IPB

Welcome Guest ( Log In | Register )


drabavik
Posted on: Apr 15 2015, 07:26 AM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 20
Joined: 26-August 09
Member No.: 6,018


ადამიანებო, რამეს ამჩნევთ??????
  Forum: მე 4-5 სიმკვრივე · Post Preview: #109022 · Replies: 587 · Views: 248,303

drabavik
Posted on: Apr 15 2015, 07:25 AM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 20
Joined: 26-August 09
Member No.: 6,018


ადამიანებო ნუთუ ვერავინ ვერაფერს ვერ ამჩნევთ????
  Forum: მე 4-5 სიმკვრივე · Post Preview: #109021 · Replies: 12 · Views: 21,384

drabavik
Posted on: Dec 15 2013, 06:28 AM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 20
Joined: 26-August 09
Member No.: 6,018


tikoroma
დიდი მადლობა სასარგებლო ინფორმაციისთვის და თბილი სიტყვებისთვის, უბრალოდ ვცდილობდი ოდნავ გასაგებად ამეღწერა ის რაც მაშინ "ვნახე და განვიცადე".

ყველაზე გულდასაწყვეტი ის არის, რომ სიზმრების მრავალფეროვნებაში, მაშინ, როცა უზომოდ კარგ სასიამოვნო სიზმარს ვნახულობ, დეტალები მავიწყდება.
მაგალითად თუ არ ვცდები გუშინწინ კონკრეტული ადამიანის სახელი და გვარი (ქართველი აშკარად არ იყო) მითხრეს, ვისთანაც რაღაც ან ვიღაც უნდა მენახა, გავიღვიძე - მახსოვდა, მაგრამ როცა ჩაწერა მომაფიქრდა უკვე ამოშლილი მქონდა მეხსიერებიდან.

წუხელ უაზრო კოშმარებს გადავრჩი, უბრალოდ ვიმალებოდი აფხაზებისგან და რუსებიგან smile.gif და დედაჩემის ნატვრა იყო ბაბუაჩემის საფლავზე ასვლა და დალაგება, ასე რომ მშობლიურ აფხაზეთში ვიყავი, სოხუმის ცენტრიდან კელასურამდე ფეხით გავედი და მივხვდი, რომ გზა შემეშალა, მართალია სიბნელე იყო, ნისლი, მაგრამ ძალიან თბილი გრძნობა დამრჩა, ბაბუაჩემის საფლავის პოვნა მინდოდა, უბრალოდ ვერ მივაღწიე იქამდე, გამომეღვიძა.
  Forum: სიზმართხილვა · Post Preview: #105680 · Replies: 23 · Views: 39,246

drabavik
Posted on: Dec 15 2013, 06:19 AM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 20
Joined: 26-August 09
Member No.: 6,018


მოკლედ არ ვიცი რამდენად სწორ ადგილას ვწერ და იმედია წესებს არ ვარღვევ.

დაახლოებით ერთი კვირის წინ ვუყურე ფილმებს "ასტრალი" 1 და მე-2 ნაწილებს და უცბად ჩემი სიზმრები გამახსენდა, რომელთა შესახებ სწორედ ამ ფორუმზე 2009 წელს ვწერდი (ლინკი: http://www.esoteric.ge/forum/index.php?sho...amp;#entry20482 ).

ერთ-ერთი ამონარიდი: "ერთხელ სახით ბალიშში მეძინა და თითქოს და გამომეღვიძა და მესმოდა, როგორ დადიოდა ვიღაცჩემს ოთახში და საშინლად ღრიალებდა, ძალიან შემეშინდა მაშინ, პატარა ვიყავი ".

ამის შემდეგ მსგავსი უამრავი რამ მინახავს, ბოლო დროს მახსოვს რაღაც საშინელი ადამიანის მსგავსი არსება იყო, თითქოს გული ამოვაგლიჯე და ა.შ.

მოკლედ ჩემი სიზმრებიდან გამომდინარე ფილმის შემდეგ ცოტა არ იყოს უსიამოვნო შეგრძნება დამეუფლა.

ვერც ვერავის ველაპარაკები ამის შესახებ, რამოდენიმეჯერმე თითქოს ვცადე, მაგრამ შემდეგ ხუმრობაში გამიტარებია.

მაინტერესებს აქ, ამ ფორუმზე, ან სადმე საქართველოს მასშტაბით, ხომ არ იცით ვინმე, ვინც კარგად ერკვეოდეს აღნიშნულ თემატიკაში, რომ ბოლოს და ბოლოს დამეხმაროს დავადგა ამ ყველაფერს თავი, დამაკვალიანოს როგორ მოვიქცე, რატომ ან რისთვის ვხედავ ამ ყველაფერს.

ინტერნეტ რესურსებზე ვცადე ინფორმაციის მოძიება, თუმცა ძირითადად ნაკლებად ღირებული ინფორმაცია თუ შემხვედრია.

წინასწარ მადლობთ ყურადღებისთვის.
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #105679 · Replies: 886 · Views: 395,866

drabavik
Posted on: Nov 13 2013, 09:30 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 20
Joined: 26-August 09
Member No.: 6,018


საინტერესოა, ძველ ეგვიპტემდე თუ იყო დანერგილი სიზმრებისადმი დამოკიდებულების პრაქტიკა?

