Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ ისტორია, ცივილიზაციები, რასები _ წყალი მარსზე – ახალი აღმოჩენა

Posted by: FERRE Oct 4 2015, 12:32 AM

NASA-ს მეცნიერებმა შესძლეს მარსზე თხევადი წყლის აღმოჩენა და ამის შესახებ მკითხველებს მოუთხრეს ჟურნალ Nature Geosciences-ის ფურცლებიდან.

http://pix.ge/


სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ პლანეტის გორაკებზე აღმოჩენილი მუქი ღარები, სწორედ წყლის ნაკადებით წარმოქმნილი არხებია, რომლებიც შეიცავენ მარილების დიდ რაოდენობას. მეცნიერთა განმარტებით, სწორედ ამ მარილების წყალობით, ზაფხულობით, წყალი მარსის ზედაპირზე არ იყინება, როდესაც ტემპერატურა იწევს -25 გრადუსამდე ცელსიუსის მიხედვით.

ზოლები (ანუ ღარები), რომელთა სიგანე მეტრნახევარია აღმოაჩინეს 2011 წელს ფოტოსურათების მიხედვით, რომელიც ზონდმა Mars Reconnaissance Orbiter (MRO)-მ გადაიღო. ზონდი მარსის ზედაპირს სწავლობს 2006 წლიდან, მაგრამ მასზე წყლის არსებობის თეორიის დამტკიცება მხოლოდ ახლახან შესძლო.


http://pix.ge/


http://pix.ge/


უნდა აღინიშნოს, რომ ეს გახლდათ მარსის გრუნტის პირველი ანალიზი, რომელშიც გამოყენებულ იქნა მარსმავალ Curiosity-ის ინსტრუმენტთა მთელი კომპლექსი. პროექტ MSL-ის ხელმძღვანელმა ჯონ გროტცინგერმა (John Grotzinger) განაცხადა, რომ ინსტრუმენტთა კომპლექსის ტესტირებების დროს მარსზე ნახშირწყლები შესაძლოა გადატანილ იქნა დედამიწიდან. მან ასევე აღწერა ინსტრუმენტების კომპლექსი, როგორც "ავტომობილი, რომლის ინსტრუქცია შეიცავს 10 000 გვერდს, რომელიც ჯერ კიდევ დასაწერია". NASA-ს სპეციალისტები აგრძელებენ მარსის შესწავლას და კიდევ რამოდენიმე ტესტს ჩაატარებენ.
წყალი მარსის ზედაპირზე შეიცავს მარილს, რომელიც თავისი საწყისი სახით გამოსაყენებლად უვარგისია, ხოლო წყლის ნაკადებს გააჩნიათ სეზონური დახასიათება. სამეცნიერო პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ მარსის მთიან ფერდობებზე აღმოჩენილი მუქი და ფართე ზოლები ჩამოყალიბებულია წყლის ნაკადების მიერ, რომლებიც დიდი რაოდენობით მარილებს შეიცავენ. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ზოლების მოსაზღვრე ნიადაგში ამ მინერალების ნაკვალევი არ ჩანს, და საიდან იღებს წყალი სათავეს, სპეციალისტებმა ჯერ არ იციან. "როდესაც ადრე ლაპარაკობდნენ მარსზე წყლის არსებობის შესახებ, ლაპარაკი იყო მის ყინულოვან ფორმაზე. ახლა კი ჩვენ ვიცით, რომ გაკეთებულია ამაზე უფრო დიდი აღმოჩენა", - თქვა ნასა-ს სპეციალისტმა რიჩ ზურეკმა.


