IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

36 Pages V  « < 13 14 15 16 17 > »   
Reply to this topicStart new topic
> სამადჰი, პირადი გამოცდილება
ano
post Feb 9 2016, 09:01 PM
Post #281


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE
თავიდან ყველაფერი იწყება სურვილით და მონდომებით, შემდეგ კი ეს ორივე უნდა გადააგდო
გასაგებია,

QUOTE
ღმერთი არის ყველაფერი რაც არსებობს და ფორმა აქვს და ის რაც არ არსბობს და უფორმოა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ არაფერი არსებობს ამ ერთი როგორირაცა არსბის გარდა. არ არსებობს მეორე არსება. ყველაფერი ერთია. თან არც არის ერთი, რადგან ერთი უკვე ნიშნავს მეორესაც, ამიტომ არც ერთია.

ახლა ცოტა ამერია თავში ყველაფერი, მარა მერე დავალაგებ biggrin.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Feb 9 2016, 10:07 PM
Post #282


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 847
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ano
QUOTE(*ANO* @ 9th February 2016 - 09:01 PM) *
ღმერთი არის ყველაფერი რაც არსებობს და ფორმა აქვს და ის რაც არ არსბობს და უფორმოა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ არაფერი არსებობს ამ ერთი როგორირაცა არსბის გარდა. არ არსებობს მეორე არსება. ყველაფერი ერთია. თან არც არის ერთი, რადგან ერთი უკვე ნიშნავს მეორესაც, ამიტომ არც ერთია.
QUOTE
ახლა ცოტა ამერია თავში ყველაფერი, მარა მერე დავალაგებ

ანუ დავარქვათ ღმერთი, ზოგი ეძახის აბსოლუტს, ომეგა ფოინთს, ომნიპოტენტურ არსებას, ცხოვრებას, ცნობიერებას, ზეცნობიერებას და ა.შ. ეს რაღაც, არის მხოლოდ ის, რაც არსებობს და რაც არ არსებობს. შენ და მეც, ეს რაღაც ვართ და ქვა და რკინაც. ეს მისი განსხვავებული ფორმებია, როდესაც ფორმით ვლინდება. გონება არის სეპარატირების იმპულსი.
მას არ შეუძლია უნისონში იყოს რამესთან. ის არის ყოველთვის მე-2. მისთვის სრული, ერთი. არ არსებობს. გონება არის ორობითი სისტემის მატრიცა. მასში არ არის ცნება ერთი. და როცა არის, იქვე არის ორიც. ღმერთში კი არ არის ცნება ორი. ამიტომ ვერიდები ვთქვა, რომ ღმერთი არსებობს, რადგან მაშინ ადამიანებს გონიათ, რომ ის ცალკე არსებული რამაა. ეს შეცდომაა. ის არ არსებობს. ღმერთი არ არსებობს.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
ichi
post Feb 10 2016, 05:44 PM
Post #283


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ძალიან კარგი თემაა, მაგრამ ერთ რამეში კიდევ დავრწმუნდი, აღწერილობა არასოდეს არ არის აღწერილი ფენომენი, იმიტომ რომ სიტყვებით ვერ გადმოსცემ, ამიტომ მთელი ცხოვრება რომ ყვებოდნენ სხვადასვა ადმაიანები ისაიტის შესახებ, აღწერილობა არასოდეს არ იქნება ინსაიტი. მემგონი მთელი სილამაზეც ესაა რომ გარედან ვერანაირად ვერ სიმოვა ეს გზა, შიგნიდან უნდა გახსნა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Feb 11 2016, 01:37 PM
Post #284


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(David Monny @ Feb 9 2016, 10:07 PM) *
ano

ანუ დავარქვათ ღმერთი, ზოგი ეძახის აბსოლუტს, ომეგა ფოინთს, ომნიპოტენტურ არსებას, ცხოვრებას, ცნობიერებას, ზეცნობიერებას და ა.შ. ეს რაღაც, არის მხოლოდ ის, რაც არსებობს და რაც არ არსებობს. შენ და მეც, ეს რაღაც ვართ და ქვა და რკინაც. ეს მისი განსხვავებული ფორმებია, როდესაც ფორმით ვლინდება. გონება არის სეპარატირების იმპულსი.
მას არ შეუძლია უნისონში იყოს რამესთან. ის არის ყოველთვის მე-2. მისთვის სრული, ერთი. არ არსებობს. გონება არის ორობითი სისტემის მატრიცა. მასში არ არის ცნება ერთი. და როცა არის, იქვე არის ორიც. ღმერთში კი არ არის ცნება ორი. ამიტომ ვერიდები ვთქვა, რომ ღმერთი არსებობს, რადგან მაშინ ადამიანებს გონიათ, რომ ის ცალკე არსებული რამაა. ეს შეცდომაა. ის არ არსებობს. ღმერთი არ არსებობს.


