IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

2 Pages V  < 1 2  
Reply to this topicStart new topic
> ანთროპოსოფიული საკითხები, კითხვა-პასუხი
Merlin
post Aug 2 2020, 09:03 AM
Post #21


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჩვენმა ეპოქამ, რადგან ცნობიერი სამშვინველის ეპოქაა თან მოიტანა ახალი შესაძლებლობები: ცნობიერი სამშვინველის განვითარებისა ერთის მხრივ, და მეორეს მხრივ მოიტანა "მე" ცნობიერების პრობლემები, რადგან რაც ვითარდება ის ექვემდებარება ასევე ხარვეზებს. ამდენად სულ უფრო და უფრო მეტ ადამიანში გაიღვიძებს გარკვეული მიმართებები საკუთარ მე ცნობიერებასთან დაკავშირებით, რადგან ეს სფერო აქტიური გახდა ევოლუციის თვალსაზრისით. ბევრ ადამიანს ეგონება, რომ "მე"- ცნობიერების დაბინდვის პრობლემა, რადგან ამან შეიძლება კომფორტული შინაგანი მდგომარეობაც კი გამოიწვიოს, სულიერი გამოღვიძების ტოლფასია - რაც სინამდვილეში რეალობის სრული საპირისპიროა, რადგან მე ცნობიერებამ წინ უნდა წამოიწიოს პირიქით. "მე" ცნობიერების პრობლემებს ეჯახება ადამიანი, და ამ პრობლემების სწორად გადაწყვეტის ნაცვლად ადამიანები პირიქით "მე"-სგან გამიჯვნას ირჩევენ, აზროვნებას ახშობენ და სხვა უამრავ მეთოდს იყენებენ. ამ გზით რეალურად უკან მივდივართ წარსულისკენ, იმ მდგომარეობისკენ, როდესაც ადამიანს თვითცნობიერება არ ჰქონდა გამოკვეთილი.

შემდეგი რაც უნდა ითქვას არის ის, რომ უბრალოდ ასე ადამიანს "გაუნათოს" და სულიერი მასწავლებელი გახდეს (მით უმეტეს გაუნათოს არა ნათელხილვის გამოღვიძების გაგებით, რასაც შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს რეალურად, არამედ ფსიქოლოგიური ცვლილების გაგებით), უბრალოდ ძალიან არასერიოზულს ხდის ამ ადამიანის სწავლებას - ეზოთერული თვალსაზრისით. თუ ადამიანი სულიერებაზე ლაპარაკობს ობიექტური ნათელხილვის გარეშე მისი აზრების სანდოობა ძალიან საეჭვოა. იგივე შეიძლება ითქვას კრიშნამურტიზეც - ეს თვითნაბადი აზრებით ხალხის მწყემსვა რეალურად ბოროტებაა, რადგან ჭეშმარიტებას შეუძლებელია ასე მოემსახურო.


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Aug 2 2020, 09:11 AM
Post #22


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(chemikerin101 @ 2nd August 2020 - 05:03 AM) *
ხოლო "I" არის მაღალი "მე"..
აქ ტერმინოლოგიაზეა მგონი უფრო, ყველა სხვადასხვანაირად არქმევს.. ანუ "self" რო გაქრაო "I" დარჩაო. ანუ აქედან გამომდინარე ვერ ვიტყვი რომ ადგილი ჰქონდა "მე" ცნობიერების დაბინდვას.


შესაძლებელია ასეც იყოს საქმე. მე ეხლა ვეცნობი ტოლეს, და აქ თქვენთან ერთად გავდივარ ასე ვთქვათ, ვნახულობ რაღაცას და ვწერ რაც მნიშვნელოვნად მომეჩვენა. საბოლოვოდ შეიძლება სხვა დასკვნამდე მივიდე. უბრალოდ ეხლა ავირჩიე, რომ შეხედულებების ჩამოყალიბების პროცესი თქვენთან ერთად გამევლო, რაც იმასაც გულისხმობს, რომ არასწორი შთაბეჭდილების მოხდენის შესაძლებლობა დიდია, შედარებით იმასთან რომ მენახა ყველაფერი რაც საჭიროა და მერე დამეწერა აზრი. თანაც წინააღეგობა რომ მხვდება თქვენი სახით, ესეც კარგია, რადგან უფრო მეტად ჩაძიების საჭიროებას აჩენს.

