IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> წითელი ვარსკვლავი, დიდი მიწისძვა და პოლუსთა გადაწევა, (2012. part 2)
Emigranti
post Oct 26 2009, 12:05 AM
Post #1


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,002
Joined: 24-October 09
From: Austria
Member No.: 6,057

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ნაწილი I: უცნაური სიზმარი

ჩემი პირველი შეხება ამ თემასთან თხუთმეტიოდე წლის წინ, ძალიან მოულოდნელად და მოუმზადებლად ერთ-ერთ ქართულ დაბაში მოხდა.

მაშინ ჯერ ბავშვი ვიყავი. ზაფხულის არდადეგები მქონდა და დასავლეთ საქართველოში ვისვენებდი. იქ ერთი გოგნა გავიცანით. ჩემზე უფროსი იყო. სახელი ჩემდა სამწუყაროდ აღარ მახსოვს, მაგრამ მახსოვს კალადბურთელი იყო.
ერთხელ ბავშვები ერთად ვიჯექით ორღობეში და რაღაცაზე ვსაუბრობდით. უცბად ის გოგონა მეუბნება - ის ჩემი სიზმარი შენც მოგიყევი არა? - არა, რა სიზმარი, მე არაფერი ვიცი მეთქი. მას ძალიან უცნაური სიზმარი დასიზმრებია, რომელიც სიზმარსაც არ გავდა, არამედ უფრო ხილვას. მომიყევი თქო და აი რა მიამბო (როგორც ჩემს მეხსიერებას შემორჩა):

დაესიზმრა რომ ქუჩაში დადიოდა ერთ-ერთ ქართულ ქალაქში. ხალხი კი უცნაურად იდგა და ყველა ცას მიშტერებოდა. ცაში წითელი ვარსკვლავი მოჩანდა. ერთ კაცს უთქვამს მისთვის, ეს ვარსკვლავი იმას ნიშნავს, რომ წარღვნა იქნებაო. და მართლაც, ცოტა ხანში დაინახა, როგორ იძვრა მიწა და წყალი მოვარდა და ყველაფერი წალეკა და დაანგრია.

ამას იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია მასზე რომ, როგორც მითხრა, როდესაც გაიღვიძა, გაოგნებული, ნახევარი საათი არ დგებოდა, იჯდა და მარტო სიზმარს იხსენებდა.

ჩემდა სამწუხაროდ მაშინ დეტალები არ ვკითხე და ეხლაც მისი მონაყოლიდან უკვე ბევრი რამ აღარც მახოვს. ასე რომ ბოდიშს გიხდით, რომ ამ ისტორიას ბევრი ნიუანსი აკლია. არადა ეხლა (უკვე) მაინტერესებს და ვნანობ.

თუ ვინმე იცნობთ მას, ან თუ თქვენ თვითონ გქონიათ ასეთი სიზმრები, რომელი წელიც არ უნდა იყოს კარზე, გთხოვთ ნუ დაიზარებთ და ერთი პატარა პოსტი დატოვეთ.

ხოლო ჩემი დიდი ინტერესი ამ თემით და ამ სიზმრით არა თხუთმეტი წლის წინ, არამედ რამდენიმე თვის წინ, შემთხვევით დაიწყო. კალათბურთელი გოგონას სიზმარი კარგა ხნის მივიწყებული მქონდა, როცა ინტერნეტში ვბოდიალობდი და ამერიკულ ქალაქ როზუელთან მომხდარ, უფო-ს ავარიაზე სტატიას ვკითხულობდი. იქ ზოგიერთი ინფორმაციის წყაროდ ნახსენები იყო სხვა ვებ გვერდი, სახელად http://www.zetatalk.com. ამ გვერდის არსებობის შესახებ ადრეც ვიცოდი, მაგრამ სერიოზულად არ აღმიქვია და დიდ ყურადღებას არ ვაქქცევდი. ამჯერად შევიჭყიტე და გამაოგნებელი აღმოვაჩენა გავაკეთე.

