სიტყვებს “აირი” და “ჰაერი”.
“...აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილისა და ნიკო მარრის მერ გამოკვლეული იქნა გენეტიკური ძირები ქართული მოდგმისა, ქართული ერისა და გამოტანილი იქნა შემდეგი დასკვნები... ამავე დროს... იყო დიდი გერმანელი მეცნიერის ვილჰელმ ჰუმბოლდტის გამოკვლევები... ეს არის სხვადასხვა განშტოებები ერთი და იმავე მოდგმისა, რომელსაც მეცნიერებაში პროტოიბერიული მოდგმა ეწოდება, ხოლო ქართული ერი, ლოკალიზებული კავკასიის მასშტაბით, დაკავშირებულია ამ მოდგმის იბერიულ-კავკასიურ განშტოებასთან... პროტოიბერიული კაცობრიობის, ანუ პალეომედიტერანული, პალეოკავკასიური კაცობრიობის მოღვაწეობის, მისი ზნეობის ხანად მიჩნეულია ეპოქა უძველესი დროიდან მესამე ათასწლეულამდე. მესამე ათასწლეულში იწყება დაკნინება ამ რასსისა, მისი რიცხობრივი შემცირება, მისი ასიმილირება მოსული ინდოევროპელების მიერ... ამ დროიდან და უფრო გვიან წამოიწევს წინ ხეთური და ძველბერძნული, ელინური სამყაროები. მაგრამ აქ ხდება კულტურათა სინთეზირება: პალიომედიტერანულ, ანუ პროტოიბერიულ მოდგმასთან დაკავშირებულია პირველადი კულტურები მინოსისა, ეგეოსური კულტურები, კოლხური (ძველკოლხური)...” ზვიად გამსახურდიას ლექციებიდან: საქართველოს სულიერი მისია. მეცნიერების ეს დასკვნები ადასტურებენ ვედურ კონცეპციას იმის შესახებ, რომ ახლანდელი რკინის, კალის (დეგრადაციის), ეპოქა დაიწყო სწორედ მესამე ათასწლეულიდან ჩვენს წელთაღრიცხვამდე და მანამდე იყო კაცობრიობის ცივილიზაციის არსებობის ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს ეპოქები. (ვედებში მოცემულია კალის (დეგრადაციის) ეპოქის დაწყების ზუსტი რიცხვიც _ 3 102 წლის 18 თებერვალი, ქრისტეს შობამდე).
ქართულ ხალხურ ეპოსში “ამირანიანში” გადმოცემულია ვედური კულტურის სოციალურ-რელიგიური წყობის “ვარნაშრამა-თჰარმას” ერთერთი სოციალური ფენის, კერძოდ კშატრიების (მეომრების და მეფეების) ბუნება, თვისებები, ხასიათი, წესჩვეულება. შოთა რუსთაველის უკვდავი პოემის “ვებხვისტყაოსნის” სიუჟეტი გვაგონებს ვედური ეპოსის “რამაიანა”-ში განვითარებულ ამბებს. ხოლო საქართველოს ერთერთი სახელოვანი და გმირი მეფე დავით აღმაშენებელის (რომლის სახელთანაც არის დაკავშირებული ქართული სახელმწიფოებრივობის და ქართველი ერის გადარჩენა და აღმავლობა) ცხოვრება, მოღვაწეობა, განსწავლულობა და პირადი ღირსებები გვაძლევს იმის მტკიცების საფუძველს, რომ მას და მის თანამედროვეებს ჰქონდათ კავშირი ვედური კულტურის ცოდნასთან. ჩვენს ახალ ისტორიაშიც, ერის და ქვეყნის ერთერთი გამოჩენილი მოღვაწის, მწერლის და პოეტის ვაჟა ფშაველას ნაწარმოებები და პოეზია ადასტურებენ მის კავშირს კაცობრიობის უძველეს ისტორიულ და კულტურულ ძეგლთან _ ვედურ ცოდნასა და სიბრძნესთან.

https://www.facebook.com/pages/Hari-Harae-n...551398968251303
  Forum: პიროვნებები, გაერ... · Post Preview: #102242 · Replies: 0 · Views: 5,563

nandarani
Posted on: Jul 29 2013, 08:21 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 19
Joined: 21-July 13
Member No.: 7,148



HARE KRISHNA QARTVELEBO

HARI, KRISHNA, GOVINDA, GOPALA, HARA, GOURI......

