IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

 
Reply to this topicStart new topic
> მესულთანეობა - ქართველ მთიელთა ტრადიცია, (ჩენელინგი)
tikoroma
post Jun 1 2015, 07:47 PM
Post #1


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში მიცვალებულის კულტის მსახურთა შორის არსებობდა განსაკუთრებული პირი, რომელსაც პირიქით ხევსურეთში "მესულთანე" ეწოდება, არხოტში - "მესულეთე", თუშეთში - "სულთანა". თუშ-ფშავ-ხევსურეთში ცნობილი იყო " სულის მკითხავის" სახელითაც.

მესულთანე აუცილებლად ქალი უნდა ყოფილიყო, ხევსურეთში 8-9 წლის ასაკზე პატარა არ შეიძლებოდა, ხოლო თუშეთში სულთანად 18-20 წლისანი ხდებოდნენ ხოლმე. "სულში წასვლა" სულთან ლაპარაკს ნიშნავს. სულისგან მესულთანე იტყობს სოფელში რაც ცუდი რამე მოხდება - სიკვდილი, ავადობა. თუმცა ზოგჯერ არ ამხელს ხოლმე ნანახს, რომ გავამხილო, სული გამიწყრებაო.

მესულთანედ პირს სულები ირჩევდნენ. იგი ავად ხდებოდა - ნერვიული ხასიათის დაავადება ემართებოდა, ხასიათი ეცვლებოდა, დანაღვლიანდებოდა, თავს იტკიებდა. იგი ხალხს თავს არიდებდა. როცა ძალიან ავად ხდებოდა, მარტო რჩებოდა სახლში, დაწვებოდა, გაშეშებული იწვა, თვალები დახუჭული ჰქონდა, დაძინებულივით იყო. მერე კი ლაპარაკს დაიწყებდა. სულში უფრო ღამე მიდიოდა, თუმცა დღისითაც იყო შესაძლებელი. ვის სულსაც ეკონტაქტებოდა, იმისი ხმით იწყებდა ლაპარაკს.

ხალხს სწამდა, რომ მიცვალებულები თვალ-ყურს ადევნებდნენ თავიანთ ნათესავებს, შეეძლოთ დახმარება. მათი გულის მოსაგებად ხალხს სურდა მათი სურვილების გაგება და დაკმაყოფილება. მესულთანე კი მათი შუამავალი იყო.

თუშეთში სულთან მოსაუბრე ვერ ხედავდა ვინ იყო მოსული, თვალებდახუჭული იწვა. თვითონ უნდა მიმხვდარიყო ვინ მოვიდა და ვისი ამბის გაგება აინტერესებდა.

ხევსურეთში სულთანობა ჭირისუფლის თანდასწრებით ხდებოდა. ტაბლის გარშემო სანთელს აანთებდა და ამბობდა: "საცა შენ ხარ (მიცვ.სახელი), შენ სადგომ-სამყოფოი ას, როგორც ჩვენს წინ ას ეს გამზადებული სუფრაი, სულსამც შენს მაეხმარების, თუ რა გაღონებს, ჩვენ ვერ ვიცოდეთ, გამოგვიცხადი, ათქმი შენს მეენეს, მესულთანეს". თუ არაყი ეჭირა, დალევდა, სანთელს სუფრას მიაკრავდა და დაჯდებოდა. მესულთანე ცოტა ხნის შემდეგ მთქნარებას იწყებდა, თან ანთებულ სანთელ უყურებდა, რომელიც ხელში ეჭირა. შემდეგ დაიწყებდა ცახცახს, ხელების სრესას, თავის ქნევას, ხელებს მუხლისთავებზე მოიხვევდა და დაიწყებდა მიცვალებულის ენით ლაპარაკს. მთხრობელთა გადმოცემით, ზუსტად იმ მიცვალებულის ხმით ლაპარაკობდა, რომლის პატრონიც იყო მოსული.

ზოგჯერ მას უძნელდებოდა ხოლმე სულთან დაკავშირება. ასეთ შემთხვევაში იტყოდნენ "ორი სული ერთმანეთს ეცილებისო, ორთავ უნდა საუბარიო". ამიტომ სახელს დასდებდნენ ჯერ პურს და მარილს. სულები ერთმანეთს შეეცვლებოდნენ: მესულთანეს ჯერ ერთი სული მოუიდოდა, მერე მეორე. ერთმანეთის მაგივრადაც ლაპარაკობდნენ. თუ პატარა იყო მიცვალებული, ან ლაპარაკი არ ეხერხებოდა,არ შეეძლო, მის მაგივრად სხვა იტყოდა.

ლიტ: დ. გიორგაძე. "მესულთანეობა"


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Jun 2 2015, 12:30 AM
Post #2


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ნეტავ ახლაც არის ეგეთები შემორჩენილი?

ჩემი ბებიების და ბაბუებუების თაობიდან ბევრი უცნაურობები კი მაქვს განაგონი, უცნაური არსებების გამოლაპარაკებები, ახლა მსგავსები აღარ მსმენია,
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Jun 2 2015, 10:20 AM
Post #3


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ხატთან ურთიერთობაც ასე ხდებოდა. ხატი ირჩევდა ქადაგს, ის ტრანსში შედიოდა და ლაპრაკს იწყებდა. ხატი ალაპარაკებდა. მერე ხევისბერი ან განმარტავდა და ასრულებდა მის ნათქვამს.


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Jul 1 2015, 02:46 PM
Post #4


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სულთანი რატო ერქვა ოსმალების სულთანს, სულებს იძახებდა? biggrin.gif


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 29th March 2024 - 07:45 PM