IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

45 Pages V  « < 34 35 36 37 38 > »   
Reply to this topicStart new topic
> ასტრალში vol.2, ვინ სად როდის და როგორ....
ასრალ
ვინ ხართ ნამყოფი ასრალში (ამ ცხოვრებაში)
ვყოფილვარ [ 38 ] ** [21.35%]
ხშირად დავდივარ [ 18 ] ** [10.11%]
ვყოფილვარ მარა არ ვიცი თუ ეგარის.. [ 30 ] ** [16.85%]
არ ვყოფილვარ [ 52 ] ** [29.21%]
არვიცი [ 40 ] ** [22.47%]
Total Votes: 178
Guests cannot vote 
LightBeam
post Aug 28 2015, 12:20 AM
Post #701


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3
Joined: 27-August 15
From: Earth, Georgia
Member No.: 7,441

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ასტრალში გასვლის რამოდენიმე მცდელობა მქონდა. ყველაზე დასამახსოვებელი პირველი იყო.

15წუთი მომინდა რო სხეული გათიშულიყო, არც მახსოვდა რო ვარსებობდი. აზრები არასოდეს არ ჩერდება, რაღაცეებს საუბრობს შენი გონი მუდამ, ხან მიაქცევ ყურადღებას და ხან კიდევ არა და ეს სიცარიელის და ''არ არსებობის'' შთაბეჭდილებას ტოვებს. უეცრად გავაცნობიერე რო ვწევარ ლოგინში* და ამ დროს სამყარო შემოდის შენში და შენ გადადიხარ სხვა განზომილებაში. თავიდან სიბნელეა, შემდეგ კი იასამნისფერი, ვარდისფერი ფერები ჩნდება, მოკლედ ცისარტყელეს ფერები მგონი როგორც მახსოვს, ეს ყვეალფერი გავს გაფუჭებული ტელევიზორის ეფეკტს. სივრცე, უფრო სწორად აურა მოძრაობს და შენ გამოკეტილი ხარ აურაში. ამ ყველაფერთან ერთად საშინელი ხმაურია, გაფუჭებული ტელევიზორის, თითქოს გაყრუვებს და გაშინებს ხმაური და ეს ეფეკტები. მე (სული) სხეულის გულის არედან ვცდილობდი გამოსვლას. აურას რო დავეჯახე ვიბრირება დაწიყო და ხმაური ემატებოდა, ნახევრად გამოვედი და ისევ დავუბრუნდი ადგილს. მოძრაობა ხდება აზროვნებით. საიდათ გაიფიქრებ იქითკენ მიდიხარ. მოკლედ შიშისგან გამომეგვიძა და იმ ღამეს ძლივს დამეძინა

გასვლის მცდელობები მქონდა მომდევნო დღეებშიც. ვიბრირებას იწყებს სხეული. ყურები გიგუბდება და ხმები ირთვება თავში. ამასობაში ფეხები ტოვებს სხეულს თან ძან მსუბუქია. ხელი და ფეხის აწევის მეტი ვერაფერი დავამუგამე. თვალი გავახილე ერთხელ და ნივთებს ფორმა ეკარგებოდა, შემეშინდა მთელი ცხოვრბეის განმავლობაში ეგეთი მხედველობა არ შემჩეს თქო და გამოვიგვიძე.

ასევე მქონდა ყველაზე სასიამოვნო გასვლა ასტრალში თუ არ ვიცი რა დავარქვა, ზუსტად არ ვიცი ასტრალია თუ არა. ზღვის ხმა მესმის, ყვეალზე რეალური და ყველაზე სასიამოვნო ხმა. ცხოვრებაში ეგრე სიამოვნება არ მიმიგია. იმენა ნეტარებაა. ნელნელა ზგვას ვუახლოვდებოდი და ბოლოს შევედი ზღვაში. ლოკაცია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია იქნებოდა biggrin.gif , სასიამოვნო ქვიშა და ნელი ტალღები, კამკამა წყალი. ამასობაში ვიძირები, არ ვიხრჩობი. არ ვმოძრაობ და ტალღების მოძრაობას მივყვები. ესეთი ბედნიოერება ცხოვრებაში არ მიგვრძნია...
Go to the top of the page
 
+Quote Post
Athanasia
post Sep 8 2015, 03:04 PM
Post #702


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 9
Joined: 19-August 13
Member No.: 7,166