როდესაც ამ გვერდზე პირველად მოხვდებით, გეგონებათ, რომ ის უფოლოგიას და უცხოპლანეტელებს ეხება, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. სინამდვილეში კი მისი მთავარი თემა, მოსალოდნელი კატაკლიზმები და მათთვის მომზადების საშუალებებია. ეს გვერდი მოიცავს მოსალოდნელი მოვლენების კონკრეტული ქრონოლოგიას და მათგან თავის დაღწევისთვის საჭირო რჩევებს. არსებობს ასევე ქვეყნების სია, სადაც მითითებულია ამა თუ იმ რეგიონის სამომავლო ბედი (კატაკლიზმების თვალსაზრისით). მაგრამ ყველაზე საინტერესო იქ ჩემთვის აღმოჩნდა ის, რომ ეს კატაკლიზმები, მიწისძვრები, ყველა მოახლოებული გლობალური მოვლენები და პოლუსთა გადაწევაც კი, ერთი წითელი ვარსკვლავის მოახლოებას უკავშირდება. იგი იქ ნიბირუდ ანუ პლანეტა იქსად მოიხსენიება. აი მაშინ ამოტივტივდა მეხსიერებაში ის ზაფხულის არდადეგები და მონათხრობი სიზმარი.

მას მერე ხშირად შევდივარ ხოლმე ამ გვერდზე და იქ გამოქვეყნებული მრავალი ათასი სტატიიდან, (ჩემთვის საინტერესო) რამდენიმეს ვკითხულობ.


ნაწილი II: რას ველოდოთ კონკრეტულად

ალბათ იკითხავთ, რაო რას წერენ და ვითომ კონკრედულად რა იქნებაო? მოგიყვებით.

სანამ zetatalk.com-ზე შეხვიდოდეთ და კითხვას დაიწყებდეთ, გაითვალისწინეთ, რომ იქ დაახლოებიტ 29.600 გვერდია და ყველას წაკითხვას ალბათ აზრიც არ აქვს. მთავარზე უნდა შეჩერდე. ამიტომ აქ მეც მხოლოდ ძირითადს შევეხები.

ამ საიტის დამაარსებელი და რედაქტორი მართალია ერთი პიროვნებაა, ქალბატონი ნენსი ლიდერი (Nancy Lieder), მაგრამ ის თვითონ არაა ამ ინფორმაციების ავტორი. იგი ირწმუნება, რომ მის უკან ზეტები დგანან და ინფორმაციის ავტორებიც ისინი არიან. ზეტები, უცხოპლანეტელები არიან, ზეტა-რეტიკულის თანავარსკვლავედიდან. აქედან მათი სახელიც. მათი განცხადებით, ისინი დედამიწელთა მიმართ კეთილად განწყობილნი არიან, მაგრამ არსებობენ საპირისპირო განზრახვიანი უცხოპლანეტელებიც.

რაც შეეხება კატაკლიზმებს.
ზეტებმა განაცხადეს, რომ ისინი კონკრეტულ წელიწადს არ დაასახელებენ, მაგრამ გვეტყვიან მოვლენათა ქრონოლოგიას (იხილე ქვემოთ), რითიც ჩვენ თვითონ უნდა ამოვიცნოთ, რომ დიდი მიწისძვრა მოახლოებულია. ე.ი. საუბარია მოსალოდნელ უძლიერეს მიწისძვრაზე, რომელიც მთელ დედამიწას მოიცავს. ეს მიწისძვრა განაპირობებს დედამიწის ყველა შენობის და ნაგებობის (ზოგიერთი მთებისა და კლდეებისაც კი) ნგრევას. ასევე გამოიწვევს, სანაპირო რეგიონების ცუნამებით დატბორვასაც. ამიტომ ზეტები მათ, ვინც ზღვიდან 160 კმ რადიუსში და ამავე დროს ზღვის დონიდან 60 მეტრის ქვემოთ ცხოვრობს, ურჩევენ, რომ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი. ასევე მოსალოდნელია ყველა ჩამქრალი ვულკანის ხელახალი ამოფრქვევა და შესაბამისი საფრთხეები. მაგრამ ეხლავე გეტყვით, რომ ნუ დაპანიკდებით, რადგან ზეტები ირწმუნებიან, თუ რჩევებს გავითვალისწინებთ, გადარჩენა უდაოდ შესაძლებელია.

აქ ჩნდება შეკითხვა - თვითონ იმ მიწისძვრას რაღა იწვევს? და თანაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამხელა მიწისძვრას, სწორედ ის წითელი ვარსკვლავი იწვევს, რომელიც ნელ-ნელა დეამიწას უახლოვდება. მალე იგი დედამიწას ჩაუქროლებს და თავისი, ბევრად უფრო ძლიერი გრავიტაცით, დედამიწაზე, დიდ ზემოქმედებას მოახდენს, რაც ამ კატაკლიზმებს გამოიწვევს.

