IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

4 Pages V  « < 2 3 4  
Reply to this topicStart new topic
> ადამიანის მიზანი ამ ცხოვრებაში
David Monny
post Jun 9 2015, 09:57 PM
Post #61


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მე ვარ, რომელიც ვარ. მერე ამას ტეტრაგრამატონის სახით იყენებდნენ და არ წარმოთქვამდნენ. რეები არ მოიგონეს, იაჰვე, იეჰოვა, იაჰჰუვაჰ და ა.შ. მაგრა წინადადება ებრაულად ასე ჟღერს:
ეჰ იეჰ აშერ ეჰ იეჰ


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Jun 10 2015, 03:46 AM
Post #62


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(*ANO* @ 8th June 2015 - 01:35 PM) *
ამ საკითხებზე რო ვფიქრობდი ძილის წინ ჩემს თავს ვეკითხებოდი, რა უნდა გავაკეთო რა მინდა, რატო ვწვალობ?



ამბობ ვფიქრობდი. ადამიანებისთვის, ჩვენთვის უფრო ადვილია რაიმე პრაქტიკის გაკეთება და ასე რაიმეს მიღწევა. მინდა გავსხივოსნდე, ანუ გასხივოსნება გახდა ობიექტი, ჩემგან დაშორებული, ამიტომაც ამისათვის რაღაც უნდა გავაკეთო, რომ მას მივუახლოვდე და ბოლოს დავიჭირო. აი ეს არის ყველა პრაქტიკის, რეპეტიციის, სავარჯიშოს, მედიტაციის, მანტრის, ლოცვის და ა.შ. მნიშვნელობა. ეს არის მათი ფუნქცია.
ფსიქოლოგები იყენებენ ასეთ სავარჯიშოს: რადგან გონება, ყოველთვის იშორებს რაღაც სურვილს, მდგომარეობას, ემოციას, თუ მიზანს და მერე იყენებს ძალისხმევას მის მისაღწევად, ამიტომ ფსიქოლოგები აახლოებენ ამ მიზანს, ემოციას, მდგომარეობას, სურვილს იდენტობის საშუალებით და აი ალბათ ბევრჯერ მოგისმენიათ დეილ კარნეგის წიგნებიდან და რავი ათასი ფსიქოლოგების წიგნებიდან, რომ უნდა თქვა ყოველ დილით უზმოზე smile.gif მე ვარ სიხარული. მე ვარ ჩემი მიზანი. მე ვარ ულტრაიისფერი ნათება, მე ვარ სინათლე, მე ვარ წარმატებული, მე ვარ ძლიერი, მე ვარ თავდაჯერებული და ა.შ. მაგრამ დღის ბოლოს ადამიანს ისევ სევდა, იმედგაცრუება და დაღლილობა ერევა. რატომ? რატომ ვერ შველიან ეს ფსიქოლოგები ხალხს? იმიტომ, რომ გონებითვე აახლოებენ იმ ობიექტებს, აი ეს არის პრობლემა. დაანებეთ თავი ამ სისულელეებს. ილუზიებს კიდე ნუ დაუმატებთ ილუზიებს. მე პირადად არ გირჩევთ არანაირ ასეთ თერაპიას და პრაქტიკას. სისულელეა.
ამიტომ პირველ რიგში უნდა მივხვდეთ ერთ რამეს, რომ 'მე', არ არის ძალისხმევა. ანუ მიზნის მისაღწევად ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ძალისხმევა ხომ, გვჭირდება ძალისხმევა, რომ მიზანს მივაღწიოთ. ანუ ჩვენ ვხდებით ძალისხმევა და ვიწყებთ მოძრაობას. ახლა გეუბნებით, რომ თქვენ, ანუ თქვენში არსებული მე, იდენტობა ძალისხმევა კი არ არის, ანუ ძალისხმევა კი არ უნდა გახდეს, არამედ ის არის ყურადღება. ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა. მე, არის ყურადღება. თუ ახლა, აი ამ წამს, თქვენი მე არის ძალისხმევა, შეცვალეთ ის ყურადღებით. როგორც გახდით ძალისხმევა, ახლა დაუბრუნდით თქვენს ნამდვილ რაობას, ყურადღებას, თუ გნებავთ იგივე სიტყვა ვიხმაროთ რაც ძალისხმევის შემთხვევაში გამოვიყენეთ და ვთქვათ, 'გახდით' ყურადღება, რადგან ყურადღება არის მე, ხოლო ძალისხმევა არის გონება. სანამ იქნებით ძალისხმევა, მანამდე იმოქმედებთ გონებით, ხოლო როცა გახდებით ყურადღება, მაშინ შეიქმნება დისტანცია თქვენსა და გონებას შორის და ყურადღება დააკვირდება გონრებას. ყურადღების ფუნქცია დაკვირვებაა. ასე გახდებით დამკვირვებელი. ის ვინც აკვირდება გონებას, ანუ ძალისხმევას. როგორც გურჯიევი ამბობს, სამყარო თავდაყირააო. იგულისხმება, რომ მე გახდა გონება, ანუ მოქმედება, ძალისხმევა, მოძრაობა, ახლა ამოატრიალეთ და გახდით ყურადღება, დაკვირვება, უძრაობა.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Jun 10 2015, 04:13 AM
Post #63