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ასტრალში გასვლა მგონი მქონდა რამდენჯერმე,ოღონდ არ ვიცი ზუსტად ასტრალი იყო თუ გააზრებული სიზმარი.სანამ ეს მოხდებოდა ძალიან მინდოდა ასტრალში გასვლა და ვკითხულობდი ამის შესახებ ძალიან ბევრს,უფორ ხშირად კი სხვების experiencebs,მაგრამ ვარჯიში არ დამიწყია და არც მცდელობა მქონდა,რადგან მეშინოდა,რომ უკან ვეღარ დავბრუნდებოდი,უფრო მეტად კი Iმის მეშინოდა,რომ იქ ვიღაც დამხვდებოდა და ბნელ ძალებთან მექნებოდა კავშირი,ჩემთვის რომ ეგზორციზმი ჩაეტარებინათ ნამდვილად არ მინდოდა,ხოლო თუ საინტერესო თრიფი იქნებოდა აღარც უკან დავბრუნდებოდი.მოკლედ გასვლა არასოდეს მიცდია და არც მინდოდა სანამ ბოლომდე არგავიგებდი ყველაფერს ასტრალის შესახებ,ყვეკაფრის გაგება შეუძლებელია, მაგრამ იმაში მანც უნდა დავრწმუნებუვიყავი რომ გასვლის შემდეგ ჩემს ცარიელ სხეულში არავინ შემოსახლდებოდა :დ რა თქმა უნდა ვერაფერში ვერ დავრწმუნდი. ერთ ღამეს კი როდესაც მეძინა მქონდა გააზრებული სიზმარი.ვიყავი სადღაც ხის ქოხში,სადაც იყო party.ხო და კიდევ ბევრი ხალხი იყო,რომლებსაც ვიცნობდი,უცებ გავიგე კაკუნის ხმა,ნელნელა ძლიერდებოდა და გამახსენდა რომ ეს ყველაფერი სიზმარი იყო,მაგრამ ყვეკაფერს ისევ რეალურად აღვიქვამდი,.რატომღაც ყოველთვის ,როდესაც გააზრებული სიზმარი მაქვს ვერასოდეს ვაკონტროლებ მას,ანუ ისევ სხვები წარმართავენ პროცესებს.ახლაც ხმა რომ გაძლიერდა მივხვდი რომ ეს გულისცემის ხმა იყო,იქ მყოფმა ხალხმა კი Gადაწყვიტა რომ ერთ ოთახში უნდა შევსულვიყავი,საიდანაც ასტრალში გავიდოდი.მეც შევედი და უცებ ყველაფერი აირია და დატრიალდა,გულისცემაც კიდევ გაძლიერდა და ვიბრაციების მსგავსი შეგრძნება მქონდა,და ამ დროს აღვმოჩნდი ბნელ სივრცეში,თითქოს ზურგზე ვიღაც მექაჩებოდა და ჩემი ასტრალური სხეულის გამოყვანას ცდილობდა.ძალიან შემეშინდა თან გამახსენდა მაგ მომენტში ყველაფერი რაცასტრალზე ვიცოდი,მაგრამ უცნაური შეგრძნება იყო,სიზმარში ფხიზელი ხარ და რაც ხდება იმას რეალობად აღიქვამ,რეალურ მატერიალურ სამყაროს კი სიზმრად,და უცებ შემეშინდა რომ ამ მდგომარეობაში ჩავრჩებოდი.ამ ბნელ სივრცეში ვნახე როგორ აიწია სული სხეულისგან ოდნავ მაღლა,ანუ რაღაც გაურკვეველი მომენტი იყო,ჩემი ცნობიერება რომ Gარედან უყურებდა ამ პროცესს,არადა ვიცოდი რომ ეგ სული მე ვიყავი ,რადგან ვგრძნობდი სივრცეში გასვლას,თითქოს გრავიტაციას ეწინააღმდეგები,მძიმდები მაგრამ ვიცოდი რომ რაღაც ან ვიღაც მექაჩებოდა,და ეგ გრავიტაციის ძალა ,რომელიც სხეულთან მაკავშირებდა ჩემი სურვილი იყო.და უცებ ისევ გარედან ვუყურებდ ყველაფერს თან ისევ მე ვიყავი და რაც დავინახე ,ძალიან შემაშინა,ასტრალური სხეული ან სული იყო არეული,ბნელი,გაწელილივით,შემ
არავი,სახეზე ბნელი თვალებით,უფროსწორედ სადაც თვალი უნდა ყოფილიყო იქ ბნელი ფოსოებივით იყო,დაახლოებით მთვარის სახის მსგავსი გამომეტყველება( ზოდიაქოს მიხედვით ჩემი მმართველი პლანეტა მთვარეა და ამიტომ ხანდახან მგონია რომ შეიძება მეხსიერეიდან ყოფილიყო ამ ფრაგმენტის ჩართვა) ძალიან შემეშინდა და სხეულში დაბრუნება მომინდა,უცებ ეს ყვეკაფერი შეწჰდა და ვგრძნობდი და კარგად აღვიქვამდი,როგორ ვბრუნდებოდი რეალობაში,მსგავსი შეგრდზნება მქონია ბევრჯერ გღვიძების მომენტში მაგრამ სიზმრიდან რეალობაში დაბრუნება სწრაფად ხდებოდა ხოლმე,ეხლა კი ძალიან გაგრძელდა.და როM გავიღვიძე გულისცემა მქონდა აჩქარებული და ზუსტად იმ პოზაში ვიწექი,როგორც ეგ ასტრალში გასვლის დროს იყო,ანუ იმ სივრცეში.თუმცა არ ვიცი Eს ჰალუცინაცია იყო,სიზმარი თუ ასტრალი.მთელი დღე შეშინებული ვიყავი და შემდეგ ღამეს ძლივს დავიძინე .
რამდენიმე კვირის შემდეგ დავიწყე ვარჯიში,მაგრამ არაფერი გამოდიოდა,რომ შევწყვიტე სწორედ მაშინ,ერთ ღამეს დამესიზმა რომ გავიღვიძე სიზმარში და იყო დილა.ჩემი საწოლის ზემოთ დავდიოდი ჰაერში და ძალიან მომწონდა,ოღონდ საწოლზე არავინ იწვა,ანუ როგორც ამბობენ ხოლმე რომ ფიზიკურ სხეულსუყურებნ ეგ მომენტი არ მქონია,მგონი არც დამიხედავს ქვემოთ.მერე უცებ შემეშინდა ,არვიცი რატომ და უცებ 'ჩავცურდი' სხეულში და გავიგვიძე.
და უკვე მესამედ და ბოლოჯერ მქონდა რამდენიმე თვის შემდეგ,ეს იყო გააზრებული სიზმარი,ვიყავი სამზარეულოში მეგობრებთან ერთად და გამახსენდა რომ ეს სიზმარი იყო,მერე ისევ გავიგე გულისცემის ხმა,ოღონდ უკვე აღარ იყო ძლიერი,უფრო საათივით.ეს სიზმარი იმით განსხვავდებოდა დანარჩენებისგან,რომ შავთეთრად ვხედავდი,ნაცრისფერი სივრცე იყო.შემდეგ ჩემს ოთახში შევედი(სივრცეშინგადაადგილებ
სწრაფად მოხდა)და დავწექი იქ სადაც ჩემს ფიზიკურ სხეულს ეძინა,უცებ გავიხედე მაგიდისკენ და დავინახე ბავშვი,ისევ შავთეთრად ვხედავდი,შავი თმა ჰქონდა და medieval ფუშფუშა თეთრიკაბა ეცვა.მხრებამდე ჰქნდა მგონი თმა,უცებ ჩემსკენ შემოტრიალდა,და ძალიან გამიკვირდა როცა ვნახე რომ ჰქონდა მოხუცის სახე და ისეთი გამომეტყველებით მიბღვერდა რომ უკან დაბრუნება მომინდა და გავიღვიძე.ესეთ დროს როცა ვიღვიძებ ყოველთვის ვგრძნობ რომ სხეულში რაღაც ცხელი სითხე იღვრება,რამდენიმე წამის (შეიძლება მიკროწამის,რადგან იმ მომენტში დრო ისევ გამრუდებულია და ნელა გადის) შემდეგ კი გადადის.აც ეს ვიცი იყო თუ არა ასტრალი, შეიძება vivid dream იყო.სულ ეს არის ჩემი გამცდილება ასტრალზე ან უბრალოდ ჰალუცინცებზე. ისე მგონია,რომ გააზრებული სიზმარი ასტრალია,ან სიზმარს როცა ვხედავთ სხვა ფენებში,planebshi გადავდივართ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Sep 8 2015, 11:50 PM
Post #703


