IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> ვედური ფილოსოფია, საბაზისო კურსი
Atman
post May 24 2011, 04:48 PM
Post #1


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



“შესავალი”

რა არის ვედური ფილოსოფიის მიზანი? რა სარგებლობის მოტანა შეუძლია მას?

ვედური ფილოსოფიის მიზანია – გააშუქოს გზა, რომელსაც თუკი გავყვებით, ტანჯვისგან განვთავისუფლდებით. ამიტომ ვედური ტრადიცია არასოდეს არ თვლიდა ფილოსოფიას კაბინეტის მოაზროვნეების ხვედრად, რომელთა მსჯელობაც დაცილებულია რეალურ ცხოვრებას. ფილოსოფია, ვედების თანახმად, უნდა მიგვიყვანოს პრაქტიკულ შედეგამდე – ტანჯვისგან განთავისუფლებამდე.

თავად სიტყვა ფილოსოფია სიტყვასიტყვით ითარგმნება ბერძნულიდან როგორც “სიბრძნის სიყვარული”. სიტყვა სიბრძნის ერთ-ერთი მნიშვნელობაა ესააა – თეორიული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების უნარი.

თეორიის შესწავლის შემდეგ მოსწავლე მის პრაქტიკაში გამოყენებას ცდილობს და ამგვარად გამოცდილებას იძენს. ამასთან ცოდნა, რომელიც თავდაპირველად წიგნისეული და მისი ცხოვრებისგან დაცილებული იყო, თანდათანობით ცნობიერების სიღრმეში აღწევს. ცოდნის ათვისება ნიშნავს მის მიღებას საკუთარ გონებაში და პრაქტიკულ ცხოვრებაში მისით ხელმძღვანელობას. ასეთი ცოდნა ადამიანის მსოფლმხედველობის ნაწილი ხდება, ისევე როგორც გადამუშავებული საკვები ჩვენი სხეულის ნაწილი.
რა ნაწილებისგან შედგება ვედური ფილოსოფია?

ვედურ ფილოსოფიაში არსებობს ცოდნის 4 განყოფილება:

1. პრამანა (გნოსეოლოგია) - “აღქმის (შესწავლის) მეთოდი”.

2. სამბანდჰა-გიანა (ონტოლოგია) - “სწავლება ყოფიერების შესახებ”.

3. აბჰიდეია-გიანა (ეთიკა) - “ცოდნა პრაქტიკის შესახებ, რმელსაც ცხოვრების სრულყოფამდე მივყავართ”.

4. პრაიოჯანა-გიანა (მეტაფიზიკა) - “ცოდნა ცხოვრების უმაღლესი სრულყოფილების შესახებ”.

ამგვარად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვედური ფილოსოფია – ესაა სწავლება შესწავლის მეთოდის (პრამანა), ყოფიერების (სამბანდჰა-გიანა), ცხოვრების სრულყოფის პრაქტიკის (აბჰიდეია-გიანა) და უმაღლესი სრულყოფილების შესახებ, რომელსაც ამ პრაქტიკით შეგვიძლია მივაღწიოთ (პრაიოჯანა-გიანა).
რას წარმოადგენს ვედური გნოსეოლოგია?

ვედური გნოსეოლოგია, ანუ “ცოდნა შესწავლის მეთოდების შესახებ”, ვედების ძალიან მნიშვნელოვანი განყოფილებაა, რომლის გაგების გარეშეც შეუძლებელია ჩავწვდეთ დანარჩენი ცოდნის დაფარულ აზრს. ამგვარად, იმისათვის, რომ შევისწავლოთ ვედური ონტოლოგია, ეთიკა და მეტაფიზიკა თავისი პირვანდელი სახით, თავიდან ადამიანმა უნდა გაიგოს, თუ რომელი მეთოდის დახმარებითაა ეს შესაძლებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში ვედური ცოდნა მიუწვდომელი ხდება.

ცოდნის მიღების მეთოდს სანსკრიტზე პრამანა – “მტკიცებულება” ეწოდება. როდესაც ადამიანი რეალობის ასპექტებზე საუბრობს, მან თავისი სიტყვები ავტორიტეტული მტკიცებულებებით უნდა გაამყაროს. და გნოსეოლოგიის განყოფილება გვიჩვენებს, თუ რომელი წყაროდან შეგვიძლია ამ მტკიცებულებების აღება.

