შრი სატია საი ბაბა, საოცარი ადამიანი |
შრი სატია საი ბაბა, საოცარი ადამიანი |
May 1 2011, 12:04 PM
Post
#41
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,689 Joined: 11-December 09 From: New York, USA Member No.: 6,092 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
|
|
|
May 2 2011, 08:19 PM
Post
#42
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 441 Joined: 27-October 10 Member No.: 6,297 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
რა ღირსეული ამოცანებიც არ უნდა დაისახოთ ამქვეყნიურ ცხორებაში, მათი განხორციელების საწინდარი შინაგანი სიწმინდეა.
გახდა რა მენტალურ წამებათა მსხვერპლი, ადამიანი სრულიად იბნევა. ადამიანს წარსულის გამო დანაღვლიანება ახასიათებს. რა საჭიროა იტანჯებოდე იმის გამო, რაც უკვე წარსულშია? არ არის აგრეთვე საჭირო წუხდე მომავალზე, რომელიც უცნობი და დაბინდულია. მხოლოდ აწმყოზე იფიქრეთ. აწმყო არის წარსულის პროდუქტი და მომავლის მამა. თუ დღეს სწორად მოქმედებთ, მომავალი თვითონ იზრუნებს თავის თავზე. აკეთეთ ის, რაც ამ მომენტშია საჭირო. თუ მოლოდინი არ არის, გულგატეხილობაც არ იქნება. ადამიანს ექვსი მტერი შლის: ჟინი, მრისხანება, სიცრუე, სიხარბე, სიამაყე და შური. საკუთარი თავის მიმართ ინტერესის სრული აღმოფხვრა შეუძლებელია, მაგრამ მას ზღვარი უნდა ჰქონდეს. სამყაროში ყველაფერი, სხეულისა და მისი ნაწილების ჩათვლით, მაგალითად, თვალები, ყურები და სხვა, გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. როდესაც ისინი გადაჭარბებულია, მოდის ავადმყოფობა, და შედეგები შეიძლება სერიოზული იყოს. წარმოიდგინეთ ოკეანე. ყველა მდინარე მასში ჩაედინება. იგი მთელ წყალს შთანთქავს, მაგრამ გარდა იმისა, რომ მისი დონე არ მატულობს, მასში ჩამავალი წყალი მლაშე ხდება. რა ემართება იმ წყალს, ოკეანიდან რომ ადის ორთქლისა და ღრუბლების სახით? იგი სუფთა და ტკბილი ხდება. საავდრო ღრუბლები ამაყად ამბობენ, რომ ზღვიდან მაღლა ასვლის შემდეგ მათ სიდიადესა და სიწმინდეს მიაღწიეს. უფრო მეტიც, ღრუბელი წვიმის სახით ჩამოდის მიწაზე და მოსავალი მოჰყავს. შეუძლია ოკეანის მლაშე წყალს მიწა მორწყას? არა. ეს ხდება მხოლოდ ზღვის წყლის ორთქლად და ღრუბლებად გარდაქმნის წყალობით. თუ გსურთ სულიერად მაღლა აიწიოთ, თქვენ უნდა ცნობიერების დაბალი დონიდან წახვიდეთ. მხოლოდ ამის შემდეგ შესძლებს ადამიანი სხვების მსახურებას მიუძღვნას თავი. -------------------- you can change everyfing, if you can control your mind
----------------------------------- "ზეციური სამეფო თქვენშია" -იესო ქრისტე |
|
|
May 2 2011, 11:08 PM
Post
#43