პირადად ჩემ მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ რეალობას საკმაოდ ჩაჭიდებული ადამიანი ვარ, მაგრამ მქონია გამოცდილება, რომ ისეთი სიზმარი მინახავს 1:1 ში დამთხვევია რეალობას (ჩემი ძალიან ახლო მეგობრის დაპატიმრება, რომელსაც არანაირი შეხება არ ქონია კრიმინალთან და დამესიზმრა თითქოს პოლიცია ეძებდა და ერთად გავრბოდით, რუსეთ-საქართველოს ომის წინ დამესიზმრა, თითქოს ვდვ-ს ფორმა მეცვა და რუსულ ქვედანაყოფში ვიყავი, შემდეგ რუსებმა ამომიცნეს და მომსდევდნენ და ა.შ.), რომ შეუძლებელია სიზმრების გენიალურობაში ეჭვი შემეპაროს.

მიუხედავად და ამ ფაქტებისა, მაინც ვარწმუნებდი თავს, გარეკილი ხომ არ მაქვს-მეთქი და ვცდილობდი უგულებელმეყო ეს ყველაფერი, რამოდენიმე წლის წინ, საერთოდ არანაირი შეხება არ მქონდა აღნიშნულ თემატიკასთან ("მისტიკას" რასაც უწოდებენ) დაკავშირებით, სამსახურიდან გამომდინარე არც ფილმებს/სერიალებს არ ვუყურებდი და არც რაიმე ლიტერატურას ვკითხულობდი, მაგრამ მახსოვს სიზმარი, თითქოს რამოდენიმე უცხო ადამიანთან ერთად რომელიღაც მთაში გამოქვაბულში მოვხვდი, რომელიც უფრო "სულთანების სასახლეებს" წააგავდა შიგნიდან, 1200 ნაბიჯი მახსოვს რატომღაც და კედელზე "გასაღებს" ვეძებდით, რადგან თითქოს ნატვიფრ, მოქარგულ და მოხატულ კედლებში ვეძებდით "გასაღებს", რომელიც მიგვიყვანდა გაუჩინარებულ ადამიანებთან. თითქოს შემთხვევით ვიპოვეთ ეს "გასაღები" და კედელმა მოძრაობა დაიწყო, უზარამაზარი კედელი დაიძრა, რომლის შიგნითა მხრიდანაც უცნაური სინათლე გამოდიოდა, მაგრამ როცა შევედით, თითქოს იგივე განათება იყო და ორი მხრიდან კიბეები, ჩვენი მხრიდან ჩამავალი ცენტრში დიდი მოედნისკენ და იქითა მხრიდან ამომავალი. უეცრად რაღაც არსება გამოხტა, რომელიც ადამიანს წააგავდა, მაგრამ საკმაოდ პრიმიტიულად, უხამსოდ, უფრო სწორად კი "მონსტრულად" გამოიყურებოდა, თითქმის შიშველი სხეული ჰქონდა, მხოლოდ ქვედა ტანს უფარავდა პატარა კაბა, სასაცილოა ამას რომ ვწერ, მაგრამ მაინც... თავზე მელოტი იყო, მაგრამ მხოლოდ ერთგან ჰქონდა "კიკინასავით' თმა შეკრული, პრიმიტიული, აგრესიული მზერა და გამოზნექილი ქვედა ყბა, ფიზიკურად ძლიერი აღნაგობა, მაგრამ!!! მხოლოდ ერთი დეტალი იყო, თითქოს ერთ-ერთი ხელი შეზრდილი ჰქონდა მკერდზე და ზემოდან კანის აპკიც კი ჩანდა, მახსოვს ძლივს მუნჯურად ლუღლუღებდა და გვემუქრებოდა, რომ ამოგვხოცავდა ყველას, ჩვენკენ რომ გამოეშურა დანა მოვიშველიე და შეზრდილ ხელზე კანის აპკში ჩავარტყი და ამოვუსერე მთლიანად, რომ ხელი განთავისუფლებოდა, მოკლედ ვიცი დებილობაა, მაგრამ თითქოს ბრძოლა შეწყდა, გაუხარდა, რომ მეორე ხელი გაუნთავისუფლდა და გაგვატარა კიბის მეორე მხარეს. კიბის იქითა მხარეს, ყველაზე საოცარი და ლამაზი რამ იყო, რაც კი ოდესმე ცხოვრებაში მინახავს... ბავშვობაში ალბად ყველას გქონდათ პრიზმები, სადაც სხვადასხვა ფერებში მოზაიკურ ფიგურებს ვაწყობდით, მოკლედ თითქოს ამ მთის გულში რაღაცგვარი კოსმოსური პლატფორმა იყო მოთავსებული, თითქოს მატარებლის ბაქანი, რომელიც სადღაც სიცარიელეში, შავ უსასრულობაში ეკიდა, რატომღაც კოსმოსის განცდა გამიჩნდა, ხოლო ბაქანთან ზემოხსენებული პრიზმის ფერებში გამჭირვალე კრისტალური სამკუთხა პრიზმისებრი ნაგებობა იდგა ჰორიზონტალურად, თითქოს ხომალდი იყო... მოკლედ, როგორც მივხვდით, ეს მთის გული, რაღაც პორტალის მგავსი რამ იყო, რომელიც მთელი მსოფლიოს სხვადახვა წერტილებთან ერთგვარი სისტემით იყო დაკავშირებული, რომ გავიღვიძე ვივარაუდე, რომ "გატყორცნა" მთის მწვერვალიდან ხდებოდა...