რას წარმოადგენს ვედური ონტოლოგია?

“ცოდნას ყოფიერების შესახებ” სანკრიტზე ეწოდება სამბანდჰა-გიანა და იგი თავის თავში მოიცავს 7 თემას:

1. ჭეშმარიტება ღმერთის უმაღლესი მდგომარეობის შესახებ.

2. ჭეშმარიტება ღმერთის ენერგიების შესახებ.

3. ჭეშმარიტება ღმერთთან ურთიერთობების შესახებ.

4. ჭეშმარიტება სულის კონსტიტუციური მდგომარეობის შესახებ.

5. ჭეშმარიტება სულის შესახებ განპირობებულ მდგომარეობაში.

6. ჭეშმარიტება სულის შესახებ განთავისუფლებულ მდგომარეობაში.

7. ჭეშმარიტება ღმერთისა და მისი ენერგიების ერთდროული ერთიანობისა და განსხვავებულობის შესახებ.


თუკი ამ ჭეშმარიტებებს (სამბანდჰა-გიანას) ადამიანი შესწავლის სწორი მეთოდების დახმერებით შეისწავლის, იგი პრაქტიკას (აბჰიდეიას) შეუდგება, მაშინ ის უეჭველად მიაღწევს ცხოვრების უმაღლეს სრულყოფილებას (პრაიოჯანას).

რას წარმოადგენს ვედური ეთიკა?

ცოდნას იმ პრაქტიკის შესახებ, რომელსაც ცხოვრების უმაღლეს სრულყოფამდე მივყავართ, სანსკრიტზე ეწოდება აბჰიდეია-გიანა. ეს პრაქტიკა ორი ნაწილისგან შედგება:

1. ღმერთის ერთგული მსახურების პრაქტიკა, რომელიც წესებისა და რეგულაციების თანახმად ხორციელდება – ვაიდჰი-სადჰანა-ბჰაკტი.
2. ღმერთის ერთგული მსახურების პრაქტიკა, რომელიც ღმერთისადმი თავისუფალი, არამოტივირებული სიყვარულით ხორციელდება - რაგანუგა-სადჰანა-ბჰაკტი.

რას წარმოადგენს ვედური მეტაფიზიკა?

ცოდნას უმაღლესი სრულყოფილების შესახებ, რომელიც მისაწვდომია ადამიანისთვის, სანსკრიტზე ეწოდება პრაიოჯანა-გიანა. გზა უმაღლესი სრულყოფილებისკენ ასევე ორ საფეხურად მიმდინარეობს:

1. ღმერთისადმი სიყვარულის საწყისი სტადია – ბჰავა-ბჰაკტი.
2. ღმერთის წმინდა სიყვარული – პრემა-ბჰაკტი.

ამგვარად ვედური ფილოსოფიის წვდომა რეალურ შესაძლებლობას აძლევს ადამიანს, რომ ცხოვრების უმაღლეს სრულქმნას მიაღწიოს.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
Replies
Atman
post Sep 14 2011, 05:01 AM
Post #2


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა




გაკვეთილი 10.

«კრიშნა — ღმრთეების უზენაესი პიროვნება,
იგია — ყველა გამოვლინების წყარო»




რას ნიშნავს სანსკრიტული სიტყვა «ბჰაგავანი?

ვიშნუ-პურანაში (6.5.74) დიადი ბრძენი და ვედების მცოდნე პარაშარა მუნი ამ სიტყვის მნიშვნელობას შემდეგნაირად ხსნის:

აიტ ვარჲასჲა სამაგრასჲა
ვირჲასჲა ჲაშასაჰ შრიჲაჰ
გჲანა-ვაირაგჲაჲოშ ჩაივა
სანნამ ბჰაგამ იტიგანა


«ის, ვინც სრულად ფლობს შემდეგ ექვს ღირსებას: სიმდიდრეს, ძალას, სახელგანთქმულობას, სილამაზეს, ცოდნას და განდეგილობას, უწოდებენ ბჰაგავანს».

