IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

3 Pages V   1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
> ტრანსფორმაცია
Sukkuna
post Dec 30 2023, 08:39 AM
Post #1

WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 26
Joined: 18-September 21
Member No.: 8,040

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

გამარჯობა ! სამი წლის წინ სხეულს გარეთ გამოცდილება მქონდა , რომელიც თავისით გადამხდა . იმ წლებში საერთოდ არ ვიცოდი სულიერების ან რაიმე სულიერი ცოდნების შესახებ . ჩემი გამოცდილება შემდეგნაირი იყო : ოთახში დავწექი საღამოს პერიოდი იყო ( არა ძილის დრო ) და ჩაძინებიდან მალევე გამეღვიძა ჩემივე ოთახში . თავიდან ვერ გავაცნობიერე რა ხდებოდა და ოთახიდან გასვლა დავაპირე ... ოდნავ გავცდი თუ არა ოთახს უდიდესი ნეტარება , სიმშვიდე და სიყვარულის მძაფრი შეგრძნება დავიწყე , რომელიც არ ჩერდებოდა და მუდმივი იყო .... ყველაფერი იგივე იყო როგორც ჩაძინებამდე დავტოვე სახლში , როდესაც სამზარეულოს მივუახლოვდი თითქოს ნიავმა ამწია და წამიყვანა სამზარეულოს ფანჯრისკენ რომელიც ოდნავ იყო ღია . ( ახლა ვაცნობიერებ რომ ჰაერში არაფერს ავუწევივარ ეს ჩემი განზრახვით გავაკეთე , მაგრამ იმ პერიოდში უბრალოდ ნიავი მეგონა ) . ფანჯრიდან გასვლას ვაპირებდი როცა ვიფიქრე რომ ეს ცუდი იდეა იყო და გავჩერდი ფანჯარასთან , ამ დროს მოვტრიალდი და დავინახე ჩემი კატა როგორ გამოდიოდა ოთახიდან და მოათრევდა პირში სათამაშოს ზუსტად თავის ზომას და გამჭვირვალეს და ამის დანახვაზე ავიხედე ოთახისკენ და გავაცნობიერე რომ თუ ოთახისკენ დავბრუნდებოდი ჩემს თავს მწოლიარეს დავინახავდი და ამის გაფიქრებასთან ერთად შიშმა ამიტანა და შიშის ვიბრაცია როგორც კი შემოვიდა ჩემში ავტომატურად უკან ჩავეშვი სხეულში ( ეგეთი შეგრძნება მქონდა ) და სიზმარში გავიღვიძე უკვე ჩემს სახლში და სიზმრიდან შემდეგ უკვე რეალობაში . როცა რეალობაში გავიღვიძე რამდენიმე წუთი ვერ ვმოძრაობდი თითქოს სისხლით ახლიდან ვივსებოდი... რომ ავდექი პირველი მეგობარს დავურეკე და მოვუყევი რომ არ დამვიწყებოდა. რომ გავიარე თითქოს ახლიდან ვიწყებდი სიარულს , სახე შეცვლილი მქონდა და თვალები ჩასისხლიანებული . აბაზანაში შევედი წყალი გადავივლე და წყლის შეხებაზე კინაღამ გავითიშე . მაგ დღეს თითქოს ახლიდან დავიბადე რადგან შეგრძნებები იმაზე ბევრად სენსიტიური გახდა ვიდრე მანამდე იყო . რამდენიმე კვირა იმ სიამოვნებას ვერ ვივიწყებდი რომელიც იქ განვიცადე .
ამის შემდეგ დაიწყო ყველაფერი, კერძოდ დავკარგე ინტერესი ყველასი და ყველაფრის რადგან თითქოს გრძნობები გამიქრა და ემოციების შეგრძნება მიჭირდა პირველი რამდენიმე თვე, გამოვიარე დეპრესია თუმცა მაგ დროს ამას ვერ ვაცნობიერებდი . გავხდი ნეგატიური და სახლში დავიწყე ნეგატიური ენერგიების შეგრძნება . თავიდან მეშინოდა მაგრამ შემდეგ ნორმალურად აღვიქვი ეგ ყველაფერი . მაგ პერიოდში მარტო ვცხოვრობდი და ბოლო სართულზე სრულიად მარტო ვიყავი . დამეწყო ხილვების მსგავსი სიზმრები სადაც ვიღაც მაკვირდებოდა თითქოს და მხოლოდ თვალს ვხედავდი . ერთ დღეს გაცნობიერებული სიზმარი მქონდა ( გაუცნობიერებლად ) და როდესაც გავაცნობიერე რომ სიზმარში ვიყავი რაღაც ამოუხსნელმა ძალამ მაიძულა რომ სახლის კარები გამეღო და აივნის კარიდან ისევ თვალი მიყურებდა რომელსაც კარები გავუღე და შემოვუშვი სახლში . ის ვინც სახლში შემოვიდა 2-3 მეტრის იქნებოდა .. ქერა თმიანი ახალგაზრდა მამაკაცი და თითქოს მისი სხეული ანათებდა ( ჩემმა გონებამ რატომღაც ასეთი ინტერპრეტაცია გაუკეთა ) და მე შიშით ლოცვა დავიწყე ... ისეთი ლოცვები რომლებიც მაშინ არც კი ვიცოდი ( არც ვლოცულობდი არასდროს ) . როდესაც ლოცვას მოვრჩი განათდა ის და გავნათდი მეც და განათდა მთელი აივანი და თითქოს ჩემთავს ზევიდან ვუყურებდი როგორ გადაიქცა ყველაფერი ნათელში და გავიღვიძე. რომ გავიღვიძე ოთახში მისი ფორმის ანარეკლი დავინახე ( თვალის მეხსიერებით ) . ტირილი დავიწყე მახსოვს.. ბედნიერი ვიყავი მაგრამ დღემდე არ ვიცი რატომ . ამის შემდეგ ფიზიკური აღნაგობა შემეცვალა , მაგნეტიზმი ქონდა ჩემს სიტყვებს კარგად მახსოვს . გონების გაცნობიერებულობის მომატების გამო ამპარტავნობა შემოიპარა ჩემში და მოკლედ რომ ვთქვა იმის მერე 3 წელი გავიდა smile.gif
ბოლო ერთი წელია მძლავრი ტრანსფორმაცია დაიწყო ჩემში სულიერი , ჩემი მოგროვებული ინფორმაციებით გამოვიარე სულის ბნელი ღამე , რომელიც ალბათ 8 თვე გაგრძელდა. ამ პერიოდში ფიზიკური და მენტალური ტკივილის გამო სუიციდური აზრებიც კი მაწუხებდა თუმცა ვიცოდი რომ ეს აზრები ჩემი არ იყო . ენერგია თითქმის არასდროს მქონდა , შემეცვალა წარმოდგენები , დამოკიდებულებები . შემეცვალა კვების რაციონი ( ვიყავი ვეგეტარიანელი ,ვეგანი ) ხორცს დღემდე " ვერ " ვჭამ . დავიწყე ნატიფი სამყაროების აღქმა , აზრების და ემოციების კონტროლი . ა
!!! შეკითხვა !!! . ამ ეტაპზე ძალიან დაბნეული ვარ , არ ვარ ის ადამიანი ვინც 22 წელი ვიყავი , ვერ ვეწყობი ჩემს გარშემო ადამიანებს, ოჯახს , ნათესავებს , მეგობრებს . ჩემი გონება პირდაპირი გაგებით ემოციურად მჭამს და ამის გამო პრაქტიკულად ეგოსგან ვთავისუფლდები ამ ეტაპზე. კარგად აღარ მახსოვს ჩემი წარსული , ჩემი უახლოესი წარსულიც კი, დამებლოკა მეხსიერება.. ამის გამო არ მახსოვს რა მომწონს და რა მომწონდა . აღარ მაქვს ძველი შეგრძნებები .. მიწევს ვისწავლო ჩემი დამოკიდებულებების კონტროლი რადგან ნებისმიერი გაბრაზება და ნეგატიური ემოცია პირდაპირ ანგრევს ჩემი სამყაროს ნიშას . ახლა დამკვირვებლის ცოდნა გამეხსნა , ვაცნობიერებ ჩემს ავტომატურ პატერნებს და რეაქციებს და აქ მჭირდება თქვენი დახმარება . მინდა დამკვირვებლის ცნობიერების როლი ვინმემ უკეთესად ამიხსნათ , ამიხსნათ პრაქტიკის ზუსტი მნიშვნელობა და ჩემს ამჟამინდელ მდგომარეობაზე მომცეთ რჩევები წიგნის , პირადი გამოცდილების ან რომელიმე სულიერი მასწავლებლის სახით . ჩემში არ არის სიყვარული , სიმშვიდე და არც ნეგატიური ემოციები . თითქოს 0 ვარ არც იქით ვარ და არც აქეთ . ბოდიშით თუ გაუგებრად დავწერე . დიდ მადლობას გიხდით წინასწარ !
Go to the top of the page
 
