IPB

Welcome Guest ( Log In | Register )


HELPme
Posted on: May 16 2010, 05:35 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 5
Joined: 11-April 10
Member No.: 6,198


ჟანრი: დრამა, ბიოგრაფია, ისტორიული




სლოგანი: A WORLD EVENT It took one remarkable man to defeat the British Empire and free a nation of 350 million people. His goal was freedom for India. His strategy was peace. His weapon was his humanity.
გამოშვება: 30 ნოემბერი 1982
რეჟისორი: რიჩარდ ათენბურგი
სტუდია: ინტერნეშინალ ფილმ ინვესტორს, გოლდქრესთ ფილმს ინტერნეიშენელი ...
როლებში: ბენ ქინგსლი, მარტინ შინი, ჯონ მილსი, ჯონ გილგუდი, ედვარდ ფოქსი, კენდის ბერგენი, ტრევორ ჰოვარდი
ბიუჯეტი: $22M
Box Office: $52,7M


1869 წელს, როდესაც განდი დაიბადა, მისი ქვეყანა ჯერ კიდევ დიდი ბრიტანული იმპერიის საკუთრება და დედოფალი ვიქტორიას ერთერთი სამკაული იყო. 1948 წლის 30 იანვარს, მისი გარდაცვალების დღეს, ინდოეთმა თავისუფლება მოიპოვა. ეს მისი შრომის ნაყოფი გახდა, დიდი ტიტანიური ცხოვრების შრომის...


http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=2815528
- - - - -
http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=2802516

ფილმი დევს ასევე ქართულ სერვერზე www.bude.ge. ძებნაში ჩაწერეთ ფილმის სახელი და ამოგიგდებთ ფილმის ლინკს.
  Forum: მხატვრული ფილმები · Post Preview: #34124 · Replies: 0 · Views: 5,929

HELPme
Posted on: May 16 2010, 05:23 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 5
Joined: 11-April 10
Member No.: 6,198




«სვანეთის მთებში დღესაც ცხოვრობენ განდობილები»(!)

ბევრ თქვენგანს, ალბათ, არც კი გაუგონია კავკასიური იოგას არსებობის შესახებ, არადა ვარჯიშების ამ უნიკალური სისტემის წყალობით შეგიძლიათ გახდეთ ნათელმხილველი, ტელეპათი, წყალზე იაროთ, ჰაერში იფრინოთ, ამინდი შეცვალოთ, ჩასახვის დროს ბავშვის სქესი დააპროგრამოთ, ავადმყოფები განკურნოთ, დახარჯული ენერგია აღიდგინოთ, გაახალგაზრდავდეთ, სიცოცხლე გაიხანგრძლივოთ, სურვილები აიხდინოთ...

«კვირის პალიტრის» სტუმარია ეზოტერიკოსი თამაზ დარახველიძე, რომელიც კავკასიურ იოგაზე გვესაუბრება.

- ბატონო თამაზ, რატომ არ არის ცნობილი დღემდე ფართო საზოგადოებისთვის კავკასიური იოგას შესახებ?

- ჩაკეტილი სისტემა იყო - ცოდნა მასწავლებლიდან მოწაფეზე გადადიოდა, ასე რომ, მხოლოდ განდობილებმა იცოდნენ კავკასიური იოგას არსებობა. ეს საიდუმლო სწავლება პირველად 1955 წელს გახდა ცნობილი პოლონელი გრაფის, სტეფან კოლონა ვალევსკის წყალობით, რომელიც პოლონეთის დიპლომატიური მისიით ჩავიდა ნიუ-იორკში და მოგვიანებით ერთ-ერთ ამერიკელ გამომცემელს უცნაური ხელნაწერი წიგნი მიუტანა.

- რაში მდგომარეობდა ხელნაწერის უცნაურობა?

- კავკასიური იოგა ვალევსკიმ პერგამენტზე ოქროს ასოებით დაწერა.

- ვისგან შეიტყო მან ამ საიდუმლო სისტემის არსებობა?

- კავკასიის მთებში მოგზაურობისას, 1920-იან წლებში, იგი შეხვდა ორ განდობილს, რომლებმაც გრაფს ზოგიერთი რამ გაუმხილეს, ცოდნა ზეპირად გადასცეს და ფიცი ჩამოართვეს, რომ მათ ვინაობას არ გაამხელდა. თავის მასწავლებლებს გრაფი აღარასოდეს შეხვედრია. ვალევსკიმ კავკასიური იოგა (ადამიანის განვითარების სისტემა) ამერიკაში ჩასვლის მერე დაწერა ინგლისურ ენაზე. სხვათა შორის, წიგნი დაიბეჭდა თუ არა, გრაფი მაშინვე გარდაიცვალა. ის ნიუ-იორკში ცნობილი კოლექციონერი გახლდათ. ანტიკვარული ნივთებითა და აღმოსავლური ხელოვნების ნიმუშებით ვაჭრობდა. ჰქონდა მაღაზია «ეზოტერიკა». სამწუხაროდ, კავკასიური იოგა, რომელიც კოლორადოს შტატში გამოიცა, დაუმთავრებელია, მაგრამ გრაფი ამტკიცებდა, ასეა საჭიროო...