ამქვეყნად მრავალი ადამიანია, რომელიც ძალიან მდიდარი, ძალიან ძლევამოსილი, ძალიან ლამაზი, ძალიან სახელგანთქმული, უზარმაზარი ცოდნის მქონე ანდა მაღალი დონის განდეგილია. თუმცაღა ვერც ერთ მათგანს ვერ ექნება პრეტენზია იმაზე, რომ ყველა ამ ექვს ღირსებას სრულად ფლობს. ამის საკუთარ თავზე თქმის უფლება მხოლოდ უზენაეს უფალს აქვს, რამეთუ არავინაა მასზე უფრო მაღალი ან მისი ტოლი.

რა სახელით მივმართოთ ბჰაგავანს – უზენაეს პიროვნებას?

ბჰაგავანის, ღმრთეების უზენაესი პიროვნების ზემოთ ჩამოთვლილი ექვსი ღირსება, ყველას იზიდავს. ამიტომ საუკეთესო სახელი, რომელიც შეიძლება ვუწოდოთ ბჰაგავანს — ესაა «ყოვლადმიმზიდველი», ან სანსკრიტზე — კრიშნა. ამრიგად, უზენაესი ღვთაებრივი პიროვნება, ბჰაგავან — კრიშნა, ყოვლადმიმზიდველი. ვედები არაორაზროვნად საუბრობენ ამაზე და ქვემოთ მოვიყვანთ მხოლოდ რამდენიმეს ამ მტკიცებულებებიდან:

• ბრაჰმა სამჰიტაში (5.1) უფალი ბრაჰმა, სამყაროს პირველი ცოცხალი არსება, ამტკიცებს:

იშვარაჰ პარამაჰ კრიშნაჰ
საჩ-ჩიდ-ანანდა-ვიგრაჰაჰ
ანადირ ადირ გოვინდაჰ
სარვა-კარანა-კარანაჰ


«კრიშნა აღემატება ყველას, რამეთუ არავის ძალუძს მისი დაჩრდილვა. იგია — უზენაესი პიროვნება, ხოლო მისი სხეული სავსეა ნეტარებით და ცოდნით. იგია თავდაპირველი უფალი გოვინდა, ყოველ მიზეზთა მიზეზი ».

• შრიმად-ბჰაგავატამში (1.3.28) ჩამოთვლილია ღმრთეების უზენაესი პიროვნების მრავალი გამოვლინება. მაგრამ კრიშნა თავდაპირველ პიროვნებად, ბჰაგავანად, ყველა ამ მრავალი გამოვლინების პირველწყაროდ მოიხსენიება:

ეტე ჩამშა-კალაჰ პუმსაჰ
კრიშნას ტუ ბჰაგავან სვაჲამ
ინდრარი-ვჲაკულამ ლოკამ
მრიდაჲანტი ჲუგე ჲუგე


«ყოველი ზემოხსენებული ინკარნაცია ან უფლის სრული ნაწილია, ან სრული ნაწილების ნაწილი, მაგრამ უფალი კრიშნა ღმრთეების თავდაპირველი პიროვნება გახლავთ».

• ბჰაგავად-გიტაში (7.7) თავად კრიშნა ამტკიცებს, რომ არ არსებობს მასზე მაღალი ჭეშმარიტება:


მატტაჰ პარატარამ ნანჲატ
კინჩიდ ასტი დჰანანჯაჲა
მაჲი სარვამ იდამ პროტამ
სუტრე მანი-განა ივა


«ო, განძთა მპყრობელო, არ არსებობს ჩემს-უმაღლეს ჭეშმარიტება. ყველაფერი ჩემზეა ასხმული, როგორც ძაფზე მარგალიტები».

ამგვარად, მთელს ვედურ ლიტერატურაში სხვადასხვა ადგილას პირდაპირ, ან ირიბად, კომენტარებში ან განმარტებებში, მინიშნებებით ან დასკვნებით, სწორედ შრი კრიშნა, და არა ვინმე სხვა, აღიწერება როგორც უზენაესი. იგი გვევლინება როგორც პარამატმას, ასევე ბრაჰმანის წყაროდ.
ჩაიტანჲა-ჩარიტამრიტაში (ადი, 2.106) ნათქვამია:

სვაჲამ ბჰაგავან კრიშნა, კრიშნა სარვაშრაჲა
პარამა იშვარა კრიშნა სარვა შასტრე კაჲა


«ღვთაებრივი პიროვნება შრი კრიშნა პირველადი, საწყისი უფალია, თავწყარო ყველა განვრცობისა. ყველა წმინდა წერილი შრი კრიშნას უზენაეს უფლად აღიარებს».

ადამიანები ღმერთს სხვადასხვა სახელით იხსენიებენ. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ბევრი ღმერთი არსებობს?

რა თქმა უნდა, ღმერთი ერთია. ეს რომ ასე არ იყოს, მაშინ სიტყვა «უზენაესი» დაკარგავდა თავის აზრობრივ მნიშვნელობას. და თუმცა უზენაესი უფალი ერთია, მას აქვს მრავალი სახელი, დაკავშირებული მის სხვადასხვა თვისებებთან ან განსაკუთრებულ საქმიანობებთან და ურთიერთობებთან. იმისათვის, რომ ეს განსაკუთრებული საქმიანობები და თვისებები გამოავლინოს, უფალი თავს წარმოგვიდგენს სხვადასხვა გამოვლინებაში (ექსპანსიაში), რომლებსაც ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა სახელებს უწოდებენ. ამიტომ, თუმცა უფალი ერთია, ამის მიუხედავად მას სახელთა უსაზღვრო რაოდენობა აქვს, რომელთა დათვლაც შეუძლებელია ისევე, როგორც ვერ დავთვლით ტალღებს ოკეანეში.

ღმერთის როგორი გამოვლინებები არსებობს?

არის რა უზენაესი პიროვნება, კრიშნას შეუძლია თავი გამოავლინოს ერთდროულად მრავალ ფორმაში და მრავალ ადგილას, ამასთან ყველა ამ ფორმას შეუძლია სხვადასხვა საქმიანობა გამოავლინოს. უფლის ასეთ ფორმებს ექსპანსიებს უწოდებენ. «ექსპანსია» სიტყვა-სიტყვით ნიშნავს «გაფართოებას, პირვანდელი საზღვრების გარეთ გასვლას». ჩვენს შემთხვევაში, რადგანაც ღმერთი უსაზღვროა, ეს ნიშნავს «ის, რაც კრიშნასგან მომდინარეობს». ამ ექსპანსიათაგან ზოგიერთი ღმრთეების უზენაესი პიროვნებას ყველა ღირსებას ფლობს. უფლის ასეთ ყოვლისშემძლე ფორმებს ვიშნუ-ტატტვებს უწოდებენ, ანუ ისინი განეკუთვნებიან აბსოლუტური ჭეშმარიტების იმავე კატეგორიას, რასაც თავად კრიშნა. ამასთან ერთად, ყველა ვიშნუ-ტატტვას შორის კრიშნას უნიკალური პოზიცია უკავია. ბრაჰმა-სამჰიტაში ვიშნუ-ტატტვები შედარებულია ანთებულ სანთლებს. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს განსხვავება ამ სანთლების ალებს შორის, მაინც, ერთ-ერთი მათგანი იმით გამოირჩევა, რომ მისი მეშვეობით აანთეს ყველა «სანთელი».

ჩამოვთვალოთ ძირითადი ვიშნუ-ტატტვები: კრიშნასგან მომდინარეობს უფალი ბალარამა. ბალარამასგან გამოვლინდება პირველი მეოთხეული ექსპანსია (პირველი ჩატურ-ვჲუჰა) — ვასუდევა, სანკარშანა, პრადჲუმნა და ანირუდდჰა. სანკარშანასგან ჩნდება უფალი ნარაჲანა, ვაიკუნთჰას სულიერი პლანეტების განმგებელი. ნარაჲანასგან მომდინარეობს მეორე მეოთხეული ექსპანსია (მეორე ჩატურ-ვჲუჰა) ვასუდევა, სანკარშანა, პრადჲუმნა და ანირუდდჰა.

