IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> ჰიპნო-ტრანსი. "ატლანტიდა"
ano
post Jan 10 2018, 04:32 PM
Post #1


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჩვენი ფორუმელის kate თემებმა ძალიან დამაინტერესა, და მაგის მიხედვით დავიწყე დამატებითი ინფორმაციის მოძიება,
ვიპოვე ფიპნო-ტრანსით სხვა განზომილებიდან მიღებული ინფორმაცია, საინტერესოდ ჩავთვალე, მომინდა რომ მეთარგმნა და გამეზიარებინა
ჰიპნოზს ატარებს Александр Дуккарт, ჰიპნოზის ქვეშ ერთერთი კლიენტი ანფისა.

https://www.youtube.com/watch?v=8nzWCkfvidc

ატლანტიდა
_ სად იმყოფები მოყევი.
_ ოთახში.
_ შენს ოთახში სადაც ყოველთვის იმყოფები? გამოჩნდა უკვე კარი?
_ კი
_ კარი სადაც შენ უნდა წახვიდე...
_ პირველი კარი ესაა წინა ცხოვრების, შემდეგი კარი არის აკაშას ქრონიკები, შემდეგ მოდის შამბალა, შემდეგი კარია უმაღლესი მე, მეოთხე თუ მეხუთე კარი ესაა დელფინები და ეს კარი რატომღაც წითელია.
_ მასზე აწერია ატლანტიდის ცივილიზაცია?
_ ცივილიზაცია არა, უბრალოდ ატლანტიდა, ყველა კარი თეთრია ის კი რატომღაც წითელია
_ შესაძლებელია ატლანტიდაზე გამგზავრება?
_ რაღაც სარკე გამოჩნდა, სახე უნდა შევიღებოთ როგორც ინდიელებმა და ბუმბული გავიკეთოთ
_ როდესაც ამას გააკეთებთ შეიძლება ვიკითხოთ ეს რატომაა საჭირო?
_ ნელნელა ვხვდები ეს რატომაა საჭირო, იმასაც ვხვდები კარი რატომაა წითელი და შეღებვა ინდიელების მსგავსად, ისინი ამ ცივილიზაციასთან არიან კავშირში, უძველესი ცივილიზაცია, უფრო სწორად ესაა რასა, ეს არაა ცალკე ცივილიზაცია ჩვენ ერთი ცივილიზაცია ვართ, მათ ქვიათ წითელკანიანები და კარი ამიტომ არის წითელი
_ ესეიგი ისინი წითელკანიანები იყვნენ?
_ ჯერ არ ვიცი, მაგრამ შეღებვა დავასრულეთ, თეძოზე სარტყელი, და ბუმბული გავიკეთეთ
_ მაშ მიემგზავრებით? მზად ხარ? სუნთქვა თანაბარი, გულისცემა თანაბარი, შენ ხარ კარგად, გაქვს კარგი დაცვა, იქ არაფერი გემუქრება, მათ იციან რომ ჩვენ უნდა მივიდეთ. მზად ხარ?
_ კი
_ მოყევი რას გრძნობ, რას ხედავ
_ ვხედავ შეგვხვდნენ
_ მას ჩემი ესმის?
_ ის არის მათი მეთაური.
_ შეგიძლია აღწერო რას ხედავ შენს ირგვლივ
_ ვხედავ ის ზის, დაახლოებით 4 მეტრი სიმაღლის ძალიან მაღალია, მინდა რომ მეც მოვიმატო სიმაღლე, რომ არ ვუყურო ქვემოდან ზემოთ.
_ კარგი დავითვლი და დაიწყე, 1,2,3,4,5,6,7,8,9, 1,2,3,4,.....
_ მოიცა რაღაც ვერ გავიგე, შენ ყოველ თვლაზე მე გავიზარდე, მაგრამ ისიც გაიზარდა პარალელურად, აზრი არ აქვს ასეც და ისეც მე ქვემოდან ვუყურებ.
_ კარგი აბა კითხე ისინი ასეთი მაღლები იყვნენ საერთოდ?
_ კი და კიდევ ის რომ მას არ სურს მისი თანაბარი ვიყო.
_ რატომ არ სურს, ჩვენ ამით მას ვამდაბლებთ?
