IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> დასავლეთ საქართველოს მითოლოგია
brevalo
post Jan 23 2018, 06:14 PM
Post #1


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 340
Joined: 5-April 16
Member No.: 7,512

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ხევსურეთი და ფშავი საკმაოდ მდიდარია მითოლოგიით. მაგრამ რა მდგომარეობაა დასავლეთ საქართველოში?

გთხოვთ, დაწერეთ ვინ რა იცით დას. საქართველოს მითოლოგიაზე.

Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
Replies
tikoroma
post May 1 2020, 11:51 PM
Post #2


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გველეშაპებზე კვლევა დავდე დღეს ქართულ კულტურაში ფეისბუქზე, და მანამდე შუკრას გვერდზე. ქართველი ფილოლოგის წიგნიდან.
ის ამბობს, რომ ეს ეპიზოდი დამახასიათებელია საქართველოში - გველეშაპთან ბრძოლის. არ არის გადმოღებული სხვა კულტურიდან. ამას ამბობს ზღარების სიუჟეტის განხილვით. მეორე მხრივ ქრისტიანულმა კლუტურამ გადაამუშავა ეს ეპიზოდი და მიაწერა წმინდანებს. არა მხოლოდ წმ გიორგის.
კიდევ გვყავს წმინდანები, ვინც ებრძოდნენ და დაამარცხეს გველეშაპები. smile.gif

გველეშაპთან მებრძოლი წმინდანები
„წმინდანთა ცხოვრების“ როგორც კანონიკურ, ისე აპოკრიფულ რედაქციებში ხშირად ვხვდებით ზღაპრული ეპოსის ჩვეულებრივ მოტივებს, ან ორგანულად შერწყმულს მარტვილის თავგადასავალთან, ან მოტივტივეს მის ზედაპირზე. ბევრ შემთხვევაში ეს მოტივები გახვეულია ზეციური სასწაულთმოქმედების ბურუსში და გაზვიადებულია.
ერთ-ერთი მათგანია გველეშაპის მოკვლა და მეფის ასულის გათავისუფლება. ეს მოტივი შეტანილია რამდენიმე ჰაგიოგრაფიულ თხზულებაში, მთელ მსოფლიოში რომაა ცნობილი. ყველაზე ვრცლად კი იგი დამოწმებულია გიორგი კაპადუკიელის „წამებაში“, რომელიც X საუკუნეში უთარგმნიათ ქართულ ენაზე.
მოტივი მსოფლიოს მრავალი ხალხის ზეპირშემოქმედებაში გვხვდება, მაგრამ ყველაზე რელიეფურად გავრცელებულია ქართულ ხალხურ ეპოსში, ასევე დამოწმებულია მრავალ ქართულ ხალხურ ნოველა-მოთხრობაში(ზღაპარში): „იადონისა და ბულბულისა“, „ორი ძმაკაცი“, „ბროწეულის ზღაპარი“, „ფაშკუნდი“, „ვაშლადამი“, „ასლანის გაზრდილი“, „ბოლოლა შვილი“, „ამირანის ძმადნაფიცი“, „ავთანდილი და ყარაბოღლი“...
ხალხური რწმენით, გველეშაპი უზარმაზარი არსებაა, რომელიც მთვარესა და მზეს ყლაპავს. როცა ის მზეს ან მთვარეს გადაყლაპავს, მზე და მთვარე ბნელდება, ამიტომ მაშინვე უნდა ატყდეს თოფის სროლა, რომ გველეშაპი შეშინდეს და მსხვერპლი დააგდოს. ასეთი თქმულებანი მრავალი ხალხის და მათ შორის ქართველთა ზეპირშემოქმედებსაც შემოუნახავს.
ზღაპრისა და ჰაგიოგრაფიული ტექსტის საერთო ეპიზოდები:
ერთ ტბას (ან ზოგადად წყალს) დაეპატრონა ბოროტი გველეშაპი და ადამიანებს უმსხვერპლოდ წყლის აღება აუკრძალა. გადწყდა, მისთვის ყოველდრე მიეცათ თითო ადამიანი. რიგი მიდგა ხელმწიფეზე, რომელიც იძულებული გახდა თავისი ერთადერთი ქალი გაემეტებინა. ხელმწიფის ქალი გაგზავნეს მდინარის ნაპირას. ის ტირის და ელოდება საზარელ მხეცს. ქალის გადასარჩენად გამოჩნდება მამაცი რაინდი („წამებაში“ - გიორგი, ზღაპარში - მთავარი გმირი). რაინდი წყალთან პოულობს მტირალ ქალს, მათ შორის იმართება დიალოგი, ქალი ჭაბუკს ურჩევს, საფრთხეს გაშორდეს. რაინდი განგმირავს გველეშაპს, ხმლით აჩეხავს და ქალს გაათავისუფლებს.
ჩამოთვლილი ელემენტები აბსოლუტურად თანხვდენილია.
განსხვავებებიც არსებობს:
1. „წამებით“ მეფე სელინოსი იყო ბოროტი და ამის გამო უფალმა მოუვლინა გველეშაპი მის ქალაქს.
2. მეფემ სცადა მისი მოკვლა, მაგრამ ვერაფერს გახდა.
3. მეფე დაჰპირდა სიმდიდრეს და მეფობასაც კი, ვინც მის ქალს სასჯელისგან გაათავისუფლებდა, (სანაცვლოდ თავის შვილს გასცემდა), მაგრამ მისი ხსნა არავინ ინდომა.
4. ღმერთმა განიზრახა წმ. გიორგის ხელით სასწაულების ჩვენება და მისი ნებით მივიდა გიორგი იმ დროს იმ ადგილას, როცა ვეშაპს მეფის ქალი უნდა შესწირვოდა.
5. წმ. გიორგი ლოცულობს, ღმერთი შეისმენს და დასცემს ვეშაპს მის ფერხთით.