http://pix.ge/


განცხადების მიხედვით, წყალი მარსის ზედაპირზე შეიცავს მარილს, რომელიც თავისი საწყისი სახით გამოსაყენებლად უვარგისია, ხოლო წყლის ნაკადებს გააჩნიათ სეზონური დახასიათება. სამეცნიერო პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ მარსის მთიან ფერდობებზე აღმოჩენილი მუქი და ფართე ზოლები ჩამოყალიბებულია წყლის ნაკადების მიერ, რომლებიც დიდი რაოდენობით მარილებს შეიცავენ. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ზოლების მოსაზღვრე ნიადაგში ამ მინერალების ნაკვალევი არ ჩანს, და საიდან იღებს წყალი სათავეს, სპეციალისტებმა ჯერ არ იციან. "როდესაც ადრე ლაპარაკობდნენ მარსზე წყლის არსებობის შესახებ, ლაპარაკი იყო მის ყინულოვან ფორმაზე. ახლა კი ჩვენ ვიცით, რომ გაკეთებულია ამაზე უფრო დიდი აღმოჩენა", - თქვა ნასა-ს სპეციალისტმა რიჩ ზურეკმა.


http://pix.ge/



გამოქვეყნებულ ფოტოებზე ჩანს მუქი ზოლები წითელი პლანეტის ერთ-ერთი მთის ფერდობზე. სწორედ ეს ზოლებია წყლის ნაკადები, ისინი წარმოადგენენ ოკეანის ნარჩენებს, რომელიც სამი მილიარდი წლის წინ დაშრა. ზოლები ჩნდება ზაფხულის პერიოდში, ხოლო ზამთარში ქრება. გამოკვლევის პროცესში მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ისინი დატოვებულია ჰიდრატების, ანუ ქიმიური შენაერთების მიერ, რომლებიც შეიცავენ წყლის მოლეკულებს, კერძოდ, ქლორატს და მაგნიუმის პერქლორატს, ასევე თვით პერქლორატს. ეს აღმოჩენა ზრდის შანსებს იმისა, რომ პლანეტაზე შესაძლოა აღმოაჩინონ ამა თუ იმ ფორმის სიცოცხლე.


http://pix.ge/


http://pix.ge/



მოცემული აღმოჩენა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია მარსის შესწავლისა და მარსიანული პროგრამის განვითარების საქმეში. მეცნიერებმა ახლა უნდა შეისწავლონ წყლის ნაკადების ბუნება და ისიც, თუ საიდან მომდინარეობენ ისინი, რაც მომავალში გადამწყვეტი აღმოჩნდება მარსზე სიცოცხლის არსებობის დასადასტურებლად.
28 სექტემბერს მოეწყო სპეციალური პრეს კონფერენცია ამ საკითხთან დაკავშირებით. ღონისძიების ტრანსლიაციას პირდაპირ ეთერში აწარმოებდა NASA-ს ტელევიზია, რომელიც ასევე სააგენტოს საიტზე გადაიცემოდა, ხოლო მისი ძირითადი შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალში Nature Geoscience.

პრეს-კონფერენციისა და პუბლიკაციის უმთავრესი დასკვნა ასეთია: მარსზე დღეისთვის არსებობს სეზონური თხევადი და მარილებით გაჯერებული წყლის ნაკადები. ეს წარმონაქმნი თავს იჩენს წყლის თბილ პერიოდში და ზამთარში ქრება. ამ დასკვნამდე პლანეტოლოგები მივიდნენ მაღალხარისხოვანი ფოტოსურათების ანალიზის შემდეგ, რომელიც მათ მიიღეს მარსის ორბიტალური აპარატის Mars Reconnaissance Orbiter (MRO)-ს სამეცნიერო ინსტრუმენტის High Resolution Imaging Science Experiment (HiRISE) დახმარებით.

ღონისძიებაში მონაწილობას ღებულობდნენ ჯიმ გრინი (ნასა-ს მთავარი პლანეტოლოგი), მაიკლ მეიერი (სააგენტოში მარსის წამყვანი მკვლევარი), მერი ბეტ ვილჰელმი (მეცნიერი ეიმსის (კალიფორნია) კვლევითი ცენტრიდან და ჯორდანვილის ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან), ლუჰენდრა ოიჰა (მეცნიერი ჯორდანვილის ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან), ასევე ალფრედ მაკიუნი (HiRISE-ს მეცნიერული ინსტრუმენტის მთავარი სპეციალისტი არიზონას უნივერსიტეტიდან).

