IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

 
Reply to this topicStart new topic
> ეშმაკ-ქაჯები, ავსულები
tikoroma
post Aug 13 2015, 07:05 PM
Post #1


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,297
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მთვარის კალენდრით იანვრის მესამე კვირას თუშები "კდინის კვირაეს" ეძახდნენ. ეს კვირა ეშმაკ-კუდიანთა არევის ჟამია. ღამღამობით დაძრწიან და დაეძებენ მსხვერპლს ადამიანთა შორის, რათა ვინმე ხელში ჩაიგდონ - ჭკუიდან შეშალონ ან ტყვედ წაიყვანონ.
თუშები სმაკ-ქაჯებს "ხიბალ-კუდიანებს" ეძახიან. ისინი თვალით უხილავი არსებები არიან, თავზე ჯორის ჩლიქის ფორმის "ჩაჩი" ახურავთ და ის ხდით უხილავად. როცა უნდათ მაშინ გადაიქცევიან ხილულ არსებებად და რა სახესაც უნდათ, იმას მიიღებენ. ადამიანებს ხშირად ლამაზი ქალის, მორთული პატარძლის ან დედაბრის სახით ეჩვენებიან. ხშირად კატის სახესაც იღებენ. მათ შეუძლიათ ადამიანის სახის მიღება, მაგრამ რატომღაც ფეხებს ვერაფერს უხერხებენ: ფეხის ტერფები მუდამ შებრუნებული აქვთ. ამიტომ თუ უადგილო ადგილას ვინმე შეგხვდება, სადაც კაცის შეხვედრას არ ელოდები, ფეხებში უნდა შეხედო, რომ გაარკვიო ადამიანია თუ ეშმაკი.
ხიბალ-კუდიანები როცა ხილულ სახეს იღებენ მოკვდავთა თვისებები აქვთ: დარტყმული სტკივათ, იჭრებიან და კვდებიან კიდეც. ბუდობენ კლდოვან ადგილებში, მდინარის პირას, ჩანჩქერებსა და ქანჩახებში. ყველა სოფლის მიდამოებში აქვთ თავშეყრის ადგილები და იქ ხვდებიან ადამიანებს.
ეშმაკი რომ შეგხვდება და ლაპარაკს დაგიწყებს, ხმა არ უნდა გასცე, თუ საუბარში აგიყოლია მისი ხარ, თან წაგიყვანს. მათ ორლესული იარაღისა ეშინიათ, მარცხენა ხელით უნდა მოუქნიო, თორემ მარვენათი მოქნეულს თვითონვე მოირტყამ. თუ ხმას ამოიღებ, სალოცავებს უნდა უხმო და შეშინდებიან.
ეშმაკებს თავისი მეთაურიც ჰყავთ "დორაისხეველი", რომელსაც უსიტყვოდ ემორჩილებიან. დორაისხეველს შუბლზე ერთი თვალი უზის, რომ მოდის, მთელ ხეობას მოანათებს.
გიორგი ცოცანიძე "გიორგობიდან გიორგობამდე"


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Aug 13 2015, 07:27 PM
Post #2


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,297
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



კდინის კვირიდან ეშმაკები ღამღამობით ხმაურობენ, ერთურთს გასძახიან, ადამიანთა ბედს წინასწარმეტყველებენ. ეს ხმები ხალხს ესმის და ამით იმ წელს ვისი თავს მოსალოდნელ ბედნიერებასა თუ უბედურებას წინასწარ იგებენ. ოღონდ ეს ხმები ყველას არ ესმის: გაიგონესბ და-ძმებში პირველი, მესამე, მეხუთე და ა.შ. კენტის რიგში დაბადებული.
კდინის კვირას თუშები "სმინაობის" კვირას ეძახიან. ამ კვირის ან მომდევნო ხორცის კვირის რომელიმე დღეს, საღამოს, უფრო შაბათსა და კვირა დღეებს არჩევდნენ, სოფლის გოგო-ბიჭები შეიყრებოდნენ და "სმინაობად დასხდებოდნენ". ისინი შეღამებულზე შეგროვდებოდნენ რომელიმე სახლში, ყველანი წინასწარ ეშმაკების სახელებს დაირქმევდნენ: შუშანქალს, ჰაშურას, ჰაგუნდას, ჩეფშიტას, ზერებას და სვ. სახლიდან ყველანი უკუღმა გავიდოდნენ, სოფლის განაპირას სადმე მიყუდროებულში ჩასხდებოდნენ და აყურადებდნენ სოფლიდან გამომავალ ხმებს. თუ ვისიმე სახლიდან ლხინის ხმა მოისმოდა, იქ იმ წელს ქორწილი იყო მოსალოდნელი, აკვნის ხმას თუ გაიგონებდნენ, ბავშვი უნდა დაბადებულიყო. თU ვისიმე სახლთან თოფი გავარდებოდა, ოჯახს რაიმე თავზარდამცემი უბედურება დაატყდებოდა. თუ კესის ხიდის ჩატეხის ხმა მოისმოდა, ოჯახის უფროსის სიკვდილი იყო მოსალოდნელი. თუ "რიჭვნის" - რიჭით მარცვლეულის რჩევის ხმას გაიგონებდნენ, ოჯახში ვინმე უნდა მომკვდარიყო. ცუდის მომასწავლებლად ითვლებოდა კედლის ან სხვა რაიმე ნაწყობ-ნაგებობის დაქცევის ხმა; კვნესის ხმა მოსალოდნელ მძიმე ავადმყოფობას ნიშნავდა. ამაებს რომ მოისმენდნენ გოგო-ბიჭები, ერთმანეთს და შინ თავისიანებს ეტყობდნენ და ყველა შიშის კანკალით მოელოდა მეზობლის უბედურებას.


