ამ ფორუმში სულ ”გვიყვარს” და ”ყველა გვიყვარს” , ამაზეა ლაპარაკი და ეხლა დაწერეთ ვინ არ გიყვართ
მე მაგალითად არ მიყვარს...
ცუდი მანქანის ხელოსნები (95% ეგეთია)... სისხლს რო გაგიშრობენ)))
ცუდი ექიმები (პროცენტული მაჩვენებელი არ ვიცი)...
და კიდე ერთი კატეგორია თუ ჯგუფი, მარა მაგას არ დავწერ)))
არ მიყვარს სიგარეტის სუნი, ფიზიკურად ცუდად ვხდები!!!!!!!!
ვიფიქრე... და ბევრი არ მიყვარს მქონია , თვითონაც გამიკვირდა, არ ველოდი
არ მიყვარს:
ტ ყ უ ი ლ ი <_< , სისასტიკე, შური,
ადამიანს თავის აზრს რომ ახვევენ!
ფანატიზმი...
საკვებიდან -ხორცი, მუსიკიდან- როკი
გაურკვეველი სიტუაციები..
დანარჩენი თქვენ დაწერეთ!!!!!!!!!!!
მე არ მიყვარს მშიშარა ადამიანები , დემაგოგები და პატრიოტული ლოზუნგები!
კიდევ არ მიყვარს როცა სუსტებს ჩაქრავენ !
არ მიყვარს ყველასთვის თავის გაყადრება !
არ მიყვარს როცა მეკითXებიან "არ თXოვდები"? შენსკენ რა არის ახალი?!
არ მიყვარს პრაგმატული აზროვნება!
არ მიყვარს პოლიტიკოსები!
არ მიყვარს ტრადიციები !(გამონაკლისი არსებობს , 1-2)
არ მიყავარს როცა ჭამაზე საუბარი!
არ მიყვარს დიქტატურა!
არ მიყვარს "გაპაირებული" არაფერი !
არ მიყვარს უნიჭობა და არაფრის მომცემი ფაციცუცი!
არ მიყავრს წუწუნი და სასოწარკვეთ!
არ მიყავრს გამძარი, თვითკმაყოფილი ადამიანენი!
არ მიყვარს მარშუტკის მძღოლები, გზის წესები რომ საერთოდ არ აღელვებთ
არ მიყვარს ბანძი სერვისი ჩვენ მაღაზიებში, რესტორნებში და საერთოდ ყველგან
არ მიყვარს, როცა დახურულ სივრცეში სიგარეტს მაბოლებენ
არ მიყვარს ჭორები
არ მიყვარს "ანასტასია" (წიგნი)
მაგრამ თქვენ მიყვარხართ
არ გამებუტოთ "პლზ"
ჰო, დამავიწყდა
საშინლად არ მიყვარს სნობები!!!!!!!!
ღიპიანი და გაბღენძილი ბიჭები!!!!!!
და გოგოები რომელთაც ეს ბიჭები მოსწონთ!!!!!!!!!!
შტერი და გათხუპნული გოგოები!!!!!!!!!!!!!
და ბიჭები რომელთაც ეს გოგოები მოწონთ!!!!!!!!!!!!!!
პ.ს. დანარჩენს მერე მოგწერთ
მე არ მიყვარს ქართული სუფრა
სასტიკად არ მიყვარს როცა სიგარეტის მავნებლობაზე საუბრობენ , ისედაც ყველამ კარგად ვიცით რომ მოწევა მავლებელია!
არ მიყვარს ქალები რომლებიც სულ ფორმაში არიან და ზედმეტ ყურადღებას უთმობენ გარეგნობა!
არ მიყვარს სტუმრად რამეს მაძალბენ "გადააიღე გადაააღეე"-ს კომპლექსი მაღიზიანებს!
არ მიყავარს ხელოვნური ყვავილები და ხელოვნური არაფერი!
არ მიყვარს როცა არ აღიარებენ შეცდომებს!
მე არ მიყავარს როცა კაცი თAვის სიძლიერეს მიმიტკიცებს !
არ მიყავრს ცინიკოსები !
ხო კიდე, არ მიყვარს რაღაც იდიოტობაზე როცა ლაპარაკობენ ისე, გეგონება მაგაში ცხოვრების აზრი იყოს
გადამკვდარი პატრიოტები არ მიყვარს
არ მიყვარს ადამიანები რომლებსაც თავის თავზე დიდი წარმოდგენა აქვთ
ვერ ვიტან პროვინციალიზმს!
არ მიყავრს "ნაფტალინის სუნი"-როცა ასდის ხელოვანს.
არ მიყავრს სიზარმაცე !
არ მიყვარს პედანტურობა არაფერში!
არ მიყავარს როცა უკომპლექსობა უზრდელობაში ერევათ!
არ მიყვარს ოთAხში რომ საჭმლის სუნი დგას !
Zet
არ მიყვარს, როცა ჩემი პალიტრიდან დაუკითხავად ფერებს მაცლიან!!!!!!!!!!!!!
ბნელ ადამიანებს ვერ ვიტან!!!
არ მიყვარს:
კონსტანტინე გამსახურდია
,,წიგნი-სიბრძნე''----> ,,დათა თუთაშხია'' )))))))
ადამიანები, რომლებიც კამათის დროს წიწმატდებიან და ჭარხლდებიან სახეზე))))
ქორწილებში სიარული
ძალით ენიგმატური ხალხი
უზურპატორები
ვერ ვიტან, როცა მძინავს და ვიღაც სიგარეტს ეწევა
სნობები
ძალიან ნათელი ოთახები
მიყვარს:
ჩემი ძაღლი
ჯაზი
ღამე
წვიმა
ტიბეტი
ჟასმინის ჩაი
მახინჯი სათამაშოები
საკუთარი სურვილების ქველმოქმედება))))
არ მიყვარს, როდესაც სხვა ადამიანს დასცინიან!
რაღაც მომენტში ისე გამოდის თითქოს ეშინიათ, რომ მათ არ დასცინონ და იმიტომ!!!!!! ფსიქოლოგიური მომინტია, გაუცნობიერებელი, თავდაცვის.....
არ მიყვარს როცა ჭკუას მარიგებენ!!!!!! (რჩევებს არ ვგულისხმობ)
ჰო, კიდე ლაშა ბუღაძე არ მიყვარს, თავისი შეგონებებით და აბდაუბდა სილულელეებით
...როდესაც ისტორიას აჩეხილად და მცდარად მოგვაწოდებენ!
ჰმ! "ნანიკოს შოუს" ვუყურე ახლა... რომელი რიცხვის გადაცემაა, არ ვიცი, მაგრამ ბავშვებს შორის არსებულ აგრესიას ეხება! აი, ეს არ მიყვარს! შიგნიდან რომ ასეთები ვართ და რომ ჩამოვჯდებით, გავიბრტყელებთ ენას ჩვენს ქართულ ურთიერთსიყვარულზე და ურთიერთ ათას რაღაცაზე და ამის ხარჯზე სხვა ერებს ვლანძღავთ.. აი, ეს მხდის ცუდად და როცა ამას ვამბობ. საქართველო არ უყვარს ეტყობაო - გადააქნევენ თავს!
რატომ არის გერმანელი ქართველზე მეტი ნაციონალისტი? ის აზრები, ქართველებს რომ აწუხებთ ქურთების და ა.შ. ხალხზე, გერმანიაში იშვიათად გაიგებ.
მე მგონი ვერ ვხვდებით, რომ ამდენ თავის ქებაში მხოლოდ ქება დარჩა და ის ღირსეულობები კი დაიკარგა!
საშინლად არ მიყვარს როცა მიღიტინებენ!!!
(იცოდე იზამ კიდევ ერთხელ ასე და არ ვიცი ვაფშე რა, უუფფფ!!!!!!!!!!!!!!!!!!)
გთხოვთ არ შეიმჩნიოთ რააააა, სადმე ხომ უნდა მეთქვა???
არ მომწონს დედამიწას, ბუნებას რომ ანაგვიანებს ხალხი , თან ისე რომ საერთოდ ვერც კი გრძნობს რას სჩადის!
მაგალითს მოვიყვან, რომ უფრო მკვეთრად გამოჩნდეს რისი თქმა მინდა:
წარმოიდგინეთ დედამიწა (ცოცხალი, მგრძნობიარე არსება) ქალის(დედის) სახით და მიდის ხალხი და მის ფეხებთან ყრის ათას ნაგავს და სიბინძურეს, თან პირში ეუბნება - ო, როგორ მიყვარხარ ბუნებავ, რა მშვენიერი ხარო! რა კარგი სიყვარულის ახსნაა (თანაც მაგარი დამაჯერებელი! )
ნუ ეს ნაგავი ფიზიკურ პლანზე, რასაც ჩვენი თვალით ვხედავთ და აი, რასაც ვერ ვხედავთ და - აზრებით, სიტყვებით, გრძნობებით... წარმოქმნილ სიბინძურეში ვიხრჩობით (ისე, რომ გაგებაში არ ვართ?) მაგას ვინ დაალაგებს???
რაღაც მადა მომივიდა და დავამატებ კიდევ:
არ მიყვარს ადამიანები რეალობას, რომ გაურბიან და ვირტუალურ სამყაროში ემალებიან საკუთარ თავს, არადა თვითონ პირიქით ჰგონიათ- მაგარ ილუზიებში ვარდებიან!
კიდევ არ მიყვარს- ნარკომანებს ავადმყოფებად, რომ თვლიან!
ჯერ, ერთი 100%-ით ჯანმრთელი ადამიანი მაჩვენეთ და მერე ჩათვალეთ ასე! ვაღიაროთ, რომ ყველანი ავადმყოფები ვართ და მერე კი ბატონო!
და ”არ სიყვარული” ვაფშე რა არი??? ეგ არ უნდა არსებოობდეს, წესით ყველაფერი და ყველა უნდა გიყვარდეს! და წესი რა არი???
არ მიყვარს ქართული ქორწილები და გასვენებები!!!!!!!!!! -უაზრო ძალისა და დროის ხარჯვაა (პროსტა ვის სჭირდება, თორემ კი? )
და კიდევ ქართველების ქეიფი, რომელიც უფრო ღრეობაა!!! (გამონაკლისებს არ ვეხები) და ფინალში უკეთეს შემთხვევაში ერთმანეთი შემოელახებათ ან უარეს შემთხვევაში- ვინმე შემოაკვდებათ!
არ მიყვარს უზომოდ როცა სვამს ადამიანი და თავის სახეს საერთოდ კარგავს (ღორს ემსგავებაო- ამბობენ, მაგრამ მე ამ მოსაზრებას არ ვეთანხმები, რადგან ღორი სავსებით უწყინარი ცხოველია და ვაფშე არ სვამს! ), მერე კიდევ ამაყობს- აუუ, გუშინ რამაგრა დავთვერიო!!!!!!!! და ფრიად კმაყოფილი ღიპს ძლივს გადაიტანს ერთი ადგილიდან მეორეზე - ძალიან მუქ ფერებში ხომ არ დავხატე??? ვაღიარებ ცოტა გავაზვიადე
ჰა, ვის გაქვთ კიდევ სურვილი, რომ დავლიოთ???
არა რაააააააა, ხომ ვამბობდი არ მიყვარს ეს ქორწილები მეთქი!!! ხოდა კიდევ ამავეს ვიტყვი დღეს, ყველაფერი ძალიან კარგი იყო, მაგრამ პროსტა არ მიყვარს და რა ვქნა?
არ მიყვარს დაბ. დღის გადახდა და ეგ დღე საერთოდ,რომ გილოცავენ, ჰაი-ჰუი,ამბები და ა.შ.
ზედმეტ ყურადღებას ვერ ვიტან ჩემს მიმართ.
ბევრმა დაწერეთ და მეც არ მიყვარს სიგარეტის სუნი, მაცოფეეეეეეეეეეეებს.
bevri rame ar miyvars ravici romeli erti gavixseno... iseti xalxi ar miyvars visac tavze didi carmodgena aqvs, kide cximiani sachmeli ar miyvars, ar miyvars iseti xalxi visac ver vugeb da ravi... meti ar vici, tu gamaxsendeba davcer
არ მიყვარს როცა ადამიანები ერთმანეთს დასცინიან და ზურგს უკან ლაპარაკობენ. ცბიერები და აფერისტები არ მიკვარს.
ქეიფები არ მიკვარს სადაც ერთმანეთს ატყუებენ და მეგობრობას ეფიცებიან და მეორე დღეს გამარჯობასაც არ ეუბნებიან ერძთმანეთს : - )
არ მიყვარს როცა ადამიანები პირად ცხოვრებაში ერევიან , ვითომ კეთილი მიზნებით.
არ მიყვარს როცა ვინმეს ჩაგრავენ.
ისე მინიატურული ქანდაკებები მიყვარს. ბრინჯაო... : - )
ბევრია, ჩამოუთვლელია „არ მიყვარს“,თუმცა უმეტესს გამართლება აქვს. თითქმის ყველა სახის დამნაშავის, თუ „ცოდვიანის“ ადგილას დამიყენებია ჩემი თავი, ჩავფიქრებულვარ მიზეზზე ის რომ „ამას“ აკეთებს და მიპოვია გამართლება. როცა „კარგად ვარ“ ყველას ყველაფერს ვპატიობ. სამწუხაროდ, მეც მაქვს ჩემი დიდი არმიყვარს. მიცდია ჩავწვდე მათ საქციელსაც, მაგრამ ზიზღი იმდენად დიდია ჯერ-ჯერობით ვერ გამიგია. არ მიყვარს პ.......ები(ადამიანები რომლებსაც ბავშვების სექსუალურ-სულიერი განადგურება შეუძლიათ.) მეზიზღებიან! მეზიზღებიან მთელი არსებით.
მგონი რუსები არ მიყვარს
ეს თემა მთლიანად წავიკითხე და ცოტა დავმძიმდი და ასე დავიწყებ:
არ მიყვარს ფრაზე "არ მიყვარს"... სიყვარულზე საუბარი მირჩევნია, უფრო დადევითი ემოცია მოდის და მაინც...
არ მომწონს : როცა სახეში მაბოლებენ, ანდა სიგარეტის კვამლით არის გაჟღენთილი ოთახი - მაგრამ ხშირად ვიტან
არ მომცონს ნასვამი მამაკაცები და ნასვამ ქალებზე საერთოდ კომენტარს ვერ გავაკეთებ...
არ მომწონს როცა ადამიანები სხების წინაშე თავს იფასებენ და სხვებს ზემოდან უყურებენ, განსაკუთრებით იმ ადამიანებს, რომლებიც ვითომ უყვართ
არ მომწონს როცა საკუთარი ცოდნისა და შესაძლებლობების აფიშირებას ახდენენ - ხანდახან თვითონ ასე ვიკცევი
არ მომწონს როცა საკუთარ აზრში ეჭვი არ შექვთ, სხვისი აზრი კი ყოველთვის მცდარად ეჩვენებათ
არ მომწონს ტიპი ადამიანისა, რომელიც სულ ცხოვრების დინაბას მიუყვება და რამის შექმნის სურვილი არ უჩნდება
არ მომწონს როცა გრძნობებს მალავენ
არ მომწონს უკულტუროდ რომ ჭამენ
არ მომწონს მოუწესრიგებელი და მოუვლელი არც ქალი და არც კაცი
არ მომწონს ქალური შური და ჭორაობა
არ მიყვარს უყურადრებობა (ვერ ვიტან)
არ მიყვარს: დაბოღმილი ქალი
გაუპარსავი კაცი
სხვების განკითხვა და სხვების საქმეში ცხვის ჩაყოფა - რასაც ყოველდღე ვაკეთებ, თანაც ძალიან პროფესიულ დონეზე
ცინიზმი, ზოგადად და ხელოვნებაში - ვერ ვპატიობ
არ მიყვარს ურთიერთობა თავისი საქმის არაპროფესიონალებთან
არ მიყვარს როცა სამსახურში ჩემს ნივთებში იქექებიან, ვცოფდები, როცა ჭიქას იღებენ და ეს ხდება თითქმის ყოველ დღე უკვე არარ ვცუცუნებ. მივდივარ და ვეძებ 101-ე ჭიქას...
არ მიყვარს სასამართლო სამართალი ქართული გაგებით
არ მომწონს ქართულ სუფრაზე ჯდომა
ვერ ვიტან ქელეხებს და ხალხმრავლობას ქორწილებში
არ მომწონს როცა ჩემს დროს ფლანგავენ, მირჩევნია მე თავად გავფლანგო
არ მიყვარს როცა შუადღით ვიძინებ და ღამით ადრე ვწვები (დრო მენანება ) მაინც ვერ ვდგები დილას ადრე და რა აზრი აქვს ...
არ მომწონს რომ ბანკებისა და სხვადასხვა ოფისების თანამშრომლები, განსაკუთრებით გოგონები ერთმანეთს გვანან როცა შევდივარ.
არ მომწონს როცა ზრდასრული ადამიანი თავისი უპასუხისმგებლობით სხვებს აზიანებს. მოკლედ არ მიყვარს უპასუხისმგებლობა
არ მომწონს რომ საქარTველოში არც შრომა იციან და არც დასვენება-გართობა
არ მიყვარს როცა მეუბნებიან, საქმე და შრომა კარგია, წარმატებებიც მშვენიერი, მაგრამ ეგ არაფერია თუ ქალს კარგი ოჯახი და კარგი ქმარი არ ჰყავს და მერე - ნუ იქნები პრეტენზიული, დროი ისე მალე გაგექცევაააააააა რა მემართება ასეთ დროს არ ვიცი, ვეც აგიღწერთ. ჩემს შიგნით ყველაფერი ფეთქდება, ყურებიდან კვამლი გამოდის და ძალიან გაჭირვებული ღიმილი მაქვს სახეზე. თუმცა უფრო ვითომ ლიბერალები, რომლებსაც ჰქონიათ რომ ახლოს მიცნობენ მეუბნებიან ბავშვი მაინც აუცილებელია აქაც იგივე ღიმილი მაქვს სახეზე, ამ ღიმილის ტექნიკაზე ბევრი ვიმუშავე...
თუმცა
არ მომწონს და საერთოდ მეცინება ფემინიზმზე და ფემინისტურ მოძრაობაზე განსაკუთრებით საქართველოში...
არ მომწონს და ასევე მეცინება როცა ადამიანები ცდილობენ იყონ გამორჩეულნი სხვებისგან და რას აღარ აკეთებენ იმისთვის რომ ვინმემ თქვას, ვა, რა უცნაური ვინმეა ! ასეთევს ძალიან ბევრს ვიცნობ
აი, ასე, უფ, რამდენი რამე არ მყვარებია. რა ცუდია.... არ გვაქვს თემა სადაც შეიძლება დავწერო რა და ვინ მიყვარს?