+Quote Post
Zet
post Dec 30 2023, 06:08 PM
Post #2

VIOLET soul
Group Icon

Group: Root Admin
Posts: 2,939
Joined: 24-January 07
From: astral
Member No.: 1

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

პირველ რიგში რკინის და ბ12 ნაკლებობაზე გაიკეთე ანალიზი, ცორცს თუ არ ჭამ. აქედან მოდის ხოლმე უენერგიობა და სხვა პრობლემები რაც მერე ბრალდება სხვა რაღაცეებს.
თუ სიყვარული არ გაქვს. სიყვარულის მედიტაცია აკეთე და მოგვარდება ყველაფერი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Sukkuna
post Dec 31 2023, 04:21 AM
Post #3

WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 26
Joined: 18-September 21
Member No.: 8,040

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

მადლობა !
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Dec 31 2023, 09:18 AM
Post #4

VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,133
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

Sukkuna
წავიკიითხე შენი პოსტი და ასე ვიგრძენი, რომ გრძნობ და ხედავ ბევრ რამეს, რასაც ჩვეულებრივ ვერ ხედავენ. ეს ერთგვარი ასე დავარქმევდი მეექვსე გრძნობის განვითარებაა, მაგრამ შენ მზად არ ხარ და ეს იწვევს შენში უარყოფით ემოციებს და ამიტომაცაა შენი შეგრძნებები ასე.
მეექვსე გრძნობა, მესამე თვალი, ეს ყველაფერი მოითხოვს ნელ-ნელა წინსვლას და არასოდეს არ უნდა ავჩქარდეთ. როცა სწორი გზით მიდიხარ შეგრძნებები, შენი გრძნობები იქნება მხოლოდ დადებითი. ლოცვა კარგია და ლოცვის ძალა, თავმდაბლად შენი ღრმა ჩაღრმავება და მადლიერების გრძნობა სამყაროსადმი, უსაზღვრო სიყვარულს დაბადებს შენში.
შეეცადე დააკვირდე შენს ფიქრებს და გრძნობებს, პირველ ეტაპზე რაც მთავარია გრძნობები იყოს კარგი, უნდა გრძნობდე შინაგანად სიმშვიდეს, თუ ვერ ახერხებ, რამე ისეთი გააკეთე რაც გიყვარს, შეეცადე ეს კარგი ემოცია „დაიჭირო“ და ამით იყო. ამის მერე ნელ-ნელა დასახე ლამაზი ფიქრები და ისინი თავისთავად გაგიხსნიან გზას.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Sukkuna
post Jan 1 2024, 03:13 AM
Post #5

WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 26
Joined: 18-September 21
Member No.: 8,040

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

QUOTE(earth @ Dec 31 2023, 09:18 AM) *

გამარჯობა ❤️ პირველ რიგში გილოცავ ახალ წელს ! მადლობა ასეთი კონკრეტული პასუხისთვის ... ჩემი გაგებით და დაკვირვებით რადგან 1 წელზე მეტია განსხვავრბულად ვიკვებები ვიდრე მანამდე ( ძირითადად არ ვჭამ ტკბილს , შემწვარს , ხორცს , თევზს იშვიათად და არც ცხარეს/მწარეს მარილს და ასე შემდეგ ) ენერგეტიკა ავტომატურად გამეზარდა რამაც გამოიწვია ჩემი სწრაფი ტრანსფორმაცია მაგრამ ამ სიმსუბუქეს ვერ ვიჭერ და ნეგატივში ( დესტრუქციაში მიმდის ) აზრები და ემოციები . კვება ავტომატურად შევცვალე ის საკვები რაც ჩამოვთვალე ხშირი მიღება ცუდად მხდის და ისეთი შეგრძნევა მაქვს რომ ემოციებს მიბლაგვებს .