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,718 Joined: 24-July 08 From: :)))))))) Member No.: 3,438 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
I AM
წარმოიდგინეთ ოკეანე. ყველა მდინარე მასში ჩაედინება. იგი მთელ წყალს შთანთქავს, მაგრამ გარდა იმისა, რომ მისი დონე არ მატულობს, მასში ჩამავალი წყალი მლაშე ხდება. რა ემართება იმ წყალს, ოკეანიდან რომ ადის ორთქლისა და ღრუბლების სახით? იგი სუფთა და ტკბილი ხდება. საავდრო ღრუბლები ამაყად ამბობენ, რომ ზღვიდან მაღლა ასვლის შემდეგ მათ სიდიადესა და სიწმინდეს მიაღწიეს. უფრო მეტიც, ღრუბელი წვიმის სახით ჩამოდის მიწაზე და მოსავალი მოჰყავს. შეუძლია ოკეანის მლაშე წყალს მიწა მორწყას? არა. ეს ხდება მხოლოდ ზღვის წყლის ორთქლად და ღრუბლებად გარდაქმნის წყალობით. თუ გსურთ სულიერად მაღლა აიწიოთ, თქვენ უნდა ცნობიერების დაბალი დონიდან წახვიდეთ. მხოლოდ ამის შემდეგ შესძლებს ადამიანი სხვების მსახურებას მიუძღვნას თავი. რა საოცარი შედარებაა, ბრწყინვალეა -------------------- კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,– აბა, მე დღეს ვის რა ვარგე? |
|
|
May 4 2011, 12:09 PM
Post
#44
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 441 Joined: 27-October 10 Member No.: 6,297 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ირმა
QUOTE რა საოცარი შედარებაა, ბრწყინვალეა დრო პასუხისმგებელი არ არის მთელ ქაოსზე და ძალადობაზე სახელმწიფოში და ყველა იმ სიძნელეზე, კაცობრიობა რომ განიცდის. ამ ყველაფერზე პასუხს აგებს ადამიანის აზრები. ეს აზრები ეგოიზმითაა აღსავსე. სწორედ ეგოისტური და ეგოცენრტრული ადამიანების გამო იტანჯება ერი მრავალრიცხოვანი პრობლემებით. შეუძლებელია ერთიანობა, სანამ წვრილმანი საკუთარი ინტერესები ჭარბობს. ერთიანობის გარეშე შეუძლებელია ბედნიერება განიცადო. მაშასადამე, ერთიანობა ყველასთვის მნიშვნელოვანია. როდესაც ერთიანობიდან გამომავალ ძალას ფლობთ, ნებისმიერი ამოცანის შესრულებას შესძლებთ. ერის სისუსტე ადამიანებს შორის გაზრდილი უთანხმოებიდან წარმოიქმნება. ერთიანობა დიდად მნიშვნელოვანია. ამიტომ საჭიროა ცოტა მაინც შევზღუდოთ ეგოიზმი. დღეს მსოფლიოში ყველა პრობლემა ეგოიზმიდან მოდის. თითოეული ზრუნავს საკუთარი სიკეთისთვის და თავისი ოჯახის სიკეთისთვის და არ ფიქრობს, რა მოუვა დანარჩენ მსოფლიოს. უნდა შევიგნოთ, რომ ცალკეული ადამიანის კეთილდღეობა დამოკიდებულია საზოგადოების, ერისა და მსოფლიოს კეთილდღეობაზე. თქვენ უნდა უფრო ფართოდ უყუროთ საგნებს. ეგოიზმი და ვიწრო ხედვა უფრო განათლებულ ადამიანებს ახასიათებთ, ვიდრე გლეხებსა და უბრალო ხალხს. მანკიერ მიდრეკილებებს, რომლებიც დიდ ქალაქებშია დომინირებული, ჯუნგლებშიც კი ვერ ნახავთ. განათლებულმა ადამიანებმა უნდა განავითარონ გარჩევის უნარი, მორიდებულობა და ღირებულებათა უშეცდომო გრძნობა. იესომ ბევრი კარგი რჩევა-დარიგება მისცა ხალხს. მუჰამედმა ბევრი მაღალი სწავლება მისცა ადამიანებს. რამამ და კრიშნამ ბევრი რამ ასწავლეს მსოფლიოს. რა შეითვისა ხალხმა აქედან? ბევრად წაიწია მან ამ ფასდაუდებელი გაკვეთილების პრაქტიკაში განხორციელების საქმეში? მრავალი ადამიანი ყოველდღიურად კითხულობს ბჰაგავად გიტას. ადამიანები ყოველ ქუჩაზე ქადაგებენ გიტას. მქადაგებელთა რიცხვი იზრდება, მაგრამ მცნებების პრაქტიკაში გამტარებელთა რიცხვი მცირდება. -------------------- you can change everyfing, if you can control your mind
----------------------------------- "ზეციური სამეფო თქვენშია" -იესო ქრისტე |
|
|
May 9 2011, 05:26 PM
Post
#45
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 441 Joined: 27-October 10 Member No.: 6,297 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მხოლოდ უფალს გააჩნია თავისუფალი ნება. ადამიანს აქვს მინიჭებული ნება, მაგრამ იგი არ არის თავისუფალი ნება. ადამიანის ნება მოქმედებას იწყებს მაშინ, როდესაც მოქმედებაში ღვთაებრივი თავისუფალი ნება ერთვის. ხეზე მრავალი ფოთოლია, მაგრამ არც ერთი ფოთოლი არ შეირხევა, თუ ქარი არ არის. ფოთლებს არ გააჩნიათ თავისუფალი ნება, მაგრამ მათ აქვთ ნება, რომელიც საშუალებას აძლევს მათ ირხეოდეს, როცა ქარი ქრის. ცხოვრების ხეზე ადამიანური არსებები არიან როგორც ფოთლები. ადამიანის ნება მოქმედებას იწყებს მაშინ, როცა ღვთაებრივი ნება "დაუბერავს". ამგვარად, აუცილებელია ადამიანის ნების ღვთაებრივ ნებასთან გაერთიანება. მაშინ ადამიანური ბუნების აყვავება დადგება. ადამიანს არაფრის მიღწევა არ შეუძლია საკუთარი მცდელობით. არის მიზნები, რომლებსაც ადამიანი სულ პატარა ძალის გამოყენებით აღწევს. არის სხვა მიზნები, რომელთა მიღწევაც, დიდი მცდელობის მიუხედავად, მას არ შეუძლია. რა არის ამის მიზეზი? მიზეზი ღვთაებრივი ნების თამაშში იმყოფება. ღვთაებრივის მოქმედებები შეიძლება გავიგოთ ორი მაგალითიდან, რომლებიც ყველასთვის არის ცნობილი თავისი საკუთარი მაგალითიდან. გულისცემა და ფილტვების სუნთქვა ადამიანის მხრიდან ყოველგვარი შეგნებული მცდელობის გარეშე ხდება. ეს არის ბუნების კანონების მოქმედება ღვთიური ნების თანახმად. ერთი მხრივ – ბუნება, მეორე მხრივ – ადამიანის ძალისხმევა. ისინი ჰარმონიულად უნდა მოქმედებდნენ. როდესაც ასეთი ერთობაა, თქვენ სიწმინდეს შეიძენთ. ეს სიწმინდე ღვთაებრიობასთან მიგიყვანთ. ერთიანობა, სიწმინდე და ღვთაებრიობა სამი სხვადასხვა მდგომარეობა კი არ არის, არამედ სამი სტადიაა ნაყოფის დამწიფების პროცესში.
