Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ სიზმართხილვა _ სიზმრის ახსნა

Posted by: Uma Oct 8 2007, 11:52 PM

გჯერათ თუ არა სიზმრების? და რა სიზმრები გესიზმრებათ? აი მე გუშინ მაგარი ეზოთერიული სიზმარი დამესიზმრა, განსაკუთრებით სიზმრის კონცოვკა მომეწონა)) ნახევარი დამავიწყდა მაგრამ მთავარს მოვყვები. მოკლედ რაღაც თამაშის გმირი ვიყავი და სხვა დონეზე ვერ გადავდიოდი და უეცრად ვიღაცამ 2 ოქროს ბეჭედი მომცა და მითხრა ეს ფარაონების ბეჭდები არისო და დაგეხმარებიანო ბოლომდე გასვლაშიო. ჩემ მარჯვენა ხელს რომ შევხედე ისე რეალურად დავინახე ეს 2 ბეჭედი, გრავიურები ქონდა ეგვიპტური სიუჟეტებით და იმათი ღმერთი ანუბისი გავარჩიე (რომელიც მკვდრების მფარველი და წამლების და შხამების დამცველი იყო, ოოოოოოოოოი). ჰოდა მერე რაღაც პრავალი მაქვს მეხსიერებაში, მაგრამ დამთავრდა მაგრად სასაცილოდ, რაღაც გაზეთი გაიჩითა და რომ გადავფურცლე ძროხის ნაკელი გაიჩითა hilarioustu8.gif ჰოდა ვოზმუშიონი ვიყავი, ეგ აქ როგორ აღმოჩნდა და გამეღვიძა))) ისე ბეჭდები მართლაც ისეთი რეალური იყო, რომ გავიღვიძე ეგრევე ხელებს შევხედე, ხომ არ მიკეთია თქოsmile.gif))

Posted by: Alpha Oct 9 2007, 02:33 PM

ეს იყო: http://thottbot.com/i32527 ? biggrin.gif

ამის წინად დამესიზმრა რაღაც სასაცილო სიზმარი, ზუსტად არ მახსოვს მარა ერთი მომენტი მახსოვს, ჩემს წინ რაღაც არმია იდგა და გამოვიდა რამოდენიმე გოლიათი, რაღაც ზღაპრული გმირების სტილში იყვნენ. ძაან გროზნი ვიდზე იყვნენ მარა რომ გამოვიდნენ დადგნენ და არ მახსოვს რაღაც სისულელე გააკეთეს და სიზმარში ამიტყდა სიცილი, თან აშკარად ფიზიკური სხეულით ვგრძნობდი რომ ვიცინოდი blink.gif clap2.gif

Posted by: Uma Oct 9 2007, 02:39 PM

არა, უფრო თხელი, გრძელი და ოქროსფერი იყოsmile.gif)

Posted by: old_man Oct 9 2007, 02:43 PM

ვაიმე ჩვენი მედიუმს უკვე მართლა გრძნეული სიზმრები ესიზმრება. unsure.gif

Posted by: san Oct 16 2007, 07:10 PM

სიზმრები არის კარები ქვეცნობიერების სამყაროში.

Posted by: Perl Oct 24 2007, 10:11 PM

რას ვარჯიშობთ, სპეციალურად ინერგავთ რაც უნდა დაგესიზმროთ?

Posted by: Uma Oct 24 2007, 10:33 PM

არა, უბრალოდ ძილის წინ ამბობ მე მინდა დამესიზმროს ეს და ესsmile.gif ყოველ შემთხვევაში დილით ადრე ადგომა როცა მინდა ეს მეთოდი ამართლებს, ოღონც აუცილებლათ უნდა უთხრა ჩემ თავს - დილით უნდა ავდგე 8 საათზე, კონკრეტულად თუ არ ვტთქვი ეგ ფრაზა შანსი არაა რომ ავდგეsmile.gif

Posted by: Perl Oct 24 2007, 10:37 PM

დილით ადრე ადგომა გასაგებია, რომ მეორე დღეს სადმე გეჩქარება ან რამე გაქვს გასაკეთებელი, მაგრამ სიზმრის უხეშად რომ ვთქვათ "შეკვეთას"რა მუღამი აქვს? თუ ეს უბრალოდ პროსტა ტაკ არის ხო, მაგრამ მე მეგონა რაღაც იდეა იმალებოდა უკან smile.gif

Posted by: Uma Oct 24 2007, 10:56 PM

მთავარი იდეა - მიაღწიო იმას რომ მართო და აკონტროლო სიზმარი და მიიღო ინფორმაცია "სხვა" სამყაროდან, თუმცა ჩვენ შენთხვევაში უბრალოთ გართობა იყო, არა?smile.gif)

Posted by: Perl Oct 24 2007, 11:03 PM

თურმე ყოფილა იდეა ამ ყველაფრის უკან smile.gif კაი იქნება უფრო დეტალურად თუ დაწერ რა და როგორ.

Posted by: Alpha Oct 25 2007, 11:03 AM

QUOTE(Uma @ Oct 24 2007, 10:33 PM) *
არა, უბრალოდ ძილის წინ ამბობ მე მინდა დამესიზმროს ეს და ესsmile.gif ყოველ შემთხვევაში დილით ადრე ადგომა როცა მინდა ეს მეთოდი ამართლებს, ოღონც აუცილებლათ უნდა უთხრა ჩემ თავს - დილით უნდა ავდგე 8 საათზე, კონკრეტულად თუ არ ვტთქვი ეგ ფრაზა შანსი არაა რომ ავდგეsmile.gif

ხო ეგ ყოველთვის ამართლებს smile.gif

Posted by: Uma Oct 29 2007, 11:06 PM

copy-pasted არ მინდოდა მესარგებლა (მე მაპატიეთsmile.gif), მაგრამ მომეწონა ეს შემთხვევა, მოკლედ ერთი მწერლის ცოლს აწუხებდა კოშმარები და ტიპმა ასწავლა სიზმრების კონტროლი, ჯერ შთააგონა ის რომ რომ ველოსიპედით უნდა იაროს სიზმარში და არა ფეხით, რომ არ დაიღალოს,ამ გოგომ ეს მოახერხა, მაგრამ მერე ბორბალი გაუსკდაა და ვერ ცვლიდა. ტიპმა აიღო და რეალურად ასწავლა ბორბლის შეცვლა, და ამის მერე სიზმარშიც მოახერხაsmile.gif) დანარჩენი თუ არ გეზარებათ წაიკითხეთ, "ოსოზნანი" სიზმარის კარგი მაგალითიაsmile.gif

Posted by: Uma Oct 29 2007, 11:07 PM

Можно упомянуть также случай, описанный итальянским писателем Джованни Джуарески. Его молодая жена Маргарита находилась в плену у собственных сновидений. Она видела себя в темном мире теней и ужасов, ходила по его бесконечным улицам совершенно одна. Джуарески внушил ей, что у нее есть велосипед. Он настойчиво внушал ей, что она должна сконцентрироваться на том, что во сне она ездит на велосипеде, а не ходит пешком. Если бы она умела водить машину, он бы внушил ей, что у нее есть машина. Через несколько дней она сообщила, что во сне у нее появился велосипед, и она стала меньше уставать от своих ночных скитаний.

Однако примерно через неделю Маргарита впала в депрессию. Она сказала, что лучше бы она ходила пешком, так как порвала шины. Муж предложил ей починить их - раз она сумела во сне создать велосипед, то может сделать и ремонт. Но Маргарита настаивала, что она уже пыталась сделать это раньше, но без успеха. И тут Джуарески применил необычный прием: он научил Маргариту решать во сне свои дневные проблемы, начав с обратного - "репетируя" решения возникавших в сновидении проблем днем. Во-первых, он отвел ее в гараж, снял со стены свой собственный велосипед и показал ей, как менять шину. Несколько дней подряд она делала это снова и снова под его руководством. Джуарески заставил Маргариту менять шины вслепую, с закрытыми глазами. На третий она с торжеством объявила, что во сне она починила велосипед, и теперь он в полном порядке. Несколько месяцев все было нормально.

Но однажды Маргарита снова заговорила о своем сновиденческом мире. Она рассказала Джуарески, что во сне ехала по горной дороге, велосипед вдруг подвернулся, и она упала на дно глубокого ущелья, сильно покалечившись. Она была в полном расстройстве, считая, что пришел ее конец. Джуарески купил справочники и пособия по альпинизму. Они нашли в них тот тип ущелья, в которое упала Маргарита, прочитали основные правила движения по горам и подъема на скалы. Но во сне она ничего не могла сделать своими искалеченными руками. Джуарески в последнем усилии помочь своей несчастной жене сказал: "Зови меня, зови и зови все время, не переставай звать меня. Кто знает, может, я и услышу". Этой же ночью во сне она позвала его и увидела, как он появился на краю пропасти и бросил ей веревку. Маргарита обвязала себя этой веревкой и он вытянул ее наверх. Позже Маргарита говорила: "Я больше ничего не боюсь. Я знаю, что в любом случае могу позвать тебя, и ты придешь".

Posted by: TeO Oct 31 2007, 07:24 PM

გაიხარე! მე კიდევ ეს კვირა ძილის წინ თავში ვიდებ, რომ თქვენ გნახოთ და უმეტეს შემთხვევაში გხედავთ!:)

Posted by: TeO Nov 22 2007, 08:33 PM

გუშინ წინ ისეთი სიზმარი ვნახე, რომ თითქოს "ნატვრის თვალის" პონტში რაღაც-ვიღაც გაიჩითა ოჯახში და ანუ ვის რა სურვილიც არ უნდა გვქონოდა აასრულებდა.. მე არ მაქვს მეთქი და მერე ვიფიქრე დედას გაუხარდება სამზარეულოში "რაკოინა", რომ იყოს-თქო და თქმა და გაჩენა ერთი იყო, მაგრამ როგორ შევცდი - ცუდი "ტოჩკა" ავარჩიე და ამის გამო წყალი იღვრებოდა ყველგან! sad.gif( ჯერ ყველაფერი უნდა ამეწონ-დამეწონა და მერე გადამეწყვიტა და არ გამოვიდოდა ასეთი აბდაუბდა სიტუაცია smile.gif)
ამ სიზმრიდან ასეთი დასკვნა გამოვიტანე პირადად ჩემთვის, რომ ჯობია გაფიქრებამდეც კი დაფიქრდე, თორემ მერე უკვე გვიანი იქნება! wink.gif biggrin.gif

Posted by: Uma Dec 1 2007, 08:07 PM

მე და ჩემი დაქალი ვემზადებით გამოცდებისთვის, და ის ძალიან ნერვიულობს ჩაბარებაზე. მამამისი საქმის კურსში არ იყო ამ გამოცდაზე. და წარმოიდგინეთ გუშინ მამაჩემი მირეკავსო და მეობნებაო რამე გამოცდა უნდა ჩააბაროო? მოკლედ დაესიზმრა გარდაცვლილი დედამისი, რომელმაც უთხრა - მეო აქ ძალიან ვნერვიულობო, ბავშვს შაბათს გამოცდა აქვსო (მართლაც დღეს გვქონდა) და შენ კი სულ არ გაღელვებსო და წყნარად ხარო. მერე მე დავაწყნარეო ეს სულ გამოცდებს აბარებსო და ეხლაც რა მოუვაო, ჩააბარებსო და გამოეღვიძაsmile.gif) და მერე იტყვიან კიდევ არაფელი არ არსებობსო))))

Posted by: Alpha Dec 1 2007, 08:41 PM

QUOTE(Uma @ Dec 1 2007, 08:07 PM) *
მე და ჩემი დაქალი ვემზადებით გამოცდებისთვის, და ის ძალიან ნერვიულობს ჩაბარებაზე. მამამისი საქმის კურსში არ იყო ამ გამოცდაზე. და წარმოიდგინეთ გუშინ მამაჩემი მირეკავსო და მეობნებაო რამე გამოცდა უნდა ჩააბაროო? მოკლედ დაესიზმრა გარდაცვლილი დედამისი, რომელმაც უთხრა - მეო აქ ძალიან ვნერვიულობო, ბავშვს შაბათს გამოცდა აქვსო (მართლაც დღეს გვქონდა) და შენ კი სულ არ გაღელვებსო და წყნარად ხარო. მერე მე დავაწყნარეო ეს სულ გამოცდებს აბარებსო და ეხლაც რა მოუვაო, ჩააბარებსო და გამოეღვიძაsmile.gif) და მერე იტყვიან კიდევ არაფელი არ არსებობსო))))

ვაუ )))

Posted by: TeO Dec 8 2007, 01:08 PM

გუშინწინ კარტინგზე ვიყავი, გვიან ღამე მოგვიწია! სახლში 12ის ნახევარზე დავბრუნდით დ.. მალევე დავიძინე,.. მოკლედ მთელი ღამე მანქანები და რბოლები მესიზმრებოდა.. wacko2.gif ტვინი დამიმძიმდა და დაღლილმა გამოვიღვიძე wacko.gif

Posted by: circle Dec 10 2007, 02:07 PM

სიზმრების ფსიქოლოგიური ახსნა მგონი ყველამ ვიცით, მაგრამ სიზმარში მიღებულ ჭრილობებს და დამწვრობებს ვერაფერი გავუგე. smile.gif

Posted by: circle Dec 10 2007, 02:08 PM

სიზმრების ჩაყოლა მაგარია.

ერთ საღამოს, ძილის წინ მარკიზ დე სადზე ვფიქრობდი

და გამოიცანით რა მესიზმრა rolleyes.gif

Posted by: Uma Dec 10 2007, 03:58 PM

QUOTE(circle @ Dec 10 2007, 02:08 PM) *
სიზმრების ჩაყოლა მაგარია.

ერთ საღამოს, ძილის წინ მარკიზ დე სადზე ვფიქრობდი

და გამოიცანით რა მესიზმრა rolleyes.gif

)))) ჭრილობებიც ამ სიზმარში ხომ არ მიიღე?

Posted by: Mirabella Dec 15 2007, 04:02 PM

მე მაგალითად შეგრძნებებს ვაკვირდები როცა ვიღვიძებ და არა თვითონ სიზმრის შინაარსს... შეიძლება ძალიან ლამაზი სიზმარი ვნახო, მაგრამ თუ ცუდიშეგრძნებით გამეღვიძა იმ დღესვე რაღაც არასასიამოვნო უნდა მოხდეს ვიცი, ან პირიქით...ერთხელ დამესიზმრა მკვდრის ხორცს ვჭამდი, მაგრამ ისეთი სიმსუბუქის შეგრძნებით გავიღვიძე, 3 დღე ბედნიერი დავდიოდი....ვაფრენ? wacko2.gif

Posted by: Zet Dec 16 2007, 12:20 AM

Posted by: Uma Dec 16 2007, 01:42 AM

QUOTE(Mirabella @ Dec 15 2007, 04:02 PM) *
მე მაგალითად შეგრძნებებს ვაკვირდები როცა ვიღვიძებ და არა თვითონ სიზმრის შინაარსს... შეიძლება ძალიან ლამაზი სიზმარი ვნახო, მაგრამ თუ ცუდიშეგრძნებით გამეღვიძა იმ დღესვე რაღაც არასასიამოვნო უნდა მოხდეს ვიცი, ან პირიქით...ერთხელ დამესიზმრა მკვდრის ხორცს ვჭამდი, მაგრამ ისეთი სიმსუბუქის შეგრძნებით გავიღვიძე, 3 დღე ბედნიერი დავდიოდი....ვაფრენ? wacko2.gif

ასეთი რამ სონიკებში არ შემხვედრია, და რა ვითარებაში შეჭამე?

Posted by: TeO Dec 17 2007, 04:26 PM

ზეტ სად ჩითავ ასეთ ფოტოებს huh.gif crazy.gif

Mirabella welcomeani.gif
100% გეთანხმები yes.gif არ ააქვს იმას მნიშვნელობა, თუ რა გესიზმრება! მთავარია როგორ განწყობას ახდენს ნანახი შენზე პირადად!!!!!! Laie_61.gif

Posted by: Zet Dec 17 2007, 07:52 PM

QUOTE(TeO @ Dec 17 2007, 04:26 PM) *
ზეტ სად ჩითავ ასეთ ფოტოებს huh.gif crazy.gif

myspace-იდან smile.gif

Posted by: Mirabella Dec 18 2007, 02:40 PM

ციტატა(Uma @ Dec 16 2007, 01:42 AM) *
ასეთი რამ სონიკებში არ შემხვედრია, და რა ვითარებაში შეჭამე?

ადრე იყო ეს, კარგად აღარ მახსოვს, მხსოვს სახლი და ღია ჭიშკარი სადაც ესვენა მიცვალებული და მერე მახსოვს უბრალოდ რომ ვჭამდი ხორცს და ვიცოდი რომ ეს ის მიცალებულია, მაგრამ არც სიზმარში მქონია ცუდი შეგრძნება და არც გაღვიძების მერე....

Posted by: Alpha Dec 18 2007, 02:42 PM

ამის წინად მქონდა მაგარი საინტერესო სიზმარი:
ვითომ რაღაც გაზეთების ბუტკაში დამრჩა ტელეფონი, და მივედი წამოსაღებად. ვიღაც ქალი იყო გამყიდველი და რომ გაიგო რომ ჩემი იყო ის ტელეფონი, მაგარი ეწყინა, რადგან უკვე დალომბარდებული ქონია ( biggrin.gif ), ხოდა აქედან იწყება ყველაზე საინტერესო. მის სახეს ვხედავდი: ჯერ ცოტათი ეწყინა, მერე ნელ-ნელა უფრო წყინდა, სახეზე ცრემლები გაუჩნდა , მერე თვალები ცრემლებით აევსო, მერე სახე სულ გაუწითლდა, მერე უცებ გამომოტყველება შეეცვალა, გაავდა, მერე უფრო გაავდა, ბოლოს საშინლად აგრესიული სახე ქონდა და სულ ბოლოს დემონის სახე მიიღო, კბილები გაეზარდა და რამე. მაგარი ეფექტური იყო..

ხოდა ეხლა ჩემი ახსნა, ეს სიზარი ზუსტად ასახავს თუ რა მოსდის ადამიანს როდესაც მისთვის ცხოვრების არსი არის ფული. ჯერ წყენით იწყება ყველაფერი, და ბოლო სტადიაში ადამიანი მზადაა გაანადგუროს ყველა ვინც მას აშორებს მის ცხოვრების მიზანს. ნუ ეს არა მარტო ფული შეიძლება იყოს..

Posted by: Uma Dec 18 2007, 03:45 PM

ალფა, კი მაგრამ შენ რატომ დაგესიზმრა? რაღაც ამდაგვარ სიტუაციაში აღმოჩნდი?

Posted by: old_man Dec 18 2007, 04:46 PM

მე დამესიზმრა, ვითომ ჩემს სახლთან ჭავჭავაძის პროსპექტზე გამოვდივარ და უცებ ვხედავ რომ გაიჩითა ძროხა. მორბის რაც ძალი და ღონე აქვს. ბევრი ხალხი დგას გაჩერებაზე მაგრამ პირდაპირ ცემსკენ მოქრის და ვხდები რომ უნდა მირქინოს. მაგრამ გაქცევას არ ვცდილობ და არც მეშინია რატომღაც. ბოლოს მეტაკება და სიზმარიც მტავრდება))) ნეტა რას უნდა ნიშნავდეს???

Posted by: Alpha Dec 18 2007, 04:53 PM

QUOTE(Uma @ Dec 18 2007, 03:45 PM) *
ალფა, კი მაგრამ შენ რატომ დაგესიზმრა? რაღაც ამდაგვარ სიტუაციაში აღმოჩნდი?

კი, კაკ რაზ მად სიზმრის წინა დღეს შევეტაკე მსგავს ადამიანს და ვერ გავიგე რა ხდებოდა, ამ სიზმრით მანიშნეს ეტყობა, თუმცა მეც მეხებოდა ეგ ამბავი ალბათ smile.gif blink.gif

Posted by: san Dec 21 2007, 04:15 PM

ისე რამდენიმე წელიწადი მესიზმრება ერთი და იგივე სიზმარი. გუშინ კი მივხვდი და ამოვხსენი ამ სიზმარის მთავარი სიმბოლო.

))

მეცინება, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ვერ ვხვდებოდი რა უნდოდა ჩემს ქვეცნობიერებას.

Posted by: TeO Dec 21 2007, 06:49 PM

QUOTE(TeO @ Nov 22 2007, 08:33 PM) *
გუშინ წინ ისეთი სიზმარი ვნახე, რომ თითქოს "ნატვრის თვალის" პონტში რაღაც-ვიღაც გაიჩითა ოჯახში და ანუ ვის რა სურვილიც არ უნდა გვქონოდა აასრულებდა.. მე არ მაქვს მეთქი და მერე ვიფიქრე დედას გაუხარდება სამზარეულოში "რაკოინა", რომ იყოს-თქო და თქმა და გაჩენა ერთი იყო, მაგრამ როგორ შევცდი - ცუდი "ტოჩკა" ავარჩიე და ამის გამო წყალი იღვრებოდა ყველგან! sad.gif( ჯერ ყველაფერი უნდა ამეწონ-დამეწონა და მერე გადამეწყვიტა და არ გამოვიდოდა ასეთი აბდაუბდა სიტუაცია smile.gif)
ამ სიზმრიდან ასეთი დასკვნა გამოვიტანე პირადად ჩემთვის, რომ ჯობია გაფიქრებამდეც კი დაფიქრდე, თორემ მერე უკვე გვიანი იქნება! wink.gif biggrin.gif

იცით ეს სიზმარი ამიხდა..რამდენიმე დღეში იმ კედელზე,რომელზეც სიზმარში რაკოინა მივამაგრე წყალმა დაიწყო ჟონვა!!! (

Posted by: Uma Dec 22 2007, 12:40 PM

ესეიგი პირდაპირი მნიშვნელობით გეობნებოდა, იმ კედელში რაღაც ხდება, შენ კი რაღაც დასკვნები გამოიტანეsmile.gif მე კი გუშინ დედა ტერეზა დამესიზმრა თუმცა დედა ტერეზას არ გავდა (ახალგაზრდა იყო), მაგრამ ასე გაჟღერდა, რომ ეგ ქალი დედა ტერეზა არისო. ეცვა რომის პაპის წითელი ნარიადი, უბრალოდ მუხლებამდე გადაჭრილი იყო)))) და რაღაცეებს მიხსნიდა...

Posted by: Alpha Dec 22 2007, 06:59 PM

QUOTE(TeO @ Dec 21 2007, 06:49 PM) *
იცით ეს სიზმარი ამიხდა..რამდენიმე დღეში იმ კედელზე,რომელზეც სიზმარში რაკოინა მივამაგრე წყალმა დაიწყო ჟონვა!!! (

hm..
ეტყობა მილი გადირკე მიმაგრებისას ))

Posted by: lasharela Dec 26 2007, 03:46 PM

მცირე შენიშვნა დასაწყისისთვის...სიზმრების ახსნაა და არა გარჩევა smile.gif გარჩევა ვიცი მე საქმის და ისიც ქურდებთან (ხსოვნა იყოს)

ისე კარგი იდეაა...სიზმრების გამრჩევები რო გვყავდეს... ქურუმები smile.gif

სიზმარი უბრალოდ ის არის რომ ცნობიერი ნაწილი ითიშება და ქვეცნობიერი ყოველთვის ჭკვიანია ვიდრე ცნობიერი smile.gif უფრო ძლიერი მექანიზმია...

აი იქ ჩახედვას ეძახის ზეტი ტვინის დასვენებას smile.gif

Posted by: Uma Dec 26 2007, 04:22 PM

ლაშარელა, საერთო ჯამში 15 წელი ვიცხოვრე რუსეთში, და ქართული შევისწავლე ბოლო წლების მანძილზე, ამის გამო შეცდომებს უშვებ და იმედია მაპატიებsmile.gif

Posted by: Uma Dec 27 2007, 12:11 PM

QUOTE(lasharela @ Dec 26 2007, 03:46 PM) *
სიზმარი უბრალოდ ის არის რომ ცნობიერი ნაწილი ითიშება და ქვეცნობიერი ყოველთვის ჭკვიანია ვიდრე ცნობიერი smile.gif უფრო ძლიერი მექანიზმია...

აი იქ ჩახედვას ეძახის ზეტი ტვინის დასვენებას smile.gif

ამაში გეთანხმები, და ბაბუა ფრეიდს რომ დაუჯეროთ ძირითადში სიზმრები არის რაღაც მოვლენების ანალიზი სიმბოლოების მეშვეობით. თუმცა ერთხელ დამესიზმრა ჩემი დის დედამთილი (ვისაც არ სჯერა, შეგიძლიათ გადაომოწმოთ ჩემი დის დედამთილთანsmile.gif, ახალ სასაფლაოსთან იდგა მუხლდაჩოქილი და ამ სასაფლაოს კოცნიდა. დავინტერესდი ვისი სასაფლაო არის თქო, მაგრამ ვერ გამოვიკითხე ასოები. მეორე დღეს გაუარე სახლში და მოუყევი ასეთი სიზმარი ვნახე თქო და მითხრა იციო დამირეკესო და დედა ცუდათ არისო, ჩაწოლილია საწოლში. 1თ კვირაში კი გარდაიცვალა. ჩემი ქვეცნობიერი რა კავშირშია მაშინ ამ მოვლენებთან. საერთოდ არ ვფიქრობდი ჩემი დის დედამთილის დედაზე...

Posted by: lasharela Dec 27 2007, 12:35 PM

ციტატა(Uma @ Dec 27 2007, 12:11 PM) *
ამაში გეთანხმები, და ბაბუა ფრეიდს რომ დაუჯეროთ ძირითადში სიზმრები არის რაღაც მოვლენების ანალიზი სიმბოლოების მეშვეობით. თუმცა ერთხელ დამესიზმრა ჩემი დის დედამთილი (ვისაც არ სჯერა, შეგიძლიათ გადაომოწმოთ ჩემი დის დედამთილთანsmile.gif, ახალ სასაფლაოსთან იდგა მუხლდაჩოქილი და ამ სასაფლაოს კოცნიდა. დავინტერესდი ვისი სასაფლაო არის თქო, მაგრამ ვერ გამოვიკითხე ასოები. მეორე დღეს გაუარე სახლში და მოუყევი ასეთი სიზმარი ვნახე თქო და მითხრა იციო დამირეკესო და დედა ცუდათ არისო, ჩაწოლილია საწოლში. 1თ კვირაში კი გარდაიცვალა. ჩემი ქვეცნობიერი რა კავშირშია მაშინ ამ მოვლენებთან. საერთოდ არ ვფიქრობდი ჩემი დის დედამთილის დედაზე...

არის ასეთი ცნება მოდელი და მეორე საინტერესო ცნება რაც მას უკავშირდება სიმულაცია...

ანუ ქვეცნობიერში რეალური სამყაროს სიმულაცია ხდება. ამიტომაც არის ქვეცნობიერი უფრო ძლიერი მექანიზმი...

ავიღოთ მარტივი მოვლენები. დავუშვათ შენ თუ სახეში გაარტყამ ადამიანს ხელს შეგიძლია დაახლოებით მოახდინო სიმულაცია და წარმოიდგინო რა მოყვება ამას.

ეს ძალიან მარტივი სიმულაცია რომელიც ცნობიერ გონებაში შეგიძლაი წარმოიდგინო.

მაგალითად ნასამ დაწერა პროგრამა, რომელსაც უძლიერესი სერვერები ემსახურება და მოახდინა პლანეტების სიმულაცია. სხვადასხვა პარამეტრების გათვალისწინებით...

მაგრამ ქვეცნობიერი გაცილებით ძლიერი მექანიზმია ვიდრე ნებისმიერი კოომპიუტერული სისტემა...

საინტერესო ფაქტები ამასთან დაკავშირებით.

მენდელევს ქიმიური ტაბულა დაესიზმრა (თუმცა მანამდე ბევრი ქონდა ამაზე ნაფიქრი), საკერავი მანქანა სიზმარში იქნა გამოგონებული....

და რაღა შორს მივდივარ მე ძილში ისეთი ამოცანის ამოხსნა დამსიზმრებია რომელზეც ცნობიერში დღეები მიმტვრევია თავი...

Posted by: Uma Dec 27 2007, 01:52 PM

ხო ეგ გასაგებია, როცა დიდხანს ერთ პრობლემაზე ფიქრობ, სიზმარშიც ცდილობ ხოლმე ამ პრობლემის გადაწყვეტას (ფირმის ბალანს რომ ვაყალიბებდი, ყოველ ღამე მესიზმრებოდა ხოლმე ანგარიშები, თუმცა უაზრო გატარებებს ვაკეთებდიsmile.gif). რაც შეეხება ჩემ სიზმარს, მე ჩემი დის დედამთილზე არ ვფიქრობდი ხო რეგულარულად, ჩემი და მოსკოვში ცხოვრობს და აქედან გამომდინარე ხშირი კონტაქტი არამაქვს მასთან. ვიცოდი, რომ დედამისი ცოცხალია და ასაკშია, და ადრე თუ გვიან ყველა კვდება. თუმცა ისიც ვიცოდი, რომ ჯანზე იყო. დაუშვად ჩემ ქვეცნობიერმა გათვალა, რომ არის მაღალი შანსი, რომ ეს ქალი მოკვდება, მაგრამ პერიოდიც რომ დაემთხვა, ჩემთვის მაინც უცნაურია. და საერთოდ სურვილი მიჩნდება ქვეცნობიერის ეს თვისება რამანაერად გამოვიყენო, მაგრამ არ ვიცი როგორsmile.gif

რაც შეეხება მენდელეევის სიზმარს, ვიტალის ვესაუბრეთ ამ საკითხზე (ეს მედიტაციას ვინც ატარებს) და მას ააქვს ალტერნატიული ხედვა. მისი აზრით, მენდელეევის ტვინი ისეთი დაძაბული იყო, როცა ამ პრობლემის გადაჭრას ცდილობდა, რომ რაღაც მომენტში გაიტიშა და მიაღწია მედიტაციის მდგომარეობას (შენ ეხლა გაგეცინება იასნია), როცა არანაერი აზრი არ ტრიალებს შენ თავში და ის მზად იყო იმისთვის რომ ეგ ინფო მიეღო (საიდან არ მკითხო, მაგრამ ქვეცნობიერიდან არა).