*** ხოლო რაც შეეხაბა ქართველებს, მათ ძალიან დიდი კავშირი აქვთ უზენაესი ღმერთის ამ მთავარ სახელებთან, რომელიც ვლინდება მათ ხალხურ ფოლკლორში; სიმღერებში, როგორც სამხმიანი გალობა, და ცეკვებში. მაგალითად, ყველა ქართული სიმღერა იწყება და მთავრდება ისეთი მისამღერებით, რომლებიც, როგორც თვითონ ამბობენ, არ იციან ან არ ახსოვთ მათი ნამდვილი მნიშვნელობა და არსი, ან და მათ ძალიან ძველი წარმომავლობა აქვთ. ხოლო ზოგიერთი სიტყვები, რომლებსაც მღერიან ქართველები თავისი სიმღერების მისამღერებში, სანსკრიტზე აღნიშნავენ უზენაესი ღმერთის მთავარ სახელებს. მაგალითად, კახეთში გალობას იწყებენ ჰარი-ჰარალოთი და მათი მისამღერი ამითვე მთავრდება. აჭარლების ძველ მისამღერებში არის “ჰორე რამა” (ან ჰარე რამა), ასევე იმერეთშიც ზოგიერთი მისამღერი იწყება ჩარი-რამათი (ან ჰარი-რამათი). სამეგრელოში და აფხაზეთში იციან მისამღერი ჰარირა. სვანეთში არის საცეკვაო სიმღერის მისამღერი, რომელშიც ურევია რამაი-და. ქართველებმა ასევე იციან მისამღერი ლალე ლალე დივლი-და-ლალა-ლე, სანსკრიტზე დივია-დუ-ლალ ნიშნავს: დივია _ არის სასწაულებრივი, დუ _ ორი და ლალ _ მოთამაშე ღმერთი, რომელიც გართულია ტრანსცენდენტული გართობა-თამაშებით თავის მარადიულ თანამგზავრებთან ერთად. ასევე ლალ _ არის მიმართვის ფორმა, რომელსაც სიყვარულით მიმართავენ პატარა ბავშვს, რითაც აღნიშნავენ მის ცელქ და მოთამაშე ბუნებას. მთლიანობაში, ეს ნიშნავს უზენაესი ღმერთის სასწაულებრივი თამაშების გამოვლენას ორ პიროვნებაში. ასევე ქართველების სამხმიან საგალობლებში ვლინდება უზენაესი ღმერთის სახელი გამოვლენილი ბგერაში, როგორც მარცვალი ომ, ომკარა. გარდა ამისა, თვითონ სიტყვა ღმ-ერთი წარმოიშვა ომკრა-საგან. რადგან უზენაესი ღმერთის სახელი გამოვლენილი ბგერაში ომ, როგორც იუწყებიან თავად ვედური გამოცხადებები, წარმოთქმის და გახმოვანების დროს ვლინდება სამ მარცვალში: ა-უ-მ. პირველი ასო-ბგერა ამ მარცვალში არის _ ა და აღნიშნავს ყველაფრის საწყისს და წყაროს, მეორე ასო-ბგერა არის _ უ და აღნიშნავს მის უსაზღვრო სულიერ პოტენციას, ხოლო მესამე ასო-ბგერა _ მ, ნიშნავს ცოცხალ არსებას, სულს. და ქართული სიტყვა ღმ-ერთი, იწყება სწორედ რომ ამ ბგერა ომ-ის ბოლო მარცვალით _ მ, რომელიც წარმოთქმის დროს, ჟღერს როგორც ღმ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სხვა მარცვლების გარეშე არ ითქმის და არ გამოხატავს სრულ ბგერას _ ომკარას. თავის მხრივ სიტყვა ღმ-ერთი შედგება ორი მარცვალისაგან _ ღმ და ერთი. რაც აღნიშნავს, როგორც ხსნიან თავად ქართველები, იმ უსაზღვროს, რომელიც მხოლოდ ერთადერთია. აგრეთვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ვედური ლიტერატურის თანახმად უზენაესი ღმერთის მთავარი სახელის, კრიშნას და ვიშნუს, ერთერთი ახსნა ასეთია: ისინი შედგებიან ორი მარცვალისაგან კრი და შნა, ვი და შნუ. მარცვალი კრი შეიცავს სიტყვა რი-ს რაც, როგორც ზემოთ იყო ნახსენები, ნიშნავს ჰარმონიას, წეს-რი-გს, რი-თმს (უნდა აღვნიშნოთ, რომ ქ-რი-სტეს სახელიც შეიცავს რი-ს), ხოლო შნა, მოიცავს და გამოხატავს უზენაესი ღმერთის ყოვლისმიმზიდველ უსაზღვრო თვისებებს, ბუნებას და ქართული სიტყვა შნო-სთან ფორმალური და სემანტიკური მსგავსება აქვს. ქართული სიტყვა შნო მრავალი მნიშვნელობისაა, ის მოიცავს და გამოხატავს ისეთი სიტყვების მნიშვნელობას როგორიცაა; მშვენიერი, შესანიშნავი, უნარიანი, ნიჭიერი და ა. შ.. რაც შეეხება მარცვალ ვი-ს, სახელ ვი-შნუ-ში, ის აღნიშნავს აბსოლუტური ჭეშმარიტების სიმბოლურ და ხატოვან განსახიერებას _ ტილაკას, რომელიც ჰგავს ლათინური ანბანის _ ვ-ს და თავდაპირველი ქართული ასომთავრული ანბანის ოცდამეთოთხმეტე ასო ბგერას _ “ხარი”-ს. ეს აბსოლუტური ჭეშმარიტების ხატოვანი სიმბოლო განასახიერებს მის სახელს _ ჰარის და მის ყოვლადწმინდა ტაძარს. აქ ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ ვედების თანახმად რელიგიის სიმბოლოდ ითვლება შინაური ცხოველი _ ხარი. ხარი ითვლება ღვთაებრივ სოციალურ-რელიგიურ საზოგადოებრივ სისტემაში, ვარნაშრამა-დჰარმაში, ერთერთ მამა-მარჩენლად და როგორც ხარი დგას ოთხ ფეხზე, რელიგიაც ემყარება ოთხ ძირითად პრინციპს: სიმართლეს (სამართალს), გულმოწყალებას, სიწმინდეს და ასკეტიზმს. ასევე ძველი ქართული დამწერლობის, ასომთავრულის ოცდამეოთხე ბგერა “ქი”, რომელიც ჰგავს ჯვარს, და ქართველური წარმოშობის გრაფიკული სიმბოლო “ბორჯღალო”, ღვთაებრივი მატარებლის სიმბოლოა და რამოდენიმე მნიშვნელობა აქვს. სანსკრიტზე უწოდებენ სვასტიკას, არსებობს მრავალმხრიანი სვასტიკა და მის მრგვალმკლავა ვარიანტს ქართულად “ბორჯღალა” ჰქვია, ხოლო მისი შესატყვისი მეგრული “ბარჩხალი” ნიშნავს: (თვალისმომჭრელ) ნათებას, ელვარებას, კაშკაშს. აგრეთვე “ბორჯ” მეგრულად დროს, ჟამს აღნიშნავს და “ღალ” (ა) _ წაღებას, სვლას ნიშნავს. ამ ინტერპრეტაციით, მთლიანობაში, “ბორჯღალ” დროის სვლას, მარადისობას ნიშნავს. ასევე “ღალ” (ი) მეგრულად მდინარესაც აღნიშნავს, ანუ ის, რომელიც მუდმივ მოძრაობაშია. ვედური წმინდა წერილები ამ სიმბოლოთი აღნიშნავენ როგორც მარადისობას ასევე ამ სამყაროში დაბადება-სიკვდილის და დროის მარადიულ წრებრუნვას _ სან(მ)სარას (შევადაროთ ქართულ სიტვას “ცანცარას”). აგრეთვე ვედების მიხედვით ეს ღვთაებრივი მნიშვნელობის მატარებელი სიმბოლო აღნიშნავს უზენაესი ღმერთის იარაღს, სუდარშანა-ჩაკრას, რომლის მეშვეობით თავებს აცლის დემონებს და ანადგურებს არარელიგიურობას, ასევე არის მისი შინაგანი ენერგიის გამოვლინება, რომლის მეშვეობით ჰფანტავს წყვდიადს და ჰფენს ღვთაებრივ სინათლეს, ცოდნას საკუთარი თავის შესახებ.
საქართველოში მოიძებნება მრავალი კუთხე და ადგილი, დაკავშირებული უზენაესი ღმერთის ამ სახელებთან ან ვედურ კულტურასთან. მაგალითად, იმერეთში _ ჰარა-გაული, სანსკრიტზე _ ჰარა-გაური, უზენაესი ღმერთის და მისი შინაგანი ენერგიის ერთერთი სახელია. ქალაქ ხაშურთან არსებული დაბა _ სუ-რამ-ი. სანსკრიტული პრეფიქსი “სუ” ქართული სიტყვების: სულ, სრულის შესატყვისია. სვანეთში არის სამლოცველო სახელწოდებით _ კალ, სანსკრიტზე _ კალა ან კალი. კალა ნიშნავს უზენაეს ღმერთს, აბსოლუტურ ჭეშმარიტებას, რომელიც განასახიერებს მარადიულ დროს და ამ სამყაროში გარდაუვალ მის გავლენას, ხოლო სახელ კალის ორი მნიშვნელობა აქვს. პირველი არის ის, რომ ამ სახელით მიმართავენ მატერიალური დედა-ბუნების ერთერთ განსახიერებას, ქალღმერთ კალის, რომელიც სჯის ურწმუნოებს და დემონებს, მას ასევე საშინელი სახეები აქვს, როდესაც განრისხებული კლავს და ანადგურებს მათ. მატერიალური დედა-ბუნება წარმოადგენს უზენაესი ღმერთის დაბალი ენერგიის გამოვლინებას, მაჰა-მაია შაქტის, რომლის წყარო არის უზენაესი ღმერთის მაღალი ენერგია, იოგა-მაია შაქტი, და გასხვავებული ფუნქცია აქვს _ ატყვევებს მატერიალურ სამყაროში და სჯის ურწმუნოებს და (კლავს) დემონებს. მას ბევრი სახელი აქვს და მთავარი მათ შორის არის; რამა-დევი, პარვატი-დევი და დურგა-დევი. ვედურ ლიტერატურაში ის ასევე მოხსენიებულია როგორც უზენაესი ღმერთის და. აგრეთვე ის ითვლება ამ სამყაროში მდედრობითი, ქალური ბუნების საწყისად და განასახიერებს მატერიალური სამყაროს დედა-ბუნებას. ქართველების ლქსიკონში შერჩენილია ქლღმერთ კალის სახელი, სიტყვებში; მო-კალი (სანსკრიტზე მა-კალი, კალი-მა), და-კალი, ქალი. მეორე მნიშვნელობით, კალის სახელით მიმართავენ ამ სამყაროში მთელი ცოდვის და მანკიერების განსახიერებას და ასევე მის დღევანდელ ეპოქას, კალი-იუგას, მისი მეორე სახელია პაპა-პურუშა, მთელი ცოდვის მამამთავარი.
სვანებს აქვთ რელიგიური დღესასწაული სახელწოდებით “ხარაბ”, ხოლო ქართველებს ხარება, სანსკრიტზეა ჰარი-ბოლ, რაც ნიშნავს ადიდე ღმერთი-ჰარი. ქართული სტყვები სი-ხარული და გაი-ხარე დაკავშირებულია სანსკრიტზე უზენაესი ღმერთის სახელებთან; ჰარი და ჰარა (ღმერთის სახელის მოხმობისას, ბრუნვის დროს ჰარა იცვლება და ხდება ჰარე). ხევსურეთში ცნობილია სალოცავი და ღვთისშვილი სახელწოდებით კოპალა, სანსკრიტზე _ გოპალა, რაც ნიშნავს უზენაეს ღმერთს, რომელიც ავლენს თავს როგორც მენახირე ბიჭი. და კიდევ მრავალი სხვა მსგავსი შედარებები, რომლებიც სამწუხაროდ დავიწყებულია.