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Aug 14 2015, 12:05 PM
Post #3


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,297
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ხორციელის კვირას თუშეთში კუდიანების გასტუმრება იცოდნენ. ბავშვები საღამოს ამზადებდნენ ისრებს, წვერს ცოტათი ჩაუჭრიდნენ, შიგ ბუკნის პატარა ნაჭერს ჩაურჭობდნენ და ბაწარს შემოახვევდნენ. დედები შებინდებისას ბავშვებს სანთელ-ზედაშეს და კოტრებს გარეთ გამოუტანდნენ. ბავშვები სოფლის ბოლოს გავიდოდნენ და სოფლისკენ ცეცხლმოდებულ ისრებს ისროდნენ, თან იძახოდნენ: "ხიბალო კუდიანებო, კაკალო გულიანებო, თქვენამც გჩრიათ". გადმოცემით, უფრო ადრე ამ ისრებს უფროსები ისროდნენ. კუდიანები, ავსულები ქაჯ-ეშმაკების მსახური ადამიანები იყვნენ.


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
ichi
post Aug 15 2015, 02:49 PM
Post #4


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(tikoroma @ 14th August 2015 - 12:05 PM) *
"ხიბალო კუდიანებო, კაკალო გულიანებო, თქვენამც გჩრიათ

ალბათ ფსიქიკური პრობლემები აწუხებდათ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Aug 15 2015, 03:18 PM
Post #5


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,297
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ichi
ციტატა(blue_velvet @ 15th August 2015 - 02:49 PM) *
ალბათ ფსიქიკური პრობლემები აწუხებდათ.

რატომ? ვის?



--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Aug 26 2015, 08:26 PM
Post #6


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,297
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ქართლში მიცვალებულს ღამის განმავლობაში პირზე საცერი ედგა. რომელსაც ზევიდან პურს დაადებდნენ. ხალხის რწმენით, არსებობდა მიწის კატა - კატუნია, რომელიც ვითომ ღამე ამოძვრებოდა მიწიდან და მიცვალებულს ცხვირ-პირს მოაჭამდა. იგი ავსულად მიაჩნდათ და მისი არსებობას წამდათ.
თ ოჩიაური, "დაკრძალვის წესები ქართლში ძველად და ახლა"
საინტერესო პერსონაჟია კატუნია, თუ სადმე შეგხვდეთ კიდევ დამიპოსტეთ აქ
გურიაში ახლაც სჯერათ, რომ ჩვეულებრივმა კატამ შეიძლება "გააფუჭოს" მიცვალებული, თვალები მოაჭამოს და კატას არ აჩერებენ ხოლმე სახლში მაგ დროს, ყარაულობენ არ შეიპაროს მიცვალებულთან.


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Nov 26 2015, 04:13 PM
Post #7


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,297
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