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სიზმარში მეც ბევრჯერ გავსულვარ. რატომღაც მგონია რომ ცნობიერად გასვლა განსხვავდება. მღვიძარე მდგომარეობაში


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
koba71786
post Sep 9 2015, 12:42 PM
Post #704


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1
Joined: 9-September 15
Member No.: 7,446

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გამარჯობათ.
მაინტერესებს რა აზრის ხართ ამის შესახებ
ეგრედ წოდებული "ღმერთის ჩაფხუტი"_ს შესახებ
მოგეხსენებათ ცდებს ატარებ ჩვეულებრივ ადამიანებზე ამ ჩაფხუტის მეშვეობით,რომლითაც ხდება ტვინის გარკვეული ფაზების სტიმულირება,რაც იწვევს გარგვეულ შეგრძნებებს როგორციაა თითქოს შენს თავს ზევიდან ხედავ,ან გეჩრვენებიან ვიღაცეები,ხედავ მათ და გესაუბრებიან,ან შენთან ვიღაცეები დგანან და ასე შემდეგ
ასევე ეს შეგრძნებები გავს იგივე ასტრალში გასვლას
ხომ არ ფიქრობთ რომ ეს რეალურად ჩვენი ტვინის შეგრძნებეია,ჩვენი ტვინის გარკვეული ფაზები იწვევენ ამას და რეალურად სხვა არაფერთან გვაქ შეგრძნება
მაინტერესებს თქვენი აზრი