ოიჰამ კოლეგებთან ერთად წარადგინა სპეციალური მეთოდი, რომელიც შესაძლებლობას იძლევა ჩატარებულ იქნას ფოტოსურათების უფრო აკურატული სპექტრალური ანალიზი (ინსტრუმენტისგან CRISM (Compact Reconnaissance Imaging Spectrometer for Mars) სადგურზე MRO) და ნაჩვენებ იქნას ჰიდრატირებული მარილები (პერქლორატები) მარსის ფერდობებზე HiRISE-ის მიერ გადაღებულ ფოტოებზე. ზოგიერთი პერქლორატი შესაძლებლობას აძლევს წყალს თხევად მდგომარეობაში დარჩეს -70° C ტემპერატურაზეც კი ცელსიუსის მიხედვით. მეცნიერებმა პერქლორატები ადრეც აღმოაჩინეს, მაგრამ ჰიდრატირებულ ფორმაში - პირველად.



http://pix.ge/



ახლავე დაიწყეთ ჩალაგება. შემდეგი ეზოთერული შეკრება მარსზე იგეგმება )))

Posted by: FERRE Oct 4 2015, 12:36 AM



როგორ მოხვდა ამდენი წყალი მარსის მშრალსა და გაიშვიათებულ ატმოსფეროში?

ეს გამოცანა, ჯერ ისევ ამოსახსნელი რჩება. ჰიპოთეზები ასეთია: 1) მარილები, ატმოსფეროდან იწოვს წყალს(თუმცა, მართალი ბრძანდებით, მისი რაოდენობა იქ ძალიან მცირეა); 2) წყალი, მარსის სიღრმეებიდან ამოდის.


რა იქნება შემდეგ?

უნდა მოიძებნოს სხვა, მარილიანი სითხის მატარებელი ადგილები. დღეისათვის, მარსის მხოლოდ 3 პროცენტია მაღალი გარჩევადობით გადაღებული, რომელზეც მარსის ზედაპირის ასეთი სტრუქტურების შემჩნევაა შესაძლებელი..


შეიძლება თუ არა მასში იყოს სიცოცხლე და რა დაემართება მას, თუ ეს ნაკადები სეზონურია?

შესაძლებელია. ჩვენ ვიცით სიცოცხლის ფორმები, რომლებსაც გვალვიან პერიოდებში ძინავთ. ჩვენს მიერ აღმოჩენილი წყალი მარილიანია, ასეთი წყალი კი მავნებელი შეიძლება იყოს ცოცხალი ორგანიზმებისთვის. არ ვიცით, თუ რა ზემოქმედება შეიძლება მოახდინოს აქაურმა სიცოცხლემ სხვა პლანეტებზე არსებულ ჰიპოთეტურ სიცოცხლეზე, ამიტომ მაქსიმალურად კარგად ვასუფთავებთ კოსმოსში გასაშვებ ხომალდებს.

Posted by: tty_ Oct 4 2015, 01:09 AM

გემრიელი სტატიაა. არ ვიცი რა გამოვა ამ საქმიდან, გარდა შემეცნებითი კუთხისა. სერიოზული ნაბიჯები იდგმევა ამ მხრივ, თუმცა ვეჭვობ მათი მაქსიმუმი ეს იყოს. მთელი საიდუმლო ინფორმაციები უფო-ებზე გადანახული აქვთ და ამის პარალელურად კი ამგვარ მთხლეობებს წერენ. კია გამოკვლევა ეს და მაგარი რამე, მაგრამ ამ უკანასკნელის არსებობის და დამალვის შემდეგ, სისულელეა ამგვარ პროგრესზე საუბარი. უდაოა ძალიან შორს წავალთ. ტექნოლოგიური განვითარება ნაბიჯია სულიერ სამყაროში, რაც მაღალ ცნობიერებას საჭიროებს. ამგვარი განვითარება კი დღეს მუდმივად მიმდინარეობს. ერთადერთი პიროვნება, რომელსაც მთელი მომავალი რამდენიმე საუკნე ეჭირა ეს ნიკოლა ტესლა იყო. ამგვარად, არ ვიცი რა უნდა იყოს და რა - არა. მხიბლავს დაკვირვება, მაგრამ არ შემიძლია გაოცება იმით რასაც მაჩვენებენ.

