Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ ეზოთერული განყოფილება _ negative thoughts

Posted by: Athanasia Sep 22 2015, 09:32 PM

დიდი ხანია რაც მაწუხებს ჩემი ფიქრების negative power-ი,ძალაუნებურად მეფიქრება ხოლმე ისეთ რამეებზე,რაც არ მსიამოვნებს,და რაც ყველაზე უარესია ამ ფიქრებს თითქოს გააჩნია ძალა,მაგალითად შეიძლება უცებ გავიფიქრო რომ ნაცნობი ან ნათესავი მოკვდება,მიიხედავად იმისა რომ ამაზე ფიქრი მე არ მსურს და მთელი ძალით ვცდილობ ყურადღება სხვა რამეზე გადავიტანო,რამდენჯერმე ამიხდა კიდეც და მგონია რომ მეთვითონ ვკლავ ადამიანებს,ამის მერე კი სულ შიშები მავს ვინმე რომ არ მოკვდეს.ისე რამდენჯერმე სკზმარიც ამხდა ნათესავების და ახლობლების სიკვდილზე,ჩემი სკოლელი სანამ დაიღუპებოდა მთელი ღამე არ მეძინა,მერე სულ მესკზმრებოდა და დილით რომ გავიღვიძე მეგობარმა მითხრა მისი გარდაცვალების შესახებ.ეგრე ამიხდა ბაბუჩემზეც,მოკლედ შარში ვარ,ამის გარდა ეგ ნეგატიური ფიქრები თითქოს ძალით შემოდიან ჩემს გონბაში და ვფიქრობ ძალიან ცუდ რამეებზე,თან უკვე დავპანიკდი და ვეღარ ვაკონტროლებ,ყოველი ახალი ბგერა ჩემს გონებაში თითქოს მიზანმიმართულად განსაძღვრავს რომ ცუდი რაღაც მოხდება და უკვე დავიღალე,არ მინდა ჩემს გამო ვნმეს რამე მოუვიდეს,იქნებ არც არაფერი ხდება,მაგრამ ეს ფიქრები ძალიან მაწუხებს.ვინმემ ხომ არიცით როგორ გავთავისუფლდე უარყფოთი ენერგიისგან? ანროგორ შევწყვიტო ეს ყველაფერი sad.gif(

Posted by: old_man Sep 22 2015, 09:37 PM

როგორც კი ნეგატიური ფიქრები მოვა, ეცადე ეგრევე განდევნო. ან ტვინი გააჩერო. არ დამე აქტივობა დაიწყო რაც ყურადღებას გადაგატანინებს... სხვა გზა არ არის.

Posted by: Athanasia Sep 22 2015, 09:39 PM

ჰოო მაგას ვცდილობ მაგრამ როგორც კი ყურადღების გადატანას ვცდილობ უფრო მძაფრდება,მერ შეიძლება გამიაროს,მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ ისევ მკბრუნდება თავიდან

Posted by: old_man Sep 22 2015, 09:45 PM

მედიტაცია გიცდია? დაიწყე რამე მედიტაციური პრაქტიკა. ფიქრების გაჩერება. კონცენტრაცია გაკეთე სუნთქვაზე. ეს გასწავლის აზრების გაჩერებას და როცა ასეთი ფიქრები მოვა ეგრევე გააჩერებ..

Posted by: Athanasia Sep 22 2015, 09:52 PM

ვცადე რამდენჯერმე მაგრამ არ გამომდიოდა და შემდეგ თავი დავანებე,უფრო კი სამედიტაციო ადგილის პორბლემა მაქვს,სახლში მარტო ყოფნა ან რომ არ შემაწუხონ იშვიათად ხდება,მაგრამ აუცილებლად დავიწყებ ისევ,მადლობა რჩევისთვის.

Posted by: ano Sep 23 2015, 07:29 PM

ალბათ ნევროზის რაღაც გამოვლინება,
მე მქონდა დაახლოებით 5 წლის წინ ღამე მეღვიძებოდა გული აჩქარებული მქონდა და მეგონა რომ მოვკვდებოდი, დილას ცოცხალი რო ვიყავი მიკვირდა და მადლობა ღმერთს რო გადავრჩი თქო ვფიქრობდი,
დღისით სულ ვნერვიულობდი ჩემს ახლობლებს რომ რამე დაემართოთ რა მეშველება თქო ვინმე თუ გარდაიცვალა, და ოჯახის წევრებზე განსაკუთრებით,
მერე ჩემს ნაცნობს გავუმხილე რომ ასე მჭირდა რომ ვნერვიულობდი ახლობლებზე და ყველა შფოთები ავუხსენი რომ მითხრა მაგი ნევროზიაო მის მერე აღარ მინერვიულია კიდე კარგი, ესეიგი თავში მაქ პრობლემათქო, ესეიგი ცუდი არაფერი არ მოსდებათქო
ნამდვილად ექიმთანაც არ მივსულვარ, უბრალოდ დასამშვიდებლად კატაბალახას ტაბლეტების სმა დავიწყე,
იმედია შენთანაც ემოციური გადაღლაა უბრალოდ,

რაც შეეხება მედიტაციას შეიძლება ამ მდგომარეობაში ერთ ადგილზე ვერც კი გაჩერდე, აფორიაქებულობის და თავში ქაოსის გამო,
ამიტომ უბრალოდ დილაობით 15 წუთი გაჩერდი და დააკვირდი ფიქრებს მაინც ვერ გააჩერებ უბრალოდ დააკვირდი მათ და მიხვდები როგორ ბევრი და ქაოსურია ისე დააკვირდი რეაქცია არ გქონდეს რომ ახლა ეს გააკეთო თუ ის, ნურც პრიორიტეტულად დაალაგებ,
უბრალოდ აკვირდები, შემდეგ თუ შეძლებ დრო გაზარდე დღითი დღე, ამ დაკვირვების დროს რეაქცია და ემოციები "გათიშე" რომ არ წამოხტე და აჰა "ახლა ეს უნდა გავაკეთო"
რაც შეეხება ჯდომას თუ შეგიძლია ლოტოსიმარტივი რაც გამოგივა, სუნთქვა მშვიდი ცხვირით,

ეს ყველაზე მარტივი რომ ფიქრებზე დაკვირვება შეძლო ჩაურევლად

Posted by: earth Sep 23 2015, 09:08 PM

Athanasia
მართლაც უარყოფითი ენერგიაა და არაა კარგი, რადგან ის პირველ რიგში შენ გცლის. შენ გაგიკეთებს ცუდს თუ დროზე არ მართე.
სხვათაშორის არაა ძნელი. სწავლა გინდა ცოტა და მიეჩვევი მერე ნელ-ნელა. მთავარია სურვილი.
დააკვირდი და როცა მასეთი ფიქრები მოგდის შეეცადე გააკეთო ის რისი გაკეთებაც გიყვარს. არვიცი ეს კარგი მუსიკაა, კარგი ფილმი თუ კარგი წიგნის წაკითხვაა, მაგრამ ეს ყველაფერი დაგეხმარება რომ გადაიტანო შენი ფიქრები.
გახსოვდეს, დღეს თუ შენს ნაცნობებზე გებულობ ცუდს, ეს უარყოფითი ფიქრები ხვალ პირადად შენ მოგიტანს უარყოფითს. ასე რომ დღეს, ახლა და ამ წუთში დააკვირდი შენს გრძნობებს და იგრძენი დადებითი გრძნობები.