ამ ვიდეოშია ჩატარებული ცდა

The God Helmet, Casco de Dios, Neuroscience, Neurociencia, Through The Wormhole
https://www.youtube.com/watch?v=HW16Jy1HnH4
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Oct 14 2015, 02:08 PM
Post #705


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გამოცდილება არ მაქვს და ვერაფერს ვამბობ ;დ


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Oct 26 2015, 01:36 PM
Post #706


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,958
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ვისაც აინტერესებს რეალურად რა ხდება ასტრალში, როგორია იქ ცხოვრება გაეცანით პირველ რიგში თეოსოფების ნაშრომებს. ესენი არიან: ჩარლზ ლედბიტერი და ანი ბეზანტი.
თეოსოფია არც მეცნიერებაა და არც რელიგია და ამიტომ მომწონს )). ესენი არიან სპირიტუალისტები, ოკულტისტები რომლებიც პირადი გამოცდილებებით იღებენ ცოდნას.
მე მაქვს ამოკრეფილი ასტრალის შრეების აღწერა მათ მიერ, ძალიან საინტერესოა, ვისაც უნდა შემიძლია გავუგზავნო რომ თარგმნოს რუსულიდან და დადოს აქ. დაწყებული მაქვს თარგმნა მაგრამ დრო არ მაქვს, თუ ვინმეს აქვს სურვილი შემეხმიანოს.


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
Mechanical Sheep
post Oct 27 2015, 12:44 AM
Post #707


YELLOW soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 629
Joined: 22-June 13
Member No.: 7,125

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



old_man
აუ ვაფშე მაგ ტიპების მაშრომები რო თარგმნოს ვინმემ მაგარი იქნება ძალიან. უფ...
Go to the top of the page
 
+Quote Post
webuda
post Dec 24 2015, 03:30 AM
Post #708


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1
Joined: 24-December 15
Member No.: 7,473

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



lsd-ს ასტრალში გაყავხარ?
Go to the top of the page
 
+Quote Post
Athene
post Jan 6 2016, 04:48 AM
Post #709


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 36
Joined: 28-February 13
Member No.: 7,027

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(old_man @ Oct 26 2015, 02:36 PM) *
ვისაც აინტერესებს რეალურად რა ხდება ასტრალში, როგორია იქ ცხოვრება გაეცანით პირველ რიგში თეოსოფების ნაშრომებს. ესენი არიან: ჩარლზ ლედბიტერი და ანი ბეზანტი.
თეოსოფია არც მეცნიერებაა და არც რელიგია და ამიტომ მომწონს )). ესენი არიან სპირიტუალისტები, ოკულტისტები რომლებიც პირადი გამოცდილებებით იღებენ ცოდნას.
მე მაქვს ამოკრეფილი ასტრალის შრეების აღწერა მათ მიერ, ძალიან საინტერესოა, ვისაც უნდა შემიძლია გავუგზავნო რომ თარგმნოს რუსულიდან და დადოს აქ. დაწყებული მაქვს თარგმნა მაგრამ დრო არ მაქვს, თუ ვინმეს აქვს სურვილი შემეხმიანოს.

საინტერესოა ^^ ძალიან კარგი იქნება თუ თარგმნის ვინმე
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Jan 6 2016, 01:06 PM
Post #710


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



old_man
გამომიგზავნე იყოს რუსულად ;დ მარა თარგმნას ვერ შეგპირდებით ;დ


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
RandomName
post Jan 6 2016, 05:24 PM
Post #711


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 28
Joined: 31-December 15
Member No.: 7,477

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ძალიან მოკლედ ვიტყვი არ გამოძრავებდეთ შიში გამოძრავებდეთ სიყვარული

პირადი გასვლის გამოციდლებიდან გეუბნებით მხოლოდ ერთადერთხელ მქონია საშიში გასვლა და ისიც იყო ერთგვარი "გამოცდა დახმარება" დავინახე ის რისიც მეშინოდა მაგის მერე გამიქრა ეგ შიში ასტრალში გასვლა შენ თავში თუ სადაც არ ხდება არის უდიდესი შესაძლებლობა რომელიც ადამინს გააჩნია
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Jan 7 2016, 03:54 PM
Post #712