მაგრამ აქ არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. ზეტები ირწმუნებიან, რომ კაცობრიბისთვის ყველაზე დიდი საფრთხე დიდი მიწისძვრა კი არ არის. არამედ ის რაც შემდეგ მოხდება. როდესაც აღარ იარსებებენ მაღაზიები, სუპერმარკეტები, საწყობები, გზები, იმპორტ-ექსპორტები, ელექტრო სადგურები და ა.შ. დაიწყება შიმშლობა. განსაკუთრებით ქალაქებში. და მათი ცნობით, კაცობრიობის უმეტესი ნაწილი სწორედ მაშინ დაიღუპება. ზოგი შიმშილობით, ზოგი სიცივით და ზოგიც დეპრესიით ამ ყველაფრის შემხედვარე. ე.ი მათი მტკიცებით მთავარი საფრთხე არის მოუმზადებლობა. ამიტომ ურჩევენ ხალხს დატოვონ ქალაქები, გადავიდნენ სოფლებში და დაიწყონ ავტონომიური მეურნეობა. ეს ნიშნავს რომ არაფერს ყიდულობ და ყველაფერს - პურიდან ტანსაცმელამდე - თვითონ ამზადებ. მათი მტკიცებით ფული გაუფასურდება. ყველაზე მდიდარი იქნება ის, ვისაც სახნავ სათესი მიწა და სუფთა წყალი ექნება.

სუფთა წყლის პრობლემა
წითელი ვარსკვლავის გარშემო ტრიალებს დიდი რაოდენობით მძიმე მეტალებისგან შემდგარი მტვერი. როდესაც იგი დედამიწას ჩაუქროლებს, მართალია თვითონ არ შეეხება ჩვენს პლანეტას, მაგრამ შეგვეხება მისი მტვერის დიდი “სარტყელი”. დედამიწაზე გადმოიყრება წითელი მტვერი, რომელიც ჩაიყრება წყალსაცავებში, რაც სასმელ წყლებს დაწამლავს. ასეთი წყლის დალევა სასიკვდილოა. ამიტომ ურჩევენ ადამიანებს, მხოლოდ გამოხდილი წყალი სვან. ამისთვის უნდა მოამზადონ წყლის სახდელი მოწყობილობები. zetatalk.com-ზე წყლის სახდელი მოწყობილობათა აღწერილობაც კი არის.


ნაწილი III: მოვლენათა ქრონოლოგია

მოსალოდნელ მოვლენათა ქრონოლოგიის მოკლე შინაარსი კი ასეთია (თარგმანი ჩემია, ამიტომ შეცდომებისთვის მომიტევეთ):

1. რამდენიმე თვის მანძილზე დედამიწა იწყებს ე.წ. თრთოლას (wobble) [ეს კონკრეტულად როგორ შეიგრძნობა ჩემთვისაც გამოცანაა - მთარგ.]
2. შემდეგ, რამდენიმე თვის განმავლობაში, დედამიწა დაიწყებს ნელ-ნელა გადახრას, სანამ მისი ჩრდილოეთ ნახევარსფერო მზის ჩდილში არ მოექცევა და ამის შედეგად დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარ სფეროში სამდღიანი ღამე დადგება, ხოლო სამხრეთში, კი სამდღიანი დღე.
3. ექვსი დღის განმავლობაში დედამიწა ეცდება ამ ჩრდილიდან გამოსვლას და გასწოერებას. ამ პერიოდის განმავლობაში შესაძლებელია მზე დასავლეთიდან ამოვიდეს.
4. დაიწყება დედამიწის ბრუნვის შენელება. ამას შეატყობთ იმიზე, რომ მზე უფრო გვიან ჩავა ვიდრე წესით, წელიწადის ამ დროს უნდა ჩასულიყო. როდესაც ეს განსხვავება საათებს შეადგენს, (უგვიანეს ეხლა) დროა დატოვოთ ყველა შენობა და უსაფრთხო ადგილას გადაინაცვლოთ.
5. დაახლ. 5,9 დღის განმავლობაში დედამიწის ტრიალი გაჩერდება. ამ ხნის მანძილზე არ დაღამდება და არ გათენდება. ზეტების განცხადებით დედამიწა კივილს დაიწყებს. ამ ხმას ყველა გაიგებს. ასევე გაიზრდება ვულკანური აქტივობა. დაიწყება წითელი მტვერის ცვენა.
6. 5,9 დღიანი პერიოდის ბოლოს, ერთი საათის განმავლობაში, დედამიწის ქერქი ასცდება მის ბირთვს და დაიწყებს მისგან დამოუკიდებელ სრიალს სხვა მიმართულებით. ამ დროს მოხდება გეოგრაფიულ პოლუსთა გადაწევა. სამხრეთ ამერიკა მოექცევა ჩრდილოეთში, ხოლო ინდოეთი გახდება სამხრეთ პოლუსი. ასევე ამოვარდება ურაგანისებრი ძლიერი ქარები.
7. ხოლო როდესაც ქერქი გაჩერდება (1 საათის შემდეგ) მოხდება ის დიდი მიწისძვრა, რომელიც ყველაფერს დაანგრევს. მიწისძვრები მანამდე წლებშიც მომრავლდება, მაგრამ ასეთი სიძლიერის მხოლოდ ერთხელ იქნება. ამის შემდეგ შეგიძლიათ თავშესაფრებიდან გამოხვიდეთ.

