რეინკარნაცია |
რეინკარნაცია |
Jun 5 2012, 05:09 PM
Post
#41
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 3,249 Joined: 16-November 10 From: თბილისი Member No.: 6,308 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მე ჩემი უკვე გამოვთვალე შეგიძლია ცოტა უფრო კონკრეტულად დაწერო, რა შედეგი მიიიღე და შენი ინტუიციით რამდენად ჯდება სიმართლეში?? -------------------- Real Communication Happens In Silence
|
|
|
Jun 5 2012, 05:44 PM
Post
#42
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 342 Joined: 25-May 12 Member No.: 6,810 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
შეგიძლია ცოტა უფრო კონკრეტულად დაწერო, რა შედეგი მიიიღე და შენი ინტუიციით რამდენად ჯდება სიმართლეში?? დაბადების თარიღის მიხედვით შეიძლება გამოთვლა,მარტო ჩემი კი არა ნაცნობებისაც გამოვთვალე და სხვათაშორის თითქმის ყველა რაღაც უახლოვდება თითქოს სიმართლეს.ამ ცხრილების ავტორი ჰოვარდ კარტერი ოკულტიზმით და ნუმეროლოგიით იყო დაინტერესებული,კაზის ფსევდონიმით აწარმოებდა კვლევებს.მისი მშობლები სპირიტისტები იყვნენ.კაზის აზრით ჩვენი პლანეტის გარშემო არსებობს შრე.ადამიანთა შორის არიან რჩეულები ვისაც შეუძლიათ შეიცნონ გარე ფორმა,მისი ფარული აზრი და როგორც ცნობილია კავშირი ჰქონდა უმაღლეს არსებებთან რომლებიც ცოდნას უზიარებენ დედამიწელებს. შემთხვევით ვიპოვე ამის ცხრილების წიგნი,არ ვიცი რამდენად მჯერა მარა მე არცთუ საამაყო წინა ცხოვრება მქონია |
|
|
Jun 5 2012, 06:07 PM
Post
#43
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 3,249 Joined: 16-November 10 From: თბილისი Member No.: 6,308 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ისე ეხლა დავფიქრდი და გამახსენდა რო ეგ კლასიკური ასტროლოგიითაც შეიძლება...
-------------------- Real Communication Happens In Silence
|
|
|
Jun 5 2012, 06:43 PM
Post
#44
|
|
GREEN soul Group: Members Posts: 1,268 Joined: 12-March 11 From: დედამიწა :) Member No.: 6,417 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
QUOTE ჰოვარდ კარტერის რუკებზე და ცხრილებზე თუ გსმენიათ რამე? ამ ცხრილებით შეიძლება იმის გამოთვლა ვინ იყავი წინა ცხოვრებაში,რა არის შენი მისია ამ ცხოვრებისეული და რომელ წელს და სად დავიბადეთ წინა ცხოვრებაში.საინტერესოა მე ჩემი უკვე გამოვთვალე ქართულადაც არის ეს წიგნი მგონი. მეც გავაკეთე ადრე და ვიყავი 4-5 საიკუნეში ქალი იუველირი პორტუგალიაში ) მაგრამმე არ მჯერა -------------------- |
|
|
Jun 5 2012, 07:05 PM
Post
#45
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 342 Joined: 25-May 12 Member No.: 6,810 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
|
|
|
Jun 18 2012, 06:18 AM
Post
#46
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 57 Joined: 18-June 12 Member No.: 6,835 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
რეინკარნაციის შესახებ წმინდა წერილშიც არის მკაფიო მითითებები, მაგალითად იოანე ნათლისმცემელი იყო მიწაზე, ანუ მატერიალურ სამყაროში რეინკარნირებული ელია წინასწარმეტყველის სული.
-------------------- amore non est medicabilis herbis |
|
|
Jun 18 2012, 03:04 PM
Post
#47
|
|
RED soul Group: Members Posts: 188 Joined: 12-June 12 From: თბილისი Member No.: 6,828 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ნამდვილად, სახარებაში რამდენიმე ადგილას გვხვდება რეინკარნაციის დამადასტურებელი ფაქტები. გინდაც იესოს სიტყვები, ნიკოდემუსს რომ ეუბნება, თუ არ მოკვდი ახლიდან ვერ დაიბადებიო. და სხვა მრავალი. ის რომ რეინკარნაცია ნამდვილად რეალურია იქიდანაც ჩანს რომ ძალიან მდაბიო გენეტიკაში უცებ გენიალური ადამიანები იბადებიან. ეს მაგალითები კი უამრავია. ისე თუ დაუკვირდებით ჩვენივე ცხოვრებაშიც გვხვდება ასეთი მაგალითები. მე მჯერა რომ ერთი ცხოვრებით ადამიანი ვერც ცათა სასუფეველს, გინდავ ჯოჯოხეთს გინდაც ნირვანას,და რა ვიცი გინდაც ჯოჯოხეთს ვე დაიმსახურებს ამას ბევრი დრო სჭირდება.