მადლობა სტატიისთვის FERRE

Posted by: ichi Oct 4 2015, 11:52 AM

QUOTE(tty @ 4th October 2015 - 01:09 AM) *
ერთადერთი პიროვნება, რომელსაც მთელი მომავალი რამდენიმე საუკნე ეჭირა ეს ნიკოლა ტესლა იყო

კი მაგრამ იქნებ არიან სხვებიც, რომლებმაც არ ისურვეს კაცობრიობასთან ინფორმაციის გაზიარება(სხვადასხვა მიზეზით)

რაც შეეხება თემას, ასეთI კითხვა მაქვს, ბევრჯერ გამიგია რომ წყალი არის სიცოცხლე და რამდენად ნიშნავს მარსზე წყალი იმას რომ რამე ცოცხალი არსებობს მაგ პლანეტაზე?
დამალვით კიდე სულ რომ დინოზავრი ნახონ, ვფიქრობ დამალავენ. შეიძლება რელიგიები კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს და მერე საფრთხეა დიდი.

Posted by: FERRE Oct 4 2015, 06:44 PM

tty_

მადლობა სტატიის შეფასებისთვის beerchug.gif

გეთანხმები, რომ უამრავ მასალას გვიმალავენ. ძალიან ცუდია როცა 7 მილიარდი ადამიანიდან მხოლოდ ერთეულებმა იციან ბევრ კითხვაზე პასუხი.
როგორც ვიცი ნასას დამფუძნებლები მასონები იყვნენ. იმედი მაქვს ეს დასაწყისია და უფრო მეტი საინტერესო მასალა გამოჟონავს ნასა-დან.


ichi
როდესაც სხვა პლანეტებზე ცოცხალ ოგრანიზმებს ეძებენ, პირველი უმთავრესი ფაქტორი წყლის არსებობაა. თუ წყალი არსებობს, სიცოცხლის არსებობის ალბათობა ძალიან დიდია. ასტეროიდებზე უკვე აღმოჩენილია სიცოცხლის ყველაზე პატარა ფორმები. ბაქტერიების სახით. მაგალითად ვიდას ტბა სასიცოცხლოდ არც თუ ისეთი კარგი ადგილია, ბაქტერიულისთვისაც კი. ის მუდმივად 27 მეტრი სისქის ყინულის ქვეშ იმყოფება, სადაც წყლის ტემპერატურა -13 °С-მე ეშვება, ხოლო მარილის შემცველობა ზღვისას ექვსჯერ აჭარბებს. მეცნიერებმა ჭაბურღილი ორჯერ გაბურღეს, რათა ყინულის ქვედა ფენამდე ჩაეღწიათ. იდას ტბაში აღმოჩენილ ზოგიერთი სახის ბაქტერიებს ჩვეულებრივი ზომები ჰქონდათ(დაახლოებით 1 მკმ), თუმცა ბევრი გაცილებით პატარა იყო(0,2 მკმ). აღმჩენილი ბაქტერიების არცერთი სახეობა არ იყო მეცნიერებისთვის აქამდე ცნობილი. კვლევარებს ჯერ ახლა მოუწევთ გაარკვიონ, სიცოცხლის შესანარჩუნებლად ენერგიის რომელი წყაროთი სარგებლობდნენ ბაქტერიები სივრცეში, რომელიც 2800 წლის განმავლობაში ყინულის სქელი ფენით იყო დაბეჭდილი. მტაცებელთა არ არსებობამ ბაქტერიებს საშუალება მისცათ „გადარჩენის“ რეჟიმში გადასულიყვნენ, უჯრედული გაყოფისა და გამრავლების შეწყვეტით, რათა მკაცრი პირობები ხანგრძლივი დროის განმავლობაში გადაეტანათ.
გაეცანი თუ დრო გაქვს ამ სტატიებს.
http://astronet.ge/როგორი-შეიძლება-იყოს-სიც/
http://astronet.ge/მექანიკური-სენსორები-არა/
http://astronet.ge/სიცოცხლის-ყველაზე-პატარა/
http://astronet.ge/ისევ-სიცოცხლის-წარმომავლ/
http://astronet.ge/2013-04-27-06-02-50/