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(old_man @ Oct 26 2015, 01:36 PM) *
ვისაც აინტერესებს რეალურად რა ხდება ასტრალში, როგორია იქ ცხოვრება გაეცანით პირველ რიგში თეოსოფების ნაშრომებს. ესენი არიან: ჩარლზ ლედბიტერი და ანი ბეზანტი.
თეოსოფია არც მეცნიერებაა და არც რელიგია და ამიტომ მომწონს )). ესენი არიან სპირიტუალისტები, ოკულტისტები რომლებიც პირადი გამოცდილებებით იღებენ ცოდნას.
მე მაქვს ამოკრეფილი ასტრალის შრეების აღწერა მათ მიერ, ძალიან საინტერესოა, ვისაც უნდა შემიძლია გავუგზავნო რომ თარგმნოს რუსულიდან და დადოს აქ. დაწყებული მაქვს თარგმნა მაგრამ დრო არ მაქვს, თუ ვინმეს აქვს სურვილი შემეხმიანოს.


გამომიგზავნე და ცოტას ვთარგმნი,
მე ვერ ვერკვევი მაგ განხრით, აქამდე არაფერს გავცნობივარ
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Jan 8 2016, 02:50 PM
Post #713


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,958
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ano
პმ ნახე, გამოგიგზავნე...



--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
Mechanical Sheep
post Jan 8 2016, 10:24 PM
Post #714


YELLOW soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 629
Joined: 22-June 13
Member No.: 7,125

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ano
bigarmhug.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Jan 8 2016, 11:29 PM
Post #715


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ვნახე ახლა ცოტა უკვე გადავთარგმნე და დავდებ,
არ ვიცოდი ასტრალური სამყარო საიქიო თუ იყო biggrin.gif

