15 აპრილს ე.წ სიყვარულის დღეს მთელი ჩემი სამეგობრო შეიკრიბა ,დავლიეთ ( ჩემს გარდა ყველამ) და გადავწყვიტეთ რომ მოგვეწყო after party ჩვენი ერთ–ერთი მეგობრის სახლში ( მე ეს ბიჭი მაგ დღეს გავიცანი)
ერთი სიტყვით სრულიად გრუზინულ-მატერიალისტურ ტალღაზე მომართული გავემართე ამ სახლისკენ და შევდგი თუარა ფეხი ამ სახლში ეგრევე თავი ამტკივდა. ცოტა არიყოს გამიკვირდა მაგრამ დიდი ყურადღება არ მივაქციე. ჩვეულებრივი სახლი იყო სადაც ბიჭები ცხოვრობენ. ანუ უკიდეგანოდ არეული ,ოღონდ სასიამოვნო არეულობით ... ''მოწოდებით ბომჟები'' გამიგებენ
სამზარეულოს შეთვარიელებისთანავე შევედი დიდ სასტუმრო ოთახში სადაც კედლებზე ეკიდა საკმაოდ დიდი ზომის ნახატები . ერთ ერთ ნახატზე ცისფერ და თეთრ ტონალობებში გამოხატული იყო ორი ადამიანი. პირველი იჯდა.. მეორე უკან ედგა ოღონდ ერთი თავით მაღლა და იმ უკან მდგომს თავზე ებრაული ვარსკვლავი ეხატა დიადემის მაგივრად. იესო და იუდა.
და მომეჩვენა რომ ნახატზე ნაჩვენები იყო იუდას უპირატესობა იესოზე...
როგორც ჩემმა ახალგაცნობილმა მეგობარმა ამიხსნა ეს ნახატები ეკუთვნის მისი ოჯახის მეგობარს ,მხატვარს ( ჩემი აზრით გენიოს მხატვარს )
ეს კიდევ არაფერი,იყო იმ სახლში საინტერესო ნივთები. გრავიურები
ერთ ერთ გრავიურაზე ძალიან მკრთალად ეხატა სატანა ორი რქით . და არცერთ ჩემს მეგობარს არ დაუნახავს რა ეხატა . მარტო დილას მე და ჩემმა ''ინდიგო'' ძმაკაცმა დავიწყეთ მაგაზე ლაპარაკი და მაშინ დავაკვირდით .
ყველაზე მთავარი
კედელზე იყო აყუდებული დიდი ზომის ნახატი ,უკანა მხარეს ეწერა მამო ჩვენო და რომ მოატრიალა ჯერ გვითხრა მოემზადეთო. მეთქი რა უნდა მაჩვენოს ახლა ამან მე ისეთი რაც გამაკვირვებს
მოატრიალა და აი თუ გიგრძვნიათ რაღაც დიდი სველი და მძიმე ენერგია რომ დაგეტაკება . ეგეთი რაღაც ვიგრძენი
ტილოზე მუქ შავ და მუქ მწვანე ფერებში ( ეს ფერები არ მომეწონა ძალიან,მე არვიცი როგორ უნდა დახატო იესო ასეთ ფერებში) იყო დახატული მაცხოვარი რომელსაც უბრალოდ თვალს ვერ გაუსწორებდი.
ვერ გეტყვით ამ თვალებში რა იყო...
მე მარტო აი უსაშველო სიმძიმე დავინახე
ბინის პატრონმა გვითხრა რომ კედელზე ავაყუდე და გამიშავა კედელიო,თან გვანახა სურათის სიდიდეზე გაშავებული კედელიც.
ჩემი მოკლე ჭკუით მხატვარს უნდოდა დაეხატა ქრისტე და დახატა სხვა....
ჩემი''ინდიგო ძმაკაცი'' რომელსაც არანაირი ეზოთერული ცოდნა არ გააჩნია მაგრამ მე ვთვლი რომ საკმაოდ მაღალ ლეველზეა მიაშტერდა და დიდი ხანი ვერ მოვაცილე სურათს. გინდა თუარა შემეშვი '' ვებაზრებიო ''
დღეს კიდევ მწერს ცუდათ ვარ თვალებიდან არ ამომდისო
მე შეხედვისთანავე ვიგრძენი რომ არ უნდა მეყურებინა და მაშინვე მოვბრუნდი და ვთხოვე შეეტრიალებინა. მაგრამ ჩემმა მეგობარმა ისევ მოატრიალა და ძლივს მოვაგლიჯე სურათს. დაჰიპნოზებული თვალებით აშტერდებოდა და გული გამისკდა რომ შევხედე. არადა ამ ბავშვს ისეთი თვალები აქვს,ბავშვის. ზღვა აქვს თავლებში და მაგ დროს სულ სხვანაირი თვალები ჰქონდა. .. უცხო .