Posted by: tty_ Sep 24 2015, 04:09 PM

Athanasia
ასეთი რამე ცადე: არ განდევნო ფიქრი, რაც არ უნდა ნეგატიური იყოს, დააკვირდი მას, შეიგრძენი რა ემოციას ბადებს შენში. ეს იქნება შიში, მწუხარება, თუ ნებისმიერი რამე. ყველა შეგრძნებას დააკვირდი და ,,თვალებში ჩახედე''. მე ამგვარად დავამარცხე ფიქრები ჩემში. ყველანაირი ვიბრაციის ფიქრს ვუშვებდი ჩემში. არ არის საჭირო გააჩერო ფიქრები. იმპულსის იგნორირება მხოლოდ მის გაძლიერებულ ბრუნვას იწვევს და ასევე ბევრჯერ გამეორებისას შეიძლება არხი ჩაკეტო, ანუ ბლოკი დაიდო. არ ვემხრობი ამ აზრს, რომ საჭიროა თუნდაც ,,ნეგატიური'' აზრების დაბლოკვა. თუ ფიქრობ რომ შენს გამო ადამიანი კვდება - ცდები. მაქსიმუმ რაც შეგიძლია ეს არის, მიიღო შეტყობინება, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეგიძლია ასე უბრალოდ იფიქრო და მოკლა ვინმე.

მოკლედ, ჩემი პირადი გამოცდილებიდან გეუბნები, რომ თუ გინდა გამოგიმუშავდეს იმუნიტეტი ისე რომ თან არანაირი ბლოკი არ დაიდო, შეეცადე შეიგრძნო. მაგრამ ჩემი რჩევა იქნება ასევე, შეიგრძენი მაგრამ არ შემოუშვა შენში. ანუ შენი ნაწილი არ გაიხადო, მთელ სხეულზე არ მოიდო ფიქრები და აზრების ენერგია. ამას ცოტა გამოცდილება სჭირდება, მაგრამ თუ ამ მეთოდს გამოიყენებ მიხვდები რასაც ვამბობ.

ფიქრების ფორმირებისთვის ეს წაიკითხე:

ფიქრი არ არის ჩემი ნაწილი...
ფიქრი ჩემ გარეთ-მყოფი, მოძრავი და მოხეტიალე ქარია...
ფიქრი არ ვარ მე. ჩემში არ არიან ფიქრები...
მე ფიქრებს გვერდიდან ვუყურებ, როგორც სხვა რაიმის ნაწილს, როგორც ქვას, როგორც ფოთლებს ხეებზე.
მე არ ვარ ფიქრი და ფიქრები არ არის ჩემში.
მე და ფიქრი ორ საპირისპირო ნაპირზე ვცხოვრობთ.

Posted by: mata Sep 25 2015, 03:22 AM

tty_
ვერ დაგეთანხმები მთლად... მასე უფრო მიიზიდავს მაგ ფიქრებს... და გააძლიერებს

Posted by: mata Sep 25 2015, 03:28 AM

Athanasia

საერთოდ როცა ბევრი ნეგატივი თავისით მოდის... ეს ნიშნავს რო პოზიტივის დაგროვებას ცდილობ.. და მხოლოდ პოზიტივზე ხარ ორიენტირებული...
ნეიტრალიზაცია და ბალანსისთვის... მოდის შემდგომ იმავე დოზის და სიძლიერის ნეგატივი რაც პოზიტივი დააგროვე... ან აიღე საიდანმე...

ეტყობა რაღაც ძალიან დიდი რაოდენობის პოზიტიურ ენერგიას ქაჩავ საიდანღაც... და ეგაა და ეგ...

Posted by: mata Sep 25 2015, 03:45 AM


Athanasia

ანუ იმის თქმა მინდა რომ ის კარგი განწყობა და კარგად ყოფნა.... რასაც შენ ეძებ... და ცდილობ.... პოზიტივი კიარ არის.... არამედ... ეგ ბალანსის მდგომარეობაა... განეიტრალებული მდგომარეობაა... როცა თავს კარგად და შესანიშნავად გრძნობ....

ასე რომ პოზიტივის მომატებით ვერ გახვალ მაგ კაიფზე..
არამედ... ბალანსის მდგომარეობაა... ის რაც შენ პოზიტივი გგონია...

Posted by: mata Sep 25 2015, 04:57 AM

წაიკითხავენ ასტროლოგიას
გათვითცნობირდებიან.... და არიქა მოიწყობენ ცხოვრებას ჰგონიათ...

Posted by: ichi Sep 25 2015, 06:37 PM

QUOTE(tty @ 24th September 2015 - 04:09 PM) *
ფიქრი არ არის ჩემი ნაწილი...
ფიქრი ჩემ გარეთ-მყოფი, მოძრავი და მოხეტიალე ქარია...
ფიქრი არ ვარ მე. ჩემში არ არიან ფიქრები...
მე ფიქრებს გვერდიდან ვუყურებ, როგორც სხვა რაიმის ნაწილს, როგორც ქვას, როგორც ფოთლებს ხეებზე.
მე არ ვარ ფიქრი და ფიქრები არ არის ჩემში.
მე და ფიქრი ორ საპირისპირო ნაპირზე ვცხოვრობთ.

გეთანხმები.
ფიქრი სხვა არაფერიათUარა ჩვენი ცოდნა+გამოცდილებიდან წამოსული ინფორმაცია, ანუ ვერ ვიფიქრებ იმას რაც არ ვიცი. აქ არის შიშები, სიამოვნებები, მიჯაჭვულობები ანუ მოკლედ მთლიანი ეგო, ეს ფაქტებია და არა თეორია ან რამე მსგავსი.
Athanasia
მე მოგიყვები ჩემს გამოცდილებას შიშებზე, ამ ნაბიჯზე სხვისი რჩევით წავედი ასე ვთქვათ "დავტესტე" მისი რჩევა და იმუშავა გადასარევად.
ესეიგი როგორც კი წამოვა რაიმე ნეგატიური ფიქრი ან შიში, ეგრევე დააკვირდი მთელი არსებით, უსიტყვოდ და რაც მთავარია არ გაექცე, არ შეეწინააღმდეგო, ასე ვთქვათ შედი მაგ შIშში და მაგ დროს რაღაც მოზდის მაგ შიშსაც და ნეგატიურ ფიქრსაც-უკვალოდ ქრება. არ დაიწყო მისი კონტროლი ან გაქცევა, ამით ეგრევე კონფლიქტს ანუ ტკივილს იწვევ შენშივე, რეალურად ეგ ფიქრი არის სხვა არაფერი თUარა ილუზია წამოსული რაღაც მოვლენიდან(შენი წარსულიდან) ალბათ რაღაც ჩაქრჩა ქვეცნობიერში ისე რომ ვერ აღიქვი და ახლა არ გასვენებს. რაც დაგიწერე გააკეთე და დაწერე როგორ იმოქმედა. არასოდეს არ გაექცე ნეგატიურ ფიქრს, უსასრულოდ მოგიწევს სირბილი, მთავარია იქვე მოაგვარო პრობლემა, იმწამსვე, შიშის დამარცხებას არ უნდა დღეები, ეს ხდება ახლა-ამ წამს-ერთ გაელვებაში, როგორც კი დაიჭერ, უბრალოდ უსიტყვოდ ურეაქციოდ უნდა გააკეთო ეს.

Posted by: ichi Sep 25 2015, 06:49 PM

QUOTE(old_man @ 22nd September 2015 - 09:37 PM) *
როგორც კი ნეგატიური ფიქრები მოვა, ეცადე ეგრევე განდევნო

რანაირად უნდა გადევნო ან რატომ დევნი? ნეგატიურ ფიქრს იგივე თვისება აქვს როგორც სექსუაურ ენერგიას, თუ თრგუნავ არ გეგონოს რომ ის ქრება, პირიქით ყოველ მოსვლაზე ენერგიას გართმევს, ყოველ მოსვლაზე ტკივილის გაყენებს, ფაქტიურად კიბოსავით გკლავს, შემიძლია თამამად ვთქვა რომ რაც დავიწყე არ გაქცევა და იმწამსვე მთლიანად შესვლა მაგ შიშში უამრავი შიში ამოვიგდე რაც წლები "პიავკასავით" დამზდევდა.


Posted by: mata Sep 25 2015, 06:51 PM

ichi
სწორი რჩევა მიეცი... მარა მანამდე სანამ შიშებს შეებრძოლება... ხო უნდა გააცნობიეროს რო ეშინია....