Posted by: lasharela Dec 27 2007, 04:30 PM

ხოო...მენდელევი ტრანსში კარგი სანახავი იქნებოდა biggrin.gif

არაა აუცილებელი რომ ცნობიერად გეფიქრა დედამთილზე...შენ შეხება გაქვს დედაშენთან, მას ვიღაცასთან...მოკლედ...ასე მარტივიც არაა ეხლა მე რო აგიხსნა მარა მე მჯერა რომ უბრალოდ იქ ძლიერი მექანიზმი მუშაობს....

ზოგჯერ ახდენს სიმულაციას და მომავალი შესაძლოა განსჭვრიტო გარკვეული ალბათობით და სიზუსტიდ...და მეორეს მხრივ დაამუშაო ინფორმაცია – ანუ შექმნა ტაბულა ან გამოიგონა სარეცხი მანქანა...

აი რასაც შენ ამბობ ღამე ბალანსებს ვაკეთებდიო..ეს სულ სხვაა...მაგ დროს კაკრას რომ ქვეცნობიერი სულაც არ მუშაობს...პირიქით ცნობიერი არის ნახევრად მიძინებულ მდგომარეობაში...მაგ დროს არც კი გძინავს, ცნობიერად ტვინი განაგრძნობს ფიქრს და მუშაობას.

Posted by: Alpha Dec 28 2007, 11:17 AM

ლაშარელა, შენი არგუმენტები გამომდინარეობს იმ მცნებიდან, რომ მატერია არის პირველადი ხოლო ინფორმაცია არის ტვინის აქტივობის ნაყოფი. თანამედროვე მეცნიერებას უკვე უწევს იმის აღიარება რომ ეს მოდელი მცდარია, ძალიან ბევრი კონტრარგუმენტი არსებობს ამ მოდელის წინაამღდეგ, და აგრეთვე ბევრი არგუმენტი არსებობს იმ მოდელის დასამტკიცებლათ რომ მატერია არის შედეგი და არა მიზეზი.
ფსიქოლოგია განიხილავს ადამიანის ცხოველურ მხარეს, ჩვენი სხეული ორგანიზმია, რომელიც ჩვეულებრივ მიწიერ კანონებს ემორჩილება, ანუ ჭამა, გამრავლება და. ა.შ. შესაბამისათ ფსიქოლოგია არ ცდება როდესაც ცდილობს ახსნას ადამიანის ცხოველური მხარე, თუმცა ადამიანი, პიროვნება პირველ რიგში არის მისი სული.
მე გეთანხმები რომ ღამით ადამიანს ძირითადათ ესიზმრება იმის ანალიზი რაც დღისით ნახა, მაგრამ არსებობს ისეთი სიზმრები რაც ამ მოდელის ფარგლებში არ აიხსნება. მაგალითად ეს უმას სიზმარი. და ასეთი მაგალითი ბევრია კიდევ

Posted by: lasharela Dec 28 2007, 12:22 PM

ციტატა(Alpha @ Dec 28 2007, 11:17 AM) *

ok. განსაზღვრე როგორც არამატერია. (სული და სიზმრები ცოტა ვერ დავაკავშირე, ვერც მატერია და არამატერია...მე ყველგან ვამბობდი რომ ქვეცნობიერი აზროვნება და არა ტვინი როგორც ორგანო) მაგრამ მაინც...

შენი არგუმენტები ცოტა გაურკვეველი და ბუნდოვანია. იქნებ დალაგებულად მოყვე რას გულისხმობ. დავუშვათ არამატერიალურია აზრები ( და ეს ასეც არის)...

მოდი თანმდიმდევრულად ახსენი მაშინ თუნდაც უმას სიზმარი. ოღონდ იხლა ძალიან ირეალში ნუ ჩახლართავ რა ყველაფერს. კონკრეტულად რახდება????

იქ სადღაც არამატერიალურ ასტრალურ სივრცეში ხდება ინფორმაციის გაცვლა თუ რა?

თუ მეცნიერება რაიმე მსგავს მოსაზრებებს აყალიბებს გარკვეულ კანონზომიერებებზე დაყრდნობით, კონკრეტული დაკვირვებებით და ფაქტებით...თუ გაქვს ასეთი ინფორმაცია წარმოადგინე.

Posted by: Alpha Dec 28 2007, 01:31 PM

მოდი ჯერ ჩამოვყალიბდეთ smile.gif

შენ ქვენბობიერს გულისხმობ როგორც რაღაც დიდ კომპიუტერს რომელიც ყველა მოვლენას ითვლის, და ამ მოდელირების შედეგად ანახებს რაღაც სიზმარს, რომელიც შემდეგ შეიძლება რეალურ სიტუაციას დაემთხვეს და ახდეს, ხომ ასეა?

ხოლო მე გეუბნები რომ ქვეცნობიერი კი არ ამოდელირებს, უბრალოთ იღებს ინფორმაციას, მათ შორის მომავლიდან(ნუ ერთ ერთი ალტერნატიული მომავლიდან). ანუ ინფორმაციის გაცვლა ხდება არამატერიალურ, ასტრალურ სივცეში smile.gif

Posted by: lasharela Dec 28 2007, 07:35 PM

ციტატა(Alpha @ Dec 28 2007, 01:31 PM) *
მოდი ჯერ ჩამოვყალიბდეთ smile.gif

შენ ქვენბობიერს გულისხმობ როგორც რაღაც დიდ კომპიუტერს რომელიც ყველა მოვლენას ითვლის, და ამ მოდელირების შედეგად ანახებს რაღაც სიზმარს, რომელიც შემდეგ შეიძლება რეალურ სიტუაციას დაემთხვეს და ახდეს, ხომ ასეა?

ხოლო მე გეუბნები რომ ქვეცნობიერი კი არ ამოდელირებს, უბრალოთ იღებს ინფორმაციას, მათ შორის მომავლიდან(ნუ ერთ ერთი ალტერნატიული მომავლიდან). ანუ ინფორმაციის გაცვლა ხდება არამატერიალურ, ასტრალურ სივცეში smile.gif

ნი უბეძიწელნო გრაჟდანინ smile.gif

როცა ამბობ რომ მეცნიერებას უწევს ამის აღიარება ის რაღაცას ეფუძნება..ინფორმაცია უკვე გულისხმობს ინფორმაციის მატარებელ საშუალებებს, მისი გაცვლა გაცვლის საშუალებებს...

სად როგორ რანაირად??? რატო ძილში? მოკლედ ბევრი შეკითხვაა...მე საკმაოდ კონკრეტული პროცესი აღვწერე. ძლიერი კომპიუტერით რომელსაც შეუძლია ყველა ნიუანსის გადახაშვით სიმულაცია მოახდინოს და განსჭვრიტოს რა შეიძლება მოხდესთქო.(გარკვეული ცდომილებებიც არსებობს რათქმაუნდა)...
ამავე დიდ კომპიუტერს შეუძლია უფრო კარგად დაამუშაოს ინფორმაციათქო ვიდრე ცნობიერსთქო...

ეხლა მოვისმენ თეორიას ასტრალურ სივრცეებზე smile.gif ოღონდ უფრო კონკრეტულად...მეცნიერულ ფაქტებზე დაყრდნობით smile.gif

Posted by: Alpha Dec 29 2007, 12:36 PM

ის რომ ინფორმაციის გაცვლა ტვინის გარეთ ხდება, და დაჟე მეტიც, ინფორმაცია ანუ აზრები მოქმედებენ რეალობაზე, შეგიძლია იხილო ამ ფილმში: http://www.anastasia.ge/forum/index.php?s=&showtopic=106&view=findpost&p=1356
ეს ფილმი არის ასე ვთქვათ ინტერვიუ ცნობილ მეცნიერებთან, აგერ იმ მეცნიერების სია რომელთაც მიიღეს ამ ფილმში მონაწილეობა: http://www.whatthebleep.com/scientists/

ხოდა ალბათ დაგეზარება მაგ ფილმის ნახვა, და აქვე ჩამოვწერ რამოდენიმე მეცნიერს, რომელიც მაგ საკითხზე მუშაობს:

- ალბათ ყველაზე ცნობილი ექსპერიმენტი ამ მხრივ ეკუთვნის იაპონელ მეცნიერეს, მასარუ ემოტოს ( http://www.masaru-emoto.net/ )
მისი კვლევა მდგომარეობს შემდეგში: მან აიღო უბრალო წყალი, და ჩაასხა ორ ბოთლში, ერთს დააწერა "მადლობა" და მეორეს "დებილო" თუ რაღაც ეგეთი ხოდა მეორე დღეს გადაუღო წყლის მოლეკულებს და საინტერესო კანონზომიერებას მიაკვლია: იმ გრაფინის მოლეკულები რომლებზეც ეწერა სიტყვა "მადლობა" იყო არაჩვეულებრივად ლამაზი ფორმის, ხოლო მეორე კი პირიქით, ვიზუალურად ცუდი ფორმის. მერე რა თქმა უნდა გააფართოვა თავისი ექსპერიმენტები(თუ არ ვცდები 15 წელი მუშაობს ამ მიმართულებით)

კიდევ ასეთი ექსპერიმენტიც იყო: ბუდისტი მონახი მოიწვია და თხოვა რომ მედიტაციის საშუალებით განეწმინდა წყალი, აქაც იგივე ეფექტი, ანუ იმ წყალის მოლეკულები რომელზეც მონახმა "იმუშავა" არაჩვეულებრივად ლამაზი ფორმის იყო

ეს მოკლედ შევეცადე გადმომეცა.
აგერ ეს ლინკიც ნახე, იგივე თემაზეა: http://maper.livejournal.com/1454.html

- ვილიამ ტილერი ( http://www.tiller.org/ )
მისი ექსპერიმენტები მასარუს ექსპერიმენტების ნაირია, მან აიღო ორი ერთნაირი რაღაც ხელსაწყო, შემდეგ ერთერთ ამ ხელსაწყოზე კონცენტრირებას ახდენდა ვიღაც ადამიანი, მისი მიზანი იყო ამ ხელსაწყოს რაღაც პარამეტრი შეეცვალა, და ჰოი საოცრებავ, პარამეტრი მართლაც იცვლებოდა

საერთოდ ამ ადამიანს ბევრი პუბლიკაცია აქვს აზრების რეალობაზე ზემოქმედების თემაზე, აგერ გადახედე მის ვიდეოებს:
http://video.google.com/videosearch?q=William+Tiller&sitesearch=

- ხო კიდევ ჰოლანდიელი კარდიოლოგი Pim van Lommel-ი რომელიც იკვლევს თუ რა მოსდის ადამიანს სიკვდილის მერე. ხოდა ეს ადამიანი აქ იმიტომ ჩავსვი რომ, ბევრი დაკვირვების შედეგად კლინიკურ სიკვდილ გადატანილ ადამიანებზე, იგი მივიდა დასკვნამდე რომ ტვინი არ არის ის ორგანო, რომელიც გამოიმუშავებს აზრებს, ინფორმაციას, ტვინი მხოლოდ მიმღებია, როგორც რადიო მაგალითად.

QUOTE
According to our concept, grounded on the reported aspects of consciousness experienced during cardiac arrest, we can conclude that our consciousness could be based on fields of information, consisting of waves, and that it originates in the phase-space.

აგერ საინტერესო სტატია: http://www.towardthelight.org/neardeathstudies/pimvanlommelarticles.html

ნუ ეს სამი ადამიანი ძალიან მცირედია რა თქმა უნდა, რაც გამახსენდა ის ჩამოვწერე, მაგრამ ამ ადამიანების კვლევები საზგადოებაში მიღებულ რეალობის მოდელს დიდი კითხვის ნიშნის ქვეს აყენებენ smile.gif

Posted by: Uma Dec 29 2007, 01:18 PM

QUOTE(lasharela @ Dec 27 2007, 04:30 PM) *
არაა აუცილებელი რომ ცნობიერად გეფიქრა დედამთილზე...

დის დედამთილის დედაზე)))

Posted by: lasharela Dec 29 2007, 05:13 PM

ციტატა(Uma @ Dec 29 2007, 01:18 PM) *
დის დედამთილის დედაზე)))

ესეიგი აქ საკაცობრიო საკითხები წყდება და შენ კიდე მეუბნები რო დედამთილი შენი დის იყო და არა შენი smile.gif ოკ შემეშალა...

საინტერესო რაღაცეებია... მარა სიზმრებზეც რაც ვისაუბრეთ იმ თემებს ვერ გადავაბი მაინც...

Posted by: Uma Dec 29 2007, 10:19 PM

biggrin.gif

Posted by: Uma Dec 29 2007, 11:31 PM

ისე ლაშიკო ზუსტად ასე შეგიძლია მოითხოვო ღმერთის არსებობის დამადასტურებელი მეცნიერული ფაქტები, ალფა დაგიყრის რაღაც უამრავ ლინკებს, მაგრამ ამის პირდაპირი 100% დამადასტურებელი ფაქტი არ არსებობს. ან გჯერა ან არა. შენ ამ "ასტრალური სივრცეების თეორიის" არ გწამს და აქედან გამომდინარე ირიბი ფაქტებიც არ დაგაკმაყოფილებს, რაღაც უფრო სერიოზული არგუმენტი დაგჭირდება. და ეს რწმენა უფრო შინაგან შეგრძნებებზე არის დაკავშირებული. მე მაგალითად მჯერა რომ სიზმარი შეიძლება იყოს, როგორც ტვინის მუშაობის შედეგი, აგრეთვე ქვეცნობიერის და + კიდევ რაღაც არსებობს საიდანაც ეგ ინფორმაცია მოდის და როგორც გინდათ ისე დაარქვით (კოსმოსი, ასტრალი და რა ვიცი)...

Posted by: Aqua Dec 31 2007, 11:36 PM

გამარჯობა!

Posted by: Zet Jan 1 2008, 04:50 PM

QUOTE(Aqua @ Dec 31 2007, 11:36 PM) *
გამარჯობა!

გამარჯობა smile.gif

Posted by: lasharela Jan 8 2008, 05:11 PM

ციტატა(Uma @ Dec 29 2007, 11:31 PM) *
ისე ლაშიკო ზუსტად ასე შეგიძლია მოითხოვო ღმერთის არსებობის დამადასტურებელი მეცნიერული ფაქტები, ალფა დაგიყრის რაღაც უამრავ ლინკებს, მაგრამ ამის პირდაპირი 100% დამადასტურებელი ფაქტი არ არსებობს. ან გჯერა ან არა. შენ ამ "ასტრალური სივრცეების თეორიის" არ გწამს და აქედან გამომდინარე ირიბი ფაქტებიც არ დაგაკმაყოფილებს, რაღაც უფრო სერიოზული არგუმენტი დაგჭირდება. და ეს რწმენა უფრო შინაგან შეგრძნებებზე არის დაკავშირებული. მე მაგალითად მჯერა რომ სიზმარი შეიძლება იყოს, როგორც ტვინის მუშაობის შედეგი, აგრეთვე ქვეცნობიერის და + კიდევ რაღაც არსებობს საიდანაც ეგ ინფორმაცია მოდის და როგორც გინდათ ისე დაარქვით (კოსმოსი, ასტრალი და რა ვიცი)...

არა აქ საუბარი იყო იმაზე რომ მეცნიარულ კვლევებს ეყრდნობა – ანუ ეს იყო მეცნიარული ჰიპოთეზები და არა რწმენაზე დაფუძნებული.

ზოგადად ჩემი ხედვა ასეთია. მწამს – თვითონ სიტყვა გულისხმობს იმას რომ რაღაც ისეთის გჯერა რაც ხელშესახები არის. შენ ხო არასოდეს იტყვი რომ მე მწამს რომ შენ აქ პოსტავ. მე მწამს რომ შენ ადამიანი არ ხარ. შენ უბრალოდ ამის გჯერა და იცი რომ ასეა.

მწამს გულისხმობს რაღაცის დაჯერებას ისე რომ ხელით ვერ ეხები, არაა ფაქტებით გამყარებული, დამტკიცებული.

თეოს ვთხოვ –– თუ მარადისობის კანონში ნახავს ამ ნაწყვეტს და დაპოსტავს მადლობას ვეტყვი. იქ წერია საინტერესოდ (ზეპირად არ მახსოვს) ღმერთი რომ შენთან მოვიდეს და გითხრას მე ვარო...მოკლედ ციტატა იდოს ჯობია smile.gif

სიზმრებზე ამ ფილმებით მართლა ვერ ვნახე, როგორ შეიძლება ძილში მოხდეს ისე რომ სადღც ასტრალურ სივრცეში არსებული საინფორმაციო ბაზაში, გარკვეული ინფორმაციის გაცვლა მოხდეს გარკვეული იდენტიფიკატორებით...

რავიცი მე მაინც ჩემს ვერსიას ვაწვები... უბრალოდ ძლიერი მექანიზმია რომელიც მოდელირებას ახდენს და მოსალოდნელ და სავარაუდო შედეგებს განსჭვრეტს smile.gif

გავჭედე...როგორც არის რა მოკლედ რა....

Posted by: TeO Jan 8 2008, 05:38 PM

ციტატა(lasharela @ Jan 8 2008, 05:11 PM) *
თეოს ვთხოვ –– თუ მარადისობის კანონში ნახავს ამ ნაწყვეტს და დაპოსტავს მადლობას ვეტყვი. იქ წერია საინტერესოდ (ზეპირად არ მახსოვს) ღმერთი რომ შენთან მოვიდეს და გითხრას მე ვარო...მოკლედ ციტატა იდოს ჯობია smile.gif

თხოვნას გისრულებ და აი ციტატა:

„ღმერთი ისე ნათელია, ისე ახლობელი, ისე ცხადი და ისე უბრალო, რომ როდესაც ხედავ, არ იცი, რომ ღმერთია, ამიტომ არ წამთ ღმერთი. ღმერთი რომ სხვაგან იყოს, შორს ჩვენგან, ცალკე და მაღლა, ღმერთი რომ ჩვენში არ იყოს, მაშინ ყველა იწამებდა.“

მზიანი ღამე

Posted by: lasharela Jan 8 2008, 06:08 PM

ციტატა(TeO @ Jan 8 2008, 05:38 PM) *
თხოვნას გისრულებ და აი ციტატა:

„ღმერთი ისე ნათელია, ისე ახლობელი, ისე ცხადი და ისე უბრალო, რომ როდესაც ხედავ, არ იცი, რომ ღმერთია, ამიტომ არ წამთ ღმერთი. ღმერთი რომ სხვაგან იყოს, შორს ჩვენგან, ცალკე და მაღლა, ღმერთი რომ ჩვენში არ იყოს, მაშინ ყველა იწამებდა.“

მზიანი ღამე

აპ აპ აპ... smile.gif ეგ ვიცი...შენი მინაწერია...
მარადისობის კანონში არის – თუ არ ვცდები "ზაპოჟნიკს" ეუბნება დუმბაძე smile.gif

Posted by: Uma Jan 9 2008, 01:57 AM

ლაშარელა, მეცნიერეულ კვლევებზე გეთანხმები. სამწუხაროდ მეცნიერება არ არის ისე განვითარებული, რომ რაღაც სერიოზული არგუმენტი წარადგინოს ამ მიმართულებით. თუმცა მორწმუნე ადამიანისთვის ყველაზე კარგი არგუმენტი იმის საწინააღმდეგოთ, რომ სიზმარი მხოლოდ ტვინის და ქვეცნობიერის მუშაობის შედეგი არ არის ალბათ ბიბლიაა, სადაც ბევრჯერ არის ნახსენები რომ ღმერთი ელაპარაკება ვიღაცეებს სიზმრების მეშვეობით. ოღონც მე ეხლა პრეტენზია კი არამაქვს იმაზე, რომ ღმერთი მელაპარაკება, უბრალოდ ბიბლიურად (ვისთვისაც ეგ არგუმენტია) მისაღებია, რომ რაღაც ძალა სიზმრების მეშვეონით კონტაქთში შევიდეს ადამიანთან, და რაღაც ინფო გადასცეს.

Posted by: Alpha Jan 9 2008, 11:19 AM

QUOTE(Uma @ Dec 29 2007, 11:31 PM) *
ისე ლაშიკო ზუსტად ასე შეგიძლია მოითხოვო ღმერთის არსებობის დამადასტურებელი მეცნიერული ფაქტები, ალფა დაგიყრის რაღაც უამრავ ლინკებს, მაგრამ ამის პირდაპირი 100% დამადასტურებელი ფაქტი არ არსებობს. ან გჯერა ან არა. შენ ამ "ასტრალური სივრცეების თეორიის" არ გწამს და აქედან გამომდინარე ირიბი ფაქტებიც არ დაგაკმაყოფილებს, რაღაც უფრო სერიოზული არგუმენტი დაგჭირდება. და ეს რწმენა უფრო შინაგან შეგრძნებებზე არის დაკავშირებული.

ხო, აი ეს მართალია, ღმერთს ლოგიკით და გონებით ვერ იწამებ, მხოლოდ გულით.

Posted by: lasharela Jan 9 2008, 01:56 PM

ციტატა(Uma @ Jan 9 2008, 01:57 AM) *
ლაშარელა, მეცნიერეულ კვლევებზე გეთანხმები. სამწუხაროდ მეცნიერება არ არის ისე განვითარებული, რომ რაღაც სერიოზული არგუმენტი წარადგინოს ამ მიმართულებით. თუმცა მორწმუნე ადამიანისთვის ყველაზე კარგი არგუმენტი იმის საწინააღმდეგოთ, რომ სიზმარი მხოლოდ ტვინის და ქვეცნობიერის მუშაობის შედეგი არ არის ალბათ ბიბლიაა, სადაც ბევრჯერ არის ნახსენები რომ ღმერთი ელაპარაკება ვიღაცეებს სიზმრების მეშვეობით. ოღონც მე ეხლა პრეტენზია კი არამაქვს იმაზე, რომ ღმერთი მელაპარაკება, უბრალოდ ბიბლიურად (ვისთვისაც ეგ არგუმენტია) მისაღებია, რომ რაღაც ძალა სიზმრების მეშვეონით კონტაქთში შევიდეს ადამიანთან, და რაღაც ინფო გადასცეს.

ok. მაინც რელიგიამდე მივედით...
მართმადიდებლური სწავლების თანახმად არის 3 სახის სიზმრები.

1. არის ის რაზეც მე ვსაუბრობდი... ანუ უბრალოდ ქვეცნობიერის ნამოქმედარი...
2. არის ხილვა ღვთისგან
3. სიზმარი ეშმაკისგან...

ეხლა რატომ ამბობს ეკლესია რომ სიზმრებს არ მიაქციო ყურადღებაო. ადექი და დაივიყწეო. იმიტომრომ ჩვეულებრივ ადამიანს ძალიან გაუჭირდება გაარჩიოს რა იყოს მისი ქვეცნობიერის ნამოქმედარი, რა იყოს ეშმაკისგან (თუნდაც ისე შეფუთული რომ ან ღვთიური ხილვა გონებოდა ან შენი ქვეცნობიერის არაჩვეულებრივი მონაპოვარი) და ა.შ.

ყველა ვერ ფლობს იმ მადლს რომ "კეთილი აიღოს და ჯერკუალი განაგდოს" ანუ გაარჩიოს კარგი და ცუდი...ამას დიდი სიბრძნე და მადლი ჭირდება... (იგივე გრიგოლ ხანძთელი მრავლად კითხულობდა თუნდაც წარმართულ წიგნებს, ფილოსოფიურ ნაშრომებს და ა.შ. მაგრამ ის იმდენად მყარი იყო თავის რწმენაში და იმენად ბრძენი რომ შეელო ამ ინფორმაციიდან მხოლოდ სასარგებლო და სასიკეთო გამოერჩია)

ხშირად ეშმაკი მოავლენს ისეთ სიზმრებს რომ ადამიანს ან დიდი განსაცდელში ჩააგდებს, ან დიდი ცდუნების წინ დააყენებს..ან ადამიანს ეგონება რომ ანგელოზი ვარ და ხილვა მქონდაო და პატივმოყვარეობის ცოდვაში ჩავარდება – ეს რა წმინდა ვყოფილვარ რომ ღმერთმა ხილვის ღირსი გამოხადაო...

მოკლედ ეს რაც შეეხება სიზმრების რელიგიურ ნაწილს... ზოგადად მე მართმადიდებელი ვარ და ამ ფორუმზე ყველგან გაზრახ ვერიდები რელიგიურ საკითხებზე საუბარს. რადგან 1. ჩვეულებრივ საერო პირს არააქვს უფლება იკამათოს ან იმსჯელოს საეკლესიო თემებზე. ამით ან შეიძლება თავისი რწმენა დააზარალოს ან სხვა... (მე ხო ერთი ცოდვილი ადამიანი ვარ რომელსაც არც ცოდნა, არც მადლი არ მაქვს იმისთვის რომ ვინმეს ამ საკითხებზე ვესაუბრე და მითუმეტეს ვეკამათო)
ამიტომაც არ შეიძლება რელიგიურ თემებზე საუბარი და კამათი რელიგიური პირის დასწრების გარეშე...

Posted by: lasharela Jan 9 2008, 01:56 PM

ციტატა(Uma @ Jan 9 2008, 01:57 AM) *
ლაშარელა, მეცნიერეულ კვლევებზე გეთანხმები. სამწუხაროდ მეცნიერება არ არის ისე განვითარებული, რომ რაღაც სერიოზული არგუმენტი წარადგინოს ამ მიმართულებით. თუმცა მორწმუნე ადამიანისთვის ყველაზე კარგი არგუმენტი იმის საწინააღმდეგოთ, რომ სიზმარი მხოლოდ ტვინის და ქვეცნობიერის მუშაობის შედეგი არ არის ალბათ ბიბლიაა, სადაც ბევრჯერ არის ნახსენები რომ ღმერთი ელაპარაკება ვიღაცეებს სიზმრების მეშვეობით. ოღონც მე ეხლა პრეტენზია კი არამაქვს იმაზე, რომ ღმერთი მელაპარაკება, უბრალოდ ბიბლიურად (ვისთვისაც ეგ არგუმენტია) მისაღებია, რომ რაღაც ძალა სიზმრების მეშვეონით კონტაქთში შევიდეს ადამიანთან, და რაღაც ინფო გადასცეს.

ok. მაინც რელიგიამდე მივედით...
მართმადიდებლური სწავლების თანახმად არის 3 სახის სიზმრები.

1. არის ის რაზეც მე ვსაუბრობდი... ანუ უბრალოდ ქვეცნობიერის ნამოქმედარი...
2. არის ხილვა ღვთისგან
3. სიზმარი ეშმაკისგან...

ეხლა რატომ ამბობს ეკლესია რო%

Posted by: Uma Jan 9 2008, 04:08 PM

აი ზუსტად ამის თქმა მინდოდა, რომ რელიგია (პრინციპში ნებისმიერი რელიგია) სიზმრებს უფრო ფართოდ უყურებს ვიდრე მეცნიერება ან ათეიზმი. ეგ უკვე სხვა საკითხია ამა თუ იმ რელიგიის დამოკიდებულება იმის მიმართ თუ როგორ უნდა ახსნა სიზმარი ან მიაქციო მას ყურადღება თუ არა.
რელიგიურ საკითხებზე კამათი ძნელია, იმიტომ რომ პრინციპში ღმერთის არსებობის ხელშესახები ფაქტები არ არსებობს და რწმენა დაფუძნებულია მხოლოდ შინაგან სუბიექტურ რელიგიურ გამოცდილებაზე. იტოგში ვერავინ ვერასდროს ვერაფერს ვერ დაუმტკიცებს მაგ საკითხში.

Posted by: san Jan 9 2008, 04:09 PM

ეგ მართმადიდებლური სწავლების მიხედვით არის სამი სახის სიზმარი, ისე შეიძლება მეტიც იყოს ან ნაკლებიც.
შეიძლება მომავალში მეცნიერებმა რაღაც კიდევ აღმოაჩინონ და დაამატონ სიზმრების შესახებ ცოდნას.

Posted by: Uma Jan 9 2008, 08:30 PM

მოკლედ ეს არის პროგრამა, რომელიც გაძლევთ საშუალებას გარკვეული ტრენინგის შემდეგ გაიხსენოთ ძილის დროს, რომ თქვენ სიზმარში ხართ. 1ლი დღის ამოცანაა რაც შეიძლება დიდხანს უყურო წრეს, რომელიც შედგება წითელი და ცისფერი წრეებიდან. მე პირადათ ამ სეანსის მერე მთელი ღამე ეგ წრე მესიზმრებოდა და იმაზე ვდარდობდი არ გამეპაროს თქო ეგ მომენტი, როცა მივხდები, რომ სიზმარში ვარ))) აბა თქვენ სცადეთ .

http://uploaded.to/?id=0dide0

Posted by: Mirabella Jan 11 2008, 02:35 PM

გუშინ დამესიზმრა ერთ ჩემს ახლობელს სახე ავახიე, კარატე ჩავუტარე...და სიზმარშივე იმითვ იყავი აღფრთოვანებული რომ პიანნი მასტერის სტილში ვცემე biggrin.gif და რატომღაც ის ადამიანი ძალიან კმაყოფილი იყო რომ ვცემე... http://www.stamp.caucasus.net/smiles.htm

და სიზმარში საიდან, მე ხო კარატის და ეგეთების აზზეც არ ვარ.... http://www.stamp.caucasus.net/smiles.htm

Posted by: lasharela Jan 11 2008, 05:19 PM

ციტატა(Mirabella @ Jan 11 2008, 02:35 PM) *
გუშინ დამესიზმრა ერთ ჩემს ახლობელს სახე ავახიე, კარატე ჩავუტარე...და სიზმარშივე იმითვ იყავი აღფრთოვანებული რომ პიანნი მასტერის სტილში ვცემე biggrin.gif და რატომღაც ის ადამიანი ძალიან კმაყოფილი იყო რომ ვცემე... http://www.stamp.caucasus.net/smiles.htm
და სიზმარში საიდან, მე ხო კარატის და ეგეთების აზზეც არ ვარ.... http://www.stamp.caucasus.net/smiles.htm

ნუ ეხლა პიანი მასტერის სტილში თუ ცემე ესიამოვნებოდა აბა რა smile.gif

Posted by: Uma Jan 11 2008, 05:20 PM

მოკლედ გიხსნი, ეგ არის 1 სახის სიზმარი (ლაშარელას მიერ მოყვანილი კლასიფიკაციიდან). ტვინი ან ქვეცნობიერი გელაპარაკება სიმბოლოების მეშვეობით. ის შენი ახლობელი არის შენი კონკრეტული თვისების განსახიერება. ვთქვად, შენი მეგობარი ყოველთვის აგვიანებს და შენ ის სცემე სიზმარში, ეს ნიშნავს, რომ შენ შენში ებრძვი ამ თვისებას (და რა სტილით აახიე სახე ამას მნიშვნელობა არააქვს, ალბათ ჩინური კინოები გიყვარდა ბავშობაშიsmile.gif. ჩემი აზრით ასეთი ლოგიკით უნდა ახსნა.