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რა საჭიროა დამკვირვებლად 'გახდომა'? ( არადა დამკვირვებელი კი არ ხდები, არამედ სულ ხარ, მაგრამ რადგან გურჯიევი როგორც ამბობს, სამყარო თავდაყირააო, დავუჯეროთ და თანაც, გონებას, ანუ ამჟამად ჩვენ ხომ გვიყვარს სიტყვა 'გახდომა', მე გავხდები გეოლოგი, მე გამოვალ კოსმონავტი, მე გავხდები წარმატებული, მე გავსხივოსნდები ( მე გავხდები გასხივოსნებული) და ა.შ. ამიტომ გამოვიყენოთ ეს სიტყვა)
რა საჭიროა და ხომ გვინდა ტანჯვისგან გათავისუფლება? ხომ გვინდა გავთავისუფლდეთ ნეგატიური ემოციებისგან? (რატომღაც პოზიტიური ემოციებისგან გათავისუფლება არავის უნდა, მაგრამ ამაზე მოგვიანებით ვილაპარაკებ, რატო არ გვინდა სიამოვნებისგან გათავისუფლება) 'ცუდი' რაღაცეები რო არ ხდებოდეს ჩვენ ცხოვრებაში ხომ გვინდა? ანუ ყველა სიკეთე ხომ გვინდა? ხოდა აი ამაში 'დაგვეხმარება' დამკვირვებლად გახდომა და აი მაგალითად:
ზიხართ კინოთეტრ რუსთაველში და უყურებთ ფილმ ინტერსტელარს. იქ შეიძლება სამყარო ინგრეოდეს, ვიღაც კვდებოდეს, ვიღაც ცოცხლდებოდეს, მოკლედ მთელი დრამაა ეკრანზე. ემოციურ კონტაქტში კი შედიხართ, მაგრამ გრძნობა არ გტოვებთ იმის, რომ გვერძე შეყვარებული გიზით (დაქალი, ძმაკაცი, და , ძმა, მამა, დედა , მეგობარი ა.შ.) მიირთმევთ პოპკორნს ან ბურბუშელას, წრუპავთ კოკაკოლას, მოკლედ გემოვნების რეცეპტორებს იკმაყოფილებთ და სიამოვნება არ გტოვებთ. ვინ ხართ ამ დროს? გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ დამკვირვებელი? იმედია არ გაგიკვირდებათ. ანუ არის დისტანცია თქვენსა და ეკრანს შორის ( კარგია თუ ძააან ახლოს და ძაან შორს არ ზიხართ სადღაც შუაში) და ყურადღებით აკვირდებით რა ხდება ინტერსტელარში ( ეს ფილმი ნანახი არ მაქ, მხოლოდ ამისთვის ვარ ციხეში ჩასასმელი პოლიტპატიმრის, ან მსუბუქი ხულიგნობის მუხლით smile.gif