Posted by: FERRE Oct 4 2015, 06:48 PM

მარტონი ვართ სამყაროში?

მაიკლ მამმა, ნასას გოდარდის ასტრობიოლოგიური ცენტრის დირექტორი, ნასას გოდარდის ცენტრის კოსმოსური ფრენების შემსწავლელი ცენტრის მზის სისტემის შემსწავლელი განყოფილების თანამშრომელი.

რას ამბობს თანამედროვე მეცნიერება? არიან სამყაროში სხვა მაცხოვრებლებიც?

ჯერ გავიხსენოთ, რომ ჩვენი ევოლუციური განვითარების ხე სხვა ცოცხალ არსებებთან შეხების წერტილებით არის სავსე, რომლებმაც თავიანთი მემკვიდრეობითი ინფორმაციის ნაწილი გადმოგვცეს. ადამიანის დნმ-ი ფრაგმენტების დიდ რაოდენობას შეიცავს, მემკვიდრეობით გადმოცემულს ბაქტერიებისა და ვირუსებისგან. თეოირიულად შეიძლება დავუშვათ, რომ მათ შორის არამიწიერი ორგანიზმების გენომის ნაწილებიცაა. უფრო მეტიც, ასეთი ტრანსპორტირების შესაძლებლობა უკვე დამტკიცებულია(გალაქტიკა როგორც ბიოსფერო; სიცოცხლე აკვნიდან ამოფრინდა). ჩვენს კოლექციაში ოცდაათამდე მარსიდან დედამიწაზე მოხვედრილი მეტეორიტია. არ არის გამორიცხული, რომ წარსულში მარსელი მიკროორგანიზმები დედამიწაზე ამ გზით მოხვდენენ. ისინი არამარტო გადარჩნენ, არამედ თავიანთი გენური ინფორმაციაც დაგვიტოვეს.

მკაცრი გამოცდა

ახლა უკვე ბაქტერია-ექსტრემოფილების ბევრი სახეობაა ცნობილი, რომლებიც მაღალ ტემპერატურასა და წნევაზე არ იხოცებიან, არ ესაჭიროებათ ჟანგბადი და არსებობენ გარემოში, რომელიც აქამდე სიცოცხლის არსებობისათვის აბსოლუტურად მიუღებლად ითვლებოდა. მაგალითად, ათიოდე წლის წინ სამხრეთ აფრიკაში, აღმოაჩინეს მიკროორანიზმები, რომლებიც ენერგიის წყაროდ მოლეკულურ წყალბადს იყენებენ. ამ ბაქტერიების კოლონიები მინიმუმ 200 მილიონი წელი დედამიწის ზედაპირთან სრულიად იზოლირებილნი იყვნენ. ამ აღმოჩენის ფონზე მეტეორიტით კოსმოსში მოგზაურობა ფანტასტიკად აღარ გამოიყურება(ცოცხალი ორგანიზმები ღია კოსმოსში).

არამიწიერი გენეტიკური ინფორმაციის სესხების ალბათობა ძალიან მცირეა, თუმცა მაინც ნულზე მეტი. თუ ის ოდესმე დამტკიცდა, შესაძლებელი იქნება დავუშვათ, რომ გარკვეული თვალსაზრისით ადამიანი უცხო სიცოცხლესთან სიმბიოზში გაჩნდა, სიცოცხლისა, რომელიც მზის სისტემაში ან მის ფარგლებს გარეთაც კი ჩაისახა. მაშინ აღმოჩნდება, რომ არამიწიერი გამომგზავბნელების ინფორმაცია უკვე მიღებულია – ოღონდ გენეტიკურ დონეზე.