თუმცა - სადმე გინახავთ ტოლე, რომ დაბალ და მაღალ "მე"-ს მიჯნავდეს ერთმანეთისგან? შეგიძლიათ დადოთ? იმიტომ, რომ ამას კრიშნამურტი თუ ძალიან მოსწონს, კრიშნამურტი ამბობდა, მაღალი და დაბალი მე ადამიანების გამოგონებული კატეგორიებიაო... ანუ გარკვეულწილად ლოგიკურ ჩიხამდე მივდივართ მაინც...

და თანაც სულ რომ მაღალ მეზე ჰქონდეს ლაპარაკი, საიდან მოვიდა ეს ყველაფერი, რა ვიცით, რომ ეს რასაც მაღალ "მე"-ს არქმევს ის ნამდვილად მაღალი მეა? რის საფუძველზე უნდა დავუჯეროთ მას? იმის საფუძველზე, რომ გაუნათა?


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
chemikerin
post Aug 2 2020, 10:08 AM
Post #23


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 786
Joined: 15-June 11
Member No.: 6,488

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



https://www.youtube.com/watch?v=a2gtEjtXCTo

აი კონკრეტულად 4:13 ზე ამბობს, deeper level "I" - ზე.
მეც არ მაქვს ბევრი ვიდეო მისი ნანახი.. თუმცა ნამდვილად არ დამრჩენია იმის შთაბეჭდილება რომ იდენტობის გაქრობა და "ცუდი სიცარიელე" დგება. პირიქით სულ მოუწოდებს ქვედა "ტვინური" ფიქრების გაჩერებას, და ამის პარალელურად რაღაც შიდას წამოწევას, რომელსაც presence-ს უწოდებს.


--------------------
Philosophy means the love of truth in daily life - J. Krishnamurti
Go to the top of the page
 
+Quote Post
chemikerin
post Aug 2 2020, 10:28 AM
Post #24


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 786
Joined: 15-June 11
Member No.: 6,488

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ზოგადი შთაბეჭდილებისთვის კარგი ვიდეოა რაც ზემოთ დავდე.


--------------------
Philosophy means the love of truth in daily life - J. Krishnamurti
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Aug 3 2020, 01:31 PM
Post #25


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



პირველ თხუთმეტ წუთს მოვუსმინე. კიდევ ვნახე რაღაცეები. რომ ვთქვა ძალიან ნეგატიური შთაბეჭდილება დატოვა მეთქი, ასე არაა. თუმცა სულიერ მასწავლებლად საერთოდ არ ღირს ამ ადამიანის განხილვა, ჩემი აზრით. ფილოსოფოსი უფროა ვიდრე სულიერი მასწავლებელი. კიდევ ის შემიძლია ვთქვა, რომ მაინც და მაინც შინაარსით დატვირთული არ არის მისი ლაპარაკი, მეტწილად ერთსა და იმავეს ატრიალებს. საინტერესო არაა ჩემთვის. ამ ადამიანს აქვს უფლება თავისი შეხედულებები ილაპარაკოს, მაგრამ ხალხი, რომ მას მასტერად აღიქვავს, გასხივოსნებულად, გამოღვიძებულად ან რამე ამის მსგავსი აი აქ უკვე დიდი პრობლემაა. თავისთავად მას კი აქვს უფლება ილაპარაკოს თავისი შეხედულებები, მაგრამ მისი ამ ქმედების შედეგი ძალიან ნეგატიურია, რადგან უკიდურესად პოპულარული გახდა ეს ადამიანი ბოლო ხანებში. რაც იმას ნიშნავს, რომ ჭეშმარიტების რეალური შემეცნებიდან ყურადღებას სხვა რამეზე ატანინებს ხალხს, იმაზე რაც ნამდვილად ვერანაირად ვერ იქნება ჭეშმარიტი სწავლება. შემიძლია უფრო ღრმად ჩავუყვე და დეტალური არგუმენტები მოვიყვანო, მაგრამ ეს იმ დროს და ენერგიას წაიღებს, რისი უფრო ნაყოფიერად გამოყენებაც შეიძლება ჩემი მხრიდან. ამიტომ აქ გავჩერდები.