აი სწორედ ასე უყურებთ დისტანციიდან თქვენ გონებაში ჩართულ კინოს, დამკვირვებლად გახდომის შემდეგ. არ გტოვებთ ნეტარების განცდა და დამიჯერეთ, პოპკორნი და კოკა კოლა მონაგონია, ახლოსაც ვერასდროს მივლენ, რადგან ინტერსტელარს კი არ უყურებთ, თქვენი ცხოვრების ფილმს უყურებთ. აი ეს დისტანცია გონებასა და დამკვირვებელს შორის, ავტომატურად წარმოქმნის ნეტარების განცდას. ანი ეს დისტანცია არის თავად ნეტარება. ის ადგილი, რაც გონებას ეკავა თავისი დრამებით და რომანებით, ახლა უკავია სიამოვნების და სიხარულის განცდას, რომ თურმე ეს საშინელებათა ფილმი თქვენ არ ხართ.

ასე იწყება სამადჰი.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
mata
post Jun 10 2015, 04:55 AM
Post #64


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,689
Joined: 11-December 09
From: New York, USA
Member No.: 6,092

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



არ მინდა მე სიამოვნება და ბედნიერება...
დაილოცოს ერთიდაიგივე მომაბეზრებელი დღეების გათენება
დაილოცოს უფულობა, წარუმატებლობა.... როარ გამოგდის...... რო ვერ აღწევ.... ჯახირი ცხოვრებაში

დაილოცოს დაღლა და მწარე , უბედური და უიღბლო დღეები....

მე ჩვეულებრივი ცხოვრება მირჩევნია
თავისი კარგით და ცუდით


არმინდა სენჟერმენობა და უზენაესი ნეტარებები
აგერ ყავას დავლევ, ნამცხვარს შევჭამ
მერე ვინერვიულებ გასუქებაზე.... და მერე დავიძინებ..
აეს არის ჩემთვის საკმარისი და იდეალური


შენი იყოს შენი სიამოვნებაც და კარგად ყოფნაც
მშვიდობაში მოიხმარე თუ კარგად ხარ
Go to the top of the page
 
+Quote Post
mata
post Jun 10 2015, 06:40 PM
Post #65


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,689
Joined: 11-December 09
From: New York, USA
Member No.: 6,092

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა
ყურადღება არის მე, ხოლო ძალისხმევა არის გონება.


ყურადღება და ძალისხმევა
შენ ანსხვავებ ამ ორ ცნებას? - ეს ხომ ერთიდაიგივეა

გაჩვენებ!

ძალისხმევა რა არის: რაღაცისკენ მიმართული ყურადღება

არ არის ასე?


ძალისხმევა არის თუარა ის როცა ცდილობ. - არის?
მერე როცა რაღაცას ცდილობ... ყურადღება საითაა მიმართული?
იმაზე რასაც ცდილობ. ეგრეა?
მერე...
რა გამოდის

ძალისხმევა იგივე ყურადღება არ გამოდის?



ამოტრიალდა დაკვირვებული?
ჰაი
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Jun 10 2015, 06:46 PM
Post #66