- თქვენ როდის შეიტყვეთ კავკასიური იოგას არსებობის შესახებ?

- პირველად 1970 წელს მომიტანა ერთმა მეგობარმა ვალევსკის «კავკასიური იოგას» რუსული თარგმანის ხელნაწერი.

- თქვენი აზრით, კავკასიის მთებში დღესაც არსებობს საიდუმლო საზოგადოება?

- შესაძლოა!.. უცხოური წყაროებიდან ვიცი, რომ სვანეთის მთებში დღესაც ცხოვრობენ განდობილები. ისინი პოლონელ გრაფს 89 წლის წინ შეხვდნენ... იმის დაშვებაც კი შეიძლება, რომ საიდუმლო საზოგადოების წევრები დღემდე ცოცხლები არიან.

- «სვან ლამებს» გულისხმობთ?

- დანამდვილებით ვერაფერს გეტყვით... გამიგონია, რომ სვანეთის მთებში არიან უხუცესები, რომლებიც ხალხმა «ლამებად» მონათლა. ისიც თქვეს, მათ სანახავად ედუარდ შევარდნაძეც იყო, ზვიად გამსახურდიაც, მაგრამ მხოლოდ ბატონი ზვიადი მიიღესო.

- რით განსხვავდება «კავკასიური იოგა» მსოფლიოში აღიარებული იოგას მსოფლმხედველობისგან?

- არის მოსაზრება, რომ იოგას მოძღვრება სწორედ კავკასიიდან გავიდა და დამკვიდრდა აღმოსავლეთში აბრეშუმის გზის მეშვეობით და ბუნებრივია, რამდენამდე სახეც იცვალა.

- რას ეყრდნობა «კავკასიური იოგას» სწავლება?

- «კავკასიური იოგას» სწავლების თანახმად, «სამართლიანობის კანონი ღვთის ნებაა». საგანგებოდაა ხაზგასმული ადამიანის დანიშნულებაც: «მე ვიმყოფები დედამიწაზე, რომ უკეთესი გავხადო იგი, უდაბნო სამოთხედ გარდავქმნა, ღვთისა და მისი მუშაკებისთვის უფრო ღირსეულ ადგილად ვაქციო». საკუთარი თავის შეცნობა ნიშნავს ჩაუღრმავდე შენს ადამიანურ არსს, დააკვირდე, შეისწავლო და დაგროვილი ცოდნა სათანადოდ გამოიყენო. ადამიანური არსის ინდიკატორია: «მე - მე ვარ (სამშვინველი), მე ვაზროვნებ, მე შევიგრძნობ, მე მსურს». ნებისმიერ სიტუაციას გავუმკლავდებით შეგნებულად განვითარებული ყურადღებით, დაკვირვებით, სწორი ინტერპრეტაციითა და დაგროვილი ცოდნის პრაქტიკული გამოყენებით - «შექმენი მიზეზი და უთუოდ მიიღებ შედეგს». «კავკასიური იოგა» საშუალებას გვაძლევს, ვუპასუხოთ ნებისმიერ შეკითხვას ყოფის ნებისმიერი სფეროდან (ფიზიკური, მენტალური, სულიერი და ფსიქიკური), გვასწავლის, როგორ გავიმარჯვოთ და რა გზით გადავჭრათ პრობლემები.

- რა ვარჯიშებს მოიცავს «კავკასიური იოგას» სისტემა?

- მედიტაციას და ყურადღების კონცენტრაციას სუნთქვითი ვარჯიშების ფონზე. სწორად სუნთქვა აუცილებელია ნებისმიერი ვარჯიშის შესრულების დროს, რადგანაც აზროვნების, შეგრძნებებისა და სურვილების ინდიკატორი სუნთქვაა. ნებისმიერ ცოცხალ არსებას, რომელიც ამ სამყაროში იბადება, აქვს თავისი ძირითადი რიტმი. ეს არის დედის სუნთქვა ცოცხალი არსების ჩასახვის მომენტში, ანუ მისი ვიბრაცია.

- რას ნიშნავს სწორად სუნთქვა?

- ადამიანის სუნთქვა უნდა შეესაბამებოდეს დედამიწის გულის ეზოტერიკული ცენტრის რიტმს, ანუ 7-ს, ამიტომაც 7 წამში ხდება ჰაერის შესუნთქვა, 1 წამით - დაყოვნება, 7 წამში - ამოსუნთქვა, და ისევ 1 წამით - დაყოვნება.

- რა საჭიროა სხეულის გადასვლა დედამიწის რიტმზე?