Posted by: lasharela Jan 16 2008, 07:26 PM

ღირსი იოანე კიბისაღმწერელი

ვისაც სიზმრების სწამს, ის იმ ადამიანს ემსგავსება, თავის ჩრდილს რომ მისდევს და მის დაჭერას ლამობს.

პატივმოყვარეობის დემონები სიზმრებში წინასწარმეტყველებად გარდაისახებიან და თავიანთი გაიძვერობითა და მოხერხებულობით წინასწარხვდებიან მომავალს და გვამცნობენ (გვაუწყებენ) მას, რათა სიზმარში ნანახის ცხადში ახდენით განვცვიფრდეთ და თითქოსდა უკვე წინასწარმცნობელობის ნიჭის მქონენი, გულისთქმებით გავამაყდეთ. მათთვის, რომელნიც დემონს უჯერებენ, ეს უკანასკნელი წინასწარმეტყველია, ხოლო მათთვის, რომელნიც არად აგდებენ და ამცნობენ მას, ის ყოველთვის მატყუარაა (მაცდურია). დემონი სულია, ამიტომ ის ხედავს იმას, რაც საჰაერო სივრცეში ხდება, და გაიგებს (შეიტყობს) თუ არა, რომ ვინმე კვდება, ამის შესახებ გულუბრყვილო ადამიანებს სიზმარში ამცნობს. წინასწარმეტყველობით (წინასწარუწყებით) დემონებმა მომავლის შესახებ არაფერი იციან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯადოსნებსაც შეეძლებოდათ თითოეული ჩვენგანისათვის მოსალოდნელი სიკვდილი ეწინასწარმეტყველებინათ. დემონები ხშირად სინათლის ანგელოზებისა და წამებულთა იერსახეს იღებენ და სიზმრებში გვიჩვენებენ ჩვენს ურთიერთობას მათთან, ხოლო გამოღვიძებულებს სიხარულსა და ამპარტავნებაში გვძირავენ. დაე, ეს შენთვის ნიშანი იყოს ხიბლისა და ეშმაკისეული საცდურისა. წმინდა ანგელოზები გვიჩვენებენ სატანჯველს, არსს სიკვდილისას, რის გამოც გაღვიძებისას თრთოლვა და ურვა_წუხილი გვიპყრობს. თუ სიზმრებში დემონებს დავემონებით, მაშინ ისინი ცხადშიც, სიფხიზლეშიც ჩვენს დაცინვას მოჰყვებიან. სიზმართდამჯერე სრულიად გამოუცდელია, ხოლო ვისაც არანაირი სიზმრის არ სჯერა _ ის ჭეშმარიტად სიბრძნისმოყვარეა.

წმ. თეოფანე დაყუდებული
თქვენ მეკითხებით, შეიძლება თუ არა გვჯეროდეს სიზმრების? უმჯობესია არ გვჯეროდეს, იმიტომ, რომ მტერი ცხადშიც ისედაც მრავალ წვრილმანს გვახვევს თავს, ხოლო ძილში ეს მისთვის კიდევ უფრო მოსახერხებელია (იოლია). თუ რომელიმე სიზმარი ასრულდება, მადლობა შესწირეთ უფალს. სასიამოვნო და წკუისსასწავლებელი სიზმრებისთვისაც მადლობა უთხარით. მაცდუნებელი სიზმრებისაგან გამოღვიძებისთანავე განიწმინდეთ თქვენი სული და მეხსიერება. საამისოდ ყველაზე საუკეთესო საშუალებაა ლოცვა და კეთილი მოვლენების გახსენება, განსაკუთრებით _ სახარებისეული ისტორიებიდან; ძალუმად აღიბეჭდეთ ეს მოვლენები ცნობიერებაში და გონების თვალები არ მოაცილოთ მათ. Mმთელი ყურადღება მათზე შეაჩერეთ. ცუდი აზრები მაშინვე დაუძლურებას დაიწყებენ და გაქრებიან (გაუჩინარდებიან).

Posted by: Uma Jan 28 2008, 01:35 PM

საინტერესოა რა აზრის იქნებოდნენ ღირსი იოანე კიბისაღმწერელი და წმ. თეოფანე დაყუდებული იუნგის, ფროიდის და ფრომის ნაშრომებზე...

Posted by: Uma Jan 28 2008, 03:11 PM

ლაშარელას მოყვანილ გამონათქვამებში შესაძლებელია, მხოლოდ წინასწარმეტყველი სიზმრები იგულისხმება, თუმცა მე მეჩვენება, ძირითადი აზრი იყო - ჯობია ყურადღება საერთოდ არ მივაქციოდ სიზმრებს, იმ თვალსაზრისით, რომ ჩვეულებრივი ადამიანი მაინც სწორად ვერ გაიგებს. ამით, ჩემი აზრით საერთოდ სიზმრების მნიშვნელობას უარყოფენ.
ერიხ ფრომის გამონათქვამი მინდა მოვიყვანო, რომელსაც ვეთანხმები (თუმცა მას რელიგიური მიდგომა არ ქონდა ამ საკითხის მიმართ):

Posted by: Uma Jan 28 2008, 03:12 PM

“С позиций современной просвещенности сны считаются абсолютной бессмыслицей, недостойной внимания взрослого человека, который занят такими важными вещами, как создание машин, и который считает себя "реалистом"...

Но хуже всего то, что мы не понимаем своих снов, тогда как наяву мы уверены, что способны понять что угодно, стоит лишь подумать. Столкнувшись с таким неопровержимым доказательством ограниченности нашего сознания, мы избегаем противоречия, заявив, что сны - это бессмыслица.

В Талмуде сказано: "Неразгаданный сон подобен нераспечатанному письму". В самом деле, и сны, и мифы - важные средства связи, идущие от нас к нам же. Если мы не понимаем языка, на котором они созданы, мимо нас проходит многое из того, что мы знаем и рассказываем самим себе в те часы, когда не заняты действиями с внешним миром.”

Posted by: Alpha Jan 31 2008, 11:38 AM

მე ვფიქრობ რომ ჩვენი ეპოქა იმით გამოირჩევა იმ ეპოქისაგან, სადაც ეს წმინდანები ცხოვრობდნენ რომ ადამიანს დოგმები უფრო აჩერებს ვიდრე ანვითარებს.

წარმოიდგინეთ:შუა საუკენეები, გაქანებული დუალიზმი, სამყარო დაყოფილია ღმერთად და ეშმაკად. რასაც ვერ ხსნიდნენ, ეშმაკისგანაა. ადამიანის ფსიქოლოგია, მისი სოფლმხედველობა ეფუძნება იმ აქსიომებს რაც მისი ეპოქის დროს იყო მიღებული, შესაბამისად ყველანაირ მოვლენას იგი განიხილავდა როგორც ან ღმერთისგან ან ეშმაკისგან. ეს ნორმალურია, ფსიქოანალიზი მხოლოდ XX საუკუნეში ჩამოყალიბდა. ადამიანი შეხვდებოდა პირის პირ რაღაც ამოუცნობს, რაცას ლოგიკით ვერ ხსნიდა, ამ შემთხვევაში სიზმრებს და მიდიოდა წმინდანთან, რომელიც ეუბნებოდა პრინციპში სწორ რჩევას, ყურადღება არ მიაქციოო. ადამიანის სულის განვითარებისათვის იმ დროისათვის ეს საუკეთესო რჩევა იყო, რადგან გაითვალისწინეთ რომ მაშინ სიზმარს ან ღმერთისგან გამოგზავნილად ან ეშმაკის მოვლენილს თვლიდნენ, და ამ ლოგიკისათვის სიზმრის უარყოფა ლოგიკური და საუკეთესო გამოსავალი იყო.

სიზმრების დაჯერებას იმიტომ იკრძალებოდა ადრე რომ თუ ადამიანს წინასწარმეტყველური სიზმარი ექნებოდა იმ აზროვნების პირობებში ძალიან ადვილი იყო ამპარტავნებაში გადავარდნა, მაგრამ ახლა ამის საშიშროება აღარსებობს.

თანამედროვე ადამიანი და შუა საუკუნეების ადამიანი ერთი და იგივე არ არის. აზროვნება შიცვალა, დოგმები უფრო დაბრკოლებაა ვიდრე განვითარება.
მე არ ვიძახი რომ დოგმები არასწორია, უბრალოდ თანამედროვე ადამიანს თუ არ აუხსენი რისთვისაა ის დოგმები, იგი მას ვერ მიიღებს. და ძალიან ხშირად დოგმები დაბრკოლებაა, მაგალითად ჩემთვის დოგმა ჯოჯოხეთის არსებობის შესახებ.

პრინციპში რელიგიის მიზანი რა არის? ადამიანის ღმერთთან დაახლოება, მისი სულის სრულყოფა, და იგი ამას მშვენივრად ასრულებდა და ასრულებს. უბრალოდ არსებობენ ადამიანები რომლებთაც დოგმა უადვილებთ ცხოვრებას, რადგან არაა საჭირო იფიქრო იმაზე რასაც ვერ ხსნი, რადგან შეიძლება ამ დროს ღმერთს განუდგე, და აგრეთვე არსებობენ ადამიანები რომლებისთვისაც დოგმა დაბრკოლებაა ღმერთთან გზაზე.

რავი მე ასე ვუყურებ..

Posted by: FEBRUARY Jan 31 2008, 08:09 PM

მე პირადად ძლიან ხშირად მიხდება სიზმრები, არ ვიცი ეშმაკისგან არის თუ ხილვებია, მაგრამ მაინც, ზოგი მეუბნება რომ გჯერა იმიტომ გიხდებაო, მაგრამ იმას კი არ ფიქრობენ, რომ ამიხდა, იმიტომ დავოჯერე smile.gif

Posted by: Uma Feb 3 2008, 12:14 AM

სიზმარში უმეტეს შემთხვევაში 4 ადგილი მესიზმრება, სადაც სიზმრების ძირითადი მოქმედება ხორცილედება. ჰოდა გუშინ დამესიზმრა ასეთი ერთერთი ადგილი - ბინა მოსკოვში, მოკლედ ვწევარ და გასვლა არ მინდა გარეთ და უცებ ვიღაც მუშებმა კედელი შემოანგრიეს და მითხრეს ეს სახლი ძველი არისო, უნდა დაინგრესო და დაიწყეს დაშლა. მეც ავბარგდი (თან ჩემი თავის გამიკვირდა არანაერი პროტესტი არ გამომიხატია) და წამოვედი და სახლი დაანგრიესsad.gif საინტერესოა დამესიმრება კიდევ?smile.gif

Posted by: FEBRUARY Feb 4 2008, 05:11 PM

QUOTE(Uma @ Feb 3 2008, 01:14 AM) *
სიზმარში უმეტეს შემთხვევაში 4 ადგილი მესიზმრება, სადაც სიზმრების ძირითადი მოქმედება ხორცილედება. ჰოდა გუშინ დამესიზმრა ასეთი ერთერთი ადგილი - ბინა მოსკოვში, მოკლედ ვწევარ და გასვლა არ მინდა გარეთ და უცებ ვიღაც მუშებმა კედელი შემოანგრიეს და მითხრეს ეს სახლი ძველი არისო, უნდა დაინგრესო და დაიწყეს დაშლა. მეც ავბარგდი (თან ჩემი თავის გამიკვირდა არანაერი პროტესტი არ გამომიხატია) და წამოვედი და სახლი დაანგრიესsad.gif საინტერესოა დამესიმრება კიდევ?smile.gif

შემდეგ სიზმარში ახალი სახლი დაგესიზმრება, ის რომელშიც გადახვალ l_sunny.gif

Posted by: Uma Feb 5 2008, 12:03 AM

პოსმოტრიმ smile.gif

Posted by: TeO Feb 22 2008, 12:52 PM

sainteresoa neta ras nishnavs - ramdenjerme damesizmra chemi dab.dge ( gushinac ) da vigeb saCHUQRAD TANSACMELS! CINAZE UMA SHEN MACHUQE VITOM SHAVI SADGESASCAULO KABEBI DA GUSHINDEL SIZMARSHI KIDEV eTOM SADGESASCAULO KOSTUMI MACHUQA DZALIAN SAYVARELI DA MOVIZOME KIDEC TANZE biggrin.gif

ABA RAS NISHNAVS ES? smile.gif

Posted by: Uma Feb 23 2008, 12:04 AM

და ჩემი საჩუქარი მოგეწონა?smile.gif) სონიკში ასე წერია :
Получать во сне подарки ко дню рождения сулит вам редкую удачу во всем.
რაც შეეხება კაბას:
Молодая женщина , которая увидела во сне изящную , хорошо сшитую блузку или платье , может ожидать приятных событий в своей жизни. Вскоре она заслужит всеобщее восхищение своими талантами и приятными манерами.

Posted by: TeO Feb 26 2008, 01:12 PM

QUOTE(Uma @ Feb 23 2008, 12:04 AM) *
და ჩემი საჩუქარი მოგეწონა?smile.gif) სონიკში ასე წერია :
Получать во сне подарки ко дню рождения сулит вам редкую удачу во всем.
რაც შეეხება კაბას:
Молодая женщина , которая увидела во сне изящную , хорошо сшитую блузку или платье , может ожидать приятных событий в своей жизни. Вскоре она заслужит всеобщее восхищение своими талантами и приятными манерами.

Laie_61.gif Zalian momewona kaba! madloba biggrin.gif

Posted by: TeO Mar 6 2008, 07:11 PM

რაღაც სტრანნი სიზმრები მაქვს -- მომენტ-მომენტ წინ ვხედავ პატარა რეალობის და მერე მიხდება, მაგრამ ყველაფერი ძალიან არეულიაwacko2.gif

Posted by: promete Mar 7 2008, 12:00 AM

მეც მაქვს ეგეთი სიზმრები, ამ წლამდე, სიზმრის შემდეგ რამოდენიმე დღეში სრულდებოდა პატარა მომენტები, ეხლა კიდე, რამოდენიმე კვირის შემდეგ სრულდება დანახული მომენტები სიზმარში.

Posted by: TeO Mar 7 2008, 01:57 PM

QUOTE(promete @ Mar 7 2008, 01:00 AM) *
მეც მაქვს ეგეთი სიზმრები, ამ წლამდე, სიზმრის შემდეგ რამოდენიმე დღეში სრულდებოდა პატარა მომენტები, ეხლა კიდე, რამოდენიმე კვირის შემდეგ სრულდება დანახული მომენტები სიზმარში.

და რა მაინტარესებს იცი - აი, რომ ნახავ ასეთ სიზმარს, მხოლოდ იმ მომენტში გახსენდება, როცა "ლაიფში" მეორდება თუ მანამდეც აცნობიერებ?.. unsure.gif

Posted by: promete Mar 7 2008, 03:18 PM

ციტატა(TeO @ Mar 7 2008, 02:57 PM) *
და რა მაინტარესებს იცი - აი, რომ ნახავ ასეთ სიზმარს, მხოლოდ იმ მომენტში გახსენდება, როცა "ლაიფში" მეორდება თუ მანამდეც აცნობიერებ?.. unsure.gif

არა მხოლოდ მაშინ მახსენდება როდესაც 'ლაივში' ვხედავ, ჯერჯერობით წინასწარმეტყველური ნიჭი არ მაქ rolleyes.gif

Posted by: TeO Mar 7 2008, 03:29 PM

ჰოო, მეცwink.gif დეჟავიუს პონტიაsmile.gif

Posted by: blanca Mar 8 2008, 09:00 PM

ციტატა(TeO @ Feb 22 2008, 01:52 PM) *
sainteresoa neta ras nishnavs - ramdenjerme damesizmra chemi dab.dge ( gushinac ) da vigeb saCHUQRAD TANSACMELS! CINAZE UMA SHEN MACHUQE VITOM SHAVI SADGESASCAULO KABEBI DA GUSHINDEL SIZMARSHI KIDEV eTOM SADGESASCAULO KOSTUMI MACHUQA DZALIAN SAYVARELI DA MOVIZOME KIDEC TANZE biggrin.gif

ABA RAS NISHNAVS ES? smile.gif

gardasaxva
fericvaloba wink.gif

Posted by: blanca Mar 8 2008, 09:07 PM

ციტატა(Uma @ Oct 24 2007, 11:33 PM) *
არა, უბრალოდ ძილის წინ ამბობ მე მინდა დამესიზმროს ეს და ესsmile.gif ყოველ შემთხვევაში დილით ადრე ადგომა როცა მინდა ეს მეთოდი ამართლებს, ოღონც აუცილებლათ უნდა უთხრა ჩემ თავს - დილით უნდა ავდგე 8 საათზე, კონკრეტულად თუ არ ვტთქვი ეგ ფრაზა შანსი არაა რომ ავდგეsmile.gif

tkven sxva rames ambobt
zilis cin ramis tkma gasagebia rom ganackobs adamians daisizmros esa tu is

magram egret codebuli 'Lucid Dreaming' an 'Astra Travel' an 'Out of body Experience' xdeba roca mxolod sxeuls zinavs da ara gonebas. tu rogor unda 'daazino sxeuli' roca goneba pxizlobs amis shesaxeb uamravi informacia moipoveba. shegizliat google-shi miutitot Astral Travel

kargi shegrznebaa, grznob talgis tartkmas, titkos gonebam unda datovos sxeuli...
tumca bolomde gasvla ver movaxerxe xmauriani mezoblebis gamo smile.gif

Posted by: TeO Mar 10 2008, 11:49 AM

QUOTE(blanca @ Mar 8 2008, 10:00 PM) *
gardasaxva
fericvaloba wink.gif

მეც ასე მეგონა, ყოველ შემთხვევაში განწყობა და განცდა ასეთი მაქვს და სურვილიც!;)

Posted by: Uma Mar 10 2008, 05:28 PM

QUOTE(blanca @ Mar 8 2008, 09:07 PM) *
tkven sxva rames ambobt
zilis cin ramis tkma gasagebia rom ganackobs adamians daisizmros esa tu is

magram egret codebuli 'Lucid Dreaming' an 'Astra Travel' an 'Out of body Experience' xdeba roca mxolod sxeuls zinavs da ara gonebas. tu rogor unda 'daazino sxeuli' roca goneba pxizlobs amis shesaxeb uamravi informacia moipoveba. shegizliat google-shi miutitot Astral Travel

kargi shegrznebaa, grznob talgis tartkmas, titkos gonebam unda datovos sxeuli...
tumca bolomde gasvla ver movaxerxe xmauriani mezoblebis gamo smile.gif

მე რამდენადაც ვიცი, საწყის ეტაპზე მოგზურობებისთვის ასტრალში უნდა ისწავლო იმის გაცნობიერება, რომ სიზმარში ხარ. ამისათვის შენ თავს დავალებას აძლევ დღეს სიზმარში უნდა მივხდე, რომ არ მძინავს...ის რაზეც შენ წერ ეს უკვე ჰაი ლეველიაsmile.gif

Posted by: san Mar 16 2008, 01:42 PM

ტაქტიკური ძილი ხელს უწყობს სიზმრებში გაცნობიერებას.

როგორია ტაქტიკური ძილი?

ორი საათი გძინავს მერე ორი ან ერთი საათი არ გძინავს. ასე მთელი გამის განმავლობაში აკეთებ. დილისთვის სიზმარში თავს გააცნობიერებ.

Posted by: Alpha Mar 18 2008, 11:14 AM

QUOTE(san @ Mar 16 2008, 01:42 PM) *
ტაქტიკური ძილი ხელს უწყობს სიზმრებში გაცნობიერებას.

როგორია ტაქტიკური ძილი?

ორი საათი გძინავს მერე ორი ან ერთი საათი არ გძინავს. ასე მთელი გამის განმავლობაში აკეთებ. დილისთვის სიზმარში თავს გააცნობიერებ.

ინტერესნოოო
მაგრამ მე ვერ გავძლებ, დამეძიენება smile.gif

Posted by: san Mar 23 2008, 10:33 AM

ერთი დღე უნდა ცადოს ადამიანმა. თავიდან მეც შეუძლებელი მეგონა ))

Posted by: blanca Mar 29 2008, 06:48 AM

უზარმაზარი ბრილიანტის ბეჭედი დამესიზმრა და საყურეები
რას ნიშნავს
ეს უკვე მეორედ biggrin.gif

Posted by: Tvalebi Mar 30 2008, 02:29 AM

თქვენი აზრი მაინტერესებს....
საკმაოდ იშვიათად ვხედავ სიზმარს და კიდე უფრო იშვიათად მამახსოვრდება და რით შეიძლება იყოს ეს განპირობებული ?
მარა ბევრჯერ მიცდია რომ ძილის წინ ჩემთვის მეთქვა რომ რამე კარგი, დადებითი ან ლამაზი დამსიზმრებოდეს, მარა სულ ან სიცარიელეა ან რაღაც უჟასი

Posted by: TeO Mar 31 2008, 07:25 PM

QUOTE(Tvalebi @ Mar 30 2008, 03:29 AM) *
თქვენი აზრი მაინტერესებს....
საკმაოდ იშვიათად ვხედავ სიზმარს და კიდე უფრო იშვიათად მამახსოვრდება და რით შეიძლება იყოს ეს განპირობებული ?
მარა ბევრჯერ მიცდია რომ ძილის წინ ჩემთვის მეთქვა რომ რამე კარგი, დადებითი ან ლამაზი დამსიზმრებოდეს, მარა სულ ან სიცარიელეა ან რაღაც უჟასი

ვინც ამბობს, რომ იშვიათასდ ან საერთოდ ვერ ხედავს სიზმრებს რეალობას არ შეეფერება!
ადამიანი ყოველთვის ხედავს სიზმრებს, უბრალოდ ზოგს გაღვიძების შემთხვევაში მომენტალურად ავიწყდება!!!
და რაც შეეხება სიზმრის " ჩაწყობას" -ეს შესაძლებელია გარკვეული ვარჯიშების დახმარებით, უნდა შეეცადო ივარჯიშო, რომ შეძლლო აკონტროლო სიზმრები...

Posted by: Zet Apr 1 2008, 01:02 AM

QUOTE(Tvalebi @ Mar 30 2008, 02:29 AM) *
თქვენი აზრი მაინტერესებს....
საკმაოდ იშვიათად ვხედავ სიზმარს და კიდე უფრო იშვიათად მამახსოვრდება და რით შეიძლება იყოს ეს განპირობებული ?
მარა ბევრჯერ მიცდია რომ ძილის წინ ჩემთვის მეთქვა რომ რამე კარგი, დადებითი ან ლამაზი დამსიზმრებოდეს, მარა სულ ან სიცარიელეა ან რაღაც უჟასი

მეც ზუსტად ამ დღეში ვარ biggrin.gif

Posted by: Uma Apr 5 2008, 01:44 AM

QUOTE(blanca @ Mar 29 2008, 07:48 AM) *
უზარმაზარი ბრილიანტის ბეჭედი დამესიზმრა და საყურეები
რას ნიშნავს
ეს უკვე მეორედ biggrin.gif

ბეჭედი ვერ ვნახე და ბრილიანტებზე ასე წერიაsmile.gif

Diamonds
To dream that you own diamonds, denotes great honor and recognition from high places. You will also find clarity in matters that have been clouding you.

http://dreammoods.com/cgibin/searchcsv.pl?method=exact&header=dreamsymbol&search=diamond

Posted by: blanca Apr 5 2008, 02:29 AM

მადლობა smile.gif

Posted by: blanca Apr 5 2008, 02:30 AM

მართლაც დიდი ბუნდოვანება გაირკვა ამ დღეებში. smile.gif

Posted by: Uma Apr 5 2008, 02:32 AM

ესეიგი კარგი საიტი ყოფილა, საინტერესო ინტერპრეტაციები აქვთ ზოგიერთ სიმბოლოებზეsmile.gif

Posted by: blanca Apr 5 2008, 02:41 AM

კი, ასეთი საიტი ბევრია, მაგრამ ყველა დაუკმაყოფილებლობის შეგრზნებას ტოვებს.
რატო იცი?
სიმბოლო ორიენტაციას აკეთებს და შექმნილ მდგომარეობასთან და სხვა პატარ=პატარა დეტალებთან ერთად უნდა განიხილო. აი მაგალითად ბუ დამესიზრმა უზარმაზარი. ნუ ვიცით ბუ სიბრძნის სიმბოლოა, მერე? l_book.gif

თითქმის ყველა ჩემი სიზმარი 'გრძელვადიანია' ..
მაქვს სიზმრები 10 და მეტი წლების წინ ნანახი. დღესაც მუშაობს და თავს გამახსენებს ხოლმე smile.gif

სიზმარი მაგარი რამეა. ბევრს გასწავლის და გაფიქრებს ...
სიტუაციაში, საკუთარ ფიქრებში და მისწრაფებებში გარკვევს ..

Posted by: blanca Apr 5 2008, 02:42 AM

ვა, ფორუმზე ერთდროულად ორი ადამიანია და ერთმანეთს ეპოსტავება clap2.gif

Posted by: TeO Jun 10 2008, 06:16 PM

მეგობარი მოვიდა და მეუბნება: გუშინ გნახე სიზმარში ფულს მთხოვდი მჩირდება 150 ლარიო და მოგეციო, თან მიხაროდა, რომ აღმომაჩნდა!
და მომადგა და რას ნიშნავს? რად გინდოდაო?

რა უნდა მეთქვა?
იქნებ თქვენ მითხრათ რას უნდა ნიშნავდეს? shok.gif

Posted by: Alpha Jun 13 2008, 03:45 PM

QUOTE(TeO @ Jun 10 2008, 06:16 PM) *
მეგობარი მოვიდა და მეუბნება: გუშინ გნახე სიზმარში ფულს მთხოვდი მჩირდება 150 ლარიო და მოგეციო, თან მიხაროდა, რომ აღმომაჩნდა!
და მომადგა და რას ნიშნავს? რად გინდოდაო?

რა უნდა მეთქვა?
იქნებ თქვენ მითხრათ რას უნდა ნიშნავდეს? shok.gif

biggrin.gif
ნეტავ რატო 150 დ არა 149 მაგალითდ? blink.gif

Posted by: Katabua Jun 13 2008, 05:21 PM

სიზმარში ადრე სულ ვიღაცეები მეომებოდნენ, არადედამიწელები,.. crazy.gif მაგრამ რაც "ბოევოიზე" დავდივარ, აღარ ჩანან და.. რას ნიშნააავს?! "ეზოთერიკ ტუსოვკაზე" არიან სადმეეე? tongue.gif

Posted by: Katabua Jul 2 2008, 05:54 PM

ესე იგიიი...
სიზმრად ვნახე..
ვიღაც ტიპი ვიყავი და ვიცოდი სად რა იდო (მე როგორც კატაბუამ) მაგრამ სიზმარში უნდა შემესრულებინა ისე, რომ ვითომ არ ვიცოდი..
ანუ რაღაც სკივრებს ვაღებდი, ვითომ რაღაცას ვეძებდი.. ამ დროს კი ვიცი სად რა დევს.. და მაინც ვაგრძელებ. როლია შესასრულებელი რაა.. ვხსნიი, სკივრეებს, ვხსნიი.. სულ არ მჭირდება იქ რაც დევს.. სულ არაა.. მაგრამ არავინ იფიქროს რომ მე ვიცი რომ აქ ეს ყველაფერი დეეევს.. დაა... მომბეზრდა ჩემი სიზმარი!!!!..
ვსიო
და ვიცი რასაც ნიშნავს
რა ახსნა ამს უნდა... Just_Cuz_01.gif
წავედი, ცივი წყალი დავლიო

Posted by: Shou Jul 7 2008, 11:51 AM

მინდა ჩემი სიზმარი მოგითხროთ. გარჩევას არ ვითხოვ, ალბათ უფრო ლაშარელასთვის სიუჟეტად გამოდგება ჯერ არ დაწერილი რომანისათვის (თუ პიესისთვის:-)).

უცხო ქალაქში მივდიოდით, ადამიანების ჯგუფი იყო. მივდიოდით ექსპედიციაში იმ ქალაქის შესასწავლად და ”საშველად”. ქალაქს ხელადი ერქვა. გზა უდაბნოზე გადიოდა და რატომღაც ჩრდილო-დასავლეთით მიემართებოდა ირიბად და სწორხაზოვნად.

ქალაქი ძალიან უცნაური იყო. უდაბნოს მხრიდან შევედით და იმ მხარეს გამოქვაბულები ესაზღვრებოდა. ეს გამოქვაბულები მიწის დონეზე იყო და სადღაც სიღრმეებში ჩადიოდა. უფრო ხელოვნურად შექმნილს გავდა ვიდრე ბუნებრივს, ან იქნებ ბუნებრივიც იყო და მერე ვიღაცის მიერ დამუშავებული, ვინ იცის. ქალაქში ერთი დიდი ქუჩა მიემართებოდა და წარმოიდგინეთ ერთ მხარეს გამოქვაბულები მიუყვებოდა, მეორე მხარეს კი სახლები. სახლების სიმაღლე მაქსიმუმ 4 სართული იყო. არათანამედროვეს დავარქმევდი უფრო, თუმცა ალბათ ვერ ვიქნები მთლად სწორი შეფასებაში რადგან ქალაქი ძალიან უჩვეულო იყო.