ბოლო პერიოდში დავაკვირდი რომ გულში ბოლო თვეებია სულ მკაფიო შეგრძნევა მაქვს და ძალიან სენსიტიური. ყოველი განზრახ გაფიქრებული სიტვა მაგალითად ( სიყვარული , სიმშვიდე ," მშვიდად ვარ " , " კარგად ვარ , ) გულში ანთების შეგრძნებას იწვევს და კარგად ვხდები სისტემატიური გამეორებით რამდენიმე დღეში . საქმე იმაშია რომ
შემდეგ მეკეტება გულში ეს შეგრძნება და თითქის გათიშული ვარ სამყაეოსგან , ფიზიკურ პლანზე მიჭირს სუნთქვა, მტკივა გული, არ მესმის გულის ხმა , არც შეგრძნებები მაქვს , თითქოს კარი იკეტება და რეალობაც თავზე მენგრევა . ვერ ვაკონტროლებ ჩემს ენერგეტიკას რადგან გონება მაქვს ჰიპერაქტიული და ვერ ვამშვიდებ . ტრანსფორმაციის დროს გამოვლილმა ტკივილმა ქვეცნობიერში შიშები გამიჩინა ,დანაშაულის გრძნობა , მღელვარება . აქამდე ესენი არ ვიცოდი და ამ ეტაპზე ამ ემოციებთან მუშაობას ვსწავლობ . სექსუალური ცხოვრება 3 წელია არ მაქვს , ამ
გარდაქმნის და კვების გამო ავტომატურად დამეთრგუნა სექსუალური ენერგია მაგრამ ვერც წინ მივდივარ რადგან ისეთი შეგრძნება მაქვს რომ ამ ყველაფერს გაუაზრებლად ვაკეთებ და გონების დონეზე ვერ ვხვდები რატომ
ან რისთვის . ცოდნები მაქვს გახსნილი , მაგალითად თვალით და აღქმით ვხვდები როგორ ცვლის ჩემი ემოციები რეალობას , სხვების პრობლემებს და გადაჭრის გზებს ნათლად ვხედავ და ჩემზე საერთოდ " ვერ " ვფიქრობ რადგან უმეტეს დროს დაბალ მდგომარეობაში ვატარებ . თითქოს ვეღარ ვაზროვნებ მარტო აწმყოში ვარ და აქაც ვერ ვარ , წარმოსახვა აღარ მაქვს კარგი და ვერც წარსულში გადავდივარ თითქოს აწმყოში ყოფნა უნდა ვისწავლო მაგრამ მიღებულ ინფორმაციას ვერ ვამუშავებ სწორად ჩემი დაბალი მდგომარეობის გამო .

Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Jan 1 2024, 05:33 PM
Post #6

MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

Sukkuna საინტერესო გამოცდილება გაქვს. earth ვეთანხმები, ზეტსაც, კომპლექსურია ზოგადად ყველაფერი. მთავარია ფანატიზმსი არ გადავიდეს ხოლმე, ან ამპარტავნებას რასაც ეძახიან... არ დაგავიწყდეს, რომ აქ ყველანი ერთი მიზნით ვართ (ნუ, მთლად ერთი მიზნითაც არა, მაგრამ ეგ სხვა თემაა). წარმოიდგინე, რომ სკოლასი ხარ და შენც და ნებისმიერი ქუჩAში გამვლელიც გარკვეული გამოცდილების მისარებად არის მოსული და ასევე თავის დავალების შესასრულებლად. რაც შეეხება რაციონს, აქაც თAვისებური ნიუანსებია გასათვალისწინებელი. თუ ორგანიზმი მართლა უარყოფს ამა თუ იმ პროდუქტს, პირველ როგში , ზეტის თქმის არ იყოს შეიმოწმე ანალიზები აუცილებლად. შესაძლებელია შენთვის მართლაც აღარაა საჭირო გარკვეული პროდუქტების მიღება. მაგრამ ისიც გაითვალისწინე, რომ შეაძლა ვირაც არ იყოს ვეგანი, სვამდეს, ეწეოდეს და გაცილებით ამაღლებული ენერგიის იყოს და გაცილებით მეტად ჰქონდეს "გახსნილი" შესაძლებლობები. ეს სამყარო ისეთი მრავალფეროვანია smile.gif
მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ გარკვეულ ეტაპზე ადამიანებს გვახასიათებს ილუზიებში გადავარდნა და რაღაცეების გაფანატება... ცოდნის მისაღებად ბევრი მუშაობაა საჭირო და რაც მთავარია პრაქტიკა. აირჩიე რამე პრაქტიკა რაც შენთვის მისაღები იქნება, მედიტაცია, სიყვარულის პრაქტიკა, ან სხვა და ეცადე ყოველდღიურ რუტინად აქცია. ეგაა ყველაზე დიდი გამოცდა, ხშირად პრაქტიკაზე ტორმუზდება ხოლმე ჩვენი მესამე თვალის ახელა და ხ=სხვა გასხივოსნებები smile.gif) ეს სარკაზმით და სერიოზულად მართლა ასეა. წარმატებები.