როცა ეგ ემართება... დაბნეულივით ხდები... არ იცი რაქნა... და ვერ ხვდები რო გეშინია... რო კითხო... გეტყვის რო არა არ მეშინია... უბრალოდ არ ვიცი რა რეაქცია უნდა მქონდესო... ან რა უნდა გავაკეთოო ...

ვერ ხვდება რო ეშინია, და არც აღიარება უნდა.
მაგდენს თუ მიხვდა იმ მომენტში რო შიშის მდგომარეობაში იმყოფება.... ეგაა მთავარი- გააცნობიეროს რო ეშინია. მარა შანსი არაა.... არ აღიარებს მაგას... ამიტო შენი რჩევა არ გამოადგება...

Posted by: mata Sep 25 2015, 07:03 PM

საკუთარ თავთან არ აღიარებს რო ეშინია... თორე ეხლა რო გამოვარდეს და 9ჯერ დაწეროს "მეშინია, მეშინია"ო
მაგას არავითარი აზრი არა აქ... და არფერი აქ საერთო ნამდვილ გაცნობიერებასთან... საკუთარ თავს უნდა გამოუტყდეს...

მარა დარწმუნებულია რო ყველაფერი რაც გამოსდის თავისი დამსახურებაა... და მაგარი ბიჭია...

Posted by: ichi Sep 25 2015, 07:05 PM

QUOTE(*ANO* @ 23rd September 2015 - 07:29 PM) *
ამიტომ უბრალოდ დილაობით 15 წუთი გაჩერდი და დააკვირდი ფიქრებს მაინც ვერ გააჩერებ უბრალოდ დააკვირდი მათ და მიხვდები როგორ ბევრი და ქაოსურია ისე დააკვირდი რეაქცია არ გქონდეს რომ ახლა ეს გააკეთო თუ ის, ნურც პრიორიტეტულად დაალაგებ,
უბრალოდ აკვირდები, შემდეგ თუ შეძლებ დრო გაზარდე დღითი დღე

ano
100% გეთანხმები, ყოველდღე ამაზე ვიბრძვი ასე ვთქვათ, უბრალოდ ისე შემოიპარება ფიქრი და გადამაგდებს გემიდან ვერც კი ვიგებ, შემდეგ რაღაც დროის შემდეგ ამას ვაცნობიერებ და ვბრუნდები გაცნობიერების პროცესში, შემდეგ კიდე მაგდებს და ა.შ. თვითონ ფიქრი რა არის შენი აზრით? ანუ საიდან ჩნდება? რა არის მისი პირველსაწყისი? ფაქტია კონფლიქტის პირველწყაროა კაცობრიობაშიც და ინდივიდშიც. შესაძლებელია ისეთ რამეზე ვიფიქრო რაც არ ვიცი(ინფორმაცია) ? ფაქტია ფიქრის გაჩერების ან მუდმივი დაკვირვების შემთხვევაში ხდება პიროვნების მთლიანი რევოლუცია, კომფლიქტის ნგრევა, ესეიგი ენერგიის დაზოგვა უაზრობებზე ხარჯვისგან და ვფიქრობ თავისუფლების ერთადერთი მიღწევის საშუალება სწორედ ფიქრებზე მაღლა დადგომაა, სხვანაირად აბა როგორ იქნები თავისუფალი? ხან რამე ნეგატიური მოგაწვება ხან რამე შIში ხან მიჯაჭვულობა, ხან სიამოვნება და გავიწყებს ყველაფერს. რა გამოცდილება გაქვს და რას ფიქრობ ამ ყველაფერზე?
tty_
შენი აზრიც მაინტერესებს ამ თემაზე.

mata
QUOTE(mata @ 25th September 2015 - 06:51 PM) *
ვერ ხვდება რო ეშინია, და არც აღიარება უნდა.

მემგონი აშკარაა, დაველოდოთ მის პასუხს.
შენთვის რა არის შიში? სიტყვებით ახსნი მაგ გრძნობას? საიდან მოდის შენი აზრით შიში? რისი გეშინია(თუ გინდა არ მიპასუხო)?

Posted by: mata Sep 25 2015, 09:26 PM

ichi
შიში ყოველთვის ერთნაირი არარი... სხვადასხვა სახით მოდის... ამიტოა ძნელი მისი ამოცნობა.... ერთხელ რო გააცნობიერებ.... მეორედაც ისეთივე აღარ იქნება...

Posted by: ichi Sep 25 2015, 10:28 PM

QUOTE(mata @ 25th September 2015 - 09:26 PM) *
შიში ყოველთვის ერთნაირი არარი... სხვადასხვა სახით მოდის... ამიტოა ძნელი მისი ამოცნობა.... ერთხელ რო გააცნობიერებ.... მეორედაც ისეთივე აღარ იქნება...

ერთხელ თუ გააცნობიერებ, გაქრება ანუ პრობლემა მოგვარდება თუ ადამიანი მთლიანად შევა შიგნით როგორც უბრალოდ დამკვირვებელი.
ყველა შიში ერთნაირია, არ არსებობს დირექტორის შიში და ძაღლის შიში, შიში-შიშია, ინტენსივობაა სხვა მაგრამ გრძნობა ერთია, მე შენ თემის ავტორს და ჩინელს ერთნაირად გვემართება, ისევე როგორც მწუხარება, დარდი სიამოვნება და ა.შ.

Posted by: ano Sep 25 2015, 10:59 PM

QUOTE(ichi @ Sep 25 2015, 06:37 PM) *
Athanasia
მე მოგიყვები ჩემს გამოცდილებას შიშებზე, ამ ნაბიჯზე სხვისი რჩევით წავედი ასე ვთქვათ "დავტესტე" მისი რჩევა და იმუშავა გადასარევად.
ესეიგი როგორც კი წამოვა რაიმე ნეგატიური ფიქრი ან შიში, ეგრევე დააკვირდი მთელი არსებით, უსიტყვოდ და რაც მთავარია არ გაექცე, არ შეეწინააღმდეგო, ასე ვთქვათ შედი მაგ შIშში და მაგ დროს რაღაც მოზდის მაგ შიშსაც და ნეგატიურ ფიქრსაც-უკვალოდ ქრება. არ დაიწყო მისი კონტროლი ან გაქცევა, ამით ეგრევე კონფლიქტს ანუ ტკივილს იწვევ შენშივე, რეალურად ეგ ფიქრი არის სხვა არაფერი თUარა ილუზია წამოსული რაღაც მოვლენიდან(შენი წარსულიდან) ალბათ რაღაც ჩაქრჩა ქვეცნობიერში ისე რომ ვერ აღიქვი და ახლა არ გასვენებს. რაც დაგიწერე გააკეთე და დაწერე როგორ იმოქმედა. არასოდეს არ გაექცე ნეგატიურ ფიქრს, უსასრულოდ მოგიწევს სირბილი, მთავარია იქვე მოაგვარო პრობლემა, იმწამსვე, შიშის დამარცხებას არ უნდა დღეები, ეს ხდება ახლა-ამ წამს-ერთ გაელვებაში, როგორც კი დაიჭერ, უბრალოდ უსიტყვოდ ურეაქციოდ უნდა გააკეთო ეს.

