ფსიქოლოგიური ტესტი |
ფსიქოლოგიური ტესტი |
Dec 3 2012, 07:18 PM
Post
#1
|
|
GREEN soul Group: პლანეტელი Posts: 1,099 Joined: 11-August 11 From: Georgia Member No.: 6,541 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ამ თემას შესავალი იმიტომ გავუკეთე, რომ მე ეს მაწუხებს, მაწუხებს სხვა ადამიანების ბედი, ჩვენი დამოკიდებულება სხვების მიმართ, არ მსიამოვნებს სხვათა "დაკონსერვებული" აზრების ბრმად გაზიარების ტენდენცია, არ მსიამოვნებს დილეტანტიზმი და საკითხში ფსევდო-ეზოთერიკულ-ინტელექტუალური დასკვნების გაკეთების ფაქტები, არ მსიამოვნებს სხვათა შეზღუდვა იმის გამო, რო არის ჰიპერაქტიური, ან იმის გამო, რო არის ახლადდარეგისტრირებული.
ძალიან არ მსიამოვნებს იმ ფაქტის გაცნობიერება, რომ სხვის აზრებს დიდ მნიშვნელობას და დატვირთვას ვანიჭებთ. უფრო ცუდი კი ის არის, რომ ამ აზრებს, იმათზე, ვისაც ეხება ის, დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია და სხვა თუ არაფერი, ერთის მხრივ, თანაფორუმელების დამოკიდებულებაში ერთგვარი სტერეოტიპის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს და მეორეს მხრივ, თავად ამ ადამიანებს ეცვლებათ საკუთარ თავზე წარმოდგენა. ხოლო იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად ემოციურად მიიღებენ სხვათა ამ შეფასებებს, მით უფრო მტკივნეული იქნება საკუთარ თავთან ყოველივე ამის დაკავშირება. მე კარგად მესმის, რომ ადამიანს სჭირდება და თავად მასშივე დევს ის ტენდენცია, რასაც საკუთარი სახელის (დავარქვათ ამას თუნდაც ავტორიტეტი) დაცვა ჰქვია, მაგრამ, მოდით, ცოტახნით დავივიწყოთ ერთგვარი სიამაყის გრძნობა და არ დაემსგავსოს ისეთ დიალოგს ჩვენი ურთიერთობა, სადაც ყოველი მხარე შეეცდება მაქსიმალურად შეტევაზე გადასვლას. აღვნიშნავ იმასაც, რომ ყოველი ჩვენთაგანი არის „უმაღლესი ღირებულების მატარებელი არსება“ და ამავე დროს ის თავისი არსით უნიკალურია, ხოლო მისი შეფასებისას ჩვენ არ გვჭირდება რაიმე ჩარჩოს მოშველიება და სტერეოტიპული კლიშეების გამოძებნა. რადგან ამას ჩვენ მივყავართ, ცნობიერად თუ არაცნობირად, ნებით თუ უნებლიედ, სხვისი პიროვნების დაბალი თვითშეფასების დამკვიდრებასთან და მის მორალურ შეზღუდვასთან. ეს რეალობაა და გამოფხიზლების საჭიროება არსებობს ამ რეალობას (ვირტუალურს, თუმცა არა მხოლოდ) რომ შევხედოთ ჯანსაღი მზერით და არა ეზოთერიკული სათვალეებით... მე განზრახ არ დავაკონკრეტებ საკუთრივ იმ მაგალითებს და იმ შემთხვევებს, რომლებსაც ვაწყდები, რადგან არ მიმაჩნია საჭოროდ, ამ საკითხის ზედმეტი კონკრეტულობით გადამძიმება. შემოვიფარგლები ჩემი პოზიციის დაფიქსირებით და აღნიშნულ თემაზე ჩემი დაკვირვებით. ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ჩვენ საიდანღაც, ცხოვრების რომელიღაცა ეტაპიდან მოვდივართ და გამიხარდება, თუ ყოველთვის ვიქნებით კორექტულები ერთმანეთის მიმართ. ბევრს აღარ გავაგრძელებ, რადგან მსურს ყველას დავუტოვო მეტი თავისუფალი სააზროვნო სივრცე! ახლა კი გთავაზობთ ერთგვარ ფსიქოლოგიური ტესტს, რომელიც დაგვეხმარება საკუტარი თავის უკეთ დანახვაში.. მე დაგიწერთ ამის ინსტრუქციას. შეგიძლიათ აქაც დააფიქსიროთ თქვენი მონაცემები, შეგიძლიათ სახლში გააკეთოთ და რაც მთვარაია, ეს ტესტი ადამიანს ეხმარება საკუთარ თავთან/თავზე მუშაობაში _ იმ თვისებების წინა პლანზე წამოწევაში, რომელიც დადებითია და სასარგებლო ჩვენი სულიერი და პიროვნული წინსვლისთვის და ამავე დროს შესაძლებელია იმ თვისებების დაძლევა, რომელთაც ჩვენ საჭიროდ არ ვთვლით და რომელიც ხელისშემშლელიც კი არის საკუთარი თავის უკეთესი კუთხით გასავითარებლად. მაშ ასე, პირველ ეტაპზე ვწერთ 5 სიტყვას/ფრაზას/წინადადებას საკუთარ თავზე, რომლებიც ამომწურავად უნდა ახასიათებდნენ ჩვენს თავს. მაგალითად, შეგვიძლია ვთქვათ: აქტიურობა/ვცდილობ ვიყო აქტიური/მე აქტიური ადამიანი ვარ მოკლედ, როგორც გენებოთ, ისე გამოთქვით ეს თვისებები მეორე ეტაპზე, როცა ამ თვისებებს ჩამოწერთ, მიუწერეთ მათ თავიანთი ანტონიმები. შეიძლება მოხდეს ისე, რო მათ ზუსტი ანტონიმები ვერ მოვუძებნოთ, მაგრამ მიახლოებით შესაძლებელია მათი დაწერა. დაბოლოს, მესამე ეტაპი: თითოეულ (10-ვე) თვისებას მიუწერეთ + - შეფასება, იმის გათვალისწინებით რომელ თვისებასაც ჩათვლით დადებითად და რომელს _ უარყოფითად. ეს თვისებები თავიანთი საპირისპირო თვისებებით არის ჩვენი ნაწილი, მხოლოდ იმგვარადაა წარმოდგენილი ჩვენში, რამდენადაც მათ ვავლენთ მეტ-ნაკლები უკიდურესობით. მას შემდეგ, რაც მოვახდენთ მათ შეფასებას +- ნიშნით, ჩვენ ვიწყებთ ამ თვისებებზე „მუშაობას“ და ვცდილობთ მათ მოდიფიკაციას. გახსოვდეთ! ჩვენ, პირველ რიგში, ვართ თვითმოდიფიცირებადი სუბიექტები და შემდეგ ვექვემდებარებით სხვათა ზეგავლენას. სიყვარულითა და პატივისცემით ნარილა! -------------------- "ვვარსებობ მათთვის, ვისთვისაც ვვარსებობ" - /ვლადიმირ მეგრე, ანასტასია/
|
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 19th May 2024 - 05:34 AM |