_ ის ასეთი ამაყია. ის ზის ფეხებ გადაჯვარედინებული ლოტოსის სტილში, მარცხენა ხელში უჭირავს ძალიან დიდი ჩიბუხი, ეს არის მშვიდობის ჩიბუხი ამბობს ის და ზურგით მიეყრდნო პირამიდას, მაგრამ ეს არ არის ეგვიპტის მსგავსი პირამიდა.
_ როგორ ჯობია ვისაუბროთ მასში შეხვალთ თუ ასე გავაგრძელოთ? (განმარტება: ზოგი ჰიპნოტრანსის დროს ინფორმატორი იყენებს შუამავლის სხეულს ინფორმაციის გადასაცემათ, ანუ ცნობიერება შედის სხეულში)
_ რახან თვითონ მოვიდა ასე ვისაუბროთ
_ კარგი. პირამიდები როგორია?
_ პირამიდები რომლებიც აქაა, ჰგავს მაგალითად ჩილეს, პერუს, ინდიელების, მაიას ასკეტების პირამიდებს, ანუ მახვილი წვერის გარეშე.
_ გვითხარით ინდიელები რომლებიც აქ ცხოვრობენ, ისინი თქვენი შთამომავლები არიან?
_ ის გენი წავიდა აღარაა, მაგრამ რაღაც ცოდნა არის.
_ თქვენი სიმაღლე რასთანაა დაკავშირებული?
_ ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ მაშინ გახსნილი იყო (звёздные врата) ვარსკვლავური კარიბჭე, იყვნენ სხვა ცივილიზაციები, რომლებიც თავს დაესხნენ, იყო ომი, ეს ზომები იყო იმისათვის რომ გვებრძოლა, და დაგვეცვა თავი.
_ გქონდათ რაიმე მაღალი ტექნოლოგიები, მაგალითად რომ შევადაროთ ჩვენსას.
_ გვქონდა ფიზიკური ძალაც და ტექნოლოგიაც, მაგრამ ყველაზე მთავარი რაც გვქონდა ესაა მაგია.
_ შეგეძლოთ მოგზაურობა სხვადასხვა ადგილას, სხვადასხვა განზომილებაში ან პლანეტაზე?
_ არა. არა იმიტომ რომ არ შეეძლოთ, არ შეიძლებოდა, ისინი აქ სხვას არ უშვებდნენ და თვითონაც არსად არ მიდიოდნენ
_ რამდენი ათასი წლის წინ იყავით დედამიწაზე, თქვენი ცივილიზაცია აღარ არის?
_ 60 ათასი წლის წინ (ასე თქვა მგონი)
_ აგრძელებს თხრობას: მაჩვენებენ, რომ ეს იყო ძლიერი დარტყმა გარედან, იყო ბრძოლა და ისინი იყვნენ უძლიერესი მაგები, აბსოლიტური, ანუ ისინი იყვნენ არა უბრალოდ მაგი ექსტრასენსები, ანუ ისინი იყვნენ არსებები, რომლების ერთი ფეხით იყვნენ სხვა განზომილებაში, მათ შეეძლოთ (пространство) სივრცის მართვა, შეექმნათ სივრცეში რაღაც სფერო, რაღაც ელვისებური ბურთის მსგავსი ხელებს შორის, შეეძლოთ ეს მუხტი შემოეტრიალებინათ და გაეშვათ სივრცეში. ეს იყო ბრძოლა, თავდასხმა გარედან, იყო ძლიერი დარტყმა ატლანტიდაზე, როდესაც ეს დარტყმა მიდიოდა მათ უკვე იცოდნენ, რომ ეს დარტყმა კონტინენტს გაანადგურებდა, ყველა მაგი შეიკრიბა და გაუშვეს ერთი დიდი დარტყმა. აი ახლა მაჩვენებს რატომ იყო 3 მთვარე, დიახ, დიახ, და ორი მთვარე უბრალოდ გაიფანტა პატარა ნაწილებად, და მათ ეს ბირთვი (სფერო) გაუშვეს არა მტრის მიმართულებით, ეს ყველაფერი მიდიოდა იმ ვარსკვლავური კარიბჭისაკენ, დღეისათვის ეს ვარსკვლავური კარიბჭე დაკეტილია ის დალუქეს.