საინტერესოდ ჩამოაყალიბე თუ გაექეცი ვერ გააცნობიერებ


QUOTE
100% გეთანხმები, ყოველდღე ამაზე ვიბრძვი ასე ვთქვათ, უბრალოდ ისე შემოიპარება ფიქრი და გადამაგდებს გემიდან ვერც კი ვიგებ, შემდეგ რაღაც დროის შემდეგ ამას ვაცნობიერებ და ვბრუნდები გაცნობიერების პროცესში, შემდეგ კიდე მაგდებს და ა.შ. თვითონ ფიქრი რა არის შენი აზრით? ანუ საიდან ჩნდება? რა არის მისი პირველსაწყისი? ფაქტია კონფლიქტის პირველწყაროა კაცობრიობაშიც და ინდივიდშიც. შესაძლებელია ისეთ რამეზე ვიფიქრო რაც არ ვიცი(ინფორმაცია) ? ფაქტია ფიქრის გაჩერების ან მუდმივი დაკვირვების შემთხვევაში ხდება პიროვნების მთლიანი რევოლუცია, კომფლიქტის ნგრევა, ესეიგი ენერგიის დაზოგვა უაზრობებზე ხარჯვისგან და ვფიქრობ თავისუფლების ერთადერთი მიღწევის საშუალება სწორედ ფიქრებზე მაღლა დადგომაა, სხვანაირად აბა როგორ იქნები თავისუფალი? ხან რამე ნეგატიური მოგაწვება ხან რამე შIში ხან მიჯაჭვულობა, ხან სიამოვნება და გავიწყებს ყველაფერს. რა გამოცდილება გაქვს და რას ფიქრობ ამ ყველაფერზე?
tty_
შენი აზრიც მაინტერესებს ამ თემაზე.


საწყის ეტაპზე ვხვდები როდესაც ფიქრებს ვაკვირდები როგორ ბევრნი არიან ქაოსურად მოძრაობენ ერთმანეთს ეჯახებიან, და" ახლა ეს ფიქრი საიდან მოფრინდა წეხან სხვა რამე მეფიქრებოდა" და ესეც ფიქრია

ეს ფიქრები ისედაც სულ არის თავში მაგრამ ამ დაკვირვების დროს ხვდები რომ ისინი საოცრად ბევრნი და ქაოსურნი არიან თითქოს შემოფრინდებიან თავში და გაფრინდებიან, მერე ისევ მოფრინდებიან და თავს გაგახსენებენ რომ ეს "საქმე მოსაგვარებელია" ხვდები რომ ამ ქაოსური ფიქრების მონა ხარ, რეალურად არცერთი არ არის ღირებული და მნიშვნელოვანი .... დამკვირვებლის მომენტში დიდხანს არ ვყოფილვარ იმ ცოტახანს რასაც მივხვდი სულ ესაა

რაც შეეხება ფიქრებზე შებრძოლებას არ მიცდია მათი გაჩერება, ფიქრი რო გააჩერო მაშინ სხვა რამით უნდა დააკავო ტვინი, მაგიტომაც მოიგონეს მანტრები, იძახიან რაიმე სიტყვას რომ ტვინი გააჩერონ ან მინიმუმ ამ 1 სიტყვით დააკავონ ქაოსი,
ბუნების კანონი ასეთია სიცარიელეს ვერ იტანს თუ გონება რაიმე საქმით არ არის დაკავებული მაშინ მასში "ფიქრი" შეფრინდება, რომელიც უმეტესად ნეგატიურია...

რაც შეეხება პოზიტიურ ფიქრებს მათი ხელოვნურად გამოწვევა კი შეიძლება და გავარდოთ რომ ნეგატიური ჩავანაცვლოთ,
მაგრამ გამოცდილ ხალხს თუ დავუჯერებთ უმჯობესია იყო დამკვირვებელი და საერთოდაც თუ გამოვიღვიძებთ smile.gif

Posted by: ichi Sep 25 2015, 11:37 PM

QUOTE(*ANO* @ 25th September 2015 - 10:59 PM) *
რაც შეეხება ფიქრებზე შებრძოლებას არ მიცდია მათი გაჩერება, ფიქრი რო გააჩერო მაშინ სხვა რამით უნდა დააკავო ტვინი

შებრძოლებას აზრი არ აქვს, უამრავჯერ მიცდია გეთანხმები ამაში, მაგრამ თუ მიხვდი რომ ფიქრი სხვა არაფერია თუარა წარსული აჩრდილი(თU გინდა დეტალურად აგიხსნი რატომ) და ყოველგვარი კონფლიქტის და ქაოსის წარმომქმნელი ჩვენში(ეს ფაქტიურად საკუთარ თავზე დაკვირვებით უნდა მიხვიდე და არა ინტელექტუალურად) მაშინ გამოდის რომ საჭიროა ფიქრზე მაღლა დადგომა, თან ისე რომ ენერგია არ მიდიოდეს(შეწინააღმდეგებით ენერგია მიდის) ასევე უნდა ხდებოდეს ბუნებრივად, ყოველდღიურობაში, მისი საწყისის და პრობლემის მოტანის ბუნება ფაქტია, მეორე ნაბიჯია თავის დაღწევა. სიტყვების გამეორება აბსურდი მგონია, მინდა ჰარმონულად და ბუნებრივად დავაღწიო თავი ფიქრებს. აწმყოთი ცხოვრება ერთადერთი გზაა, წარსული და მომავალი მხოლოდ საქმისთვის, დანარჩენი ფსიქოლოგიური დრო მე ვფიქრობ აბსოლუტურად აწმყოზე უნდა იყოს მიმართული, ამ მდგომარეობაში არც შიში წამოვა(იმიტომ რომ წარსულიდან მოდის) არც კონფლიქტი. სიამოვნებებზე გაკიდებასაც მოაქვს ტკივილი და ესეც წარსულიდან მოდის, ანუ ინახება ტვინში ეს სიამოვნება და მიილტვის ტვინი კიდევ იგივეს განმეორებისკენ, როცა ვერ იღებს სიამოვნებას, მაშინ ტკივილი შემოდის და ასე უსასრულოდ დავზდევთ. რეალურად ცხოვრება ისეთი სპონტანურია რომ არ უნდა გაეკიდო, თავისით მოვა რაც მოსასვლელია და არც უნდა გაექცე ტკივილს და შიშს. თემას გადავუხვიე მგონი. ფიქრებზე არსებობს თემა? ხო არ გაგვეხსნა. მაინტერესებს ყველას აზრი იმიტომ რომ ბევრს ვაკვირდები ფიქრს და მემგონი მხოლოდ პრობლემები მოაქვს(საუბარია ფსიქოლოგიურ ფიქრზე და არა მანქანა სად დავაყენე და აქტივები უდრის ვალდებულებას პლიუს პასივებს)

Posted by: mata Sep 26 2015, 12:14 AM

ichi
ერთი გაცნობიერებით ვერსად ვერ შეხვალ...

ერთი გაცნობიერებით იმ ილუზიაში შეხვალ რო ვსო გავაცნობიერე... შიში დავამარცხე.. და ყველა შიში ერთია.. აემ ილუზიაში შეხვალ მზოლოდ.

ერთხელ გაცნობიერება
და ერთხელ შიშის დამარცხება
ზღვაში წვეთია.

Posted by: ichi Sep 26 2015, 10:33 AM

mata

QUOTE(mata @ 26th September 2015 - 12:14 AM) *
ერთი გაცნობიერებით იმ ილუზიაში შეხვალ რო ვსო გავაცნობიერე... შიში დავამარცხე.. და ყველა შიში ერთია.. აემ ილუზიაში შეხვალ მზოლოდ.

შიში ერთი მოვლენაა ყველაში, რათ უნდა ამას მტკიცება და ფიქრი? როგორც ფენომენი არის ერთი სახის.
ისევე როგორც მწუხარება, დარდი, სიყვარული, ილუზია რა შუაშია.
შიშის დამარცხებაზე კიდე დავწერე, ხდება ერთ გაელვებაში. რაღაცის რომ მეშინოდა წლები და ახლა საერთოდ არ მეშინია ეს არის ფაქტი და არა ილუზია.

Posted by: mata Sep 26 2015, 06:12 PM

ichi
ერთიდაიგივეს ვამბობთ სხვადასხვა ენაზე...
ოკ.დაიკიდე...