მოკლედ ძალიან უცნაური სახლი იყო. პატრონმა კიდევ მოპმიყვა რომ დილის 6 საათზე ფანჯრების წინ ხეზე შავი ყვავები ჯდებიან . და მართლა დაჯდნენ დილას ..
ფაქტი ისაა რომ შესვლისთანავე საშინლად დავიძაბე და კარგა ხანი დამჭირდა დამშვიდებისთვის .
მაგრამ იმ ნახატს ალბათ არასდროს დავივიწყებ.
თუ კიდევ მოვხვდი იქ აუცილებლად გადავუღებ ფოტოს და დავდებ
თუ გქონიათ რაიმე მსგავსი გამოცდილება დაწერეთ თქვენც,საინტერესო იქნება ძალიან .
daliela
ერთ ერთ გრავიურაზე ძალიან მკრთალად ეხატა სატანა ორი რქით
ესეც საიინტერესო ფაქტია, თუ არავის დაუნახავს ე.ი მხატვარს არ უნდოდა რომ ვინმეს დაენახა და რატომ არ უნდოდა ესეც საინტერესოა, რა მიზანი ჰქონდა.
ყველას არ აძლევდა უფლებას ხატების დახატვისა. როგორც ჩანს რაღაც იცოდნენ.
და თუ მართლა რაღაც იცოდნენ ამ მხატვარმაც იცოდა ^^
საინტერესო ტიპი იქნება..
daliela
ძალიან სანტერესოა. ის შენი ინდიგო მეგობარი ალბათ ძალიან სუFთა ტიპია და ამიტომ ადვილად მოხვდა გავლენის ქვეშ..ნახატებს ძალიან დიდი ენერგიის შენახვა და გადმოცემა შეუძლია. ეს შეიძლება იყოს ავტორის ემოციები, აზრები, თუნდაც გამიზნულადჩადებული ენერგია, ან გაუცნობიერებლად..ზოგი ნახატი კი დამუხტული ამა თუ იმ ენერგიით იწყებს "დამოუკიდებელ "ცხოვრებას. ისე არ გინდა შენს ახალ ნაცნობთან სტუმრად წაგვიყვანო?
earth
td.........
earth
სახლში მხოლოდ 2 ცალი მაქვს ძალიან ძველები. დანარჩენები გაჩუქებულია ეგრევე.
td.........
ისე დამაინტერესა
გადაუღე ფოტოები და დადე,მიდი იმსახლში არაფერი საშიში არარის.ჩემს ნახატებზეც იტყვის იგივე რაღაცას ვინმე ალბათ,თუარ უთქვამს აქამდე,ეს ნახატის მაგიურობის ბრალი კიარაა ეს ჩემი ჩადებული ენერგიის და შენი როგორც მნახველის ამ ენერგიის მიღების მომენტია,რომელიც სხვადასხვანაირ ემოციას უჩენს ადამიანს რაღაც მომენტში.თუმცა როგორც მიიღებ ისე მიგიღებს,ნახატიც,საახლიც,ადა
იანიც და დედამიწაც.
Simulated
მართალი ხარ! თუმცა თუ მხატვარს აქვს უნარი დამუხტოს ენერგიით თავისი ნამუშევარი, ან გამიზნულად დებს მასში რაიმე კოდს ის აუცილებლად იმუშავებს.
შენი ნამუშევრები კი ძალიანაც მომწონს!
რათქმაუნდა მხატვარი გადასცემს ემოციებს და ენერგია ნახატს .. მაგრამ აი იმ სურათზე რაღაცა ძალიან სტრანნად ეხატა. მუქად მძიმედ.
პ.ს ისე ჩვენ ფორუმელებს ხატვა რომ შეგვეძლოს ყველას,რა დონის ნახატებს გამოვაცხობდით . სალვადორ დალი ვინ ჩემი ფეხებია
daliela
ნურას უკაცრავად, იცი რამდენი მხატვარი გვყავს ფორუმზე?
მერე სადაა ნახატები. გვანახეთ
გასაიდუმლოებულია, წაგლეკავთ
ეს ერთ-ერთი - http://www.esoteric.ge/forum/index.php?showtopic=1355
ჯერ სად ხარ
ისე ანანდა სად გაქრა?