ზედა და ამ ტექსტის აღქმა გამიჭირდა და კიდე რამოდენიმეჯერ გადავიკითხე,
იმედია სწორად გავიგე და ჩემებური ინტერპრეტაციებით არ ავურევ,
მადლობა რომ დაიხარჯე და შეეცადე ახსნას rolleyes.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
ichi
post Aug 23 2016, 11:31 AM
Post #285


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



David Monny
როგორ ხარ აბა რას შვები?
ეს თემა საკმაოდ ბევრჯერ მაქვს წაკითხული, ინტერნეტსივრცეში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო რამეები დაიწერა ყოველშემთხვევაში ჩემთვის.
რამე ახალი ინსაიტები ან გარღვევები?
Go to the top of the page
 
+Quote Post
ichi
post Aug 23 2016, 11:31 AM
Post #286


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



David Monny
როგორ ხარ აბა რას შვები?
ეს თემა საკმაოდ ბევრჯერ მაქვს წაკითხული, ინტერნეტსივრცეში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო რამეები დაიწერა ყოველშემთხვევაში ჩემთვის.
რამე ახალი ინსაიტები ან გარღვევები?
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Aug 24 2016, 12:45 PM
Post #287


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 847
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ichi
QUOTE(blue_velvet @ 23rd August 2016 - 11:31 AM) *
David Monny
როგორ ხარ აბა რას შვები?
ეს თემა საკმაოდ ბევრჯერ მაქვს წაკითხული, ინტერნეტსივრცეში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო რამეები დაიწერა ყოველშემთხვევაში ჩემთვის.
რამე ახალი ინსაიტები ან გარღვევები?


კარგად, გმადლობ მოკითხვისთვის, გამიხარდა, შენ როგორ ხარ? როგორ მიდის საქმეები ? smile.gif

პირველ რიგში, რადგან ეს თემა ჩემი გამოცდილების შესახებაა და დასაწყისში თარიღიც კი მივუთითე, მინდა გითხრათ, რომ თარიღი შემეშალა; ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, უბრალოდ ახლა ზუსტად გავიხსენე პერიოდი და სიმართლისთვის დავწერ. სამადჰის მდგომარეობაში ვიყავი 2004 წლის აღდგომის მე-2 დღეს, ანუ ორშაბათს, ან შემდეგ დღეს, რადგან ისნის მეტროში ჩავედი და როდესაც ვაგონში შევედი, ჩემდა გასაკვირად ვაგონში ელ. ენერგია გამორთული იყო მთლიანად, სამაგიეროდ ვაგონში მყოფთა უმრავლესობას ხელში ანთებული სანთელი ეჭირა. მივხვდი, რომ "აღდგომის ცეცხლი" (იერუსალიმში აღდგომისას ცეცხლი ინთება თუ ანთებენ მართლამდიდებლურ ეკლესიაში და შემდეგ თვითმფრინავით ჩამოაქვთ ეს ცეცხლი საქართველოში) მიქონდათ სახლში. ეს ვიცი 100%. ხოლო 23 ნოემბერი, გიორგობა რომ მეწერა, ამ დღეს ჩემი ჯგუფელი მოკლეს, ბუტა რობაქიძე, (რა დამთხვევაა, დღეს არის მისი დაბადების დღე smile.gif ) პატრულმა მოკლა და ეს ყველაფერი ამერია ერთმანეთში 10 წლის წინანდელ ამბავს ვიხსენებდი და ამ წელს იმდენი რამ მოხდა, რომ თარიღები ამერია. ახლა კი ყველაფერი დალაგდა. სამადჰის მდგომარეობაში ვიმყოფებოდი აპრილის შუა რიცხვებში, რადგან 2004 წელს აღდგომა იყო 11 აპრილს. 9 აპრილს კი ჩემი ძმის დაბადების დრე იყო.