|
|
|
Jun 19 2012, 08:55 AM
Post
#48
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 57 Joined: 18-June 12 Member No.: 6,835 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
tamriko_faso
გინდაც ჯოჯოხეთს ვე დაიმსახურებს ეხლა თქვენ ძალიან საინტერესო თემა წამოჭერით, მიკვირს ვინაიდან რეალურად ჯოჯოხეთს რასაც უწოდებენ იმ სავანეში არსებობის გაგრძელებასაც დამსახურება სწირდება. გინდაც იესოს სიტყვები, ნიკოდემუსს რომ ეუბნება, თუ არ მოკვდი ახლიდან ვერ დაიბადებიო. აქ იესო იუდეველ მღვდელმთავარს ოდნავ განსხვავებულ თემაზე ესაუბრებოდა, კერძოდ კი ზეციდან შობაზე, ანუ სულიწმინდით ნათლობაზე. რეინკარნაციას რაც შეეხება, იუდეველებს სწამდათ რეინკარნაციის, ვინაიდან იოანეს მიუახლოვდნენ, მღვდელმთავრები და კითხეს: ელია ხარ? აი ესეთი კითხვა ვერ დაებადება ადამიანს რომელსაც რეინკარნაციის არ ჯერა, როგორ? აბა წარმოვიდგინოთ სიტუაცია, დგეხარ ქადაგებ მოდის ვიღაცა და მრავალი წლის წინ გარდაცვლილ წინასწარმეტყველს გისახელებს და გეკითხება ის ხომ არ ხარო? ხვდებით? გარდა ამისა იესო ეკითხება თავის მოციქულებს ვინ ვგონივარო ხალხს? მოციქულები პასუხობენ, ზოგს იერემია, ზოგს ესაია, ზოგს კიდევ მკვდრეთით აღმდგარი ერთ ერთი წინასწარმეტყველი გონიხარო, ჰო და ისმება კითხვა რატომ ეგონათ ისრაელში იესო იერემია ან ესაია? თუ რეინკარნაციისა არ სწამდათ და არ ჯეროდათ? აქ პირდაპირ საფლავიდან წამომდგარ გვამზე არ არის საუბარი, როდესაც მკვდრეთით აღმდგარ წინასწარმეტყველზეა აქცენტი გაკეთებული, იუდეველებმა ძალიან კარგად იცოდნენ, რომ იერემიასა და ესაიას გვამები კარგა ხნის წინ იყო გახრწნილი უკვე მიწაში და მათი ძვლების ნასახიც აღარ არსებობდა, მაშ რას მოისაზრებდნენ ისინი თუ არა იერემიასა და ესაიას სულს ახალი მატერიალური სხეულით? მე-6 საუკუნემდე ქრისტიანული ეკლესიაც აღიარებდა რეინკარნაციას, ეს შემდეგ ლაოდიკიის მსოფლიო საეკლესიო კრებაზე უკუაგდეს ეს სწავლება და დაადგინეს ახალი დოგმატი რომლის მიხედვითაც გარდაცვლილთა სულებს ჯოჯოხეთის ან სამოთხის საგზურები გამოუწერეს, რითაც აშინებდნენ მრევლს და მორჩილებაში ყავდათ, აბა ადამიანს რომ უთხრა ამ ცხოვრებაში ტუ არა მომავალ ცხოვრებაში გამოსწორდები და სასუფეველს დაიმკვიდრებო, ის ვეღარ იქნება ადვილი სამართავი და გეტყვის მაშინ თავი გამანებე ძმაო და ჩემს ცხოვრებას მე თავად მივხედავო. ყველაფერს რომ თავი გავანებოთ იოანეს აპოკალიფსში წერია რომ ანტიქრისტე მხეცი უნდა ამხილოს ღვთის ორმა წინასწარმეტყველმა ელიან და ენოქმა, რომელიც წინასწარმეტყველების თანახმად მოვლენ, ორ პიროვნებად, არის თუ არა ეს რეინკარნაცია? დიახაც რომ არის. კიდევ სხვა მრავალი ადგილი მიუთითებს წმინდა წერილში რეინკარნაციაზე აქ აღარ ჩავეძიები, უბრალოდ იმის დაფიქსირება მინდოდა რომ რეინკარნაცია უცხო არ არის არც იუდაიზმისთვის და არც ქრისტიანობისთვის, როგორც ეს მრავალს გონია და სიტყვა რეინკარნაციის ხსენებაზე მხოლოდ ინდუიზმი ახსენდება. -------------------- amore non est medicabilis herbis |
|
|
Jun 19 2012, 10:43 AM
Post
#49
|
|
RED soul Group: Members Posts: 188 Joined: 12-June 12 From: თბილისი Member No.: 6,828 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ხო ნამდვილად სულიწმინდით ნათლობაზე ესაუბრებოდა, მაგრამ ყველგან, ყოველივე ტუ არ მოკვდა თავიდან ვერ დაიბადება, ვერ ვიხსენებ რომელი თავი და აბზაცია, ამბობს ხორბლის მარცვალზე უნდა დაიფლას, მოკვდეს რომ დაიბადოს აღმოცენდეს და ნაყოფი გამოიღოსო. ძალიან კარგად ჩამოაყალიბეთ.