აქ ძალიან მნიშვნელოვანია სიმშვიდე შეინარუნო და პანიკაში არ ჩავარდე. ამიტომ ზეტები ადამიანებს ურჩევენ მიწისძვრის შემდეგ, აუცილებლად, რაიმე საქმით დაკავდნენ, რომ საპანიკოდ არ ეცალოთო.

ნაწილი IV: ტრანსფორმაცია მეოთხე სიმკვრივეში

ზეტების განცხადებით, ზემოთაღნიშნული კატაკლიზმების შემდეგ, დაგეგმილია დედამიწის და დედამიწელთა გადაყვანა ამჟამინდელი მესამედან, მეოთხე სიმკვრივეში.

სიმკვრივეები რა არის, ჩემთვისაც ცოტა ძნელი გასაგებია, მაგრამ შევეცდები ავხსნა. Zetatalk.com- ის თანახმად, ჩვენ, ადამიანები ვიმყოფებით მესამე სიმკვრივეში, მაგრამ არსებობს მატერიის უფრო ნაკლებად მატერიალური, ანუ ნაკლებად მკვრივი ფორმა, ე.წ. მეოთხე სიმკვრივე, რომელსაც ასევე რეალურად არსებობს. მატერიის ეს ორი ფორმა ერთმანეთთან კონტაკტში არ არის და შეუძლიათ ერთსა და იმავე დროს, ერთსა და იმავე ადგილას არსებობდენ, ისე, რომ ერთმანეთს ხელი არ შეუშალონ. მაგალითად ზეტები, სწორედ მეოთხე სიმკვრივეში ცხოვრობენ. ამ მომენტში ისინი შეიძლება ჩვენს ადგილას იდგნენ, მაგრამ ჩვენ მათ ვერ დავინახავთ და ვერ შევეხებით, რადგან მათი სიმკვრივე უფრო მაღალია. მათთვის ჩვენი კედლები დაბრკოლება არაა და შეუძლიათ თავისუფლად გაიარონ მასში. თუ მათ სურთ, რომ დავინახოთ, ძალუწთ შეიცვალონ თავისი და თავიანთი ხომალდების სიმკვრივე და მაშინ გამოჩნდებიან ხოლმე ცაზე. ისინი მეოთხე სიმკვრივეში ისევე იბადებიან და კვდებიან როგორც ჩვენ. მაგრამ ამბობენ, რომ უფრო დიდხანს ცოცხლობენ. იქაც არსებობენ მეოთხე სიმკვრივის ცხოველები და მცენარეები, კვება, მონელება, ტკივილი, სიამოვნება და ა.შ. ამავე დროს არსებობს მათზე უფრო მაღალი, მეხუთე სიმკვრივეც, რომელსაც ისინი ვერ ხედავენ. პირველი და მეორე სიმკვრივე ცალკე არ არსებობს. მათში ცხოველთა (მეორე) და მცენარეთა (პირველი) დონე იგულისხმება. ასე ვთქვათ მათი სულის დონე.