ეს რაც შეეხება სიმართლეს და დასზუსტებას. ვიმეორებ, არავითარი არსებითი მნიშვნელობა ამას არ აქვს, უბრალოდ გულში მაინც რაღაც უსიამოვნო შეგრძნება მქონდა, რომ თარიღები ამერია, ახლა მომეშვა smile.gif))

რაც შეეხება ახალ განცდებს. სამადჰის მდგომარეობაში იმის მერე მე არ ვყოფილვარ. ეს იყო სპონტანური გამოცდილება. უკვე მრავალჯერ აღვნიშნეთ, რომ სამადჰის მრავალი სახეობა არსებობს, სხვადასხვა წყაროებში. სახელები შეიძლება ერთი იყოს, მაგრამ სხვა და სხვა მდგომარეობაზე მიუთითებდეს.
ის რაც მე შემემთხვა, იყო გათავისუფლების დასაწყისი. ანუ დავარქვათ ღმერთი, რომელიც გაჩვენებს, რომ "აი ეს ხარ შენ, მთელი შენი სხეულით, აზრებით, ფიქრებით და ემოციებით, ხოლო აი ეს ვარ მე" და რიგ რიგობიოთ განგაცდევინებს ყველაფერს რისი ფორმაც აქვს, ხოლო მას აქვს ყველაფრის ფორმა რისი ფორმაც არსებობს. ანუ უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ყველა ატომი და სუბ ატომური ნაწილაკი, ასევე 4 ურთიერთობის გადამტანი ნაწილაკებიც მისი ფორმებია, რომელსაც ჩვენ სახელებს ვარქმევთ.
მაგრამ "შენ", ანუ "მე"_ს განცდა შენში, ისევ რჩება, ოღონდ არა უშუალოდ სამადჰის დროს, მერე, ანუ როცა გამოდიხარ. ანუ უშუალოდ განცდისას ყველანაირი კონტროლი დაკარგული გაქვს გონებაზე. აბსოლუტურად არაფერს არარ აკონტროლებ, არც დროს არც ქცევას. მხოლოდ გამოსვლის მერე ხვდები, რომ შენ ისევ ხარ. :დდ ახლა გამეცინა, რაღაცეებს ვიწერდი ხოლმე, მეთქი ხალხს ვუთხრა, არ დამავიწყდესთქო, მაგრამ უკვე 12 წელი გავიდა, ის ნაწერები დიდი ხნის წინ დავწვსი სხვა ნაწერებთან ერთად, მაგრამ არაფერიც არ დამავიწყდა, ანუ ასეთი მოვლენა გვერდს ვერ აგივლის, ანუ წარმოუდგენელია სამადჰიში იყო, შემდეგ ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდე და ვერ მიხვდე, რომ სამადჰიში იყავი. შეიძლება სიტყვა სამადჰი გაგონილიც არ გქონდეს. მე გაგონილიც მქონდა მანამდე და გამიზნულად შესვლაც მიცდია სხვადასხვა მედიტაციებით, მაგრამ უშედეგოდ. ხოლო როცა 3 დღე ვიყავი სამადჰიში მე ვერ მივხვდი ეს რა იყო. 6 წლის მერე მივხვდი, რომ ეს იყო სავიკალპა და ნირვიკალპა სამადჰი. ანუ სახელს არ აქვს მნიშვნელობა რას დაარქმევ. მაგრამ ვიმეორებ, "მე" რჩება. დუალიზმი რჩება მაინც. აი როდესაც "მე" მთლიანად ქრება, აი მაგალითად, საუბრობ, დადიხარ, გესმის საკუთარი ხმა, გრძნობ ფეხებს და ტაბნს, მაგრამ არ არის არავინ, ვინც ამბობს შენს გონებაში, რომ ეს რაღაცეები ჩემია ან უფრო მეტი მე ვარ ეს რაღაცეები. ანუ ხუმრობით რომ ვთქვათ "არავინაა სახლში" :დდდ ეს არის გასხივოსნება, გათავისუფლება, ვიმეორებ რაც გინდათ ის უწოდეთ, ტერმინებს არ აქვს მნიშვნელობა არანაირი.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
ichi
post Aug 24 2016, 01:43 PM
Post #288


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



David Monny
ხო, თარიღს დიდი მნიშვნელობა არ აქვს.

'მე'-ს რა ქმნის ჩვენს გონებაში? ეს ფიქრებია ძირითადად ხომ? როგორ ფიქრობ?