--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Sukkuna
post Jan 1 2024, 11:22 PM
Post #7

WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 26
Joined: 18-September 21
Member No.: 8,040

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

QUOTE(td......... @ Jan 1 2024, 05:33 PM) *

გამარჯობა გილოცავ ახალ წელს ! მადლობა პასუხისთვის 🥰 ფანატიზმისა და ამპარტავნობის ეტაპები დასაწყისში გამოვიარე და ჩემი აზრით ამის გამო სამყარომ ისეთი ცხოვრებისეული სიტუაციები გამომატარა , რომ ეს ფარსი წარმოდგენები ჩემზე და ჩემს გარეთ თავზე დამენგრა . ამის გაცნობიერებით დაიწყო ძვრა ჩემში . კვებაზე სპეციფიურად ვარ რადგან არის პროდუქტი , რომლის გამოც პირში და სახეზე მაყრის და ამით ვხვდები იმ ეტაპზე რა მჭირდება და რა არა . მაგალითად ხორცის ერთჯერადი ჭამა არაფერს მაგრამ თუ ვჭამე კვირაში 3-4 ჯერ შინაგანი დაძაბულობები მეწყება , შინაგანი დიალოგიც მძიმდება და საბოლოოდ ისეთ მდგომარეობამდე მივდივარ რომ თავს ვანებებ . ზოგჯერ ისე ვარ რო დღეები შეიძლება გაღვივებულ ხორბალზე ვიყო და თავს კარგად ვგრძნობდე , მაგალითად მზიან დღეებში საღამომდე გამოთიშული ვარ ( ფსიქიკა ძალიანდაძაბული მაქვს ) და როგორც კი მზე გადადის შვების გრძნობა მაქვს , თუმცა ეს ასე არ არის ყოველთვის . მართალი ხარ ბევრის გამოცდილება წამიკითხავს და ვიცი ადამიანები ტკივილის გარეშეც გადიან ამ ეტაპებს მაგრამ მე ტკივილის გარეშე არამგონია გამზრდოდა ცნობიერება . მიხარია რომ ეს ადგილი ვიპოვე და ასეთ რჩევებს მაძლევთ თავს ახლა ბევრად მშვიდად ვგრძნობ . აქედან ბევრი ჯგუფი და საიტიც ვიპოვე რომელიც მჭირდებოდა 👍❤️
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Jan 2 2024, 09:27 AM
Post #8

VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,133
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

Sukkuna
QUOTE(sukkuna @ 1st January 2024 - 04:13 AM) *
გამარჯობა ❤️ პირველ რიგში გილოცავ ახალ წელს !

მეც მთელი გულით გილოცავ ახალ წელს!!! გისურვებ გეპოვოს შენი ნამდვილი „გზა“. იმედია ეს ფორუმიც დაგეხმარება ნაწილობრივ. ნაწილობრივ იმიტომ, რომ მთავარი მძებნელი შენა ხარ.
ამ ფორუმზე ბევრნი თითქმის ფორუმის შექმნიდანვე ვართ, თავიდან ჩვენც ძიებაში ვიყავით, ახლა უმეტესობამ მივიღეთ ჩვენს შინაგან უამრავ კითხვაზე პასუხი და შეძლებისდაგვარად ვეხმარებით ახალ იუზერებს.

საკვებზე რაც დაწერე ნორმალურად მიმაჩნია. მე ვეგეტერიანი არა ვარ, მაგრამ ხორცი მე არ მიყვარს, უბრალოდ ვიცი თუ არ მივიღე, მერე ვიტამინები დამჭირდება, ამიტომ დაახლოებით თვეში ერთხელ ვიღებ. მეორე მესამე დღეს სიხარულით ვუბრუნდები ისევ მცენარეულ საკვებს. ხორცის ენერგეტიკა არის ძალიან უარყოფითი, თუ შესძლებ ისე იკვებო, რომ არ დაგაკლდეს მთავარი ვიტამინების კომბლექსი ბ რაც ხორცშია ეს კარგია.
ისევ იგივე წარმოდგენა შემექმნა შენი ახალი პოსტებიდან, რომ ძალიან ჩქარა მიიწევ წინ და ვერ ასწრებს შენი ქვეცნობიერი მიიღოს ახალი მდგომარეობა.
არ უნდა აჩქარდე, შეეცადე ცოტა დაამუხრუჭო. თუ პრობლემა არა გაქვს რამდენი წლისა ხარ? ამას იმიტომ გეუბნები, რომ ასაკსაც აქვს მნიშვნელობა.

QUOTE(sukkuna @ 1st January 2024 - 04:13 AM) *
გამიჩინა ,დანაშაულის გრძნობა , მღელვარება .

მთავარია ჩვენს თავს მივუტევოთ, რადგან მხოლოდ ასე შევძლებთ სხვასაც მივუტევოთ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Sukkuna
post Jan 2 2024, 10:33 AM
Post #9

WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 26
Joined: 18-September 21
Member No.: 8,040

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

QUOTE(earth @ Jan 2 2024, 09:27 AM) *
Sukkuna

მეც მთელი გულით გილოცავ ახალ წელს!!! გისურვებ გეპოვოს შენი ნამდვილი „გზა“. იმედია ეს ფორუმიც დაგეხმარება ნაწილობრივ. ნაწილობრივ იმიტომ, რომ მთავარი მძებნელი შენა ხარ.
ამ ფორუმზე ბევრნი თითქმის ფორუმის შექმნიდანვე ვართ, თავიდან ჩვენც ძიებაში ვიყავით, ახლა უმეტესობამ მივიღეთ ჩვენს შინაგან უამრავ კითხვაზე პასუხი და შეძლებისდაგვარად ვეხმარებით ახალ იუზერებს.