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(David Monny @ Jun 10 2015, 04:13 AM) *
რა საჭიროა დამკვირვებლად 'გახდომა'? ( არადა დამკვირვებელი კი არ ხდები, არამედ სულ ხარ, მაგრამ რადგან გურჯიევი როგორც ამბობს, სამყარო თავდაყირააო, დავუჯეროთ და თანაც, გონებას, ანუ ამჟამად ჩვენ ხომ გვიყვარს სიტყვა 'გახდომა', მე გავხდები გეოლოგი, მე გამოვალ კოსმონავტი, მე გავხდები წარმატებული, მე გავსხივოსნდები ( მე გავხდები გასხივოსნებული) და ა.შ. ამიტომ გამოვიყენოთ ეს სიტყვა)
რა საჭიროა და ხომ გვინდა ტანჯვისგან გათავისუფლება? ხომ გვინდა გავთავისუფლდეთ ნეგატიური ემოციებისგან? (რატომღაც პოზიტიური ემოციებისგან გათავისუფლება არავის უნდა, მაგრამ ამაზე მოგვიანებით ვილაპარაკებ, რატო არ გვინდა სიამოვნებისგან გათავისუფლება) 'ცუდი' რაღაცეები რო არ ხდებოდეს ჩვენ ცხოვრებაში ხომ გვინდა? ანუ ყველა სიკეთე ხომ გვინდა? ხოდა აი ამაში 'დაგვეხმარება' დამკვირვებლად გახდომა და აი მაგალითად:
ზიხართ კინოთეტრ რუსთაველში და უყურებთ ფილმ ინტერსტელარს. იქ შეიძლება სამყარო ინგრეოდეს, ვიღაც კვდებოდეს, ვიღაც ცოცხლდებოდეს, მოკლედ მთელი დრამაა ეკრანზე. ემოციურ კონტაქტში კი შედიხართ, მაგრამ გრძნობა არ გტოვებთ იმის, რომ გვერძე შეყვარებული გიზით (დაქალი, ძმაკაცი, და , ძმა, მამა, დედა , მეგობარი ა.შ.) მიირთმევთ პოპკორნს ან ბურბუშელას, წრუპავთ კოკაკოლას, მოკლედ გემოვნების რეცეპტორებს იკმაყოფილებთ და სიამოვნება არ გტოვებთ. ვინ ხართ ამ დროს? გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ დამკვირვებელი? იმედია არ გაგიკვირდებათ. ანუ არის დისტანცია თქვენსა და ეკრანს შორის ( კარგია თუ ძააან ახლოს და ძაან შორს არ ზიხართ სადღაც შუაში) და ყურადღებით აკვირდებით რა ხდება ინტერსტელარში ( ეს ფილმი ნანახი არ მაქ, მხოლოდ ამისთვის ვარ ციხეში ჩასასმელი პოლიტპატიმრის, ან მსუბუქი ხულიგნობის მუხლით smile.gif

აი სწორედ ასე უყურებთ დისტანციიდან თქვენ გონებაში ჩართულ კინოს, დამკვირვებლად გახდომის შემდეგ. არ გტოვებთ ნეტარების განცდა და დამიჯერეთ, პოპკორნი და კოკა კოლა მონაგონია, ახლოსაც ვერასდროს მივლენ, რადგან ინტერსტელარს კი არ უყურებთ, თქვენი ცხოვრების ფილმს უყურებთ. აი ეს დისტანცია გონებასა და დამკვირვებელს შორის, ავტომატურად წარმოქმნის ნეტარების განცდას. ანი ეს დისტანცია არის თავად ნეტარება. ის ადგილი, რაც გონებას ეკავა თავისი დრამებით და რომანებით, ახლა უკავია სიამოვნების და სიხარულის განცდას, რომ თურმე ეს საშინელებათა ფილმი თქვენ არ ხართ.

ასე იწყება სამადჰი.



აი ძან ახლოს მოხვედი და თავში ჩამიდევი, დღეს იმაზე მეტად ვიყავი დამკვირვებელი ვიდრე ოდესმე

bigarmhug.gif მადლობააააა
Go to the top of the page
 
+Quote Post
ichi
post Jun 10 2015, 06:56 PM
Post #67


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(David Monny @ 10th June 2015 - 04:13 AM) *
ასე იწყება სამადჰი.

კარგია. უბრალოდ ეგ სიტყვა არ მომწონს, სამადჰი ;დ
Go to the top of the page
 
+Quote Post
FERRE
post Jun 12 2015, 08:09 PM
Post #68


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 145
Joined: 20-May 13
From: Tbilisi
Member No.: 7,097

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



David Monny
თქვენი ასაკი მაინტერესებს. ფორუმის შეკრებაზე მოხვალთ?
ლაივში ვისაუბროთ. beerchug.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Jun 12 2015, 08:15 PM
Post #69


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



FERRE
29 წლის ვარ
ფორუმის შეკრება როდის არი?


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
FERRE
post Jun 17 2015, 04:02 PM
Post #70


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 145
Joined: 20-May 13
From: Tbilisi
Member No.: 7,097

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



David Monny
ჯერ არ დაგვიგეგმია მარა ახლო მომავალში იქნება. მოგწერ ინბოქსში wink.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post

4 Pages V  « < 2 3 4
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 29th March 2024 - 11:21 AM