წარმოიდგინეთ უამრავი ჩალეწილი ფანჯარა. შუშის თითოეული ნატეხი ჰაერში გაყინული და ორნამენტებად სახლებთან მოლივლივე. პირველივე სახლი მახსოვს ყველაზე მკაფიოდ. სახეზე უზარმაზარი შრამით. ხო, შუშები შრამის ფორმად ეკვროდა ფასადს, უფრო სწორად კი არ ეკვროდა ჰაერში იყო გაყინული და ყოველი ნიავის დაბერვისას ხვდებოდი რომ მოძრაობდა, თითოეული ფორმა, ორნამენტი შუშის ნატეხისაგან აწყობილი ირხეოდა, თითქოს ქალაქი, სახლები, ცოცხალი იყო და სუნთქავდა. ლამაზი იყო, შთამბეჭდავი, შემზარავი.

რამდენადაც მივხვდი და გავიგე. ქალაქი ყოველთვის არ ყოფილა ესეთი. ერთი შემთხვევის შემდგომ ყველაფერი შეცვლილა. ეს შემთხვევა ერთი ბიჭის ქურდობას უკავშირდებოდა და მის დევნას. იმ შემთხვევის შემდეგ შუშები დალეწილა და ჰარში გაყინულა. პერიოდულად ფორმებსაც იცვლიდა თურმე. ყველაზე საინტერესო ის არის კიდევ რომ ამ დღის შემდეგ საკმარისი იყო პატარა კონფლიქტი წამოწყებულიყო ქალაქში და მაშინვე შუშის ნამსხვრევები ავად იწყებდნენ მოძრაობას და ყველას და ყველაფერს განადგურებით ემუქრებოდნენ.

არ ვიცი ამის ბრალი იყო თუ რაღაც სხვა ვირუსი ეყრებოდა ყველას ვინც ქალაქში ცოტა ხანი მაინც რჩებოდა, მაგრამ ადრე თუ გვიან ყველას ერთი მანია ეწყებოდა. ყველას თავი ანგელოზი ეგონა და ეს ანგელოზობა მარტო საქციელში როდი გამოიხატებოდა, არამედ ყველა ფრთებს იმაგრებდა. მე შთაბეჭდილება დამრჩა რომ ფრთები ხელოვნური იყო და იმაგრებდნენ, თუმცა შესაძლოა ეზრდებოდათ კიდევაც:-)))

მახსოვს, იქ იმიტომ ჩავედით რომ ხალხი განგვეკურნა და ვუმტკიცებდით რომ ანგელოზები არ იყვნენ. მახსოვს მოჭრილი ფრთები, უფრო სწორად კორძები ზურგზე, ტანსაცმელზე გამოშვერილი, ძალიან მაგონებდა რაღაც ხელოვნურს, მახსოვს მათი სახეები, ჩემი გაკვირვება თუ რატომ იბრალებდნენ ანგელოზობას. კიდევ ის რომ, როგორც კი ვაჯერებდით, ან თითქმის ვაჯერებდით ასე არ არისთქო, შუშები ავად იქუფრებოდნენ და ყველა მიმართულებით ჰაერში ტრიალებდნენ, გეგონება თავად ჰაერი არისო ასეთი კრისტალური, საშიში, სისხლიანი.

ყველაზე კარგად კი მახსოვს ბავშვები. აი, ისინი ნამდვილად არ გავდნენ ხელოვნურ ანგელოზებს, თუმცა სახეები არ ჰქონდათ ფრესკებზე დახატული, გულუბრყვილო, გაღიმებული ანგელოზების მსგავსი. სახეები, უფრო მტკიცე იყო, შეუპოვარი და მაინც მართალი, არა საშიში. ყველას ტანისამოსი ეცვა, ოღონდ არ იფიქროთ თეთრ კაბიანი ბავშვები იყვნენ ქერა თმებით და ცისფერი თვალებით. ერთი გოგო მახსოვს(”ანგელოზი”) წითელი კაბით.

აი, სულ ეს არის რაც მახსოვს სიზმრიდან, თუმცა ძირითადად სიზმრები საერთოდ არ მახსოვს.

Posted by: blanca Jul 8 2008, 05:22 AM

ძაან ბევრი გახსოვს biggrin.gif

Posted by: Shou Jul 8 2008, 10:31 AM

QUOTE(blanca @ Jul 8 2008, 06:22 AM) *
ძაან ბევრი გახსოვს biggrin.gif

ხო, მეც ეგ მიკვირს. ან საერთოდ არაფერი არ მახსოვს და ძირითადად ასეა ხოლმე ან თითქმის ყველა დეტალი, ფიქრიც კი:-))))))

Posted by: Thea Jul 9 2008, 04:33 PM

pirvelad var ak;-)

Posted by: NonA Jul 10 2008, 12:53 PM

აი სიზმარს რაც შეეეხება, ყოველთვის მესიზმრება და ვინც ამბობს რომ ვერ ვხედავ სიზმრებსო, ეს კარგია იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ძილის დროს ტვინი ბოლომდე ისვენებს...მე ღამე თითქმის არ მძინავს, ვაი და თუ შემთხვევით გამეღვიძა, მერე 2 საათი მინდა დასაძინებლად sad.gif
ადრე სიზმარში ან ვიცოდი რომ მძინავს და რაგაცეებს ვჩალიჩობდი wacko.gif ან ისე დავდიოდი, რომ მიწაზე ფეხს არ ვადგამდი blink.gif

მაგრამ ბოლო დროს, გავგიჟდი ისეთ სიზმრებს ვხედავ ohmy.gif რაც მესიზმრება მეორე ან მესამე დღეს ხდება, ნუ ზუსტად იგივე სურათი არ არის, მაგრამ შინაარსი იგივე დევს unsure.gif ეს რატომ ხდება??

Posted by: blanca Jul 11 2008, 05:48 AM

ინფორმაციას იღებ კოლექტიური ქვეცნობიერიდან ..

Posted by: Zet Jul 15 2008, 07:50 PM

QUOTE(Thea @ Jul 9 2008, 04:33 PM) *
pirvelad var ak;-)

welcomeani.gif

Posted by: Sophia Jul 16 2008, 12:22 AM

araaa, ician ra bedic eliT tu shensken kidev gamochndebian da imalebian, eshiniat va

QUOTE(Katabua @ Jun 13 2008, 06:21 PM) *
სიზმარში ადრე სულ ვიღაცეები მეომებოდნენ, არადედამიწელები,.. crazy.gif მაგრამ რაც "ბოევოიზე" დავდივარ, აღარ ჩანან და.. რას ნიშნააავს?! "ეზოთერიკ ტუსოვკაზე" არიან სადმეეე? tongue.gif

Posted by: Sophia Jul 16 2008, 12:28 AM

მეგობრებო, რამდენიმე დღის წინ უცნაური რამე დამემართა. ჩემი სიზმრების შესახებ იცით ალბათ ყველაფერი, სადღაც უამრავი დავწერე, ხოდა მაგ სტილში გრძელდება სერიები...
მაგრამ რამდენიმე დღის წინ სულ სხვა რაღაც მომივიდა. ძილში თითქოს მიწის ძვრა ვიგრძენი. ძლიერი რხევები. თვალები გავახილე მტელი ჩემი საწოლი ზანზარებდა და მეც, ასე მეგონა მარცევდნენ, ოღონდაც ძალიან ძლიერად. ალბათ შემეშინდა იმიტომ რომ ვიყვირე ბევრი, ბევრი. ოთახში დედაცჰემი შემოვარდა და რაც ყველაზე მთავარია არ მესმოდა რას მეუბნებოდა და ვერც ვცნობდი მგონი. არა კი ვიცანი, მაგრამ ადეკვატური არ ვიყავი. ძლივს ამოვღერღე ამხელა მიწის ძვრას როგორ ვერ გრძნობ მეთქი და გაოგნდა, არც არანაირი რხევები არ ყოფილა. იმ მომენტში სხეულსაც ვერ ვგრძნბდი. რაღაც კი ვიYავი, მაგრამ სხეული არა. ძალიან მსუბუქი და ვიღაც მაჯანჯგარებდა... მერე უცბად ჩამეძინა. იცით როგორ მეშინია ეხლაც რომ მაგონდება. საათის სამი იყო. მეორე დღეს გავიგე რომ ზუსტად სამზე ჩემი მეგობარი და მასწავლებელი გარდაიცვალა თურმე. რომლის ნახვაც ვერ მოვასწარი, რაღაცეები ჰქონდა სათქმელი. არის ერთმანეთტან ვითომ კავშირში? და რატომ მქონდა ასეთი სიმპტომები?

Posted by: blanca Jul 16 2008, 02:09 AM

ვა რა უცნაურია

მე საერთოდ 'სამი საათის' ფენომენი მაინტერესებს, თუ არსებობს ესეთი რამე ან მასზე დაკვირვება ...
ძაან საინტერესო რამეები ხდება ხოლმე სამ საათზე დაკვირვებული ვარ

გალაკტიონის 'სამი საათიც' მახსენდება ...

დაკვირვებიხართ ვინმე?>??

Posted by: blanca Jul 16 2008, 02:17 AM

ალბათ სულიერად ძალიან ახლოს იყავით ერთმანეთთან ესე რომ იგრზენი

...იმ დროს, როცა ეს მოხდა ძალიან მსუბუქი იყავი? ესე იგი იყავი მხოლოდ სული, ასტრალური სხეული (??)
ხოდა შენმა ასტრალურმა სხეულმა/სულმა იგრძნო მისი გარდაცვალება /სამუდამო გადასვლა ასტრალში
მაგარი საინტერესო რამეა ...

Posted by: TeO Jul 16 2008, 02:32 PM

QUOTE(NonA @ Jul 10 2008, 12:53 PM) *
აი სიზმარს რაც შეეეხება, ყოველთვის მესიზმრება და ვინც ამბობს რომ ვერ ვხედავ სიზმრებსო, ეს კარგია იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ძილის დროს ტვინი ბოლომდე ისვენებს...მე ღამე თითქმის არ მძინავს, ვაი და თუ შემთხვევით გამეღვიძა, მერე 2 საათი მინდა დასაძინებლად sad.gif
ადრე სიზმარში ან ვიცოდი რომ მძინავს და რაგაცეებს ვჩალიჩობდი wacko.gif ან ისე დავდიოდი, რომ მიწაზე ფეხს არ ვადგამდი blink.gif

მაგრამ ბოლო დროს, გავგიჟდი ისეთ სიზმრებს ვხედავ ohmy.gif რაც მესიზმრება მეორე ან მესამე დღეს ხდება, ნუ ზუსტად იგივე სურათი არ არის, მაგრამ შინაარსი იგივე დევს unsure.gif ეს რატომ ხდება??

NonA ძალიან რთული ღამეები და სიზმრები გქონია sad.gif ძნელია ალბათ... გამაგრდი!!! Laie_61.gif

მაინტერესებს ფილმი "კონსტანტინე" თუ გაქვს ნანახი? თუ არა ნახე აუცილებლად! kiss1.gif აი ლინკიც:
http://avoe.ge/movies/one.php?mid=5116

Posted by: TeO Jul 16 2008, 02:38 PM

QUOTE(Sophia @ Jul 16 2008, 12:28 AM) *
არის ერთმანეთტან ვითომ კავშირში? და რატომ მქონდა ასეთი სიმპტომები?

ჩემი აზრით უშუალო კავშირია ამ შემთხვევბს შორის, რადგან ჩვენ ადამიანები ერთმანეთთან გადაბმულნი ვართ უხილავი ძაფებით და შენ შემთხვევაში სოფია ეს ძაფი ტროსის სისქე აღმოჩნდა!! გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ახლო სულიერი კავშირი გქონდა მეგობართან! unsure.gif
წაკითხული გაქვს ბახის "ილუზიები"? თუ არა აუცილებლად წაიკითხე.. Laie_61.gif

Posted by: Thea Jul 16 2008, 05:07 PM

...is rom ragaceebi konda satkmeli - am informacias shen inaxavdi shens gonebashi, sxeulshi da emzadebodi ro migego...zalian rtulad xom ar vambob?... hoda, es kvelaferi naxe "shexvedramde"....rodis "dagezineba " anu rodis agar ixilav ici sizmarshi - roca ragac dasruldeba,damtavrdeba... shen grznobdi am adamians, kvecnobierad emzadebodi shesaxvedrad da ubralod, shexvedramde isic igrzeni ro sxva mdgomareobashi gadadioda... anu igrzeni misi gardacvaleba...
....eh, shevechide ra mec temas;-(....;-))))

Posted by: Thea Jul 16 2008, 05:09 PM

l_daisy.gif l_daisy.gif

Posted by: Sophia Jul 17 2008, 01:56 PM

თეო, თეა, აბსოლუტურად გავიგე რასაც მეუბნებით.
მეც ამას ვვარაუდობ. დიახ, კავშირი ნამდვილად ძლიერი იყო ჩვენს შორის. აზრობრივი, ემოციური....

Posted by: TeO Jul 17 2008, 02:11 PM

smile.gif kiss1.gif

Posted by: Thea Jul 17 2008, 05:52 PM

forumelebi ertmanets icnobt kidec, shexvedrilxart?

Posted by: Thea Jul 17 2008, 05:54 PM

gossip.gif gossip.gif gossip.gif

Posted by: Mirabella Jul 18 2008, 11:13 AM

აუ, 4-5 დღის წინ დამესიზმრა ისეთი სასიამოვნო სიზმარი, და შეგრძნება იყო თითხოს ცხადია ეს ყველაფერი და დღემდე ვგრძნობ აშუშენიებს , ეგეთი სიზმრები მომწონს, არც არაფერი ჩახლართული არაა და თან სასიამოვნოა, პრინციპში ვერ გავიგე იმ სიტუაციაში რა მინდოდა და რატომ მოვხვდი, მაგრამ ისე მომეცონა რომ....რაც იკო იკო, კარგი კი იკო whistling.gif

Posted by: old_man Jul 18 2008, 11:29 AM

და რა იყო მაგ სიზმრის შინაარსი თუ საიდუმო არაა? smile.gif
მაჩუქე რა შენი სიზმარი....ჩემი სიზმარი შენ...ჩემი სიზმარი შენ... biggrin.gif

Posted by: Mirabella Jul 18 2008, 12:11 PM

QUOTE(old_man @ Jul 18 2008, 11:29 AM) *
და რა იყო მაგ სიზმრის შინაარსი თუ საიდუმო არაა? smile.gif
მაჩუქე რა შენი სიზმარი....ჩემი სიზმარი შენ...ჩემი სიზმარი შენ... biggrin.gif

შვილი მყავდა smile.gif

Posted by: old_man Jul 18 2008, 01:08 PM

QUOTE(Mirabella @ Jul 18 2008, 12:11 PM) *
შვილი მყავდა smile.gif

კაი მაშინ დაიტოვე, არ გამომადგება ეგ სიზმარი, ანუ კაცს ვერ ექნება ისეთი შეგრძნებები მაგ შემთხვევეაში როგორც ქალს.
მაშინ რამე სხვა სიზმარი მაჩუქე, დიდი ხანია აღარაფერი მესიზმრება smile.gif

Posted by: Thea Jul 18 2008, 01:40 PM

QUOTE(old_man @ Jul 18 2008, 02:08 PM) *
კაი მაშინ დაიტოვე, არ გამომადგება ეგ სიზმარი, ანუ კაცს ვერ ექნება ისეთი შეგრძნებები მაგ შემთხვევეაში როგორც ქალს.
მაშინ რამე სხვა სიზმარი მაჩუქე, დიდი ხანია აღარაფერი მესიზმრება smile.gif

eg gacuxebs - sizmars ro agar naxulob?

Posted by: old_man Jul 18 2008, 04:19 PM

კი ძაან დიდ განცდებში ვარ biggrin.gif
ისე კოშმარებზეც არ ვიტყოდი უარს. მაგარი შეგრძნებაა რაღაც საშინელ სიტუაციაში რომ ხარ და უცებ გეღვიძება და ხვდები რომ სიზმარი იყო. კიდევ უფრო მაგარია კოშმარს რომ ხედავ და უკვე ძილის პროცესში რომ აცნობიერებ სიზმარი როა და უკვე მსახიობივით თამაშობ შენს სიზმარში. ხომ მაგარია? smile.gif

Posted by: cowboy Jul 18 2008, 09:12 PM

ვაუ, გამარჯობათ ყველას! ოლდმენ ძმაო, ეგეთი შეგრძნება მეც მქონია, აი სიზმარში ხარ მაგრამ რომ იცი რომ სიზმარია, აი ნაღდად რომ იცი და უკვე აღარ გეშინია, ანდა ხანდახან პირიქით, კაიფობ კიდეცsmile.gif ნუ გააჩნია ვინ გესიზმრებაsmile.gif
ვითომ ეგ რა პროცესია? ანუ ნახევრად ხარ გათიშული თუ რა ხდება?

Posted by: Mirabella Jul 19 2008, 02:30 AM

oldman

ორი სიზმარი მახსენდება ეხლა უცებ და აბა რომელი გინდა...

ერთი იყო, რომ თოვლია და ომია გაჩაღებული, ოღონდ რა ომია არ ვიცი, მაგრამ მე წითელარმიელი ვიყავი...ოღონდ ქალი არა, წითელარმიელი კაცი და ნუ კაცი მოვკალი და ძალიან განვიცდიდი რომ ცოდვა ჩავიდინე და ეს დანასაულის შეგრძნება გაღვიძების მერეც გამყვა საკმაოდ დიდხანს... ph34r.gif
და მეორე იყო სადღაც ქუჩაში მივდიოდით და კერძო სახლს გავუარეთ გვერდი... ვისთან ერთად ვიყავი არ ჩანდა, მაგრამ ჭიშკარი ღია იყო და იქ დავინახე რომ მიცვალებული ესვენა...და მერე მეორე კადრი მახსოვს რომ ხორცს ვჭამდი და ვიცოდი რომ ეს იმ მიცვალებულის ხორცი იყო და ძალიან მეგემრიელებოდა .... blink.gif ისე საერთოდ მე ხორცის ჭამა კარგად მაქვს დაცდილი, სულ ვიცი რომ მეორე დღეს სასიამოვნოდ გავატარებ... secret.gif

კიდევ თუ გამახსენდა რამე მოგიყვები და ამოირჩიე რომელიც მოგეწონება... მერე ოქროს ხონჩა დავითრიოთ და აბრეშუმის ხილაბანდი და ეგაა laugh.gif laugh.gif laugh.gif

Posted by: blanca Jul 19 2008, 02:49 AM

იშვიათად მახსომდება სიზმარი თავიდან ბოლომდე ..

.. გზაზე მივდიოდი და ამ გზაზე, შუაში რომ არის ხოლმე გავლებული წყვეტილი ხაზები, მის ნაცვლად , ჯვრები იყო დასმული
არ ვარ ეკლესიური და მიკვირს ეს რომ დამესიზმრა ..

ყოველთვის უცნაურ სიზმრებს ვხედავ .. ამ ბოლო დროს ისეთ სურეალურს რომ დალის შეშურდება laugh.gif
ქოლგა მეჭირა, მერე ქარმა დაუბერა და ქოლგა ზემოთ აიკეცა, დაიხა ნაჭერი ზოლებად ჩამოეკიდა და ქოლგის თავიდან შადრევანმა ამოასხა biggrin.gif მინდა მასავით ვხატავდე ჩემს სიზმრებს smile.gif

მერე გარეთ გავედი .. კაშკაშა მზე იყო, აი ისეთი, მხოლოდ ზღვაზე რომ ნახავ, საოცარი ცისფერი ცა და თვალისმომჭრელი სინათლე.. ვიცოდი რომ ეს ცა ზღვა იყო დედამიწაზე მეორე სართულად დადგმული ..

მეერე NY-ში მივფრინავდით მე და ჩემი მეგობარი. წყალზე მივფრინავდით. ცოტა ზევით ავფრინდეთ მეთქი უთხარი. ავედით ზემოთ და შორს ღრუბლებში გამოჩნდა NY. ესეთი ლამაზი არასდროს მინახავს smile.gif მგონი ეს უფრო ასტრალს გავდა საოცარი მკვეთრი ფერებით... მერე გამაღვიძეს sad.gif

საერთოდ ძალიან ლამაზ სიზმრებს ვნახულობ. რაღაცას აბალანსებს ეს სიზმრები.. იშვიათად რომ საშიში რამ ვნახო, და თუ ვნახე, მომდევენ მოსაკლავად ან რამე, მაშინვე ვიწყებ სიზმრის მართვას. მახსოვს სახლის სახურავზე დამდევდნენ დასაჭერად დავიჭირე და მაგრად ვცემე laugh.gif

ერთხელ ეკლესიასთან მყოფ სასაფლაოზე ერთ საფლავში მეძინა. ვიღაცა გადმოძრვა მეორე საფლავიდან ჩემს გასაგუდად. დავიჭირე და ისიც მაგრად ვცემე laugh.gif ესე მოყოლილი სასაცილოა მაგრამ ძალიან მძაფრი და საშინელი შეგრძნება იყო. მაგრამ როცა კონტროლს ვიწყებ ძალიან მაგარი შეგრძნებაა .. smile.gif
მოკლედ უცნაური მეორე სიცოცხლე მაქვს sad.gif

Posted by: blanca Jul 19 2008, 02:50 AM

არის აქ ვინმე ფსიქოლოგი?

Posted by: ირმა Jul 24 2008, 01:35 AM

რვეულში სიზმრის ჩაწერა მეც გამიგია.
ამ ბოლო დროს სიზმრად მღვდლობა მევალება. ნეტავ რას უნდა ნიშნავდეს?

Posted by: TeO Aug 7 2008, 04:59 PM

ძალიან კურიოზული სიზმარი გამომივიდა biggrin.gif
მოკლედ მესიზმრება რომ კბილები მტკივა და სტომატოლოგთან შევირბინე ყველანაერი რიგისა და ჩაწერის გარეშე smile.gif ხოდა გამსინჯა და ყველა კბილი ჯანმრთელი გაქვსო, მე გამიხარდა და გამომეღვიძა, მაგრამ კბილების ტკივილი მაინც მქონდა და კარგახანი მაწუხებდა, მერე გაქრა ისევე მოულოდნელად როგორც ძილის დროს გამოჩნდა biggrin.gif

Posted by: ირმა Aug 14 2008, 01:48 PM

მთავარია ბოლო კეთილია.

Posted by: ირმა Oct 26 2008, 12:28 AM

QUOTE(Shou @ Jul 7 2008, 12:51 PM) *
მინდა ჩემი სიზმარი მოგითხროთ. გარჩევას არ ვითხოვ, ალბათ უფრო ლაშარელასთვის სიუჟეტად გამოდგება ჯერ არ დაწერილი რომანისათვის (თუ პიესისთვის:-)).

უცხო ქალაქში მივდიოდით, ადამიანების ჯგუფი იყო. მივდიოდით ექსპედიციაში იმ ქალაქის შესასწავლად და ”საშველად”. ქალაქს ხელადი ერქვა. გზა უდაბნოზე გადიოდა და რატომღაც ჩრდილო-დასავლეთით მიემართებოდა ირიბად და სწორხაზოვნად.

ქალაქი ძალიან უცნაური იყო. უდაბნოს მხრიდან შევედით და იმ მხარეს გამოქვაბულები ესაზღვრებოდა. ეს გამოქვაბულები მიწის დონეზე იყო და სადღაც სიღრმეებში ჩადიოდა. უფრო ხელოვნურად შექმნილს გავდა ვიდრე ბუნებრივს, ან იქნებ ბუნებრივიც იყო და მერე ვიღაცის მიერ დამუშავებული, ვინ იცის. ქალაქში ერთი დიდი ქუჩა მიემართებოდა და წარმოიდგინეთ ერთ მხარეს გამოქვაბულები მიუყვებოდა, მეორე მხარეს კი სახლები. სახლების სიმაღლე მაქსიმუმ 4 სართული იყო. არათანამედროვეს დავარქმევდი უფრო, თუმცა ალბათ ვერ ვიქნები მთლად სწორი შეფასებაში რადგან ქალაქი ძალიან უჩვეულო იყო.

წარმოიდგინეთ უამრავი ჩალეწილი ფანჯარა. შუშის თითოეული ნატეხი ჰაერში გაყინული და ორნამენტებად სახლებთან მოლივლივე. პირველივე სახლი მახსოვს ყველაზე მკაფიოდ. სახეზე უზარმაზარი შრამით. ხო, შუშები შრამის ფორმად ეკვროდა ფასადს, უფრო სწორად კი არ ეკვროდა ჰაერში იყო გაყინული და ყოველი ნიავის დაბერვისას ხვდებოდი რომ მოძრაობდა, თითოეული ფორმა, ორნამენტი შუშის ნატეხისაგან აწყობილი ირხეოდა, თითქოს ქალაქი, სახლები, ცოცხალი იყო და სუნთქავდა. ლამაზი იყო, შთამბეჭდავი, შემზარავი.

რამდენადაც მივხვდი და გავიგე. ქალაქი ყოველთვის არ ყოფილა ესეთი. ერთი შემთხვევის შემდგომ ყველაფერი შეცვლილა. ეს შემთხვევა ერთი ბიჭის ქურდობას უკავშირდებოდა და მის დევნას. იმ შემთხვევის შემდეგ შუშები დალეწილა და ჰარში გაყინულა. პერიოდულად ფორმებსაც იცვლიდა თურმე. ყველაზე საინტერესო ის არის კიდევ რომ ამ დღის შემდეგ საკმარისი იყო პატარა კონფლიქტი წამოწყებულიყო ქალაქში და მაშინვე შუშის ნამსხვრევები ავად იწყებდნენ მოძრაობას და ყველას და ყველაფერს განადგურებით ემუქრებოდნენ.

არ ვიცი ამის ბრალი იყო თუ რაღაც სხვა ვირუსი ეყრებოდა ყველას ვინც ქალაქში ცოტა ხანი მაინც რჩებოდა, მაგრამ ადრე თუ გვიან ყველას ერთი მანია ეწყებოდა. ყველას თავი ანგელოზი ეგონა და ეს ანგელოზობა მარტო საქციელში როდი გამოიხატებოდა, არამედ ყველა ფრთებს იმაგრებდა. მე შთაბეჭდილება დამრჩა რომ ფრთები ხელოვნური იყო და იმაგრებდნენ, თუმცა შესაძლოა ეზრდებოდათ კიდევაც:-)))

მახსოვს, იქ იმიტომ ჩავედით რომ ხალხი განგვეკურნა და ვუმტკიცებდით რომ ანგელოზები არ იყვნენ. მახსოვს მოჭრილი ფრთები, უფრო სწორად კორძები ზურგზე, ტანსაცმელზე გამოშვერილი, ძალიან მაგონებდა რაღაც ხელოვნურს, მახსოვს მათი სახეები, ჩემი გაკვირვება თუ რატომ იბრალებდნენ ანგელოზობას. კიდევ ის რომ, როგორც კი ვაჯერებდით, ან თითქმის ვაჯერებდით ასე არ არისთქო, შუშები ავად იქუფრებოდნენ და ყველა მიმართულებით ჰაერში ტრიალებდნენ, გეგონება თავად ჰაერი არისო ასეთი კრისტალური, საშიში, სისხლიანი.

ყველაზე კარგად კი მახსოვს ბავშვები. აი, ისინი ნამდვილად არ გავდნენ ხელოვნურ ანგელოზებს, თუმცა სახეები არ ჰქონდათ ფრესკებზე დახატული, გულუბრყვილო, გაღიმებული ანგელოზების მსგავსი. სახეები, უფრო მტკიცე იყო, შეუპოვარი და მაინც მართალი, არა საშიში. ყველას ტანისამოსი ეცვა, ოღონდ არ იფიქროთ თეთრ კაბიანი ბავშვები იყვნენ ქერა თმებით და ცისფერი თვალებით. ერთი გოგო მახსოვს(”ანგელოზი”) წითელი კაბით.

აი, სულ ეს არის რაც მახსოვს სიზმრიდან, თუმცა ძირითადად სიზმრები საერთოდ არ მახსოვს.

http://img79.imageshack.us/my.php?image=dsc5553lky6.jpg
http://g.imageshack.us/img79/dsc5553lky6.jpg/1/
შენი სიზმრის კითხვის დროს ეს სურათი გამახსენდა, ნახე მართლა წითლებში ანგელოზია, ამას წინათ ინტერნეტიდან ჩამოვტვირთე.

Posted by: ირმა Oct 26 2008, 12:53 AM

QUOTE(blanca @ Jul 19 2008, 03:49 AM) *
იშვიათად მახსომდება სიზმარი თავიდან ბოლომდე ..

.. გზაზე მივდიოდი და ამ გზაზე, შუაში რომ არის ხოლმე გავლებული წყვეტილი ხაზები, მის ნაცვლად , ჯვრები იყო დასმული
არ ვარ ეკლესიური და მიკვირს ეს რომ დამესიზმრა ..

ყოველთვის უცნაურ სიზმრებს ვხედავ .. ამ ბოლო დროს ისეთ სურეალურს რომ დალის შეშურდება laugh.gif
ქოლგა მეჭირა, მერე ქარმა დაუბერა და ქოლგა ზემოთ აიკეცა, დაიხა ნაჭერი ზოლებად ჩამოეკიდა და ქოლგის თავიდან შადრევანმა ამოასხა biggrin.gif მინდა მასავით ვხატავდე ჩემს სიზმრებს smile.gif

მერე გარეთ გავედი .. კაშკაშა მზე იყო, აი ისეთი, მხოლოდ ზღვაზე რომ ნახავ, საოცარი ცისფერი ცა და თვალისმომჭრელი სინათლე.. ვიცოდი რომ ეს ცა ზღვა იყო დედამიწაზე მეორე სართულად დადგმული ..