სიგნალი კოსმოსიდან

სხვა ცივილიზაციების არსებობის საუკეთესო მტკიცებულება კოსმოსიდან მიღებული სიგნალი იქნებოდა, რომლის გაშიფვრას შევძლებდით, ან მასში ხელოვნურად შექმნილი მოვლენების მიმდევრობას დავინახავდით და არა უბრალო ბუნებრივ პროცესებს. სიგნალი ვარსკვლავთშორისი მანძილებიდან იქნება გადმოცემული, რადგან დედამიწის ფარგლებს გარეთ, მზის სისტემაში, გონიერი არსებები არ არიან(არც მიკრობები ჯერჯერობით). ცივილიზაცია ჩვენიდან ძალიან შორს არ უნდა იყოს და ჩვენნაირ ტექნოლოგიურ განვიტარების დონეზე. მე არ მინდა დოგმატურად ვამტკიცო, რომ რაიმე ამდაგვარი შესაძლებელია. თუმცა, ჩვენი წარმოდგენებიდან გამომდინარე ბიოლოგიური და სოციალური ევოლუციის ტემპსა და სირთულეზე, მზის შიდა გალაქტიკური მიდამოების შესახებ ცოდნაზე, ერთი გონიერი ცივლიზაციის არსებობის ალბათობაც კი უკიდურესად მცირეა, ამიტომ არც არავის გაუკვირდება, რომ ჩვენ არანაირი სიგნალი არ მიგვიღია. მფრინავ თეფშებზე ლაპარაკიც არ მინდა, ვფიქრობ ეს ფანტასტიკისა და ცრურწმენის ნაყოფია, არა მეცნიერების(WOW და სხვა სიგნალები…; რადიოასტრონომია).

სხვა ვარსკვლავები

ბუნებრივია, ვარსკვლავთშორისი კონტაქტები არამიწიერი ცივილიზაციების არსებობის დემონსტრაციის ერთად ერთი საშუალება არ არის. როგორც არ უნდა იყოს შეფასებული უცხო ცივილიზაციების გაჩენის ალბათობა კოსმოსის სიღრმეებში, უეჭველია, რომ პრიმიტიული ფორმების გაჩენის შანსი გაცილებით მაღალი შეიძლება აღმოჩნდეს. უფრო მეტიც, შემდგომი კოსმოსური ექსპედიციები ერთმნიშვნელოვნად გვიპასუხებენ, არის, ან თუ იყო სიცოცხლე მარსზე. ეს პლანეტა გიგანტების, იუპიტერისა და სატურნის მთვარეებსაც ეხებათ, თუმცა ეს უფრო შორეული მომავლის საქმეა. სულ სხვა საქმეა ეკზოპლანეტები, ჩვენ იქ რობოტიზირებული მისიების გაგზავნასაც კი არ ვგეგმავთ, რადგან არ გაგვაჩნია შესაბამისი ტექნოლოგიები(2).

მიუხედავად ამისა საქმე არც თუ ისე უიმედოა. ეკზოპლანეტების ატმოსფეროების შესახებ ინფორმაციის შეგროვება უკვე დავიწყეთ(3), მალე ალბათ მათ ზედაპირებზეც გავიგებთ რამეს. არსებობენ ნიშნები, რომელთა მიხედვითაც შეიძლება დავასკვნათ, არის თუ არა ციური სხეული სიცოცხლის გაჩენისათვის თავსებადი. მაგალითად, 2 მილირდი წლის წინათ დედამიწის ატმოსფეროში ჟანგბადის შემცველობა ბაქტერიული ფოტოსინთეზის ხარჯზე მკვეთრად გაიზარდა. თუ ჟანგბადის მაღალი შემცველობის ატმოსფეროიანი პლანეტა აღმოვაჩინეთ, მან სიცოცხლისასთვის თავსებადის სტატუსი შეიძლება მიიღოს. ეჭვები განმტკიცდება, თუ მის ჰაერის ბასეინში ნახშირორჟანგისა და მეთანის შესამჩნევი რაოდენობა დაფიქსირდება. სხვა ქიმიური მარკერებიც არსებობენ, რომლებიც ბიოლოგიური პროცესებისკენ მიუთითებენ. მათი ძებნა ეკზოპლანეტების კვლევის უმნიშვნელოვანესი ნაწილია(როგორ ეძებდნენ ეკზოპლანეტებს).