კინოთეატრზე და ცხოვრებაზე კარგად დაწერე, აი 'გარედან' უყურებ სხეულის მოძრაობას, მის რეაქციებს, ხასიათის ცვლილებას, ემოციებს, წარმატება-წარუმატებლობას, მე მგონია ეს შეიძლება გააკეთო მხოლოდ მაშინ თუ ზუსტად იცი რომ არ ხარ ზემოთ ჩამოთვლილი.
ვინ აფასებს მოვლენებს? ცუდი/კარგი, ლამაზი/მახინჯი, მომწონს/არ მომწონს. იქნებ ის ხელოვნურად წარმოქნილი მე?
Go to the top of the page
 
+Quote Post
ichi
post Aug 24 2016, 01:45 PM
Post #289


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გურჯიევი მე ვფიქრობ ასე განიხილავდა ადამიანს, აი მანქანა თავისი რეაქციებით, ემოციებით, მოძრაობებით, მიმიკებით, შიშებით და ა.შ. რეალურად ჩვენ არ ვართ ეს ყველაფერი, მაგრამ თუ ფაქტობრივად(ფაქტობრივად) არ ნახავ ამას ისე გონებით არამგონია მივიდეს ვინმე, უშუალოდ უნდა გახდე მოწმე ამ ყველაფრის შენს გარშემო, ფიქრი ხომ არ ვართ ჩვენ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ichi
post Aug 24 2016, 01:51 PM
Post #290


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



პრაქტიკის დონეზე რას ფიქრობ, რა შეიძლება იყოს სასარგებლო თავისუფლების ძიებისთვის?
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Aug 24 2016, 02:08 PM
Post #291


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 847
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ichi
QUOTE(blue_velvet @ 24th August 2016 - 01:43 PM) *
David Monny
ხო, თარიღს დიდი მნიშვნელობა არ აქვს.

'მე'-ს რა ქმნის ჩვენს გონებაში? ეს ფიქრებია ძირითადად ხომ? როგორ ფიქრობ?

კინოთეატრზე და ცხოვრებაზე კარგად დაწერე, აი 'გარედან' უყურებ სხეულის მოძრაობას, მის რეაქციებს, ხასიათის ცვლილებას, ემოციებს, წარმატება-წარუმატებლობას, მე მგონია ეს შეიძლება გააკეთო მხოლოდ მაშინ თუ ზუსტად იცი რომ არ ხარ ზემოთ ჩამოთვლილი.
ვინ აფასებს მოვლენებს? ცუდი/კარგი, ლამაზი/მახინჯი, მომწონს/არ მომწონს. იქნებ ის ხელოვნურად წარმოქნილი მე?



ახლა შენი კითვები ვნახოთ რიგ რიგობით

1. 'მე'-ს რა ქმნის ჩვენს გონებაში? ეს ფიქრებია ძირითადად ხომ? როგორ ფიქრობ?

პირელ რიგში, გავარკვიოთ, თუ რა არის "მე" და შემდეგ გავარკვიოთ რა ქმნის მას.
ჩვენ, "მე"_ს ხშირად განვიცდით.
დღის განმავლობაში არის მომენტები როცა განვიცდით და როცა ვერ განვიცდით. აი ახლა, როდესაც შენ ეს კითხვა დაწერე, ყურადღება მომართული იყო ჩემი "მე"_სკენ და ამიტომ ახლა, "მე" ვრეაგირებ. ასევეა, როდესაც ვინმე სახელით მოგმართავს ვთქვათ ICHI შენ მიიხედები. ვიღაცამ სახელიც რომ არ დაგიძახოს, არამედ უბრალოდ "ეეეე", ან "მეგობარო", ან "უკაცრავად" ან "ჩემი ძმა" biggrin.gifდდდ (ნეგატიური ემოციის აღმძვრელი მიმართვაა საქართველოში) ანუ ყველა ამ დაძახებაზე რეაგირებ, ანუ გრძნობ, რომ შენ "მე"_ს ეხებიან. ფიზიკურად არანაირ შეხებას არ გრძნობ, ხმა გესმის, მაგრამ ეს ხმა "ეხება" შენს "მე"_ს.
აი ამ "მე"_ზეა საუბარი; ეს მე განსაზღვრარვს ყველაფერს ჩვენში, ყოველ შემთხვევაში ასე გონია მას, ანუ ამ "მე"_ს. მას ბერძნულად ქვია "ეგო", აქედან მოდის სიტყვა ეგოისტი ანუ ქართულად იქნება "მეისტი", ანუ თავსი თავზე მზრუნავი პიროვნება, ვისაც სხვა არაფერი აინტერესებს და სხვ.
აქვე მოგვიანებით დავწერ და მივამაგრებ ილუსტრაციას, სადაც ნაჩვენები იქნება, თუ სხეულის რომელ ნაწილში განვიცდით ჩვენ ამ "მე"_ს.
ანუ გავარკვიეთ, თუ რას ვგულისხმობთ "მე"_ში, ახლა ვნახოთ რა ქმნის მას. პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს "მე" დაახლოებით 2 წლის ასაკში წარმოიშობა ბავშვში. ზუსტად დროს არ აქმს მნიშვნელობა, პლიუს მინუს, მაგრამ ადრეულ ასაკშივე წარმოიშობა. მას ქმნის, ადამიანის 5 შეგრძნების შესაძლებლობა. სმენა, ხედვა, ყნოსვა, გემოვნება და შეხება. მოგვიანებით კი ამ შეგრძნებების გაცნობიერებისათვის სახელების დარქმევის, შეფასების, განკითხვის (ზოგი რო მოგწონს ზოგი არა) მოკლედ სახელების დარქმევის პროცესი, ანუ ფიქრი, უკვე ამყარებს ამ "მე"_ს. ანუ ახლა მარტო შეგრძნებებით კი არ გრძნობ, არამედ სხვადასხვა იდენტიფიკაციის საშუალებით. მაგ: მე ვარ ქართველი, მე ვარ მწერალი, მე ვარ მამა/დედა, მე ვარ ქრისტიანი/მუსლიმანი და სხვ. ანუ 5 შეგრძნება და ფიქრები ქმნიან "მე"_ს.