მეერე NY-ში მივფრინავდით მე და ჩემი მეგობარი. წყალზე მივფრინავდით. ცოტა ზევით ავფრინდეთ მეთქი უთხარი. ავედით ზემოთ და შორს ღრუბლებში გამოჩნდა NY. ესეთი ლამაზი არასდროს მინახავს smile.gif მგონი ეს უფრო ასტრალს გავდა საოცარი მკვეთრი ფერებით... მერე გამაღვიძეს sad.gif

საერთოდ ძალიან ლამაზ სიზმრებს ვნახულობ. რაღაცას აბალანსებს ეს სიზმრები.. იშვიათად რომ საშიში რამ ვნახო, და თუ ვნახე, მომდევენ მოსაკლავად ან რამე, მაშინვე ვიწყებ სიზმრის მართვას. მახსოვს სახლის სახურავზე დამდევდნენ დასაჭერად დავიჭირე და მაგრად ვცემე laugh.gif

ერთხელ ეკლესიასთან მყოფ სასაფლაოზე ერთ საფლავში მეძინა. ვიღაცა გადმოძრვა მეორე საფლავიდან ჩემს გასაგუდად. დავიჭირე და ისიც მაგრად ვცემე laugh.gif ესე მოყოლილი სასაცილოა მაგრამ ძალიან მძაფრი და საშინელი შეგრძნება იყო. მაგრამ როცა კონტროლს ვიწყებ ძალიან მაგარი შეგრძნებაა .. smile.gif
მოკლედ უცნაური მეორე სიცოცხლე მაქვს sad.gif

სიზმრის კონტროლი ძალიან კარგი რამ იქნება, კარგია მაგის მიღწევა. თუ მაგას მიაღწიე, შეგეძლება სიზმარში რამე ისწავლო, შეკითხვას პასუხი გასცე და სხვა, მაგრამ ძალიან ძნელია ამის მიღწევა.
საერთოდ კარგია ლამაზი სიზმრები.

Posted by: ირმა Oct 26 2008, 01:21 AM

ისე სიზმარი სამი სახის არის:
1. სიზმრები, რომლებიც წარმოიქმნებიან ჩვენი ფიქრებისაგან, მოვლენებისაგან
2. სიზმრები, რომლებიც წარმოიქმნებიან, საღამოს, მძიმე საჭმლის ჭამით, ძილში ხმათა ჩასმენით(წვიმა, თვითმფრინავი და სხვა), სუნის გრძნობით, რაიმეი გამოსხივებით და სხვა.
3. სიზმრები, რომლებიც არის ხილვები, რომლებიც შეიძლება იყოს ჩვენი სულის მოგზაურობის შედეგი, ან გამოცხადება ანგელოზისა თუ ღვთისმშობლის, ან ხედვა წინასწარმეტყველული.

პირველი სახის სიზმრები წარმოიქმნებიან, როგორც კი მიდიხარ დასაძინებლად(უმეტეს შემთხვევაში, გამონაკლისი არსებობს ყველგან და ყველაფერში.)
მეორესახის სიზმარიც იგივეა თითქმის.
მესამე სახის სიზმარი უმეტეს შემთხვევაში კი დილის საათებში ხდება, როცა ორგანიზმი მთლიანად განიტვირთება მიწიურისგან, დაღლისგან, ხმაურისგან, საჭმელისგან და სხვა.

მღვდლის დანიშნულება ალბათ ისიც არის რომ სიზმრის ახსნის ძალა ჰქონდეს, მაგრამ უმეტესობას ეს ძალა არა აქვს და ამიტომაც ამბობენ ნუ ვირწმუნოთ სიზმარი, იმიტომ რომ შეიძლება ეშმაკის იყოსო, არ ვეთანხმები. მაშ რა ვქნათ თუ ნამდვილი ხილვები გვაქვს, თუ სიზმარში ნანახი გვიცხადდება?! ჩემის აზრით მღვდელი მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს მღვდელი, როცა ყველა შეკითხვაზე შესძლებს პასუხის გაცემას და ისეთი პასუხის, რომელი პასუხითაც მორწმუნე დაინახავს. ხო , გამიგრძელდა, ერ განვსჯი მეტს, მაგრამ არ მომწონს აზრი დამაპროგრამოს ვინმემ. კომპიუტერი არა ვარ, ადამიანი ვარ და მიყვარს ოცნება, მინდა რომ ვნახო კარგი სიზმარი მინდა, რომ მქონდეს გამოცხადება...

Posted by: ირმა Oct 26 2008, 01:22 AM

ხო, ჩემს ერთ სიზმარს დავწერ, რომელიც რამდენიმე წლის წინ მესიზმრა.

ვნახე დიდი მარგალიტის მძივი, რომელიც ზეციდან ეშვებოდა, მთელი ხალხი უყურებდა ამ სასწაულს, გავედი გარეთ და დავუწყე ყურება, უცებ ეს მძივი ქალად იქცა. ასეთი ლამაზი ქალი ცხოვრებაშტ არ მინახავს, ის ორსართულიანი სახლის წინ ეშვებოდა და თავისი სიმაღლით თითქოს ამ სახლის ხელა იყოოო. ეცვა თეთრი ჰაეროვანი ნაჭრის კაბა, რომელიც სულ ბრწყინავდა, თითქოს მისი კაბა სავსე იყო უამრავი ალმასებით. სიზმარში მან ერთი ბეჭედი მომცა, რომელიც ასევე ბრწყინავდა, როგოც ის. ბეჭედს ერთი ძალა ჰქონდა,– თუ მის თვალს შევატრიალებდი რასაც ჩავთქვავდი ამისრულდებოდა. ავიღე ბეჭედი და შევინახე.
მერე ქალი ისევ გაქრა და მარგალიტის მძივი ისევ ცაში აიკრიფა.

ეს სილამაზე არასოდეს დამავიწყდება.

Posted by: Sophia Oct 26 2008, 06:53 PM

ალბათ მსგავსი სიზმარი თკვენც გაქვთ პროგრამაში rolleyes.gif . მაგრამ მე მაინც მოგიკვებით. ცლების განმავლობაში, გარკვეული პერიოდულობით სიზმარში მივდივარს ერტსა და იმავე შენობაში. ცოტა მუეუმს ჰგავს, მაგრამ საცხოვრებელი სახლისთვის დამახხასიათებელი ინვენტარიც ბევრია. საკმაოდ დიდია, ერთმანეთში გადის დარბაზები, დერეფნები, დიდი კიბეები. აქა_იქი ხალხიც მოძრაობს, თითქოს სიზმარში ამ ხალხს ვიცნობ, მაგრამ ამ რეალური ცხოვრებიდან არც ერთი ნაცნობი სახე. დავდივარ, დავდივარ, დავდივარ... იქაურობა ზალიან ლამაზია, მდიდრული, კომფორტულიც კი. მაგრამ რაღაც არ მსიამოვნებს, სულ ისეთი შეგრძნება მაქვს რომ რაღაც უნდა მოხდეს, ან მოხდა და სულ ჩუმად დავდივარ.
ამ ერთსა და იმავე სჰენობასჰი დავდივარ უკვე წლებია biggrin.gif
ნეტავ რას ნიშნავს ?! l_book.gif

Posted by: ირმა Oct 26 2008, 09:51 PM

QUOTE(Sophia @ Oct 26 2008, 07:53 PM) *
ალბათ მსგავსი სიზმარი თკვენც გაქვთ პროგრამაში rolleyes.gif . მაგრამ მე მაინც მოგიკვებით. ცლების განმავლობაში, გარკვეული პერიოდულობით სიზმარში მივდივარს ერტსა და იმავე შენობაში. ცოტა მუეუმს ჰგავს, მაგრამ საცხოვრებელი სახლისთვის დამახხასიათებელი ინვენტარიც ბევრია. საკმაოდ დიდია, ერთმანეთში გადის დარბაზები, დერეფნები, დიდი კიბეები. აქა_იქი ხალხიც მოძრაობს, თითქოს სიზმარში ამ ხალხს ვიცნობ, მაგრამ ამ რეალური ცხოვრებიდან არც ერთი ნაცნობი სახე. დავდივარ, დავდივარ, დავდივარ... იქაურობა ზალიან ლამაზია, მდიდრული, კომფორტულიც კი. მაგრამ რაღაც არ მსიამოვნებს, სულ ისეთი შეგრძნება მაქვს რომ რაღაც უნდა მოხდეს, ან მოხდა და სულ ჩუმად დავდივარ.
ამ ერთსა და იმავე სჰენობასჰი დავდივარ უკვე წლებია biggrin.gif
ნეტავ რას ნიშნავს ?! l_book.gif

ეს სიზმარი მგონი მხოლოდ შენ შეგიძლია ახსნა. პირველი რასაც გირჩევდი ის არის, რომ სიზმარში უნდა შეეცადო რა არის რომ არ მოგწონს. ვფიქრობ თუ რომელიმე სიზმარში შესძლებ გაითვითცნობიერო ეს შეგრძნება, რომ რაღაც არ გსიამოვნებს და მიხვდე რა არის, ეს დაგეხმარება რეალურ ცხოვრებაში. ჩემის აზრით ეს დიდებული სახლი შეიძლება შენ იყო, ან ასე ვთქვათ შენი სულის სადგომი. იქნებ რამე არ მოსწონს შენგან შენს სულს? კარგი იქნება მოძებნო პასუხი. თუ იპოვი და გამოიყენებ სულიერ „ზრდაში“ მოგეხმარება.
kiss1.gif

Posted by: Sophia Oct 27 2008, 01:02 AM

QUOTE(ირმა @ Oct 26 2008, 10:51 PM) *
ეს სიზმარი მგონი მხოლოდ შენ შეგიძლია ახსნა. პირველი რასაც გირჩევდი ის არის, რომ სიზმარში უნდა შეეცადო რა არის რომ არ მოგწონს. ვფიქრობ თუ რომელიმე სიზმარში შესძლებ გაითვითცნობიერო ეს შეგრძნება, რომ რაღაც არ გსიამოვნებს და მიხვდე რა არის, ეს დაგეხმარება რეალურ ცხოვრებაში. ჩემის აზრით ეს დიდებული სახლი შეიძლება შენ იყო, ან ასე ვთქვათ შენი სულის სადგომი. იქნებ რამე არ მოსწონს შენგან შენს სულს? კარგი იქნება მოძებნო პასუხი. თუ იპოვი და გამოიყენებ სულიერ „ზრდაში“ მოგეხმარება.
kiss1.gif

daaxloebit vici kidec. am saxlshi ragacas vezeb da sul mechkareba. magram rac mets davdivar mit vikargebi, amas garda macuxebs rom marto var am saxlshi. nacnobebi dadian, magram mainc ... am saxshi ashkarad arakomfortulad var, sitbo da simkudrove aklia ikaurobas.
ar vici me rit unda davexmaro chems suls, tu es saxli me var, e.i. chemshi bevri ramea shesacvleli...
magram mgonia rom sakme bevrad rtuladaa superstition.gif , im saxlshi arRac xdeba da ver gavige ra, erti kargad unda daviaro ikauroba, ph34r.gif ikneb rame vipovno da es sakmec gavxsna l_training.gif tongue.gif
tumca maxsovs, roca bevrad patara vikavi da bevrad naklebi mkonda safiqrali amis msgavs saxlshi bevrad didi sixalisit davzvrebodi... sheizleba chemi sulis mdgomareoba ikos martla da albat chems tavs metad unda chavugrmavde, ragaceebi shevcvalo, magram es rtulia, zalian rtulia...
gmadlobt irma rchevebistvis smile.gif

Posted by: ირმა Oct 27 2008, 08:28 PM

QUOTE(Sophia @ Oct 27 2008, 02:02 AM) *

რთული რომ არის ეს გზა, გეთანხმები, მართლა რთულია და ვიტყოდი, რომ ძალიან რთული. საკუთარი გამოცდილებით გეტყვი, რომ ხან თითქოს ყველაფერს სწორად ვაკეთებ, მაგრამ მერე ისევ ცხოვრების პრობლემები მძლევენ ხოლმე და მაშინ ვიტვირთები უარყოფითი მუხტებით, რომლებიც საბოლოოდ ჩვენს ჯანმრთელობაზეც ახდენს ზემოქმედებას. ეს უარყოფითი შეიძლება უბრალოდ ერთი ნერვების მოშლა იყოს, ნუ დაგვავიწყდება, რომ როცა ნერვები გვეშლება ჩვენი ჩაკრები იხსნებიან და ადვილად აღწევს უარყოფითი მუხტი შიგნით. ძნელია, ძალიან ძნელია მაგ: ნერვები არასოდეს მოგეშალოს, თუმცა სწორი მოქცევა იქბნებოდა, მაგრამ ...
აქ ზემოთ კი შენ, შენ თვითონ პასუხობ ერთ-ერთ შენს „შეცდომას“, ამბობ, რომ „პატარა რომ იყავი და ბევრად ნაკლები გქონდა საფიქრალი... “ ეს ნიშნავს, რომ ცხოვრებისეულ ფიქრებს ჩაუთრევიხარ და რომელიღაც კეთილი ანგელოზი ცდილობს გაგახსენოს, გასწავლოს და მიგანიშნოს. ეს სიზმარი საერთოდ ძალიან კარგს ნიშნავს. უბრალოდ ერთი რამ უნდა გვახსოვდეს ყველას ამ ქვეყნად ყველაფერი წარმავალია და მხოლოდ სულია მარადიული. kiss1.gif

Posted by: Taa Oct 31 2008, 01:46 PM

არასოდეს მჯეროდა სიზმრების
არასოდეს
მაგრამ ზუსტად 3ჯერ რაღაც გამეორდა და მერე რაღაც ეჭვი შემეპარა
საშიშ სიზმრებს თითქმის არ ვხედავ ან ძალიან იშვიატად
ბოლო 1 წლის მანძილზე ზუსტად 3ჯერ ვნახე, ტირილით ან რაღაც კოშმარებით გამეღვიძა სამივეჯერ
და სამივეჯერ მომდევნო დღეს ძალიან სერიოზული ჩხუბი მქონდა ხოლმე ერთიდაიგივე ადამიანთან
მეორედ რომ მოხდა მაშინ ეჭვი გამიჩნდა ამას წინათაც ესე არ იყო მეთქი
მაგრამ ბოლოს მესამეჯერ მოხდა რამდენიმე დღის წინ და ის 2 შემთხვევა სრულიად დავიწყებული მქონდა
და როცა უკვე ეს ჩხუბი მოხდა მერე გამახსენდა გამთენიისას სიზმარი sad.gif

Posted by: ირმა Nov 1 2008, 12:15 AM

როგორც ჩანს გავიწყდება დილის სიზმარი. სიზმარს ყველა ხედავს, ჩვენი სული არსებობს და ის თავის საქმეს აკეთებს, ჩვენ გვახსენდება უბრალოთ დილით და გვავიწყდება, ეგ არაფერი, მერე რა l_daisy.gif

Posted by: Sophia Nov 1 2008, 02:23 AM

მე კიდევ ხშირად მაკვს განცდა იმისა, რომ ორი ცხოვრება მაქვს. ორგან ვარ. აქ, როცა მღვიძავს და იქ, რომელშიც დაძინების მერე ვიწყებ არსებობას. მაგრამ საოცარი ისაა, რომ აქ და იქ სხვადასხვაგვარი ვარ. მოკლედ ვერ აგიხსნით, მაგრამ, როცა მეღვიძება მგონია, რომ იქ, იმ სიზმარში უფრო ნამდვილი ვიყავი. მოკლედ ვერ აგიხსნით... რთულია ჩემთვის ამის სიტყვებით გამოთქმა.

Posted by: blanca Nov 13 2008, 03:27 AM

სამი ერთმანეთში მოთავსებული მტრედი დამესიზმრა. დიდი საშუალო და პატარა smile.gif

კიდევ ლამაზი ფარშევანგი. მოვიდა და კალთაში ჩამიჯდა. smile.gif

Posted by: TeO Nov 13 2008, 11:03 AM

ra lamazi sizmaria da imboloebiTaa savse! smile.gif

Posted by: ირმა Nov 13 2008, 09:28 PM

QUOTE(blanca @ Nov 13 2008, 04:27 AM) *
სამი ერთმანეთში მოთავსებული მტრედი დამესიზმრა. დიდი საშუალო და პატარა smile.gif

კიდევ ლამაზი ფარშევანგი. მოვიდა და კალთაში ჩამიჯდა. smile.gif

საინტერესო, ლამაზი სიზმარია.

მერე რა ჰქნეს იმ მტრედებმა?

Posted by: san Nov 14 2008, 07:46 PM

am bolo dros ki ar mesizmreba sizmrebi..... rom vigvizeb maxsendeba rom sadgac vikavi da es iseti realuriaaa...

Posted by: TeO Nov 14 2008, 09:32 PM

სად იყავი? სხვა განზომილებაში და რამე?

Posted by: TeO Dec 1 2008, 09:45 PM

უი, გამახსენდა დღეს რაც ვნახე:
უფროს სწორად დღის განმავლობაში უკვე რამდენჯერ გამახსენდა wink.gif biggrin.gif

მოკლედ ერთი შეხედვით "ნე სტანდარტნი" რამ! smile.gif არ ვიცი ასეთი რამ თქვენც თუ გინახავთ whistling.gif
მოკლედ, "ჩემ" სხეულზე (ერთ მონაკვეთზე) ვხედავ, რომ შავი ჭია-ღუები იჩითებიან (ბუდე აქვთ ხორცში გაკეთებული)!
ხოდა ვიღაც მეუბნება ჯობია დროზე მოიშორო ეგენი თორემ ხო იცი რა სწრაფად ვრცელდებიანო! smile.gif და მეც მორჩილად საგულდაგულოდ ამოვიღე ეს შავი პაწუები და კარგად ამოვასუფთავე ბუდის არე! და მერე კიდევ ერთ ანუ მეორე ალაგას გაიჩითა ისეთივე "სასტავი და ისინიც გამოვაბუნძულე!
ვოტ ტაკ! wink.gif
და ეგეთი სიზმარი არაა პირველი sticktongue.gif

Posted by: TeO Dec 1 2008, 09:48 PM

ნუ ამ "ოპერაციის" პროცესში არანაერი დისკომფორტი და შიში არ მიგვრძვნია- ყველაფერი ოკ იყო! biggrin.gif
და ვიცი, რომ შეიძლება გაიშიფროს ასეც- ტვინში გაქვს დაბინძურებული ადგილები (ათასი ნაგვით) და ჯობია დროზე დაალაგო! argue2.gif გასაგებია yes.gif crazy.gif

Posted by: TeO Dec 24 2008, 05:39 PM

რამდენიმე დღის წინ მქონდა საკაიფო განწმენდა სიზმარში wink.gif

რომელიღაც ეზო-ამფითეატრში ვისხედით ხალხი და ტარდებოდა "ჩისტკა" ზარების ფონზე ..და გაგვაფრთხილეს, რომ ზოგი იცინებდა და ზოგი იტირებდა!
და მე გემრიალად ვიტირე (ანუ ცრემლად ვიღვრებოდი რა biggrin.gif ) შეგრძნება იყო არაჩვეულებრივი!!!! blush.gif
secret.gif ნეტავ ეს მედიტაციები კვირაში ან 2 კვირაში ერთხელ იყოს სიზმარში! rolleyes.gif
სიამოვნებით ვივლიდი- ფაქტი ეგრევე სახეზე მეტყობოდა, ძალიან მაგარი იყო!!!!!! good.gif

Posted by: ირმა Dec 24 2008, 08:18 PM

TeO როგორც ჩანს არც ძილში კარგავ დროს, lol.gif კარგია bigarmhug.gif

Posted by: Uma Dec 25 2008, 08:24 PM

გუშინ დამესიზმრა რომ სახლში ვიყავი და ფანჯარაში გავიხედე და დადემიწამ უცებ დაიწყო სწრაფად ბრუნვა ყველაფერი აყირავდა ამ სახლის გარდა, უკვე სიკვდილისთვის მოვემზადე დ ა უეცრად დედამიწა გაჩერდა. ფანჯრიდან გავიხედე მზე და მთვარე ორივე იყო ცაზე, ოღონც მთვარე რაღაცნაერი ტალახიანი იყო, დედამიწა სულ სხვანაერი იყო, პირველყოფილი. უცნაური ცხოველები დადიოდნენ. მერე მეზობლის ფანჯრებს შევხედე და ფანჯარაში ქალი შევამჩნიე, დავაკვირდი და ნინო ბურჯანაძე აღმოჩნდა ხალათში))) დაიწყო სიტყვით გამოსვლა დაგვაბრუნეთ ძველ დედამიწაზეო)))

Posted by: Uma Dec 25 2008, 08:26 PM

Posted by: blanca Dec 25 2008, 10:47 PM

აუ მაგარი სიზმარია. მეორედ მოსვლა გიხილავს biggrin.gif

ყველაფერი აყირავდა ამ სახლის გარდა?
დედამიწა მსოფლიოა - სახლი საქართველო

"მრავალი ქვეყანა აღიგვება პირისაგან მიწისა
მხოლოდ ივერია გადარჩება და იარსებებს უკუნითი უკუნისამდი"
რუსი ბერი სერაფიმ საროველი

მაგარია არა? biggrin.gif

სახლი - ქალური საწყისია სიზმარში wink.gif

ps ბურჯანაზე არ დავინახო პრეზიდენტად laugh.gif

Posted by: TeO Dec 25 2008, 11:00 PM

Uma
რა მაგარი სიზმარი ნახე! biggrin.gif
& blanca ს გარჩევა მომეწონა! wink.gif

Posted by: ირმა Dec 25 2008, 11:15 PM

Uma გამაჟრიალა, ტანში დამბურძგლა, თითქოს შორეული მომავალი დაინახე. ქალი გადაგვარჩენს, ნაცნობი პიროვნება ამ შემთხვევაში უბრალოდ ქალია მგონი.

blanca -ს გარჩევა მეც ძალიან მომეწონა.

მაგრამ მაინც ვიტყვი რომ საშიში სიზმარია ქვეყნისათვის. unsure.gif

ღმერთმა გვიშველოს justcuz_hourglass.gif

Posted by: blanca Dec 26 2008, 01:13 AM

სახლი - ქალური საწყისი
საქართველო Mისი წილხვედრი ქვეყანა

დიახ - ქალი გადაგვარჩენს
მიხვდით ალბატ

Posted by: Zet Dec 26 2008, 09:05 PM

QUOTE(blanca @ 25th December 2008 - 10:47 PM) *
აუ მაგარი სიზმარია. მეორედ მოსვლა გიხილავს

ყველაფერი აყირავდა ამ სახლის გარდა?
დედამიწა მსოფლიოა - სახლი საქართველო

"მრავალი ქვეყანა აღიგვება პირისაგან მიწისა
მხოლოდ ივერია გადარჩება და იარსებებს უკუნითი უკუნისამდი"
რუსი ბერი სერაფიმ საროველი

იმედია ღადაობთ ხო? biggrin.gif

Posted by: Hugues de Payens Dec 27 2008, 01:20 AM

სიზმარი ბევრად უფრო საინტერესო მოვლენაა.. მე ვფიქრობ რომ სიზმარი აბსოლუტურად ხელშეუხებელი რამაა, ანუ არ მჯერა რომ ადამიანის სიზმარში შეღწევა ძალუძს სხვა სუბიექტს, მაგრამ ვთვლი რომ ხშირ შემთხვევაში სიზმარში ადამიანი შეიძლება ხედავდეს, როგორც წარსულს, ან აწმყოს, ასევე მომავალს.. ამას იმით ავხსნიდი რომ ნებისმიერი ადამიანი ფლობს წინათგრზნობისა და სხვა მისტიური ენერგიების დიდ საცავს.. უბრალოდ ადამიანში ეს ღრმადაა დამარხული.. სიზმრის დროს იმატებს ადამიანის მგრძნობელობა, და მეტად ხდება მის ქვეცნობიერში ძიება.. შესაბამისად წინათგრზნობისა თუ პირიქით მოგონებების დიდი ნაკადი უფრო იოლად ხელმისაწვდომი ხდება სიზმრის დროს..

რაც შეეხება ხილვებს, ესაც ანალოგიურად შეიძლება აიხსნას.. ადამიანს აქვს უდიდესი ძალა იურთიერთოს ზებუნებრივ და თუნდაც ბუნებრივ ძალებთან.. რომელ ძალასაც იგი ვერ მართავს.. სიზმრის დროს უფრო იოლია და უფრო თავისთავადი პროცესია ასეთი ტიპის კონტაქტი.. კონტაქტი რომელიც მყარდება ერთის მხრივ ადამიანსა და მეორეს მხრივ ღვთიურ თუ სატანისეულ ძალებთან..ამ შემთხვევაში არავინ არსად არ იჭრება და არავინ ჩვენში არ ერევა, უბრალოდ ის, რასაც ჩვენ ვერ ვგრძნობთ ცხადში, უფრო საგრზნობი ხდება სიზმრის დროს..

წარმოიდგინეთ დაორთქლილი მინა.. ასეთია ადამიანის ქვეცნობიერი.. სიზმრის დროს სულ ოდნავ იკლებს ორთქლის დონე და უფრო მარტივია შიგნით ჩახედვა

Posted by: blanca Dec 27 2008, 01:22 AM

QUOTE(Zet @ Dec 26 2008, 10:05 PM) *
იმედია ღადაობთ ხო? biggrin.gif

ვინ, მე თუ სერაფიმ საროველი? biggrin.gif

hold that thought laugh.gif

Posted by: blanca Dec 27 2008, 01:37 AM

ზელანდის მიხედვით ჩემეული ახსნა 'პრასტრანსტვა ვარიანტოვ-ის' სრულუფლებიანი წევრია biggrin.gif

Posted by: ირმა Dec 29 2008, 01:34 PM

სადღაც წავიკითხე: ერთმა სიზმრად ნახა რომ იყო პეპელა. რომ გამოიღვიძა თქვა,– არ ვიცი რა ვარ ადამიანი,რომელსაც დაესიზმრა რომ იყო პეპელა თუ პეპელა რომელსაც ესიზმრება რომ იყო ადამიანიო. smile.gif

Posted by: TeO Jan 28 2009, 11:15 AM

QUOTE(TeO @ Feb 22 2008, 01:52 PM) *
sainteresoa neta ras nishnavs - ramdenjerme damesizmra chemi dab.dge ( gushinac ) da vigeb saCHUQRAD TANSACMELS! CINAZE UMA SHEN MACHUQE VITOM SHAVI SADGESASCAULO KABEBI DA GUSHINDEL SIZMARSHI KIDEV eTOM SADGESASCAULO KOSTUMI MACHUQA DZALIAN SAYVARELI DA MOVIZOME KIDEC TANZE biggrin.gif

ABA RAS NISHNAVS ES? smile.gif

აუ, დღეს დამესიზმრა ისევ ჩემი დაბ დღე, ისევ ვაკის პარკში, ოღონდ მხოლოდ 1 სტუმარი იყო მოსული ისიც ჩემი მეგობარი არ იყო, არამედ ძმის მეგობარი..
ხოდა დაბ დღე არ მოულოცია, ვიფიქრე არ იცის თქო..
და სუფრაზე ჭამა-დალია, მერე ადგა და მეუბნება შენთვის საჩუქარი მაქვსო!
ამოიღო სამაჯური, ძალიან გრძელი ჯაჭვი იყო, რომელიც ორმაგად მარჯვენა ხელზე რამდენჯერმე შემომახვია და შეკრა, მერე კაბა მაჩუქა სპილენძისფერი ატლასის, რომელსაც არაჩვეულებრივი ნაქარგობა ქონდა, ტრადიციულ ძველ სტილში
და კიდევ მგონი სამკლავი გამიკეთა.. ანუ მოკლედ თავიდან ბოლომდე გამომაწყო და ეს ყველა საჩუქარი იყო რაღაცნაერად ძვირფასი მისთვის-ოჯახის რელიქვია/ანტიკვარი

გულში რაღაც გრძნობები დატრიალდა მის მიმართ, თან აზრმა გამიელვა-როგორ შეიძლება მეთქი რაღაც მატერიალური ნივთების გამო ასე "ავარდნა"?
მაგრამ რომ ვაცილებდი ლამის ჩემი გული გავაყოლე wub.gif ცოტა დამაკლდა biggrin.gif

აბა თუ ამიხსნით? huh.gif

Posted by: blanca Jan 28 2009, 07:20 PM

გათხოვება გინდა biggrin.gif

Posted by: TeO Jan 28 2009, 07:26 PM

QUOTE(blanca @ 28th January 2009 - 08:20 PM) *
გათხოვება გინდა biggrin.gif

აუ blanca კარგი რაა jawdrop.gif
ოოოფ shok.gif

Posted by: blanca Jan 28 2009, 07:32 PM

რატომ გაგიკვირდა?
დააკვირდი დეტალებს ჟაჭვის შემოხვევა და შეკვრა, საჩუქარი , კაბა ძველ სტილში მისთვის ძვირფასი რელიქვია მოგცა ოჯახის biggrin.gif
დაბადების დღე , სამკლავი გაგიკეთა

QUOTE
გულში რაღაც გრძნობები დატრიალდა მის მიმართ, თან აზრმა გამიელვა-როგორ შეიძლება მეთქი რაღაც მატერიალური ნივთების გამო ასე "ავარდნა"?