მე არ ვიცი ტემის გახსნა. არ მასწავლა დიდმა ზეტმა , ჯერჯერობით არ ვიცი როდის დავიმსახურებ
არ მიყვარს ქართველი მორცხვი ბიჭები!!!
კომპლექსი ყველასთვის ერთ-ერთი ყველაზე უარყოფითი თვისებაა... რაც უკეთ დაიძლევა ადამიანში სხვადასხვა სახის კომპლეკსები მით უფრო კარგი იქნება.
კონკურენცია არ მიყვარს ადამიანებში და როტაცია...
იმიტომ რომ ადამიანები უმრავლეს შემთხვევაში ჯანსაღ კონკურენციას არ სცნობენ
არავინ და არაფერი აღარ მიყვარს. კონკრეტულად არავინ მეჯავრება. უბრალოდ გულგრილი გავხდი. დავცარიელდი. ანუ მკიდია ყველაფერი. რაშია ნეტა საქმე? ერთმა ამხანაგმაც იგივე მითხრა. აღარ მი ყვარდება
ხოდა საქმეც იმაშია რომ ვეღარ მათბობენ.
ვირტუალურ სამყაროს ერიდე. ძალიან ნუ მიეჩვევი. საშიშია
blanca მართალი ხარ ვირტუალურ სამყარო საფრთხილო საქმეა და შეჩვევა იცის!
აი მე შევეჩვიე და ვარ ასე ნარკომანივით
ტყუილი არ მიყვარს
რა მოსატანია მაგრამ,– არ მიყვარს მობილურები
ქაში, ფაფები, სუპებიიიიიიიიიიი... ბავშვობიდან არ ვჭამ.
ბრრრრრრრ
დილით გაღვიზება არ მიყვარს
საღამოს რომ მეძინება არ მიყვარს
რომ არ ვვარჯიშობ და გავზარმაცდი არ მიყვარს
მი ყვა რს სასაცილო სიტყვაა საიდან მოდის? რას ნიშნავს მი რას ყვა და რას რს?
ეხლა მივდივარ სავარჯიშოდ
ჯიმი მაქვს აქვე
8 სართულიან სახლში გაუჩერებლივ ავდივარ ჩამოვდივარ 3-4ჯერ
რომ გაზაფხულდება სირბილს დავიწყებ
მომენატრა ძლიერი სხეული
ხო, ადრე 5-6ჯერ ავდიოდი ჩავდიოდი. მაჩვენებელს ნელნელა გავაუმჯობესებ
blanca
გამოცდილი სიტყვებით ვერ გადმოიცემა. ამ გრძნობის ახსნა იმას შეუძლია ვისაც არ გამოუცდია. პარადოქსია მაგრამ ესეა
ასე რომ მართალი ხარ. გამოცდილი ჯობს
შენ რაღაც გემართება ამ ბოლო დროს
რაშია საქმე? სულ იცინოდი მახსოვს
მე რა შუაში ვარ?
ფორუმს რაღაც ჭირს
ტყუილს რომ მეუბნებიან არ მიყვარს, ჭირივით მეჯავრება.
არ მიყვარს ცირკი. საცოდავი ცხოველები
მეც არ მიყვარს როდესაც ჩემი აურიდან ცდილობენ ენერგიის ამოღებას . სირებს მაგარ ტიპებათ რომ მოაქვთ თავი. პოლიტიკოსებს ხალხის მშველელებად რომ ასაღებენ თავს . ყველაზე მეტად კი ცოფიან ძაღლებს ვერ ვიტან.
ზოოპარკი!
არ მიყვარს:
1. "ყველაზე მაგარი ვარ" ტიპები
2. როცა თვალებში მიყურებენ და მატყუებენ
3. როცა სხვის მინუსებზე მიუთითებენ
4. როცა საუბრობენ ადამიანზე რომელიც იმ კონკრეტულ დროს იმ ადგილას არ არის
5. როცა მეუბნებიან რომ პატივისცემა ასაკს უნდა და არა დამსახურებებს
6. როცა რაიმეზე აფანატებენ
7. როცა ბევრს ლაპარაკობენ
8. წესები, რომლების დარღვევაც მიუღებელია
9. საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინება
10. სიგარეტის სუნი
11. უაზრო სმა-ჭამა
12. როცა 10 წლის უნახავი ადამიანი მეკითხებბა - რა არის ახალი და კარგი? რომელსაც ყოველთვის მოსდევს კითხვა - არ თხოვდები?
13. საყვედურის თქმა და მოსმენა
14. შეცდომის დაშვების ალბათობის გამორიცხვა
15. დღეში 7-ჯერ - "მიყვარხარ"
და ძალიან ბევრი რამ კიდევ
ჩემი ღიმილაკი გაგებას/თანხმობას ნიშნავდა
ყოყმანი.
ლუდის პახმელიას ვერ ვიტან..
ეჰ.. თავიდან მეც ვხვდები რო არ უნდა დავლო.. მარა ორ ლიტრს რო დალევ მერე ეგ უკვე აღარ გახსოვს და მეორე ორსაც სვამ..
მაოცებ 2 ლიტრამდე რანაირად ადიხარ ჯერ მაგას ვერ ვხვდები და მერე მაგდენი თუ დალიე ცხადია რომ ვეღარ მიხვდები როდის გაჩერდე
რა უნდა ორ ლიტრამდე ასვლას ნუ გამაგიჟე.. სულ 4 ბაკალია მეტი კი არა..
დღეს დავაფიქსირე რომ თურმე არ მიყვარს როდესაც ვიღაცა ჩემს საქმეში ერევა და რაღაცას მასწავლის. თუნდაც ძალიან ახლობელი ადამიანი რომ იყოს
Emigranti
Emigranti
Emigranti
ბოდიშის მოხდა არ მიყვარს... ყოველ შემთხვევაში, ხმამაღლა...
არ მახსოვს, ნეტავ თუ მომიხდია ოდესმე?
serafinapekkala
როგორ არ ვაღიარებ. მე კი ვიცი, რომ დავაშავე... მაგრამ არ ვეუბნები... რაღაც სიტუაციაში დავაშავე ხო, ვერ მივალ და ვერ ვეტყვი, ბოდიში, შემეშალა ან ამგვარ რამეს... საქციელით შეიძლება გამოვხატო... მაგრამ ეგ სიტყვები თუ მითქვამს როდისმე, არც მახსოვს...
ირონიულად კი ვამბობ ხოლმე --- ბოდიში რა, შეგაწუხე! -- ამგვარ კონტექსტში, ეგ ნამდვილი მობოდიშება არ არის...
არ მიყვარს:
ალუბლის ნაყინი
გაციებული და მერე გაცხელებული საჭმელი
ბალიში
ფილმების ცქერა
კითხვა (განსაკუთრებით უაზროდ გაწელილი წიგნების)
და ა.შ. გრძელი სიაა
მე სიცივე და ზამთარი არ მიყვარს, მაგრამ დღეს რიკოთზე რომ გადმოვდიოდი თოვას შევესწარი და ძალიან გამიხარდა მაინც...
პირველი თოვლი კარგია მაინც... მით უმეტეს, თბილად ვიჯექი მანქანაში
არ მიყვარ მსუბუქადაა ნათქვამი, ვერ ვიტან რძეს. ააააააა!
სუპებს და ქაშებს %) კრევეტების დანახვაზეც კი ცუდად ვარ. (სურათებში თორე ისე ვინ მომცა მაგის ბედნიერება რომ ჩემი თვალით მენახა )
ეს შენ ანონიმუშკა ქაშის მაგივრად http://freesmileyface.net
კიდევ რა არ მიყვარს და ჩემი სიცოცხლე არ მიყავრს... აღარ მინდა გათენდეს ეს დამპალი დღეები... დამთავრდეს ყველაფერი მალე, დამთავრდეეეეს!!!!!!!!!!!!!