კუდიანობა და კუდიანობის გატეხვა
ხალხს ისეთი წარმოდგენა და რწმენა ჰქონია: კუდიანი თუ გატყდებოდა,ჩვეულებრივ ადამიანად იქცეოდა და კუდიანობის წესებისა აღარაფერი ეცოდინებოდა. გატეხა ის იყო, რომ იტყოდა: "მე კუდიანი ვარ, გავტეხილვარო". ამის შემდეგ მოშორდებოდა კუდიანური სული და დარჩებოდა.
1)
კუდიანი დედა და თორმეტი შვილი
ერთ კუდიან ქალს ეყოლა ექვსჯერ ტყუპი ვაჟიშვილი. სულ თორმეტი. თერთმეტი გამოაღვიძლინეს და მეთორმეტე დანანებია უარი უთქვია. დაუჟინებიათ სხვა კუდიანებს გამოღვიძლეო. „ერთი შვილი მაინც უნდა შევინარჩუნოო“. მეტი საშველი რო არ ქონდა, ქალი გამოტეხილა და ლექსად უთქვამს:
“მე ექვსის მუცლის მამგე ორ, თორმეტი შვილის დედაო
უმცროსის ჟამურულისა, ეხლა ძლივ მექნა ნებაო.”
ეს რომ უთქვამს მოშორებია კუდიანობის სული, დარჩენილა სუფთა ადამიანი, შეუნარჩუნებია უმცროსი ვაჟი.
2)
ერთმა კუდიანმა, რომელმაც მაზლი ვერ გამოღვიძლა და გამოტყდა, ასე ილაპარაკა: „გატეხის ნება არ გვქონდა, კუდიანები თან მუქარით გვაშინებდნენ და თან კუდიანს უნდა კუდიანი იყოს და იცოდეს რა ხდება ქვეყანაზეო. ამიტომ ეზარება გამოტეხაო. მაგრამ მე ეგ მაზლი ძალიან მიყვარდა, სასიკვდილოდ ვერ გავიმეტე და გამოტყდიო“.
ზ.კიკნაძე "ანდრეზები" ხევსურეთი.


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Dec 4 2015, 12:16 PM
Post #8


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,297
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ზემწოლელა

თებჟორიკა, მეტსახელად ზემწოლელა, ლამაზი ქალია, ადამიანების წვალება უყვარს, თავის მსხვერპლს უჩუმრად დაადგება თავზე და მწოლიარეს ზევიდან აწვება. თვალს თვალზე დაადებს, პირს _ პირზე, ცხვირს _ ცხვირზე და სულს უხუთავს. არ კლავს, მხოლოდ აწამებს, შიშს უგდებს, აავადებს და ოფლად ღვრის. შეიძლება რამდენჯერმე სცადოს მსხვერპლის ვითომ მოგუდვა. მსგავსი განსაცდელისგან თავს იმით იცავდნენ, რომ სალოცავში საკლავს კლავდნენ და ხატს ებარებოდნენ მფარველობისთვის.

ასეთ რამ ბევრს შემთხვევია ძილის დროს, პირადად მომისმენია. სიანტერესოა თქვენი აზრი, ეს რა ფენომენია?
გურიაში სხვა სახელი ქვია, ვერ ვიხსენებ ახლა, სკლეროზ biggrin.gif


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Dec 4 2015, 12:16 PM
Post #9


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,297
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჭონთიოელ კაცს ოთხყურა ცხენი ჰყავდა, თებჟორიკას უნდოდა იმის წართმევა. ქმარს გარეთ ეძინა, ცოლს _ შიგნით. გამოვიდა ცოლი და ნახა, რომ მის ქმართან ქალი წევს, თმები დაბლა უწყვია. ცოლმა კარაქით გაუპოხა თმები თებჟორიკას. თებჟორიკამ ჰკითხა მის ქმარს, შენს დიაცს რა საქმე აქვს, მადლობის ნიშნად გავუკეთებო. ქმარს უთქვამს, ქსელი აქვს დაქსული და სოფლის პირას ერთი ყანა მოსულიო. ასწავლა: იმ ქსელში ბეჭი შედოს უკუღმა, იმ ყანაში ულო დადოს უკუღმაო. ის ეშმაკი (თებჟორიკა) აღარ მოსულა მერე. ერთ დილას ყანა მომკილი დახვდათ, ადგილ-ადგილ დაბულულებული.


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Dec 4 2015, 03:03 PM
Post #10


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,787
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჭინკებს ძალიან უყვართ ცხენის ძუის დაწვნა. ეს ბევრგან გამიგია. მიადგებიან და ლამაზად უწნიან, ერთობიან ამით. რამდენიმე სოფელში უთქვამთ მოუყოლიათ ჩემთვის. სხვადასხვა რეგიონებში.


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Dec 4 2015, 07:03 PM
Post #11


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,297
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჰოო, თებჟოლიას მაჯლაჯუნას ეძახიან მგონი ჩვენში biggrin.gif

ჭინკებს უყვართ ცხენების მორთვა, ასევე აკვანში მწოლარე ბავშვებს იტაცებენ და შიგ თავიანთ გონჯ შვილებს აწვენენო.
ბებიაჩემი ამბობდა, წითურები არიანო. წყაროზე მინახავს მათი წითელი თმაო. მამამისს კი თითქოს ცხენზე შემოუხტა ღამით წისქვილში მიმავალს და მიჰყვებოდა, სანამ სოფელს არ მიუახლოვდა ცხენზე შემომჯდარი ;დ


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Jan 22 2016, 09:06 PM
Post #12


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,297
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