აჰა biggrin.gif
დაიმახსოვრე ეს 'გრძნობები' და 'შეადარე' მომავალში რეალურ გ რზნობებს
მატერიალურის გამო არ ავარდნილხარ

პატარა ხარ, გაიზდები მიხვდები laugh.gif

Posted by: გაგა Jan 28 2009, 07:34 PM

blanca დაგლიჯე Just_Cuz_01.gif

"ოოო ძვირფასო ეს ის არ არის, შენ რომ გაიფიქრე" lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: blanca Jan 28 2009, 07:36 PM

აგია იგი თუ იგია აგი biggrin.gif

Posted by: TeO Jan 28 2009, 07:41 PM

blush.gif ოკ, პაჟევიომ- უვიდემ biggrin.gif
girl_witch.gif

Posted by: blanca Jan 28 2009, 07:43 PM

შორს შეიზლება წახვიდე ჩემთან შეჯიბრით მაგრამ შორს ვერ წახვალ biggrin.gif laugh.gif kiss1.gif

Posted by: გაგა Jan 28 2009, 07:44 PM

მაგდენი არ ვიცი მარა

QUOTE
გათხოვება გინდა

ეს მაგარი იყო, ბრავო.! lol.gif

Posted by: blanca Jan 28 2009, 07:47 PM

აააბა გავიარეთ ახლა biggrin.gif

Posted by: TeO Jan 28 2009, 07:50 PM

QUOTE(blanca @ Jan 28 2009, 08:32 PM) *
რატომ გაგიკვირდა?
დააკვირდი დეტალებს ჟაჭვის შემოხვევა და შეკვრა, საჩუქარი , კაბა ძველ სტილში მისთვის ძვირფასი რელიქვია მოგცა ოჯახის biggrin.gif
დაბადების დღე , სამკლავი გაგიკეთა
აჰა biggrin.gif
დაიმახსოვრე ეს 'გრძნობები' და 'შეადარე' მომავალში რეალურ გ რზნობებს
მატერიალურის გამო არ ავარდნილხარ

პატარა ხარ, გაიზდები მიხვდები laugh.gif

დაიცა ბლანკა ჯერ არა! biggrin.gif
მე იმიტომ გავიკვირვე, რომ ის კონკრეტული ადამიანი ჩემთვის არაფერს ნიშნავს და ვაბშე ასი წელია არ მინახავს whistling.gif

და ის სიმბოლოები მართლა მაგარია smile.gif

Posted by: blanca Jan 28 2009, 08:03 PM

კონკრეტულ ადამიანს და მისადმი შენს განწყობას ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არაქვს. მთავარი სიმბოლოები და შენი განწყობაა

ჯერ არა ჯერ არა არ გამაგონო biggrin.gif

Posted by: blanca Jan 28 2009, 08:04 PM

რაღაცას ეშმაკობ შენ. არაფერს ნიშნავსო და მერე რა სმაილს ხმარობ biggrin.gif

Posted by: TeO Jan 28 2009, 08:12 PM

QUOTE(blanca @ 28th January 2009 - 09:03 PM) *
ჯერ არა ჯერ არა არ გამაგონო

blanca ჯერ არაო იმიტომ დავწერე, რომ შენ დაწერე გავიარეთო და მე ვთქვი ჯერ არა მეთქი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: TeO Feb 1 2009, 10:23 AM

სიზმარა პრადალჟაეტ biggrin.gif
გუშინ დამესიზმრა, რომ ომი დაიწყო, ხოდა ხალხი ვითომ მასიურად ვიყავით გასული ზბორებზე (ნუ რაღაც საშიში ელფერი არ ჰქონდა ) ხოდა სასტავი იყო სრულიად აჭრილი ანუ ქალიან-ბავშვიანად ყველა და ჯიბეში ხელებ ჩაწყობილი, იარაღის მსგავსიც კი არავის ქონდა smile.gif განწყობა ძალიან მშვიდი იყო...
მაგრამ ფაქტი ისეთი იყო, რომ ცხვრებივით ვიყავით მასოვკად გამოვდიოდით და არანაერ ომს ჩვენ არ ვაპირებდით..

ერთმა თვითფრინავმა გადაიფრინა და ხალხი დაშინდა, მაგრამ ჩვენთან არ ჩამოუყრია.. მერე ჩემთვის ჩაჩანას ნარკოტიკის გაკეთება უნდოდა, ანუ ზურგიდან ჩუმად ნემსის შერჭობა და რომ გავუგე გადავირიე ეგ რად მინდა მეთქი და გავიქეცი და იმან ომში რომ არ გარეკო და არ შეგეშინდეს ნარკოტიკით უნდა იყო გაბრუებულიო smile.gif ნუ მაგ ამბავს გავექეცი, ისე კიდევ ერთი მცდელობა ქონდათ, მაგრამ ეგეც ავირიდე და მერე რაღაც ავტობუსში ავეკვეხეთ და ჩვენ გაგვიყვანეს (გზა არაჩვეულებრივად ლამაზი იყო, მახსოვს ვტკბებოდი და აღფრთოვანებული ვიყავი მისი სილამაზით)... მერე რაღაც კიდევ ვ ტომ ჟე დუხე რა.. biggrin.gif

Posted by: TeO Feb 10 2009, 11:51 AM

სიზმრების ახსნა >> http://dreams.interes.ge/index.php

Posted by: old_man Feb 10 2009, 01:18 PM

საინტერესოა ფორუმელები თუ დასიზმრებია ვინმეს და რა შინაარსის სიზმარი იყო?

Posted by: TeO Feb 14 2009, 12:04 PM

QUOTE(old_man @ 10th February 2009 - 02:18 PM) *
საინტერესოა ფორუმელები თუ დასიზმრებია ვინმეს და რა შინაარსის სიზმარი იყო?

მე ხშირათ მესიზმრებით ხალხნო, მარა ეს სიზმრები არ აფიშირდება biggrin.gif
აი, წუხელაც ვნახე ჩვენი ადმინი და ანასტასიაზე ვლაპარაკობდით smile.gif)

Posted by: Classical Feb 14 2009, 12:08 PM

ეროტიკულ სიზმრებს ვნაახულობ wacko.gif

არ მინდა და მაინც მესიზმრება რა dash2.gif როგორ ვქნა ისე რომ არ დამესიზმროს დამტანჯა ამ დებილურმა რაღაცეებმა უკვე რა

Posted by: Kaspar Hausser Feb 14 2009, 08:55 PM

Classical

იმუშავე შენს თავზე!! ეგრე არ მინდათი არაფერი გამოვა!!

მეც მქონდა სიზმრების პრობლემა, მართალია არა ეროტიკული, მარა მაინც.... და ეხლა თითქმის აღმოიფხვრა ეგ...

ნუ მართალია 3 საათზე მეტი არ მძინავს მაგრამ პროგრესი აშკარაა... smile.gif

Posted by: Classical Feb 14 2009, 09:17 PM

QUOTE
იმუშავე შენს თავზე!! ეგრე არ მინდათი არაფერი გამოვა!!

და როგორ ვიმუშაო? რა მეთოდით თუ არ შეწუხდები მითხარი smile.gif

Posted by: sapho Feb 17 2009, 10:28 PM

შეიძლება ჩემი მოსაზრება გამოვთქვა? smile.gif ნუ, თუ დღე-ღამეში 3 საათს დაიძინებ მხოლოდ, სიზმრის თავი სადღა გექნება smile.gif

Posted by: blanca Feb 18 2009, 12:48 AM

'გარყვნილი' სიზმრები... ჰმმმ...

მოკლედ..

პრობლემის სათავე არის ის, რომ ის 'დეიდები' იმას აკეთებენ რასაც შენი პარტნიორი არ აკეთებს და ქვეცნობიერად გინდა რომ აკეთებდეს.
ან არ აკეთებინებ, იმიტომ რომ შენი აზრით ეს გარყვნილებაა.

ასე რომ, შენი სურვილი და წარმოდგენა 'გარყვნილებაზე' ერთმანეთს არ ემთხვევა. რაღაც გინდა, რასაც არ იღებ/ვერ იღებ იმიტომ რომ ეს შენი აზრით გარყვნილებაა. აქედან წარმოიშობა კონფლიქტი და სიზმარში იკმაყოფილებ იმას, რასაც რეალში ვერ/არ იკმაყოფილებ

'გარყვნილი' სიზმრები მანამდე გექნება სანამ ამ 'გარყვნილებას' რეალში არ გააკეთებ და სანამ გეგონება რომ ის რასაც პარტნიორთან შეიძლება აკეთებდე გარყვნილებაა.

"Everything we do in bed is right"

Posted by: Uma Feb 18 2009, 11:26 AM

ჩემი აზრით ასეთი პირდაპირი მნიშვნელობით სიზმარს ვერ გაარჩევ. შეიძლება დაგესიზმროს ვეჩინა და ნიშნავდეს იმას, რომ სექსი გინდა და პირდაპირ სექსი როცა გესიზმრება სულაც არ ნიშნავს რომ სექსი გინდა. ეს სიზმარი რომ გაიშიფროს ბევრი დამატებითი კითხვაა დასასმელი. მაგალითად რა ასოციაციებს იწვევენ ეს ქალები შენ თავში, ვის შეადარებდი რეალურ ცხოვრებაში. იქნებ შენ რეალურ ცხოვრებაში ვიღაცა გაიძულებენ რაღაცის კაკეთევას და შენ არ გსიამოვნებს.. არ ვიცი უამრავი კითხვა შეიძლება დაისვას, უბრალოდ დარწმუნებული ვარ, ცოტა ძალისხმევა რომ მიატანო ამ სიზმარს შენ თვითონ გაშიფრავ და მოგეშვება...

Posted by: ირმა Feb 18 2009, 02:18 PM

მართალია უმა, სწორედ ამიტომ ვთქვი ზემოთ შეიძლება სხვა რამეს ნიშნავდეს მეთქი ეს სიზმარი, რადგან სიზმარი იშვიათ ადამიანს ესიზმრება პირდაპირი მნიშვნელობით. შეიძლება Classical ის ცხოვრებაში იყოს ვინმე დიდი ასაკის ქალი, (ან იყო და დარჩენილია მეხსიერებაში) რომელიც თავისი ხასიათით თუ ქცევით მას ავიწროვებს და სხვა მრავალი ახსნაც შეიძლება იყოს. ასე რომ ხან სიზმრის მარტო მოყოლა არც არის საკმარისი...

Posted by: blanca Feb 18 2009, 06:35 PM

რასაკვირველია. ფორუმი ხომ ფროიდის ტახტი არ არის ყველა დეტალი მოყვეს biggrin.gif
ზოგადი ახსნა კი მოცემულია biggrin.gif

Posted by: old_man Feb 18 2009, 07:53 PM

ხშირად მესიზმრება ერთი და იგივე სიზმარი. ასეთი შინაარსი აქვს: ვითომ უცებ ვარ ქუჩაში ან რამე შენობაში, სადარბაზოში და ხან შარვალი არ მაცვია, ხან ფეხსაცმელი და ხან სულ შიშველი ვარ.)) ჰოდა ძაან მრცხვენია და ჩემი მიზანია როგორმე მივაღწიო სახლამდე ისე რომ არავინ დამინახოს. მაგრამ ეს ზნელი მოსახერხებელია, რადგან ირგვლივ უამრავი ხალხი ირევა და გაკვირვებულები მიყურებენ. ჰოდა ოფლში ვიწურები და ვფიქრობ როგორ გამოვძვრე ამ რთული სიტუაციიდან....
ნეტა რას უნდა ნიშნავდეს ეს სიზმარი? huh.gif

Posted by: blanca Feb 18 2009, 08:23 PM

intimacy issues ხომ არ გაქვს?
სულის სიშიშვლის შიში.
'დახურული' ადამიანი ხარ?

Posted by: old_man Feb 18 2009, 09:01 PM

ასე ვიტყოდი ძაან გახსნილი არ ვარ (ბევრს უთქვამს ტიპიური თხის რქა ხარო biggrin.gif ), მაგრამ ადამიანებთან ურთიერთობების პრობლემები არ მაქვს.
ვითომ მანდ იმალება ძაღლის თავი? huh.gif

Posted by: blanca Feb 18 2009, 09:15 PM

ადამიანებთან ურთიერთობის პრობლემას არ ვგულისხმობ.
შეიძლება ძალიან კარგად ამყარებდე ურთიერთობებს, მაგრამ გახსნილი არ იყო. ანუ სულის 'კუთხე-კუნჭულებში' არავის უშვებდე biggrin.gif

აი მაგალითად რას ვგულისხმობ: საკმარისია გავცე ინფორმაცია, თუ რას ვგრძნობ, რას ვფიქრობ, რა ხდება ჩემს ცხოვრებაში რომ ცუდად ვგრზნობ თავს. ანუ სული მიშიშვლდება. ანუ მე ვთვლი რომ მაქვს ინტიმურობის პრობლემა, ანუ ადამიანთან დახლოების პრობლემა მაქვს

შენი სიზმარი იგივეს აღწერს, ანუ იგივე ან მსგავს შიშს

რა თქმა უნდა ესე მარტივად ამას ვერ გაიგებ შენს შემთხვევაში. ანუ უფრო სერიოზული ფსიქოანალიზი უნდა. ეს ხომ ფორუმია, ვერთობით.
მაგრამ ეს მოვიდა თავში შენი სიზმარი რომ თქვი და შეიძლება კავშირშია. თუმცა ვიმეორებ, ეს ზედაპირული ანალიზია smile.gif

მეც თხის რქა ვარ, ტიპიური biggrin.gif

Posted by: Kaspar Hausser Feb 18 2009, 09:18 PM

მე რო დღემდე მკვდარი ჩვილები მესიზმრება?.. ტიპიური სასწორი ვარ?.. biggrin.gif biggrin.gif

რა ლოგიკა მაქვს, IMHO!

Posted by: old_man Feb 18 2009, 09:22 PM

QUOTE(blanca @ 18th February 2009 - 09:15 PM) *
შეიძლება ძალიან კარგად ამყარებდე ურთიერთობებს, მაგრამ გახსნილი არ იყო. ანუ სულის 'კუთხე-კუნჭულებში' არავის უშვებდე
აი მაგალითად რას ვგულისხმობ: საკმარისია გავცე ინფორმაცია, თუ რას ვგრძნობ, რას ვფიქრობ, რა ხდება ჩემს ცხოვრებაში რომ ცუდად ვგრზნობ თავს. ანუ სული მიშიშვლდება. ანუ მე ვთვლი რომ მაქვს ინტიმურობის პრობლემა, ანუ ადამიანთან დახლოების პრობლემა მაქვს

ჰო მეც ეგეთი ვარ დაახლოებით. უბრალოდ არასოდეს არ მქონდა მოთხოვნილება რომ სული გამეშიშვლებინა და ამიტომ ზოგიერთ ადამიანს ცივი ტიპი ვეგონე. მაგრამ მე ეს მომენტი მეკიდა biggrin.gif
QUOTE(blanca @ 18th February 2009 - 09:15 PM) *
მეც თხის რქა ვარ, ტიპიური

დღეს საღამოს რას აკეთებ? rolleyes.gif

Posted by: blanca Feb 18 2009, 09:56 PM

QUOTE(old_man @ Feb 18 2009, 10:22 PM) *
ჰო მეც ეგეთი ვარ დაახლოებით. უბრალოდ არასოდეს არ მქონდა მოთხოვნილება რომ სული გამეშიშვლებინა და ამიტომ ზოგიერთ ადამიანს ცივი ტიპი ვეგონე. მაგრამ მე ეს მომენტი მეკიდა biggrin.gif

შეიარე სულის ხვიარებში და კარგად გაარკვიე გეკიდა გკიდია და გეკიდება თუ არ გკიდია, მაგრამ ძნელი გასარკვევია ქვეცნობიერში შესვლა ძნელია, სიზმარი ამოატივტივებს ხოლმე ქვეცნობიერს. ხოდა სიზმარმა თქვა რომ არ გკიდია biggrin.gif

QUOTE

დღეს საღამოს რას აკეთებ? rolleyes.gif

მე და ჩემი თხის რქა? biggrin.gif

Posted by: Uma Feb 19 2009, 11:09 AM

QUOTE(old_man @ Feb 18 2009, 08:53 PM) *
ხშირად მესიზმრება ერთი და იგივე სიზმარი. ასეთი შინაარსი აქვს: ვითომ უცებ ვარ ქუჩაში ან რამე შენობაში, სადარბაზოში და ხან შარვალი არ მაცვია, ხან ფეხსაცმელი და ხან სულ შიშველი ვარ.)) ჰოდა ძაან მრცხვენია და ჩემი მიზანია როგორმე მივაღწიო სახლამდე ისე რომ არავინ დამინახოს. მაგრამ ეს ზნელი მოსახერხებელია, რადგან ირგვლივ უამრავი ხალხი ირევა და გაკვირვებულები მიყურებენ. ჰოდა ოფლში ვიწურები და ვფიქრობ როგორ გამოვძვრე ამ რთული სიტუაციიდან....
ნეტა რას უნდა ნიშნავდეს ეს სიზმარი? huh.gif

მე მესიზმრებოდა ხშირად ასეთი სიზმარი ბავშობაში, აი ამ სიზმარს რაღაც სტანდარტული ახსნა აქვს ფსიქოლოგების მიხედვით, ოღონც დამავიწყდა smile.gif

Posted by: blanca Feb 19 2009, 09:27 PM

სტანდარტული ახსნები მაგარია biggrin.gif ხეზე ორი ფოთოლიც კი არ არის ერთნაირი

Posted by: anonymouska Feb 19 2009, 11:45 PM

ეს სიზმრები კი მესიზმრება მაგრამ არ მახსოვს რომ ვიღვიძებ biggrin.gif მახსოვს ძალიან ბუნდოვნად wacko.gif

Posted by: okicha Feb 20 2009, 12:16 AM

მე მახსოვს გუშინ სიზმარში ძაღლმა მიკბინა biggrin.gif მეტი არაფერი მახსოვს biggrin.gif

Posted by: Alpha Mar 6 2009, 05:07 PM

ტააკ ძლივს რაღაცა მაქვს ამ თემაში დასაწერი))

ესე იგი კოშმარები და ცუდი სიზმრები არ დამსიზმრებია ერთი 10 წელია მემგონი, ნუ ბავშვობიდან რა. ხოდა რამოდენიმე დღის წინად 2-ჯერ ზედიზედ (1 თუ 2 დღის ინტერვალით) დამესიზმრა დაახლოებით ერთ იდა იგივე სიზმარი.
ზღვის დიდი ტალღა. ცუნამის მსგავსი. ერთი 50 მეტრიანი.
1ლ სიზმარში ვითომ ბათუმში ვიყავი ძღვაზე და უცებ ეს დიდი ტალღა წამოვიდა, და 2-ში რაღაც აბდა უბდები მესიზმრებოდა, და მერე ისევ ეს დიდი ტალღა, ამ ჯერად ლისის ტბიდან წამოსული ( biggrin.gif ) თან მახსოვს რომ გავურბოდი..
მაგარი უსიამუვნო სიზმრები იყო..

ხოდა ნეტა რასთანაა კავშირში?
ერთადერთი რაც გამახსენდა 2 წლის წინ, ზაფხულში ზღვაზე ვიყავი, მაგარი შტორმი იყო, 5 მეტრიანი ტალღები, დაჟე 2 კაცი დაიხრჩო იმ დღეს. ხოდა მე კიდე ასეთი ტალღები მაგარი მევასება და შევედი ზღვაში. შიში არანაირი არ მქონდა, იმის და მიუხედავად რომ რატომღაც პლაჟი ცარიელი იყო და მარტო მე ვიყავი ზღვაში შესული )) ხოდა რაღაც მომენტში ტალღების სიდიდე და სიხშირე მოემატა, თან 2-2 მოდიოდა, ანუ ძაან რთული იყო ისეთი მომენტის გარტყმა რომ ნაპირზე გასულიყავი.. ხოდა მაგ მომენტში შემეშინდა. მერე კიდევ კარგი რო გავარტყი მომენტი და გამოვედი, თორე კაკ მინიმუმ მაგარი ყვინთაობა გარანტირებული მქონდა..

ხოდა რავი მეორე დღეს ნორმალურად ვიყავი, ანუ შიში აღარ მქონდა, და 2 წლის მერე რატომ ამოდის ეს შიში? blink.gif

Posted by: ირმა Mar 13 2009, 09:30 AM

QUOTE(Alpha @ 6th March 2009 - 06:07 PM) *
ხოდა რავი მეორე დღეს ნორმალურად ვიყავი, ანუ შიში აღარ მქონდა, და 2 წლის მერე რატომ ამოდის ეს შიში?

ხდება ხოლმე, მეც მქონია მსგავსი სიზმარი. როგორც ჩანს შიში არ მიდის და რჩება biggrin.gif

Posted by: TeO Mar 13 2009, 03:53 PM

old_man
smile.gif
მე კიდევ გუშინ ძალიან პრიკოლი სიზმარი ვნახე biggrin.gif
მეცხრე საავადმყოფოს "პადზემკაში" ნათურებს ვკიდებდით, ძალიან ბევრს.. კი ვიფიქრე ცოდვაა, მაინც ჩაამტვრევენ მეთქი, მაგრამ მაინც გავაგრძელეთ tongue.gif თან მუსიკაც იყო ჩართული და რაღაც დისკოთექის პონტი იყო, ახალგაზრდები ცეკვავდნენ party.gif
Just_Cuz_01.gif

Posted by: anuchi Mar 17 2009, 06:20 PM

მკდრები რომ ეცხადებათხოლმე სიზმრებში და რაღაცას ეუბნევიან.. აი მაგის არ მჯერაა.. მგონიარომ თავად იმ ადამიანების ფანტაზიის ნაყოფია.. huh.gif

Posted by: din-din Apr 7 2009, 04:26 PM

მე რამდენადაც ვიცი მანდ ფანტაზია არაფერ შუაში არაა,მაგრამ ისე არც მე მჯერა ეგეთი რაღაცეების bf_nonew.gif

Posted by: anuchi Apr 7 2009, 04:35 PM

din-din

მე მესიძმრებახოლმე რომ ფილმებში ვარ, ლოსტში ვყოფილვარ ბევრჯერ biggrin.gif კიიდევ, ჰმმ.. ადამიანები ვინც არ მინახიან დიდი ხანიაა, რაც მინდა ისიც დამსიზმრებია, მქონდა სიზმარში მაინც ეგ ბედნიერება biggrin.gif biggrin.gif ბავშობისდროინდელი ყველაზე ბედნიერი სიზმარი იყო, მაცივარი გამოვაღე და შოკოლადებით დამხდა სავსე biggrin.gif tongue.gif

Posted by: anuchi Apr 7 2009, 04:36 PM

ეგ თუ ფანტაზიასთან არაა კავშირში smile.gif

Posted by: blanca May 20 2009, 12:25 AM

ხშირად მესიზმრება ზღვა. ციცაბო ნაპირზე მივდივარ და მისი ტალღები ვერ მწვდება
წუხელ ეს ზღვა იყო მაზუთივით შავი. ისევ ნაპირზე მივდიოდი.
შავი ზღვა იყო ანუ ჩვენი, და ვფიქრობდი მართლაც შავია და ამიტომ უწოდებენ შავსმეთქი
რა დატვირთვას ატარებს ზღვა, შეუძლია ახსნას ვინმემ?
სასიამოვნო ეს სიზმარი არასდროს ყოფილა, არც უსიამო, მაგრამ მაინც უაყროფით ემოციებს იწვევს და დროგამოშვებით მესიზმრება

Posted by: anonymouska May 20 2009, 12:54 AM

blanca
ვერ ავხსნი მაგრამ მიხარია რომ გხედავ kiss1.gif l_daisy.gif

ისე სიზმრებს ყურადღებას არასდროს ვაქცევ. საერთოდ არც მახსოვს რა მესიზმრება, ძალიან იშვიათად.

Posted by: Shou May 20 2009, 02:00 PM

მე ხშირად არ მახსოვს სიზმრები, მაგრამ ის მახსოვს რა ადგილასაც არ უნდა მოვხვდე სიზმარში, ქალაქი იქნება თუ სოფელი, ქუჩას ყოველთვის ზღვისკენ მივყავარ და იქ უბრალოდ პლიაჟი იცვლება ხოლმე. მეც მაინტერესებს ისე რას ნიშნავს ზღვა სიზმრადwink.gif სინამდვილეში დიდად არ მიყვარს და არც მენატრება, უფრო მთის მოყვარული ვარ ვიდრე ზღვის, თუმცა მთები რატომღაც არ მესიზმრება.

Posted by: TeO May 20 2009, 02:09 PM

ზღვა ვერა, მაგრამ სანაპიროზე აი რას წერენ wink.gif >>

QUOTE
თუ გესიზმრებათ, რომ სანაპიროს მიუყვებით, შფოთი და უბედურება გელით; მაგრამ თუ შეუჩერებლად, და უბედურება გელით; მაგრამ თუ შეუჩერებლად, მშვიდობიანად გაიარეთ ბოლომდე. ცუდი არაფერი შეგემთხვევათ და ეს სიზმარიც წარმატებას გიქადით.
თუ თქვენ სიზმარში ცხენზე ხართ ამხედრებული–ნებისმიერ შემთხვევაში ვაჟკაცურად შეხვდებით და გადალახავთ ყველა წინააღმდეგობას კეთილდღეობისა და სიამოვნების გზაზე. თუ ფეხით მიდიხართ–ეს არის წინაპირობა ხანგრძლივი და დამქანცველი ბრძოლისა, რომლიდანაც ღირსეულად გამოსული დაჯილდოვდებით.

Posted by: blanca May 20 2009, 07:28 PM

მაგარი ბოდვაა. საიდან დააკოპირე? biggrin.gif

Posted by: blanca May 20 2009, 07:31 PM

QUOTE(Shou @ May 20 2009, 03:00 PM) *
მე ხშირად არ მახსოვს სიზმრები, მაგრამ ის მახსოვს რა ადგილასაც არ უნდა მოვხვდე სიზმარში, ქალაქი იქნება თუ სოფელი, ქუჩას ყოველთვის ზღვისკენ მივყავარ და იქ უბრალოდ პლიაჟი იცვლება ხოლმე. მეც მაინტერესებს ისე რას ნიშნავს ზღვა სიზმრადwink.gif სინამდვილეში დიდად არ მიყვარს და არც მენატრება, უფრო მთის მოყვარული ვარ ვიდრე ზღვის, თუმცა მთები რატომღაც არ მესიზმრება.

მე ვფიქრობ ნიშნავს იქ დაბრუნების სურვილს საიდანაც ვიწყებით და მოვდივართ (?)

Posted by: david6david May 21 2009, 02:12 PM

კომუნიკაციის და ილუზიის თეატრი

მაისის მეორე ნახევრიდან კორაბლიოვას პერფორმანსის თეატრმა დაიწყო ახალი სამუშაო "კომუნიკაციის და ილუზიის თეატრი - დიალოგები, სცენები და საკუთრება", რომელიც ეფუძნება ჩემი რომანის "Feminine/Feminine ერთ-ერთ თავს იგივე სახელწოდებით. როგორც, ალბათ, სათაურიდანაც ჩანს, ეს პროექტი გამოიკვლევს დიალოგის და სიზმრის, როგორც კომუნიკაციის ორი ფორმის, რეალობას და აქტუალობას.

იმ ადამიანებს, ვისაც მიაჩნია, რომ მათთვის საინტერესოა თანამედროვე თეატრი, როგორც ადამიანური და სოციალური ხარისხის მკვლევარი, შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ინტერვიუსთვის:
margodekorableva@gmail.com
http://margokorablevaperformancetheatre.blogspot.com/

Posted by: Shou May 21 2009, 05:50 PM

რას გულისხმობს ”შეგვიძლიათ დაგვიკავშირდნენ ინტერვიუსთვის”, ჩემთვის ცოტა ბუნდოვანია.

Posted by: blanca May 21 2009, 07:56 PM

იმას ნიშნავს რომ მასალას აგროვებენ ამ გაუგებრობისთვის biggrin.gif

Posted by: david6david May 22 2009, 12:14 AM

ციტატა(blanca @ May 21 2009, 07:56 PM) *
იმას ნიშნავს რომ მასალას აგროვებენ ამ გაუგებრობისთვის biggrin.gif

დიდი მადლობა ასეთი ეპითეტისთვის ჩვენი სამუშაოსთვის blanca! და shou, ეს უბრალდო იმიტომ დავპოსტე აქ, რომ თუ ვინმეს დააინტერესებს, მოგვწეროს და ვინ იცის, იქნებ მიიღოს კიდეც მონაწილეობა ჩვენი ჯგუფის სამუშაოში. ინტერვიუ აქ იგივეა როგორც აუდიენცია ან გასაუბრება. ინტერესის ჯგუფისთვის არის განკუთვნილი ეს პოსტი.

შეიძლება ოფტოპიკია, მაგრამ რადგანაც აქ დიალოგის თემა ვერ ვნახე და ვნახე მხოლოდ სიზმრების (ჩვენს ამჟამინდელ სამუშაოში სწორედ ეს ორი თემაა ლაიტმოტივი) და პლუს ის, რომ მეტაფიზიკური დეკონსტრუქცია არის ერთ-ერთი სამუშაო პლატფორმა ჩვენი თეატრის, გადავწყვიტე, რომ აქ შეიძლებოდა ყოფილიყო ინტერესის ჯგუფი. sticktongue.gif

Posted by: Zet May 22 2009, 01:46 AM

david6david
საინტერესოა... იქნებ ცალკე თემა გახსნა ამის შესახებ....

Posted by: Shou May 22 2009, 09:51 AM

+1 Zet

კარგი იქნება ცალკე თემა გახსნა და უფრო გაშალო. მართლა მაინტერესებს, ხალხი უნდა მოაგროვოთ და ფოკუსური ჯგუფური დიალოგი გამართოთ თუ ჩაღრმავებული ინტერვიუს მეთოდს იყენებთ? ისიც მაინტერესებს, თუ წარმოდგენა არ მაქვს ექსპერიმენტატულ თეატრზე მაგრამ მაინტერესებს გავიგ, ამ შემთხვევაში თუ იქნება ფასეული ჩემისთანა რესპონდენტიsmile.gif

Posted by: tikoroma May 23 2009, 08:45 PM

მე ომზე მესისზმრება ხშირად, თან სულ დაბომბვაში ვყვები ხოლმე. ხან მართლა ბომბებს გვაყრიან, ხან მანქანები ცვივა ციდან, ხან სხვა საგნები. ხან მეც ვიბრძვი, ხან ვიმალები...
დღეს ჯარისკაცი ვიყავი, ტყეში ვიმალებოდით, მაგრამ გვიპოვეს და დაიწყო დაბომბვაააა...
ავტომატებს ვესროდით თვითმფრინავებს, სხვა დიდი იარაღი არ გვქონია...
მერე რაღაც ხიდი გადავრიბინეთ, მდინარე გავაცურეთ და შედარებიტ მსვიდ აგილას მივედით. მგონი სამედიცინო ბანაკი იყო, თეთრხალათინები ირეოდნენ... ვიღაც მშობიარობდა ტუ უნდა მოეყვანატ მშობიარე...

არ მახსოვს. სართოდ ისეთი სიზმრები მაქვს ზოგჯერ, ასე მგონია კინოში ვარ...
თან ხსირად იცვლება სიზმარში სიუჯეტები დავერ ვასწრებ დამახსოვრებას...
სეიძლება თვეში ერთხელ დავიმსახსოვრო სიზმარი ისე, რომ მოყოლა შევძლო
თორემ ფრაგმენტებს ძლივს ვიხსენებ ხოლმე

Posted by: asklipiodota May 25 2009, 10:56 PM

ეღტი და იგივე სიზმარი მესიზმრება სულ...