ზემოთ რაც დავწერე მე-ზე, შეიძლება ტოლეს იდეოლოგიის მთლად ზუსტად გაგებიდან არ გამომდინარეობდა, მაგრამ რაც ვნახე საფუძველი მქონდა ასე მეფიქრა. კონკრეტულად კი, გარდა ვიკიპედიის ზემორე ციტატისა, აი აქედანაც გავაკეთე დასკვნა: https://youtu.be/CR2bwQUc090?t=78 აქ ტოლე ამბობს, რომ კრიშნამურტი საკუთარ თავზე ლაპარაკისას არ ახსენებს "მე"-ს, არამედ მესამე პირში ლაპარაკობს... ტოლეც ეთანხმება ამგვარი მიდგომას, როგორც ჩანს. ასევე შემდეგ არის ის სიტყვები სადაც კრიშნამურტი ამბობს, რომ მისი ტვინი იყო ფხიზელი, და ტოლე ამბობს, რომ ტვინის ნაცვლად შეეძლო ეთქვა გონება, ან ცნობიერებაო. - სხვაგან შეიძლება არ დაეთანხმოს იმას, რომ გონება ტვინიდან მოდის, მაგრამ მისთვის აშკარად დიდ პრობლემას არ წარმოადგენს (და მით უმეტეს კრიშნამურტისთვის), თუ გონებისა და ცნობიერების ნაცვლად ტვინს იტყვის ადამიანი. ეს კი ბევრ რამეზე მეტყველებს.

ამ თემასთან დაკავშირებით მომავალში დავდებ სტატიას.


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Aug 3 2020, 03:37 PM
Post #26


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



https://blavatskytheosophy.com/krishnamurti-and-theosophy/

ეს სტატია მქონდა მხედველობაში.


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
chemikerin
post Aug 5 2020, 04:31 PM
Post #27


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 786
Joined: 15-June 11
Member No.: 6,488

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მე პირადად, ტოლეს პრაქტიკიდან არასდროს არ დამრჩენია რაიმე ნეგატიური. ალბათ ეს მაინც ადამიანზეა დამოკიდებული, თუ არასწორად გააკეთებს შეიძლება მართლაც ჰქონდეს ნეგატიური ეფექტი.. თუმცა მისი ახსნილიდან გამომდინარე, არა მგონია ეს მოხდეს.


--------------------
Philosophy means the love of truth in daily life - J. Krishnamurti
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Aug 5 2020, 04:36 PM
Post #28


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მე ნამდვილად ვერავის ვურჩევდი ენდოს იმ ადამიანის სწავლებასა და სულიერ პრაქტიკებს, რომელსაც უბრალოდ ერთ დღეს გაუნათა და "მიხვდა", და რომელიც ვერანაირად ვერ აღიქვავს მეტაფიზიკურ რეალობებს. საიტერესო მოსაუბრე ან საინტერესო მოაზროვნე კიბატონო, მაგრამ ჭეშმარიტი სულიერი მასწავლებელი არანაირად. ჯერ ჯიდუ კრიშნამურტი რა არის, როგორც სულიერი მასწავლებელი, და ახლა მეორე მასწავლებელი, რომელიც მისით საზრდოობს. აქედან კარგი რა შეიძლება გამოვიდეს არ ვიცი. smile.gif


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
chemikerin
post Aug 5 2020, 04:42 PM
Post #29


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 786
Joined: 15-June 11
Member No.: 6,488

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მაგრამ ჩვენ მაინც არ ვიცით ვის რა ხედვა აქვს. ვინც ხედავს ის არ იტყვის რომ "ხალხნო მეტაფიზიკურ რეალობას აღვიქვამ"
კრიშნამურტიზე გეთანხმებით, მგონი ათეისტია საერთოდ biggrin.gif
თუმცა ადამიანს მაინც აქვს უფლება სწავლებებიდან აიღოს ის რაც მისთვის მნიშვნელოვანია.. მაინც მგონია რომ ყველა ადამიანის გამოცდილებაში შეიძლება რაიმე ძვირფასის პოვნა.. ანუ იმის გამო რომ ვიღაც შეიძლება სულაც ათეისტია, შეიძლება რაღაც საკითხებში ეზოთერიკზე უკეთ ერკვეოდეს.