როდესაც ზეტებს, მეოთხე სიმკვრივეში ჩვენი გადაყვანის თარიღზე ეკითხებიან, ისინი პასუხობენ, რომ ეს დრო არავინ იცის, რადგან იგი თვითონ ადამიანებზე, უფრო სწორედ, მათ სულიერ მზადყოფნაზეა დამოკიდებულო. როცა დეამიწის მოსახლეობის უმეტესობა აღარ იქნება ისეთი ეგოისტური, როგორც ეხლაა, მაშინ გადაგიყვანენო.


გაგრძელება იქნება...

მიმართვა მკითხველს:
თუ თქვენ წარსულში გაგჩენიათ დიდი სურვილი, მიატოვოთ ქალაქი და გადახვიდეთ საცხოვრებლად სოფელში; თუ თქვენ გაგიჩნდათ უცნაური ფორიაქი, შესაძლებელ მომავალ მოვლენებთან და კატაკლიზმებთან დაკავშირებით, რომ რაღაც მნიშვნელოვანი უნდა მოხდეს; თუ თქვენ გაქვთ სიზმრები დიდი მიწისძვრებისა და წარღვნის შესახებ, ან თუ თქვენ სიზმარში ამის შესახებ ვინმეს უყვებით, ან რაიმე ამდაგვარი, ეს ნიშნავს იმას, რომ კეთილმოსურნე არსებებმა მეოთხე განზომილებიდან, ძალიან დიდი პატივი დაგდეს, ქვეცნობიერ დონეზე პირადად თქვენთან დაამყარეს კონტაქტი (ცნობიერი კონტაქტები ძალიან იშვიათია) და ზემოთაღწერილი ინფორმაცია გადმოგცეს. ამის შესახებ თვითონ ზეტები წერენ. ამიტომ თუ თქვენ ანალოგიური რამ შეგემთხვათ ან ვინმეს იცნობთ ასეთი “გასაჭირით”, რომელი წელიც არ უნდა იყოს კარზე, გთხოვთ ნუ დაიზარებთ და ერთი პოსტი დატოვეთ. წინასწარ გიხდით მადლობას.

ბეჭდვითი შეცდომებისა და არაპროფესიონალური თარგმანისთვის ბოდიშს ვიხდი. გამიხარდება თუ შემისწორებთ.

პატივისცემით
ემიგრანტი


--------------------
სხვებში ის გვაღიზიანებს, რაც ჩვენში ძალიან ბევრია.

პესიმიზმიც ეგოიზმია.