რაც შეეხება კინოთეატრის ანალოგიას; მართალი ხარ, მხოლოდ როცა განიცდი, რომ არცერთი ზემოთჩამოთვლილი არ ხარ, მხოლოდ მაშინ აღარ მოქმედებს შენზე, წარმატება, წარუმატებლობა, კარგი, ცუდი და სხვ. ანუ რაც გაქვს, არ ხარ შენ, ხოლო რწმენით და მჯერა არ მჯერას თამაშით შეიძლება ყველაფრის გწამდეს და გჯეროდეს. ნებისმიერი ვარაუდის, თეორისს, კონცეფციის, დოქტრინის და პრაქტიკის. ანუ აქ დაჯერებაზე არ არის საუბარი, არამედ განცდაზე. როცა წყალს სვამ, იცი რომ წყალია. როცა ლიმონათს სვამ, იცი რომ ლიმონათია. შეგიძლია რისი გემოვნებითაა ისიც გამოარკვიო თუ ძაან არ იწვალეს გამკეთებლებმა, რო ურევენ ხოლმე და ვერ გაიგებ რას სვამ :დდ აი ამ დონეზე ხვდები.

2. "ვინ აფასებს მოვლენებს? ცუდი/კარგი, ლამაზი/მახინჯი, მომწონს/არ მომწონს. იქნებ ის ხელოვნურად წარმოქნილი მე?"

რა თქმა უნდა. სწორედ ეს "მე", რაზეც ჩვენ ზემოთ ვისაუბრე, აფასებს ასეთი პრიციპით. მას შეგვიძლია დავარქვათ ორობითი მატრიცა, სწორედ ისე, როგორც კომპიუტერული პროგრამა. 0 და 1, "true and false"


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Aug 24 2016, 02:52 PM
Post #292


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 847
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ichi
QUOTE(blue_velvet @ 24th August 2016 - 01:51 PM) *
პრაქტიკის დონეზე რას ფიქრობ, რა შეიძლება იყოს სასარგებლო თავისუფლების ძიებისთვის?


მე არავითარ პრაქტიკას არ გირჩევ. მე არ ვეწევეი არავითარი პრაქტიკის არც პროპაგანდას დ არც აგიტაციას აქ. პირადად მე, მიმაჩნია, რომ რაქტიკები იწვევს დამოკიდებულებას.
ყველა პრაქტიკა იწვევს როგორირაც განცდებს. თუ ეს განცდები კარგია, შემდეგ ვცდილობთ პრაქტიკები ჩავატაროთ ამ განცდების შესანარჩუნებლად. ეს არის მედიტაცია რასაც აკეთებენ. უამრავ ადამიანს ვიცნობ ვინც აკეთებდა სულიერ პრაქტიკებს (მათ შორის ჩემ თავსაც, 9 წლის ასაკიდან ვაკეთებდი პრაქტიკებს), მაგრამ არავინ გასხივოსნებულა. თერაპიისთვის და განტვირთვისთვის ყველაფერი კარგია რაც გაგიხარდება. მე პირადად არ ვაკეთებ არანაირ პრაქტიკას სამადჰის მდგომარეობის შემდეგ.
მე შემიძლია გირჩიო ის, რასაც მე ვეძახი გულწრფელობას. ანუ ნამდვილად უნდა გინდოდეს ის რაც გინდა, ვთქვათ გათავისუფლება. უნდა მოიძიო ყველა ინფორმაცია რასაც კი შეძლება ამ თემაზე, მაგრამ არ უნდა შიქმნა კონცეფცია. ანუ თუ უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი გაქვს და ინფორმაციას იმიტომ ეძებ, რომ დაგიმოწმონ, მაშინ დაგიმოწმებენ წარმატებით, მაგრამ ამითი ვერ გათავისუფლდები.
ანუ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია გასათვალისწინებელი. გასხივოსნება არ არის რამ, რასაც იძენ, ანუ სიტყვა გათავისუფლება თვითონ გვეუბნება, რომ რაღაც უკვე არის და ის რაღაც უნდა გათავისუფლდეს. მაგრამ 95% შემთხვევაში თავისფულლება გონიათ "ეგოს გათავისუფლება" ეს ტყუილია. თავისუფლება არის "ეგოსგან გათავისუფლება".
ანუ ის რაც 2 წლის ბაშვამდე ვიყავით ახლაც ვართ, უბრალოდ "ეგო"_მ გადაფარა. ფოტო აპარატს რომ ლინზა გაუკეთო. ლინზა არის ეგო. ის თავის ლინზაში ატარებს იმას, რაც უკვე იყო. მის წარმოქმნდამდე იყო.
აი ამ ყველაფერზე უბრალოდ ფიქრი. გაანალიზება, გულწრფელად გამორკვევა. არა რარაც სუნთქვები და ასანები. ამის დრო აღარ გვაქვს. ცხოვრება არის ის, რასაც ჩვენ ყოველდღიურად ვაკეთებთ. ჩემი პრაქტია არის ცხოვრების ყოველი დღე.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Aug 24 2016, 03:18 PM
Post #293