https://www.facebook.com/pages/Hari-Harae-n...551398968251303
  Forum: პიროვნებები, გაერ... · Post Preview: #102241 · Replies: 0 · Views: 4,292

nandarani
Posted on: Jul 29 2013, 08:00 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 19
Joined: 21-July 13
Member No.: 7,148


ინდური აიურვედა https://www.facebook.com/groups/192322504270568/
  Forum: პიროვნებები, გაერ... · Post Preview: #102240 · Replies: 0 · Views: 3,711

nandarani
Posted on: Jul 29 2013, 07:58 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 19
Joined: 21-July 13
Member No.: 7,148



ჰარე კრიშნა მაჰა მანტრა https://www.facebook.com/pages/Hari-Harae-n...551398968251303
  Forum: პიროვნებები, გაერ... · Post Preview: #102239 · Replies: 0 · Views: 3,809

nandarani
Posted on: Jul 24 2013, 10:40 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 19
Joined: 21-July 13
Member No.: 7,148



Вахтанг Шервашидзе
დაავადების წარმოშობის მიზეზზე ორიენტირებული
ექიმ ვახტანგ შერვაშიძის მკურნალობის მეთოდი

ავადმყოფობის მკურნალობასა და პროფილაქტიკაში დიდი მნიშვნელობა აქვს დაავადების წარმოშობის მიზეზის ცოდნას. მსოფლიოს სტატისტიკური მონაცემებით მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 15-16%-ს კიბოს დაავადება აქვს, რომელთაგანაც ყოველწლიურად 10% ტანჯვით იღუპება. დღევანდელ შედეგზე ორიენტირებული მცდარი მედიცინის გამო ეს რიცხვი კატასტროფული სიჩქარით იზრდება. შიდსი, ავთვისებიანი სიმსივნე-კიბო, ფარისებრი ჯირკვლისა და პროსტატის ადენომები, ვირუსული ჰეპატიტები, საკვერცხეები ფოლიკულური კისტა, საშვილოსნოს ფიბრომიომა - ეს იმ დაავადებათა არასრული ნუსხაა, რომელთა წარმოშობის უმთავრეს ძირითად მიზეზად სხეულის იმუნიტეტის დადაბლება წარმოადგენს.
მსოფლიოში კიბოს დაავადების წარმოშობის ორი ძირითადი თეორიაა აღიარებული: უჯრედული და პარაზიტული.
უჯრედული თეორიის თანახმად თუ სხეულის მაფორმირებელი იმუნური ძალები, რომლებიც იცავენ და ინარჩუნებენ სხეულის ჯანმრთელობას იმით, რომ აწესრიგებენ ორგანიზმის სასიცოცხლო ძალების წონასწორობას და განკარგავენ ორგანიზმის შინაგან და გარეგან ჰარმონიას, მის საპირისპიროდ უჯრედს მისწრაფება აქვს ქაოსისაკენ და ორგანიზმიდან დამოუკიდებლად ყოფნისაკენ. სხეულის დაბალი იმუნიტეტის შემთხვევაში ჩნდება ე.წ. ,,ეგოისტური უჯრედი“, რომელიც გარშემო ,,იკრებს“ თავისნაირ უჯრედებს და ამგვარი პროგრესის შედეგად ყალიბდება სიმსივნე.
პარაზიტული თეორიის თანახმად სიმსივნის გამომწვევ მიზეზად სახელდება ნაწლავის პარაზიტი ტრემატოდა, სადაც მას შეუძლია გამოიწვიოს ქრონიკული კოლიტი, მწვავე ნაწლავური ჭვლები. პარაზიტის ღვიძლში დამკვიდრების შემთხვევაში იგი იწვევს კიბოს. ღვიძლი, რომელიც პასუხიმგებელია შხამებისაგან დაიცვას ორგანიზმი, იჭერს და კლავს მათ იმწუთშივე, როგორც კი ისინი სისხლის საშუალებით მოხვდებიან ნაწლავებიდან ღვიძლში.იმ შემთხვევაში, თუ სხეულის იმუნური ძალები არის სუსტი, ღვიძლი ვეღარ უმკლავდება მათ. პარაზიტს გზა ეხსნება სისხლის საშუალებით მივიდეს სხვადასხვა ორგანოებამდე და ქსოვილებამდე. ერთი პარაზიტი ორგანიზმში დებს იმდენ კვერცხს, რომ მათგან წარმოშობილი მილიონობით პარაზიტები ეკვრიან იმ ქსოვილებს, რომლებიც იძლევიან ამის ერთგვარ შესაძლებლობას. ასე მაგალითად - მწეველის ფილტვები, პროსტატის ჯირკვალი, რომელიც გადავსებულია მძიმე მეტალებით, ღვიძლი და სხვა ორგანოები, როდესაც სხეულში ადგილი აქვს პროპილის სპირტის არსებობას. ეს პარაზიტები ჭამენ, წოვენ და მთლიანად შთანთქავენ ორგანიზმის სასიცოცხლო ძალებს. ღვიძლში მიმდინარეობს ზრდის ფაქტორის ე.წ. ორთოფოსფოთიროზინის გამოჩენა, რომელიც წარმოადგენს ორგანიზმში იძულებით გამრავლებული უჯრედების სტიმულატორს. იძულებით, შეუჩერებლად გამრავლებულ სხეულის სხვადასხვა ორგანოს ან ქსოვილის უჯრედები წარმოადგენენ სიმსივნეს. პარაზიტის სახით ორგანიზმში მოთავსებული ნეგატიურ სასიცოცხლო ენერგიას წარმოადგენს კიბო! ამიტომაცაა კიბოს მკურნალობასა და პროფილაქტიკაში ასე სერიოზული სხეულის იმუნიტეტის ამაღლება, რაც თავის მხრივ იწვევს ღვიძლის ფუნქციის გაძლიერებას, პარაზიტების დახოცვას და სხეულიდან შხამების გამოდევნას. ეს ყოველივე კი წინაპირობაა კიბოს მკურნალობისა და პროფილაქტიკისა.
2001 წელს ავტორის მიერ მრავალწლიანი შრომისა და დაკვირვების შედეგად აღებული იქნა პატენტი საავტორო უფლებით იმუნომოდულატორ ,,იშვა-რა“-ზე.