საკვებზე რაც დაწერე ნორმალურად მიმაჩნია. მე ვეგეტერიანი არა ვარ, მაგრამ ხორცი მე არ მიყვარს, უბრალოდ ვიცი თუ არ მივიღე, მერე ვიტამინები დამჭირდება, ამიტომ დაახლოებით თვეში ერთხელ ვიღებ. მეორე მესამე დღეს სიხარულით ვუბრუნდები ისევ მცენარეულ საკვებს. ხორცის ენერგეტიკა არის ძალიან უარყოფითი, თუ შესძლებ ისე იკვებო, რომ არ დაგაკლდეს მთავარი ვიტამინების კომბლექსი ბ რაც ხორცშია ეს კარგია.
ისევ იგივე წარმოდგენა შემექმნა შენი ახალი პოსტებიდან, რომ ძალიან ჩქარა მიიწევ წინ და ვერ ასწრებს შენი ქვეცნობიერი მიიღოს ახალი მდგომარეობა.
არ უნდა აჩქარდე, შეეცადე ცოტა დაამუხრუჭო. თუ პრობლემა არა გაქვს რამდენი წლისა ხარ? ამას იმიტომ გეუბნები, რომ ასაკსაც აქვს მნიშვნელობა.
მთავარია ჩვენს თავს მივუტევოთ, რადგან მხოლოდ ასე შევძლებთ სხვასაც მივუტევოთ.

მადლობა! დიახ გულით მინდა ვიპოვო ეს გზა და ამ სურვილმა მომიყვანა აქამდე... 22 წლის გავხდი ივლისში . სამწუხაროდ ბოლო 1 წელია საქართველოში აღარ ვარ და შესაბამისად კომუნიკაცია არ მაქვს იმ " სულიერ " კომუნასთან , რომელიც ამ ეტაპზე ყველაზე მეტად მჭირდება . საბედნიეროდ არის ბლოგები და ჯგუფები საიდანაც საჭირო ინფორმაციებს ვიღებ .
გეთანხმები პროცესის სიჩქარეზე და ამაზე ვფიქრომ 2 დღეა , ვცდილობ გავაცნობიერო მდგომარეობა . მაგალითად 5 თვის წინ რასაც ვკითხულობდი და ვისმენდი არსს ვერ ვწვდებოდი , შემდეგ დაიწყო " ტკივილის " " ჩავარდნის ფაზა " ( ასე ვეძახი ) რომლის გამოვლის შემდეგაც ცნობიერება იზრდება . მოდის განმარტებები და გაგება თუ რას ნიშნავს . მაგალითად როდესაც ტკივილის ფაზა მთავრდება იწყება პერიოდი 1 კვირიანი როცა უბედნიერესი , მშვიდი და სიყვარულით სავსე ვარ . ამის გარდა სიარული , საუბარი , შეხება, შეგრძნებები გარე სამყაროსთან ძალიან სასიამოვნო ხდება . ცნობიერი ვხდები და ამდროს თამამად შემიძლია გონებაზე უარი ვთქვა და ყოველდღიურ ცხოვრებაში " ფსიქოლოგიური დროის " გარეშე ვიმოქმედო . ეს უბრალოდ სასწაულია რადგან ყველაფერი თავისით ლაგდება , ბავშვობის შეგრძნებები ბრუნდება , კარგად მძინავს და ვაზროვნებ მაგრამ ეს პერიოდი მალე მთავრდება და იწყება ისევ ტკივილი , დაძაბულობა და ასე შემდეგ. ვხვდები რომ მაღალვიბრაციული ყოფა ავტომატურად მიხსნის ცოდნებს , ისეთი რაღაცეები ვიცი მაგ დროს რაც ახლა რომ ვეცადო ვერ გავიხსენებ .
ყველაზე მეტად რაც არ მესმის ჩემი პიროვნების აღმაა , ვეღარ ვიდენტიფიცირდები იმ ადამიანთან ვინც 22 წელი ვიყავი და ვერც იმის ნაწილი ვარ რისიც აქამდე ვიყავი . თითქოს წამშალეს და უდაბნოში დამაგდეს . ჩემს საზღვარგარეთ წასვლამდე 1 წლით ადრე მეგობართან საუბრის დროს არაფხიზელ მდგომარეობაში ვილაპარაკე რომ წავიდოდი საზღვარგარეთ და ამ დროს დაიწყებოდა მეორედ მოსვლა სადაც ყველაფერი შეიცვლებოდა და ვთქვი რომ მთავარი გამოცდა იმ ქვეყანაში მექნებოდა სადაც ახლა ვარ . იმ დროს დღევანდელი ცოდნის 10% იც კიარ მქონდა . არ ვიცი რატომ ვთქვი ეგ ყველაფერი და სიმართლე რომ გითხრა არვიცი ამ ქვეყანაში რატომ წამოვედი . აქ რაც ჩამოვედი მაშინ დაიწყო ინტენსიურად ყველაფერი . თითქოს 1 წლისწინ რაღაც ვიცოდი ( ანუ რაღაც წინ დავინახე ან ვიგრძენი) ხმას გამოვყევი და ახლა აქ ვარ
როდესაც მაღალ მდგომარეობაში ვარ ანუ სამყაროსთან დაკავშირებული ვარ , ჰარმონიაში ვარ ეგრევე მიჩნდება აზრები რომ აქ რაღაც საქმე მაქვს , რაღაც უნდა შევცვალო . ( არ გამოვრიცხავ რომ ეს აზრები გარედან მქონდეს შემოსული და ვალდებულის გრძნობის სახით იჩენდეს ჩემში თავს მაგრამ ფაქტი ჯიუტია ) . რამდენიმე თვის წინ გაცნობიერებული სიზმარი მქონდა , სადაც ადამიანზე ჩემი განზრახვით ვზემოქმედებდი მაგრამ ვერ შევძელი . ის ვიზეც ამას ვცდილობდი ასეთი სიტყვები მითხრა " ყველაფრის პასუხს შენს თავში იპოვი , თუ მოინდომებ ამ ცოდნაში იბანავებ " ამდროს გაღვიძება მოვინდომე და გავიღვიძე . იმისმერე უფრო ინტენსიურად დაიწყო ყველაფერი ცხოვრებაში ბევრი პრობლემები და სირთულეები გამოჩნდა , თამამად ვიტყვი რომ ძალიან გავნულდი ამ პრობლემებთან გამკლავების დროს . ზოგჯერ ისეთი აზრები და დიალოგებია ჩემს თავში რომ საერთოდ არაფერ შუაშია ჩემთან , ზოგჯერ ეს დიალოგები ძალიან მძიმეა . ბავშვობიდან ღმერთთან საკუთარი დამოკიდებულება მქონდა.. თითქოს აუხსნელად ვიცოდი იესოს რეალური არსებობის შესახებ და ღრმა გაუცნობიერებელი შეგრძნებები მქონდა . როცა გამოღვიძება დაიწყო დიალოგი ამ კუთხითაც დამძიმდა შესაბამისად ღრმა კავშირი დავკარგე წმინდა ძალებთან ( ნდობა , იმედი , სიყვარული , მორიდება , თავმდაბლობა ) . ერთადერთი რაც მინდა სიტუაციის კონტროლია , მინდა ვაკონტროლებდე თავს და ვაკონტროლებდე ჩემს მდგომარეობას . პირადად მე ჩემს თავს ბავშვს ვადარებ რომელმაც პირველად გაიგო ტკბილი გემო ჭეშმარიტების ( მართალია ეს უბრალოდ ხანმოკლე გამოკრთომა იყო ) მაგრამ როგორც მივხვდი ცხოვრების შემდეგ ეტაპებს ჩვენი მდგომარეობით განვსაზღვრავთ . შესაბამისად სულს უნდა რომ ფრთები გაშალოს მაგრამ გონება არ მიშვებს , ვცდილობს ახსნას ის რაციონალურად რაც არ არის რაციონალური. თითქოს ვერ ვიღებ ამ ცოდნებს ვერ " ვხარშავ " სწორად და ვერ " ვამიწებ " . ეს ყველაფერი თქვენთან საუბრის დროს გავიაზრე და მადლობას გიხდით ყოველი კომენტარისთვის
Go to the top of the page
 