მოკლედ, ეს სიზმარი რატომღაც დამამახსოვრდა. განსაკუთრებით კი, 1200 ნაბიჯი, 1200 მეტრი, საერთოდ ციფრი 1200...

დიდი ბოდიშით, ალბად დაგღალეთ ამ ისტორიით, მაგრამ ყველაზე უცნაური ჩემთვის ის იყო, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ (ზუსტად არ მახსოვს,, სრულიად შემთხვევით მაილ.რუ-ზე ფოსტის შემოწმებისას ახალი ამბები სადაც ჩანს ვკითხულობ, რომ თურმე აღმოჩენილ მიწისქვეშა ქალაქების ქსელში ერთ-ერთ გამოქვაბულში მკვლევარებმა გაიარეს ზუსტად 1200 მეტრი და წააწყდნენ 60 სანტიმეტრიან ქვის კარებს...

მოკლედ სიზმრები ძალიან უცნაური, იდუმალი და საინტერესო მოვლენაა ჩვენს ცხვორებაში და ღმერთმა გვიმრალოს კარგი სიზმრები!
  Forum: სიზმართხილვა · Post Preview: #105304 · Replies: 23 · Views: 39,246

drabavik
Posted on: Sep 9 2013, 11:01 AM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 20
Joined: 26-August 09
Member No.: 6,018


http://www.youtube.com/watch?v=vKxrVmfU3-E ესეც კვალი სკულპტურებზე
  Forum: ისტორია, ცივილიზა... · Post Preview: #103414 · Replies: 293 · Views: 186,060

drabavik
Posted on: Sep 9 2013, 10:54 AM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 20
Joined: 26-August 09
Member No.: 6,018


kate მართლაც ძალიან საინტერესოდ ყვებოდა და ყველაზე საინტერესო ადგილზე შეაწყვეტინეს.

არ ვიცი, სიმართლე გითხრათ არ მჯერა ამ "რეირკანაციების", მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ გენეტიკური მეხსიერება არსებობს და ყოველ ჩვენთაგანში არის ჩაკეტილი რაღაც საიდუმლო, უბრალოდ ალბად ჩვენ "იქ" არ ვეძებთ სადაც საჭიროა, რადგან ზოგადად შეჩვეულები ვართ, რომ რახან რამეს ვეძებთ ე.ი. შორსაა, სამყაროს უკიდეგანო უსაზღვრო სიღრმეშია, მაგრამ სინამდვილეში ეს ყველაფერი ნაპირზეა, ასე ვთქვათ "ცხვირწინ გვიდევს", ძალიან ახლოსაა და იმისათვის რომ შევიცნოთ სამყარო, სულაც არ გვჭირდება შორეულ გალაქტიკებში მოგზაურობა, სამყარო ყოველ ჩვენთაგანშია, ამოუცნობი და იდუმალებით სავსე და მე ვიცი, რომ ყველა პასუხი ჩვენშია.

დააკვირდით "ველურ ბუნებას", ცხოველები, ფრინველები, მწერები, ერთი სიტყვით ყველა ცოცხალი არსება აკეთებს იმას, რაც მასში ჩადებულია, იმიტომ რომ მას "გენეტიკურად ახსოვს", რომ ეს უნდა გააკეთოს, იგივეა ადამიანების შემთხვევაშიც.

არ ვიცით რატომ, მაგრამ ყველა ტყუილის და მიუხედავათ, რომელიც გარს გვარტყია და ვიძირებით ამ ტყუილებში, მაინც ვცდილობთ პასუხი ვეძებოთ.

პირადად მე წარმოდგენა არ მაქვს რატომ და რანაირად, მაგრამ რაღაც ძალიან არაკომფორტულად ვგრძნობ თავს, მიზიდავს ეს ყველაფერი, ეს გრანდიოზული ნაგებობები, ისტორიები, მისტიური მითები, სადაც ასე მგონია, რომ ცოცხალი ვარ, მგონია რომ ვარსებობ და ეს სულაც არ არის "რეალობიდან გაქცევის მცდელობა", ეს არის ალბად ის, რაც ჩვენ "გენეტიკურ წუხილს იწვევს", გადატანილი გრძნობები, რომლებიც უნდა გვახსოვდეს და სხვადასხვა მიზეზთა გამო, მათი არსებობის შესახებ არაფერი ვიცით.