ამ მიწიერ ცხოვრებაში ის, რასაც ადამიანები ჩვეულებრივად ჯნიანად (ცოდნად) თვლიან, სრულიადაც არ წარმოადგენს ნამდვილ ცოდნას. მხოლოდ ატმაჯნიანაა (საკუთარი თავის გაცნობიერება) ჭეშმარიტი ცოდნა. ატმა და ჯნიანა სინონიმებია. ჯნიანა საფუძველია. არ შეიძლება მისი შეძენა გრძნობებით განსჯისა და აღქმის გზით. ყველაფერი ის, რისი მიღწევაც ამქვეყნიური საგნების შეცნების გზით ხდება, არ არის ჯნიანა. ჯნიანა არის ის, რაც რჩება იმის შემდეგ, როდესაც გონების მუშაობა გაჩერებულია. გახსოვდეთ, რომ დაკარგული სიმდიდრის კვლავ შეძენა შეიძლება, დაკარგული ჯანმრთელობა შეიძლება აღადგინოთ, მაგრამ დაკარგული დრო სამუდამოდაა დაკარგული. ამიტომ ნუ კარგავთ დროს. დრო ღმერთია. ღირსეული საქმეებით აკურთხეთ თქვენთვის გამოყოფილი დრო, შეიცნეთ ნეტარება და სხვებს გაუზიარეთ იგი. -------------------- you can change everyfing, if you can control your mind
----------------------------------- "ზეციური სამეფო თქვენშია" -იესო ქრისტე |
|
|
May 10 2011, 05:03 AM
Post
#46
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 12 Joined: 10-May 11 Member No.: 6,465 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
შრი სატია საი ბაბა, ისევე როგორც, შრი ჩინმოი, შრი აურობინდუ, შანკარაჩარია, შრი რამა კრიშნა, შრი ბუდა არის ავატარი, უფრო სწორედ ნეფიმილი, ნეფიმილი კი სხვა არაფერია თუ არა დემონი ადამიანის სხეულით. ფსევდოღმერთებმა, ანუ დემონებმა რომელნიც თავიანთ თავს ადამიანის წინაშე ღმერთად ასაღებენ, გადაწყვიტეს ასეთი ავატარების მიწაზე მოვლინება, ადამიანის შესაცდენათ და ჭეშმარიტი გზიდან სულისათვის დამღუპველ გზაზე გადასათრევად, ამ ფსევდოღმერთებად ამ შემთხვევაში გვევლინებიან
1. ბრაჰმა 2. შივა 3. ვიშნუ აი ამ ტრიადის წევრებმა, მიიღეს გადაწყვეტილება კაცთა შესაცდენად მიწაზე წარმოეგზავნათ მათთვის დაქვემდებარებულ დემონთა სულები, რომლებსაც ფიზიკური სხეული შეუქმნეს და კაცობრიობას მოუვლინეს ზემოთდასახელებული პირები. ეს ხორცშესხმული დემონები, წერენ რელიგიურ წიგნებს, ქადაგებენ, ახდენენ სასწაულებს და თან ურცხვად იძახიან თითქოს იესოც მათნაირი ავატარია, განსხვავება მათსა და ქრისტეს შორის კი ის არის რომ იესო იშვა სულიწმინდისაგან, ესენი კი ლუციფერის სულისაგან, იესო ჭეშმარიტებას ქადაგებდა კაცთა სახსნელად, ესენი კი სასწაულებით შელამაზებულ სიცრუეს ქადაგებენ კაცთა დასაღუპავად, რიგვედა, ბჰაგავად გიტა, პატანჯალის ნაშრომები, რაგები, მანტრები, შრი ჩინმოის სწავლება მდუმარედ, აურობინდუსა და შანკარაჩარიას წიგნები, რამა კრიშნასა და ბუდას ზეპირი მოძღვრებები და ბოლოს ბუნჩულა საი ბაბას "სასწაულმოქმედება" სხვა არაფერია თუ არა ანტიქრისტეს მოსვლისთვის გზის განმამზადებელი ცრუ წინასწარმეტყველების უსუსური მცდელობა. ჩემს სიტყვებზე პასუხს ვაგებ სრულიად და ვინც ნათქვამში შემეწინააღმდეგება იმისაგანაც ანალოგიურს მოვითხოვ, ის გასხივოსნება კი რომელსაც ეს მოძღვარნი პირდებიან ადამიანებს სხვა არაფერია თუ არა სინათლის ძის ლუციფერის შუქი. |
|
|
May 10 2011, 05:38 AM
Post
#47
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 3,007 Joined: 29-October 09 Member No.: 6,058 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
axilevs
ჩემს სიტყვებზე პასუხს ვაგებ სრულიად და ვინც ნათქვამში შემეწინააღმდეგება იმისაგანაც ანალოგიურს მოვითხოვ შეგეწინააღმდეგები და გეტყვი, რომ ძალიან ცდები ბევრ რამეში. და ჩემ ნათქვამზე "ატვეჩაი" ვარ! -------------------- ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა «კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა» |
|
|
May 10 2011, 05:51 AM
Post
#48
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 12 Joined: 10-May 11 Member No.: 6,465 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ჯერ ჯერობით არგუმენტები ვერ დავინახე საპირისპიროს დასამტკიცებლად და ისე ატვიჩაი რომ ხარ ეს დადებითი თვისებაა.