--------------------
Philosophy means the love of truth in daily life - J. Krishnamurti
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Aug 5 2020, 04:45 PM
Post #30


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ტოლეს რაც შეეხება, კიდევ ერთი რამ, რაც შეიძლება ითქვას არის ის, რომ, ჩემი აზრით, მარტივი ეზოთერიკა ცრუ ეზოთერიკაა. ყოველ შემთხვევაში მე არ შემხვედრია არცერთი წიგნი თუ ავტორი, რომელიც მარტივ რამეებს ლაპარაკობს და ეს სწავლება სიცრუეზე არ იყოს დაფუძნებული.

სულიერი შემეცნება ყოველთვის რთულ რამეებს ეხება, ამიტომაც იყო, რომ ამ სირთულის დატევა აზროვნებაში ძალიან უჭირდათ ნათელმხილველებს და სიმბოლოებს იყენებდნენ. ხოლო ჩვენს ეპოქაში უკვე საკმარისად განვითარდა ადამიანის აზროვნება, რომ ლოგიკურად შეძლოს მან სულიერი სამყაროების შესახებ ცნობების გააზრება (არა აღმოჩენა, არამედ ხელდასხმულის აღმოჩენილისა და გადმოცემულის გააზრება).

შეიძლება ბევრს დარჩა ისეთი შთაბეჭდილება, რომ შტაინერის გარდა არავის არ ვაღიარებ, ან რამე ამის მსგავსი. ნუ ამ დებულების მცდარობა იქიდანაც ადვილად ჩანს, რომ ბლავატსკაიას სწავლებაზეც ვწერ და ვდებ სტატიებს, მაგრამ ადვილად შემიძლია სხვა მრავალი ადამიანის დასახელება, რომლებიც ნამდვილი ხელდასხმულები იყვნენ. მაგრამ ეს ყველანი ან ისევ ბლავატსკაიას და შტაინერის გარემოცვას ეკუთვნიან ან კიდევ განეკუთვნებიან 1875 წლამდელ პერიოდს. ანუ შორეული წარსულიდან ამ დრომდე უამრავი ნამდვილი ხელდასხმული იყო და ათასობით წიგნია მათ მიერ დატოვებული, მაგრამ მათი სწავლება ძველ ეპოქას, ძველ ცნობიერებას განეკუთვნება.


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Aug 5 2020, 04:55 PM
Post #31


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



""მაგრამ ჩვენ მაინც არ ვიცით ვის რა ხედვა აქვს. ვინც ხედავს ის არ იტყვის რომ "ხალხნო მეტაფიზიკურ რეალობას აღვიქვამ"""

კი, ასე მხოლოდ ცრუ მასწავლებლები იქცევიან. მაგრამ უნდა ჩანდეს სადმე. ტოლეს რასაც ვუსმენ თავის პირად შეხედულებებს და აზრებს ლაპარაკობს. მე ვერ დავინახე, რომ რაიმე ობიექტური სულიერი საფუძველი ჰქონდეს მის სწავლებას.

""კრიშნამურტიზე გეთანხმებით, მგონი ათეისტია საერთოდ biggrin.gif""

მაშინ ტოლეზეც უნდა დამეთანხმოთ, რადგან ძალიან გავს მისი იდეები კრიშნამურტის იდეებს (მე რაც ვნახე), და რაც მთავარია ძალიან აღფრთოვანებული უკითავდა ხალხს. და აქ ჩნდება კითხვა, ჩვენთვის თუ გასაგებია, რომ კრიშნამურტი დიდი ვერაფერი მასწავლებელი ვერაა, იმ ადამიანს უფრო არ უნდა ესმოდეს ეს, ვისაც ათასობით და მილიონობით ადამიანი მასტერად და გასხივოსნებულად მიიჩნევს? ჩვენ თუ რაღაცას ვხვდებით, რასაც ტოლე ვერ ხვდება, ისე ხომ არ არის საქმე, რომ რაღაცით უკვე ჩვენზე ნაკლებია? მაშინ სადღა ჩანს მისი გასხივოსნება?

""თუმცა ადამიანს მაინც აქვს უფლება სწავლებებიდან აიღოს ის რაც მისთვის მნიშვნელოვანია.. ""

კი ამის უფლება ნამდვილად აქვს ყველას.