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 847
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ანუ ეს როგორი რღაცაა იცი. როცა ვამბობ "რაღაც უკვე არის", ვგულისხმობ, რომ სანამ დავიბადებოდით, უკვე ყველაფერი არსებობდა, ყველაფერი იყო ჩვენს გარდა. ანუ როცა ვამბობ, რომ გასხივოსნება არ არის რაღაც, რასაც იძენ, ვხულისხმობ, რომ "ის რაც უკვე არის" როგორღა შეიძენ? ანუ ვერ შეიძენ იმას რაც უკვე არის. ანუ გასხივოსნების დროს კი არ იძენ რამეს, არამედ პირიქით, კარგავ. და რას კარგავ? კარგავ "მე"_ს, "ეგოს". როგორც კი ამას კარგავ, აცნობიერებ იმას, რაც უკვე არის და რაც იყო ამ ეგოს შექმნამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ეგოს დავამატებთ ახალ თვისებებს და შესაძლებლობებს, ამითი უფრო გავაძლიერებთ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ ვინმეს უნდა იყოს ხელოვანი, მეცნიერი, პოლიტიკოსი ან კიდევს სხვა ვინმე, ამისათვის არაფერი აკეთოს, პირიქით, მე ვამბობ, რომ უნდა აკეთოს. უნდა აკეთოს ის, რაც უნდა.
გათავისუფლება ამავე დროს გამარტივებასაც ნიშნავს. ჩვენი "მე" ყევალფერს ართულებს. ეგოს სირთულეების გარეშე არ შეუძლია არსებობა. პირდაპირ გეტყვით, არ არის პრობლემა, არ არის ეგო. ნარკომანი, როდესაც ჰეროინის დროს კარგავს "მე"_ს, ის ბედნიერია, მაგრამ გაივლის წამლის ზემოქმედება და მას ისევ უბრუნდება "მე"_ს განცდა. არის უამრავი პრაქტიკები სამადჰიში გამიზნულად შესვლისთვის. შეგიძლია ცადო, მაგრამ "მე" მაინც დაბრუნდება.
კიდევ არის ერთი ჭეშმარიტება. სანამ ადამიანს აქვს სხეული, გათავისუფლების შემდეგაც რჩება ეგო, ოღონდ როგორც ფიტული. ის ვეღარ ამრუდებს სიმართლის განცდას. ანუ უსუსური, ძალაგამოცლილი ეგო რჩება, მისგან საბოლოო გატავისუფლება ხდება როცა სხეულს ვტოვებთ, ანუ სიკვდილს რომ ვეძახით. რეალურად სიკვდილი არ არსებობს.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
ichi
post Aug 24 2016, 07:17 PM
Post #294


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მადლობა მეგობარო....
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Aug 24 2016, 07:22 PM
Post #295


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 847
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ichi
QUOTE(blue_velvet @ 24th August 2016 - 07:17 PM) *
მადლობა მეგობარო....