tikoroma
ჰმ... ყველაფერი უფრო მარტიად არიის ხოლმე.. ჩვენ ვართულებთ.. დამშვიდდი
tikoroma
გიხუტებ მაგრად, აღარ თქვა ასეთი სიტყვები, ყოველთვის არსებობს გამოსავალი, ყოველთვის არსებობს გზა, გზა რომელიც სიხარულს მოგიტანს. მოძებნე და იპოვი
tikoroma
მაგ შენს შეგრძნებებს ბევრად უფრო ღრმა ფესვები აქვს და ყველაფერი რომ იცოდე, იმასაც მიხვდებოდი რატომ არ უნდა დამთავრდეს ეხლა, არამედ მაშინ როდესაც საჭიროა. ჯერჯერობით კი შეხედე შენს შვილს (მგონი გყავს ხომ?) და მიზეზად ესეც საკმარისია
რა გამახსენდა პაღოტოზე ირმა შენ მიხვდები
ე.ი ერთი ქართველი კაცია და ახალი ჩასული ყოფილა საბერძნეთში. შესულა მარკეტში და გამყიდველს ეუბნება ერთი ღამოtო მომეციო. არევია საწყალს პაღოტო ღამოtოში
tikoroma
Shou
tikoroma
ნაცნობი სიტყვებია, ერთი ჩემი მეგობარი იმეორებს ხშირად პირველი ჩაკრის გასახსნელ სავარჯიშოს გირჩევ. მუდრაა ასეთი. ლინქსაც დავდებ მაგრამ ინგლისურად არის და ამ მუდრას ქართულად დავწერ რადგან ვფიქრობ ეგ აუცილებლად გჭირდება. დაჯექი ლოტოსის პოზაში, ცერა თითები საჩვენებელთან შეკარი, კონცენტრირდი ხერხემლის ძირში პირველ ჩაკრაზე. თვალებს გირჩევ დახუჭო. ერთ ჩასუნთქვაზე 3-ჯერ ამოთქვი ”ლამ” ისე რომ ”ა” გააგრძელო და ”მ” ისე გამოთქვა როგორც მნგ. ანუ ბგერა ბოლოში იწელება და ვიბრირებს შენში, რაღაც ზარის მაგვარი ჟღერადობა უნდა იგრძნო. ძალიან ეფექტურია როცა ორი ან მეტი აკეთებთ ერთდროულად, სულ სხვა ენერგეტიკაა ხოლმე. თავიდან შეგიძლია ხუმრობით მიუდგე, იცინო, იმაიმუნო, თანდათან თავად იგრძნობ როგორ უნდა გაკეთდეს. იქ სხვა ჩაკრების გასახსნელი მუდრებიც არის, თუ დაგაინტერესებს იმათაც გითარგმნი მაგრამ პირველი ჩაკრის გასახსნელი აუცილებლად დაიწყე, ჩემი რჩევაა
აი ლინქიც http://www.eclecticenergies.com/chakras/open.php
Shou
ოკ. ვცდი დიდი მადლობა
Shou
anonymouska
ირმა
მე პირადად ჩაკრების თემაზე დადებული ლინქიდან მოვხვდი მანდ, ანუ ტესტი გავაკეთე და იქ არის მითითებული სავარჯიშოები ჩაკრებისათვის. კარგად მოქმედებს. გუშინ ტესტი ხელახლა ვცადე და გამაოგნებელი შედეგებია ამ მუდრების შემდეგ. შესაძლოა უბრალოდ ნაკლებად გულწრფელი ვიყავი, ვინ იცის
არ მიყვარს დანაშაულის გრძნობა და კიდევ როცა მეშინია.
ტყუილი არ მიყვარს, ყინული არ მიყვარს და სოკო (მარა ინას გაკეთებული ვჭამეეე )
ისე ეხლა თვალი გადავავლე ვის რა არ გვიყვარს და ფრიად საინტერესო სურათი იხატება. თუ იმას დავუშვებთ რომ შეუძლებელი გვძულდეს ის რაც ჩვენში არ არის მაშინ გამოდის რომ ჩემში დანაშაულის გრძნობა და შიშია sentimennte-ში კი ტყუილი ყინული და სოკო ნუ, მეტს აღარ გავგრძელებ, ვშიშობ არ გამინაწყენდეთ
აი, ეს არ მიყვარს, ეს შეგრძნება როცა სიხარული არაა ჩემში
არ მიყვარს შური-იგი იწვევს სიძულვილს, ტყუილს, მრისხანებას-ყველაფერ იმას რაც ანგრევს.. არ მიყვარს ძალიან..
პრინციპში ყველაფერი ცუდის თავი და თავი შიშია ალბათ. მადლობა შიშს, კარგი მასწავლებელია
ჩორვენ მიყვარხარ ჩორვეეეეეენნნ
არ მიყვარს სიძულვილი!
არ მიყვარს დახუჭვა თვალის და არც გაღება მისი,.. არ მიყვარს თქვენი სიბრმავე, ხედვა...
ე.ე. ჩემი ბოღმა არ მიყვარს და კიიდო სხვა ადამიანზე დამოკიდებულობის "ზებუნებრივი" უნარი!
წაიღოს ვინმემ და რამე კარგი დამართოს ამეებს
ცოდვა არ მიყვარს. მეზიზღება ... მამდაბლებს მაბინძურებს...
კიდევ ხორცის ჭამა არ მიყვარს, ესეც მამდაბლებს და მაბინძურებს...
და ვერ ვიტან ბიუსჰალტერს...
ძალიან კარგი ციტატაა წიგნიდან "ბერი ნიკოლოზი" (ნიკოლოზ მაქარიშვილი):
"...მძულს ტყუილი. შენ, ელისაბედ, არასოდეს არ თქვა ტყუილი". - "მე ზოგჯერ ვამბობ, მამაო". - "ტყუილის თქმა ძალიან ცუდია". - "აბა, თევდორე მღვდელმა ხომ მოატყუა მტრები?" - "თევდორე მღვდელი თვითონ აგებს პასუხს, მე კი - არასოდეს არ ვიტყვი. შენ გგონია, თევდორე მღვდელმა დაუბნელა მათ გონება? თუ ღმერთმა? შენ სიმართლე თქვი და თუ გასაკეთებელი არ არის, ღმერთი მაგის გაკეთების უფლებას არ მისცემს. ასე არ არის? შენ ღმერთს მიენდე და ის თვითონ იზრუნებს. აბა, რომ გითხრან, მტრების ბანაკში შედი, იმრუშე და ინფორმაცია მოიტანეო, ხომ არ წახვალ? რატომ, მრუშობა თუ ცოდვაა, ტყუილი ისეთივე ცოდვა არ არის? ხომ სწორია?" - "კი, მამაო"...
ეს რომ წავიკითხე უფრო ღრმად გავაცნობიერე, რომ ხშირად ვიტყუებით და ამას "სიკეთისთვის ნათქვამ ტყუილად" ვასაღებთ. მინდობა უფრო მნიშვნელოვანია...
როგორც ამორა გუანინში წავიკითხე სულ პატარა ტყუილიც კი საკმარისია ჩვენი სული აბლაბუდით რომ დაიფაროს. ეს რომ მთელი ცხოვრების მაშტაბით განვიხილოთ, ალბათ წარმოდგენაც კი ძნელია რამდენ ფენა აბლაბუდაშია სულები გახვეული და მერე გვიკვირს თუ რატომ არ ვანათებთ, ნუ მაქსიმუმ ვბჟუტავდეთ "ზაწიმნიონნი აბაჟურში":)
საკუთარი პარადოქსულობა არ მიყვარს ნეტავ როდის გავიზრდები...
ar miyvars, mazidebs:
Feminur sasowarkvetashi gadavardnil,
Emansipirebul qalebze....ogond kacs daumtkicos tavis upiratesoba da daje spasobnia da prostatis operacias gaiketebs!!)
mazidebs aseve, shav dzadzebshi mosil nakakebeshnikar-naxishtar mamaoebze!
antisemitizmze molaybe idein kretinebze, da worner brazers "fsiqologebze"
Katolikebze, krishnaidebze, martmdideblebze da martlmatrakeblebze....
P.s.
Gagrzeleba iqneba...
არ მიყვარს როცა მეშლება გეგმები...
priad ubralo კარგად ვხალისობ შენ პოსტებზე
არ მიყვარს სიკდილლის რო ეშინიათ...
არ მიყვარს სექსი რო არის ერთ ერთი უმაღლესი ფასეულობა და ტანტრული სექსი ერთ ერთი ტექნიკა რო გონიათ საკუთარი ენერგიის გასროლის .....
არ მიყვარს საჭმელი რო არის ერთ ერთი უმაღლესი ფასეულობა..... და თუ იკრიბებით ხალხი ესიგი უნდა ჭამოთ ერთად
არ მიყვარს ვეგეტარიანელობის გაფეტიშება და არ მიყვარს გაუცნობიერებლად ხორცის მჭამელები
არ მიყვარს დაყოფა
არ მიყვარს როცა რაღაცა არ უყვართ ისე რო ამ ''არ მიყვარს''-ის დამკვირვებელი დაკარგული აქვთ
არ მიყვარს ნიცშეზე და ფროიდზე საუბარი ვიღაცას სნობობა რო გონია
არ მიყვარს როცა ერთად დაჯდებიან კაფეში ან სადმე და ყველა თავის მობილურში რო იქექება
არ მიყვარს ფრაზა .... ეს ოდითგანვე ესე მოდის ... და ამას რაიმე ფასეულობა რო გააჩნია
არ მიყვარს რელიგიები და რელიგიური ტიპები რომლებსაც სულითხორცამდე ჯერათ რო ერთადერთები და ჭეშმარიტები არიან
არ მიყვარს საქართველო რო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და სიერა- ლეონე არა
არ მიყვარს ფრაზა.. კარგი რა 21 საუკუნეა....