"ტყის კაცი" - იგი ჰგავს ადამიანს. თავზე ეკლის თმები აქვს. არიან მდედრობითნიც და მამრობითნიც. მამალი თავს ესხმის ადამიანებს, მდედრობითი ალი კი ლამაზი ქალია, ატყუებს და ღუპავს კაცს.
კახური გადმოცემის თანახმად, თურმეერთი კაცი ღამე დაკარგულ ცხენს ეძებდა. ტყეში უზარმაზარი კაცი დაინახა, სასწრაფოდ "გამარჯობა" უთხრა და თითქოს ამით აჯობა მას.
ქართლური გადმოცემით, ერთი კაცი გვიან ბრუნდებოდა შინ. ღამე ხრამთან მტირალი ბავშვი ნახა. უნდოდა ეშველა, მაგრამ ბავშვი გაექცა.კაცმა თავი დაანება, მაგრამ ბავშვი ბუმბერაზად იქცა და მივარდა. იბრძოლეს. კაცმა დაამარცხა იგი და მსახურად წაიყვანა შინ, მაგრამ იქიდანაც გამოექცა.
გლეხი ხოსიკო ნანიკაშვილის თავგადასავალი: ხოსიკოს ტყეში ბუმბერაზმა დაუძახა და ღვინო სთხოვა. ღამე ხოსიკომ ტარით ხანჯალი ჩაარჭო და ზედ ტყავი გადააფარა. ავსულს ეგონა, სძინავსო და მოსაკლავად ზედ დაეცა. ხოსიკომ თოფი ესროლა და მოკლა. მეორე ღამეს ჯირკვი დადო თავის ადგილას და იმ ავსულის ძმაც იმავე ხერხით მოკლა. ხოსიკომ გაიმარჯვა მათზე. მაგრამ ქუთაისში ვითომ დამუნჯებული ჩავიდა. ხოსიკოს სიტყვების შესამოწმებლად თავადის დედამ 12 შეიარაღებული კაცი გაგზავნა. მათ ნახეს სისხლის გუბე, ნაკვალევს მიყვნენ, რომელმაც გამოქვაბულთან მიიყვანა, საიდანაც თითქოს ტირილი და ყვირილი ისმოდაო.
(ე.არჯევანიძე)


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Jan 22 2016, 09:32 PM
Post #13


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,787
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(tikoroma @ 4th December 2015 - 07:03 PM) *
ჭინკებს უყვართ ცხენების მორთვა, ასევე აკვანში მწოლარე ბავშვებს იტაცებენ და შიგ თავიანთ გონჯ შვილებს აწვენენო.

ეს ჭინკები ვისაც უნახავს (უნახავს რამდენიმე ადამიანს) ერთ სოფელში მცხეთის რაიონში ნიჩბისთან ახლოს და სანდო ინფორმაციაა. არიან პატარა თოჯინების მსგავსი, სიმაღლეში დაახლოებით 50-60 სანტიმეტრი, აქვთ ძუნძგლიანი თმა, აქცვიათ მოთეთრო ტანსაცმელი და დაქრიან საოცარი სისწრაფით. როცა მოისურვებენ ქრებიან და ჩნდებიან. სამწუხაროდ არ მოხერხდა მათი კამერაზე დაფიქსირება, თუმცა არსებობს ბუნდოვანი ფოტო, უფრო სწორად ვიდეო, რომელიც სახლის მეპატრონემ გადაუღო სივრცეს, საიდანაც ცვიოდა კენჭები და იქ გამოჩნდა გნომის მაგვარი არსება. შემდეგ ეს ვიდეო დამუშავდა და მივიღეთ გამოსახულება, მას თავზეც რაღაც ახურავს


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Jan 22 2016, 09:44 PM
Post #14


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,787
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ერთი თემა მაინტერესებს დემონების აღწერა და დახასიათება. აქ დავწეროთ თუ ცალკე თემა გავხსნათ?


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Jan 22 2016, 09:56 PM
Post #15


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,297
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ცალკე იყოს თუ გინდა. დაიკარგება აქ ჩამონათვალში


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Jan 22 2016, 11:10 PM
Post #16


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,297
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ბებიაჩემი იწრმუნებოდა, ჭინკას წითელი თმა აქვსო, თვითონ ვნახე წყაროსთან ბუჩქზე დაეტოვებინაო. ერთი შენიშვნა მაქვს ოღონდ: გურიაში თმის დაწვა ან გადაყრა არ შეიძლება, შეჭრილი თმა ხეზე უნდა დატოვო, ჩიტები წაიღებენ, ბუდეს გაიკეთებ. ჰოდა იქნებ ვინმე წითურმა დატოვა ის თმა ბუჩქზე


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 25th November 2020 - 06:46 AM