ხანდახან კრიშნა დაეშვება ანუ ევლინება მატერიალურ სამყაროში განსაზღვრული მიზნით. ასეთ გამოვლინებებს ავატარებს უწოდებენ — «ანუ მას, ვინც ეშვება». ქვემოთ მოყვანილია უფლის ავატარების ძირითადი კატეგორიები (ჩჩ, მადჰჲა, 20.245-246):

პურუშა-ავატარები — გამოვლინებები, რომლებშიც უფალი ანხორციელებს და ინარჩუნებს მატერიალურ ქმნილებას:

1. მაჰა-ვიშნუ
2. გარბჰოდაკაშაჲი-ვიშნუ
3. კშიროდაკაშაჲი-ვიშნუ

ლილა-ავატარები — გამოვლინებები, რომლებითაც იგი ეშვება, რათა წარმოუდგინოს სამყაროს თავისი საკვირველი საქმიანობები, რომელთა მიზანიცაა რელიგიოუს პრინციპების აღდგენა, ცოდვილების დასჯა, და ასევე ერთგულების დაცვა, რომლებიც უფალთან განშორებით იწვიან. არსებობს გამოვლინებების უსაზღვრო რაოდენობა, რომლებიც ამ კატეგორიას მიეკუთვნებიან, თუმცაღა 10 მათგანი (დაშა-ავატარები) ძირითადს წარმოადგენს და რეგულარულად ეშვება მატერიალურ სამყაროში: მატსჲა, კურმა, ვარაჰა, ნარასიმჰა, ვამანა, პარაშურამა, რამა, ბალარამა, ბუდა, კალკი.

გუნა-ავატარები — გამოვლინებები, რომლებშიც იგი მატერიალური ბუნების სტიქიებს მართავს:

1. «ვნება» — უფალი ბრაჰმა, სამყაროს შემოქმედი.
2. «სათნოება» — უფალი ვიშნუ, სამყაროს შემნარჩუნებელი.
3. «უმეცრება» — უფალი შივა, სამყაროს დამანგრეველი.

მანვანტარა-ავატარები — გამოვლინებები, რომლებშიც იგი გვაძლევს რელიგიური კანონების საერთო ნუსხას მთელი კაცობრიობისთვის. ამ გამოვლინებებს უწოდებენ მანუს. ბრაჰმას 1 დღის განმავლობაში (8.640.000.000 წელი) 14 მანუ იცვლება.

ჲუგა-ავატარები — გამოვლინებები, რომლებშიც იგი ახდენს სულიერი განვითარების ოპტიმალური მეთოდების რეგლამენტირებას სხვადასხვა ეპოქებისთვის (ჲუგა-დჰარმას). ჩვენს ეპოქაში, რომელსაც «კალი-ჲუგა» ეწოდება, ღმერთის ამ გამოვლინებას ოქროსფერი კანი აქვს, მისი სახელია შრი ჩაიტანჲა მაჰაპრაბჰუ, და მისი მოცემული მეთოდი (ჲუგა-დჰარმა) — ესაა უფლის წმინდა სახელების ერთობლივი გალობა.

შაკტიავეშა-ავატარები — გამოვლინებები ცოცხალი არსებების სახით, რომლებიც უფლებამოსილნი არიან რაიმე განსაკუთრებული მისიით.

თუმცა ყველა ეს გამოვლინება შეიოძლება ძალიან ძლევამოსილი იყოს, მაგრამ მაინც, ისინი კრიშნას თვისებების მხოლოდ ნაწილს ირეკლავენ და მისადმი დაქვემდებარებულ როლს თამაშობენ.


რა თვისებებს ფლობს თავად კრიშნა, და რით აღემატება ყველა დანარჩენ გამოვლინებას?