- «კავკასიური იოგას» სწავლების მიხედვით, ტიტანური ენერგია (იგივე პრანა), რომელსაც სივრცე შეიცავს, ყველგანაა და მუდმივად ეძებს ადამიანში შეღწევის საშუალებას, რათა ჩვენი მეშვეობით გამოავლინოს თავისი ძალა. ამ ენერგიის ჰარმონიული დინება რომ შევიგრძნოთ, დედამიწის რიტმზე უნდა გადავიდეთ, რათა გავთავისუფლდეთ საკუთარი ვიბრაციისგან, ანუ ჩასახვის მომენტში დედის ნეგატიური შთაბეჭდილებებისგან. როცა ადამიანი საკუთარ სუნთქვას აცნობიერებს, სხეულის ნაწილებსა და ცენტრებს ამოსუნთქვის დროს მუხტავს. «კავკასიურ იოგაში» ვარჯიშებს ეწოდება «მასტერ-არკანები», დიდი და მცირე არკანები.

- თუ შეიძლება, განმარტეთ, რას ნიშნავს ეს?

- «მასტერი» ანუ ოსტატი არის ადამიანი, რომელიც «კავკასიურ იოგას» მისდევს. «არკანი» ნიშნავს ვარჯიშს, ასე რომ, «მასტერ-არკანი» იგივეა, რაც «ოსტატის ვარჯიში». გრაფ ვალევსკის აღწერილი აქვს 7 «მასტერ-არკანი». «კავკასიური იოგას» სწავლების თანახმად, სუნთქვა სიცოცხლეა. ვალევსკი აღწერს «მზის», «მთვარისა» და «ბუნდოვან» სუნთქვას.

- რა მდგომარეობაში იმყოფება ოსტატი?

- იგი მუდამ შეგნებულად ინარჩუნებს სამყაროს პოზიტიური აღქმის უნარს, გახსნილია ყველანაირი დადებითი ძალისთვის, რათა მათ შეძლონ ოსტატში შეღწევა და მისი საშუალებით გამოვლინდნენ. ამაღლებული სურვილები, ნათელი აზრები, კეთილი სიტყვები - ეს მისი მუდმივი მდგომარეობაა.

- თუ შეიძლება აგვიხსენით, როგორ კეთდება პირველი «მასტერ-არკანი»?

- საგაზეთო სტატიით ამის გაკეთება ძნელია და თანაც საშიში.

- დანარჩენ «მასტერ-არკანზე» რას გვეტყვით?

- მეორე «მასტერ-არკანის» წყალობით ადამიანი იძენს ნათელსმენის უნარს და ჰარმონიულობას. სწავლობს, როგორ დახვდეს მოყვარეს, რანაირად დაიცვას თავი მტრისგან, ან როგორ დაესხას მას. მესამე «მასტერ-არკანი» ავითარებს გემოვნებას და უდიდესი პრინციპის მუდმივად შენარჩუნების უნარს.

- რა არის უდიდესი პრინციპი?

- «მე ჩავისუნთქავ სიცოცხლეს და ჩემ გარშემო ვქმნი მაგნიტური ძალების ველს, ანუ აურას» - ეს არის «კავკასიური იოგას» ცენტრალური პრინციპი. მეოთხე «მასტერ-არკანი» ავითარებს უზადო ნებისყოფას (ელექტრობას ინახავს სხეულის ნერვულ წნულებში). მეხუთე «მასტერ-არკანის» საშუალებით ადამიანი დედამიწის მიზიდულობის ძალაზე კონტროლის უნარს იძენს, შეუძლია, ჰაერში აიწიოს, იფრინოს და წყალზე იაროს. მეექვსე «მასტერ-არკანს» «ფილოსოფიურ ქვას» უწოდებენ.

- რა მოტივით?

- იგი ავითარებს ტრანსმუტაციის, ტრანსფორმაციის, ტრანსფიგურაციის უნარს და შესაძლებელს ხდის უბრალო, არაკეთილშობილური ელემენტების ოქროდ გარდაქმნას (ტრანსმუტაციას). გარდა ამისა, მეექვსე «მასტერ-არკანის» წყალობით, ხდება ელექტრონული და მაგნიტური ძალების ტრანსფორმაცია, ადამიანისა და დედამიწის აურის სფეროების შერწყმა, რაც ღვთაებრივ ძალებთან, ანგელოზებთან კავშირის დამყარების საშუალებას იძლევა. არანაკლებ საინტერესოა მეშვიდე «მასტერ-არკანიც». მისი მეშვეობით ადამიანი ამინდის შეცვლას, მის მართვას სწავლობს.

კვირის პალიტრა / თამაზ დარახველიძე ; ესაუბრა ნინო გოძიაშვილი //
© http://old.kvirispalitra.ge/archive/2009/2...htm/saxeebi.htm
  Forum: ბიბლიოთეკა · Post Preview: #34121 · Replies: 43 · Views: 64,549


New Posts  New Replies
No New Posts  No New Replies
Hot topic  Hot Topic (New)
No new  Hot Topic (No New)
Poll  Poll (New)
No new votes  Poll (No New)
Closed  Locked Topic
Moved  Moved Topic
 

Lo-Fi Version Time is now: 27th April 2024 - 07:47 PM