|
|
|
May 10 2011, 06:48 AM
Post
#49
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 3,007 Joined: 29-October 09 Member No.: 6,058 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
axilevs
ჯერ ჯერობით არგუმენტები ვერ დავინახე საპირისპიროს დასამტკიცებლად და ისე ატვიჩაი რომ ხარ ეს დადებითი თვისებაა. შენ ისეთ ვრცელ თემებზე დასვი საკითხი, თანაც ერთი ხელის მოსმით, რომ კამათი გამიჭირდება. თუ საუბარი გინდა ჯობია კონკრეტულ საკითხზე ვიკამათოთ, თანაც შესაბამის თემებში. ეს საი ბაბას თემაა და ამ საკითზე ჩემი აზრი თუ გაინტერესებს გეტყვი, რომ საი ბაბა ღმერთის ავატარი არაა. -------------------- ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა «კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა» |
|
|
May 10 2011, 07:01 AM
Post
#50
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 12 Joined: 10-May 11 Member No.: 6,465 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
QUOTE შენ ისეთ ვრცელ თემებზე დასვი საკითხი, თანაც ერთი ხელის მოსმით, რომ კამათი გამიჭირდება. ერთი ხელის მოსმით იმიტომ დავსვი საკითხი, რომ სანამ ხელს მოვუსმევდი 50 წელი შევალიე ინდუიზმის, ბრაჰმაიზმის, ვიშნუიზმის, ბუდიზმის, კრიშნაიზმის, იუდაიზმის, ისლამისა და ქრისტიანობის შესწავლას, ასე რომ ხელის მოსმის უფლებას, პროფესია თეოლოგობა და სამეცნიერო ხარისხი პროფესორობა მაძლევს. კამათი კი ალბათ მართლაც გაგიჭირდება. თუ საუბარი გინდა ჯობია კონკრეტულ საკითხზე ვიკამათოთ. მე ძალიან კონკრეტულად ვთქვი, რომ საი ბაბა ნეფიმილია, ანუ დემონი ადამიანის სხეულით და ვიკამათოთ ჰა. თანაც შესაბამის თემებში. რომელ თემაშიც გსურს იმ თემაში ვიკამათოთ.ეს საი ბაბას თემაა და ამ საკითზე ჩემი აზრი თუ გაინტერესებს გეტყვი, რომ საი ბაბა ღმერთის ავატარი არაა. მართალი ხარ, საი ბაბა ღვთის ავატარი არ არის, ის ლუციფერის ავატარი გახლავთ. |
|
|
May 10 2011, 07:19 AM
Post
#51
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 3,007 Joined: 29-October 09 Member No.: 6,058 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
axilevs
ერთი ხელის მოსმით იმიტომ დავსვი საკითხი, რომ სანამ ხელს მოვუსმევდი 50 წელი შევალიე ინდუიზმის, ბრაჰმაიზმის, ვიშნუიზმის, ბუდიზმის, კრიშნაიზმის, იუდაიზმის, ისლამისა და ქრისტიანობის შესწავლას, ასე რომ ხელის მოსმის უფლებას, პროფესია თეოლოგობა და სამეცნიერო ხარისხი პროფესორობა მაძლევს. კამათი კი ალბათ მართლაც გაგიჭირდება. პროფესორს ნამდვილად ვერ ვეკამათები. ამდენი არც გამოცდილება მაქვს და არც ცოდნა. მხოლოდ რწმენა მაქვს, ისევე როგორც თქვენ, ჰოდა ორი რაღაცაში დარწმუნებული ადამიანის კამათი სრული უაზრობაა. მე ძალიან კონკრეტულად ვთქვი, რომ საი ბაბა ნეფიმილია, ანუ დემონი ადამიანის სხეულით და ვიკამათოთ ჰა. თუ მაიას, ანუ ღმერთის ილუზორულ ენერგიას დემონს უწოდებთ, მაშინ კი ბატონო, დემონი ყოფილა -------------------- ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა «კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა» |
|
|
May 10 2011, 08:26 AM
Post
#52
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 12 Joined: 10-May 11 Member No.: 6,465 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
არა ძვირფასო მეგობარო პირიქითაა, ეს შენ უწოდებ დემონს - "ფსევდორმერთის" და არა ღმერთის ილუზორულ ენერგიას მაიას, ხოლო სინამდვილეში ეს მაია კონკრეტული და არცთუისე უწყინარი პიროვნებაა.