ძალიან საინტერესო მოსაზრება მოვისმინე, რომ თითქოს ატლანტიდა დღევანდელი ანტარქტიკის ყინულებს ქვეშ არის მოქცეული კონტინენტალური დრეიფის გამო ( http://en.wikipedia.org/wiki/Continental_drift ), რომელიც როგორც kate -მ ახსენა დედამიწაზე გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხდება. ანუ რეალურად დღევანდელი ანტარქტიკა მოთავსებული იყო უფრო ჩრდილოეთით, ეკვატორთან, ხოლო მთელი ჩრდილოეთ ამერიკა იყო ჩრდილოეთ პოლუსზე და იყო ყინულით დაფარული. კატაკლიზმების შედეგად ანტარკტიკის კონტინენტი დაიძრა სამხრეთით, ხოლო ჩრ. ამერიკა "გამოძვრა" ყინულებიდან.
მოკლედ ათასი მოსაზრება არსებობს ამ ყველაფერთან დაკავშირებით, მაგრამ იმის უარყოფა შეუძლებელია და სისულელეა, რომ ისეთი გრანდიოზული ნაგებობები, როგორიცაა მაგალითად პირამიდები "ებრაელმა მონებმა" ააგეს. მე ასეთი ფლიდი ისტორიის არ მწამს და არ მჯერა.
მითუმეტეს, რომ მრავალი მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ ოდესღაც საშინელი ომი იყო დედამიწაზე. კონკრეტულად კი, მეცნიერებმა დედამიწაზე აღმოაჩინეს მრავალი ადგილი, სადაც ატომური ბომბების გამოცდა არასდროს მომხდარა, მაგრამ მიუხედავად და ამისა, იქ რადიაციული ფონი ნორმაზე მაღალი იყო, უფრო ზუსტად კი ისეთი მძლავრი, როგორიც ძლიერი ატომური ბომბის აფეთქების შემდეგაა.

რაც შეეხება "კვალს რატომ ვერ მივაგენით". მე ამას შემდეგნაირად ვუყურებ: ა) დღევანდელი ტექნოლოგიური პროგრესის ნებისმიერი პირმშო, სიტყვაზე ვთქვათ მობილური ტელეფონი, მიქსერი, თუნდაც ავტომანქანა ან ტანკი ქვიშაში რომ ჩააგდო, არა თუ ერთი ათასწლეული, არამეტ თუნდაც 200 წელიწადი საკმარისი იქნება, რომ ამ საგნისგან არაფერი არ დარჩება, რადგან დედამიწა, ბუნება კურნავს საკუთარ თავს ნაგვისგან და სრულად "განადგურდება" ესა თუ ის საგანი.

აგერ ზემოთ ერთ-ერთმა ფორუმელმა ლინკი დადო ჯეისონ ტეილორის სკულპტურებისა, იცით, რომ მისი სკულპტურები კორალებით, ზღვის ხავსით და სხვადასხვა ნივთიერებებით თითქმის სრულად იფარება, შესაბამისად 100 წლის მერე ვერავინ გაარჩევს, რომ იქ სკულპტურა იყო.

ამიტომაც ერთადერთი რაც დროს გაუძლებს, ეს არის მონოლითის ნაგებობები. ერთი შეხედვით პატარა ბავშვის სათამაშოს ჰგავს და ძალიან მარტივი ჩანს ჩვენს "პროგრესულ ცათამბჯენებთან" შედარებით, მაგრამ რეალურად გენიალური ნაგებობებია. ღმერთმა უწყის რა არის, რაღაც ხომალდისთვის "ტრაპია", ან სადგომი, ან დედამიწის ელექტრომაგნიტური დამცავი მექნიზმი, თუ ძრავია, პორტალია თუ რაც არის გენიალურია და რომ არა ვიღაც ადამიანების ბოროტება, რომელთაც გაძარცვეს და გაანადგურეს კაცობრიობის ეს მემკვიდრეობა (სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით) კიდევ მრავალი ათასწლეული იქნებოდა აღტაცების და შთაგონების წყარო ჩვენი შვილებისთვის და შთამოპმავლობისთვის

ბ) შეგნებულად წაშალეს კვალი, რადგან იციან რომ კაცობრიობა თვითგანვითარებაზე უფრო მეტად თვით და ურთიერთგანადგურებისკენ არის მიდრეკილი

გ) რა იცით? იქნებ დიდი ხნის წინ ნაპოვნი აქვთ მტკიცებულებებიც, არტეფაქტებიც, სამარხებიც, შეიძლებ მთელი ატლანტიდაც კი, მაგრამ წარმოგიდგენიათ რამხელა გადატრიალებას მოახდენს მსოფლიოში ეს აღმოჩენა? ჩათვალეთ, რომ რამოდენიმე ძირითადი რელიგიური მიმდინარეობა უმალვე მოისპობა და ვიღაც სექტანტები გამოყოფენ თავს. მოკლედ დიდ პრობლემებთან არის დაკავშირებული დედამიწის რეალური წარსული და ზოგიერთ კონკრეტულ პიროვნებებს პირდაპირ ჯიბეზე ურტყამს, ამიტომაც სულაც არ აწყობთ ეს თქვენი "ჭეშმარიტება" და არაფერშიც არ სჭირდება...

დიდი ბოდიშით სიტყვა გამეწელა ძალიან და ძალიან ბევრი შეიძლება ილაპარაკო ამ თემაზე და მგონი ახალი არაფერი მითქვამს, მაგრამ ვინც ძალიან საინტერესოთ ყვება ამ ყველაფერს მას დავუთმოთ ასპარეზი და შიგადაშიგ პატარა კითხვებით შევაწუხოთ smile.gif

kate ძალიან გთხოვთ გააგრძელოთ როცა შესაძლებლობა გექნებათ.
სულმოუთმენლად გელით
  Forum: ისტორია, ცივილიზა... · Post Preview: #103413 · Replies: 293 · Views: 186,060

drabavik
Posted on: Jul 17 2013, 04:29 AM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 20
Joined: 26-August 09
Member No.: 6,018


ეხლახანს დედა გარდამეცვალა და ძალიან მეშინია, რომ აღარ არსებობს.