|
|
|
Jun 19 2012, 05:35 PM
Post
#50
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 57 Joined: 18-June 12 Member No.: 6,835 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
აქვე ერთი ძალიან დამაბრკოლებელი საკითხიცაა, რეინკარნაციის რწმენა უწევს ადამიანს, ანუ დაჯერება უხილავისა, დაჯერება იმისა რაც არ უხილავს ვერ აღუქვია ან აღარ ახსოვს, კარგი იქნებოდა სულის მეხსიერების აღდგენა ყოფილიყო ამ სხეულში, მაშინ გვეცოდინებოდა რომელი სხეულები გვქონდა უწინ, საიდან მოვედით აქ რა გვინდა და საით მივდივართ ან უნდა წავიდეთ.
-------------------- amore non est medicabilis herbis |
|
|
Jun 19 2012, 09:04 PM
Post
#51
|
|
RED soul Group: Members Posts: 188 Joined: 12-June 12 From: თბილისი Member No.: 6,828 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
თუ დავფიქრდებით სადაოა კარგი იქნებოდა თუ ცუდი, მაგაზე როცა მიფიქრია ყოველთვის მივდივარ იმ დასკვნამდე რომ ჯობია ის, რაც არის, ანუ არაფერი რომ არახსოვს სულს.ისე ჩემი აზრით ადვილია გამოიცნო ადამიანი რომელიც ახალშობილია, ან რამდენიმე საფეხური აქვს განვლილი. ერთი კი ვიცი სიყვარულით თუ არ იცხოვრე, {პრიმიტიულად რომ ვთქვა) შორს ვერ წახვალ.
|
|
|
Jun 19 2012, 10:34 PM
Post
#52
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,982 Joined: 25-April 07 From: tbilisi Member No.: 28 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
tamriko_faso
QUOTE როცა მიფიქრია ყოველთვის მივდივარ იმ დასკვნამდე რომ ჯობია ის, რაც არის, ანუ არაფერი რომ არახსოვს სულს. ჰო, ეს საკამათო საკითხია. ერთის მხრივ თითქოს ჩვენ სასიკეთოდაა, რომ წინა ცხოვრებები არ გვახსოვს, რადგან როგორც ამბობენ თან გადმოგყვებოდა ის სულიერი ტრავმები და მძიმე "ბარგი" რაც დაგროვილი გვაქვს და აუტანელი იქნებოდა ყველა იმ მოგონებით ცხოვრება. მაგრამ მეორე მხრივ, რომ არაფერი არ გვახსოვს ეს თითქოს გვიშლის საკუთარი დანიშნულების და მისიების შესრულებაში. მაგრამ თუ დავიწყებთ საკუთარი თავის გამოკვლევას, ქვეცნობიერთან კავშირის დამყარებას და დავაგვიკრდებით იმ მოვლენებს და გარემოებებს რასაც ცხოვრება გვახვედრებს, იმ "მეხსიერების" გარეშეც შევძლებთ გავაცნობიეროთ ჩვენი როლი და მიზანი დედამიწაზე... -------------------- know yourself and you will know the universe
It's choice--not chance--that determines your destiny |
|
|
Jun 20 2012, 05:16 AM
Post
#53
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 57 Joined: 18-June 12 Member No.: 6,835 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
და როგორ ფიქრობთ რა არის ჩვენი როლი და მიზანი დედამიწაზე?