«Терпи казак, атаманом будешь!» - უკრაინული ანდაზა

ZetaTalk-ის რუსული ვერსია
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic
Emigranti   წითელი ვარსკვლავი, დიდი მიწისძვა და პოლუსთა გადაწევა   Oct 26 2009, 12:05 AM
moonbayer   Emigranti ვაუუ რამდენი გ...   Oct 26 2009, 12:52 AM
moonbayer   Emigranti :welcomeani: ფორუმზე :)   Oct 26 2009, 12:54 AM
Emigranti   Emigranti :welcomeani: ფორუმზე :) ...   Oct 26 2009, 06:31 AM
moonbayer   Emigranti შეიძლება კიდე...   Oct 26 2009, 11:06 AM
Emigranti   Emigranti შეიძლება კიდე...   Oct 26 2009, 09:45 PM
TeO   Emigranti გამარჯობა შენ ...   Oct 26 2009, 12:10 PM
Emigranti   Emigranti გამარჯობა შენ ...   Oct 26 2009, 06:29 PM
Zet   საინტერესოა მარა მ...   Oct 26 2009, 02:32 PM
Emigranti   საინტერესოა მარა მ...   Oct 26 2009, 07:07 PM
TeO   უფრო მეტიც, ზუსდად ...   Oct 26 2009, 07:20 PM
moonbayer   Emigranti გეთანხმები, მა...   Oct 26 2009, 10:03 PM
Emigranti   Emigranti გეთანხმები, მა...   Oct 26 2009, 11:03 PM
ირმა   Emigranti :welcomeani: მეც მივეს...   Oct 27 2009, 08:53 PM
Emigranti   ისე მე მინახია სიზ...   Oct 27 2009, 11:00 PM
ირმა   ბავშვებს, საერთოდ, ...   Oct 28 2009, 04:47 PM
Simulated   რამდენიმე კვირის წ...   Oct 29 2009, 03:31 AM
moonbayer   Simulated გუშინ დამესიზ...   Oct 29 2009, 11:52 AM
moonbayer   გუშინ დამესიზმრმა ...   Oct 29 2009, 11:52 AM
Emigranti   გუშინ დამესიზმრმა ...   Oct 29 2009, 08:03 PM
ირმა   ჰოდა, თქვენ ნუ მოგე...   Oct 29 2009, 09:18 PM
Emigranti   მაპატიე [b]Emigranti, მაგრ...   Oct 30 2009, 03:58 AM
Simulated   დიდ მნიშვნელობას ა...   Oct 29 2009, 09:29 PM
Emigranti   რამდენიმე კვირის წ...   Oct 30 2009, 02:31 AM
moonbayer   Emigranti რა მაქვს საღად...   Oct 29 2009, 11:03 PM
Emigranti   Emigranti რა მაქვს საღად...   Oct 30 2009, 02:45 AM
Simulated   Emigranti პირველ პოსტში ...   Oct 30 2009, 02:50 AM
TeO   Emigranti ახლა შენ რაც აღ...   Oct 30 2009, 08:37 AM
ირმა   Emigranti შთაბეჭდილება ...   Oct 30 2009, 04:13 PM
Emigranti   [b]Emigranti :) არა არ იყო, უ...   Oct 31 2009, 05:54 AM
tikoroma   აპოკალიფსები არა, ...   Oct 30 2009, 07:44 PM
Emigranti   აპოკალიფსები არა, ...   Oct 30 2009, 09:23 PM
ირმა   Emigranti მაგრამ სამწუხ...   Oct 31 2009, 10:05 AM
tikoroma   Emigranti საინტერესოა. შ...   Oct 31 2009, 04:21 PM
Emigranti   [b]ცოტაოდენი ინფორმ...   Oct 31 2009, 11:16 PM
Emigranti   Emigranti ყოველთვის ვერ ...   Nov 1 2009, 12:03 AM
tikoroma   Emigranti ყველაფერი შეი...   Nov 1 2009, 02:07 PM
Alpha   არ მჯერა მაგ ზეტებ...   Nov 2 2009, 09:51 PM
Emigranti   არ მჯერა მაგ ზეტებ...   Nov 3 2009, 03:36 AM
tikoroma   როგორც ამბობენ, პო...   Nov 3 2009, 03:36 PM
Emigranti   როგორც ამბობენ, პო...   Nov 3 2009, 07:24 PM
Zet   აქ ერთი მომენტია გ...   Nov 3 2009, 03:51 PM
Emigranti   აქ ერთი მომენტია გ...   Nov 3 2009, 07:01 PM
Zet   მემგონი ამ შემთხვე...   Nov 3 2009, 04:05 PM
old_man   მე დიდი ბოდიში მინ...   Nov 3 2009, 07:45 PM
moonbayer   არა რა პანიკა, აქ ამ...   Nov 4 2009, 12:58 AM
Zet   არა რა პანიკა, აქ ამ...   Nov 4 2009, 03:35 AM
ირმა   Zet არა მგონია ოლდ მე...   Nov 4 2009, 08:53 PM
♫♫♫   :lol: ბრავო Zet კარგი იყ...   Nov 4 2009, 09:02 PM