მართლმადიდებელი ვარ (დებილი არა), თუმცა არა ფანატიკოსი, ღმერთის მწამს და ვიცი, რომ არსებობს ეს ყველაფერი, მაგრამ ძალაუნებურად მეფიქრება იმის შესახებ, რომ ადამიანები იმდენად უსუსური არსებები ვართ, რომ ჩვენი ცხოვრება არაფერს არ წარმოადგენს ამ სამყაროში, როგორც ჩვენ ბუზის და ჭიანჭველის, კოღოს სიცოცხლეს არაფრად ვაგდებთ, ასე მგონია ჩვენც ასეთები ვართ და ძალიან მაშინებს იმაზე ფიქრი, რომ დედაჩემი იყო და მორჩა, აღარ არის.

ძალიან მინდა რომ სული არსებობდეს, ყველაზე მეტად ამ ქვეყნად ალბად ეს მინდა, რომ დედაჩემი სადმე უკეთეს სამყაროში უკეთეს სიცოცხლეში იყოს, ცოცხლობდეს და კვლავ უყვარდეს ეს ცხოვრება.

არ ვიცი რა გავაკეთო და რა ხერხს მივმართო.

ძალიან მინდა გავიგო, რომ დედაჩემი არსებობს. იქნებ ვინმემ რამე მიამბოთ, ან მიმანიშნოთ, სადაც ვინმე ყვება, რომ ჩვენ ასე უბრალოდ არ ვიბადებით და ასე უბრალოდ არ მივდივართ ამ ქვეყნიდან.
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #101982 · Replies: 872 · Views: 319,665

drabavik
Posted on: Jul 17 2013, 04:24 AM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 20
Joined: 26-August 09
Member No.: 6,018


ეხლახანს დედა გარდამეცვალა და ძალიან მეშინია, რომ აღარ არსებობს.

მართლმადიდებელი ვარ (დებილი არა), თუმცა არა ფანატიკოსი, ღმერთის მწამს და ვიცი, რომ არსებობს ეს ყველაფერი, მაგრამ ძალაუნებურად მეფიქრება იმის შესახებ, რომ ადამიანები იმდენად უსუსური არსებები ვართ, რომ ჩვენი ცხოვრება არაფერს არ წარმოადგენს ამ სამყაროში, როგორც ჩვენ ბუზის და ჭიანჭველის, კოღოს სიცოცხლეს არაფრად ვაგდებთ, ასე მგონია ჩვენც ასეთები ვართ და ძალიან მაშინებს იმაზე ფიქრი, რომ დედაჩემი იყო და მორჩა, აღარ არის.

ძალიან მინდა რომ სული არსებობდეს, ყველაზე მეტად ამ ქვეყნად ალბად ეს მინდა, რომ დედაჩემი სადმე უკეთეს სამყაროში უკეთეს სიცოცხლეში იყოს, ცოცხლობდეს და კვლავ უყვარდეს ეს ცხოვრება.

არ ვიცი რა გავაკეთო და რა ხერხს მივმართო.

ძალიან მინდა გავიგო, რომ დედაჩემი არსებობს. იქნებ ვინმემ რამე მიამბოთ, ან მიმანიშნოთ, სადაც ვინმე ყვება, რომ ჩვენ ასე უბრალოდ არ ვიბადებით და ასე უბრალოდ არ მივდივართ ამ ქვეყნიდან.
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #101981 · Replies: 317 · Views: 196,147

drabavik
Posted on: Jul 17 2013, 04:20 AM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 20
Joined: 26-August 09
Member No.: 6,018


ეხლახანს დედა გარდამეცვალა და ძალიან მეშინია, რომ აღარ არსებობს. მართლმადიდებელი ვარ (დებილი არა), თუმცა არა ფანატიკოსი, ღმერთის მწამს და ვიცი, რომ არსებობს ეს ყველაფერი, მაგრამ ძალაუნებურად მეფიქრება იმის შესახებ, რომ ადამიანები იმდენად უსუსური არსებები ვართ, რომ ჩვენი ცხოვრება არაფერს არ წარმოადგენს ამ სამყაროში, როგორც ჩვენ ბუზის და ჭიანჭველის, კოღოს სიცოცხლეს არაფრად ვაგდებთ, ასე მგონია ჩვენც ასეთები ვართ და ძალიან მაშინებს იმაზე ფიქრი, რომ დედაჩემი იყო და მორჩა, აღარ არის. ძალიან მინდა რომ სული არსებობდეს, ყველაზე მეტად ამ ქვეყნად ალბად ეს მინდა, რომ დედაჩემი სადმე უკეთეს სამყაროში უკეთეს სიცოცხლეში იყოს, ცოცხლობდეს და კვლავ უყვარდეს ეს ცხოვრება.
არ ვიცი რა გავაკეთო და რა ხერხს მივმართო.
  Forum: პარამეცნიერება · Post Preview: #101980 · Replies: 207 · Views: 115,409

drabavik
Posted on: Jul 17 2013, 04:14 AM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 20
Joined: 26-August 09
Member No.: 6,018