არაფრის, smile.gif პირიქით დიდი მადლობა კითხვებისთვის და აზრებისთვის


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
ichi
post Aug 25 2016, 09:55 PM
Post #296


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რა ამ თემის პასუხია და ვაკავშირებ ბევრ რამეს უბრალოდ.
https://www.youtube.com/watch?v=lW96eZsR710

ზუსტად იგივე მიდგომა აქვს პრაქტიკაზე და ბოლოში საუბრობს ყურადღებაზე რომელიც სიზმარშიც არსებობს.
თუ დრო გექნება მოუსმინე და მითხარი რას ფიქრობ, მე მგონია ამ ერთი საათით არავინ წააგებს.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Existence
post Aug 25 2016, 11:06 PM
Post #297


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,517
Joined: 10-November 10
From: ,,დედა''მიწა
Member No.: 6,305

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



David Monny

გამარჯობა მეგობარო smile.gif) მახსოვს აქ ადრე შევკამათდით თუმცა გამოხდა ხანი და ამ ხანმა მომცა ის ხედვა რაც ადრე არ მქონდა, ეხლა რო ვუყურებ შენს მთელ თავგადასავალს ვხვდები რა ფასეულ გამოცდილებაზე წერ ( წერდი ) ამ ყველაფრის გათვალისწინებით მინდა ბოდიში მოგიხდო - სიბნელის გადმოსახედიდან განგსაჯე smile.gif))

აქ კიდე რასაც წერ ეს არის ის რაც შენ გამოცდილების სიღრმეს ყველაზე კარგად ასახავს

QUOTE(David Monny @ 24th August 2016 - 02:52 PM) *
ჩემი პრაქტია არის ცხოვრების ყოველი დღე.


--------------------
მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....


Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Aug 26 2016, 12:23 AM
Post #298


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 847
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ichi
QUOTE(blue_velvet @ 25th August 2016 - 09:55 PM) *
ზუსტად იგივე მიდგომა აქვს პრაქტიკაზე და ბოლოში საუბრობს ყურადღებაზე რომელიც სიზმარშიც არსებობს.
თუ დრო გექნება მოუსმინე და მითხარი რას ფიქრობ, მე მგონია ამ ერთი საათით არავინ წააგებს.


ახლა მოვედი და ჩავრთავ smile.gif კრიშნამურტის მრავალი ინტერვიუ მაქვს ნანახი, ეს არ მაქვს ნანახი. ვუყურებ და გეტყვი ჩემს აზრს


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Aug 26 2016, 12:32 AM
Post #299


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 847
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Existence
QUOTE(Existence @ 25th August 2016 - 11:06 PM) *
გამარჯობა მეგობარო ) მახსოვს აქ ადრე შევკამათდით თუმცა გამოხდა ხანი და ამ ხანმა მომცა ის ხედვა რაც ადრე არ მქონდა, ეხლა რო ვუყურებ შენს მთელ თავგადასავალს ვხვდები რა ფასეულ გამოცდილებაზე წერ ( წერდი ) ამ ყველაფრის გათვალისწინებით მინდა ბოდიში მოგიხდო - სიბნელის გადმოსახედიდან განგსაჯე ))

აქ კიდე რასაც წერ ეს არის ის რაც შენ გამოცდილების სიღრმეს ყველაზე კარგად ასახავს

QUOTE(David Monny @ 24th August 2016 - 02:52 PM)
ჩემი პრაქტია არის ცხოვრების ყოველი დღე.


დიდი მადლობა smile.gif პირიქით მე გიხდი ბოდიშს, თუ რაიმე საწყენი გითხარი. მე ძალიან მიხარია, რომ შენ პირადად ხვდები ეს რას ნიშნავს და სხვებიც ხვდებიან. ეს შეიძლება ნებისმიერს მოუვიდეს და საშიშ აქ არაფერია, პირიქით, ჩვენი ეგო საბოლოოდ მიხვდება ბევრ რამეს. სულ ბოლო მიზანი კი მისგან გათავისუფლებაა.
ახლა, ამ ეტაპზე კარგად უნდა გავაცნობიერო, გავაანალიზო და სათითაოდ დავშალო მარტივ მამრავლებად, ანუ საფუძვლიანად გამოვიკვლიო კუნდალინის ენერგია. ზუსტად ვიცი, რომ სამადჰის დროს ერთისაც და მეორისაც, კუნდალინის ენერგია თავამდე იყო ასული. ამაზე თიქოს არ მინდოდა მიმექცია ყურადღება. (ადრე 2004 წლამდე, ბავშვობის ასაკში ვაკეთებდი უამრავ პრაქტიკას, მათ შორის ტანტრას კუნდალინი შაქტიზე, მაგრამ მაშინ არ გააქტიურებულა) ამის უგულებელყოფა არ შემიძლია, საკუთარ თავსაც მოვატყუებ.
თითქოს მრავალი ნემსი ჭაგარჭვესო თავში, ასეთ ჩხვლეტებს ვგრძნობდი პირველ წამებში. ეს მნიშვნელოვანია ძალიან. 2 კვირაა კუნდალინის სხვადასხვა პრაქტიკებს ვაანალიზებ.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Aug 26 2016, 01:45 AM
Post #300