Posted by: tty_ Oct 1 2015, 03:01 PM

ichi
არსებობს ფიქრების მოძრაობის პრინციპი - ტოლგვერდა სამკუთხედში გავრცელებული იმპულსი... სადაც ზედა კუთხე არის ენერგო-ინფორმციული ველი(აკაშა), რომელსაც (პირობითად) მარჯვენა ქვედა კუთხე (სუბიექტი) უგზავნის გარკვეული სიხშირის იმპულსს რაღაც გარკვეული ობიექტის მიმართ, რომელიც დგას ამ ტოლგვერდა სამკუთხედის მარჯვენა კუთხეში. ობიექტი იღებს იმპულსს შესაბამისად, აფორმატირებს თავის ვიბრაციაზე და აბრუნებს აკაშაში. აკაშა კი ობიექტის გადაფორმატირებულ იმპულსს უბრუნებს გამომგზავს.
ეს არის მხოლოდ თავზემოთა მოძრაობის რუკა. ამას გარდა, მიწის იმპულსები აკავშირებენ ამ სუბიექტსა და ობიექტს ინდივიდუალურად და იქმნება ურთიერთსაწინააღმდეგო იმპულსების მოძრაობა რაღაც გარკვეულ შესაბამის სიხშირეზე. ამგვარად ფორმატირდება ჩვენი მომდევნო ნაბიჯი.

იმისთვის რომ იმპულსი წამოვიდეს აკაშადან, უეჭველი ჯერ უნდა მიუვიდეს. ანუ ჭირდება ვინმე, ვინც მას გაუგზავნის.

ფსიქოლოგია ამას ასე ხედავს: ქვეცნობიერი (კოლექტიური ქვეცნობიერიც იგულისხმება) არის ერთგვარი ზემოთ ნახსენები აკაშა, რომელიც დედამიწის მაცხოვრებლების გენეტიკურ ინფორმაციას იტევს. ის რაც იცოდა ბაბუაჩემმა და მისმა ბაბუამ და საერთოდ თუგინდ ბოლომდე ჩადი, დევს ჩემს კოლექტიურ ქვეცნობიერში. ამგვარი ინფორმაცია ძირითადად ამოდის სიზმრის სახით დღევანდელ პირობებში ადამიანის განვითარების შესაბამისად.

აქ არის კიდე მთელი რიგი ინფორმაციები და პრაქტიკები. ძალიან საინტერესო თემაა. მოგვიანებით ტოლგვერდა სამკუთხედის რუკას დავდებ.

რაც შეეხება აკაშას, ის არის ერთგვარი ინფორმაციული-ველი, თუმცა მას შეუძლია დაუკავშირდეს სხვა სივრცით განზომილებებსა და სხვა სიცოცხლის სახეობებს, რაც ფსიქოლოგიაში კოლექტიურ ქვეცნობიერს არ გააჩნია. ფსიქოლოგები და ძირითადად მეცნიერები უფრთხილდებიან თავიანთ ეთიკურ ნორმებს და ბევრ რამეს ვერ ამბობენ. ესეც იუნგმა წამოაყენა და ყველა ლექციაზე იმას ლაპარაკობდა რომ მას გაკიცხავდნენ მეგობარი მეცნიერები ამგვარი იდეისა და თეორიის წამოყენების გამო. ამის მიუხედავად მან ბევრი იმოგზაურა და ეს დაამტკიცა კიდეც. ამგვარმა მტკიცებულებებმა მას რეალობის ელფერი შესძინა.

Posted by: marissa Oct 2 2015, 09:47 AM

ზუსტად იგივენაირად ვარ ოღონდ მარტო ნეგატიურ არა დადებით აზრებზეც ,თან იმდენად შესამჩნევად რომ ზოგჯერ მგონია სამყარო ჩემი ფიქრების მიხედვითაა დაპროგრამებული
Athanasia არ გიცდიაა შენი აზრები პირიქით პოზიტივისკენ გარდაქმნა,შეამჩნევ რომ იმასაც ესეთივე ეფექტი ექნება რასაც ყვები

Posted by: ichi Oct 4 2015, 12:03 PM

tty_
მთავარი პრინციპი რა არის ფიქრის? საიდან მოდის? რა არის ფიქრის საწყისი? რატომ არ ასვენებს ადამიანს გაღვიძებიდან დაძინებამდე, მთელი ცხოვრება. შეიძლება სამსახურში ვიფიქრო საქმეზე და ტექნიკურ ამბებში მჭIრდება, მაგრამ საუბარია ფსიქოლოგიურ ფიქრზე. ფიქრის გაჩერებაზე და ამით ჰარმონიის და ზეცნობიერების მიღებაზე კი უამრავი სწავლება და მისტიკოსი საუბრობს. რატომაა ფიქრი შეზღUდული? მთავარი კითხვა მაინც ესაა, საიდან შემოდის ფიქრი(ორიჯინ)

Posted by: ichi Oct 4 2015, 12:07 PM

QUOTE(marissa @ 2nd October 2015 - 09:47 AM) *
არ გიცდიაა შენი აზრები პირიქით პოზიტივისკენ გარდაქმნა,შეამჩნევ რომ იმასაც ესეთივე ეფექტი ექნება რასაც ყვები

და რატომ უნდა გარდავქმნა საერთოდ, რატომ უნდა ვაკონტროლო, მითუმეტეს კონტროლი უამრავმა ადამიანმა სცადა მაგრამ ფიქრი თავისას შვება, ის ქაოტურია და ვერ გააკონტროლებ ან როგორ უნდა აკონტროლო თU კონტროლიც გავიწყდება და საერთოდ ვინ აკონტროლებს? უნდა გაარკვიო საწყისი ფიქრის და რას უშვება ადამიანს, შემდეგ უკვე თვითონ წავა, როდესაც ხედავ გველს, შენ ერიდები მას, აღარ გჭირდება დაფიქრება და გაანალიზება ეგრევე გვერდს უვლი, ასეა ფიქრიც. ფიქრი რომელმაც შექმნა იარაღი, ომები, დაყოფა და ა.შ.

Posted by: marissa Oct 5 2015, 05:58 PM

QUOTE(ichi @ Oct 4 2015, 12:07 PM) *
და რატომ უნდა გარდავქმნა საერთოდ, რატომ უნდა ვაკონტროლო, მითუმეტეს კონტროლი უამრავმა ადამიანმა სცადა მაგრამ ფიქრი თავისას შვება, ის ქაოტურია და ვერ გააკონტროლებ ან როგორ უნდა აკონტროლო თU კონტროლიც გავიწყდება და საერთოდ ვინ აკონტროლებს? უნდა გაარკვიო საწყისი ფიქრის და რას უშვება ადამიანს, შემდეგ უკვე თვითონ წავა, როდესაც ხედავ გველს, შენ ერიდები მას, აღარ გჭირდება დაფიქრება და გაანალიზება ეგრევე გვერდს უვლი, ასეა ფიქრიც. ფიქრი რომელმაც შექმნა იარაღი, ომები, დაყოფა და ა.შ.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში ზუსტად გარდაქმნაა საჭირო და პოზიტიური ფიქრის შედეგიც ასეთივე იქნება,რაც შეეხება წარმოშობას ჩვენ თავში დაბადებული ფიქრები ვითარდება და მუდმივ მოძრაობაშია,მათი მოძრაობის საწყისი ჩვენს გარშემოა,თუ შეგიძლია წარმოიდგინო უთვალავი რაოდენობის ფერადი სხვადასხვა ზომის აზრები,თავმოყრილი ყველა ადამიანისაგან ვინც ოდესმე დაბადებულა დედამიწაზე,არცერთი ჩვენი ფიქრი არ ქრება ისინი ცხოვრობენ ჩვენს გარშემო და ქმნიან ენერგიას

Posted by: tty_ Oct 5 2015, 10:19 PM

ichi
ასე მგონია ფიქრს ნეგატიურ სარჩულს უკეთებ. ფიქრის საწყისი და მიმოსვლის გზები როგორ არის დავწერე ზემოთ. თუ რისთვის სჭირდება ადამიანს ფიქრი ეს ნამდივლად არ ვიცი. ეს იგივეა რატომ ვარსებობთო რო იკითხო.

QUOTE
რატომაა ფიქრი შეზღUდული?