2004 წელს ქ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის ბაზაზე (ინსტიტუტის დირექტორ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი ა. თელია, კვლევის ხელმძღვანელი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნ. ანთელავა) G L P PD 64 – 126 – 91 (M – 1992) პროგრამით ჩატარდა ახალი ფარმაკოლოგიური იმუნომამოდულირებელი საშუალების, პრეპარატ ,,იშვა - რა“-ს წინაკლინიკური კვლევა, რომელშიც შედიოდა ტოქსიკოლოგიური, პათომორფოლოგიური, ბიოქიმიური, ჰემატოლოგიური და იმუნოლოგიური მეთოდები. კვლევამ აჩვენა, რომ პრეპარატს არ გააჩნია მწვავე და კომულაციური ტოქსიურობა. დადგინდა: თიმუსის სტიმულაცია იმუნოლოგიური პასუხით, რაც გამოიხატებოდა T და B ლიმფოციტების, T ჰელპერების პროცენტული შემცველობის გაზრდაში, T სუპრესორების შემცირებით, ფაგოციტარული აქტივობისა და ფაგოციტარული რიცხვის მომატებაში. ჰისტოლოგიური გამოკვლევით თიმუსის მაკროფაგებში ძლიერ მომატებული იყო მჟავე ფოსფატაზის აქტივობა, რომელიც იმუნური სისტემის მარკერია. რაც უფრო მაღალია ამ ფერმენტის აქტივობა მაკროფაგულ სისტემებში და იმუნოკომპეტენტურ უჯრედებში, მით უფრო მეტია აქტიური ფაგოციტოზის ალბათობა. ძვლის ტვინში ადგილი ჰქონდა როგორც მჟავე ფოსფატაზური აქტივობის ძლიერ მომატების მიელოიდური უჯრედების ციტოპლაზმაში, ასევე მიელოიდური უჯრედების მომატებას. გაკეთდა დასკვნა, რომ პრეპარატი ,,იშვა - რა“ ხელს უწყობს ძვლის ტვინის უჯრედოვანი ელემენტების მატებას, ასტიმულირებს თიმუსს, გააჩნია მასტიმულირებელი ზემოქმედება ადამიანის როგორც უჯრედულ ისე ჰუმორულ იმუნიტეტზე, ნატურალური ქილერების აქტიურობასა და ორგანიზმის საკუთარ ინტერფერონზე. (რაც ძირითადი წინაპირობაა ვირუსული ჰეპატიტის სამკურნალოდ.)
2004 წლის 15 დეკემბერს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წამლის სააგენტომ თხოვნით მიმართა საქართველოს პროფესორ ა. ღვამიჩავას სახელობის ონკოლოგიის ეროვნულ ცენტრს პრეპარატ ,,იშვა - რა“-ს კლინიკაში გამოცდის შესაძლებლობის შესახებ.
2
2005 წლის 21 მარტს საქართველოს ონკოლოგიის ეროვნულ ცენტრში (დირექტორი პროფესორი რ. გაგუა) წაკითხული იქნა თემა (მომხსენებელი, პრეპარატ ,,იშვა - რა“-ს ავტორი ექიმი ვ. შერვაშიძე, თემის ხელმძღვანელი პროფესორი ვ. კუჭავა) პრეპარატ ,,იშვა - რას გამოყენება ონკოლოგიაში პალიატიური და სიმპტომური ეფექტის მიღების მიზნით“.
2008 წლის 5 მაისს ცენტრის სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე (მომხსენებელი პროფესორი ვ. კუჭავა) დადგინდა: პრეპარატ ,,იშვა'' - რა-ს გააჩნია დამაკმაყოფილებელი სიმპტომური ეფექტი. პრეპარატის გვერდითი მოქმედებები არ არის რეგისტრირებული. შესაძლებელია გამოყენებული იქნას სხივური და ქიმიოთერაპიის პარალელურად მკურნალობის გვერდითი მოვლენების კუპირებისა და სიმპტომური ეფექტის მისაღებად, ოპერაციის პარალელურად შემდგომი გართულებების შემცირების მიზნით.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულისა და ავტორის 30 წლიანი დაკვირვებისა და ბოლო ათი წლის შედეგების გათვალისწინებით პრეპარატი იშვარა თამამად შეიძლება იქნას გამოყენებული შემდეგი დაავადებების დროს:
1. ავთვისებიანი და კეთილთვისებიანი სიმსივნეები.
2. ძვლის ტვინის - ძვლის უჯრედოვანი ფუნქციის გასააქტიურებლად (ანემიის, ლეიკემიის, ძვლის კიბოს შემთხვევაში).
3. განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებების - შიდსის, ვირუსული ჰეპატიტების დროს.
4. პროსტატის ადენომის დროს.
5. ფარისებრი ჯირკვლის ადენომის დროს.
6. მასთოპათიების, საკვერცხეების ფოლიკულური კისტების და საშვილოსნოს ფიბრომიომების, ტკივილიანი მენსტრუაციის შემთხვევაში.
7. ტონზილიტების და პოლიპების დროს.
8. ბავშვებში დიათეზის დროს.
9. სხეულის დაბალი იმუნიტეტის ამაღლების (ალერგიების და გრიპის) შემთხვევაში.
ონკოლოგიური ოპერაციის უკუჩვენებისა და ოპერაციის შემდგომ რეციდივების თავიდან აცილების მიზნით. ოპერაციის შემდგომ ჩირქოვან - სეპტიური გართულებების შემცირებისათვის.
11. შაქრიანი დიაბეტის დროს.
12. ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებების პროფილაქტიკის მიზნით.
თანამედროვე მსოფლიო სამედიცინო სისტემაში ზემოაღნიშნული ჩემი მიდგომა დაავადებების სამკურნალოდ - იმუნიტეტის ამაღლება, პარაზიტების დახოცვა, სისხლიდან და ორგანოებიდან ტოქსინების გამოდევნა, აურის გამთლიანება და თავად პრეპარატი ,,იშვა-რა'' წარმოადგენს ნოუჰაუსს და უმნიშვნელოვანესია დაავადების სრული განკურნების მისაღწევად.
3
ზემო აღნიშნული თემით დაინტერესებულ პოტენციურ კომპეტენტურ ევროპელ პარტნიორსა და ინვესტორს შევთავაზებ ეკონომიკური თანამშრომლობის საერთო ევროპული სისტემის მიღებულ ფორმას, რომელიც ითვალისწინებს სრულ ინფორმაციულ და კლინიკურ-მედიკამენტოზურ ინფორმაციათა გაცვლის საშუალებებს, გავითვალისწინებთ მის მოსაზრებებს და შევქმნით ისეთ იურიდიულ დოკუმენტს, რომელიც გაგვიადვილებს დასახულ მიზანთან მისვლას.