tikoroma   Emigranti კიდევ რას ყვებ...   Nov 6 2009, 09:08 PM
Emigranti   Emigranti და 2 მზე რომ იქნ...   Nov 8 2009, 12:47 AM
Zet   კიდევ რას ყვება ის ...   Nov 7 2009, 11:28 PM
tikoroma   Zet რაის ანტიქრისტე )...   Nov 8 2009, 12:16 AM
tikoroma   რანო ნერო (დაახლ. XIV-XV...   Nov 8 2009, 01:39 AM
Emigranti   რანო ნერო (დაახლ. XIV-XV...   Nov 8 2009, 08:06 PM
Zet   ეს ანტიქრისტე და მ...   Nov 8 2009, 11:52 PM
Emigranti   ეს ანტიქრისტე და მ...   Nov 9 2009, 12:13 AM
Tiya   Emigranti მიმართვა მკით...   Nov 9 2009, 12:20 AM
Emigranti   Emigranti რა ხდება თქო და...   Nov 9 2009, 01:28 AM
Emigranti   ჰო მართლა კინაღამ ...   Nov 9 2009, 03:53 AM
anonymouska   http://www.youtube.com/watch?v=swYMx2suhLs ეს...   Nov 9 2009, 03:58 AM
Emigranti   [url=http://www.youtube.com/watch?v=swYMx2suhLs]ht...   Nov 9 2009, 06:48 AM
tikoroma   Zet ეს ანტიქრისტე და ...   Nov 9 2009, 03:04 PM
Emigranti   7. ხოლო როდესაც ქერქ...   Nov 10 2009, 12:07 AM
anonymouska   არაფერიც არ მოხდებ...   Nov 10 2009, 02:10 AM
Emigranti   არაფერიც არ მოხდებ...   Nov 10 2009, 05:07 AM
Zet   ზამთრის პერიოდს რო...   Nov 10 2009, 02:44 AM
Emigranti   ზამთრის პერიოდს რო...   Nov 10 2009, 04:37 AM
Atman   და რას ამბობენ მაგ ...   Nov 10 2009, 07:20 AM
Emigranti   და რას ამბობენ მაგ ...   Nov 10 2009, 09:00 AM
Emigranti   [b]აპოკალიპტური სიზ...   Nov 11 2009, 08:24 AM
Emigranti   საინტერესო შეკითხ...   Nov 11 2009, 09:21 AM
Shou   ჰმმმ, საინტერესოა. ...   Nov 12 2009, 06:23 PM
Emigranti   ჰმმმ, საინტერესოა. ...   Nov 12 2009, 08:03 PM
Shou   Tiya შენი სიზმრით მოვ...   Nov 12 2009, 06:27 PM
Emigranti   ბლექაუტის ფენომენ...   Nov 13 2009, 04:36 AM
Atman   საინტერესოა: http://www.you...   Nov 13 2009, 09:37 AM
Atman   ესეც ახალი ტრეილერ...   Nov 13 2009, 09:40 AM
Shou   მადლობა Emigranti :l_daisy: მა...   Nov 13 2009, 10:42 AM
Emigranti   იქნებ თამაშის სახი...   Nov 13 2009, 10:59 AM
Emigranti   მადლობა Emigranti :l_daisy: მა...   Nov 13 2009, 11:32 AM
Atman   გაგაცნობთ ჩემს მიდ...   Nov 13 2009, 11:54 AM
Emigranti   გაგაცნობთ ჩემს მიდ...   Nov 16 2009, 09:16 PM
david6david   გაგაცნობთ ჩემს მიდ...   Nov 20 2009, 01:13 PM
TeO   Atman +1!!!! მშვენი...   Nov 13 2009, 12:08 PM
Atman   TeO მშვენიერი კომენ...   Nov 13 2009, 12:12 PM
TeO   ჰოოო :D აშკარად ერთ ...   Nov 13 2009, 12:14 PM
Shou   ჰმმ, ამოვბეჭდე "ბ...   Nov 13 2009, 12:18 PM
ირმა   Atman ჩაუღრმავდით საკ...   Nov 13 2009, 08:51 PM
Emigranti   შაბათკვირა ახლოვდ...   Nov 13 2009, 10:25 PM
ირმა   Emigranti შაბათკვირა ახ...   Nov 13 2009, 10:34 PM
Shou   Emigranti საინტერესოა. დ...   Nov 14 2009, 12:32 PM
moonbayer   აი ეს მაინტერესებს...   Nov 14 2009, 12:49 PM
Emigranti   Shou moonbayer ჩემი ინტერპ...   Nov 14 2009, 02:58 PM
Emigranti   აი კიდევ პატარა ამ...   Nov 14 2009, 03:13 PM
Atman   Emigranti შენი კრიტიკა ა...   Nov 17 2009, 08:18 AM
Shou   ხოო, აქ სერიოზული მ...   Nov 17 2009, 10:42 AM
Emigranti   ხოო, აქ სერიოზული მ...   Nov 17 2009, 08:36 PM
Shou   არ ვიცი დაიტბორება...   Nov 20 2009, 10:03 AM
david6david   ძალიან კარგი პოსტი...   Nov 20 2009, 01:18 PM
7 Pages V   1 2 3 > » 


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 18th May 2024 - 08:24 AM