მისტიკოსები ფიქრს დიდ ყურადღებას აქცევენ, რადგან შენი სიხშირის მიხედვით მოგდის ფიქრებიც. მისი კონტროლი თუ შეგიძლია, აკონტროლებ საკუთარი მანქანის საჭეს. შენი მანქანა კი შენი სხეულია.

Posted by: ichi Oct 6 2015, 11:43 AM

QUOTE(tty @ 5th October 2015 - 10:19 PM) *
ასე მგონია ფიქრს ნეგატიურ სარჩულს უკეთებ.

ჩემი აზრით დამანგრეველია, რეალურად ისინი გვაკონტროლებენ და არა ჩვენ ვაკონტროლებთ. საწყისი ყველანაირი ფიქრის მგონია ცოდნა. ადამიანს რომ სრული ამნეზია დაემაროს არცერთი ფიქრი არ მოუვა თავში. ფიქრი სხვა არაფერია თUარა წარსულის შემოსვლა აწმყოსა და მომავალში. ბევრი საუბრობს როდესაც ფიქრები ჩერდება შემოდის გაცილებით ძლიერი ინტელექტი ცნობიერებაში... ჩემი აზრით უნდა არსებობდეს გამოსავალი ქაოსური და უკონტროლებელი ფიქრისგან ესეიგი ცხოვრებისგან.
QUOTE(tty @ 5th October 2015 - 10:19 PM) *
მისტიკოსები ფიქრს დიდ ყურადღებას აქცევენ, რადგან შენი სიხშირის მიხედვით მოგდის ფიქრებიც. მისი კონტროლი თუ შეგიძლია, აკონტროლებ საკუთარი მანქანის საჭეს. შენი მანქანა კი შენი სხეულია.

მე ვეთანმები ამ აზრს. აწმყოში უნდა იყო სრულად, მთელი შეგრძნების ორგანოებით.

QUOTE(marissa @ 5th October 2015 - 05:58 PM) *
ჩვენ თავში დაბადებული ფიქრები ვითარდება და მუდმივ მოძრაობაში

ანუ წარსული მუდმივ მოძრაობაშია აწმყოში და მომავალში? მე არ ვფიქრობ ეგრე. პირიქით ფიქრი სხვა არაფერია თUარა წარსულის ანარეკლი, ფსიქოლოგიურ ფიქრზეა საუბარი, თორემ ტექნიკური ცოდნა გვჭირდება რა თქმა უნდა.
QUOTE(marissa @ 5th October 2015 - 05:58 PM) *
არცერთი ჩვენი ფიქრი არ ქრება ისინი ცხოვრობენ ჩვენს გარშემო და ქმნიან ენერგიას

გამიგია მოსაზრება რომ ფიქრი მატერიალურია. მე ვფიქრობ ენერგიას გვაცლიან, დროსა და სივრცეში ფიქრის არსებობას რითი ხსნი? აი ვიფიქრე მაგალითად რომ რუსთავი2 არის კარგი ტელევიზია და უსამართLობაა მისი დაკეტვა. რა აძლევს ამ ფიქრს არსებობის საშUალებას? რატომ არ გაქრება 5 წლის შემდეგ ? ჩემი აზრით ფიქრის არსებობის ერთადერთI პირობა ჩვენ ვართ, დამოუკიდებლად არ არსებობენ.

აქვე მინდა გკითხოთ, გაღვიძებიდან-დაძძIნებამდე ფიქრი სულ ტრიალებს თქვენში? როდის ჩერდება? აი ადამიანს რომ ელაპარაკები რაღაც მნიშვნელოვანზე, მოსმენის დროს ქრება თU არა? ან დაუშვათ მზის ჩასვლას უყურებ(ძალიან მოგწონს) მაგ დროს ფიქრობ რამეზე?

Posted by: tty_ Oct 6 2015, 01:50 PM

რას გულისხმობ ფსიქოლოგიურ ფიქრში?

Posted by: marissa Oct 6 2015, 03:34 PM

ichi
კი ფიქრის საწყისი ჩვენშია მაგრამ არ არსებობს წარსული აწმყო ფა მომავალი და არც ჩვენი რომელიმე ფიქრი არ წყვეტს არსებობას,ეს რაღაც ენერგოინფორმაციული ველის მსგავსია მათი არსებობის გაგრძელება

Posted by: ichi Oct 6 2015, 04:15 PM

QUOTE(tty @ 6th October 2015 - 01:50 PM) *
რას გულისხმობ ფსიქოლოგიურ ფიქრში?

ყველა ფსიქიკურ აქტს გარდა დაგეგმვისა და დაგროვილი "ტექნიკური" ცოდნის, მაგალითად ენები, შენი პროფესია, მანქანის ტარება და ა.შ.

QUOTE(marissa @ 6th October 2015 - 03:34 PM) *
არ არსებობს წარსული აწმყო ფა მომავალი და არც ჩვენი რომელიმე ფიქრი არ წყვეტს არსებობას

გეთანხმები არ არსებობს, ანუ იმას ხომ არ ამბობ რომ მუდმივ "აწმყოში" ვართ? ანუ ფსიქოლოგიური დრო არ არსებობს. ქრონოლოგიური(საათი) კი ბატონო. მაგრამ დრო რა ფენომენია ეგ კიდე ცალკე ჩახლართული ამბავია მემგონი ;დ
ფიქრით იმიტომ შემოგვაქვს წარსული, რომ ფიქრი იგივე დროა(წარსულია) რატომ დავწერე ზევით ჩემი აზრი.

QUOTE(blue_velvet @ 6th October 2015 - 11:43 AM) *
გაღვიძებიდან-დაძძIნებამდე ფიქრი სულ ტრიალებს თქვენში? როდის ჩერდება? აი ადამიანს რომ ელაპარაკები რაღაც მნიშვნელოვანზე, მოსმენის დროს ქრება თU არა? ან დაუშვათ მზის ჩასვლას უყურებ(ძალიან მოგწონს) მაგ დროს ფიქრობ რამეზე?

ამაზე დაწერეთ თქვენი აზრი.

Posted by: Lashapoli Oct 7 2015, 01:15 AM

ნეგატიური ემოციების მიზეზები, ვინც რუსული იცით გირჩევთ წაიკითხოთ

Б.Муравьёв. Гнозис. Том 2, Глава 15. Продолжение...

Для облегчения задуманного психологического исследования представляется целесообразным ознакомить читателя с одной идеей, восходящей к греческой мифологии, где она связана с образом сказочного чудовища, называемого Химерой.


Согласно мифам, это было изрыгавшее пламя существо с головой льва, туловищем козла и хвостом дракона. По преданию, отцом Химеры был родоначальник зла и бесплодия Тифон, а матерью Ехидна – полуженщина-полузмея, дочь Хрисаора, рожденная из крови Медузы. Из греческой мифологии образ Химеры перешел в христианство. Он присутствует в качестве орнаментального мотива в архитектуре некоторых готических соборов. Так, горгульи собора Парижской Богоматери выполнены в виде верхней половины тела химер со стилизованными львиными головами. В некоторых православных храмах химеры украшают епископскую кафедру: их деревянные фигуры изгибаются по обеим сторонам сиденья, образуя подлокотники.

Первоначальное эзотерическое значение образа Химеры утрачено, но его символический смысл известен, да и само это слово вошло в повседневный язык: под химерой мы понимаем ложную идею или пустые фантазии. Химерический разум питается иллюзиями, а химерический проект рушится, не выдержав испытания фактами, т. е. является беспочвенным или нереальным.

Попытаемся восстановить эзотерическое значение символа Химеры, зашифрованное в мифе традицией посвященияhttp://#sdfootnote2sym . Известно, что все существа в Природе делятся на три категории соответственно количеству имеющихся у них психических центров. Существа первой категории имеют лишь один такой центр – двигательный. Существа второй категории – два центра: двигательный и эмоциональный. И лишь люди обладают тремя центрами: двигательным, эмоциональным и интеллектуальным.
Судя по львиной голове и козлиному телу, сказочная Химера относилась к высшим представителям животного царства, а потому ее, бесспорно, следует причислить ко второй
категории, категории существ, обладающих двумя психическими центрами: двигательным и эмоциональным. Коль скоро Химера была живым существом, то и у нее имелись два центра, – но только, в отличие от нормы, интеллектуальный вместо эмоционального. Это значит, что бытие ее было ирреальным, именно химерическим, ибо у всех двуцентровых существ, встречающихся в Природе, центрами могут быть только двигательный и эмоциональный.