-------------------- amore non est medicabilis herbis |
|
|
Jun 20 2012, 07:26 AM
Post
#54
|
|
GREEN soul Group: Members Posts: 1,004 Joined: 9-February 11 Member No.: 6,383 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ერთადერთი მისია ადამიანისთვის მიწაზე და მიწის ზევითაც არის სიყვარული, სიყვარული რომელსაც არ აქვს მიზეზი, არ მოყვება სიტყვები: მიყვარს იმიტომ რომ... შენი სიყვარულთ უნდა ათბობდე და ანათებდა საკუთარ არსებობასაც და ირგვლლივ მყოფებისაც,.
-------------------- მე ვითხოვე ძალა... ხოლო ღმერთმა მე მომცა სიძნელეები, რომელთა გადალახვით მე გავხდი ძლიერი.
|
|
|
Jun 21 2012, 08:33 AM
Post
#55
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 57 Joined: 18-June 12 Member No.: 6,835 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
elli
ლამაზი სიტყვებია, მაგრამ სიყვარული მიზანი არ არის, სიყვარული შეიძლება დაგეხმაროს მიზნის მიღწევაში, მაგრამ მე მიზანი რაღაც უფრო სხვა მგონია. მოკლედ რომ ვთქვათ და კონკრეტულად აი ეს კითხვები მაქვს: 1. ვინ ვართ? 2. საიდან მოვედით? 3. რა გვინდა აქ მიწაზე? 4. საით მივდივართ ან უნდა წავიდეთ? აი ამ კითხვების პასუხები არ ვიცი, ეს რომ ვიცოდე შევიცნობდი ადამიანის ნამდვილ მიზანს, მანამდე კი ზოგისთვის ერთია მიზანი და ზოგისთვის კიდევ მეორე, ზოგი ცხოვრების მიზნად ფულის კეთებას ისახავს და ბიზნესს აწყობს, ზოგი პოლიტიკაში მიდის და პრეზიდენტობა სურს, ზოგი სამხედრო საქმეს სწავლობს ჩინ-მედლების მოსაპოვებლად, მაგრამ ბოლოს მეფესა და პაიკს ერთ ყუთში ყრიან. ჰო და ეს არის დასასრული? და თუ არა აბა მაშ რისკენ უნდა ილტვოდეს ადამიანი? ანუ რა არის ის რეალური მიზანი, რომლისთვისაც ღირს მართებულად ცხოვრება? -------------------- amore non est medicabilis herbis |
|
|
Jun 21 2012, 10:10 AM
Post
#56
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 22 Joined: 17-June 12 From: Rustavi Member No.: 6,834 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ჩემი აზრით რდესაც ადამიანი იბადება არის სრულიად უცოდველი და თავისუფალი ყველაფრისგან. ყველა ახალდაბადებული არის თანაბარ პირობებში, უბრალოდ განსხვავება სულშია, ანუ წინა ცხოვრებაში რამდენად გააძლიერა და განამტკიცა თავისი სული. ჩვენ ვცხოვრობთ ამ ქვეყანაზე ყველანი. ზოგი ადვილად აღწევს წარმატებას, ზოგი თავს იკლავს და რავიცი კიდე, ხოლო ზოგი სამოთხეში ხვდება და ანგელოზი ხდება. ეს ყველაფერი დამოკიდებულია ადამიანის სულზე. ნუ გარემოებაც დიდ ზეგავლენას ახდენს ადამიანზე, თუ სად დაიბადე, სად გაიზარდე მაგრამ შენი თავი შენ გეკუთვნის და შენი მიზანი უნდა იყოს შენი სულის გაძლიერება ლოცვით, მედიტაციით, სხვისი დახმარებით, კეთილი საქმეების კეთებით და არვიცი კიდე ძალიან ბევრი გზა არსებობს, მთავარია რწმენა მაინც.