Athene
მე მქონდა ასეთი შემთხევა არ ვიცი რამე ზებუნებრივს უკავშირდება თუ არ მაგრამ საკმაოდ უცნაურად მეჩვენა ^^ მოკლედ 13-14 წლის ვიქნებოდი ვარჯიშიდან მოვედი სახლში კარები არავინ გამიხსნა მივხვდი სახლში არ იყვნენ ამოვიღე ჯიბიდან ჩემი გასაღები და გავაღეკარები და შესვლისას ისევ გასახებით დავკეტე დაღლილი ვიყავი ჩანთა საწოლზე დავაგდე და აბაზანაში შევედი ნიჟარისკენ დავიხარე და როცა თავი ავწიე და სარკეს შევხედე სარკე გატყდა მე თითქოს ძალა გამომაცალესო მუხელბში ჩავიკეცე და დაცემისას ნიჟარას თავი ჩამოვარტყი როცა გონზე მოვედი საწოზლე ვიწექი თავი გატეხილი მქონდა შუბლთან მარცხენა მხარეს.. ადგომა მოვახერხე სახლში ისევ მარტო ვიყავი კარიც ისევ შინგიდან იყო ჩაკეტილი დანამდვილებით ვერ ვიტყვი რო იქ რამე მოხდა ისეთი შეიძლება მე თვითონ დავწექი საწოლზე და აღარ მახსოვს თავის დარტყმის გამო მაგრამ მაინც ძალიან უცნაურად მეჩვენა

მეც მომსვლია ანალოგიური რამ, მხოლოდ თავის გატეხვების გარეშე. არასდროს არანაირი ნარკოტიკებით "ნე ბალოვალსა" როგორც იტყვიან, სადღაც პირველ-მეორე კურსზე ვიყავი. მახსოვს, რომ ვიწექი დივანზე და ტელევიზორს ვუყურებდი, შემდეგ ავდექი და რაღაც ძალამ წამათრია აბაზანაში, სადაც პირსაბანის ზემოთ სარკე ეკიდა, წყალი მოვუშვი, მაგრამ არ შევხებივარ, დავხედე როგორ ჩადიოდა წყალი, შემდეგ სარკეს ავხედე და უცბად ჩემი სახე თითქოს გაშავდა, რთულია ავხსნა რანაირად და სახემ თითქოს "ვიბრაცია" დაიწყო და უცბად დივანზე გამომეღვიძა... ყველაზე უცნაური რაც იყო, ფეხები მქონდა წყლისგან სველი, აბაზანაში იატაკზე ხშირად წყალი იყო ხოლმე.

მოკლედ არ ვიცი ეს რას ნიშნავდა, მაგრამ კარგად დამამახსოვრდა ეს ამბავი
  Forum: პარამეცნიერება · Post Preview: #101979 · Replies: 155 · Views: 160,272

drabavik
Posted on: May 2 2010, 10:15 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 20
Joined: 26-August 09
Member No.: 6,018


წუხელ კვლავ საშინელი სიზმარი ვნახე, უფრო სწორად გამეხვიზა და ასე ვფხიზლობდი ვერ ვინზრეოდი, მერე თითქოს ჰაერში წამოვიწიე და სრულიად გაშეშებული ვიხავი და უცბად ჩემი საკუთარი გულის ცემა გავიგონე, მესმოდა როგორ მოძრაობდა სისხლი გულში და თანდათან ჩქარდებოდა, მერე აღარ მახსოვს რა მოხდა მაგრამ ცოტა ხანში გამეხვიძა და დილამდე თვალი ვერ მოვხუჭე sad.gif მეც მინდა ფრენა სიზმრად
  Forum: სიზმართხილვა · Post Preview: #32880 · Replies: 1804 · Views: 516,727

drabavik
Posted on: Feb 5 2010, 12:39 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 20
Joined: 26-August 09
Member No.: 6,018


ერთი კვირის წინ ისევ პუტინი დამესიზმრა კადიროვთან ერთად, რახაც სხდომაზე ვიყავით და ყველას პლასტიკატები ეცვა, იარაღის შეტანა არ შეიძლებოდა ხო და პუტინს პროვოკაციებით ვიწვევდი, მერე კადიროვს სუ თავში ვურტყი პადლეცი და შუღლი ჩავუგდე ვითომ smile.gif)))) ამის ძაღლი ხართქო მოკლედ რა ჯანდაბა უნდათ არ ვიცი მაგრამ ბოლოს პუტინი რო დამესიზმრა ერთ თვეში ომიც დაიცხო. არა და მშვიდობიანი მოქალაქე ვარ და გაკვრითაც არ მაქ შეხება პუტინებთან და მედვედზევებტან smile.gif))
  Forum: სიზმართხილვა · Post Preview: #27113 · Replies: 1804 · Views: 516,727

drabavik
Posted on: Sep 19 2009, 04:20 AM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 20
Joined: 26-August 09
Member No.: 6,018


ჩემი აზრით ჰჰოროსკოპის 12 ივე ნიშნის აღწერა და ა.შ. რომ შეკრიბო გამოდის ერთი სრულყოფილი ადამიანი.
NLP ს ბაზარია რა და ტიპები იმაზე მიგითითებენ, რაც ყველა ადამიანში არის, მაგრამ კონკრეტული ჰორსკოპის კითხვის დროს, ხაზს უსმევ ცნობიერებაში იმას, რაც ნებისმიერ ადამიანში შეიძლება იყოს....
ერთი სიტყვით ბევრი რო არ გავატრაკო.... მაინტერესებს მაინც...