არ მიყვარს ფსიქოლოგები ადამიანის გარტყმაშიც რო არ არიან
არ მიყვარს კონიუკტურას აყოლილი მეცნიერები და მათი მიმდევრები
არ მიყვარს სხეულზე გადამკვდარი ხალხი
არ მიყვარს ათეისტები რომლებიც მხოლოდ იმიტომ არიან ათეისტები რომ მათი აზრიტ ბიბლიაში სისულელეებს პოულობენ
და საკუთარი სულიერი ძიება ეზარებათ
არ მიყვარს რო იციან რო ეგო არიან და ამით კიდე უფრო ტონკი ეგოები რო ხდებიან
არ მიყვარს შინაგანად სერიოზული ხალხი
არ მიყვარს ფრაზა...ხალხი ბრძენია და ამდაგვარი სისულელეები
არ მიყვარს იმისთვის რო იბადებიან რომ შვილი გააჩინონ
არ მიყვარს როცა არ ჯერათ დედამიწის გარდა სხვაგან სიცოცხლის
არ მიყვარს forum.ge ის პარამეცნიერებების რელიგიის და ფილოსოფიის განყოფილება
არ მიყვარს ტელევიზორი
არ მიყვარს განრიგით ცხოვრება
არ მიყვარს 8 საათიანი სამუშაო დღე
არ მიყვარს ძალით სიცილი
არ მიყვარს სიტყვა საზოგადოება
არ მიყვარს გოგოები რომლებიც ერთმანეთს გვანან
არ მიყვარს ქუჩაში რომ იფურთხებიან
არ მიყვარს ''სემიჩკა''
არ მიყვარს ჩანასახშივე ცოდვილებად რო თვლიან თავს და მონანიების და ზიარების მერე განწმენდილად რო გრძნობენ თავს
არ მიყვარს ასკეტიზმი მაზოხიზმში რომ გადასდით
არ მიყვარს მონანიება არასწორად რომ არის თარგმნილი
არ მიყვარს ბიო რობოტების მიერ დაწერილი მხატრული ლიტერატურა რომ რაღაც დიდ ფასეულობად მიაჩნიათ რომელიც აუცილებლად უმდა წაიკითხო
არ მიყვარს თეატრი თუ არ გიყვარს ცუდი ტონი რომაა და ცუდი ტონი ეს ფრაზა საერთოდ არ მიყვარს
არ მიყვარს სატანა ღმერთის მარჯვენა ხელად რომა არ მიაჩნიად
არ მიყვარს პოლიტიკა და პლოიტიკიოსები განსაკუთრებით ახალგაზრდა კოსტუმიანი ფორთოხლები
არ მიყვარს ისტორიაში რომ ასწავლიან რომელი მეფე როდის დაიბადა და ეს წლები რომ უნდა დაიზეპირო
არ მიყვარს ფილოსოფოსები დაახლოებით ზევით რაც დავწერე იმ ფსიქოლოგებს მაგონებენ
არ მიყვარს ეს მომხმარებელთა ცივილიზაცია და მათ შორის ჩემი თავიც
არ მიყვარს ნებისმიერ რაღაცაში სირთულე რომ თავისთავად ფასეული გონიათ
არ მიყვარს როდესაც იძახიან რომ ისე დაიბადნენ რომ არავინ შეეკითხა თითქოს ვინმე მათ გარდა არსებობს რომ შეეკითხოს
არ მიყვარს არაფრის კეთება უსაქმურობა რომ გონიათ და საქმე თავისთავად ფასეულად რომ მიაჩნიად
არ მიყვარს მოხუცებზე და ბავშვებზე კაიფი
არ მიყვარს ვინმეს ჩემზე მაღალი მოლოდინები რომ გააჩნია
არ მიყვარს პასუხისმგებლობის აღების რომ მეშინია
არ მიყვარს ვინეს აზრი სადღაც სიღრმეში მაინც რომ მაინტერესებს ჩემზე
ყველაზე ძალიან არ მიყვარს არ ყველაფერზე თუ დამკვირვებელს ვკარგავ
ყველაზე ძალიან მიყვარს ამ ყველაფერზე დაკვირვება.
.
არ მიყვარს ღმერთის არსებობა საკუთარ რწმენა- არ რწმენაზე დამოკიდებული რომ ჰგონიათ...
არ მიყვარს ღმერთი ყოვლისმომეცველი "რაზუმი", "სიყვარული", "ველიკაია პუსტატა" და მსგავსი სისულელეები რომ ჰგონიათ და არა პიროვნება.
არ მიყვარს ფანატიკოსის იარლიკს რომ მაკერებენ...
არ მიყვარს როცა ფიქრობენ, თითქოს ცუდია ეს ყველაფერი რომ არ მიყვარს...
არ მიყვარს, რომ ჩემი ცრუ ეგო ყველაფრით იკვებება, გინდ კარგი გავაკეთო, გინდ სისულელე...
არ მიყვარს, რომ ღმერთი არ მიყვარს...
საინტერესოა, მაგრამ ვფიქრობ, ჭეშმარიტება სიყვარულშია და არა არ სიყვარულში. ანუ ყველა და ყველაფერი უნდა შევიყვაროთ ჩვენი ჩათვლით, მაშინაც კი როდესაც ჩვენ (ან სხვას) ყველა და ყველაფერი არ გვიყვარს (უყვარს) ჩვენი (საკუთარი თავის) ჩათვლით.
Existence
ძალიან საინტერესოა, ერთი შეხედვით მძიმე დღე უნდა გქონოდა... მაგრამ ამდენ არ მიყვარს-ში,გაღიზიანების მაგივრად მაინც მიყვარს ვხედავ თითქოს, თუმცა გასაგებია "არ გიყვარს" როცა ანალიზს გიკეთებენ!
Existence
იგრძენი თავი ბედნიერად იმით რაც გიყვარს, ვფიქრობ ასევე უზარმაზარი სია იქნება (საინტერესო იქნება ჩამოწერო შესაბამის თემაში), შეეცადე ზემოთ ჩამონათვალზე არ იფიქრო, რომ უფრო მეტი არ მოიზიდო. შეეცადე მეორე თემაში იაქტიურო.
თუ მძიმე დღე გქონდა, მიიღე ამ ფორუმის კარგი ენერგია და გისურვებ სიყვარულს
ირმა ......
Existence
დაველოდები შენს პოსტს ამ თემაში: http://www.esoteric.ge/forum/index.php?showtopic=246 როცა გეცლება რათქმაუნდა
Existence
არ მიყვარს როდესაც ასე მოდური პოზიცია უკავიათ
სასტიკად არ მიყვარს როცა საუბრისას ვინმე ძალიან ახლოს დგას ჩემთან, საკუთარი ჩემი შვილი იყოს.
Existence
ზოგადად მე არ მიყვარს როცა ჩემს პირად სივრცეს დაუკითხავად არღვევენ..ამერიკელები ძაან უფრთხილდებიან და აფასებენ თავის და სხვა ადამიანის ამ "personal space"-ის კონცეპტს. მომწონს ასეთი დამოკიდებულება. საქართველოში ამას ფეხებზე იკიდებენ და პატივს არ სცემენ ))
ჩემთვის ბევრი რამე მოიაზრება ამ პირადი სივრცის დარღვევის ქვეშ-როგორც ოჯახის წევრის მიერ შენს ოთახში დაუკაკუნებლად შემოჭრა, ასევე უტაქტო შეკითხვებით გაბეზრება, როცა ადამიანი გარკვევით აგრძნობინებს რომ არ სიამოვნებს ამაზე საუბარი...
აი ეს -------> http://www.youtube.com/watch?v=uGI2dBdpy74
არადა თუ ნაღდი ქართველი ვარ უნდა მომწონდეს ......
არ მიყვარს:
საზღვრები
ადამიანების ეთნიკური ნიშნით განსხვავება
იდუმალებით მოცული ჩაკეტილი ადამიანები გაურკვეველი ("არალოგიკური") ზრახვებით.
მსახიობები
პოლიტიკოსები
მღვდლები
ქართული მენტალობა (წარსულშიც, დღესაც და მომავალშიც)
ფანატიზმი
მოუწესრიგებელი ყველაფერზე წამსვლელი ადამიანები
პესიმისტები
როკი & ძველებური მუსიკები 60-70-80-90 ყველა ის რომელსაც ჟღერადობაში ეტყობა რომ ძველია.
უქმად ყოფნა
ზამთარი, სიცივე
ხორცი
ზეთისხილი
გველი
progress
არ მიყვარს დროის გადადება, და უაზრო გეგმებზე რომლების მომავალზე გაზრი არ ააქვს.
არც პირობა მიყვარს რომ ვინმემ დამპირდეთ და არც მე რომ დავპირდე მათ. ჩემი სიტყვა უკან არ იხევს - თუ ვთქვი ეს უნდა გავაკეთო ვიბრძოლებ სანამ არ გამომივა.
სანამ გავაკეთებდე, ჯერ შედეგს გამოვნახავ და მერე გავაკეთებს.
progress
არ მიყვარს ხელოვნური მკვდარი ყვავილები, ხელოვნური ბრჭყვიალა ქვები, ბიჟუტერია.......
არ მიყვარს როცა სხვის შრომას არ აფასებენ.
არ მიყვარს შეუგნებელი ხალხი.
არ მიყვარს ჩხუბი, ხმაური, უაზრო კამათი.
ჩემში სიზარმაცე არ მიყვარს.
დილას სამსახურში დაგვიანება არ მიყვარს (მაგრამ მინიმუმ 100 დან 95 შემთვევაში ვაგვიანებ)
არ მიყვარს ტყუილი.
არ მიყვარს ქორწილები.
არ მიყვარს სუფრები სადაც ყველას ერთმანეთი უყვართ მაგრამ რეალობა სულ სხვაა
არ მიყვარს მთვრალი ხალხი, იმ დონემდე რო სვანემ ვის აგინებენ ვერ ხვდებიან და ქუჩაშივე იძინებენ
არ მიყვარს ხეებს რო ჭრიან, უმიზეზოდ რო ანადგურებენ ბუნებას
ეს ნაწილია, დანარჩენი მერე
ყველას გათანხმებით ყველაფერში მაგრამ ყველაზე ძალიან არ მიყვარს როცა სხვას კანიკითხავენ, განმკიტხველი კი ძაან მეცოდება რადგან მეტის დანახვა და ფიქრი არ შეუძლია, ის ხალხიც მეცოდება ვინც ვერ გრძნობს იმ ყველაფერს რაც თქვენს მიერ დაიწერა ზევით!