პატივისცემით ექიმი ვახტანგ შერვაშიძე.
მობ: +995 99 56 69 66
551 56 69 66
E-mail: vaxtang_sher@mail.ru
  Forum: ჯანმრთელობა და სუ... · Post Preview: #102173 · Replies: 0 · Views: 6,258

nandarani
Posted on: Jul 24 2013, 10:32 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 19
Joined: 21-July 13
Member No.: 7,148



https://www.facebook.com/events/1400325543515648/


https://www.facebook.com/groups/192322504270568/
  Forum: ჯანმრთელობა და სუ... · Post Preview: #102172 · Replies: 0 · Views: 5,651

nandarani
Posted on: Jul 23 2013, 03:53 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 19
Joined: 21-July 13
Member No.: 7,148





უფალი ჩაიტანიას მისია
19 июля
თუ შემოხვედი ამ გვერდზე, ეს ნიშნავს, რომ დრო მოვიდა გაიგო, ვინ არის უფალი ჩაიტანია, როგორ მოიცვა მისმა საოცარმა სწავლებამ მთელი დედამიწა, როგორ გალობდა ის ღმერთის წმინდა სახელებს და როგორ დნებოდნენ ქვები, მისი კრიშნასადმი სიყვარულის შემყურე. ის, რაც იდო წმინდა წერილებში, ვედებში, 500 წლის წინ, მან ინდოეთს გაუმხილა, ხოლო შემდგომ, მე-20 საუკუნეში, ვედების არსი, უკვე დასავლეთელი ადამიანის მონაპოვრად იქცა.

„შრიმად-ბჰაგავატამის“, „ბჰაგავატ-გიტას“ და „ჩაიტანია-ჩარიტამრიტას“ სწავლება, ვედანტას დედაარსი, რომლის გაცნობირებას და შესწავლას ბრძენები ათასწლეულებს ანდომებდნენ, თითოეული ჩვენთაგანისთვის ხელმისაწვდომი გახდა და მის აღსაქმელად მხოლოდ სურვილია საჭირო. ამ სწავლებამ, რომელსაც ღმერთის სიყვარულის და ერთგული, უანგარო მსახურების ხელოვნება ჰქვია, გააოცა ყველანი, როგორც მორწმუნენი, ისე ათეისტნი, განაცვიფრა ჭეშმარიტების მაძიებელნი, უბრალო ჩინოვნიკები, ჰიპები, მეოჯახენი და განდეგილნი, ვაჭრები და ღმერთის უპიროვნო ფორმასთან შერწყმის მსურველნი.