უუუულამაზესი ადგილი... დიიიიდი მზე.... მწვანე ბალახი.. თასფერი ყვავილებით გულმოჩითული მინდორი და ამ ყველაფერთან ერთად თოვლი :|

ანუ მზე და თოვლი ერთადაა :|

ისეთ კარგ ხასიათზე ვიღვიძებ, როცა ეს მესიზმრება : ) ნტა რას ნისშნავს?ა ნ რატომ მესიზმრება ასე ხშირად

Posted by: asklipiodota May 25 2009, 11:00 PM

ჰკიდევ, რარიგ უცნაურიც არ უნდა იყოს.. როცა ჩიხში ვარ და არ ვიცი სტატია როგორ დავამთავრო... ხშირად დამსიზმრებია ფინალი სტატიის : )მართლა : )

და ამგვარი , სიზმრიდან მოსული ფინალი, ყოველთვის საინტერესო და განსხვავებული... ყველა აღნიშნავს ხოლმე : )

Posted by: TeO May 25 2009, 11:05 PM

asklipiodota
უმეტესად სიზმარში მთავარია თუ რა განცდას გიტოვებს გულში, რა ემოციებს იწვევს!
..თორემ მზეს და თოვლს თავისთავად დიდი სიმბოლიკა აქვს.. smile.gif

მშვენიერი სიზმარია wink.gif
ისე ახლა ჩემი სიზმარიც გამახსენდა გუშინწინ დამესიზმრა, რომ ეზოში გავედი და ამ შუა მაისში თოვლი წამოვიდა და ცაზე წარწერით ახალი წელი მომილოცეს smile.gif ისე კი გამიკვირდა ახლა ახალ წელს რა უნდა-თქო, მარა რას გაიგებ იქნებ იქ ზემოთ ამ დღეს აქვთ biggrin.gif განწყობით ძალიან სასიამოვნო იყო wink.gif

Posted by: asklipiodota May 26 2009, 01:17 PM

QUOTE(TeO @ May 25 2009, 11:05 PM) *
asklipiodota

..თორემ მზეს და თოვლს თავისთავად დიდი სიმბოლიკა აქვს.. smile.gif

ხომ არ იცი მზის და თოვლის სიმბოლური მნიშვნელობა? : )

Posted by: TeO May 26 2009, 10:39 PM

asklipiodota
ყვავილებში & თოვლში სულიწმინდის მადლია!
და მზეც საკმაოდ გრანდიოზულია, ის ქრისტიანობამდე და შემდგომაც ღვთის სახეა... (ისე.. აი, მზეზე პატარა სტატია wink.gif >> http://zodiaqo.blogspot.com/2009/05/blog-post_25.html )

Posted by: david6david May 27 2009, 12:29 PM

ციტატა(TeO @ May 25 2009, 11:05 PM) *
asklipiodota
უმეტესად სიზმარში მთავარია თუ რა განცდას გიტოვებს გულში, რა ემოციებს იწვევს!
..თორემ მზეს და თოვლს თავისთავად დიდი სიმბოლიკა აქვს.. smile.gif

მშვენიერი სიზმარია wink.gif
ისე ახლა ჩემი სიზმარიც გამახსენდა გუშინწინ დამესიზმრა, რომ ეზოში გავედი და ამ შუა მაისში თოვლი წამოვიდა და ცაზე წარწერით ახალი წელი მომილოცეს smile.gif ისე კი გამიკვირდა ახლა ახალ წელს რა უნდა-თქო, მარა რას გაიგებ იქნებ იქ ზემოთ ამ დღეს აქვთ biggrin.gif განწყობით ძალიან სასიამოვნო იყო wink.gif

დიახ, განცდას აქვს მთავარი მნიშვნელობა და თუ სიმბოლოებზეა, ესეც პირადი განცდებიდან უნდა გამოჩნდეს უფრო უკეთესად.

Posted by: asklipiodota May 28 2009, 06:05 PM

ჰო.. საოცრად თბილ და კარგ განწყობას მიტოვეს ეს სიზმარი : )

დიდი მადლობა ლინკისთვის, სიანტერესო ჩანს

Posted by: anuchi May 31 2009, 05:08 PM

გუშინ მთელი მულფილმი (ანიმე) დამესიზმრა.. და ძლიან საინტერესოც იყო, გამოვშტრედი biggrin.gif აშკარად არ მქონდა ნანახი რაიმე მსგავსი ეხლა შინაარსი აღარ მახსოვს მაგრამ, გამოსი რეჟისორული ნიჭი მაქვს? ჩემს ქვეცნობიერში თუ მსგავსი რამ წარმოიქმნა.. sad.gif

Posted by: Nagual Jun 1 2009, 12:43 PM

მიცურავდე ლამაზი სიზმრის სიუჟეტში ზედმეტი ენერგიის ხარჯვა!

Posted by: tikoroma Jun 1 2009, 09:31 PM

მე სულ მესიზმრება რომ კაცი ვარ... ეგ რაღას ნიშნავს? ხან პრინცი ვვარ და ხან ჯარისკაცი და ხან კკიდე ქალებს ვეპრანჭები სიზმარში laugh.gif

Posted by: Nagual Jun 2 2009, 04:08 AM

ეს ნიშნავს ზუსტად არაფერს!!!!!

Posted by: tikoroma Jun 2 2009, 07:21 AM

QUOTE(Nagual @ Jun 2 2009, 04:08 AM) *
ეს ნიშნავს ზუსტად არაფერს!!!!!

აბა რას შემიჭამა ტვინი. სულ არ მინდა ბიჭი ვიყო... girl_witch.gif
და სიზრები რომ მეორდება ხშირად ხომ ნიშნავს რაღაცას? blink.gif

Posted by: TeO Jun 2 2009, 08:28 AM

სიზმარი მეტად საჭიროა ჩევენი სხვა სხეულებისთვის, როდესაც ფიზიკური სხეული ისვენებს ამ დროს შეუძლია სულს მშვიდად იმოგზაუროს "იქითა" სამყაროში და გაშალოს ფრთები)) რომ არა სიზმრები ჯანსაღ ფსიქიკას ვერ შევინარჩუნებდით biggrin.gif ასე რომ..

სიზმრებს კი არ უნდა შევეწინააღმდეგოთ, არამედ დავეუფლოთ მართვას და ეს მეტად სასარგებლო იქნება ჩვენთვისაც და შეიძლება სხვესაც დავეზმაროთ სხვა პლანებზე wink.gif

Posted by: tikoroma Jun 2 2009, 10:24 AM

მე მგონი ამ საქმეს დღიურის წერის გარდა სხვა რამეც სჭირდება...
რაღაც-რაღაც რჩევები მოვაგროვე სხვადასხვა ფორუმებიდან

სულ დასაწყისში - რეალიტეტსჩეკს რასაც ეძახიან -ეგაა (ბოდიში ტერმინილოგია გერმანული მაქვს):
დღის განმავლობაში ჩვევად უნდა გადაიქციო რეალობის გადამოწმება ანუ მაგალითად. დააკვირდე საკუთარ ხელებს (სიზმარში ისინი ფორმას იცვლიან), კედელს ან მაგიდის ზედაპირს ხელით დააწვე - სიზმარში მათ სიმყარე არგააჩნიათ, შეღწევადნი არიან სინთლე ჩააქრო და აანთო (არ ფუნქციონირებს სიზმარში კარგად), თუ არავინ გიყურებს - ადგილზე დატრიალდე (დატრიალებულხარ სიზმარში? მაშინ მიხვდები რა განსხვავებაა )... მოკლედ ეს ყველაფერი სხვების შეუმჩნევლად შეგიძლია აკეთო, მაგრამ ისე ინტესნიურად რომ ჩვევად იქცეს,როდესაც ცნობიერებაში ღრმად გაჯდება, სიზმარშიც გააკეთებ, გაგახსენდება, იმოქმედებს... ძილის წინ უნდა ისურვო რომ ლუციდური (ფხიზელი) სიზმარი გქონდეს... ესაა პირველი ეტაპი

შემდეგ ეტაპზე -ლუციდურობის გახანგრძლივებაზეა მუშაობა საჭირო...
ყველა ვარიანტში სიზმრების დღიური დაგჭირდება, სასთუმალთან ან საწერი ან დიქტოფონი -იმ შემთხვევისთვის თუ ღამით გაიღვიძებ, სიზმარი უნდა ჩაიწერო.. ეს სიზმრის მახსოვრობას აუმჯობესებს

Posted by: TeO Jun 2 2009, 10:35 AM

tikoroma
ხო, კარგი რჩევებია wink.gif მე რაც ჩაწერა დავიწყე, უფრო მკაფიოდ მახსოვს ხოლმე სიზმრები smile.gif ანუ გახსენების სისტემა ამუშავდა biggrin.gif

Posted by: tikoroma Jun 2 2009, 10:58 AM

40 დღიანი კურსიაო დ ვნახოთ რა გამოვა. მე თავიდან უნდა დავიწყო ჩაწერა. დღე და ღამე არეული მაქ, ბოლო 3 დღე მეზარებოდა ჩაწერა... უფრო სწორად, სიზმრები არ მომეწონა და გავატარე tongue.gif ახლა ისევ დავიწყებtongue.gif

Posted by: ირმა Jun 2 2009, 04:21 PM

ააა, მეც ზოგიერთ სიზმარს არ ვიწერდი შეიძლება მაგის ბრალია, რომ რამე სერიოზული შედეგისათვის არ მიმიღწევია.
40 დღე? მეც თავიდან ვიწყებ. biggrin.gif

Posted by: ირმა Jun 2 2009, 04:23 PM

QUOTE(tikoroma @ 1st June 2009 - 10:31 PM) *
მე სულ მესიზმრება რომ კაცი ვარ... ეგ რაღას ნიშნავს?

რამე წინა ცხოვრებიდან ხომ არ ცდილობს ამოტივტივდეს შენს ცხოვრებაში?
ასევე შეეცადე გაიხსენო ბავშვობა, შეიძლება რომელიმე მოგონებამ მოგცეს პასუხი.

Posted by: Nagual Jun 3 2009, 12:33 AM

Xalxno dzaan didi mnishvneloba imas aqvs ras itzert!! Da sizmris chatzera dzaan kargia =) magram upro saintereso da sasargeblo iqneba gaaketot sizmris ruka , anu chaitzerod moklet rac naxet( anu teretoria(sivrce)) vis elaparaket, raze laparakobdit da ase shemdeg 2 planze gadadet =)) da upro daxazet is sad iyavit ra adgili iyo, da tu shedzlebt daxatet konkretuli adgili , drois ganmalobashi gamova sizmris ruka ( tvitgancnobierebistvis kargia!) =))

Teo , rac exeba imas rom daveuplot sizmars ! kaia ra tqma unda magram ( uazrobaaa) ( sizmari sizmarshi ,sizmari realshi =)) rogorc tetri da shavi – sizmari pizikuri –sizmari sulieri )
SIZMARI –Sizmrebi da exlac xom ar gdzinavs a??? =))

Posted by: tikoroma Jun 3 2009, 03:34 AM

ირმა

QUOTE(ირინი @ 2nd June 2009 - 04:23 PM) *
რამე წინა ცხოვრებიდან ხომ არ ცდილობს ამოტივტივდეს შენს ცხოვრებაში?
ასევე შეეცადე გაიხსენო ბავშვობა, შეიძლება რომელიმე მოგონებამ მოგცეს პასუხი.

რა ვიცი აბა. ვცადე გახსენებები დამეწყო, 3 დღე გავიხსენე დდა ამ სამ დღეში იმდენი რამე იყო უსიამოვნო რისი გახსენებაც არ მინდოდა, მთელი ცხოვრება და კიდევ წინა ცცხოვებები ხომ წარმგიდგენია რა იქნებოდა laugh.gif ჰდა დავანებე თავი.

QUOTE(ირინი @ 2nd June 2009 - 04:23 PM) *
ააა, მეც ზოგიერთ სიზმარს არ ვიწერდი შეიძლება მაგის ბრალია, რომ რამე სერიოზული შედეგისათვის არ მიმიღწევია.

სერიოზული შედეგს რას ვეძახით გააჩნია. ეს ბოლო დღეები აშკარად უფრო მამახსოვრდებოდა სიზმრები. 3 დღე გამოვტოვე და დღეს ვეღარ გავიხსენე რა ვნახე....ეს ჩაწერა კიდევ ზუსტად იმის ვარჯიში ყოფილა რომ დაგამახსოვრდეს რაც ნახე...
სხვადასხვა აზრები წავიკითხე ფორუმებზე. თუ ძალიან შეტოპავ, შიზოფრენიამდე მიდის ხალხიო. ერევათ როდისაა ცხადი და როდის სიზმარიო.. მარა ეგ თეორიებია სულ. მე ისეთი ვერავინ ვნახე, მართლა აკონტროლებდეს სიზმრებს..

წერენ როცა ცუდი რამე გვესიზმრება ჩვენს ტავს ვაღვიზებთო მაგრამ ეგრე მეც ხშირად მქონია. მაგარი ისაა რომ არ გაიღვიძებ და შენს ჭკუაზე გაგრძელებ სიზმარს

Posted by: tikoroma Jun 3 2009, 03:37 AM

Nagual
მარტალი ხარ, დახატვა სჯობიაო მეც წავიკითხე...

ვინმე კასტენადას აქვს სიზმრის დაუფლების მეთოდები აღწერილიო.
თქვენ ნასტავლი ხალხი ხართ და დასრჩეთ ეგ კაცი, რუსულად ყოფილა ნეტში მაგის წიგნები...

მე და რუსული შორს ვართ აბა biggrin.gif

Posted by: TeO Jun 3 2009, 10:19 AM

QUOTE(Nagual @ 3rd June 2009 - 12:33 AM) *
Teo , rac exeba imas rom daveuplot sizmars ! kaia ra tqma unda magram ( uazrobaaa) ( sizmari sizmarshi ,sizmari realshi =)) rogorc tetri da shavi – sizmari pizikuri –sizmari sulieri )
SIZMARI –Sizmrebi da exlac xom ar gdzinavs a??? =))

Nagual რომ გვძინავს ეგ კი ვიცი, ხოდა გამოღვიძება რო მინდა ეგეც ვიცი wink.gif biggrin.gif ასე რომ, ალბათ ჯერ უნდა გავიღვიძო, რომ მერე სიზმარში გავიღვიძო არა?! ოკ smile.gif

QUOTE(tikoroma @ 3rd June 2009 - 03:34 AM) *
ეს ბოლო დღეები აშკარად უფრო მამახსოვრდებოდა სიზმრები. 3 დღე გამოვტოვე და დღეს ვეღარ გავიხსენე რა ვნახე....ეს ჩაწერა კიდევ ზუსტად იმის ვარჯიში ყოფილა რომ დაგამახსოვრდეს რაც ნახე...

tikoroma ხო, მეც შევწყვიტე ეს რამდენიმე დღეა და ეგრევე დამიქვეითდა სიზმრების მახსოვრობა tongue.gif blink.gif

ყველაფერს უნდა ვარჯიში aikido.gif

Posted by: TeO Jun 3 2009, 10:32 AM

აი, არის ერთი ფილმი > Waking Life > http://gol.ge/index.php?cat=movies&details=1537&order=1.1&search=waking%20life , რომელსაც მაგრად აქებენ ყველა ეზოთერულ საიტებზე
ამ ფილმში სიზმარში მოგზაურობაა და მუდმივი გამოღვიძების მცდელობები..

რამდენჯერმე ვუყურე და მაინც გამიჭირდა ამ ფილმის აღქმა smile.gif აბა თქვენც ნახეთ და იქნებ რა აღმოაჩინოთ Laie_61.gif

Posted by: Shou Jun 3 2009, 03:58 PM

არ ვიცი ეს თქვენი პოსტების კითხვის შედეგია თუ რა, მაგრამ ბოლო დღეებია ყველა სიზმარი მკაფიოდ მამახსოვრდებაsmile.gif ჩაწერაზე უბრალოდ გავიფიქრე მაგრამ არ გამიკეთებია, თუმცა როგორც ჩანს ქვეცნობიერად ჩამყვა. მანამდე არაფერი მახსოვდა ხოლმეsmile.gif

Posted by: TeO Jun 3 2009, 09:14 PM

wink.gif

Posted by: san Jun 3 2009, 09:38 PM

მთავარია ადამიანმა დაიწყოს სიზმრების ჩანაწერების გაკეთება. შემდეგ როცა სიზმრის მახსოვრობა განუვითარდება, მერე მიხვდება დახატვა ჯობია თუ წერა.

წერის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს აღვწეროთ ადგილი სადაც სიზმარში ვიყავით.

Posted by: TeO Jun 3 2009, 10:31 PM

ჩემი სიზმრების უმეტესობა ვითარდება ჩემი სოფლის ეზო-კარში, სახლში.. (კიდევ "ლიუბიმი" ადგილი მაქვს ვაკის პარკის ცენტრალურ შესასვლელში laugh.gif ) და სიზმარს აღვიქვამ ჩემი, ანუ თეოს მსოფლაღქმით,.. უმეტესად ასეა, ნუ იშვიათად ისეც ხდება რომ სიზმრის რამდენიმე პერსონაჟში გადავდივარ რიგრიგობით და ყველას თვალით აღვიქვამ სიუჟეტს smile.gif
და ისე, ჩვეულებრივად ამ, ახლანდელი ცხოვრების ფარგლებში დავდივარ სიზმარსა შინა biggrin.gif და ვისაც ვხედავ ისინიც ახლობლები არიან ( ყოველ შემთხვევაში უახლოესი სიზმრების ანალიზით ასეაwink.gif )
ვაგრძელებ დაკვირვებას Laie_61.gif to be continued..

Posted by: tikoroma Jun 3 2009, 10:37 PM

QUOTE(Tea @ 3rd June 2009 - 10:31 PM) *
ჩემი სიზმრების უმეტესობა ვითარდება ჩემი სოფლის ეზო-კარში, სახლში.

მე სულ სოფელში ვარ, სადაც ბავშვობა გავატარე

Posted by: Nagual Jun 4 2009, 03:55 AM

Teo ro ici kaia ra tqma unda magram marto codna sakmarisi araris! Stalkingshi aris saintereso teknikebi gagvidზebis =)) tumdac aq realshi !!! amas emateba programis shekvana sizmarshi (kompleksshi) dzaan epekturia!

San sizmris chatera aucilebeli araris anu es ubralod ertad erti triksis teknika! iter imistvis ro tu naxav igivs gaegvidzeba igive xelebis dzebna da ase shemdeg!

Teo sheni axloblebi ( Spraitebia) anu shen tu gaqvs realuri OC shegidzia gaagvidzo ისენიც ! =)) rac exeba 1 adgils ess dzaaan kargia da ecade am sizmarshi daimaxsovro kvela detali absoluturad, anu adgili sadac xar unda iqos stabiluri, stabilurobashi shedis ( kvelaperi -arunda moxdeს gadaadgileba) ai mashin shen gaivli 2 sapexurs ( an rogorc amboben VTORIE VRATA)

Posted by: Shou Jun 4 2009, 11:14 AM

მეც ძირითადად ერთი ამოჩემებული ადგილი მაქვს, ბებიაჩემის სახლი, უფრო ზუსტად ეზო და ბაღიsmile.gif

Posted by: TeO Jun 4 2009, 11:26 AM

QUOTE(Nagual @ 4th June 2009 - 03:55 AM) *
Teo ro ici kaia ra tqma unda magram marto codna sakmarisi araris! Stalkingshi aris saintereso teknikebi gagvidზebis =)) tumdac aq realshi !!! amas emateba programis shekvana sizmarshi (kompleksshi) dzaan epekturia!

საინტერესოა მეტი ინფო ამ ტექნიკაზე.. smile.gif

QUOTE(Nagual @ 4th June 2009 - 03:55 AM) *
Teo sheni axloblebi ( Spraitebia) anu shen tu gaqvs realuri OC shegidzia gaagvidzo ისენიც ! =)) rac exeba 1 adgils ess dzaaan kargia da ecade am sizmarshi daimaxsovro kvela detali absoluturad, anu adgili sadac xar unda iqos stabiluri, stabilurobashi shedis ( kvelaperi -arunda moxdeს gadaadgileba) ai mashin shen gaivli 2 sapexurs ( an rogorc amboben VTORIE VRATA)

Nagual ბევრი ვერაფერი გავიგე შენი ნაწერიდან (ტერმინები უცხოა), მაგრამ სურვილი კი მაქვს smile.gif კვირას მოხვალ?

Posted by: Nagual Jun 4 2009, 01:59 PM

ki aucileblat movalt! huh.gif

Posted by: san Jun 4 2009, 03:29 PM

სიზმრის ნიშნებს მიაქციეთ დიდი ყურადღება.

გუშინ დამესიზმრა ცაში თხა დაფრინავდა. უცებ ლოგიკური აზროვნება ჩამერთო და ვიძახი ჩემთვის ეს სიზმარია, ეს სიზმარია )))))))

Posted by: Nagual Jun 5 2009, 02:29 AM

San es sul sxva etapia!!! shemtxeviti gancnobiereba adzlevs dzaan karg gamoctilebas anu adamiani agrovebs gancnobierebis shegrdznebebs!!! magram uketesi iqneba tu es moxdeba mizandasaxulad ( sxva sityva ver shevar4ie=)))) )
ubralod sizmarshi dzalian dznelia tvali adevno sizmris detalebs,mitumetes vinc axlaxans ecnoba am speros! da zustad magitom Stalkingshi aris eseti teqnika rogoc =))))))))) ( xelebis dzebna- esetive teqnikas iyenebda Kastaneda) magram me girchevdit gancnobierebas mteli dgis ganmavlobashi!!
eseigi dgis ganmavlobashi - roca gavixsenebt, vcherdebit da vixsenebt gagvidzebis proces, vuyurebt chvens xelebs da garshemo sivrces(anu teritorias) da vatvalierebt adamianebs ise vitom mat sdzinavt, vexebit chven sxeuls -vuyurebt ramdenad realuria yvelaperi da amis shemdeg vagrdzelebt chveulebriv moqcevas da cxovrebas!!!
es unda gavaketot roca gavixsenebt da yvelaze mnishnelovani =)))) yovelive teqnikas vudgebit laitad vitom tamashit!!!

Posted by: san Jun 5 2009, 08:52 PM

ისე თუ ადამიანი მართლა აპირებს სიზმარში გააცნობიეროს თავი, დღის განმავლობაში საათში ერთხელ მაინც გაითამაშოს გამოღვიძების სცენა.

ვითომ იღვიძებ და ეს სიზმარია. აკვირდები ყველაფერს შენს გარშემო და იმეორებ ეს სიზმარია )))

Posted by: san Jun 5 2009, 08:54 PM

თავიდან როცა ამ ტექნიკას ვაკეთებდი ერთგვარი შიში დამეუფლა. შემდეგ კი დროთა განმავლობაში მივხვდი რომ ტექნიკა რეალურად მოქმედებს.

Posted by: san Jun 5 2009, 08:58 PM

შიში იმიტომ დამეუფლა რომ, რეალურ ცხოვრებაში დავინახე სიზმრის ელემენტები. რაც უფრო გულმოდგინედ ვაკეთებდი ტექნიკას მით უფრო რეალური ცხოვრება ემსგავსებოდა სიზმარს.

Posted by: Nagual Jun 6 2009, 02:52 PM

nu geshinia =)) SAn amistvis gaakete ( Kontrolirumaya glupost`) anu dgeshi ertxel ro igvidzeb shen xo akvirdebi im tutas titqmis kvela detals da ai zustad mashin =)) ubralod itamashe roli, rogorc scenaze, am shemtxvevashi shen shen tavs naxav gverdზidan=)) plius gamogiva 3 vardishi ertad (gagvidzeba-kontrolirumaya glupost+ bezupre4nost)

Posted by: sky Jun 11 2009, 07:05 PM

ისა, დღეს ვამბობდი, ის დრო მომენატრა რო ვხვდებოდი რომ სიზმარში ვიყავი (ბავშვობაში ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო და მერე დავფრინავდი და რაღაცეები laugh.gif ) ხოდა შუადღეს ჩემი აზრით "მოდუნებას" ვაპირებდი და რა თქმა უნდა ჩამეძინა angry.gif ხოდა იმდენი ვიფრინეე, მერე რაღაცმომენტში შემეშინდა, მოქუფრული ცა და უუზარმაზარი მთები იყო და აქ რომ მივფრინდე რა მინდა, არავინაამეთქი, მარა მერე იქაც მივფრინდი biggrin.gif
მარა ყველაზე მთავარი რა არ მავიწყდება იცით? ყურების ტკივილი, ზუსტად 2-ჯერ დამემართა...
რაღაც საშინელი შიშხინი, ღრიალი, ჰაერის დიიდი წნევა თუ არ ვიცი კიდე რა იყო ეს...
საშინლად მტკიოდა ყურები... და მაგ დროს გამომეღვიძა და მეორედ უკვე ვიცოდი რომ ასეთი რამ უნდა მეგრძნო და ისე ძალიან აღარ გამკვირვებია, მარა ძალიან ძნელი და რაღაცნაირად ცუდი შეგრძნება იყო unsure.gif

ჰოდა ეგეთი რამე (ყურებში საშინელ შიშხინი ძილის დროს) გქონიათ ვინმეს??

Posted by: TeO Jun 20 2009, 11:26 AM

Искусство сновидения. Сон змеи >> http://topraktik.net/zen/134-iskusstvo-snovidenija.-son-zmei.html
Искусство сновидения. Сила ягуара >> http://topraktik.net/zen/133-iskusstvo-snovidenija.-sila-jaguara.html
მგონი საინტერესო უნდა იყოს, მე ჯერ არ მინახია smile.gif

Posted by: Nagual Jun 23 2009, 10:04 PM

მაგარია!!! მაგრამ მე გირჩევთ Andrei reutov-ის -Xakeri Snovidenii წაიკიტხოთ!!!!
ვისაც უნდა ამ წიგნის წაკითხვა მომცერეთ სკაიპში vallar4 rolleyes.gif rolleyes.gif

Posted by: TeO Jun 24 2009, 10:10 PM

Nagual
მე მაინტერესებს smile.gif ..რომ მოვიცლი დაგიკავშირდები wink.gif

Posted by: Nagual Jun 26 2009, 09:05 AM

книга в библиотеке!!!!

Posted by: giorg Jun 26 2009, 12:15 PM

me ar maxsovs normaluri sizmari ro damsizmreboda. sul abdaubda sizmrebi mak, sityvaze saxlis karebs vageb da gavdivar tyeshi ukan shemovtrialdebi da sheileba sopelshi romeligac nacnob gorakze agmovchnde mokled su sxvadasxva adgilebze vxvdebi xolme da zalian xshirad kide sityvaze chem romelime megobars velaparakebi mkapiod vxedav mis saxes mere bundondeba da ramodenime xnis mere saxe icvleba da su sxva pirovnebas vxedav umetesad ucnobebs. yvelaze magari racaa zalian xshirad davprinav xolme zaan magari shegrdznebaa is rom gamovaklot rom eseve xshirad mak vardnis shegrdzneba smile.gif

Posted by: adamiani Jun 26 2009, 01:43 PM

giorg
გააზრებული ძილის კარგი უნარი გაქვს და გამოიყენე.

Posted by: tikoroma Jun 26 2009, 04:37 PM

giorg

ციტატა(nagvali @ 26th June 2009 - 12:15 PM) *
me ar maxsovs normaluri sizmari ro damsizmreboda. sul abdaubda sizmrebi mak, sityvaze saxlis karebs vageb da gavdivar tyeshi ukan shemovtrialdebi da sheileba sopelshi romeligac nacnob gorakze agmovchnde mokled su sxvadasxva adgilebze vxvdebi xolme da zalian xshirad kide sityvaze chem romelime megobars velaparakebi mkapiod vxedav mis saxes mere bundondeba da ramodenime xnis mere saxe icvleba da su sxva pirovnebas vxedav umetesad ucnobebs.

აუ მეც ეგრე ვარ. იმიტომაც მიჭირის სიზმრების ჩაწერა. ვეღარ ვარკვევ საიდან სად მოვხვდი და ვინ ნახე სინამდვილეში
ოღონდ ფრენით არ მიფრენია არასდროს. სამაგგიეროდ წითელი იკარუსით მივლია ხის ტოტებზე ციყვივით laugh.gif laugh.gif laugh.gif

Posted by: Shou Jun 26 2009, 05:15 PM

QUOTE(tikoroma @ Jun 26 2009, 04:37 PM) *
giorg

აუ მეც ეგრე ვარ. იმიტომაც მიჭირის სიზმრების ჩაწერა. ვეღარ ვარკვევ საიდან სად მოვხვდი და ვინ ნახე სინამდვილეში
ოღონდ ფრენით არ მიფრენია არასდროს. სამაგგიეროდ წითელი იკარუსით მივლია ხის ტოტებზე ციყვივით laugh.gif laugh.gif laugh.gif

Just_Cuz_01.gif ბევრი ვიცინე, მადლობა l_daisy.gif

Posted by: ირმა Jun 26 2009, 11:08 PM

giorg
კარგია სიზმარში ფრენა smile.gif

Posted by: ირმა Jun 26 2009, 11:09 PM

QUOTE(tikoroma @ 26th June 2009 - 05:37 PM) *
სამაგგიეროდ წითელი იკარუსით მივლია ხის ტოტებზე ციყვივით

ეს მართლა ერთადერთი სიზმარი იქნება lol.gif

Posted by: giorg Jun 26 2009, 11:54 PM

როგორ გამოვიყენო?