არმიყვარს არვინ საერთოდ!!! ყველაფერი ფალსი როგორ შეიძლება იყოს :@? ყვეა როგორ უნდა იტყუებოდეს და გატყუებდეს, თვალებში გიყრებდეს, იფიცებდეს და რეალურად სულ სხვაზე ფიქრობდეს! დავიღალე ამდენი ბოღმით, ღალატით, რაც არ უნდა კეთილი იყო ადამიანი, იმდენი ბოღმაა მაინც გაგაბოროტებს, ბოღმაში იხრჩობა მთელი ქვეყანა და არამარტო ქვეყანა, ყველას ყველასი შურს! 1000 დან 1-2-ს თუ შეულია ნაღდი სიყვარული ყველა გაგებით........
Kate საუბრობდა მე-4 სიმკვრივეზე, მეოთხე კი არა მეორეშია ხალხის 99% დასაბრუნებელი თუ მეტი არა!
სითბოს და სიყვარულს იფიცება ხალხსი და პატარა გაუგებრობის შემთხვევაში ეგრევე გაგცვლიან და დაგიკიდებენ, ვერ გაგიგებენ, გაგწირავენ ისე რო უკან არ მოიხედებიან,
ფხიზელი არ ვარ და ამაგტიო ვწერ, და მაგიტო არ ვარ ფხიზელი რო ამდენი ბოღმაა ხალხში და ... მოკლედ გამგები გაიგებს,
ძმა ძმისთვის კი არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის! უმრავლესობა ესე მოქმედებს!
Joy ZAZA
ეს შენი პოსტი რამხელა სიბრაზეს გამოხატავს
[მათე 6]
22. სხეულის სანათი თვალია; ჰო და, თუ შენი თვალი სუფთაა, მთელი შენი სხეულიც ნათელი იქნება.
23. ხოლო თუ შენი თვალი ბოროტია, მთელი შენი სხეული ბნელი იქნება.
შეხედე სუფთა თვალით, ნუ შეუშვებ შენში ნაგავს, რომ არ მოგიწამლოს სიცოცხლე. როცა ყველაფერში დაიწყებ დადებითის მოძებნას დამიჯერე ძალიან დიდი სიხარულით გაივსები. არის ერთი იგავი ქრისტეზე, როცა ის მის მოწაფეებთან ერთად მიდიოდა და მათ მკვდარი ძაღლი ნახეს. სუნი იდგა და ყველა მოწაფემ ზიზღით შეხედა, მაშინ ქრისტემ უთხრათ: შეხედეთ რა ლამაზი კბილები აქვსო. ნუ დაიბინძურებთო სულს, ეცადეთ სუფთა თვალით შეხედო ქვეყანას.
ამ თემაში ცოტად თუ ბევრად ყველა რაღაცას ვწერთ ან დაგვიწერია. სამწუხაროდ ამ თემამ უფრო მეტი ინტერესი გამოიწვია, ვიდრე თემამ,–რა ან ვინ გვიყვარს...მეც ბევრ არმიყვარს ვებრძვი ჯერაც.
ეს არმიყვარს ჯობია ამოვიღოთ ჩვენი სულიდან.
ძნელია ალბათ ბევრ შემთხვევაში არმიყვარს სიყვარულით შეცვლა, მაგრამ პირველ ეტაპზე თუნდაც ყურადღება რომ არ მიაქციო, ეს ერთგვარი წინგადადგიული ნაბიჯია. არ მიიღოთ, თითქოს ვინმეს რამეს ვასწავლი, მეც ამის გამოსწორებას ვცდილობ ჩემში. ისე ნაწილობრივ მაინც მივაღწიე და თავს ძალიან კარგად ვგრძნობ ამის გამო და ეს მავსებს ხშირად რაღაცნაირი მთლიანი სიყვარულით
და ეს მდგომარეობა ჩემში ბევრ შემთხვევაში, ჩემს ფიზიკურ მდგომარეობაზეც მოქმედებს კარგად ;
ყველა არსება თუ რამეა დედამიწაზე - სილამაზეა ჩემთვის
არ მიყვარს რომ, მეუბნებიან, მოაშორეთ ის ბინძური არსებაა.
ყველა არსება ბიოლოგიურად ჩვენი მიწიერია მაგრამ საზღვარი აქვს.
ბავშვობაში ყველაფერი მიყვარდა და ეხლას მიყვარს.
არ მიყვარს ძალადობა.
ჰეი ჰეი ჰეი/ ალოოო არის აქ ვინმე ))) როგრ მომენატრეტ /// )
არ მიყვარს როცა საკუთარ თავში უზომოდ ვპატარავდები და რაც მოლოდინი მაქვს თავისგან იმას ვერ ვიღებ. დიდი სტრესია და ყველაზე მეტად არ მიყვარს ამ ცხოვრებაში.
ჟამთამხწერელი ........არ მიყვარდა ბავშობიდან......... წარსულის რუსთავი 2 ...იყო ეგ კაცი
მემატიანეც
Existence
ქრონიკა და ქრონიკები არა?
არ მიყვარს ყოველი თვის 25 26 27 28 29 და ჰა... ჰა ...30 ათიც..........
............. ამ დროს ფინანსური голодомор- ია როგორც წესი ..........................
........ .........
შაქრიანი ჩაი და ყავა..
td.........
ირმა
შენ პირს შაქარი, ნეტა მალე მოვიდე შენთან სტუმრად..
არ მიყვარს გოგოები გათხოვებამდე რო აინტერესებთ ეზოთერიკა .......
Existence
არ მიყვარს , როდესაც არ მიყვარს..
Existence
მერე რა დაასკვენი?
ეხლა მივდვი რომ ვაოფებთ. ბოდიში მოდერატორთან
და ოფფი რომ არ იყოს, ვიტყვი რა არ მიყვარს - ვანილის ნაყინი
რაში გაინტერესებს ერთი მარა ჰა კაი იყოს შაფათია მაინც და ..........
ერთი ვერსიაა რო ფაფუკი და საყვარელი გოგოს მიღმა რახან დამკვირვებელი არ არის მაინც ბიო რობოტია რომელიც მექანიკურად იქმნის სხვებზე წარმოდგენებს და შესაბამისად სხვის თავისუფლებას არ იყოს ისეთი როგორიც მან აზრი ჩამოიყალუიბა ...... შანს არ უტოვებს .......
კიდე ვერსიაა რო ის ვერსია რომელსაც გონია რო ფაფუკი და საყვარელი გოგოა ცდება მაგრამ იმაშიც ცდება ის ვერსია რო დამკვირვებელი არ არის და ბიო რობოტია რომელიც სხვას მისი წარმოდგენების ციხეში სვავს .........
ვგრძნობ რო კიდე არის ვერსია მარა იმას სიტყვებში ვერ ვაყალიბებ..........
Existence
ვერაფერი ვერ გავიგე.
ეს ბიო რობოტობა კიდევ არ მომწონს. შენ თუ საკუთარ თავს და სხვებსაც ისე უყურებ როგორც ბიო რობოტებს, ცუდია ეგ
მარტო დამკვირვებლობაც ცუდია. თუ გამოცდილების დასაგროვებლად ვართ აქ, უნდა ვგრძნობდეთ
მე არ მიყვარს ბანძ ნაყიმებს რომ აქვთ ვაfლი გარშემო .......
old_man
earth
მოკლედ, "არ მიყვარს" თემა სიყვარულით გაათბე გადავცემ ვისაც ვნახავ :*
მზეონა
რომენატიკოსი ბიო რობოტები არ მიყვარს .........ლამაზად შეფუთული ლუზერები არიან და მეტი არაფერი.........
თავს რო აფიქსირებენ არ მიყვარს..... აგრესიული ვაჟებიდან დაწყებული ტუჩებ გამობურცული გოგოებით ფდამთვავრებული.......
მე არ მიყვარს ღალატი და გაუტანლობა. ადამიანურ ღალატზე ვამბობ, მხოლოდ ოჯახურზე არა!
კიდევ ჭორაობა არ მიყვარს. ზოგი ვერ ასხვავებს ჭორაობას ამბის მოყოლისგან. მე თუ მოვყვები, მხოლოდ იმ ამბავს, რაც თავად გადამხდენია.
ჭორაობა კი არის, როცა სხვების შესახებ ჰყვები და თანაც დამახინჯებულად. აი, ამას ვერ ვიტან!
სუფრაზე-თუ შინაური ჭაჭის არაყი არ ჩანს - სუფრა არ მომწონს. ღვინო და მაღაზიის ალკოჰოლს ვერ ვსვავ.
დალევა მიყვარს და დათრობა კი არა .
პივას და ჭაჭის არაყს დავლევ თუ მუსიკა ჩართულია.
პახმელიაზე თუ ვიქნები - არც ჭაჭის არაყი და არც მუსიკა მინდა-
ცუდად ვხვდები თუ ღვინო დამილევია.
თუ დავთვერი - თარჯიმანი დაგჭირდებათ-რადგან ქართულის მაგივრად - ინგლისურ ენაზე ვაზროვნებ.