ანი ბეზანტის მიერ ასტრალური შრეების აღწერა...
ადამიანთა გარდაცვალების შემდგომი განცდები.
უბედური შემთხვევა, თვითმკვლელობა, ძალადობრივი ან სხვა სახის მოულოდნელი გარდაცვალება, განსხვავდება იმ ადამიანთა გარდაცვალებისაგან რომელთა სასიცოცხლო ენერგიაც დაეცა ავადმყოფობისაგან ან სიბერისაგან.
თუ ისინი იყვნენ სუფთები და სულიერად მორგებული, მას ინახავენ და სძინავთ ბედნიერად მათთვის სიცოცხლისათვის განკუთვნილ დრომდე. მაგრამ სხვა შემთხვევაში თვითმკვლელები ან მოულოდნელად გარდაცვლილნი ინარჩუნებენ ცნობიერებას და გარკვეული დროის განმავლობაში განიცდიან თავიანთი მიწიერი ცხოვრების ბოლო სცენას, თან ვერ ამჩნევენ რომ უკვე დაკარგეს ფიზიკური სხეული და იმყოფებიან ასტრალურ სფეროში. ამ შემთხვევაში ნორმალური გამწმენდი პერიოდი იწყება ამ ვადის ამოწურვის შემდეგ, მანამდე კი ცოცხლად აღიქვამენ ასტრალურ და ფიზიკურ სამყაროებს.
ადამიანმა რომელმაც ჩაიდინა მკვლელობა ხოლო შემდეგ ის სიკვდილით დასაჯეს, ის განსაწმენდელში კვლავაც და კვლავაც იმეორებს (განიცდის) ჩადენილ მკვლელობის სცენას მის შემდგომ დაპატიმრებას და სიკვდილით დასჯის სცენას. თვითმკვლელს ავტომატურად ექნება სასოწარკვეთილების და შიშის განცდის განმეორება, რომელიც წინუსწრებდა თვითმკვლელობას და ის კვლავ განიცდის თავის სიკვდილის წინა ბრძოლას.
ერთი ქალი რომელიც ხანძარში დაიღუპა, საშინელ განცდებში რათა გადარჩენილიყო, თავის ირგვლივ ემოციების ისეთი დიდი ქარბორბალა შექმნა, რომ ხუთი დღის განმავლობაში გრძელდებოდა ეს ტანჯვის სცენა, ველურად ხელს ჰკრავდა მათ ვინც მის დამშვიდებას ცდილობდა, მაშინ როდესაც სხვა ქალი რომელცსაც ბავშვი გულზე ეწვინა და საშინელი შტორმის დროს დაიღუპა, შეინარჩუნა სიმშვიდე, სიმამაცე და სრული სიყვარული გულში, გარდაცვალების შემდეგ შევიდა სრული მშვიდი ძილის მდგომარეობაში, სავსე ნათელი და ბედნიერი ხილვებით მოსიყვარულე ქმრით და შვილებით.
შედარებით ჩვეულებრივი განცდით უბედური შემთხვევით გარდაცვალების დროს ადამიანი მაინც ხვდება განსაცდელში რაც გამოწვეულია მის მიერ ჩადენილი საქციელის გამო, და ეს შესალოა არ იყოს ამ ცხოვრებაში ჩადენილი საქციელის გამო, (მიზეზშედეგობრივი კანონის შესახებ საუბარი იქნება მე9 თავში სადაც საუბარია „კარმაზე“), ვინაიდან ცნობიერების სრული შენარჩუნება განსაწმენდელის ქვედა განყოფილებაში მჭიდროდ არის დაკავშირებული დედამიწასთან, ადამიანი კვლავაც სავსეა ინტერესებითა და გეგმებით რომლებითაც დაკავებული იყო ის სიცოცხლეში, ის აღიქვამს ადამიანებს და ნივთებს, რომლებიც მასთან არის დაკავშირებული, მას ძალიან სურს მოახდინოს ზეგავლენა საქმეებზე, მოკლედ ძალიან იზიდავს დედამიწა თუმცა არ გააჩნია ფიზიკური სხეული. ერთადერთი გამოსავალი ასეთ შემთხვევაში არის ის რომ გადამწყვეტად მოშორდე დედამიწას და მიმართო ცნობიერება უმაღლესისაკენ, მაგრამ მცირედნი ახერხებენ ამ ძალისხმევის განხორციელებას, იმათი დახმარებითაც კი, ვინც ასტრალურ სამყაროში მოხვედრილ ტანჯულ სულებს ეხმარება , რომელთა მოვალეობაც არის იმათი დახმარება ვინც დედამიწა დატოვა (ეს დამხმარეები დიდი მასწავლებლების მოსწავლეთა არსებები არიან, რომლებიც ხელმძღვანელობენ ადამიანებს და ეხმარებიან. ასტრალურ სამყაროში მათი მოვალეობა არის იმ სულების დახმარება ვინც ამას საჭიროებს).
არცთუ იშვიათად ასეთი ტანჯულები, გამოფიტულნი თავიანთი უსაშველო უმოქმედობით, ეძებენ თანადგომას მედიუმ სუბიექტებთან და მათი დახმარებით კვლავ ერევიან მიწიერ საქმეებში, არცთუ იშვიათად ისინი ფლობენ შესაფერის მედიუმებს, იყენებენ მათ სხეულებს რითაც დიდ პასუხისმგებლობას ჰკიდებენ საკუთარ თავს სამომავლოდ. ოკულტური საფძვლის გარეშე არ ჩაურთავთ ინგლისელ მღვდლებს ლოცვაში: „ომისაგან, მკვლელობისაგან და მოულოდნელი სიკვდილისაგან გვიხსენი უფალო!“
ახლა კი განვიხილოთ განსაწმენდელის სხვადასხვა სფეროები, რომ რაღაც სახის გაგება გვქონდეს იმ პირობების შესახებ, რომელიც ადამიანმა თავისი მიდრეკილებით და სურვილებით ფიზიკურ სიცოცხლეში, გაამზადა თავისი გარდამავალი მდგომარეობისათვის, თან გვახსოვდეს, რომ სასიცოცხლო ენერგიის ხარისხი ნებისმიერ ასტრალურ გარსში , და შესაბამისად ადამიანის მასში ყოფნის ვადაც ამ სასიცოცხლო ენერგიის ხარისხზეა დამოკიდებული
თუ მდაბალი ვნებები იყო ენერგიულ მოქმედებაში, მაშინ ასტრალური სამყაროს ყველაზე უხეში მატერია დაიტენება სასიცოცხლო ენერგიით და მათი რაოდენობა იქნება შედარებით მაღალი. ეს კანონი ყველა განსაწმენდელის სფეროში მოქმედებს, ამიტომ სიცოცხლეშიც ადამიანს შეუძლია იცოდეს თუ როგორ მომავალს უმზადებს ის საკუთარ თავს სიკვდილის შემდეგ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Jan 8 2016, 11:47 PM
Post #716


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,958
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ano
ასე მალე? ყოჩაღ smile.gif

თან მინდა რომ მასალის დადებასთან ერთად დისკუსიაც გაიმართოს.

QUOTE(*ANO* @ 8th January 2016 - 11:29 PM) *
არ ვიცოდი ასტრალური სამყარო საიქიო თუ იყო

კი, საიქიო და ქრისტიანულად განსაწმენდელი არის ასტრალური სამყარო. სანამ ადამიანი ასტრალურ სხეულს არ მოიშორებს (ანუ სურვილებისგან არ გათავისუფლდება) მანამდე იქნება ასტრალურ სამყაროში, ხოლო რომელ შრეში ეს დამოკიდებულია მის განვითარებასა და ვიბრაციებზე. ასტრალის ქვედა დონეები (უფრო მე-7) არის ე.წ. ჯოჯოხეთეეეე biggrin.gif
კარგი, უფრო საინტერესო იქნება როცა დაიდება თითოეული შრის განხილვა smile.gif