ვის შეუძლია შემიდგინოს ზუსტი ჰოროსკოპი და რა დამიჯდება? და უფრო მაინტერესებს ერთმანეთტან შეთანწყობის თუ რაც ქვია ეგეთი ჰოროსკოპი.
  Forum: ასტროლოგია · Post Preview: #20711 · Replies: 602 · Views: 406,506

drabavik
Posted on: Sep 2 2009, 03:44 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 20
Joined: 26-August 09
Member No.: 6,018


არიან საქართველოში პრაქტიკოსები? რენ ტვ-ს დოკ. ფილმში მაქ ნანახი, ძირითადად ასეთი რამ პროპაგანდა მგონია, მაგრამ რთულია არ დაიჯერო რომ რაღაც არსებობს... ჩი ში თუ რაღაც ეგეტი ნავაროტკები
  Forum: ჯანმრთელობა და სუ... · Post Preview: #20524 · Replies: 61 · Views: 70,024

drabavik
Posted on: Sep 2 2009, 03:42 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 20
Joined: 26-August 09
Member No.: 6,018


ხო რავი ამ ფორუმს ამ წიგნის მეშვ. მოვაგენი და რა მაინტერესებს, რას ნიშნავს სხეულის გასწორება????

ხო მართლა რაც შეეხება თვალის ვარჯიშებს, წავიკიტხე და ინტ. ში მოვნახე კიდე ინფო და რუსები ცხარედ აკრიტიკებენ მის მეტოდებს.... არ შეიზლებაო მასე!
  Forum: ბიბლიოთეკა · Post Preview: #20523 · Replies: 31 · Views: 47,185

drabavik
Posted on: Aug 27 2009, 12:29 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 20
Joined: 26-August 09
Member No.: 6,018


მეც მაგ ასაკში, მაგრამ მძაფრად არ აღმიქვია მგონი smile.gif ქვეცნობიერად რა ხდება არ ვიცი...

შენ როგორც აღნიშნე მეც ზუსტად მასე, საკმარისი იყო უფალი მეხსენებინა (თავს ვირწმუნებდი რომ უფრო ძლიერი ვარ და დავამარცხებ) რომ ეგრევე ძალების მატება ვიგრძენი smile.gif

კიდევ ისეთი შეგრძნებები თუ გქონიათ, მახსოვს განსაკუტრებიტ პატარაობაშI სიცხე რომ მქონდა და ძილისპირულზე ნახევრად სიზმარში ვიყავი და მეჩვენებოდა რომ ვპატარავდებოდი და ოთახი იზრდებოდა უშველებელ ზომებამდე და ჩემების საუბარი სხვა Oთახიდან თიტქოს და ძალიან შორიდან ისმოდა biggrin.gif
  Forum: სიზმართხილვა · Post Preview: #20491 · Replies: 1804 · Views: 516,727

drabavik
Posted on: Aug 27 2009, 12:25 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 20
Joined: 26-August 09
Member No.: 6,018


ფოტოგრაფიული მეხსიერება, მნემოტექნიკა რეალური მეთოდიკები არსებობს როგორც ვიცი, მაგრამ ინდივიდიალურ შესაზლებლობებზეა დამოკიდებული, მე თუ მკითხავ ყველაფერი პრაქტიკის ამბავია, უბრალოდ ამ Опыт дурака -ში არისო თვალის ვარჯიშებიო და მხედველობას მაგარი მოფრთხილება უნდა, მითუმეტეს დღევანდელ თანამედროებაში... შეგიძლია აუდიო ფაილი ამიტვირთო სადმე? smile.gif ფილეს.გე ზე ან ბინ.გე ზე რავი სადაც მოგეხერხება ან ემაილზე გამომიგზავნO?
  Forum: ბიბლიოთეკა · Post Preview: #20490 · Replies: 31 · Views: 47,185

drabavik
Posted on: Aug 26 2009, 01:36 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 20
Joined: 26-August 09
Member No.: 6,018


ბოლო დროს ძალიან ვირწმუნე სიზმრების. თითქმის 1:1 ში სრულდებოდა ყველაფერი რაც მესიზმრებოდა. ის კი არა, ომამდეც ორი სამი თვით ადრე, სულ ომი მესიზმრებოდა, პუტინიც კი დამესიზმრა (ვითომ რუს ჯარისკაცებში მოვხვდი) biggrin.gif და ნაპოლეონი. არა და აზრადაც ვერ გავივლებდი, რომ რამე ამდაგვარი დატრიალდებოდა.
ერთი პერიოდი ვფიქრობდი, რომ მასობრივი ინფორმაციების წყაროებით ხომ არ მოხდა რაღაც ტიპის ზომბირებათქო და საზოგადოებრივი აზრის მომზადება, კონსოლიდაცია, მაგრამ შეუძლებელი იქნებოდა, რადგან ტელევიზორს იშვიათად ვუყურებდი biggrin.gif