Posted by: Nagual Jun 27 2009, 10:03 AM

es normaluri processia, sizmris bushtebi =))) sul icvleba!!! da sizmrebis chaceraze - jobia chanaxazi gaaketot territoriis ა nu tu gaxsos ra elaparaket da vin naxet kaiia magram akcenti gaaqetet imaze sad iyavit, daushvat me vnaxe dakali(dzmakaci bla bla bla magram viyavit zgvastan ai aq unda akcerot irgvliv yvelaperi rac vnaxavt!, saxltan an korpustan da asse shemdeg, sizmarshi tu agmochti saxlshi daxaze otaxebi miaxlobit! magram karebshi nu gadixart otaxis sanaxavat tore agmochtebit sxva sizmarshi nebismieri kari an shesasvleli sizmarshi mushaobs rogorc portali=))) da ise XC tcigni caikitxet=))

Posted by: asklipiodota Jun 30 2009, 10:05 PM

ტაკს, დავიწყე სიზმრების ჩაწერა .. კაი ხანაი ვიწერ...
..
და 98 პაროცენტი, არის ტრანსფორმირებული განცდები, სიტუაციები, ემოციები, რასაც რეალურ ცხოვრებაშI ვიღებ... სვხა არაფერი

თუმცა ის 2 პროცენტი , არის არარეალური და არაბუნებრივი, რომლებსაც ვერ ვხსნი .... ამ 2 პროცენტში შემავალი სზიმრებისას, ეტყობა სადღაც ჯანდაბაშI დაბოდიალობს ჩემი მე და ასტრალური სხეული და იქაურ ამბებს "მიყვება" biggrin.gif

Posted by: ირმა Jul 9 2009, 08:12 AM

მესიზმრა ზღვა, ლურჯი ფერის, ნაზად ირხეოდა. ძალიან მესიამოვნა. smile.gif

ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად ვხედავ ფერებს სიზმარში და ნათლად. smile.gif

Posted by: TeO Jul 14 2009, 08:04 AM

QUOTE(Nagual @ 23rd June 2009 - 11:04 PM) *
მაგარია!!! მაგრამ მე გირჩევთ Andrei reutov-ის -Xakeri Snovidenii წაიკიტხოთ!!!!

მართლაც კარგია smile.gif მე ახლა ვკითხულობ და საკმაოდ კარგად და პოპულარულ ენაზე არის სიზმრის მოწყობილობის (და არა მარტო მისი )ახსნა..
giorg გირჩევ წაიკითხო-ბევრ რამეს აიღებ wink.gif

Posted by: tikoroma Jul 14 2009, 06:04 PM

asklipiodota

ციტატა(asklipiodta @ 30th June 2009 - 10:05 PM) *
და 98 პაროცენტი, არის ტრანსფორმირებული განცდები, სიტუაციები, ემოციები, რასაც რეალურ ცხოვრებაშI ვიღებ... სვხა არაფერი

ჩემთანაც ასეა. თითქმის მეორდება რეალობა..

Posted by: giorg Jul 14 2009, 06:53 PM

madloba rchevistvis.

Posted by: daat Jul 26 2009, 12:11 PM

რა მაინტერესებს იცით რომელი გირჩევნიათ ყოველ ღამე სიზმრებს ხედავდეთ და მერე ამ სიზმრებს ხსნიდეთ? თუ უსიზმრო ძილი, ღრმა ძილი გქონდეთ, როგორ პოზაშიც დაწვებით ისევე გეღვიძებათ?

Posted by: san Jul 27 2009, 05:46 PM

მე მშვიდი ძილი მირჩევნია )) ან გაცნობიერებული სიზმრები, აბდაუბდა სიზმრები მაგრად მღლის ))))

Posted by: drabavik Aug 26 2009, 01:36 PM

ბოლო დროს ძალიან ვირწმუნე სიზმრების. თითქმის 1:1 ში სრულდებოდა ყველაფერი რაც მესიზმრებოდა. ის კი არა, ომამდეც ორი სამი თვით ადრე, სულ ომი მესიზმრებოდა, პუტინიც კი დამესიზმრა (ვითომ რუს ჯარისკაცებში მოვხვდი) biggrin.gif და ნაპოლეონი. არა და აზრადაც ვერ გავივლებდი, რომ რამე ამდაგვარი დატრიალდებოდა.
ერთი პერიოდი ვფიქრობდი, რომ მასობრივი ინფორმაციების წყაროებით ხომ არ მოხდა რაღაც ტიპის ზომბირებათქო და საზოგადოებრივი აზრის მომზადება, კონსოლიდაცია, მაგრამ შეუძლებელი იქნებოდა, რადგან ტელევიზორს იშვიათად ვუყურებდი biggrin.gif

ძალიან მაინტერესებს, თუ იცით, პრაქტიკაში გამოგიცდიათ სიზმრის მართვის ეფექტური საშუალება?
ხშირად ვნახულობ კოშმარებს, არ მეშინია, მაგრამ ძალიან ვიღლები, თან უბრალოდ მინდა სიზმარში მაინც ვნახო რამე კარგი smile.gif სულ რამოდენიმე ლამაზი სიზმარი მახსოვს, ეს იყო თეთრი ცხენი, უფრო პეგასი დამესიზმრა, უცბად გამეღვიძა, მარტი იყო მგონი 2004 წლის და იმ დილას თოვლი წამოვიდა biggrin.gif და კიდევ მახსოვს გამოთვლებს ვაკეთებდი და ვინჩის ორნითოპტერის კონსტრუქციაზე, დაფაზე ფორმულები გამომყავდა და დარწმუნებული ვიყავი მათ სისწორეში, მაგრამ რომ გავიღვიძე რა თქმა უნდა აღარაფერი მახსოვდა smile.gif)

კოშმარებს რაც შეებეა, მაინტერესებს, ისთი განცდა თუ გქონიათ, რომ გღვიძავთ, თვალები გახელილი გაქვთ და რაღაც ძალა გაკავებთ, სხეული არ გემორჩილებათ, ძალიან გინდათ დაიყვიროთ, მაგრამ პირსაც კი ვერ აღებთ და ამ დროს გრძნობთ ვიღაცის ან რაღაცის თანხლებას თქვენთან ერთად ოთახში? რამოდენიმეჯერმე მქონდა ასეთი შემთხვევა, ერთხელ სახით ბალიშში მეძინა და თითქოს და გამომეღვიძა და მესმოდა, როგორ დადიოდა ვიღაცჩემს ოთახში და საშინლად ღრიალებდა, ძალიან შემეშინდა მაშინ, პატარა ვიყავი biggrin.gif და ერთხელ ზალაში, ტელევიზორის ყურებისას დივანზე ჩავთვლიმე, უცბად თითქოს და გამომეღვიძა, გავედი აბაზანაში და სარკეში ჩავიხედე და ყველაფერმა ირგვლივ ჟრიალი დაიწყო, არ ვიცი როგორ ავხსნა და გამომეღვიძა smile.gif)) მაგრამ უცნაური ის იყო, რომ ფეხები ძალიან ცივი მქონდა, თითქოს და მეტლახზე დავაბიჯე (ზაფხული იყუო). ბოლოს (2008), ჩემი თვალით ვხედავდი, როგორ შემომიხტა ფანჯარაში დიდი შავი კატა და ჯერ ჩემ საწოლთან მოახლოვდა და მერე ოთახიდან გავიდა, მე კი თითქოს და ლოგინიდან წამოწეული ვიყავი (ჰაერში რა). მოკლედ არ ვიცი როგორ ავხსნა. და კიდევ რაღაც იდიოტური სიზმარი ვნახე, ისიც ცხადი მეგონა, ვითომ რაღაც წერილი მომივიდა, მომოვალი იყ უკვე და 31 აგვისტო, კარგად მახსოვს, და ძალიან მაგრად გავნიცადე, რაღაც მტკივნეული გავიგე ეტყობა რა არ ვიცი.
ჰალუცინოგენებს არ ვხმარობ, პლანსაც კი არ ვეწევი და არ ვარ გატაცებული რაღაც ასტროლოგიური ნავაროტებით, ცრუ რწმენები მგონი ზომიერად მაწხუებს. როგორც ყველას. ტრამვებიდან ერთად ერთი რაც მიმიღია ალბად ომის ტრამვა, ღრმა ბავშვობაში, ისიც არა მგონია, რომ სათანადოდ განვიცადე (სხვებთან შედარებბით).
იქნებ ვინმეს გაქვთ რამე პასუხები.
წინასწარ მადლობთ!

Posted by: TeO Aug 26 2009, 05:58 PM

საინტერესო სიზმრები გქონია..

რაც შეეხება შენს კოშმარებს- ჩემიაზრით ამაში არაფერია უცნაური..უბრალოდ ჩვენ ფიზიკური სხეულის გარეთ არ ვართ მიჩვეული ცქერას..და ზოგჯერ ხდება ხოლმე ამ მეტად დაცული გარსის გარღვევა და გარეშე სიტუაციების დაჭერა ჩვენი სხვა სხეულებით...მოკლედ მგონი ასეა wink.gif
ისე მეც მქონია მსგავსი სიტუაცია,მაგრამეგ სიზმარი აშკარად არ იყო და თავის დარწმუნებაც არ დამიწყია, რაც პრინციპში ყველაზე იოლი "გამოსავალია" biggrin.gif

მოკლედ ეს სადგაც 6-7 წლის წინ..მეღვიძება შუაღამით (რაც ჩემს შემთხვევაში ფაქტიურად არ ხდება) და ვგრძნობ რაღაცის თუ ვიღაცის ყოფნას..და ეგრევე არასასიამოვნო ენერგეტიკაა ირგვლივ და პირველივე რაც მომივიდა დავიწყე მანტრასავით ლოცვის გამეორება (ეს ხდებოდა აღდგომის შემდგომ დღეებში) და გადაბმულად და შეუწყვეტლივ გულში ვმღეოდი -ქრისტე აღსდგა მკვდრეთით სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი. მგონი ამ ლოცვამდე სხვა რამეც ვცადე, მაგრამ შიში/უსიამოვნო განცდა არ გამდიოდა და ამან მიშველა! მაშინ პატარა ვიყავი და არ ვიცოდი, შემდეგ კი გავიგე თუ რა ძლიერი/შინაარსიანი ფრაზაა ეგ.
ალბათ სიზმრის თემასთან ამ გახსენებას შეხება არაქვს,მაგრამ მაინც smile.gif

ისე იმ სიტუაციას მიზეზიც ქონდა..რატომ არდავუძახე სხვა ოჯახის წევრებს,რომ განქარვეოდა ეს ნეგატივი. გვერდზე ოთახში იწვა ჩემი ძმა, რომელიც ძალიან ცუდად იყო და იმ პერიოდში დედა ულოცავდა..და მე კიდევ უბრალოდ სხვა ოთახში დამაწვინეს და ამდენიც არ ვიცოდი,ეს მხოლოდ შემდეგ დილით გავიგე smile.gif ეს ამბავი უკვე ბევრ რამეს ხსნის girl_witch.gif
მეტი მსგავსი რამ არ მქონია biggrin.gif

QUOTE
როგორც ყველას. ტრამვებიდან ერთად ერთი რაც მიმიღია ალბად ომის ტრამვა, ღრმა ბავშვობაში, ისიც არა მგონია, რომ სათანადოდ განვიცადე (სხვებთან შედარებბით).

მეც მაქვს ომის პერიოდი ბავშვობაში გამოვლილი..პრინციპში არც ისე პატარა არ ვიყავი, 7 წლის..მაგრამ არამგონი ამ სტრესის ამბავი იყოს wink.gif არ ვიცი,არ ვიცი..

Posted by: drabavik Aug 27 2009, 12:29 PM

მეც მაგ ასაკში, მაგრამ მძაფრად არ აღმიქვია მგონი smile.gif ქვეცნობიერად რა ხდება არ ვიცი...

შენ როგორც აღნიშნე მეც ზუსტად მასე, საკმარისი იყო უფალი მეხსენებინა (თავს ვირწმუნებდი რომ უფრო ძლიერი ვარ და დავამარცხებ) რომ ეგრევე ძალების მატება ვიგრძენი smile.gif

კიდევ ისეთი შეგრძნებები თუ გქონიათ, მახსოვს განსაკუტრებიტ პატარაობაშI სიცხე რომ მქონდა და ძილისპირულზე ნახევრად სიზმარში ვიყავი და მეჩვენებოდა რომ ვპატარავდებოდი და ოთახი იზრდებოდა უშველებელ ზომებამდე და ჩემების საუბარი სხვა Oთახიდან თიტქოს და ძალიან შორიდან ისმოდა biggrin.gif

Posted by: ირმა Sep 17 2009, 09:23 PM

http://ofofi.piczo.com/?g=44932632&vsrc=search_google&cr=5

Posted by: old_man Sep 22 2009, 07:03 PM

ცოტა ხნის წინ ასეთი უცნაური სიზმარი დამესიზმრა: ვითომ ბებიაჩემი ცოცხალი იყო და რაღაცაზე ველაპარაკებოდი. მერე უცებ მომაგონდა რომ ცოცხალი აღარ არის და იმაზე დავიწყე თავის მტვრევა მეორედ რომ მოკვდება და თავიდან მოეწყობა პანაშვიდები, დაკრძალვა და რამე, ხალხი, ახლობლები რას იფიქრებენ მეთქი. კაი მე ეზოთერიკოსი ვარ და დიდად არ მიკვირს რომ გაცოცხლდა, მაგრამ სხვებთან უხერხული არის მეთქი. კაი ხანი ვიფიქრე ამ უხერხულ მომენტზე და ვერაფერი მოვიფიქრე biggrin.gif
რომ გავაანალიზე ალბათ საფუძველი ამ სიზმარს ის აქვს, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია რას იფიქრებს ჩემზე ხალხი, ანუ ამ მხრივ გავლენა აქვს სოციუმს ჩემზე და საჭიროა რომ ცოტა დავიკიდო ხოლმე

Posted by: TeO Sep 22 2009, 07:56 PM

smile.gif

გახსენებაზე, მეც დამესიზმრა ჩემი აწ გარდაცვლილი ბებია-ბაბუა გუშინ.. მაგრამ მანდ ცოტა სხვა სიუჟეტი ვითარდებოდა biggrin.gif

Posted by: Zet Sep 30 2009, 12:25 PM

დღეს ღამე კარგად გეძინათ?, მემგონი რაღაც პაზა იყო აქტიურობის, მე ნახევარი გამე გავათენე მარა მეორე ნახევარი გაცნობიერებული სიზმრები მქონდა და რასაც მინდა ვაკეთებდი)) ყველაფერი ძაან რეალურად იყო მარა მერე გამახსენდა ნაგუალის ნალაპარაკევი რო გვერძე რო გაიხედავ და მოიხედავ სხვა სცენას ხედავ და არა იგივეს და ყოველ მიხედვაზე სხვადასხვა სცენებს ვხედავდი, მერე დავიწყე გახსენება ამასთან დაკავშირებით რა სავარჯიშო იყო ადრე ამიხსნა ნაგუალმა და ესე სიზმარში ვიჯექი და ვიხსენებდი და ვერ გავიხსენე)) და მერე გავაგრძელე გზა)))) მაგარი გასართობია))

Posted by: ირმა Sep 30 2009, 04:26 PM

QUOTE(old_man @ 22nd September 2009 - 08:03 PM) *
ცოტა ხნის წინ ასეთი უცნაური სიზმარი დამესიზმრა: ვითომ ბებიაჩემი ცოცხალი იყო და რაღაცაზე ველაპარაკებოდი. მერე უცებ მომაგონდა რომ ცოცხალი აღარ არის და იმაზე დავიწყე თავის მტვრევა მეორედ რომ მოკვდება და თავიდან მოეწყობა პანაშვიდები, დაკრძალვა და რამე, ხალხი, ახლობლები რას იფიქრებენ მეთქი. კაი მე ეზოთერიკოსი ვარ და დიდად არ მიკვირს რომ გაცოცხლდა, მაგრამ სხვებთან უხერხული არის მეთქი. კაი ხანი ვიფიქრე ამ უხერხულ მომენტზე და ვერაფერი მოვიფიქრე
რომ გავაანალიზე ალბათ საფუძველი ამ სიზმარს ის აქვს, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია რას იფიქრებს ჩემზე ხალხი, ანუ ამ მხრივ გავლენა აქვს სოციუმს ჩემზე და საჭიროა რომ ცოტა დავიკიდო ხოლმე

hilarioustu8.gif Just_Cuz_01.gif ნამდვილი ეზოთერიკის სიზმარია lol.gif

Posted by: blanca Oct 8 2009, 08:02 PM

17 წლის წინ გარდაცვლილი მამა მესიზმრება ხშირად, როგორც ცოცხალი. სიზმარში არ ვიცი გარდაცვლილი რომ არის, ცოცხალია ერთად ვართ, მაგრამ ამავე დროს ვიცი რომ გარდაცვლილია. უსიამოვნო შეგრძნება არ მაქვს ხოლმე დასიზმრებისას. გამოღვიზებისას მხოლოდ. და ვფიქრობ რატომ მესიზმრება?
ერთი თვის წინ სადღაც მივდიოდით ერთად. წუხელ შიშველი დამესიზმრა სახლში ვიყავით. რას ნიშნავს რა მაწუხებს რატო მესიზმრება ან მას რა აწუხებს?
რას იტყვით ეზოთერიკებო?

Posted by: old_man Oct 8 2009, 08:27 PM

blanca
ჰოოო...საინტერესოა, მაგრამ რას უნდა ნიშნავდეს ვერ ვხდები.....
რაც ბებიაზე დავწერე დაახლოებით მსგავსი სიზმარი დამესიზმრა გარდაცვლილ მამაზე. თან რამდენჯერმე ერთი და იგივე შინაარსით. მოკლედ ჩემს მეორე ბინაში სადაც მამაჩემი გაიზარდა დამესიზმრა რომ მე და მამა იქ ვიყავით. ამ ბინიდან ამ ბოლო დროს ბევრი რაღაც გადავყარე და გავყიდე რა (ეს რეალში, სიზმარში არაsmile.gif ) ჰოდა ამ შემთხვევაშიც ის გრძნობა მქონდა რომ მამაჩემი გაცოხლებულა. დადიოდა ოთახებში და თავის ნივთებს ვეღარ აგნებდა და დაბნეულივით იყო. აღარც მისი საწოლი იყო და არც სხვა რაღაცეები. თან ისეთი ტიპი იყო რომ რამის გადაყრა ეძნელებოდა და ბევრი ხარახურა ჰქონდა. ჰოდა მე შემრცხვასავით და ვფიქრობდი რომ სად დაწვება საწოლი რომ აღარ აქვს და ბევრი სხვა რაღაცაც გადავყარე.....თან რომ დადიოდა ამ ოტახებში არ იმჩნევდა ამ ცვლილებებს ეს იმიტომ რომ თვითონაც კარგად იცის რომ მოკვდა მეთქი. მერე იმაზე ვფიქრობდი რომ ახლა თავიდან უნდა შევაგროვო ის ნივთები მეთქი რომ ისევ ისე იყოს ყველაფერი როგორც ადრე .....მაგრამ იმდენი წვრილმანი ჰქონდა იმას რა შეაგროვებს მეთქი....

Posted by: ირმა Oct 8 2009, 08:59 PM

ზოგჯერ სიზმარი რაღაც გაფრთხილებასავით უნდა მივიღოთ. ამ ორიოდე წლის წინ მეც მესიზმრა ჩემი გარდაცვლილი მამა. მე ნივთებს ვაგროვებდი, რაღაცეებს ვაწესრიგებდი ჩემს ქმართან ერთად და მამაჩემი მელოდებოდა შავი ჯიპით და უნდა წავეყვანე. როცა ეს სიზმარი ვნახე, ვერ გავიგე რას ნიშნავდა, მაგრამ ამ სიზმარმა მაგრად მიშველა. ერთი კვირის მერე ამ სიზმრის დასიზმრებიდან ჩემმა ექიმმა ოპერაცია მითხრა. (მაშინ რაღაც პრობლემები მქონდა ჯანმრთელობის) მე ნარკოზთან გართულება მაქვს და როგორც ოპერაცია გავიგე გავშრი. მეთქი მგონი ვკვდები მეთქი, თან სიზმარი და წარმოიდგინეთ სიზმარში ნანახმა სხვადასხვა წვრილმანებმა აცხადება დამიწყო. რაღაც უმნიშვნელო ნივთები, რომლებიც სიზმარში ვნახე, ჩემს წინ ვხედავდი უნებურად. მაშინ ვთქვი ოპერაციას ვერ გადავიტან და მოვკვდები მეთქი და დავიწყე სხვა ექიმის ძებნა. მეორე ექიმმაც იგივე მითხრა, მესამესთან წავედი, მოკლედ მეოთხე ექიმთან რომ მივედი და ნახა პრობლემა მითხრა ეს წამალი დაიწყე და სამ თვეში მოდი და მნახეო. თვალებს არ ვუჯერებდი, ბევრი რომ არ გავაგრძელო ამ ექიმმა მიშველა ოპერაციის გარეშე და არაფერი არ მაწუხებს.
საბოლოოდ ის მინდა რომ ვთქვა, თითქოს მამაჩემმა სიზმარში გამაფრთხილა. ეს სიზმარი რომ არ მქონოდა ნანახი, ალბათ იმ პირველ ექიმს დავთანხმდებოდი ოპერაციაზე და შეიძლება მართლა ვერ გადამეტანა. რადგან სიზმარი ვნახე, ენერგიულად მოვძებნე სხვა ექიმი, სხვა გზა და ყველაფერი კარგად დამთავრდა.
ამიტომ მინდა ვთქვა, რომ სიზმარი ზოგჯერ რაღაცას გვასწავლის და გზას გვიჩვენებს, მთავარია მივხვდეთ და დავინახოთsmile.gif

Posted by: blanca Oct 8 2009, 09:22 PM

რა თქმა უნდა რაღაცას გვეუბნება და ვერ გავარკვიე რას მეუბნება. ეს მაწუხებს
oldman რაღაც კავშირი მოვძებნე ჩვენს სიზმრებში. მამა იმ სახლში დამესიზმრა რომელიც გავყიდეთ. ძირითადად იმ სახლში იყო ხოლმე.
მოკლედ ვერ ვიგებ რატომ მესიზმრება sad.gif

Posted by: TeO Oct 9 2009, 07:06 PM

http://sonnik.ukr.net/

Posted by: old_man Oct 9 2009, 08:44 PM

TeO
გუშინ იცი ვინ დამესიზმრა? biggrin.gif აი შარდენზე რომ ვიყავით გამოფენაზე და ბაღში რომ ვიჯექით ხო გახსოვს? იქ კიბეებზე ვიღაც უცნაური კაცი რომ იჯდა გრძელი თმებით და ინდიელის მოკაზმულობით. აი ეგ smile.gif))) თან ძაან უცნაურ გარემოში დამესიზმრა. ვითომ კლასის ქეიფი იყო. გადავხედე სუფრას. ყველა ჩემს კლასელს ვცნობ და ეს ტიპიც აქ ზის. მეთქი ამას აქ რა უნდა. გვერდით კლასელს გადავულაპარაკე ეს ვინ არის მეთქი? ეს არისო ეკა ნ....შვილი (ეს ეკაც ჩემი კლასელია, მაგრამ იმ სუფრაზე არ იყო) გავგიჟდი შუა ხნის კაცია ეს და ეკა როგორ არის მეთქი biggrin.gif აი ამ დროს მივხდი რომ აქ ჩტოტა ნიტო....მივხდი რომ ეს იყო სიზმარი ანუ უკვე ცნობიერი სიზმარი გახდა, ანუ სიზმარში გავიღვიძე და დავიწყე მისი შესწავლა და მართვა smile.gif
ისე ლესელიძეზე და შარდენზე თუ მოხვდებით ამ კაცს აუცილებლად შეამჩნევთ. ნაღდი ინდიელია ვესტერნიდან. ძაან მაგარიაsmile.gif))

Posted by: TeO Oct 9 2009, 08:56 PM

აჰაჰა biggrin.gif მაგარია, სად გაგეჩითა კაცო tongue.gif ეტყობა ძალიან ჩაგრჩა მეხსიერებაში და ქვეცნობიერში გადავიდა.. wink.gif

Posted by: tikoroma Oct 10 2009, 06:41 PM

ციტატა(moonbayer @ 10th October 2009 - 05:56 PM) *
განმეორებადი სიზმრებიც ხშირად მაქვს ყველზე ძველი ალბათ 4 წელია მაინც მესიზმრება..

moonbayer
ძალიან მაინტრესებს ეს რისი ბრალია. რამდენიმე სიზმარი მიმეორდბა ბავშვობიდან. მცირე ცვლილებებით. თან ყოველთვის მახსოვს, რომ ეს უკვე მესიზმრა. უფრო სწორად, მახხსოვს რომ იმ ადგილებში უკვე ვიყავი და ვეძებ ხოლმე ნაცნობ რაღაცეებს...
მაგლთად, ვითომ ექსკურისაზე ვართ და სადღაც ეკლესიებთან მივდივარ. უცებ გზა მებნევა,ან საერთოდ იკარგება გზა მაგამ მახსენდება, რომ აქ უკვე ვყოფლვარ (წინა სიზმრებში) და ვეძებ ხოლმე ეკლესიასთან მისასვლელს.
ზოგჯერ გვირაბით ავდივარ ამ ეკლესიაში, ზოგჯერ მიხვეულ-მოხვეული აღმართებით, მწვანე ეზო აქვს და შიგ დიდი ხეები დგას rolleyes.gif ზოგჯერ, გალავნამდეც ვერ მივდივარ, ხან გზასაც ვერ ვპოულობ და მეღვიძება ნერვიულობისგან... ეს სულ ერტი და იგივე სიზმრებია სხვაასხვა ინტერპრეტაციით.

კიდევ სახლზე მესიზმრება მსგავსი.

Posted by: moonbayer Oct 10 2009, 07:39 PM

tikoroma

QUOTE(tikoroma @ 10th October 2009 - 07:41 PM) *
ძალიან მაინტრესებს ეს რისი ბრალია. რამდენიმე სიზმარი მიმეორდბა ბავშვობიდან. მცირე ცვლილებებით. თან ყოველთვის მახსოვს, რომ ეს უკვე მესიზმრა. უფრო სწორად, მახხსოვს რომ იმ ადგილებში უკვე ვიყავი და ვეძებ ხოლმე ნაცნობ რაღაცეებს...
მაგლთად, ვითომ ექსკურისაზე ვართ და სადღაც ეკლესიებთან მივდივარ. უცებ გზა მებნევა,ან საერთოდ იკარგება გზა მაგამ მახსენდება, რომ აქ უკვე ვყოფლვარ (წინა სიზმრებში) და ვეძებ ხოლმე ეკლესიასთან მისასვლელს.
ზოგჯერ გვირაბით ავდივარ ამ ეკლესიაში, ზოგჯერ მიხვეულ-მოხვეული აღმართებით, მწვანე ეზო აქვს და შიგ დიდი ხეები დგას ზოგჯერ, გალავნამდეც ვერ მივდივარ, ხან გზასაც ვერ ვპოულობ და მეღვიძება ნერვიულობისგან... ეს სულ ერტი და იგივე სიზმრებია სხვაასხვა ინტერპრეტაციით.

კიდევ სახლზე მესიზმრება მსგავსი.

საინეტერესოა, მე ერთი სიზმარი ესეთი ამიხდა დაახლებით 3 წელია მესიზმრებოდა ვითომ სადღაც ბუნებაში ვარ წყარო ჩამოდის ქვემოთ რამდენიმე ადამიანთან ერთად ვიყავი, ჩემს მშობლებთან და ჩემ დასთან ერთად კიდევ 2 უცნობი ადამიანია, წელს წავედით საირმეში დასავეენებლად წავედით ბუნებაში და მოვხვდი ზუსტად იმ ადგილას რომელიც მესიზმრებოდა და იმ 2 უცნობ ადამიანთან ოღონდ მაშინ რომ მესიზმრებოდა უცნობები იყვნენ და რეალობაში გავიცანი. smile.gif ამიტომ დანარჩენ განმეორებად სიზმრებს ეხლა უფრო მეტ ყურადღებას ვუთმობ.. smile.gif

Posted by: moonbayer Oct 10 2009, 07:50 PM

ადრე შეკითხვები მქონდა ასტრალზე სიზმრებზე და ასე შემდეგ, და ამ ერთ ერთი უცნობმა ადამიანმა ყველაფერი მითხრა ასტრალზე და სიზმრებზე დამაკვალიანა რა წიგნები უნდა წამეკითხა რომ არ უნდა მეჭამა ხორცი და არ უნდა დამელია ალკოჰოლი რომ თუ ამას გავაკეთებდი გამიჭირდებოდა ასტრალში გასვლა და მედიტაციები, და მოდუნება.. მთავარი ის იყო რომ თვითონ დამიწყო ამაზე ლაპარაკი და მითხრა რომ შეგრძნება მაქვს რომ შენ უნდა გითხრა ეს ყველაფერიო და აი ესე მოხდა რომ ადრე რა შეკითხვები მქონდა ყველაფერს გაეცა პასუხი.. და ახალი შეკითხვები და ახალი მიზნები გაჩნდა. ეს ადამიანი რომ არ გამოჩენილიყო ეხლა ისევ მექნებოდა შეკითხვები.. ისევ იმ ეტაპზე ვიქნებოდი რაზეც მაშინ ვიყავი..

Posted by: TeO Oct 10 2009, 08:48 PM

QUOTE(moonbayer @ 10th October 2009 - 07:50 PM) *
ადრე შეკითხვები მქონდა ასტრალზე სიზმრებზე და ასე შემდეგ, და ამ ერთ ერთი უცნობმა ადამიანმა ყველაფერი მითხრა ასტრალზე და სიზმრებზე დამაკვალიანა რა წიგნები უნდა წამეკითხა რომ არ უნდა მეჭამა ხორცი და არ უნდა დამელია ალკოჰოლი რომ თუ ამას გავაკეთებდი გამიჭირდებოდა ასტრალში გასვლა და მედიტაციები, და მოდუნება.. მთავარი ის იყო რომ თვითონ დამიწყო ამაზე ლაპარაკი და მითხრა რომ შეგრძნება მაქვს რომ შენ უნდა გითხრა ეს ყველაფერიო და აი ესე მოხდა რომ ადრე რა შეკითხვები მქონდა ყველაფერს გაეცა პასუხი.. და ახალი შეკითხვები და ახალი მიზნები გაჩნდა. ეს ადამიანი რომ არ გამოჩენილიყო ეხლა ისევ მექნებოდა შეკითხვები.. ისევ იმ ეტაპზე ვიქნებოდი რაზეც მაშინ ვიყავი..

moonbayer მართლაც ძალიან გადამწყვეტი სიზმარი ყოფილა! და სიკეთეც მოგიტანა მისმა ახდენამ wink.gif

იცი რა, შენ ძალიან მოგეწონება "ხაკერი სნავიძენიი'" რომ წაიკითხო! ბევრ რამეს მოგცემს დამიჯერე, თან ძალიან ადვილი წასაკითხიცაა smile.gif http://www.esoteric.ge/forum/index.php?showtopic=744

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)