ნელნელა გავაგრძელებ თარგმნას.

Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
Replies
ano
post Mar 6 2018, 02:26 PM
Post #2


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გაგრძელება კიდევ აქვს, იმედია შევძლებ, ტექნიკურად ხარვეზი აქვს აუდიოჩანაწერს არის რთულად მოსასმენი, დიალოგის ხმები ერთმანეთს ედება, და ზოგ სიტყვას ვერ ვარჩევ, რაც ვთარგმნე დავდებ.

_ახლა მაჩვენებს გლობუსს და მასზე კონცენტრირებულ ამ ინკარნინებულ მაგებს, აი მაგალითად რუსეთი, ისრაელი, ჩრდილოეთ ამერიკა, ჩილე, პერუ, უფრო ამ ტერიტორიებზე არიან ისინი, მათ თაობიდან თაობას გადაეცემა ცოდნა.
_სლავების შესახებ რას იტყვით?
_ხომ გითხრით უკვე, რომ ერთად ცხოვრობდნენ, როდესაც ახლანდელი კაცობრიობა დასახლდა ისინი აქ უკვე იყვნენ, ეს რასა ეს ჰიპერბორეა არის უძველესი რასა.
_ძველი გადმოცემის თანახმად ასეთი ინფორმაცია არის რომ, სლავებმაც დააყენეს (застали თუ достали ზუსტად ვერ გავიგე ეს სიტყვა) ეს სამი თანამგზავრი დედამიწას მთვარე, ლელია, და ფაქტორი (ბოლო ორი ვერ გავიგე კარგად ლელია თუ ვრემია, და ფაქტორი, ამ სახელებში დარწმუნებული არ ვარ)
_შეგიძლიათ გვითხრათ სინამდვილეში რა ერქვა ამ სამ თანამგზავრს?
_არა არ შეიძლება, იმიტომ რომ ჩვენ გვისმენენ არა მხოლოდ ადამიანები არამედ ქამელეონებიც. როდესაც შენ იცი ობიექტის სახელი შენ შეგიძლია ზემოქმედება მოახდინო მასზე, თქვენ კი დაგრჩეთ კიდევ ერთი თანამგზავრი მთვარე. ეს ხომ მაგიაა და ჩემი რჩევაა თქვენდამი, გთხოვთ შეისწავლეთ მაგია. გახდით მაგები, დაიცავით პლანეტა და საკუთარი თავი, ნუ დანებდებით. ბევრი თქვენგანი სიტყვა მაგიის გაგებაზე იჭმუჭნება, მაგრამ ვერ ხვდებით რომ ყველაფერი მაგიაა, ბავშვის ჩასახვაც კი მაგიაა, ეს უკვე მაგიური რიტუალია რომელსაც თქვენ ატარებთ.
_ყველა ადამიანს შეუძლია ის რასაც სიტყვა მაგია გულისხმობს?
_ეს კიდევ იმაზეცაა დამოკიდებული, რომ არავის სჯერა საკუთარი ძალის, რომ გქონდეს საკუთარი თავის რწმენა რომ ამას შეძლებ. კი ვიღაც ექსტრასენს შეუძლია მე კი ვერ შევძლებ და წავალ ლუდს დავლევ იძახით, ამიტომაც გვიყურებენ ატლანტები ასე ზემოდან, ათასობით წელი გავიდა და ოდნავაც ვერ მივუახლოვდით, ის იმედგაცრუებულია.
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 4th May 2024 - 06:31 PM