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic
Atman   ვედური ფილოსოფია   May 24 2011, 04:48 PM
Atman   გაკვეთილი 1 “გზა სა...   Jun 1 2011, 05:43 PM
Atman   სადაა დამალული ადა...   Jun 3 2011, 03:45 PM
Atman   რაღაც ტექსტებს გამ...   Jun 29 2011, 05:34 PM
kate   Atman აინტერესებს ვინ...   Jun 30 2011, 04:13 AM
Atman   kate კარგი იქნება თუ ...   Jun 30 2011, 05:28 AM
Emigranti   პარამატმას (ზესული...   Jun 30 2011, 12:17 PM
Atman   სახალისო მონაკვეთ...   Jun 30 2011, 10:35 PM
mata   სახალისო მონაკვეთ...   Jun 30 2011, 10:39 PM
Atman   ისევ სურვილების ას...   Jul 2 2011, 02:16 PM
Atman   გონების გაფანტულო...   Jul 3 2011, 07:15 AM
Atman   Желание властвовать (3 წუთ...   Jul 4 2011, 09:13 PM
Existence   რა ქენი წაიკითხე ი...   Jul 7 2011, 08:26 PM
Atman   ვაგრძელებ ტექსტებ...   Aug 7 2011, 10:21 AM
Atman   გაკვეთილი 3. «როგორ...   Aug 7 2011, 10:26 AM
mata   Atman ეს ყველაფერი რო...   Aug 7 2011, 10:34 AM
Atman   mata ეს ყველაფერი რომ...   Aug 7 2011, 10:50 AM
mata   Atman ეს ვედური ფილოს...   Aug 7 2011, 11:09 AM
Atman   mata რა თქმა უნდა ეს ე...   Aug 7 2011, 11:19 AM
mata   Atman და რა უნდა ერქვა...   Aug 7 2011, 11:32 AM
Atman   ეჰ, ყველას თავისი თ...   Aug 7 2011, 12:04 PM
mata   და რამ გაყო ერთმან...   Aug 7 2011, 12:30 PM
Atman   mata ეს იგივეა ეხლა რ...   Aug 7 2011, 12:49 PM
mata   მემგონი არაფერი უნ...   Aug 7 2011, 12:58 PM
Atman   mata მემგონი არაფერი ...   Aug 7 2011, 01:03 PM
mata   შეცდომა არ დაგიშვი...   Aug 7 2011, 01:08 PM
Atman   გაკვეთილი 4. «ჭეშმა...   Aug 9 2011, 06:23 PM
Atman   გაკვეთილი 5 «ვედურ...   Aug 9 2011, 06:28 PM
Existence   [size=3]Дзен. Махапхарата [url=ht...   Aug 11 2011, 10:17 PM
Atman   გაკვეთილი 6. «მოსწა...   Aug 30 2011, 03:53 PM
Atman   გაკვეთილი 7. [b]«სული...   Sep 3 2011, 12:24 PM
Atman   გაკვეთილი 7. [b]«სული...   Sep 3 2011, 12:28 PM
Atman   გაკვეთილი 8. «კურსი...   Sep 13 2011, 08:45 PM
Atman   გაკვეთილი 9. [b]«ბჰაგ...   Sep 13 2011, 08:58 PM
Atman   გაკვეთილი 10. «კრიშნ...   Sep 14 2011, 05:01 AM
Atman   გაკვეთილი 11. «კრიშნ...   Sep 14 2011, 07:15 PM
Atman   გაკვეთილი 12. «კრიშნ...   Jan 3 2012, 06:51 AM
Atman   [b]გაკვეთილი 13 [i][b]«ჰა...   Jan 3 2012, 06:12 PM
Atman   გაკვეთილი 14 [b]«უფალ...   Jan 5 2012, 07:28 PM
kate   Atman 2. უარყოფა იმისა, ...   Jan 6 2012, 07:05 AM
Atman   kate ეს მეცამეტე გაკვ...   Jan 6 2012, 07:20 AM
Atman   გაკვეთილი 15. [b]«კრიშ...   Jan 9 2012, 07:25 PM
Atman   მოკლედ ბევრი ვიფიქ...   Jan 10 2012, 08:42 AM
narilla   აბსოლუტის/პირველმ...   Jul 12 2012, 03:12 PM
Adidas   narilla კატაფატიკური/დ...   Jul 12 2012, 04:41 PM
narilla   ღმერთის შემეცნები...   Jul 12 2012, 07:18 PM
Adidas   narilla უპანიშადები ძა...   Jul 12 2012, 07:31 PM
narilla   გავეცნობი :good:   Jul 12 2012, 07:57 PM
MaH_AtMa   Atman თუ იცი, ინდოეთში ...   Jul 20 2012, 04:37 AM
Adidas   MaH_AtMa თუ იცი, ინდოეთშ...   Jul 20 2012, 05:45 AM
narilla   ატმან, უპანიშადები...   Aug 29 2012, 05:16 PM
Atm@n   narilla „დარნაშას“ უწო...   Aug 29 2012, 06:38 PM
narilla   narilla დარნაშა არა, და...   Aug 29 2012, 08:29 PM
Atm@n   Почему Кришна черный? Этот ...   Dec 16 2012, 01:17 PM
Atm@n   თბილისის აშრამში ჩ...   Dec 25 2012, 09:07 AM


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 29th April 2024 - 07:52 AM