„ვეშაპის ლოცვით მოკვდნების“ მოტივს იცნობს არა მარტო ქართული თარგმნითი ჰაგიოგრაფია, არამედ ორიგინალურიც; თანაც გაცილებით ადრე, ვიდრე ეს თარგმანები შესრულდებოდა.
ეს მოტივი გვხვდება გიორგის მერჩულეს თხზულებაში „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“, სადაც ნათქვამია, რომ გრიგოლის მოწაფემ ზაქარიამ „ლოცვით მოაკუდინნა“ საშინელი ვეშაპიო:
„კუალად ორნი საშინელნი ვეშაპნი გამოჩნდეს ანჩის ვენახსა, და მევენახენი ივლტოეს, ხოლო ზაქარია ლოცვითა მოაკუდინნა იგინი და კაცნი იგი სიხარულითა ჰმადლობდეს ქრისტესა“.
ასევე „დავით გარეჯელის ცხოვრებაში“ დამოწმებულია ანალოგიური მოტივი: გამოქვაბულ კლდეში ცხოვრობდა საზარელი ვეშაპი, რომელმაც ჩანთქა ირმის ნუკრი, დავით გარეჯელმა ლოცვით გააჩერა ეს ვეშაპი, ხოლო ანგელოზმა ის მეხით განგმირა“.
ყველა ეს ტექსტი მეათე საუკუნით თარიღდება.

ალექსანდრე ღლონტი,
ქართული ხალხური ნოველა, 1966 წ.
(ტექსტი იდება შემოკლებით)

რაც შეეხება გიორგის - წმინდა გიორგის გარდა მთაში რამდენიმე ხატს ქვია გიორგი. მე მგონი რაღაც საერთო სახელი იყო და შემდეგ ჩამოყალიბდა საკუთარ სახელად


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic
brevalo   დასავლეთ საქართველოს მითოლოგია   Jan 23 2018, 06:14 PM
tikoroma   სამეგრელო, სვანეთი...   Jan 24 2018, 11:11 PM
tikoroma   ლაზეთში ქალიშვილი,...   May 1 2020, 04:55 PM
ano   ლაზეთში ქალიშვილი,...   May 3 2020, 07:52 PM
tikoroma   ლაზეთში სწამდათ, რ...   May 1 2020, 05:01 PM
elli   tikoroma თიკო, ოზურგეთშ...   May 1 2020, 09:37 PM
earth   რა საინტერესო მითე...   May 1 2020, 10:02 PM
tikoroma   elli ვაუ. ვიცი ლიხაურ...   May 1 2020, 11:47 PM
tikoroma   გველეშაპებზე კვლე...   May 1 2020, 11:51 PM
tikoroma   https://c.radikal.ru/c30/2005/67/f38b65b7e9f8.jpg ...   May 1 2020, 11:54 PM
tikoroma   [img]https://c.radikal.ru/c40/2005/8e/436de449ebfe...   May 1 2020, 11:56 PM
tikoroma   elli elli https://b.radikal.ru/b01/2005/a5/a2d5b...   May 29 2020, 07:09 PM
elli   tikoroma შემთხვევით ვნა...   May 29 2020, 10:25 PM
tikoroma   elli ხო, გურულები ხო ი...   May 30 2020, 05:48 PM
td.........   elli კი გავს აჭარელს   May 30 2020, 08:46 PM
elli   [quote name='td.........' post='128808' date='30th...   May 31 2020, 07:41 AM
elli   გურული დიალექტი, ს...   Apr 5 2024, 10:25 PM
earth   ნასახი, ალბათ ჩანა...   Apr 6 2024, 07:46 AM
elli   earth ნასახი, ალბათ ჩა...   Apr 15 2024, 09:59 AM


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 27th April 2024 - 10:38 AM