ანუ ანტიქრისტე უნდა ამხილოს ორმა წინასწარმეტყველმა ელიან და ენოქმა ხო? ანუ ისინი დაიბადებიან დედამიწაზე და გაიზრდებიან. ისინიც ჩვენნაირი ადამიანები იქნებიან, უბრალოდ მათი სულები იქნება უფრო მტკიცე, უფრო ძლიერი ვიდრე ჩვენი. ისინია აუფრო დვილად მიაღწევენ ანტიქრისტეს ვინაობის გამოცნობას ვიდრე სხვები. მათ სულში აქვთ ამის "ნიჭი". რავიცი... რავიცი... ძალიან ცოტა ვიცით ამის შესახებ. დასაბუთებით არავის არაფერი შეუძლია თქვას, თუმცა რეინკარნაცია ჩემი აზრით არსებობს. ერთი ცხოვრებით მაინც არ მინდა დავიჯერო რომ ადამიანის ბედი სამუდამოდ გადაწყდეს ჯოჯოხეთში მოხვდება თუ სამოთხეში. უფალს ყველანი ვუყვარვართ და ბევრ შანსს მოგვცემს ალბათ. მაგრამ მე ყოველთვის მებადება კითხვა: რატომ არსებობენ ჩვენი სულები. თუ ჯოჯოხეთში და სამუდამო წამებაში მოხვედრის ამხელა შანსი არის, ფაქტიურად დღეს ვერავინ იტყვის რომ სამოთხეში მოხვედრის ღირსია მისი სული, მაშინ რათ გვინდა სიცოცხლე. არ ჯობია უბრალოდ საერთოდ არ გვეარსება და არ ეარსებათ ჩვენ სულებს. ვერ გავიგე ადამიანის სული როგორ ან რატომ შეიქმნა. ნუ ბიბლიაში წერია უფალმა ჩაბერა სული მიწისგან შექმნილ "ფიგურას"(ადამიანს) თუ როგორ წერია ზუსტად არ მახსოვს. თუ ყველაფერი შეუძლია უფალს (ნუ ეჭვ არ მეპარება მაგრამ მაინც) ვერ გამიგია რატომ არ შეიძლება ყველანი სამოთხეში და ბედნიერები ვიყოთ. მაგრამ ადამიანი ისეთია ალბათ მალე მობეზრდება და რაღაცის შეცვლის სურვილი გაუჩნდება, თუნდაც დედამიწაზე ცხოვრების სურვილი. ეს ყველაფერი თამაშს ჰგავს. თამაშს სადაც გინდა უფრო და უფრო მეტს მიაღწიო. და მაინც ამდენ ფიქრს ჯობია ვიცხოვროთ ისე როგორც გვინდა რომ ვიცხოვროთ. მე მჯერა უფლის არსებობისაც და იმისაც რომ მართლმადიდებლობა არის (შეიძლება ერთადერთი არა მაგრამ ერთერთი მაინც) სწორი გზა უფალთან მისასვლელად და ჩვენი სულების გასაძლიერებლად და გასამტკიცებლად. რადგან აქ ვართ და არვიცი რა გვინდა, რატომ ვარსებობთ და ეს კითხვები გვიტრიალებს სულ თავში ჯობია დავივიწყოთ, ესეიგი ძალიან სუსტია ჩვენი სული ამ ყველაფრის მისახვედრად. ჯობია ჩვენ თავს და ჩვენ სულებს მივხედოთ თუნდაც ლოცვით, თუნდაც ვარჯიშით, სხვების დახმარებით და ა.შ. |
|
|
Jun 21 2012, 01:36 PM
Post
#57
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 22 Joined: 17-June 12 From: Rustavi Member No.: 6,834 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
რაღაც სისულელეები დავწერე ხო? პროსტა ათას რაღაცას წარმოვიდგენ ხოლმე და სიტყვებით ვერ გადმოვცემ იმ ყველაფერს წესივრად პროსტა
|
|
|
Jun 21 2012, 04:57 PM
Post
#58
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 7,261 Joined: 4-September 10 Member No.: 6,254 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Dakaray
შენ კითხვებზე პასუხებს თუ მონახავ, მიხვდები რომ მიზანს ტყუილად ეძებდი.. ) -------------------- -----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
|
|
|
Jun 21 2012, 05:01 PM
Post
#59
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 7,261 Joined: 4-September 10 Member No.: 6,254 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
tabo
ადამიანი თავისუფალი არსებაა, აქედან გამომდინარე თავის ცხოვრებასაც თვითონ ირჩევს.. ჯოჯოხეთსაც და სამოთხესაც.. იმასაც თუ როგორ იქნება აქ.. აყვება დაწესებულ ნორმებს და მიღებული სატნდარტებით იარსებებს თუ თვითონ იცხოვრებს საკუტარი ცხოვრებით.. -------------------- -----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
|
|
|
Jun 22 2012, 02:27 AM
Post
#60
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 57 Joined: 18-June 12 Member No.: 6,835 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
td.........
შენ კითხვებზე პასუხებს თუ მონახავ, მიხვდები რომ მიზანს ტყუილად ეძებდი. დამაინტრიგეთ ხო იცით? მზა მზარეულ პასუხებს ვერ მიკარნახებდით? წლები რომ აღარ შევალიო ძიებას? ისევ სიყვარული? აქააც? -------------------- amore non est medicabilis herbis |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 23rd September 2024 - 12:13 PM |