ვერიდები - ჭორაობას და გრძელ ამბის მოლაყბეებს. რადგან მოლაყბეების ყბები იტყუებიან.
სიცივე
ოფტოპიკები გადატანილ იქნა თავისუფალ თემაში ( მომავალში უბრალოდ წაიშლება! )
ფორუმის ადმინისტრაცია
ზამთრისგან მიტაცებული შემოდგომის დღეები
ეხლა როგორც ვარ არ მიყვარს.......
ტაქსისტები თბილისის გარტყმაში რო არ არიან ის........
წავედის და მოვალი არ მიყვარს
უფრო სწორედ
წავედი და მოვალ
კიდე იდიოტი რო არ ვარ არ მიყვარს..........
უეჭველი , აუცილებლად , თავისთავად , და უსიტყვოდ რო თავისთავადაა კიდე < ------------ ვერ ვიტან
ეს დამპალი ცხოვრება მიყვარს
ძალიან კარგი და ძალიან ცუდი რომ ხდება, ათასო პრობელამ რო გაყრია.. და შენ გამსოავლს პოულობ. და ცხუბობ დაყვირი და მაინც საბოლოოდ რაღაცას იღებხოლმე. მაგრამ ხშირად ვერ.. დღეს არ ვიცი რას ვზიამ.. დავიღალე სიყვარულით და ყველაფერთან ენთუზიაზმით შეხვედრით.
დღევანდელი დღეც.
Existence
უსაქმურები და სუსტები
არ მიყვარს დღეები, როცა ყველაფერს ვაფუჭებ
ასეთი მშვიდი წელი არ მახსოვს, და ეს ბოლო ორი დღეა დამაწყვიტა ნერვები
ვერ ვიტან საჭლის კეთებას, რომელშიც რომელი ცხოვრელის სხეულია საჭირო.. გული მიღონდება რო წარმოვიდგენ სუნთქავდა. და ამდენს სისხლს ბარემ ტევზის დამაჭრევინონ
დანარჩენი მიყვარს ყველაფერი, ყველა განზომილება და ყველა ადამიანი ვიცნ გარშემოა. განსაკუთრებით ისინი ვინც განახლებადები არიან და მოულოდნელად მაკვირვებენ მიყვარს სტუმრები რომ მოაქვთ კამფეტები პარკებით და დაგროვდა მთა, ბავშობაში რო ოცნებობდი იმედი გავქვს უკვე, კამეტების, შოკოალდების და ნამცვრების მთებია და საერთოდ, ჩემი თავიც ძალიან მიყვარს, ასეთი ყოცაღიდა კარგი რო ვარ
არრ ვიცი ?
sociopath
მე გიყვარვარ
მიყვარს მოყვასი ჩემი და არ მძულს ჩემი მტერი
იყვარს სიჩუმე , მარტოობა და როდესაც არსად არ მეჩქარება..
მე მიყვარს ტვინი რო არ მჭამს....... და სულ ცოტათი მაინც თუ მოვწონვარ მიყვარს.......
დილა მიყვარს, უთენია
სახელი-დილა
გვარი -უთენია
გაჭვირვალე ჰაერი ,იყვარს, ფიჭვები სუნი მიყვარს, მთები, სიმაღლე, სივრცე მიყვარს და კლდის კიდეზე დგომა, ერთი არასწორი ჩასუნთქვა და ძირს რომ შეიძლება აღმოჩნდე აი ეგ გრძნობა მიყვარს
წვიმა მიყვარს არაადამიანურად და მასთან დაკავშირებული სუნები (ოღონდ ტრანსპორტში რომ არისხოლმე ის არა )
ქარი მიყვარს- სულ მგონია, რომ მე მელაპარაკება
მანდარინი, ფპრთხოხალი და კივი მიყვარს
კიდე ისე ძალიან რომ მიყვარს, და ჯერ რომ გიკვირს რით დავიმსახურე ასეთიო და მერე ღმერთს რომ უხდი მადლობას რომ ის ადამიანი არსებობს )
მანქანით სეირნობა მიყვარს საოცრად, ზოგჯერ მგონია, რომ მაგისთვის დავიბადე
კიდევ თოვლის სუნი, სიმშვიდე, სისუფთავე და განწყობა მიყვარს, ნაბიჯების ხმა მიყვარს მაგ დროს და სხვა და სხვა განათებაზე სხვა და სხვა ნაირად მბრწყინავი ფიფქები.
განსაკუთრებით მიყვარს მაგ დრს ის, რაც კლავს.. რაღაცნაირად ანათებს და ნაფაზის ხმა რომ გესმის და გათბობს საწაულად
ცეცხლი მიყვარს, ნაკვერჩხლები მიყვარს
დანარჩენი მერე
უი, კიდე ის მიყვარს, თვალებდახუჭული როცა ვარ და წვეთების და ზოლების ფორმებს რომ ვგრძნობ, თუ მეთვითონ ვხდები
(მეტი მიახლოვებულად ვერ აღვწერ)
და ჩემი ოქროსფერი წერტილები რომ აფორიაქდებიან ხოლმე და ფოკუსს არ ვასწორებ, რომ არ გაქრენ ეგაც
უი დედა
ჩემს ზემოთ 2 პოსტი წავიკითხე და ცოდვაში ჩავვარდი
Aშემშლია თემა
არ მიყვარს როცა ვერ ვაგებინებ ადამიანს უსიტყვოდ, რომ ვერ ვაგებინებ სიტყვით და მერე რომ ცოტა მებრაზება უკვე
არ მიყვერს როცა ვერ მიგებენ და როცა დილას ღიმილით ვიწყებ და მიშხამებენ. და რთული აღმოჩნდებახოლმე..
ანა
შეეცადე არავის ჩააშხამებინო შენი დღე. შენი თავი დააყენე რაღაც „ჩაშხამებებზე“ მაღლა და განგრძე ღიმილით.
earth
მადლობ :* ელტონ ჯონის სიმღერები მეხმარება ძალიან. ახლაც ვუსმენ და მთელი დღე ჩემთან იქნებიან
არ მიყვარს ის სტილი რომლითაც ბოლო წლებია ვცხოვრობ... ვერ ვიტან!
ანა
მოდი ჩემთან ლამაზოო
ჩემო კაკლის მურაბაა
earth
td.........
ამას ჩემი აზრით დაღლა ჰქვია.
დროს ვეძებთ ყველა და დრო არ გვრჩება, მალე გარბიან დღეები.
არ მიყვარს როცა მეუბნებიან ვერ გააკეთებ, არ შეგიძლია. და ა.შ.. მზღუდავენ
td.........
ადამიანები ბოროტებიც არიან, შურიანებიც და მიზეზთა და მიზეზთა გამო დამახინჯებულები და სუსტები. აი ორკებისავით ))) ელფები იყვნენ, ვერ გაუძლეს და დამახინჯდნენ.
თუმცა მთავარია სიტყვას ძალა არ მიანიჭო.
ანა
და კიდევ ყველა სიყვარულით მიიღო და გახსოვდეს რომ ის ერთ დროს ელფი იყო..
არ მიყვარს რომ არ ვიცი რა ვაკეთო და რომ მგონია სხვებს ვაცდენ, განაკუთრებით რომ მგონია სხვებს ვაცდენ.. წავიდე სუფრა გავშალო,რამე საჭმელი გავაკეთო მაინც
არ მიყვარს თურქეთი & ირანი, როცა ადამიანები ვერ მიგებენ, სიგარეტის მოწევა, სიცივე და ზამთრი, ...
არ მიყვარს დამოკიდებული რომ ვხდები და ლოდინში ან ოცნებაში ვკარგავ დროს..
არ მიყვარს ადამიანები რომელთაც წიგნების და ფილმების ყურებით აქვთ ცხოვრება შეცვლილი,წერით აზროვნებენ და მხოლოდ თავის თავი უყვართ
ეგოისტები არ მიყვარს რომლებიც ადამიანებს განასხვავებენ და კარგ და ცუდ ჯგუფებად ყოფენ
ისინი არიან თვითდაჯერებული და ზემდგომი ადმიანები რომელთაც მხოლოდ ერთი რამ უტრიალებთ თავში
სხვაზე მეტი არიან
სხვაზე მეტი წაუკითხავთ
სხვაზე მეტი იციან
სხვაზე მშვიდები არიან
სხვაზე უკეთესები არიან და ამას უბრალოდ არ იმჩნევენ,თუმცა მათი ყოველი სიტყვა მიხვრა-მოხვრა და გამოხედვა მხოლოდ ერთზე მეტყველებს
როგორ ეცოდებათ დანარჩენები.
ასეთებს მზად ვარ დავანახო მთელი თავისი სიმართლე,შეიძლება ეტკინოთ და ეწყინოთ,არა კი არ ეტკინებათ(მათ სად იციან ტკივილი)უბრალოდ დაიკიდებენ
არა ასეთი ადამიანების საშველი არაა ამ პლანეტაზე,ეს ის პლანეტაა სადაც ამას კარგად გამოავლენენ
შემდეგ კი ასეთი ადამიანები წავლენ ისეთ პლანეტაზე სადაც იძულებით ასწავლიან სიმდაბლეს.
მერე კი დაბრუნდებიან მადლიერები,ამდენად არ მაქვს მე მათი სიძულვილის საფუძველი
გამოდის რომ ისინი მე მიყვარს
დიახ
მე ისინი არ მძულს
არ შემიძლია მათი სიძულვილი
ისინი მაინც გაივლიან იმ გზას რომელიც უნდა გაიარონ
არ მიყვარს როცა ჩემში, ბოღმა და უკმაყოფილება გროვდება. და ვერ ვუმკლავდები..