კულტურული შოკი

ახლა დავუშვათ, რომ ჩვენ დამაჯერებელი არგუმენტების მოძებნა შევძელით, პრიმიტიული სიცოხლისა მარსზე ან მზის სისტემის გარეთ. საინტერესოა რა რეაქცია ექნებოდა ამაზე კაცობრიობას. აქ არსებობს განსხვავბული თვალსაზრისი, მე ვფიქრიბ, რომ ამას არანაირი კულტურული შოკი არ მოყვება, ზემოქმედება მინიმალური იქნება.

ასეთი აღმოჩენა ბევრს არავის გააკვირვებს, რადგან უკვე მივეჩვიეთ ვიფიქროთ, რომ ადრე თუ გვიან ეს მაინც მოხდება. რაღაც ამდაგვარი უკვე მოხდა, როცა პირველი ეკზოპლანეტები აღმოაჩინეს. ეს ინფორმაცია დიდი ინეტრესით იქნა მიღებული და არა შოკურად, რადგან ამას დიდი ხანია ელოდნენ. ასეთნაირადვე ელოდება ფართო საზოგადოება არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენას.

პირიქით თუ მოხდა, ანუ ათწლეულების მერე ასტრობიოლოგებმა ცოცხალი არსებებით დასახლებული ეკზოპლანეტა ვერ აღმოაჩინეს, საზოგადოება, ალბათ, ძლიერ იმედის გაცრუებას განიცდის. ასეთი დასასრული მართლაც კულტურულ შოკად შეიძლება იქცეს. კაცობრიობა თავის კოსმოსურ მარტოობას იგრძნობს და ვინ იცის, როგორი იქნება მისი რეაქცია. თუმცა, მოვლენებს წინ ნუ გავასწრებთ…

Posted by: tikoroma Oct 6 2015, 04:53 PM

2030 წელს ადამიანები გაფრინდებიანო. ოომ მხოლოდ ფილმებში კი არ ხდება ასეთები

Posted by: FERRE Oct 7 2015, 11:52 AM

2030 წლამდე იარსებებს დედამიწა? საკითხავი სწორედ ეს არის. ჩვენს ხელში კიდე კარგად გრძნობს თავს laugh.gif

Posted by: FERRE Oct 15 2015, 01:04 AM

https://www.youtube.com/watch?v=NLTPY_Q6MH0

Posted by: tty_ Oct 15 2015, 10:29 AM

QUOTE
კაცობრიობა თავის კოსმოსურ მარტოობას იგრძნობს


გულზე მომხვდა superstition.gif

Posted by: gaius marius oboba Oct 26 2015, 08:31 AM

ახლა მარსს მიადგნენ სანაგვედ?

ციტატა
ზრდილობის ნორმებში გამოხატე აზრი, კარგი?

Posted by: eduardo May 24 2016, 09:53 AM

იმედი მაქვს, ოდესმე გავარკვევთ ახალი ადამიანის სიცოცხლის ფორმები justcuz_hourglass.gif

Posted by: DanielMurray Apr 1 2017, 07:42 PM

იშლება რეკლამა და ოფი smile.gif

Posted by: FERRE Apr 3 2017, 04:24 AM

DanielMurray
მაგარ ადგლას და მაგარ დროს არეკლამებ მევახშეებს ))) გაქცეული გაქვს ალბათ. გვესმის შენი biggrin.gif

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)