+Quote Post
Sukkuna
post Jan 2 2024, 10:45 AM
Post #10

WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 26
Joined: 18-September 21
Member No.: 8,040

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

QUOTE(earth @ Jan 2 2024, 09:27 AM) *
Sukkuna

მეც მთელი გულით გილოცავ ახალ წელს!!! გისურვებ გეპოვოს შენი ნამდვილი „გზა“. იმედია ეს ფორუმიც დაგეხმარება ნაწილობრივ. ნაწილობრივ იმიტომ, რომ მთავარი მძებნელი შენა ხარ.
ამ ფორუმზე ბევრნი თითქმის ფორუმის შექმნიდანვე ვართ, თავიდან ჩვენც ძიებაში ვიყავით, ახლა უმეტესობამ მივიღეთ ჩვენს შინაგან უამრავ კითხვაზე პასუხი და შეძლებისდაგვარად ვეხმარებით ახალ იუზერებს.

საკვებზე რაც დაწერე ნორმალურად მიმაჩნია. მე ვეგეტერიანი არა ვარ, მაგრამ ხორცი მე არ მიყვარს, უბრალოდ ვიცი თუ არ მივიღე, მერე ვიტამინები დამჭირდება, ამიტომ დაახლოებით თვეში ერთხელ ვიღებ. მეორე მესამე დღეს სიხარულით ვუბრუნდები ისევ მცენარეულ საკვებს. ხორცის ენერგეტიკა არის ძალიან უარყოფითი, თუ შესძლებ ისე იკვებო, რომ არ დაგაკლდეს მთავარი ვიტამინების კომბლექსი ბ რაც ხორცშია ეს კარგია.
ისევ იგივე წარმოდგენა შემექმნა შენი ახალი პოსტებიდან, რომ ძალიან ჩქარა მიიწევ წინ და ვერ ასწრებს შენი ქვეცნობიერი მიიღოს ახალი მდგომარეობა.
არ უნდა აჩქარდე, შეეცადე ცოტა დაამუხრუჭო. თუ პრობლემა არა გაქვს რამდენი წლისა ხარ? ამას იმიტომ გეუბნები, რომ ასაკსაც აქვს მნიშვნელობა.
მთავარია ჩვენს თავს მივუტევოთ, რადგან მხოლოდ ასე შევძლებთ სხვასაც მივუტევოთ.

წამოსვლამდე საქართველოში დიაგნოსტიკაზე ვიყავი , სადაც ენერგეტიკა და ფსიქოსომატური მდგომარეობა შევიწმომე . იქ გამაფრთხილა რომ სირთულეები დაიწყებოდა , რომელიც ტრანსფორმაციასთან იქნებოდა დაკავშირებული . მითხრა რომ ფუნქციონალს ვერ ვასრულებ და ფსიქიკა მეძაბება ამის გამო . ანუ ენერგია მომდის მაგრამ ამას მე ვერ ვატარებ .
მაშინ ეს ყველაფერი ვერ გავიგე მაგრამ განმარტებები ნელ ნელა მოვიდა . დედის და მამის მეოთხე თაობაში სულიერი ხალხი მყავდა , ბაბუაჩემის მამის მამა ჩემთან სოფლის ეზოში იყო დაკრძალული . ჩემს ბავშვობაში გადაასვენეს სასაფლაოზე და მიცვალებული არ იყო გახრწნილი . დიაგნოსტიკაზე ეს არ იცოდა ადამიანმა და მითხრა რომ ამ ადამიანის ხასიათი მაქვს , ანუ ჩემი პიროვნება ( ტიპაჟი ) იყო ბაბუაჩემის მამის მამა . მივხვდი რომ წინაპრებისგან მაქვს მფარველობა . ეს ყველაფერი ძალიან ლამაზი ზღაპარი იყო 1 წლისწინ მაგრამ დღეს ყველაფერს ვაცნობიერებ თუმცა ვერ ვგრძნობ . ვერ ვათანხმებ ჩემს თავში ცნობიერსა და ქვეცნობიერს . ანუ ვერ ვიღებ ჩემს ახალ თავს რომელიც ახლა იბადება და ეს მტანჯავს ალბათ .
Go to the top of the page
 
+Quote Post
Sukkuna
post Jan 2 2024, 11:01 AM
Post #11

WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 26
Joined: 18-September 21
Member No.: 8,040

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

QUOTE(earth @ Jan 2 2024, 09:27 AM) *
Sukkuna

მეც მთელი გულით გილოცავ ახალ წელს!!! გისურვებ გეპოვოს შენი ნამდვილი „გზა“. იმედია ეს ფორუმიც დაგეხმარება ნაწილობრივ. ნაწილობრივ იმიტომ, რომ მთავარი მძებნელი შენა ხარ.
ამ ფორუმზე ბევრნი თითქმის ფორუმის შექმნიდანვე ვართ, თავიდან ჩვენც ძიებაში ვიყავით, ახლა უმეტესობამ მივიღეთ ჩვენს შინაგან უამრავ კითხვაზე პასუხი და შეძლებისდაგვარად ვეხმარებით ახალ იუზერებს.