По какой же причине это чудовище фигурирует в мифологии глубокой древности, восходящей к самим источникам Посвящения?
На примере образа Химеры, изучив его символический смысл, мы сможем более глубоко уяснить состояние внешнего человека, над которым властвует временное «Я» его неразвитой Личности заодно с эпохой, в которую он живет – точнее, живем все мы.
Вернемся к исходной схеме трех психических центров и положительно-отрицательной двойственности их нормального функционирования.

Как мы уже видели, из этих трех центров наиболее развитым и организованным является двигательный. Когда человек рождается, этот центр уже функционирует, притом весьма сложным образом. В двигательном центре сперматозоида сосредоточена в основном моторная функция будущего зародыша, выполнение инстинктивной же функции обеспечивается яйцеклеткой, а начиная с момента зачатия – инстинктивной частью двигательного центра матери, который руководит образованием плода и его развитием в течение всего срока беременности.

С рождением ребенка его обособившийся двигательный центр руководит ростом его тела, а также – с помощью мыслительного центра, а иногда под его непосредственным руководством – его развитием, включающим в себя формирование и развитие физической и психофизической функций. Таким образом, с самого рождения человека позитивный инстинктивный и негативный двигательный секторы его двигательного центра работают на полную мощность. Центр этот является также носителем всех телесных и психических предрасположенностей человека, как наследственных, так и сформированных его собственным ранним опытом.
Если двигательному центру образование и обучение требуются лишь для завершения его развития, то мыслительному центру приходится начинать с нуля, ибо он рождается девственно чистым, tabula rasa. Он должен учиться всему, более того, только так может происходить его формирование. Эмоциональный центр новорожденного также представляет собой tabula rasa, благодаря чему он может получать определенные энергии от высшего эмоционального центра. Однако, как и низший интеллектуальный центр, это не избавляет его от необходимости адаптации, т.е. формирования в обучении.
Можно сказать, что вся нынешняя образовательная система – ее начальная, средняя и высшая ступени – практически полностью ориентирована на рост и развитие мыслительного центра.
Наша культура преимущественно интеллектуальна; получение сегодня человеком звания интеллектуала является признанием того, что независимо от своего социального статуса он способен играть активную роль в развитии современной культуры.
При том преувеличенном внимании, которое уделяется развитию двигательного и мыслительного центров, эмоциональный центр современного образованного человека выглядит бедным родственником.
По сути, человеческое общество не особенно заботится о его развитии. Религиозное обучение не только перестало быть обязательным в цивилизованных странах, оно к тому же подвержено влиянию господствующего образа мыслей, так сказать, «интеллектуализировано».
Поэтому неудивительно, что, предоставленный самому себе, эмоциональный центр человека с возрастом деградирует. (Это ведь общеизвестный закон: что не растет и не развивается, то неизбежно приходит в упадок). Между тем такое положение вещей остается совершенно незамеченным.
С одной стороны, его можно констатировать повсеместно, а с другой – нынешние обстоятельства, в которых мы живем, не требуют от человека развития его эмоционального центра наравне с двумя остальными.
Благодаря интенсивному развитию двигательного или интеллектуального центра современный человек может сделать блестящую карьеру, без какой-либо необходимости активизировать функции эмоционального центра.
Наоборот, человека подчас пугает его вмешательство, которое может «спутать карты» в его бесстрастных «реалистичных» расчетах и тем самым нарушить планы, осуществляемые под руководством двух остальных центров.

Как правило и как норма, эмоциональный центр наиболее активен у маленьких детей, в сознании которых еще отсутствует Личное «Я», поскольку у них он значительно чище. Если эмоциональный центр ребенка не отягощен чрезмерным количеством врожденных предрасположенностей, либо если они не носят чрезмерно негативного характера, а также при том условии, что интеллектуальный центр еще не достаточно развит, чтобы преобладать, эмоциональный центр остается активным – как правило, подчиняя себе двигательный, особенно в случае человека «№ 2». В дальнейшем, в процессе образования, которое под видом повышения интеллектуальной культуры направлено главным образом на интенсивное развитие негативной половины двигательного центра, деятельность эмоционального центра все более угнетается, так что под конец он впадает в спячку, близкую к летаргии.
Такова основная причина одностороннего развития человеческой Личности: будучи высокообразованным и обладая необходимыми навыками по части использования негативной части двигательного центра, человек активен и по видимости состоятелен в соответствующих сферах, однако заведомо слаб и пассивен в эмоциональном плане.

Наша жизнь оказывает на психику человека весьма значительное и притом одностороннее давление, которому подвергаются его умственные способности, а главным образом – способность к вниманию во всех его аспектах. Это порождает в человеке противодействие, указывающее на необходимость в релаксации для восстановления равновесия.

Если психические центры человека развивались в гармоническом равновесии, релаксация обычно выражается в позитивной эмоциональной жизни, адекватной его интеллектуальной культуре. В этом случае инстинктивная и двигательная активность в период релаксации оказываются синхронизированы с вибрацией эмоционального центра, заслоняющей вибрацию центра интеллектуального. Это дает возможность осуществления сублимации полового начала. Подобные моменты релаксации способны породить творческое вдохновение, которое является психическим аналогом физического зачатия.
Именно здесь кроются все возможности эзотерического развития человека, связанные с его деятельностью в этом мире. Однако чтобы воспользоваться ими, необходимо прежде выполнить ряд предварительных условий, ведь возможности эти доступны лишь человеку
«№ 4», приближающемуся ко второму Порогу – Вратам в Царство Небесное, – душой и телом пребывая в единстве со своим полярным существом.

Очевидно, что этим условиям не удовлетворяет тот, кто, вознамерившись взобраться по Лестнице, едва лишь одолел первый Порог. Однако неофит ни в коем случае не должен забывать о только что описанном возможном результате своих усилий – первом осязаемом результате, к которому он должен всячески стремиться. Именно памятуя об этом божественном состоянии и в то же время отдавая себе полный отчет в своем действительном положении, он сможет создать в себе «разность потенциалов», способную породить мощный поток энергии, достаточный для того, чтобы появились шансы на его успех в эзотерической работе.

Чтобы лучше понять истинное состояние Личности современного образованного человека, подытожим вкратце все, что нам об этом известно. Заметим, что хотя позитивная часть, или позитивная половина эмоционального центра практически непрерывно пребывает в состоянии летаргии, если не сказать – паралича, его негативная половина чаще всего остается деятельной. Особенно отчетливо она реагирует на всякого рода неприятности как внутреннего, так и внешнего происхождения, – реагирует в виде отрицательных эмоций, о которых мы уже упоминали, отметив их разрушительные последствия. В этом отношении человек, можно сказать, полностью уподобляется животным: генератор негативных эмоций включается при малейших поводах к раздражению. Эффект такого рода негативных реакций существенно превышает значимость их причины.
...
Интеллектуальный центр у такого существа обычно весьма развит. И хотя такое развитие – нечто само по себе положительное, результатом его оказывается то, что интеллектуальный центр начинает оказывать мощное давление на остальную часть Личности. Такой дисбаланс усугубляется тем фактом, что, как уже говорилось выше, позитивная часть эмоционального центра – наиболее тонкого и восприимчивого органа человеческой психики – наполовину парализована. По этой причине негативная часть, будучи предоставлена самой себе, оказывается лишена какой бы то ни было возможности выполнять свою полезную или, скажем так, конструктивную функцию поддержки деятельности позитивной части. Она включается лишь затем, чтобы дать человеку выразить свои отрицательные эмоции, что он обычно и делает, не считаясь ни с какими возможными последствиями.