სხვა პლანეტაზეა
მოვიყვან უბრალო მაგალითს,ეს ჩემი ძველი ნახატია და რათქმაუნდა ახლავს ამასაც თავის ენერგია.ბევრს უთქვამს რო ჟუტკია,ვიღაცეებს უბრალოდ საინტერესოდ მოეჩვენა მოკლედ ადამიანია და აღქმა.რაღაც მხრივ ნახატებიც სარკეა მეთუმკითხავ,იმ ყველაზე ღრმაში ჩადის და იქ დალექილი ინფორმაციის,ემოციის,გრძნობებ
ის და ა.შ პროვოცირებას ან სხვა ზემოქმედებას უკეთებს,ამას თანდართული ენერგია და იქმნება აღქმა რომელიც აბსოლიტურად ინდივიდუალურია.
Simulated
ხო ეგაა, მაგრამზოგჯერ გაუაზრებლადაც შეიძლება ცადის ავტორმა დიდი ნეგატივი, მოკლედ ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული და ხანდახან ასეც ხდება.
ტუმცა უმტავრესი მაინც აღქმაა და მნახველის მდგომარეობა კიდე.
ეს ნახატი კი სულაც არ არის ჟუტკი... უფრო სევდიანია. მგონია აქ შენი იმდროინდელი შინაგანი მდგომარეობაა გადმოცემული...
Simulated
მეც სევდას და ტკივილს ვხედავ ამ ნახატში, ასევე უიმედობას...
Simulated
მეც არვხედავ ჟუტკად ისე თავბრუ დამეხვა დამათრო წამიერად და დამაბოლა პირველად მქონდა ეგეთი შეგძნება ნახატისადმი და საინტერესო იყო ისე კი სევდიანია
მეც მქონია მასეთი შემთხვევა, ლილოში მიტოვებულ ბინაში ქონდაც საწოლები შეტანილი და გარემონტებული ძმაკაცებს და იქ ვიყავით ხოლმე ხშირად, მარა არ მევასებოდა მაგრად არც უბანი და არც სახლი. ბოლოს შემთხვევით გავარკვიე, რომ იმ ადგილას ადრე სასაფლაო ყოფილა (ემოციებს აღარ აღვწერ. ლაკონურად ჯობია).
დაბინძურებას რაც შეეხება
მხოლოდ ის გაბინძურებს რაც შენგან გამოდის და არა ის რას შეუშვებ შენში
რა ჰქვია შენს მეგობარს რომელიც ამ უცნაურ სახლში ცხოვრობს?
პირადი აღქმები რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, მაგრამ ენერგიას + ინფორმაცია = პროგრამას.
რა ენერგიაც და რა ინფორმაციაც არის ჩადებული, ისე მოქმედებს ნათქვამი სიტყვაც და დახატული ნახატიც.
....................
რა გსმენიათ ცნობილ ინგოროყვას #6 სახლზე, რომელსაც ეშმაკის სახლს უწოდებენ? როგორც ვიცი ამ სახლში ერთი მოხუცი ცხოვრობს, რომელიც არავის უშვებს. ფანჯრეზე რაღაც სქელი აქვს ჩამოფატებული და არაფერი ჩანს შიგნით. შეიძლება ამის გამო მზის შუქი საერთოდ არ შედის სახლში.
https://www.marao.ge/sakithkhavi/interviu/2452-qeshmakis-sakhliq-ingoroyvas-quchaze-mistika-thu-realoba.html
ესეთ რაღაცას ვიტყვი დღევანდელი ადამიანები რომლებიც იბადებიან ზოგს არ ააქვს ადამიანური სული არიან ნეფილიმები ადამიანს სხეულში ანუ მათ შიგნით იმალება ნეგატიური ენრგეტიკა დიდი სიშავე და შეიძლება თვითონაც არ იცის უმეტესობამ ან მხოლოდ კრიტიკულ მომენტში ხდება ამ ენერგიის გამოვლინება. ეს ადამიანები შეიძლება ძალიან კეთილები იყვნენ ძალიან კარგები და დადებიტს ასხივებდნენ მხატვარზე ვამბობ მე მაგრამ დახატა და მაინც ნეგატიური გამოუვიდა ძნელია ამის ახსნა ეს ჩემი აზრია მარტო და ჩემი მოგონილი. თუ თქვენ ამბობთ სიმართლეს მეკიდე ცოტა გადამეტებული მგონია და ამ ნახატებს ამ ადამიანმა გადაცა ამხელა ენერგია ეხლა თვითონ წარმოიდგინეთ ეს ადამიანი რამხელა შავი ენერგეტიკის მატარებელია =)
Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)