|
|
|
May 10 2011, 08:54 AM
Post
#53
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 3,007 Joined: 29-October 09 Member No.: 6,058 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
axilevs
არა ძვირფასო მეგობარო პირიქითაა, ეს შენ უწოდებ დემონს - "ფსევდორმერთის" და არა ღმერთის ილუზორულ ენერგიას მაიას, ხოლო სინამდვილეში ეს მაია კონკრეტული და არცთუისე უწყინარი პიროვნებაა. როგორც გენებოთ ისე დაარქვით. თქვენი ნებაა -------------------- ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა «კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა» |
|
|
May 10 2011, 08:59 AM
Post
#54
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 3,007 Joined: 29-October 09 Member No.: 6,058 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
პ.ს. გამოდის, რომ მეც და ამ ფორუმის უმეტესობაც ნეფიმილები გამოვდივართ, რადგანაც მართლმადიდებლობის დოგმატიკას მეტ-ნეკლებად არ ვიზიარებთ...
სად არის ინკვიზიცია, რომ აღგვგავოს პირისაგან მიწისა? -------------------- ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა «კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა» |
|
|
May 10 2011, 09:30 AM
Post
#55
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 441 Joined: 27-October 10 Member No.: 6,297 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
axilevs
QUOTE ერთი ხელის მოსმით იმიტომ დავსვი საკითხი, რომ სანამ ხელს მოვუსმევდი 50 წელი შევალიე ინდუიზმის, ბრაჰმაიზმის, ვიშნუიზმის, ბუდიზმის, კრიშნაიზმის, იუდაიზმის, ისლამისა და ქრისტიანობის შესწავლას, ასე რომ ხელის მოსმის უფლებას, პროფესია თეოლოგობა და სამეცნიერო ხარისხი პროფესორობა მაძლევს. თქვენს პოსტებს რომ გადავხედე "ბატონო პროფესორო" მაპატიეთ მაგრამ 50 წელი კი არა, 50 დღე რომ გქონდეთ შელეული ამ საკითხებს, ძალიან მსუბუქად რომ ვთქვათ ესეთ უაზრობას არ დაწერდით გარდა ამისა ეს საკითხები თეორიული მსჯელობით არ გადაიჭრება, თუ რაიმე სახის პრაქტიკული გამოცდილება არ გაქვთ და მხოლოდ წიგნები წაგიკითხავთ, ამ საკითხებზე (რატომღაც მგონია რომ მოძღვართა ქადაგებები უფრო გაქვთ მოსმენილი, რომლებიც ყოველტვის უარყოფითად საუბრობრნ ნებისმიერ განსხვავებულ მრწამსზე ქრისტიანობისაგან) თქვენთან კამათი ფუჭია -------------------- you can change everyfing, if you can control your mind
----------------------------------- "ზეციური სამეფო თქვენშია" -იესო ქრისტე |
|
|
May 10 2011, 09:42 AM
Post
#56
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 3,517 Joined: 10-November 10 From: ,,დედა''მიწა Member No.: 6,305 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
50 წელი კი არა, 50 დღე რომ გქონდეთ შელეული ამ საკითხებს, ძალიან მსუბუქად რომ ვთქვათ ესეთ უაზრობას არ დაწერდით ცდები.... ინდუიზმის, ბრაჰმაიზმის, ვიშნუიზმის, ბუდიზმის, კრიშნაიზმის, იუდაიზმის, ისლამისა და ქრისტიანობის შესწავლას, 200 წელიც რომ მოენდომებინა ისე ძალიან საინტერესო კი იქნებოდა ალბათ ბუდიზმში გულის და ალმასის სუტარების შესწავლის პროცესი ...... -------------------- მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....
Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки |
|
|
May 10 2011, 09:59 AM
Post
#57
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 12 Joined: 10-May 11 Member No.: 6,465 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
თქვენ ღმერთმა დაგიფაროთ ნეფიმილობისგან, თქვენ სული ხართ, ოღონდ როგორც აღვნიშნე ეს სული დემონის მსახურად არ უნდა აქციოთ "გასხივოსნების" მცდელობებით, ვინაიდან ამ ტერმინში მალავს სწორედ ლუციფერი მზაკვრულ გეგმას, თქვენ კი ვიღაც თავხედი რომაა მანდ და ურცხვად იღრიჭება მხოლოდ გეტყვით რომ ჯერ ზრდილობა ისწავლეთ და თეოლოგიურ საკითხზე კამათის ამბავზე მერე ვიმსჯელოთ, შენთან რა მაქვს საკამათო ელემენტარული კულტურა არ გაგაჩნია, ფორუმზე მე ვერ აღგზრდი და ჯერ დედას აღეზარდვინე და მერე მოდი ჩემთან საკამათოდ.
|
|
|
May 10 2011, 10:03 AM
Post
#58
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 12 Joined: 10-May 11 Member No.: 6,465 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
პრაქტიკულ გამოცდილებას რაც შეეხება გეტყვი რომ შრი ჩინმოის "სასწაულმომქმედი მოწაფეებიდან" ოთხი მათგანი სოლომონის ბეჭდის ზღუდეში დავსვი და 3 დღე გაიხნენ ოოოოოოოომის გმინვით მაგრამ იქიდან გამოსვლა ვერ შეძლეს სანამ ისევ გარკვეული ცოდნით არ ავხსენი ეს ბეჭედი, ასე რომ კიდევ გიმეორებ სანამ პრაქტიკაზე გადმოხვალ ჩემთან ჯერ ზრდილობა ისწავლე.
|
|
|
May 10 2011, 10:17 AM
Post
#59
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 3,517 Joined: 10-November 10 From: ,,დედა''მიწა Member No.: 6,305 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
axilevs
შეგიძლიათ მითხრათ სოლომონის ბეჭედი როგორ დაგეხმარათ ბუდიზმის შესწავლისას და იქაც გქონდათ ასეთი ძლიერი პრაქტიკული გამოცდილება.... ? -------------------- მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....
Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки |
|
|
May 10 2011, 10:18 AM
Post
#60
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 441 Joined: 27-October 10 Member No.: 6,297 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
QUOTE ჯერ ზრდილობა ისწავლეთ და თეოლოგიურ საკითხზე კამათის ამბავზე მერე ვიმსჯელოთ, შენთან რა მაქვს საკამათო ელემენტარული კულტურა არ გაგაჩნია, ფორუმზე მე ვერ აღგზრდი და ჯერ დედას აღეზარდვინე და მერე მოდი ჩემთან საკამათოდ. აბა, აბა.. თავად მოუხმეთ ზრდილობას "ბატონო პროფესორო" და სიტყვები შეარჩიეთ -------------------- you can change everyfing, if you can control your mind
----------------------------------- "ზეციური სამეფო თქვენშია" -იესო ქრისტე |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 23rd September 2024 - 09:41 AM |