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
RandomName
post Jan 9 2016, 12:15 AM
Post #717


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 28
Joined: 31-December 15
Member No.: 7,477

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ისე მინდა ვთქვა რომ ზოგადად ფიზიკურ სამყაროში აქ ყველაფერი არის [Belief System] [რწმენის სისტემა] რატო ვამბობ ეხლა ამას ჩემს ზევით კომენტარში მითითებული ტექსტი

"კი, საიქიო და ქრისტიანულად განსაწმენდელი არის ასტრალური სამყარო. სანამ ადამიანი ასტრალურ სხეულს არ მოიშორებს (ანუ სურვილებისგან არ გათავისუფლდება) მანამდე იქნება ასტრალურ სამყაროში, ხოლო რომელ შრეში ეს დამოკიდებულია მის განვითარებასა და ვიბრაციებზე. ასტრალის ქვედა დონეები (უფრო მე-7) არის ე.წ. ჯოჯოხეთეეეე biggrin.gif
კარგი, უფრო საინტერესო იქნება როცა დაიდება თითოეული შრის განხილვა"


შენ თუ გჯერა რომ ისევ და ისევ უნდა გაიმეორო იგივე გრძნობები მასე მოხდება ეხლა ეს შენთვის შეიძლება სისულელედ ჟღერდეს მაგრამ აი მაგალითად წაიკითხეთ ეს გადათარგმინილი მორჩა ეს ინფორმაცია თქვენს ქვეცნობიერში ჩაილექა შეიძლება ხვალ დაგავიწყდეთ მაგრამ დავიწყება არ არსებობის დამამტკიცებელი საბუთი არაა. შეიძლება ეხლა მე ვცდები, არავინ არ იცის სიმართლე, ჩვენ ყველა ჩვენი პერსპეკტივით ვუყურებთ ამ ყველაფერს, მაგრამ საქმე იცით რაშია შენ უნდა გაიკვლიო შენი გზა რას ვგულისხმობ არ უნდა მოექცე სხვის რწმენის სისტემაში გამოიძიე შენით ეს მაგ ქალის აზრია უბრალოდ არ მინდა რომ ვიღაცას მყარად გაუჯდეს იმიტომ რომ შეიძლება არასწორი იყოს... ( არ მინდა ამ პოსტმა აგრესიული სახე მიიგოს : P ანუ არ ვამბობ რომ ვინმე არის არასწორი მაგას ვერც ვიტყვი, გინდ რომ ვთქვა ვიქნები არასწორი, რადგანაც როგორც უკვე ვთქვი ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი ხედვა და რწმენის სისტემა )

რა განსხვავებაა რელიგიასა და სპირიტუალიზმს შორის : რელიგია არის როდესაც შენ გჯერა სხვისი გამოცდილების , სპირიტუალიზმი კი როდესაც შენ გჯერა შენი გამოცდილების
- Depak Chopra
შეიძლება ირონიულად ჟგერდეს რომ გეუბნებით თქვენი გამოცდილების მიხედვით გააკეთეთ დასკვნები და შემდეგ სხვისი გამოცდილებიდან გამომდინარე დაწერილი ციტატა მომყამს მაგრამ საქმე იმაშია რომ ხანგრძლივი დროის გავლის შემდეგ მე მივხვდი რომ იმის შემდეგ რაც შენ გაეცნობი საძირკველს (რომელიც ასევე შექმნილია მრავალი ადამინის აზრის/მცნების გაერთიანების შედეგად ) შენ შენით უნდა დაიძრა წინ , ეს იმას არ ნიშნავს რომ სხვას არ უნდა მოუსმინო და რომ სხვისი აზრის წაკითხვა/გათვალისწინება ცუდია უბრალოდ პირადი გამოცდილებიდან გეუბნებით რომ შეგხვდებათ ბევრი ადამიანი რომლებიც გეტყვიან განსხვავებულ აზრებს,იდეებს და ისინი დარწმუნებულები იქნებიან ამ თავიათ აზრში ეს "დარწმუნებლობა" შეიძლება გახდეს თქვენი ნდობის მოპოვების მიზეზი რამაც შეიძლება თქვენთვის არასასურველ გზაზე დაგაყენოთ.