მან, ვინც ოდნავ, სულ ოდნავ მაინც ირწმუნა შრი კრიშნა ჩაიტანია, გააცნობიერა, თუ რა განსხვავებაა ნამდვილ სიყვარულსა და ანგარებით სიყვარულს შორის; გააცნობიერა, თუ სადამდე მიყავს ადამიანი წეს-კანონებზე, რიტუალებზე და ადათ-წესებზე აღმოცენებულ გრძნობებს და რა შედეგამდე -- სპონტანურ, ერთგულ მსახურებაზე, მეგობრობაზე აღმოცენებულ სიყვარულს.

უფალი ვიშნუს თაყვანისცემა -- შიშნარევი განწყობილებით, ფუფუნების ატრიბუტებით და ქვეცნობიერში გამორჩენის სურვილით -- კრიშნას, პატარა მენახირე ბიჭის სიყვარულმა გადაწონა. დედა იაშოდას პირმშოს, კრიშნას მიმართ მზრუნველობის გრძნობამ და იმის განცდამ, რომ ეს ლამაზი ბიჭუნა შენი საკუთრებაა, ჯერ უკანა პლანზე გადასწია, შემდეგ კი საერთოდ მივიწყებას მისცა ის ცოდნა, სადაც კრიშნა თავად არის ღმერთი, უფალი ვიშნუს თავდაპირველი წყარო და ყოველი მიზეზის მიზეზი.

ღმერთი აღარ იყო ბატონი, ღმერთი აღარ იყო მკაცრი მამა, ათასგვარი სპეკულაციური მსჯელობითა და ტვინისჭყლეტით აგებული კედლის უკან დამალული, მიუწვდომელი და შეუცნობადი გონი -- დამსჯელი სუბიექტი. კრიშნა შევიდა ყველას სახლში -- კარი ვინც გაუღო. ის გახდა მათი ოჯახის წევრი, წაიშალა ზღვარი დიად ღმერთსა და პატარა არსებებს შორის. კრიშნა გახდა დამოკიდებული თავის ერთგულებზე, ის იქცა მათი მედიტაციის რეალურ, ხელშესახებ ობიექტად.

მაჰა-მანტრა, ანუ დიადი მანტრა, დიადი ლოცვა, არის ის, რაც მარადიულია და რაც კალი-იუგაში გამოვლინდა, რათა ჩვენთვის გადმოეცა უფალ ჩაიტანიას:

ჰარე კრიშნა ჰარე კრიშნა კრიშნა კრიშნა ჰარე ჰარე
ჰარე რამა ჰარე რამა რამა რამა ჰარე ჰარე

მაჰა-მანტრა, რომელსაც უხსოვარი დროიდან ღირსნი და რჩეულნი იმეორებდნენ, მოულოდნელად, ერთი ხელის მოსმით, უმიზეზოდ, ცეკვა-თამაშით, იოლად მოწყვლადი არსებების, ადამიანების მთავარ იმედად იქცა. უფალი ჩაიტანიას გალობა მთელ სამყაროში გაისმა და ადამიანები და ცხოველები მასთან ერთად აცეკვდნენ.

ვედების მცოდნენი, დიადი სწავლულნი და ბრძენნი თავიდან გააოცა შრი კრიშნა ჩაიტანიას ამგვარმა ქმედებამ, იუცხოვეს, დაინახეს რა საკუთარი, ხელოვნურად შექმნილი პრესტიჟისა და ცრუ ეგოს ნგრევის საშიშროება. ბენარესში ყოფნისას, ისინი მივიდნენ ჩაიტანიასთან და ჰკითხეს:
„რატომ ზიხარ იმ ადგილას, სადაც ფეხებს იბანენ? შენ გონიერი ადამიანი ჩანხარ, ჩვენს სამპრადაიას მიეკუთვნები და თვით კეშავა ბჰარატას მოწაფე ხარ. განა ასე არ არის? მაშინ გვითხარი, რატომ მღერი და ცეკვავ? ეს ხომ ქალის საქმეა. იმის მაგივრად, რომ ვედანტა შეისწავლო და განდეგილობაში განმტკიცდე, სულ ცეკვავ და მღერი. ეს სამყარო ილუზიაა. ცოცხალი არსება-- ბრაჰმანია, ანუ ღმერთი. ამაზე გააკეთე მხოლოდ მედიტაცია. არ შეგშვენის ცეკვა-სიმღერა. მაშ, რატომ იქცევი ასე?“
ჩაიტანია მაჰაპრაბჰუმ უპასუხა:
„ჩემმა გურუმ მითხრა: „შენ არ გაქვს კვალიფიკაცია, ვედანტა რომ შეისწავლო; ნამდვილი ბრიყვი ხარ და ნუ შეეცდები ვედების გაგებას. ამის მაგივრად მანტრას მოგცემ.“ გურუმ „ჰარე კრიშნა“ მანტრა მომცა და მას მერე ამით ვსულდგმულობ.“

შემდეგ უფალმა ჩაიტანიამ წარმოთქვა ლექსი „ბრიჰად ნარადია პურანადან“:

ჰარერ ნამა ჰარერ ნამა
ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი
ევა ნასტი გატირ ანიათჰა

„კალი-იუგაში“, განხეთქილებისა და თვალთმაქცობის ეპოქაში, ცოცხალი არსების სულიერი წინსვლისთვის არ არსებობს სხვა გზა, გარდა ღმერთის წმინდა სახელების გალობისა. არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა.“