საკვებზე რაც დაწერე ნორმალურად მიმაჩნია. მე ვეგეტერიანი არა ვარ, მაგრამ ხორცი მე არ მიყვარს, უბრალოდ ვიცი თუ არ მივიღე, მერე ვიტამინები დამჭირდება, ამიტომ დაახლოებით თვეში ერთხელ ვიღებ. მეორე მესამე დღეს სიხარულით ვუბრუნდები ისევ მცენარეულ საკვებს. ხორცის ენერგეტიკა არის ძალიან უარყოფითი, თუ შესძლებ ისე იკვებო, რომ არ დაგაკლდეს მთავარი ვიტამინების კომბლექსი ბ რაც ხორცშია ეს კარგია.
ისევ იგივე წარმოდგენა შემექმნა შენი ახალი პოსტებიდან, რომ ძალიან ჩქარა მიიწევ წინ და ვერ ასწრებს შენი ქვეცნობიერი მიიღოს ახალი მდგომარეობა.
არ უნდა აჩქარდე, შეეცადე ცოტა დაამუხრუჭო. თუ პრობლემა არა გაქვს რამდენი წლისა ხარ? ამას იმიტომ გეუბნები, რომ ასაკსაც აქვს მნიშვნელობა.
მთავარია ჩვენს თავს მივუტევოთ, რადგან მხოლოდ ასე შევძლებთ სხვასაც მივუტევოთ.

როგორ შეიძლება ამის დამუხრუჭება ? როგორ დავამიწო ეს ცოდნები და ინფორმაცია
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Jan 2 2024, 07:22 PM
Post #12

VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,133
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

არა... რატომ უნდა დაამიწო....
Go to the top of the page
 
+Quote Post
Sukkuna
post Jan 2 2024, 08:59 PM
Post #13

WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 26
Joined: 18-September 21
Member No.: 8,040

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

დამიწებაში ვიგულისხმე ცოდნების ყოფიერებაში გადმოტანა რომ ბუნებრივ მდგომარეობად იქცეს და პირიქით , რაღაც არ მაშინებდეს . შეიძლება არასწორი სიტყვა გამოვიყენე ...
Go to the top of the page
 
+Quote Post
Sukkuna
post Jan 2 2024, 09:22 PM
Post #14

WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 26
Joined: 18-September 21
Member No.: 8,040

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

QUOTE(earth @ Jan 2 2024, 09:27 AM) *
Sukkuna

მეც მთელი გულით გილოცავ ახალ წელს!!! გისურვებ გეპოვოს შენი ნამდვილი „გზა“. იმედია ეს ფორუმიც დაგეხმარება ნაწილობრივ. ნაწილობრივ იმიტომ, რომ მთავარი მძებნელი შენა ხარ.
ამ ფორუმზე ბევრნი თითქმის ფორუმის შექმნიდანვე ვართ, თავიდან ჩვენც ძიებაში ვიყავით, ახლა უმეტესობამ მივიღეთ ჩვენს შინაგან უამრავ კითხვაზე პასუხი და შეძლებისდაგვარად ვეხმარებით ახალ იუზერებს.

საკვებზე რაც დაწერე ნორმალურად მიმაჩნია. მე ვეგეტერიანი არა ვარ, მაგრამ ხორცი მე არ მიყვარს, უბრალოდ ვიცი თუ არ მივიღე, მერე ვიტამინები დამჭირდება, ამიტომ დაახლოებით თვეში ერთხელ ვიღებ. მეორე მესამე დღეს სიხარულით ვუბრუნდები ისევ მცენარეულ საკვებს. ხორცის ენერგეტიკა არის ძალიან უარყოფითი, თუ შესძლებ ისე იკვებო, რომ არ დაგაკლდეს მთავარი ვიტამინების კომბლექსი ბ რაც ხორცშია ეს კარგია.
ისევ იგივე წარმოდგენა შემექმნა შენი ახალი პოსტებიდან, რომ ძალიან ჩქარა მიიწევ წინ და ვერ ასწრებს შენი ქვეცნობიერი მიიღოს ახალი მდგომარეობა.
არ უნდა აჩქარდე, შეეცადე ცოტა დაამუხრუჭო. თუ პრობლემა არა გაქვს რამდენი წლისა ხარ? ამას იმიტომ გეუბნები, რომ ასაკსაც აქვს მნიშვნელობა.
მთავარია ჩვენს თავს მივუტევოთ, რადგან მხოლოდ ასე შევძლებთ სხვასაც მივუტევოთ.

თვეში ერთხელ ან ორჯერ მიღებული ხორცი გიკმაყოფილებს ნორმას? ისე რომ შემდეგ აღარ გჭირდება დანამატები?
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Jan 3 2024, 10:13 AM
Post #15

VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,133
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

Sukkuna
ხან მჭირდება მაინც დანამატები, ხან არა. ალბათ სხვა საკვებზეც არის დამოკიდებული და რავიცი... აი კვერცხშიც არის ვიტამინი ბ და ხან კვერცხის ჭამაც არ მიწევს, ალბათ მაგიტომ. კვერცხსაც დიდი მნიშვნელობა აქვს, თითქოს ავსებს დაკარგულს.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Sukkuna
post Jan 4 2024, 10:18 PM
Post #16

WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 26
Joined: 18-September 21
Member No.: 8,040

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

კი , ზღვის პროდუქტებთან როგორ ხარ ?
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Jan 4 2024, 10:47 PM
Post #17

MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

Sukkuna
ციტატა(sukkuna @ 2nd January 2024 - 11:01 AM) *
როგორ შეიძლება ამის დამუხრუჭება ? როგორ დავამიწო ეს ცოდნები და ინფორმაცია

ჩემი გამოცდილებით ყველაზე კარგი გამოსავალია ბუნებაში ხშირად ყოფნა, ნაკლები თრეშ ინფორმაცია, რეჟიმი და პრაქტიკა, პრაქტიკა, პრაქტიკა smile.gif და ნაკლებად იფიქრე "ცოდნაზე და ინფორმაციაზე" ხომ იცი ის იგავი, გასხივოსნებულ ოსტატზე? გასხივოსნებულ ოსტატს კითხეს სანამ გასხივოსნდებოდი რას აკეთებდიო, მონასტერში შეშას ვაპობდიო ეს იყო ჩემი მოვალეობაო. და რომ გასხივოსნდი ახლა რას აკეთებო, ახლაც შეშას ვაპობ ესაა ჩემი მოვალეობაო... smile.gif

--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Jan 5 2024, 08:56 AM
Post #18

VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,133
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

td.........
QUOTE(td......... @ 4th January 2024 - 11:47 PM) *
ჩემი გამოცდილებით ყველაზე კარგი გამოსავალია ბუნებაში ხშირად ყოფნა, ნაკლები თრეშ ინფორმაცია, რეჟიმი და პრაქტიკა, პრაქტიკა, პრაქტიკა და ნაკლებად იფიქრე "ცოდნაზე და ინფორმაციაზე" ხომ იცი ის იგავი, გასხივოსნებულ ოსტატზე? გასხივოსნებულ ოსტატს კითხეს სანამ გასხივოსნდებოდი რას აკეთებდიო, მონასტერში შეშას ვაპობდიო ეს იყო ჩემი მოვალეობაო. და რომ გასხივოსნდი ახლა რას აკეთებო, ახლაც შეშას ვაპობ ესაა ჩემი მოვალეობაო...

მასეა!!! ბუნება ჩვენი უდიდესი მასწავლებელი და მშობელი wub.gif

Sukkuna
QUOTE(sukkuna @ 4th January 2024 - 11:18 PM) *
კი , ზღვის პროდუქტებთან როგორ ხარ ?

ეგ ხომ საერთოდ არ მიყვარს... წელიწადში ერთი ორჯერ biggrin.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Sukkuna
post Jan 6 2024, 07:31 AM
Post #19

WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 26
Joined: 18-September 21
Member No.: 8,040

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

QUOTE(td......... @ Jan 4 2024, 10:47 PM) *
Sukkuna
ჩემი გამოცდილებით ყველაზე კარგი გამოსავალია ბუნებაში ხშირად ყოფნა, ნაკლები თრეშ ინფორმაცია, რეჟიმი და პრაქტიკა, პრაქტიკა, პრაქტიკა smile.gif და ნაკლებად იფიქრე "ცოდნაზე და ინფორმაციაზე" ხომ იცი ის იგავი, გასხივოსნებულ ოსტატზე? გასხივოსნებულ ოსტატს კითხეს სანამ გასხივოსნდებოდი რას აკეთებდიო, მონასტერში შეშას ვაპობდიო ეს იყო ჩემი მოვალეობაო. და რომ გასხივოსნდი ახლა რას აკეთებო, ახლაც შეშას ვაპობ ესაა ჩემი მოვალეობაო... smile.gif

აი ზუსტად !! ზღვა ინფორმაცია მაქვს .... ახლა ჩემი გააზრებით ცხოვრების ყველაზე მძიმე ეტაპს გავდივარ რადგან დღეში 12-13 საათი მიწევს მუშაობა , გარე გამღიზიანებელიც ძალიან ძლიერი მაქვს.. ახალი ქვეყანა ... მეგობრები და ოჯახი საქართველოში მყავს და გამიჭირდა ინფორმაციების დახარისხება , თან პრაქტიკაში გადატანა ამ გამღიზიანებლებთან და ცხოვრებისეულ სირთულეებთან , მაგრამ ვხვდები რომ ესეთ მძიმე ეტაპს რომ არ გავდიოდე ცნობიერებაში ასეთი ძვრა არ მექნებოდა და ალბათ ნეგატივისა და ემოციების უკან მადლიერი ვარ ... ჩუმად ... შინაგანად . თქვენმა საუბრებმა ძალიან მიშველა ! ჩემს გარშემო არავინ არ არის მსგავსი თემებით დაკავებული ( ნუ ეს ისეთი საკითხებია ვერც მოთხოვ ვინმეს რომ რამე გაიგოს 1-2 წლისწინ მეც ვერ ვაცნობიერებდი ბევრ რამეს ) . საქართველოში როცა ვიყავი არ ვიცოდი ესეთი ძლიერი სულიერი კომუნა თუ გვყავდა და ზღვა ინფორმაცია თუ ტრიალებდა. მიხარია
Go to the top of the page
 
+Quote Post
Sukkuna
post Jan 6 2024, 07:33 AM
Post #20

WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 26
Joined: 18-September 21
Member No.: 8,040

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

QUOTE(earth @ Jan 5 2024, 08:56 AM) *
td.........

მასეა!!! ბუნება ჩვენი უდიდესი მასწავლებელი და მშობელი wub.gif

Sukkuna

ეგ ხომ საერთოდ არ მიყვარს... წელიწადში ერთი ორჯერ biggrin.gif

მეც ეგრე ვიყავი მაგრამ ბოლოს მოვუმატე 🤣🤣 ერთი მაგარი დესერტი აღმოვაჩინე : ბანანი , თხილი და თაფლი ერთმანეთში არეული თუ ტკბილეულს არ ჭამ უმაგრესია ! თან ანაყრებს . მგონი სადგურუსთან ვნახე წლების წინ და ახლა უცებ გამახსენდა
Go to the top of the page
 
+Quote Post

3 Pages V   1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
4 User(s) are reading this topic (4 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

Lo-Fi Version Time is now: 28th April 2024 - 12:02 AM