Отметим еще раз, что при таком состоянии эмоционального центра человек ничем в этом плане не отличается от диких зверей, у которых позитивная часть этого центра пробуждается лишь в самых редких случаях. У образованного же человека эта часть, не будучи востребованной, впадает в спячку и может вообще атрофироваться. Различие, однако, состоит в том, что если в животном она пробуждается разве при условии, что оно уже не животное, человек может этого добиться в любой момент посредством сознательных усилий, закрепляемых и систематизируемых в виде соответствующих упражнений.

Как видно из вышеприведенной схемы, у большинства современных образованных людей позитивная часть эмоционального центра практически парализована вследствие несоразмерно высокого уровня интеллектуальной культуры, когда чувства легко уступают расчету.

Что же касается двигательного центра, то в данном случае он работает на полную мощность. В качестве органа, который заведует естественными инстинктивными и двигательными функциями, обеспечивающими жизнедеятельность организма и возможность тела совершать движения, он всегда был предметом усилий по его совершенствованию – в военной, спортивной, творческой и прочих областях.

Кроме того, хорошо это или плохо, в современном человеке функции позитивной части эмоционального центра берет на себя, по причине ее заторможенности, центр двигательный – например, находя в бессознательной привязанностиhttp://#sdfootnote1sym позитивный выход в неистовстве чувств, в которых преобладает дух собственности. В этом отношении человек также опускается до уровня животного.

Все вышесказанное позволяет нам лучше уяснить структуру человеческой Личности, практически низведенной до наличия лишь двух центров – двигательного и интеллектуального, что и составляет отличительную характеристику Химеры, где львиная голова символизирует умственные способности, а тело животного с хвостом дракона – страсти, лишенные каких бы то ни было чувств. Языки пламени, вырывающиеся из ее пасти, – это огонь разладаhttp://#sdfootnote2sym и жар интеллектуализированных страстей, подстегиваемых узурпированной сексуальной энергией.
Таково схематическое, но вполне отвечающее реальности изображение Личности развитого человека нашего времени, пренебрегающего своим эмоциональным центром.
Такое состояние чревато множеством опасностей, ибо, лишенный компаса в виде позитивной части этого центра, человек, несмотря на все имеющиеся у него богатства интеллектуальной культуры, исключительно значимые как в его собственной оценке, так и в оценке его окружения и человеческого общества в целом, оказывается совершенно безоружным перед своими собственными страстями – особенно теми, которые порождены или хотя бы связаны с извращенными сексуальными наклонностями, какое бы обличье они ни принимали. Это даже может стать неодолимым препятствием к эзотерическому развитию (см. I Кор 6: 9–10).
.....
В психологическом плане это означает то, что когда Личность человека оказывается в несбалансированном состоянии, им начинают управлять исключительно интеллектуальные и инстинктивно-двигательные соображения. Такой химерический тип человека довольно часто встречается в наше время в культурных слоях общества. Такие люди зачастую обладают мощным интеллектуальным потенциалом, но поскольку интеллект по своей природе агностичен, они, будучи лишены возможности руководствоваться компасом эмоционального центра, становятся аморальными. Для них позволено все, что не запрещено, точнее сказать, что не наказуемо.

Когда человек такого типа испытывает потребность в релаксации (что само по себе вполне правомерно), он подпадает под власть своих телесных инстинктов. Его телесное «Я» в этом случае замещает собою «Я» несбалансированной Личности. Между тем телесное «Я» пользуется исключительно двигательным центром, который также становится в этом случае ущербным. Поскольку из его шести секторов остались лишь четыре, он также лишен компаса. И человек отдается «маленьким радостям» или «великим страстям», с помощью которых утоляет все свои прихоти, порождаемые неутомимым воображением, в то время как его двигательный и интеллектуальный центры питаются энергией, похищенной у полового центра.
Описанный выше феномен распространен гораздо более, чем может показаться на первый взгляд. Именно поэтому мы уделили его анализу целую главу. Разумеется, для большей наглядности мы рассмотрели крайний случай, однако существуют и другие, более сложные и менее хрестоматийные.
В заключение нам осталось лишь ответить на вопрос, перед которым неизбежно оказывается тот, кто решает перейти от слов к делу: как пробудить эмоциональный центр и развить его? Ответ прост: посредством обуздания отрицательных эмоций и преобразования их в положительные.

Posted by: Athanasia Oct 7 2015, 09:44 PM

ძალიან დიდი მადლობა რომ მეხმარებით და ბოდიში ვერ შევძელი აქამდე ფორუმზე შემოსვლა.
Mata
არვიცი რამდენად ვცდილობ პოზიტივის დაგროვებას,უფრო მგონია რომ გავურბივარ პოზიტივსავ და ნეგატიურსაც,რაც ქაოსს იწვევს,უბრალოდ როგორ განწყობაზეც არ უნდა ვიყო თითქოს ამ განწყობისგან უფრო შორს მივდივარ,პოზიტიურიც მთრგუნავს და ნეგატიურიც,ეს ყველაფერი კი ალბათ ქაოსს იწვევს.
Marissa
კი,მიცდია,მაგრამ ეგ მხოლოდ იმ მომეენტში შეიძლება გაექცე,მერე ისევ ბრუნდება თან უფრო გაძლიერებული სახით და დღითიდღე უარესდება.ახლა უკვე შემიძლია ვთქვა,რომ იმდენად დავიღალე ამ ფიქრებისგან ,რომ როგორც კი მოდიან არაფერს არ ვცდილობ და მერე თავისით გადადის,რაც უფრო ვკონცენტრირდები უფრო იზრდება სიხშირე.
tty
არვიცი რატომ ,მაგრამ ფიქრს ვერ აღვიქვავ ჩემს გარეთ მყოფ მოხეტიალე ქარად,რადგან იმპულსი ჩემს ორგანიზმში აღმოცენდება,და საერთოდ გარე სამყარო თითქოს არ არსებობს,ჩვენ ვხედავთ ჩვენი გონებით,გვესმის გონებით, და შევიგრძნობთ გონებით,ანუ დაახლოებით რომ ვთქვათ მე ვარ ყოველივე რასაც ვხედავ,ვგრძნობ,მე ვარ ჩემი ფიქრები,წარსული და აწმყო.და ისევე როგორც ორგანიზმი ფიქრიც მატერიალურია,აღმოცემებული დენი,იმპულსი,რომელსაც გარკვეული სიხშირე გააჩნია,და თუ გაიზრდება სიხშირე და ტალღის სიგრძე რატომ არ Aრის შესაძლებელი რომ იმოქმედოს სხვა სხეულებზე,მიწისძვრის შედეგად წამოსულ ვიბრაციების ტალღებს ხომ შეუძლიათ,გამოიწვიონ ნგრევა.სწორედ ამიტომ მეშინია.რა არის შიში? ის რაც არ მინდა რომ Mოხდეს და რაც ჩემთვის უცნობია.ქაოსი კარგია როგორც ტიმოთი ლირი იტყოდა,მაგრამ ამისთვის უნდა იყო მზად,რომ მიიღო მრავალფეროვნება,მე კი არ ვარ ,უნდა შეგეძლოს გარჩევა ქაოსში,იმის ამორჩევა რაც გჭირდება,მე კი არ Mაქვს საკმარისი გამოცდილება Dა ინფორმაცია,ამიტომ მგონია რომ ვერ შევძლებ ჩავხედო ნეგატიურ ფიქრებს,უფრო შევტოპავ,ეგრე მგონია.

Posted by: tikoroma Oct 13 2015, 02:04 PM

Athanasia

ციტატა(Athanasia @ 7th October 2015 - 09:44 PM) *
მე ვარ ყოველივე რასაც ვხედავ,ვგრძნობ,მე ვარ ჩემი ფიქრები

თუ შენ ხარ სცადე მათზე ზემოქმედება. მაგ. გააჩერე, არ იფიქრო. ან იფიქრე მხოლოდ ერთ ობიექტზე.

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)