არ მიყვარს რომ დამოკიდებული ვარ სხვა ადამიანზე ემოციურად და გონებრივად.
არ მიყვარს ცუდი საჭმელი ეხლა ეს გამახსენდა იმიტო რო მმშია
უტრაკო შიბზიკები სულ რო დაყენებული გაბრაზებული მზერა აქვთ - წადით ქალებში
Ar miyvars roca zalian magviandeba da mechqareba da titqmis cariel trasaze marshutka migogavs ) ai es ar miyvars kidev, am dromde rom mgvizavs da dilit dashterebuli vdgebi ..hoda wavedi axla da kidev manis papa ar miyvars kaliebic ar miyvarda mara axla gadamiara, yovelshemtxvevashi ise agar meshinia ))
არ მიყვარს ნებისმიერი სახის ჩაგვრა
არ მიყვარს წიგნებს და ცხოველებს ცუდად რომ ექცევიან (კიდე შეიძლება დამატება)
არ მიყვარს ზემოდან რომ მიყურებენ (არაპირდაპირირი გაგებთ, თორემ ჩემი სიმაღლის გამო ახლა ნევროზი უნდა მქონდეს )
არ მიყვარს ჩემს ცხოვრებას უხეშად რომ ეხებიან
არ მიყვარს დედაჩემი მუსიკის ხმამაღლა მოსმენას რომ მიშლის
არ მიყვარს დამოუკიდებლობას რომ მიზღუდავენ
არ მიყვარს შენიშვნები და უადგილო რჩევები
არ მიყვარს რაღაც რომ არ გამომსის ისე როგორც მე მინდა
არ მიყვარს ასეთი ეგოისტი რომ ვარ (თუმცა ეს არ გულისხმობს იმას რომ სხვებზე არ ვზრუნავ)
კიდევ ბევრი რამ არ მიყვარს და წერა მეზარება!
არ მიყვარს ირონი, ცინიზმი,გული მერევა პადოფილებზე,ნეკროფილებზე,ვერ
ვიტან რასისტებს,მეზიზღებიან სკინჰედები
სიამაყე
ar miyvars bevri laparaki, mdzuls somxebi (mezizgeba es vireshmakebis modgma!) magizianebs sibnele,humanizmi, mimtevebloba. yvelaze metad mainc aes vitomkactmoyvareoba da pacifizmi ar miyvars!
imitom, rom siyalbea!!!
არ მიყვარს ეს სამყარო ისეთი, როგორიც სინამდვილეშია, ამიტომ მირჩევნია ისევ წარმოსახვითი წარმოდგენა მქონდეს მასზე; არ მიყვარს, როცა ადგილს ვერ ვპოულობამ სამყაროში; არ მიყვარს, როცა ადამიანში დაბლოკილია სხვა სამყაროების დანახვის შესაძლებლობა; არ მიყვარს, როცა ამის ნაცვლად, ადამიანები შეუღწევადი ზომბები ხდებიან. არ მიყვარს, როცა ადამიანში სულიერს ვერაფერს ვხედავ. არ მიყვარს ჩიხი და გასასვლელის მოჩვენებითი არარსებობა, არ მიყვარს, როცა მიკრძალავენ რაიმეს; არ მიყვარს, როცა მაქვს ისეთი შეგრძნება, რომ ძალიან ბევრის გაკეთება შემიძლია... იმაზე მეტის, რასაც ვაკეთებ და თან ბოლომდეც ვერ ვაცნობიერებ, რამდენად ბევრის გაკეთება შემიძლია. არ მიყვარს, როცა ჰაერი არ მყოფის და ეს სამყაროც არ მყოფნის, რადგან სრული ვაკუუმია ჩემ გარშემო ამ დროს. ცუდი შეგრძნებაა. არ მიყვარს, როცა მეჩვენება, რომ ცა დაპატარავდა, აღარ არის ისეთი უკიდეგანო, როგორიც ადრე იყო ჩემთვის. არ მიყვარს, ყველაზე მეტად ის არ მიყვარს, რომ ძნელია ბოლომდე ჩემი აღქმა, მთლიანობაში რა თქმა უნდა შეუძლებელია ადამიანის სრული აღქმა, მაგრამ მაინც... არ მიყვარს, როცა კონკრეტულ დრო და კონკრეტულ ადგილას ყოფნისას თავი მავიწყდება და გაქრობას ვიწყებ...
კარგი და ცუდი ყველგან არის. სომხებზე რა გითხრა რას აფხაზეთში ქართველებს თავები მოაჭრეს და ბეხბურთი ითამაშეთ. ყველა სომეხი ცუდი ვერ იქნება მაგრამ თითოულებშია ცუდი.
zeg. erevanis universitetshi chatardeba simpoziumi saxelwodebit:
somexi gachnda pirvelad tu maimuni?!
არ მიყვარს დიეტაზე საუბარი.
არ მიყვარს ხელფასზე საუბარი.
არ მიყვარს მეშჩანები.
არ მიყვარს კოხტაპრუწა ადამიანები.
არ მიყვარს კატები.
არ მიყვარს იდიოტური კითხვებით რომ მაბრუებან.
ბავშვობაში არ მიყვარდა რომ მეკითხებოდნენ დედა უფრო მეტად გყვასრს თუ მამა?
არ მიყვარს მთავრობა
არ მიყვარს ხელფასისდღის ბოლო დღეები
არ მიყვარს შაქრიანი ჩაი
არ მიყვარს ცუდი ხარისხის მუსიკა ( აქ ვგულისხმობ ცუდ ჩანაწერს , პრინციპში ორივეაზროვნად არმიყვარს ცუდი მუსიკა)
არ მიყვარს მოწესრიგებული ცხოვრება
არ მიყვარს რელიგაზე საუბარი და ზედმეტად რელიგიური ხალხი
არ მიყვარს დამჯდარი ტელეფონი
არ მიყვარს ბებიასთან ნაჭამი მისვლა ( იცით ალბათ რას ვგულისხმობ )
ე.ი. გიყვარს ბებიას საჭმელი
არ მიყვარს დაღლილი რო ვარ და დაწოლაც კი რო მეზარება.....
არ მიყვარს ჩემი ცხოვრების ბოლო 35 წელიწადი..
aes tkivili mezareba ra! tan ra amindia?! gavardebodi egreve!
ისე მე არ მიყვარს ეს დღეები, არვიცი რატომ, უფრო უარყოფითი განწყობა მოაქვს რატომღაც. აღდგომიდან რაც მიყვარს ეს არის წითელი კვერცხი(მხოლოდ ბუნებრივი საღებავით!!!) და პასქა. არ მიყვარს გაუთავებელი სროლები, რომ იწყებენ ზოგი ზეიმის მიზნით, არ მიყვარს ხორცის უზარმაზარი რაოდენობის შეწვა რომ ხდება.
ასევე მიყვარს წმინდა ცეცხლის მიღების პროცესი, როცა ერთი სანთლით მთელი შეგროვილი ხალხი ანთებს სანთლებს
საკუთარუი მამა როგორ უნდა ეზიზღებოდეს ადამიანს.
აი დღესაც ვუყვირე და ვეცხუბე.. იმდენი წლის წყენები მაქვს ჩარჩენილი, აი იმდენი, ოცჯერ მინდოდა თავის მოკვლა ალბათ რომ მიყვიროდა და ტუალეტში ვიკეტებოდი
ჭადრაკის გაგონება არა მინდა და ისე მძაფრად მაქვს ეხლა ეს ყველაფერი. თითქოს აქ და ახლა ისევ ის პატარა გოგო ვარ და რა ვქნა არ ვიცი,
ანუ ვიცი მაგრამ მაინც ცუდად ვარ.. და გამართლებითაც დავიღალე. კაცების უმეტესობა უბრალოდ ყ^&ლეა, მითუმეტეს საქართველოშ, და აღარც ეს ძიება შემიძლია აკრგის.
თუ არ გამსოწორებ და იგივე ნაგვად რჩება ვიცი რო ასე ფიქრი არ შეიძლება, მაგრამ ძალიან მიჭირს.. აი ძალიან და რა ვქნა...
იზი მიყვარს, სენტიმენტე.
იმიტომ რომ ყოველთვის მკითხულობს და ვახსოვარ.. როცა ცუდად ვარ და ბრძოლა მაქვს ფიქრებში აი თვითონაც ვერ ხვდება ისე გამოჩდებახოლმე, და მახსენებს იმ ყველაფერს კარგს რაც თავისი გამოჩენითდა მეგობრობით მასწავლა.. ეხლაც ზუსტად მოწმერა, სულ ასეთ მირეკავს და ემხიანება და მიყვარს ამისთვის
http://25.media.tumblr.com/8609797ffd7abcc5a9727a5fb963bfad/tumblr_mm53lwloV91s2kbyro1_500.gif
ამას შევხედე დაგული მომიკვდა, მამაჩემს არასოდეს გადაუსვამს თავზე ხელი და არ ვუჭყუმპალებივარ მითუმეტეს ხო და ამიტომ შემიყვარდა ირაკლი, მიხვდი რატოაც..
წავედი, ისე დავითღგუნე ეხლა ტირლი მინდა, რატო Mჭირს სუ ასე ცვლიბებეი ვაჰ
Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)