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 847
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ichi

ვუყურე ინტერვიუს. ზოგადად კრიშნამურტი კოლექტიური ცნობიერების ანალიზსს აკეთებდა ხოლმე, თუმცა ინდივიდუალური გამოცდილებებით. ის სახალხო სპიკერი იყო და მისი ინტერვიუები ძირიტადად მონოლოგებია, ემოციური გამოსვლებით. ძალიან ემოციურად მოსაუბრე იყო. პირადად მე დიალოგი მირჩევნია, ანუ ძველი ბერძენი ფილოსოფოსებისკენ ვიხრები smile.gif რასაც მედიტაციაზე ამბობს, მნიშვნელოვანია, რადგან საუბრობს გულწრფელობაზე, რომ ადამიანმა უნდა იცოდეს რა უნდა, რატომ აკეთებს მედიტაციას, რისი მიღწევა უნდა? უნდა რომ ნეგატიური ფიქრებისგან განიტვირთოს? კიბატონო. უნდა დადებითი ემციები შეიქმნას? კიბატონო. მაგრამ მაგალითად მე, ამისთვის არ გავაკეთებ მედიტაციას, არამედ საკუთარი თავის ძიებისთვის. ისე კი არა, თითქოს ჩემი თავი სადღაც დამეკარგა, არამედ გავაცნობიერო, ვინ, რა ვარ მე?! ამიტომ ისიც ამას ამბობს, რომ მედიტაციები სათამაშო არ არის. მე ამიტომ ვამბობ ხოლმე, რომ მიჩვევა იცის. ადამიანი მიაღწევს რაღაც მდგომარეობას, მაგალითად ინდური ტერმინოლოგია რომ ვიხმაროთ, პრანა დაბალანსდება იდა და პინგალაში და შემდეგ დაიწყებს სუშუმნაში მოძრაობას, ასვლას და ჩამოსვლას. ეს მდგომარეობა ავტომატურად იწვევს გონების დამორჩილებას, გონება მიემართება შიგნით. ასეთი მდგომარეობიდან ერთი ნაბიჯიღაა სამადჰიმდე. არის კიდევ უამრავი სხვადასხვა მდგომარეობები: სხვა და სხვა ჩაკრების აქტივობა, გახსნა დახურვა და ა.შ. მაგრამ ვინ არის ის, ვინც ამ ყველა პროცესს აკვირდება? ვინ არის ის უძრავი ათვლის წერტილი? მას ინდოელები ეძახიან შივას. ნეირობიოლოგები ცნობიერებას, ადვაიტას მიმდევრებიც ასევე ცნობიერებას, სხვები სულს, აბსოლუტს, ომეგა ფოინთს, ატმანს , ჯივას, ჭეშმარიტებას, გასხივოსნებას და ა.შ.
რაც არ უნდა დაარქვა, მოიაზრება ერთი და იგივე რამ, ანუ ის, რაც უცვლელია, ანუ ის, რომლის დაკვირვებაც შეუძლებელია. იმის იქით აღარაფერია. აი რომ ავიღოთ რუსული "მატრიოშკა" (ხის სათამაშო თოჯინა, რომელიც შედგება რამოდენიმე თოჯინისაგან, ზომით უფრო დიდში ჩასმულია შედარებით მომცრო, იმ მომცროში კიდევ უფრო პატარა, იმაში კდევ უფრო პატარა და ა.შ. ბოლო ყველაზე პატარა თოჯინამდე) და დავშალოთ, უკანასკნელი "მატრიოშკაა". ის აღარ იშლება, ამიტომ უწოდებენ აბსოლუტს.
ასევე ადრე მახსოვს ასეთი კითხვა? თუ რატომ არის აბსოლუტის განცდა ნეტარება და სიამოვნების უაღლესი დონე? იმიტომ, რომ აბსოლუტის უფორმო გამოუვლენელი აღუწერელი, შემოუწერელი ასპეტქტი ნებისმიერ შემოწერილ, გამოვლენილ ანუ ფორმის და სახელის მქონე ასპექტთან შეხებისას, ანუ მისი განცდისას, პირველი რასაც განიცდის არის ნეტარება.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post

36 Pages V  « < 13 14 15 16 17 > » 
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 24th April 2024 - 10:51 AM