""მაინც მგონია რომ ყველა ადამიანის გამოცდილებაში შეიძლება რაიმე ძვირფასის პოვნა.. ანუ იმის გამო რომ ვიღაც შეიძლება სულაც ათეისტია, შეიძლება რაღაც საკითხებში ეზოთერიკზე უკეთ ერკვეოდეს.""

კი, გეთანხმებით, მაგრამ როცა სულიერ მასწავლებლად მიგიჩნევს ხალხი და შენ სხვებს უკითხავ კრიშნამურტის ტექსტებს ასეთი აღფრთოვანებით, აქ ორი აზრი არაა, რომ ერთის მხრივ ეთანხმები მას, და მეორეს მხრივ პასუხისმგებლობას იღებ მის სწავლებაზე, რადგან ამ სხვა მასწავლებლის ავტორიტეტს უმყარებ შენს მსმენელებს.


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
starscream
post Aug 16 2020, 04:58 PM
Post #32


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 615
Joined: 7-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,302

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გამარჯობათ მოკლედ რამოდენიმე შეკითხვა მაქვს:

1. შტაინერის და ანტროპოსოფიის აზრი მაინტერესებს ლოცვაზე "ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ" მისი ნაშრომი წანაკითხი მაქვს მამაო ჩვენოზე მაგრამ ჩემში სულიერ შეგრძნებებს უფრო ეს ლოცვა აღსძრავს და ამ მხრივ მაინტერესებს.
2. ეს შეკითხვა ეხება სხეულიდან გასვლას რასაც ეძახიან ანუ მე მაგალითად ვაძლევ ბრძანებას რომ სხეულიდან გასვლა მინდა და დღის განმავლობაში ამის ვიზუალიზაციას ვაკეთებ რომ მაგალითად ჩემს ოთახში ვარ. ღამე როცა ვიძინებ შემდეგ 2 საათი მძინავს შემდეგ კი უცებ ჩემს ცნობიერებას ეღვიძება სხეულს კი ძინავს და ამ დროს გამოვდივარ სხეულიდან ჩემი საწოლიდან და ვარ ჩემს ოთახში ოღონდ ეს ოთახი რათქმაუნდა არ არის ჩემი რეალური ოთახი არამედ ჩემი ოთახია ასტრალურ სივრცეში და ჩემი კორპუსიც და უბანიც ასტრალური სივრცეში მყოფია შემდეგ თუ მინდა სულიერ სამყაროში გადასვლა სადაც სხვა არსებები არიან უნდა ავიდე ჰაერში და გავეცალო დედამიწურ რეალობას. ესეთი სხეულიდან გასვლა თუ არის ნორმალური?

უბრალოდ შტაინერის წიგნებს რომ ვკითხულობ ვერ ვხვდები როგორია მისი აზრით სხეულიდან გასვლა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
starscream
post Aug 16 2020, 05:00 PM
Post #33


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 615
Joined: 7-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,302

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ასევე ვიბნეს თუ წაუკითხავს მარტინუსის წიგნები>?
Go to the top of the page
 
+Quote Post
chemikerin
post Apr 11 2023, 11:38 AM
Post #34


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 786
Joined: 15-June 11
Member No.: 6,488

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ასე წერია შტაინერის ლექციების კურსში რომ ჭორაობა (უმიზნო ლაპარაკი) და ფუჭი ცნობისმოყვარეობა (რაღაცის გაგება მხოლოდ ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად) ფანტავს სამშვინველის ძალებს..

სოციალურ ქსელებს (fb და ა.შ.) თითქოს აქვს რაღაც რაც მართლაც ფანტავს გარკვეულ ძალებს ადამიანში...


--------------------
Philosophy means the love of truth in daily life - J. Krishnamurti
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Apr 11 2023, 11:49 AM
Post #35


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,956
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(chemikerin101 @ 11th April 2023 - 11:38 AM) *
ასე წერია შტაინერის ლექციების კურსში რომ ჭორაობა (უმიზნო ლაპარაკი) და ფუჭი ცნობისმოყვარეობა (რაღაცის გაგება მხოლოდ ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად) ფანტავს სამშვინველის ძალებს..