ძალიან მაინტერესებს, თუ იცით, პრაქტიკაში გამოგიცდიათ სიზმრის მართვის ეფექტური საშუალება?
ხშირად ვნახულობ კოშმარებს, არ მეშინია, მაგრამ ძალიან ვიღლები, თან უბრალოდ მინდა სიზმარში მაინც ვნახო რამე კარგი smile.gif სულ რამოდენიმე ლამაზი სიზმარი მახსოვს, ეს იყო თეთრი ცხენი, უფრო პეგასი დამესიზმრა, უცბად გამეღვიძა, მარტი იყო მგონი 2004 წლის და იმ დილას თოვლი წამოვიდა biggrin.gif და კიდევ მახსოვს გამოთვლებს ვაკეთებდი და ვინჩის ორნითოპტერის კონსტრუქციაზე, დაფაზე ფორმულები გამომყავდა და დარწმუნებული ვიყავი მათ სისწორეში, მაგრამ რომ გავიღვიძე რა თქმა უნდა აღარაფერი მახსოვდა smile.gif)

კოშმარებს რაც შეებეა, მაინტერესებს, ისთი განცდა თუ გქონიათ, რომ გღვიძავთ, თვალები გახელილი გაქვთ და რაღაც ძალა გაკავებთ, სხეული არ გემორჩილებათ, ძალიან გინდათ დაიყვიროთ, მაგრამ პირსაც კი ვერ აღებთ და ამ დროს გრძნობთ ვიღაცის ან რაღაცის თანხლებას თქვენთან ერთად ოთახში? რამოდენიმეჯერმე მქონდა ასეთი შემთხვევა, ერთხელ სახით ბალიშში მეძინა და თითქოს და გამომეღვიძა და მესმოდა, როგორ დადიოდა ვიღაცჩემს ოთახში და საშინლად ღრიალებდა, ძალიან შემეშინდა მაშინ, პატარა ვიყავი biggrin.gif და ერთხელ ზალაში, ტელევიზორის ყურებისას დივანზე ჩავთვლიმე, უცბად თითქოს და გამომეღვიძა, გავედი აბაზანაში და სარკეში ჩავიხედე და ყველაფერმა ირგვლივ ჟრიალი დაიწყო, არ ვიცი როგორ ავხსნა და გამომეღვიძა smile.gif)) მაგრამ უცნაური ის იყო, რომ ფეხები ძალიან ცივი მქონდა, თითქოს და მეტლახზე დავაბიჯე (ზაფხული იყუო). ბოლოს (2008), ჩემი თვალით ვხედავდი, როგორ შემომიხტა ფანჯარაში დიდი შავი კატა და ჯერ ჩემ საწოლთან მოახლოვდა და მერე ოთახიდან გავიდა, მე კი თითქოს და ლოგინიდან წამოწეული ვიყავი (ჰაერში რა). მოკლედ არ ვიცი როგორ ავხსნა. და კიდევ რაღაც იდიოტური სიზმარი ვნახე, ისიც ცხადი მეგონა, ვითომ რაღაც წერილი მომივიდა, მომოვალი იყ უკვე და 31 აგვისტო, კარგად მახსოვს, და ძალიან მაგრად გავნიცადე, რაღაც მტკივნეული გავიგე ეტყობა რა არ ვიცი.
ჰალუცინოგენებს არ ვხმარობ, პლანსაც კი არ ვეწევი და არ ვარ გატაცებული რაღაც ასტროლოგიური ნავაროტებით, ცრუ რწმენები მგონი ზომიერად მაწხუებს. როგორც ყველას. ტრამვებიდან ერთად ერთი რაც მიმიღია ალბად ომის ტრამვა, ღრმა ბავშვობაში, ისიც არა მგონია, რომ სათანადოდ განვიცადე (სხვებთან შედარებბით).
იქნებ ვინმეს გაქვთ რამე პასუხები.
წინასწარ მადლობთ!
  Forum: სიზმართხილვა · Post Preview: #20482 · Replies: 1804 · Views: 516,727

drabavik
Posted on: Aug 26 2009, 11:55 AM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 20
Joined: 26-August 09
Member No.: 6,018


და რა მაინტერებს, ერთ ერთ რუსულ საიტზე წავაწყდი "ტვალებისთვის ვარჯიშები" წერიაო და კიდევ ასეთი ტიპის ვარჯიშები ხომ არ არის? (რეაქციის განვითარება, აზროვნების სისხარტის, დაკვირვებულობის, სუნთქვის და ა.შ.)
და თუ შეგიძლია, რომ აუდიო ჩანაწერი ატვირთო სადმე მადლობელი დაგრჩები smile.gif
  Forum: ბიბლიოთეკა · Post Preview: #20481 · Replies: 31 · Views: 47,185


New Posts  New Replies
No New Posts  No New Replies
Hot topic  Hot Topic (New)
No new  Hot Topic (No New)
Poll  Poll (New)
No new votes  Poll (No New)
Closed  Locked Topic
Moved  Moved Topic
 

Lo-Fi Version Time is now: 10th May 2024 - 05:17 AM