ნურც მე ნუ დამიჯერებთ მეც როგორც სხვას გამოვთქვი ჩემი აზრი
უბრალოდ გვიყვარდეს და პატივს ვცემდეთ ერმანეთს ^_^
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Jan 9 2016, 12:28 AM
Post #718


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,958
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(RandomName @ 9th January 2016 - 12:15 AM) *
შენ თუ გჯერა რომ ისევ და ისევ უნდა გაიმეორო იგივე გრძნობები მასე მოხდება ეხლა ეს შენთვის შეიძლება სისულელედ ჟღერდეს მაგრამ აი მაგალითად წაიკითხეთ ეს გადათარგმინილი მორჩა ეს ინფორმაცია თქვენს ქვეცნობიერში ჩაილექა შეიძლება ხვალ დაგავიწყდეთ მაგრამ დავიწყება არ არსებობის დამამტკიცებელი საბუთი არაა. შეიძლება ეხლა მე ვცდები, არავინ არ იცის სიმართლე, ჩვენ ყველა ჩვენი პერსპეკტივით ვუყურებთ ამ ყველაფერს, მაგრამ საქმე იცით რაშია შენ უნდა გაიკვლიო შენი გზა რას ვგულისხმობ არ უნდა მოექცე სხვის რწმენის სისტემაში გამოიძიე შენით ეს მაგ ქალის აზრია უბრალოდ არ მინდა რომ ვიღაცას მყარად გაუჯდეს იმიტომ რომ შეიძლება არასწორი იყოს... ( არ მინდა ამ პოსტმა აგრესიული სახე მიიგოს : P მე არც ამ ქალის აზრზს ვაპროტესტებ და არც სხვისას როგორც უკვე ვთქვი ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი ხედვა და რწმენის სისტემა )

და რა იცი მე რა გამოცდილება მაქვს? იქნებ მაქვს რაღაც გზა გაკვლეული ჩემით? smile.gif "წავიკითხე და მორჩა დაილექა ჩემც ქვეცნობიერში" ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გამოიტან, როცა არ მიცნობ.
სად ხვდება ადამიანი სიკვდილის შემდეგ, მიმოფანტულია არაერთ რელიგიურ ლიტერატურაში და რომ შეკრიბო საინტერესო სურათი გამოვა. არსებობს სუბიექტურიც დაკვირვებები. ანი ბეზანტი არის ოკულტისტი თეოსოფიური სკოლის წარმომადგენელი, რომელიც მეტ-ნაკლებად თავისუფალია რელიგიური გავლენებისგან... ამ მხრივ არის სიანტერესო მისი კვლევები.


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
RandomName
post Jan 9 2016, 12:40 AM
Post #719


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 28
Joined: 31-December 15
Member No.: 7,477

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(old_man @ Jan 9 2016, 12:28 AM) *
და რა იცი მე რა გამოცდილება მაქვს? იქნებ მაქვს რაღაც გზა გაკვლეული ჩემით? smile.gif "წავიკითხე და მორჩა დაილექა ჩემც ქვეცნობიერში" ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გამოიტან, როცა არ მიცნობ.
სად ხვდება ადამიანი სიკვდილის შემდეგ, მიმოფანტულია არაერთ რელიგიურ ლიტერატურაში და რომ შეკრიბო საინტერესო სურათი გამოვა. არსებობს სუბიექტურიც დაკვირვებები. ანი ბეზანტი არის ოკულტისტი თეოსოფიური სკოლის წარმომადგენელი, რომელიც მეტ-ნაკლებად თავისუფალია რელიგიური გავლენებისგან... ამ მხრივ არის სიანტერესო მისი კვლევები.

შენი კომენტარი მოვიყვანე ერთ-ერთი აზრის მაგალითად რომ ადამიანი რომელიც წაიკითხავს ამ აზრთან ერთად თავისი "გამოძიება" მოდი ეგრე ვთქვათ რომ ჩაატაროს შეიძლება ჩემი ბრალია რო არასწორად გადმოვეცი აზრი და თუ ცუდად გამომივიდა ამის გამო ბოდიშს ვიხდი მაგიტომ გავუსვი ამას ხაზი რომ არასწორად და ცუდად ვინმეს არ გაეგო

( არ მინდა ამ პოსტმა აგრესიული სახე მიიგოს : P ანუ არ ვამბობ რომ ვინმე არის არასწორი მაგას ვერც ვიტყვი, გინდ რომ ვთქვა ვიქნები არასწორი, რადგანაც როგორც უკვე ვთქვი ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი ხედვა და რწმენის სისტემა
)
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Jan 9 2016, 12:48 AM
Post #720


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,958
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მე მეეჭვება ამ ფორუმზე იყოს თეოსოფიური სკოლის დონის მკვლევარი. მე მქონია შეხება ასტრალურ სფეროსთან და მიწარმოებია დაკვირვებები, მაგრამ არა იმ სფეროებთან, სადაც არიან გარდაცვლილთა სულები. უმაღლეს ჭეშმარიტებად არ მომაქვს ბეზანტის კვლევები, მაგრამ არის ყურადსაღები და ფორუმის ფორმატში მსჯელობისთვის საინტერესო.


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post

45 Pages V  « < 34 35 36 37 38 > » 
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 25th April 2024 - 06:07 PM