სოციალურ ქსელებს (fb და ა.შ.) თითქოს აქვს რაღაც რაც მართლაც ფანტავს გარკვეულ ძალებს ადამიანში...

კი ასეა
ადრე უფრო მეტად ტელევიზორი იყო
ახლა მისი ფუნქცია სმარტფონმა/კომპიუტერმა აიღო

ეს კომპ. ტექნოლოგიები და სოციალური ქსელები არის ძაან საინტერესო არიმანულ-ლუციფერული გამოვლინება,
დააკვირდით. უაღრესად განვითარებული პროგრამული ტექნოლოგიებით, მოწყობილობებით (არიმანული) შევდივართ არარსებულ, ილუზორულ სამყაროში (ლუციფერული) და ვცხოვრობთ იქ.
ეს არის არიმანულ-ლუციფერული ნეგატიური გავლენა, როცა ადამიანი მიეჯაჭვება ნარკოტიკივით და ხშირ შემთხვევაშიც ასე ხდება... გადაეშვება და კარგავს თავს
მაგრამ პოზიტიური მომენტებიც არსებობს რაღა თქმა უნდა, როცა მაგ. ამ ტექნოლოგიებით ვიღებთ ისეთ ინფორმაციას, რაზეც ადრე ხელი არ მიგვიწვდებოდა. ეზოთერიკას ვგულისხმობ ჩვენს შემთხვევაში


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
chemikerin
post Apr 11 2023, 11:53 AM
Post #36


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 786
Joined: 15-June 11
Member No.: 6,488

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



კი, რა თქმა უნდა პოზიტიურიც აქვს...

QUOTE(old_man @ 11th April 2023 - 11:49 AM) *
სოციალური ქსელები არის ძაან საინტერესო არიმანულ-ლუციფერული გამოვლინება,
დააკვირდით. უაღრესად განვითარებული პროგრამული ტექნოლოგიებით, მოწყობილობებით (არიმანული) შევდივართ არარსებულ, ილუზორულ სამყაროში (ლუციფერული) და ვცხოვრობთ იქ.
ეს არის არიმანულ-ლუციფერული ნეგატიური გავლენა, როცა ადამიანი მიეჯაჭვება ნარკოტიკივით და ხშირ შემთხვევაშიც ასე ხდება... გადაეშვება და კარგავს თავს


ძალიან საინტერესო აღწერაა.. არ მიფიქრია ამ კუთხით..


--------------------
Philosophy means the love of truth in daily life - J. Krishnamurti
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Apr 11 2023, 09:28 PM
Post #37


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,128
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



chemikerin
QUOTE(chemikerin101 @ 11th April 2023 - 12:38 PM) *
ასე წერია შტაინერის ლექციების კურსში რომ ჭორაობა (უმიზნო ლაპარაკი) და ფუჭი ცნობისმოყვარეობა (რაღაცის გაგება მხოლოდ ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად) ფანტავს სამშვინველის ძალებს..

სოციალურ ქსელებს (fb და ა.შ.) თითქოს აქვს რაღაც რაც მართლაც ფანტავს გარკვეულ ძალებს ადამიანში...

ეგ მეც წამიკითხია და ხშირად ვაკეთებ დაკვირვებას საკუთარ თავზე. ბოლო დროს უფრო სიტყვაძუნწი ვხდები ამას ვატყობ ჩემს თავს, თუმცა ხშირად მეც ისევ ვეშვები ლაყბობაში და ეს ლაყბობა ვგრძნობ მცლის, ვგრძნობ თითქოს მანადგურებს. ეს ეხება ასევე ფორუმსაც... შეიძლება ღვთიური სიტყვები თქვა, გულიდან გამოსული და შეიძლება უბრალო არაფერი... რაც ასევე გცლის...
Go to the top of the page
 
+Quote Post
chemikerin
post Apr 12 2023, 12:29 PM
Post #38


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 786
Joined: 15-June 11
Member No.: 6,488

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



earth
კიი გეთანხმები, მეც ძალიან მღლის ფუჭი ლაპარაკები....


--------------------
Philosophy means the love of truth in daily life - J. Krishnamurti
Go to the top of the page
 
+Quote Post

2 Pages V  < 1 2
Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th March 2024 - 05:09 PM