არც რვასაფეხურიანი მისტიკური აშტანგა-იოგა და მძიმე ასკეზები, ოქროს ხანაში რომ არსებობდა მილიონობით წლების წინ, არც ვერცხლის ხანისთვის დამახასიათებელი რიტუალები და მსხვერპლშეწირვები, არც ბრინჯაოს ხანაში გამეფებული თაყვანისცემა ტაძრებში, არცერთი მათგანი აღარ არის ქმედითი ჩვენს ეპოქაში. „შრიმად-ბჰაგავატამში“ ნახსენებია ყველა იმ ავატარათა სახელები, რომლებიც ამა თუ იმ ეპოქაში ევლინებოდნენ დედამიწაზე, რათა მარადიული დჰარმას (რელიგიის) გაგებაში დახმარებოდნენ ადამიანებს. მაგრამ არავინ ყოფილა ისეთი მოწყალე და დიადი, როგორიც უფალი შრი კრიშნა ჩაიტანიაა.

„შრიმად ბჰაგავატამში“ (11. 5. 32) ნათქვამია:
კრიშნა ვარნამ ტვიშაკრიშნამ
სანგოპანგასტრა პარიშადამ
იაგაიმ სანკირტანამ პრაიაირ
იაჯანტი ჰი სუ მედჰასაჰ

„მე თაყვანს ვცემ უფალ შრი კრიშნა ჩაიტანიას, რომელიც ათავისუფლებს კალი-იუგას ეპოქის ცოცხალ არსებებს, მოუწოდებს რა ყველას უფლის წმინდა სახელების ერთობლივი გალობისკენ (შრი ნამა სანკირტანა). ის ადიდებს შრი კრიშნას სახელს, ფორმას, თვისებებს და გართობებს. ის იმეორებს ორ მარცვალს კრიშ-ნა. უფალ ჩაიტანიას ოქროსფერი სხეული აქვს და მას გარშემო თანამგზავრები და მეგობრები ახვევია. თავისი ძლევამოსილი იარაღით, მაჰა-მანტრით ის უმეცრებას ანადგურებს.“

ალეკო შუღლაძე (შიამა დასა)
  Forum: პიროვნებები, გაერ... · Post Preview: #102154 · Replies: 0 · Views: 3,589

nandarani
Posted on: Jul 23 2013, 11:48 AM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 19
Joined: 21-July 13
Member No.: 7,148




https://www.facebook.com/UpaliChaitaniasMisia
  Forum: პიროვნებები, გაერ... · Post Preview: #102153 · Replies: 0 · Views: 3,610

nandarani
Posted on: Jul 21 2013, 05:03 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 19
Joined: 21-July 13
Member No.: 7,148




სამკურნალო (ჰათ-ჰა) იოგასა და აიურვედის ცენტრის ხელმძღვანელი ექიმი ვახტანგ შერვაშიძე აგრძელებს სამკურნალო იოგასა და აიურვედაში მოსწავლეებისა და პაციენტების მიღებას.
ცენტრი განთავსებულია ორთაჭალაში,შადრევანთან ახლოს,ეკოლოგიურად სუთა , ულამაზეს ადგილზე .
მსურველები ხელმძღვანელის მეშვეობით დაადგენენ საკუთარ კონსტიტუციურ ტიპს, მიიღებენ უფასო კონსულტაციას ნებისმიერ დაავადებაზე,გაიწმინდავენ სხეულს წლების განმავლობაში დაგროვილი შხამებისა და ტოქსინებისაგან ,გაისუფთავებენ აურას და გაიჯანსაღებენ სულიერ და ფიზიკურ სხეულს.
მეცადინეობები იწარმოებს როგორც ჯგუფურად ისე ინდივიდუალურად.
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ტელეფონზე : T- 599 566 966 ... 557 24 40 77
  Forum: ჯანმრთელობა და სუ... · Post Preview: #102127 · Replies: 3 · Views: 9,132

nandarani
Posted on: Jul 21 2013, 04:50 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 19
Joined: 21-July 13
Member No.: 7,148


სამკურნალო (ჰათ-ჰა) იოგასა და აიურვედის ცენტრის ხელმძღვანელი ექიმი ვახტანგ შერვაშიძე აგრძელებს სამკურნალო იოგასა და აიურვედაში მოსწავლეებისა და პაციენტების მიღებას.
ცენტრი განთავსებულია ორთაჭალაში,შადრევანთან ახლოს,ეკოლოგიურად სუთა , ულამაზეს ადგილზე .
მსურველები ხელმძღვანელის მეშვეობით დაადგენენ საკუთარ კონსტიტუციურ ტიპს, მიიღებენ უფასო კონსულტაციას ნებისმიერ დაავადებაზე,გაიწმინდავენ სხეულს წლების განმავლობაში დაგროვილი შხამებისა და ტოქსინებისაგან ,გაისუფთავებენ აურას და გაიჯანსაღებენ სულიერ და ფიზიკურ სხეულს.
მეცადინეობები იწარმოებს როგორც ჯგუფურად ისე ინდივიდუალურად.
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ტელეფონზე : T- 599 566 966 ... 24 40 77
  Forum: ჯანმრთელობა და სუ... · Post Preview: #102125 · Replies: 4 · Views: 10,202


New Posts  New Replies
No New Posts  No New Replies
Hot topic  Hot Topic (New)
No new  Hot Topic (No New)
Poll  Poll (New)
No new votes  Poll (No New)
Closed  Locked Topic
Moved  Moved Topic
 

Lo-Fi Version Time is now: 28th April 2024 - 03:45 PM