ხელოვნური ინტელექტი |
ხელოვნური ინტელექტი |
Jun 8 2015, 04:51 PM
Post
#1
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ხელოვნური ინტელექტი (ინგლ. Artificial Intelligence, შემოკლებით AI) არის კომპიუტერული მეცნიერების დარგი, რომელიც მიზნად ისახავს ინტელექტუალურ კომპიუტერულ მანქანის/პროგრამის შექმნას რომელსაც ექნება უნარი მიაღწიოს ადამიანის ინტელექტის გაგებას. ინტელექტუალობის დონის განსაზღვრება მეტწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ამოცანის გადაჭრა დაისახება. ხელოვნური ინტელექტის წარმოქმნის თარიღად მიიჩნევენ XIX საუკუნეს. (ვიკი)
გამოჩენილი ასტროფიზკოსის სტივენ ჰოუკინგის ყოველი საჯარო გამოსვლა შემაშფოთებელი წინასწარმეტყველებებით გამოირჩევა ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების შესახებ. კონფერენციაზე Zeitgeist 2015 ჰოუკინგმა კიდევ ერთხელ შეაშინა დასწრეები თავისი განცხადებით. კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი დარწმუნებულია, რო ხელოვნური ინტელექტი უახლოესი 100 წლის განმავლობაში უკან მოიტოვებს ყველაფერ იმას, რაც ადამიანს ხელეწიფება,- „იქამდე კი ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენი მიზნები მათსას ემთხვეოდეს“. სტივენ ჰოუკინგი მიიჩნევს რო ხელოვნური ინტელექტი ადამიანის კონტროლის ქვეშ უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში აღსასრული გარდაუვალი იქნება, – „ჩვენი მომავალი – შეჯიბრია ხელოვნური ინტელექტის შეუქცევადად მზარდ სიმძლავრესა და ჩვენს შესაძლებლობას შორის მივმართოთ ის სწორი მიმართულებით“. მისივე თქმით, ადამიანი არ არის შორსმჭვრეტელი, მათ ადარდებთ ის, თუ ვინ გააკონტროლებს კომპიუტერულ გონს, იმაზე კი არ ფიქრობენ მისცემს თუ არა კომპიუტერი სამომავლოდ მათ ამის გაკეთების უფლებას საერთოდ. ამ განყოფილებაში ვხსნი, იმიტომ რომ შესაძლოა ისინი შემდეგი "რასა" იყოს, თუ არ ჩაგვანაცვლებს, ჩვენს გვერდით დამოუკიდებლად იარსებონ... მოკლედ რას ფიქრობთ? ადამიანები გახდებიან ღმერთები და დააკვირდებიან თავიანთ "შვილობილებს", ხატად და მსგავსად შექმნილებს, მაგრამ ასე განსხვავებულებს -------------------- FORZA ROMA
|
|
|
May 20 2024, 02:10 PM
Post
#2
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მე მინდა ხელოვნური ინტელექტი, გადამინერგონ
-------------------- FORZA ROMA
|
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 23rd September 2024 - 12:50 AM |